Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

საქმე # 32212321123

განაჩენი

საქართველოს სახელით

04.06.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,


წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე: გიორგი ბაგაშვილი

ბრალმდების მხარე

პროკურორი ნ....

დაცვის მხარე

გ.... საქართველოს მოქალაქე,ნასამართლეობის არ მქონე პირი.

ადვოკატი მარიამ ელიზბარაშვილი

აღწერილობითი სამოტივაციო წერილი

ჯუდისა და მერის განცალკევების საქმე,რომელიც უპრეცედენტო შემთხვევას


წარმოადგენს მერი და ჯუდო სიამის ტყუპები არიან ერთ-ერთის სამედიცინო
მდგომარეობა კრიტიკული იყო და იშვიათი,მათ საერთო ორგანოები
ჰქონდათ.მერის ჯანმრთელობას მრავალი მნიშვნელოვანი გართულება
აღენიშნებოდა.მისი ფილტვები იყო სიცოცხლისუუნარო,ვერც გული ასრულებდა
თავის ფუნქციას,სისხლის მიმოქცევა მთლიანად დამოკიდებული იყო ჯუდოს
გულსა და ფილტვებზე და თუ ოპერაციის შედეგად ბავშვებს ერთმანეთისგან არ
განაცალკევებდნენ,სულ რამდენიმე თვეში ორივე დაიღუპებოდა,ვინაიდან
ჯუდის გული და ფილტვები უფრო და უფრო სუსტდებოდა.განცალკევების
შემთხვევაში მერი აუცილებლად მოკვდებოდა,რაც შეეხება ჯუდის,ეს მის
სიცოცხლეზე ზეგავლენას არ მოახდენდა.მშობლემა ოპერაციაზე უარი
განაცხადეს იმ არგუმენტით რომ ისინი ვერ შეეგუებოდნენ ერთ-ერთი შვილის
სიცოცხლის მოსპობას მხოლოდ იმის გამო,რომ ეს უკანასკნელი სუსტი იყო.მათი
გაჩენა უფლის ნება იყო და ისინი ვერ დაუშვებდნენ და არც ჰქონდათ უფლება
შვილისათვის სიცოცხლე წაერთმიათ.მერის მდგომარეობა სავალალო იყო.იგი
არსადროს გამოჯანმრთელდებოდა,იმ შემთხვევაშიც კი,თუ ტყუპები არ
განცალკევდებოდნენ.

მტკიცებულებათა ერთობლიობა

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის


თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი
რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.ამდენად,
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე,
იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების
დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად
ბრალდების მხარის მტკიცებულებები.შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს რომ
წარმოუდგინონ მერის ჯამრთელობის ცნობები,ბრალდების მხარემ წარმოუდგინა
მერის ჯამრთელობის კრიტიკული მდგომარეობა უტყუარად დასტურდება
გამოკვლეული მტკიცებულებებით და ფაქტობრივად სადავო არ არის. ამასთან
ერთად აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება შესაძლოა კრიტიკული
მდგომარეობაშია,მაგრამ თუ არის შესაძლებლობა რომ გამოვიდეს ამ რთულ
სიტოაციიდან განცაკლევების გარეშე,შესაბამისად სამედიცინო კვლევების
მიხედვით ასევე იქნა წარმოდგენილი იგი არასდროს გამოჯანმრთელდებოდა იმ
შემთხვევაშიც კი,თუ ტყუპები არ განცაკლევდებოდნენ.

სასამართო ასევე ამახვილებს დაცვის მხარის მტკიცებულებებზე ყურადღებას -


მშობლებმა ოპერაციაზე უარი განაცხადეს,რადგან ისინი ვერ შეეგუებოდნენ ერთ-
ერთი შვილის სიცოცხლის მოსპობას მხოლოდ იმის გამო,რომ ეს უკანასკნელი
სუსტი იყო.მათი გაჩენა უფლის ნება იყო და ისინი ვერ დაუშვებდნენ.და არც
ჰქონდათ უფლება,შვილისათვის სიცოცხლე წაერთმიათ.მართალია ძალიან
რთული მდგომარეობა,მაგრამ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს მერის
ჯამრთელობა ვერ გაუძლებდა ყველაზე დიდი რამდენიმე თვე ჰქონდა
დარჩენილი სიცოცხლე რის შედეგადაც თავის ტყუპისცალსაც
დაღუპავდა,შესაბამისად როგორი რთულიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება
მისაღები აუცილებელია ყველაფრის გათვალისწინება,თუ არის შესაძლებელი
რომ ერთ-ერთ მაინც გადარჩეს,აქ შესაძლებელია ითქვას რომ მერის ბევრად მეტი
ყურადღება ექცეოდა მშობლების მიერ ვიდრე ჯუდის,ისე ხომ არაა რომ რადგან
ერთის მდგომარეობა კრიტიკული მეორეც იგივე მდომარეობაში ჩავაყენოთ?
ჯუდოს ხომ გააჩნდა სიცოცხლის უნარიანობა? რატომ არ უნდა იცოცხლოს? ვერ
შეეგუებოდნენ ერთი ბავშვის გარდაცვალებას,მაგრამ შეეგუებოდნენ ორივესას?
მართალია არჩევანია რთული მაგრამ აუცილებელია გაკეთდეს
საღად.სიცოცხლის წართმევა ამ მომენტში არა განცალკევებით არამედ თუ არ
განაცალკევებენ მაშინ მოხდება.სამწუხაროდ მერის ჯამრთელობის გაუმჯობესება
ვერ მოხერხდება ვერც განცაკლევებით,ვერც განუცალკევებლად,მაგრამ თუ არ
მოხდება მათი განცალკევება მასთან ერთად გარდაიცვლება მისი
ტყუპისცალი.შესაბამისად ეს ეხება მეორე ადამიანის მდგომარეობას და
ჯამრთელობას.

დადგენილება

რადგან სასამართლოს გამოაქვს საქართველოს სახელით


გადაწყვეტილება,საქართველოს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია
ადამიანის სიცოცხლე რის შედეგადაც,როგორც კონსტიტუციაში ისევე
საერთაშორისო ხელშეკრულებაში არსებობს ღირებულებები,რომლებიც არის
აღიარებული,რადგან არსებობს იმის შანსი რომ ერთ-ერთი გადარჩება უნდა
მოხვდეს განცალკევება.

რაც შეეხება ჰუმანურობას,მინდა აღვნიშნო რომ ამ კონკრეტულ მომენტში ჩემი


აზრით ორივე მხრიდან არის მისი უარყოფა,როგორი არჩევანიც არ უნდა
გავაკეთოთ ჩვენ ვაკეთებთ ცუდს და უკიდურესობას შორის არჩევაანს,რადგან
ერთის გადასარჩენად,რომელსაც რამდენიმე თვე აქვს სიცოცხლე დარჩენილი
ვწირავთ,რადგან მეორე გადარჩეს ეს არის ფაქტი იმის რომ ჰუმანურობა ირღვევა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება ადამიანის,მაგრამ ეს კეთდება იმის გამო
რომ გადარჩეს ერთ-ერთი მაინც და არ გარდაიცვალოს ორივე. სადაც ხდება იმის
არჩევანი თუ რომელმა იცოცხლოს და ხდება პრიორიტეტების დაყენება იქ
დაკარგულია ჰუმანურობა,რადგან ზუსტად იგივენაირად არის მნიშვნელოვანი
ერთი ადამიანის სიცოცხლე,როგორც მეორის და რაც გვაძლევს ჩვენ
გამონაკლისის შესაძლებლობას ამ ვითარებაში არის ის რომ მას რამდენიმე თვე
აქვს დარჩენილი ყველაზე კარგ ვარიანტში,მაგრამ თუ გაგრძელდება მისი
სიცოცხლე მასთან ერთად მისი ტყუპისცალიც გარდაიცვლება.

You might also like