You are on page 1of 49

დავით ხორბალაძე

შობის ტოლმა
მოქმედი პირები:

დედა - ნინოს დედა


მამა - ნინოს მამა
ძმა - ნინოს ძმა
პოლიტიკოსი - ნინოს შეყვარებული
გიო- ნინოს უფროსი ძმა
ბექა- გიოს შეყვარებული
ბებია - ნინოს ბებია (მათხოვარი)
ნინო
თვითგამოცხადებული ღვთაება

/ -აღნიშნავს რეპლიკის გადაფარვის ადგილს


პროლოგი
პოლიტიკოსი დგას სასტუმროში, ხედით თავისუფლების მოედანზე და ყლაპავს სამკაულებს.
ბოლოს გული ერევა და არწყევს.

ჩართულია დიდი პლაზმური ტელევიზორი, რომელშიც იგივე პოლიტიკოსი ტელევიზორს


და ტკბილეულს ჩუქნის გაჭირვებულ 9-შვილიან ოჯახს. ვხედავთ, რომ იმ ტელევიზორში
სხვა პოლიტიკოსი ჩუქნის სხვა გაჭირვებულ ოჯახს ტელევიზორს, რომელშიც უჩვენებენ
კიდევ სხვა პოლიტიკოსს, რომელიც, თავის მხრივ, იმავე საშობაო რიტუალს იმეორებს.
და ასე დაუსრულებლად.

ძმა. დედა. მამა. ნინო.

სამზარეულო.

ნინო არხიდან არხზე რთავს ტელევიზორს. ბოლოს დედა გამორთმევს პულტს და მაგიდაზე
მიაგდებს.

ძმა: დღეს შობაა. უფრო სწორად ამაღამ.

მამაჩემმა კილონახევარი ხორცი მოიტანა და მაგიდაზე დააგდო.

დედას უხარია ხოლმე, როცა მამას დესასწაულებზე კილონახევარი ხორცი მოაქვს და


მაგიდაზე ახეთქებს, ამაყად.

იღიმება და ამბობს:

დედა: კომბოსტო?!

ძმა: მამა არ პასუხობს. კაცია და ცოტას ლაპარაკობს.

დედა: კომბოსტოც მოგეტანა. ტოლმას გავაკეთებდი.

ძმა: ტოლმა ჩვენს ოჯახში ყველას უყვარს, რადგან იშვიათი და ხორციანი საჭმელია.

ჩვენს ოჯახში ვეგეტარიანელი არავინაა, უბრალოდ ხორცს მხოლოდ


დღესასწაულებზე ვჭამთ.

მნიშვნელოვან დღესასწაულებზე.
ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულებზე.

მამა: ვერ დამირეკე?

ძმა: მამას უკვე ფეხზე აქვს გახდილი და გარეთ გასვლა მაგრად ეზარება. ამიტომ
ბრაზდება. ჯიბიდან ფულს იღებს და მე მაძლევს.

მამა: წადი კომბოსტო მოიტანე!

ძმა: რამდენი?

მამა: მე რა ვიცი რამდენი. დედაშენს კითხე.

ძმა: დედა, რამდენი?

დედა: ორი თავი. საშუალო ზომის.

ძმა: კაი.

დედა: ბრინჯიც გამოაყოლე!

ძმა: კაი. მეყოფა?

დედა: რამდენი მოგცა?

ძმა: 5-ლარიანი

დედა: არ გეყოფა.

ძმა: მამა კიდევ ორ ლარს ამატებს.

ბებია.

ეკლესიის კიბეებზე.

ბებია: თოვს. შობას როცა თოვს განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს.

სხვა დროს როცა თოვს და ყინვაა მეშინია, არ მოვკვდე, მაგრამ შობას როცა თოვს, არ
მეშინია.

თუ გავიყინე, სამოთხეში მოვხვდები. რავი, მამაომ თქვა, აღდგომას ვინც მოკვდება


სამოთხეში ხვდებაო და შობამ რა დააშავა?
მე ეგრე მჯერა.

მარა არა, მაინც არ გავიყინები. რა გამყინავს. ჯერ ერთი, ამაღამ ბევრი ხალხი მოვა
ეკლესიაში და მეორეც, უფრო მეტს იძლევიან ხოლმე ესეთ დღეებში, ანუ მარტო
წვრილ-წვრილ ხურდებს არ გიყრიან. ზოგჯერ არი ხუთლარიანებიც...

დღესასწაულებზე ცოტა არასდროს არაა ხალხი.

მიყვარს შობა.

ბექა. გიო.

ქუჩაში მიდიან.

ბექა: რას აპირებ ამაღამ?

გიო: რა ვიცი, არაფერს, შობას რას უნდა ვაპირებდე. თუ გინდა შენთან დავრჩები.

ბექა: სახლში არ აპირებ წასვლას?

გიო: რა ვიცი, რა მინდა სახლში.

ბექა: კაი, როგორც გინდა.

გიო: კაცო, შენ თუ გინდა დავრჩები, თუ არა და წავალ. დედაჩემი ტოლმას გააკეთებდა და
ყველა კარგ ხასიათზე იქნება, მთავარია, მამაჩემი არ დათვრეს!

ბექა იცინის

გიო: რა გაცინებს?

ბექა: შენ თვითონაც ხო გაგეცინა მაგაზე. სულ ტოლმას რატო აკეთებთ?

გიო: რავი... უყვართ.

ბექა: შენ ხო არ გიყვარს?

გიო: ვერ ვიტან.

ბექა: მე?

გიო: რა-შენ?
ბექა: კაი დაიკიდე.

გიო: ააა, შენ-კი, მიყვარხარ.

პაუზა

ბექა: მეც.

გიო: არ მინდა სახლში წასვლა.

ბექა: ჰოდა, დარჩი./ თუ გინდა ეკლესიაშიც წავიდეთ.

გიო: კაი. ალბათ დავრჩები. რა თქვი?

ბექა: ეკლესიაში წავიდეთ-მეთქი, ღამისთევაზე.

გიო: აა, ჰო, წავიდეთ, რა ვიცი, გადავწყვიტოთ. დავრეკავ მე სახლში ეხლა.

ბექა: მესიჯი რო მიწერო არ ჯობია?

გიო: რატო?

ბექა: რაღაცეები რო არ გკითხონ, სად რჩები და ა.შ.

გიო: ხო, მართალი ხარ.

პაუზა. მესიჯს გზავნის.

გიო: გავგზავნე. რა ვქნათ ეხლა?

ბექა: რავი.

მე სექსი ნაღდად არ მინდა.


ბებია. თვითგამოცხადებული ღვთაება.

ეკლესიის კიბეებზე.

ბებია მღერის „ზამთარია სიცივეას“, მომდევნო მონოლოგის პარალელურად.

თვითგამოცხადებული ღვთაება: სიღარიბე ინცესტს გავს: ოჯახის წევრები ერთმანეთის


დედისმუტლების ტყვნას იწყებენ.

ამიერიდან სიღარიბე ღირსებად აღარ ჩაითვლება.

ყველა, ვინც სიამაყით გამოაცხადებს, რომ ღმერთს ღარიბები უყვარს, მოღალატედ


ჩაითვლება და სიკვდილით დაისჯება.

ხო სასიამოვნოდ ჯღერს?

მე კმაყოფილი ვარ.

მაგრამ ვინ იზამს ამას?

ვინ დასჯის ამ უბედურ ადამიანებს, ვისაც მარტოობა მიესაჯა და ისე გამოშტერდა,


რომ დაიჯერა, ოქრო-ვერცხლის მოყვარული ღმერთი სასუფეველში მიგვიღებსო?

ყლენი ხართ და ყლეთა წინამძღოლნი.

ღმერთს თქვენ არცერთი არ სჭირდებით.

მას მხოლოდ ჩვენი ნატანჯი ძვლები სჭირდება.

უხორცო ძვლები, რომ მერე იმ თავის ძაღლებს მიუყაროს, ჯოჯოხეთში.

მრისხანება თვალებს მიწვავს.

ცეცხლს ვაფრქვევ.

ამ ცეცხლით გადავწვავ ღატაკთა მუყაოს სახლებს.

უსახლკაროთა ახალშობილებს ნაგვის ყუთებში ამოვგუდავ.

მე მტკვრის მძღნერში მოვინათლე.

მე ვარ თქვენი ახალი ღმერთი.

მე ვარ გზა და ჭეშმარიტება.


დედა. ნინო. მამა.

სამზარეულოში.

მამას ტელევიზორთან სძინავს. ტელევიზორში ჩანს პოლიტიკოსის ინტერვიუ, რომელშიც


ამბობს: ჩვენმა კოალიციამ უკვე აღრიცხა ყველა ოჯახი, რომელმაც ციფრულ მაუწყებლობაზე
გადასვლის შემდეგ ვერ მოახერხა შეეძინა ახალი ტელევიზორი ან სეტ ტობ ბოქსი, მგონი
სწორად ვამბობ, და ხვალ უკვე ყველა მათგანს ექნება არა დამატებითი მოწყობილობა,
რომელიც უკვე ვთქვი, არამედ ახალთახალი ტელევიზორი.

დიახ, 4 იანვრიდან დაიწყო ეს პროცესი.

დიახ, ყველა შეჭირვებულ ოჯახს, რომელმაც ვერ მოახერხა.

ამ ეტაპზე უკვე ჩავუტანეთ 300-მდე ოჯახს. ასე რომ დღეს ღამე, უკვე ყველა მათგანი
პირდაპირ ეთერში მოახერხებს უწმინდესის მიერ აღვლენილ საშობაო ლიტურგიას უყუროს.

დიახ, ჩვენ პირველ რიგში მაღალმთიანი აჭარიდან დავიწყეთ.

დედა: რა გინდოდა აივანზე?

ნინო: არაფერი, მჟავე კიტრი შემოვიტანე.

დედა: რათ უნდოდა ერთი საათი მჟავე კიტრის შემოტანას.

ნინო:

დედა: წყალი დაადგი.

ნინო უხმოდ დგება, ავსებს ჩაიდანს და გაზზე დგამს.

დედა: არ ეყოფა ერთი ჩაიდანი.

ნინო მეორესაც უხმოდ ავსებს და გაზზე დგამს.

მამა: გამოიღე რა, ერთი აბა, როგორი მჟავე გააკეთა დედაშენმა, გავსინჯოთ.

ნინო: შევჭამე რაც შემოვიტანე უკვე. გავიდე, შემოვიტანო კიდე?

მამა: რა ხასიათზე ხარ რა არი!

დედა: არაფერი. ვერაა კარგად.

ნინო: ძაანაც კარგად ვარ! (გადის და მჟავე კიტრი შემოაქვს)

მამა: დამისხი რა ერთი ჭიქა.


დედა: აღარ არი. გუშინ დალიეთ რაც იყო.

მამა: რა არი, რა ყველა მძღნერ ხასიეთზე ხართ, შობაა თუ რა არი, რა ვიცი, ეკლესიაში შენ
დადიხარ და, დღესასწაულებზე მაინც რო არ მიტყნა ტვინი მაინც არ გამოგდის ხო
სხვანაირად?

დედა: კიდე მე?

მამა: ჰო!

ნინო: ჩავალ და მე ამოვიტან! მომეცი ფული.

მამა: აჰა! ესმის ბავშვს!

ნინო: ჰა, მომეცი ახლა ფული.

მამა: მიდი, აბა, ჯიბეებში ნახე, კურტკის.

(ნინოს ქურთუკი მოაქვს)

მამა: ნახე კაცო, ჩაყავი ხელი!

ნინო: (იჩხრიკება ქურთუკის ჯიბეებში, ლარის ხურდები ყრია) ესაა სულ.

მამა: კაი, მიდი ეგ ჩაუტანე და უთხარი, ხვალ მოგცემს-თქო.

დედა: ვინ მიცემს ეხლა ნისიაზე ამ შობას! რას ლაპარაკობ ერთი.

მამა: რატო ვერ გავიგე, ოდესმე არ გადამიხდია, თუ რა არი?

დედა: კაი რაა...

ნინო: კაი, ჩავალ. გავედი! (მობილური ურეკავს. არ პასუხობს. თიშავს. დედა თვალს
გააყოლებს.)
ძმა.

ქუჩაში.

ძმა: ხილ-ბოსტანის მაღაზია აქვეა. მეზობელ კორპუსში, პირველ სართულზე, ფანჯარაში


აქვთ გახსნილი. კიბეზე უნდა ახვიდე, ფანჯარაზე მიუკაკუნო, ცოტა დაელოდო და
რომ გამოგხედავს ქალი მოკლედ შეჭრილი ქერა თმით, ლურჯი „წენით“ და
ვარდისფერი პომადით, მერე უთხრა რა გინდა:

-ორი თავი კომბოსტო.

არა, ეგ არა. საშუალო ზომის.

ჰო ეგ.

არა ეგ არა.

აი, ეგ.

ჰო. ჰო.

ორი ეგ.

მეორეც მაგხელა.

ფულს ვაწვდი. 5-ლარიანს. ის ხურდას მიბრუნებს. მე ეგრევე ჯიბეში ვიყრი. არც


ვითვლი.

იმდენად გულუბრყვილო და პატიოსანი ბიჭი ვარ, რომ ხურდას არასდროს არ


ვითვლი. სახლში რომ მივალ მამა ამის გამო ძალიან მეჩხუბება, მაგრამ ახლა ამას ჯერ
ვერ ვხვდები. უტვინო ვარ. ღარიბებს საერთოდ ასე გვჩვევია. შტერები და სულელები
ვართ. ოდნავი მოხერხებაც კი არა გვაქვს და თავს ვინუგეშებთ, ვითომ ეს მხოლოდ
პატიოსნებით მოგვდის.

-გმადლობთ.

ამ მაღაზიაში ბრინჯი არ აქვთ. ამავე კორპუსის წინა მხარეს არის ჩვეულბრივი


მარკეტი და იქ უნდა ვიყიდო. იქაც პატიოსანი და გულუბრყვილო ვარ. ხურდას არც
იქ ვითვლი.

აი ნახეთ. მამაჩემი ამის გამო, როგორ მეჩხუბოს!

„მე ღარიბი ვარ, როგორც იესო.“


გიო. ბექა.

ბექას სახლში.

გიო ტელეფონზე ელაპარაკება ნინოს. იქვე დგას ტელევიზორი, რომელშიც განმეორებით


აჩვენებენ იუმორინას რომელიმე ძველი ჩანაწერი.

გიო: ნინო რატო არ მპასუხობდი?

მოვიდა მამაც?

რა გჭირს რა იყო, რა ხმა გაქვს?

კაი, შერიგდებით, რას ამბობ. ხო იცი, როგორ უყვარხარ? კაი რა, საიდან მოიტანე.

რა ვიცი, ვარ რა. ხო იცი მეც როგორი ისტერიჩკა ვარ.

არა, არაფრით არ მგონია, რომ გადავუყვარდები, მაგრამ... აი, მაინც სულ მეშინია. კაი
რა, საიდან უნდა მოიყვანოთ, ჩვენი თავისთვის ვერ მოგვივლია. არც მინდა,
სიმართლე გითხრა. ან ვაფშე ეგ რა, გამოსავალი შემომთავაზე, თუ რა? სხვა რამეა
პრობლემა.

ნინო, რა ხმებს გამოსცემ?

ნინო...

ტირიხარ თუ რა არი?

კაი რააა, არ უნდა მიეწებო არავის. აი, მეც ხო სულ ეგრე მეუბნები ხოლმე. მეც ვერ
ვითვალისწინებ მაგას, მაგრამ ვცდილობ, რო სცენები არ მოვუწყო და იძლებით არ
მყავსდეს გვერდით. თან თქვენ დიდი ხანიც არაა, რაც ერთად ხართ, ნუ
დაავალდებულებ ნურაფერს...

კაი, ნუ ტირიხარ რაა...

აუ, არადა, თან იცი როგორ კარგად მესმის შენი? ანუ, მეც ზუსტად ვიცი, რომ ისევ
ვუყვარვარ, მაგრამ აი, რა პრობლემაა ვერ ვხვდები.

რა გარანტია მაქვს, რომ სამსახური კი არა მე-ვღლი? აი, რა! საიდან ვიცი?! აი, დავიწყებ
ეხლა მალე მეც მუშაობას და დავეხმარები. მაგრამ მერეც ეგრე იქნება, მაინც სულ
დაღლილი იქნება, იმიტო, რო ეგეთი ტიპია! გეგონება ცოცხალი არაა. და აი, სულ
გონია, რო მარტოა და არავინ გვერდში არ უდგას! მაგას კომპექსი აქვს იმ თავისი
ოჯახის რაა. არ ჯერა არაფრის და არავის.

ნინი...
ნინიკო. მისმენ?

კაი, ნუ ხარ ეგრე რა!

რატო ვართ ორივე ესეთი ისტერიჩკები რა! წამო დღეს შენც ჩვენთან, არ გინდა?

კაი, რატო მეკითხები კიდე მაგას?

კაი, როგორც გინდა... ნუღარ ტირიხარ რაა.

ხო იცი, რო ჩვენს ოჯახს თუ ვუძლებთ, სხვას ყველაფერს გავუძლებთ ცხოვრებაში.

(ნინო თიშავს. შემოდის ბექა, ტელევიზორს უწევს და სხვა არხზე რთავს. სხვა არხზე
გადის, როგორხ ხვდებიან ცნობილი ქართველი ელიტარული ოჯახები ახალ წელს. ეს
კადრები მომდევნო ორი სცცენის განმავლობაში გადის.)

ბებია.თვითგამოცხადებული ღვთაება.

ბებია ეკლესიის კიბეებთან. ღვთაება - ბექას სახლში.

ბებია: ეხლა ცოცხალი რო იყოს ჩემი ქმარი ეგრევე დამიჭრიდა შეშას, ცეცხლს დამინთებდა,
გამათბობდა.

თვითგამოცხადებული ღვთაება: მე დაგინთებ.

ბებია: შენ რას დამინთებ. არ მჭირდება შენი დანთებული.

თვითგამოცხადებული ღვთაება: აბა?

ბებია: ღმერთი გამათბობს.

თვითგამოცხადებული ღვთაება: აბა ქმარიო?

ბებია: რა გინდა?

თვითგამოცხადებული ღვთაება: რომ გიყვარდე და მომყვებოდე.


ბექა. გიო.

ბექას სახლში.

ბექა: მაპატიე, რო ვერ გაქცევ ყურადღებას ბოლო დროს რაა.

გიო:

ბექა: არ ვიცი რა მჭირს.

გიო: დაიღალე და ენერგია აღარ გაქვს.

ბექა: არ გწყინს?

გიო: არა!

ბექა: ბოდიში რაა, მართლა ბოდიში. მთელი დღეები ვერ გნახულობ და მერეც საღამოსაც
თუ მოხვალ ეგრევე ვიძინებ.

გიო: გეყოფა, კარგი. გავიგე./ ყოველთვის კარგად ხო არ იქნები.

ბექა: ჰო, არ ვიცი, ძაან დავიღალე.

(პაუზა)

ბექა: გიპასუხეს შენებმა?

გიო: ჰო.

ბექა: რაო?

გიო: რაც გინდა ის გიქნია, თუ გინდა სულ ნუ მოხვალო.

ბექა: ანუ გაბრაზდა დედაშენი?

გიო: ჰო. მარა გადაუვლის. არაუშავს.

ბექა: ჯობია, რომ არ გაანაწყენო ზედმეტად.

გიო: ანუ?

ბექა: რა ვიცი, არ გეკითხება ხოლმე სად რჩები?

გიო: კი.

ბექა: ჰოდა, რამდენ ხანს მოატყუებ, ერთხელაც გაიგებენ.

გიო: და?
ბექა: ჯობია, რო ისე მოიქცე, რომ ვერ მიხვდნენ.

(სიჩუმე)

გიო: კაი, ვეცდები იშვიათად დავრჩე ხოლმე შენთან.

ბექა: არაა, ეგ არ მითქვამს!!!

ძმა. ნინო.

ქუჩაში.

ძმა: თოვს.

ქუჩაში ვართ მე და ჩემი და. მე უკვე ვიყიდე, რაც დამაბარეს. ის ახლა მიდის
მაღაზიაში. ერთმანეთს ვერ ვხედავთ.

თოვლი შობას რაღაცნაირი ლამაზია, არა?

(პაუზა. ძმა თავისთვის განაგრძობს ლაპარაკს)

ნინო: (თავისთვის ამბობს) არა.

ძმა: წარმოიდგინეთ, სახლში ზიხართ, ფანჯრიდან ლამპიონების შუქზე მოჩანს როგორ


თოვს.

ნინო: ხეები დგანან, როგორც არყის ბოთლები, თეთრ მაცივრებში, მშრალ ყინულზე
მომუშავე მაცივარებში.

ძმა: დედა დგას, ტოლმას ხარშავს. თბილა. გამათბობელს ბოლომდე აქვს აწეული,
ნათურაც ძალიან არაეკონომიურად კაშკაშებს.

მამა მაგიდას უზის და რომელიმე უცხოურ არხს უყურებს. თუმცა არა! უცხოეთში ხო
შობა 7 იანვარს არაა. მამა საზოგადოებრივ მაუწყებელზე პატრიარქის საშობაო წირვას
უყურებს.

ნინო, ჩემი და... ნინოც იქვე მამას გვერდით უზის და მაგალითად აიფონ 6-ში რამეს
თამაშობს.

ნინო: აიფონ 6 ხო ისედაც მაქვს. გარდერობში ვმალავ, ფეხსაცმლის ყუთის უკან. კაბაში
გახვეულს.
ძმა: ნეტავ ყველაფერი მართლა ასე იყოს. ნეტავ ბევრი ფული გვქონდეს.

და აი, ისიც! ნინო გამოჩნდა!

ოჰ! ნინო...

ნინო: არაყზე გამომიშვა.

ძმა: თუ გინდა, ადი და მე ამოვიტან, ფული მომეცი.

ნინო: ნისიაზე გამომიშვა.

ძმა: მეც და ნინოც, ორივე ვფიქრობთ, რომ მამაჩვენი თუ მოკვდება, მხოლოდ იმაზე ფიქრი
შეგვაშინებს, დაკრძალვის ხარჯები საიდან მოვიტანოთ.

ნინო: მამაჩემის დაკრძალვის ფული უკვე მოვაგროვე. არ ვიცი, ზუსტად რამდენია საჭირო,
მაგრამ სადღაც 700 ლარამდე მოვაგროვე. ის რო მჩუქნიდა ხოლმე ფულს, ვინახავდი.
ვმალავდი. არ დამიხარჯავს.

არა. სინამდვილეში მამაჩემის დაკრძალვისთვის არ მომიგროვებია. ეგ მიზანი არ


მქონია, მაგრამ ახლა მივხვდი: დედას გამოადგება მამაჩემი თუ მოკვდება. წერილს
დავტოვებ, რომ მიხვდეს, სადაც დევს.

ძმა: ნინომ გზა განაგრძო. მეც სახლისკენ წამოვედი.

ლამაზია თოვლი ზამთარში. შობას.

ნინო დგას თოვლში, არყის ბოთლით. ქარია. პაუზა დიდხანს იწელება.

ნინო: ეხლა იცი რაზე ვოცნებობ? ნეტა თვიური დამეწყოს.

თვითგამოცხდებული ღვთაება.

ეკლესიის კიბეებთან.

თვითგამოცხადებული ღვთაება: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად


გათბები. შეშის და ქმრის გარეშე.

მარტოსულო ბებერო, შენ, სიკვდილის მომლოდინევ! დაემხე და იტირე ჩემს


მუხლებთან, რადგან მე გადაგარჩენ.
ნინო. პოლიტიკოსი.

სასტუმროში, ხედით თავისუფლების მოედანზე. დრო და დრო ფანჯრებს ქარი ფოთლებს


ახეთქებს.

პოლიტიკოსი: მინდა ეს ენა მოვიკვნიტო და გადაგაყლაპო, რადგან ისეთს ვერაფერს


ამბობს შენს გულამდე რომ აღწევდეს.

ნინო: ეგრე კუჭამდე /ჩავა

პოლიტიკოსი: როგორი პოეტური ხარ.

ნინო: აბა?!

პოლიტიკოსი: გიხდება საყურეები.

ნინო: გმადლობ.

(პაუზა)

რო ჩავიცვა შეილება? შემცივდა.

პოლიტიკოსი: ცოტა ხანსაც გიყურებ და ჩაიცვი მერე.

ნინო: არ გინდა, რო ფარდა მაინც ჩამოაფარო?

პოლიტიკოსი: არა, ეგ ფონი გიხდება.

ნინო: ეს ქანდაკება მართლა მოოქროვილია?

პოლიტიკოსი: ხო, აბა?!


ძმა. ნინო. მამა. დედა.

სამზარეულოში.

მამას ტელევიზორთან სძინავს. უკან ახვევს და პოლიტიკოსის გამოსვლას უყურებს:


პოლიტიკოსი: ჩვენმა კოალიციამ უკვე აღრიცხა ყველა ოჯახი, რომელმაც ციფრულ
მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ვერ მოახერხა შეეძინა ახალი ტელევიზორი ან სეტ ტობ
ბოქსი, მგონი სწორად ვამბობ, და ხვალ უკვე ყველა მათგანს ექნება არა დამატებითი
მოწყობილობა, რომელიც უკვე ვთქვი, არამედ ახალთახალი ტელევიზორი.

დიახ, 4 იანვრიდან დაიწყო ეს პროცესი.

დიახ, ყველა შეჭირვებულ ოჯახს, რომელმაც ვერ მოახერხა.

ამ ეტაპზე უკვე ჩავუტანეთ 300-მდე ოჯახს. ასე რომ დღეს ღამე, უკვე ყველა მათგანი
პირდაპირ ეთერში მოახერხებს უწმინდესის მიერ აღვლენილ საშობაო ლიტურგიას უყუროს.

დიახ, ჩვენ პირველ რიგში მაღალმთიანი აჭარიდან დავიწყეთ.

ძმა: სახლში რომ დავბრუნდი ჩემი და უკვე იქ დამხვდა. ტიროდა.

დედა ჩუმად ატარებდა ხორცს, მანქანაში.

მამა ტელევიზორს უყურებდა გვერდითა ოთახში.

ბრინჯი და კომბოსტოები მაგიდაზე დავალაგე. კურტკაც გავიხადე და სკამზე


დავკიდე.

ნინო ისევ ტიროდა.

ძმა: როგორ ამომასწარი?

ნინო: ლიფტით ამოვედი.

ძმა: ააა

ძმა: არ მიკითხავს რა ატირებდა, ბოლო დროს სულ ასე ზის და ტირის.

ერთხელ ვკითხე და დამიყვირა, შენი საქმე არ არისო.

მგონი დედამაც იცის და არ ამბობს.

მამა: ხურდა დაგრჩა?

ძმა: არა, მამა.

მამა: მოგიტყან დედისპროჭი, რა ღირდა კომბოსტო.


ძმა: აი, ხომ ვამბობდი, ნახეთ მამაჩემი თუ არ მეჩხუბოს-მეთქი. ასეა, არავითარი
მოულოდნელობა ცხოვრებაში.

არ ვიცი, მართლა არ დამრჩენია.

მამა: რა ღირდა-მეთქი!

ძმა: არ მიკითხავს, ავაწონინე და ფული მივეცი.

მამა: ჩადი ეხლა კითხე, შენი დედა მოვტყან!

ძმა: კაი რააა მამა, ცივა, სად ჩავიდე ეხლა.

დედა: ნუგო რა გჭირს, რა გაყვირებს! მოიტანა ბავშვმა/ ყველაფერი

მამა: ნუ გამოხვალ ხოლმე დამცველი/ შენ.

დედა: რა დამცველი კაცო, მოიმატა ფასებმა, რატო ეჩხუბები /ტყუილა.

მამა: მე არავის ტყუილა არ ვეჩხუბები.

ძმა: მამამ კისერში ხელი მომკიდა და გარეთ გამაგდო.

კართან რომ ვიდექი, სანამ კომბოსტოს ფასის გასაგებად ჩავიდოდი, სახლიდან ჯერ
ისევ მესმოდა წივილ-კივილი. დედას და მამას ნინიც აჰყვა. იმაზე ბევრად უფრო
ხმამაღლა ტიროდა, ვიდრე წინა დღეებში.

კიბეები ჩავირბინე და ხილ-ბოსტნის ფანჯარაზე მივაკაკუნე.

გიო ჭკვიანია, ნეტა მეც მყავდეს მეგობრები, იმათთან დავრჩებოდი ხოლმე.


თვითგამოცხადებული ღვთაება.

სამზარეულოში.

თვითგამოცხადებული ღვთაება:

არავითარი მოულოდნელობა.

ვზივარ და მანქანებს ვითვლი.

ცეცხლი. ცეცხლი.

ყველას სათითაოდ წყევლა შევუთვალე.

გადაიჩეხე და აფეთქდი.

დაცემულო აფეთქდი, ვინ გამოგიწვდის ხელს.

ერთით ნაკლები ადამიანი.

ერთით ნაკლები ადამიანის დაბადების შესაძლებლობა.

მოსალოდნელ ქმედებათა უსასრულობას მხოლოდ მასობრივი ჟლეტა შეაჩერებს.

ბექა. გიო.

ბექას სახლში. იატაკზე.

ბექა: ძაან დავიღალე. მოდი ჩემთან.

გიო: უფალი რო მოვიდეს ეხლა, ჩემ მაგივრად!

(იცინიან)

ბექა: ნუ ღადაობ მასეთ რაღაცებზე.

(ისევ იცინიან)

ბექა: უჰ, მართლა აი, ძალიან დაღლილი ვარ.

გიო: ჰო?

ბექა: ჰო.

გიო: რამდენად?
(იცინიან)

ბექა: იმდენად, რომ/

(იცინიან)

გიო: რა გაცინებს?

(იცინიან)

ბექა: დღეს გავრეკე კინაღამ, გაყინულ ქათმებს ველაპარაკებოდი. აესე, მაცივრებში ხო


ალაგია და ვიდექი, და ვუყვებოდი შენზე, ლამის მოფერება დავუწყე, ახორკლილი
კაპუტულ ქათმებს. იცი რა გლუვი კანი აქვთ ადგილ-ადგილ?

გიო: კაი რააააა

ბექა: ჰოოოო

იცინიან. ბექა ეხუტება.

გიო: მერე?

ბექა: არაფერი, მერე ძაან ცუდ ხასიათზე დავდექი. უნდა წამოვიდე მაქედან.

გიო: სულ ეგრე ამბობ.

ბექა: აი, ეხლა მართლა წამოვალ. სხვა სამსახურს ველოდები.

გიო: რას?

ბექა: არ ვიცი ჯერ, მაგრამ გირკვევა მალე. პროსტა წარმოიდგინე: ყოველდღე ქათმები და
კვერცხები, ქათმები და კვერცები. ეს კაცი, ვისთან ერთადაც დავდივარ, მანქანით,
მძღოლი ვინცაა, ხო იცი რა ყლეა. იმ დღეს მეუბნება, მე შენზე რაღაცა გავიგეო. რა-
მეთქი, რა გაიგე. და არაფერი, არაფერიო და გაჩუმდა. პროსტა ეგრევე ავწითლდი. ხო
იცი როგორც მემართება ხოლმე.

გიო: მერე? თქვა ბოლოს რამე?

ბექა: არა! პროსტა მეორე დღეს ქათმების წამოსაღებად რო მივედით, ისე მიყურებდა რა...

გიო: როგორ?

ბექა: კაი, დაიკიდე.

პაუზა. აღარ იცინიან.


გიო: იქნებ მეც დავიწყო ეხლა და წამოდი მაქედან. რაღაცა სატელეფონო კომპანიაში
გავგზავნე CV, ტელეფონით ყიდი წიგნებს და შენ დაანებე მანდ მუშაობას თავი. ხო
ელოდები თან რაღაცას.

სიჩუმე

ბექა: ბოდიში რააა.

გიო კოცნის

ბექა: დავიძინოთ რაა.

გიო: აბა ეკლესიაში წავიდეთო?

ბექა: აა, უი. ხო. წავიდეთ. ლამაზი იქნება.

ბებია.

ეკლესიის კიბეებზე.

ბებია: გინდა გითხრა რა მაცვია?

გეტყვი.

ნასკები, სამი წყვილი.

ზემოდან მოქსოვილი წინდა. მეთვითონ მოვქსოვე.

მერე პარკი და მერე ეს ჩექმა თუ რა ქვია ამას.

ჰო, ეს რეიტუზიც მაცვია.

ზემოდან - ნაქსოვი კაბა.

შიგნიდან დედაჩემის შალი მაქვს მოხვეული წელზე.

დედაჩემი უკვე კაი ხანია ცოცხალი აღარაა.

დედაჩემი მათხოვარი არ ყოფილა. 40 წლის იყო რო მოკვდა. მე 70-ის ვარ ეხლა,


მათხოვარი ვარ და ცოცხალი.

ამაღამ თუ გავიყინები არ მეშინია.


ეგ იმათ იკითხონ, აგე, ბაღში რო ცხოვრობენ, სანაპიროზე. სკამებზე რო სძინავთ და
კარდონები აფარიათ. ერთი-ორი კვირის წინ ბავშვი მოუკვდათ. მთელი ოჯახით
არიან.

არც ეკლესიაში დადიან და არაფერი. მაგიტომაც ღმერთი არ სწყალობთ.

მე არ გავიყინები.

ჰო. კაბის ზემოდან პალტო მაცვია. წლებია რაც მაქვს. ვიღაცამ მაჩუქა, არ მახსოვს.
სუფთა ამერიკულია. აწერია უკან. მაგარი თბილია. სად უშვებენ ეხლა ეგეთ
ხარისხიანებს.

პალტოს შიგნიდან დუტის ჟილეტი მივაკერე, უფრო დავათბე რა.

თუ რამეა, პარკი მაქვს, მოვიხვევ და არ დავსველდები.

ეკლესიას რო კეტავენ ეზოში არ მაჩერებენ, გარეთ მიწევს დაძინება. მარა არაუშავს,


მათხოვარი რა სანდოა, რო?

ცხოვრება ისე გადის, როგორც შარდი ჩემი მუტლიდან. უთქმელად,


გაუფრთხილებლად.

კიდე მაცვია რაღაცეები, მარა რა მნიშვნელობა აქვს, ან ეს რო გითხარი, რა რო?

დედა. ნინო. მამა.

სამზარეულოში.

ქვაბი თუხთუხებს. მამას ტელევიზორთან სძინავს. ტელევიზორში, რომელიმე შოუს


ფინალური გადაცემაა, რომელშიც მღერის ვინმე პატარა ბავშვი.

დედა: ნინო გეყოფა ტირილი და მომეხმარე.

ნინო: დედა, მამას ფანჯრიდან გადავაგდებ ერთხელაც.

დედა: გოგო, რეებს ლაპარაკობ, ხო არ გაგიჟდი.

ნინო: ეს არაყი რისთვის ამომატანინა.

დედა: კაი რაა, რაკი მაგან დაიძინა, რას ჩივი ერთი. მოდი აქ მომეხმარე-მეთქი.

ნინო: პურზე ჩავალ.


დედა: გვაქვს.

ნინო: მაშინ ლიმონათზე. შობას ლიმონათი /არ გვინდა?

დედა: მე ფული არა მაქვს.

ნინო: მამას გამოართვი.

დედა: ნინო, ხო იცი, რო ეხლა ვერ გავაღვიძებ. რას აიტეხე?

ნინო: მაშინ ისე ჩავალ.

დედა: გვიანია უკვე. ეგრე გვიან გვიან რო არ გევლო/

ძმა: ნინო დგება, ქუდს იხურავს, კურტკას იცვამს, კაშნეს იხვევს, ხელთათმანებს იცვამს და
გასვლას აპირებს. მე გზაში ვარ. ახლა ვბრუნდები. სახლში ჯერ არ ვარ.

დედა: სად მიდიხარ?

ნინო: არსად!

დედა: აბა, რა არი ეგ!

ნინო: აივანზე შეილება გავიდე?

დედა: ნუ ყვირიხარ შენ ერთი!!! არ გააღვიძო! და ეგ მჟავე კიდე ცოტა მაინც დატოვე.

ძმა: აი, დავბრუნდი. კომბოსტოს ფასი კი გავარკვიე, მაგრამ ჩათლახ მამაჩემს სძინავს.

დედა ტოლმას დასტრიალებს.

ნინო ოთახში არაა.

მამა: სახლში რომ ვბრუნდები მარტო ის მინდა, დავწვე და დავიძინო.

ეს დედამოტყნული, ბევრი ხო არაა, არა? მინდა რო დავლიო და დავიძინო.

მინდა, რო სახლში წყნარად მოვიდე, ორი ლუკმა შევჭამო, დავლიო და დავიძინო.

ცოლმა ან შვილმა დამახვედროს გაცხელებული საჭმელი, შევჭამო, დავლიო და


დავიძინო. მეტი ხო არაფერი არ მინდა არა?

ჰოდა, ეს დედამოტყნული, რა იქნება, რო როცა დავბრუნდები კიდე იქით


პრობლემები არ დამაყარონ თავზე და ტვინი არ მიტყნან ხო?
რა მოხდება, ჩემი ცოლი ცოტა უფრო ლამაზიც რო იყოს?

ბევრს ხო არ ვითხოვ არა? მე ხო არ ვამბობ, ანგელოზი იყოს-მეთქი, პროსტა ცოტა


თავს რო უვლიდეს და ღამე ცალკე საბანს არ იფარებდეს და გვერდებში არ იკეცავდეს
ხო შეილება, არა? ეგრე რო არ იყოს, სხვასთანაც ხო აღარ ვივლიდი. ვისთან
წავიდოდი, ეგ რო კარგი ხასიათის ქალი იყოს, ტვინს არ მიტყნავდეს, საღამოს რო
მოვდივარ მეფერებოდეს, მერე საწოლშიც თავის ფუნქციას ასრულებდეს, მარტო
შვილებზე არ ფიქრობდეს და ცოტა მეც ვადარდებდე, ბევრია ეს დედამოტყნული? ჰა?
ხო არაა ბევრი, არა? ხო შეილება დაკმაყოფილდე არა, შე დედამოტყნულო, რო შენი
ქმარი მუშაობს, დღე და ღამე, 24 საათი ტაოტშია ამოვლებული და როცა კი შეუძლია
ხან ხორცი მოაქვს, ხან კალბასი, ხან რამე...

ყავაც სულ მე არ მომაქვს? რო დაჯდება ხოლმე მერე დაქალებთან ერთად და რო


ჭორაობენ მთელი დღე და მეტს არაფერს არ აკეთებენ. მარა არაააა, ცოლებს უნდათ
რო ქმრები იყვნენ მაგათი მონები, მარა ეგრე არ იქნება.

ბევრს ხო არ ვითხოვ არა?

გინდა გითხრა სინამდვილეში ყველაზე მეტად რა მინდა?

ერთხელ ჩემი ცოლი საძინებელში შემოვიდეს და მინეტი გამიკეთოს, მერე თუნდაც


მოვკვდე.

მაგრამ ამას ვერასდროს ვერ ვაკადრებ ვერც მას და ვერც საკუთარ თავს.
ბექა. გიო.

ქუჩაში. ეკლესიისკენ მისეირნობენ.

გიო: ეხლა ხელი არ მომკიდო, ან არ მომეხვიო, ან არ მაკოცო. ან რამე ეგეთი, ხო ხვდები...

ბექა: კაი.

გიო: არ მინდა, რომ ვინმემ დაგვინახოს. აივანზე გოგო რო დგას ეგ ჩემი დაა.

ბექა: ხო იცის მაგან?

გიო: ჰო, მარა მაინც.

ბექა: ამდენი წელია ერთად ვართ და შენს სახლში არც ვყოფილვარ.

ისე, ამ ეკლესიაში წამოსვლა არ იყო მაინდამაინც კაი იდეა.

გიო: შორს წასვლას, ისევ ეს ჯობდა.

მისეირნობენ

ბექა: გინდა რო შვილი გვყავდეს?

გიო: არააა

ბექა: რატო, მე მინდა.

გიო: ძაღლი მირჩევნია.

ბექა: ოჰ, ეგრე ისედაც ვერ გვეყოლება ხო იცი?

გიო: რა?

ბექა: ბავშვი, რა?!

გიო: ვაიმე, რა ყველა ბავშვებზე ლაპარაკობთ?

ბექა: ვინ ყველა?

გიო: ჩემმა დამ დამირეკა დღეს.

ბექა: აუ, კაი. მორჩი.

გიო: ადრე მინდოდა, ვფიქრობდი სულ მაგაზე, /მაგრამ ეხლა აღარ მინდა.

ბექა: კაი, კაი. რა აზრი აქვს, ტყუილად ვლაპარაკობთ.


ჩუმად მისეირნობენ

გიო: საბავშვო ბაღში რატო არ ცადე?

ბექა: ვცადე, როგორ არა, მაგრამ ავიყვანეთ უკვე ფსიქოლოგიო, მითხრეს. ვიყავი მისული.

გიო: აუ, ჩემი და წამოვიდა სამსახურიდან, ეხლა გამახსენდა!

ბექა: და რატო გიხარია?

გიო: არ მიხარია, უფრო სწორად, იმიტო მიხარია, რო საბავშვო ბაღიდან წამოვიდა.

ბექა: კაი რააა, მერე აქამდე ვერ მითხარი?

გიო: აუ, რა ვიცი, დამავიწყდა რატომღაც, თან შენ ხო არ გქონდა ჯერ ნათქვამი, რო
წამოსვლას აპირებდი შენც

ბექა: ვაა, რა კააიაა! კიარადა, ანუ... მივალ მე რაა

გიო: მიდი ხოო, ნუ ეგ ფსიქოლოგად არ მუშაობდა, პროსტა ძიძასავით თუ რაღცა იყო, მარა
ხელფასი ნორმალური გექნება. გაგყვები ხვალ. არა ხვალ დასვენებაა. მოკლედ
გავარკვევ მაგას, დავურეკავ ნინოს და ვკითხავ, ხვალ დილას, ეხლა არ მინდა
დარეკვა.

ბექა: აუ, რა კაიაა!

გიო: მოიცა ჯერ, რა გიხარია, იქნებ ბიჭებს არ იღებენ, საერთოდ?

ბექა: ფუ რა, რატო გიყვარს ყველაფერში ჩაჯმა?


ძმა.

რომელიღაც ინტერვიუ

ძმა: სახლში რომ დავბრუნდი, მამას ეძინა, დედაჩემი არ მახსოვს, რას აკეთბდა. ხო
ტოლმას! მამამ მოიტანა ხორცი და.

ხო.

დიახ.

არა, უბრალოდ, დღესასწაულებზე ვიცით ხოლმე ასე. ტრადიციასავითაა.

ნინო არ იყო იქ.

არ ვიცი, არ მომიძებნია, ჩავთვალე რომ ეძინა.

თან მაგ დღეს ცუდ ხასიათზე იყო და ვიფიქრე დაიძინა-მეთქი.

თვითგამოცხადებული ღვთაება. ბებია.

ეკლესიის კიბეებთან.

თვითგამოცხადებული ღვთაება: ვერაფერი იშოვე?

ბებია: ვერა.

თვითგამოცხადებული ღვთაება: უბედურო!

ბებია: დამანებე თავი

თვითგამოცხადებული ღვთაება: შენს გადასარჩენად მოვედი.

ბებია: (პირჯვარს გადაწერს) რატო არ ქრები, თუ სატანა ხარ?

თვითგამოცხადებული ღვთაება: შენს გასათბობად.

ბებია: დამანებე-მეთქი თავი, რით ვერ მოგიშორე, რა გინდა!

თვითგამოცხადებული ღვთაება: შემომხედე.

ბებია: ჰა, გიყურებ.

თვითგამოცხადებული ღვთაება: მიყურე.


ბებია: გიყურებ.

(ბებია იფსამს)

ნინო.

აივანზე.

ნინო: ეს არის აივანი. ეხლა მე სადაც ვდგავარ.

ეს არის აივანი. ზედ ვდგავარ მე და ვუყურებ ვარკეთილის კორპუსების ხედს.

საათნახევარში გახდება 12 საათი და ხალხი ფანჯრებში სანთლებს აანთებს.

ლამაზი იქნება.

ნეტა მე როგორი ვიქნები.

ხვალ დილას.

ბებიაჩემი, მამაჩემმა სახლიდან რო გააგდო, დედაჩემის დედა, სულ ამბობს, რო შობას,


აღდგომას და კიდე რა არი ეგეთი დღესასწაული, ჯოჯოხეთში არავინ არ ხვდება.

პროსტა მაგისი ცხოვრების პატრონს რისი იმედი აქვს, მარა ნუ ბებრებს ხო არაფრის
იმედი არ აქვთ. თუ პირიქით? ყველაფრის იმედი აქვთ, შტერები არიან.

მე ძაან მეშინია სიბერის. აი ახლაგაზრდა გოგო ვარ, მარა უკვე მეშინია.

ვაფშე ყველაფრის მეშინია.

აი, ყველაფრის!

ეს ქარიც სახეში რო მიბერავს, მაგრად მაშინებს. შეილება გაიმორიტი დამემართოს,


ხო?

გინდა გითხრა რა მინდა?

მინდა, ქვეყნიერებას დედა მოეტყნას.

მინდა წმინდა გიორგის ქანდაკებას შუბი და ცხენი მოსძვრეს.


და გიორგი გველეშაპმა შეჭამოს.

მთელი ერთი თვე რატო მაყურებინე იმ დამპალი სასტუმროს ფანჯრებიდან მაგ


ოქროსფერ გოიმობას, რატო!

რას მატყუებდი რო გიყვარდი. გეგონა არ ვიცოდი, რო პროსტა შენს ცოლზე აღარ


გიდგებოდა და ვარკეთილელი 18 წლის ნაშა გინდოდა? ლილოში ნაყიდი გუჩის შავი
ბალეტკებით და ჯინსის კაბით და მუწუკებიანი შუბლით და ცისფერი თვალებით და
ქერა გრძელი ცხიმიანი თმით.

შენ გგონია, მომწონდა რაპუნცელს რო მეძახდი?

ესეთი რა მუტანტი ცოლი გყავდა, რო მაგდენი ფული დამახარჯე. ან რას შოულობ


ამდენს. რა ხელფასი გაქვს ამხელა რო 1 თვე იმ სასტუმროდან არ გამომახედე!!!

თვითგამოცხადებული ღვთაება

რომელიღაც ინტერვიუ.

აივანზე.

თვითგამოცხადებული ღვთაება: კი, ყველაფერი დავინახე. აბსოლუტურად ყველაფერი.


დიახ. მე გავაკეთე. დიახ. ასეა. პარკში გავახვიე.

დიახ. გავათბე.

არა. თვითონ არა. ბებიამისი.

რა? ანუ... რა? არა. არა.

კი, მიყვარდა. უფრო სწორად მიყვარს.

რაც გინდათ დაარქვით. ჩემი ღვთაებრივი ბუნებისთვის ასაკი არაფერს ნიშნავს.


ნინო. პოლიტიკოსი.

სასტუმროში, ხედით თავისუფლების მოედანზე.

ფანჯრებს თავსხმა წვიმა ასველებს.

პოლიტიკოსი: ცოტა ხანსაც იჯექი.

ნინო: სურათი მაინც გადამიღე.

პოლიტიკოსი: რა ლამაზი ხარ, რო იცოდე.

ნინო: მამაჩემს ვგავარ.

პოლიტიკოსი: რატომ დამცინი?

ნინო: არ დაგცინი, მართლა ვგავარ, ცისფერი თვალები აქვს იმასაც.

პოლიტიკოსი: კარგი. მოგწონს ეგ სამაჯური?

ნინო: კი, ლამაზია, ამ საყურეებს უხდება, არა?

პოლიტიკოსი: ძალიან ხო არ შეგცივდა?

ნინო: არა, საერთოდ არ მცივა, პროსტა დავიღალე.

პოლიტიკოსი: მინდა ცოტა ხანსაც გიყურო.

ნინო: აი, მე მგონი უკვე გიდგება.

პოლიტიკოსი: ვსო, მოდი.


ბექა. გიო.

ქუჩაში.

ბექა: მგონი დაგვინახა ბებიაშენმა. რაღა მაგ ეკლესიაში წამომიყვანე?

გიო: მე რა ვიცოდი, რო მანდ იქნებოდა.

ბექა: ესე მათხოვრობს? თავშესაფარში მაინც წაგეყვანათ,

გიო: ვერა, ავადმყოფია, იპარავს სულ!

ბექა: აა, ჰო მამაშენს რო მოპარა რაღაცა.

გიო: რა რაღაცა, მთელი ფული. მაგიტო გააგდო.

(პაუზა)

ბექა: სახლში ასულიყავი ბარემ, ჯობდა.

გიო: დაგღალე?

ბექა: ჰო, რა.

გიო: რით?

ბექა: არა, უბრალოდ ბევრი ვიარეთ და შემცივდა.

გიო: გინდა ეხლა წავიდე?

ბექა: როგორც გინდა, მარა ეხლა ხო არ წახვალ, უკვე გვიანია. მაგიტო არც მითქვამს.

გიო: არა, თუ არ გინდა წავალ. რა ვიცი, შენთან ვრჩები და თუ არ გინდა, /ძალით ხო არ


დავრჩები?

ბექა: მოკლედ, როგორც გინდა, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა.

გიო: კაი, წადი და მე აქ დავრჩები.

ბექა: ოოო კაი, ეხლა, წამოდი, მაგიტო კი არ მითქვამს. პროსტა დავიღალე მაგრად რა.
წამოდი. რა დაგემართა კაცო, დავიღალე და ხო შეილება, გაიგო? იმას ხო არ გეუბნები
წადი და აღარ დამენახო არასდროს-მეთქი?

გიო: (ცოტა ხანს ჩუმად მიყვება) მართლა მიყვარხარ.

ბექა: ვიცი! და ნუღარ მეუბნები მაგას!!!


აღარ მითხრა არასდროს!

(პაუზა)

ორი კვირის წინ საელჩოში ვიყავი. გერმანიაში მივდივარ.

სამუშაოდ.

(ჩუმად არინ. გიო ეხუტება. ბექა ტირილს იწყებს)

გიო: კაი, გეყოფა, ვინმე დაგვინახავს.

ბექა.

რომელიღაც ინტერვიუ.

ბექა: ვერაფრით ვერ ავიტან რო არ ვიმუშაო. გავგიჟდები! ფული მნიშვნელოვანი რამეა.


მაგალითად შარშან თებერვალში, სამსახური რო არ მქონოდა, ქლამიდიაზე ვერც
ვიმკურნალებდით. ქლამიდია ძაან საზიზღრობა დაავადებაა. სქესობრივი გზით
გადადის და მოკლედ, გეწვის, გექავება და რაღაც რძისფერი გამონადენი გაქვს და
მოკლედ, ძაან ცუდი რამეა, თუ არ იმკურნალებ საშინელება დაგემართება, რა ვიცი,
ალბათ აყროლდები და განგრენა დაგეწყება, მაგდენი აღარ გამირკვევია. კიდე ერთი
თვისება აქვს, შეილება ორგანიზმში ისე ატარო წლები, რომ არ გამოგივლინდეს, მერე
ერთხელაც უპრეზერვატივოდ ვინმესთან რამეს იზამ და სადღაც ერთ კვირაში მგონი,
თუ რამდენიმე დღეში, იმას დაეწყება ეს ქავილი, თეთრი ბლანტი გამონადენი, წვა
შარდვის დროს. აი ეგრე დაგვემართა, მე და ჩემს შეყვარებულს. ჰოდა, ხელფასი რო არ
მქონოდა, რას ვიზამდით არ ვიცი. ორივეს ერთად 700 ლარამდე დაგვიჯდა.

ჰო, ეგ ეგრეა, მარა ისიცაა, რომ სამსახურის მერე არაფერი აღარ მინდა, ბოლო დროს.
რა მნიშვნელობა აქვს სექსი ქლამიდიის გამო აღარ გექნება, თუ დაღლილობის გამო.
თან ადამიანთან, რომელიც მართლა გიყვარს! ზოგჯერ მართლა მინდა, რომ მოვკვდე.
ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ რაღაცნაირად ყველაფერი გაჩერდეს და საწოლში
თბილად დავიძინო გიოსთან ერთად, მართლა. ზოგჯერ მართლა მგონია, რომ ეგ
ერთადერთი გამოსავალია. მეტი არაფერი არ მინდა. პროფესია კი დავიკიდე უკვე კაი
ხანია.

ეგეც მივქარე. ყლე ვარ. ან ამ გერმანიაში რაღა მინდა. არ მინდა არც მანდ წასვლა. მარა
წავალ. ეგრე ჯობია. იქ რამეს მოვნახავ.
დედა. მამა, რომელსაც ტელევიზორთან სძინავს.

ქვაბთან.

დედა: ტოლმის კეთება დედაჩემმა მასწავლა, მაგრამ მე უკეთესად გამომდის. იშვიათდ


ვნახულობ. სიბერეში რაღაცა დაემართა, ვერ მივხედე და მოკლედ, ფსიქიკური
პრობლემები დაეწყო. დადიოდა და იპარავდა რაღაცეებს. მეზობლებისგანაც. დაჟე
სახლშიც.

ერთ დღეს ჩემ ქმარს ამოაცალა ფული, ნუგოს... (ნუგზრი ქვია) და გააგდო სახლიდან.
იმის მერე იშვიათად ვნახულობ. ვერ ვახერხებ. თორე რა, განა დედაჩემი არ მიყვარს,
რო?!

ყველა დავბერდებით და ვის რა დაგვემართება კაცმა არ იცის. ეგრე მიაგდებენ ჩემ


ქმარსაც თავის შვილები, როგორც მაგან გააგდო სახლიდან.

არა, თან მაგასაც რა ექნა აბა, სამი თვის ნაშრომ ფულს რო მოგპარავს ვინმე რას იზამ?

თავიდან პატარა ოთახი ვუქირავე, მარა მერე ფული ვეღარ გადავიხადე. მომერიდა
ბინის მეპატრონესთან მისვლა და ვეღარც მივედი.

ანუ იმის მერე დედაჩემიც აღარ მინახია.

ესე, ორი თვე იქნება.

თუ ვინმეს გონია, რომ ბოროტი და დამპალი ქალი ვარ, ძაან ცდება. მე ვინ მომცა მაგის
ნიჭი. ჩემნაირი ქალები იმისთვის გაჩნდნენ, რომ ტოლმა აკეთონ გემრიელად. საცივი.
ხაჭაპურები დააცხონ. ჩურჩხელები გაავლონ. რაიონებიდან ქალაქში მცხოვრებ
შვილებს ფული და საჭმელები გამოუგზავნონ. იმუშაონ.

შვილებისთვის, ყველაფერი შვილებისთვის უნდა გავაკეთოთ.

ქმარიც შვილების გამო შევინარჩუნოთ.

გინდა გითხრა რა მინდა?

გინდა მეც გითხრა სინამდვილეში რა მინდა?

ნეტა ჩემ შვილებს დედა მოეტყნებოდეთ და მეტი თუ მინდოდეს რამე!

მინდა, რომ მთელი 14 წლის ლამაზთვალება უწვერო ბიჭები გარს მეხვიონ.

ზოგი ძუძუებს მილოკავდეს.

ზოგი ჩემს დამჭკნარ მუტელში მიფათურებდეს თავის ახალწამოკვართულ კუტუს.


წამოკვართული სწორი სიტყვაა კუტუსთან მიმართებაში?

დიახ!

მე მინდა ახალგაზრდა ცისფერთვალება და ქერათმიანი ანგელოზები. ოღონდ სწორი


თმით!

არავითარი კულულები!

მე მინდა მოზარდი ბიჭები ოდნავ დაკუნთული, არაბუნებრივად გრძელი მკლავებით.


მაგ ასაკში ხო ეგეთი უპროპორციო სხეულები აქვთ.

რომ შეხედავ გეგონება დაიმსხვრევიან.

აგეტირება.

მინდა მათ მტრედებზე ვიტირო, შარვლებში რომ აუფრთხიალდებოდათ, უფრო


ახალგაზრდა რომ ვიყო!

ამის დედას შევეცი!

ნეტა კაცები როცა იგინებიან, დედის ადგილას ვის ან რას წარმოიდგენენ ხოლმე?
ახალგაზრდა ქალს დიდი ძუძუებით?

ალბათ ასეა.

აბა, 44 წლის დედას ვინ მოუტყნავს 16, 18 და 19 წლის შვილებს.

მინდა გითხრათ, რომ ასაკის მატება არის უდიდესი უსამართლობა და ყველა ყლეა,
ვისაც ჰგონია, რომ მთელი ცხოვრება ახალგაზრდად დარჩენას მოახერხებს.

ეს არის დამპალი სამყარო, რომელიც მარტო ამდგარყლიან ბიჭებს და სველმუტლიან


გოგოებს ახარებს.

ისიც, გარკვეულ ასაკამდე.

ჰოდა, მოიტათ რა ეს 14 წლის ბიჭები, ცოდო ვარ ქალი.

მაინც ხო ვერაფერს დავუშავებ.

ეს ჩემი 16 და 18 წლის ბიჭები ვერც გაიგებენ და რომც გაიგონ, ხელს არ გაანძრევენ.


ჩმორებად დავზარდე ეგენი.

დედა.

დედის გამო ხელი რატო უნდა გაანძრიონ, მე გავანძრიე დედაჩემის გამო?


გიო. ბექა.

საწოლში.

ძირითადად იცინიან.

გიო: გინდა თავი მოვიკლათ ერთად?

ბექა: ეხლა არა. ძაან მტკივა თავი.

გიო: მარტო თავი? მე ყველაფერი მტკივა.

ბექა: ერთი ექვსნი ხო იქნებოდნენ?

გიო: მგონი 7.

ბექა: დათვლაც მოასწარი?

გიო: მეც წამოვალ გერმანიაში.

ბებია. თვითგამოცხადებული ღვთაება.

ეკლესიის კიბეებზე.

ბებია: ეს კაცი გიჟია. ნამდვილად გიჟია. ნაღდად გიჟია.

ეგეთებს არაფერი არ ეშველებათ. გიჟია.

მეუბნება, ღმერთი ვარო.

ეკლესიასთან მაინც არ იდგეს!

შობა მაინც არ იყოს.

ღმერთო, შენ დამიფარე.

ეს კიბეები იცით რისაა? მარმარილოა. რო არ გავცივდე ფიცარი მიდევს. მერე მიმაქვს


ხოლმე როცა მივდივარ. ღამე.

ღმერთს უყვარს ღარიბები და თავმდაბლები. აი, ამ კაცისნაირი, თუ ბიჭია, თუ რაცაა,


მოკლედ, ეგეთი ამპარტავნები ჯოჯოხეთში დაიწვებიან.
მარა მე ვერ წარმომიდგენია, ადამიანი ამპარტავანი თუა, საერთოდ რანაირად უნდა
მოკვდეს.

ვურევ ეხლა რაღცეებს ერთმანეთში, მინდოდა მეთქვა, მდიდარი თუა, საერთოდ არ


მოკვდება-მეთქი, ეხლა ხო ათასი რამე მოიფიქრეს, გაგყინავენ და თუ გინდა
საუკუნეების მერე დაგადნობენ.

ღმეერთო! საით მიდის ქვეყნიერება.

(წარმოიდგინეთ, რომ ეკლესიაში შედის ვიღაც და ბებიას 20 თეთრს ჩაუგდებს)

შობის ღამეს 20 თეთრზე მეტს რო ვერ გაიმეტებ, შენ უნდა იჯდე აქ ჩემს ადგილას და
მე სითბოში ვიდგე, შიგნით. ქუსლიანი ტყავის ჩექმებით. შუბით.

დედა. ნინო. ძმაც.

აივანზე.

ძმა: დედა და ნინო ლაპარაკობენ.

ახლა.

ცოტა უფრო ადრე.

ანუ. უფრო ადრე, ვიდრე მამა მოვიდოდა და ხორცს მოიტანდა. მე ეს ყველაფერი არ


ვიცი.

აივანზე დგანან და ლაპარაკობენ.

დედა: ნინო, მე მგონი გადავწყვიტეთ, ხო?

ნინო: ჰო. გადავწყვიტე მეც.

დედა: ნუღა ტირიხარ. გაიზრდები და მერეც გეყოფა ტირილი.

ნინო: მეტი რაღა უნდა გავიზარდო.

დედა: მინიმუმ ჩემხელა.

ნინო: შენხელა?

დედა: ჰო. ჩემხელა.


ნინო: შვილებით. ქმრით.

დედა: ჰო! აი, ნახავ, თუ ცოლად არ მოგიყვანს!

ნინო:

დედა: რა იყო, რამე ხო არ გადაგიფიქრებია?.. შენ ხო იცი, რა მოხდება ამას თუ არ გააკეთებ?

მომისმინე. არაფერი ცუდი ამაში არაა. ცოტა ხანს იცხოვრებთ ერთად. მერე
დაშორდებით... მე ავუხსნი მამაშენს ყველაფერს, როგორმე! ავიტან ერთ დედის
გინებას, დარტყმასაც ავიტა! მეტი რა გინდა, მაგისთანა კაცს უყვარხარ, ეგეთი
შანსების ხელიდან გაშვება არ შეილება!

მე რო მამაშენს გავყევი, ხო ავიწყე ცხოვრება! და ეხლა შენც გინდა, რომ ესე იცხოვრო?

მომისმინე ნინო, ეგრე უნდა მოიქცე. რო დაგირეკავს, უნდა უთხრა, რომ აბორტს არ
გაიკეთებ, არაფრით! და ცოლად უნდა მოგიყვანოს!

აი, ეგრე უნდა მოითხოვო! კაცია ეგ და სუსტი ნებისყოფა აქვს.

აბა რა ეგონა, პატარა გოგოს რო აცდენდა? რა ეგონა?

მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან ჩაგეხუტო, ჩემო ლამაზო გოგო.

ძმა: დედას ეტირება. ცრემლები მოსდის. ძაან მეცოდება დედა. ძაან. პროსტა ვერ ვიტან.
მეზიზღება.მძულს! მინდა, რომ წიხლით შევდგე და სახეში ვაფურთხო, პროსტა ეს
აბავი არ ვიცი მე.

არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. არაფერი.

საერთოდ არაფერი.

ძაან ტვინს ვტყნავ, არა, ამ თხრობითი წინადადებებით? აბა, მეტი არაფერი არ ხდება
ჩემს თავს და...

სულ ერთი და იგივე. ერთი და იგივე. ერთი და იგივე. ერთი და იგივე.


თვითგამოცხადებული ღვთაება. ბებია.

ეკლესიის კიბეებზე.

თვითგამოცხადებული ღვთაება:

ყველა ჩემს ბოროტებას შენ გიძღვნი.

შენს დამსკდარ ფეხის გულებს.

შენს დამჭკნარ სხეულს,

უსიცოცხლოს.

შენს სულს, რომელიც შარდთან ერთად გეპარება, ყოველ ჩაფსმაზე,

ნაწილ-ნაწილ.

მალე იხილავ ჩემს სასწაულს, შენთვის მოძღვნილს.

ცეცხლი! ცეცხლი!

სიცოცხლის გასაქრობად ავარვარებული ცეცხლი!

ამაღამ მე დაგიხსნი გაყინვისაგან.

საუკუნო ცეცხლით.

აალებული ნაგვის ყუთებით.

აალებული ხატებით.

აალებული გუმბათებით.

აალებული თმებით.

აალებული სახეებით.

აალებული თითებით.

აალებული თვალებით.

აალებული წიგნებით.

აალებული ხეებით.
პოლიტიკოსი.

სასტუმროში, ხედით თავისუფლების მოედანზე.

ფანჯრებში ღამის სინათლე შემოდის.

პოლიტიოსი: მინდა, რომ დაგირეკო.

მაგრამ ვერ გირეკავ.

დაგირეკე და არ მიპასუხე. ჭკვიანი გოგო ხარ... მე კიდე სულელი. როგორ დამავიწყდა,


რომ მისმენენ და ხვალვე ყველა ამაზე ილაპარაკებს: პრეზიდენტობის კანდიდატი
პედოფილია!

შენ კიდე როგორ მიხვდი! ალბათ ეგრევე მიხვდი. ჰო, ჭკვიანი და ლამაზი გოგო ხარ.

რა ლამაზი ხარ.

მართლა ძალიან ლამაზი ხარ. საერთოდ როგორ მომეკარე.

რანაირად მაჭერდი ხოლმე ტრაკზე ქუსლებს. პირში ენას მიყოფი და კიოდი.

ღმერთო, რა კარგი იყო ის ერთი თვე.

უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვრო.

ამ ქვეყნის დედაც მოვტყან!

საქართველო, შენი დედა მოვტყან!

ჩემო პატარა გოგო, ჩემო ერთადერთო სიყვარულო!

შენი სველი მუტლის სუნი მომენატრა.

და იმ შენი სინთეტიკური ტრუსიკების, კბილებით რომ ჩავაფრინდებოდი ხოლმე და


გხდიდი. შენ კიდე სიცილით კვდებოდი.

უკვე აღარც მეგონა თუ ამიდგებოდა, შენ კიდე ლიფი არ გეცვა იმ დღეს, ბაღში რო
მოვედი ბავშის წამოსაყვანად. ნეტა ის დღე არ ყოფილიყო, ნეტა წინასაარჩევნო
პერიოდი არ იყოს და ყველგან თავის გამოჩნას არ ვცდილობდე. ნეტა სანიმუშო მამისა
და ქმრის იმიჯს არ მიქმნიდნენ!

ყველას დედას შევეცი შენ გარდა!


ღმერთო! რო ვფიქრობ და ვიხსენებ იმ დღეს, რო წაიხარე და დათუნია მიაწოდე ჩემ
გოგოს, მერე რო გასწორდი და ეს ძუძუსთავები რო გაგიმკვრივდა, და იმ მოჭერილ
მაიკაზე დაგეტყო. აი ეხლაც რო ვიხსენებ მიდგება.

(ანძრევს. ვერ ათავებს, ტირის.)

თვითგამოცხადებული ღვთაება

ყველგან.

თვითგამოცხადებული ღვთაება: ყველას! სიყვარულით გულმოკლულს. ღატაკს. მდიდარს.


ქალს. კაცს. მკვლელს. მსხვერპლს. პატიოსან მუშას. მაღაროში ვირთხების შეჭმულს,
მშენებლობიდან გადმოვარდნილს. სამშობლოსათვის თავდადებულს. აგვისტოს ომში
მკვდარს. ლოთებს. ბოზებს. დამწვარ და პოტენციურად დამწვარ ტრანსებს. საერთოდ
ყველას, ვინც დასაწვავადაა გამზადებული, როგორც ღვთის ზვარაკი, მადლის
სანაცვლოდ შესაწირად გამზადებულ ადამიანებს! ყველას, ვინც სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ვისაც არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალა,
საიმისოდ, რომ მკვდრები დაემარხა და მათი გვამები მოედნებზე გმირებად არ
გამოეფინა, მათ, ვინც ვერ შეძლო აეწიოკებინა მონასტრები და სამების საკათედრო
ტაძრისთვის გუმბათი მოეხადა და ზედ დამჯდარიყო და წითლად შეეღება მტკვარი
თბილისელების, წმინდა, სუფთა თბილისელების სისხლით! ვინც შეეწირა ყოველგვარ
არაპროფესიონალიზმსა და ნეკროფილიას. ვინც ვერ მიბაძა წმინდა ნინოს და ვერ
დაამხო კერპები, რომ შემდეგ თავად გამხდარიყო ყველას ნათლია და კერპი. ვინც ვერ
შეძლო საკუთარი უფლებები დაეცვა და არ ემგზავრა ზაფხულობით აყროლებულ
ავტობუსებსა და მარშუტკებში! ჩვენ ყველას, ვინც ვერ მოახერხა საკუთარი
თავისთვის მცდარი სახელი არ დაერქმია. ვინც ვერ მოახერხა ადამიანად დარჩენა და
თავი ღმერთად წარმოიდგინა. გეუბნებით მე თქვენ: ცეცხლის წვიმას არ მოგვაკლებს
მაღალი ღმერთი! წყევა და უსასრულო ტანჯვა არ მოაკლდება ჩვენს შვილებსა და
შვილიშვილებს, არც იმათ შვილებს და არც იმათსას. გრძნობთ ჩემი სხეულის სუნს?
ცეცხლი მიკიდია. მე ჩამოვივლი თქვენს ფანჯრებთან შუა ზაფხულში და თუმცა
მაგრად მიხურავთ, ჩემი სიმყრალე თქვენს სასუნთქ გზებს იქამდე აავსებს, სანამ
ტანჯვა გაუსაძლისი არ გახდება და პირდაპირ თავით არ გამოლეწავთ ქუჩისკენ იმავე
ფანჯრებს.

გვამებით მოფენილ ქალაქში ვისეირნებ.

ეს მხოლოდ დასაწყისია. მხოლო ერთი. ჯერ მხოლოდ ერთი. ერთი.


მე ნუ მიყურებ. წინ გაიხედე. აი, გაიხედე. შეხედე. შეხედე! გამოვიდა. მჟავე კიტრი?

რა დროს ეგაა?

ოო! რატომ ერთ დღეს არ გნახავთ ატირებულებს სისხლის ცრემლებით!

ჩამოცვენილებს, როგორც მწიფე ტყემლებს. ან ნაზად მოსეირნე ძროხების ნეხვებს,


პროჭიდან კუდზე რომ ჩამოსრიალდებიან ხოლმე და ამტვერებულ გზებზე ეცემიან.

შობა. შობა. შობა ამტვერებულ გზებზე.

შობა აივნებზე. შობა ფანჯრებში.

ოო! შობის ღამე!

ნეტავ შენი თავი მანახა აივნის მოაჯირზე ჩამოკიდული. ცალი ხელით, რო იქვე
წიხლი მოგცე და ჩაგაგდო უფსკრულში (როგორც სკარმა მუფასა)

ერთით ნაკლები ადამიანი. ერთით ნაკლები!

რაო? რა დროს მჟავე კიტრია! ნეტავ ფეხი დაგიცდეს და ჩაიჩეხო აქოთებულ თბილის-
ქალაქში.

ჰაა!!! თვალები გაახილე! რას აკეთებ. თვალებს ხუჭავს! ალბათ რაღაცას მევედრება.

მევედრები? მითხარი რა გიქნა. გულს არ გაგიხეთქავ დაცემამდე. მინდა ბოლომდე


დაიტანჯო, მინდა იგრძნო როგორ დაასკდები იმ რკინის მაგიდას, ზედ დომინოს რო
თამაშობენ ხოლმე, ან კარტს. ან თევზს ჭამენ და ლუდს აყოლებენ!

მოდით! ყველანი მოდით! შეხედეთ! მე ღმერთი არ ვიყო თუ ეს არ აღსრულდეს.

მოდით სანთლიანნო, ზეთში ამოვლებულნო! ნაკურთხებო, ყოველნო კათაკმეველნო


და მორწმუნენო, მე გიშველით და ვუჩვენებ ხსნას თვალთა თქვენთა. გამოდით!

გამოდით! გამოდით!

აი! აი! ვერ დაინახეთ?

ვერ დაინახეთ?

ვერა?

მაინც ვერა?

ახლა ირწმუნებთ?

ირწმუნებთ?
ირწმუნებთ?

განადგურების ღმერთს ირწმუნებთ?

დედა.

რომელიღაც ინტერვიუ.

დედა: მაგ ამბის მერე საერთოდ რა უნდა მდომოდა... არ ვიცი...

ისე... ავიღე... და ჯიბეში ჩავიდე.

რა ვიცი... გვიჭირს ჩვენ ძაან. არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.

გაჭირვებული ოჯახი ვართ. სოციალურად დაუცველებში არ გავდივართ... არა...


ტელევიზორი გვაქვს, მაცივარიც. ძველები ოღონდ.

დიახ. ერთი საყურე. ერთი ცალი. წყვილი არა. დიახ.

და გულსაკიდი.

პოლიტიკოსი. ნინო.

რამდენიმე კვირის წინ.

სასტუმროში, ხედით თავისუფლების მოედანზე.

ფანჯრებზე ფრდებია ჩამოფარებლი.

პოლიტიკოსი: ნინო, მე მართლა მიყვარხარ.

ნინო: ვიცი, მჯერა. მეც.

პოლიტიკოსი: შენზე ამდენი წლით უფროსი?

ნინო: მერე რა.

პოლიტიკოსი: ისეთი ლამაზი ხარ...

ნინო: არ მჯერა.
პოლიტიკოსი: ნეტავ შენს თავს ხედავდე.

ნინო: სურათი გადამიღე.

პოლიტიკოსი: არა, არ მინდა ავდგე და თვალი მოგწყვიტო.

ნინო: ფეხი დამიბუჟდა.

პოლიტიკოსი: იქნებ ცოტა ხანსაც იჯდე ასე?

ნინო: ძალინ მაწუხებს უკვე.

პოლიტიკოსი: კარგი. მოგწონს ეგ გულსაკიდი?

ნინო: ჰო, ლამაზია.

პოლიტიკოსი: იქნებ დღეს პრეზერვატივის გარეშე/ გვეცადა.

ნინო: როგორც გინდა.

პოლიტიკოსი: ნუ გეშინია.

ნინო: არ მეშინია. 19 წლის ვარ უკვე, პირველად ხო არ ხდება?!

პოლიტიკოსი: ასეთ რამეს ნუ ამბობ.

ნინო: რატო?

პოლიტიკოსი: ისეთი სუფთა ხარ!

ნინო: სისუფთავეს დედამ მიმაჩვია.


დედა.

რომელიღაც ინტერვიუ.

დედა: რა ვიცი. რა ესაქმებოდა იმ კაცთან, საერთოდ, არ ვიცი.

ეტყობა ატყუებდა რაღაცეებით, ბოლო დროს ხან რა საჩუქარს უგზავნიდა ხან რას.

რა ვიცი, რაღაცეებს. ყველაფერს. იმ დათუნიებს და ყვავილებს ყრიდა ხოლმე.


მამამისს რო არ დაენახა. მარა ეტყობა ძვირფასეულობას სულ ინახავდა.

ლეიბის ქვეშ ვიპოვე. მაგისი საწოლი რო ავალაგე.

ბოლოჯერ.

ყელსაბამები, ბეჭდები, საყურეები. სვაროსვკები, ბრილიანტიცაა ერთი.

კი გეცოდინებათ თქვენ, ყველაფერი გადმოგეცით.

კი. სულ, რაც იყო.

არ ვიცი, აი ხო გეუბნებით, მელაპარაკებოდა, მერე აივანზე გავიდა. აღარ შემოსულა


კუხნაში, ვიფიქრე თავის ოთახში შევიდოდა. მარტო მაგას ქონდა საკუთარი ოთახი
ოჯახში, ეხლა მაინც გოგოა და...

ბიჭები გვყავს ორი, მაგის ძმები და ისინი ერთ ოთახში გვყავს და მე და მამამისს
ზალაში გვძინავს.

გადავიყვანთ მერე რომელიმეს ალბათ, და ცალ-ცალკე იქნებიან მერე.

(ტირილი უვარდება)
მამა. დედა. ძმა.

სამზარეულოში. მამა ტელევიზორს თიშავს.

მამა: სად არი ნინო?

დედა: რა ვიცი, თავის ოთახში იქნება.

მამა: ვერ გავიგე.

დედა: აივანზე გავიდა წეღან და რა ვიცი, მერე ეტყობა თავის ოთახში შევიდა, აღარ
გამოსულა აქეთ.

მამა: მაგის ოთახში ეხლა ვიყავი, ღვინო გამოვიტანე.

დედა: ჰოდა, ეტყობა აივანზეა ისევ.

ბებია.

რომელიღაც ინტერვიუ.

ბებია: ჩემი გოგო მოვიდა დილას და რაღაცა საყურე და გულსაკიდი მომიტანა,


წარმოგიდგენია?

ავიღე და პირდაპირ სახეში მივაყარე. კიდე მომერიდა ეკლესიის ეზოში ამბის ატეხვა,
თორე მე ვაჩვენებდი მაგას!

უსირცხვილო. იდგა აქ და არ ინძრეოდა. მე მაგისგან არაფერი არ მინდა. გაცოცხლდა,


ჩემი ქმარი და გამათბო უკვე. წუხელ ცეცხლი დამინთო. ისე ლამაზათ ბრიალებდა
ნაგის ყუთები, მთელი ვარკეთილი ფეხით შემომატარა. აი, შობა ეგეთი უნდა.

ცოტას კი ბოდავს, მაგრამ... ჩემი ქმარია და მიყვარს. ბოდავს თუ რანაირიცაა მიყვარს.

თვითგამოცხადებული ღვთაება მღერის jesus remember me when you come in to your kingdom
გიო. ბექა.

ბექა ტელევიზორს თიშავს.

ბექა: 15 წუთში შობა დადგება.

გიო: სულ გული მიჩუყდება მაინც...

ბექა: მე ძაან მიყვარს შობა.

გიო: მე არ ვიცი, მიყვარს თუ არა.

ბექა: მე ეს სანთლების ანთებაც ძაან მომწონს.

გიო: მენატრები.

ბექა: მეც. ძალიან.

გიო: ვიმუშავებ. მოვაგროვებ ფულს და წამოვალ.

ბექა: მაგას მთელი ცხოვრება დაჭირდება.

გიო: არ დაჭირდება მთელი ცხოვრება.

პაუზა

ბექა: კაი, მოდი, ავანთოთ სანთლები.

მიდიან ფანჯარასთან, სანთლებს ანთებენ. გიოს ტელეფონი ურეკავს.

გიო: ხო, დედა.

რა?!
მამა.

რომელიღაც ინტერვიუ.

მამა: სადაც დავინახავ იქ მოვუტყნავ დედის პროჭს.

რას ქვია ნუ ვიგინები!

არ ვიცი-მეთქი!

საქმეზე ვიყავი იმ ღამეს გასული.

მე საიდან უნდა ვიცოდე, გოგოს მე ხო არ დაველაპარაკებოდი ეგეთ რაღაცეებზე!

არ ვიცი.

არაა. არ ვიცი. ჩვეულებრივად იყო. ჩვეულებრივად. არაფერი არ შემინიშნია ისეთი.


არ ვიცი. არა-მეთქი! არა.

არ ვიცი, არ ეცოდინებოდა. ეტყობა მაგასაც ატყუებდა.

არ მჯერა. ჩემი ცოლი მე მატყუებდა?

მაგის დედას შევეცი! ფუ შენი, ფუუ! ფუ!

პოლიტიკოსი.

რომელიღაც ინტერვიუ.

პოლიტიკოსი: არა. არა-მეთქი!

არ ვიცნობდი.

როგორ მელაარაკებით?

რა თქმა უნდა არა.

არა. არ ვიცნობდი. არაფერი.

როგორ მელაპარაკებით?!

არა! არა!

არა. არაფრის თქმას არ ვაპირებ!


ძმა. დედა.

ტოლმის ქვაბთან. გამორთულ ტელევიზორთან.

ძმა: ხო, გიო, ხო, ეგრეა...

დედა მართალს გეუბნება ტელეფონზე რო გირეკავს.

არაფერი. არაფერი. არაფერი.

გინდა გითხრა, რა მინდა?

არა?

არ გინდა?

კაი. მაინც მეზარება.

შობაა. ღამეა. ტოლმა უკვე მზადაა. მამა წასულია. საყვარელთან ალბათ. ოღონდ ეგ
არავინ არ ვიცით ოჯახში, რომ საყვარელი ყავს, უფრო სწორად დედამ იცის, მაგრამ
თავი ისე უჭირავს, რომ არ იცის.

ლამაზი და მშვიდი ღამეა. ტოლმის ორთქლს ფანჯრები დაუფარავს. მაჯით ვწმენდ


და ვიყურები. თოვს. მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრები სანთლებითაა განათებული.
ლამაზია.

მინდა ასე ვიდგე და ვუყურო.

სულ.

სიცოცხლის ბოლომდე.

მუდამ. სულ.

ამ ფრაგმენტებს, რომლებსაც ერთმანეთისგან ფანჯარა ყოფს, ვერ შეაერთებ.

სახლებში და ქუჩებში სიცოცხლე მიდის ნელა და აუჩქარებლად, როგორც ის კაცი.

ვიყურები.

და უცებ ვხედავ, რაღაც აალდება. ნაგვის ყუთი? ჰო ნაგვის ყუთია.

ქუჩას გავყურებ. ყველა ნაგვის ყუთს ცეცხლი უკიდია.

ყველა ნაგავი აალებულია.

თითქოს გზებზე უზარმაზარი საშობაო სანთლები აუნთიათ.


კორპუსებს შორის, კაცი მიდის. რაღაცას მიათრევს და დათოვლილ გზაზე ზოლად
კვალს ტოვებს.

მერე ჩერდება

ეპილოგი
თვითგამოცხადებული ღვთაება ნინოს გვამს პატივს მიაგებს. პარკში ახვევს და ცეცხლს
უკიდებს.

მათხოვრების გუნდი ბებიასთან ერთად თბება და მღერის: „Jesus remember me when you come
in to your kingdom!“

You might also like