ლექცია 9 PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 11

ლექცია 9

ძირითადი რიგის ტიპოლოგია;


„უნივერსალური გრამატიკა“

ეთერ სოსელია
ენის იერარქიულ დონეებში მორფოლოგიის
მომდევნო დონე არის სინტაქსი.

სინტაქსი შეისწავლის ზოგადად წინადადებას,


რომელიც აიგება სიტყვების მიმდევრობისაგან.
სიტყვები წინადადებაში გარკვეულ ფუნქციის მქონე
წევრებად გვევლინებიან (ქვემდებარე, შემასმენელი,
დამატება (პირდაპირი, ირიბი, უბრალო), გარემოება
(ადგილის, დროის, მიზეზის, მიზნის. ვითარების),
განსაზღვრება);

ამავე დროს, წინადადებაში სიტყვებს შორის მყარდება


გარკვეული კავშირები – იქმნება სინტაქსური წყვილები
(სინტაგმები).
ირკვევა, რომ წინადადებაში სიტყვათა რიგს
გარკვეული ენობრივი კანონზომიერება უკავშირდება.

სიტყვათა რიგის განმსაზღვრელი ფაქტორების


ერთობლიობას შეისწავლის ძირითადი რიგის
ტიპოლოგია.

ის კანონზომიერებანი, რომლებიც სინტაქსურ


რიგს უკავშირდება, ძირითადად უნივერსალურ
ხასიათს ატარებს და მათ სინტაქსურ უნივერსალიებად
მოიხსენიებენ.

სინტაქსური უნივერსალიების დადგენა სამ


ძირითად კრიტერიუმს ემყარება:
1. ენაში წინდებულებისა თუ თანდებულების არსებობა
(აღნიშვნები შემდეგია: წინდებული – Pr, თანდებული – Po;
მაგალითად, ქართულში გვაქვს თანდებულები: -თან, -ზე, -ში და
სხვ.; ინგლისურში გვაქვს წინდებულები: on, in, at და სხვ.

2. სახელური ქვემდებარის/სუბიექტის (აღნიშვნა: S), ზმნა-


შემასმენლის (აღნიშვნა: V), სახელური დამატების
/ობიექტის (აღნიშვნა: O) თანმიმდევრული რიგით
თხრობით წინადადებაში;
(V, S და O ელემენტების თეორიულად შესაძლებელი რიგის 6
ვარიანტი არსებობს: SVO, SOV, VSO, VOS, OSV, OVS. ენათა
უმრავლესობაში ამ ექვსიდან გავრცელებულია ერთი ან რამდენიმე,
თუმცა მათგან ერთი არის დომინანტური.
დომინანტურ რიგად ამ 6 ტიპიდან გვხვდება მხოლოდ სამი: SVO,
SOV და VSO;
ამ სამ რიგში სუბიექტი წინ უსწრებს ობიექტს.
დანარჩენი სამი რიგი (VOS, OSV, OVS) ან სულ არ გვხვდება, ან
იშვიათია)
3. მსაზღვრელი ზედსართავი სახელის (რომელიც
თვისებას გამოხატავს (აღნიშვნა: A) ადგილი
საზღვრულის მიმართ (იგულისხმება სახელური
საზღვრული; აღნიშვნა: N).
შესაძლებელია მსაზღვრელ-საზღვრულის
დომინანტური რიგი იყოს AN (როგორც თანამედროვე
ქართულში გვაქვს) ან NA (როგორც ძველ ქართულში გვქონდა,
ან როგორც ფრანგულში გვაქვს).

შეისწავლეს სხვადასხვა სტრუქტურის ენათა


წინადადებებში სიტყვათა რიგი (სინტაქსური წყობა)
და გამოვლინდა შემდეგი უნივერსალური
კანონზომიერებანი (ანუ უნივერსალიები):
• თხრობით წინადადებაში სახელური სუბიექტითა
და სახელური ობიექტით სუბიექტი თითქმის
ყოველთვის წინ უსწრებს ობიექტს (ზემოთ უკვე
აღვნიშნეთ, რომ ასეთია: SVO, SOV და VSO).
მაგალითად: ინგლისურში დომინანტურია რიგი SVO: The
man built a house;
ქართულში დომინანტურია SOV: კაცმა სახლი ააშენა, თუმცა
ასევე გავრცელებულია SVO: კაცმა ააშენა სახლი.

• წინდებულიან ენებში გენეტივი (ნათესაობითი


ბრუნვის ფორმა) თითქმის ყოველთვის მოსდევს
მმართველ არსებით სახელს, ხოლო თანდებულიან
ენებში იგი თითქმის ყოველთვის წინ უსწრება მას.
აღნიშნული კანონზომიერება ეხება ე.წ. მართულ
მსაზღვრელ-საზღვრულს, ე.ი. როცა მსაზღვრელად
წარმოდგენილია არსებითი სახელი ნათესაობით ბრუნვაში.
მაგალითად, ქართულში, სადაც გვაქვს თანდებულები,
მსაზღვრელი ნათესაობით ბრუნვაში წინ უსწრებს საზღვრულს:
გოგონას კაბა;
ინგლისურში გვაქვს წინდებულები და მსაზღვრელი
ნათესაობითში უნდა მოსდევდეს საზღვრულს, თუმცა გვაქვს:
the girl’s dress;
მაგრამ ინგლისურში ნათესაობითის მნიშვნელობას უფრო
ფართოდ გამოხატავს of წინდებულიანი ფორმა, რომელიც
მოსდევს საზღვრულს: the dress of the girl.

• ენები VSO დომინანტური რიგით ხასიათდებიან


წინდებულებით.
VSO დომინანტური რიგი დამახასიათებელია
ირლანდიურისთვის, უელსურისთვის, ბრეტონულისთვის,
აფრო-აზიური ენeბისთვის და სხვ., სადაც წარმოდგენილია
წინდებულები.

• ენებს SOV ნეიტრალური რიგით უმეტესად აქვთ


თანდებულები (ამის მაგალითია ქართული).
• თუ ენას აქვს SOV დომინანტური რიგი და
გენეტივი ამ ენაში მოსდევს არსებით სახელს, მაშინ
ზედსართავი სახელიც უნდა მოსდევდეს არსებით
სახელს.
ასეთი ვითარება დასტურდებოდა ძველ ქართულში, სადაც
მსაზღვრელ-საზღვრულის პოსტპოზიციური წყობა არსებობდა,
ე.ი. ნებისმიერი სახის მსაზღვრელი მოსდევდა საზღვრულ
არსებით სახელს: სახლი კაცისაჲ, სახლი მაღალი.

• ენებში VSO დომინანტური რიგით ზედსართავი


სახელი უმეტესად მოსდევს არსებით სახელს.

ძირითადი რიგის ტიპოლოგიაში გამოვლენილია


კიდევ რამდენიმე უნივერსალია.
ამგვარად, ენათა ტიპოლოგიური შესწავლის
შედეგად გამოვლინდა ის უნივერსალური
კანონზომიერებანი, რომლებიც ყველა (ან თითქმის
ყველა) ენისთვის არის დამახასიათებელი.

ენათა შედარებით-ტიპოლოგიური შესწავლის


შედეგად ნათელი გახდა: მიუხედავად იმისა, რომ
ენები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მათ შორის
პრინციპული განსხვავება არ შეინიშნება, ყველა ენა
ერთიანი ზოგადი მოდელის მიხედვით არის
აგებული.

თანამედროვე ტიპოლოგიის ძირითადი


დასკვნა ასეთია: ყველა ენას საფუძვლად უდევს
გარკვეულ უნივერსალურ ნიშან-თვისებათა ზოგადი
მოდელი, რომელიც სხვადასხვაგვარად
გამოვლინდება კონკრეტულ ენობრივ სისტემებში.
თანამედროვე ტიპოლოგიის დასკვნის
ანალოგიურია ის დებულებები, რომლებიც
ჩამოყალიბებულია ე. წ. პორ-როიალის გრამატიკაში,
რომელიც „რაციონალური და უნივერსალური
გრამატიკის“ სახელითაა ცნობილი და რომელსაც დღეს
„უნივერსალურ გრამატიკას“ უწოდებენ.
პორ-როიალის გრამატიკა შეიქმნა XVII საუკუნის
60-იან წლებში პარიზის ახლოს მდებარე პორ-როიალის
მონასტერში და მისი ავტორები იყვნენ ფილოსოფოსი
და ლოგიკოსი ანტუან არნო და გრამატიკოსი და
ფილოლოგი კლოდ ლანსლო.
XVII საუკუნეში პორ-როიალის მონასტერი გახდა განათლების
უდიდესი ცენტრი საფრანგეთში. მონასტერთან არსებობდა ქალთა
და ვაჟთა სკოლები, დიდი სამეცნიერო ცენტრი (აქ მოღვაწეობდა,
მაგალითად, ცნობილი ფიზიკოსი პასკალი). პროგრესული
მიმართულების გამო 1660 წელს დახურეს ვაჟთა, 1710 წელს –
ქალთა სკოლა და 1712 წელს ლუდოვიკო XIV-მ პორ-როიალის
მონასტერი გადააწვევინა.
პორ-როიალის გრამატიკის ავტორებმა სცადეს
დაედგინათ ის ზოგადი პრინციპები, რომლებიც
საერთოა ადამიანთა ყველა ენისათვის და ის მიზეზები,
რომლებიც განაპირობებენ მათ განსხვავებულობას.

პორ-როიალის გრამატიკაში განვითარებული


იდეების ანალოგიური შეხედულებები ჰქონდა
ჩამოყალიბებული ერთი საუკუნით ადრე ესპანელ ბერს
სანქტიუსსაც.

You might also like