Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 32

ამ მდიდარს და მომცემს ქვეყანაში რადა ვართ ღარიბნი და ღატაკნი?

მადა, რომ ჯერ მაინც


კიდევ ვტრიალებთ იმ აზრთა წრეში, იმ სურვილთა და წყურვილთა მზიან - ჩრდილში,
რომელიც იყო გამოსადეგი ამ მეცხრამეტე საუკუნის წინათ.

ადამიანი საზოგადოდ და ვაჭარი განსაკუთრებით ხარბია და ამიტომაც ვაჭარი სულ იმის


ცდაშია, რაც შეიძლება ნაკლებ იყიდოს და რაც შეიძლება მეტად გაჰყიდოს. ეს ცდა
მოჭირნახულესაც ხელში ლუკმას უტეხს და მხმარებელსაც. ორივე ესენი ჰზარალობენ, და
ამათს ზარალზე შენდება მოგება სინდისზედ ხელაღებულ ვაჭრისა.


  ღვირაშვებულმა ფარფაშობამ ფულისამ ისე გაჰბაწრა და შესთოკა ადამიანი ეხლანდელ

დროში, რომ ვისაც უფულობაში მოასწრო, იმის გაფულიანება თითქმის შეუძლებელიღაა


პატიოსან შრომითა და გარჯითა, თუ ერთი უეცარი ბედი რამ არ მოევლინა, მაგალითებრ,
შადრევანი ნავთისა, ან ყალბი ფული მართალ ფულად არ გაასაღა, ან შამპანურით სავსე
ბოთლი ცარიელ ბოთლად არ შემოეპარა საბაჟოს, ან ერთზე ორი სარგებელი არ აიღო
გასესხებულ ფულში და სხვა ამისთანა ჟამთა საფერ საქმეში კოჭი ალჩუდ არ დაუჯდა და
სინიდისმა არ დააბრკოლა.
    თუ არა ამ გზებით, დღეს კაცმა, მარტო და უფულომ, გაფულიანებაზე იმედი უნდა
გადიწყვიტოს, რადგანაც მეტ ფულიანი ნაკლებ ფულიანს ყველგან სულსა ჰხდის, საცა კი
მოასწრობს.

არმენიის ლურსმულ წარწერათა ენა არარიგად, არაფრით დაშორებითაც არა ჰგავს


ჰაოსიანთა ენასაო, _ ამბობს ლენორმანი, _ იმ ხალხს, რომელსაც გამოუჭრიათ ეს წარწერანი
და ქრისტეს წინ მეექვსე საუკუნემდე უფლობნია არმენიაში, არა ჰქონია არარიგი ნათესაობა
სომხებთან, ჰაოსიანთან, როგორც თავისის შთამომავლობით, ისეც ენით.

აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ
მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს
იდგამენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითOმც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი
ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი...

აქ ერთგანა სწერია:
`უნდა კაცი კაცისათვის,
სიცოცხლისა არდამრიდად,
გული მისცეს გულისათვის,
სიყვარული გზად და ხიდად~
მგონია, ეგრე სწერია, თუ ხსოვნამ არ მიღალატა. საღმრთო არ არის, მაშ რა არის? ქრისტე-
ღმერთმაც ეგ არ გვიბრძნა?..

_ აი, ძმაო, ¬¬ეს წიგნი არის ქართველების საუნჯე. რაც კი რამ გვაქვს ჩვენს ენაზედ, ამას
ვერღა სჯობია-რა. თამარ მეფე ხომ გაგიგონია?
როგორ არა, ღვთისნიერი რამა ყოფილა.
ღვთისნიერიო!.. რას ამბობ? თუ წელში გამართულა როდისმე ჩვენი ქვეყანა – ეგ იმის
მეფობის დროს გაიმართა, მზეს თუ როდისმე საქართველო გაუნათებია და გაუთბია – იმის
დროს ყოფილა; სიტყვას თუ ძალა გამოუჩენია, გულსა სიმტკიცე, მკლავსა სიმაგრე – ეგ
დალოცვილის მეფის თამარის დედობის დროს მომხდარა! ის დედა იყო, ჩვენ შვილები. დრო
ყოფილა, ჩემო ძმაო, ქართველობით თავი მოგვიწონებია. ტყუილად კი არ არის ამ წიგნში
ნათქვამი: `ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია~. დედაკაცი იყო, კურთხეულ
იყოს სახელი მისი! და დედაბოძად კი შეექმნა ჩვენს ქვეყანასა...
_ ეგ წიგნიც იმან დაწერა?
_ არა, იმ ღვთისაგან დალოცვილსა, ერთი კარისკაცი ჰყოლია, შოთა რუსთაველი, იმას
დაუწერია.
_ ეს სულა?
_ სულ. თავიდან ბოლომდე გალექსილია. ძნელი გასაგები კი იქნება, მაგრამ ერთი-
ერთმანეთს ვუშველოთ და გავიგებთ. ბევრგან იმის სიტყვები გაჭირებაში გულს მოგფხანენ,
ჭირს გაგიადვილებენ, გულს და გონებას გაგიწვრთნიან და სიკეთისათვის წაგახალისებენ.
ადამიანი ყველგან ყოველთ უწინარეს ადამიანია და ადამიანს ხომ არაფერი ადამიანური არ
ეუცხოება.

აწ მომქმედნი ტფილისში საკრედიტონი, სახელდობრ „ტფილისის საზოგადოება


საურთიერთო კრედიტისა“, „ტფილისის საკომერციო ბანკი“ და აგრეთვე „განყოფილება
სახელმწიფო ბანკისა“, რომელნიც ამგვარ მოკლევადიან კრედიტს აწარმოებენ ჩვენში, -
მარტო სავაჭრო მრეწველობას ხელს უმართავენ და თითქმის მარტო იმათ ჰშველიან, ვინც
ვაჭრობაშია.
  
 ამ სახით კრედიტ-გარეთ დარჩენილ არიან მარტო ერთნი მიწათმომქმედნი. მარტო ესენი
არიან მოკლებულნი იმ კეთილმომქმედ შემწეობას წესიერად დაყენებულ კრედიტისას,
რომელსაც შეუძლიან აწვდინოს გაჭირვებულს შეღავათიანი სესხი მოკლე ხნით, ერთის
მოსავლიდამ მეორემდე.

ამიერი და იმიერი არავის გაუყვია და იქაური ტკივილი ჩვენი ტკივილიც არის, რადგანაც
ერთსულნი და ერთხორცნი ვართ ერთმანეთის საბედნიეროდ.

აშკარაა, რომ ეგ წესდება, შეუცვლელად ჩვენში გადმოტანილი, არ შეფარდებული, არ


შეწონილი ჩვენის ქვეყნის ვითარებასთან, იმ სიკეთეს ვერ მოიტანს, რის შემძლებელიც არის.
და იმოდენად ფეხს ვერ გაიდგამს, რამოდენადაც სასურველია ჩვენებურ გლეხკაცო-
ბისათვის. რუსეთი სულ სხვა ქვეყანაა, იქაურს გლეხკაცს სულ სხვა გზა აქვს ცხოვრებისა და
აქაურს სხვა. თითონ მეურნეობაც აქაური და იქაური სულ სხვაა და ეს სხვაობა უნდა იქმნას
იმ ხიდად, რომელიც აქაურმა საგლეხკაცო ბანკმა უნდა გაიდვას ჩვენში სავლე- ლად და
სამოქმედოდ.

ამირანს გულში უმღერნია და ყმებო-კი ბანი მითხარითო, უძახნია?


ადვილად შოვნა ფულისა, არა გვგონია, ქვეყნის დამღუპავი იყოს სადმე, და თუ ჩვენს
ქვეყანას ეგ დაჰღუპავს, პირველი მაგალითი იქნება მთელს ქვეყნიერობაზედ. ესე რომ
ვიაროთ, იქამდის მივალთ, რომ საადგილმამულო კრედიტის გაიეფებაც უფრო ბოლოს
მოგვიღებს, რადგანაც იეფს კრედიტს უფრო ბევრი მუშტარი ეყოლება, უფრო ბევრი
წაეტანება, იეფი კრედიტი უფრო ბევრს წააცდენს, ვალს ააღებინებს იმათაც-კი, ვინც
სიძვირის გამო ეხლა ახლოსაც არ ეკარებიან. მაშინ ხომ სულ დავიღუპებით და
დავიღუპებით!...


  რამცთუ საზოგადო საქმეში, კერძო კაცის ცალკე ცხოვრებასაც რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ

რომ არსებობისათვის ბრძოლასა და ჭიდილში მარტო იგია გამარჯვებული, ვინც თვით არის
საქმის თაოსანი, საქმის ამჩენი და საქმის მომქმედიცა. ვინც თავისთავზეა მარტო
დანდობილი და თავის საკუთარს მხნეობას და გარჯას ჰსახავს წყაროდ თავისის ცხოვრების
განკარგებისა და წინ წაწევისად.

არც ერთი დიდი სახელმწიფო არ არის ევროპაში, რომ ჯარი ინგლისზედ ერთი-ორად და
ერთი-სამად მეტი არა ჰყვანდეს და ერთი-ორად, ერთი-სამად უკეთესად მოწყობილი,
მაგრამ-კი ინგლისს ქვეყნის საქმეთა დალაგებასა და განკითხვაში სხვაზედ თუ არ მეტი,
ნაკლები ხმა არა აქვს მარტო იმით, რომ ძლიერია ჯიბითა.
   

არ იცით, საქმეს როგორ მოუაროთ? ცოდნა არა გაქვთ? მოიწვიეთ საქმის მცოდნე კაცები,
ისინი გიჩვენებენ გზას. არა გაქვთ ფული? ოღონდ საქმეს გულით და გულ- დადებით
მოეკიდენით, აჩვენეთ ქვეყანას, რომ საქმის ერთგულება შეგიძლიანთ და ფულს არავინ
დაგიჭერთ.

აქაური ფულით მომქმედი კაცნი მარტო ორს მამა-პაპათაგან ნაანდერძევს საქმეს მისდევენ
და ამას გარეითად სხვა არა იციან რა და არც სურვილი აქვთ იცოდნენ. ერთი საქმე ფულის
სესხად გაცემაა, ისიც მამასისხლად და იმოდენა მძიმე პირობით, რომ სესხის ამღებს ილაჯი
უნდა გაუწყდეს ცხოვრებისა, თვითონ გასაწყლდეს, გაღარიბდეს, მიწასთან გასწორდეს, და
ფულიან კაცს ერთი-ორად ფული მოაგებინოს, რომ მერე იგი ფულიანი, უფრო
გაძლიერებული ერთის პირქვე დამხობითა; მეორეს მიესიოს და მეორე ჩაითრიოს, მერე სხვა
და მერე სხვა.
   
რა თქმა უნდა, ამისთანა საქციელისათვის დიდი შრომა და გარჯა საჭირო არ არის: იჯექ
შენთვის გულხელდაკრეფილი შინ და ფული კი თავისთავად იბარტყებს.
   
აქ მარტო მიცემა უნდა ფულისა და მერე მიღება თავისის ნაბარტყითა.
   
მეორე საქმე დუქანში დილიდამ საღამომდე თვლემაა. ჰზის დუქნის პატრონი დაზგის წინ
და მუშტარის ლოდინში ან ჭერში ბუზებსა სთვლის ძილისაგან დასიებული, ან ძილისაგანვე
გასიებულს თავს აკანტურებს თვლემითა. თუ რამ ზრუნვა და ფიქრი აქვს, ყოველივე
მიქცეულია მარტო იმაზედ, ვინ როგორ მოატყუოს, როგორ გაასაღოს კარგი საქონლის ფასად
იეფად ნაყიდი დამპალი საქონელი, და თუ მის ბედობაზედ მუშტარი ვინმე უცაბედად
შემოეხეტიალა, რაც შეიძლება ბევრი გამოჰგლიჯოს, ან წონასა და ზომაში მოტყუებით
გამორჩეს რასმე.
   
სცხოვრობს იგი ამ ხელობითა დღითი-დღე, სრულიად დარწმუნებული, რომ ეს ამისთანა
ხელობა შრომაა და ჯაფა, არც იმას ჰფიქრობს, რომ მუშტარი შეიჩვიოს პატიოსნებითა,
კარგის საქონლის ვაჭრობითა.
   
არც ის ესმის, რომ ერთხელ მისგან მოტყუებული მუშტარი მისთვის სამუდამოდ
დაკარგულია, არც იმის გაგება აქვს, თუ მცოდინარის და ჭკუაფხიზელის პატიოსანის ვაჭრის
უტყუარი და სამართლიანი მოგება რაში მდგომარეობს. რაკი ერთხელ და ერთხელ
გადუწყვეტია, რომ მანეთს ხუთი ან ექვსი შაური უნდა ამოაღებინოს, იგი მაგ მანეთს თუნდა
მთელი წელიწადი უქმად ამყოფებს თავის დუქანში იმის ლოდინში, რომ ერთხანად
აჰგლიჯოს ვისმე ერთხელ განზრახული ხუთი თუ ექვსი შაური.
   
მისი ვაჭრობის უნიჭობა დღეს-აქამომდე ვერ მიმხვდარა რომ შესაძლოა იგივე ხუთი და
ექვსი შაური მოაგებინოს მანეთს, თუ რომ თითო გადატრიალებაზედ თითო შაურს მოგებას
დასჯერდება და ეცდება, რომ წელიწადში მანეთი ხუთჯერ და ექვსჯერ გადაატრიალოს.
   
რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა მოძრაობა, ჯაფა, გარჯა და ყოველს ამაზედ იგი
ზარმაცია, ყოველივე ეს ეზარება, თუმცა კი ყოველ შემთხვევაში ჰქადულობს და მოჰკვეხს,
რომ მშრომელი, გამრჯელი და მუყაითი საქმისა მთელს კავკასიაში მე ვარო, სხვანი სულ
ზარმაცნი არიანო და ხელიდამ არა გამოუვათ-რაო.
   
ამ ტყუილ ბაქიებს, რომელნიც მარტო იმაზედ არიან მოცლილნი, რომ, როგორც ვსთქვით,
ფული სხვისის ჯიბიდამ თავის ჯიბეში გადააქვთ და ქვეყნისათვის ერთის იოტის ოდენაც
არა შეუმატნიათ რა, უცხო ქვეყნელთა მრავალ გზით პირიდამ ლუკმა გამოაცალეს.

ამბობენ, ჩვენი ვაჭრები და სოვდაგრები ფულიანი ხალხიაო. იქნება ეგრეც იყოს, ხოლო არა
გვგონია სადმე იყოს ისეთი გამოუსადეგი და გაუბედავი ვაჭარი, აღებ-მიცემობის კაცი,
ერთის სიტყვით, ფულით მომქმედი ადამიანი, როგორც ჩვენს ქვეყანაში არის ზოგადად და
ტფილისში საკუთრივ.

ამერიკელი ვაჭარი ცოტა სარგებელსაც სჯერდება, რადგანაც იქ თავნი იეფია და ამასთან


ისეთი ეხტიბარი და ნდობა აქვს ევროპიის ვაჭრებთან, რომ უნახავადაც მარტო ერთის
დეპეშით მილიონების პურსა ჰყიდის და ჰყიდულობს, და დარწმუნებულია, რომ არც ერთსა
და არც მეორეში არც თითონ მოსტყუვდება და არც სხვას მოატყუებს.
   
ყოველივე ეს იმისთანა გარემოებაა, რომ ამერიკის პურის ვაჭრობა ჩვენს ვაჭრობას პურისას
არ ახეირებს საქვეყნო ბაზარში, თუ ერთი უბედური წელიწადი არ შეხვდა ამერიკასა.

ამერიკის მიწათმომქმედს დაუჯერებლად იეფი კრედიტი აქვს სახელმწიფოსაგან, ასე რომ


გაჭირების დროს მიწათმომქმედი სუბუქად და ადვილად ხელს ინაცვლებს.
ამას წინათ ჟურნალ-გაზეთებში ამოვიკითხეთ, რომ განწმენდა და მიკრობებისაგან დახსნა
სასმელის წყლისა შესაძლებელი და ადვილი საქმეა ელექტრონის შემწეობით.
   
ეს უცდიათ საფრანგეთში, სახელდობრ ქალაქს ლილში და დაუნახავთ, რომ უკეთესი
წამალი მიკრობების გამწყვეტი და სასმელის წყლის გამოსაკეთებელი ელექტრონია:
სრულად თურმე სწმენდს წყალს ასე, რომ მიკრობების ნატამალსაც არ არჩენს.
  
 ასევე ღონე უხმარიათ ღვინის გასაწმენდადაც მიკრობებისაგან.

ამას წინათ ჟურნალ-გაზეთებში ამოვიკითხეთ, რომ განწმენდა და მიკრობებისაგან დახსნა


სასმელის წყლისა შესაძლებელი და ადვილი საქმეა ელექტრონის შემწეობით.
   
ეს უცდიათ საფრანგეთში, სახელდობრ ქალაქს ლილში და დაუნახავთ, რომ უკეთესი
წამალი მიკრობების გამწყვეტი და სასმელის წყლის გამოსაკეთებელი ელექტრონია:
სრულად თურმე სწმენდს წყალს ასე, რომ მიკრობების ნატამალსაც არ არჩენს.
   
ასევე ღონე უხმარიათ ღვინის გასაწმენდადაც მიკრობებისაგან.
ხალი ხანა ღვინის კეთებისა საწნახელიდამ ყურძნის წვენის გამოშვების შემდეგ იწყება და ამ
ხანას ყველაზედ მეტი მნიშვნელობა აქვს ღვინის სიკეთისათვის. ეგ ხანა იგი დროა, როდესაც
ტკბილი დუღილში შედის. ევროპაში დუღილისათვის ქვის ჭურჭელიც არის და ხისაც,
როგორც მაგალითებრ, „ჩანი“, „ბოჭკა“, და ყველა ის ჭურჭელი ჰაერზედ დგას სარდაფში, ან
მარანში. ჩვენში თითქმის ყველგან ქვევრი იციან, მიწაში ცოტად თუ ბევრად ღრმად
ჩაფლული.
   
დუღილის ხანგრძლიობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რაოდენი შაქარი აქვს წვენს და
რამოდენად თბილა. ამის გამო ზოგან დიდხანს ჰდუღს ღვინოები. ზოგან არა, ასე რომ სულ
ნაკლები ოთხი დღეა, და მეტი ორ კვირას ძნელად გადასცილდება. ხანი დუღილისა
ორთა-შუად მიღებულია რვა დღიდან თხუთმეტ დღემდე.
  
კაცი ადვილად შეატყობს, როცა დუღილი გათავდება ხოლმე. დუღილის გათავების თავის
დროზედ შეტყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობა ჩვენებურმა კაცმაც იცის,
ისე როგორც ევროპიელმა.

ამიერკავკასია მიწის პოხიერებით და ჰავითა ერთი იმისთანა ქვეყანაა, რომელსაც შეუძლიან


დიდძალი სიმდიდრე იქონიოს. ერთი დიდი ნაკლი ამისი მარტო ის არის, რომ ურწყულია
და მშრალი, ესევე ითქმის საქართველოზედაც, ნამეტნავად სურამს აქეთ.

ამიერკავკასია ჰავისა და მიწის სიკეთითა შემძლებელია თითქმის ყოველისფრისა, რაც-კი


რამ იზრდება, მოდის და ხეირობს დედამიწის ზურგზედ. ქინაქინის ხე და ჩაის ბუჩქი კი
გამოზარდა ჩვენმა ქვეყანამ იმოდენად კარგად, რომ ეხლა თითონ მთავრობაც- კი ჰცდილობს
მეურნეობა ერთისა და მეორისაც ააყვავოს აქ და გაავრცელოს.
   
რა თქმა უნდა, რომ ამგვარებისათვის მეცადინეობა და ხარჯი უქმად არ ჩაივლის და დიდს
სარფას მისცემს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთელს სახელმწიფოს, თუ ქინაქინის ხე და ჩაის
ბუჩქი მარტო თეთრს ქაღალდზედ არ დაირგა და შავის მელნით არ მოირწყა. ამისთანა
საქმეში არ-მცოდნე კაცი, თუნდა გულმოდგინეცა, ვერასფერს გააწყობს მიწერ- მოწერის მეტს
და ამ მიწერ-მოწერაში ისე აურევ-დაურევს დავთრებს, რომ ქინაქინის ხე და ჩაის ბუჩქი
ყველას დაავიწყდება და დარჩება სახსოვრად მარტო უშველებელი ზვინი ქაღალდებისა,
რომელიც მარტო იმას გვიმოწმებს თუ, რა გზით ვინ გაუხმო ძირი ქინაქინის ხესაც და ჩაის
ბუჩქსაც. ასე მოუვიდა აბრეშუმის საქმეს ნუხში, ასე მოუვიდა ვენახისა და ღვინის საქმეს
კახეთში. ნუხშიაც და კახეთშიაც მთავრობამ არაფერი დაჰზოგა, რომ აბრეშუმის საქმე და
ღვინისაც კარგად მოემართა და ფეხზედ დაეყენებინა, მაგრამ მოხელეობამ, რომელსაც
ჩააბარეს ეს საქმენი, ვერც ერთგან ვერ გაამართლა იმედი მთავრობისა.
  


  მისთანა საქმეს, როგორც ახალის სიმდიდრის გზის გახსნაა, საქმიანი, მოხერხებული,

გამრჯელი, საქმეში დაოსტატებული კაცი უნდა.


  
 ამისათვის საკმარისი არ არის მარტო დიპლომი, რომელიც ყოველთვის არა ჰმოწმობს, რომ
მის პატრონს ჯეროვანი ცოდნა აქვს და თუნდაც ჰმოწმობდეს, საქმე მარტო ცოდნა კი არ
არის, გამოცდილებაა. ჩვენ აქ სიტყვას „გამოცდილებას“ მთელი თავისის ვრცელის
მნიშვნელობით ვხმარობთ. ჯერ ხომ კაცს თავისი ცოდნა უნდა თვითონ საქმეში ეცადოს, და
მერე ზედმიწევნით ნახული და ნაცადი ჰქონდეს, რა ბუნებასთანა აქვს საქმე და რა
ხალხთანა.
  
 ადგილობრივის ბუნებისა და ხალხისა თუ არა იცის-რა, იგი ამისთანა საქმეში, როგორც
ახალის რისამე გასაჩენად შემოღებაა, ერთს ნაბიჯსაც უმარცხოდ ვერ გადასდგამს.
  
 არა ერთი და ორი მაგალითი ყოფილა ჩვენში, რომელსაც თვალად დაუნახვებია ჩვენ-
თვის, რომ უიმისოდ, რაცა ვსთქვით, ხელიდამ არაფერი გამოსვლია კაცს და საქმისათვის ის
ვნებაც მიუყენებია, რომ სხვისთვისაც გული აუყრევინებია და აუცრუებია კარგსა და
სარფიანს საქმეზედა.

ამ მდიდარს და მომცემს ქვეყანაში რადა ვართ ღარიბნი და ღატაკნი? იმადა, რომ ჯერ მაინც
კიდევ ვტრიალებთ იმ აზრთა წრეში, იმ სურვილთა და წყურვილთა მზიან - ჩრდილში,
რომელიც იყო გამოსადეგი ამ მეცხრამეტე საუკუნის წინათ.

ამ კერძოდ გარჯასა და მხნეობაზედ ჩვენ არავითარი იმედი არ უნდა ვიქონიოთ, თუნდ


იმიტომ რომ ამისათვის არც ერთს ჩვენგანს ცალკე ღონე არა აქვს, არც გონებრივი და არც
ქონებრივი.
   

აბა მიიხედ-მოიხედეთ, თუ თვითოეული ჩვენგანი მარტო დღიურ ლუკმის საშოვნე- ლად


არ აღამებდეს დღეს და სადღა აქვს დრო  და მოცალეობა, გონება და ქონება, რომ ერის
საერთო განკარგებას და გაძლიერებას მოახმაროს, შესწიროს.

არ არის მიზეზი, რომ კაცმა იმედი არ იქონიოს ამისთანა საზოგადოებაზედ, თუ ჩვენი


საკუთარი თვითმოქმედება და თანაგრძნობა მხარს მისცემს. საქმე ის არის, რომ ჩვენმა
მემამულეებმა პირველშივე გული არ გაიტეხონ და პირველშივე სულითა და გულით
მიეგებნენ ამ დაწყობილებას. ყველგან ამ გზით ჰშველებიათ, ამ გზით დაუხსნიათ თავი იმ

გაჭირებულ მდგომარეობისაგან, როგორშიაც დღეს ჩვენა ვართ ჩაცვივნულნი.ამ ბაზარში

ძალიან გაძნელებულია, რომ საქონლის მომქმედმა პირდაპირ ინახულოს იგი მუშტარი,


რომელიც ჰყიდულობს არა იმისთვის, რომ ხელახლად გაჰყიდოს, არამედ იმისთვის, რომ
თითონ პირდაპირ მოიხმაროს.
   ამათ შუა ჩასდგებიან ხოლმე მრავალგვარნი ჩარჩები და სულ იმის ცდაში არიან, რომ
საქონლის პატრონი მუშტარს არ შეახვედრონ. რადგანაც ამ ჩარჩებმა პირობის შეკვრა იციან
და პირობაზე მტკიცედ დგომა, ამიტომაც ადვილად აისრულებენ ხოლმე ამ წადილსა.

ამისთანა მდგომარეობაში ვართ დღეს ჩვენ. თუ რასმე მოვიყვანთ, ვეღარ გავყიდით; თუ


გავყიდით, ჩალის ფასად უნდა გადავყაროთ. ან თუ არა, ტყუილუბრალოდ შინ წაგვიხდეს,
გაგვიფუჭდეს.


  ღვირაშვებულმა ფარფაშობამ ფულისამ ისე გაჰბაწრა და შესთოკა ადამიანი ეხლანდელ

დროში, რომ ვისაც უფულობაში მოასწრო, იმის გაფულიანება თითქმის შეუძლებელიღაა


პატიოსან შრომითა და გარჯითა, თუ ერთი უეცარი ბედი რამ არ მოევლინა, მაგალითებრ,
შადრევანი ნავთისა, ან ყალბი ფული მართალ ფულად არ გაასაღა, ან შამპანურით სავსე
ბოთლი ცარიელ ბოთლად არ შემოეპარა საბაჟოს, ან ერთზე ორი სარგებელი არ აიღო
გასესხებულ ფულში და სხვა ამისთანა ჟამთა საფერ საქმეში კოჭი ალჩუდ არ დაუჯდა და
სინიდისმა არ დააბრკოლა.
  
 თუ არა ამ გზებით, დღეს კაცმა, მარტო და უფულომ, გაფულიანებაზე იმედი უნდა
გადიწყვიტოს, რადგანაც მეტ ფულიანი ნაკლებ ფულიანს ყველგან სულსა ჰხდის, საცა კი
მოასწრობს.

არც ერთი გენია ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ გვიხსნის მას, რაც თითონ
ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობითა, რაც თავის დაუდგრომელ დუღილშია
მოუგდია ზედაპირზედა.
ავბედისანი ვართო, ვიტყოდით ხოლმე, რომ ჩვენვე ჩვენი თავი მოვატყუოთ. `რეგვენი საქმეს
წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსო~, ნათქვამია. ბედი რა არი? ბედს თითონ კაცი ჰქმნის და
არა ბედი კაცსა. ჩვენი თავის მტრები ჩვენ თითონვე უფრო ვართ, ვიდრე სხვანი. ამის
აღიარება ჩვენ სირცხვილად მიგვაჩნია და ამიტომაც ყველაფერს ბრმა ბედს ვაბრალებთ.

ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც უფრო ხშირად ცდილობდა მაგ ევროპეიზმის


განვრცელებასა, მაგრამ მაგასაც აქვს ფიგურალი ლექსი.

არა გვგონია, რომელსამე სხვა ენაში დედაცა და მამაც ერთნაირად კაცად წოდებული იყოს.

აშკარაა, კაცობა დედათა ისეთივე საპატიო და დიდი სახელია ქართველის აზრით, როგორც
კაცობა ერთობ ადამიანისა, დედაც კაციაო, გვეუბნება ჩვენი ენა, და მამაცაო, სხვა რაა
უდიდესი და უპატიოსნესი კაცობის სახელზედა ადამიანისათვის, რომლის სქესისაც გინდ
იყოს!

ადამიანი ბუმბული ხომ არ არის, რომ ქარი ხან აქეთ ატრიალებდეს და ხან იქით!
ამბავი ყბად-ასაღები და წყალ-წასაღები:
ვერ დაინახავს უტვინო

თავისას, ვერცა სხვისასო.

აქ საქმე იმაშია, რომ კატასავით ძეხვს ვერ შესწვდენიან და მეტი რა დარჩენიათ, თუ არ იძახონ
პარასკევიაო.

შესაძლოა ნამუსიანმა კაცმა უნამუსო საქმეს სიტყვა შეუბრუნოს, როგორც კაცთა


ურთიერთობაში არ-შესაწყნარებელს საქციელსა, იმისდა მიუხედავად _ მე ვიჭყლიტები ქვეშ,
თუ შენ.

ღმერთს რომ თავისი არ უღირსებია, მაშ რა ჰქმნან საცოდავებმა, რომ სხვისის სუფრის
ნაბღერტი მაინც არ ჰკენკონ. ეგენიც ადამიანები არიან, ჭამა-სმა უნდათ.
დრო იყო, როცა მაგ ბეზღობით კაცს სვე გაჰქონდა ცხოვრებისა.

წაუხდა ბეზღობას მაზანდა, ბაზარში ჩალის ფასადაც აღარ გადის, მუშტარი აღარსად უჩანს.

რუსეთში ამ ბეზღობამ თავისი დრო და ჟამი მოიჭამა და ჩვენში-კი თითქო დღესა ჰლამის
ფეხის ადგმასაო. ჭირი ეს არის, რომ რაც რუსეთის ცხოვრების დუღილი ან თავზედ ჭუჭყს
მოიგდებს, ან ძირში ლექს გაიკეთებს ხოლმე, და მერე გადაწმენდის დროს ამ უწმინდურებას
დაბახანაში ისტუმრებს, იმას და მარტო იმას ჩვენებური ვანუები და ზოილები მისცვივიან
ხოლმე, როგორც ახალს ხილსა, თულუხებით გადმოაქვთ ჩვენში, და ჰრწყვენ რა ამით
სალიტერატურო ასპარეზსა, ჰქადულობენ კიდეც, _ მოვდივართ, მოგვიხარიან, მოგვყავს
ყელჭრელი ხოხობი და ახალი მოძღვრება მოგვაქვსო. სხვანი-კი, ვინც ამ თულუხჩების
უწმინდურებას დღის სავალზედ გაურბიან, ერიდებიან და ჰთაკილობენ, სულ ძველ-ძულებსა
ჰღეჭვენო. არა, ბატონებო, обличение-ს სახელით ვერ გააპატარძლებთ კბილებჩაცვივნულს
ბებერს ბეზღობას.

ბეზღობა ძველის-ძველი ხელობაა და ტყუილადა ჰრთავთ მაგ ბებრუცანას обличение-ს


სამკაულით, ეგება ძველი ახლად გავიყვანოთო. წინათვე ვართ გაფრთხილებულნი, რადგანაც
ნათქვამია:

ბებერსა, სასძლოდ მორთულსა,

უფრთხილდი, მოერიდეო.

ამ საზიზღარს ხელობას თავის კუთვნილს სახელს როდი ეძახდნენ ვანუები და ზოილები არც
იქ რუსეთში და არც ჩვენში, იმ მიზეზით, რომ სახელმა სახრავი არ გაამხილოს და მით
ხელობას გზა არ შეეკრას. სხვა სახელი ისესხეს და ამ სახელის ქვეშ ამოაფარეს ის საზიზღარი
ხელობა, რომელსაც ბეზღობა ჰქვიან. ეს ნასესხ-ნათხოვარი, თუ მოპარული სახელი
`обличение~ გახლავს და ისე ჰგავს ბეზღობასა, როგორც ჭეშმარიტი ლიტერატორი ტირაცუა
ვანუასა, ან მართალი დევ-გმირი ტყუილს ზოილსა.

ეს ვიღაც კურდღლის ბაჭია ვანუაა, ხომ პირდაპირ იძახის Листок-ის მეოთხე ნომერში, რომ
მისი `საპრაზნიკო~ საქციელი ბეზღობა-კი არა, `обличение~ არისო. ამასაც არა ჰკმარობს და
ჰწრიპინებს, რომ მე журналист-ი обличитель-ი ვარო. აი მეხი კი დაეცა იმ журналист-
обличитель-ს, რომ სატირაცუო სავანუოდ-ღა გამხდარა!..
განა თითონ სახელოვანი დევ-გმირი ზოილი ამაზედ კვერს არ უცემს ვანუასა? აბა ზოილის
ნათითხნი გასინჯეთ Новое обозрение-სანათლისღებო ნომერში, თუ იმასვე არ იძახდეს, რომ
`საპრაზნიკო დანოსი~ ტირაცუა ვანუასი `დანოსი~ კი არა, обличение არისო. აი ამასა ჰქვიან
მდაბიურის ენით `აბრუნდი~. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს უნარი ერთსაცა და
მეორესაც.

ტყუილად მომცდარა ვანუა, რომ მაბეზღარის ქერქს იძრობს და обличитель-ის ზეწარში


ეხვევა. ტყუილად-კი არ არის ნათქვამი:

რა გინდ რომ ქერქი შეიძროს,

გველი აგრეთვე გველია.

მე რომ ჩემი მსგავსი ვაქო და ჩემმა მსგავსმა მე, განა იგივე ჩემის თავის ქება არ იქნება.

მე მგონია, რომ ზოილი და ვანუა უწინ ერთი სულიერი ყოფილა, ამ სულიერს რაღაცაზედ
გასწყრომია იუპიტერი, დაუცია მეხი და ეს ერთი სულიერი ორად გაუპია, ერთი იქით
წასულა და მეორე აქეთ. ის დღეა და ეს დღე, ერთი ნახევარი მეორეს ძებნაში ყოფილა, და რაკი
დღეს ერთმანეთს შეჰხვედრიან, უცვნიათ ერთმანეთი და ერთმანეთს ჩაჰგრეხიან და
ჩასწვნიან. მე არ ვიცი, ხორციელად ჰგვანან ესენი ერთმანეთსა თუ არა, ხოლო
ლიტერატურულ თვალტანადობით-კი სწორედ ტყუპნი არიან, ერთსა და იმავე ყალიბზედ
ჩამოსხმულნი. ერთი ვერ ეტყვის მეორეს _ მე გჯობო. ორნივ ისე კარგნი არიან, და რაღა
საკვირველია, რომ ერთმანეთს ესარჩლებიან.

თუნდა დავატოლოთ ერთმანეთს ეს ვაჟბატონები. დატოლებაში ორნივ ერთის ჯურის


ლიტერატორები არიან. ორნივ обличитель-ები, ერთის ტანისანი, ერთის ზნისანი, ერთის
სულისანი და ერთნაირად გულადნი და გოლიათნი.

თავის თავზედ მოწმობა რა საბუთიაო, იტყვით. მითამ რატომ არა! თუ კაცი იტყვის, კაცი
მოვკალიო, ამას იჯერებთ, და ციმბირში უკრავთ ხოლმე თავსა, რატომ ის-კი არ უნდა
დაიჯეროთ, როცა დღე-და-ღამ ჰბღავის, _ მე დევ-გმირი ვარო. ნუ გამიჭირებთ საქმეს, თორემ
თითონ ზოილს მოვიწვევ მოწმად, რომ მე ამაში მართალი ვარ, და ის ასეთს основное
правилос-ს ამოქექავს თავის საკუთარ კოდექსიდამ, რომ თავი და ბედი იწყევლოთ.
მაშასადამე, თავის თავზე მოწმობაც შესაწყნარებელია და თქვენც შეიწყნარეთ, ვითარცა
შეწყნარებული აქვს თითონ ზოილსა.

ზოილი ხომ დიდი ხანია იძახის შესაფერის თავმდაბლობით და მისებურის მორცხვობით,


რომ თუ დევ-გმირი არ გინახავთ, მოდით და მნახეთო. ვანუა-კი, მართალია, ჯერ ასე
პირგახეულად არ გათამამებულა, მაგრამ ისიც-კი იძახის: რაკი ქვეყნისათვის სამსახური
მიკისრია და ბეზღობაზედ _ უკაცრავოდ _ მხილებაზედ თავი დამიდვია, მე, როგორც
журналист-ი обличитель-ი, ყოველთვის მზადა ვარ პირისპირ ვეომოვო ვიღაცა лженародник-
ებსა из туземцев.

ნათქვამია, სიტყვამან შენმან გამხილოს შენაო. ეს ნათქვამი მართალია, იმიტომ რომ სიტყვა
სარკეა ადამიანის სულისა და გულისა და სარკეში კაცი თავის მახინჯობას ვერ დამალავს,
მაშინვე გაამხელს.

დიდი სიბრძნეა კაცისა

ცნობა თავისის-თავისა.

მომიტევოს ზოილმა, რომ `სულს~ და `სუნს~ ერთმანეთში არ ვარჩევ. მარტო `სული~ რომ
მეხმარა, ვაი თუ საანტონ-კათალიკოზოდ გახდომოდა საქმე. რადგანაც `სული~ მაღალ
ფარდების სიტყვაა და ვამჯობინე `სუნიც~ ზედ დამეყოლებინა, ვითარცა თარგმანი ძველის
ზოილის ახალს ენაზედ.

ზნე-მაღალ კაცისათვის ნამუსი უფრო დიდი საქონელია, ვიდრე ჭკუა, და ამისთანა კაცი
სულელის სახელს სახელს უფრო ირჩევს, ვიდრე უნამუსოსას, მაგრამ, დალოცვილო, თუ არ
გესმის რასა სწერ, რათა სწერ? თუ გული ერთს გეუბნება და ხელი სხვასა ჰბღაჯნის, ჭკუა
სადღა ჯანდაბაშია, რომ ამისთანა ურჩს ხელს არ მოსჭრის და ცეცხლში არ ჩააგდებს. აბა რათ
გაიჭირეთ საქმე? ძალას ვინ გატანდათ, რომ `დანოსი~ დასწერეთ და ეხლა საქმე ისე
გაგიხდათ, რომ ან გულის სიფაქიზე უნდა დაიხსნათ სამართლიან განკითხვისაგან, ან
ჭკუაზედ ხელი აიღოთ, ან ჭკუა დაიხსნათ და გული-კი მჩვარში გაახვიოთ.

კიდევ სახელი და დიდება თქვენს პატიოსნებას, რომ ჭკუაზედ ხელი აგიღიათ, რომ სიკეთე
გულისა გამოიჩინოთ. მაგრამ ესეც კია:

უჭკუო კაცის სიკეთე,


ვაი რა ცარიელია.

იცოდეთ, ყოველი ბუნება

გვართაკენ მიიზიდება.

ბეზღობა უნამუსობაა და ჰკვირობს ჩვენი ვანუა, უნამუსობაზედ რათ ჰწიწმატობენო.

ბეზღობა ყველა პატიოსან კაცისათვის შესაზრზენია, ნამეტნავად მაშინ, როცა ეს საძაგელი


ხელობა ლიტერატურაში თავის დუქანს გააღებს ხოლმე და თავის საქონელს ურცხვად
გამოჰფენს რაღაც обличение-ს ფიანდაზზედა. აქ ნაქურდალი სახელი ვერ იხსნის `ბეზღობას~
ადამიანის ზიზღისაგან, თუნდა обличение დაარქვით, თუნდა вдохновение свыше. აქ ვერც
ზოილის уголовные кодексы всех народов გიშველით, არც იმის основное правило толкования
вкось и вкривь.

ბეზღობა ბეზღობად ჰრჩება და ყოველი კაცი თავის უდიდეს მოვალეობად უნდა ჰხადიდეს, _
ამ სამარცხვინო და თავლაფიანს ხელობას მისი საკადრისი დაღი დაასვას.

`ივერია~ ბევრს სხვას ტაკიმასხარობას ტირაცუა ვანუასას ყურს არ ათხოებდა აქამომდე და ეს


`საპრაზნიკო დანოსი~-კი არ შეარჩინა. იმიტომ რომ ტაკიმასხარობა უვნებელი ხელობაა და
მარტო თითონ ვანუას თუ ავნებს.

ბეზღობა-კი ყველასათვის მავნებელი ჭირია და საზიზღარი ჭირიცა. ეგ მეტად ავი ჩირქია


მეტად ავის მუწუკისა და მაგ მუწუკს ძირიან-ფესვიანად ამოჭრა უნდა და მატლსავით
ფეხქვეშ გასრესა.

თაკილი უკან უნდა დასდგეს იქ, საცა ბიწისაგან აშფოთებული, გამწვავებული გრძნობა
ადამიანობისა ჰღაღადებს და კაცს ვალად სდებს ბიწს ბიწის კარამდე სდიოს.

რათ უნდა გვიკვირდეს, რომ ან გახეჩატურიანებული ზოილი, ან გაზოილებული


ხეჩატუროვი მარტო ანგარიშს გაეტაცებინებიან ხოლმე და სხვა წმინდა უანგარიშო,
უსასყიდლო წყურვილი სიკეთისა კი არა სწამთ ქვეყანაზედ. ეგეც ერთი ბუნებაა, გვარია, და
რათ უნდა გვეოცოს, რომ `არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი~.
რწმენას ადამიანის სიკეთისას პატარა მეტი ჭკუა უნდა, პატარა მეტი სიფაქიზე გულისა და
არა ზოილის уголовные кодексы всех народов და ზოილისავე основное правило толкования.
ღმერთს ხომ ამათთვის არც ერთი უღირსებია და არც მეორე და რათ უნდა გვიკვირდეს, რომ
ამათის აზრით, ბიწს, თუ არ ჯიბისა და სხვა ამ-გვარის ანგარიშით, სხვით რითიმე ვინ ოხერი
იქნება შეეჭიდოს პირქვე-დასამხობლად. აკი მოგახსენეთ, ესეც ერთი ბუნებაა, გუნებაა, და ვინ
წაუვა ბუნებას, გუნებას!

რაკი ბუნება, გუნება და ღირსება ერთი და იგივეა, აქ სახელი და გვარი ბევრს თაბაუთს ვერ
შეადგენს, _ გინდ ზოილს ზოილი ვანუოვი დაარქვით, გინდ პარუნ ვანუას _ ვანუა ზოილოვი.
საქმე ის არის, რომ არც გავანუებით ზოილს მოემატება და დააკლდება რამ, არც გაზოილებით
პარუნ ვანუასა. ეგ ორნივ, როგორცა ვსთქვით, ორი ტყუპი, ნახევარია ერთის ყოფილის
სულიერისა და ერთის სახელი მეორეზეა ზედ გამოჭრილი და მეორისა ერთისაზე. თუ დღეს
ერთი-ერთმანეთს ჩაჰგრეხიან უსურვაზის წნელივითა და ერთმანეთს ზურგზედ აჰკიდებიან,
რათ უნდა გვიკვირდეს? განა ახალი ამბავია, `მკვდარი მკვდარს აეკიდოს, საფლავამდე
წამიღეო~.

არტისტობა, ბერიკაობად გარდაქმნილი, მეტის-მეტად სამწუხაროა და დიდ ცოდვად უნდა


ჩაეთვალოს.

ამაოდ სცდებიან, ვისაც ჰგონია, რომ რაკი ამ სიცილის გუდას პირს მოვუხსნი, მაყურებელს
თავს მოვაწონებ და თეატრსაც სამსახურს გავუწევო.

არა გვგონია, იმ ცრემლზედ უტკბესი რამ იყოს ქვეყანაზედ, როცა იგი ჰჟონავს ბედნიერებისა
და სიხარულის ნამეტანობისაგან, და იმ სიცილზედ უმწარესი რამ, როცა კაცი ტირილით
ჰხარხარებს უბედურობისა და მწუხარების სავსებისაგან. აი ეს ცრემლიანი სიცილი და
სიცილიანი ტირილი არის იგი უზენაესი სიტკბოება, რომლის ფრთებითაც ჭეშმარიტი და
უდიდესი ხელოვნება ადამიანისა თავის უმწვერვალეს სიმაღლეზედ აზიდავს ხოლმე კაცსა,
და გონებამიუწვდენელის თილისმითა დიდს ბოროტსაც, დიდს მწუხარებასაც, როგორც
დიდს კეთილსა და დიდს ბედნიერებას, ადამიანის გულში ჩააფენინებს ხოლმე მადლის
მაცხოვარს შუქს სათნოების კვირტის გამოსაკვანძავად და მერე მშვენიერ ყვავილის
გარდასაშლელად. ამაშია მომხიბლავი ძალა და არსებობის მიზეზი ხელოვნებისა საზოგადოდ
და სათეატროსი საკუთრივ. იგი გრძნობა, იგი ღონე, რომელსაც ეს შუქი ჩააქვს ადამიანის
გულში, ესთეტიური გრძნობაა. ეს გრძნობა უზენაესს სიტკბოებას ეძებს ყველგან, სიცილი
იქნება, თუ ტირილი, ბოროტი იქნება თუ კეთილი, ამ გრძნობისათვის ზარდამცემი
ბოროტებაც ისეთივე მშვენიერებაა, როგორც გულწამტაცი კეთილი, იმიტომ რომ ხელოვნება
თვით ბოროტს აბოროტებს კეთილისათვის და კეთილი ხომ კეთილია.

არ ვიცით რა საბუთით და ამბობენ კი: ჩვენს საზოგადოებას სასაცილო წარმოდგენანი უფრო


იზიდავს, ვიდრე ნაღვლიანი და ჩამაფიქრებელნიო. ჩვენ არ გვესმის ამისთანა ლაპარაკი.
ქართველიც იმისთანა კაცია, როგორც სხვა, და ამიტომაც არა რა კაცებური არ უნდა
ეუცხოებოდეს.

არარაისგან არ იქნების არარაიცა~, თუნდა რა ძალღონის ნიჭიც შეეჭიდოს.

ადამიანის გრძნობას როგორღაც ეთაკილება, ეზიზღება ხუმრობა და გასართობი სიცილი იქ,


საცა ზრზენამ და ზიზღმა თავისი მრისხანე და სამართლიანი განაჩენი უნდა წარმოსთქვას და
მახვილმა შეგინებულის ზნეობისამ თავი უნდა იჩინოს.

არც ერთს ადამიანს ქვეყნიერებაზედ გრძნობა თაკილობისა ისე გაძლიერებული არა აქვს,
როგორც, მაგალითებრ, ავტორსა, არტისტსა და სხვა ამათთანა ხალხსა, რომელთაც საქმე
კაცის გონებასა და სულთანა აქვთ. ყველაფერს შეგინდობთ ავტორი, არტისტი, ოღონდ
ავტორობას, არტისტობას კი ნუ დაუწუნებთ. რაც გინდა სიმართლე გაიძულებდეთ, რაც
გინდა გულწრფელად და სიკეთის სურვილით გამოთქმული იყოს თქვენ მიერ წუნი.

ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, _ ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ
დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვითა, პოეზია კი ხატებითა
და სურათითა.

არავის არ ეგულება, რომ ლიტერატურული შრომა და ჯაფა ცხოვრების საღსარს მომცემსო,


არც არავინ ჰბედავს ამ-გვარის მოღვაწეობისათვის რიგიანად და საფუძვლიანად მოემზადოს.
ქვეყნიერობაზედ არ არის, ჩვენის ფიქრით, სხვა იმისთანა საგანი და მოღვაწეობა, რომ ასეთი
ხანგრძლივი და საფუძვლიანი მომზადება უნდოდეს წინათვე, როგორც ლიტერატურა და
ლიტერატურობაა.

აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო


ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე. ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს
ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი
კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო.

აჩქარებული კაცი, ის კაცი, რომელსაც უნდა შავი ფიქრები თავიდამ მალე მოიშოროს,
ადვილად გვიპასუხებს ჩვენ და გვეტყვის: ბრმანი ყოფილხართო. ეს ჩვენი დედაქალაქი და ეს
შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე გუნდ-გუნდად მორიგებული მისი შვილი _ სოფლები,
ქართველები არ არიან, მაშ ვინ არიანო. ქალაქი იქნება დედა იყოს, სოფლებიც იქნება მისი
შვილები იყვნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედის ძუძუ გაშრა და დედის ძუძუს შვილი აღარა
სწოვს.

არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანი და უჩინონი _ ყველანი


არიან, და ქართველი კი არსად არის, თავადს აზნაური სძულს, აზნაურსა _ თავადი, გლეხსა _
ორივე, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთის დედის საქართველოს ოჯახის შვილნი?

აიღებს ბეჩავი ქართველი მწერალი ხელში კალამს თუ არა, მაშინვე გულამოსკვნით შედგება
ხოლმე და თავის თავსა ჰკითხავს: ვის უნდა ველაპარაკოო, და სისხლი ძარღვში გაუშრება
ხოლმე. მართლა-და, ვის უნდა ელაპარაკოს? მეტყვიან: ყველასაო. დიაღ, კარგი და პატიოსანი,
მაგრამ ჩვენ, ქართველებს, საყოველთაო რა გვაქვს, რომ მწერალმა ფრთა გაშალოს და იმაზედ
განაღვლოს საყოველთაო ნაღვლითა, ანუ გალხინოს საყოველთაო ლხინითა? ქართველობა
ხომ არა გგონია საყოველთაო სალხინებელი და სანაღვლებელი? დიაღაც ეგ უნდა იყოს,
მაგრამ სად არის ქართველი და ქართველობა? ერთი ეს მინდა გკითხო: ვართ-ღა სადმე?
როგორ თუ ვართ-ღაო, შემომიტევ წყრომით. თუ შენ, ჩემო მკითხველო, ადამიანობა, კაცური-
კაცობა ხელში მჩვრად არ გადაგიქცევია, ვიცი, რომ ამ კითხვაზედ ძარღვი ჩაგწყდება; ისიც
ვიცი, რა ტკივილიც ამოგაკვნესებს; მაგრამ ესეც უნდა იცოდე, რომ ბალღამში ამოვლებულს
ჭეშმარიტებასაც ვაჟკაცური მოსმენა უნდა. რით ვერ გაიგე, რომ ჩვენ უბედურნი ვართ!.. ყური
მომიგდე.

ამ აზრის უკვდავებაში არის მთელი იმედი კაცობრიობის უკვდავებისა, იმიტომ, რომ


გრეხილი აზრისა გაუწყვეტელია: ერთს ზედ მოსდევს მეორე, უფრო ახალი, ჯანმრთელი და
ღონიერი, _ ამასთანაც დაუქცეველი, მარად მყოფი სალაროცა აქვს _ მეცნიერება და
ხელოვნება, სადაც ისინი ინახებიან.

არც ერთი გენიოსი ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ გვიხსნის მას, რაც თითონ
ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობაში, რაც თავის დაუდგრომელ დუღილშია
მოუგდია ზედაპირზედა, _ ამიტომაც ხანდისხან ამას უფრო იქნება დაეტყოს თავისი
დროების ნიშანი ყველაფრისა: ცუდისა, თუ კარგისა, ვიდრე მას, ვინც დაიბადება ხოლმე
მარტო იმისათვის, რომ უხეიროდ მოკვდეს.

აქ აზრი არამც თუ ცხადია, სადაც ზმნა აკლია, იქ თვით აზრიც არ არის, იმიტომ რომ სხვათა
სიტყვის ნაწილებ შორის მარტო ზმნა არის აზრის გამომეტყველი. სადაც ზმნა არ არი, იქ ხომ
წინადადებაც არ არი, მაშასადამე, არც აზრია, რადგანაც წინადადება გამოთქმაა აზრისა.

ამირან გულში მღეროდაო, ყმებო, ბანი მითხარითო!~

აბა, ერთი მიბრძანეთ, რომელ ბუნების კუნჭულში სცხოვრობს ასო: ა, ბ, გ, დ, ე, ვ? ეგენი


მხოლოდ სიტყვებში სცხოვრობენ, სიტყვის მიხედვით არიან შემდგარნი და მხოლოდ
სიტყვის ძალით არსებობენ ქვეყანაში.

ასე ჰგონია, მწერლობა ლილახანა იყოს.


ანბანის განსაზღვრა ხელოვნება არ არის.
ასოს ხმარებას სწავლა არ უნდა; თითონ სიტყვა გვასწავლის, სად უნდა ვიხმაროთ რომელი
ასო. მერე თვით ასოს ხმარება გარეგანი საგანია, _ ეგ მეხანიკური მიკერ-მოკერებაა ენაში,
როგორც კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსები; ეგ ხელოსნობაა და არა ხელოვნება.

ასმა კაცმა ვერ შეჭამაო, ერთი კაცის ლუკმა იყოო.


ახალი თვლა შამოუღიათ საქართველოში _ თითებითა და არა ჭკვითა. ჩვენ მარტო ის ვიცით,
რომ თითებზედ შეიძლება თვლა და არა თითებითა.

აიღეთ რუსეთში ხერასკოვი, სუმაროკოვი და სხვა მათებრ გაბერილები თავიდან ფეხებამდინ


უნიჭობითა, რამდენ მკითხველსა და ტაშის-მკვრელსა შოულობდნენ გაუნათლებელ
რუსეთშია! ეხლა რათ უნდა გვიკვირდეს, რომ კაზლოვსაცა ერთ დროს ჰყვანდა მკითხველიც
და მაქებარიც. ამას კაცური სიტყვა მაინც ჰქონდა, რო სხვა არაფერი იყოს. ჩვენ გვინდა ამით
ვსთქვათ, რო მაშინ რუსეთის საზოგადოება არ იყო ისე ესტეტიკურად გახსნილი და
განვითარებული, როგორც პუშკინის შემდეგ და ნამეტნავად ეხლა; იმათთვის ძალიან
საკმაყოფილონი იყვნენ ის სენტიმენტალური, ყალბი გრძნობიანი, მტირალა და წირპლიანი
მწერლები, რომლების თავი და თავი, პირველი ბაირახტარი იყო თვით სახელოვანი
კარამზინი. ამის `უბედურ ლიზას~, რომელიც გადმოთარგმნილი იყო ქართულზედ და
დაბეჭდილი ჩვენ `ცისკარში~, კითხულობდნენ თვით პუშკინის დროსაც, თუმცა ეხლა კარგ
რუსსა სატანჯავად მიაჩნია მისი წაკითხვა. სწორედ ამისთანა ხვედრი ჰქონდათ კაზლოვის
პოემებსაც, თუმცა ესენი მაღლა დგანან კარამზინის `უბედურ ლიზაზედ~.

ანდრე შენიეს ლექსები კაზლოვის თარგმანში ისე ბევრნი არ არიან და არც ისე უფერულნი,
როგორც სახელოვანი მიცკევიჩის `ყირიმის სონეტები~. ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი
პოეზიისანი, _ რა-რიგ უსულდგმულო, უსურნელო ყვავილებად შეიცვალნენ კაზლოვის
თარგმანში! არამც თუ კაზლოვმა [არ] შეარჩინა მიცკევიჩის სონეტებს ფორმა სონეტისა,
არამედ არ შეარჩინა თითქმის არც ის მშვენიერნი სურათნი, რომელშიაც ისე ნათლად
გამოეხატვნენ წუთის გრძნობანი იმ სახელოვან პოლშელ პოეტს. დასარწმუნებლად,
შეადარეთ თარგმანი კაზლოვისა უფ. ლუგოვსკის იმავ სონეტების თარგმანთანა, (რომელიც
გამოიცა ოდესაში 1859 წელსა, როგორც კაზლოვისა). თუმც არც უფ. ლუგოვსკის თარგმანია
ძალიან მოსაწონი და საქებელი, მაგრამ მაინც ეს უფრო განუზომელად უკეთესია კაზლოვის
თარგმანზედა.

აქამომდე მივიწყებულს ეკონომიურს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა


დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის, რომ ეკონომიური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ

ღონე ჩვენი გაძლიერებისა, ტანში გამართვისა და აქ უნდა გავისარჯნეთ და ვიამაგოთ~აი

საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად, ასკვნის იგი, და მოუწოდებს მშობელ ხალხს, აი


რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილ-კაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და
გამოცდილების ფარ-ხმალით შეჭურვილი, აი რა მოედანი უნდა შემოიხაზოს თავისის
მოქმედებისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს. ამისათვის სამყოფი არ არის კაცმა
დაისწავლოს პარიზის ყავახანაში მოარული ფრაზები და იმითი თავი გაიტენოს. ყმაწვილ-
კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა რამდენადაც
შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის
გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს. უამისოდ... კაცი ერთ
ბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წარსდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ
აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩნევს. ჩვენის აზრით, ამაზედ უკეთესს საგანს,
ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ვუჩვენებთ
ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას. ეს საგანი და ეს გზა სახეში უნდა გვქონდეს სულ მუდამ,
ვიდრე ესეთნი დრონი მეფობენ. `ჯერ მაცოცხლეო, მერე მაფიქრებინე, როგორ
გავმდიდრდეო~, - ამბობს ერთი სლავიანი პატრიოტი. ნამდვილად გულშემატკივარმა
საქართველოს შვილმა ეს სიტყვები უნდა დაიწეროს გულის-ფიცარზედ და სხვაზედ
არაფერზედ არ წაიტყუოს ჭკუა და ხელი~

ახალი გუნდის - `შვილების~ (რომლის მეთაურიც თვითონ იყო) სასახელოდ უნდა ითქვას,
რომ `დააკვირდნენ ჩვენის ქვეყნის ვითარებასა და ნახეს, რომ ჩვენ ქვეყანას სულ სხვა
ტკივილი აქვს, სულ სხვა ფათერაკი სდევს. სჩანს, რომ ჩვენებური დღევანდელი დღე სულ
სხვასა თხოულობს, სულ სხვასა ჰღაღადებს...~
ეგ ფათერაკი, მოსალოდნელი იყო და დღესაც თავიდამ არ აგვცდენია – ყველასათვის
ცხადზედ ცხადია რომ... `ყოველი ჭეშმარიტი ლიბერალი, ჩვენი კაცი, დღესაც მარტო მაგ
მიმართულების მიმდევარი უნდა იყოს ჩვენში~.

ეგ მიმართულება იქნება ახალი იმ დრომდე, მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს ადგილს არ
დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქმეთა სათავეში არ მოექცევა~ (`შინაური
მიმოხილვა~ 1881 წელი. მაისი) – ესე იგი ვიდრე `ევროპეიზაცია~ საყოველთაო სახეს არ
მიიღებს, საყოველთაო ფორმად არ ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროში და ყოველი ცალკეული პიროვნების ყოველდღიური ქცევის ნორმად არ იქცევა.

- აი, ძმაო, ეს წიგნი არის ქართველების გულის საუნჯე. რაც კი რამ გვაქვს ჩვენს
ენაზედ, ამას ჯერ არა სჯობია-რა. თამარ მეფე ხომ გაგიგონია?

- როგორ არა, ღვთისნიერი რამა ყოფილა.

- ღვთისნიერიო!... რას ამბობ! თუ წელში გამართულა როდისმე ჩვენი ქვეყანა – ეგ იმის


მეფობის დროს გაიმართა; მზეს თუ როდისმე საქართველო გაუნათებია და გაუთბია – იმის
დროს ყოფილა; სიტყვას თუ ძალა გამოუჩენია, გულსა სიმტკიცე, მკლავსა მსიმაგრე – ეგ
დალოცვილის მეფის თამარის დედობის დროს მომხდარა! ის დედა იყო, ჩვენ შვილები... დრო
ყოფილა, ჩემო ძმაო ქართველობით თავი მოგვიწონებია. ტყუილად კი არ არის ამ წიგნში
ნათქვამი: `ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია~. დედაკაცი იყო, კურთხეულ არს
სახელი მისი! დედაბოძად კი შეექმნა ჩვენს ქვეყანასა...

არ გასულა სამი-ოთხი თვე, რომ სხვა შეგირდებს დამაშორა. მიბრძანა `შენ ჩემო გაბრიელ,
შავარდენი ყოფილხარ. მე და შენ ცალკე უნდა ვიაროთ. სხვა შეგირდები ტაატით მიდიან, შენ
კი მირბი. ამას იქით ისინი დილაობით ივლიან, შენ კი საღამოობით მოდი ხოლმე. მოდი,
მივუჯდეთ წიგნსა, შენ მე წამახალისე, მე კიდევ შენ წაგახალისებ~.

მე ძალიან მოვწონდი იმ დალოცვილსა – მიქებდა ხოლმე გულისყურს და მიხვედრასა:


`ვიციო, - ზედ დაატანდა ხოლმე, - შენ მაგითი თავს არ გაიზვიადებ, ჭკვიანი ბიჭი ხარ, იმიტომ
პირში გეუბნები.~
გავიდა რამდენიმე დრო, წიგნი კარგად დავიხელთავე, წერაც გავიკეთე. ერთხელ, როცა
წიგნის კითხვა გავათავე და ნაწერიც მომიწონა, მომისვა გვერდით და დამიწყო თავისებურად
ლაპარაკი. ეგ იმან ხშირად იცოდა ხოლმე, როცა კი დავაჯერებდი, რომ მაგითი შინ საქმეს არ
მოვცდებოდი. მეც, როგორც მოგეხსენებათ გათამამებულ კაცისამბავი, ვკითხავდი,
ვებაასებოდი, და – არ ვიცი ჩემი სიტყვა-პასუხი მოეწონა, თუ არა, - მიბრძანა: შენ, ჩემო
გაბრიელ, ერთი კაი წიგნი უნდა გაჩუქო~.

ადგა, გამოაღო პატარა თახჩის კარი და გადმოიღო ერთი დაბეჭდილი წიგნი.


“ ზიამ საერთოდ და ჩვენ თითონ საკუთრივ ვართ საჭირონი არამც თუ ჩვენის თავისთვის

მხოლოდ, არამედ სხვისათვისაც, თუმცა ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნიერობაზედ ამ ხუთას-


ექვსას წელიწადში, მაგრამ ეს მიწის-ყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და
ევროპის კარად ყოფილა უწინ და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვადასხვა ხალხის
სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების

მიზეზი იქნება კიდეც~. არიან ქვეყანაზედ იმისთანა ჯურის ფალავნები, რომ რასაც დღეს

მოსაკლავად სდევენ, იმას ხვალ ფეხქვეშ გაეშლებიან ფიანდაზად, და რა გულმოდგინებითაც


ეხლა სდევნიან სამტროდ, ხვალ იმავ გულმოდგინებით გალობას ეტყვიან:

უი შენ-კი ჩაგეგრიხე

უსურვაზის წნელივითაო.

არის ქვეყანაზედ ბევრი იმისთანა საგანი, რომლის გამოც ჰოც ითქმის და არაცა, რადგანაც
საგანი ან გამოძიებული არ არის ჯერ მთლად, ან მეტად რთულია და დახლართული და ჯერ
კაცის თვალი ვერ მიმწვდარა მრავალგვარის ხლართის ერთ კრებულად დანახვისათვის.

ახალმა წელიწადმა მოგვივლინა ახალი მოძმე. დაიბადა `მეურნე~. სახელი და დიდება იმ


კაცს, ვინც ეგ ფრიად საჭირო საქმე ითავა და არ შეუშინდა არც ჯაფას, არც ხარჯს, არც
გულღვარძლობას ზოგიერთისას, რომელსაც ჩვენში წესად აქვს კიცხვაკილვით პირველ
ხანშივე გული მოუკლას საქმის დამწყებსა, ხალისი გაუფუჭოს და უმადურობის შხამი
გადაასხას წმინდა საქმეს.
არ-გამარჯვება, იმედთა გამტყუნება, შეცდომილება საზოგადო მოღვაწისა ჩვენ სასიხარულო
ამბად მიგვაჩნია, იმიტომ რომ შემთხვევას გვაძლევს ლანძღვის გუდას პირი მოვხსნათ და
გაბიაბრუების, გაუპატიურების საწამლავში ამოვლებულ ისრით გული გავურღვიოთ, და
რამდენად უფრო სატკენია, საწყენია ეს ამბავი მოღვაწისათვის, მით უფრო ბევრს ბარაქალას
ვეუბნებით მსროლელსა.

ამ ჭუჭყს მოვერიდნეთ. კმარა ასეთი სამარცხვინო ქცევის შეწყნარება. სამართლიანის


გულისწყრომით ზურგი შევაქციოთ სხვის გამაუპატიურებელს და ყოველივე ლანძღვა-
თრევით გაბიაბრუებული ჩვენს საფარველ ქვეშ მივიღოთ და სარჩლი გავუწიოთ. ამას ითხოვს
ჯანმრთელობა საზოგადოებისა, ამას ითხოვს ნამუსი და პატიოსნება ყველასი ერთად და
თვითვეულისა ცალკედ.

ადამიანის პატიოსნება და ნამუსი:


არა გვგონია სხვაგან სადმე იყოს ისეთი ქვეყანა, საცა ადამიანის პატიოსნება და ნამუსი ისე
წინდაუხედავად, ტყუილ-უბრალოზედ ილახებოდეს, როგორც ჩვენში.

ჩვენის ფიქრით-კი ადამიანს, კაცია თუ ქალი, პატიოსნების და ნამუსის მეტი სხვა


უძვირფასესი არა აქვს-რა გასაფრთხილებელი და წმინდად შესანახი.

ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა და ვინც ეს იცის, იმისათვის


შებღალვა ან ერთისა და ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს
მწუხარებაზედ უდიდესი მწუხარებაა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში-კი არაფრად მიაჩნიათ ჩირქის მოცხება და წაწყმედა სხვისის


პატიოსნებისა და ნამუსისა.

ამისთანა უკადრისს საქციელს არსად არ ვერიდებით და საცა ამას ვხედავთ, არამც თუ


შესაფერის გულისწყრომით აღვიჭურვებით ხოლმე, არამედ მცირეოდენადაც არ შევიხრით
წარბსა. პირიქით, ზოგჯერ თითქო საქციელს ვუწონებთო, ვიძახით: უჰ, რა ლაზათიანად
გამოგილანძღა ამ კაცმა ის კაციო; ასეთი ყოფა დააწია, რომ შენი მოწონებულიო.
ამისთანა საქციელს არ ვერიდებით არც შინა, არც გარეთ, არც საქვეყნოდ და არც კერძოდ, არც
საზოგადოებაში, არც ცალკე. როცა ეს ამისთანა უკადრისი საქციელი აშკარაა და პირდაპირ
ზედმოსეულია, მაშინ ამის მომქმედს ცოტაოდენი ნიშანწყალი ადამიანობისა კიდევ შეიძლება
ვუგულისხმოთ, იმიტომ რომ არ იქნება ისიც არ გამოელოდებოდეს რაიმე განსაცდელსა
აშკარად გაუპატიურებულის კაცისაგან.

პირდაპირ ზედ მოსეული ავაზაკი იმოდენად საზიზღარი არ არის, რამოდენადაც მხდალი


ქურდბაცაცა. იმიტომ რომ ამისთანა ავაზაკი იმოდენად იმეტებს თავისთავსა, რამოდენადაც
გამომეტებული ჰყავს თვისი მოპირდაპირე; აქ მარტო გამარჯვებაა თავდები მისის
გადარჩენისა. ქურდბაცაცა-კი მალული მტერია, მისი ანგარიში იმაზეა აგებული, რომ
მემარჯვება თუ მემარცხება, მე თვითონ არ დამაკლდება-რაო, მე-კი შემიძლიან ვავნო, თუ
მემარჯვა, და ის-კი მე ვერას მავნებს, თუ მემარცხაო.

ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ
ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თვის მოპირისპირეს
პატიოსნებას და ნამუსსა.

რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის მოსარიდებელი აღარა არის-რა: კაცია,
თუ ქალი, არ მოერიდებიან, რომ ყოველგვარი ლაფი თავს გადაასხან და ერთსაც და მეორესაც
სახელი გაუტეხონ, სახელი დაუმხონ. ესეთი საზიზღარი საქციელი მაშინ უფრო საზიზღარია,
როცა ნიშნად ამოღებულია დედაკაცი.

მამაკაცი ასე თუ ისე შემძლებელია ცილის მწამებელს არ შეუშინდეს და ტყუილს ტყუილის


კარამდის ჰსდიოს. რა ქმნას ამის არ-შემძლებელმა უღონო დედაკაცმა! უსამართლოდ,
ცილისწამებით გაუპატიურებულმა გრძნობამ დედაკაცის ღირსებისამ სად და რაში ეძიოს
თვისი მსჯავრი, თვისი კმაყოფილება! აქ ნამუსის მპარავი ყოველ შიშს გარეთ არის, ყოველს
განსაცდელს აცილებულია და მით არის იგი უფრო ბილწი და მაშასადამე უფრო საზიზღარი.

თუმცა არ-ცოდნა არ-ცოდვაა, მაგრამ მაინც დიდად შემაწუხებელი.

როცა ავზნეობას, უკადრისად ქცევას, ამდენი სამალავები აქვს, ამდენი ფარული გზები
შემოსაპარავად, რედაქციას სწორედ გულთმისნობა უნდა ჰქონდეს მომადლებული, რომ ამ
შემთხვევაში უნებური შეცდომა არ მოუვიდეს და უცოდნელად დანაშაულში არ გაერიოს.
ჩვენი მწუხარება უბრალოდ გაუპატიურებულის გულის ცეცხლს ვერ გაანელებს: ეს ცეცხლი
მეტად მწვავეა და დიდხანს გაუქრობელი მისთვის, ვინც იცის, რა დიდი საუნჯეა
ადამიანისათვის სიფაქიზე პატიოსნებისა და სიწმინდე ნამუსისა.

ადამიანის ორი შინა ერთის მხრით უფალია, მეორეს მხრით მოვალე. უფალია თავის
საკუთარს საქმეში, თავის ცალკე ინტერესების მოედანზედ. აქ იმას თავისი განცალკევებული
საკუთარი `შინა~ აქვს. ეგ საკუთარი `შინა~ მისი ხელშეუხებელი კუთვნილებაა და ამიტომაც
კერა ადამიანისა პატივცემულია ყველასაგან, ვისაც არ დაუკარგავს გრძნობა ადამიანის
ღირსებისა, ვისაც კაცი კაცად სწამს.

ამ ცალკე ინტერესების მოედანზედ ბრძანებლობს ადამიანის მძლავრი `მე~, რომელსაც,


ვიდრე თავის ქერქშია, საზოგადოებრივი `ჩვენ~ არამცთუ ერჩის რამეს, არამედ თითონ
გუშაგად უდგა, რომ დაუსჯელად არავინ ხელიც არ შეახოს.

ამ `ჩვენს~ ბევრი უღვაწნია ქვეყანაზედ და დღესაც მთავრობის სახით იღვწის, რომ ადამიანის
`მეს~ თავისი კუთვნილი ადგილი უჭირველად დააჭერინოს და მშვიდობიანად ამყოფოს.

აბა ერთი ინგლისში ეგ ეგრეთწოდებული კერა ადამიანსა შეჰლახეთ, თუ რომ მთელი


საზოგადოება არ გამოესარჩლოს, როგორ თუ გაჰბედეთ და ფეხი შესდგით იმ წმინდა
ტაძარში, რომელსაც ადამიანი თავის კერას ეძახის, და მშვიდობიანობა აუმღვრიეთო.

სახელოვანი Hაბეას ჩორპუს _ ინგლისისა სხვა რა არის, თუ არ საფარველი იმ მართლა-და


ძვირფასის ადგილისა, რომელსაც ადამიანის საკუთარი შინა, საკუთარი კერა ჰქვიან და სადაც
მისი `მე~ მფლობელობს სხვის უვნებლად.

ეგრე ეპყრობიან განათლებული ქვეყნები საკუთარს `შინას~ ადამიანისას. ეგრე ეპყრობა მაგას
განვითარებული, ზრდილი, მართებული და პატიოსანი ლიტერატურა _ ეგ ყოვლადძლიერი
ფარ-ხმალი, ეგ უანგარო მოსარჩლე და მფარველი ადამიანის ღირსებისა, უფლებისა და
მოვალეობისა.

რაც უნდა დიდი დანაშაული იყოს, არ შეიძლება ცოტად თუ ბევრად დამნაშავეს არ ეპატიოს,
თუ რომ საკუთარის კერის მფარველობის გამოა მომხდარი.
ადამიანის სინიდისს ცალკე და საზოგადოებისას საერთოდ ესე წმინდა საგნად მიჩნეული
აქვთ ეს ადამიანის საკუთარი კერა, არამცთუ განათლებულ სახელმწიფოებში, არამედ
ყველგან, საცა კი ადამიანია.

მეორეს მხრით, ადამიანი იმისთანა თვისებით არის ქვეყანაზედ გაჩენილი, რომ ყველაფერში
განცალკევებული ვერ მოიხდენს, თვისთა მსგავსთა გარე ცხოვრებას ვერ შეიძლებს
ვერასგზით და ვერას მანქანებით.

რაკი ეგრეა, მრავალგვარი დამოკიდებულება ერთმანეთზედ აუცილებელია ადამიანისათვის,


უმაგისოდ ადამიანთა ერთმანეთში მოთავსება შეუძლებელია და წარმოუდგენელი.

აი ამ დამოკიდებულების გამო, ყოველს ადამიანს თავის საკუთარის `შინას~ გარდა, სხვაგვარი


`შინაც~ აქვს, საცა იგი ერთი მრავალთაგანია და საცა ამის გამო მისი `მე~ მოვალეა და `ჩვენ~
მბრძანებელი.

ეგ `ჩვენ~ თითონ საზოგადოებაა, ანუ მთავრობა, ესე იგი _ იმისთანა წყობაა, რომელიც მარტო
იმისთვის არის, რომ თვითოეულის ადამიანის ფარიც იყოს და ხმალიც საჭიროებისამებრ.

ღრმად რომ ჩავუკვირდეთ თითონ საზოგადოების არსებობის საგანსა და მიზეზს,


დავინახავთ, რომ იგი სხვა არა არის-რა გარდა იმისა, რომ ადამიანის `მე~ თავის ჯეროვანს
ადგილას დასვას ისე, რომ მის ცალკე ბედნიერებას, ცალკე კეთილდღეობას, სიკეთეს არა
აბრკოლებდეს-რა, მის სულსა და გულსა ფრთის გაშლას არა უშლიდეს-რა, თუ რომ სხვის
ბედნიერებას არას ერჩის და არას უშავებს.

მთელი პროგრესი კაცობრიობისა ამაზეა მიმართული, მთელს მოღვაწეობას კაცობრიობისას


საგნად მარტო ესა აქვს და სხვა არა-რა.

რომელი მოძღვრებაც გინდათ გასინჯეთ ეხლანდელი, თუ უწინდელი, ყველას სახეში ისა


აქვს, რომ თვითოეულის ადამიანის `მეს~ უჭირველი ბინა დაუდოს იმ ქვეყნიერობაზედ და
შეძლებისამებრ ჯ ე რ ო ვ ა ნ ა დ და უმეტნაკლებოდ ბედნიერს ჰყოს.

ამგვარად ორნაირი `შინა~ აქვს ადამიანს თავისის ორნაირის მოთხოვნილებისა გამო


ბუნებითად. ერთში საკუთრად თითონ ჰცხოვრობს, საკუთრად თავისთვის მოქმედობს და
ანგარიშს არავის არ აძლევს. მეორეში-კი იგი სხვასთან ერთად არის, სხვასთან ერთად იღვწის
და მოქმედობს, სხვაზედ გადაბმულია, სხვაზედ დამოკიდებულია, თავისი `მე~ სხვის `მე~-ს-
თან შეწონილი და შეფერებული ჰყავს.

აი ამ უკანასკნელს სფეროში აიგება ხოლმე იგი `შინა~, საცა მარტო მ თ ა ვ რ ო ბ ი `ჩვენ~


ჰღაღადებს და `მე~-ს, როგორც ცალკესა და კერძოს, არავითარი ხმა და ადგილი არა აქვს. აი ამ
სფეროში სჩნდება და იბადება, სხვათა შორის, იგი საქმეები, რომელსაც საზოგადოება თავის
შინაურს საქმეებს ეძახის და რომელიც კაცს შეუძლიან საგნად აიღოს ჯ ე რ ო ვ ა ნ ი ს განსჯისა
და განკითხვისათვის.

აი მარტო ეგ სფერაა იგი სარბიელი, საცა ღირსეული, თავისის-თავის პატივმცემელი


ლიტერატურა და ლიტერატურის მოღვაწე ხან თავის ფარს ხმლად უნდა აქცევდეს და ხან
ხმალს ფარად.

რამდენადაც თვითოეული ადამიანი მონაწილეა ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს საქმეებისა, რამოდენად


იგი, ავად თუ კარგად, მოქმედი და მოღვაწეა ამგვარს შინაობაში, იმოდენად იგი განსასჯელია
და განსაკითხავი საყოველთაოდ და საყვეყნოდ; ამის გარე ადამიანი ხელშეუხებელია და მისი
მოქმედება და საქმე საკუთარი მისი განსაკითხავი საგანია და არა ლიტერატურისა, რომელიც
მარტო საზოგადოების შესახებთა საქმეთა მეთვალყურეა და გამკითხავი.

თქმა არ უნდა, ძნელი გასამიჯნავია ადამიანის `მე~ და `ჩვენ~. ბევრს შემთხვევაში ძნელი
გამოსაცნობია, სად თავდება `მე~ და სად იწყება `ჩვენ~.

კარგად წარმატებული გონება უნდა და კარგად განწმედილი გული, რომ კაცმა ამის
გამიჯვნაში არ წაიბორძიკოს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ბორძიკი ჩვენში ხშირად ცოდვად უნდა
ჩაეთვალოს ბევრს ჩვენს ლიტერატორს.

რასაკვირველია, თითონ სიძნელე ცოტად თუ ბევრად ამისი შესაწყნარებელი საბუთია. მაგრამ


იგი კადნიერება, რომლითაც ზოგიერთნი ჩვენგანი შეჰმოსენ ხოლმე თავის სიტყვა-პასუხს,
იგი სილაღე და სითამამე, რომლითაც იგინი შეჰლახვენ ხოლმე ადამიანის პიროვნებას და
სადგურს, გვარწმუნებს ჩვენ, რომ იგინი თავის-დღეში არ დაფიქრებულან მასზედ, თუ
საჭიროა `მე~-სა და `ჩვენს~-ს შუა საზღვარი რამ დაიდოს. დავიწყებული აქვთ, რომ როგორც
`ჩვენ~, ისეც ადამიანის `მე~, თავის უკეთეს და დაუღალავ მფარველად თვით იმ
ლიტერატურას სთვლის და აღიარებს, რომლის წყალობითაც ეგრე დაუდევნელად, ეგრე
წინადაუხედველად ჩვენში გაუპატიურებულია, გაბიაბრუებულია ადამიანის `მე~.

რასაკვირველია, ვინც ღრმად დაკვირვებას საგნისას ჩვეული არ არის, ვისაც გონების თვალი
არ უჭრის და ტფილისის ბულვარის მოძღვრება კაცობრიობის მოძღვრებად უწამებია, იმას
ადამიანის `მე~-ს ხსენებით მიზეზი მიეცემა იეფის ფასის ლიბერალობა გასწიოს და ჩვენ
შეგვწამოს, ვითომც ჩვენ იმ სამართლიანად გმობილს ეგოიზმს ვქადაგებდეთ, რომელიც
ეჩოსავით სულ თავისკენ ითლის, ყველაფერს თავისთვისა სჩემობს.

არა, ჩვენ იმ გრძნობაზედ ვლაპარაკობთ, რომელსაც ადამიანის საკუთარის ღირსების გრძნობა


ჰქვიან და ურომლისოდაც არც კაცი კაცად იხსენება და არც საზოგადოება საზოგადოებად.

ადამიანს მისი `მე~ გაუნადგურეთ, მის საკუთარს კერაზედაც ნუ მოასვენებთ, შინ შეესიენით,
სჯიჯგნეთ და ჰსწეწეთ სულიერად თუ ხორციელად, დღემუდამ შიშს ქვეშ ამყოფეთ, ან ეხლა
შემომიხტებიან, ან ეხლაო, ერთის სიტყვით, საკუთარის ღირსების გრძნობა აჰყარეთ და
გაუქარვეთ და რაღა დარჩება ადამიანს ცხოვრების საგნად? რისათვისღა გაისარჯოს?
რისათვისღა იღვაწოს? რისათვისღა მისცეს მხარი თავის მსგავსსა, თავის მოძმესა? ან
რისათვისღა უნდა თითონ საზოგადოების არსებობა? ტყის ნადირი რით იქნება უარესი
იმრიგად გათახსირებულ, ამ ყოფაში ჩავარდნილ ადამიანზედ?

რა განსხვავება იქნება პირუტყვსა და იმისთანა ადამიან შორის, რომელსაც თვისი `მე~, თვისი
ვინაობა, თვითება, თვისი პიროვნება და ღირსება დაჰსჩაგვრია.

უწმინდაესი მოვალეობა საზოგადოებისა, ესე იგი მთავრობისა, რომლის წყალობითაც


ადამიანი ადამიანობს, იგია, რომ ადამიანის `მე~-ს დღემუდამ მფარველობდეს, უმიზეზოდ,
უდანაშაულოდ შინ არავინ შეუსიოს და არავის გააქელვინოს; მის სულიერს და ნივთიერს
კუთვნილებაზედ მშვიდობით და სხვის ხელშეუხებლად ამფლობელოს და ამით, რამოდენად
შესაძლოა, სრულ და ბედნიერ ჰყოს.

თითონ მიზეზი და საბუთი საზოგადოების არსებობისა მარტო ეგ მოვალეობაა და სხვა არა-


რა. ეგევე წმინდა მოვალეობა კისრად ადევს ლიტერატურასაცა. ამის გარეთ ლიტერატურას
ასპარეზი არა აქვს.
არამცთუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც-კი საწყენია მართებულის კაცისათვის და
ვურჩევთ ქართულს ლიტერატურას თავის-დღეში არც ერთი და არც მეორე არ შეიწყნაროს,
რაც უნდა პტყელი სახელი კრიტიკისა, თუ რეცენზიისა, დაარქვან უსაბუთო ქცევას.

თუ გაზეთი ჩვენ ჩვენს თავზედ ცოტათი მაინც არ მოგვახედებს, ჩვენს ცხოვრებას კვალში არ
ჩაუდგება, ჩვენის ცხოვრებისაგან ამორიყულს, თუ მოტივტივებულს მოვლენას მთელს
სიგრძე-სიგანეზედ არ აგვაწონინებს, ბრმას თვალს არ აუხელს იმ მოვლენაზედ და
თვალხილულს მხარს არ მისცემს, იგი გაზეთი უფერულია და უგემური.

ადამიანი საკვირველი არსებაა. მართალია, თავის ნაწარმოებზედ ლაპარაკი სათაკილოა


ქართველ ლიტერატორისათვისაც-კი, მაგრამ `Новое Обозрение~-ს ვკითხავთ: ეგ თავის
ნაწარმოებზედ, ანუ უკეთ ვსთქვათ, თავის-თავზედ ლაპარაკი ყოველთვის და ყოველ
შემთხვევაში სათაკილოა, თუ არა? როგორც ვხედავთ, არა. ეგ სათაკილო ყოფილა მხოლოდ
მაშინ, როცა სხვა ჩაიდენს მაგ სათაკილო საქმეს, თორემ `Новое Обозрение~-ს თავის გარშემო
რომ თვალი მოეტარებინა, ჰნახავდა რომ არიან მწერლები, რომელნიც საქვეყნოდ იძახიან
`დევ-გმირები~ ჩვენა ვართო; ამასაც არა კმარობენ და მოურიდებლად გვარწმუნებენ, რომ
პოლემიკა ჩემს ხელში ლახტია და სხვისაში კი ჩოგანიო. იქნება მართლა დევ-გმირებიც
იყვნენ, იქნება მართლა პოლემიკა მათ ხელში ლახტი იყოს, მაგრამ ხსენებული თაკილობა აქ
სადღა არის, იგი თაკილობა, რომელიც `Новое Обозрение~-ს სიტყვით თვით ქართველ
ლიტერატორის სქელს კანსაც-კი გაატანს?

არავინ დასდევს, არავინ ზრუნავს, რომ მართლა არჩევანი იყოს და არა არჩევანის
ბერიკანაობა. ხალხსაც, ამ ბერიკანაობის მაყურებელს, გული წაუხდა; ხალხმა დააჯერა გული,
რომ მის ნებას არავინ კითხულობს, მის სურვილს არავინ დაჰსდევს, და იმ ნებასაც და იმ
სურვილსაც გულში იმარხავს შიშითა თუ სიფრთხილითა.

არაქათგაწყვეტილმა გლეხობამ აღარ იცის რა ქნას, როგორ დაიხსნას თავი ტყეთა გამგეობის
თვითნებობისაგან, რბევისა და შარისაგან.
დროა, დრო, ყურადღება მიაქციონ და ვიდრე საშველია დაიხსნან საწყალი გლეხობა იმისთანა
რბევისა და მტაცებლობისაგან, რომელიც ამჟამად იმათ საუბედუროდ და ტყეთა-მცველების
საკეთილოდ ეგრე საჯაროდ, აშკარად, ჩვენში სუფევს.

არც ერთის წოდების გამგეობა ჩვენს ქვეყანაში ისე უთავბოლოდ და ღვთის ნებაზე არ არის
მინებებული, როგორც სახელმწიფო ტყეების გამგეობა.

ადამიანის გული ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ მეორე დასწერო
ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო,~...
არა ერთი და ორი მაგალითია იმისი, რომ ცდილან ნიშანი ქართველობისა დაუკარგონ ძველს
შენობას, ტაძარს თუ მონასტერს, ამოფხიკონ ქვაზედ ნაწერი ქართული, ან წაშალონ, ან მთელი
ნაჭერი ქვა შენობიდამ ამოიღონ და მის მაგიერ სხვა ჩასვან სომხურის წარწერითა. არა ერთი
და ორი მაგალითია ამისთანა ოინისა და ოდესღაც გამოცხადებული იყო აქაურ ქართულ და
რუსულ გაზეთებშიაც.

ადამიანის უუძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის


შემაგინებელს, შემბღალველს ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულის წყრომით ზედ
აეგება.

არ არის ქვეყანაზე იმისთანა ერი, რომელიც, თუ ცოტაოდნად მაინც გონებად მოსულია,


ცოტაოდენი ისტორია ჰქონია და კულტურაში ცოტაოდნად ფეხი მოუკიდებია, რითიმე
გამოსადეგი არ იყოს სახელმწიფოში, რაც გინდ დიდი სახელმწიფო იყოს და მორჭმული
თვისის სულიერ და ხორციელ ძალ-ღონითა.

არავინ არის ქვეყანაზე იმისთანა, რომ რაიმე კეთილი, სახელმწიფოსათვის გამოსაყენი ნიჭი
და უნარი არა სჭირდეს, ოღონდ-კი ნუ შეჰხუთავთ, გზა მიეცით ყველას თავი იჩინოს
თავისებურად, თავისის ღირსებისა და სიკეთისამებრ.

სწორედ ამასვე გვიქადაგებს თვით ბ-ნი გოლმსტრემიცა თავისის წერილის დასაწყისში


(1.6.მისი წერილი „ Петербургские Водомости „ სათაურით -Чкомни возопиют )და ვინ იქნება
ისეთი უბირი, ბრიყვი და გულწამხდარი, რომ სიყვარულითა და სიხარულით ხელი არ
მიაშველოს ამის მთქმელსა და თქმული მისი არ ჩაიჭდიოს გულში, ვითარცა აღსავსენი
მართლითა და კაცთმოყვარებითა.

... ისე უმართლოდ და ცილის წამებით არა ერს არ მოჰქცევიან, როგორც სომხებსაო. რომ
ჭეშმარიტი ნათელი მოეფინოს სომხების საქმეს, უნდა ძველისძველს დროს გავუსწოროთ
თვალი, იმ დროს, რომელიც გამოძიებულია სწავლულთაგან, არქეოლოგთაგან,
მოგზაურთაგან, რომელთაც ჯერ არ შეჰყრიათ `პოლიტიკური სიბრძნე~ და მით არ
წაუხდენიათ თვალთახედვა მეცნიერებისაო.

ქვანიც-კი ჰღაღადებენო, ჰბრძანებს გაფიცხებული ბ-ნი გოლმსტრემი, ქვანიც-კი, რომელნიც


გაფანტულნი არიან არარატის მაღლობებში, ვანის ტბის გარშემო, ურმიის ახლო, არზრუმთან
და ერევნისა და ყარსის ადგილებშიო. ქვანი ხომ არა სტყუიან არასოდესაო!..

აშკარაა, იგი ლურსმული წარწერანი, რომელთ ღაღადს ვითომც ცეცხლი მოუკიდებია ბ-ნ
გოლმსტრემისათვის და რომელნიც, მისისავე სიტყვით, მეცხრე საუკუნეზე უგვიანესნი არ
არიან, ურარტელების სომხობას საბუთად ვერ გამოადგება და აქაც იმავე ქარაფშუტა
მეცნიერებას ვხედავთ, რასაც ყოველთვის, როცა კი სომხებზეა საუბარი სომეხთა
ფილოსოფოსების და დელინგერებისა.

ალაროდიელნი აშკარაა იგივეა, რაც ურარტელნი, სახელიდამ `ურარტი~, არარატი, მხოლოდ


რ გადაქცეულა ლ-დაო.

აბა სენკოვსკიდამ დაწყებული ბ-ნ გოლმსტრემამდე, ამ სამოცის წლის მანძილზე, ლარი


გააბით და გახედეთ, თუ ყველა სომეხთა მეცნიერს ამ ლარზე ხელი არ ეკიდოს, ერთსა და
იმავე პროგრამას არ ემსახურებოდეს საოცარის ერთგულობით და ერთსულობით.
ებღაუჭებიან ამ პროგრამას კბილით, ხელით, ფეხით და მთელითა ცხოვრებითა მათითა.

You might also like