1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 176

   

   

ნიკოლსკის მტკიცებით ერი, რომელიც კაბადოკიაში მკვიდრობდა (`თაბალი~)


ალაროდიელთა ნათესაობისა იყო (იხ. Древнисти Восточные, I, წერილი, ბ.ნ. ნიკოლსკისა).
კაბადოკიაში ოდესღაც მართლა ქართველები მკვიდრებულან და ეს ქვეყანა ჰკუთვნებიათ,
ილია ჭავჭავაძეს მოჰყავს ჩუბინოვის მონაცემები, რომლებიც ეყრდნობა კიპერტის, ვივიენ
სენ-მარტენის, ტეხიეს, ჰაჯი ხოლმას (მუსლიმი მწერალი – გეოგრაფი) მოწმობებს:
`დღესაც იმ ადგილებს, მდინარეებს და მთებს, საცა კაბადოკია იყო, ქართული სახელები
შერჩენიათ, მაგალითებრ, თიანეთი, ჩხორუმი, დაბა მდებარე მახლობელ აბასიის ქალაქისა,
სტრაბონის სამშობლოსი; თავია დაბა კიშერის ქალაქის მახლობელი ჩრდილოეთით; მუჟერი
ამ ქალაქის სამხრეთით, თამარმე კესარიის ქალაქის ახლოს; ორგენე იქავ, კესარიის ახლო;
სარმუნსახლი, იქვე; ჭიჭაკის-მთა, კიშერის ქალაქის ახლო; აცმურის-მთა, გილიტერის
ქალაქის ახლო; გაცურის-მთა შურაშინის ქალაქის ახლო; ჭილობის-მთა, ჩხიტოლი,
ორთაყვის-მთა, ნიღდის ქალაქის ახლო; ფარხალი და დედა-მთამ საროს მდინარეს ახლო;
ქუთაია, გომიში, ჭალა, ტაზის-კარი (ტაშის-კარი), თავშანი, ენგური, კარი-ბაზარი, ქიზიში
ქალაქს მარმარილოს ზღვისპირზე; ონი შავისზღვის პირზე, ნაჭილობევის-მთა, ჟომურა
(ჟამურა)მ ქაჯი-კარი, ნებიანი, ქურდბელი, თავშავის-მთა, ატენი, გემრიელი-წყალი,
რუკაზე ......................... სწერია – გერგიელ-ჩაი, თეძამი, ბალხარიის მთები, რომლებიც
მდებარეობენ პონტოსა და საქართველოს საზღვრებზე, დღესაც `გურჯი ბოღაზად
(საქართველოს ყელად) იწოდებიან თურმე.
`თვით ქსენოფონტე, ჩუბინოვის სიტყვით, მოგვითხრობს, რომ ტრაპიზონი ბერძნების
აშენებული ქალაქია კოლხიდელების ქვეყანაშიო. სახელგანთქმული სტრაბონიც მოწმედ
მოჰყავს, რომ კაბადოკია ერთის ნათესავის ერის სამკვიდრო ადგილი ყოფილა, თითონ
სტრაბონიც აბასიის ქალაქიდამ იყო და დედა ჭანი ჰყვანდა და ამიტომაც მისი მოწმობა
დასაჯერიაო, ვითარცა კაცისა, იმ ადგილებში დაბადებულისაო. განსხვენებული ჩუბინოვი
ამ სტრაბონის ამბავს სტრაბონისავე წიგნით ამტკიცებს.
`ამავე ავტორის ჭკუას ახლო და ადვილად სარწმუნო საზრისიც მოჰყავს, რომელიც
გვანიშნებს, რომ კაბადოკიაში ქართველნი ყოფილან მკვიდრებულნი. წმინდა მამანი – იოანე
ზედაზნელი და მისნი თორმეტნი მოწაფენი, რომელნიც მოვიდნენ საქართველოში
ქრისტიანობის დანერგვისა და განმტკიცებისათვის, კაბადოკიელნი ქართველები იყვნენო.
თუ რა ქართული არა სცოდნოდათ, ძნელი საფიქრებელია იმედი ჰქონოდათ უენოდ
გაერიგებინათ რამ და მოემოწაფებინათ ერიო.
`მართალია, ეს წმინდა მამანი სირიელებად ხსენებულნი არიან, მაგრამ ძველნი მწერალნი
კაბადოკიელთა ჰრაცხდნენ სირიელებად, ან მესოპოტამიელებადო (ტესიე: მცირე აზია, გვ.
500). თვით წმინდა გიორგი კაბადოკიელი იყოო და ამის გამო მთელს საქართველოში
თაყვანცემულიო.
` წმინდა გიორგის ნათესავი იყო მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, .................
კაბადოკიელი, მაშასადამე მცოდნე ქართულის ენისა, უამისოდ არ შეეძლო ქადაგება
ქრისტეს სარწმუნოებისა და მოქცევა ქართველთაო.
ქართველთა წარმომავლობის ისტორიული ფესვების შესახებ ევროპელ კომპეტენტურ
მეცნიერთა დასკვნების შემდეგ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დაინახავს რამდენად
უსაფუძვლო, უსუსურია სომეხ მეცნიერთა ერთი ნაწილის (`გავრცელებულნი მეცნიერნი თუ
გამეცნიერულნი ცუღლუტები) მიერ ამ ევროპელ მეცნიერთა საპირისპიროს რომ ჰყვირიან
ჟირარდენის დევიზი (`უნდა იყვირო~) და ხმამაღლადაც ჰყვირიან, რათა ევროპაში თუ მის
ჩრდილო-აღმოსავლეთში – რუსეთში, გვქელონ, მიწასთან გაგვასწორონ, კავკასიის ქედს
აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და
ჩალასავით ქარს გაატანონ, თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ...
კიდევ უფრო უსუსურად, უსაფუძვლოდ გამოიყურება სომეხ მეცნიერთა და მათ გუნდში
გაერთიანებული საზოგადოების სხვა წევრების მიერ საქართველოში ჩამოსულა ევროპელი
გაზეთის კორესპოდენტად მოვლენილი ფრანგი კეტელისათვის საქართველოს შესახებ
მოყოლილი ამბები, რასაც ქვემოთ ვნახავთ.
$. ფრანგი კეტელის ამბავი, ანუ რა წამოაყრანტალებინეს ჩვენზე ფუქსავატ ფრანგს

ოსმალებთან უკანასკნელი ომების დროს კერძოდ 1877 წელს საფრანგეთის გაზეთმა `თემპს~
საქართველოში გამოაგზავნა კორესპონდენტი, სახელად კეტელი, რათა აქედამ ეგზავნა
კორესპონდენციები. კეტელმაც მთელი ორი თვის განმავლობაში ევროპაში აგზავნა და
გაზეთში ბეჭდა სომხების ქება-დიდება და საქართველოს ძაგება.
კეტელის პერსონით ამჯერად იმიტომ ვინტერესდებით, რომ სხვა ევროპელი
მეცნიერებისაგან განსხვავებით, იგი როგორც ევროპის წარმომადგენელი უპასუხისმგებლოდ
მოეკიდა თავის მოვალეობას (ევროპაშიც არიან ასეთი ადამიანები სამწუხაროდ), კი არ
დაინტერესდასაქართველოს ისტორიის, კულტურის შესწავლით და საკუთარი,
დამოუკიდებელი დასკვნები კი არ ეგზავნა ევროპას, არამედ, რაც მისმა ახლად გაცნობილმა
მეგობრებმა (სომხებმა) ჩასძახეს, ის ამოაყრანტალა, ამოაყრანტალა არა ერთჯერადად,
არამედ სისტემატიურად, მთელი ორი თვის განმავლობაში.
მაინც რა დაემართა კეტელის, ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, ამ ფუქსავატს ფრანგს, საცოდავს
ფრანგს კეტელის? ის რომ ილია ჭავჭავაძე როგორც სწერს, ამ ბატონს კეტელს,
ვლადიკავკაზიდამ ჩვენკენ წამოსულს, ერთი სადგური ფოსტისა ძლივს გამოევლო ჯერ
კიდევ ................ დახვედრია განგებ თუ შემთხვევით, აფიცერი არტილერიისა, ................
სომეხი. ამას ჩაუსვამს თავის `პავიზკაში~ და მიუყვანია ტფილისს... ამ აფიცერს ტფილისში
მისვლისთანავე უმალ წაუყვანია თავის ახალი სტუმარი გრიგორ არწრუნთან `მშაკის~
რედაქტორთან. არწრუნი მისთვის გაუცნია როგორც `ლიბერალთა დასის~ ხელმძღვანელი,
რომელიც თუმცა სასულიერო პირი არ არის, მაგრამ სომხებს შორის იმავე როლს თამაშობს,
როგორსაც დელინგერი და მამა გიატიცე კათოლიკეთა შორის, და რომელსაც უკეთ ესმის
სომეხთა საღმთო წერილი, ვიდრე თვით კათოლიკოსსაო.
არც ის დავიწყებიათ კეტელისთვის ეთქვათ, რომ არწრუნი ჯერ მოსკოვში განათლებულა და
გამეცნიერებულა, მერე პეტერბურგში, და სულ ბოლოს ჰეიდელბერგში და რომ ძალიან
განვითარებულა ფილოსოფიაშიო. ამასთან ერთი დიდი უპირატესობაც დაუყოლებიათ: მისი
ძმა გერმანიაში პროფესორიაო.
მოკლედ, ორი თვის განმავლობაში კეტელის `ლიბერალური დასის~ წარმომადგენლებმა არ
დააკლეს ჭამა-სმა, ქეიფი (სადილები და ვახშმები), ალხინეს, შეაქციეს შინა თუ გარეთ
ბაღებში, უმღერეს სიმღერები და რომანსები.
ტფილისის საქალაქო საბჭოში წაუყვანიათ კეტელი, სადაც `პატარა პარლამენტი~ დაუნახია,
საბჭოს გამგეობის წევრები მინისტრებად, ხოლო არწრუნი თავისი ლიბერალური დასით –
ოპოზიციად მოსჩვენებია. მერე სომხის ეკლესიებიც დაათვალიერებინეს და სომხის
სკოლებშიც მიიყვანეს.
მოკლედ, ყველაფერი იღონეს ახლადგაცნობილი სტუმარი მოეხიბლათ, რათა რასაც
ჩასძახებდნენ ის ამოეძახა. მანაც შესანიშნავად გაართვა თავი ამოცანას, ერთხელ
დადგენილი სამოქმედო პროგრამით, ერთხელ და ერთხელ შეთვისებული თვალთმაქცური
ხერხებითა და ოინებით ჩასძახეს და აი რა ამოაყრანტალა:
1. არაფერი არ მოიპოვება სასიქადულო საქართველოს ისტორიაშიო. ქართველები
შეადგენენო ღენერლების, მეურმეების და ჩალვადრების ნაციასაო... თუმცა ღენერლები
ბევრი ჰყავთო, მაგრამ იმათი ღენერლები გამოჩენილნი არ არიანო.
2. `თავად-აზნაურობა ქართველებისა გაკოტრებულიაო... ქართველებმა არშიყობის მეტი არა
იციან-რაო და მარტო სამსახურში შესვლას სცდილობენ, რადგან ეს ადვილი ხელობააო.
ვაჭრობის და ხელოსნობის ნიჭი არა აქვთო და თუ თითონ ვაჭარი ჰყავთ, ისინიც კი ფულს
სომხურადა სთვლიანო.,, გლეხები საქართველოსნი ზარმაცნი და ლოთები არიანო. ამათ
ერთი მტკაველი მიწაც მებატონეთაგან არ შეუსყიდიათო~ (ილია ჭავჭავაძეს მოჰყავს
კუჩაევის წერილიდან მთავრობის ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც მასინ
ქართველს გლეხებს თავიანთ მებატონეთაგან ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში
მილიონ-ნახევრის მამული ჰქონდათ გამოსყიდული – ავტ.).
3. კეტელი გაუწვევიათ შინდისში, რაღაც დღეობა ყოფილა. აქ ხომ მთლად აღტაცებაში
მოუყვანიათ მხოლოდ ერთს რასმე გაუოცებია: `ვინც კი მეჯლისსა და დღეობაში ქალი
უნახავს, ყველას დიდი ცხვირი ჰქონდაო, როგორც მთის ქედიო~. არწრუნის `ლიბერალური
დასის~ წევრებს ჭკვიანურად, გულმართლად აუხსნიათ: `ეგ დიდცხვირიანები სულ
ქართველები არიანო~.
4. რა უნდა ექმნა ამისთანა მახეში გაბმულს ქარაფშუტა ფრანგსა? კითხულობს ილია
ჭავჭავაძე, და განაგრძობს: `პარლამენტია – და სომხებისაა, სკოლებია – და სომხებისაა,
ინტელიგენციაა – და სომხებისაა, შექცევაა, ლხინია – და სომხებისაა, დღეობაა – და
სომხებისაა, დელინგერებია და გიაცინტებია – და სომხებისაა, ფილოსოფოსებია – და
სომხებისაა, საჭმელებია – და სომხებისაა და მერე სად? ტფილისში. აშკარაა, აქ სომხეთია და
ტფილისი სომხეთის ქალაქია. სხვა რა უნდა გამოეყვანა ასეთის ოსტატობით თვალახვეულს
გუშინდელ მოსულს კცს! აკი სომეხთა სტუმართმოყვარეობით აღტაცებული კეტელი
საქვეყნოდ იძახის, როცა ჯერ ტფილისში ზის და აქედამ ფეხი გარეთ არ გაუდგამს, უთუოდ
ედემი აქ, სომხეთსი ყოფილაო~.
კიდევ რა უთხრეს კეტელის, რა შთააგონეს და თვითონ კიდევ რა წამოაყრანტალა?
`ტფილისი და საქართველო ჩვენი მიწააო, ჩვენი ქვეყანააო – უთხრეს, და რადგანაც მართლა
ესეა, ვინღა იტყვის, რომ სომხები დაქსაქსულები არიან და ბინის მოსაკიდებელი ადგილი
არა აქვთო~.
5. კეტელის სიტყვით, ამიერკავკასიაში ოთხის თესლის ერია: სომხები, ქართველები,
თათრები და რუსები. იგი აუწყებს რა ევროპას, რომ კავკასიაში ოთხის თესლის ერია, შემდეგ
ამბობს – თუმცა სომხების რიცხვი ეხლა ქართველებზე ნაკლებია, სულ ექვსასი ათასიო,
მაგრამ ამ საუკუნის დასასრულამდე სომხები მალე გამრავლდებიან და ქართველებზე მეტნი
შეიქმნებიანო~.
6. `მომავალი კავკასიაში სომხებს ეკუთვნით და მის მეზობლებს – ქართველებსა და
თათრებს სხვა არა დარჩენიათ-რა, რომ უნდა გასომხდნენო~. და სხვა, და ასე შემდეგ. აღარ
გავაგრძელებ კეტელის სიბრძნეებით მკითხველის ყურადღების გადაღლას და
შემოგთავაზებთ გიორგი თუმანოვისა და მისი ამქრის აზრების გადმოცემას. მათი აზრები
საქართველოს საერთოდ და ტფილისის კერძო კუთვნილობის შესახებ (ანუ ვისია
საქართველო მთლიანად და დედაქალაქი ტფილისი კერძოდ). არაფრით არ განსხვავდება იმ
აზრებისაგან, რომლითაც აღტყინებულია ფრანგი კეტელი და რომელიც იწყება რუსის
მეცნიერებით და მთავრდება რუსის მეცნიერებით, მათ შორის ერთი ლარია გავლებული და
შუაში დგანან სომეხი დელინგერები, გიაცინტები და მათთან მიკედლებული ფუქსავატი
კეტელი.

$. ორსახეობა კატისა: ანუ ტფილისი არის ძველი სომხის ქალაქი


`ლიბერალური დასის~ წევრების სამოქმედო არეალი მარტო პეტერბურგითა და სომხეთით
რომ არ შემოიფარგლებოდა ფრანგი კორესპონდენტის კეტელის მაგალითითაც
დავრწმუნდით, ტფილისში საცოდავ ფრანგს დელინგერებმა და გიაცინტებმა ერთხელ და
ერთხელ დადგენილი სამოქმედო გეგმით, ერთხელ და ერთხელ გამოყენებული
ცუღლუტობისა ოინბაზური ხერხებით, ისეთი დღე დაუყენეს, რომ ევროპის ერთ-ერთ
სახელოვან გაზეთში მთელი ორი თვის განმავლობაში აბეჭვდინეს საქართველოს
განმაქიქებელი მასალები, კეტელი იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ქვეყნის ............ სომხეთი
წარმოიდგინა საქართველოში და თბილისი სომხეთის ქალაქად.
დელინგერებისა და გიაცინტების ჯურის მსგავსს კიდევ ერთი ჯურის წევრებს გვამცნობს
ილია ჭავჭავაძე წერილში: `გიორგი თუმანოვისა და მისი ამქრის აზრები~ (ორ ნაწილად,
ნაწილი მეორე, `ივერია~, #13, 1898 წ., 19 იანვარი).
წერილის სათაურიდანაც სჩანს, რომ მისი მთავარი პერსონაჟია გიორგი თუმანოვი,
რომელსაც ილია ჭავჭავაძე ახასიათებს როგორც ორპირ კაცს, რომელიც `ჩვენთან კაკანებს და
კვერცხს კი სხვაგან დებს~, რომელიც ძმობისა და ერთობის `იავნანას გვიგალობებს
ყოველდღე~ და `საქმე სხვაა, სიტყვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი~.
გიორგი თუმანოვს აქვს ნათქვამი და საკუთარ გაზეთში «новое обозрение» დაბეჭდილი
ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი:
`როგორც პეტერბურგს არ ეთქმის, რომ ნემეცების ქალაქია, ისე ტფილისს – სომხების
ქალაქიაო~ და `ტფილისი არც დღეს არის თქვენი და არც ოდესმე ყოფილაო~.
გ. თუმანოვის ორპირობა რომ უფრო კარგად გაგაცნოთ, მოცემულ საკითხზე მოვიყვან ილია
ჭავჭავაძის სიტყვებს ზემოთ დასახელებული წერილიდან:
`ტფილისი არც დღეს არის თქვენი და არც ოდესმე ყოფილაო~, და ამის დასამტკიცებლად
მითამდა ისტორიული საბუთებიც წარუდგინა თავის ამქარს. მართალია, კვირანდელ თავის
გაზეთში (იხ. `ნოვოე ობოზრენიე~ #4824) ამაზე ცხელ-ცხელი აბა ჰკრა და საბუთად
მოიყვანა, რომ «новое обозрение»-ს #4547 ჩვენა ვთქვითო, რომ როგორც პეტერბურგს არ
ეთქმის, რომ ნემეცების ქალაქია, ისეც ტფილისს – სომხების ქალაქიო~. მართალია, #4547
ესა სთქვა, მაგრამ, აი იგი რას ამბობდა წინათ ამავე საგანზე («новое обозрение» #4533):
`1708 წ. ................... სწერსო: ტფილისში თითქმის 20000 მკვიდრია, ამათში – 1400 სომეხი,
მუსლიმანი – 3000, ქართველი 2000 და 500 – რომის კათოლიკენიო. ე.ი. რასა ვკითხულობთ
ვლადიკინის წიგნშიო: 1803 წელს 2700 სახლიდამ ტფილისში 2681 სომხებს ეკუთვნოდა.
თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილი კია, რომ სატახტო ქალაქი მთლად სომხის
საკუთრებაა. აი, რას გვეუბნება იმისთანა მცოდნე კაცი, როგორიც ბატონი ვეიდებახემიაო, –
განაგრძობს თ.გ. თუმანოვის გაზეთი და მოჰყავს მისი სიტყვებიც: `ეთნოგრაფიის მიხედვით
ტფილის არის და მგონია, ძველთა დროითგანვე ყოფილა სომხის ქალაქიო~.
ხსენებული საბუთების გაძლიერებისათვის თ.გ. თუმანოვის გაზეთი წარბშეუხრელად ამასაც
უმატებს: `Главным лицом~, როგორც ეტყობა, `მელიქი~ ყოფილა ტფილისშიო (#4533).
რასაკვირველია `მელიქი და არა საქართველოს მეფე!.. ჩვენ კი გვეგონა, რომ ქართველების
სატახტო ქალაქში საქართველოს მეფე იქნებოდა `Главное лицо~ და არა `მელიქი~ და
რადგანაც `მელიქი~ ყოფილა, გამოდის, რომ პოლიტიკურადაც ტფილისი სომხებისა
ყოფილა.
ხალხსა აქვს ნათქვამი: `არა ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო~.

* * *
`ჩვენ სომხებს არავითარი ღირსება, არავითარი სიკეთე არა გვშურს. პირიქით, თუ სიკეთე,
ღირსება რამე სჭირთ, იგი ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი~.
`ძნელნი მოსათმენნი არიან... იგი ერთი გუნდი სომხებისა, რომელთაც ღმერთმა მოახმაროთ
თავიანთ-თავის ქება-დიდება და ჩვენს მოთხრას – კი ნურას უკაცრავად! – ვერ შევარჩენთ,
ვერ დავანებებთ და ამაში, იმედია ყველა ჭკვათამყოფელი ომეხი დამეთანხმება, აი, სწორედ
არ არის თავი და ბოლო, დასაბამი და დასასრული იმ მწვავის განხეთქილებისა, რომელიც
ასეთის გულმოდგინებით შთამოსავსეს ჩვენში უმეცართა მეცნიერთა და ერთმანეთზედ
აალესეს ქართველი და სომეხი. ამით, იმ პირმოშვებულმა ფილოსოფოსებმა გაუფუჭეს გული
ქართველებს სომხებზე და სომხებს – ქართვლებზე. თორემ სად იყო ჩვენში ამ ორმოც-სამოცი
წლის წინათ ერთმანეთის ასეთი ათვალწუნება! ერთმანეთში არ ვირჩეოდით და თუმცა
სხვადასხვა მოდგმისანი და სარწმუნოებისანი ვიყავით, მაგრამ სომხობით ქართველის
ძულება და ქართველობით სომხებისას, ჩვენში ადგილი არა ჰქონია, ჩვენდა საერთო
საბედნიეროდ და სასახელოდ, და თუ დღეს ეს ურთიერთობა ასე შერყეულია, სომეხთა
მეცნიერთა გულნამცეცობას, ნაცარქექიაობასა და ოინბაზობას უნდა მიეწეროს.
`ჩვენ სომხებისა არა გვსურს-რა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინანდელ საქართველოს
უზლურება დაიწყო იმ უბედურ დღეითაგან, როცა-კი პირქვე დაემხო სომხეთიო – ეგ ჩვენი
წინანდელი ზღუდე სამხრეთით. ჩვენ ჩრდილოეთით ვინახავდით სომხებს და სომხები ჩვენ
გვინახავდნენ. მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასლანმა ჩრდილოეთით უშიშარ და
უზრუნველჰყო მაშინდელილ საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიმართა იმაზე, რომ
სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი მინამ სამხრეთი იყო, საქართველოს რომ თათრობა
მოსეოდა, ჯერ სომხეთი უნდა გადმოელახა. ამიტომაც ჩვენნი უდიდესნი მეფენი და სამეფო
კარნი არაფერს არა ჰზოგავდნენ, რომ ეშველნათ
სომხეთისათვის, ..............................................~.
ტაქსით ერევნიდან თბილისისკენ მგზავრობაში გაცნობილო ჩემო ახალგაზრდა მეგობარო,
ტაქსის მძღოლო სომეხო ბიჭო, ჩვენი გაცნობიდან თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა, არ
დამვიწყებიხარ, არ დამვიწყებია შენი გულწრფელი სიტყვები ქართველების მიმართ. დღესაც
დაგეძებ, გეკითხები სადა ხარ, ხომ არ შეიცვალე შენი დამოკიდებულება ქართველების
მიმართ.
ორივემ ვიცოდეთ ჩვენ ერთი-მეორეს ვჭირდებით, ერთი-მეორეს გვერდში დგომით
გავუძლოთ დღევანდელ რთულ ვითარებას. ცალ-ცალკე დგომა, ცალ-ცალკე წევა ორივე
ერისათვის საზიანოა. ვაი-მეცნიერთა წყალობით ჩვენს ორ შორის საუკუნეზე მეტი ხნის წინ
ჩამოგდებული უნდობლობის ბრმა მსხვერპლად ნუ დავრჩებით. განა რა სარგებლობასა
ღებულობს სომხეთი მისი დღევანდელი ხელმძღვანელობა საერთაშორისო ფორუმებზე
მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რომ აძლევს
ხმას, განა რა სარგებლობა მიიღო სომხეთმა როცა ისტორიულად მისი ფესვების მქონე პირმა
2008 წლის აგვისტოში ორი სეპარატისტული სახელმწიფო შეგვიქმნა ყოველგვარი
საერთაშორისო ნორმების დარღვევით, თავიანთი გამონაბოლქვი ბოლი ჯერაც არ იყო
მინავლებული.

$. დეპუტატი თვით-ამორჩეული და ამორჩეული საზოგადოებისაგან – ვინ რაზე ზრუნავს


ქართველ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პეტერბურგში ჩვენს
დეპუტატებს კანვოელებისათვის ვენზელები გამოუთხოვიათ, პოლშელებს კი – ჩვენს
ქვეყანაშიც ის ცვლილებები შემოიღეთ, როელიც რუსეთს ეღირსა, ჩვენს ერს სხვადასხვა
უფლებები მიანიჭეთო.
ილია ჭავჭავაძე საზოგადოების ამ უკმაყოფილებას გამოეხმაურა (იხ. `შინაური მიმოხილვა~,
1881 წელი, მაისი) და ქართველი და პოლშელი დეპუტატების რადიკალურად
განსხვავებულ მოთხოვნებში არც სამწუხარო და არც გასაცხარებელი არა იყო რაო,
სამწუხარო და გასაცხარებელი უფრო ის არისო, რომ ჩვენს საზოგადოებას ან არა სცოდნია რა
არის `დეპუტატი~, ან არა სცოდნია – როგორ `ვირჩევთ~ დეპუტატებსო.
`დეპუტატი არის საზოგადოებისაგან ამორჩეული პირი, რომელმაც საზოგადო საქმეებში
თავის ამომრჩეველთა მაგიერ უნდა მონაწილეობა მიიღოს და თუ რომელსამე მაღალ პირთან
გაგზავნიან, საზოგადოების სურვილი და მოთხოვნილება გამოაცხადოს.
`ახლა ეს გვიბრძანეთ: ვინ ამოირჩია ქუთაისის თავად-აზნაურობის დეპუტატები?
_ არავინ.
ოთხიოდე თუ ხუთიოდე პირნი ერთად შეიკრიბნენ, თავ-თავისი თვითვე ამოირჩიეს და
გაემგზავრნენ პეტერბურკისაკენ.
იქ ერთს მათგანს, როგორც ნაცნობს, დაჩაგრულმა კონვოელებმა სთხოვეს
გვიშუამდგომლეთ, რომ მიცვალებულ ხელმწიფის სახსოვრად ვენზელები ჩვენს
დაგვირიგონო; იმანაც იშუამდგომლა და კონვოელებს ვენზელები უწყალობეს.
ეს ან რა ცოდვაა, ან გული რათ უნდა მოგდიოდეს? თუკი ევროპაში თვითმფლობელობა,
თვითმმართველობა შემოიღეს და სხვადასხვა თვით-უფლებები შემოიღეს, ჩვენ რაღა ეგრე
უკან ჩამოვრჩით, რომ ერთის სიტყვის და ერთის დაწესებულების შემოღება ვერ შევძელით.
შემოვიღეთ თვით-ამორჩევა და ჩვენმა თვით-არჩეულმა დეპუტატებმა თუმცა ბევრი
საყვედური მიიღეს, მაგრამ სრულიად უმიზეზოდ.
`ხან იმაზედა ვჯავრობთ, ვენზელები რათ ითხოვეთ, ამ იმაზედ, რატომ იგივე არ ითხოვეს,
რაც პოლშელმა დეპუტატებმაო. ერთიც და მეორეც უსაფუძვლო ჯავრობაა.
`ჩვენი დეპუტატები თვით-ამორჩეულნი იყვნენ, პოლშელები – ამორჩეულნი
საზოგადოებისაგან. ჩვენებს თავის-თავზედ და თავიანთ მეგობრებზედ ეზრუნათ,
პოლშელებს – საზოგადოებაზედ; ჩვენებმა თავიანთ ნათესავ ან მეგობარ კონვოელებს
ვენზელები უთხოვეს, პოლშელებმა ითხოვეს თავიანთი ენის თავისუფლება და თავის
ქვეყნისათვის სხვადასხვა უფლება. პოლშელ დეპუტატებმა გაზეთების სიტყვით თურმე
ერბაშად სთქვეს, რუსული არ გვესმისო, რადგან იცოდნენ, რომ მათ ზურგს უკან რამდენიმე
მილიონი ამოჰფარებოდა, და ეჭირვებოდა – რომ სასამართლოებში და სასწავლებლებში
მათი დედა-ენა შემოეღოთ, ამ აზრით იმათ იკისრეს რუსულის ენის უცოდინარობა, თუმცა,
დარწმუნებული ვართ, ეს ენა ზოგიერთ ჩვენს `დეპუტატებზედ~ უკეთ ეცოდინებოდათ.
ჩვენი `დეპუტატები~ ასე როგორ შეირცხვენდნენ თავსა; დარწმუნებული ვართ, რო
ეკითხათ, ყველა მათგანი იტყოდა, ჩვენ რუსული უფრო კარგად გვესმის, ვიდრე ქართულიო
– ოღონდ, ოღონდ...
`ერთის სიტყვით, პოლშელს დეპუტატებს უნდა საზოგადოებაზედ ეზრუნათ და იზრუნეს
კიდეც. ჩვენებს უნდა ეზრუნათ ან თავიანთ თავზედ, ან თავიანთ ნათესავ-მეგობრებზედ.
`კვლავ თუ გვინდა, რომ ჩვენებმაც ჩენთვის იზრუნონ, თვით-ამორჩევას თავი დავანებოთ და
საზოგადოებრივ ამოვირჩიოთ. ჩვენი სურვილი გამოვუცხადოთ და ისე გავგზავნოთ `სადაც
გასაგზავნია~, თორემ არ ვიცით, ვინ წავიდა, სად წავიდა, რისთვის წავიდა, და ვიძახით კი –
რატომ ესა და ეს არ ითხოვესო!

მესამე თავი
საგანთა და სახელთა შესახებ მოძიებული მოკლე ინფორმაციები
მარჯორი უორდროპი (ინგლ. Mარჯორყ ჭარდროპ; დ. 11 ნოემბერი, 1869 – გ. 7 დეკემბერი,
1909) – ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. ის იყო საქართველოში გაერთიანებული
სამეფოს უამღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და.
შვიდ უცხო ენასთან ერთად მან შეისწავლა ქართულიც და იმოგზაურა საქართველოში
(მოგვიანებით რუსეთის იმპერიის ნაწილში) 1894-1896 წლებში. მან თარგმნა და გამოსცა
ქართული ხალხური ზღაპრები (ლონდონი, 1894 წ.). ილია ჭავჭავაძის განდეგილი
(ლონდონი, 1895 წ.). წმინდა ნინოს ცხოვრება (ოქსფორდი, 1900 წ.) და კიდევ რამდენიმე
ნაწარმოები. ის ასევე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ინგლისურად თარგმნა შოთა
რუსთაველის ვეფხისტყაოსანი (გამოიცა 1912 წელს ლონდონში მისი ძმის მიერ). მისი
გარდაცვალების შემდსეგ, სერ ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი
უორდროპის სახელობის ფონდი დააარსა, რომლის მიზანიც სტუდენტებში ქართულის ენის,
ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის სურვილის წახალისება იყო. მარკორი უორდროპი
დაიბადა 1869 წლის 26 ნოემბერს ინგლისელი არისტოკრატის ოჯახში. იგი იყო ბრიტანელი
დიპლომატის, ოლივერ უორდროპის და, რომელიც 1921 წელს, საქართველოს
გასაბჭოებამდე იყო ბრიტანეთის მთავარი კომისარი კავკასიაში. მარჯორი უორდროპი
თავისუფლად ფლობდა ექვს უცხო ენას (ფრანგულს, გერმანულს, რუსულს, რუმინულს,
იტალიურს, ქართულს). იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა იტალიაში, საფრანგეთში,
ჩრდილოეთ აფრიკაში, კუნძულ ჰაიტიზე, რუსეთში, რუმინეთში, პოლონეთსა და სხვა
ქვეყნებში. ქართული ენის შესწავლით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა უფროსმა ძმამ,
ოლივერ უორდროპმა 188 წელს გამოაქვეყნა წიგნი `საქართველოს სამეფო. მოგზაურობის
შთაბეჭდილებანი ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში~. ჯერ კიდევ ინგლისში
ყოფნისას, მარი ბროსეს გრამატიკისა და ლექსიკონის საშუალებით, მარჯორიმ დაიწყო
ახალი ქართულის სწავლა, ხოლო სახარების ტექსტის კითხვის საფუძველზე კი – ძველი
ქართულის. 1894 წელს ლონდონში, ანთროპოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ი.ბ.
ტეილორის წაქეზებით, მარჯორი უორდროპმა გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების
ინგლისური თარგმანი სათაურით Gეორგიან Fლოკ თალეს. ამ წიგნთან დაკავშირებით
ინგლისში დაბეჭდილი რეცენზიების ქართული თარგმანები გაზეთ `ივერიაში~
გამოქვეყნდა. სწორედ ასე შეიტყო საქართველოს ფართო საზოგადოებამ მარჯორის შესახებ.
1894 წელსვე იწყებს ილია ჭავჭავაძის `განდეგილის~ თარგმნას ინგლისურად, რომელიც
ლონდონში 1895 წელს იბეჭდება. მარჯორის მიერვე არის თარგმნილი ინგლისურად ილიას
`მგზავრის წერილებიც~. 1894 წლის დეკემბერში ის პირველად ჩამოდის საქართველოში
დედასა და უფროს ძმასთან, ოლივერთან ერთად. 1896 წლის ზაფხულს იგი მეორედ
მოგზაურობს საქართველოში, ამჯერად მშობლების და მეორე ძმის, თომასის თანხმებით.
სწორედ მეორედ ჩამოსვლისას გადაწყვიტა, ეთარგმნა `ვეფხისტყაოსანი~. მოგზაურობს
როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. უორდროპების ოჯახის
მოგზაურობას განსაკუთრებულ ყურადღებას ადევნებს იმდროინდელი ქართული პრესა.
კახეთში მარჯორი უორდროპს მასპინძლობს პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ივანე
როსტომაშვილი, დასავლეთ საქართველოში კი – გიორგი წერეთელი. ცნობილია, რომ მას
არაერთხელ გაუწევია მატერიალური დახმარება სტიქიური უბედურებით დაზარალებული
ქართველი გლეხებისათვის. 1896 წელს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მეთაურის
სიმონ წერეთლისადმი გაგზავნილ ბარათში მარჯორი უორდროპი წერდა: `დიდათ
პატივცემული თავადო სვიმონ წერეთელი! ამასთანავე გიგზავნით ას მანეთს, და
უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ წყალდიდობისაგან დაზარალებულ გლეხთა შესაწევნადთ.
ჩემი ძმა და მეც ვგრძნობთ უდიდესი მწუხარება უბედურებისათვის საქართველოში და
სურვილი მაქვს, რომ შეწირულობა ბევრი იქნება...~ [1]. და-ძმა უორდროპები მუდმივად
ეხმარებოდნენ ქართველ სტუდენტებს ინგლისში, რეკომენდაციებს აძლევდნენ
უნივერსიტეტში სასწავლებლად. აფინანსებდნენ კიდეც. მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ
იმ პერიოდში ინგლისში მცხოვრებ ვარლამ ჩერქეზიშვილთან. მარჯორი უორდროპს ჰქონდა
მიმოწერა რუსეთში მოღვაწე ქართველ პროფესორებთან ალ. ხახანაშვილთან და ალ.
ცაგარელთან. აგროვებდა ქართული პერიოდული გამოცემის ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს,
ძველ ქართულ ხელნაწერებს. მისი ამ ბიბლიოთეკის საფუძველზეც შეიქმნა ოქსფორდში
მარჯორი უორდროპის ქართული ფონდი. როგორც ალ. ხახანაშვილისადმი გაგზავნილი
ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, უკვე 1900 წელს უორდროპის ბიბლიოთეკა უკვე მოიცავდა
შვიდასამდე წიგნს [3]. მარჯორის მეგობრული ურთიერთობა ქონდა ანასტასია თუმანიშვილ-
წერეთელთან, რომელსაც ხშირად წერდა ხოლმე თავისი მთარგმნელობითი საქმიანობის
შესახებ, ასევე ივანე მაჩაბელთან, რომლის ინგლისურიდან თარგმანების პირველი
შემფასებლებიც ის და მისი ძმა, ოლივერი იყვნენ ხოლმე. ასევე ახლო ურთიერთობა და
მეგობრობა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან და მისი ოჯახის წევრებთან – მეუღლესთან,
ოლღა გურამიშვილთან და დასთან, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილთან. საქართველოში
ყოფნისას ხშირად იყო ხოლმე მათი სტუმარი. 1909 წელს იგი ოლღა გურამიშვილს წერდა:
`მეც ღმერთსა ვთხოვ ყოველთვის მაღირსოს თქვენი ნახვა და საქართველოში წასვლა. ყოველ
წელიწადს ვგონებ მომავალში შეიძლება მოვალ იქითკენ, მაგრამ ჯერ ჩემ ბედში არ წერილია.
ცამეთი წელიწადია არ ვყოფილვარ საქართველოში. ჩემი გული სიყვარულით მისკენ
უკუნისამდე ბრუნდება~ მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა ერთობლივად თარგმნეს
`წმინდა ნინოს ცხოვრება~ ინგლისურ ენაზე და ხელნაწერზე ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ,
1896 წელს გამოაქვეყნეს. ძმასთან ერთად თარგმნა მან ასევე სულხან-საბა ორბელიანის
`სიბრძნე-სიცრუისა~. მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებული თარგმანები `მძინარე
ქალს~, `გაზაფხული~, `ელეგია~, ნაწყვეტები `ჩრდილიდან~ `გლახის ნაამბობიდან~, `კაცია-
ადამიანი?!~ მხოლოდ 1987 წელს გამოიცა წიგნად თბილისში. ოქსფორდის ბიბლიოთეკაში
შემონახულია მარჯორისეული რვეული, სადაც მოცემულია გრიგილო ორბელიანის
ლექსების თარგმანები (თჰე Vისიონ, Mყ Eპოსტაპჰ, ღემემბრანცე, Qუეენ თამარა’ს
Pორტრაიტ). საარქივო მასალებში მოიპოვება აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის და
სხვათა პოეზიის მარჯორისეული თარგმანები, რომლებიც დღემდე გამოუქვეყნებელია
წიგნად. ის თარგმნის არა მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებს, არამედ საქართველოში
გამომავალ საგაზეთო სტატიებსაც მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათ შორისაა გაზეთ
ივერიაში გამოქვეყნებული ბ. ნიჟარაძის სტატია `თავისუფალი სვანი~, რომლის თარგმანიც
1895 წლის 12 აგვისტოთი თარიღდება (Bელიეფს ოფ შვანეტიანს ცონცერნინგ ა ფუტურე
ლიფე) [5]. მარჯორი გარდაიცვალა 1909 წლის 7 დეკემბერს ბუქარესტში. დაკრძალულია
სევენოუკში, ლონდონის მახლობლად. 1912 წელს, მარჯორის გარდაცვალებიდან სამი წლის
შემდეგ ოლივერ უორდროპმა ლონდონში გამოსცა მარჯორის მიერ ინგლისურად
თარგმნილი `ვეფხისტყაოსანი~, რომლის თარგმანზეც მარჯორი თვრამეტი წლის მანძილზე
მუშაობდა და ამ პერიოდში თარგმანის არაერთი ვარიანტი გააკეთა. ერთ-ერთ წერილში
მარჯორი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს წერდა: `ვეფხისტყაოსანი კიდევ დასაწყისიდან
ვათარგმანებ, ამისთვის, რომ ჩემი პირველი თარგმანი არ მომწონდა, მე ახლა ნახევარი
ვაკეთე და სურვილი მაქვს, რომ გაზაფხულის წინეთ დავასრულო, ეს მხოლოდ კვახი
თარგმანი იქნება და დიდი შრომა და მოთმინება უნდა წინათ დაიბეჭდის~ [6]. ოლივერ
უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტთან დააარსა მარჯორი უორდროპის ფონდი
`საქართველოს ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის განსავითარებლად~.
ციტატა: `ეს ქალი ისე გულმოდგინედ შრომობს და შედარებით მცირე ხანში იმდენად
შეითვისა ქართული ენა, რომ უკვე გადათარგმნა ქართულ ენაზედ `ქართული სახალხო
არაკები~, 1894 წ. გაზეთი `ივერია~. `ქართული ენა ლიტოღრაფიაში დაბეჭდილი ბროსეს
გრამატიკით ისწავლა, ისე, რომ არცერთი ქართული სიტყვა არ გაუგონია. მხოლოდ
სახარებას კითხულობდა~... 1894 წ. გაზეთი `ივერია~.
`თბილისობა 2015~-ის ფარგლებში 18 ოქტომბერს თბილისში, უორდროპის სახელობის
სკვერში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა. და-ძმა უორდროპების
ძეგლის შესაქმნელად თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მოქანდაკე
ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა. ძეგლი ბრინჯაოსგანაა დამზადებული და სკვერში მოსეირნე
ოლივერ და მარჯორი უორდროპების იმიტაციას წარმოადგენს.

$. გერმანელნი ახოვანნი და ძლიერნი სულით და ხორცით


კაცობრიობა ახალი ათვლით ათას ცხრაასი წლისაა. ილია ჭავჭავაძე კი სულ სამოცდასამის.
ისტორიული განზომილებით ამ მოკლე დროში მან უკვე მოასწრო სიბნელიდან სინათლეზე
გამოსვლა, თავისი მიზანსწრაფულობითა და იშვიათი შრომისმოყვარეობის წყალობით, იგი
უკვე სულიერად, გონებრივად, მსოფლმხედველობრივად მაღალგანვითარებული
პიროვნებაა. ამ ხნის განმავლობაში მან სიღრმისეულად შეისწავლა საერთოდ კაცობრიობის,
და კერძოდ, მსოფლიო ქვეყნების ხალხთა ისტორია, მეცნიერება, კულტურა, მათი
გეოგრაფია, გეოპოლიტიკური მდებარეობა, მათი სამეურნეო, პოლიტიკური და სამხედრო
ცხოვრების ყველა ასპექტი, საზოგადოებრივი ცხოვრების გონებრივი და ფიზიკური
საქმიანობის ყველა დარგი, ყველა სფერო, ცივილიზაციის სფეროში მიღწეული შედეგები
დარგების მიხედვით და ბოლოს, ამ დროისათვის მას თავისი ლიტერატურულ-მხატვრული,
პუბლიცისტური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და პრაქტიკული მოღვაწეობით უკვე
ღირსეული წვლილი აქვს შეტანილი ადამიანთა გონის განვითარებაში, საზოგადოებრივი
ცხოვრების უკეთ მოწყობაში, თვითონ სთარგმნის ევროპული ცივილიზაციის სანიმუშოს
შედევრებს და მის ნაწარმოებებსაც სთარგმნიან ევროპულ ენებზე, მჭიდრო შემოქმედებითი
და ადამიანური ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული ევროპის გამოჩენილ ადამიანებთან.
ამ ხნის განმავლობაში ილია ჭავჭავაძემ უფრო მეტის გაკეთება შესძლო, ვიდრე ერთმა
ჩვეულებრივმა ქართველმა. მაგრამ მასაც, როგორც მთვარეს, შეიძლება ითქვას, ერთი პატარა
ლაქა ჰქონდა – საქართველოსა და რუსეთის გარდა სხვაგან არსადა ყოფილა, ფეხი არ
გაუდგია, და ქართული და რუსული ენების გარდა სხვა უცხო ენა არ იცოდა (თუ არ
ჩავთვლით სამოცდაათიან წლებში ვანო მაჩაბელთან ინგლისური ენის შესწავლის დაწყებას)
და ამ `ლაქის~ არსებობას ყოველთვის განიცდიდა და ის რაც მან შესძლო გაეკეთებინა
ქართული ენის ცოდნით (მისი სამოქმედო არეალის ფარგლებში) და რუსულით, რუსული
ენის შემწეობით (რასაც ყოველთვის მადლიერებით აღნიშნავდა ხოლმე).
აი ასე მოევლინა ილია ჭავჭავაძე პირველად ევროპას და ბერლინში ჩავიდა, დაბა ლეიდენის
კლინიკაში მოხვდა სამკურნალოდ.
მის შთაბეჭდილებებს გერმანელებზე, კლინიკაში ცხოვრებისა და მკურნალობის არსებულ
წესზე ილია ჭავჭავაძე თბილისში ცხვედაძის სახელზე გამოგზავნილ პირად წერილში სწერს,
სადაც სინანულს გამოსთქვამს დროის უქონლობის გამო ევროპა თავისებურად რომ ვერ
გაშინჯა:
ბერლინში სამი კვირის ყოფნის შემდეგ (14 ივლისი, 1900 წ.) თბილისში ნიკო ცხვედაძის
სახელზე (ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სახალხო განათლების მუშაკი, პედაგოგი,
დაბადებული 1845-1919 წწ.) გამოგზავნილ წერილში სწერს, სადაც სინანულს გამოსთქვამს
იქაურობა ერთი კარგა რომ ვერ გაჩხრიკა თავისებურად.
`ძმაო ნიკო! აღსრულდა შენი მეგობრული სურვილი და ეს თითქმის მესამე კვირაა, რაც
ბერლინში ვარ ლეიდენთან, მე რომ აქ ბერლინში მოვედი, დათიკო სარაჯოვი არ არ იყო.
სამს თუ ოთხს დღეს შემდეგ მოვიდა. ლეიდენის კლინიკაში მომზადებული ოთახები
დაგვხვდა და პირველ დღესვე იმ კლინიკაში დავბინავდით. ეკატერინე ივანოვნას მადლობას
ვუძღვნით, რომ მისის მეოხებით აქ ყველანი დიდის პატივისცემით დაგვხვდნენ. ლეიდენი
დიდის ყურადღებით გვექცევა (დავით სარაჯოვი-სარაჯიშვილი, 1845-1911 წწ.) ხნობილი
მრეწველი, დიდი ქველმოქმედი, ახლო მონაწილეობას ღებულობდა საზოგადო საქმეებში;
ეკატერინე ივანოვნა – ეკატერინე ფორაქიშვილი, მეუღლე დავით სარაჯიშვილისა).
ლეიდენს ჩემის სხეულების მიზეზი აოცებს. არავითარი ზიანი არა გაქვსო, გული და მაჯა
საღის და ჯანმრთელი კაცისა გაქვსო და რისგან მოგდის ეგ გულის ხუთვა და სულის
შეგუბება ვერ გამიგიაო. ამიტომ პირველ დღიდანვე დღეს აქამომდე გულის ყურს მადევნებს,
რომ მიზეზი შეიტყოს. მე, როგორც უკანასკნელ ხანებში ვიყავი მანდ, თითქმის ისევ ისე ვარ,
ფეხების სიმსივნემ არ მიკლო, ღონეზედაც ჩემებურად ვერა ვარ. სხვანი კი მარწმუნებენ,
რომ სახით, გარეგნობით, ძალიან მოჰკეთდიო. მგონია ამ ერთის კვირის შემდეგ, ე.ი. 25-ს ამ
თვეს, იქნება კარლსბადში გამისტუმროს ლეიდენმა. მარწმუნებს, რომ ასე იქნება თუ ისე,
საღსალამათად გაგისტუმრებ შინაო. ღმერთმა ჰქნას! სიარულს მიშლის, დღეში ერთი საათის
მეტს ნუ ივლიო, ისიც ორგზობით, ნახევარ-ნახევარი საათით. გუშინ კი მითხრა, დღეში
ორჯერ ქვევით ეტაჟიდამ მეოთხე ეტაჟში ადი ხოლმე ერთი დილით, ერთი საღამოთიო.
არასფერს წამალს არ მასმევს, ლიმონის წვენის მეტს, დღეში სამ სტაქანს მასმევს. რძე
ამიკრძალა. მეც ვსვამ იმ ლიმონის წვენს და ქვევიდამ ზემო ეტაჟებში დავდივარ. მარტო ამას
ვწუხვარ, რომ ბევრი დრო არ მეძლევა – ერთი კარგა მომეჩხრიკა აქაურობა. ჯერ მარტო ეს
წარმოიდგინე, ხომ დღეში ხუთჯერ გვაჭმევენ და თვითეულ ჭამაზე უნდა უსათუოდ
დაესწრო, თორემ სწყინთ და ჯავრობენ. ჭამიდან ჭამამდე იმდენი დრო არ არის, რომ
წახვიდე სადმე. ბერლინი ისეთი დიდია, რომ მინამ წახვალ და მოხვალ, ჭამის დროც მოდის
და ნახვისა და მოჩხრეკისათვის დრო აღარა მრჩება. მაგრამ რაც აქამომდე ვნახე, ისიც
საკმაოა, რომ ქართველმა კაცმა თავისი თავი ღვთისაგან დაწყევლილად არ ჩასთვალოს. სად
ესენი და სად ჩვენი უბედური ერი! გერმანელნი ახოვანნი და ძლიერნი არიან სულითა და
ხორცით. ამათი მერმისი დიდია და თვალგაუწვდენელი. მე მგონია, რომ კაცობრიობა ამათ
დაუთმობს ქვეყნიერებაზე თავისს დროსა. დიდი ჯანიანი ერია, როგორც ვთქვი, სულითა და
ხორცით. დიდი მერმისი მოელით~.ბერლინში მყოფი დიდი შემოქმედი თბილისში კეთილ
ადამიანებს არ ივიწყებს, მათ შორის გერმანელ მეგობარს და გულთბილ მოკითხვას
უთვლის: `სხვა იყავ მშვიდობით შენის ქალითურთ. ჩვენებმა პატივისცემა მოგახსენეს,
იაკობი და ლეისტი მომიკითხე და განსაკუთრებით ქიქოძე~.
გერმანელთა მაღალზნეობრივ კულტურაზე და კეთილმყოფობაზე მიანიშნებს ილია
ჭავჭავაძე ნიკო ცხვედაძის სახელზე გამოგზავნილ მეორე წერილშიც (19 აგვისტო, 1900 წ.,
კარლსბადი):
`ძმაო ნიკო!
კაცო, განა ისე დავიწყება იქნება, რომ ერთი-ორის კალმის მოსმითაც არ მომიკითხე. მე
ბერლინიდამ წერილი მოგწერე და შენ პასუხიც არ მაღირსე. მე ეხლა ევროპიელი ვარ და
ამისთანა ქართველობა შენი ვერაფრად მეჭაშნიკება. ერთი გაახარე დათიკო სარაჯოვი, რომ
მე ასე მალე გავევროპელდი და ამას იქით თავისის ევროპიელობით .......... ვეღარ მომიყვანს
და ნიშნს ვერ მომიგებს.
`მე ამ უკანასკნელ ხანებში ძალიან ცუდად შევიქენი და ჩემმა ასეთმა მდგომარეობამ კარგა
ჩამაფიქრიანა. ამიტყდა საშინელი ქშენა, ხელისა და ფეხის განძრევაზე ისე მიგუბდებოდა
სული, რომ არ ვიცოდი რა მექნა. ერთი-ორი ნაბიჯი რომ გადამედგა, სუნთქვა ისე
შემეკვროდა, რომ ვეღარ ვლაპარაკობდი, რადგანაც სულს ვერ ვიბრუნებდი. შევჩივლე ჩემი
ასეთი წახდენა ჩემს მკურნალს, რომელიც თვითონ ლეიდენმა ამირჩია. შემიწუხდა თვითონ
მკურნალიც და ბოლოს მითხრა: მიზეზი არ მესმისო, უსათუოდ პაპიროზის ბრალია და
თქვენს თავს აქედამ უნდა უშველოთო, თუ პაპიროსზე ხელს აიღებთ, ხომ რა კარგი, თუ არა
და ისევ ის სჯობია წამლობას თავი დაანაბოთ, ტყუილი ხარჯი და მოცდენააო პატიოსანი
სიტყვა ჩამომართვა, მერე ისეთის ხვეწნითა და უდარით, რომ კინაღამ გული ამომიჯდა.
ვთქვი ჩემს გულში: ნეტა ამას რა სჯის, რომ ასეთის სიყვარულით მეხვეწება და მემუდარება-
მეთქი. სხვა გზა არ იყო, პატიოსანი სიტყვა მივეცი და მას დღეს აქეთ პაპიროზის გემო აღარ
ვიცი. არ გამოსულა სამი-ოთხი დღე მას შემდეგ, რომ ლაზათიანად მოვჯობინდი და ეხლა
ისე კარგადა ვარ, როგორც დასნეულებამდე ვიყავი, თუ არ უკეთესად.
`დღეს 19 აგვისტოს (ჩვენებურად) მკურნალმა სიხარულით მანუგეშა: თუ ესე კარგად წავიდა
შენი საქმეო, ორს (ჩვენებურად) სექტემბერს კარლსბადიდამ გაგისტუმრებ საღსალამათადაო,
და მკითხა: საით აპირებ წასვლასო. მე ვუთხარი პარიჟში მივდივარ და იქიდამ შინ წავალ-
მეთქი. შეხტა და შემოტრიალდა ამაზე ჩემი ექიმბაში. კარლსბადიდამ შენი პარიჟში წასვლა
არას გზით არ შეიძლებაო. კარლსბადის წყლების შემდეგ დიდი დასვენება გინდაო. ერთი-
ორი თვე მაინც ძალიან მშვიდობიან და მყუდრო ადგილას უნდა იცხოვროო, რომ არც
ხმაურობა, არც ჟრიამული, არც დიდი გარჯა, არც არავითარი საქმე და არეულ-დარეულობა
არ უნდა გაწუხებდესო. მე ვფიქრობ რომ ვაი თუ უფრო უარესად გახდე, ვიდრე ამასწინად
იყავიო. პარიჟში ყოველი ბიჯი სამაცდულოა, ყოველ ბიჯზე ახალი რამ სანახავია, ახალი რამ
შესასმენელია და იმოდენა აუარებელს საგრძნობსა, სახილველსა და სასმენელსა დიდად
ჯანმრთელი კაცი ძლივს უძლებს და შენ ნაავადმყოფარი და მერე ისეთი ნერვებაშლილი
როგორც შენა, როგორ გაუძლებ და აიტანო. არამც და არამც პარიჟში არ წახვიდეო. უარეს
საწამლავს შენი მოსისხლე მტერიც არ გირჩევსო. შენი პარიჟში წასვლა და ამოდენა ღვაწლის
ამაოდ ჩავლა ერთი იქნებაო.
კიდეც არა ვთქვი: ძლიერნი ჩვენის ქვეყნისანი ყოველ ცისმარე დღეს ევროპისა და ამერიკის
დიდ და მდიდარ ქალაქებში რომ დადიან სახელმწიფო ხარჯზე, სადაც ყოველი ბიჯი
სამაცდუროა, ყოველ ბიჯზე ახალი რამ სანახავია, ახალი რამ სასმენელია და იმოდენა
აუარებელის საგრძნოსა, სახილველსა და სასმენელს ნახულობენ და ისმენენ, ეტყობა იქ
ავადდდებიან და აქ ჩამოსულებს ღონე აღარა აქვთ ქვეყანა მართონ, ხალხის ბედზე
იზრუნონ და შექსპირის ფალსტაფის ტყუილებით გვკვებავენ – დემოკრატიულ, ევროპულ
ქვეყანას ვაშენებთო. საქმე იქამდის არის მისული, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს
ჩხუბიც კი მოსდით, რომელი რომელს გაასწრობს საზღვარგარეთ წასვლას, თანაც დიდი
ამალით, რომლის აუცილებელი წევრები მეუღლეებია ცნობისათვის: ამ უკანასკნელს
არავითარი თანამდებობა არა აქვს. კითხვა რომ დაუსვა რატომ აკეთებთ ასე, მეუღლეს რა
კავშირი აქვს სახელმწიფოთაშორისი დონის ვოიაჟებთანაო, გიპასუხებენ: პროტოკოლი
ითვალისწინებსო. პროტოკოლს თქვენ თვითონ ადგენთ და ბარემ ოჯახის სხვა წევრების,
სხვა ახლობლებისა და ნათესავ-მეგობრების სახელებიც ჩაწერეთ პროტოკოლში, ვინ არის
თქვენი ხელის შემშლელი, ასეთი პრაქტიკა უცხო არ არის, ჩვენ ხომ შეგუებული ვართ
`ქართველმა თავისი თავი დაწყევლილად ჩასთვალოს~ - ავტ.
შემდეგ ილია ჭავჭავაძე ნიკო ცხვედაძეს სწერს გერმანელი ექიმბაშის რჩევას:
`დამინიშნა შვეიცარია. მე დიდი უარი ვუთხარი. მაშ თუ ეგრეა, აქედამ ვენაზე გაიარე, იქ,
ვენის მიდამოებში ძალიან კარგი, მყუდრო და მივარდნილი ადგილებია, იქ ერთი-ორი კვირა
კარგად შეისვენე, მოღონიერდი და ისე წადი საქართველოშიო. გზაზე სამგან მაინც შეისვენე
თითო დღეო. საქართველოშიაც სოფლად უნდა წახვიდე სადმე კარგს ჰაერში და ერთი-ორი
თვე უზრუნველად, უდარდელად და უწყინარად იცხოვრო და მერე შეგიძლიან ქალაქშიაც
ჩახვიდე და შენს საქმეს მოჰკიდო ხელიო. თუ გინდა, რომ ჯანსაღად იყო და შენი სნეულება
აღარ დაგიბრუნდეს, ასე უნდა მოიქცეო.
მეტი რა გზაა, პარიჟზე ხელი ავიღე. წარმოიდგინე, პარიჟი თითქმის ცხვირწინ არის და მე კი
მისი უნახავი უნდა წამოვიდე. დარდუბალაც ამასა ჰქვიან. მაგრამ რას იზამ? _ ამდენი
ვაივაგლახი და წამლობა გამოვიარე, ძლივს გამოვკეთდი და ყველა ეს პარიჟის ნახვას როგორ
ვანაცვალო~.
მშვიდობიანი და მყუდრო ადგილი, არავითარი საქმე და არეულ-დარეულობა, კარგი ჰაერი,
სოფელი, უდარდელად, წყნარად და უზრუნველად ცხოვრება, რომელსაც ექიმბაში ურჩევდა
ილია ჭავჭავაძეს და სრულ გამოჯანმრთელებას ჰპირდებოდა, ამას დავამატოთ ხშირი ტყის
ხედები, სადაც რაღაც საიდუმლოება მეფობს, არემარე ღრმა სიჩუმით არის მოცული და
სადაც მყუდროებას მხოლოდ ფრინველთა ჭიკჭიკი და ნაკადულთა ჩხრიალი თუ არღვევს
და ბუნებისა და ადამიანის ძალით შექმნილი სხვა უთვალავი საოცრებები, რაც ავადმყოფ
ადამიანზე კეთილად მოქმედებს, ილია ჭავჭავაძეს თავის სამშობლო ქვეყანაში ელოდა –
ყვარელსა და საგურამოში.
ყველა ამ საოცრებებს ილია ჭავჭავაძის მეგობარი 1885 წლიდან მის მკვლელობის დღემდე,
არტურ ლეისტი აღწერს:
`სოფელი ყვარელი, სადაც ილია დაიბადა და ბავშვობა გაატარა... კიდევ უფრო ძალოვნად
მოქმედებდა ილიაზე. საუცხოო ბუნება, რომელიც გარს ერტყა ყვარელს ჩრდილოეთით...
ახლაც აღმართულია ხშირი ტყით შემოსილი მაღალი მთები... ამ ტყეში რაღაც საიდუმლოება
მეფობს, არემარე ღრმა სიჩუმით არის მოცული, მყუდროებას მხოლოდ ფრინველთა ჭიკჭიკი
და ნაკადულთა ჩხრიალი თუ არღვევს. სამხრეთით, ყვარლის ვრცელ ზვრებს იქით,
ათასფრად აჭრელებული მზიანი მხარე იშლება. ეს არის საუცხოო ალაზნის ველი, რომელიც
ილიას ძლიერ უყვარდა და რომლის სიმშვენიერით ყოველთვის აღტაცებული უნდა იყოს
ყველა, ვისაც ეს ველი უნახავს. აქ ყველანი თვალწინ გეშლებათ, ნათელი ადგას
აფერადებულ ველს, მაშინ, როდესაც სოფლის ჩრდილოეთი მხარე საიდუმლოებით არის
შემოზღუდული. თუ რომელიმე მახლობელ მთის მწვერვალზე ახვალთ, რომელიც
უზარმაზარ კედლად არის აქ აღმართული და იქიდან გადაიხედავთ ქვევით, თვალწინ
გადაგეშლებათ ალაზნის ველი, თელავიდან სიღნაღამდე – ქიზიყამდე გადაჭიმული ეს
ფერწერული, ხეთა ტევრებით მდიდარი მწვანე ველი ისე მშვენიერია, რომ მისი აღწერა
არავისა და არავითარ კალამს არ შეუძლია. ამ ველისა და მახლობელი მთების გარდა თვალს
რაღაც ჯადოსნური სინათლე იტაცებს, რომელიც ყოველდღე სხვადასხვანაირად იცვლება.
კახეთი საუცხოოა ბინდისას, მზის ასმოვლისა და ჩასვლისას, მთვარიან ღამეშიც, როცა
მთელ ალაზნის ველს ვერცხლის სხივები დაჰკაშკაშებს.
`საგურამო ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი გახდა ამ ქვეყანაზე. ტყით მოსილი მთები,
რომლებიც მიდამოს განსაკუთრებულ იერს აძლევენ და მთელი წლის განმავლობაში
ნაირგვარი სილამაზით ხიბლავენ ადამიანის თვალს, განსაკუთრებული იყო საგურამოს
ზაფხული. ამ დროს აქ ბულბულის სტვენა გახშირდებოდა და შორიდანაც მთის წყაროთა
საიდუმლო ლიკლიკი მოისმოდა. სიცხეში, როცა ფრთოსანთა ხმა მიწყდებოდა, ჭრიჭინა
თავის სტვირს მომართავდა და გააბამდა თავისებურად, არა მარტო პაპანაქება დღისით,
არამედ ღამითაც არ ისვენებდა. მისი ხმა პოეტურად აცხოველებდა გარემოს~ (იხ. არტურ
ლაისტი. მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე, წიგნიდან `საქართველოს გული~).
საკუთარი თანამშრომლებისათვის თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე
ლარი გამოყო, რათა გაკვეთილები ჩაუტარონ როგორ ეჭიროთ თავი `ევროპულად~
რესტორანში, საზეიმო მიღებების დროს – სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვის
საუკეთესო საშუალებაა. ორიგინალურობას ვერ დაუწუნებ ქართველებს.
იქნებ ისტორიკოსებმა იცოდნენ დიდგვაროვანმა ქართველებმა ილია ჭავჭავაძემ, მისმა
მეუღლემ და თანხმლებმა პირებმა ანდა სარაჯიშვილმა, მისმა მეუღლემ (ისინი ხომ უფრო
ხშირად და დიდი ხნით იმყოფებოდნენ ხოლმე ევროპაში) ევროპაში რომ მიდიოდნენ
წინასწარ გაიარეს თუ არა სუფრასთან მოქცევის გაკვეთილები, ან თუ არა, როგორ
მიირთმევდნენ დღეში ხუთჯერ საჭმელს?

$. მარჯორი უორდროპი
ინგლისმა მეტისმეტად ცოტა რამ იცის ჩვენის უბედურის ქვეყნისა და დაობლებულის
ერისა.
გერმანელი მწერალი, ილია ჭავჭავაძის ერთგული მეგობარი არტურ ლაისტი ილია
ჭავჭავაძეზე გამოქვეყნებულ მოგონებებში საქართველოს, მისი კუთხეების ყვარლის,
ალაზნის ველის, საგურამოს მშვენიერ ბუნებას რომ ახასიათებს, იქვე გაზეთ `ივერიის~
მნიშვნელობაზე მიანიშნებს ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და ცალკე
გამოჰყავს თავისი და ილია ჭავჭავაძის სურვილის შესახებ გერმანულ ენაზე თარგმნის
ქართული ლიტერატურის ნიმუშები, კერძოდ ლექსები:
`ქართველთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში `ივერიამ~ სიცოცხლის ახალი ნაკადი შეიტანა.
გაზეთში თანამშრომლობა დაიწყო ბევრმა ახალმა პოეტმა და ლიტერატორმა. `ივერიამ~
შესამჩნევად გააფართოვა გაზეთის მკითხველთა წრე. აქ იბეჭდებოდა არა მარტო
კარგი ................... წერილები, არამედ საინტერესო ფელეტონები და ხშირად საინტერესო
ლექსებიც. მათ აღტაცებით მიკითხავდა ხოლმე. უხაროდა, რომ ქართულ ლირიკას ასე
მკვიდრად გაედგა სასიცოცხლო ფესვები. დიდი სურვილი მქონდა ჩემი თანამემამულე
ევროპელებისათვის სრულიად უცნობი ქართული ლიტერატურა გამეცნო. ილია ფიქრობდა,
რომ მე უნდა შემედგინა ქართულ ლექსთა კრებული გერმანულ ენაზე. ჩვენ ორივენი
გულმოდგინედ შევუდექით ამ საქმეს. იმ ხანად ქართულ ენაში მაინცდამაინც გაწაფული არ
გახლდით. ამიტომ ილია სიტყვა-სიტყვით მითარგმნიდა ქართულ ტექსტს, რაც სრულიად
არ ამახინჯებდა არც აზრსა და არც ლექსის პოეტურ სილამაზეს. ჩემი კრებულის დიდი
ნაწილი საგურამოში ვთარგმნე. აქ პოეტის ძველი სახლის აივანზე ვისხედით ხოლმე, აქედან
ერთი მხრით არაგვის მშვენიერი ხეობა და კავკასიონის ქედი მოჩანს, მეორე მხრით
საგურამოს მთებია აღმართული.
`ნეტარხსენებულნი არიან ეს დღენი. ილია სადეკლამაციო ტონით ლექსებს ლექსებზე
მიკითხავდა და დრო-დადრო თავისი სამშობლოს პოეზიის სილამაზეზე მიმითითებდა.
წყნარად, დარბაისლურად და ჭეშმარიტი გზით შევყავდი მას ახალ ქვეყანაში,
აღმოსავლეთის იმ ჭიშკარში, რომელიც ყმაწვილობიდანვე მიზიდავდა. ილია ხშირად
შეწყვეტდა ხოლმე თარგმნასა და ქართული ენის სხვადასხვა თავისებურებებზე
შეუდგებოდა საუბარს, ან რომელიმე ხალხურ ჩვეულებას ახსნიდა. ბაასი და საუბარი
შუაღამემდე გაატანდა, ვიდრე ირგვლივ საიდუმლო მყუდროება დაისადგურებდა~ (იხ.
`საქართველოს გული~).
არტურ ლაისტისა და ილია ჭავჭავაძის მეგობრობა 1885 წლიდან 1907 წლამდე, ილია
ჭავჭავაძის მკვლელობის დღემდე გრძელდებოდა. ამავე პერიოდის ბოლო მოაკვეთში გაჩნდა
ქართული კულტურის ევროპელებისათვის გაცნობის კიდევ ერთი შანსი, სურვილი –
ევროპის მეორე დიდი ქვეყნის – ინგლისის შვილმა, მარჯორი უორდროპმა გამოთქვა
სურვილი ინგლისურ ენაზე თარგმნოს ილია ჭავჭავაძის პოემა `განდეგილი~.
არტურ ლაისტის სიტყვებს გავიმეორებ, ზევით რომ მოვიყვანეთ. იმ დროისათვის ევროპამ
არაფერი არ იცოდა ქართულ ლიტერატურაზე, ეს სფერო ადამიანთა საქმიანობისა მისთვის
სრულიად უცნობი იყო.
ამ ფაქტით გამოწვეული დიდი შინაგანი კმაყოფილებით აღვსილი და ინგლისელების
მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატვით ილია ჭავჭავაძე მარჯორი უორდროპს პირად
წერილს უგზავნის (8/20 სექტემბერი, 1894 წ.).
მოცულობით პატარა, მაგრამ შინაარსით ღრმა წერილში რამოდენიმე სიტყვით ილია
ჭავჭავაძე წარმოაჩენს ქართველთა იმჟამინდელ დაჩაგრულ მდგომარეობას, რომელსაც ერთ
დროს ჰქონია სახელოვანი წარსული და ჰყოლია თავისი გმირნი, მეცნიერნი, მწერალნი თუ
პოეტნი, რომელთა მეოხებითაც ყოველთვის წინ ეღობებოდნენ ბარბაროსებს – მეცნიერების,
განათლების, პროგრესის შემაფერხებლებს.
ამ პატარა წერილში ნათლად იხატება ავტორის უდიდესი სიყვარული სამშობლოსა და
ღირსეული შვილების მიმართ, ასევე დიდი მოკრძალებული, კეთილი დამოკიდებულება და
მადლიერება ინგლისელების მიმართ, რომელთაც ცოტა რამ იცის უბედური საქართველოსა
და დაობლებული ქართველი ერის შესახებ:
მოწყალეო ხელმწიფევ!
დიდად მოხარული ვარ, რომ ჩემს `განდეგილს~ თქვენი ყურადღება მიუქცევია. სასახელოდ
მიმაჩნია, რომ მოგიწადინებიათ და გადაგითარგმნიათ ინგლისურად.
ინგლისმა მეტად ცოტა რამ იცის ჩვენი უბედურის ქვეყნისა და დაობლებულის ერისა,
რომელსაც ერთს დროს თავისი სახელოვანი წარსული ჰქონია, თავისი გმირნი, მეცნიერნი,
მწერალნი და პოეტები ჰყოლია და მათი მეოხებით გულდაგულ დახვედრია განათლების
მტრებს – ბარბაროზებს.
ყოველს ქართველს თავ-მოსაწონებლად ექნება, რომ თქვენ და თქვენს პატივცემულ ძმას
ჩვენი ყველასაგან დავიწყებული ქვეყანა შეგყვარებიათ და მოგინებებიათ ერს მისი ავი და
კარგი აუწყოთ იმ სიყვარულით, რომელიც ასე ამშვენებს ადამიანს, და გულისტკივილით,
რომელიც დაუფასებელი ნუგეშია ბედისაგან დაჩაგრულთათვის.
სასურველია ერმა ინგლისისამ იცოდეს, რომ ამ ჩვენს პატარა ქვეყანაშიაც საქმობს გონება და
იძვრის გული; რომ აქაც აქვთ თავისი ნატვრა და თავისი იმედი; რომ აქაც არის თავისი
წამება და წვალება უკეთეს დღეთათვის და არარას კაცობრიულს არ ეუცხოებიან.
`ყოველივე ეს ზედ-დაჩნეული აქვს ჩვენს პატარა მწერლობას, რამოდენადაც კი გარემოება
ნებას იძლევა. ამიტომაც გადაღება ინგლისურად ჩვენის მწერლობისა გადაღებაა, ჩვენის
გულისცემისა, ჩვენის გულითადის ნატვრისა, ჩვენის ჭირისა და ლხინისა, ჩვენის გონების
და გრძნობის ძალღონისა საყოველთაო საცხონელად.
`ამ მხრით თქუენი განათლებული და გულშემატკივარი მეცადინეობა ჩვენის გონების
ნაწარმოებია თარგმნისათვის დიდ სამსახურად მიჩნეულ იქმნება ყოველის ქართველისაგან
და ჩვენს მადლობას თქვენდამი საზღვარი არ ექნება.
`ჩემი `განდეგილი~ მომირთმევია თქვენთვის, როგორც გენებოთ ისე იმსახურეთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ნაწერს თქვენზე უკეთესს პატრონს და მფარველს ვერ
ავუჩენდი.
`გვპირდებით ჩვენში მობრძანებას, სიხარულით დაგიხვდებით და უმორჩილესად გთხოვთ
წინადვე გვაცნობოთ, როდის და რა გზით მობრძანდებით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი
უბედური, მაგრამ მშვენიერი ქვეყანა თავს მოგაწონებთ და დაგანახვებთ, რომ იგი ღირსია
თქვენის ყურადღებისა და სიყვარულისა~.

$. ორსახეობა კატისა: ანუ ტფილისი არის ძველი სომხის ქალაქი

`ლიბერალური დასის~ წევრების სამოქმედო არეალი მარტო პეტერბურგითა და სომხეთით


რომ არ შემოიფარგლებოდა ფრანგი კორესპონდენტის კეტელის მაგალითითაც
დავრწმუნდით, ტფილისში საცოდავ ფრანგს დელინგერებმა და გიაცინტებმა ერთხელ და
ერთხელ დადგენილი სამოქმედო გეგმით, ერთხელ და ერთხელ გამოყენებული
ცუღლუტობისა ოინბაზური ხერხებით, ისეთი დღე დაუყენეს, რომ ევროპის ერთ-ერთ
სახელოვან გაზეთში მთელი ორი თვის განმავლობაში აბეჭვდინეს საქართველოს
განმაქიქებელი მასალები, კეტელი იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ქვეყნის ............ სომხეთი
წარმოიდგინა საქართველოში და თბილისი სომხეთის ქალაქად.
დელინგერებისა და გიაცინტების ჯურის მსგავსს კიდევ ერთი ჯურის წევრებს გვამცნობს
ილია ჭავჭავაძე წერილში: `გიორგი თუმანოვისა და მისი ამქრის აზრები~ (ორ ნაწილად,
ნაწილი მეორე, `ივერია~, #13, 1898 წ., 19 იანვარი).
წერილის სათაურიდანაც სჩანს, რომ მისი მთავარი პერსონაჟია გიორგი თუმანოვი,
რომელსაც ილია ჭავჭავაძე ახასიათებს როგორც ორპირ კაცს, რომელიც `ჩვენთან კაკანებს და
კვერცხს კი სხვაგან დებს~, რომელიც ძმობისა და ერთობის `იავნანას გვიგალობებს
ყოველდღე~ და `საქმე სხვაა, სიტყვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი~.
გიორგი თუმანოვს აქვს ნათქვამი და საკუთარ გაზეთში «новое обозрение» დაბეჭდილი
ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი:
`როგორც პეტერბურგს არ ეთქმის, რომ ნემეცების ქალაქია, ისე ტფილისს – სომხების
ქალაქიაო~ და `ტფილისი არც დღეს არის თქვენი და არც ოდესმე ყოფილაო~.
გ. თუმანოვის ორპირობა რომ უფრო კარგად გაგაცნოთ, მოცემულ საკითხზე მოვიყვან ილია
ჭავჭავაძის სიტყვებს ზემოთ დასახელებული წერილიდან:
`ტფილისი არც დღეს არის თქვენი და არც ოდესმე ყოფილაო~, და ამის დასამტკიცებლად
მითამდა ისტორიული საბუთებიც წარუდგინა თავის ამქარს. მართალია, კვირანდელ თავის
გაზეთში (იხ. `ნოვოე ობოზრენიე~ #4824) ამაზე ცხელ-ცხელი აბა ჰკრა და საბუთად
მოიყვანა, რომ «новое обозрение»-ს #4547 ჩვენა ვთქვითო, რომ როგორც პეტერბურგს არ
ეთქმის, რომ ნემეცების ქალაქია, ისეც ტფილისს – სომხების ქალაქიო~. მართალია, #4547
ესა სთქვა, მაგრამ, აი იგი რას ამბობდა წინათ ამავე საგანზე («новое обозрение» #4533):
`1708 წ. ................... სწერსო: ტფილისში თითქმის 20000 მკვიდრია, ამათში – 1400 სომეხი,
მუსლიმანი – 3000, ქართველი 2000 და 500 – რომის კათოლიკენიო. ე.ი. რასა ვკითხულობთ
ვლადიკინის წიგნშიო: 1803 წელს 2700 სახლიდამ ტფილისში 2681 სომხებს ეკუთვნოდა.
თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილი კია, რომ სატახტო ქალაქი მთლად სომხის
საკუთრებაა. აი, რას გვეუბნება იმისთანა მცოდნე კაცი, როგორიც ბატონი ვეიდებახემიაო, –
განაგრძობს თ.გ. თუმანოვის გაზეთი და მოჰყავს მისი სიტყვებიც: `ეთნოგრაფიის მიხედვით
ტფილის არის და მგონია, ძველთა დროითგანვე ყოფილა სომხის ქალაქიო~.
ხსენებული საბუთების გაძლიერებისათვის თ.გ. თუმანოვის გაზეთი წარბშეუხრელად ამასაც
უმატებს: `Главным лицом~, როგორც ეტყობა, `მელიქი~ ყოფილა ტფილისშიო (#4533).
რასაკვირველია `მელიქი და არა საქართველოს მეფე!.. ჩვენ კი გვეგონა, რომ ქართველების
სატახტო ქალაქში საქართველოს მეფე იქნებოდა `Главное лицо~ და არა `მელიქი~ და
რადგანაც `მელიქი~ ყოფილა, გამოდის, რომ პოლიტიკურადაც ტფილისი სომხებისა
ყოფილა.
ხალხსა აქვს ნათქვამი: `არა ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო~.

* * *
`ჩვენ სომხებს არავითარი ღირსება, არავითარი სიკეთე არა გვშურს. პირიქით, თუ სიკეთე,
ღირსება რამე სჭირთ, იგი ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი~.
`ძნელნი მოსათმენნი არიან... იგი ერთი გუნდი სომხებისა, რომელთაც ღმერთმა მოახმაროთ
თავიანთ-თავის ქება-დიდება და ჩვენს მოთხრას – კი ნურას უკაცრავად! – ვერ შევარჩენთ,
ვერ დავანებებთ და ამაში, იმედია ყველა ჭკვათამყოფელი ომეხი დამეთანხმება, აი, სწორედ
არ არის თავი და ბოლო, დასაბამი და დასასრული იმ მწვავის განხეთქილებისა, რომელიც
ასეთის გულმოდგინებით შთამოსავსეს ჩვენში უმეცართა მეცნიერთა და ერთმანეთზედ
აალესეს ქართველი და სომეხი. ამით, იმ პირმოშვებულმა ფილოსოფოსებმა გაუფუჭეს გული
ქართველებს სომხებზე და სომხებს – ქართვლებზე. თორემ სად იყო ჩვენში ამ ორმოც-სამოცი
წლის წინათ ერთმანეთის ასეთი ათვალწუნება! ერთმანეთში არ ვირჩეოდით და თუმცა
სხვადასხვა მოდგმისანი და სარწმუნოებისანი ვიყავით, მაგრამ სომხობით ქართველის
ძულება და ქართველობით სომხებისას, ჩვენში ადგილი არა ჰქონია, ჩვენდა საერთო
საბედნიეროდ და სასახელოდ, და თუ დღეს ეს ურთიერთობა ასე შერყეულია, სომეხთა
მეცნიერთა გულნამცეცობას, ნაცარქექიაობასა და ოინბაზობას უნდა მიეწეროს.
`ჩვენ სომხებისა არა გვსურს-რა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინანდელ საქართველოს
უზლურება დაიწყო იმ უბედურ დღეითაგან, როცა-კი პირქვე დაემხო სომხეთიო – ეგ ჩვენი
წინანდელი ზღუდე სამხრეთით. ჩვენ ჩრდილოეთით ვინახავდით სომხებს და სომხები ჩვენ
გვინახავდნენ. მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასლანმა ჩრდილოეთით უშიშარ და
უზრუნველჰყო მაშინდელილ საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიმართა იმაზე, რომ
სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი მინამ სამხრეთი იყო, საქართველოს რომ თათრობა
მოსეოდა, ჯერ სომხეთი უნდა გადმოელახა. ამიტომაც ჩვენნი უდიდესნი მეფენი და სამეფო
კარნი არაფერს არა ჰზოგავდნენ, რომ ეშველნათ
სომხეთისათვის, ..............................................~.
ტაქსით ერევნიდან თბილისისკენ მგზავრობაში გაცნობილო ჩემო ახალგაზრდა მეგობარო,
ტაქსის მძღოლო სომეხო ბიჭო, ჩვენი გაცნობიდან თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა, არ
დამვიწყებიხარ, არ დამვიწყებია შენი გულწრფელი სიტყვები ქართველების მიმართ. დღესაც
დაგეძებ, გეკითხები სადა ხარ, ხომ არ შეიცვალე შენი დამოკიდებულება ქართველების
მიმართ.
ორივემ ვიცოდეთ ჩვენ ერთი-მეორეს ვჭირდებით, ერთი-მეორეს გვერდში დგომით
გავუძლოთ დღევანდელ რთულ ვითარებას. ცალ-ცალკე დგომა, ცალ-ცალკე წევა ორივე
ერისათვის საზიანოა. ვაი-მეცნიერთა წყალობით ჩვენს ორ შორის საუკუნეზე მეტი ხნის წინ
ჩამოგდებული უნდობლობის ბრმა მსხვერპლად ნუ დავრჩებით. განა რა სარგებლობასა
ღებულობს სომხეთი მისი დღევანდელი ხელმძღვანელობა საერთაშორისო ფორუმებზე
მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რომ აძლევს
ხმას, განა რა სარგებლობა მიიღო სომხეთმა როცა ისტორიულად მისი ფესვების მქონე პირმა
2008 წლის აგვისტოში ორი სეპარატისტული სახელმწიფო შეგვიქმნა ყოველგვარი
საერთაშორისო ნორმების დარღვევით, თავიანთი გამონაბოლქვი ბოლი ჯერაც არ იყო
მინავლებული.

$. დეპუტატი თვით-ამორჩეული და ამორჩეული საზოგადოებისაგან – ვინ რაზე ზრუნავს

ქართველ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პეტერბურგში ჩვენს


დეპუტატებს კანვოელებისათვის ვენზელები გამოუთხოვიათ, პოლშელებს კი – ჩვენს
ქვეყანაშიც ის ცვლილებები შემოიღეთ, როელიც რუსეთს ეღირსა, ჩვენს ერს სხვადასხვა
უფლებები მიანიჭეთო.
ილია ჭავჭავაძე საზოგადოების ამ უკმაყოფილებას გამოეხმაურა (იხ. `შინაური მიმოხილვა~,
1881 წელი, მაისი) და ქართველი და პოლშელი დეპუტატების რადიკალურად
განსხვავებულ მოთხოვნებში არც სამწუხარო და არც გასაცხარებელი არა იყო რაო,
სამწუხარო და გასაცხარებელი უფრო ის არისო, რომ ჩვენს საზოგადოებას ან არა სცოდნია რა
არის `დეპუტატი~, ან არა სცოდნია – როგორ `ვირჩევთ~ დეპუტატებსო.
`დეპუტატი არის საზოგადოებისაგან ამორჩეული პირი, რომელმაც საზოგადო საქმეებში
თავის ამომრჩეველთა მაგიერ უნდა მონაწილეობა მიიღოს და თუ რომელსამე მაღალ პირთან
გაგზავნიან, საზოგადოების სურვილი და მოთხოვნილება გამოაცხადოს.
`ახლა ეს გვიბრძანეთ: ვინ ამოირჩია ქუთაისის თავად-აზნაურობის დეპუტატები?
_ არავინ.
ოთხიოდე თუ ხუთიოდე პირნი ერთად შეიკრიბნენ, თავ-თავისი თვითვე ამოირჩიეს და
გაემგზავრნენ პეტერბურკისაკენ.
იქ ერთს მათგანს, როგორც ნაცნობს, დაჩაგრულმა კონვოელებმა სთხოვეს
გვიშუამდგომლეთ, რომ მიცვალებულ ხელმწიფის სახსოვრად ვენზელები ჩვენს
დაგვირიგონო; იმანაც იშუამდგომლა და კონვოელებს ვენზელები უწყალობეს.
ეს ან რა ცოდვაა, ან გული რათ უნდა მოგდიოდეს? თუკი ევროპაში თვითმფლობელობა,
თვითმმართველობა შემოიღეს და სხვადასხვა თვით-უფლებები შემოიღეს, ჩვენ რაღა ეგრე
უკან ჩამოვრჩით, რომ ერთის სიტყვის და ერთის დაწესებულების შემოღება ვერ შევძელით.
შემოვიღეთ თვით-ამორჩევა და ჩვენმა თვით-არჩეულმა დეპუტატებმა თუმცა ბევრი
საყვედური მიიღეს, მაგრამ სრულიად უმიზეზოდ.
`ხან იმაზედა ვჯავრობთ, ვენზელები რათ ითხოვეთ, ამ იმაზედ, რატომ იგივე არ ითხოვეს,
რაც პოლშელმა დეპუტატებმაო. ერთიც და მეორეც უსაფუძვლო ჯავრობაა.
`ჩვენი დეპუტატები თვით-ამორჩეულნი იყვნენ, პოლშელები – ამორჩეულნი
საზოგადოებისაგან. ჩვენებს თავის-თავზედ და თავიანთ მეგობრებზედ ეზრუნათ,
პოლშელებს – საზოგადოებაზედ; ჩვენებმა თავიანთ ნათესავ ან მეგობარ კონვოელებს
ვენზელები უთხოვეს, პოლშელებმა ითხოვეს თავიანთი ენის თავისუფლება და თავის
ქვეყნისათვის სხვადასხვა უფლება. პოლშელ დეპუტატებმა გაზეთების სიტყვით თურმე
ერბაშად სთქვეს, რუსული არ გვესმისო, რადგან იცოდნენ, რომ მათ ზურგს უკან რამდენიმე
მილიონი ამოჰფარებოდა, და ეჭირვებოდა – რომ სასამართლოებში და სასწავლებლებში
მათი დედა-ენა შემოეღოთ, ამ აზრით იმათ იკისრეს რუსულის ენის უცოდინარობა, თუმცა,
დარწმუნებული ვართ, ეს ენა ზოგიერთ ჩვენს `დეპუტატებზედ~ უკეთ ეცოდინებოდათ.
ჩვენი `დეპუტატები~ ასე როგორ შეირცხვენდნენ თავსა; დარწმუნებული ვართ, რო
ეკითხათ, ყველა მათგანი იტყოდა, ჩვენ რუსული უფრო კარგად გვესმის, ვიდრე ქართულიო
– ოღონდ, ოღონდ...
`ერთის სიტყვით, პოლშელს დეპუტატებს უნდა საზოგადოებაზედ ეზრუნათ და იზრუნეს
კიდეც. ჩვენებს უნდა ეზრუნათ ან თავიანთ თავზედ, ან თავიანთ ნათესავ-მეგობრებზედ.
`კვლავ თუ გვინდა, რომ ჩვენებმაც ჩენთვის იზრუნონ, თვით-ამორჩევას თავი დავანებოთ და
საზოგადოებრივ ამოვირჩიოთ. ჩვენი სურვილი გამოვუცხადოთ და ისე გავგზავნოთ `სადაც
გასაგზავნია~, თორემ არ ვიცით, ვინ წავიდა, სად წავიდა, რისთვის წავიდა, და ვიძახით კი –
რატომ ესა და ეს არ ითხოვესო!

მესამე თავი
საგანთა და სახელთა შესახებ მოძიებული მოკლე ინფორმაციები

მარჯორი უორდროპი (ინგლ. Mარჯორყ ჭარდროპ; დ. 11 ნოემბერი, 1869 – გ. 7 დეკემბერი,


1909) – ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. ის იყო საქართველოში გაერთიანებული
სამეფოს უამღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და.
შვიდ უცხო ენასთან ერთად მან შეისწავლა ქართულიც და იმოგზაურა საქართველოში
(მოგვიანებით რუსეთის იმპერიის ნაწილში) 1894-1896 წლებში. მან თარგმნა და გამოსცა
ქართული ხალხური ზღაპრები (ლონდონი, 1894 წ.). ილია ჭავჭავაძის განდეგილი
(ლონდონი, 1895 წ.). წმინდა ნინოს ცხოვრება (ოქსფორდი, 1900 წ.) და კიდევ რამდენიმე
ნაწარმოები. ის ასევე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ინგლისურად თარგმნა შოთა
რუსთაველის ვეფხისტყაოსანი (გამოიცა 1912 წელს ლონდონში მისი ძმის მიერ). მისი
გარდაცვალების შემდსეგ, სერ ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი
უორდროპის სახელობის ფონდი დააარსა, რომლის მიზანიც სტუდენტებში ქართულის ენის,
ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის სურვილის წახალისება იყო. მარკორი უორდროპი
დაიბადა 1869 წლის 26 ნოემბერს ინგლისელი არისტოკრატის ოჯახში. იგი იყო ბრიტანელი
დიპლომატის, ოლივერ უორდროპის და, რომელიც 1921 წელს, საქართველოს
გასაბჭოებამდე იყო ბრიტანეთის მთავარი კომისარი კავკასიაში. მარჯორი უორდროპი
თავისუფლად ფლობდა ექვს უცხო ენას (ფრანგულს, გერმანულს, რუსულს, რუმინულს,
იტალიურს, ქართულს). იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა იტალიაში, საფრანგეთში,
ჩრდილოეთ აფრიკაში, კუნძულ ჰაიტიზე, რუსეთში, რუმინეთში, პოლონეთსა და სხვა
ქვეყნებში. ქართული ენის შესწავლით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა უფროსმა ძმამ,
ოლივერ უორდროპმა 188 წელს გამოაქვეყნა წიგნი `საქართველოს სამეფო. მოგზაურობის
შთაბეჭდილებანი ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში~. ჯერ კიდევ ინგლისში
ყოფნისას, მარი ბროსეს გრამატიკისა და ლექსიკონის საშუალებით, მარჯორიმ დაიწყო
ახალი ქართულის სწავლა, ხოლო სახარების ტექსტის კითხვის საფუძველზე კი – ძველი
ქართულის. 1894 წელს ლონდონში, ანთროპოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ი.ბ.
ტეილორის წაქეზებით, მარჯორი უორდროპმა გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების
ინგლისური თარგმანი სათაურით Gეორგიან Fლოკ თალეს. ამ წიგნთან დაკავშირებით
ინგლისში დაბეჭდილი რეცენზიების ქართული თარგმანები გაზეთ `ივერიაში~
გამოქვეყნდა. სწორედ ასე შეიტყო საქართველოს ფართო საზოგადოებამ მარჯორის შესახებ.
1894 წელსვე იწყებს ილია ჭავჭავაძის `განდეგილის~ თარგმნას ინგლისურად, რომელიც
ლონდონში 1895 წელს იბეჭდება. მარჯორის მიერვე არის თარგმნილი ინგლისურად ილიას
`მგზავრის წერილებიც~. 1894 წლის დეკემბერში ის პირველად ჩამოდის საქართველოში
დედასა და უფროს ძმასთან, ოლივერთან ერთად. 1896 წლის ზაფხულს იგი მეორედ
მოგზაურობს საქართველოში, ამჯერად მშობლების და მეორე ძმის, თომასის თანხმებით.
სწორედ მეორედ ჩამოსვლისას გადაწყვიტა, ეთარგმნა `ვეფხისტყაოსანი~. მოგზაურობს
როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. უორდროპების ოჯახის
მოგზაურობას განსაკუთრებულ ყურადღებას ადევნებს იმდროინდელი ქართული პრესა.
კახეთში მარჯორი უორდროპს მასპინძლობს პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ივანე
როსტომაშვილი, დასავლეთ საქართველოში კი – გიორგი წერეთელი. ცნობილია, რომ მას
არაერთხელ გაუწევია მატერიალური დახმარება სტიქიური უბედურებით დაზარალებული
ქართველი გლეხებისათვის. 1896 წელს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მეთაურის
სიმონ წერეთლისადმი გაგზავნილ ბარათში მარჯორი უორდროპი წერდა: `დიდათ
პატივცემული თავადო სვიმონ წერეთელი! ამასთანავე გიგზავნით ას მანეთს, და
უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ წყალდიდობისაგან დაზარალებულ გლეხთა შესაწევნადთ.
ჩემი ძმა და მეც ვგრძნობთ უდიდესი მწუხარება უბედურებისათვის საქართველოში და
სურვილი მაქვს, რომ შეწირულობა ბევრი იქნება...~ [1]. და-ძმა უორდროპები მუდმივად
ეხმარებოდნენ ქართველ სტუდენტებს ინგლისში, რეკომენდაციებს აძლევდნენ
უნივერსიტეტში სასწავლებლად. აფინანსებდნენ კიდეც. მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ
იმ პერიოდში ინგლისში მცხოვრებ ვარლამ ჩერქეზიშვილთან. მარჯორი უორდროპს ჰქონდა
მიმოწერა რუსეთში მოღვაწე ქართველ პროფესორებთან ალ. ხახანაშვილთან და ალ.
ცაგარელთან. აგროვებდა ქართული პერიოდული გამოცემის ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს,
ძველ ქართულ ხელნაწერებს. მისი ამ ბიბლიოთეკის საფუძველზეც შეიქმნა ოქსფორდში
მარჯორი უორდროპის ქართული ფონდი. როგორც ალ. ხახანაშვილისადმი გაგზავნილი
ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, უკვე 1900 წელს უორდროპის ბიბლიოთეკა უკვე მოიცავდა
შვიდასამდე წიგნს [3]. მარჯორის მეგობრული ურთიერთობა ქონდა ანასტასია თუმანიშვილ-
წერეთელთან, რომელსაც ხშირად წერდა ხოლმე თავისი მთარგმნელობითი საქმიანობის
შესახებ, ასევე ივანე მაჩაბელთან, რომლის ინგლისურიდან თარგმანების პირველი
შემფასებლებიც ის და მისი ძმა, ოლივერი იყვნენ ხოლმე. ასევე ახლო ურთიერთობა და
მეგობრობა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან და მისი ოჯახის წევრებთან – მეუღლესთან,
ოლღა გურამიშვილთან და დასთან, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილთან. საქართველოში
ყოფნისას ხშირად იყო ხოლმე მათი სტუმარი. 1909 წელს იგი ოლღა გურამიშვილს წერდა:
`მეც ღმერთსა ვთხოვ ყოველთვის მაღირსოს თქვენი ნახვა და საქართველოში წასვლა. ყოველ
წელიწადს ვგონებ მომავალში შეიძლება მოვალ იქითკენ, მაგრამ ჯერ ჩემ ბედში არ წერილია.
ცამეთი წელიწადია არ ვყოფილვარ საქართველოში. ჩემი გული სიყვარულით მისკენ
უკუნისამდე ბრუნდება~ მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა ერთობლივად თარგმნეს
`წმინდა ნინოს ცხოვრება~ ინგლისურ ენაზე და ხელნაწერზე ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ,
1896 წელს გამოაქვეყნეს. ძმასთან ერთად თარგმნა მან ასევე სულხან-საბა ორბელიანის
`სიბრძნე-სიცრუისა~. მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებული თარგმანები `მძინარე
ქალს~, `გაზაფხული~, `ელეგია~, ნაწყვეტები `ჩრდილიდან~ `გლახის ნაამბობიდან~, `კაცია-
ადამიანი?!~ მხოლოდ 1987 წელს გამოიცა წიგნად თბილისში. ოქსფორდის ბიბლიოთეკაში
შემონახულია მარჯორისეული რვეული, სადაც მოცემულია გრიგილო ორბელიანის
ლექსების თარგმანები (თჰე Vისიონ, Mყ Eპოსტაპჰ, ღემემბრანცე, Qუეენ თამარა’ს
Pორტრაიტ). საარქივო მასალებში მოიპოვება აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის და
სხვათა პოეზიის მარჯორისეული თარგმანები, რომლებიც დღემდე გამოუქვეყნებელია
წიგნად. ის თარგმნის არა მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებს, არამედ საქართველოში
გამომავალ საგაზეთო სტატიებსაც მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათ შორისაა გაზეთ
ივერიაში გამოქვეყნებული ბ. ნიჟარაძის სტატია `თავისუფალი სვანი~, რომლის თარგმანიც
1895 წლის 12 აგვისტოთი თარიღდება (Bელიეფს ოფ შვანეტიანს ცონცერნინგ ა ფუტურე
ლიფე) [5]. მარჯორი გარდაიცვალა 1909 წლის 7 დეკემბერს ბუქარესტში. დაკრძალულია
სევენოუკში, ლონდონის მახლობლად. 1912 წელს, მარჯორის გარდაცვალებიდან სამი წლის
შემდეგ ოლივერ უორდროპმა ლონდონში გამოსცა მარჯორის მიერ ინგლისურად
თარგმნილი `ვეფხისტყაოსანი~, რომლის თარგმანზეც მარჯორი თვრამეტი წლის მანძილზე
მუშაობდა და ამ პერიოდში თარგმანის არაერთი ვარიანტი გააკეთა. ერთ-ერთ წერილში
მარჯორი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს წერდა: `ვეფხისტყაოსანი კიდევ დასაწყისიდან
ვათარგმანებ, ამისთვის, რომ ჩემი პირველი თარგმანი არ მომწონდა, მე ახლა ნახევარი
ვაკეთე და სურვილი მაქვს, რომ გაზაფხულის წინეთ დავასრულო, ეს მხოლოდ კვახი
თარგმანი იქნება და დიდი შრომა და მოთმინება უნდა წინათ დაიბეჭდის~ [6]. ოლივერ
უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტთან დააარსა მარჯორი უორდროპის ფონდი
`საქართველოს ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის განსავითარებლად~.
ციტატა: `ეს ქალი ისე გულმოდგინედ შრომობს და შედარებით მცირე ხანში იმდენად
შეითვისა ქართული ენა, რომ უკვე გადათარგმნა ქართულ ენაზედ `ქართული სახალხო
არაკები~, 1894 წ. გაზეთი `ივერია~. `ქართული ენა ლიტოღრაფიაში დაბეჭდილი ბროსეს
გრამატიკით ისწავლა, ისე, რომ არცერთი ქართული სიტყვა არ გაუგონია. მხოლოდ
სახარებას კითხულობდა~... 1894 წ. გაზეთი `ივერია~.
`თბილისობა 2015~-ის ფარგლებში 18 ოქტომბერს თბილისში, უორდროპის სახელობის
სკვერში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა. და-ძმა უორდროპების
ძეგლის შესაქმნელად თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მოქანდაკე
ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა. ძეგლი ბრინჯაოსგანაა დამზადებული და სკვერში მოსეირნე
ოლივერ და მარჯორი უორდროპების იმიტაციას წარმოადგენს.

$. გერმანელნი ახოვანნი და ძლიერნი სულით და ხორცით

კაცობრიობა ახალი ათვლით ათას ცხრაასი წლისაა. ილია ჭავჭავაძე კი სულ სამოცდასამის.
ისტორიული განზომილებით ამ მოკლე დროში მან უკვე მოასწრო სიბნელიდან სინათლეზე
გამოსვლა, თავისი მიზანსწრაფულობითა და იშვიათი შრომისმოყვარეობის წყალობით, იგი
უკვე სულიერად, გონებრივად, მსოფლმხედველობრივად მაღალგანვითარებული
პიროვნებაა. ამ ხნის განმავლობაში მან სიღრმისეულად შეისწავლა საერთოდ კაცობრიობის,
და კერძოდ, მსოფლიო ქვეყნების ხალხთა ისტორია, მეცნიერება, კულტურა, მათი
გეოგრაფია, გეოპოლიტიკური მდებარეობა, მათი სამეურნეო, პოლიტიკური და სამხედრო
ცხოვრების ყველა ასპექტი, საზოგადოებრივი ცხოვრების გონებრივი და ფიზიკური
საქმიანობის ყველა დარგი, ყველა სფერო, ცივილიზაციის სფეროში მიღწეული შედეგები
დარგების მიხედვით და ბოლოს, ამ დროისათვის მას თავისი ლიტერატურულ-მხატვრული,
პუბლიცისტური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და პრაქტიკული მოღვაწეობით უკვე
ღირსეული წვლილი აქვს შეტანილი ადამიანთა გონის განვითარებაში, საზოგადოებრივი
ცხოვრების უკეთ მოწყობაში, თვითონ სთარგმნის ევროპული ცივილიზაციის სანიმუშოს
შედევრებს და მის ნაწარმოებებსაც სთარგმნიან ევროპულ ენებზე, მჭიდრო შემოქმედებითი
და ადამიანური ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული ევროპის გამოჩენილ ადამიანებთან.
ამ ხნის განმავლობაში ილია ჭავჭავაძემ უფრო მეტის გაკეთება შესძლო, ვიდრე ერთმა
ჩვეულებრივმა ქართველმა. მაგრამ მასაც, როგორც მთვარეს, შეიძლება ითქვას, ერთი პატარა
ლაქა ჰქონდა – საქართველოსა და რუსეთის გარდა სხვაგან არსადა ყოფილა, ფეხი არ
გაუდგია, და ქართული და რუსული ენების გარდა სხვა უცხო ენა არ იცოდა (თუ არ
ჩავთვლით სამოცდაათიან წლებში ვანო მაჩაბელთან ინგლისური ენის შესწავლის დაწყებას)
და ამ `ლაქის~ არსებობას ყოველთვის განიცდიდა და ის რაც მან შესძლო გაეკეთებინა
ქართული ენის ცოდნით (მისი სამოქმედო არეალის ფარგლებში) და რუსულით, რუსული
ენის შემწეობით (რასაც ყოველთვის მადლიერებით აღნიშნავდა ხოლმე).
აი ასე მოევლინა ილია ჭავჭავაძე პირველად ევროპას და ბერლინში ჩავიდა, დაბა ლეიდენის
კლინიკაში მოხვდა სამკურნალოდ.
მის შთაბეჭდილებებს გერმანელებზე, კლინიკაში ცხოვრებისა და მკურნალობის არსებულ
წესზე ილია ჭავჭავაძე თბილისში ცხვედაძის სახელზე გამოგზავნილ პირად წერილში სწერს,
სადაც სინანულს გამოსთქვამს დროის უქონლობის გამო ევროპა თავისებურად რომ ვერ
გაშინჯა:
ბერლინში სამი კვირის ყოფნის შემდეგ (14 ივლისი, 1900 წ.) თბილისში ნიკო ცხვედაძის
სახელზე (ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სახალხო განათლების მუშაკი, პედაგოგი,
დაბადებული 1845-1919 წწ.) გამოგზავნილ წერილში სწერს, სადაც სინანულს გამოსთქვამს
იქაურობა ერთი კარგა რომ ვერ გაჩხრიკა თავისებურად.
`ძმაო ნიკო! აღსრულდა შენი მეგობრული სურვილი და ეს თითქმის მესამე კვირაა, რაც
ბერლინში ვარ ლეიდენთან, მე რომ აქ ბერლინში მოვედი, დათიკო სარაჯოვი არ არ იყო.
სამს თუ ოთხს დღეს შემდეგ მოვიდა. ლეიდენის კლინიკაში მომზადებული ოთახები
დაგვხვდა და პირველ დღესვე იმ კლინიკაში დავბინავდით. ეკატერინე ივანოვნას მადლობას
ვუძღვნით, რომ მისის მეოხებით აქ ყველანი დიდის პატივისცემით დაგვხვდნენ. ლეიდენი
დიდის ყურადღებით გვექცევა (დავით სარაჯოვი-სარაჯიშვილი, 1845-1911 წწ.) ხნობილი
მრეწველი, დიდი ქველმოქმედი, ახლო მონაწილეობას ღებულობდა საზოგადო საქმეებში;
ეკატერინე ივანოვნა – ეკატერინე ფორაქიშვილი, მეუღლე დავით სარაჯიშვილისა).
ლეიდენს ჩემის სხეულების მიზეზი აოცებს. არავითარი ზიანი არა გაქვსო, გული და მაჯა
საღის და ჯანმრთელი კაცისა გაქვსო და რისგან მოგდის ეგ გულის ხუთვა და სულის
შეგუბება ვერ გამიგიაო. ამიტომ პირველ დღიდანვე დღეს აქამომდე გულის ყურს მადევნებს,
რომ მიზეზი შეიტყოს. მე, როგორც უკანასკნელ ხანებში ვიყავი მანდ, თითქმის ისევ ისე ვარ,
ფეხების სიმსივნემ არ მიკლო, ღონეზედაც ჩემებურად ვერა ვარ. სხვანი კი მარწმუნებენ,
რომ სახით, გარეგნობით, ძალიან მოჰკეთდიო. მგონია ამ ერთის კვირის შემდეგ, ე.ი. 25-ს ამ
თვეს, იქნება კარლსბადში გამისტუმროს ლეიდენმა. მარწმუნებს, რომ ასე იქნება თუ ისე,
საღსალამათად გაგისტუმრებ შინაო. ღმერთმა ჰქნას! სიარულს მიშლის, დღეში ერთი საათის
მეტს ნუ ივლიო, ისიც ორგზობით, ნახევარ-ნახევარი საათით. გუშინ კი მითხრა, დღეში
ორჯერ ქვევით ეტაჟიდამ მეოთხე ეტაჟში ადი ხოლმე ერთი დილით, ერთი საღამოთიო.
არასფერს წამალს არ მასმევს, ლიმონის წვენის მეტს, დღეში სამ სტაქანს მასმევს. რძე
ამიკრძალა. მეც ვსვამ იმ ლიმონის წვენს და ქვევიდამ ზემო ეტაჟებში დავდივარ. მარტო ამას
ვწუხვარ, რომ ბევრი დრო არ მეძლევა – ერთი კარგა მომეჩხრიკა აქაურობა. ჯერ მარტო ეს
წარმოიდგინე, ხომ დღეში ხუთჯერ გვაჭმევენ და თვითეულ ჭამაზე უნდა უსათუოდ
დაესწრო, თორემ სწყინთ და ჯავრობენ. ჭამიდან ჭამამდე იმდენი დრო არ არის, რომ
წახვიდე სადმე. ბერლინი ისეთი დიდია, რომ მინამ წახვალ და მოხვალ, ჭამის დროც მოდის
და ნახვისა და მოჩხრეკისათვის დრო აღარა მრჩება. მაგრამ რაც აქამომდე ვნახე, ისიც
საკმაოა, რომ ქართველმა კაცმა თავისი თავი ღვთისაგან დაწყევლილად არ ჩასთვალოს. სად
ესენი და სად ჩვენი უბედური ერი! გერმანელნი ახოვანნი და ძლიერნი არიან სულითა და
ხორცით. ამათი მერმისი დიდია და თვალგაუწვდენელი. მე მგონია, რომ კაცობრიობა ამათ
დაუთმობს ქვეყნიერებაზე თავისს დროსა. დიდი ჯანიანი ერია, როგორც ვთქვი, სულითა და
ხორცით. დიდი მერმისი მოელით~.ბერლინში მყოფი დიდი შემოქმედი თბილისში კეთილ
ადამიანებს არ ივიწყებს, მათ შორის გერმანელ მეგობარს და გულთბილ მოკითხვას
უთვლის: `სხვა იყავ მშვიდობით შენის ქალითურთ. ჩვენებმა პატივისცემა მოგახსენეს,
იაკობი და ლეისტი მომიკითხე და განსაკუთრებით ქიქოძე~.
გერმანელთა მაღალზნეობრივ კულტურაზე და კეთილმყოფობაზე მიანიშნებს ილია
ჭავჭავაძე ნიკო ცხვედაძის სახელზე გამოგზავნილ მეორე წერილშიც (19 აგვისტო, 1900 წ.,
კარლსბადი):
`ძმაო ნიკო!
კაცო, განა ისე დავიწყება იქნება, რომ ერთი-ორის კალმის მოსმითაც არ მომიკითხე. მე
ბერლინიდამ წერილი მოგწერე და შენ პასუხიც არ მაღირსე. მე ეხლა ევროპიელი ვარ და
ამისთანა ქართველობა შენი ვერაფრად მეჭაშნიკება. ერთი გაახარე დათიკო სარაჯოვი, რომ
მე ასე მალე გავევროპელდი და ამას იქით თავისის ევროპიელობით .......... ვეღარ მომიყვანს
და ნიშნს ვერ მომიგებს.
`მე ამ უკანასკნელ ხანებში ძალიან ცუდად შევიქენი და ჩემმა ასეთმა მდგომარეობამ კარგა
ჩამაფიქრიანა. ამიტყდა საშინელი ქშენა, ხელისა და ფეხის განძრევაზე ისე მიგუბდებოდა
სული, რომ არ ვიცოდი რა მექნა. ერთი-ორი ნაბიჯი რომ გადამედგა, სუნთქვა ისე
შემეკვროდა, რომ ვეღარ ვლაპარაკობდი, რადგანაც სულს ვერ ვიბრუნებდი. შევჩივლე ჩემი
ასეთი წახდენა ჩემს მკურნალს, რომელიც თვითონ ლეიდენმა ამირჩია. შემიწუხდა თვითონ
მკურნალიც და ბოლოს მითხრა: მიზეზი არ მესმისო, უსათუოდ პაპიროზის ბრალია და
თქვენს თავს აქედამ უნდა უშველოთო, თუ პაპიროსზე ხელს აიღებთ, ხომ რა კარგი, თუ არა
და ისევ ის სჯობია წამლობას თავი დაანაბოთ, ტყუილი ხარჯი და მოცდენააო პატიოსანი
სიტყვა ჩამომართვა, მერე ისეთის ხვეწნითა და უდარით, რომ კინაღამ გული ამომიჯდა.
ვთქვი ჩემს გულში: ნეტა ამას რა სჯის, რომ ასეთის სიყვარულით მეხვეწება და მემუდარება-
მეთქი. სხვა გზა არ იყო, პატიოსანი სიტყვა მივეცი და მას დღეს აქეთ პაპიროზის გემო აღარ
ვიცი. არ გამოსულა სამი-ოთხი დღე მას შემდეგ, რომ ლაზათიანად მოვჯობინდი და ეხლა
ისე კარგადა ვარ, როგორც დასნეულებამდე ვიყავი, თუ არ უკეთესად.
`დღეს 19 აგვისტოს (ჩვენებურად) მკურნალმა სიხარულით მანუგეშა: თუ ესე კარგად წავიდა
შენი საქმეო, ორს (ჩვენებურად) სექტემბერს კარლსბადიდამ გაგისტუმრებ საღსალამათადაო,
და მკითხა: საით აპირებ წასვლასო. მე ვუთხარი პარიჟში მივდივარ და იქიდამ შინ წავალ-
მეთქი. შეხტა და შემოტრიალდა ამაზე ჩემი ექიმბაში. კარლსბადიდამ შენი პარიჟში წასვლა
არას გზით არ შეიძლებაო. კარლსბადის წყლების შემდეგ დიდი დასვენება გინდაო. ერთი-
ორი თვე მაინც ძალიან მშვიდობიან და მყუდრო ადგილას უნდა იცხოვროო, რომ არც
ხმაურობა, არც ჟრიამული, არც დიდი გარჯა, არც არავითარი საქმე და არეულ-დარეულობა
არ უნდა გაწუხებდესო. მე ვფიქრობ რომ ვაი თუ უფრო უარესად გახდე, ვიდრე ამასწინად
იყავიო. პარიჟში ყოველი ბიჯი სამაცდულოა, ყოველ ბიჯზე ახალი რამ სანახავია, ახალი რამ
შესასმენელია და იმოდენა აუარებელს საგრძნობსა, სახილველსა და სასმენელსა დიდად
ჯანმრთელი კაცი ძლივს უძლებს და შენ ნაავადმყოფარი და მერე ისეთი ნერვებაშლილი
როგორც შენა, როგორ გაუძლებ და აიტანო. არამც და არამც პარიჟში არ წახვიდეო. უარეს
საწამლავს შენი მოსისხლე მტერიც არ გირჩევსო. შენი პარიჟში წასვლა და ამოდენა ღვაწლის
ამაოდ ჩავლა ერთი იქნებაო.
კიდეც არა ვთქვი: ძლიერნი ჩვენის ქვეყნისანი ყოველ ცისმარე დღეს ევროპისა და ამერიკის
დიდ და მდიდარ ქალაქებში რომ დადიან სახელმწიფო ხარჯზე, სადაც ყოველი ბიჯი
სამაცდუროა, ყოველ ბიჯზე ახალი რამ სანახავია, ახალი რამ სასმენელია და იმოდენა
აუარებელის საგრძნოსა, სახილველსა და სასმენელს ნახულობენ და ისმენენ, ეტყობა იქ
ავადდდებიან და აქ ჩამოსულებს ღონე აღარა აქვთ ქვეყანა მართონ, ხალხის ბედზე
იზრუნონ და შექსპირის ფალსტაფის ტყუილებით გვკვებავენ – დემოკრატიულ, ევროპულ
ქვეყანას ვაშენებთო. საქმე იქამდის არის მისული, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს
ჩხუბიც კი მოსდით, რომელი რომელს გაასწრობს საზღვარგარეთ წასვლას, თანაც დიდი
ამალით, რომლის აუცილებელი წევრები მეუღლეებია ცნობისათვის: ამ უკანასკნელს
არავითარი თანამდებობა არა აქვს. კითხვა რომ დაუსვა რატომ აკეთებთ ასე, მეუღლეს რა
კავშირი აქვს სახელმწიფოთაშორისი დონის ვოიაჟებთანაო, გიპასუხებენ: პროტოკოლი
ითვალისწინებსო. პროტოკოლს თქვენ თვითონ ადგენთ და ბარემ ოჯახის სხვა წევრების,
სხვა ახლობლებისა და ნათესავ-მეგობრების სახელებიც ჩაწერეთ პროტოკოლში, ვინ არის
თქვენი ხელის შემშლელი, ასეთი პრაქტიკა უცხო არ არის, ჩვენ ხომ შეგუებული ვართ
`ქართველმა თავისი თავი დაწყევლილად ჩასთვალოს~ - ავტ.
შემდეგ ილია ჭავჭავაძე ნიკო ცხვედაძეს სწერს გერმანელი ექიმბაშის რჩევას:
`დამინიშნა შვეიცარია. მე დიდი უარი ვუთხარი. მაშ თუ ეგრეა, აქედამ ვენაზე გაიარე, იქ,
ვენის მიდამოებში ძალიან კარგი, მყუდრო და მივარდნილი ადგილებია, იქ ერთი-ორი კვირა
კარგად შეისვენე, მოღონიერდი და ისე წადი საქართველოშიო. გზაზე სამგან მაინც შეისვენე
თითო დღეო. საქართველოშიაც სოფლად უნდა წახვიდე სადმე კარგს ჰაერში და ერთი-ორი
თვე უზრუნველად, უდარდელად და უწყინარად იცხოვრო და მერე შეგიძლიან ქალაქშიაც
ჩახვიდე და შენს საქმეს მოჰკიდო ხელიო. თუ გინდა, რომ ჯანსაღად იყო და შენი სნეულება
აღარ დაგიბრუნდეს, ასე უნდა მოიქცეო.
მეტი რა გზაა, პარიჟზე ხელი ავიღე. წარმოიდგინე, პარიჟი თითქმის ცხვირწინ არის და მე კი
მისი უნახავი უნდა წამოვიდე. დარდუბალაც ამასა ჰქვიან. მაგრამ რას იზამ? _ ამდენი
ვაივაგლახი და წამლობა გამოვიარე, ძლივს გამოვკეთდი და ყველა ეს პარიჟის ნახვას როგორ
ვანაცვალო~.
მშვიდობიანი და მყუდრო ადგილი, არავითარი საქმე და არეულ-დარეულობა, კარგი ჰაერი,
სოფელი, უდარდელად, წყნარად და უზრუნველად ცხოვრება, რომელსაც ექიმბაში ურჩევდა
ილია ჭავჭავაძეს და სრულ გამოჯანმრთელებას ჰპირდებოდა, ამას დავამატოთ ხშირი ტყის
ხედები, სადაც რაღაც საიდუმლოება მეფობს, არემარე ღრმა სიჩუმით არის მოცული და
სადაც მყუდროებას მხოლოდ ფრინველთა ჭიკჭიკი და ნაკადულთა ჩხრიალი თუ არღვევს
და ბუნებისა და ადამიანის ძალით შექმნილი სხვა უთვალავი საოცრებები, რაც ავადმყოფ
ადამიანზე კეთილად მოქმედებს, ილია ჭავჭავაძეს თავის სამშობლო ქვეყანაში ელოდა –
ყვარელსა და საგურამოში.
ყველა ამ საოცრებებს ილია ჭავჭავაძის მეგობარი 1885 წლიდან მის მკვლელობის დღემდე,
არტურ ლეისტი აღწერს:
`სოფელი ყვარელი, სადაც ილია დაიბადა და ბავშვობა გაატარა... კიდევ უფრო ძალოვნად
მოქმედებდა ილიაზე. საუცხოო ბუნება, რომელიც გარს ერტყა ყვარელს ჩრდილოეთით...
ახლაც აღმართულია ხშირი ტყით შემოსილი მაღალი მთები... ამ ტყეში რაღაც საიდუმლოება
მეფობს, არემარე ღრმა სიჩუმით არის მოცული, მყუდროებას მხოლოდ ფრინველთა ჭიკჭიკი
და ნაკადულთა ჩხრიალი თუ არღვევს. სამხრეთით, ყვარლის ვრცელ ზვრებს იქით,
ათასფრად აჭრელებული მზიანი მხარე იშლება. ეს არის საუცხოო ალაზნის ველი, რომელიც
ილიას ძლიერ უყვარდა და რომლის სიმშვენიერით ყოველთვის აღტაცებული უნდა იყოს
ყველა, ვისაც ეს ველი უნახავს. აქ ყველანი თვალწინ გეშლებათ, ნათელი ადგას
აფერადებულ ველს, მაშინ, როდესაც სოფლის ჩრდილოეთი მხარე საიდუმლოებით არის
შემოზღუდული. თუ რომელიმე მახლობელ მთის მწვერვალზე ახვალთ, რომელიც
უზარმაზარ კედლად არის აქ აღმართული და იქიდან გადაიხედავთ ქვევით, თვალწინ
გადაგეშლებათ ალაზნის ველი, თელავიდან სიღნაღამდე – ქიზიყამდე გადაჭიმული ეს
ფერწერული, ხეთა ტევრებით მდიდარი მწვანე ველი ისე მშვენიერია, რომ მისი აღწერა
არავისა და არავითარ კალამს არ შეუძლია. ამ ველისა და მახლობელი მთების გარდა თვალს
რაღაც ჯადოსნური სინათლე იტაცებს, რომელიც ყოველდღე სხვადასხვანაირად იცვლება.
კახეთი საუცხოოა ბინდისას, მზის ასმოვლისა და ჩასვლისას, მთვარიან ღამეშიც, როცა
მთელ ალაზნის ველს ვერცხლის სხივები დაჰკაშკაშებს.
`საგურამო ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი გახდა ამ ქვეყანაზე. ტყით მოსილი მთები,
რომლებიც მიდამოს განსაკუთრებულ იერს აძლევენ და მთელი წლის განმავლობაში
ნაირგვარი სილამაზით ხიბლავენ ადამიანის თვალს, განსაკუთრებული იყო საგურამოს
ზაფხული. ამ დროს აქ ბულბულის სტვენა გახშირდებოდა და შორიდანაც მთის წყაროთა
საიდუმლო ლიკლიკი მოისმოდა. სიცხეში, როცა ფრთოსანთა ხმა მიწყდებოდა, ჭრიჭინა
თავის სტვირს მომართავდა და გააბამდა თავისებურად, არა მარტო პაპანაქება დღისით,
არამედ ღამითაც არ ისვენებდა. მისი ხმა პოეტურად აცხოველებდა გარემოს~ (იხ. არტურ
ლაისტი. მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე, წიგნიდან `საქართველოს გული~).
საკუთარი თანამშრომლებისათვის თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე
ლარი გამოყო, რათა გაკვეთილები ჩაუტარონ როგორ ეჭიროთ თავი `ევროპულად~
რესტორანში, საზეიმო მიღებების დროს – სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვის
საუკეთესო საშუალებაა. ორიგინალურობას ვერ დაუწუნებ ქართველებს.
იქნებ ისტორიკოსებმა იცოდნენ დიდგვაროვანმა ქართველებმა ილია ჭავჭავაძემ, მისმა
მეუღლემ და თანხმლებმა პირებმა ანდა სარაჯიშვილმა, მისმა მეუღლემ (ისინი ხომ უფრო
ხშირად და დიდი ხნით იმყოფებოდნენ ხოლმე ევროპაში) ევროპაში რომ მიდიოდნენ
წინასწარ გაიარეს თუ არა სუფრასთან მოქცევის გაკვეთილები, ან თუ არა, როგორ
მიირთმევდნენ დღეში ხუთჯერ საჭმელს?

$. მარჯორი უორდროპი

ინგლისმა მეტისმეტად ცოტა რამ იცის ჩვენის უბედურის ქვეყნისა და დაობლებულის


ერისა.
გერმანელი მწერალი, ილია ჭავჭავაძის ერთგული მეგობარი არტურ ლაისტი ილია
ჭავჭავაძეზე გამოქვეყნებულ მოგონებებში საქართველოს, მისი კუთხეების ყვარლის,
ალაზნის ველის, საგურამოს მშვენიერ ბუნებას რომ ახასიათებს, იქვე გაზეთ `ივერიის~
მნიშვნელობაზე მიანიშნებს ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და ცალკე
გამოჰყავს თავისი და ილია ჭავჭავაძის სურვილის შესახებ გერმანულ ენაზე თარგმნის
ქართული ლიტერატურის ნიმუშები, კერძოდ ლექსები:
`ქართველთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში `ივერიამ~ სიცოცხლის ახალი ნაკადი შეიტანა.
გაზეთში თანამშრომლობა დაიწყო ბევრმა ახალმა პოეტმა და ლიტერატორმა. `ივერიამ~
შესამჩნევად გააფართოვა გაზეთის მკითხველთა წრე. აქ იბეჭდებოდა არა მარტო
კარგი ................... წერილები, არამედ საინტერესო ფელეტონები და ხშირად საინტერესო
ლექსებიც. მათ აღტაცებით მიკითხავდა ხოლმე. უხაროდა, რომ ქართულ ლირიკას ასე
მკვიდრად გაედგა სასიცოცხლო ფესვები. დიდი სურვილი მქონდა ჩემი თანამემამულე
ევროპელებისათვის სრულიად უცნობი ქართული ლიტერატურა გამეცნო. ილია ფიქრობდა,
რომ მე უნდა შემედგინა ქართულ ლექსთა კრებული გერმანულ ენაზე. ჩვენ ორივენი
გულმოდგინედ შევუდექით ამ საქმეს. იმ ხანად ქართულ ენაში მაინცდამაინც გაწაფული არ
გახლდით. ამიტომ ილია სიტყვა-სიტყვით მითარგმნიდა ქართულ ტექსტს, რაც სრულიად
არ ამახინჯებდა არც აზრსა და არც ლექსის პოეტურ სილამაზეს. ჩემი კრებულის დიდი
ნაწილი საგურამოში ვთარგმნე. აქ პოეტის ძველი სახლის აივანზე ვისხედით ხოლმე, აქედან
ერთი მხრით არაგვის მშვენიერი ხეობა და კავკასიონის ქედი მოჩანს, მეორე მხრით
საგურამოს მთებია აღმართული.
`ნეტარხსენებულნი არიან ეს დღენი. ილია სადეკლამაციო ტონით ლექსებს ლექსებზე
მიკითხავდა და დრო-დადრო თავისი სამშობლოს პოეზიის სილამაზეზე მიმითითებდა.
წყნარად, დარბაისლურად და ჭეშმარიტი გზით შევყავდი მას ახალ ქვეყანაში,
აღმოსავლეთის იმ ჭიშკარში, რომელიც ყმაწვილობიდანვე მიზიდავდა. ილია ხშირად
შეწყვეტდა ხოლმე თარგმნასა და ქართული ენის სხვადასხვა თავისებურებებზე
შეუდგებოდა საუბარს, ან რომელიმე ხალხურ ჩვეულებას ახსნიდა. ბაასი და საუბარი
შუაღამემდე გაატანდა, ვიდრე ირგვლივ საიდუმლო მყუდროება დაისადგურებდა~ (იხ.
`საქართველოს გული~).
არტურ ლაისტისა და ილია ჭავჭავაძის მეგობრობა 1885 წლიდან 1907 წლამდე, ილია
ჭავჭავაძის მკვლელობის დღემდე გრძელდებოდა. ამავე პერიოდის ბოლო მოაკვეთში გაჩნდა
ქართული კულტურის ევროპელებისათვის გაცნობის კიდევ ერთი შანსი, სურვილი –
ევროპის მეორე დიდი ქვეყნის – ინგლისის შვილმა, მარჯორი უორდროპმა გამოთქვა
სურვილი ინგლისურ ენაზე თარგმნოს ილია ჭავჭავაძის პოემა `განდეგილი~.
არტურ ლაისტის სიტყვებს გავიმეორებ, ზევით რომ მოვიყვანეთ. იმ დროისათვის ევროპამ
არაფერი არ იცოდა ქართულ ლიტერატურაზე, ეს სფერო ადამიანთა საქმიანობისა მისთვის
სრულიად უცნობი იყო.
ამ ფაქტით გამოწვეული დიდი შინაგანი კმაყოფილებით აღვსილი და ინგლისელების
მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატვით ილია ჭავჭავაძე მარჯორი უორდროპს პირად
წერილს უგზავნის (8/20 სექტემბერი, 1894 წ.).
მოცულობით პატარა, მაგრამ შინაარსით ღრმა წერილში რამოდენიმე სიტყვით ილია
ჭავჭავაძე წარმოაჩენს ქართველთა იმჟამინდელ დაჩაგრულ მდგომარეობას, რომელსაც ერთ
დროს ჰქონია სახელოვანი წარსული და ჰყოლია თავისი გმირნი, მეცნიერნი, მწერალნი თუ
პოეტნი, რომელთა მეოხებითაც ყოველთვის წინ ეღობებოდნენ ბარბაროსებს – მეცნიერების,
განათლების, პროგრესის შემაფერხებლებს.
ამ პატარა წერილში ნათლად იხატება ავტორის უდიდესი სიყვარული სამშობლოსა და
ღირსეული შვილების მიმართ, ასევე დიდი მოკრძალებული, კეთილი დამოკიდებულება და
მადლიერება ინგლისელების მიმართ, რომელთაც ცოტა რამ იცის უბედური საქართველოსა
და დაობლებული ქართველი ერის შესახებ:
მოწყალეო ხელმწიფევ!
დიდად მოხარული ვარ, რომ ჩემს `განდეგილს~ თქვენი ყურადღება მიუქცევია. სასახელოდ
მიმაჩნია, რომ მოგიწადინებიათ და გადაგითარგმნიათ ინგლისურად.
ინგლისმა მეტად ცოტა რამ იცის ჩვენი უბედურის ქვეყნისა და დაობლებულის ერისა,
რომელსაც ერთს დროს თავისი სახელოვანი წარსული ჰქონია, თავისი გმირნი, მეცნიერნი,
მწერალნი და პოეტები ჰყოლია და მათი მეოხებით გულდაგულ დახვედრია განათლების
მტრებს – ბარბაროზებს.
ყოველს ქართველს თავ-მოსაწონებლად ექნება, რომ თქვენ და თქვენს პატივცემულ ძმას
ჩვენი ყველასაგან დავიწყებული ქვეყანა შეგყვარებიათ და მოგინებებიათ ერს მისი ავი და
კარგი აუწყოთ იმ სიყვარულით, რომელიც ასე ამშვენებს ადამიანს, და გულისტკივილით,
რომელიც დაუფასებელი ნუგეშია ბედისაგან დაჩაგრულთათვის.
სასურველია ერმა ინგლისისამ იცოდეს, რომ ამ ჩვენს პატარა ქვეყანაშიაც საქმობს გონება და
იძვრის გული; რომ აქაც აქვთ თავისი ნატვრა და თავისი იმედი; რომ აქაც არის თავისი
წამება და წვალება უკეთეს დღეთათვის და არარას კაცობრიულს არ ეუცხოებიან.
`ყოველივე ეს ზედ-დაჩნეული აქვს ჩვენს პატარა მწერლობას, რამოდენადაც კი გარემოება
ნებას იძლევა. ამიტომაც გადაღება ინგლისურად ჩვენის მწერლობისა გადაღებაა, ჩვენის
გულისცემისა, ჩვენის გულითადის ნატვრისა, ჩვენის ჭირისა და ლხინისა, ჩვენის გონების
და გრძნობის ძალღონისა საყოველთაო საცხონელად.
`ამ მხრით თქუენი განათლებული და გულშემატკივარი მეცადინეობა ჩვენის გონების
ნაწარმოებია თარგმნისათვის დიდ სამსახურად მიჩნეულ იქმნება ყოველის ქართველისაგან
და ჩვენს მადლობას თქვენდამი საზღვარი არ ექნება.
`ჩემი `განდეგილი~ მომირთმევია თქვენთვის, როგორც გენებოთ ისე იმსახურეთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ნაწერს თქვენზე უკეთესს პატრონს და მფარველს ვერ
ავუჩენდი.
`გვპირდებით ჩვენში მობრძანებას, სიხარულით დაგიხვდებით და უმორჩილესად გთხოვთ
წინადვე გვაცნობოთ, როდის და რა გზით მობრძანდებით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი
უბედური, მაგრამ მშვენიერი ქვეყანა თავს მოგაწონებთ და დაგანახვებთ, რომ იგი ღირსია
თქვენის ყურადღებისა და სიყვარულისა~.

$. მემამულეებს უყვართ მომკან იქ, სადაც არ უთესნიათ; ბინას იკეთებენ იქ, სადაც არა
ჰქონიათ

სათაურში გამოტანილი ორი ფრთიანი გამონათქვამი თავისი შინაარსით სხვადასხვა საგანს


ეხება, მაგრამ ვინაიდან გამოხატვის ფორმით ერთნაირები არიან, ამიტომ უკავშირებენ
ერთი-მეორეს. გარდა ამისა, ორივე ასახავს ბუნებით მსგავს ადამიანებს, რომელთაც სისხლში
და ხორცში აქვთ მიისაკუთრონ ის, რაც მათ არ ეკუთვნით, – მომკან იქ, სადაც არ უთესნიათ,
ბინა დაიდონ იქ, სადაც არა ჰქონიათ.
პირველი ეკუთვნის ინგლისელ ადამ სმითს და გამოყენებული აქვს მეთერთმეტე საუკუნის
მეორე სახევარში (1776 წ.), მეორე – ქართველ ილია ჭავჭავაძეს, რომელიც გამოიყენება
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს (1899 წ.).
ადამ სმითი მემამულეების თვისებაზე სწერს, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სხვა
ადამიანების თვისებისაგან:
`ამის შემდეგ, რაც მთელი მიწა ამა თუ იმ ქვეყანაში კერძო საკუთრებად იქცა, მემამულეებს,
ყველა სხვა ადამიანთა მსგავსად უყვართ მომკან იქ, სადაც არ უთესნიათ, და ისინი მიწის
ბუნებრივი პროდუქტისათვისაც კი რენტას მოითხოვენ `იხ. `გამოკვლევა ხალხთა
სიმდიდრის ბუნებისა და მზეზების შესახებ~).
ილია ჭავჭავაძე მეცნიერებზე სწერს, რომელთა განსაკუთრებული თვისებაა დაისაკუთრონ
ის, რაც მათ არ ეკუთვნით.
`ვთქვათ, ეს აშკარა და უტყუარი ღაღადი ადგილების სახელებისა, მონასტრების და
ტაძრების ზედ წარწერებისა – ეს მართლა და ქვების პირდაპირი და უკუუთქმელი მოწმობა
`ჩოტკში~ ჩასაგდები არ არის, ვთქვათ, ყოველივე ეს საბუთად მოსატანი არ არის. ევროპიელ
მეცნიერს სენ-მარტენს რაღას ეტყვიან, იმ სენ-მარტენს, რომელიც ცნობილია ვითარცა კაცი
უფრო მწყალობელი სომხებისა, ვიდრე ქართევლებისა, და რომელიც ხშირად მოჰყავთ
სომეხთა მწიგნობართ, როცა ქართველების ავად ხსენება და სახელის გატეხა ჰსურთ მისი
მოწმობითა. ეს იმისთანა სომეხთა მომხრე კაციც – კი ამტყუნებს ამ შემთხვევაში სომეხთა
მწიგნობართა და ამტკიცებს, რომ იგი სერი მთებისა, რომელიც ჭოროხისა, მტკვრისა,
ევფრატისა და არაქსის წყალთ-გამყოფელია, საზღვარი იყო ქართველთა და სომხეთ
შორისაო. ამ სახით ჭოროხის ხეობასა და მტკვრის სათავეებში სულ მთლად ხელს აბანინებს
სომხებსა.
`ყოველ ამისდა მიუხედავად სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას იძახიან და ბინას
იკეთებენ იქ, სადაც არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერობით
სწადიან ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისოტიურლი უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის
დადებისა.
`ჩვენ არც იმისთვის გავაბით ეს ლაპარაკი, რომ ჩვენი აზრით ამ საგანზე გადაწყვეტილად
მიგვაჩნია იქნება სომეხთა მეცნიერთა სიზმარნი ცხადნი იყვნენ, იქნება იგი ქვეყნები
მართლა იმათი კუთვნილია. ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გვეთქვა – რა ხერხით და
ოინბაზობით იქცევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ თავისი გაიყვანონ. ისინი ამ შემთხვევაში
არაფერს ჰთაკილობენ, თავისას რომ ამბობენ – სხვისას ჰმალავენ. მთელი ეს ერიცოვები,
ხუდაბაშოვები, ებინები და სხვანი ამისთანები რომ გადასინჯოთ, დაინახავთ, რომ
თავიანთი ნათქვამი და ნაკვალევი ბაჯაღლო ოქროდ მიაჩნიათ და სხვისა კი, თუ ანგარიშში
არ მოსდით, ერთ ყალაფლურადაც არა~ (იხ. `ქვათა ღაღადი~).

$. წარჩინებულნი ერნი ევროპისანი საცა კი მივიდნენ, ყველგან გუთანი მიიმხრეს

ილია ჭავჭავაძე `შინაურ მიმოხილვაში~ (1881 წ. ნოემბერი) ოქროსა და ხმალს შორის


პაექრობის სურათს აღწერს ქვეყანა ვისიაო. არც ოქროსა და არც ხმალს თავის ღირსეულს
ადგილს არ უკარგავს, ორივეს თავის ადგილს აკუთვნებს, მაგრამ ქვეყნის განაწილებაში თუ
პირველი არა, უკანასკნელი არ უჭირავს გუთანი.
`გუთანი ერთი რაღაცა ქედმოხრილი, ჩუმი, წყნარი, უწყინარი, ტანადმრუდე, მაგრამ
გულით მართალი და პირად მრწყურვალეა. იგი ხმაამოუღებლივ, ხმა გაკმენდილი,
ფეხმძიმედ დაიარება ქვეყანაზედ: არცა ჰკვეხს, არც ბაქიაობს, არც არავის ერჩის, არც არავის
ეცილება და ჰსაქმობს თავის-თავად, დინჯად, აუჩქარებლად, სულ მუდამ და დაუძინებლივ.
იმას რომ ერთს ბეწო ხანს ჩასთვლიმოს, არც ოქროსღა ექნება რამე სასყიდავი და არც ხმალს
მოსატაცებელი.
`იმას რომ ერთს ბეწო ხანს ჩასთვლიმოს-მეთქი, არ ვიცი ქვეყანას რა დაემართებოდა, თუნდა
ოქროს მთები იდგეს და ხმლების ტყეები. უიმისოდ ოქროს ქვეყანაზედ მოედანი არა აქვს და
არც თითონ ძალოვანს ხმალს დიდი და ხანგრძლივი მანძილი.
გუთანის ასეთი მაღალი დანიშნულება ქვეყნის განაწილებაში, ილია ჭავჭავაძეს
დასაბუთებული აქვს მონგოლების, ევროპელების და თითონ ჩვენი – ქართველების
ისტორიული ცხოვრების მაგალითებით:
`ჩვენის გულითადი ფიქრით, ქვეყანა იმისია, ვისაც ერთს ხელში ხმალი უჭირავს და
მეორეში გუთანი. მარტო ხმალი, მართალია, თავისითაც ძლიერია, მაგრამ ვერსად
ხანგრძლივ ფეხს ვერ მოიკიდებს, თუ ამხანაგად გუთანი არ იყოლია. მისი მაგალითი,
სხვათა შორის, მონგოლები არიან. ამათ მარტო ხმალს დაუჯერეს, ისინი მარტო ხმალს
მიენდვნენ: მიესივნენ ქვეყანას, დაპყრეს ქვეყნები, დასწვეს, შეჰმუსრეს, მიანგრ-მოანგრიეს
და ბოლოს თითონაც მტვრად აღგვილ იქმნენ~.
`წარჩინებულნი ერნი ევროპისანი თითქმის სულ ხმლით მისეულნი ერნი არიან, მაგრამ საცა
კი მივიდნენ, ყველგან გუთანი მიიმხრეს და აჰა, დღესა ვხედავთ, რომ ყოვლად მტკიცენი და
მკვიდრნი არიან თავის ადგილებში. ამათი ადგილიდამ დაძვრა ვეღარაფერმა შესძლო. არიან
და იქნებიან უკუნისამდე~.
`შორს წასვლა საჭირო არ არის, მაგალითი თვალ-წინ გვიდგას. მაგალითები ჩვენ თითონ
ქართველები ვართ. ეს ერთი მუჭა ხალხი რამ შეგვინახა? ხმალმა და გუთანმა. ჩვენ რომ
დღეს ბინა გვაქვს, ადგილზედ რომ ფეხ-მოკიდებულები ვართ, სხვებსავით არ
დავიქსაქსენით, არ გადავცვივდით აქეთ-იქით, ჩვენ რომ ამდენს დაუძინებელს მტერს
გავუძელით, გავუძელით და გადავრჩით, ჩვენი ერი რომ დედამიწას შერჩა და დედამიწა
ერსა, ეგ იმიტომ – რომ ერს ხელში ხმალი გვეჭირა და მეორეში გუთანი დასაბამიდგანვე
დღემდე. ესევ ვიქნებით შემდეგშიაც, თუ ეგ უძლეველი ძალ-ღონე ერის სიმკვიდრისა ხელთ
გვექნება~.
`მყობადი იმისია, ვინც მიწაზედ ფეხგადგმულია და მიწას ამოქმედევს ხმლის მფარველობის
ქვეშ. თითონ დიდი რომი, თითქმის მთელის ქვეყნის მპყრობელი, დაეცა, იმიტომ რომ
მარტო ხმალი ეჭირა ხელში და გუთანი კი არა~.

$. ჰაკკე – პირველი ევროპელი, ილია ჭავჭავაძეს რომ ასწავლიდა პანსიონში

ისტორიიდან ცნობილია ტექტონიკაცია ძვრების შედეგად ქართველთა მოდგმის (შემდეგ


ერთიანი ქართველი ხალხი, ერთიანი ეთნო-სოციალური ერთობის) საცხოვრისი სივრცის –
კავკასიის ყელის – ჩამოყალიბების პროცესი.
`მრავალი მილიონი წლის წინათ ახლანდელი კავკასია თითქმის მთლიანად ზღვით იყო
დაფარული, მაგრამ ნელ-ნელა, მრავალი საუკუნეების განმავლობაში, წყალი მთებს უთმობს
ადგილს, ზღვიდან ამოიწია კავკასიონმა და სხვა მთაგრეხილებმა. დასასრულ კასპიის ზღვა
მოსწყდა შავს და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა აზიისა და ევროპის კონტინენტების
მოსახლეთა მიმოსვლის ხიდად ჩამოყალიბდა.
ამიტომ იყო, რომ საქართველოდ წოდებულ ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში დღესაც
რომ გრძელდება არც მტერთა შემოსევა აკლდა და არც კეთილის მსურველთა მოდინება იყო
უცხო მისთვის.
განა აღნიშნულის დასტური არ არის ქართველი გეოლოგების მიერ XX-XXI საუკუნეების
მიჯნაზე დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (დმანისში) აღმოჩენილი კაცობრიობის
ისტორიაში პირველი და ყველაზე ხანგრძლივი – ქვედა პალეოლითის ხანის – ევროპაში
უძველესი ადამიანის ნაშიერის პოვნა (მზია და ზეზვა). მეცნიერებმა მათ ჰომოერექტესი ანუ
გამართულად მოსიარულე ადამიანები უწოდეს და დაადგინეს, რომ ისინი 1,8 მილიონი
წლის წინ ცხოვრობდნენ და ძირითად იარაღად ბუნებრივად წამახვილებულ ქვას და ხეს
იყენებდნენ (გიორგი მგალობლიშვილი, საქართველოს ისტორია, 2014, გვ. 6).
ვინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხების მიერ ხიდად
გამოყენებული საქართველოს შედეგი არ არის საქართველოში გერმანელი კოლონიების
შექმნა, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰაკკე როგორც კეთილი საქმეების
მკეთებელის სახელით დარჩა საქართველოს ისტორიაში.
გერმანელი ჰაკკე ხომ ის პირველი ევროპელი იყო ვინც ილია ჭავჭავაძეს ასწავლიდა
პანსიონში.
კავკასიის ყელის ორგანულ შემადგენელ ნაწილს დღეს კახეთი წარმოადგენს თავისი
ალაზნის ველით, საუკეთესო მიწით და ჰავით; მკლავ-ძარღვად კარგი ადამიანებით,
რომელთაც ჯანიც და ღონეც მოსდევდა, არც ხალისი აკლდათ. აი ამ საუკეთEსო ჰავისა და
მიწის, ჯანმრთელი და კეთილი ადამიანების წიაღში 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ.სტ)
დაიბადა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე (სოფელი ყვარელი, თელავის მაზრა, ტფილისის
გუბერნია).
მამა ილია ჭავჭავაძისა – რამდენადმე განათლებული კაცი, ნოვგოროდის დრაგუნის პოლკის
ოფიცერი, რუსული ენის კარგი მცოდნე.
დედა – მარიამი – თბილისელი მკვიდრის, კახეთის აზნაურის, ქრისტეფორე ბებურიშვილი
ასული – ძველებურის წესით კარგად განათლებული ქართულ ენაზე, ნათელი ბუნების და
შესანიშნავი აღმზრდელი თავისი შვილებისა.
ილია ჭავჭავაძეს რვა წლისას დააწყებინეს სწავლა თავისავე სოფლის მთავართან ქართული
წერა-კითხვითა.
მთავარმა კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა გავარდნილი საღმრთო-წიგნების
კარგის მკითხველისა. უმთავრესის ღირსება მთავრისა ის იყო, რომ მომხიბვლელი თქმა
იცოდა ამბებისა. უამბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო
საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედებინა, ვის რა
ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაუთესია სამშობლოსა და სარწმუნოების
სასარგებლოდ და დასაცველად.
მეთერთმეტე წელში რომ გადადგა ილია ჭავჭავაძე მამამ ქალაქში წაიყვანა სასწავლებლად
და აქ მოხდა მისი შეხვედრა გერმანელ ჰაკკესთანაც. თბილისში სწავლის ისტორიას თვითონ
ილია ჭავჭავაძე აღწერს თავის ავტობიოგრაფიაში:
`მეთერთმეტე წელში წომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა და მიმცა რა რაევსკისა და
ჰაკკეს პანსიონში. ეს პანსიონი ტფილისში მაშინდელ ყველა კერძო სასწავლებელზედ
უკეთესი იყო...
19 წლისა ვიყავი, როცა ამ პანსიონიდან ტფილისის გიმნაზიაში შევედი. მეოთხე კლასში
მიმიღეს და ბინით კი ისევ პანსიონში ვიყავი. პანსიონს მაშინ განაგებდა მხოლოდ ერთი
ჰაკკე.
ჰაკკე გერმანელი იყო, ყოველმხრივ განათლებული კაცი. გერმანიიდან დაიბარა მაშინდელმა
კავკასიის ცალკე კორპუსის კომანდირმა – ნეიტგარტმა თავისი შვილების აღსაზრდელად.
ხოლო ნეიტგარტის შემდეგაც ტფილისში დარჩა და პედაგოგ რეევსკისთან ერთად პანსიონი
დააარსა. ჰაკკე სასტიკი კაცი იყო, მაგრამ თან იმდენად მამობრივს მზრუველობას იჩენდა
თავის შეგირდების მიმართ, იმოდენას სცდილობდა და ყურს უგდებდა მათს ზნეობრივ
განვითარებას, რომ თითქმის მთელს თავისუფალ დროს, კლასში მეცადინეობის შემდეგ
იმათ ანდომებდა, ხან ემუსაიფებოდა, ხან ართOბდა მუსიკით და მართავდა ხელდახელ
კონცერტს როიალზედ, რომლის დაკვრაც საუცხოვოდ იცოდა~ (იხ. ილია ჭავჭავაძის
ბიოგრაფია, დაწერილი ბროკჰაუზ-ევრონის რუსული ენციკლოპედიური ............................
1902-1903 წ.წ.).
$. საქართველოს შვილის უმძიმესი და უსაჭიროესი საგანი. საგნისკენ მიმავალი გზა

`მამებისა~ და `შვილების~ ბრძოლამ რუსეთში ჩვენი ყმაწვილკაცობაც ბრმად აიყოლია, `ბრმა


და ცრუპენტელა~ ჩვენ ლიბერალებს ჭეშმარიტი ლიბერალობა ცხვირწინ გაეპარათ.
დაიზეპირეს რამოდენიმე მათი ფრაზა და ეგ ბრძოლა ჩვენთანაც გადმოიტანეს, მაგრამ თით-
ოროლა მიხვდა შეცდომას, მათ სასახელოდ გამოინაპირა და ცალკე გუნდად დადგა
ცხოვრების მოედანზედ.
ისინი დააკვირდნენ ჩვენის ქვეყნის ვითარებასა და ნახეს, რომ ჩვენს ქვეყანას სულ სხვა
ტკივილი აქვს, სულ სხვა ფათერაკი სდევს. სცნეს, რომ ჩვენებური დღევანდელი დღე სულ
სხვასა თხოულობს, სულ სხვასა ჰღაღადებს და ამას მიაქციეს თავიანთი ყურადღება.
რა არის ეს სულ სხვა მოთხოვნები, სულ სხვა ფათერაკი, ამის შესახებ ილია ჭავჭავაძე 1881
წლის მაისის `შინაურ მიმოხილვაში~ სწერს, სადაც ჩვენი ყმაწვილ-კაცობის ბრძოლის საგანს
რომ აყალიბებს, იქვე უჩვენებს საგნისკენ სასიარულო გზასაც. ეს გზა კი, სლავიანების
(ჩეხების) მიერ გავლილი გზაა. იგი მთელი კატეგორიულობით მოითხოვს ჩვენი ყმაწვილ-
კაცობა მიზნის მისაღწევად, უმძიმესი და უსაჭიროესი საგნის მისაღწევად, მომზადდეს
აღიჭურვოს მთელი ევროპის მეცნიერებით და გამოცდილებით.
`ჩვენი ლიბერალობა სულ სხვა რასმეზედ უნდა მიიქცეს მთელს თავისის ძალ-ღონითა.
`და თუ აქაც ბედისწერას ისე არ გადავრჩებოდით, რომ `მამა-შვილობა~ არ გამართულიყო,
ბრძოლის საგნად ის `სხვა რამე~ უნდა ყოფილიყო და `მამებსა და შვილებს~ შუა მიჯნად
დადებულიყო. ის სხვა რამე იყო – ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება
და დაცვა ყოველთვის მოსალოდნელის ფატერაკისაგან. რომ ეგ ფათერაკი მოსალოდნელი
იყო და დღესაც თავიდამ არ აგვცდენია, _ ყველასთვის ცხადზე ცხადია.
`ჩვენი ჭეშმარიტი ლიბერალი, ჩვენი კაცი, დღესაც მარტო მაგ მიმართულების მიმდევარი
უნდა იყოს ჩვენში. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ეგ მიმართულება, რადგანაც დიდი ხნისაა,
იმიტომ ძველია, და რადგანაც ძველია, იმიტომ უკადრისია და სათაკილო
ლიბერალობისთვის. დე, ოთხფრაზიანმა ლიბერალებმა ეგრე იფიქრონ, ჩვენ კი ამას
ვიტყვით, რომ ეგ მიმართულება იქნება ახალი იმ დრომდე, მინამ ჩვენი ვინაობა თავსი
შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქმეთა
სათავეში არ მოექცევა.
`სხვა საგანი ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი არა აქვს ეხლანდელს საქართველოს
შვილს. ყველამ, ვისაც რა შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და
ერთად ძმურად იმოქმედოს ყოველივე საქმე, ყოველივე საგანი, რაც ჩვენის ცხოვრების
მომავლობაში თავისით თუ სხვისით აღმოჩნდება, სულ ყოველისფერი ჩვენს ვინაობის
საქმეს უნდა შევურჩიოთ, ქვეშ დავუყენოთ. სკოლაა, ბანკია, თუ თეატრია, ყველაფერს სულ
მაგისკენ უნდა მივუბრუნოთ თავი. ვაყენებთ სადმე კაცს მარშლად, თუ ბანკის გამგებლად,
თუ მასწავლებლად, თუ სადმე სხვად, _ მაგ მიმართულების საქმეზედ უნდა ავწონოთ. აი
ჭეშმარიტის ლიბერალის საქმე რა არის ჩვენში.
`ჩვენებური რეტროგროდი ის უნდა იყოს, ვინც ამ ჩვენის დღევანედლის დღის
მღაღადებელს ხმას არ გაუგონებს, ყურს მოუყრუებს და არ აჰყვება. გინდ მამა დაარქვით
ამისთანა კაცს, გინდათ `შვილი~, აქ სახელწოდება არაფერს შუაშია, ოღონდ ეს კი ვიცოდეთ,
რომ მაგისთანა კაცი ჩვენი კაცი არ არის.
`სლავიანებს, რომელი ვინაობისაც სხვადასხვა მტერი მიუჩინა ისტორიამ, სულ ამ საქმეს
მოახმარეს თავისი დრო და მეცადინეობა. ამისთვის თავგანწირულ კაცებს დღესაც
წმინდანებსავით ლოცულობენ და თაყვანსა-სცემენ. მათი უკეთესი წარმომადგენელნი იმით
ქადულობენ, იმით ლიბერალობენ, რომ მაგ საქმეს მისდგომიან და მარტო მაგით
სულდგმულობენ.
`დღესაც მაგ საქმეს ზედ აკვდებიან და რასაკვირველია, არც მოეშვებიან, ვიდრე თავისას არ
გაიტანენ. თავის ვინაობის აღსადგენად და ქვეყნის დასანახავად – თავისი წარსული ხელ-
ახლად ააყენეს საფლავიდამ, გამოსჩხრიკეს, მისხლობით ასწონეს, გოჯით გაზომილი
ყოველისფერი, რაც ძველად ჰქონდათ, რაც მათს ეროვნებას, მათს ვინაობას, ნაციონალობას
შეადგენდა და სარჩულად ედვა. გაუცოცხლეს თავიანთ ერს პოეზიის შემწეობით
დიდებულნი სახელნი ძველის გმირებისა, ქვეყნისათვის თავდადებულებისა, ძველის
ძველობისა, ძველის კაცურ-კაცობისა. მოაგონეს, ისტორიის შემწეობით, დავიწყებული
სახელოვანნი დღენი წარსულისა, აღადგინეს, გასწმინდეს, გააძლიერეს დედა-ენა, ჟამთა
ვითარებისაგან გარყვნილი და შელახული. ამ გზით გამოაბრუნეს, გამოაცოცხლეს თითქმის
სასიკვდილოდ გადადებული ერი.
`ერმა თავისი ვინაობა გაიგო, შეიტყო რა ყოფილა, რა არის და რის იმედი უნდა ჰქონდეს,
შეიტყო და ფეხზე დადგა, ფრთა შეისხა. ამისი მაგალითი, სხვათა შორის, ჩეხელები არიან.
`აი საგანი და აი გზა ამისდა მისაღწევად. აი, რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილ-
კაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარ-ხმლით აღჭურვილი, აი რა
მოედანი უნდა შემოხაზოს თავისის მოქმედებისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს.
`ამისათვის სამყოფი არ არის კაცობა დაისწავლოს პარიზის ყავა-ხანაში მოარული ფრაზები
და იმითი თავი მოიტანოს. ყმაწილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ
ცოდნითა. უნდა რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპული მეცნიერება,
წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის
საქმეს.
`უამისოდ, იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოთ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ბიჯსაც
რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წარსდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ ავღნიშნეთ,
ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩნევს. ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ
უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს
საიმედო ყმაწილ-კაცობას.
`ეს საგანი და ეს გზა სახეში უნდა გვქონდეს სულ მუდამ, ვიდრე ესეთნი დრონი მეფობენ.
`ჯერ მაცოცხლე, მერე მაფიქრებინე, როგორ გავმდიდრდეო~, _ ამბობს სლავიანი პატრიოტი.
ნამდვილად გულშემატკივარმა საქართველოს შვილმა ეს სიტყვები უნდა დაიწეროს გულის-
ფიცარზედ და სხვაზედ არაფერზედ არ წაიტყუოს ჭკუა და ხელი.
`ყოველის ჩვენგანის მოქმედების საწყაო, საზოგადო საქმეებში, თუ ლიტერატურაში, მარტო
ის უნდა იყოს, თუ ვინ რამდენად ასრულებს და მისდევს ამ ჩვენთვის მოუცილებელს
საგანსა და გზას. სხვა საწყაო ტყუილია და ამაოL სხვის .................. იქნება და არა ჩვენის
თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი~.

$. რეტროგრადობა და ლიბერალობა

კონსერვატორობა და ლიბერალობა – ცხოვრების მდინარეობის შუა წელი ამ ორს მოარულს


წყობას აზრისას უჭირავთ სხვაგანაცა მაქვს ნათქვამი და აქაც გავიმეროებ: საბჭოთა
მეცნიერები, მათ შორის ქართველები ილია ჭავჭავაძეს იდეალისტად მიიჩნევდნენ,
დიალექტიკურ მატერიალიზმამდე ვერ მივიდა – ბუნებაში მიმდინარე კანონზომიერება
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერ გადმოიტანაო, 1905 წლის რევოლუცია ვერ გაიგოო.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ცალკე ვთავაზობ მკითხველს ილია ჭავჭავაძის `შინაური
მიმოხილვიდან~ (1881 წელი, მაისი) ამონარიდებს, სადაც იგი ორნაირს წყობას აზრისას
ევროპაში – კონსერვატორობას და ლიბერალობას – განიხილავს (რუსეთშიც რომ ფეხი
მოიკიდა `მამებისა~ და `შვილების~ სახელით), მათს ურთიერთ ბრძოლას, დიალექტიკურ
მონაცვლეობას ცხოვრების მდინარეობაში.
იმპერატორ ალექსანდრე მეორის სამეფო ტახტზე ასვლისთანავე რუსეთს სულ სხვა სიომ
დაუბერა, ცოტად თუ ბევრად იცნო თავისი თავი და თავის მოთხოვნილებას აჰყვა. უარჰყო
ერთხელ და ერთხელ შემოღებული და გაუახლებლად დამკვიდრებული წყობა, უარჰყო
გონებით მცხოვრებთა საზოგადოების მეთაურობით, ყოველივე, რაც კი ამ წყობას შესწევდა
და ხელს უმართავდა.
გონებით მცხოვრებთა საზოგადოება მთელის თავის ძალ-ღონით მიაწყდა ამ დიდს საქმეს
უარყოფისას. ყოველს მის მოქმედებაში ან წუნი და კიცხა იყო ძველის გარდასულისა, ან
მოძღვრება და ნატვრა ნელად აკვიატებულის ახლისა:
`აზრთა მოძრაობაში, როგორც ყველაფერში ქვეყანაზედ ერთი მეორეს ადგილს არ უთმობს
უომრად, უბრძოლველად. აქაც ასე მოხდა, ცხადიც არის, რატომ არსებული, ძველი, ისე არ
გაცუდდება, რომ ვისიმე გამოსაყენი არ იყოს. ეს ერთი, მეორე ისა, რომ ბევრი იმისთანა
მოდუნებული და შელახული კაცია ქვეყანაზედ, რომელიც ისე შეეჩვევა ხოლმე ჭირსა, რომ
შეჩვეული ჭირი შეუჩვეველს ლხინს ურჩევნია. მესამე და ყველაზედ უფრო ფესვ-მაგარი
კიდევ ის არის, რომ ყოველს ადამიანის ცხოვრებაში, უმრავლესობისაგან აღიარებულია,
ნებით თუ უნებლიეთ, გულ-შეჯერებულია და ჟამთა ხნიერობით ბეჭედდაკრული და
დამტკიცებული.
`ამ სამთა მიზეზთა გამო მომხრე არ ................... თითონ ახალიც, რომელიც ძველის ადგილას
უნდა ჩამოსდგეს, დაბადებისავე უმალ ისე არ მომწიფდება, რომ პირში ჩადების და დაღების
მეტი სხვა აღარა უნდოდეს-რა. როგორც ძველის ობი, ახალის .............. – ძნელი დასანახავია.
მისთვის მეტად საღი, .............. თვალი უნდა გონებისა.
`ყველგან, საცა კი ისტორიის ღირსი ერი თავისითა სცხოვრობს, ორნაირი წყობაა აზრისა და
ეგ ორნაირი წყობა აზრისა შეადგენს ცხოვრების მდინარეობასა. ერთი ის წყობაა, რომელიც
ცხოვრებას უკვე აღმოუჩენია და დღეს მოქმედებს, მეორე ის – რასაც დღევანდელი დღე
თხოულობს, ყველას თუ არა – ბევრს მაინც ძვალსა და რბილში დაუვლის, შესმენილი და
გაგებული ექნება – მაშინ ეგ მეორე წყობა იმარჯვებს და ყოველ საქმეთა სათავეში მოექცევა
ხოლმე. ეხლა ეგ წყობა დაიჭერს პირველს ადგილს ცხოვრებაში. რასაკვირველია, მინამ ეს ასე
მოხდება, ცხოვრება მაინც მოქმედებს და ახალს საჭიროებას აჩენს. ამიტომაც ძალად
გამარჯვებულს წყობასაც სხვა, ახალი წყობა გამოუჩნდება ხოლმე მოპირდაპირედ. ესე
მიდის კაცობრიობის ცხოვრება და ამნაირ სვლას დასასრული არ აქვს. თითონ კაცობრიობის
ისტორიას სხვა არ არის-რა, გარდა ამნაერად ფეხის გადანაცვლებისა.
პირველის ყობის მომხრეებს ევროპაში კონსერვატორებს ეძახიან, მეორისას – ლიბერალებს.
პირველები არიან უკვე დადგენილის მცველნი, მეორენი – ახლის მესვეურნი და მდომელნი.
თუმცა ერთნი ძველის მცველები არიან და მეორენი ახლის მდომელნი, მაგრამ პირველებს
ყველაფერი ძველი არ მოსწონთ და მეორეებს ყველაფერი ახალი არ ენატრებათ.
`ბევრი იმისთანა ახალია, რომლის მოსაპოვებლად ჭეშმარიტი კონსერვატორი სიცოცხლესაც
არ დაზოგავს, და ბევრი იმისთანა ძველია, რომლის დღეგრძელობისათვის ჭეშმარიტი
ლიბერალი თავის საკუთარს დღეს შეიმოკლებს. ირლანდიისათვის ინგლისის ხელიდამ
განთავისუფლება ახალი საქმე იქნება, მაგრამ ჭეშმარიტი კონსერვატორი ირლანდიისა თავს
დადებს, ოღონდ ეგ მოიპოვოს. ინგლისის ეგრეთ წოდებული `დიდი ხარტია~, ძველი არ
არის, მაგრამ ინგლისის ლიბერალური უსიკვდილოდ არ დასთმობს არც ერთს ასოის იმ
ხარქიისას.
`ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისის
გულწრფელობის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და თუ ხან-
დისხან სცოდავს რაშიმე ქვეყანას, მარტო იმაში, რომ ზოგჯერ იმისთანა ძველსაც
გადეფარება, რომელიც თუმცა გამოსადეგი აღარ არის, მაგრამ უვნებელია და ძველის
ადგილს არ უთმობს ახალსა – მინამ კარგად გულს არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს
მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარჰყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი
დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარიხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას
უშლის.
`იგი ნდომობს ამ ძველის მაგიერ იმისთანა ახალს, რომელიც ძველზე უკეთ ხელს
მოუმართავს ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას, საცა ბრალმდებელია იქ .....................
უნდა იყოს. მარტო ამ ორკეცად მოსინჯულ საქმეს მოსდევს მართალი და ჭეშმარიტი.
კაცობრიობას დღეს – აქამომდე სხვა გზა არ აღმოუჩენია ჭეშმარიტის და მართალის
მოსაპოებლად.\`კონსერვატორების უკან და ლიბერალების წინ, მარცხნივ და მარჯვნივ,
ბევრნაირი სხვადასხვა აზრის ნაკადულებია, კიდევ, და თუ ჩვენ მარტო ორი წყობა აზრისა
მოვიხსენიეთ, ეგ იმიტომ, რომ ცხოვრების მდინარების შუა წელი, მარტო მაგ ორ მხარ-და-
მხარ მოარულს აზრისას უჭირავს~.

$. გოდფრუას ცირკი – კატკოვის პასუხად

გოდფრუას ცირკისთვის მოსასყიდად რეკომენდებული ქართული დროშები.


კატკოვის გაზეთში `Московские ведомости~ (#4) კატკოვისამე შესაფერმა დამქაშმა
გამოქვეყნა კორესპონდენცია ...................... ქართველება და სომხებში სეპარატისტობა,
გადადგომის სურვილი მოქმედებს – აღნიშნულის დასამტკიცებლად მაგალითიც მოჰყავს:
`ქართველებსა და სომხებს როცა წარმოდგენები აქვთ, თეატრი კარგად განათებული და
გამთბარიაო, და როცა რუსები არდგენენ, მაშინ – კი არაო. ქართულ და ნემატნავად სომხურ
თეატრში ხალხი ბევრი დაიარებაო და რუსულში – კი არაო. ქართველებმა, სამშობლოს
გადმომკეთებელი ავტორი დიდის ყოფით მიაცილეს შინამდინაო და სომხებმა კიდევ ბევრი
საჩუქარი მიართვეს სომხურ აქტრისას გრაჩიასაო~.
`Московские ведомости~-ს კორესპონდენტის ნამოქმედარს ილია ჭავჭავაძე პოლიტიკურ
ბეზღობად აფასებს, რომელშიც ეს ოციოდ წელიწადია, რაც რუსეთში ენა ამოიდგა ბ-ნი
კატკოვისა და მისი კამპანიის წყალობიოთ და შეიკედლა ლიტერატურამ – ადამიანის ჭკუისა
და გონების სიგანძემ.
პოლიტიკური ბეზღობა – ეგ უწმინდური ძალ-ღონე გაცვეთილის კაცისა, ამბობს ილია
ჭავჭავაძე, როცა პირახდილი დაიარება, უსირცხვილოდ, თავმოწონებითაც ვარჯიშობს
საზოგადოებაში, უტყუარი ნიშანია თვით საზოგადოების სისუსტისა და უძლურებიას და
დარღვევისა... ჩვენ ამ მასხარაობას მასხარა კაცისას ყურსაც არ ვათხოვებდით, რომ ბეზღობა
მარტო ამაზედ შემდგარიყო და მაბეზღარს არ შეეგინებინოს, უპატიურება არ მიეყენებინოს
მთელ ქართველობისათვის და მის ეროვნობის ღირსებისათვის. იგი ამბობს, რომ
`სამშობლოს~ წარმოდგენაზედ დიდი ხარჯი მოუვიდათ ქართველებსო და ქართული
დროშები რომ გოდფრუას ცირკს მიჰყიდონ, კარგს იზმენო.
კორესპონდენტის მიერ ქართული დროშების ასე უდიერად, უკადრისად ხსენიებას, ილია
ჭავჭავაძე, მთელი ერის პატიოსნების, ღირსების შელახვად მიიჩნევს.
`გაცვეთილის კაცისაგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ეგრე უკადრისად ხსენება მისი,
რასაც ყოველი პატიოსანი კაცი, ყოველი ერი თაყვანსა სცემს, როგორც ემბლემას ერის
პატიოსნებისას, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის – არამცთუ
ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან დედამიწის ზურგზედ სიცოცხლეს არა ზოგავს და
მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნია, _ იმის ეგრეთ უკადრისად ხსენებას, არ
ვიცით, რა სახელი დავარქვათ და მისი ეგრეთ მომხსენებელი რა სულიერებში შევრიცხოთ...
`ეგ დროშა, როემლიც ეგეთის სასოებით და პატივით უტარებია ამოდენა ხანს უწინდელს
ქართველს, ეგ დროშა, რომელიც წინ დახვედრია მოზღვავებულს თათრობას და
მუსულმანობას და ქრისტეს ჯვარი თამამად წინ წაუმძღვარებია, ძლევამოსილებით ომიდამ
გამოუოტანია და დაუმკვიდრებია კავკასიაში, ეგ დროშა, რომელსაც აწინდელი ქართველი
იმავე ვაჟკაცობით და თავგამომეტებით თან გაჰყოლია და რუსებთან ერთად სისხლი
უთხევია მამულისათვის – დღეს ეგ დროშა საცირკოდ გაგვიხადა ერთმა ვიღაცა
კორესპონდენტმა და ბ-ნმა კატკოვმა ბანი მისცა.
`თუ ჩვეულებრივმა გრძნობამ მართებულობისამ არ შეაყენა ბ-ნი კატკოვი, იმას მაინც
მოჰრიდებოდა, რომ უპატიურად ხდის მთელს ერს, რომელიც შეჰფარებია რუსეთს მარტო
თავის პატიოსნების და ღირსების დასაცველად.
`თვით ბარბაროსიც-კი არ იკადრებდა ეგრეთ გაუპატიურებას მთელის ერისას! მაშ, ბარაქალა
კატკოვს და მის მომხრეებსა, რომ იკადრეს ის რასაც თვით ბარბაროსივ-კი ითაკილებდა!~
(იხ. `კატკოვის პასუხად~ 1880 წ. 23 თებერვალი).

$. კერძო საკუთრება

კერძო საკუთრება – ქვაკუთხედია სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობისა მთელ


დედამიწაზე ბატონ-ყმობის გადავარდნის შემდეგ საქართველოში დაიწყო კაპიტალისტური
წარმოების წესზე გადასვლა (ილია ჭავჭავაძის ტერმინოლოგიით `კაპიტალობრივ წარმოების
წესი~). მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში თავი
ჩინა ე.წ. `ბოიკოტობამ~. ეს ის დროა, როცა საქართველოში ძალიან გამწვავებულია
ურთიერთობა წოდებათა შორის. და აი, 6 მარტს (1905 წ.) საგურამოს საზოგადოების
მცხოვრებლებმა თავი მოიყარა და გადასწყვიტა: `ბოიკოტი გამოუცხადოს აქაურ
მემამულეებს – ილია ჭავჭავაძეს, სტაროსელსკის და ტატო ციციშვილსაო~.
ამ გარემოებამ ილია ჭავჭავაძეს მიზეზი გაუჩინა განემარტა კერძო საკუთრების –
კაპიტალისტური წარმოების წესის საფუძველთა-საფუძველის ხელშეუხებლობის ზოგადი
პრინციპის არსად და ამით ჯერ ერთი, პასუხი გაეცა გაზ. `მოგზაურის~
ცრუკორესპონდენტისათვის, და მეორე კიდევ ერთი განმარტება შეეტანა კაპიტალობრივი
წარმოების თეორიული საფუძვლების მომზადებაში, რომელიც მან თავისთავზე აიღო:
`საზოგადოება, რომელსაც ჭკუა და გონება შერჩენია და ცნობიერება გაღვიძებია, მარტო იმას
კი რ უნდა სჯერდებოდეს, - აი, გლეხობა სხვასთან ერთად ამასაც შემოსწყრა (ილია
ჭავჭავაძეს – ავტ.), ამას `ბოიკოტობა~ გამოუცხადა, არამედ გულ დამშვიდებული გარჩევა
უნდა, _ ვინ ვის რას ემართლება, ვინ ვის რას ერჩის, ვინ ვისზედ სამართლიანად ხელს
იწვდის.
`განა კაცთა ადამიანური ცხოვრება, ისტორია, პროგრესი და სხვა რაიმე სიკეთე
შესაძლებელია, თუ ყოველთ უწინარეს კაცია ურთიერთობაში ისინი არ მოიკითხა, ამაების
პასუხი არ იძია?
`მართლადაც, რა სიმართლე, რა საბუთი აქვს გლეხკაცს, რომელიც არც ხიზანია და თქვენი,
არც ნაყმევი, ხომ თქვენს მამულზე ხელი გაიწოდოს მაშინ, როდესაც კერძო საკუთრება ჯერ
კიდევ ქვაკუთხედად უდევს არამცთუ მთელს სახელმწიფურს და საზოგადოებრივ წყობას
რუსეთისას, არამედ მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელს დედამიწის
ზურგზე.
`და თუ დღეს გლეხკაცობა თავისას მაინცდამაინც არ იშლის და კერძო საკუთრებას ხელს
ატანს, ეს ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელი იმით კი არაა, რომ სამართალი რამ
მიუძღოდეთ, არამედ იმით, რომ დღევანდელი მოძრაობა სოფლისა ცეცხლსავით მოედო
მთელს საქართველოს და ყველა ნებსით თუ უნებლიეთ თან წაიყოლია...
`კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ თუ
საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე
ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება~ (იხ. `ნუთუ~,
1905 წ.).
$. წოდებათა თანასწორობა

წოდებათა თნასწორობა – მოძღვრება მართალი და ჭეშმარიტი კაცობრიობის მთლი


ისტორიის მანძილზე განვითარების, პროგრესის თვალსაზრისით. ადამიანებს ყველა
ეპოქაში ჰქონიათ წარმატებები, მაგრამ გამორჩეულ წინსვლას მეცხრამეტე საუკუნეში
მიაღწია. ამორჩეულია იმიტომ, რომ ეს წინსვლა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროში შეინიშნებოდა.
ილია ჭავჭავაძის შეფასებით ერთი დიდი სახელოვანი საქმე მეცხრამეტე საუკუნისა ის არის,
რომ მაგარს საფუძველზედ დააყენა და ფრთა გააშლევინა იმ კაცთმოყვარულს მოძღვრებას,
რომ ყოველი ადამიანი, რა წოდების კიბს საფეხურზედაც გინდ იდგეს, მაინც ადამიანია, და
ვითარცა ადამიანი – ყველასთან თანასწორი, თანასწორად შეწყნარებული და გულ-
შესატკივარი. მართალია ამ მოძღვრების დასაბამი დიდის ხსნისაგან მოდის, მაგრამ ამ
საუკუნემ ეს მოძღვრება განადიდა, გააძლიერა, გააფართოვა და, დაუდვა რა მეცნიერული
საბუთი, ღარიბთა და უძლურთა სამწეო მოძღვრებად გარდააქცია. ამ მეცხრამეტე საუკუნემ
სოციალურის წყობილების იეალად გამოსახა გაუქმება ქონებისა და შემოსავლის მეტ-
ნაკლებად განაწილებისა ადამიანთა შორის, გაუქმება ყოველის კლასობრივის
სხვადასხვაობისა, ფეხზე წამოყენება და ხელშეწყობა გამრჯელ და მშრომელ კლასებისა
წარსამატებლად~. ამ გზაზე წინა საუკუნეებს ერთად იმოდენი რა უქმნიათ-რა, რაც ამ ერთმა
მეცხრამეტე საუკუნემ ჰქმნა თვისდა პატივის მოსახსენებლად~ (იხ. მეცხრამეტე საუკუნე~.
31 დეკემბერი, 18.. წ.).
სოციალურ საკითხში ადამიანთა, კერძოდ წოდებათ თანასწორობის საკითხს ილია ჭავჭავაძე
ცალკე წერილს უძღვნის (`წოდებათა თანასწორობა~, 2 ნოემბერი, 1888 წ. გაზეთი `ივერია~
#231, 1888 წ.), სადაც ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია მისეული, თავისებური კონცეფცია
წოდებათა თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ქვეყნის, ერის წინასლაში, იმის შესახებ,
რომ ერის წარმატება მისი ქონებრივი გაღონიერება თუ გონებრივი განვითარება (გონებრივი
თვალსაწიერის განვითარება) შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა
დაუყოფელად, დიდ-პატარაობის გაურჩევლად და დამოუკიდებლად ერთიანის
მეცადინეობითა და გარჯით ჰცდილობს ცხოვრების გზა გაიკვალოს და ბურთი ბედისა
გაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველა ერთად საყოველთაოდ~.
ეკონომიკურ ლიტერატურაში ერთა თანასწორობის იდეა უპირატესად განიხილება როგორც
მერკანტილისტური მოძღვრების საპირისპიროდ მოქმედი მოძღვრება, რომელიც ერის
გონებრივ გაღონიერებას უშლის ხელს.
ილია ჭავჭავაძე წოდებათა თანასწორობას უფრო ფართო მნიშვნელობას აკისრებს, რომელიც
შემდეგი დებულებებით გამოიხატება:
`ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღლისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა
თავისკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის-თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება
მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისაცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი
კრებულია, რომელსაც ერთი ჰქვიან.
`ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელიმე
წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღოს, შემოიფარგლოს და ამით
რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახოს საბოლოოდ. ამისთანა წყობა და აგებულება საზოგადოებისა,
თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედ აგებული სახლი, პირველ
ქარის შემობერვაზედვე დაიფუშება.
`ქვეყანაზედ მარტო იმ ერს გაუძლია, მარტო იმ ერს წარუმატებნია და გაძლიერებულა,
რომელსაც თავსი დროზედ შეუტყვია და მიუგნია, რომ ერთის რომელისამე წოდების წინ
წაწევა არაფრის მაქნისია. თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქი, ერთი წოდების წინ
წაწევას დანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია.
`ვერც ერთი ცალკე წოდება ერისა ვერ დაიქადებს, რომ თუ მე კარგადა ვარ, სხვანიც კარგად
იქნებიანო. ეს ტყუილი ქადილი იქნება და ამ ტყუილმა ქადილმა ბევრსაც ჩასცხო კიდეც
თავში, სადაც ამისთანა თავგასულს ადგილი ჰქონია.
`ეხლა სულ სხვა დროა და ამ სხვა დრომ სხვა მოძღვრებაც მოიტანა, მოძღვრება მართალი და
ჭეშმარიტი. ეხლა ცალკე კაცია თუ ცალკე წოდება, მარტო ამას უნდა იძახდეს და მარტო
ამისათვის უნდა ერჩოდეს გული, რომ თუ სხვანი კარგად არიან, მეც კარგად ვიქნებიო. ვინც
დღეს ამას ივიწყებს, ის ივიწყებს საკUთარ თავსა, საკუთარს ბედნიერებას სულიერსა და
ხორციელს.
`ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი თავად-აზნაურობა ჯერ ამ მოძღვრებას ვერ მისწვდომია და,
როგორც ერთი ცალკე წოდება ჩვენი ერისა, ხშირად ცალკე იწევს და ცალკე ითლის, ჩვენ კი
ვიტყვით, რომ მისი დღეგრძელობა, კეთილდღეობა, ბედნიერება, სახელი და დიდება
სწორედ და მთლად იმაშია, რომ ეს მოძღვრება გულში ჩაიჭედოს და ერთს წუთსაც
გონებიდამ არ მოიშოროს, რომ თუ სხვანი კარგად იქნებიან, მარტო მაშინ იგივ კარგად
იქნება. ჭეშმარიტსა და საბოლოო წარმატებას სათავე აქა აქვს და თუ ჩვენი თავად-
აზნაურობა ყოველს თავის მეცადინეობას და მოქმედებას ამ მოძღვრებას შეუფერებს და ქვეშ
დაუყენებს, სასახელო მიზეზს თავის არსებობისასაც აქ იპოვის.
`ეხლანდელს დროში მხოლოობითი გზა წარმატებისა თავად-აზნაურობისათვის ის არის,
რომ ყველას ერთად, გამოურჩევლად, გამოუკლებლად მოზიარე ექმნას ჭირსა და ლხინში და
თავისი ქონებრივი და გონებრივი ღონე არ შეალიოს ამაო ცდას, რომ ცალკე ვიყო და ცალკე
ვბედნიერობდეთ. ეს ცალკე ყოფნა და ცალკე ბედნიერება შეუძლებელია და ამიტომაც ამაოა
ამისათვის ცდაცა. არც ერის თავა-აზნაურობას საბოლოვოდ თავი არ დაუჭერია არსად, საცა-
კი ყოფნასა და ცალკე ბედნიერებას გაჰყოლია.
`ყველამ ერთად და თვითეულმა ცალკე უნდა იცოდნენ, რომ იგი განუყოფელი ნაწილია
მთელის ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებეს მარტო მთელის ერის
კეთილდღეობაში და არა ცალკე~.
ადამ სმითი: `საზოგადოება უეჭველია ვერ აყვავდება და ბედნიერი ვერ იქნება, თუ მის
წევრთა დიდძალი უმრავლესობა ღატაკია და უბედურია~ (იხ. ადამ სმითი. გამოკვლევა
ხალხთა სიმდიდრისა ბუნებისა და და მიზეზების შესახებ~, ტ. I).
$. სიკვდილით დასჯა საზოგადოების განვითარების დაბალი დონისა და მისი
არაჰუმანურობის მაჩვენებელია

სიკვდილის ბუნების შეცნობა, სახელმწიფოების მიერ სიკვდილით დასჯის შემოღების


წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადკაცობრიული მნიშვნელობის პრობლემაა და კერძო
საკუთრების გაჩენის, სახელმწიფოს შექმნისა და მათთან თანმდევი მონობის
ჩამოყალიბებიდან იღებს სათავეს.
`სიკვდილი თავზარს სცემდა ადამიანებს მას შემდეგ, რაც თვით სიცოცხლე გაჩნდა. ამიტომ
სიკვდილზე შექმნილ ლექსებს, მითებს, გამოსახულებებს, რელიეფებს გამაფრთხილებელი
მნიშვნელობა ჰქონდათ, რაც ჩამოყალიბდა ლათინურ აღქმაში: `მემონტო მეი~, `მემონტო
მორი~ - `მომიგონე, მოიგონე სიკვდილი~, ვკითხულობთ აკაკი გელოვანის `მითოლოგიურ
ლექსიკონში~ (1983 წ.).
ავტორი აქვე გვამცნობს, რომ ქრისტიანული რელიგია განპირობებულ სიკვდილს თავიდანვე
არ სცნობდა (სიკვდილს სთვლიდა სასჯელად ცოდვებისათვის). მაგრამ შუა საუკუნეებში
თანდათან მოხშირდა მისი ხატვა და პოეზიაში ასახვა გვამის, ჩონჩხის ან
ღამურისფრთებიანი ლანდის სახით. ხატავდნენ ან ამოკვეთდნენ საძაგელ მამაკაცად,
ნახევრად გახსრწნილ გვამად, ან ცივ ჩოხჩხად, როემლიც მშვენიერ ქალს ჰკოცნიდა~.
ცნობილია (ნახატევის სახით) ხალხური წარმოდგენა სიკვდილის მიერ ცეკვით ცოცხალთა
წაყვანისა, მოცელვისა, რაც სრულდებოდა სასაფლაოებზე და ეკლესიებთან სულთა
ღამეული ცეკვისა და ფერხულის სახით~ (გვ. 428).
ადამიანთა აზროვნების განვითარების ისტორია იცნობს ყველაზე გავრცელებულ
სენტენციას, რომელსაც რატომღაც თანაბრად მიაწერდა ორ დიდ სოფისტს და სტოიკოსს,
ეპიკურესა და ლუკრეციუსს, და რომლის მიხედვითაც `სიკვდილი საშიში არაა, რადგანაც
როცა ის არსებობს ჩვენ აღარა ვართ, ხოლო როცა ჩვენ ვარსებობთ ის არ არის~. ეს სენტენცია
დღესაც არსებობს~ (იხ. `ფსიქოლოგიური ენციკლოპედია~, 2007, გვ. 542).
`ალბერ კამიუ სიკუდილს ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში სახტომად განიხილავდა.
ევრიპიდე ამბობდა `სიცოცხლე ეს არის სიკვდილი, ხოლო გარდაცვალება – სიცოცხლე~.
ჰომეროსი სიკვდილს `ძილის ძმას~ უწოდებდა (იხ. იქვე).
ქართველი გლეხებისაგან გამიგონია: `რაკი-ღა დავიბადეთ, უნდა მოვკვდეთ კიდეცაო.
სიკვდილი სიცოცხლის თანმდევი მოვლენააო, ოღონდ მისი დადგომის (მოსვლის) დროს
გამოცნობა არავინ იცისო~. `ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი, მისგან
გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი~ (შოთა რუსთაველი). `ყველაფრის
სიკვდილი შეიძლება აზრისა კი არასოდესო~ (ილია ჭავჭავაძე).
პეტერბურგიდან ჩამოსული ყოველმხრივ განსწავლული ილია ჭავჭავაძე სიკვდილის
ბუნებას, სიკვდილის დადგომის აქტს ავისებურ, ერთგვარ ფილოსოფიურ განმარტებას
აძლევდა `სფირიდონისა და თადეოზის ბაასში~ (1861 წ. 12 მკათათვისა), ადარებს რა
სიცოცხლეს:
`თადეოზი სფირიდონს მიმართავს: მიბრძანეთ: რა განსხვავებაა ცოცხალი კაცის პირის-
სახესა და მიცვალებულის პირის-სახეს შორის? – ნაკვთი ხომ ერთნაირად სწორია, ერთშიაც
და მეორეშიაც, ერთი-და-იგივე ასოა, ერთნაირი თანხმობაა, ერთნაირი განწყობილებაა
ასოებისა? რისგან არის, რომ ეს თალები ისე ანათებენ, ისრე სავსენი არიან აზრით და
ჭკუით, რომა თქვენ ატყობთ რაღაც აზრსა, რომა მათ უნდა გითხრან რაღაც გულითადი და
სატრფიალო; და ისინი კი – ისრე ჩამქრალნი, მინის მსგავსნი!.. ცხადი საქმეა: პირველში
არის სიცოცხლე, და მეორეში კი – არა. მაგრამ ეს `სიცოცხლე~ რაღა არის? ჩვენ ვიცით
კანონი ადამიანის სხეულისა, ვიცით რომა სიცოცხლე კაცისა არის მისს აგებულებაში, ვიცით
სიცოცხლე განუშორებელად თან სდევს სისხლის ბრუნვასა ძარღვებში, და განჰქრება
იმწამსვე – როდესაც გათავდება სისხლის ბრუნვა, ე.ი. დადგება სიკვდილი.
`მაგრამ ისიც ვიცით, რომა ჩვენი აგებულება არ არის ოწინარი (მაშინა), რომელიც
მოიმართება და დადგება საათვივით რომელისამე ჭახრაკით. რამდენსაც ღრმად დაუწყებთ
ძებნასა, აგებულების საიდუმლოსა – იმდენად უფრო-და-უფრო დავშორდებით იმასა, მით
უმეტესად მიუწვდომელი იქნება ის ჩვენთვისა.
`მაგრამ ცოცხლებშიაც არიან მკვდრები, ისრე როგორათაც ცოცხლები არიან მკვდრებშიც,
იმისათვის რომა რაც სიცოცხლეა ცხოველისათვის, ის სიკვდილია ადამიანისათვის, რაც
სიციცხლეა იროკეზებისათვის (ველური ხალხია სრულიად მიუმხვდარი და კაცზედ
დაშორეული გონებითა – ეს ილია ჭავჭავაძის განმარტებაა: ფრიდრიხ ენგელსის შრომაში
`ოჯახის, კერძო საკუთრებისა, სახელმწიფოს წარმოშობა – 1884 წ. ცალკე, მესამე თავი აქვს
დათმობილი იროკეზების გვარის განხილვას, სადაც მითითებულია, რომ თავდაპირველი
გვარის კლასიკურ ფორმად მორგანს აღებული აქვს იროკეზების გვარიო, განსაკუთრებით
სენეკას ტომის გვარსო), ის სიკვდილია ევროპელისათვის; რაც სიცოცხლეა მსოფლიოს
საჭიროებისა და სარგებლობის მონისათვის, რომელიც მომეტებულს ვეღარა ხედავს
საზრდოსა და ჯიბის საჭიროების დაკმაყოფილებისათვის, ან მცირე ამაოდ-დიდების გარდა,
ის სიკვდილია გონიერებისა და მგრძნობელი კაცისათვის. ვის რაც გონებაში არის, ის
გამოიხატება ნაკვთით (ფორმით), შეხედეთ, როგორი პირუტყვის ცხვირ-პირი აქვს ამ კაცსა,
ნამძინარები და მღვრიე თვალები, საზიზღარის შეხედულებით, სქელი, ძლივს ქშინავს, ეს
არის ეხლა მაძღრისად ნასადილევი – და შეხედეთ, რანაირის სისხამით უბრიალებენ შავი
თვალები იმ მიმხდარსა, ფერნაკლულსა კაცსა, რანაირი მოძრაობა აქვს იმის სახესა, რამდენი
მხურვალებაა იმის ხმაში! მართალია თუ არა, რომა პირველი მკვდარია, მეორე – სავსეა
სიცოცხლითა?
`მაგრამ სიცოცხლე თავისის გამოჩინებით დაუსრულებლად სხვადასხვანაირია, ფოცხვერი
სავსეა თავისი სიცოცხლით კაცზე, მაგრამ იმისი სიცოცხლე ნამდვილი ცხოველურია; მისი
მაღორძინებელი არის მხურვალე სისხლი, უხვად სავსეა ძარღვები ელექტროთი. ესრეთ
ზოგიერთს ადამიანშიცა ბევრია სიცოცხლე, მაგრამ ის სიცოცხლე მოუცილებლად ვერ
დაგიმონებთ თავისის მოხიბლვით~.
`დიახ სიცოცხლე ეს ის არის, რომა ამდენი და ამდენი წელიწადი სვა და ჭამო, იცოდვილო
ჩინებისა და ფულისათვის და თავისუფალ დროს ხოცო ბუზები, სთვლიმო და ითამაშო
ქაღალდი. ამისთანა სიცოცხლე უსაძაგლესია ყოველს სიკვდილზე, და ამისთანა კაცი
უმცირეასია ყოველს პირუტყვზე, ამისათვის რომა პირუტყვი, თავის მიდრეკილების
მორჩილი, სრულიად ხმარობს იმ ღონისძიებასა, რაც მიუნიჭებია მისთვის ბუნებასა
საცხოვრებლად, და მოურიდებლად აღასრულებს თავის მნიშვნელობასა.
`სიცოცხლე არის – მგრძნობელობა და განსჯა, ტანჯვა და ნეტარება, ყოველი სხვანაირი
სიცოცხლე არის სიკვდილი. და რამდენსაც მომეტებულად და ღრმად შეუძლიან ჩვენს ნიჭსა
ტანჯვის და ნეტარების გრძნობა, იმდენად მომეტებულად ვცოცხალვართ. ერთი წამი
ამისთანა სიცოცხლისა უმჯობესია, ვიდრე ასი წლის სიცოცხლე, გატარებული საზიზღარ
თვლემაში, უბრალო მოქმედებაში, უსაგნოდ დროების გატარებაში.
`ტანჯვის ნიჭი გვითხრობს ნიჭს ნეტარებისასა, და ვისაც არ უნახავს ტანჯვა, მაშინ არც
ნეტარება იცის, ვისაც არ უტირნია, ვერ გაიხარებს...~
ფრიდრიხ ენგელსი შრომაში `სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ~
(1877 წ. 20 აპრილი) მატერიის თვისებებს ჩამოსთვლის და აღნიშნავს: `მატერიის
თანდაყოლილ თვისებებს შორის უპირველესი და უმთავრესი არის მოძრაობა, არა მარტო
მექანიკური და მათემატიკური მოძრაობა, არამედ უფრო მეტად როგორც მისწრაფება,
ცხოველი სული, დაძაბვა, ანდა მატერიის ტანჯვა (Qუალ), იაკობ ბემეს გამოთქმა რომ
ვიხმაროთ, მატერიის პირველადი ფორმებია მის არსში მოცემული ცოცხალი,
თანდაყოლილი და ყოფიერების სპეციფიკური ინდივიდუალურ განსხვავებათა გამომწვევი
ძალები~.
იგი მატერიის ფორმას – ტანჯვას იქვე ასეთ განმარტებას აძლევს (ინგლისური გამოცემის
შენიშვნები, 1892 წ.):
`Qუალ~ – ეს სიტყვის ფილოსოფიური თამაშია. `Qუალ~ - სიტყვა-სიტყვით ნიშნავს
ტანჯვას, ტკივილს, რომელიც რაიმე მოქმედებას ჩაგადენინებს. ამავე დროს მისტიკოს ბემეს,
ამ გერმანულ სიტყვაში შეაქვს რაღაც ლათინური `Qუალიტაყ~ - გრაც (თვისება). მისი
`Qუალ~ - წინააღმდეგ გარედან მიყენებული ტკივილისა, - აქტიური საწყისია, რომელიც
იბადება მისდამი დაქვემდებარებული და თავის მხრივ მისი გამომწვევი ნივთის,
ურთიერთობის ან პიროვნების განვითარებიდან.
`თადეოზისა და სფირიდონის ბაასში სიკვდილის ბუნების გარკვევის შემდეგ, ილია
ჭავჭავაძე უკვე სიკვდილით დასჯის პრობლემას შეეხო `გლახის ნაამბობში~ (1863 წ.), სადაც
არა თუ კაცის, ყოველი სულიერის მოკვდინებას არაჰუმანურ, ადამიანისათვის მიუღებელ
ქმედებად მიიჩნევს და ცოდვის ჩადენად აფასებს.
ილია ჭავჭავაძე ამ ნაწარმოებში ნადირობის ტრფიალის როლში გვევლინება, ნადირობას კი
მიიჩნევს `მოუწყენელ სიამოვნებად~, მაგრამ ნადირობა მაინც ცოდვაა, ამბობს ყოველი
სულიერი არსება ღვთის ნაბადია და რაკი ასეა, ყველასა აქვს თანაბარი უფლება ამ ქვეყანაზე
არსებობისათვის, ხოლო ყოველი სულიერის მოკვდინება ადამიანისათვის ცოდვად
ითვლებაო:
`ყოველი სულიერი ღთვის დანაბადია, ყველას აქვს თანასწორი ნება ამ თვალუწვდენელ
ქვეყანაში ცხოვრებისა~, მაგრამ რაკი პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზე კაცმა კაცისა
დაანთხია... რაკი კაცი მოსისხლეა... რაკი კაცი ძაღლზე შეუბრალებელია და დაუნდობელია,
ამიტომ ხდება კაცის კვლა.
ამას თუ ცალკე კაცი აკეთებს, საელმწიფო მასას ჩამორჩება. სახელმწიფო, რომელიც
ანტაგონისტური, ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესთა მქონე ადამიანების კრებული,
თავისივე მოგონილი და ოფიციალურად დამტკიცებული კანონის მეშვეობით, სახელმწიფო
კანონების ძალით ახდენს ............................... ადამიანების სიკვდილით დასჯას.
კაცის სიკვდილით დასჯის პრობლემას მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ მოთხრობა
`სარჩობელაზედ~ (1871 წ.), რომელიც აგებულია მეურმე გლეხი-კაცის პეტრეს თვალით
დანახული და განცდილი სურათბის საფუძველზე. სურათები კი იმდენად რეალურია
(თუმცა პეტრეს არა სჯერა), რომ ქალაქის მოსახლეობისათვის უკვე ჩვეულებრივ მოვლენად
არის ქცეული, მასზე დიდ რეაგირებას აღარ ახდენს.
პეტრე გაქურდვიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ თბილისის გზას ადგია, წისქვილის ქვები
უნდა იყიდოს. იუიდა კიდევ და ქალაქში გასასვლელად დროც დარჩა, იფიქრა ავლაბრის
მოედანზე გავალ, ქვეყანაა, შევიყობ რასმეო.
შეიტყო პეტრემ, რომ მახათაზე თოდი რომ გავარდება კაცს ჩამოარჩობენო.
პეტრეს კაცის ჩამორჩობა არასოდეს ენახა, გულმა იქით გაუწია, მოდი ესეცა ვნახოო.
მივიდა მახათაზე ერთ განაპირა ადგილას მდგარი სარჩობელა დაინახა. ხალხის სიმრავლემ
და მათმა აუღელვებელმა სახეებმა გააკვირვა პეტრე:
`ვთქვათ, კაცები ჩემსავით თამაშად მოსულანო, ამ დედაკაცებს რაღა ღმერთი
გასწყრომიათო, ეგრე თავი მოუყრიათო! რა მაგათი საქმეაო.
ბოლოს ამაზედ დადგა, რომ სწორედ ტყუილი რამ თვალთმაქცობა იქნება ჯამბაზისაო.
`არც ეგ არის ურიგოო, _ სთქვა გულში პეტრემ, _ ეგ უფრო კარგიც იქნება, თორემ მართლა
კაცის ჩამორჩობა აბა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო, რაც უნდა იყოს,
ღვთის სული ადამიანია. კიდეც იმიტომ ამოდენა მანდილოსანს თავი აქ მოუყრია.
დედაკაცის თვალი მსუნაგია თვალთმაქცობაზედ... ახლა იმ სომეხმა ხომ მომატყუა. კაცს
არჩობენო, რა გაიტანა? აქაო და სოფლელია, მალე მოტყუვდებაო. ვთქვათ, რომ მოვტყუვდი,
მითამ რაო? თამაშას ხომ ვნახავ... ღვთის წინაშე კი, იქავ რომ მცოდნოდა თვალთმაქცობას
ითამაშებდნენ, იქნება არც წამოვსულიყავ, აი! ჰაი, ჰაი, კაცის გული მალია, მალი ცოდვის
საქმეზედ. კაცის დარჩობის სანახავად გამოუქნელ მოზვერსავით კი გამომიწვია და!.. ამ
პატარა გულში რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებს~.
`ბევრს რაღაცეებს მოსთქვამდა ჩვენი უსაქმო პეტრე, სრულად დარწმუნებული, რომ აქ
თვალთმაქცობა რამ იქნება, თორემ დედაკაცებს აქ ან რა ხელი აქვთო, ან ვინ მოუშვებდაო~.
აი ამ მსდგომარეობაში იყო პტრე რომ კაცი ჩამოარჩვეს... `უბედური სარჩობელაზედ
ჩამოეკიდა, ქანაობა დაიწყო და ფართხალი~.
პეტრეს არც ეს ჩამორჩობის სურათი სჯერა... `დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები,
მაინც არ დაგიჯერებ~, _ ამბობდა თავისთავად პეტრე.
ეს მისი დაუჯერებლობა ხომ რა კარგი, ამას ხალხის მოქმედება დაემატა, რაც კიდევ უფრო
საკვირველი იყო პეტრესთვის:
`ხალხი, წუთის წინ სულგანაბული, ეხლა მხიარულად ჰყაყანებდა და ლაზღანდარობდა
კიდეც. დაირღვა ხალხის გროვა, დაიშალა და გაიშალა მინდორზედ. ყველამ თავის
სახლისკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხვინო და გულის ამაზრზენი
თამაში ნახა~.
ნანახის დაუჯერებლობა პეტრეს დიდხანს გაჰყვებოდა, რომ არა ვიღაც უცნობი ბიჭის მიერ
ჯიბეში ჩადებული წერილი, იქ მოთხრობილი ამბავი, რომელიც ბაკებში დაბრუნებულმა
უმალ შვილს წააკითხა:
`დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩვეს, ჩემი ძმა იყო~... ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით,
ყველანი ჩვენთვის, გამოვწიეთ ქალაქისაკენ გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზე გულ
ამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას... ჩემი საცოდავი
ძმა ერთი უჯიათო იყო, თვითრკული, და ვაი რომ ამასთანავე გულნამცეცაც იყო. ღმერთმა
მაპატიოს ის ერთად-ერთი ძმა-კაცი ის ერთად-ერთი ადამიანი ჩემი კეთილის-მყოფელი,
ჩემთვის თავდადებული, ჩემი მოსიყვარულე და ერთგული. დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ
კატასავით ჩამოარჩეს!.. განა ამას შევარჩენ ქვეყანასა, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზედ ქუდი
მახურავს, მინამ პიში სული მიდგა!..
`ბოლო ხომ იცი: დღეს ჩემი თვალით ვნახე, რომ ჩემი ერთად-ერთი ძმა, ერთად-ერთი
კეთილის მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომირჩეს, თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე
კი ვუყურებდი და ვიწოდი... არ შეგარჩენთ, არა, ამ ამბავს!.. ყველამ უნდა მიზღას ჩემი
დანაკარგი. ძმის სისხლს, მინამ ცოცხალი ვარ, ავიღებ. მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო,
ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით.
განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი...
`მშვიდობით! თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემ ძმასავით
სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის...~
ვიდრე სიკვდილით დასჯის საკითხს, რომელიც ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოს
სესიაზე მთელი სერიოზულობით დააყენა, ვიტყვი, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა
მართლმსაჯულების ჰუმანურ პრინციპებზე გადაყვანის საქმეში. მან პეტერბურგში
სახელმწიფო თათბირზე სიკვდილით დასჯის საკითხის დაყენებამდე 26 წლით ადრე, 1883
წელს (ნოემბერს) გაზეთ `ივერიაში~ გამოაქვეყნა წერილი სათაურით: `სამართალი და
ზღვევა~.
წერილი მოცულობით პატარაა, მაგრამ თავისი შინაარსით ღმა პუბლიცისტური
ნაწარმოებია. მართლმსაჯულების ჰუმანურ პრინციპეზე გადაყვანის ილია ჭავჭავაძისეული
დოქტრინა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად დებულებებზე:
`ყოველი დანაშაული კაცისა წინაშე კაცია და საზოგადოებისა ასე თუ ისე დასჯილ უნდა
იქმნას, ესე იგი ყოველი ბოროტად მოქმედი კაცი უნდა დაყენებული იქმნას ისე, რომ ვერ
შესძლოს ბოროტის ქმნა, და თუ მოსარჯულებელია, ისე უნდა გარემოცულ იქმნას, რომ
მორჯულდეს, გასწორდეს, გაკეთდეს და ისევ პატიოსნად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
`ჩვენი გულითადი აზრი არის, რომ სასჯელი ზღვევა არ იყოს, სამაგიეროს გადახდას არ
მოასწავებდეს, ერთიდა და მეორეც ჩვენის ფიქრით, აუპატიურებს იმ უწმინდფესსა და
უმაღლეს დანიშნულებას განიკითხვაზე, რასაც ჩვენ მართლიერებას, სამართალს ვეძახით,
და ურომლისოდ კაცთა საზოგადოებას, კაცთა კრებულს ერთს წუთსაც გაძლება არ
შეუძლიან.
`მართლიერება, სამართალი, მთელის ერის განწმენდილი სინდისია, მთელის ერის
განწმენდილი ნამუსია, და როგორ უნდა იკადროს ამ საყოველთაო სინდისმა, ამ
საყოველთაო ნამუსმა, ჯიბრში ჩაუდგეს შემცოდველსა და `კბილი კბილის წილ და თვალი
თვალის წილ~ ............. აქ საჭიროა მოარჯულება შემცოდველისა და არა ჯვარცმა და შანთით
გლეჯა ხორცისა, ტანჯვა და წვალება~
ილია ჭავჭავაძე ამავე წერილში მართლმსაჯულების, მართლიერების, სამართლის აქ
ჩამოთვლილი პრინციპების განხორციელებაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამასხილებს
მსაჯულების როლსა და დანიშნულებაზე. იგი სწერს, რომ: `ერთი უდიდესი მოვალეობა
ადამიანისა მსაჯულობაა. მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი
ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთის სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა,
ჩვენი ადამიანობა. იგი განხორციელებული ნამუსია და განხორციელებული სინდისია
მთელის ერისა. ერის უკეთეს კაცთაგან შეძელბისამნებრ განწმენდილი და კუთვნილ
სიმაღლეზედ დაყენებული.
`ეს მთელის ერის ნამუსი, მთელის ერის სინდისი მაშინ უფრო იტანჯება, მაშინ უფრო
იმღვრევა, როცა შემცოდველს უყურებენ როგორც მსხვერპლს ზღვევისას, სამაგიეროს
გადახდისას, ვიდრე მაშინ, როცა ცალკე კაცი რაიმე დანაშაულს, რაიმე ცოდვას ჩაიდენს და
ამით ასე თუ ისე შეაშფოთებს საზოგადოებას.
`ეგ სინდისი, ეგ ნამუსი, სიყვარულით, გულისტკივილით გამკითხველია ცოდვილისა და
არა რისხვით და წყრომით მქნეველია ალესილი ხმლისა. იგი სწუხს ცოდვილის დანახვაზედ
და არა ჰხარობს-კი, რომ აო მომეცა შემთხვევა ბოროტს ბოროტი მივუწყოო და ცოდვილი
წამებას მივცეო. ამით არის საყვარელი, ამით არის ეგ საყოველთაო სინდისი ტკბილი, ამით
არის საყვარელი, ამით არის მომხიბვლელი და სატრფიალო~.
წერილი დაწერილია ტფილისის სახელოწნო სასწავლებლის ყოფილი მოსწავლისათვის
ტფილისის სასამართლოს მიერ 24 ნოემბერს დადებულ მსჯავრთან დაკავშირებით.
ყოველ ქვეყანაში ქვეშევრდომების დამორჩილების სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის
სიკვდილით დასჯას რომ იყენებენ, იქვე დაპირისპირებულთა ბრძოლის დიალექტიკური
კანონის თანახმად ჩნდება ადამიანებით, ადამიანთა ჯგუფები (რომლებიც შემდეგ დიდ
მასად, მთელ საზოგადოებად ყალიბდება) ქვეშევრდომების დამორჩილების ფორმების
შერბილების ან გაუქმების (მოსპობის) მოთხონით.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთის იმპერიაში ასეთი ადამიანის სახით ილია
ჭავჭავაძე მოგვევლინა (სახელმწიფო საბჭოს მცირე ჯგუფთან ერთად).
სიკვდილის ბუნების ზოგადად, და სიკვდილით დასჯის, კერძოდ, საკითხების შესახებ
საკაცობიო მნიშვნელობის მქონე აზრებით დატვირთული ილია ჭავჭავაძე 1906-1907
წლებში პეტერბურგში ჩავიდა სახელმწიფო საბჭოს პირველ და მეორე სესიის მუშაობაში
მონაწილეობის მისაღებად, როგორც ქართველ თავად-აზნაურთა მიერ წარგზავნილი
დეპუტატი.
პეტერბურგში ამ პერიოდში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის პერიპეტიებს გადმოგვცემს
პავლე ინგოროყვა ჟურნალისტ მ. ბოლქვაძის მოგონებების და სხვა ისტორიული წყაროების
საფუძველზე.
ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა 1906 წლის მარტში როგორც საქართველოდან
გაგზავნილი დელეგატი – ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი.
სესია გაგრძელდა 1906 წლის 27 აპრილიდან 12 ივლისამდე. ივლისში ილია ჭავჭავაძე
საქართველოში დაბრუნდა და 1907 წლის თებერვლამდე დარჩა. სახელმწიფო საბჭოს მეორე
სესიისათვის იგი თებერვალშივე ისევ პეტერბურგში გაემგზავრა. სახელმწიფო საბჭოს მეორე
სესია გაიხსნა 20 თებერვალს და გასტანა 5 ივნისამდე.
პეტერბურგში
1906-1907 წლებში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოს ინტერესებისათვის
დაუღალავი მსახურების საუკეთესო ნიმუშია. მაგრამ აქედან გამოვყოფ პირველ სესიაზე
ჩასვლის წინა პერიოდში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე გაცემულ პასუხს და
მეორე სესიაზე წარმოთქმულ სიტყვას სიკვდილის მოსპობის შესახებ (ამ სიტყვის დედანი,
სამწუხაროდ, დღემდე ნაპოვნი არ არის).
ილიამ კორესპონდენტებს განუცხადა:
`სახელმწიფო საბჭოშივე ამომირჩია თავად-აზნაურობამ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოში მე
მარტო თავად-აზნაურთა საჭიროებებზე ვილაპარაკებ, თუ ამას ჰფიქრობენ ზოგნი ჩემნი
ამომრჩეველნი – ეს დიდი შეცდომაა. სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურთა სახელით
შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი საბჭოში
მთელი საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები. საერთო კითხვებსაც
შევწირავ ჩემ ღონეს~ (პ. ინგოროყვას შესავალი წერილიდან).
რაც შეეხება მეორე საკითხს – სიკვდილით დასჯის მოსპობის მოთხოვნას:
`სახელმწიფო საბჭო გაიხსნა 1906 წლის 27 აპრილს.
ილიამ და სახელმწიფო საბჭოს ერთმა მცირე ჯგუფმა შეადგინეს სახელმწიფო საბჭოს
მემარცხენე ფრთა~ (პ. ინგოროყვა).
`ეს მცირე ჯგუფი შეადგენდა განცალკევებულ კომისიას და დიდს ყურადღებით ადევნებდა
თვალს პირველ სათათბიროს მუშაობას. ეს წრე თავის კრებებზე არჩევდა იმ კითხვებს,
რომელნიც სათათბიროში მზადდებოდა. ასეთი დიადი საკითხები იყო: ამნისტია,
სიკვდილით დასჯა, აგრარული კითხვა და სხვა...
სიკვდილით დასჯის მოსპობის შესახებ ვრცელი მოხსენების შედგენა ილიამ იკისრა~ (მ.
ბოლქვაძე).
`სახელმწიფოს მეორე სესიაზე ილია გამოდის სიტყვით სიკვდილით დასჯის მოსპობის
შესახებ. ილია ამ გამოსვლისათვის დიდხანს ემზადებოდა. ჩვენამდე შემონახული ამ
სიტყვის შავები, კონსპექტური ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ ილიას ეს სიტყვა ვრცელი
მოხსენების სახით მოუხაზავს.
ილიას სიტყვის შესახებ (სიკვდილით დასჯის მოსპობის შესახებ – ავტ.) წყაროებში შემდეგი
ცნობებია შენახული:
ინიციატორი სახელმწიფო საბჭოში საკითხის დამისა სიკვდილით დასჯის მოსპობის შესახებ
ილია ყოფილა. ეს კითხვა წინასწარ ყოფილა სახელმწიფო საბჭოს მემარცხენეთა ჯგუფში
(რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და წევრ იყო ილია. სახელმწიფო საბჭოზე
სიტყვა წარმოუთქვამს 1907 წლის 17 აპრილს ან 2 მაისს).
ილიას სიტყვა პირდაპირ იყო მიმართული მთავრობის რესპრესიების წინააღმდეგ (სიტყვის
კონსპექტში ილიას ჩანიშნული აქვს გასაშლელად შემდეგი დებულება: `Убийство,
смерьельная казны стали таким обичным явлением... Подобная события перестали
быть .............~ (შეადარე `სარჩობელაზედ~ - ავტ.)
სიტყვის იმავე კონსპექტში ილიას ჩანიშნული აქვს წარმოსათქმელად: `вопросы об отмене
смертный казны, несмотря на наши старания, не придёт... группа стовит этот вопрос
слишком малочисленная, чтобы произвести какое-либо впичитление огромного
большинства остальных~ (პავე ინგოროყვა).
ეხლა მომყავს მოკლე კონსპექტი ილია ჭავჭავაძის სიტყვისა სიკვდილით დასჯის მოსპობის
შესახებ, რომელიც დაწერილია თვითონ ილია ჭავჭავაძის ხელით (იხ. ილია ჭავჭავაძე, ტომი
X, `მიმოწერა~, თბ., 1961 წ. გვ. 465-466):
1. გრძნობაც ერთი დარგია ცნობადისა და საჭიროა – როცა ჭკუა მოკლებულია შეძლებას
გაიგოს რამე. შესპირმა გრძნობით სასწაულები მოახდინა ცნობისა და ცოდნისათვის.
გრძნობა სულიერი მარტო ადამიანის ნიჭია.
2. ჰო და არა, რაც კი თქმულა სიკვდილის თაობაზე, რომ სასწორზე დაიდვას არა მგონია ისე
თვალსაჩინოდ გადიხაროს ან ჰოსა და ან არასკენ, რომ ამ გადახრამ დაარწმუნოს ვინმე და
სხვ.
3. ხოლო სამი რამ საბუთია წინააღმდეგ სიკვდილით დასჯისა:
ა) აჩლუნგებს გრძნობას შენებურს, რომელსაც სისხლი ეზიზღება და ხშირის ნახვით კი
ყურიც ეჩვევა და გრძნობაც. მაგ.: ახლა სიკვდილი ისეთი ჩვეული რამ ამბავია, არავის-ღა
უმღვრევს გულს და ყურადღებასაც არ აქცევს; ბ) არყევს ზნეობას, რადგანაც ართმევს იმას,
რის მიცემაც არ შეუძლიან; გ) შეცდომა დასჯისა აღარ სწორდება და უდანაშაულოს ჰკლავს.
4. ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე.
5. მთელი ქვეყანა თხოულობს (სიკვდილით დასჯის მოსპობას) და ........................ მიცემაში
შევცდით. (ილია ჭავჭავაძე აქ მიანიშნებს სქოლიოში: პუარეს სიტყვას: `მე მტერი მიყვარს
მხოლოდ მაშინ, როცა ვხედავ სახრჩობელაზედ ჩამოკიდებულს~). ნუგეში იმაშია, რომ
ავყევით ხმას ღვთისას, რადგან ხმა ერისა არის ხმა ღვთისა.
6. საბუთად მოყვანა იმისა, რომ სიკვდილით დასჯა ამრავლებს თუ აკლებს დანაშაულობას,
არაფერს არ მოასწავებს, რადგანაც დანაშაულობის სიმრავლე სხვა ათასნაირ მიზეზებზეა
დამოკიდებული.
6. ჰოდა არას საბუთებს შორის ერთი რამ არის ზოგადი: ერთიცა და მეორეც ხელშესახებ
საფუძველზე არ არის დამყარებული და წარმოადგენენ მარტო შ/რ/მამ/რ/ როგორც ერთისას,
ისე მეორისას. აქ მარტო დიალექტური ღონისძიებაა ერთმანეთის დასაჭერად მიმართული
(სქოლიოში მითითებულია, რომ რიცხვი 6 ორჯერ არის განმეორებული; და კიდევ:
დასაწყისიდან ვიდრე აქამდე ნაწერია ფანქრით, მეორე ნაწერია მელნით).
7. Убийство, смертная казнь, стала таким обичным явлением, собития такого рода до того
приучили нас относиться к ним равнодушно, что приступилась чувчтво для возмущения и
ошущения всей тестокости этих явлений, а это открываль путь к огрубению в стране
неродного чувство.
По ......... собития, как обичная собития, как обичная явления, перестали быть новостью.
Не заговоривает уже чувство во ...... (წინადადება დაუმთაბრებელია) ილია ჭავჭავაძის
სიტყვის კონსპექტის კარგი ფსიქოლოგიური ანალიზი აქვს გაკეთებული `ფსიქოლოგიური
ლექსიკონის~ (2007 წ.) ავტორს.
თუ კარგად დავაკვირდებით `კონსპექტის~ ყოველ მუხლს, დავინახავთ, რომ მათში
ჩადებული მოსაზრებები წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის ზემოთ განხილული ნაწარმოებებში
გაბნეული მოსაზრებების შეკუმშული სახით გადმოცემას.
ვთქვი და გავიმეორებ, ილია ჭავჭავაძე სიკვდილით დასჯის მოსპობის მოთხოვნის წინ
წამოწევით გვერდში ამოუდგა ევროპის გამოჩენილ შემოქმედებს. მაგალითად დავასახელე
ინგლისელი პოეტი ჯონ გორდონ ბაირონი (1788-1824). ათი წლისამ შთამომავლობით
ლორდის ტიტული მიიღო, რამაც უფლება მისცა გამხდარიყო ლორდთა პალატის წევრი და
პალატის სხდომის ტრიბუნიდან (1812 წ. 27 თებერვალი) წარმოეთქვა მგზნებარე სიტყვა
ლუდიტებისათვის სიკვდილით დასჯის კანონზპროექის შემოღების წინააღმდეგ.
`ეს ადამიანები – ხელი გაიშვირა ბაირონმა პალატის წევრებისკენ – მძიმე დამნაშავენი არიან.
დანაშაულისა, რომლის სახელია სიღარიბე, გაჭირვებამ მიიყვანა ისინი
სასოწარკვეთილებამდე და პალატს კი არ უნდა მოეგონებინა სისხლიანი კანონები, არამედ
მოეგონებინა ხალხის დახმარების საშუალებები. შეგიძლიათ თუ არა თქვენ გამოამწყვდიოთ
მთელი საგრაფო საკუთარ ხიცეებში? ან თქვენ გინდათ ყოველ მინდორში სარჩობელები
დადგათ და ადამიანები ჩამოჰკიდოთ საფრთხობელების მაგიერ? – მიმართავს ეს პოეტი მის
წინ მსხდომ კანონმდებლებს~.
მის სიტყვას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო შეეჩერებინა შეტანილი კანონპროექტის დამტკიცება,
მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ დროის ინგლისის მოწინავე
საზოგადოებაზე. მის ამ სიტყვას მოჰყვა ოდა მიძღვნილი კანონის ავტორებისადმი,
რომელშიც პოეტური ფორმით მოცემულია სიტყვაში წამოყენებული აზრები.
გთავაზობთ ნაწყვეტებს ბაირონის სიტყვისა, როელიც წარმოთქვა მან ლორდთა პალატაში
1812 წლის 27 თებერვალს დაზგების დამშლელთა წინააღმდეგ კანონის განხილვის დროს.
(უნდა მოიძებნოს ქართული თარგმანი).
$. წინაპრების მხრებზე მდგარი

`შორს იმიტომ ვიხედებოდი, რომ ბუმბერაზების მხრებზე ვიდექი~ - ისააკ ნიუტონი (1647-
1727) – გენიალური ინგლისელი მათემატიკოსი
ფილოსოფიის მთავარი საპრობლემო საკითხების ირგვლივ ილია ჭავჭავაძუს ცოდნა ძველი
ბერძენი ფილოსოფოსისგან დაწყებული ეჭვს არ იწვევს და არც საკამათოა მათი გავლენა ამ
საკითხებზე ილია ჭავჭავაძის შეხედულებების ჩამოყალიბებაზე.
მაგრა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ილია ჭავჭავაძე ფილოსოფოსის პრობლემები
საკითხების გარკვევაში თავისი წინაპრების – შოთა რუსთაველის და ნიკოლოზ
ბარათაშვლის მხრებზე მდგომი ქართველი მოღვაწე იყო.
დიახ, ილია ჭავჭავაძეს თამამად შეეძლო გაემეორებინა სიტყვები, რომელიც წარმოსთქვა მან:
`მე ჩემი წინაპრების მხრებზე ვდგევარ და შორს ვიყურებიო~.
შოთა რუსთაველის პოემა `ვეფხის-ტყაოსანი~ - ეს უძირო მორევი, ზღვა აზრისა და
გრძნობისა~ (ილია ჭავჭავაძე) ფილოსოფიური მეცნიერების პრობლემურ საკითხებსაც
შეიცავს, რომელთაგან გამოვყოფ შემდეგ ორს: მოძრაობაში როგორც სიცოცხლის
მომნიჭებელი და ფილოსოფიის მთავარი საკითხი – ცნობიერების დამოკიდებულება
ყოფიერებისადმი.
ილია ჭავჭავაძე პოლემიკურ წერილში: `აკაკი წერეთელი და `ვეფხის-ტყაოსანი~ (1887 წ.)
ტარიელს რომ ახასიათებს როგორც ახოვანს, ღონიერს, ჯანმრთელს, სულითა და გულით
ძლიერს, უშიშარ ვაჟკაცს, იქვე მიუთითებს, რომ `ტარიელი დიდის გულისთქმის კაცია,
იმისთანა გულისთქმისა, რომელსაც ვეღარც ხორცი უძლებს და ვეღარც სული, და რომელიც
ჭკუას, გონებას მთლად იმორჩილებს როგორც ზარი, ელდა, მეხი. რაკი კაც ჭკვა და გონება
გამოეცლება, ისმკვდარია საქმისათვის, მოქმედებისათვის, ამიტომაც ტარიელისთანა
ღონიერი კაცი და ამასთანავე გულისთქმისა ყოვლად შემძლებელია, თუ გარემოება
ცხოვრებისა გულისთქმაში ხელს უწყობს, ესე იგი, თუ გულისთქმას კმაყოფილებას აძლევს
და აჩუმებს, - და თუ არა, ამისთანა კაცი სუსტია, უღონოა, უქმია, ერთის სიტყვით –
სნეულია.
`,ართალია, ტარიელი ბრძენია, მაგრამ ბრძენია მარტო მაშინ, როცა გულისთქმას არ შეუპყრა
და გულისთქმით შეპყრობილი კი სნეულია, ცნობა-დაკარგულია... გულისთქმამ ცნობა
წაართვა, ცნობის წართმევამ – ღონე და უღონობამ მჩვრად აქცია ეს ახოვანი კაცი.
ტარიელის მეგობარი ჭკვიანი და ბრძენი ავთანდილი, რომელსაც გულისთქმა
დამორჩილებული (იგი არსად, არც ერთს მაგალითს არ წარმოგვიდგება ან ჰყავს
დაბნედისას, ან გულთ-შემოყრისას და სხვა ამგვარის მარცხისას გულისხმისაგან), და
რომელმაც კარგად იცის, რომ ტარიელი წადილს, გულისთქმას წაუღია, და იმითია სნეული,
რომ ვერც ერთი ვერ უძლევია, ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, მართლა-და უებარს წამალს
ურჩევს ტარიელს:
`რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, - ნუ წადილთა ნებასა~
ილია ჭავჭავაძე, საგანგებოდ არაფერს ამბობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ავთანდილმა ტარიელს
კიდევ უფრო უებარი წამალი ურჩია – მოძრაობა, გულისთქმისაგან დასუსტებულს, უღონოს
და ცნობაართმეულს შეკაზმული ცხენი მოჰგვარა და ეხვეწება შეჯექიო, იცოდა რომ
შეჯდომა კაეშანს გაუქარვებდა.
`ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,
ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი,
ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესეც აწინდელი,
მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!..
ეხვეწებოდა: `შეჯეო~, აჯას ხვეწნითა არვებდა,
იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა.
ლერწმისა სარსა დადრეკდა, გიშერსა დაიკარვებდა.
დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.
ცხადად უთხრა: `შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა~.
მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა,
მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,
ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.
შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
მისთვის სძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა,
მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.
რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,
გაანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან,
ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან;
ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.
რაც შეეხება ფილოსოფიის მეორე და მთავარ საკითხს ცნობიერებისა და ყოფიერების
ურთიერთმიმართებას, შოთა რუსთაველი მას მატერიალური ფილოსოფიის
თვალთახედვით განიხილავს და ცნობიერებას და ყოფიერებას (გულს, ცნობასა და გონებას)
ერთიერთმანეთზედ დაკიდებულ ცნობებად მიიჩნევს – საითაც გული წავა, ცნობა და
გონებაც იქითკენ წავა.
`გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან,
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნ ჰკიდიან~.
`შენ უმარილვ ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვით რა გიამბო ცნობილსა?
ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელბის, ლმობილსა,
ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა~.
ნიკოლოზ ბარათაშვილის საყოველთაო, საკაცობრიო ჭირსა და მწუხარებაზე საუბრობს
ილია ჭავჭავაძე (იხ. `წერილები ქართულ ლიტერატურაზე~ წერილი IV, 1892 წ. ეს წერილი
ცალკეც იყო დაბეჭდილი `ივერიაში~ #77, 1882 წ. სათაურით `ნიკოლოზ ბარათაშვილი,
პატარა ეტიუდი ერთის წერილიდამ ამოღებული~) და აღნიშნავს, რომ რომ `ნ.
ბარათაშვილმა განიწმინდავა სიყვარული და სიყვარულში სულიერებას უფრო თაყვანს
სცემდა, ვიდრე ხორციელობას. იგი მით იყო უფრო ძლიერი ლირიკაში, რომ მისნი
გულისთქმანი, მისნი გრძნობანი, მისნი ჭირნი და მწუხარებანი უფრო საყოველთაო,
საკაცობრიონი არიან, ვიდრე კერძონი, ვიდრე მარტო მის საკუთარ გულისანი. მისი კვნესა
კაცობრიობის კვნესაა, მისი ჩივილი კაცობრიობის ჩივილია, მისი ვერმიწვდენა სურვილისა
კაცობრიობის უღონობაა~.
საყოველთაო, საკაცობრიო კვნესა და ჩივილი ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაში
მრავალმხრივია. მათგან გამოვყოფ მისი სულის დაუოკებელ სწრაფვას გაუთავებელ
მოძრაობაში მყოფი სამყაროს შეცნობისა, იქ მშვიდი ბინის პოვნისა, სამყაროსი, რომელსაც
`არც თავი აქვს, არც ბოლო, არც ჰო და არც არა~.
სულის სიმშვიდის ძიებაში პოეტი სიყვარულს მიმართავს, მერე სარწმუნოებას, მაგრამ
ვერსად ვერ იპოვა იგი სადგური მყუდროებისა. ილია ჭავჭავაძე მის უიმედო მდგომარეობას
ასე აღწერს:
`იმედდაკარგულს მიესია `შავად მღელვარე ფიქრები~ სულისა და გულის უბინაობისა და არ
იცის, სად და როგორ მოიშოროს, სად და როგორ გაექცეს, და ეხვეწება თავის `მერანს~,
რომლის ჭენებას მართლა რომ ბუნებით საზღვარი არა აქვს, ვითარცა ჭკუა-გონების ქროლას,
გასწიო – და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარიო.
ყველაფერი დამითმიაო: ჩემი მამული, სწორნი და მეგობარნი, მშობელნი, ტკბილად
მოუბარი, სატრფოც-კი, ერთის სიტყვით ყოველი იგი, რაც შეადგენს ყოველი კაცის ცალკე
საგანს გულის ტეხისას, ჭირისას და ლხინისას...
`...მართალია, ცის იქით ვე იპოვა სადგური, რადგანაც ადამიანის უძლურ გონებისავის
მიუწვდომელიაო, მაგრამ მაინც თავის `მერანის~ იმედი არ დაჰკარგვია და ეუბნება: თუ ცას
იქით ბინას ვერ მიწვდი, შენ შენსას მაინც ნუ დაიშლიო:
გასწი მერანო, გარდამატარე ბედის საზღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი.
აშკარაა, საზღვარ-დადებული სიგრძე-სიგანე ადამიანის აზრიანობისა ჩვენის პოეტის
`სულის კვეთებას~ ვერ იტევს; მას სურს ეს საზღვარი ბედისა გაარღვიოს და ნიავს მისცეს
თავისი `შავად მღელვარი ფიქრი~. რომ დაუსრულებელი სივრცე ცისა და ქვეყნისა
მოიაროს~.
ნიკოლოზ ბარათაშვილი – `ბრწყინვალე წარმომადგენელი ევროპეიზმისა~, ჩვენდა
საუბედუროდ უდროოდ ჩვენთვის დაკარგული პოეტი, ერთად-ერთი მწერალი, რომელიც
სხვაზედ უფრო მეტად, სხვებზე უფრო მკაფიოდ და თვალნათლად ატრიალებს ჩვენს აზრს
და ცნობის წყურვილს იმ თვალუწვდენელს სფეროში, საცა ზოგად-კაცობრიობის
დაუსრულებელი საჭირბოროტო კითხვა-პასუხია რწმენისა და არ-რწმენისა, მყოფობისა და
არ-მყოფობისა, საცა ღაღადებაა ყოველგვარი სულისკვეთებისა და ვნებათა ღელვისა. ნ.
ბარათაშვილის დიდი მნიშვნელობა, ჩვენის ფიქრით, ამაშია: ამიტომაც მართალი სთქვა, რომ
მის მიერ გავლილი გზა ჩვენში ჯერ უვალი იყო, მან თვისს მერანს გადაათელვინა და
ნავალიც დააჩნევინა, ვინ იცის ვისთვის და ......................?~
სამყაროს მუდმივი მოძრაობის, დაუსრულებელი რბოლის განახლებისა და განვითარების
ბარათაშვილის მიერ გაკვალული გზით სიარულის ბუნებრივი გაგრძელებაა ილია
ჭავჭავაძის შემოქმედების საერთოდ, და კერძოდ ის მხარე, რომელიც ფილოსოფიურ
პრობლემებს ეხება.
პავლე ინგოროყვას დასკვნაა: `ნამდვილი სულიერი წინაპარი ილიასი არის – გენიოსი
ქართლი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი, პირველი დიდი ფუძემდებელი ახალი ქართული
მწერლობისა, რომელმაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დასახა ქართული
ლიტერატურის განვითარების ახალი გზა~ - ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი მასზედ
ამხედრებული მხედარით მირბის, მიფრინავს, უგზო-უკვლოდ უსასრულო სამყაროში, მის
სრბოლას, ფრენას, ჭენებას ხომ საზღვარი არ უდევს; მირბის, მიფრინავს, რა თა მის შემდგომ
მომავალ მომეთ სავალი გზა გაუადვილოს, ახალი განვითარება, სიცოცხლე შთაუნერგოს.
ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში თერგი (წყალი – ძველი ბერძენი ფილოსოფოსის თალესის
მსგავსად) რბის, თერგი ღრიალებს, მის სრბოლასაც არა აქვს სზღვარი და ეს რბოლაა,
მოძროაბაა ქვეყანას ძალასა და სიცოცხლეს რომ აძლევს.
მართალია თერი ორპირი აღმოჩნდა, ზურგი რომ ჩვენსკენ შემოაბრუნა და პირი რუსეთისკენ
ქნა, დამდოვრებული შეიქმნა, მოძრაობა შეანელა, მაგრამ ისე არ იზამს გაჩერდეს, გუბედ
გადაიქცეს, სიცოცხლე მოისპოს.
$. რომელის აზრის ან საქმის პატრონი ან მიმყოლია

ილია ჭავჭავაძე საზოგადოებრივ სარბიელზე გამოსული კაცის აზრის ან საქმისადმი


მიყოლას, კუთვნილებას რომ იხილავს (იხ. `წერილები ქართულ ლიტერატურაზე~. წერილი
პირველი 1892 წ. `ივერია~ #39/12 სწერს:
`საზოგადო სარბიელი მოედანია საზოგადო ცხოვრებისა, რომელიც ამ შემთხვევაში სხვა არ
არის-რა, გარდა აზრთა და საქმეთა ერთმანეთთან ბრძოლისა ცხოვრებისავე ესე თუ ისე
მოსაწყობად და გასამართავად; იმიტომ, რომ ყოველი აზრი, ყოველი საქმე, ცხოვრებისათვის
ასე თუ ისე შესაწყნარებელი იმავ არსებობისათვის ბრძოლის კანონს ექვემდებარება. როგორც
სხვა ყოველი ამ ქვეყნიერებაზე, და ისე არ აჩენს თავს, რომ ან ყოველს აზრს, ან საქმეს წინ არ
შეეხალოს და ომი არ გადაუხადოს ადგილის დასაჭერად.
`ყოველს ამისთანა აზრს თუ საქმეს, სხვა ბევრ ძარღვთან ერთად უმთავრესი ძარღვი აქვს,
რომელიც, ვითარცა უმაღლესი და თვალსაჩინო ნიშანი ცნობისა, ხდება საბუთად
სახელწოდებისა. ამ სახელწოდებითვე იწოდება საზოგადო სარბიელზე მოქმედი კაცი
იმისდა მიხედვით, თუ რომელის აზრისა, ან საქმის პატრონია და მიმყოლი. მაგალიტებრ,
როცა იტყვიან ეს კაცი ნაციონალისტია, კოსმოპოლიტია, ლიბერალია, კონსერვატორია,
იდეალისტია, რეალისტია, ფრიტრედერია, პროტექციონისტია, რესპუბლიკელია,
მონარქიელია, ამით არამც თუ მარტო მის მიერ დაჩემებულს, შეთვისებულს და
მოზღვრებულს, საზოგადოების აზრს და მიმართულებას გვისახელებენ, არამედ მათ
საპირისპიროსაც~.
წინა პარაგრაფებში შევეცადე მეტ-ნაკლები სისრულით გადმომეცა ილია ჭავჭავაძის აზრები
ფილოსოფიის ორი საკითხის ირგვლივ:
1. მატერიის მუდმივ მოძრაობაში ყოფნის თვისება და მატერიის მოძრაობა როგორც
სიცოცხლის ძალისა და ღონის მიმცემი.
2. ფილოსოფიის ძირითადი საკითხის – ცნობიერების დამოკიდებულება ყოფიერებასთან.
ბევრი ისიც ითქვა, რომ საბჭოთა მეცნიერი-ფილოსოფოსები ილია ჭავჭავაძეს იდეალისტად
მიიჩნევდნენ და საყვედურობდნენ მარქსისტულ ფილოსოფიამდე ვერ მივიდაო.
ვეკითხები მათ, ვინც ილია ჭავჭავაძის აზრები წაიკითხა ზემოთ მოყვანილ ფილოსოფიის
საკითხებზე, სად არის აქ იდეალისტების მიმდევრობა, იდეალიზმის გამოვლინების თვით
მცირედი ნიშანიც კი?
კითხვაზე პასუხის გაცემა რომ გაადვილდეს, შემოგთავაზებთ `ფილოსოფიის მოკლე
ლექსიკონიდან~ (მოსკოვი, 1955 წ.) `იდეალიზმის~ განმარტებას: არამეცნიერული
მიმართულება ფილოსოფიაში, რომელიც ფილოსოფიის ძირითადი საკითხის გადაწყვეტისას
– ცნობიერების, აზროვნების დამოკიდებულების შესახებ ყოფიერებასთან – მატერიალიზმის
საპირისპიროდ პირველადი არის ცნობიერება, სული იდეალისტების აზრის .... წარმოადგენს
`ცნობიერების~, `აბსოლუტურის იდეის~, `მსოფლიო ულის განსახირებას~. იდეალიზმის
მიხედვით რეალურად მხოლოდ ცნობიერება არსებობს, ხოლო `მატერიალური სამყარო,
ყოფიერება, ბუნება არის მხოლოდ ცნობიერების, გრძნობების, წარმოდგენების, ცნებების
პროდუქტი~.
იდეალიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიასთან და ასე თუ ისე მივყევართ
ღმერთის იდეასთან. იგი პირველი მოკავშირე და დამხმარეა რელიგიისა.
საბჭოთა მეცნიერები იდეალისტებს, მათ შორის ილია ჭავჭავაძესაც ედავებიან, რომ
ისტორიის მამოძრავებელ ძალად აღიარებენ საზოგადოების მოწინავე, განათლებულ
ადამიანებს (ილია ჭავჭავაძის მიხედვით `გენიოსს~) ხალხის მასების გარეშე.
საბჭოთა კავშირში სოციალისტური რევოლუციის პრაქტიკამ დაადასტურა, რომ
რევოლუციური ძვრები დიახაც რომ ხალხის ვიწრო წრეში მზადდება (განათლებულების,
გმირების, გენიოსების მიერ) და შემდგომ ეტაპებზე ღებულობს მასიურ ხასიათს. ეს მასიური
ხსიათიც, არც თუ იშვიათად ძალის მეშვეობით ხდება მასიური, სახალხო. საბჭოთა
მეცნიერებიც, რომელიც თავის დასკვნებს, მოცემულ მომენტში, პარტიის პოლიტიკის
ცვლილების შესაბამისად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სცვლიდა, ვალდებულია
მეცნიერულიპატიოსნებით აღიაროს ფაქტი და მხოლოდ ყალბი თეორიული დოგმებით ან
`ზემოდან~ მოსული დირექტივით ნუ იხელმძღვანელებს, ისტორიულ ადამიანებს ნუ
მიაკერებენ დაუმსახურებელ იარლიყებს – პრაქტიკასაც დაუგდონ ყური.
კ. მარქსი ფოიერბსის შესახებ თეზისებში სწერს, რომ:
`ის საკითხი, ახასიათებს თუ არა ადამიანის აზროვნებას საგნობრივი ჭეშმარიტება, თეორიის
საკითხს კი არ წარმოადგენს, არამედ პრაქტიკულს. პრაქტიკაში ადამიანმა უნდა
დაამტკიცოს თუ რა აზროვნების ჭეშმარიტება, ე.ი. ნამდვილობა და ძალა, მისი
ამქვეყნიურობა, მათი პრაქტიკიდან გამოთიშული აზროვნების ნამდვილობისა და არა
ნამდვილობის შესახებ წმინდა სქოლასტიკაა,~ (იხ. `თეზისები ფოიერბახის შესახებ~, 1845
წ.).
გარდა აღნიშნულისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თვითონ ეს `გმირი,
განათლებული, გენიოსი ადამიანები მასების შუაგულიდან არიან გამოსული და ციდან
მოვლენილნი სულაც არ არია, ისინიც ისეთივე ნაყოფნი არიან ცხოვრების ვითარებისა,
როგორც სხვანი.
ილია ჭავჭავაძე ამის შესახებ წერს:
`ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომც გენიოსი ციდამ იყოს
ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროებისა, როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი
სრულია, დამწიფებულია... არც ერთი გენიოსი, ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ
გვიხსნის მას, რაც თითონ ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობაში, რაც თავის
დაუდგრომელ დუღილში ამოუგდია ზედაპირზედა, ამიტომაც ხანდისხან ამას უფრო იქნება
დაეტყოს თავისი დროების ნიშანი ყველაფრისა: ცუდისა, თუ კარგისა, ვიდრე მას, ვინც
დაიბადება ხოლმე მარტო იმისათვის, რომ უხეიროდ მოკვდეს~ (იხ. `საქართველოს
მოამბეზედ~ 1861 წ.).
ფილოსოფოსები (ჰერაკლიტე, არისტოტელე) `თანდაყოლილი, სტიქიური, პირველყოფილი
სიმარტივისა და გულუბრყვილო (ფრ. ენგელსი) თვისებების მიუხედავად, სამყაროს
ერთიანს, მთლიანს ხედავდნენ, რომელიც მუდმივ მოძრაობასა და ცვალებადობას განიცდის.
ჰერაკლიტე ეფესელს (540_480 ჩვ.წ.აღ.-მდე) დიალექტიკის ერთ-ერთ დამფუძნებელს
ეკუთნის სიტყვები: სამყარო ერთიანი, განუყოფელია, იგი არ შეუქმნია არც რომელიმე
ღმერთს და არც რომელიმე ადამიანს, ყველაფერი არსებობს და ამავე დროს არც არსებობს,
ვინაიდან ყველაფერი მიედინება, იცვლება, წარმოიშობა და ჰქრება.
არისტოტელე (387_322 ჩვ.წ.აღ.-მდე): მატერია ეს არის ნივთის შესაძლებლობა, უნარი, მისი
იდელალური ფორმა, სინამდვილე, შესაძლებლობა გადადის ........................ მოძრაობის
წყალობით, ფორმა მატერიალიზდება, მატერია ფორმირდება.
შემდგომი საუკუნეების განმავლობაში XVIII საუკუნის ბოლომდე ფილოსოფიურ
აზროვნებაში გაბატონებული იყო სამყაროს შეცნობადობის მეტაფიზიკური წარმოდგენები,
რომლის მიხედვითაც ბუნება (სამყარო) განიხილება როგორც მუდმივ უძრავ, მოსვენებულ
ერთს წერტილზე გაჩერებულ, მიჩუმათებულ მდგომარეობაში მყოფს.
შემდგომში მეტაფიზიკის ბატონობის შემდეგ, ახალ ფილოსოფიაში (დეკარტე, სპინოზა,
დიდრო) ისევ გამოჩნდა სამყაროს მოძრაობის ეორიის მომხრე შეხედულებები.
სამყაროს შეცნობის, მისი მოძრავი თვისების შესახებ ადამიანთა აზროვნება აქ
დასახელებულ ფილოსოფოსთა წარმოდგენით, და, აი მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19
საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხი (1770-1831), დიდი
გერმანელი ფილოსოფოსი, რომელშიც განვითარების დიალექტიკური თეორიის
განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა.
ჰეგელის იდეალისტური ფილოსოფიის მიხუედავად, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ
მისი დიალექტიკური მეთოდი მოძღვრების შესახებ, რომ წყაროს წარმოადგენს
დაპირისპირებულია ბრძოლა, რომ განვითარება ხდება რაოდენობრივი ცვლილებებიდან
ხარისხობრივის ცვლილებებში გადასვლის გზით, რომ ჭეშმარიტება არის კონკრეტული და
სხვა წარმოადგენს მეტად ფასეულს. მისმა დიალექტიკამ წარმოადგინა მთელი ისტორიული
და სულიერი სამყარო პროცესის სახით უწყვეტ მოძრაობაში, ცვალებადობაში,
განვითარებასა და გარდაქმნაში.
ფრიდრიხ ენგელსი აფასებდა რა ჰეგელის დამსახურებას დიალექტიკური მატერიალიზმის
სფეროში სწერდა:
`თავისი დასრულება ამ უახლოესმა გერმანელმა ფილოსოფიაში ჰპოვა, ჰეგელის
ფილოსოფიაში, რომლის უდიდესი დამსახურება ის არის, რომ მთელი ბუნებრივი,
ისტორიული და სულიერი სამყარო პირველად წარმოადგინა როგორც პროცესი, ე.ი.
როგორც მუდმივ მოძრაობას, ცვალებადობას, გარდაქმნასა და განვითარებაში მყოფი და
შეეცადა ამ მოძრაობისა და განვითარების შინაგანი კავშირიგამოემჟღავნებინა~ (იხ.
`სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან სოციალიზმისაკენ~, 1877 წ.).
მატერიის მოძრაობის საკითხების განხილვისას უნდა დავასახელოთ რუსი მატერიალისტი
ფილოსოფოსები ბელინსკი ბ.ე. (1811-1848), გერცენი ა.ი. (1812-1870), ჩერნიშევსკი ნ.გ.
(1828-1889), რომელსაც ილია ჭავჭავაძე ახლოს იცნობდა.
ბელინსკი, მაგალითად, აცხადებდა, რომ განვითარება არასოდეს და არაფრის გულისთვის
არ გაჩერდება, მოძრაობა წინ, უმდაბლესიდან უმაღლესისაკენ წარმოადგენს ცხოვრების
განუხრელ კანონს. ბუნებასა და საზოგადოებაში განვIთარება განპირობებულია შინაგან
წინააღმდეგობაშია ბრძოლით, რომელიც ჩადებულია მოვლენის შიგნით. იგი ხორციელდება
ძველის დანგრევისა და ახლის შექმნის გზით~.
ილია ჭავჭავაძე წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის ურთიერთკავშირს, მათს
დიალექტიკურ ერთიანობას ჟურნალ `საქართველოს მოამბის~, კერძოდ, და ჟურნალის,
საერთოდ მოვალეობის (მიზნების, ამოცანების) ჭრილში როცა განიხილავს `მოამბის~
დაბადების მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს: ნუ გეშინიათ, `მოამბე~ საქმეს (საცხოვრებელს)
შუაზე არავის არ გაუყოფს, ნუ ეშინიათო, არც ვისიმე მტრობა არა აქვს ჩადებული გულშიო:
`ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და
უკანასკნელი სურვილია. ღმერთმა გვიხსნას იმ სულელური თამაშობისაგან, რომელიცა
ფიქრობს გადაასხვაფეროს ცხოვრება თავისბურეად. ჩვენ ისე არ გავბრიყვდებით, რომ ჩვენ
საკუთარ წესზედ მოვინდომოთ ცხოვრების გატარება. თითონ ცხოვრება .........................
ხოლმე თავისათვის წესსა, განსაზღვრავს ხოლმე თავის სჯულსა და კანონსა. მხოლოდ ამ
კანონსა გაგება უნდა, გამოფენა ქუეყნად და შეძლებისამებრ გზის გახსნა, რომ მისი წარმოება
არაფერმა არ შეაყენოს. ამიტომაც ჩვენის `მოამბის~ უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრება
იქნება თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა. როგორ შეძლებს ჩვენი ჟურნალი
ამის აღსრულებას – მაგას დრო და ჩვენი შეძლება გამოაჩენს: საქმეა
ყოველისფრის .....................,. ჩვენ წინადვე ვეღარ ვიტყვით ამის მეტსა, რომ აწინდელის
ცხოვრების წრეში ჩადგომა გვინდა, მისგან ყრუდ ჩაძახილის ამოძახნა, მისის ვითარების
ცნობაში მოყვანა, მოძრაობისათვის გაჩერებული, არა ყოველ გონიერ ჟურნალის თვალი
ხშირად არის მიმართული მომავლისაკენა. `აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი
მომავალისა~, ამბობს ერთი ფილოსოფოსი. აი, აწინდელ ცხოვრებას რა მნიშვნელობა ექნება
ჩვენის ჟურნალისათვის. აწინდელ ცხოვრების ვითარება არა მარტო სადღეისო მოსავალია,
რომელიც დღესვე უნდა დაიხარჯოს, არამედ მასში მომავლისათვის თესლი ურევია,
როგორც წარსულში გროვა აწმყოსათვის. თუ ჩვენი ჟურნალი დაჰყურებს დღევანდელი
ცხოვრების მოქმედებას, უფრო მაგ თესლისათვის დაჰყურებს, რომ ეგ გამოჰკრიფოს
ხვალისათვის. რაც შორსა სცემს ჟურნალის თვალი, მით უფრო კარგია, ჩვენის ფიქრით,
ჟურნალი და დღეგრძელი~.
$. სასწაული რამ არის შექსპირი

უილიამ შექსპირი (1564-1614) – ინგლისის უდიდესი დრამატურგი-ჰუმანისტი. მისი


შემოქმედება გამოჩენილ ლიტერატორთა შეფასებით წარმოადგენს აღორძინების ეპოქის
დამახასიათებელი ბრძოლის სიღრმისეულ ასახვას, ბრძოლისა, რომელიც მომდინარეობდა
ძველსა და ახალს შორის – ძველ ფეოდალურ წყობასა და ახალდაბადებულ კაპიტალიზმს
შორის.
ასე გამოკვეთილად ვერსადა ვნახე, ილია ჭავჭავაძე როდის და სად გაეცნო უილიამ
შექსპირის შემოქმედებას. ერთი კი რამ თავში უნდა ითქვას, რომ პეტერბურგიდან
ჩამოსული იგი მაშინვე აქვეყნებს მეცნიერული ხასიათის წერილებს ევროპის პოეტებისა და
მწერლების ნაშრომთა, მათ ცალკეულ მონაკვეთთა კრიტიკული შეფასებების შესახებ,
კერძოდ უილიამ შექსპირის შემოქმედების შესახებ.
1861 წლის 14 მაისს ილია ჭავჭავაძე ჟურნალ `ცისკარში~ (#4, 1861 წ.) ერთ პირველ და
საპროგრამო ხასიათის წერილის: `ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის
მიერ კაზლოვის `შეშლილის~ თარგმანზედა (წერილის დაწერის დროა 1860 წ. 9 ნოემბერი),
სადაც პირველადა ჰყავს მოხსენებული შექსპირი (სამჯერ) თავისი დიდი ტალანტით.
თუ რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვის `შეშლილის~ სათარგმნელ
ობიექტად ................... ილია ჭავჭავაძე არ იწონებს, ვინაიდან არც `შეშლილი~ და არც სხვა
მისი ნაწარმოები თავიანთი შინაარსით ისეთი დონისანი არ არიან, რომ მათ მაღალი
გრძნობები აღძრან ადამიანში. კაზლოვის ნიჭი `სწორედ იმ ყრმა მონადირეების შვილდია,
როელიც ტიროლის და ჩიტის მეტს ვერას განგმირავს~. თუმცა კაზლოვის შემოქმედებაში,
ილია ჭავჭავაძე, მაინც გამოჰყოფს ორიოდ ლექსს, რომელნიც ცოტაოდენ სიამოვნებით
წასაკითხი იყოს. ეს ლექსებია:
`Вечерный звон~, რომელიც ერთ დროს დიდ პატივში იყო, ისე რომ ყოველ რუსის
ცოტაოდენ განათლებულს სახლში მღეროდნენ ხოლმე; `На пограбление Английским
галером Сина Дмона Мура~, ესეც თავისი არ არის ნათარგმნია, მაგრამ კარგი თარგმანი
სასარგებლოა; `Роман Дездемоны~, შექსპირიდან ნათარგმნია. ამათ გარდა. იქნება ორი თუ
სამი ლექსი გვაჩვენოთ მთელი კაზლოვის თხზულებაში სასიამოვნონი, თორემ დანარჩენ
ლექსებში, სუყველგან თითქმის, დაძაბული ე.ი. ძალად მოყვანილი გრძნობაა. ძალად
მოყვანილი ცრემლი კი სასაცილოა, საზიზღარი და არა სამწუხარო დასანახავად~.
ამავე წერილში ილია ჭავჭავაძე `შეშლილის~ ესტეტიკურ მხარეს ეხება და ასკვნის, რომ
ძიებაში მცირედი საზრდოც კი არ არის ესტეტიკური კრიტიკისათვის და ეს დასკვნა რომ
დამაჯერებელი იყოს მოჰყავს შექსპირის ნაწარმოების გმირები: ოფელიას და კოროლი
ლირის მაგალითები, მათი ბუნებრივი განცდები, სადაც მათი სულის მდგომარეობის
გამოსახატავად (გადმოსაცემად) სრულიადაც არ არის რაიმე შესაბამისი სიტყვის
მოშველიება. ამით გვაჩვენებს ილია ჭავჭავაძე შექსპირის დიდ გენიას:
`ეგ პოემა არის ჩვენ `ეო-მეო-სავით~ რაღაცა უბრალოდ აღსრულებული, რაღაც ბნელი
სუპეტი. აქ ისმის რაღაც უიმედო სიყვარულის ტანჯვა, რაღაც უგემური ჩივილი, კვნესა და
ოხვრა რუსის გოგოსი, როგორც კაზლოვი ამბობს. ტანჯვა და რაღაც ჩივილის მსგავსად
კნავილი არც ტანჯვასა ჰგავს, არც ჩივილსა; აქ არის ისმის ის გულის განმგმირავი კვნესა
მოტყუებული გულისა, აქ არ სჩანს ის უნებური უგუნურება მარტივ სოფლელი გოგოს
სიყვარულისა, რომლის მუხთლობამაც შეშალა ჭკუიდამ იგი... ის გოგო რუსის მუჟიკისა ხომ
სრულიად შეშლილი არ არი, თუმცა კაზლოვი გვეფიცება, რომ შეშლილიაო, ძალიან კარგ
გუნებაზედ გახლავთ, კარგად ლაპარაკობს, კარგადა სჯის. მართალია ლაპარაკში თვალები
ერევა და სახე ეშლება, მაგრამ განა მარტო თვალების და სახის ამღვრევაში სჩანს ადამიანის
შეშლილობა ჭკვიდამა?
`აბა შექსპირის ოფელია აიღეთ, ან კოროლი ლირი და გაშინჯეთ! იქ, შექსპირი თუმცა არ
ამბობს, რომ ჭკვიდამ შეშლილები არიანო, მაგრამ მიაყოლეთ გონება იმათ სიტყვებს, და
მაშინვე გაიგებთ შესაბრალებელს შეშლილ ადამიანის სულის მდგომარეობას; აქ
წინასიტყვაობა საჭირო არ არის, რომ შეშლილიაო, საქმიდამა სჩანს ყველაფერი; სიტყვა არის
პირდაპირი გამომთქმელი სულის მდგომარეობისა~.
* * *
ქრონოლოგიურად შემდეგი წერილი, სადაც ილია ჭავჭავაძე შექსპირის დიდებულ
შემოქმედებას ეხება, ეს არის `პასუხი~, რომელიც გამოქვეყნებულია `ცისკარში~ (1861 წ. #6)
და წარმოადგენს თავად რევაზ შალვას-ძის ერისთავის მიერ კოზლოვის `შეშლილის~
თარგმანის გამო დაწერილ კრიტიკულ წერილზე გამოქვეყნებულ გამოხმაურებებზე
გაცემულ პასუხს.
ლიტერატურის ისტორიიდა ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძის კრიტიკულმა წერილმა უფრო
მეტად დაამწვავა ქართულ ლიტერატურაში იმ დროისათვის მიმდინარე პოლემიკა ძველი
და ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის იყვნენ: სარდიონ ალექსი მესხიშვილის,
ბარბარე ჯორჯაძე, ექვთიმე წერეთელი; ახალი თაობისა (`თერგდალეულები~) კირილე
ლორთქიფანიძე, სამსონ აბაშიძე, აკაკი წერეთელი, ორივე მხარე წერილებს ბეჭდავდა
`ცისკარში~.
კნეინა ბ. ჯორჯაძისა ილია ჭავჭავაძის მისამართით ბრძანებს, რომ `ილია ჭავჭავაძეს ძალიან
საკვირველად მიაჩნია, რომ არა გვყვანან შექსპირისავით, ბაირონისავით და სხვათა ევროპის
გამოჩენილ პოეტთა მსგავსნი~.
ამაზე ილია ჭავჭავაძე თავის `პასუხში~ ვრცელ კომენტარს აკეთებს და სწერს:
`სულაც არა, თქვენმა მზემა! ეგ იმას უნდა მიაჩნდეს, ვინც ანბანის თეორეტიკის სწავლას
ხელოვნების სწავლას ეძახის, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის დამოკიდებულება ხელოვნებისა,
პოეზიისა ხალხთა ცხოვრებაზედ; ეგეც კარგად ვიცით, რომ მაგისთანა ობოლ მარგალიტებს
ძალიან იშვიათად მოჰყრის ხოლმე მდინარე ცხოვრებისა. პოეტსა ხალხი დაჰბადავს და
ხალხის ცხოვრება ძუძუს აწოვებს; ამ საფუძვლით ამბობენ, პოეზია ხალხის ცხოვრების
გამომთქმელიაო. ჯერ უნდა ხალხმა დაამუშაოს თავისი სულიერი ბუნება, შეანძრიოს თავის
უკვდავების ძარღვი, მოამზადოს მასალა თავის ცხვორებითა და მერე თავისთავად, უთქვენ-
ბრძანებლოდ ძლიერი სული გენიისა ძლიერად გამოსცემს პასუხს ხალხის განვითარებისა.
თუნდა რომ იყვნენ ეხლა ჩვენში ბაირონის თანასწორნი ნიჭნი, ის ნიჭნი ბაირონის ოდენას
თავის დღეში ვერ იქნებოდნენ, ის ნიჭნი საზრდოს ვერ იპოვნიან ჩვენს ცხოვრებაში.დევს
დევის ძუძუ გამოზრდის და, თუ ჩვეულებრივ ადამიანის ძუძუთი გაიზარდა, ის დევი აღარ
იქნება. თუმცა კი არც ჩვეულებრივ ადამიანს ეგვანება.
`დიდს გენიას დიდი საზრდოც უნდა მისცეს ჩვენმა ცხოვრებამა; იმ დროთა ბრუნვის
ძალითა, ჩვენ უნდა დავსჯერდეთ მას, რაც ეხლანდელ ჩვენ ცხოვრების კითხვაზედ აძლევენ
პასუხს ნიჭიერნი მწერლები. ბაირონამდინ და შექსპირამდინ მე და თქვენ ბევრჯერ
დავიქანცებით რითმების ბეჭვაში და მარხვების ტრაკტაციების ბღაჯნაში, მაგრამ მაინც კი
ერთს ბეწვს სარგებლობას არ მივცემთ მათ მაგითი ჩვენს ლიტერატურას.
გეტე ამბობს: `მხოლოდ ბუნება ჰქმნის პოეტსაო~ (ამ სიტყვებით ილია ჭავჭავაძე კიდევ
ერთხელ უსაბუთებს მწერალ ქალბატონს იმას, რაც უთხრა `პასუხში~. `პოეტსა ხალხი
დაჰბადავს და ხალხის ცხოვრება ძუძუს აწოვებს~ - ავტ.).
* * *
ჩვენი, ქართული თეატრის რეპერტუარისთვის შერჩეული თარგმნილი და გადმოკეთებული
თხზულებების ღირსების პრობლემებზე მსჯელობს ილია ჭავჭავაძე საგაზეთო წერილში
`ქართული თეატრი~ (1886 წ. წერილების სერია `ივერიაში~ დაიბეჭდა ფელეტონების სახით.
სულ ხუთი წერილია. ის. ამავე წლის `ივერიის~ #235, 251, 257, 269, ხოლო მეხუთე წერილი
დაიბეჭდა სამ მონაკვეთად: #273, 275, 278) და გაკვირვებითა ჰკითხულობს:
`რაკი კაცი იცლის სხვა ერიდამ თხზულების გადმოღებისა და გადმოკეთებისათვის, რაკი
ამაზედ მიიზიდა მისი ხალისი და რაკი ამისათვის შრომა და ჯაფა იტვირთა, რატომ
იმისთანა სათარგმნელს, თუ გადმოსაკეთებელს უთქმელს არ ჰკიდებს ხელს, რომელიც
სულის მარგებელიც იყოს და ხორცისაცა~. აი რა გვაკვირვებს ჩვენა~.
`რომ ვსთქვათ, - სხვა ენებზედ კარგი თხზულებანი არ არის და ამას დავაბრალოთ უხეირობა
ნათარგმნებისა, აშკარა ტყუილი იქნება. ასარჩევად ამ შემთხვევაში მეტად დიდი და
გადაშლილი მოედანია რუსული, ფრანგული, გერმანული, იტალიური და ინგლისური
სათეატრო თხზულებანი იმდენია, რამდენიც კი შესაძლოა ადამიანის ხარბმა გულმა
ინატროს და დაიტივოს. თქმა არ უნდა, რომ ამ უზარმაზარ თხზულებათა ხვავში ბევრი
კარგია და ბევრი ცუდი. ჩვენი მთარგმნელი სათოფე ნადირსავით გაისისწვრივებს ხოლმე,
ივლის, ივლის და ზედ კი წააწყდება მარტო ცუდსა, უფერულსა, რომელიც არც სააქაოსა და
არც საიქიოსი~.
თავს იმით იმართლებენ, რომ სასაცილოაო და ნუთუ სათეატრო თხზულებაში სიცილის
მეტი არაფერია? კითხვას სვამს ილია ჭავჭავაძე.
პასუხი გასცეს დასმულ კითხვაზე იგი იძულებულია პატარა ფილოსოფიური წიაღსვლა
გააკეთოს, მაკბეტის ცოლისა და კორდელიას (შექსპირის პერსონაჟები) მაგალითზე
აგვიხსნასრით არის გამოწვეული სიცილი და ტირილი, სიკეთე და ბოროტება, რომლებიც
ესთეტიურ გრძნობას აღუძრავენ მაყურებელს და სანახავად იზიდავენ:
`არ ვიცით რა საბუთით და ამბობენ კი ჩვენს საზოგადოებას სასაცილო წარმოდგენები უფრო
იზიდავს, ვიდრე ნაღვლიანი და ჩამაფიქრებელი. ჩვენ არ გვესმის ამისთანა ლაპარაკი.
ქართლიც იმისთანა კაცია, როგორც სხვა, და ამიტომაც არა რა კაცებური არ უნდა
ეუცხოებოდეს~.
`ბუნება ცრემლისა და სიცილისა, ჩვენის ფიქრით, ერთსა და იმავე სათავიდამ მოდის. იგი
შეკუმშვაა ადამიანის ძარღვისა, რომელსაც სიცილი და ცრემლი მოსდევს, მწუხარებისაგანაც
მოივლინება და მხიარულებისაგანაც. ამიტომაც ხშირად ცრემლსა ჰხედავს იქაც, საცა დიდი
სიხარულია და სიცილს იქაც, საცა დიდი სატირალია. ხოლო პირველ შემთხვევაში ცრემლს
სიტკბო აქვს სიცილისა და სიხარულისა, და მეორეში სიცილს – სიმწარე ტირილისა და
მწუხარებისა.
`როცა ადამიანის სული და გული ძლიერ არის აღძრული, მაშინ ერთი მეორის ადგილს
იჭერს და მთელი .......... სიცილისა და ცრემლისა სწორედ ამაშია. საშინელია, როცა გული
სტირის და კაცი ტირილის მაგიერ სიცილით ქვითინებს: მეტის-მეტად მომხიბლავია და
დამატკბობელი, როცა გული სიხარულით უმღერს კაცს და ცრემლით კი იცინის და
მხიარულობს. უდიდესი გამოცხადება, უდიდესი ზემოქმედება ადამიანის გულზედ, თავით-
ფეხებამდე ზარდამცემი ძლიერება ცრემლისა და სიცილისა სწორედ მაშინ არის, როცა ერთს
მეორის ადგილას ჰხედავთ, თუმცა მიზეზი მოვლინებისა ერთისაა არა მეორისა.
`კიდევ ვიტყვით, არა გვგონია, იმ ცრემლზედ უტკბესი რამ იყოს ქვეყანაზედ, როცა იგი
ჰჟონავს ბედნიერებისა და სიხარულის ნამეტანობისაგან, და იმ სიცილზედ უმწარესი რამ,
როცა კაცი ტირილით მკარნახებს უბედურობისა და მწუხარების სავსებისაგან. აი ეს
ცრემლიანი სიცილი და სიცილიანი ტირილი არის იგი უზენაესი სიტკბოება, რომლის
ფრთებიც ჭეშმარიტი და უდიდესი ხელოვნებაა ადამიანისა თავის უმწვერვალეს
სიმაღლეზედ აზიდავს ხოლმე კაცსა. და გონებამ უწვდენელის თილისმითა დიდს
ბოროტსაც, დიდს მწუხარებასაც როგორც დიდს კეთილსა და დიდს ბედნიერებას ადამიანის
გულში ჩააფენინებს ხოლმე მადლის მაცხოვარს შუქს სათნოების კვირტის გამოსაკვანძავად
და მერე მშვნეირ ყვავილის გარდასაშლელად. ამაშია მომხიბლავი ძალა და არსებობის
მიზეზი ხელოვნებისა, საზოგადოდ და სათეატროსი საკუთრივ. იგი გრძნობა, იგი ღონე,
რომელსაც ეს შუქი ჩააქვს ადამიანის გულში, ესთეტიკური გრძნობაა. ეს გრძნობა უზენაესს
სიტკბოებას ეძებს ყველგან, სიცილი იქნება, თუ ტირილი, ბოროტი იქნება თუ კეთილი. ამ
გრძნობისათვის ზარდამცემი ბოროტებაც ისეთივე მშვენიერებაა, როგორც გულწარმტაცი
კეთილი, იმიტომ ხელოვნება თვით ბოროტს აბოროტებს კეთილისათვის და კეთილი ხომ
კეთილია.
სისხლისმსმელი, გულისმკვლელი მაკბეტის აფთარი ცოლი ისეთივე მშვენიერებაა
ხელოვნების თვალით და ესტეტიურის გრძნობის შეხედულებით, როგორც გულკეთილი,
გულწრფელი და კეთილმომქმედი კორდელია, თუმცა ერთი გძულს და მეორე გიყვარს,
მაგრამ აქ ძულებაც და სიყვარულიც ერთსა და იმავე საგანზეა მიმართული. ერთსა და იმავე
ძარღვს ადამიანის გულისას ჰძრავს ერთი ბოროტის უარყოფის გზით და მეორე სათნოების
დამტკიცებითა. ერთიც და მეორეც, მართლად მიმავალი ესტეტიურს გრძნობას საამურად
მიაჩნია და იქნება პირველს შემთხვევაში სიტკბოება უფრო მეტიც იყოს ესტეტიურ
გრძნობისათვის, ვიდრე მეორეში, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში უფრო ძლიერ იძვრის
ადამიანის გული, უფრო დიდს ჭრილობას და ტკივილს ადამიანის გულისას აყუჩებს იგი
დიადი ძულება, რომელიც იბადება დიდის ბოროტის დანახვაზედ. ხორცის ტკივილიც განა
იმავე კანონს არ ექვემდებარება?
`რამდენადაც დიდია ტკივილი ხორცისა, იმოდენად საამურია მისი დაყუჩება და დაამება.
`ამ სახით, კაცმა რომ სთქვას, ამა-და-ამას ჭეშმარიტი ხელოვნება სიცილით, მხიარულებით,
სალხენით უფრო იზიდავს, ვიდრე ცრემლით და მწუხარებითო, იგი სცდება. ჩვენის
ფიქრით, აქ მარტო ესტეტიურს გრძნობაზედ უნდა იყოს ლაპარაკი და სხვა არაზედ, და თუ
ეს გრძნობა სიცილის აღსაბეჭდად გაღვიძებულია, არ არის მიზეზი, რომ ნაღვლის
აღსაბეჭდად მძინარე იყოს. ცალის თვალით ღვიძილი, მარტო კურდღელმა იცის და
ესტეტიურ გრძნობას კი ერთის თვალით გაღვიძება არ შეუძლიან, ისე რომ მეორეც არ
მღვიძარობდეს. საქმე ის არის, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება სიცილისა თუ ტირილისა,
თავისი თილისმითა ჰქმნიდეს ხატს ესტეტიურის გრძნობის გამოსაწვევად. აქ სხვა არაფერია
საჭირო და კაცი ყოველთვის ერთნაირად მიზიდულ იქნება~.
`თუნდ ამას ყველაფერს თავი დავანებოთ, და ეს ვიკითხოთ: განა ყველა სიცილი საგანია
ხელოვნებისა? სიცილიც არის და სიცილიცა. უაზრო, უმიზეზო სიცილი ლაზღანდარობაა
და მთელი სამი-ოთხი საათი, რომელსაც ჩვენ თეატრში ვატარებთ, რომ მარტო
ლაზღანდარობას მოვახმაროთ, ჯერ ერთი რომ მოსაწყენია და მეორე ტვინის გამოლაყებაშია.
კაცმა სამი და ოთხი საათი სულ იცინის სალაზღანდარო სიცილითა და ერთადერთი სულის
მაცხონებელი აზრი მაინც არ ჩაიყოლოს გულში, სწორედ მოგახსენოთ, მეტის-მეტი ჭირია.
მხიარულობა, სიცილი კარგია, მაგრამ ვერც მხიარულება, ვერც სიცილი, ვერც ვერაფერი სხვა
სიამოვნება ვერ გაუძლებს მომაბეზრებელს თვისებას ხანგრძლივობისას, ერთნაირობისას და
უაზრობისას. ხანგრძლივი და ერთიანი ლხინი ხშირად ჭირად გარდაექმნება ხოლმე კაცსა.
ეგ იმიტომ, რომ ისე მალე არა ჰლაღავს რა კაცსა და მაშასადამე ისე არა უხდენს რა გუნებასა,
როგორც გრძელი, გაუთავებელი ლხინი და სიცილი. ყველას თავისი საზღვარი აქვს და
თავისი მიზეზი.
`მოკლე ვოდევილის მხიარულს უაზრობას სიამოვნებით აიტანს მაყურებელი, მაგრამ სამ და
ოთხ მოქმედებიანი სიცილის გუდას არა მგონია გაუძლოს ადამიანის გულმა.
ამაოდ სცდებიან, ვისაც ჰგონია, რომ რაკი ამ სიცილის გუდას პირს მოვუხსნი, მაყურებელს
თავს მოვაწონებ და თეატრსაც სამსახურს გავუწევო~.
* * *
`ქართული თეატრი~ - ილია ჭავჭავაძის წერილების სერია, რომელიც გაზეთ `ივერიაში~
დაიბეჭდა 1886 წელს ხუთ ნაწილად. მისი მეხუთე ნაწილი მოიცავს საფრანგეთის
სახელგანთქმული მწერლის, სარდუს პიესის განხილვას, რომელიც გადმოკეთებულია
რუსულად თარგმნილიდან და გადმოკეთების შედეგად ისეთი სახე აქვს მიღებული, რომ
პიესის ფრანგი ავტორი იცნობს თუ არა კიდევ თავის პირმშოს კოდელ ნინოს საკითხავი-ღა
არის. პიესის სახელწოდებაა `გავიყარნეთ~. პირველად იქნა წარმოდგენილი 7-ს დეკემბერს
ქართულს თეატრში.
პიესის უცხო ენიდან ქართულად გადმოკეთების მსურველმა, ილია ჭავჭავაძის აზრით უნდა
აუცილებლად გაითვალისწინოს ჩვენი ერის ხასიათი და ზნე-ჩვეულება, ვინაიდან ყველა ერი
თავისი განსხვავებული ხასიათისა და ზნე-ხასიათის მატარებელია~. სხვანაირად
გადაკეთებული პიესაჭეშმარიტს მიზანს ვერ მიაღწევს:
`ხასიათი და ზნე-ჩვეულება ყველგან არის, მაგრამ ყოველის თესლის ერს თავისი
განსხვავებული ხასიათი აქვს და ზნე-ჩვეულება, იმიტომ რომ ხასიათის და ზნე-ჩვეულების
ასე თუ ისე აგებაზედ მოქმედებს მთელი კრებული იმ გარემოებათა, რომელ წრეშიც სული
და ხორცი დიდი ხნით უტრიალებია ერს და დღესაც ატრიალებს.
`შორს რომ არ წავიდეთ ჯერ უნდა ადგილმდებარეობა ვიქონიოთ, მიწა-წყალი, ერთობ კაცთ-
გარეთა ბუნება, ესეც კი ძლივს მოქმედებს ადამიანის ხასიათისა და ზნე-ჩვეულების
სხვადასხვაობის შესაქმნელად.
ჯერ ერთისა და იმავე თესლის კაცი მთიული და ბარელი იაღეთ და იმათშიაც ხასიათის
მიხედვით თუ ზნეს, თვალსაჩინო განსხვავებას იპოვით, და რაღა ითქმის იმ კაცებზედ,
რომელნიც სულ სხვადასხვა თესლისანი არიან და სხვადასხვა ქვეყნის შვილნი.
თუ ესეა, რაღა გვიქმნის ერის ისტორიასა, საოჯახო და საზოგადოებრივს წყობილებაზედ, და
ერთობ, იმ რთულ და მრავალგვართა ხილულთა და არახილულთა ძალთა ყოვლად ძლიერ
ზედმოქმედებაზედ, რომელნიც შიგნიდამვე ჰქმნიან ხასიათსა და ზნე-ჩვეულებასა ერთისა
თუ მეორე ერისას~.
`ამიტომაც, როცა სასცენო ხელოვნება სხვაობის ცხოვრების ხატსა ჰკიდებს ხელს ჩვენს
სცენაზედ გამოსატანად, ორში ერთი უნდა იქონიოს სახლში: ან იგი, რომ სხვისი ცხოვრება,
ხასიათს თუ ზნე-ჩვეულებაში გამოთქმული, გვაცოდინოს ისე, როგორც არის, უტყუარად და
შეუცვლელად, და იგი, რომ მარტო აზრი, საგანი აიღოს, თუნდა მთელი აგებულებაც
პიესისა, ოღონდ იქ კი, საცა სხვისა ხასიათი, ზნე-ჩვეულება და ვითარება ცხოვრებისა არ
შეგვეფერება, არ გვიხდება, გვეუცხოება, - იქ ჩვენი ხასიათი, ჩვენი ზნე-ჩვეულება, ჩვენის
ცხოვრების ვითარება ჩააყენოს. ამით უცხო ხატი სხვისის ცხოვრებისა ცოტად თუ ბევრად
ჩვენის ცხოვრების ხატად გარდაიქმნება, და რამოდენადაც ეს გარდაქმნა დიდია, იმოდენად
ნაშრომი კარგია და მოსაწონი~.
სწორედ ჩვენი ცხოვრების ხასიათი, ზნე-ჩვეულება და ვითარება არ იყო გათვალისწინებული
გამოჩენილი ფრანგი მწერლის პიესის რუსულიდან ქართულად გადმოკეთებისას და ამის
შესახებ სწერს ილია ჭავჭავაძე:
შევეხები მხოლოდ ერთ საკითხს, რომელიც ეხება ქართველი ქალების ცხოვრებაში ჯერ
კიდევ არსებული ხასიათი, ზნე-ჩვეულება მეუღლეთა მიმართ მატერიალური მოთხოვნების
წაყენება სულიერის სანაცვლოდ.
`ჩვენში ეხლანდელებრ განათლებულს ქალს განა `საქმენი საქგმირონი გულს სიყვარულით
აუფეთქებენ? გმირს კი ეძებს ვინმე და არაფერი უმარილოთ გაგლესილს იოჯისა, ანუ
ოქროთი გატენილ ტომარასა?
ჩვენში უფრო ადვილია ეხლანდებურად განათლებული ცოლი ქმარს აეშალოს, რატომ
ატლას-ბაბთის კაბა არ მიყიდეო, ვიდრე იმის გამო, რომ რატომ რომეოს და ლეანდრას არა
ჰგავხარო. რომეო, რომელმაც ტავი გაწირა სიყვარულისთვის და მოაჯირიდამ თავდაყირა
წამოვიდა; ლეანდრო, რომელიც იამავე სიყვარულისათვის ზღვას არ შეეპოვა და გააპო.
ჩვენში უფრო ადვილად წარმოსადგენია `შლაპიანი~ და `.............~ ქალი ქმარს შემოსწყრეს
და კიდეც გაეყაროს, ჩოხა რად გაცვია და ყალმუხის ქუდი რადა გხურავსო, ვიდრე იმის
გამო, რომ გმირი არ ხარო.
შესაძლებელია განა ჩვენებურმა ეხლანდებრ, მითამდა განათლებულმა ქალმა, შავი ზანგი
ოდელო შეიყვაროს მარტო მისთა `საგმიროთა საქმეთა~ გამო, როგორც იგი შეიყვარა
მშვენიერმა დეზდემონამ და როგორც უსათუოდ შეიყვარებდა იმის თანა ქალი, როგორიც
ნინოა? (პიესის გმირი – ავტ.).
`გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და ხორცისა, და ამიტომაც გმირის
საყვარელი მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ,
სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტათი თუ ბევრად
რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არაფერს. ჯერ ჩვენში ამისთანანი არ არიან
მამაკაცთა შორისაც, რომელიც შეჭმარიტკის განათლებისათვის კარი ყველგან ღია აქვთ, და
ქალები სად მოიპოვებიან~.
`აი ამიტომაც... მიზეზი ცოლ-ქმრობის აშლისა ადვილად ჭკვადმისაღებია საფრანგეთში და
ჩვენში კი ციდამ ჩამოსული ამბავია. ჩვენებურთა ვითომდა განათლებულთა ქალთა
გულისნადები, გულისტკივილი, ნატვრა-სურვილი სულ სხვაა, ჩვენდა სამწუხაროდ. ჩვენში
ხორციელი თვალი უფრო მოქმედებს, ვიდრე თვალი სულისა.
`ჩვენში შესაძლოა ხორცის თვალით წარმოდგენილი საგანი ნატვრისა გამტყუნდების და იმან
აშალოს მშვიდობიანი მდინარეობა ცოლ-ქმრობისა. ამისი არა ერთი და ორი მაგალითია,
მაგრამ რომ ვიგულოთ სულიერის ღონით აგებული საგანი ნატვრისა და ცხოვრების
აშლილობა ამისთანა ნატვრის გამტყუნებას. დავაბრალოთ, ეგ ჯერ კიდევ სანატრელი
სიზმარია.
`ამიტომაც, რაკი ხსენებული პიესის გადმომკეთებელს მართლა გადმოკეთება მოჰსურვებია,
სხვა, ჩვენებური მიზეზი აშლილობისა უნდა გამოენასკვა პიესის ნასკვად. სხვისა არ ვიცით
და ჩვენ კი გვეოცებოდა, რომ პიესის მსვლელობისას ვუყურებდით: სად ჩვენებური
ვითომდა განათლებული ქალი და სად სულიერად სასიამოვნო ნატვრა და ამ ნატვრის
გაცუდება!~

* * *
მე-19 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში 1998 წელს ილია ჭავჭავაძე გაზეთ
`ივერიაში~ (#28, 30) მეთაური სტატიების სახით, წერილებს: `რა მიზეზია, რომ
კრიტიკა ..................... ყურადღებას იქცევს საზოგადოების საფუძვლიანი გულისტკივილი
იმის შესახებ, რომ ქართულ ლიტერატურას კრიტიკა აკლია. მართლაც იმის ფონზე,
რომ ...........................

* * *
ილია ჭავჭავაძე ქართული განათლებული საზოგადოების სამართლიან საყვედურს
უერთდება ქართული ლიტერატურას კრიტიკა აკლიაო და გაზეთ `ივერიაში~ (1887 წ. #29,
30) გამოაქვეყნა სტატიები სათაურით: `რა მიზეზია რომ კრიტიკა არა გვაქვს~, სადაც
დასძენს, რომ მართლაც კრიტიკა, რომელიც ცხავია ხვავისათვის, ისიც
ლიტერატურისათვის, რომელიც დიდი და ფრიად დიდი დანაკლისიაო. იგი არ ეთანხმება
ზოგიერთების მოსაზრებას თითქოს ჩვენი ლიტერატურა კრიტიკისათვის მეტად ცოტას
საზრდოს იძლევაო. ჯერ ხვავი ჩვენის ლიტერატურისა იმოდენა არ არის, რომ ღირდეს კაცმა
კრიტიკის ცხავში გაატაროს და წმინდა ხორბალი ბალახ-ბულახისაგან გამოარკვიოსო:
`რასაკვირველია, ვერ ვიტყვით, რომ ბევრი რამ სანატრელი არ იყოს ჩვენი
ლიტერატურისათვის საზოგადოდ და პოეზიისათვის ცალკედ, მაგრამ, ისისც რაცა გვაქვს
ჩვენ დღეს, ღირს – შესანიშნავი განძია და მრავალგვარად გამოსაყენი და სახმარი
ჭეშმარიტის კრიტიკისათვის~.
`ჩვენ არას ვიტყვით, რომ ძველს ლიტერატურაზე, აღნიშნავს ილია ჭავჭავაძე, რომელსაც
ასეთის სიუხვით ასხივოსნებს `ვეფხის-ტყაოსანი~, - ეს უძირო მორევი, ზღვა აზრისა და
გრძნობისა, ჩვენ არას ვიტყვით არც დავით გურამიშვილზედ, რომლის დიდაქტიკური
პოეზია პირს არ შეირცხვენს თუნდ ლუკრეციას, ვირგილის და ჰორაციოს დიდაქტიკურ
პოეზიას დაუყენეთ პირის-პირ, და რომლის სარწმუნოებრივი ღაღადება დავით
წინასწარმეტყველის ფსალმუნების სიმაღლემდეა ასული; არას ვიტყვით მეფე ვახტანგ VI-ზე,
არჩილ მეფეზე, თეიმურაზ I-ზე და თეიმურაზ II-ზე, რომელთაც ნამეტნავად პირველ-ორს,
ვერავინ ვერ დასწამებს სიმჩატეს აზრებისას და გრძნობისას და რომელნიც მოელიან გონება-
მახვილ კრიტიკოსს, რომ თავისი მიუწყონ და სამართლიანის შარავანდედით მოჰრიონ მათი
ღირს-შესანიშნავი გონებრივი ღვაწლი.
`საკმაოა გავიხსენოთ ამ მეცხრამეტე საუკუნის ჩვენი პოეზია და მისნი წარჩინებულნი
წარმომადგენელნი, ილია ჭავჭავაძედამ დაწყებული დღევანდელ მწერლებამდე, და მაშინ
აშკარად დავინახავთ, რომ კრიტიკის უქონლობა ჩვენის ლიტერატურის უშინაარსობას კი არ
უნდა დაჰბრალდეს, არამედ ჩვენის ქონდრის-კაცობას, რომელიც იმოდენად უძლურია,
იმოდენად უღონოა, რომ ვერც ჩვენის ლიტერატურის სიღრმისათვის გონების თვალი
ჩაუწვდენია და ვერც ჩვენის პოეზიის სიმაღლისათვის თვალი გაუსწორებია.
ჩვენი უღონობის, უძლურების მიზეზი ილია ჭავჭავაძის შეფასებით ისიცაა, რომ ჩვენი
ლიტერატურისა და პოეზიისათვის არც ერთს უცხო ქვენის მეცნიერს ხელის არ გაუკარებია,
არავის ამ მხრით თავისი აზრი არ გამოუთქვამს და ამით ძნელდება ერთიანი საკუთარი
აზრის გამოტანა ჩვენის ლიტერატურის და პოეზიის შესახებ, ეს მაშინ, როცა ჩვენი ეგრეთ
წოდებული `ინტელიგენცია~ მზად არის ეს უზარმაზარი წიგნები დასწეროს ევროპის
გამოჩენილ მწერლებზე და პოეტებზე (შექსპირი, გეტე, ბაირონი და სხვანი).
`ჩვენი სწავლულნი, განათლებულნი~, დარვინის თეორიას ზედმიწევნით გაცოდინებენ,
ჰეგელის ესთეტიკას, ლესინგისა და ტენის ფილოსოფიას ხელივნებისას თავისის ხელის-
გულისათვის გადაგიშლიან, შექსპირზედ, გეტელზედ, ბაირონზედ და თუნდაც
ჰომიროსზედაც, რომელნიც ჩვენშიკი ითქვას – ათასში ერთს არ წაუკითხავს, თუნდა მთელს
უზარმაზარ წიგნებს დასწერენ, და იქნება ისეთი სასწაულიც მოხდეს, რომ წასაკითხად
ღირსი წიგნებიც დასწერონ, და ერთს პაწია ლექსს-კი ჩვენის რომელის-მე პოეტისას ვერ
გაუძღვებიან, როგორც რიგია~.
ეს საოცარი ამბავია და საჭიროა კაცი ოატარას ჩაუფიქრდეს, რომ მაშინვე მიხვდება
მიზეზსო, ამბობს ილია ჭავჭავაძე. მიზეზი კი ის არის, რომ ევროპის ამ მწერლებსა და
პოეტებზე სხვა მეცნიერთაგან უამრავია დაწერილი და თქმული და აქედან მეტის-მეტად
იოლია ასეთისა თუ ისეთის აზრის შედგენა.
`შექსპირი, გეტე, ბაირონი სხვა მეცნიერთაგან დიდი ხანია გარჩეულია მრავალგვარად.
ამაზედ მრავალი უწერიათ, მრავალი უთქვამთ. მაშასადამე, ამაზედ ასეთისა თუ ისეთის
აზრის შედგენა მეტის-მეტად ადვილია და აზრის საბუთის პოვნაც არ არის ძნელი. აქ
ყველაფერი, აზრიც და საბუთიც, მზად არის, თქვენ ოღონდ იმოდენა ღOნე იქონიეთ, რომ
მოჰკრიბოთ, ერთი-ერთმანეთს შეუფარდოთ, შეუწონოთ და ყოველივე შეკრებილი,
შეფარდებული და შეწონილი ერის ძნად შეჰკრათ და ისე მიართვათ მკითხველსა.
`რა თქმა უნდა, რომ ამასაც ჭკუა, ცოდნა უნდა და მცირეოდენი ხელოვნებას, მაგრამ აქ
თვითმოქმედება უფრო ხელისაა, თუ ესე ითქმის, ვიდრე იმ სულიერის ძალ-ღონისა,
რომელიც თითონ ჰქმნის, თითონ სჯის, თითონ სხლავს, თითონ სჭრის და თითონ ჰკერავს.
აქ ყველაფერი უჯრა-უჯრად აწყვია ევროპის ლიტერატურის სალაროში მზა-მზარეულად,
ოღონდ იმ სალაროში შესვლის ღონე მოიპოვეთ და რაკი ეს გექნებათ, ხელის გაწვდენის
მეტი არა არის-რა საჭირო, რომ უჯრა გამოსწიოთ და, რაცა გსურთ, ის გამოიღოთ~.
`სულ სხვაა, თუ სურვილი დაგეძრათ ჩვენის მწერლობის თუ მწერლების საკრიტიკოდ. აქ
ყველაფერი საკუთარის ჭკუით უნდა ჰკიდოთ და ყველაფერს საკუთარის გონების შუქი
მიაყენოთ. თქვენს გარე აქ ვერას იპოვნით, ვერას იშოვით, აქ სხვა უნარია საჭირო, სხვა
გამჭრიახობა, სხვა ძალ-ღონე. შეიძლება კაცს აუარებელი ცოდნა და სწავლა ჰქონდეს და აქ
ერთი ფეხიც ვერ წადგას, თუ ის სხვა უნარიც~ არა ჰშველის. ის `სხვა უნარი~ იგია, რასაც
თვითმსჯელობას, თავისით მოქმედებას, თვისით .................. ეძახიან~. აი ჩვენი სისუსტე
სწორედ ამ თითმსჯელობის, თვითმოქმედების უქონლობაშია.
`თუ რომელსამე საგანზედ ჩვენებურს `ინტელიგენტს~ სხვისის აზრისათვის ყური არ
მოუკრავს, თუ რომელსამე საგანზე სხვა უცხო ენის წიგნებსა და გაზეთებში აზრი არ
გამოუკითხავს, ის საგანი იმისათვის ყოვლად ბნელია და იმ საგნისათვის იგი ყოვლად
მუნჯია: ვერას იტყვის იმიტომ, რომ თვითმსჯელობას, თვისის გონების გაძღოლას იგი
ჩვეული არ არის.
`რამდენი სასაცილო მაგალითია ჩვენს ლიტერატურაში, რომ საზოგადო თეორიის
გულმხურვალე მქადაგებელს ................... ცალკე მაგალითი ამავე თეორიისა, და რასაც
ზოგადად, თეორიით ამტკიცებდეს თავგამოდებით და მხურვალებით, იმას იმავე
თავგამოდებით უარჰყოფდეს ცალკე მაგალითში რათა? იმიტომ, რომ ამ ცალკე მაგალითს
ქვეშ არა ჰქონია წარწერილი, რომ ამა-და-ამა მოძღვრებისააო და თითონაც მოძღვარს
იმოდენა თვითმსჯელობა არა ჰქონია, რომ თავისავე მოძღვრების ერთი მაგალითთაგანი
საქმეში ეცნო.
`თვითმსჯელობა, თვითმხედველობა, გონებრივი უმაღლესი წერტილია ადამიანის
განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს, და ის უნარი კი,
რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ
გაშლოდეს სამოქმედოდ.
`ამ გვარის მშრალის და უქმის გონების კაცი სახელოვანმა გეტემ დაგვიხატა თავის ფაუსტში.
ფაუსტში რომ გამოყვანილია ვაგნერი, სწორედ ზედ-გამოჭრილი სახვა იმ-გვარის კაცებისა,
რომელთაც ცოდნა აქვთ და საკუთარის ჭკუით ტარების უნარი-კი ღმერთს, თუ მეტს,
იმათთვის არ მიუმადლებია~.

* * *
`აკაკი წერეთელი და ვეფხის-ტყაოსანი~ (1887 წ. გაზეთი `ივერია~, ##75, 76, 77) – ილია
ჭავჭავაძის პოლემიკური შემოქმედების არსენალიდან ის გამორჩეული მონაკვეთია, სადაც
ავტორი ჯერ ერთი, შესპირის ფალსტაფს როგორც ტყუილების გუდაზე ლაპარაკობს, და
მეორე, შექსპირს, როგორც მსოფლიო გენიოსად ასახელებს.
აკაკი წერეთელმა მის მიერ წაკითხულ ლექციაში `ვეფხის-ტყაოსნის~ თაობაზედ, ხაზგასმით
აღნიშნა, რომ `რუსთაველმა გამოსახა თავის პოემაში სამი, საქართველოს სხვადასხვა
ნაწილის ქართველი. მისი სიტყვით: ტარიელი, რადგანაც ზარმაცია – ქართლელია,
ავთანდილი, რადგანაც წინდახედულია და ცბიერი – იმერელია და ფრიდონი კი არ
გვახსოვს რა მიზეზით და რის გამო – ზღვისპირის ქართველია, იქნება იმის გამოც, რომ
`ცოტა აქვს, მაგრამ ყველგან სიკეთე-მიუწვდომელი~.
ილია ჭავჭავაძისათვის ქართველთა ასე ნაწილებად დაყოფა მიუღებელია, ვინაიდან
არასწორია იგი: ამ საბუთებით, რომ ტარიელი ზარმაცია, ავთნადილი წინდახედულია,
და ................... სხვა, ძნელია იმისთანა მართლა სახელოვანი პოეტი, როგორიც რუსთაველია,
კაცმა უბრალო ეთნოგრაფის საჩხირ-კედელო საქმეზედ ჩამოახდინოს, ეს მეტის-მეტი
დაქვეითებაა პეგასზედ მჯდომ ცხენოსნისა. თუნდ ეგეც არ იყოს, ეს ამისთანა გზა კვლევისა,
სად არ მიიყვანს კაცსა? ფალსტაფს, რომელიც შექსპირს ტყუილებისა და კვეხნა-ბაქიაობის
გუდად გამოუხატავს, განა ათას მსგავსს მოვუპოვებთ ჩვენს საქართველოში?! აკი თითონ
ბატონმა აკაკიმაც თავის ლექციაზედ დაგვაჯერა, ქართველები ტყუილების და კვეხნა-
ბაქიაობის მოყვარენი არიანო. მართალიც არის, ჩვენში ტყუილებისა და კვეხნა-ბაქიანობის
ასეთი ფალავნები არიან, რომ თითონ ფალსტაფი, ეგ ზოგადი ტიპი ცრუ და მკვეხარა კაცისა,
ტაშს დაუკრავს მოწონებისას და შაგირდად მიებარება. ნუთუ ეს გარემოება ნებას მისცემს
ვინმეს სთქვას: შექსპირმა ფალსტაფით ქართველები გამოსახაო. მსოფლიო გენიოსნი
მწერალნი იმიტომ არიან მსოფლიონი, რომ მის ნახატში, რომლის ერისაც გინდათ, იმ ერის
კაცს იცნობთ, იმიტომ რომ იგინი ადამიანის საზოგადო ტიპსა ჰქმნიან. ადამიანი ყველგან
ყოველი უწინარეს ადამიანია და ადამიანს ხომ არაფერი ადამიანური არ ეუცხოება.
`ფალსფატი ისეთივე შვილია მთელის კაცობრიობისა, როგორადაც ჰამლეტი, ოტელო,
ტარიელი, ავთანდილი და სხვანი ამისთანანი, დიდის შემოქმედების ძალით შექმნილნი.
რამოდენადაც მწერლის შემოქმედების ძალა სწვდება ამ ზოგადკაცობრიობის ტიპსა,
იმოდენად მწერალი დიდია, იმოდენად მსოფლიოა. თქმა არ უნდა, რომ ერი, რომელსაც
ეკუთვნის ამისთანა მწერალი, თავისის სამკაულით აკაზმინებს, თავის საფერავით
აფერვინებს პოეტს ყოველს ხატს, ყოველს ნამოქმედარს შემოქმედობისას, მაგრამ ეგ მარტო
სამკაულია, ფერია და არა იგი შინაგანი ბუნება ხატისა, რომელიც ამ შემთხვევაში ზოგადია
და არა კერძო, და რომელიც მარტო თავის საკუთარს კანონებს ექვემდებარება.
`ჩვენი ფიქრით ამ საზომით, ამ საწყაოთი უნდა შესდგომოდა ბატონი ლექტორი თავის
რთულს და მძიმე საქმეს იმისთანა თხზულების ვითარების გამოძიებისას, როგორიც ვეფხის-
ტყაოსანია~.
`ჩვენ ვერ გაგვიგნია, რისთვის მოჰსურვებია ბატონს აკაკის რუსთაველის აგრე დაქვეითება?
ორში ერთი – ან რუსთაველი მართლა იმისთანა მოკლე ნიჭია, რომ კაცად-კაცობის ვრცელს
მოედანს ვერ გადასწვდენია და, რაკი ესრეა, ლექტორმა მწარე მართალი ამჯობინა ტკბილსა
ტყუილსა და შეცდმით განდიდებულს ჩვენ მიერ რუსთაველს თავისი მიუწყღო და
კუთვნილი ადგილი დააჭერინა. თუ ეს ესრეა, საქებარი გაბედულობა, ჭეშმარიტების
მოყვარისა, მაგრამ ამას დამტკიცება უნდოდა, და ჩვენი გულითადი რწმენაა, რომ ამის
საბუთს რუსთაველი და მისი `ვეფხის-ტყაოსანი~ არ იძლევა და ვერც ვერავინ უპოვის, ამით
იმისი თქმა არ გვინდა, რომ ან ერთს, ნაკლი რამ კაცმა ვერ მოუჩხრიკოს, მაგრამ ამ მხრით
ხელმოკლეობას ნიჭისას კი ვერ ვუკიჟინებთ, რა მხრითაც ამ შემთხვევაში უკიჟინებიათ, ან
იქნება ბატონმა ლექტორმა რუსთაველის განდიდებისათვის მოიწადინა, რომ ტარიელი
უსათუოდ ქართლელი ყოფილიყო, ავთანდილი – იმერელი და ფრიდონი – ზღვის პირის
ქართველი? ვითამ შექსპირს განა იმითი იწუნებს ............. და, პირიქით, განა იმითი არ
ადიდებენ ყველანი და მსოფლიო გენიოსად არა სთვლიან, რომ კაცად-კაცნი გამოჰყვანდა
თავის სახელოვანს დრამებში და არა შოტლანდიელი, ვალისიელი და ინგლისელი?
ვიწრო მოედანი მარტო პატარა ფალავნის სარბიელია და არა იმისთანა გოლიათისა,
როგორიც შექსპირია და თუნდა ჩვენი რუსთაველიცა. რუსთაველის ტიპებს იმ პაწია
ჭუჭრუტანას სინჯვა კი არ უნდა, საიდანაც მარტო ქართლელი, კახელი, იმერელი და სხვა
სახელ-წოდებული კაცი დაინახება, რამედ იმ უშველებელი სარკმლიდამ, რომ მთელს
კაცადკაცობას თვალი გადაევლებოდეს, მის სრულს სიგრძე-სიგანედ და სიგრძე-სიგანედ. და,
თუ აქ კრიტიკის შუქს ვერ გაუძლო რუსთაველმა, მაშინ და მარტო მაშინ ჩვენ მიერ უჯეროდ
დადგმული გვირგვინი დიდებისა და სახელოვანებისა უნდა მოეხადოს თავიდამ.

* * *
ადამიანის სულისკვეთების შფოთვას, მის დაუოკებელ, დაუსრულებელ სრბოლას, მის
უსაზღვრო ჭენებას, რომელსაც ზოგად-კაცობრიული, საყოველთაო წყურვილად გვიდგას
ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ ბარათაშვილის `მერანის~ განხილვისას იქვე შექსპირის
`ჰამლეტის~ სულის ამონაკვნესს `ვიყო თუ არ ვიყო~ მოუხმობს:
`მსუსხავი და მწვავი ქროლა გონებისა, ადამიანის ამღვრეული გულის ქარტეხილისაგან
მოვლენილი, განა საკმაო მიზეზი არ არის ესეთის თავგანწირულისულის კვეთებისა და ეს
სულის კვეთება განა ზოგად-კაცობრიული არ არის? მაშ, მაშინ არც ბაირონის დიდებული
და აზრიანი ჭექა-ქუხილი ყოფილა ზოგად-კაცობრიული? განა ერთობ მოუსვენარი
ცხოვრება ადამიანისა, რომლის ეჭვით გალესილი ჭკუა დღემუდამ ტაძარს აშენებს
რწმენისას და ისევ თავის ხელითვე აქცევს, იმავ სადგურს მყუდროებისას არ ითხოვს, რასაც
ჩვენი პოეტი? განა ამ ქცევა-შენებით დაღალული გული კაცობრიობისა, ქვეყნის დაწყებიდამ
დღევანდლამდე არ ეძებს მოსვენებისათვის სადგურს და მაგ სადგურის პოვნა განა
საყოველთაო წყურვილი არ არის ზოგად-კაცობრიული? განა ვაება კაცობრიობისა ის არ
არის, რომ მიზეზი აქვს ძებნისა, ეძებს და ვერ უპოვია? აი სად არის სათავე ადამიანის
სასოწარკვეთილებისა, თავგანწირულებისა, ჭკუა-გონების არევისა და ყოვლისფრის
უარყოფისა, რომელიც ზოგჯერ, ხანა-და-ხანა ასე დაიპყრობს ხოლმე მთელს მოაზრე
კაცობრიობასა. ბაირონი და მთელი მის მიერ დაპყრობილი ხანა, ევროპის სულიერი
ცხოვრებისა განა მისი მაგალითი არ არის ჰამლეტის `ვიყო თუ არ ვიყო~ განა სულის
უბინაობისაგან არ არის ამოკვნესილი?
შორს რათ მივდივართ, ეს დღევანდელი სპირიტობა, ბუდიზმობა, გრაფ ტოლსტოის `სული
კვეთება~ ის ამბავი, რომ ამერიკაში სადღაც ბავშვი დაბადებულა და დიდი და პატარა
მირბის იმის თაყვანის-საცემლად და ბევრი სხვა ამისთანა – განა ამას არა ჰგრძნობს, რომ
დღევანდლამდე ყოფილს ბინას ადამიანის მყუდროებისას ფუძე დაენგრა და თვით თაღიც
მთელის შენობისა გაირღვა და ჰლამობს გადმოქცევას? განა ყოველივე ეს იმის მაგალითები
არ არის, რომ დღესაც მოუსვენარი გონება ადამიანისა ხან რას ეჭიდება, ხან რას, რომ
სადგური რამ მყუდროებისა სადმე და რაშიმე უპოვარ უბინაო სულსა, რომელიც დღეს
ნაცარტუტასავით ჰდუღს (იხ. `წერილები ქართულ ლიტერატურაზე~, 1882 წ.).

* * *
შექსპირი კარგად იცოდნენ განათლებულმა ქართველებმა. მათ შორის იყო ვახტანგ
ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი. მის შესახებ `მოკლე ბიოგრაფიაში~ (1893 წ.) ილია
ჭავჭავაძე წერს: `თვრამეტი წლის ყმაწვილ-კაცს თუმცა მხიარულება და საზოგადოებაში
ყოფნა ჰყვარებია, მაგრამ ამაზე მეტად უფრო ჰყვარებია წიგნების კითხვა, ნამეტნავად
საფუძვლიან და ცნობილ წიგნებისაო... ეს სიყვარული წიგნთა კითხვისა არ მოჰკლებია
სიკვდილამდე. მისი ლექსი `ძველს მეგობარს~ ამას ცხადად ამტკიცებს. ამ ლექსში `ძველ
მეგობრად~ იგულისხმება, თუ არა ვცდებით, სახელოვანი დ. ყიფიანი, რომელიც დიდად
განათლებული და გონებით გახსნილი კაცი იყო, კარგად მცოდნე ქართულის, რუსულის,
ფრანგულის და ინგლისურ ლიტერატურისა. ჩვენი პოეტი განსვენებულს დ. ყიფიანს,
არაერთხელ იხსენებს თავის მგობრად თავის ლექსებში.
მოდიო, - იწვევს თავადი ვახტანგ თავის მეგობარს.
მოდი, აქ მიძევს თვალთ წინა რუსთველის დიდი ქმნილება,
იმის ფურჩვნილის ლექსებით სული და გული დავიტკბოთ;
გეტე, შექსპირი, მილლერი, კვლავ ერთად გადავიკითხოთ.
აი, რა გამოჩენილ ავტორებთან ჰქონია საწმე თავად ვახტანგ ორბელიანს და წიგნების
კითხვის წყურვილით რა ზღვას დასწაფებია~.

* * *
ილია ჭავჭავაძე `ივერიის~ `წინასიტყვაობა~, მეორე ნაწილში (დაიბეჭდა 1885 წლის 31
დეკემბერს, გამოვიდა 1886 წელს, @1, როდესაც `ივერია~ ყოველკვირეული გაზეთიდან
ყოველდღიურ გაზეთად გადავიდა; აქვე ვიტყვი `წინასიტყვაობა~ პირველი ნაწილი
დაიბეჭდა ყოველკვირეული ივერიის პირველ ნომერში 1877 წ.). ფაქტიურად შეახსენებს
ყოველდღიურად გადაკეთებულ ივერიის რედაქციას თავის მოვალეობას, და აფრთხილებს
კიდევ თუ ისევ მოიპოვება ჩვენში `მოჰიკანები~, რომელთაც გამოჩენილი ადამიანები (მაგ.
შექსპირი) ლობიოს ურჩევნია, მათაც სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ისეთნაირად, რომ
ლიტერატურულ სარბიელს ჩამოშორდნენ:
`ჟურნალ-გაზეთობა ერთ-გვარი ნაწილია ლიტერატურისა. ამის გამო თავის საკუთარის
კუთვნილების გამო უნდა ჰქონდეს ზოგადი კუთვნილებაც ლიტერატურისა~. ზოგადი
კუთვნილება ჭეშმარიტის ლიტერატურისა და არა იმ ცრუპენტელობისა, რომელიც ჩვენში
ლიტერატურის სახელით დაიარება, გულწრფელობაა, უბოროტო განზრახვაა,
სინდისიანობაა, პირმოუფერებლობაა და იმ გრძნობის და რწმენის გამომეტყველობაა,
რომელიც სულსა და გულში ნამდვილად ჩაგსახვია, ნამდვილად გამოგკვანძია და შენის
სულიერის ღონის შეძლებისამებრ გაგიზრდია, გაგიწურივნია.
`ჭეშმარიტი ლიტერატურა ყველგან და ყოველს შემთხვევაში მართებულობის, ზრდილობის,
ადამიანის ღირსებისა ფარიც არის და ხმალიცა.
უზრდელობა, უმართებულობა, გაუპატიურება ადამიანისა, უწურთვნელობის,
გონებაგაუხსნელობის და უჯიშობის უტყუარი ნიშანია. ლანძღვა-თრევა გოგო-
ბიჭების ...................... საზიზღარია და გარეთ, მთელის ერის, მთელის ქვეყნის მოედანზედ –
რაღა თქმა უნდა~.
`თუ ჩვენში მოიპოვება კიდევ თითით საჩვენებლად მაინც, უკანასკნელი მოჰიკანი იმ
სასაცილო და ბავშვების სამაცდურო მოძღვრებისა, რომ ერთი წყვილი ჩექმა მთელს
შექსპირს მირჩევნიაო და ერთი ჯამი ლობიო მთელს დიდებულს ნაშთს ხელოვნებისას – არ
დაგვინდობს და წამოიძახებს: დახე `ივერიას~ საზოგადოება `დაბად~ გაუხდიაო და
ლიტერატურა `კავალერადაო~.
`ამას ბანს მისცემს იმისთანაც, რომელსაც ექნება ღმერთი რაზედმე გასწყრომია, ლანძღვა-
თრევა ზეგარდამო შთაგონებად მიაჩნია და ამის გამო ჭირვეულობს, გენიოსად რატომ არ
მიცანითო.
`რასაკვირველია, ამ უთავბოლო ჯურის ხალხში, თუკი არის სადმე, ასე უნდა სთქვას, თორემ
თუ ჩვენდა საბედნიეროდ, ქარის მოტანილ ლიბერალობის სახელით მორთულმა
ცრუპენტელობამ და იმავ ლიბერალობის სახელით გაკადნიერებულმა ლანძღვა-თრევამ
ჩვენის ლიტერატურიდამ ამოიკვეთა, იმათ საფანელი მოაკლდებათ, კრიჭა შეეკვრით და
ამის გამო ლიტერატურას ძალაუნებურად უნდა დაეთხოვნენ~.
`ეგრე მოსდით ხოლმე ვაჭართა, რომელთა საქონელსაც ბაზარში მაზანდა დაუფოლდა და
გასავალი არა აქვს და რომელთაც სხვა საქონლის მოპოვების შნოც ღვთისგან არ ღირსებიათ.
თუ უწურთვნელს, უზრდელს, სხვის გამაუპატიურებელს, ჩვენს შინაობაშიაც, სახლობაშიაც,
საცა მარტო ერთი-ორი კაცია, ვერ ვიშვნევთ და ვთაკილობთ, თუ მაგაების პატრონს ჩვენს
საკუთარს პატარა ოჯახშიაც ფეხს არ შეადგმევინებთ და კარს ამოვუქოლავთ, მაშ როგორ-ღა
უნდა შევიშვნოთ, შევიწყნაროთ იგი იმ დიდს ოჯახში, საცა არამც თუ მარტო მე და თქვენა
ვართ ჩვენის ცოლ-შვილით, არამედ მთელი ერია, მთელი ქვეყანაა, იმიტომ, რომ
ლიტერატურას მთელს ერთანა აქვს საქმე, მთელს ქვეყანასთან~.

* * *
`გარსმყოფელობა ჩვენში~ (დაიბეჭდა პირველად `ივერიაში~, 1888 წ. #261, 263) ილია
ჭავჭავაძის კრიტიკული შინაარსის წერილია, რომელიც ამხელს ზოგადად და
განსაკუთრებით ჩვენთან ფესვგადგმულ საზოგადოებრივ აზრთა არევ-დარევას, ტყუილისა
და მართლის გაურჩევლობას და სხვა მანკიერ ქმედებებს, და რომლითაც სურვილი აქვს ამ
მიმართულებას მკითხველთა ყურადღება მიაქციოს, ტყუილი მართლისაგან განარჩიოს –
დროა ბალღების საცინალო სიტყვებს ფერ-უმარილი ჩამოვაცილოთ, პირისპირ გავუსწოროთ
თვალი და ნათხოვარი ფთები ჩამოვაკვეცოთ~.
`ჩვენში იმისთანები არიან, რომ სახელად მიაჩნიათ გამოვიდნენ და იყვირონ დღისით დღე
არ არის და ღამით ღამეო, თითქოს მარტო იმისთვის, რომ ბალღებს მიაწონონ თავი და ტაშის
ცემით ათქმევინონ: აი უარმყოფელი და, მაშასადამე, ბრძენი, მცოდნე და ლიბერალი, თორემ
გონებაში ჩავარდნილი კაცი ამ უარმყოფელს სიტუაციაში ამოუყოფდა თავსა.
`ამ უარმყოფელს რომ უთხრა: ვიცი, რას ჰროშავ! როგორ თუ დღისით დღე არ არის და
ღამით – ღამე, გიპასუხებთ, შენ რა იცი ხურმა რა ხილია! მე უარმყოფელის მიმართულებისა
ვარ და ეს მიმართულება უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა და განა არ
ვიცი, შენს გაცვეთილსა და დაობებულს მიმართულებას ვერაფრად ეჭაშნიკებაო, ამასაც ხომ
არ გაკმარებთ, რადგანაც ტაშს არ უკრავთ, წამების გვირგვინსაც დაიწნავს ამ სასაცილო
მჩვრისაგან, დაიდგამს თავზედ, გამარჯვებულსავით დოინჯსაც შემოიყრის და
თავმოწონებულად დაიწყებს სიარულს. მაღლები უცქერიან ამ ბერიკად მორთულს
დონკიხოტსა და ქება-დიდებას მისძახიან: `აღა ბაღში მობრძანდება მიხედ-მოხედვის
ჭირიმეო~. დონკიხოტსაც ეს `მიხედ-მოხედვის ჭირიმე~ მაღლებისა და შუბლზედ ბუზსაც
არ იფრენს...~
...გამოდის მეორე და იძახის: შექსპირი რა კაცია, ერთხელ ერთ ვიღაცა სულელს
წამოურახუნებია – დიდი მწერალიაო, და თქვენც არანაკლებ სულელებს, გჯერათო. აბა რა
მწერალია, რომ იმდენი რარაცეები დაუწერია და აბა თუ ერთგან ნახსენები ჰქონდეს
`рабочий вопрос~-იო.
გამოდის მესამე და იძახის: ჩვენი მწერლები სულ მუხანათები და ქვეყნის მოღალატენი
იყვნენო, რადგანაც ბატონ-ყმობის სიმწარეზედ ხმა არ ამოუღიათო. ვეუბნები: კაცო, ეგ რა
ადლი დაგიჭერია ხელში? არისტოტელე არამც-თუ სწუნობდა დღეს სამართლიანაც
გაკიცხულსა და მოსპობილს ბატონ-ყმობას, არამედ იგი უფრო უარესის მონობის მომხრეც
იყო, და აქედამ განა ის გამოდის, რომ არისტოტელე სულელი იყო და ქვეყნის მუხანათი?
ეგრე ხელაღებით უარყოფამ მიწილა!
მაშ ჰომეროსიც მჩვარში გასახვევია, რომ ბატონ-ყმობა არ უხსენებია თავის ილიადაში? მაშ
დარვინიც ქვეყნის მოღალატეა და ჭკუის-გლახა, რომ თავის სახელოვან თხზულებაში ერთი
სიტყვაც არ დაუხარჯავს: ბატონ-ყმობის თაობაზედ?
გამოდის მეოთხე, სულ სხვა ჯურისა და მოდგმის კაცი, და იძახის: თქვენ, ქართველები, ვინა
ხართო? მაშინ ჩამოთრეულხართ საიდანღაც მთებიდამ და დიდად თავი მოგაქვთ – ძველი
მკვიდრნი ვართ საქართველოსიო. თუ დასაბუთებულს სიტყვას შეუბრუნებთ, ის მაინც
თავისას არ იშლის და მეუბნებაო: თქვენ თქვენს თავის-მოყვარეობას მთლად გაუტაცნიხართ
და მართლ-მოყვარეობა დაგიკარგიათო. თქვენ თვალში მართალს თავისი ფასი არა აქვს, თუ
თქვენთვის სასიამოვნო არ არისო. მართალი-კია რაც სთქვა? – ეკითხებით დაჟინებულს
უარმყოფელს... მე კი უარვყოფ და მართალია თუ არა, ეგ ჩემი საქმე არ არისო, მაგისათვის
თავი შენ გაიცხელე, თუ გესიამოვნებაო. გამოდის იგივ ქებული უარყოფა, ხოლო სხვა
სართულზედ ამობლანდული. ეს უკანასკნელი სხვა ჯურის უარყოფაა და სხვა სათავიდამ
მოდის~.

* * *
ვინც იძახის ნუ იხმართ ახალ სიტყვებსო, იმან არ იცის, რას ამბობს. ის ამით ამბობს, რომ
აზრს გვმატებთო, გონებას მხედველობას ნუ უვრცელებთო, წინ ფეხს ნუ გვადგმევინებთო,
ერთი სიტყვით – კაცნი კაცობას ნუ ჩემობთო – აღნიშნავს ილია ჭავჭავაძე დაახლოებით
1862-1863 წლებში დაწერილ ნაწყვეტში `ხელოვნება და მეცნიერება~ _ თუ ხალხი
ცხოვრობს, განვითარებაში არის, ე.ი. აზრიანობა, გამსჯელობა ემატება, სიტყვაც მოემატება,
ენაც გაუმდიდრდება~.
როგორც ვხედავთ, ილია ჭავჭავაძე მომხრეა მშობლიურ სიტყვიერებაში შემოსული იქნეს
ახალი სიტყვები და სიტყვების ხმარება საკუთარ ენაში, თვით ხალხის განათლების დონის
მაჩვენებელია.
`რაც უფრო ნაკლებ განათლებულია ხალხი, მით უფრო ცოტა სიტყვა აქვს თავის ენაშია.
ინგლისში ერთ პასტორს გამოუკვლევია, რომ ანგლიის გლეხი – თუ ხსოვნამ არ მიღალატა –
თავის გრძნობის, საჭიროების, აზრის გამოსათქმელად მარტო 3000 სიტყვას ხმარობსო.
დარწმუნებული ვარ, რომ 3000 აზრის მეტი იმის გონებაში არ არის, იმიტომ, რომ ყოველი
სიტყვა აზრის წარმომადგენელია. თუ მეტია, მეტი აზრიც იქნებოდა. ფილოსოფოსი
ხმარობოსო 10000 სიტყვას; სჩანს ეს აზრი მეტია, სიტყვაც მეტია. შექსპირი – კიო, _ ამბობს
იგივე, _ შექსპირი, _ რომლის მსგავსი მწერალი ჯერ არ ყოფილა, ხმარობლაო 15000
სიტყვას.
`რაც ერთზედ ითქმის, ის მთელ ხალხზედ ითქმის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობ
ჩვენი ხალხი ანგლიის ხალხზე უფრო ცოტა სიტყვით იოლად გადის, იმიტომ, რომ ისინი
ჩვენზედ განათლებულები არიან: მეტი საჭიროება, მეტი გრძნობა, ერთის სიტყვით – მეტი
აზრი აქვსო და, რასაკვირველია, იმ აზრების გამომთქმელს მეტი სიტყვაც უნდა ჰქონდესო~.
თუ ხალხი ცხოვრობს, განვითარებაში არის, ე.ი. აზრი, ცნობა, რიგიანი მსჯელობა ემატება,
სიტყვაც მოემატება, ენაც გაუმდიდრდება.
ვინც იძახის, ნუ იხმარებთ ახალს სიტყვებსაო, არ იცის, რას ამბობს. ის ამით ამბობს, რომ
აზრს ნუ გვმატებთო, გონებას მხედველობას ნუ უვრცელებთო, წინ ფეხს ნუ
გვადგმევინებთო, ერთი სიტყვით – კაცნი კაცობას ნუ ჩემობთო (ახალი სიტყვების ხმარების
აუცილებლობაზე ცალკე იქნება საუბარი – ავტ.).

* * *
`სფირიდონის და თადეოზის ბაასისას~ (1881 წ.) ბიძა ძმის შვილი უცხო ენიდან ქართლად
გადმოთარგმნის პრობლემასაც ეხებიან და შექსპირის დრამების თარგმანების ავ-
კარგიანობასაც ახსენებენ:
`სასიამოვნო იქნება ყოველ წამკითხველისათვისა ჟურნალი, დაწერილი იმ ენაზედა,
რომლითაც მუდამ ჟამს ლაპარაკობს. უჭველია, ძლიერ გონივრად იქცევა ისა, ვინც მუდამ
ჟამს კითხულობს საღმრთო წერილსა. იმის წამკითხავი ორნაირად არის სარგებლობაში,
პირველად: შეისწავებს ღვთის ვედრებასა და რამდენსაც მომატებულად კითხულობს,
იმდენად მკვიდრად დაიწერება იმის გულში სარწმუნოება ქრისტესი; და მეორე: იქ შეხვდება
მრავალ ნამდვილ ქართულ სიტყვასა, რომელნიც ამ ჯამად ბევრნი მათგანნი აღარ
იხმარებიან საერო ლაპარაკში, და მაშინ, როდესაც საღმრთო წერილი გადმოუთარგმნიათ
ქართულად ბერძნულიდგან, ხმარებაში ყოფილა. მხოლოდ იქიდგან გამოტანილი სიტყვა
უნდა მოიხმაროს ისე, იმ კილოზე, როგორც ამ ჟამად ლაპარაკობს ხალხი, მეტადრე არ არის
ძნელი სამუდამო ლაპარაკის კილოზე სიტყვის ხმარება მაშინა, როდესაც საგანი
თხზულებისა არ შეეხება რასმე ფილოსოფიურსა, ანუ სხვა რომელსამე სწავლასა.
`ამგვარ თხზულებაში ასცდება მწერალი უმაღლეს აზრის გამოთქმასა, ვერ დასწერს
სამუდამო სახალხო ენაზე, რადგანაც თითონ საგანი ფილოსოფიური თხზულებისა არის
ისეთი, რომა ყველას, მოუმზადებლად, არ შეუძლიან მიხვედრა და ამასთანავე უთუოდ
დასჭირდება ისეთი სიტყვების ხმარება, რომელნიც ხშირად არ ესმის ხალხსა.
`აგრეთვე უნდა ვსთქვათ გადმოთარგმნილი სტატუსზედაცა. აქამომდისინ რამდენიც
დაბეჭდილა ჟურნალში გადმოთარგმნილი სტატიები, რაც უნდა კარგები იყვნენ ნამდვილში,
გადმოთარგმნილს აღარა აქვს თითქმის არც ნახევარი ლაზათი, ისინი ისე არ მოსწყვლენ
ხოლმე წამკითხველის გულსა, როგორც კარგი თხზულება, ან საშუალო ღირსების
თხზულება, დაწერილი პირდაპირ ქართულ ენაზე.
`ამის მაგალითი არის ისევ ის კომედიები, რომელნიც წეღანა ვსთქვი. იმ კომედიებს ხალხი
უფრო სიამოვნებით კითხულობს და წერილადაც ბევრნი სწავლობენ, ვიდრე შექსპირის
დრამებსა, გადმოთარმგნილს ქართულ ენაზე, თუმცა დაწუნებით კი არავის დაუწუნებია.
რისგან არის ესა? ამის მიზეზი ისევ ის არის, რაც მოგახსენე წეღანა: მთარგმნელი
ალაპარაკებს ფრანცუზსა, რუსსა, ანგლიჩანსა ქართულად, როგორცა სთქვა ბაქარ
ქართლელმა – ღარიბი ყმაწვილი კაცის რომანის მთარგმნელმა. თქვენ იმათგან გესმით
ზოგიერთი ისეთი აზრი, რომელიცა ჯერ არ გაგიგონიათ, ან ისეთს კილოზე გეუბნებით
რომა ძლიერ უნდა ჩაფიქრდეთ, რომ გაიგოთ. ამასობაში, ............. არა აქვს დიდი მოთმინება
და არ უყვარს ბევრი ფიქრი, ხალისი ეკარგება, მაშინ როდესაც ჩვენ რომ ვთქვით, ოს
კომედია ძალიან ადვილი გასაგონია ქართველი კაცისათვისა, იმ კომედიაში ხედავს
სურათსა ბევრი თავისი მეგობრისასა, ხედავს თავის ცხოვრებასა და სიამოვნობს.
`ყოველი მთარგმნელი უნდა იმასა სცდილობდეს, რომა გადმოიღოს სხვისი აზრი ქართულ
ენაზე ისე, რომა ნამდვილსა და თარგმანის აზრს შორის არა იყოს რა იოტის ოდენი
განსხვავება, მაგრამ მაშინ რა ჰქნას მთარგმნელმა, როდესაც ქართული ენა არ არის ჯერეთ
იქამდისინ ხმარებაში შესული, რომა ყოველს სიტყვას თავისი პირდაპირი მნიშვნელობა
ჰქონდეს და იმავე დროს ევროპული აზრი გადმოიღოს იმავე მნიშვნელობითა და ცხადად,
ერთის მოკლე სიტყვით შეასმინოს~.

* * *
სფირიდონი და თადეოზი ბაასის დროს კიდევ ერთხელ (ამჯერად მეორედ და მესამედ)
შეეხებიან შექსპირის დრამებს: `აღურიცხველმა დროებამ, რომელმაც განაქრო დედამიწის
ზურგზე საბერძნეთის რესპუბლიკები, გამოიტანა სახელები: გობერისა, გეზიოდისა,
ესქილისა, სოფოკლისა, პინდარისა, ანაკრეონისა და ეხლაც ყველანი, რომელნიც თავის-
თავსა რაცხავენ ნიჭიერების მქონებლებში, ხალისით თუ უხალისოთ, მაინც კიდევ
განკვირვებულნი არიან ამ სახელებისაგანა. უწინდელნი, რომელნიც პირდაღებულნი
უყურებენ შექსპირის დრამებსა და თავის გუნებაში ამჯობინებენ იმათა ფუჭ ვოდევილებსა,
ხმამაღლა აქებენ შექსპირსა და სწყინთ, თუ იმას დაადარებს ვინმე, მაგრამ ეს არის დროების
საქმე...
`ჩვენში პუშკინი გამოჩნდა იმ დროს, როდესაც კლასიკური შეტბორება იყო და როგორითაც
კეთილად და ალერსიანად დაუხვდნენ იმასა ყმაწვილი ხალხნი, ისე შურით და პირქუშად
მიიღო ძველმა ხალხმა, მეტადრე საქვეყნოდ გამოსულმა პოეტებმა, ლიტერატორებმა და იმ
დროების მეტყველებმა, მაგრამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა, ოდა თუმცა გაჩნდა არეული
ზრიალი და გაცხარებული ბაასი, მაგრამ საზოგადო აზრმა (мнение) მაშინვე
აღამაღლასახელი ახალგაზრდა პოეტისა უმაღლეს ყველა პოეტებზედ, იმის წინად და იმის
დროს მყოფებზე.
`არ შეუძლიან ყველას, და არც ყველას უნდა ესმოდეს მშვენიერება; ის ესმის მხოლოდ
მცირედ რიცხვს, და ზოგიერთ ამორჩეულებს, _ და ამათგანა ცნობილობენ სხვანისა~
(`სფირიდონისა და თადეოზის ბაასი~, 1861 წ. გამოქვეყნდა გაზ. `ივერიაში~ 1869 წ. ##5, 6,
7, 8).

* * *
`შექსქპირს შემოკლებულ დრამაში გამოუყვანია მთელი ცხოვრება ისტორიულის კაცისა,
რომელისამე რიჩარდ მეორესი, ანუ უწარჩინებულესი ამბავი იმ გმირის ცხოვრებიდან,
რომელიც ნამდვილად შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ რამდენსამე წელიწადში. იმას
გამოუყვანია თავის დრამაში მხოლოდ ის ნიშნები იმისი გმირის სიცოცხლიდგან მხოლოდ
ის (ფაქტი) მომხდარი ამბავი გამორჩეული დრამატიული სურათისათვის, რომელნიც
შესახები ყოფილან პირდაპირ მისი თხზულების აზრისა და დანარჩენნი, თუმცა საცნობლად
სასიამოვნონი არიან თავის-თავად, მაგრამ არ შეეხებოდნენ მის საგანსა, გამოურიცხავს,
რადგანაც არ არიან საჭირონი. თუმცა რომანის ჩარჩო მიუდარებლად ვრცელია
შევიწროებული დრამის ჩარჩოზე, და თუმცა რომანის მწერალს უფრო ვრცელი
თავისუფლება აქვს დრამის მთხზველზე, მაგრამ რომელიც გინდათ აიღეთ რომანი ვალტერ
სკოტისა, ანუ კეჰერისა, არ მოუნდებათ ერთი დღის მეტი, რომ იკითხოთ გაუწყვეტლად,
მაშინ როდესაც დაწვრილებით აღწერა მემუარებივით, ერთის წლის ცხოვრებაც ერთის
კაცისა გაავსებდა ათჯერ მომეტებულ ტომსა; ვიდრე გმირისა მთელი სიცოცხლის აღწერა.
`პოეტი არ არის ვალდებული აღგიწეროთ, რომ იმისი გმირი როგორა სჭამდა სადილსა
ყოველთვის, მაგრამ პოეტს შეუძლიან დაგვიხატოს ერთი მისი სადილთაგანი, თუ რომ ამ
სადილზე როგორმე იყო დამოკიდებული იმისი სიცოცხლე, ანუ თუ ამ სადილით შეიძლება
რომელისამე ხალხის, რომელისამე დროში ჩვეულების ნიშნების წარმოდგენა; თუ რომ
რომანის გმირი არის რაინდის (Рицарь), გამოჩენილი მხედარი, მაშასადამე პოეტისათვის, რა
საჭიროა, რომ აღწეროს ყველა იმისი ბრძოლა, ომი, რომელიც რაინდებს ისრე ხშირად
შეემთხვეოდათ ხოლმე, როგორითაც რუსის რუსის ვაჭარს ჩაის დალევა, მაგრამ პოეტს
შეუძლიან აღწეროს ერთი შემთხვევა ან გმირის ხმალში გასვლისა, ან ომისა და სხვა ამგვარი
აღწერა ვეღარას მოუმატებს, იმიტომ, რომ გმირის ხასიათი ერთის შემთხვევითაც
გამოიხატება ისრე სრულად, ცხადად, რომ ჩვენ ამისი ერთი ხმალში გასვლით გვეცოდინება
კიდეცა, როდის გავიდოდა ხმალში ათას სხვა შემთხვევაში...
`ამისათვის ყოველი პირი, გამოყვანილი ხელოვნების ქმნილებაში, ანუ თხზულებაში, არის
წარმოდგენილი მრავლისაგან უმრავლესის ერთნაირის, ერთგვარის პირისა, და ამისათვისაც
ჩვენ ვამბობთ ხოლმე: ეს კაცი ნამდვილი ოტელო არის, ეს (გასათხოვარი) ქალი სწორედ
ოფელიაა, ესეთი სახელები როგორითაც ონეგინი, ლენსკი... და სხვანი, არიან თითქო
საზოგადო სახელები და არა საკუთარი, საზოგადო განთვისებულებითი წოდებანი,
რომელნიც თვით ცხოვრებაში აღმოჩენილან. ამისათვის ხელოვნებაში სინამდვილე ჰგავს
სინამდვილეს, მაგრამ ნამდვილი კი არ არის. ხელოვნებითი ქმნილება, ან თხზულება,
რომელიც მოგონებაზედ დაიფუძნება ხოლმე, უმაღლესია ყოველ ჭეშმარიტად მომხდარ
ამბავზე, _ და ისტორიული რომანი ვალტერ-სკოტის რომელისამე ქვეყნის ხასიათისა,
დებულების შესახებ, ჭეშმარიტია ყოველ ისტორიაზე~... (იხ. `სფირიდონისა და თადეოზის
ბაასი~, გამოვიდა 1868 წ. დაიბეჭდა ჟურნალ `ივერიაში~, ##7, 8).

* * *
ახლადგაღვიძებული და ფეხადგმული რუსეთის საზოგადოებრივი აზრი მე-19 საუკუნის
მეორე ნახევარში ორ ბანაკად გაიყო, მისი ერთი ბანაკის ხელმძღვანელი გახდა მეტად
სხარტი და ნიჭიერი მწერალი, `პისარევი~ და მოქმედების მიმართულებად აირჩიეს
უარმყოფელობა, როგორც ილია ჭავჭავაძე აღნიშნავს, მათმა `გადაჭარბებულმა უარყოფამ
იქამდე მიუშვეს სადავე, რომ უარჰყო თავისი პუშკინის მოღვაწეობაც და მთელს შექსპირს
ერთი ................... ამჯობინა.
ამ მიმზიდველმა ლამაზად მოუბარმა, მაგრამ ხელ................. ახალგაზრდა მწერალმა ბევრი
მოზარდი ყმაწვილი ჩაითრია და ბრმად აიყოლია. პისარევის მიმზიდველს ძალას ვერც
ჩვენებურები გადაურჩნენ.
ეს ჩათრევა, რასაკვირველია, მარტო პისარევის მიმზიდველობით არ აიხსნება. აქ ყმაწვილს
გონების გასატარებლად უარმყოფელის მიმართულობის სითამამე და გაბედულობაც იყო.
ყმაწვილის გონებას ისე არა მოზიდავს-რა, როგორც სითამამე, გაბედულობა. სითამამეს,
გაბედულობას ბევრი ბრწყინვალე მხარე აქვს და რათ უნდა გვიკვირდეს, რომ ყმაწვილმა მას
მიატანოს, რა ბრწყინავს. პატარა ბავშვი მაშინვე ხელს გაუწვდის ხოლმე სანთლის ალსა...
პისარების უარყოფა მოდად შემოვიდა ბრმათათვის. ვისაც ადვილად და მოუმზადებლად,
კუსავით ფეხის გამოყოფა უნდოდა ქვეყანაზედ, ეგ მოდა უნდა მიეღოთ.
ამისათვის ორიოდე ფრაზა იყო საჭირო. ერთი ის, რომ პოეზია და ერთიანი ხელოვნება, რა
ჭკვიანი კაცის საქმეა, ერთი წყვილი წაღა შექსპირს მირჩევნიაო; მეორე – ავტორიტეტები არა
მწამსო; მესამე – ისტორია ზღაპარიაო და მეოთხე – ქვეყანაზედ მარტო გლეხკაცია ადამიანი
და თავადი და აზნაურნი კი არაო. ეს ფრაზები რომ დაგესწავლათ ლიბერალი იყავიო.
აი, სწორედ ამგვარ ლიბერალობაში ჩაცვივდნენ ჩვენებურის ყმაწვილ-კაცობის ბევრი წილი.
დღესაც, აბა დააკვირდით ჩვენებურს შინ გამომცხვარს ლიბერალებს, თუ მარტო ამ
უთავბოლო ფრაზებით არ იკვებებიან და ქვეყნის სასაცილოდ თავიანთ-თავს ლიბერალებად
და რადიკალებად არა ხდიდნენ. აბა დააკვირდით, თუ ყველგან, საცა გინდათ და არ
გინდათ, სულ ეგ ფრაზები არ წამოსჩხირონ ფერად-ფერადს ძონძებში გახვეულები~ (იხ.
`შინაური მიმოხილვა~, 1881 წ. მაისი).

* * *
1881 წელი საცა არის დაასრულებს თავის ამქვეყნად არსებობას და ისტორიის კუთვნილება
გახდება.
ილია ჭავჭავაძე დეკემბერში აქვეყნებს `შინაურ მიმოხილვას~, სადაც ქართველების
სიხარულის მოლოდინზე სწერს, მოლოდინზე, რომელიც მათში აღძრა ქვეყანაში
დარხეულმა ხმამ მთავარმართებლად ახალი კაცი დაინიშნაო, რომელსაც თურმე
უნივერსიტეტი აქვს გამოვლილი, ცვლილებებს მოახდენს ჩვენთანაო, მაგრამ ილია
ჭავჭავაძის სიტყვებით:
`ჩვენ რომ ჩვენს თავს ბედნიერად ვგრძნობდეთ, ცვლილება შეგვაწუხებდა, დაგვაღონებდა,
ვაი თუ რაცა გვაქვს, ისიც დავკარგოთო, ვიტყოდით, მაგრამ... ოჰ, რა კარგი რამ არის
შექსპირი. გულთამხილავს რომ იტყვიან, სწორედ ის არის. იმისი ერთი ლექსი მომაგონდა,
თუმცა ამ საგანს, რაზედაც ვლაპარაკობთ, არ უხდება, მაგრამ თითOნ ლექსი ისეთი კარგია,
რომ ვერ მომითმენია, რომ აქ არ ამოვწერო:
`ცვლილება არის სამწუხარო ბედნიერთათვის,
ბედკრულნი კი მას სიხარულით მოეგებიან.
მაშ შენ, ჰე სვეო ცვალებადო, აწ სალამს გეტყვი!..
შენ მე შთამაგდე, უბედური, ვაების ზღვაში
და რაც მიყავი, ამაზედ მეტს ვეღარას მიზამ~.

* * *
`Новое обозрение~-ს წერილის გამო თავისი შინაარსით და დანიშნულებით (1881 წ.)
წარმოადგენს პეტერბურგში ჟურნალ `Северный Вестник~-ში 1883 წ. თებერვალ-მარტის
ნომრებში (##9, 10) დაბეჭდილი წერილების `Письма о Грузии~-ს შემდეგ ქართულ პრესაში
ატეხილი პოლემიკის ნაწილს (პოლემიკის მთავარი წმომწყები ილია ჭავჭავაძე. მისი `აი,
ისტორია~, `დამატება წერილებისა~, `გზა და სხვათა შორის~) და მისი მიზანია `Письма о
Грузии~-ს ეროვნული ნიჰილიზმით აღსავსე წერილების ავტორისათვის პასუხის გაცემა
(ავტორი იყო `H.D~-ს ინიციალებით წარმოჩენილი, ე.წ. ნაროდნიკული მიმართულების
მოღვაწე ივანე ჯაბადარი).
ილია ჭავჭავაძე ამ წერილში მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით და შეუპოვრობით
აკრიტიკებს ივანე ჯაბადარს (`H.D~ და ლიტერატურული კრიტიკოსებისათვის საყვარელი
ტერმინი რომ ვიხმარო `აცამტვერებს~ მას და `Новое обозрение~-ს მეთაური წერილის
ავტორს, რომელთაც იკადრეს და ყოველგვარი საბუთის გარეშე რუსთაველის შესახებ,
ვითომ სხვისგან გადმოეღოს თავისის `ვეფხისტყაოსნის~ ამბავი; ეს არ იკმარეს, და შექსპირი
და გოეთეც სხვისი ამბების გადმომღებელთა რიგებს მიაწერეს.
ილია ჭავჭავაძე სწერს:
`ამ უსაბუთოდ გაბიაბრუებას ქართველთა ინტელიგენციისას არა ჰკმარობს `წყაზარი~
გაზეთი ზედ სხვასაც უმატებს და აქ კი საბუთიც მოჰყავს. იგი ამბობს, ვითომც ქართველთა
ინტელიგენცია აუპილპილდა `ნარ-დინსა~ მარტო იმისათვის, რომ ამ ვაჟბატონმა შესწამა
რუსთაველს ვითომ სხვისგან გადმოეღოს თავისის `ვეფხის-ტყაოსანის~ ამბავი. ვსთქვათ,
რომ ასე იყოსო, ამბობს სხვა საგნებზე გონებაგალესილი `Новое обозрение~. აქ წყრომას და
რისხვას ინტელიგენციისას რა ადგილი აქვსო? ვის არ გადმოუღია, ვის არ გადმოუკეთებია
სხვისგან გაგონილი არამოკითხული ამბავიო? მარტო ამით არ ათავებს `Новое обозрение~
თავისის სიბრძნის გულზედ მოწოლასა და თითქო ჰსურსო დაგვიმტკიცოს, რომ მართლა
უჩარხავს თავისი გონება ბევრ სხვა მაღალ ფარდების საგნებზედაც მოჰყოლია და
გვიქადაგებს: ან ერთი ბასტია, ბანორიო. დიახ ქართველთა ინტელიგენციის ჭკუის
სასწავლებლად ყოვლად მცოდნე `Новое обозрение~-ს მაგალითები მოჰყავს მთელს
სვეტნახევარზე იმისი თუ გეტე, შექსპირი და სხვა ბევრი სახელოვანი მწერალი ამასვე
სჩადიოდნენო, ესე იგი ხშირად სხვის ამბავს გადმოიღებდნენ და ამის გამო იმის
სახელოვანებას არავითარი ჩრდილი არ მისდგომია და მაინც მსოფლიო გენიოსებად
ითვლებიანო.
`საწყალი, ჭკუა-უბადრუკი, გონება-გაუჩარხავი, ქართველთა ინტელიგენცია! ეს ანბანიც არა
სცოდნია, რომ არაფერი საძრახისია მწერლისათვის სხვისაგან ნათქვამი, ან გაგონილი ამბავი
აიღოს და ამ ამბისაგან ისეთი რამ შეჰქმნას, რომ სახელი იდიდოს, თავი გამოიჩინოს, კიდევ
კარგი, რომ ამ ინტელიგენციას გულშემატკივრად ჰყოლია `Новое обозрение~, რომელსაც
გეტეს, შექსპირის მაგალითები სცოდნია, თორემ შენი მტერი, ვიღა აცოდინებდა ამ ძნელად
სცოდნელსა, ხოლო ის კი არ არის კარგი, რომ ქართველთა ინტელიგენცია ამის უცოდინარი
ჰგონებია და ჰგონია მთელს ........................ რუსულს გაზეთს. დღეს ამის უცოდინარი ხომ
მეორე კლასის გიმნაზიელიც არ არის და რათ უნებებია `Новое обозрение~-ს ასე
დაქვეითება, ასე ძირს დაწევა, ასე სულელად გამოყვანა ჩვენის ინტელიგენციისა?
ყოველთვის სამართლიანს `Новое обозрение~-ს არ შეიძლება არ შევნიშნოთ ეს ერთადერთი
უსამართლობა, გასაკიცხად კი არა, შესაწუხებლად, რადგანაც ერთი ალილო მღვდელსაც
შესცდებაო~.

* * *
ფრიდრიხ ენგელსი შრომაში `სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ~
(1877 წ. ცალკე შრომების სახით გამოვიდა ფრანგულ ენაზე 1880 წ. პარიზში, გერმანულ
ენაზე – 1882 წ. ციურიხში და ბერლინში – 1891 წ.) მატერიალიზმის წარმოშობის თაობაზე
საუბრობს და სწერს:
`დაწყებული XVII საუკუნიდან, მთელი თანამედროვე მატერიალიზმის თავდაპირველ
სამშობლოს სწორედ ინგლისი წარმოადგენს~
`მატერიალიზმი – დიდი ბრიტანეთის ღვიძლი შვილია~
`ინგლისური მატერიალიზმის ნამდვილი მამამთავარი ბეკონია~.
თავის მხრივ, ილია ჭავჭავაძე, რომელსაც საბჭოთა მეცნიერებები (მათ შორის ქართველები)
იდელიასტად ნათლავდნენ, ბეკონის იდეების მიმდევარი და ამავე დროს გამხმოვანებელია.
1899 წლის 31 დეკემბერს სწერს სტატიას `ივერიისათვის~: `მეცხრამეტე საუკუნე~
(გამოქვეყნდდა 1900 წ. #1). ბეკონის სიტყვებს მოიხმობს და სწერს:
`პროგრესი კაცობრიობისა სხვა არა არის-რა გარდა იმისა, რომ დღიდამ დღემდე განზე
გადებული იქმნას საზღვარი შეძლებულისაო~.
ამის შემდეგ კაცობრიობის მიერ წინა თვრამეტი საუკუნის განმავლობაში მეცნიერების,
ადამიანის გონების წინსვლისა და ზნეობის აღმატების საფუძველზე მიღწეულ წარმატებებს
ასახელებს, მაგრამ ამავე დროს ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, შექსპირის თქმისა არ
იყოს, კიდევ მეტის გაკეთების სურვილს გამოსთქვამს.
`ერთი სიტყვით, რასაც კი თქვენდა გარშემო თვალს და ყურს მოჰკრავთ, ყველგან წარმატება
და წინსვლაა, მართალია, შექსპირისა არ იყოს, ქვეყნიერებაში კიდევ ბევრი რამ არის,
რომელიც სიზმრადაც არ მოზმანებიათ ეხხლანდელ მეცნიერთ, მაგრამ რაც დღემდე იქმნა,
ისიც დიდი ძლევამოსილებაა ადამიანის მჭრელის გონებისა, და აქ ღვაწლდადებული იგი
საუკუნეა, რომელმაც გუშინ გზა დაულოცა ახალს საუკუნეს, ეხლა შენ იცი და შენმა
ძალღონემაო~.

* * *
ილია ჭავჭავაძის `პოლემიკური წერილები~ `ცხოვრება და კანონის~ გამო ორი წერილისაგან
შესდგება (მათ შორის მეორე ორი ნაწილისაგან ). ორივე გაზეთ `ივერიაში~ გამოქვეყნდა
(1887 წ. #2, 5, 6) და წარმოადგენს ერთი ლიბერალის მიერ ჯერ კიდევ 1879 წელს ჟურნალ
`ივერიაში~ დაბეჭდილ წერილზე ატეხილ ხმაურზე პასუხს.
ილია ჭავჭავაძემ 1879 წელს ჟურნალ `ივერიაში~ გამოაქვეყნა `ცხოვრება და კანონი~ (#1, 2,
3), რომელშიც სოფლის მართვა-გამგეობის თავისებურ ვარიანტს იხილავდა. საკუთარი
მოსაზრების უკეთ დასაბუთებისათვის მან რუსეთში გამომავალი `Вестник Европы~
დაიმოწმა, როგორც ავტორიტეტული გამოცემა.
ლიბერალური დასის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ილია ჭავჭავაზეს დაუწუნა
ავტორიტეტის დამოწმება, ამავე `ივერიის~ ფურცლებზე (1887 წ.) – ეჰ, დარბაისელო! დიდი
ხანია კერპთმსახურება გადავარდა და სხვადასხვა ბობოლეების თაყვანისცემა უგუნურებად
მიგვაჩნია~.
პასუხად ილია ჭავჭავაძე სწერს:
`ავტორიტეტები, ესე იგი ყველასაგან ცნობილნი, სახელმოპოვებულნი მეცნიერნი,
ყოველთვის არიან და იქნებიან, და მათი თაყვანისცემა არ დაილევა ქვეყნიერებაზედ, ვიდრე
ადამიანის ჭეშმარიტს ღვაწლს, ზედმიწერილ ცოდნას, მეცნიერებას, სიბრძნეს და ამათით
მოპოვებულს სახელს კაცის თვალში პატივი, ფასი და დიდება ექნება.
ხოლო ბრმად დაჯერება ყოველ იმისი, რასაც ავტორიტეტი ამბობს, რის შემოწმებასაც
ყურისმგდებელის ჭკუა, გონება მისწვდება და რასაც ეს შემოწმება უარჰყოფს, _ მართლა
დიდი ხანია უგუნურობად არის მიჩნეული.
თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ
ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით, შენს საკუთარ
რწმენად გარდაჰქმენ სხვისგან აღმოჩენილი და ნაკვლევი.
ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს
არ-გამორკვეულს აზრს, არ-ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული
აზრი და ცოდნა მოიშველიო, _ აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო,
და ბრმად დანდობა კი და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვა
რიგად არის, ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამართლიანად
განდევნილი, უარყოფილი.
აქაო და არისტოტელემ სთქვა, და რაც უნდა აშკარად დასაღვევი საბუთი გქონოდათ,
არისტოტელეს სიტყვას ვერ შეუბრუნებდით, ცოდვად ჩაგითვლიდნენ, დიდი ხანია ესე
ბრმად აყოლა, ესე დაძაბუნება ჭკუისა და გონებისა, ჩვენსა საბედნიეროდ, ჩაილულის წყალს
გაჰყვა.
მაგრამ აქედამ სრულებით ის არ გამოდის, რომ ავტორიტეტობა ეხლა შემუსვრილია და
თაყვანისცემა მისი უგუნურობადაა ცნობილი. აი სწორედ ეგრეთ უმეცრად გაგებულმა
გამოლაშქრებამ ავტორიტეტებზედ დოინჯი შემოაყრევინა მტკნარს უვიცობას და აძახებინა:
შექსპირი, სპენსერი, ჰეკსლი, ჰეკკელი ვინა გდიაო, ავტორიტეტები რას მიქვიან და სხვანი
და სხვანი.
ასეთმა თავგასულობამ უვიცობისამ ბევრს აურია გზა და კვალი, იმიტომ რომ ამისთანა
თავგასული კაცი ხომ თითონ არა არის-რა, სხვასაც არავის კაცად არ აგდებს. ნუთუ ეს
გონიერებაა და ჰეკსლის და ჰეკკელის დიდ მეცნიერად, დიდ ავტორიტეტად ცნობა და
თაყვანისცემა კი უგუნურობაა~.

* * *
1873 წლის ივლისის თვე. ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ოთხწლიანი სწავლის შემდეგ
პირველად ჩავიდა რუსეთში ქართული საადგილმამულო ბანკის საქმის გამო.
რუსეთში ხელ-ახლა ჩასვლა ილია ჭავჭავაძისა უკავშირდება შექსპირის შემოქმედებასთან
მისი კიდევ უფრო ახლოს მისვლას, მის შემოქმედებაში კიდევ უფრო ღრმად ჩახედვას.
ამიტომ თავს ნებას ვაძლევ რუსეთში ამჯერად წასვლის მოკლე ექსკურსი შემოგთავაზოთ.
მანამდე იგი დუშეთში მსახურობს მომრიგებელ მოსამართლედ და მეუღლესთან მიწერ-
მოწერით, ბანკის საქმის თაობაზე, ვიგებთ, რომ:
`ჩვენი ბანკის პროექტი აქ მიიღეს და 14 მარტს პეტერბურგში გაგზავნეს დასამტკიცებლად.
ეხლა კი მგონი, იმედია, რომ ბანკის საქმეს ბოლო რიგიანი მოუხდეს. დღეს მე `ატსტავკას~
ვაძლევ და იმედი მაქვს, რომ აპრილში გნახოთ~ (31 მარტი, 1873 წ.).
`ჩვენი ბანკის პროექტი, ამას წინადაც მოგწერე, გაგზავნეს ქალაქიდამ პეტერბურგს. ეხლა
იმედია, რომ ბანკის საქმე შესრულდება~ (19 აპრილი, 1873 წ.).
`მე `ატსტავკა~ არ გამსვლია და არ ვიცი როდის გამომივა. `უატსტავკოდ~ ჩემი აქედამ
წამოსვლა შეუძლებელია. თუ ამ მაისის ოციდამ `ატსტავკა~ არ მომივიდა, უნდა
ავადმყოფობის ქაღალდი მივცე. ადრე რომ მოვახდინო ეგა, ოცს თუმანს ფულს დავკარგავ
და ოცის თუმანის დაკარგვა – ეხლა ჩემთვის მილიონის დაკარგვაა. მანდ რომ მოვალ,
მაიდამ უსიტყოდ რუსეთს მომიხდება წასვლა ორისა თუ სამის თვითა~ (3 მაისი, 1873 წ.).
`ჩვენი ბანკის საქმისა აი რა შევიტყვე: ჩვენი პროექტი `გოსუდარსტვენნი სოვეტში~
გადაუციათ ფინანსთა სამინისტროსა და ეგ ცუდი ნიშანია. დამტკიცდება თუ არა ღმერთმა
იცის. დიმიტრი ყაზიბეგი ზის ქალაქში, მე მელის და სიცხით იწვება ჩემს ლოდინში. მე და
ეგ ერთად მივდივართ ბაქოზედ და მანდედამ ერთად წავალთ რუსეთს. რუსეთში ორი სამი
თვე დავრჩებით, მეტი არა. იქიდამ კიდევ ბაქოს მივალ, რომ წამოგიყვანო~. (17 მაისი, 1873
წ.).
`მე მშვიდობით და კარგად მივედი მოსკოვს... დღეს ოთხს საათზედ პეტერბურგში
მივდივარ... პეტერბურგს მივემგზავრები, რადგანაც ამბობენ, რომ ჩვენი ბანკის საქმე ძალიან
ცუდად არისო, მინისტრს უთქვამს, რომ პროეკტს არ დავამტკიცებინებო, რადგანაც ფული
ცოტა ჰქონიაო. თუ მართლა ესე იქნება, შენი მტერია ჩვენი საქმე~ (12 ივლისი, 1873 წ.).
`პეტერბურგში ვერავინ ვერა ვნახე, რადგანაც სულ შვიდი დღე ვიყავი და აქა-იქ ჩვენი ბანკის
თაობაზედ დავრბოდი~ (28 ივლისი, 1873 წ. მოსკოვიდამ).
3 აგვისტოს ისევ მოსკოვიდანა სწერს, რომ:
`მე ოცდაექვსს პეტერბურგიდამ მოვედი. ყოველ ცისმარე დღე ჩვენს ბანკის საქმეზედ
დავრბივარ და ვერა გავხდი-რა. არც ერთს ბანკში არ გვიშვებენ, რომ შევისწავლოთ რამე. მე
ამისთანა გულზე უტკივარი ხალხი არ მინახავს, ამის გამო ბევრი დრო გვეკარგება და იქნება
დიდი ხნთ დავბრკოლდე აქა. თუ არ შევისწალეთ რა და ისე ხელცარიელები მოვედით
ქალაქს, ხომ იცი რამდენს ცილს დაგვწამებენ. აი ბატონო, იტყვიან, ჩაიჯიბეს ოთხმოცი
თუმანი, გაისეირნესო და ხელცარიელები მოვიდნენო~.
3 გვისტოდან მოყოლებლი მეუღლის სახელზე ყველა წერილი, თუ დეპეშა ილია ჭავჭავაძის
მიერ გაგზავნილია მოსკოვიდან. და აი უკვე 12 სექტემბერს 1873 წლისა, უკვე
პეტერბურგიდან ატყობინებს: `მე უკვე პეტერბურგში ვარო...~ 3 ოქტომბერს კი სწერს, რომ:
`ჩვენი ბანკის საქმე ხათაბალა გახდაო. ის უფალი, რომლის ხელშიაც არის ჩვენი ბანკის
საქმე, საძაგელი, უგულო დ უადამიანო კაცია. თუმცა არ შეუძლიან იმდენი, რომ საქმე
საბოლოოდ გააფუჭოს, მაგრამ აგვიანებს კი და პირდაპირ ყველაფრით გვაჩვენებს, რომ
მაგისთანა საქმეო უქრთამოდ ვერ გარიგდებაო. აბა ქრთამის მიცემა როგორ შეუძლიან ჩვენს
კურტს ბანკსა! ორშაბათს ვაპირობ იმასთან წასვლას და ჩხუბსა. აქამდის ვეფერებოდი,
ვეხვეწებოდი, ხელში ვუკვდებოდი. მეგონა, რომ ამით იქნება დავიყოლიო მეთქი, მაგრამ
ამან ყოველმა ვერ გასჭრა. ეხლა ვაპირობ, რომ ჩხუბსა და დიდს ჩხუბსაცა. ვნახოთ, რა
გამოვა~ (8 ნოემბერი, 1873 წ. პეტერბურგი).
როგორც სჩანს, ილია ჭავჭავაძე მოსკოვიდან პეტერბურგში და უკან სიარულის გამო,
მოსკოვსა და პეტერბურგში ჩინოვნიკების კაბინეტებში უნუგეშოდ დროის ხარჯვის
მიუხედავად, ნერვების მოშლის მიუხედავად და სხვა წინააღმდეგობების მიუხედავად,
თავის ბუნებრივ მოთხოვნილებას – ახლო იყოს ლიტერატურულ საქმიანობასთან, არ
ღალატობს. და აი უკვე 20 ნოემბერს 1873 წლისა, პეტერბურგიდან მეუღლეს ატყობინებს:
`აქაური ამბავი რა მოგწერო. მე უსაქმობის გამო ინგლისურის ენის სწავლას შევუდექი და
შექსპირის ტრაგედიას კოროლ ლირს ვსთარგმნი სხვასთან ერთად. აქედამ რომ მოვალ
ანგლიური მეცოდინება იმდენად, რომ ..................... თხზულების წაკითხვა შემეძლოს~.
ამ შეტყობინების შემდეგ, ილია ჭავჭავაძე პერიოდულად ატყობინებს მეუღლეს შექსპირის
`კოროლ ლირის~ თარგმანის მიმდინარეობის ამბავს.
`იმ დღეს გიორგი შერვაშიძესთან ვიყავ, აი მთავრის შვილი რომ არის. ამას წინათ თითონ
მოვიდა შექსპირის ტრაგედია [მეფე] ლირი, რომელიც ქართულად ანგლიურიდან
გადავთარგმნეთ, წაგვიკითხეო. წავედი წასაკითხად, კარგა ბლომა ხალხი იყო და ძალიან
მოიწონეს, ასე იფიქრე, ქალებმა იტირეს და კაცები კი სულ აფერუმს იძახოდნენ. მართლა-და
თარგმანი მშვენიერი რამ გამოვიდა, ასეთი კარგი წამკითხველი მთარგმენელებს დაგვლოვენ.
ქალაქში რომ ჩამოვალ, გვინდა წარმოვადგინოთ სცენაზედ, მშვენიერი რამ იქნება. ვერ
წარმოიდგენ, რარიგად კარგად გადმოვიდა ქართულს ენაზედ. არც ერთი რუსული
თარგმანი ქართულს არ შეედრება. აი ღვთის მადლით, როცა მშვიდობით მოვალ, მოვიტან
და კარდანახში წავიკითხავთ, და თუ არ გატიროთ, ცუდი კაცი ვიყო. შენ ხომ იცი, რომ ჩემი
ნაჯღაბნის ქება მე თითონ არ მიყვარს, მაგრამ ეს ასეთი თარგმანია, რომ არ ვაქო, ცოდვა
იქნება. აქაური ყმაწვილკაცობა მაგ თარგმანისათვის გაგიჟებული და აღტაცებაში მოსული~
(19 დეკემბერი, 1873 წ.).
`აქამდინ ჩვენს თარგმნილს ლირს წაიკითხავდი. მომწერე, როგორც მოგეწონა შენ და
სხვებსაც. მაგას კაი წაკითხვა უნდა, რომ კაცმა მოიწონოს. სწორედ ახალწლის პირველ დღეს
(1874 წ. 1 იანვარი – ავტ.) სრულიად გავათავე თარგმანი. მე ძალიან მომწონს და სხვისა არ
ვიცი. აი, როცა მოვალ, მე თვითონ წაგიკითხამთ და მაშინ ნახავთ როგორი თარგმანია~ (18
თებერვალი, 1874 წ.).
`მე აქამომდე ვფიქრობ მასზედ, თუ რა მომწერე იმისთანა, რომ მე პასუხი არ მომე. ლირისას
იწერები, მთხოვეთ ხელნაწერი გამომიგზავნეო. ჯერ არ გითხოვია, და თუნდაც მეთხოვნა
შენი თხოვნას ვერ ავასრულებდი, იმიტომ რომ ლირი ორმოცდაათ თაბახზედ არის და ვინ
გადასწერდა, რომ შენთვის გამომეგზავნა~ (19 მარტი, 1874 წ.).
* * *
1907 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძე რუსეთს გაემზავრა სახელმწიფო საბჭოს მეორე
სესიაზე, რომელიც გაიხსნა 20 თებერვალს და გასტანა 5 ივნისამდე.
სახელმწიფო საბჭოს ამ მეორე სესიაზე ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა და სიკვდილით
დასჯის შესახებ, რომელშიც შექსპირი ასეთ კონტექსტში მოიხსენია:
`გრძნობაც ერთი დარდია ცნობადობისა, და საჭიროა – როცა ჭკუა მოკლებულია შეძლებას,
გაიგოს რამე. შექსპირმა გრძნობით სასწაულები მოახდინა ცნობისა და ცოდნისათვის (მოკლე
კონსპექტიდან სიტყვის შავი კონსპექტური ნაწილია შემონახული) გრძნობა სულიერი მარტო
ადამიანის ნიჭია~.
$. ცნობიერებისა და ყოფიერების ურთიერთდამოკიდებულება: ფილოსოფიის ძირითადი
საკითხი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ფილოსოფიის ისტორია და ფილოსოფიის ძირითადი საკითხის – აზროვნების


ყოფიერებასთან, ცნობიერების ბუნებასთან დამოკიდებულების შესახებ იცნობს ორ დიდ
ბანაკად დაყოფილი ფილოსოფოსების ურთიერთდაპირისპირებას, დაპირისპირებას
იდეალისტებსა და მატერიალისტებს შორის, იმათ შორის, ვინს პირველადად აღიარებს
აზროვნებას, ცნობიერებას ყოფიერებასთან მიმართებაში და პირიქით – ყოფიერებას,
ბუნებას, აზროვნებასთან, ცნობიერებასთან.
ფრიდრიხ ენგელსი სწერს:
`ფილოსოფოსები ორ დიდ ბანაკად გაიყვნენ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ უპასუხებდნენ
ისინი ამ საკითხს (აზროვნებისა და მყოფობის დამოკიდებულების საკითხს – ავტ.). ვინც
აღიარებდა, რომ სული ბუნებაზე ადრე არსებობდა და მაშასადამე, საბოლოოდ, ასე თუ ისე
ქვეყნის შექმნას სცნობდა – ზოგიერთი ფილოსოფოსის, მაგ. ჰეგელის ნაწერებში ეს შექმნა
კიდევ უფრო დახლართულად და უაზროდაა წარმოდგენილი, ვიდრე ქრისტიანობაში, მათ
იდეალისტების ბანაკი შეადგინეს. სხვები კი, ვინც ბუნების პირველადობას აღიარებდნენ,
მატერიალიზმის სხვადასხვა სკოლას მიემხრნენ~ (იხ. `ლუდვიგ ფოიერმახი და კლასიკური
გერმანული ფილოსოფიის დასასრული~, 1886 წ.).
წინა პარაგრაფის ბოლოს ითქვა, რომ `მგზავრის წერილების~ მნიშვნელობა იმითაც
გამოიხატება, რომ მასში ილია ჭავჭავაძე ფილოსოფიის კიდევ ერთ საკითხს შეეხო,
ფილოსოფიის ძირითად საკითხს – ყოფიერებისა და ცნობიერების
ურთიერთდამოკიდებულებას, რომელთა პირველადია ყოფიერება თუ ცნობიერება.
თერგსა და მყინვარს რომ ადარებს ერთიმეორეს და ერთის სახეში ბაირონს ჰხედავს და
მეორეში – გეტეს, ილია ჭავჭავაძე ერთი წინადადებით, ერთი ფრაგმენტით გამოხატავს
თავის დამოკიდებულებას ფილოსოფიის ამ მთავარი ძირითადი საკითხის მიმართ და
პირველადად, საწყისად მატერიას (ყოფიერებას) აღიარებს.
`არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების
ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირითად ამაღლებულა,
მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა. ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის
სახე უფრო მომწონს და მიყვარს. არა, მყინვარი არ მიყვარს, მისი სიცივე ჰსუსხავს და
სითეთრე აბერებს! მაღალიაო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე
ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი~.
`მგზავრის წერილებში ფილოსოფიის მთავარი საკითხის მიმართ თავისი დამოკიდებულება
ილია ჭავჭავაძემ ერთი წინადადებით გვიჩვენა, სამაგიეროდ სხვა ნაწარმოებებში უფრო
მეტად გააფართოვა, ოღონდ ძირითადი იდეა უცვლელად დატოვა: მატერია პირველადია და
ცნობიერება მეორადი~.
გავიმეორებ წინა პარაგრაფში ნათქვამს:
`ილია ჭავჭავაძის თეზისებისა და ფრაგმენტების სახით დაწერილ სტატიაში `ცისკარი~ 1857
წლიდან 1862 წლამდინა~ მე-5 ნაწყვეტში ყოფიერებისა და ცნობიერების
ურთიერთდამოკიდებულების (ურთიერთმიმართების) საკითხზე წერს:
`ეს დამოკიდებულება მშვენივრად და ცხოვლად არის გამოთქმული ერთ ჩვენი დროების
ფილოსოფოსის მოსწრებულ შედარებაში: `ხე ცხოვრებისა, _ ამბობს იგი, _ და ხე ცნობადისა
ერთ ფესვზედ ამოდიან, მხოლოდ იმათი აღყვავება სხვადასხვა დროს მოდის. როცა
ცხოვრების ხეზედ ჭკნება ყვავილი, მაშინ ცნობადის ხეზედ მწიფდება ნაყოფი. ამ ნაყოფის
თესლი ჰბადავს ახალ ყვავილებსა ცხოვრების ხეზედა~.
ილია ჭავჭავაძისდროინდელ ფილოსოფოსის ამ აზრს, თვითონ ილია ჭავჭავაძე იმეორებს
საპროგრამო წერილში: `საქართველოს მოამბეზედ~ (1862 წელი), ხოლო ოდნავ
განსხვავებული სიტყვებით – კრიტიკული ხასიათის ნაშრომში: `წერილები ქართულ
ლიტერატურაზე~ (1892 წელი) სწერს: `ორკეც დინებაზე ცხოვრებისა: ცხოვრება ყოველთვის
ორ დიდ ტოტად დადის. ერთი ტოტი მოაზრე ცხოვრებაა (Идеальная жизнь), მეორე –
მოსაქმე (Практическая), რომელნიც ისე არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, რომ ხან
ერთია მეორისაგან წარმოდგენილი, ხან მეორე პირველისაგან. თვით აზრიც სხვა არა არის რა
გარდა იმისა, რომ საქემა ჯერ განუხორციელებელი, და საქმეც – აზრია უკვე
განხორციელებული~.
მივყვეთ ქრონოლოგიურად ამ და სხვა ნაწარმოებებში როგორ არის ასახული ილია
ჭავჭავაძის დამოკიდებულება ფილოსოფიის მთავარი საკითხის მიმართ:

`გლახის ნაამბობი~ (1859 წ.)


ჩვენი წიგნი დედამიწაა, ვენაცვალე იმის მადლსა! როცა დედამიწას მწვანე ხავერდსავით
ჯეჯილის ყდა გადაეკვრება, მაშინ იმაზედა ვკითხულობთ ჩვენს ნედსაცა. ჩვენი კალამი
დაუღალავი გუთანია, მელანი კიდეც გულ-ღვიძლიდამ გამოწურული ჩვენი ოფლია.
ამოვაწებთ ოფლში გუთანსა, გადვუხსნით ხოლმე დედამიწას მადლიან გულსა, ჩავაყრით
შიგ თესლსა, როცა დრო მოვა – მივალთ და ის დალოცვილი მიწა თავის დღეში არ
დაიღლება, ისე არ გაძუნწდება, რომ მიბარებული ერთი-ორად მაინც არ დაგვიბრუნოს.
ტყუილად კი არ ეძახიან მიწას `დედააო~. ის, რომ მიწას დედას ეძახიან, ილია ჭავჭავაძეს
აღებული აქვს ფიზიოკრატების სკოლის მოძღვრებიდან. მათი მამამთავარი იყო ფრანგი
ეკონომისტი ფრანსუა კენე (1694-1774). მას ეკუთვნის ფიზიოკრატიული სკოლის
მოძღვრების ძირითადი დებულება: `მიწა დედაა ჩვენი, შრომა – მამა~. ის გვაწოვებს ჩვენ
ძუძუსა, იმას დღე-და-ღამ ჩვენი ჭირიც და ლხინიც ის არის.
`საქართველოს მოამბეზედ~ (1862 წ.)
`ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, აზრისა კი თავის დღეში არა; მის აღმოშობის დრო
შეიძლება შეაყენონ, მაგრამ სრულიად განადგურება კი ძნელად. ამ აზრის უკვდავებაში არის
მთელი იმედი კაცობრიობის უკვდავებისა, იმიტომ, რომ გრეხილი აზროვნებისა
გაუწყვეტელია: ერთსზედ მოსდევს მეორე, უფრო ახალი, ჯანმრთელი და ღონიერი,
ამასთანაც დაუცეველი, მარადმყოფი სალაროცა აქვს – მეცნიერება და ხელოვნება, სადაც
ისინი ინახებიან~.
`რა აახლებს, რა სცვლის და – თუ ცხოვრება ჯანმრთელია – რას მიჰყავს წინ? ცოდნასა,
მეცნიერებასა, რომელნიც თვითვე ცხოვრების ნაყოფნი არიან.
ხე ცხოვრებისა – ამბობს ერთი ჩვენის დროების ფილოსოფოსი – და ხე ცნობადისა, ერთს
ძირზედ ამოდიან; მხოლოდ იმათი აღყვავება სხვა-და-სხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების
ხეზედ ყვავილი ჭკნება, მაშინ ცნობადის ხეზედ მწიფდება ნაყოფი და ამ ანყოფის თესლი
აღმოშობავს ხოლმე ცხოვრების ხეზედ ახალ ყვავილებსა.
`ამ ..................... და, ჩვენის ფიქრით, ძლიერ ............ შედარებაში მშვენივრად არის
გამოთქმული დამოკიდებულება ცხოვრებისა ცნობიერებაზედ. ჩვენ ვეცდებით უფრო
გავაადვილოთ ამ დამოკიდებულების გაგება.
თუ ცხოვრება, როგორცა ვსთქვით, ჯანმრთელია, თუ მასში არის უკეთესობის ნდობა და
განახლების ცხოველი იმედი, ეგ დავრდომილის აღმადგინებელი იმედი – მისნი ძალნი,
მისნი ძაღვნი მარად დაუძინარნი არიან. იგინი დაუღალავად, დაუყოვნებლივ მოქმედობენ,
მოძრაობენ, წარმოებენ, როგორც ყოველიფერი, რასაც კი სიცოცხლე აქვს მინიჭებული. თუ
გარედამ აბრკოლებენ, უშლიან მოძრაობასა, მაშინ ისინი მაინც კიდევ თავისას არ მოიშლიან,
მიწაში დაიფლებიან და იმ მიწის სიბნელეშიაც მოქმედებენ იმ დრომდე, ვიდრე დარი არ
დაუდგებათ, რომ გარეთ მზის სინათლეზედ გამოვიდნენ და უფრო ფართოდ გაშალონ
მოძრაობის ფრთები ყოველს მათს მოძრაობას, ყოველს მათსა მოქმედებას თავისი ნაყოფი
ამოჰყავს ცხოვრების ხეზედა და ყოველს ამ ნაყოფს აქვს თავისი აზრი და მნიშვნელობა,
იმიტომ, რომ იმათი ძირი ცხოვრებაშია გამოკვანძილი, ცხოვრება კი ძნელად თუ რასმეს
ჰქმნის უაზროდ. დღე-და-დღე ეგ ნაყოფი ემატება, ემატება და დღე-და-დღე სხვა-და-სხვა
ყვავილებით იმოსება ხე ცხოვრებისა. ეგ ნაყოფი, ეგ ყვავილები ერთად შეკრეფილი შეადგენს
ცხოვრების ვითარებასა, მოსავალსა.
მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც დღე-მუდამ ზედ დასტრიალებენ ცხოვრებასა, რომ
ყოველი ცვლილება მისი ცნობიერად გადმოიტანონ, რომ ყოველი ყვავილი მისი მოჰკრიფონ,
შეიტყონ რისთვის არიან იგინი და რანი არიან, მეცნიერება და ხელოვნება, სხვა-და-სხვა
გზით იკისრებენ ახალის ვითარების ახსნასა, ცნობაში მოყვანასა.
ამათი უკეთესი მიმდევარი, ხალხის დაწინაურებული თავში, მაშინ შეგხვდება, რომ დრო
იცვლება, ჰგრძნობს, რომ ძველი ცხოვრება აივსო, დამწიფდა, რაც დათესილი იყო, იმის
ნაყოფი მოიტანა და ეხლა ამ ნაყოფიდამ უნდა გამოიკრიფოს ახალი თესლი ახალის
ცხოვრების გამოსაკვანძად, რათა მადლობით გაისტუმროს ძველი და სიხარულით მიეგებოს
და გზა გაუხსნას ახალსა.
მართალია ეს დაწინაურებული თავში ხშირად თავგანწირულად ჯაფასა სწევენ, ებრძვიან
ძველსა ახალის სიყვარულისაგან და შეჰხარიან ფაქტსა, რომელსაც აზრი უნდა
გამოატანინონ, მაგრამ უფრო ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ვერ სძლევენ მოსავლის
სიმრავლეს.
ხშირად თვით მეცნიერებიც და ხელოვანებიც უღონონი არიან ერთობ ცხოვრების მოსავლის
ცნობაში მოყვანისათვის, თუმცა ზოგიერთს ახსნიან, ზოგიერთს გაგვაგებინებენ, მაგრამ
უფრო ბევრს ვერ დასდებენ ღირებულს ფასსა, ვერ დაუნიშვნენ შესახვედრს და შესაფერს
ადგილსა. მაშინ ეგ თავგამოდებულნი მოჭირნახულენი რჩებიან როგორც მუშაკნი,
რომელთაც ზოგიერთი მასალა მოუმზადებიათ ახალის შენობისათვის, მაგრამ გამგებელი
არა ჰყავთ; არ არის ძლიერი ხელი, რომ დასძრას პირველი ქვა ძველის შენობისა, და
გაამაგროს პირველი ქვა ახალის საძირკველშია. საძირკველის ამოყვანაა ძნელი, თორემ სხვას
ისინიც გააკეთებენ. საძირკველის ამომყვანელიც არ დაიგვიანებს ხოლმე მოსვლას, მაშინ
გამოჩნდება გენიოსი.
ჩვენ არ გვინდა ამითი ვსთქვათ, ვითომც სწორედ იმ წამს იბადებოდეს გენიოსი. ის იქნება
აქამდინაც იყო, და უთუოდაც უნდა ყოფილიყო, რომ ცხოვრებას თავისი ძუძუთი
გამოეზარდა, თავისთან გამოეზარდა, თავისთან გამოეცხადა, მოემზადებინა თავის
ვითარების ახსახსნელად, თუ აქამდე არ გამოჩნდა იგი, იმიტომ, რომ იმისი ძლიერი სულის
შესაფერი საქმე არსად იყო; გამოჩნდა თუ არა საქმე, იმანაც გაშალა თავისი ძლიერი ფრთა და
როგორც მზე გამობრწყინდა ცხოვრების გასანათებლად. ეს გოლიათი გონიერებისა თავის
ძლიერის მკლავით დასწვდება მთელს ცხოვრების ნამუშევარსა; შემოაგროვებს ერთად, რაც
ცხოვრებას გამოუჩენია, თავის გამჭრიახ თვალით თავიდამ ბოლომდინ განსჭვრიტავს,
გაანათლებს იმ შემოგროვილსა, და ყოველს ცხოვრების კითხვას მისცემს შესაფერს პასუხს,
ყოველს ფაქტსა - ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ყოველს მიმართულებას – კუთვნილს გზასა და
ღონისძიებასა, ერთის სიტყვით ახსნის, ხნობაში მოიყვანს მას, რაც ჩვენ შორისვე იყო და არ
გვესმოდა. მაშინ იგი გამოანგრევს ძველის საძირკველსა და – ახალის საძირკველში რაკი ქვას
დაამკვიდრებს, გაანებებს საქმეს უმცროსთა მუშაკია.
`მეცნიერება და ხელოვნება – ეგ საკვირველნი სალარონი კაცის გონიერებისა – არიან
კანონიერნი მემკვიდრენი გენიოსის. იგინი თავის უკეთეს წარმომადგენლების ხელით
გენიოსისაგან ნაჩვენებ საჭირველზედ განაგრძელებენ ხოლმე მუშაობასა, გენიოსის ახალს
აზრზედა, ახსნაზედა დაამყარებენ ხოლმე შემდგომსა გამოკვლევასა და ცნობიერების წინ-
წინ წაწევასა.
`მაგ წარმომადგენელთაგან ცხოვრებისაგან დაბადებულნი, როგორც კანონნი და
ხელთმძღვანებელი და მომავლისათვის, გადადიან დანარჩენ ხალხშიაცა, რამოდენადაც ეგ
ახალი ცნობები, აზრები ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის, იმოდენად ადვილად
განსდევნიან უწინდელებს, რომ ცხოვრებაში იმათი ადგილი თითონ დაიჭირონ და
იწარმოვონ შემდგომში. ეგრე, ცხოვრებისავე მიუღებელსა, ცხოვრებაშივე მიიღებს ხოლმე;
ეგრე ცხოვრებისაგან აღმოსულნი, მეცნიერების სიცხოველით ნაყოფად მოწეულნი, ისევ
ცხოვრებასვე დაუბრუნდება ხომე წარმატებისათვის. რასაკვირველია, მანამ ეს ასე მოხდება
და ხალხი, თუ არ სრულიად, უფრო მომეტებული მაინც მიიღებს განახლებასა, დიდი დრო
გადის.
`ცხოვრება ამ ახალ აზრებით განახლებული, ისეც იზრდება, ჰყვავის, ამწიფებს სხვა ახალ
სათესლე ნაყოფსა და მერე ისევ ჭკნება როგორც ზემოთა ვსთქვით. ის არ მოუცდის ხოლმე
ხალხსა, - `აცა ჯერ რაც მოვამზადეო ამას წინად და რაც მეცნიერებამ და ხელოვნებამ
გენიოსის შემწეობით ცნობაში მოიყვანა და კანონად დასდვა, ჯერ ისინი ხალხმა მიიღოსო
და დაისაკუთროსო~, არა, ცხოვრება ამას არ მოუცდის ხოლმე, ეგ დაუყოვნებლივ გასწევს
თავის წარმატების და განვითარების გზაზედ; ასე, რომ მინამ ხალხი მიიღებს დიდიდამ
პატარამდე მის უწინდელ ჭირნახულსა, იგი ხელ-ახლად მოასწრობს ხოლმე ახალ მოსავლის
მოყვანასა, სხვა ახალ ფაქტების და საჭიროების შემუშავებას და შემოჯგუფებას. კიდევ მოვა
დრო განახლებისა, კიდევ ამ-რიგად მეცნიერება და ხელოვნება ახსნის ცხოვრების
მოთხოვნილებასა, ცნობაში მოიყვანს `ახალსა~ და ამათ შემწეობით გადადის ეს `ახალი~
ისევ ცხოვრებაში და სცვლის ცხოვრებასა.
`ცხოვრება ძირია, ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები არიან. როგორც
მიწიდგან ამოხეთქილი შტოები ისხამენ ნაყოფსა და როცა სათესლედ მოჰსწევენ, ისევ მიწას
გადმოსცემენ, რომ ახალი ძირი გაიკეთონ და ამ ძირმა სხვა ახალი შტოები ამოხეთქოს,
აგრეთვე ცხოვრებაზედ ამოსულნი შტოები – მეცნიერება და ხელოვნება – ისხმენ ზედ
ცხოვრების ნაყოფსა და როცა მოჰსწევენ სათესლოდ, ისევ ცხოვრებას გადმოსცემენ ახალის
ცხოვრების გამოსაკვანძავად.
`ამისთანა დამოკიდებულება აქვს ცხოვრებას ცხოვრებაზედ და ცხოვრებას თავის რიგზედ –
ცნობიერებაზედ. მართალიც არის: რაც ცნობაში მოყვანილია, რაც დამტკიცებულია,
მხოლოდ ის გადადის ხალხში, მხოლოდ ის მიიღება ხალხისაგან, და რაც მიიღება მხოლოდ
იგი სცვლის ხალხის მდგომარეობასა, ცხოვრებასა. ცნობაში მოყვანილი და დამტკიცებული,
როგორცა ვსთქვით, მეცნიერებაა და ხელოვნება – ეს ორნივ ერთ და იმავეს მსახურებენ:
აზრის მოძრაობისა; ერთ და იგივეს გამოსთქვამენ: ხალხის აზრსა, და თუ რაშიმე
განირჩევიან, მხოლოდ იმაში, რომ სხვადასხვა გზით და სხვადასხვა-ნაირად მოქმედებენ და
გამოსთქვამენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მეცნიერება და ხელოვნება, უდიდესნი
სალარონი, სადაც კაცობრიობის გენია აწყობს ხოლმე გონიერების საუნჯესა – არ არიან
ყველასთვის მისაწვდომნი... ამ საქმეს აკეთებს ლიტერატურა.
ყოველი საჭიროება ცხოვრებიდგან წარმოდგება. თუ ცხოვრებას არ უნდა ვერაფერს ვერ
მიამყნობთ ისე, რომ იმ ნამყნობს იხეიროს და ნაყოფი მოიტანოს. მარტო ის საქმეა მკვიდრი
და მძიმე, რომლის ფესვიც შიგ ცხოვრებაა გამოკვანძილი. უამისოდ ვერა საქმე ვერ
გასძლებს, ვერ მოიტანს ნაყოფსა, როგორც თესლი უდედაბოძოდ.
`ცხოვრება თვითრჯულია, იგი არ გამოიჭრება ხოლმე მოგონილ რიკრიკზედ; რომ თუმცა
იგი ბერდება, მაგრამ იმ სიბერის გამოცდილებით ისევ თავის-თავად ახლდება და ჰყვავის;
მეცნიერება და ხელოვნება არ არიან მოგონილნი კაცის ჭკუის და გამოხატულობის არც
ვარჯიშისათვის და არც ვარჯიშობისაგან; რომ იგინი იბადებიან ცხოვრებისაგან და
არსებობენ ცხოვრებისათვის, რომ იგინი წინ მიდიან ცხოვრების ვითარებისა გამო და მერე
თავის რიგზედ თვითვე წინ მოჰყავთ ცხოვრება; რომ რაც მაგათგან არის მოყვანილი ცნობაში
და დამტკიცებული, ის გადადის ხალხში და იგი სცვლის ხალხის მდგომარეობასა და
ცხოვრებასა~.
`წერილები ქართულ ლიტერატურაზედ~ (1892 წ.)
მეთვრამეტე საუკუნისა და მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიანი წლების თითქმის მეორე
ნახევრამდე ქართულ ლიტერატურაში შექმნილ მდგომარეობას მიმოიხილავს ილია
ჭავჭავაძე და სწერს:
`გასწყდა ჯაჭვი ცხოვრების ზედ გაყოლებისა, აწმყოსა და წარსულ შუა ჩასტყდა ხიდი,
შემდეგს სათავე და დასაბამი მოუწყდა, ამიტომაც ან ხანაში ბოლოსა და ბოლოს ვხედავთ,
რომ ............... ორკეცი დენა ცხოვრებისა შედგა, გაჩერდა. ჩვენ ორკეცი დენა ვახსენეთ
იმიტომ, რომ ცხოვრება ყოველთვის ორ დიდ ტოტად დადის. ერთი ტოტი მოაზრე
ცხოვრებაა (идейная жизнь), მეორე – მოსაქმე (практическая жизнь), რომელნიც ისე არიან
ერთმანეთზედ დამოკიდებულნი, რომ ხან ერთია მეორისაგან წარმოდგენილი, ხან მეორე –
პირველისაგან. თვით აზრიც სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ საქმე ჯერ
განუხორციელებელია და საქმეც – აზრია, უკვე განხორციელებული~.
`პასუხი~ (1861 წ.)
`ჩვენ ძალიან კარგად გვესმის დამოკიდებულება ხელოვნებისა, პოეზიისა ხალხთა
ცხოვრებაზედ; ეგეც კარგად ვიცით, რომ მაგისთანა ობოლ მარგალიტებს ძალიან იშვიათად
მოჰყრის ხოლმე მდინარე ცხოვრებისა. პოეტსა ხალხი დაჰბადავს და ხალხის ცხოვრება
ძუძუს აწოვებს; ამ საფუძვლითY ამბობენ, პოეზია ხალხის ცხოვრების გამომთქმელიაო. ჯერ
უნდა ხალხმა დაიმუშაოს თავისი სულიერი ბუნება, შეანძრიოს თავისად თავის უკვდავების
ძარღვი, მოამზადოს მასალა თავის ცხოვრებათა, და მერე თავისთავად,
უთქვენმბრძანებლოდ ძლიერი სული გენიისა ძლიერად გამოსცემს პასუხს ხალხის
განვითარებასა.

`ქართული თეატრი~ (1886 წ.)


`ხასიათი და ზნე-ჩვეულება ყველგან არის, მაგრამ ყოველის თესლის ერს თავისი
განსაკუთრებული ხასიათი აქვს და ზნე-ჩვეულება, იმიტომ, რომ ხასიათის და ზნე-
ჩვეულების ასე თუ ისე აგებაზედ მოქმედებს მთელი კრებული იმ გარემოებათა, რომელ
წრეშიაც სული და ხორცი დიდი ხანია უტრიალებია ერს და დღესაც ატრიალებს. შორს რომ
არ წავიდეთ, ჯერ უნდა ადგილმდებარეობა ვიქონიოთ სახეში, მიწა-წყალი, ერთობ კაცი –
გარეთი ბუნება, - ესეც კი ძლიერ მოქმედებს ადამიანის ხასიათისა და ზნე-ჩვეულების
სხვადასხვაობის შესაქმნელად. ჯერთ-ერთისა და იმავე თესლის კაცი მთიული და ბარელი
აიღეთ და ამათშიაც ხასიათს მიხედავთ, თუ ზნეს თვალსაჩინო განსხვავებას იპოვით, და
რაღა ითქმის იმ კაცებზედ, რომელნიც სულ სხვადასხვა თესლისანი არიან და სხვადასხვა
ქვეყნის შვილნი~ (`წერილი მეხუთე~).

`ივერიის წინასიტყვაობა~ #1 (კვირეული `ივერია~ #1. 3 მარტი, 1877 წ.)


ჟურნალ-გაზეთში არის ერთგვარი ნაწილი მწიგნობრობისა, როგორც მრთელს
მწიგნობრობას, როგორც ყოველს გონებითსა ძალას ადამიანისას და მის ნამოქმედარს, ისე
ჟურნალ-გაზეთებას საგნად ადამიანის ცხოვრება აქვს. ცხოვრება დაუდგრომელს
დუღილშია, ფეხ-შეუფერხებელს მოძრაობაშია. იგი თვის დუღილში, თვის მიმდინარეობაში
ბევრს რთულს საქმეს და საგანს წამოგვიყენებს ხოლმე თვალ-წინ. ამ საქმესა და საგანს
გარჩევა უნდა, ახსნა და თავისი ადგილის გაზომვა და ადამიანის გონებითი ძალა, რომელიც
დღე მუდამ უნდა დასტრიალებდეს ცხოვრებასა, ორ-გვარად შეეხება ამ ცხოვრებისგან
აღმოჩენილს საქმესა და საგანსა. პირველი, როგორც მასალას, რომლიდანაც მეცნიერებითსა
ძალას ადამიანისას გამოჰყავს დედა-აზრი (პრინციპი) და ამ დედა-აზრზედ ამყარებს
მეცნიერების შენობასა, საიდანაც ეს დედა-აზრნი ისევ ცხოვრებაში უნდა გადმოვიდნენ.
უამისოდ მეცნიერება უხმარი განძია, უქმი ჭკუის უქმი ვარჯიშობაა. მეორე, როგორც
წილადებს, რომელთაგანაც შემდგარია დღევანდელი დღე, მის შინაგან-გარეგანი, ერთის
სიტყვით – ის ჰაერი, რომლითაც დღეს ვსუნთქავთ და ვაი-ვაგლახობთ, ჩვენ და თქვენ,
მკითხველები. რა ღონისძიებაა იმისთანა, რომ დღე-მუდამის ცხოვრებისაგან მოგროვილია
მასალა მეცნიერებას უზიდოს და მეცნიერებიდამ დედა-აზრნი გადმოიტანოს ცხოვრებაში;
მეორეს მხირთ, რა საშუალებაა იმისთანა, რომ დღე-მუდამ ის ცხოვრების ავ-კარგიანობა,
ვითარება გადიხატოს, გადისახოს, მწიგნობრობა ერთობ და ჟურნალ-გაზეთობა საკუთრივ.
`ამ სახით, ჟურნალ-გაზეთობას ორ-გვარი დანიშნულება აქვს. ერთის მხრით იგი არის
შუამავალი ცხოვრებისა და მეცნიერებას შორის, გამავრცელებელი კაცობრიობის ჭკუით
მოპოვებულის, გამოძიებულის და აღიარებულის სიმართლისა, ჭეშმარიტებისა. მეორეს
მხრით, იგი არის სარკე საზოგადოების რთულის ცხოვრებისა, მისი გონებითის, ზნეობითის
მოძრაობისა. მასში სჩანს და ისახება ყოველდღიურის აზრის მიდენ-მოდენა~.

`ცისკარი~ 1857 წლიდან 1867 წლამდინა `ნაწყვეტები~ (ექვს ნაწყვეტად შემონახულია


ხელნაწერის სახით)
`ცხოვრება, როგორც მზარდი არსება, იზრდება, ჰყვავის, გამოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება.
მის ნაყოფის თესლზედ ამოდის სხვა ახალი ცხოვრება, რომელიც ისევ ისე გადის თავის
განვIთარების გზაზედ, როგორც პირველი.
`ცხოვრების ძალანი დაუღალავად და დაუყოვნებლად მოქმედებენ, მოძრაობენ და ჰბადავენ
მრავალ ფაქტებს, მრავალ ახალ საჭიროებას, მოაგუბებენ მრავალ ნაყოფსა – რომელიც
შეგროვება უნდა, მოაჯგუფებენ მრავალ კითხვაებს – რომელთაც პირდაპირი პასუხი და
გადაწყვეტა უნდაო. ესე ყოველიფერი ერთი-ერთმანეთში დარეულები, ცხოვრებისაგან
კარზედ მოყენებულნი, ელიან მზრუნველსა ხელსა გასარჩევადა, გამჭრიახ თვალსა –
გასამხილებლად, მაგრამ ხალხს, მომეტებულ ნაწილს, იმოდენა მოხერხება არა აქვს, რომ
მოიყვანოს ეცნობაში, გაიგოს ჟამთა ვითარება.
`მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც მუდამ-დღე ზედ დასტრიალებენ ცხოვრებასა და მის
მცირედსა ცვლილებასა ცნობიერად გადმოიცემენ, იკისრებენ ხოლმე არა ყოველიფერის
ახსნასა და ცნობაში მოყვანასა.
`ამათი უკეთEსნი წარმომადგენელნი, ხალხის დაწინაურებული თაობა, მაშინვე მიხვდება
ცხოვრების ნაყოფის შემოსვლასა, ჰგრძნობს, რომ ამის შემდეგ უნდა მოვიდეს მახარობელი
ახალ გაზაფხულისა, განახლებისა; ჰგრძნობს რომ ძველი ცხოვრება აივსო `დამწიფდა~ და
ჭკნება მის გადამწიფებულ ნაყოფთა მოგროვებად. გარჩევა, გარჩევა უნდა და
თესლის ................ ახალის ცხვორებისათვის.
`ეს თავგანწირულნი მოჭირნახულენი ცდილობენ აღასრულონ დროების მოთხოვნილება,
შეაგროვონ მოსავალი, რომ მეცნიერების და ხელოვნების შემწეობით მოიყვანონ ცნობაში
თვისთეული მარცვალი იმ მოსავლისა, ყოველი მათგანი გაარჩიონ და დაუნიშნონ თავისი
შესაფერი ადგილი, რათა თავის დროზედ ყოველმა მარცვალმა გამოიტანოს ახალი ნაყოფი,
იმ ნაყოფმა – ახალი თესლი სხვა ახალ ცხოვრებისათვის~.
`მეცნიერება და ხელოვნება – ეგ სახელოვანნი სალარონი კაცის გონიერებისა – არიან
კანონიერნი მემკვიდრენი გენიისაგან დაშთობილ საუნჯისა. იგინი მადლობით მიიღებენ
ხოლმე გენიის ახალ გამოკვლეულ ცნობებს, ახალ აზრებსა, ახალ ახსნასა, რომელზედაც
დაწნაურებული თაობა ხალხისა დაამყარებს ხოლმე თავის შემდეგსა გამოკვლევასა და
ცნობიერების წინაწაწევასა.
`მაგათგან, მაგ გამოკვლევათაგან ცხოვრებისაგან დაბადებულნი ფაქტები მეცნიერების და
ხელოვნების შემწეობით ცნობაში მოყვანილნი, გადადიან დანარჩენ ხალხშიაც, რომელიც
თანდათან მტკიცდება მათ სიმართლეზედ, ამის გამო აძლევს თავის ცხოვრებაში ადგილსა
და ამით სცვლის თვით ცხოვრებასა.
`რამდენადაც ეს ახალი აზრები, ცნობები, ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის,
იმოდენად იგინი განსდევნიან უწინდელებსა, რომ თითონ დაიჭირონ ცხოვრებაში იმათი
ადგილი და აწარმოვონ შემდგომში. ეგრე ცხოვრებით სვემიღებულსა, გენიით გადაკეთებულ
და ცნობაში მოყვანილს, ცხოვრებაშივე მიიღებს ხოლმე თავის წარმატებისათვის.
`ცხოვრება განახლებული ისევ იზრდება, ჰყვავის, ბერდება და მოამწიფებს ახალ სათესლე
ნაყოფსა. ის არ მოუცდის ხოლმე ხალხსა, `აცა, ჯერ რაც ამასწინად მოვამზადეთ, და რაც
მეცნიერებამ და ხელოვნებამ გენიის შემწეობით ცნობაში მოიყვანა, ჯერ ისინი ხალხმა
მიიღოსო, დაისაკუთროსო~. არა, ცხოვრება ამას ასე მოუცდის ხოლმე, ის დაუყოვნებლივ
გასწევს თავის წარმატების და განვითარების გზაზედ, ასე, რომ მინამ ხალხი მიიღებს
დიდიდამ პატარამდინ მის უწინდელესთა ნახილსა, იგი ხელახლად მოასწრობს ხოლმე ახალ
მოსავლი მოყვანასა, სხვა ახალ ფაქტებს და საჭიროების შემუშავებას, შემოჯგუფებას.
`კიდევ მოვა დრო განახლებისა, კიდევ დადგება ახალი პერიოდი, კიდევ ამ-რიგად
მეცნიერება და ხელოვნება ახსნის ცხოვრების მოთხოვნილებასა, ცნობაში მოყვანას `ახალსა~
და ამათ შემწეობით ეს `ახალი~ გადადის ისევ ცხოვრებაში.
`ამისთანა დამოკიდებულება აქვს ცნობიერებას ცხპვრებაზედა; ცნობიერება მხოლოდ
ცხოვრების გამხილავი და გამომეტყველია. ეს დამოკიდებულება მშვენივრად და ცხოვლად
არის გამოთქმული ერთ ჩვენ დროების ფილოსოფოსის მოსწრებულ შედარებაში:
`ხე ცხოვრებისა, - ამბობს იგი, - და ხე ცნობადისა ერთს ფესვზედ ამოდიან, მხოლოდ იმაში
აღყვავება სხვადასხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების ხეზედ ჭკნება ყვავილი, მაშინ
ცნობადის ხეზედ მწიფდება ნაყოფი, ამ ნაყოფის თესლი ჰბადავს ახალ ყვავილებსა
ცხოვრების ხეზედა~.
`ცხოვრება არ მოიჭრება კაცისაგან მოგონილ რაკრაკზედ; რომ თუმცა იგი ბერდება, მაგრამ
თითონვე გვაძლევს ხოლმე თესლს მომავალ გახალისებულ ცხოვრებისათვის, რომ
მეცნიერება და ხელოვნება არ არიან გამოგონილი კაცის ჭკვის და გამოხატულობის
ვაეჯიშობისაგან, რომ იგი იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის; რომ
იგინი წინ მიდიან ცხოვრების მეოხებით და მერე თითონ მიჰყავთ ცხოვრება წინ; რომ რაც
მაგათგან არის მოყვანილი ცნობაში, მხოლოდ ის გადადის ხალხში და მხოლოდ იგი სცვლის
ხალხის მდგომარეობასა~.

`შინაური მიმოხილვა~ 1895 წლისა (4 იანვარი, 1896 წ.)


`ადამიანი და ნამეტნავად ერი არა-მარტო `პურითა ერთითა ცოცხალს არს~, მართალია,
მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზედ, მაგრამ
უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა
ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს – სულისათვის. თუ
ან ერთი დაშრა, ან მეორე, გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ
სული, სააქაოდანაც მაინცა... ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი,
რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს
თავისი მომავალი~.

`შინაური მიმოხილვა~ (1883 წ. ნოემბერი)


`თუ შენობა ქვიშიანია აგებული, ვერა ოსტატი, ვერა დიდი არქიტექტორი ვერას უშველის,
მაგისთანა შენობას თვით აგებულებაშივე აქვს მიზეზი სისუსტისა და თუ დაიქცა, სასაცილო
იქნება ბრალი შენობის ყარაულს, მეთვალყურეს დაბრალდეს~
საქართველოში ჩამოყალიბებული `საზოგადოებების~, კერძოდ `წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების~ სუსტი მუშაობის მიზეზებზე საუბრობს ილია ჭავჭავაძე
და სწერს:
`აბა ყოველს ამას მიზეზთა-მიზეზი მოუნახეთ და დაინახავთ, რომ ყოველი ჩვენი ეგრეთ-
წოდებული `საზოგადოება~ მარტო ყავარია, რომელსაც ბოძები თითონ ერში არა აქვს,
რომელსაც ფესვი თითონ ერში არ გაუმაგრებია, და თუ ფეხზედ დგას, იმიტომ კი არა რომ
ძირი ღრმად აქვს წასული, არამედ იმიტომ, ორმ გარედამ აქეთ-იქით ბოძები აქვს მიცემული.
აი, ნამდვილი მიზეზი სისუსტისა საერთოდ და წერა-კითხვის საზოგადოებისა საკუთრივ~.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების საზრუნავი~ (1893 წ.)


`დღეს თვითვეული ჩვენგანი ჰგრძნობს, რომ აქამომდე მივიწყებულს ეკონომიურს მხარეს
ჩვენის ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის, რომ
ეკონომიურის ცხოვრების მოედანზედ უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა, ტანში
გამართვისა და იქ უნდა გავისარჯნეთ და ვიამაგოთ~.
ვფიქრობ, მეტ-ნაკლები სისრულით წარმოვადგინე ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან მისი
აზრები ფილოსოფიის მთავარ საკითხზე.
შედარებისათვის ვნახოთ როგორ განმარტავენ აღნიშნულ საკითხს დიალექტიკური
მატერიალიზმის წარმომადგენელი მეცნიერები:
`წინააღმდეგ იდეალიზმისა, რომელიც ამტკიცებს, რომ რეალურად არსებობს მხოლოდ ჩვენი
ცნობიერება, რომ მატერიალური სამყარო, ყოფიერება, ბუნება არსებობს მხოლოდ ჩვენს
ცნობიერებაში, ჩვენს შეგრძნებებში, წარმოდგენებში, ცნობებში, მარქსისტული
ფილოსოფიური მატერიალიზმი გამოდის იქიდან, რომ მატერია, ბუნება, ყოფიერება
წარმოადგენს ობიექტურ რეალობას, რომელიც არსებობს ცნობიერების გარეთ და მისგან
დამოუკიდებლად, რომ მატერია პირველადია, ვინაიდან იგი წარმოადგენს მატერიის
ანარეკლს, ყოფიერების ანარეკლს, აზროვნება არის პროდუქტი მატერიისა, რომელმაც თავის
განვითარებაში მიაღწია სრულყოფის მაღალ ხარისხს, სახელდობრ – ეს არის ტვინის
პროდუქტი, ხოლო ტვინი აზროვნების ორგანოა, რომ ამიტომ არ შეიძლება აზროვნების
ჩამოცილება მატერიისაგან~ (იხ. ი.ბ. სტალინი, `დიალექტიკური და ისტორიული
მატერიალიზმის შესახებ~, 1938 წ.)
`მთელი ფილოსოფიის უმაღლესი საკითხი, _ ამბობს ენგელსი, _ არის საკითხი აზროვნების
დამოკიდებულებისა ყოფიერებისადმი, სულისა ბუნებისადმი. ფილოსოფოსები ორ დიდ
ბანაკად გაიყვნენ იმის შესაბამისად, თუ როგორ უპასუხებდნენ ისინი ამ კითხვას იმათ, ვინც
ამტკიცებდა, რომ სული ბუნებაზე უფრო ადრე არსებობდა. შეადგინეს იდეალისტური
ბანაკი, ხოლო ისინი, ვისაც ძირითად საწყისად ბუნება მიაჩნია, მიემხრნენ მატერიალიზმის
სხვადასხვა სკოლებს~.
და შემდეგ:
`ნივთიერი სამყარო, რომელსაც გრძნობებით აღვიქვამთ და რომელსაც თვითონ ჩვენ
ვეკუთვნით, არის ერთადერთი ნამდვილი სამყარო... ჩვენი შეგნება და აზროვნება, რაგინდ
შეგრძნობადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს იგი. წარმოადგენს ნივთიერი, სხეულებრივი
ორგანოს პროდუქტს, ტვინის პროდუქტს. მატერია არ არის სულის პროდუქტი, თვითსული
კი არის უმაღლესი პროდუქტი მატერიისა~ (იხ. ფრ. ენგელსი, ლუდვიგ ფოიერბახი და
კლასიკური გერმანული ფილოსოფიის დასასრული, 1886 წ.)
ეხება რა მატერიისა და აზროვნების საკითხს, კ. მარქსი ამბობს:
`არ შეიძლება ჩამოვაშოროთ აზროვნება მატერიას, რომელიც აზროვნებს. მატერია ყველა
ცვლილებათა სუბიექტს წარმოადგენს (იხ. კ. მარქსი, რჩეული ნაწერები, ტ. I, გვ. 302).
ილია ჭავჭავაძეს ფილოსოფიის მთავარი საკითხის გარკვევისას `ხე ცხოვრებისა~ და `ხე
ცნობადისა~ შემთხვევით არა აქვს გამოყენებული და მისი ცნობიერება ხის როლის შესახებ
მითოლოგიიდან მოდის, ხოლო ეს უკანასკნელი რომ ხალხის გულსა და სულში
დაბადებული, იქიდან აღმოშობილი, ხალხის სულიერ ქურაში გატარებული, გარდაქმნილი,
გადადნობილი, გადადუღებული (ვაჟა-ფშაველა) ხალხსავე დაბრუნებული ფენომენია და
რომ მხოლოდ მაღალგანვითარებული, მაღალცივილიზებული ერების კუვნილებაა, დღეს
სადავოს აღარ წარმოადგენს.
აკაკი გელოვანის მითოლოგიური ლექსიკონი (თბ., 1969 წ.) გვამცნობს, რომ `ხე არის
მცენარეთა სიმბოლიკის უმაღლესი ღერძი... მისი ფესვები მთელს ქვეყნიერებას მოიცავენ და
ქვესკნელს სწვდებიან. ამდენად ის გამოხატავს სამყაროს მთლიანობას და განასახიერებს
საიქიოსაც... ხე ცხოვრებისა (იგივე `სიცოცხლის ხე~) – მცენარეთა სიმბოლიკის
კოლორიტული სახეა და ცნობილია უძველესი დროიდან. შუმერთა სიცოცხლის ხე მარჯნის
მთაზე დგას, ქვეყნიერებას ფარავს, გველისებური ფესვები ................ ღრმა ნაკადებში
ჩაუდგამს, თავზე ზღაპრული არწივი ............ ბუდობს, ძირში – გველი, შუაშია ქალწული
ლილა (ჰაერის განსახიერება), ერას ეპოსში ხე .............. ოკეანიდან ამოდის, ფესვთა
სამკვიდრო კი ქვესკნელშია; ბიბლიური სიცოცხლის ხე ასე დიდი როდია, მაგრამ გველი
მასაც ეგრაგნება და მისი ვაშლი – ცოდნის წყაროა; ქართული (ხევსურული) მითოლოგიის
იფანი კლდეზეა გაშლილი და მის ძირზე ტაძარი აუგიათ. ასევე აუშენებიათ შუმერებს
წინგირსული ტაძარი.
`ხე ცნობადისა~ (`შეცნობის ხე~) სიცოცხლის ხესთან დაკავშირებული კოსმიური ხე,
სრულყოფის სიმბოლო, ცნობილია ბიბლიაშიც, აღმოაცენა ღმერთმან... ხე ცხვორებისა და ხე
იგი ცნობად კეთილისა და ბოროტისა. გველმა აკრძალული ხილი აჭამა ევას. ცნობილია
ეგვიპტეში, შუმერში, ინდონეზიაში, ჰავაიზე... ამ ხეში ხშირად განძია, იცავს გველი,
დრაკონი, კოლხეთში დრაკონი მუხაზე დაკიდულ ოქროს საწმისს დარაჯობს. შემეცნების
ხის სიმბოლიკამ საყოველთაო გავრცელება ჰპოვა ბიბლიის წყალობით~.
ყოველივე აქ თქმულის შესახებ კარგად იცის ილია ჭავჭავაძემ და ამიტომ არის, რომ მისი
თანამედროვე ფილოსოფოსის აზრს ცნობიერებისა და ყოფიერების ურთიერთმიმართების
შესახებ უყოყმანოდ იზიარებს, იწონებს კიდეც მის `ძლიერ მართალ~ შედარებას და ამ
შედარებაზე აგებს თავის დამოკიდებულებას ფილოსოფიის მთავარი საკითხის მიმართ.
ამ `ძლიერ მართალ~ შედარებიდან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ილია ჭავჭავაძე
იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობას ქართველი გლეხის სახეში ჰხედავს, ხოლო
თვითონ გლეხი ზოგადად ხესთან, და კერძოდ, მუხასთან ჰყავს გაიგივებული, როდესაც
კითხულობდა ვინ არის ჩვენი მკითხველი და ვისთვის უნდა ვწეროთ დღესაო:
`ილია ჭავჭავაძე იყო პირველი შთამაგონებელი, დაუღალავი მქადაგებელი იმ აზრისა, თუ
როგორ უნდა იწერებოდეს ქართული გაზეთი `......~. ბევრჯერ მთელი საღამოები
გაგვიტარებია და სჯა-ბაასი გვქონია იმის შესახებ, თუ ვინ არის დღEს ჩვენი მკიხველი, ან
სად უნდა ვეძიოთ ეს მკითხველი. ილია იტყოდა ხოლმე:
ჩვენი დიდკაცობა, ჩვენი წარჩინებული მოხელენი გადაგვარების გზაზე არიან დამდგარნი.
იმათ ქართულიც და ქართველობაც – ორივე ფეხებზე ჰკიდიათ. ამათთვის წერა ტყუილი
შრომა, წყლის ნაყვა იქნებოდაო.
`მაშ ვინღა დაგვრჩა? ის, ვინც საქართველოს პირველი ქვაკუთხედი იყო, ვინც ისტორიულ
ქარტეხილს, წვა-დაგვას გაუძლო და ქვეყანა გააშენა. ეს ის მაგარი, მკვიდრი მუხაა, რომელიც
ქარ-ცეცხლს უძლებს და არ ეცემა. ეს არის ჩვენი გლეხობა, ეს არის ჩვენი მუშა ხალხი,
რომელიც თავის მარჯვენით თავსაც ინახავს და ქვეყანასაც საკვებავს აძლევს. ესენი არიან
ჩვენი მუხის – საქართველოს ფესვები. ესენი ამზადებენ იმ საკვებავ წვენს, რომლითაც
საზრდო და ღონე ეძლევა მუხის მთელ ტანს. ამათი მეოხებით იმოსება ხე ფოთლებით,
ყვავილებით და მოაქვს ნაყოფი. დეე, კენწეროები გაუხმეს ხეს, ფოთლები შემოსცვივდეს,
ყვავილები შემოაჭკნდეს, _ არა უშავს რა, ოღონდ ძალა და ღონე არ გამოელიოთ ფესვებს. ხე
ხელახლად შეიმოსება ფოთლით და ყვავილით, და უხვად გამოიღებს ნაყოფს. ხე არ კვდება.
თუ ფესვები მაგარი, ღონიერი აქვს.
აი, სწორედ ეს ფესვებია ჩვენი მდაბიო ხალხი, ჩვენი გლეხობა. თუ ეს ფესვები მაგრად
გვექნება კარგად შენახული, კარგად მოვლილი, მაშინ ჩვენ საქართველოს განსაცელი არ
მოელის, კვლავ გამხნევდება და გაძლიერდება. დეე, ჩვენი წარჩინებულნი განადგურდნენ,
როგორც გამხმარი კენწეროები, ამათ ადგილას სხვა უფრო ღონიერი და ჯანსაღი ყლორტები
ამოვა.
და აი, სწორედ ამ ფესვებს უნდა მოვუაროთ ჩვენც ამ მდაბიო ხალხისათვის, მუშა-
გლეხობისათვის უნდა ვიზრუნოთ. ჩვენს მოვლას, ჩვენს ზრუნვას ფასი ექნება მხოლოდ
მაშინ, თუ იმათი ენით დავიწყებთ ლაპარაკს, ჩვენი სიტყვა იმათ ყურს მისწვდება, იმათ
გულს მოხვდება. აი გეგმა ჩვენის მუშაობისა. აი, ვისთვის უნდა ვფიქრობდეთ, ვისთვის
უნდა ვზრუნვადეთ, ვისთვის უნდა ვწერდეთო~ (იხ. იაკობ მანსვეტაშვილი, მოგონებანი,
თბ., 1985 წ. გვ. 77-78).
$. `მგზავრის წერილები~ - მოთხრობა, სადაც ავტორი პირველად საუბრობს საკაცობრიო
მნიშვნელობის თემებზე და სადაც პირველად გვიჩვენებს ევროპელთა სახეებს

პროფესორი პავლე ინგოროყვა ილია ჭავჭავაძის `მგზავრის წერილების~ შესახებ წერს, რომ:
`მგზავრის წერილები~ ეს არის არა მხოლოდ მაღალი მხატვრული ნაწარმოები, არამედ ამავე
დროს უდიდესი მნიშვნელობის დოკუმენტი ქართული საზოგადოებრივი აზროვნების
ისტორიაში. `მგზავრის წერილებში~ მოცემულია მკვეთრად ჩამოყალიბებული
პოლიტიკური პროგრამა. საქართველოს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიამ ამ ნაწარმოებში ჰპოვა თავისი
სრულყოფილი გამოხატულება.
`მგზავრის წერილები~ დაწერილია 1861 წელს, მაგრამ დღის სინათლე მან ბევრად გვიან
იხილა. ეროვნული რადიკალიზმი იმდენად მკვეთრად არის გამოვლინებული ამ
ნაწარმოებში ყოველგვარი `დიპლომატიური~ საფარველის გარეშე, რომ ცენზურას 60-იან
წლებში აუკრძალავს მისი დაბეჭდვა. უფრო გვიან 1871 წელს, თუმცა მოხერხდა ამ
ნაწარმოების გამოქვეყნება, მაგრამ შემოკლებით. მხოლოდ 1872 წელს, ე.ი. 31 წლის შემდეგ
ამ ნაწარმოების დაწერიდან, შესაძლო გახდა სრულად გამოქვეყნება მე-19 საუკუნის
ქართული მწერლობის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლისა~ (იხ. ილია ჭავჭავაძე,
`თხზულებანი~, პავლე ინგოროყვას შესავალი წერილით, 1957 წ. შემდგომში ციტირებით პ.
ინგოროყვას შესავალი წერილი).
ვინ შეიძლება შეედავოს, ან თუნდა მცირედი ეჭვი შეიტანოს პავლე ინგოროყვას `მგზავრის
წერილების~ შეფასებაში, მაგრამ, ვინაიდან მისი დაწერიდან საბოლოოდ გამოქვეყნებამდე
31 წელი მეტად დიდი პერიოდია გასული, მით უმეტეს შემოქმედი კაცისთვის,
განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძისნაირი დაუდგომელი პიროვნებისათვის, და ვინაიდან
არავინ იცის რაიმე თემატური ცვლილება რომ შეიტანა ავტორმა `მგზავრის წერილებში~,
მისი დაწერის თარიღად საყოველთაოდ აღიარებულად მიჩნეულია 1961 წელი, როგორც
არალიტერატორი, გავბედავ და პავლე ინგოროყვას აქ მოყვანილ სიტყვებს დავამატებ და
ვიტყვი:
`მგზავრის წერილები~ ილია ჭავჭავაძის სოციალურ-ეკონომიკური, ფილოსოფიური და
პოლიტიკური ხასიათის ის გამორჩეული ნაწარმოებია, რომელშიც ავტორმა პირველად
(ქრონოლოგიურად) ასახა მხატვრულ-პუბლიცისტური ხერხებით ევროპა და ევროპელები
(მხედველობაში თუ არ მივიღებთ მის მიერ ზოგიერთ ევროპელ მოაზროვნეთა (პოეტთა)
ცალკეულ ნამოღვაწართა ნიმუშების ქართულად თარგმნას, რომლებიც შესრულებული აქვს
სტუდენტობის პერიოდში, ევროპის ქვეყნებში დამკვიდრებული საზოგადოებრივი წყობის,
საზოგადოებრივი ცხოვრების შედარებით უპირატესობა (რუსულთან შედარებით), ევროპის
მეცნიერთა და ფილოსოფოსთა ნააზრევი ამა თუ იმ სფეროში, ევროპის გენიოსთა
გიგანტური სახეები და სხვა საკითხები, რომლებიც შემდგომ გააფართოვა და გააღრმავა სხვა
ლიტერატურულ-მხატვრულ, ლიტერატურულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში, პრაქტიკულ
საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
როცა ლაპარაკია, რომ `მგზავრის წერილებში~ პირველად აისახა ევროპასა და ევროპელების
შესახებ საკითხები, იგულისხმება:
`ილია ჭავჭავაძის ფიქრები, ანუგეშოს თავის ერს, ქვეყანას, რომ არის მრავალი ქვეყნები
ჩვენზედ უბედურად გაჩენილნი, მაგრამ ჩვენზე ბედნიერად მცხოვრებნი~
- ევროპელთა ამაყი ბუნება ტექნიკური პროგრესიით წინ წასულობის გამო რუსეთთან
შედარებით, რუსი პოდპორუჩიკისა და კარგი მოგზაურის განსხვავებული საპირისპირო
შეხედულებები ცივილიზაციაზე;
- მოძრაობა როგორც ფილოსოფიური კატეგორია და როგორც ქვეყნის ღონისა და
სიცოცხლის მიმცემი;
- ბუნებასთან სიახლოვე იმასთან შეწყმა ბუნების სიყვარული (შეადარეთ კონ გორდონ
ბაირონთან);
- ევროპის გიგანტურ მოღვაწეთა სახეების აღბეჭდვა – გოეთეს შედარება მყინვართან და
ბაირონისა – თერგთან;
1. არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი...
ევროპის ქვეყნების ისტორიის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ღრმა
ცოდნით აღჭურვილი ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან სამშობლოსაკენ, მომავალი ლარსის
სტანციაში ღსმე დასაძინებლად გაჩერებული, სტანციის ოთახის ტახტზედ მამა-პაპურად
გაშოტილი ფიქრს არის მიცემული:
`როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას
ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს,
როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს,
იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინც-და-მაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა
დადებული. მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ცემმა ქვეყანამ მიმიყოლიოს და მიამბოს თავის
გულისტკივილი, თავისი გლოვის დაფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე
კი იმის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა?~
ფიქრებში წასული ილია ჭავჭავაძე ფიქრებს ეჭვსაც გაურებს: რომ თავის სამშობლო ქვეყანამ
მიიღოს კიდეც, ყურიც დაუგდოს, თვითონ შესძლებს კი მშობელი ქვეყანას ღვიძლი სიტყვა
უთხრას და ამ სიტყვით ნუგეში მისცეს?:
`იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავის შვილი გულზედაც მიმიკრას და ხარბად
დამიგდოს ყური, მაგრამ მე შეიძლება კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით
გულისტკივილი მოვურჩინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო;
თბილ სიტყვით ვასმინო: რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად
გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თითოეული ნაპერწკალი,
რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შეაგროვო
ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევლძებ კი? შევიძლებ გასაგონის
ღვიძლის სიტყვის თქმასა? გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კედეც,
იმიტომ, რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ; იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ, რომ
მამულის სიტყვას მამულისშვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა,
რომლისათვისაც დუმილიც გასაგონია; ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ იმიტომ, რომ შვილის
სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის~.
`მგზავრის წერილების~ დაწერიდან დღემდე ორსაუკუნენახევარზე მეტი დრო გვაშორებს და
ილია ჭავჭავაძის ნუგეში თავის ქვეყნისათვის მიცემული სხვა ქვეყნებივით ბედნიერად
ვიცხოვრებთო, ისევ ნუგეშად და სანატრელად არის დარჩენილი. მას შემდეგ ორი
საზოგადოებრივი წყობა გამოიცვალა საქართველომ, გარკვეული ძვრები როგორ არა, მოხდა,
ქართველთა ცხოვრებაში, მაგრამ ევროპის ქვეყნებისაკენ მზერა საცა ჩვენც მათსავით
ბედნიერად ვიცხოვრებთო, ისევ ნუგეშად, ნატვრად და გულისტკივილად რჩება საგარეო,
განსაკუთრებით საშინაო ფაქტორების გამო.
ილია ჭავჭავაძის კითხვა თავისი ქვეყნისათვის, თავისი მიწა-წყლისათვის - `როდემდის
დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის? ჩემო საყვარელო
მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი~ - ისევ უპასუხოდ რჩება.
2. ა) ოცი გენერლის ყოლა დიდი საქმეა. დიდი ცივილიზაცია არის პეტერბურგიდან
საქართველოში მომავალ ილია ჭავჭავაძეს ლარსის სტანციის ცარიელ ოთახში რუსის
ოფიცერი – პოდპორუჩიკი ეწვია, რომლის სახის მეტყველება ამჟღავნებდა, რომ ღვინოსა და
არაყს ძალიან დაახლოებით იცნობდა, და სხვა უაზრო თემებთან ერთად მეცნიერული
საუბარი გაუბა, რათა გაუნათლებლებს, მარტივი ენით გააგებინოს რა არის ცივილიზაცია,
ასოციაცია, არგუმენტაცია, ინტელიგენცია, კასსაცია და ფილოლოღია.
რუსის ოფიცერი ყველა იმპერიისათვის დამახასიათებელი ამპარტავნული, ქედმაღლური
ტონით, რომელიც დაცინვასაც უხვად შეიცავს, ილია ჭავჭავაძე ეკითხება:
`დავიწყოთ, როგორც წეღანა ვთქვით, იქიდამ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის.
ეგ იმასა ნიშნავს, რომ თქვენი ქვეყანა ბნელია, ხომ გესმით?
_ დიაღ, კარგად.
_ ახლა რაკი იქიდამ დავიწყეთ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არა რის, მე ამას
მაგალითებით აგიხსნით: წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი. წარმოიდგინეთ თუ არა?
_ წარმოვიდგინე...
_ არა, იქნება სადმე ერთი ფანჯარა ღია დაგრჩათ, ისიც დაკეტეთ.
_ დავკეტე.
ვუპასუხე კი და სიცილი მომივიდა.
_ ძალიან კარგი. რაკი ის ფანჯარაც დავკეტეთ, ფარდაც ჩამოაფარეთ.
_ ჩამოვაფარე.
_ რაკი ფარდა ჩამოაფარეთ, ოთახშიც დაბნელდა, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად
შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის.
_ ...ახლა ხომ გესმით განათლების მნიშვნელობა?
_ ძალიან კარგად.
_ ახლა, რადგანაც აგიხსენით განათლების მნიშვნელობა, თქვენ უნდა ერთი რამ გკითხოთ:
თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის?
_ მაგას ვერას მოგახსენებთ, დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არა ვყოფილვარ.
_ ეგ არაფერი, მე ეხლავ შევიტყობ, როგორ მიდის: რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ,
ქართველებს?
_ იქნებ ერთი ოციოდე მოგროვდეს.
_ რაო, ოციოდეო! ო, ო, ეგ დიდი საქმეა, _ წარმოსთქვა დიდის ყოფით ჩვენმა მეცნიერმა
ოფიცერმა, _ ოციოდეო!.. ამ ერთ მუჭა ხალხი და ოცი გენერალი?! არა მჯერა. იქნება თქვენ,
მეცნიერების ენით რომ ვთქვა, დეისტვიტელნი სტაცის სოვეტნიკებსაც მაღალ გენერლებშია
სთვლი, ესე იგი, მდაბიურის ენით რომ ვთქვა, იქნება შტაცკის გენერლებსა, ანუ ამაზედ
უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, უეპოლიტო გენერლობა, ანუ ამაზედ უფრო მდაბიურად რომ
ვთქვა უულვაშო გენერლებსაც მართალს გენერლებში სთვლით, უთუოდ ეგრე იქნება.
_ არა, თქვენმა მზემ, _ დავუფიცე მეც, _ არა, თქვენმა მზემ, სულ მართალს გენერლებს
მოგახსენებთ.
_ ოციოდ მართალი გენერალი! ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს, სახელი და დიდება!
საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას, სულ რამდენი წელიწადია რაც
რუსეთი აქ შემოვიდა?
_ იქნება სამოც-და-ათი.
_ შვიდს წელიწადში ორი გენერალი? დიდი საქმეა, დიდი ცივილიზაცია არის. მერე როგორი
გენერალი? მართალი გენერალი! თუ ღვთის ძალით თქვენში ცივილიზაციამ ეგრე იარა,
სამოც-და-ათს წელიწადს უკან კიდე ოცი გენერალი მოგემატებათ და სულ ორმოცი
შეიქმნება. დიდი საქმეა. მე ეგ არ ვიცოდი, ან საიდამ უნდა შემეტყო? სულ არ იქნება სამი
წელიწადი, რაც ამ ქვეყანაში ვარ სწორედ გაგახსენო, არ მოცლა მქონდა, რომ თქვენის
ქვეყნისათვის მეცნიერი თვალი დამეკვირვებინა. მე ერთს საოსტატო საგანს გამოვეკიდე.
მრავალი ვიძიე, ისტორიები ვიკითხე და ჩემი დრო სულ ამ სამეცნიერო საქმეებზედ
გადავაგე, მაგრამ ცუდად არ წახდა ჩემი ღვაწლი, შთამომავლობა მოიგონებს ჩემს სახელსაც.
კაცმა, რომელიც ცივილიზაციის დონეს გენერლების რაოდენობითა ზომავს, სამი წელი იმას
კი არ მოანდომა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიმართულებით რაიმე ღირებული
შექმნა, რომელიც კაცობრიობის გონებას უფრო მეტ ძალას შესწევდა, არა. ბუზების დაჭერას
მიჰყო ხელი (ლუარსაბ თათქარიძე მხოლოდ სთვლიდა) და საშაქრეში ამწყვდევდა, საშაქრეს
თავს დაახურავდა და არ კეტავდა კი.
აი, ამით ამ ჩვენმა დიდგულა ოფიცერ-მეცნიერმა გადაარჩინა მთელი რუსეთი დენშჩიკის
მირ შაქრის ქურდობისაგან. თავისი დიდი მეცნიერული გამოგონება – ქურდობის უებარი
წამალი ხომ მან გამოიგონა და კაცობრიობას ბუზების აღებ-მიცემობის განვითარებაც
უწინასწარმეტყველა, მაგრამ ასეთ გამოგონებებს ხომ ზღვარი არა აქვს. დღეს თუ მან ეს
ხერხი გამოიგონა, ხვალ ოფიცერ-მეცნიერი სხვას გამოიგონებს (ოფიცრებს რა გამოლევს
რუსეთში, განსაკუთრებით ახლად დაჭერუილ ქვეყნებში) და ასე გაანათლებს იმ ქვეყნებს,
იქამდისაც კი რომ მათს ქალაქებშიც (პეტერბურგის მსგავსად) იზლერის ბაღი გამართონ,
სადაც იქაური ქალები თამამად დაიწყებენ სეირნობას და გინდ ერთ უთხარი `შენი ჩირიმე~,
გინდ მეორეს, ხმას არ გაგცემენ...
2. ბ) ეგ ეტლი ვისი მოგონილია?
`მგზავრის წერილებში~ კიდევ ერთ უცხოელს, ამჯერად ევროპელს (ფრანგს) შეხვდება ილია
ჭავჭავაძე. რუსის ოფიცერი თუ ქვეყანაში ცივილიზაციის დონის გენერლების რაოდენობით
ზომავს და თავი მოაქვს ............ დაჭერისა და ქურდობის მოსპობის ხერხის გამოგონებით,
ახალ გაცნობილი (ევროპელი) იმით დაგვცინის, რომ რუსის მიერ მოგონილი ეტლით
დავდივართ.
იგი ამაყობს და საფუძველიც აქვს იამაყოს იმით, რომ მეცხრამეტე საუკუნემ არნახულ
წარმატებებს მიაღწია სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის სფეროში და ამ წარმატებაში
საგრძნობი წვლილი ევროპასა აქვს. ამ პროგრესის შესახებ ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის
დასასრულს (1899 წლის 31 დეკემბერს) იტყვის `შინაური მიმოხილვის~ სახით
გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილში `მეცხრამეტე საუკუნე~: `ბეკონმა ინგლისის
ფილოსოფოსმა სთქვა, რომ პროგრესი კაცობრიობისა სხვა არა არის-რა გარდა იმისა, რომ
დღიდამ დღემდე განზედ გადადგმული იქნას საზღვარი შეუძლებელისაო. ამ თვალით რომ
შეხედოს კაცმა ამ მეცხრამეტე საუკუნის ღვაწლს, მართლა რომ საკვირველებაა, რაც
შეუძლებლად მიაჩნდათ ჩვენთა მამა-პაპათა, _ დღეს შესაძლებელი გახდა მეცხრამეტე
საუკუნის წყალობით. მანძილი, რომელიც დღეს აქამომდე იყო სხვადასხვა ქვეყნებს შორის,
რკინისგზებმა, ტელეგრაფებმა და ტელეფონებმა თითქმის მოსპეს. დოსტაქრობამ და
მკურნალობამ იქამდე მიაღწია, რომ ცოცხალ ადამიანის აგებულებაში თოთქმის გამოუცნობი
და დაუსახავი, გაუსწორებელი, შეუკეთებელი აღარა არის-რა. დღეს ცოცხალ ადამიანის
შიგნეულობას ისე ჰხედავენ, ისე ითვალისწინებენ, თითქო გარეთ გამოტანილი საგანიაო.
ბევრს ჭირს, რომელიც დღეს აქამომდე მუსრს ავლებდა ქვეყნიერებას, წამალი უპოვეს, და
ლამის ის სიცოცხლის ელექსირიც კი იპოვონ, რომელსაც ასე გულმოდგინებით ეძიებდა და
ემაებს ყოვლად-მძლევი გონება ადამიანისა. მეცნიერება უკვე წააწყდა სახსარს
მოხუცებულობისაგან განახლებისათვის და, ვინ იცის, იქნება მალეც მოევესწრათ, რომ ამ
გზაზედაც მეცნიერებამ თავისი სასწაულთმოქმედება გამოაჩინოს~.
ევროპიელი კაცის ფრანსიელის სიამაყეს რომ ობიექტური საფუძველი აქვს ფრიდრიხ
ენგელსის მიერ საბუნებისმეტყველო დარგში მიღებული შედეგების შემაჯამებელი
ანალიზიდანაც ნათლად ჩანს, იგი შრომაში `ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური
გერმანული ფილოსოფიის დასასრული~ (დაწერილია 1886 წ. და დაბეჭდილია ჟურნალ
`ჭერე ძეიტ~-ში 1886 წ. და ცალკე გამოიცა 1888 წ. შტუცგარტში, გერმანულიდან რუსულად
ოთარგმნა 1888 წლის გამოცემის ტექსტის მიხედვით) სწერს:
`ბუნების პროცესების ურთიერთკავშირის შემეცნებამ განსაკუთრებით სამი დიდი აღმოჩენის
შემწეობით (რომელიც XIX საუკუნის პირმშოა – ავტ.) გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი:
პირველი იყო უჯრედის აღმოჩენა, როგორც ისეთი ერთეულისა, რომლის გამრავლებისა და
დიფერენციისაგან ვითარდება მცენარისა და ცხოველის მთელი სხეული. ამ აღმოჩენამ არა
მარტო დაგვარწმუნა იმაში, რომ ყველა უმაღლესი ორგანიზმის განვითარება და ზრდა ერთ
ზოგად კანონს ექვემდებარება, არამედ, ამას გარდა, უჯრედის ცვალებადობის უნარმა
გვიჩვენა გზა, რომლითაც ხდება არა მარტო ორგანიზმების ინდივიდუალური განვითარება,
არამედ ამაზე მეტიც, იმათი სახის ცვლილებაც.
მეორე აღმოჩენა იყო ენერგიის გარდაქმნის კანონი, რომელმაც დაგვიმტკიცა, რომ ყველა,
განსაკუთრებით არაორგანულ ბუნებაში მოქმედი, ეგრეთწოდებული ძალები, მექანიკური
ძალა და მისი დამატება, ეგრეთწოდებული პოტენციური ენერგია, სითბო, გამოსხივება
(სინათლე და სხივური სითბო), ელექტრობა, მაგნეტიზმი, ქიმიური ენერგია, მხოლოდ
უნივერსალური მოძრაობის გამოხატულების ფორმას წარმოადგენენ, ისინი ერთმანეთში
გადადიან რაოდენობის განსაზღვრული შეფარდების მიხედვით, ისე რომ, როცა ერთი
მათგანის განსაზღვრული რაოდენობა ერთი ფორმიდან მეორე ფორმად გარდაქმნის
შეუწყვეტელ პროცესს წარმოადგენს.
ბოლოს, მესამე აღმოჩენა დარვინს ეკუთვნის; მან პირველად დაამტკიცა სისტემატურად,
რომ დღეს ჩვენს გარშემო არსებული ორგანიზმები, მათ შორის ადამიანიც, ხანგრძლივი
განვითარების პროცესის შედეგად წარმოიშვნენ რამდენიმე თავდაპირველად
ერთუჯრედიანი ჩანასახებიდან, ხოლო ეს ჩანასახები თავიანთ მხრივ ქიმიურად
წარმოშობილი პროტოპლაზმიდან ან ცილიდან განვითარდნენ~.
აი, ასეთი რევოლუციური გარდაქმნების სამყაროდან წარმომავალ ევროპელს (ფრანსიელს)
უპირისპირებს ილია ჭავჭავაძე რუსი ოფიცრის სახეს, რომელსაც მხოლოდ გენერლებზე,
იზლერის ბაღის თვალჟუჟუნებზე და ბუზების დაჭერაზე და მათი მეშვეობით რუსეთში
ქურდობის მოსპობაზე ისაუბროს და ამეებით იამაყოს კიდეც:
`როცა ავიბარგე, ესე იგი ჩემი ერთადერთი ბოხჩისოდენა ტყავის ხურჯინი ჩავაგდე
პოვოსკაში, წერს ილია ჭავჭავაძე, მივუბრუნდი ჩემს ახლად გაცნობილს ფრანსიელს
გამოსასალმებლად.
_ ეგ ეტლი ვისი მოგონილია? _ მკითხა მან და მიმიშვირა ხელი ფოსტის პოვოსკაზე,
რომელზედაც ჯერ არგამოფხიზლებული `იამშჩიკი~ უგემურად სთვლემდა.
_ რუსის, _ ვუპასუხე მე.
_ მგონი, არა ხალხი მაგაში არ შეეცილოს, მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას
გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი.
_ არა უშავს-რა. მთელი რუსეთი მაგით დადის, და მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ
დამიშავდეს რამე.
_ მაგით დადის?! იმიტომაც შორს არის წასული!.. ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეთ.
მე კი, სწორედ გითხრათ, თავს ვერ გამოვიმეტებდი, რომ მაგასი ჩავმჯდარიყავ. მშვიდობით!
თუ შევხვდით ერთმანეთს კიდევ როდისმე, გთხოვთ მიცნობდეთ.
ამ სიტყვებზედ მომაწოდა ხელი გამოსასალმებლად და ისე მჭიდროდ მომიჭირა ხელი ხელს,
როგორც მარტო ევროპელმა იცის ხოლმე.
პოვოსკაში ჩავჯექ.
პოვოსკა ჩემს ჩაჯდომაზე შეტოკდა. `იამშჩიკმა~ თვალეები ახილა და შებღვერა დამიწყო.
მერე აკრიბა სადავეები, `მწუო, მწუო~, დაუწრუწუნა უჭმელობისაგან გადალეულს და
ყურებჩამოყრილს ცხენებს და მოუღერა შოლტი. ცხენები მიდგნენ-მოდგნენ, მაგრამ
ალაგიდამ არ დაიძრნენ. `Ну чо-о, трогай что-ли!~ _ დაუყვირა `იამშჩიკმა~, აიქნივა
სადავენი და ფეხებითაც ტყაპუნი დაიწყო. შენც არ მომიკვდე, ცხენებმა ყურიც არ
შეიბერტყეს. ამ ყოფას ის ჩემი ნაცნობი ფრანსიებლი ფანჯრიდამ უყურებდა და სიცილითა
კვდებოდა. რა უხაროდა იმ სულელეს?
_ მაგით დადის?.. ხა, ხა, ხა! _ ხითხითებდა იგი, _ ვიღა დაეწევა!
თუმცა მე სამხიარულო არა მჭირდა-რა, მაგრამ მეც გამეცინა. `იამშჩიკმა~ თავისი ძროხის
თვალები ჩემკენ მწყრალად მოაბრუნა და ისე მრისხანედ შემომიბღვირა, თითქო
მემუქრებოდა: შენც ეგრეო. მერე ისევ ცხენებს მიუბრუნდა, ყოველს მათგანს თითო შოლტი
გადაუჭირა. ცხენებმა ამის პასუხად ტყუპ-ტყუპი ტლინკი აყარეს, როგორც იყო ადგილიდამ
დასძრეს ჩვენი პოვოსკა და ძუნძულით გასწიეს/ დანჟღრეულმა ზარმა დაიწყო თავისი
უგემური ჟღარა-ჟღური, პოვოსკამ ქვებზედ ხტომა და მე – ლაყლაყი, ხან აქეთ და ხან იქით~.
სიახლე არ არის თუ ვიტყვი, არც პირველად მთქმელის როლს ვიჩემებ: ილია ჭავჭავაძე
`მგზავრის წერილებში~ ერთი-მეორეს უპირისპირებს, მკითხველის წინაშე წარმოაჩენს
ერთიანი სამყაროს ორ უკიდურესად განსხვავებულ ნაწილს – ევროპას და რუსეთს და
ევროპიელს და რუსს, მათი კონკრეტული წარმომადგენლის სახით – რუსის ოფიცერს,
პოდპორუჩიკს და ფრანსიელ მოგზაურს. ევროპამ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ
მოიშორა კაცობრიობის განვითარების შემაფერხებელი ფეოდალური წყობა (ვითვალისწინებ,
რომ ევროპის ცალკეულ ქვეყანასი ეს აქტის სხვადასხვა დროს მოხდა), რუსეთში კი, აგერ
გუშინ (1860 წ.), უარჰყო განსაკუთრებული ფორმით და შინაარსით გამოვლენილი ბატონ –
ყმური წყობა, კარჩაკეტილობითა და გაპარტახებული მეურნეობით რომ იყო გამორჩეული.
ესე იგი ევროპა დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე დაადგა კაპიტალისტური წარმოების
(ილია ჭავჭავაძე მას `კაპიტალობრივ წარმოების~ წესს უწოდებს) მშენებლობის გზას,
რუსეთი, ვიმეორებ მცოლოდ ერთი საუკუნით გვიან.
ამ ორი საზოგადოებრივი წყობის (ბატონყმობა, კაპიტალიზმის ბუნებიდან გამომდინარე
გასაკვირი სულაც არ არის ტექნიკური, ტექნილოგიური და ა.შ. განვითარების დონით წინ
დგომა რუსეთთან შედარებით ევროპიელს უკვირს ჩამორჩენილი რუსეთის ეტლით როგორ
მოგზაურობენ ადამიანები, უკვირს იმდენად, რომ სიცილსაც კი ვერ იკავებს (რა აცინებს მაგ
სულელს) და ხარხარებს.
რუსის ოფიცრის საფიქრალი და საზრუნავია ახლად დაჭერილ ქვეყნებში ცივილიზაცია
როგორ შეიტანოს გენერლების რაოდენობის გამრავლებით; როგორ მოსპოს რუსეთის
სადიდებლად მასობრივად გავრცელებული ქურდობა, ახალი მეცნიერული გამოგონების
მეშვეობით – ბუზების დაჭერით და საშაქრეში გამოკეტვით; გაამრავლოს ბუზებით აღებ-
მიცემობა, ბუზების შემსყიდველ-გამსაღებელი მაღაზიების გახსნით; როგორ გააშენოს
ახლად დაჭერილ ქვეყნებში იზლერის ბაღები და სხვა.
გავიმეორებ, ევროპისა და ევროპელების თემა ილია ჭავჭავაძემ თავის მხატვრულ თუ
პუბლიცისტურ შემოქმედებაში პირველად `მგზავრის წერილებში~ შემოიტანა.
ობიექტურობა მოითხოვს ევროპელების გასაგონად ითქვას:L საქართველო, რომელიც
რუსეთის შემადგენლობაში იყო (ილია ჭავჭავაძის სიტყვებით: `რუსეთზე გამობმული იყო
სათრევლად~, 1791 წლის 26 ნოემბრიდან, როცა პირველი რუსის ჯარი შემოვიდა
ტფილისში) ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი ათასწლეულების წინ
მაღალგანვითარებული ქვეყანა იყო და ტექნიკურად და ტექნოლოგიურადაც წინ წასული,
კარგად იცნობდა და სამეურნეო ცხოვრებაში (ნათ შორის სამხედრო საქმეებიც)
გამოიყენებდა. აი, რას სწერენ ამის შესახებ ქართველი ისტორიკოსები (შემოგთავაზებთ
მოკლე ამონარიდს `საქართველოს ისტორიიდან~):
`თრიალეთში 1936-1939 წწ. გათხრების დროს, გახსნილ იქნა სხვადასხვა დროის მრავალი
სამარხი, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ყორღანული (ამობორცვილი)
სამარხები მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრისა, ძვ.წ. ამ უზარმაზარ საფლავებში
(ზოგჯერ 120-125 კვადრატული მეტრის ფართობისა) იმდროინდელი წარჩინებული ხალხია
დაკრძალული, შესაძლოა ბელადები და მათი ოაჯხის წევრები. ერთ სამარხში აღმოჩნდა
ოთხთვლიანი ხის ეტლი, რომლითაც ჩანს, მიცვალებულის ნეშტი იყო საფლავში
ჩასვენებული. მიცვალებულთათვის თან ჩაუტანებიათ ნივთები – ოქროს, ვერცხლისა და
ბრინჯაოს ჭურჭელი, იარაღი და სამკაული, თიხის მოხატული ჭურჭელი და სხვა...
ხმარობდნენ ოთხთვალა და ორთვალა ურმებსა და ეტლებს. ორთვალა ეტლი, რომელშიაც
ცხენს უბამდნენ, საომარი საშუალება იყო.
ზევით ითქვა, რომ რუსის ოფიცერიც და ფრანსიელი მოგზაურიც `მგზავრის წერილების~
ავტორს – ილია ჭავჭავაძეს ქედმაღლურად უცქეროდნენ და ელაპარაკებოდნენ. ეს
იმპერიული სახელმწიფოების შვილთა თვისებაა, რომელიც დღეს XXI საუკუნის პირველ
მეოთხედში უფრო მეტადაა ფრთებგაშლილი.
ჩვენ, ქართველები განა ვერა ვგრძნობთევროპასთან შედარებით ჩვენს ჩამორჩენილობას (მით
უმეტეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში) ტექნიკის, ტექნოლოგიის, შრომის ორგანიზაციის
და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში. მაგრამ, განა ეს ჩვენი მდგომარეობა,
ვინმესთვის იმის მიზეზი უნდა იყოს ზევიდან დაგვყურებდნენ, დაგვცინოდნენ? თქვენ,
განვითარებულნო, ძლიერნო ამა ქვეყნისანო, თქვენი ქმედება ხომ მთელი ერის, მისი
ცალკეული წარმომადგენლის ღირსების, პატიოსნების, თავმოყვარეობის შელახვაა, მისი
ადამიანურობის, კაცურ-კაცობის შეურაცხყოფაა. ისიც ხომ იცით (წესით უნდა იცოდეთ) რომ
ადამიანს რაც უნდა დიდი ქონებრივი სიმდიდრე მოჰპაროთ, ვერ გაუტოლდება მისი
ღირსების მოპარვას, ფეხ-ქვეშ გათელვას.
ილია ჭავჭავაძე აქ ჩვენი ქვეყნის ჩამორჩენილობას ჩვენს ისტორიულ ბედს აბრალებდა,
რომელმაც საშუალება არ მოგვცა წიგნთან თქვენზედ ადრე მივსულიყავით, ცოდნას
დავუფლებულიყავით, მეცნიერებისა და ხელოვნების სიკეთეებს დავწაფებოდით იგი
როდესაც ევროპელებისა და მათი აზრების შეუმოწმებლად ამყოლი ჩვენებურების
შემოტევას, თითქოს ქართველებმა არ ვიცოდეთ ვაზის გაშენება, მოვლა, ყურძნის დაწურვა,
ღვინის დაყენება დასხვა, იგერიებდა, მათს უსაფუძვლო ბრალდებებს პასუხობდა
ჭეშმარიტად ყოველმხრივ მეცნიერულ შრომაში: `ღვინის ქართულად დაყენება~ (1887 წ.
XXIII მონაკვეთად) სწერდა.
`ჩვენმა ძველმა ისტორიამ არ მოგვაცალა, რომ ცოდნა-სწავლის გზა გვეკაფა და ჩვენის
სულისა და გულის ძალით მეცნიერების ახო გამოგვეღო უმეცრების ფარდებით და ჯაგით
მოცულს არემარეზედ. ამ მხრით ძალიან ჩამოვრჩეთ დანარჩენს კაცობრიობას, რომელიც
დღეყოველი ცოდნისა და სწავლის წარმატებისა და წინ სვლაში იყო. სახელოვანმა და
საოცარმა ნამოქმედარმა კაცობრიობის ცოდნისამ და სწავლისამ ისე მოგვასწრო ჩვენ,
როგორც სიბნელიდამ უეცრად მზეზედ გამოსულსა. მეტის სინათლისა და შუქისაგან
თვალთ დაგვიბნელდა. ძალოვანმა მეცნიერებამ, რომლის ნაღვაწი ჩვენს უვიცობას ხშირად
სასწაულად მიაჩნდა და მიაჩნია, ისე დაგვიბრიყვა ჩვენი ჭკუა და გონება, ისე თავბრუ
დაასხა, რომ ერთიც და მეორეც ყურმოჭრილ ყმად გაიხადა და როგორც ტყვე გაჰბაწრა. აბა
საცა უცხენო და უკამბეჩოდ უზარმაზარის სახლების ტარება მოიგონეს, საცა ტელეგრაფმა
და ტელეფონმა სივრცე გააბათIლა და ელექტრონმა ლამის ძველებურს თილისმას
გადააჭარბოს, იქ ჩვენი ბეჩავი უმეცრება და უვიცობა ხმას როგორღა ამოიღებდა. როგორ არ
უნდა გვეგრძნო ჩვენი არარაობა? როგორ არ უნდა გვეთქვა: ჩვენი რანი ვართ. რაც ყოფილან,
ის ყოფილანო! რაკი კაცობრიობის ცოდნა-სწავლის საოცარმა ძლევამოსილობამ ასე აშკარად
დაგვანახა სხვა ქვეყნების უპირატესობა და წარჩინებულობა, ჩვენ ერთიც და მეორეც კისრად
უნდა გვედო და დავდუმებულიყავით, როგორც ძლიერის წიბნაშე უძლური, მეცნიერების
წინაშე უმეცარი. სწორედ ეგრეც დაგვემართა: ჩვენც დავდუმდით და იმოდენად
დავდუმდით, რომ კაცი უცხო ქვეყნიდამ მოვიდოდა ჩვენში, სწავლულია თუ უსწავლელი,
ჭკვიანი თუ სულელი, _ ამას აღარ დავდევდით და პირღია შევყურებდით, ჭკუის
მასწავლებელი აბა ეს არისო. გარდა ამისა, საკმაო იყო კაცს ეთქვა, საზღვარგარეთ ესე არისო,
რომ ჩვენც მიგვეღო განუსჯელად, აუწონლად, დაუფიქრებლად. იქაურმა ხალხმა ეს ჩვენი
პირღიაობის ამბავი კარგად იცოდა და ამიტომაც ყველა ისინი, ვისაც თავის ქვეყანასი ვერა
გაეკეთებინა-რა, ჩვენკენ გამორბოდა, თან ორიოდე გზად გაკეთებული და მოგონებული
რეცეფტიც მოჰქონდა და მტვერს აგვიყენებდა ხოლმე თვალწინ ჩვენ უმეცრებს და
უცოდინარევს ცოდნისა და მეცნიერების სახელითა. საზღვარგარეთ ესეაო, თქვენც ესე უნდა
მოიქცეთო და ჩვენც სხვა გზა არა გვქონდა უნდა დაგვეჯერებინა და ვიჯერებდით კიდეც.
ამას კიდევ არ გვაკმარებდნენ ხოლმე: რაც კი რამ ჩვენს სამშობლოში იყო, ყველას
გვიქოლავდნენ, თქვენ რა იცით, ბრიყვები ხართო, აბა კარგი რა გექნებათო. ჩვენც
ვიძახოდით მართალი ბრძანებააო.
რაკი სხვაგან ჩვენზედ გაცილებით დიდი ოსტატობა გამოიჩინა ბევრმა ბევრში, ჩვენც
დავიჯერეთ, რომ ბევრი ბევრში კი არა, ყველანი ყველაფერში ჩვენზედ უკეთEსნი ოსტატები
არიან. დავიჯერეთ და მერე როგორ? ჩვენი აღარაფერი ვიწამეთ, აღარაფერი ვიგულვეთ~.
1861 წლიდან 2016 წლამდე შორი მანძილია? საკმაოდ. მაგრამ ამ მხრივ, რაზედაც ილია
ჭავჭავაძე ლაპარაკობდა, რომ არაფერი შეიცვალა? ევროპელების მიერ ქართველებისათვის
თავში ჩარტყმის პროცესები სულ უფრო რომ გაძლიერებულია, ამას რა ეშველება, ნუთუ
გამოსავალი არ უნდა იყოს.
ჩვენი საცოდავი მდგომარეობა კიდევ იმით არის საცოდავი, რომ ევროპელების ზევიდან
ყურებასა ჩვენი `გაევროპელებულები~ აღარავის აცლიან `ევროპაში ასეაო~ ძახილს, ამას
აღარა ფიქრობენ ის რაც ევროპაში ასეა რამდენად გამოადგება საკუთარ ქვეყანას. ფაქტები?
ვინ დასთვალოს ფაქტები, როცა ზღვაში ვერავინ დასთვლის ქვიშას, ან ცაში ვარსკვლავებსო.
ერთს მაინც ვიტყვი, სულ ცინცხალი ამბავია და იმიტომ:2016 წლის საპარლამენტო
არჩევნებში ქართველმა ხალხმა 0,0001% ხმა რომ მისცა ერთ-ერთს პოლიტიკურ პარტიას,
სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს და ტელევიზორებში გამოხტნენ ნარკოტიკული
(მარიხუანა) საშუალებების ლეგალიზაცია მოახდინეთ `ევროპაში ესეაო~.
თქვე გზადაბნეულებო, თქვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ხართ, ბავსვებს რომ დაიყენებთ
გვერდზე, ერთხელ მაინც არ უნდა დაფიქრდეთ რომ: ჯერ ერთი, ამით ატყუებთ ქართველ
ხალხს `ევროპაში ასეაო~, ქართველების თვალში ცილსა სწამებთ ევროპას და ევროპელებს.
მეორე, რატომ არა ფიქრობთ ქართულ გენოფონდზე, რატომ არ უსმენთ და არ უჯერებთ
მეცნიერების, მედიკოსების და სხვათა დასკვნებს იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეუძლია
მოახდინოს ისედაც კატასტროფულ მდგომარეობამდის მისული ქართველი ერის
გამრავლებაზე. მე არ ვიცი ნარკოტიკების ლეგალიზაციის თვალსაზრისით რომელ
ევროპულ ქვეყანაში რა მდგომარეობაა, მაგრამ დავუშვათ რომ მართლაც `ევროპაში ასეა~,
როგორც თქვენ ამტკიცებთ, ნუთუ ერთხელ მაინც არსად შეგხვედრიათ სტატისტიკური
ციფრები ქართველთა და ევროპელთა რაოდენობის შესახებ.
ისევ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს დავუბრუნდები: ყველა ევროპელმა და ქართველმა
`ევროპუმემ~ იცოდნენ, რომ ჩვენც გვიცხოვრია, გვიმოქმედნია თავის საკვებავად, ჩვენშიაც
ყოფილა ხელობა და ოსტატობა მიწათმოქმედებისა, და თუ ჩვენი ნაცხოვარი, ნაკეთარი და
ნამოქმედარი მეცნიერებამდე არ აგვიყვანია, ანგარიშში ჩასაგდები, გამოსაძიებელი და
გამოსაკვლევი ხომ არის, როგორც ნაცადი დიდი ხნისა, როგორც მრავალი წლის
მოღვაწეობით შემოწმებული საქმე და საქმიანობა~.
3. მოძრაობა და მარტო მოძრაობაა ქვეყნის სიცოცხლისა და ძალის მიმცემი. პეტერბურგში
გატარებული ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო მეცნიერული ნამოქმედარი მიღწევებით
აღჭურვილი ილია ჭავჭავაძე სამშობლოსაკენ მიმავალ გზას არის დამდგარი. შუა-დღე იყო
ლარსის სტანციაში რომ ამოვიდა. თუ ლარსამდე მისმა გულმა ვერაფერი განსაკუთრებული
სიამოვნება ვერა მიიღო-რა, გარდა იმისა, რომ რამდენადაც სამშობლო ქვეყანას
უახლოვდებოდა, იმოდენად თავისი ქვეყნის გარემო ბუნებას ფერი ემატებოდა და
თერგს .............. და ღელვა.
თერგის საკუთარი სამშობლოს ფერებით დამტკბარი და თEრგის დაუოკებელი სრბოლით
სულიერად აღფრთოვანებული შეჰნატრის როგორც მოუსვენარს, მუდმივად მსრბოლს,
დაუჩემარს, დაუღალავს და წარმოსთქვამს ადამიანთა მოდგმის უსასრულოდ,
სამიდღემჩიოთ არსებობისა და მისი შემდგომი აღმავალი ხაზით სიარულის ფილოსოფიური
სიღრმით და სიბრძნით დატვირთულ ფორმულას: `მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის
ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი~...
დიახ, მოძრაობა და მარტო მოძრაობაა კაცობრიობის განვითარების საშუალება, გზა, ხალხი,
რაც გინდათ ის უწოდეთ, იგი საზოგადოებრივ ცხოვრებას, ნებისმიერ საზოგადოებრივ
წყობას აძლევს განვითარების ბიძგს, ძალას, სიცოცხლეს ანიჭებს მას.
`მოძრაობა და მარტო მოძრაობა, ქვეყნის სიცოცხლისა და ძალის მიმცემი~ ამ ფორმულის
ჩამოყალიბებას ილია ჭავჭავაძე, გავიმეორებ, მსოფლიო მეცნიერული აზროვნების მიერ
დაგროვილი ცოდნით აღჭურვილი ილია ჭავჭავაძე ეხმიანება კაცობრიობის განვითარების
პრობლემებზე მოფიქრალი, მოაზროვნე ადამიანთა ნამოქმედარს, ნამოღვაწარს, მოძრაობის
არსის, შინაარსის და პრაქტიკული დანიშნულების სფეროში.
ილია ჭავჭავაძე ამ ფორმულით არის უშუალო გამგრძელებელი, განმავითარებელი და
მაღალ საფეხურზე ამყვანი ისტორიაში ცნობილი ფილოსოფოსებისა. ისინი საუკუნეების
განმავლობაში აყალიბებდნენ, ხვეწდნენ სამყაროს (მატერიის) მოძრაობის კანონს და
ადამიანთა ცნობიერებაში შეჰყავდათ.
ილია ჭავჭავაძე სწორედ ასეთ ადამიანთა ნააზრევის ღირსეული გამგრძელებელია, რაც
პირველად `მგზავრის წერილებში~ ასახა და შემდეგ სხვა თავის ნაშრომებში განავრცო.
მატერიის მოძრაობის იდეა, მოსაზრება შორეულ წარსულში ჩინეთის, ინდოეთის,
საბერძნეთის და სხვა ქვეყნების მოაზროვნეთა (ფილოსოფოსთა) თავებში დაიბადა:
ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მილეთის სკოლა, ჰერაკლიტე, დემოკრიტე, ეპიკურეს
საგნების მოძრაობის პირველ საწყისად წყალს, ნეირონს, ჰაერს, ცეცხლს და სხვა
მიიჩნევდნენ, რომლებიც მუდმივ მოძრაობაში იმყოფებიან და ცვალებადობას განიცდიან.
ტყუილად კი არ არის ნათქვამი, რომელიც ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიდან იღებს
სათავეს: `ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალო~. უფრო მეტიც, არისტოტელე
მიიჩნევდა, რომ მოძრაობის არ ცოდნას აუცილებლად ბუნების არ ცოდნა მოსდევსო~.
მილეთის სკოლა, ძველი ბერძენი ფილოსოფიის პირველი გულუბრყვილო სკოლა იყო,
რომლის სახესაც წარმოადგენდნენ ანაქსიმანდრო და ანაქსიმენი მილეთის სკოლის სახელი
მოდის იონოს ქალაქ მილეთიდან (მცირე აზიის დასავლეთი ზღვისპირეთი). მილეთელი
ფილოსოფოსები იდგნენ ადამიანის ხილვადობაზე მაღლა მოვლენათა მრავალსახეობათა
იქით ხედავდნენ მათგან განსხვავებულ საგანთა არსს (`პირველსაწყისს~). მათთვის ეს არსი
წარმოადგენდა რაღაცა გარკვეული სხეულის ..................................... ანაქსიმანდრისათვის
ყოველგვარი განსაზღვრულთსა და სასრულის საფუძველი და წყარო .......................
მოძრაობის, როგორც მატერიის არსებობის საშუალების გააზრებაში XVIII საუკუნის
ბოლომდე გაბატონებული იყო მეტაფიზიკოსთა შეხედულებებში:
ჯონ ტოლანდი (1670-1722) – ინგლისელი ფილოსოფოსის მოძღვრებაში შეინიშნებოდა
მატერიალიზმის ელემენტები (მისთვის მოძრაობაში არის მატერიის არსებითი და
განუყოფელი თვისება. იგი აკრიტიკებდა სპინოზას მოძღვრებას სუბსტანციის შესახებ,
ნიუტონის კონცეფციის აბსტრაქტული სივრცის შესახებ), მაგრამ მაინც ჩარჩა მექანისტური
მატერიალიზმის ჩარჩოებში უარყოფდა შემთხვევითობას, მატერიის მოძრაობას არ
უკავშირებდა მის ხარისხობრივ ცვლილებებს.
პილ გოლბახი (1723-1789) – ფრანგი ფილოსოფოსი, მატერიალისტი და ათეისტი
ამტკიცებდა მატერიალური სამყაროს პირველადობას და ხელთუქმნელობას, რომელიც
არსებობს ადამიანთა ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად, და, რომელიც უსასრულოა დროსა
და სივრცეში. მატერია მისი აზრით, ეს არის ყველა არსებულ სხეულთა ერთობლიობა; მისი
უმარტივესი ნაწილები წარმოადგენენ არა ცვალებად და განუყოფელ ატომებს, რომელთა
ძირითადი თვისებაა – განფენილობა, წონა, შეუღწევადობა, მოძრაობა. მოძრაობის ყველა
ფორმა მას დაჰყავდა მექანიკურ გადაადგილებამდე.
მოძრაობის არსის გაგების თვალსაზრისით მეტად ღრმა შეხედულებები აქვთ
ჩამოყალიბებული ობიექტური იდეალიზმის წარმომადგენლებს და ჰეგელს.
ლაიბნიცის დებულებას: `აწმყო შობილი წარსულიდანა, არის მშობელი მომავალისა~, არც
თუ იშვიათად იყენებს ილია ჭავჭავაძე თავის შემოქმედებაში ამა თუ იმ მოსაზრების
დასაბუთებისას.
ჰეგელი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხი (1770-1831) – გერმანელი ფილოსოფოსი,
საყოველთაოდ აღიარებული იდეალისტი.
კ. მარქსი განმარტავს, რომ ჰეგელის დიალექტიკა წარმოადგენს სისტემატურად
განვითარებულ მეცნიერებას, რომელიც მოცემულია მოძრაობის საერთო ფორმების
შინაარსობრივი სურათი~ (იხ. `კაპიტალი~, ტ. I)
ჰეგელი მოძრაობას, როგორც მატერიის მექანიკურ ადაადგილებად კი არ განიხილავს,
არამედ მოძრაობის საერთო კანონებს აყალიბებს (რაოდენობრივი ცვლილებების
ხარისხობრივ ცვლილებებში გადაზრდის კანონი; ურთიერთ დაპირისპირებულთა ბრძოლის
კანონი; უარყოფის უარყოფის კანონი) და დიალექტიკის კანონამდე მიდის.
ჰეგელისათვის დიალექტიკა მოიცავს სინამდვილის მთელ სფეროს, დაწყებული
წმინდა ............. კატეგორიებიდან, რომლებიც შემდეგ გადადიან ბუნების და სულის
სფეროებისაკენ, და დამთავრებული მთელი ისტორიული პროცესის კატეგორიალურ
დიალქტიკამდე.
ფრ. ენგელსი დიალექტიკური მატერიალიზმის სფეროში ჰეგელის დამსახურებას რომ
აფასებს, სწერს:
`თავისი დასრულება ამ უახლოესმა გერმანულმა ფილოსოფიამ ჰპოვა ჰეგელის
ფილოსოფიაში, რომლის უდიდესი დამსახურება ის არის, რომ მთელი ბუნებრივი,
ისტორიული და სულიერი სამყარო პირველად წარმოადგენდა როგორც პროცესს, ე.ი.
როგორც მუდმივ მოძრაობას, ცვალებადობასა და განვითარებაში მყოფი და შეეცადა ამ
მოძრაობისა და განვითარების შინაგანი კავშირები გამოემჟღავნებინა~ (იხ. სოციალიზმის
განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ~, 1877).
ჩეხი ფილოსოფოსების (ბელინსკი ბ.გ. გერცენი ა.ი. ჩერნიშევსკი ნ.გ. ამ უკანასკნელს ახლოს
იცნობდა ილია ჭავჭავაძე) წვლილი მოძრაობის არსისა და შინაარსის ჩამოყალიბებაში
შესამჩნევია. ბელინსკი ბ.გ. (1817-1848) აცხადებდა, რომ განვითარება არასოდეს და არაფრის
გულისათვის არ გაჩერდება. მოძრაობა წინ, უმდაბლესიდან უმაღლესისაკენ წარმოადგენს
ცხოვრების განუხრელ კანონს, რომელიც ჩადებულია მოვლენის შიგნით. იგი ხორციელდება
ძველის დანგრევისა და ახლის შექმნის გზათო~.
ფრ. ენგელსი `ბუნების დიალექტიკის~ შესავალში (1875-1882) მოძრაობის მუდმივობისა და
მოუსპობლობის შესახებ სწერს:
`თანამედროვე ბუნებისმეტყველებას ფილოსოფიიდან უნდა აეღო მოძრაობის
მოუსპობლობის დებულება; უამისოდ მას უკვე არსებობაც აღარ შეუძლია, მაგრამ მატერიის
მოძრაობა მარტო უხეში მექანიკური მოძრაობა, უბრალო ადგილგანაცვლება როდია. იგია
სითბო და სინათლე, ელექტრული და მაგნიტური ძაბვა, ქიმიური შეკრება და დაშლა,
სიცოცხლე და, ბოლოს, ცნობიერება. იმის თქმა, რომ მატერიას თავისი უსაზღვრო
არსებობის მთელი დროის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთხელ, და ისიც მის
მარადისობასთან შედარებით წუთიერად ჰქონდა თავისი მოძრაობის დიფერენცირებისა და
ამით ამ მოძრაობის მთელი სიმდიდრის გაშლის შესაძლებლობა, და რომ ის მანამდისაც და
მის შემდეგაც უბრალო ადგილგადანაცვლებითაა სამარადისოდ შეზღუდულიო, _ ნიშნავს
იმის მტკიცებას, რომ მატერია უკვდავია და მოძრაობა წარმავალი. მოძრაობის
მოუსპობლობა გაგებული უნდა იქნას არა მარტო რაოდენობრივად, არამედ თვისებრივადაც,
ისეთ მატერიას, რომლის წმინდა მექანიკური ადგილგადანაცვლება, მართალია, თავის
თავში შესაძლებლობას ატარებს ხელსაყრელ პირობებში გადაიქცეს სითბოდ, ელექტრობად,
ქიმიურ მოქმედებად, სიცოცხლედ, მაგრამ რომელსაც უნარი არა აქვს ეს პირობები თავიდან
შექმნას, დაუკარგავს მოძრაობა, რომელსაც დაუკარგავს უნარი მისთვის დამახასიათებელ
სხვადასხვა ფორმაში გადავიდეს, თუმცა ჯერ კიდევ გააჩნია `დ:ნამყ~ (შესაძლებლობა),
მაგრამ აღარა აქვს `ენერგეია~ (ქმედითობა), და, ამრიგად, ნაწილობრივ მოსპობილია. მაგრამ
ორივე ეს წარმოუდგენელია: იყო ისეთი დრო, როდესაც ჩვენი სამყაროს კუნძულის
მატერიამ სითბოდ გადააქცია ის ერთი რამ მაინც უდავოა.
უზარმაზარი ოდენობის მოძრაობა, თუ რა სახისა იყო ეს მოძრაობა, ეს ჩვენ დღემდე კიდევ
არ ვიცით, რომ მისგან შესაძლებელი გახდა განვითარებულიყო მზის სისტემები, რომელიც
(მედლერის მიხედვით) სულ ცოტა 20 მილიონ ვარსკვლავს ეკუთვნის და რომელთა
თანდათანობითი კვდომაც ასევე უეჭველია. როგორ ხდებოდა ეს გადაყვანა? ჩვენ იმდენად
ცოტა ვიცით, გადაიქცევა თუ არა ოდესმე ჩვენი მზის სისტემის მომავალი `Lაპუტ
მოზტუუმ~ (სიტყვასიტყვით: მკვდარი თავი; აქ ნახმარია მკვდარი ნაშთების აზრით)
ხელახლა ნედლ მასალად ახალი მზის სისტემის წარმოსაქმნელად როგორც პატრმა რეკომ
(შეკითხვა ...........) მაგრამ აქ ჩვენ შემოქმედს უნდა მივმართოთ, ანდა იძულებული ვართ
დავასკვნათ, რომ ჩვენი სამყაროს კუნძულის სისტემისათვის გავარვარებული ნედლი მასალა
წარმოიშვა ბუნებრივი გზით მოძრაობათა იმ გარდაქმნების საშუალებით, რომლებიც
ბუნებითად მოსდგამს მოძრავ მატერიას, და რომელთა პირობები, მაშასადამე, კვლავ
აღდგენილი უნდა იქნეს ისევ მატერიის მიერ, თუნდაც მრავალი მილიონი წლების შემდეგ,
მეტნაკლები შემთხვევითობითი, მაგრამ აგრეთვე შემთხვევითობის დამახასიათებელი
აუცილელობით~.
მატერიის მოძრაობის შესახებ ცალკეულ ფილოსოფოსთა აქ მოყვანილი გამონათქვამების
შემდეგ ვნახოთ და შევაჯამოთ როგორ განიხილება ეს საკითხი თანამედროვე ფილოსოფიურ
მეცნიერებაში და მოძრაობის რა ფორმებს გამოჰყოფენ.
მოძრაობა ეს არის მატერიის არსებობის წესი, ფორმა, მისი უარსებითი და განუყოფელი
ნაწილი. მოძრაობა ისევე როგორც მატერია მუდმივია და გარეგანი ძალების მიერ არ არის
შექმნილი. იგი დაურღვეველი, დაუშლელია. სამყარო არის მოძრავი მატერია. მატერია
მოძრაობის გარეშე ისევე უაზრობაა, როგორც უაზრობაა მოძრაობა მატერიის გარეშე.
ფრიდრიხ ენგელსი ამის შესახებ წერს: `მატერიის თანდაყოლილ თვისებებს შორის
უპირველესი და უმთავრესი არის მოძრაობა, არა მარტო მექანიკური და მათემატიკური
მოძრაობა, არამედ უფრო მეტად როგორც მისწრაფება, ცხოველი სული, დაძაბვა~ (იხ.
სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან სოციალიზმისაკენ~; 1892 წ.).
მატერიის მოძრაობის წყარო მატერიაში იმყოფება, და ამიტომ არ საჭიროებს პირველსაწყის
ბიძგს, ან `ძრავას~ შემოქმედის, ღმერთის და სხვა იდუმალი ძალების სახით.
ეს შინაგანი წყარო არის წინააღმდეგობა, დაპირისპირებულთა ბრძოლა. უკვე მატერიის
(სხეულის) მარტივი გადაადგილება სივრცეში – წინააღმდეგობაა. მოძრავი სხეულის მიმართ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ერთსა და იმავე დროს იმყოფება კიდეც მოცემულ ადგილზე და
არც იმყოფება მასში. ამრიგად, მოძრაობა არის არა მარტო სივრცეში გადაადგილება, არამედ
ყოველგვარი ცვლილება, რომელიც ბუნებაში ხდება.
მოძრაობის ძირითადი ფორმებია: მატერიის მიკრონაწილების მოძრაობა სპეციფიკური
კანონების მიხედვით (ელექტრონები, პროტონები და სხვა), მექანიკური მოძრაობა (სხეულის
გადაადგილება სივრცეში, ფიზიკური გადაადგილება (მოლეკულების მოძრაობა ანუ
სიცოცხლის უჯრედები, ორგანიზმები, ცნობიერება, საზოგადოებრივი ცხოვრება).
მოძრაობის ყოველ ამ ფორმას აქვს თავისი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი
თავისებურება და არასწორი იქნება მოძრაობისათვის უმაღლესი ფორმები დავიყვანოთ
დაბალ ფორმამდე. აზროვნების კანონები არ შეიძლება ახსნილი იყოს მხოლოდ
ბიოლოგიით, რომელიც შეისწავლის ორგანული სიცოცხლის კანონებს, თავის მხრივ
ორგანიზმის ფუნქციები არ შეიძლება ავხსნათ სრულად.
მოძრაობის ფილოსოფიური განმარტებების ნაკრები, რომელიც შემოგთავაზეთ, მიზნად
ისახავს, მკითხველმა კიდევ ერთხელ გაიაზროს თავის თავში და შეადაროს ილია ჭავჭავაძის
განმარტებებს, აზრებს ამ საკითხის მიმართ, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ და
საკუთარი დასკვნა იქონიოს: რამდენად მართალნი არიან საბჭოთა მეცნიერები (მ.
როზენტალი, ი. იუდინი, პ. რატიანი), როდესაც ილია ჭავჭავაძეს იდეალისტად მიიჩნევენ.
იდეალისტები იყვნენ კ. მარქსი და ფრ. ენგელსი, ვიდრე არ გამოქვეყნდებოდა ლუდვიგ
ფოიერბახის (1807-1837) შრომები: ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკისათვის (1831 წ.),
ქრისტიანობის არსი (1841 წ.), მაგრამ მათ შეჰქმნეს მოძრაობის სწორი, ჭეშმარიტი
მეცნიერულ-ფილოსოფიური მოძღვრება მატერიის მოძრაობის შესახებ, რომელიც დღემდე
დაურღვეველია ფილოსოფიურ მეცნიერებაში.
თვითონ ჰეგელი იდეალისტი იყო, მაგრამ მოძრაობის მსოფლმხედველობაში მატერიალისტი
იყო. სხვა აქ დასახელებული ავტორები, ფილოსოფიურ მეცნიერებაში მატერიალისტებად
არიან აღირებული.
ქვემოთ ილია ჭავჭავაძის აზრებს შემოგთავაზებთ მოძრაობის შესახებ
ილია ჭავჭავაძის მარტო `მგზავრის წერილებით~ არ შემოვიფარგლებით, ვინაიდან
`მოძრაობის~ საკითხი სხვა შრომებშიც აქვს ასახული:
`მგზავრის წერილებიდან~ ილია ჭავჭავაძისთვის `მოძრაობის~ პირველსაწყისს წყალი
წარმოადგენს ................... სკოლის წარმომადგენლის თალესის მსგავსად.. ამიტომ იყო, რომ
სამშობლოს რაც უახლოვდებოდა სამშობლო ქვეყნის ფერის მომატებასთან ერთად, მას
წყლის (თერგის) შხუილიც ემატებოდა.
`ეგ დასაღუპავი თერგი, რა ორპირი ყოფილა! დახე როგორ მომკვდარა, რაკი ზურგი ჩვენკენ
უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის
დევგმირული ხმა ჩასწყვეტია, ჩვენი დამთხვეული თერგი ვლადიკავკასთან ის თერგი აღარ
არის, რაზედაც ჩვენს პოეტს უთქვამს (გრ. ორბელიანი – ავტ.):
`თერგი რბის, თერგი ღრიალებს,
მთანი ბანს ეუბნებიან~...
იქ ისე დამდოვრებულა, ისე დადუმებულა, თითქო ან როზგებქვეშ არის გატარებულიო, ან
დიდი ჩინი მიუღიაო. მაგრამ იქნება თEრგი იქ ეგრე იმიტომ მიჩუმებულა, რომ მობანე
კლდენი გვერდით არ ახლავს, ის კლდენი, რომლის:
კლდოვანთა გულთა ღრუბელნი
შავადა ზედ დასწოლიან
და მრისხანებით ქვეყანას
წარღვნითა ემუქრებიან~.
მაგრამ მაინც-და-მაინც, ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა
მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს. ცოდვა არ არის, შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი
ხმაურობა, შენი შფოთვა, და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა და ქვა-კლდე-ღრესთან,
თითქო შენიგნური წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო. ბევრი რამ
საგულისხმოა შენში, ჩვენო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია.
აქ კი მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა. ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!
`ლარსამდი ჩემმა გულმა ვერაფერი განსაკუთრებითი სიამოვნება ვერა მიიღო-რა. გარდა
იმისა, რომ რამოდენადაც ჩემს სამშობლოს ქვეყანას ვუახლოვდებოდი, იმოდენად გარემო
ბუნებას ჩემის ქვეყნის ფერი ემატებოდა და თერგს შფოთვა და ღელვა~.
თერგი გაუთავებელი ხმაურითა და ჭექა-ქუხილით სრბოლიდან (მოძრაობიდან) მოძრაობის
მეორე ფორმაში გადავიდა, უკვე დავრდომილ, მიჩუმათებულ მდგომარეობაში მიედინება. აქ
ორი მომენტია გასათვალისწინებელი (ჩემი აზრით):
ჯერ ერთი, თერგი ხმაურიანია, შეუპოვრად მიიწევს წინ, ვინაიდან საკუთარი გარემოსი,
საკუთარი ბუნებისა, კლდეების, ღრეების ძალით მიჰქუხს და როცა ეს ძალი გვერდით აღარა
ჰყავს, უკვე ნირშეცვლილია, მიჩუმათებულია თითქოს როზგის ქვეშ არის გატარებულიო;
მეორე თერგი, ისევე როგორც ერი, ქვეყანა წინ არ მიდის, წინ არ მიილტვის შეუპოვრად,
ძალაგამოცლილია და ნაცემ-ნაირევ ლომს ემსგავსება.
მოძრაობის ერთგვარ ფორმას ვხედავ აზრის, ფიქრის სახით ლარსის სტანციაში ტახტზედ
მამა-პაპურად გაშოტილ `ილია ჭავჭავაძეს ფიქრები რომ მოერევა:
`ღვთის წყალობა შენა გქონდეს, რომ მე ფიქრს მივეცი სრული ჩემი გულისყური და
ყურადღება. ჯგუფად მომიგროვდა ყოველიფერი, რაც კი დამეტოვა ჩემს მშვენიერს
პატარძალსავით მორთულს ქვეყანაში. რაც კი მენახა, მცოდნია და მეცნო უცხოეთშია.
მრავალნაირი ფიქრები ერთად, რველად, გონების თვალ-წინ წარმომიდგნენ, მაგრამ ელვის
უმალეს ერთი ფიქრი მეორეზედ მეცვლებოდა. ასე რომ ჩემი გონების თვალი ერთი-და-იგივე
საგანზედ ერთს წუთსაც ვერ გავაჩერე. ამ ყოფაში ვიყავ, ბოლოს ჩემთა ფიქრთა, ყოველს
თითოეულად, თავისი შესაფერი ადგილი დაიძირა ჩემს გონებაში. მათ შორის ერთი უფრო
ბრწყინვალედ გამომეხატა. იმ ერთს მოჰყვა მეორე, მეორეს – მესა,ე, ასე რომ ბოლოს ერთ
განუწყვეტელ გრეხილად შემექმნენ~.
`დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და
დაუმონავი მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მოდის და მობღავის და
აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა,
დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა,
ამაღლევებელი და ღირსსაცნობი სახეც არის: მის მღვრიე წყალშიო სჩანს მთელის ქვეყნის
უბედურობის ნაცარ-ტუტეა... ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო
მომწონს და უფრო მიყვარს... ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ.
აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქვე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა
ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და ამრტო მოძრაობა არრის, ჩემო თერგო,
ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემო... დაღამდა, მაგრამ მე მაინც სტანციის გარეთა ვარ
და დაჟინებით ყურაცქვეტილი გონებას ვადევნებ თერგის თავზედ-ხელაღებულის დენის
ხუილსა. ყველა დადუმდა და შე არა სდუმობ, თერგო!~
მუდამ მსრბოლი, მუდამ მოძრავი ცალკე კაცი, თუ ქვეყანა სხვის მიერ დაუმონავია და
ამიტომაც არის კარგი, ერთს წუთს რომ გაჩერდეს, დადუმდეს (მოძრაობის სხვა ფორმა
მიიღოს), გუბედ გადაიქცევა, და მისი ომახიანობა ბაყაყების ყიყინად შეიცვლება.
`...გათენდა, რა მშვენიერი რამა ხარ დილის რიჟრაჟო! რა მშვენიერი რამა ხარ დილის
ცვარით პირდაბანილო ქვეყანავ! მე მგონია, რომ ამ დილას ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა
დაყუჩებულიყოს, მაგრამ თერგი მაინც ჰბღავის და იბრძვის, სჩანს, ქვეყნის ტკივილი
დაუყუჩავია~.
`გათენდა და გაიხმიერა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაცა-
ფუცი. კარგია გაღვიძებული ადამიანი~.. მაგრამ უფრო უკეთEსია ადამიანი, რომელსაც
ძილშიც არ სძინავს ქვეყნის უბედურობით გულაღტყინებულსა~.

`გლახის ნაამბობიდან~ (1862 წ.)


ადამიანთა მოდგმას და არსებბას დასასრული არა აქვს, გზაზედ ხალხის ფეხი არ
მოსწყდებაო, - ამ სიტყვებს ეუბნება ილია ჭავჭავაძეს თავისი ნათლიმამა კითხვაზე, თუ ვინ
აცხოვრებს უპატრონო საბძელში უცნობ პიროვნებას:
`ქვეყანა, იმ გზაზედ ხალხის ფეხი არ მისწყდება, ამვლელ-ჩამვლელი არ დაილევა~.
`კაცია-ადამიანიდან?!~
ლუარსაბ თათქარიძის `ბედნიერი~ და `მსუყე~ ცხოვრების ამბავის მოყოლას რომ
ამთავრებს, ილია ჭავჭავაძეს მკითხველი შემოჰყავს მოქმედებაში, რომელიც მოწყენილი
ხმით ეკითხება ავტორს: აღარ გაათავებო? რაზედაც პასუხობს:
`როგორ არა, გავათავებ, მაგრამ იცით რითა? იმითი, რომ ლუარსაბის ბედნიერება
დაირღვევა. თუ მაგისთანა მტკიცე ბედნიერებაც არ დაირღვევა, მაშ რაღა ყოფილა
დაურღვეველი ქვეყანაზედ? – დაიძახებს ჩემთან ერთხმად დაღონებული მკითხველი.
მარტო ქვეყანაა, მკითხველო, დაურღვეველი, და ერთი ლამაზი, გონიერი ქართვლის ანდაზა
`ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა~ (შვილის ჯობნა მამაზე, შვილის
უკეთესობა მამასთან შედარებით, ეს ხომ ხარისხობრივად გაუმჯობესებაა ცალკე კაცისა თუ
ერისა. ეს ხომ მოძრაობის კანონია – ავტ.)

`ოთარაანთ ქვრივიდან~
`რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს
გულს მოჰფხანს. გულისფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის, ნუ გაიქეციანებ გულს
და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამუნველი ხომ არ არის, მოსაკიდებელი ჩანგლითა,
რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში
მივიწყებულ პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე
უნდა. ფხანა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს
ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან,
რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწოხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორ
დიდოელი ლეკი ნაბადსა~.

`საქართველოს მოამბეზედ~ (1862 წ.)


`ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს, რას ხედავს, რომ
ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს
განახლება ყოველისფერისა. `წესი, ჩვეულობა, აზრი, გრძნობა, ენა, რომელსაც მაგათი
გამომეტყველია, ყოველიფერი იცვლება მის ძლიერ გავლენისგან. რაც გუშინ კაცს ჰგონებია
დაურღვეველი ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც მოუცილებელ
საჭიროებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის დღეს გაუთლელ შედეგად მიგვაჩნია.
ასე, რომ კიდევ გვიკვირს, ადრინდელს კაცს როგორღა სწამდა ამისთანა ცხადი სისულელე
დაურღვეველ ჭეშმარიტებად როგორ არა ჰგონია იმოდენა გონიერება და მხედველობა, რომ
აერჩივა თეთრი და შავი, შავისთვის შავი დაერქმია, თეთრისთვის – თეთრი. ეს ასე მოხდება
ხოლმე განა იმისათვის, რომ ჩვენ ადრინდელებზედ ჭკვიანები ვართ. `სხვა სხვის ომში
ბრძენიაო~, _ ამბობს რუსთაველი. ჩვენ რომ ამ თავმოწონებულის გონიერებითაც
ვყოფილიყავით და იმ ადრინდელის კაცის ვითარება და გარემოება გარს შემოგვერტყმოდა,
არა მგონია ავსცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს ეგრე თავმოწონებით
დავსცინით.
დიდი გენიოსი უნდოდა და იმისი მახვილის ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა, რომ
მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმართულიყავ საზოგადო ცხოვრების წრის გარეთ
გამდგარვიყავით და გარემოების თვალთ-დამაბნელებელს ......................... შეუმცდარად,
წმინდა აზრით დაგვანახა საგანი ისე, როგორც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ძალიან
ადრე სთქვა, რომ მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმის მონები არიან. იმ
დროების გარემობის მოწყობილობა, აზრი, გამსჯელობა, ერთობ ცხოვრების მდინარეობა
ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცსა ჩააყენებდა საზოგადო რუსხმულში და წაიღებდა თან, რაც
უნდა ძლიერ ცდილიყო თავის შემაგრებისა. ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და
ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს იმ ტალღამ თავის გამოსვლით
ისიც ისეთივე ნაყოფია `ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომც გენიოსი
ციდამ თავის დროებისა. რგოორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია. ის
თავსი ძლიერ მხრებით ამოიტანს, ამოზიდავს ხოლმე მას, რაც თითონ ცხოვრებაში, ე.ი.
ცხოვრების მდებარეობასა; მასში არის მთელი აწმყო თავის დროებისა და თესლიც
მომავლისა.
`არც ერთი გენიოსი ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ გვიხსნის მას, რაც თითონ
ცხოვრებას ამოუროკავს თავის მდინარეობაში, რაც თავის დაუდგრომელ დუღილშია,
ამოუგდია ზედაპირზედა, _ ამიტომაც ხანდისხან ამას უფრო იქნება დაეტყოს თავისი
დროების ნიშანი ყველაფრისა: ცუდისა თუ კარგისა, ვიდრე მას, ვინც დაიბადება ხოლმე
მარტო იმისათვის, რომ უხეიროდ მოკვდეს.
`ცხოვრება როგორც ყოველი მოზარდი, იზრდება, ჰყვაავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება
იმისათვის კი არა, რომ მოკდეს და საუკუნოდ დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ
თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება,
რომელიც ისევ ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ, როგორც პირველი, თუ უკვდავება
უნდა.
`ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორადაც ბუნებასა.
მცხოვრებელია პირველი ქროლა გაზაფხულის პირველის დილისა, მაშინ ცა და ქვეყანა
ერთი-ერთმანეთს შეჰხარიან; უფრო მაცხოვრებელია პირველი ქროლა ახალის ცხვორებისა –
ეგ ახლად დაბადებულის ყრმისა, რომელსაც ძველი ცხოვრება ისე უნდა შეჰხაროდეს,
ძუძუმძლეველი დედა შეჰხარის ახალ-გაღვიძებულს ბავშვსა.
`გული სხვა-გვარად სცემს, როცა დედამიწაზედ ზამთრის შემდეგ მზე ამოხეთქავს მწვანე
ბალახსა და უფრო სხვათა რიგადა სცემს, მაშინ როცა ცხოვრებაზედ ამოვა, თავს ამოჰყოფს
ბრწყინვალე ყვავილი ახალის აზრისა... მით უფრო მშვენიერია ეგ ყვავილი, რომ ჭკნება, თუ
ცხოვრობს, მაინც ისე არ გაძუნწდება, რომ სხვა არ აღმოშობოს, იმ სხვას კიდევ სხვა და
ეგრეთ არ შეადგინოს ისტორიულ ყვავილთა გრეხილი, რომელშიაც მიმდევარი
წინამსვლელზედ ყოველთვის უფრო სრულია, უკეთესი და მშვენიერი, თუ რომ ცხოვრების
ვითარების და გარემოების გავლენა ადრე და მალე არ დაუხლართავს გზასა და ზრდას არ
დაუშლის.
`მაგრამ ესეც კია სანუგეშო, რომ როგორი დარიც უნდა დაუდგეს მაგ ყვავილსა, თუკი ძირი
ღონიერი აქვს, რაც უნდა ფეხი დააჭირო და სრისო, მაინც გაარღვევს დღესა თუ ხვალ
დედამიწასა, ამოხეთქავს და გამოვა სინათლეზედ უფრო დამსვენებული და ძლიერი.
`ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, აზრისა კი თავის-დღეში არა, მის აღმოშობის დრო
შეიძლება შეაყენონ, მაგრა, სრულიად განადგურება კი ძნელად. ამ აზრის უკვდავებაში არის
მთელი იმედი კაცობრიობის უკვდავებისა იმიტომ, რომ გრეხილი აზრისა გაუწყვეტელია:
ერთს ზედ მოსდევს მეორე, უფრო ახალი, ჯანმრთელი და ღონიერი, ამასთანაც
დაუქცეველი, მარად მყოფი სალაროცა აქვს – მეცნიერება და ხელოვნება, სადაც ისინი
ინახებიან. მაგ ცხოველს იმედს რომ ზედ დაერთოს ადამიანის გაუთავებელი ნდომა
უკეთესობისა – შესდგება ის ძალა, ის იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის ეძახის ადამიანს:
წინ წადეგ! წინ წადეგ!..
`ნეტავი იმ ხალხს, რომელსაც არ დაუკარგავს ეგ იმედი განახლებისა და არ გაჰქრობია
უკეთEსობის ნდობა!..
`ის ხალხი, ის ცხოვრება, რომელიც არ იზრდება, რომელსაც არა აქვს თავისი გაზაფხული და
ნოყიერი შემოდგომა; რომელიცა ბერდება კი, მაგრამ იმ სიბერის ნაყოფზედ ისევ არ ამოვა
განახლებული, განათლებული სიახლის მშვნიერი გვირგვინითა... ის ხალხი, ის ცხოვრება
მიჩანჩალებს სამარისკენ, ბოლოს მივა და აღიგვება, როგორც მტვერი დედამიწის ზურგიდამ.
`თუ ცხოვრება, როგორც ვსთქვით ჯანმრთელია, თუ მასში არის უკეთესობის ღრმა და
განახლების ცხოველი იმედი, ეგ დავრდომილის აღმადგინებელი იმედი – მისნი ძარღვნი
მარად დაუძინარნი არიან. იგი დაუღალავად, დაუყოვნებლივ მოქმედებენ, მოძრაობენ,
წარმოებენ, როგორც ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლე აქვს მინიჭებული. თუ გარედამ
აბრკოლებენ, უშლიან იმათ მოძრაობასა, მაშინ ისინი მაინც კიდევ თავისას არ მოიშლიან,
მიწასი დაიფლებიან და იმ მიწის სიბნელეშიაც მოქმედობენ იმ დრომდე, ვიდრე დარი არ
დაუდგებაო, რომ გარეთ მზის სინათლეზედ გამოვიდნენ და უფრო ფართოდ გაიშალონ
მოძრაობის ფრთები. ყოველს მათს მოძრაობას, ყოველს მათს მოქმედებას, თავისი ნაყოფი
ამოჰყავს ცხოვრების ხეზედა და ყოველს ნაყოფს აქვს თავისი აზრი და მნიშვნელობა,
იმიტომ, რომ იმათი ძირი ცხოვრებაშიც გამოკვანზილი, ცხოვრება კი ძნელად თუ რასმე
ჰქმნის უაზროდ. დღე-და-დღე ეგ ნაყოფი ემატება. დღე-და-დღე სხვა-და-სხვა ყვავილებით
იმოსება ხე ცხოვრებისა. ეგ ნაყოფი, ეგ ყვავილები ერთად შეკრებილი შეადგენს ცხოვრების
ვითარებასა, მოსავალსა~.

`აკაკი წერეთელი და ვეფხის-ტყაოსანი~ (1883 წ.)


ზევით ფრ. ენგელსის წიტყვები დავიმოწმე, რომ მოძრაობა ადამიანის ბუნებაშია ჩადებული.
ილია ჭავჭავაძის ამ დებულებას ანვითარებს, როდესაც აკაკი წერეთელს არ ეთანხმება შოთა
რუსთაველის `ვეფხისტყაოსნის~ პერსონაჟების შეფასებაში, რომელმაც ისეთი სახელოვანი
პოეტი, როგორიც რუსთაველია, უბრალო ეთნოგრაფიის საჩხირ-კედელო საქმეზედ
ჩამოახდინა, პეგასზე მჯდომი ცხენოსანი მეტის-მეტად დააქვეითა:
`ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვანი კაცად-კაცნი არიან. ზოგად ადამიანის ბუნების
მიხედვით აგებულნი და სულდებულნი. არც ერთი მათი მოქმედება, არც ერთი ეპიზოდი
მათის ცხოვრებისა ძალად და განგებ ჩართული არ არის და ყოველივე იგი წარმომადგარია
იმ კაცობრიულ ზოგად ბუნებისაგან, რომელიც მარტო თავის საკუთარს კანონებს
ექვემდებარება. ტარიელი მჩვრად იქცა იმიტომ კი არა, რომ ზარმაცი ქართლელია, არამედ
იმიტომ, რომ მაგისთანა ბუნების კაცი უსათუოდ მჩვრად უნდა იქცეს, რაკი იმ გარემოებაში
ჩავარდება და ბედი, თუ ქვეყანა, ისე უმტყუნებს და უღალატებს. აქ სიზარმაცე ვითომ
ქართლელისა არაფერს შუაშია და მეტის-მეტად უადგილოა. ლომი არ შეიძლება არ
დაეტაკოს სპილოსაც-კი და შუა გაგლიჯოს, როცა ჰშიან, მაგრამ იგივე ლომი, როცა მაძღარია,
ბატკანსაც ხელს არ ახლებს, ადგილიდამაც არ დაიძვრის, მგელი-კი მაგას არა იქმს. ნუთუ ამ
უკანასკნელ შემთხვევასი ლომს ეთქმის ზარმაცი და არა ბუნებაა მისი ასეთი, როგორც
მსუნაგობა და გაუმაძღრობა მგლის ბუნებაა. სვიმონ მესვეტე სვეტზედ ავიდა და იქ მიეცა
გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ
მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯასა და მუშაობას ჰთხოულობდა და
სვეტზედ-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა მაბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც
თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში~.

`წერილები ქართულ ლიტერატურაზე~ (1892 წ.)


დიალექტიკური მატერიალიზმის დებულებაა დაპირისპირებულთა ბრძოლა,
საზოგადოების, საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება მიჰყავს წინ:
`საზოგაადო სარბიელზედ გამოსული კაცი უსათუოდ ან აზრის კაცია, ან საქმისა, ან ორისავ
ერთად, თუ ისე ბედნიერად მომადლებულია ბუნებისაგან, რომ შემძლებელია ერთისაც და
მეორისაც. საზოგადო სარბიელი მოედანია საზოგადო ცხოვრებისა, რომელიც ამ
შემთხვევაში სხვა არა არის-რა, გარდა აზრთა და საქმეთა ერთმანეთთან ბრძოლისა
ცხოვრებისავე ესე თუ ისე მოსაწყობად და მოსამართავად; იმიტომ, რომ ყოველი აზრი,
ყოველი საქმე, ცხოვრებისათვის ასე თუ ისე შესაწყნარებელია იმავ არსებობისათვის
ბრძოლის კანონს ექვემდებარება, როგორც სხვა ყველა ამ ქვეყნიერებაზე, და ისე არ იჩენს
თავს, რომ აწ ყოფილს აზრს, ან საქმეს წინ არ შეეხალოს და ომი არ გადაუხადოს ადგილის
დასაჭერად.
მცირედი გადახვევა იმ მიმართულებით, რომ მდგომარეობა სახარბიელო არა გვაქვს, ილია
ჭავჭავაძე სწერს:
`ჩვენს ამ საუკუნის ცხოვრებაში ვერა ვპოულობთ ერთს იმისთანა ხანას, რომელიც
წარმოგვიდგენდეს აზრთა და მიმართულებათა ერთმანეთთან დაჯახებას, ბრძოლას და
ჭიდილსა. პირიქით, მთელს ამ უკანასკნელს საუკუნეს რომ თვალი გადავავლოთ,
დავინახავთ რომ ჩვენს ტაატით მოარულს ცხოვრებაში, როცა კი აზრს ფეხი აუდგამს და
უსაქმია, წინ სამტროდ არა სხვა აზრი და მიმართულება არ დახვედრია და მშვიდობიანად
უვლია თავის განვითარების გზაზე, გაუფართოებია თავისი მოედანი, გაშლილა,
შეფოთლილა, გამოელია თავისი ნაყოფი, მერე თესლიც დაუყრია შემდეგისათვის და აგრე
მოდენილა ჩვენამდე.
მართლაც მთელი ეს მეცხრამეტე საუკუნე ისე დაგველია, რომ ამ საკმაოდ დიდს მანძილზედ
არც ერთი ხანა ჩვენის ცხოვრებისა, თითქმის არ ყოფილა იმისთანა, რომ ორი სახსენებლად
ღირსი აზრი, ორი მიმართულება, ორი საქმე, ერთმანეთის მოპირისპირე, ერთმანეთს
დასჯახებოდეს ცხოვრების მოედანზე ადგილის დასაჭერად, თუ სხვა რისთვისმე.
`...აქ სახეში გვაქვს სხვადასხვაობა მარტო იმისთანა აზრებისა და მიმართულებისა,
რომელნიც სახსენებლად ღირსნი არიან, თორემ ჩხირ-კედელობის ჰო-არა-ობა ბევრი იყო.
`ჩვენს ცხოვრების ამ საუკუნეში რომ გულამდე თვალი გავუბნიოთ , ვნახავთ, რომ იგი
წარმოგვიდგენს აზრის და მიმართულების წინსვლას, წარმატებას, მერე ისე, რომ შემდეგი
წინაზე უფრო სრულია, უფრო სავსე, უფრო ვრცელი და უკეთესი. აქ ზრდაა, მატებაა
აზრისა, გონების თვალთახედვის გაგანიერება და არა ჭიდილი და ბრძოლა, როემლთაც
გაბატონების, ბრძანებულობა მოსდევს ერთისა და დაჩაგვრა და ყმობა მეორისა. ამიტომაც
ვხედავთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არც ერთს ცალკედ ფეხადგმულს აზრთა მიმართულებას,
ბუნება ჟამთა სიარულში არ გამოსვლია, არ დაჰყოლია, და ყოველივე იგი დაწყებიდამ
დღევანდლამდე, თითქმის ერთისა და იმავე ბუნებისაა, ერთისა და იმავე თესლისა.
ილია ჭავჭავაძეს დასახელებულს წერილში გრ. ორბელიანის ერთი ლექსის ფრაგმენტი
მოჰყავს, რომლითაც პოეტი თავის თანამედროვე მოხუცს სწერს, რომ შენ მომითხრობდე და
მე მისმენდი ქართველნი ................................... წარსულ დროში როგორ იბრძოდნენ და
სცხოვრობდნენ. ილია ჭავჭავაძე ასკვნის, გრიგოლ ორბელიანს:
`თითქო იგრძნოო, რომ უწარსულოდ აწმყო უფესვო ნერგია თავ-გაუტანელი, ფეხ-
მოუკიდებელი. მართალიც არის: აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც მომავალი აქვს,
იმიტომ, რომ ერთის მეცნიერისა არ იყოს _ `აწმყო შობილი წარსულიასგან, არის მშობელი
მომავალისა~. უწარსულოდ იგი უფესვო შტოა, რადგანაც ერთის მხრით უდედ-მამათა და
მეროეს მხრით უშვილო~.

`ვის ნათესსა ვმკით~ (1872 წ.)


`აი მოსწყდა ერთი წელიწადი კიდევ აწმყოსა და მოერიო იმ ვეშაპს, რომელსაც წარსულს
ეძახიან და რომელსაც ამოდენა დრო და ჟამი გადაუყლაპავს და მოუნელებია. წავიდა ძველი
წელიწადი და მოვიდა ახალი. რომელი ერთი მოგილოცოთ, მკითხველო: ძველის წასვლა,
თუ ახლის მოსვლა? ადამიანთა ცხოვრება საზოგადოდ და ჩვენი საკითხი რომ რიგიანად
აწყობილი იყოს და თავისად მიმავალი, ძველს რაიმე სიკეთე უნდა დაეთესა, რომ ახალს
ეხეირებინა, რადგანაც წესიერად მოწყობილ ცხოვრებაში დღევანდელი დღე შვილია
გუშინდელისა და დედაა ხვალისა. მაშინ, რასაკვირველია, ძველს მადლობით
გავისუტმრებდით და ახალს იმედით და ნატვრით მივეგებებოდით~.
...ჟამთა სვლას ჩვენი ბედის ცვლა არ მოჰყოლია, თითქო დროთა მდინარეობა ჩვენთვის არ
არსებობსო, თითქო ყველასათვის მოძრაობსო და მარტო ჩვენთვის კი შემდგარაო, არც წინ
მიდის, არც უკანაო. ამდენმა გაცუდებამ იმედისამ და ნატვრისამ იქამდინ მიგვიყვანა, რომ
ჩვენს თვალწინ ერთი წელიწადი მეროეზედ მიდის და მოდის და არც ნაღველი გვრჩება
წარსულის სიკეთისა და არც ნუგეში მომავლის იმედისა. ამ ყოფამ დაგვიღალა გული,
ამოდენა ტყუილმა და ლოდინმა დაგვლია და აი, ამჟამად, როცა დროთა ბრუნვამ ძველსა და
ახალის შუა ამართულს ქედზედ დაგვაყენა, საიდანაც წარსულსაც გადავყურებთ და
მომავალსაც, ჩვენი გული არ გვიცემს არც მისთვის, რომ წარსულს არ მივტიროდეთ, და არც
მისთვის, რომ მომავალს შევხაროდეთ~.
`...ის სურვილი (სურვილი შეერთების – ავტ.) ცოტად-ღა ბჟუტავდა და ზოგიერთთა
გაცალკევებულთა გულში, როცა მოედანზედ გამოვიდა სხვა ახალი მოზარდი თაობა, ახალი
თაობა მოესწრო და ის თითქმის განელებული, მილეული სურვილი ერთობისა და
საზოგადოებრივის კავშირისა კვლავ გაფუვდა, აღორძინდა ჩვენს დაფუყებულს გულში და
აჰა, ლამის ნაყოფიც გამოიღოს~.

`შინაური მიმოხილვა~ (1881 წ. მაისი)


`სულ სხვა სიომ დაუბერა რუსეთს იმ დრომდე თვალდახუჭვილმა და ენადაბმულმა
რუსეთმა (მხედველობაშია იმპერატორ ალექსანდრე მეორის ტახტზე ასვლამდელი პერიოდი
– ავტ.) თვალი აახილა, ენა ამოიდგა. რასაკვირველია, ეს უცებ არ მოხდა და არც ერთის
კაცის ნებითა; ეგ მოიტანა ცხოვრებამ, რომელიც თავის-დღეში უქმად არ შეჩერდებოდა
ხოლმე. ეგ მოიტანა ცხოვრების ნამუშევარმა. ახალმა დრომ თუ თავი რითმე იჩინა, ეგ იმით,
რომ თავის-თავი ცოტად თუ ბევრად იცნო და თავის მოთხოვნილებას აჰყვა.
ახლად თვალახილულმა სუსტმა, რაღა თქმა უნდა, ჯერ თავის-თავზედ დაიხედა, გაიჩხრიკა
თავისის ყოფა-ცხოვრების თირკმელები, შიგნეულობა. ნახა, რომ ზოგიერთი მაცხოვრებელი
ძარღვი ჩასწყდომია, ჩირქი ჩასდგომია და შეჰგუბებია. შეუდგა მიზეზთა გამოძიებას: რამ
იმოქმედა ასეო? ნახა, რომ მისის სნეულების სათავე თითონ ცხოვრების წყობაა და
აგებულება. ერთხელ და ერთხელ შემოღებული და გაუახლებლად დამკვიდრებული.
უარჰყო იგი წყობა. უარჰყო ყოველივე, რაც კი იმ წყობას შესწევდა და ხხელს უმართავდა. ამ
არსებულის უარყოფამ გამოიწია იმ წრიდამ, რომელსაც გონებით მცხოვრებს საზოგადოებას
ეძახიან, რომელიც ყველგან და ყოველთვის ნუგეში და იმედი ყოველის ერისა და რომელიც
ცხოვრების წარმატების უღლის თავში პირველი ჩადგება ხოლმე, ის საზოგადოებას მთელის
თავის ძალ-ღონით მიაწყდა ამ უშველებელ საქმეს უარყოფისას, და ყოველს მის მოქმედებაში
ან წუნი და კილვაა დრო გარდასულის ძველია, ან მოძღვრება და ნატვრა ძველად
აკვიატებულის ახლისა. უკეთესნი წარმომადგენელნი ამ საზოგადოების პოეზიაში,
მეცნიერებაში თუ პუბლიცისტობაში – სულ ამ დიდის საქმის მიმდევარნი იყვნენ
დაუღალავად. მათის მართლა-და დაუვიწყარის ღვაწლით მაგ თამაშმა და უარყოფითმა
მიმართულებამ ფეხი კარგად განზედ გაიდგა რუსეთში და ცხოვრების მოედანზედ დაიჭირა
ადგილი~.
`აზრთა მოძრაობაში, როგორც ყველაფერში ქვეყანაზედ, ერთი მეორეს ადგილს არ უთმობს
უომრად, უბრძოლველად. აქაც ასე მოხდა. ცხადიც არის, რატომ. არსებული, ძველი, ისე არ
გაცუდდება, რომ ვისიმე გამოსაყენი არ იყოს. ეს ერთი, მეორე ისა, რომ ბევრი იმისთანა
მოდუნებული და შელახული კაცია ქვეყანაზედ, რომელიც ისე შეეჩვევა ხოლმე ჭირსა, რომ
შეჩვეული ჭირი შეუჩვეველს ლხინს ურჩევნია. მესამე და ყველაზედ უფრო ფესვ-მაგარი
კიდევ ის არის, რომ ყოველს არსებულს, ყოველს ძველს თავისი ადგილი უკვე დაუპყრია
ადამიანის ცხოვრებაში. უმრავლესობისაგან აღიარებულია, ნებით თუ უნებლიეთ გულ-
შეჯერებულია და ჟამთა ხნიერობით ბეჭედდაკრული და დამტკიცებული. ამ სამთა
მიზეზთა გამო ძველს, არსებულს მომხრე არ დაელევა. თითონ ახალიც, რომელიც ძველის
ადგილას უნდა ჩამოსდგეს, დაბადებისავე უმალ ისე არ მომწიფდება, რომ პირში ჩადების და
დალექვის მეტი სხვა აღარა უნდოდეს-რა. როგორც ძველის ობი, ისე ახალის კვირტი –
ძნელი დასანახია. ამისათვის მეტად საღი, გამჭარე თვალი უნდა~.
`ყოველგან საცა კი ისტორიის ღირსი ერი თვისითა სცხოვრებს, ორნაირი წყობაა აზრისა და
ეგ ორნაირი წყობ აზრისა შეადგენს ცხოვრების მდინარეობასა, ერთი ის წყობაა, რომელიც
ცხოვრებას უკვე აღმოუჩენია, დადუგენია და დღეს მოქმედებს. მეორე ის – რასაც
დღევანდელი დღე თხოულობს, ყველას თუ არა – ბევრს მაინც ძვალსა და რბილში
დაუვლის, შესმენილი და გაგებული ექნება – მაშინ ეგ მეორე წყობა იმარჯვებს და ყოველს
საქმეთა სათავეში მოექცევა ხოლმე. ეხლა ეგ წყობა დაიჭერს პირველს ადგილს ცხოვრებაში.
რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება, ცხოვრება მაინც მოქმედებს და ახალს საჭიროებას
აჩენს. ამიტომაც ახლად გამარჯვებულს წყობასაც სხვა, ახალი წყობა გამოუჩნდება ხოლმე
მოპირდაპირედ. ესე მიდის კაცობრიობის ცხოვრება და ამნაირს სხვლას დასასრული არა
აქვს, თითOნ კაცობრიობის ისტორიაც სხვა არა არის-რა, გარდა ამნაირად ფეხის
გადანაცვლებისა (ამის შესახებ ფრიდრიხ ენგელსის სიტყვები უნდა დავამატოთ – ზ.თ.).

`შინაური მიმოხილვა~ (1882 წ. აპრილი-მაისი)


`გაზაფხული ორნაირად შესანიშნავია ჩვენში... მეორე მხარე გაზაფხულისა მარტო
ჩვენშია .................. და იმასი მდგომარეობს, რომ თითონ მეტყველი ბუნება, ესე იგი
ადამიანი, ჩვენში მოძრაობაში მოდის. სხვაგან გაზაფხული ქეიფისა და ლხინის დროა.
გაზაფხულს ეს სიკეთე არც ჩვენში აკლია, მაგრამ ამასთანავე ჩვენში გაზაფხული განკითხვის
დროც არის~
`როცა საზოგადო მნიშვნელობის აზრი ამოქმედებს სიტყვას, მაშინ თითონ თქმა ქმნად
გადაიქცევა ხოლმე. ამ გზით სულჩადგმული ცხოვრება მოედანზედ გამოდის და
შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა აღარ უქმობს, არამედ იღვიძებს და ფრთას ისხამს. ეს
შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა სათავეა ყოველთვის წარმატებისა და მაგ ძალის
ძლიერებაზედ დამოკიდებულია ყოველივე იმედი ცხოვრების წინ-წადგომისა და
განკარგებისა. საცა ეგ ძალი აღძრული არ არის, იქ ცხოვრება დგას ვითარცა გუბე და
გუბესავით შხამავს და სწამლავს ჰაერსა. ადამიანიც იმ ჰაერში სულის მბრუნავი, ცოცხალ-
მკვდარსავით ზლაზვნით და ხანხალით დატანტალებს უგულოდ და უსულოდ ცხოვრების
მოედანზედ, როგორც სასაფლაოზედ, თითქო მარტო იმისთვისაო, რომ ერთი პატარა
ადგილი იშოვოს, საფლავი გაითხაროს და შიგ ჩაწვეს. საკვირველიც არ არის, იქ მცხოვარი
სიო განახლებისა არ დაჰბერს ცხოვრებასა და ამის გამო დღევანდელი დღე მკვდარია
ხვალისათვის, როგორც გუშინდელი დღევანდელისათვის იყო. ამიტომაც ადამიანს აღარც
გუშინდელი ახსოვს, აღარც დღევანდელი სწამს და აღარც ხვალინდელს ეტანება.
ყოველსფერზედ გულაყრილია და სცხოვრობს მარტო იმისათვის, რომ მოკვდეს, როგორც
მეტხორცი, რომ როგორც შემთხვევით მოსული და შემთხვევითვე წასასვლელი. ერთის
სიტყვით, ადამიანი გამოფუყებულია, გამოცარიელებული, და ამიტომაც თითონ მისი
ცხოვრებაც სიკვდილია და არა სიცოცხლე.
`გინა იქ კი, საცა ეგ მადლიანი ძალა შემოქმედობისა აღძრულია, ადამიანი გრძნობს, რომ იგი
შვილია გუშინდელისა და დამბადებელია ხვალისა. წარსული, აწმყო და მომავალი – ერთ
რთულ, დაურღვეველ ჯაჭვად მიაჩნია და იმ ჯაჭვში თავის-თავი რგოლად, წინასა და
უკანაზედ მტკიცედ გადაბმულად. მაშინ ადამიანი თავის-თავს მართლა-და ადამიანად
სცნობს. ეგ ცნობა საკუთარის თავის ღირსებას უღვიძებს, საკუთარის თავის ღირსება
ჩაგრულ ყოფას ვერ ათმენინებს და დამკლავებული გამოჰყავს ცხოვრების მოედანზედ
საომრად და საბრძოლველად, გმირებს, სახელოვან კაცებს, დიდებულ მოღვაწეებს ქვეყნისას
– ეგ შემოქმედობითი ძალის ცხოვრებისა ჰბადავს.
`რაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ დაიძრა შემოქმედობითი ძალი, ერთს ნამოქმედს სხვა
სამოქმედო საგანზედ მოჰყვება, ერთი მეორეს ჰშობს, მეორე მესამეს და ეგრე გაურბის ხოლმე
ის ფერადი გრეხილი ცხოვრების მოძრაობისა, რომელსაც ისტორიას ეძახიან. ეგ
შემოქმედობითი ძალია ცხვორებისა შეჰქმნის ისტორიას; უმაგისოდ ნურა ერი ნუ
დაიქადებს, ისტორიის ღირსი ერი ვარო.
`უწინ, როცა ჩვენში ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ფეხადგმული იყო, აკი ისტორიაცა
გვქონდა, აკი გმირებიცა გვყვანდა, აკი დიდი მწერლებიც და პოეტებიც აღმოგვაჩნდნენ, აკი
იმ აღამტებული ყოფა-ცხოვრებასაც მივაღწიეთ, რომლის დიდებულობამაც თამარ მეფე
საუკუნოდ სახსოვარი გახადა ჩვენთვის...

`გაზაფხული~ (1858 წ.)


ვიშ, გაზაფხული,
მოდის მორთული,
მოდის და მოაქვს
ცით სიხარული.
ამწვანდა მთები,
ტყე და მინდვრები,
იისფრად ჰყვავის
ბაღი და ზვრები,
განახლებული
გაცოცხლებული
ჰლხინით დასტკბება
ყველა სულდგმული
იქავ კურკურით,
ჩუმის ჩურჩულით,
წყარო ჩამორბის
ლხენით, ჩუხჩუხით.
რა რიგად ჰგიჟობს
ბრწყინვალე წყარო,
მიცურს და ჰხარობს
ყინვით არ ვარო~.
.......
მოდის, აძლევს ბანს
ქვეყნის გალობას
და მით მადლს უხდის
თავისუფლობას.

`ქართვლის დედას~ (1858 წ.)


ილია ჭავჭავაძეს ეს ლექსი (`ქართვლის დედას~) ჯერ ისევ პეტერბურგში სტუდენტობის
დროსა აქვს დაწერილი და ეპიგრაფად ლეიბნიცის სიტყვები აქვს წამძღვარებული: `აწმყო
შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა~. ლექსის შინაარსიც ამ დებულებაზეა
აგებული – დედა, რომელიც წარსული დროების შვილია, დღეს სამშობლოს შვილს უზრდის,
მომავალს უზრდიან საბრძოლველად და ამისათვის შთაუნერგოს უნდა კაცთა სიყვარული:
ძმობა, ერთობა, თავისუფლება.
შენიშვნა: ილია ჭავჭავაზე ლეიბნიცის სიტყვები, რომლებიც `ქართვლის დედასა~ აქვს
ეპიგრაფად წამძღვარებული, თავის შემდგომ ნაწარმოებებში, არა ერთხელა აქვს
გამოყენებული (ავტ.).

`მტკვრის პირას~ (1859 წ. ტფილისი)


ილია ჭავჭავაძეს მოძრაობის სახედ მიჩნეული აქვს წყალი (თალესსაც). თუ `მგზავრის
წერილებში~ ეს წყალი თერგია, წარმოდგენილ ლექსში – მტკვარია) ე.ი. ძველ ბერძენ
ფილოსოფოსთა წარმოდგენებს სამყაროს მოძრაობის მუდმივობის შესახებ `მგზავრის
წერილების~ დაწერამდე იცნობდა.
`კვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით,
ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურს გრგვინვას
კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით
შეჰკვნესს მღვრიე ზვრით მღერითა დენას~.

`იანიჩარი~ (1860 წ.)


`აგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღელმა მერანმა
შორსა გაჰკანტა თრთოლით ხმა კრისტისა ჟღერამა
მიჰქრის, მიფრინავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა შუქი
მასზედ ჰზის ივერიელი, ჭაბუკი ვინმე ჩაუქი~

`ბაზალეთის ტბა~ (1883 წ.)


`ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ჰყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ სჭკნება,
ქვეყნისა დროსა ტრიალსა,
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის თუმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი~...

`აჩრდილი~ (1859 წ. ბოლო რედაქცია 1872 წ.)


პოემას წინ წამძღვარებული აქვს ეპიგრაფის სახით შოთა რუსთაველის `ვეფხის-
ტყაოსანიდან~ ორი სტრიქონი, რომელშიც ასახულია მატერიის (ყვავილი) მოძრაობის
უსასრულობის იდეა – ერთს სცვლის მეორე, უფრო მშვენიერი, ახალი სიცოცხლის
მატარებელი:
`რა ვარდმან მისიყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა~.
თვით პოემი შინაარსიც სიცოცხლის დაუსრულებლობის იდეას ჰქადაგებს.

`ქართვლის დედას~ (1860 წ. ბოლო რედაქცია 1871 წ.)


მამულის გამოციცხლების, გამოღვიძების, ხალხის სამოქმედოდ გამოსვლის იდეაა
ჩაქსოვილი პოემაში. დედა (წარმავალს) უსასრულოდ უყვარს სამშობლო, მაგრამ როდესაც
სამშობლოს სჭირდება, თავის ერთად-ერთს შვილს შესწირავს ერის, ქვეყნის მომავალი
ბედნიერებისათვის.
პოემას აღნიშნული იდეის შესაბამისი ეფეგრაფი ამშვენებს ქართული ხალხური
სიმღერიდან:
`გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,
მუხლი მაიბი მგლისაო,
გაიყოლიე უმცროსნი
ვისაც თავი აქვს ცდისაო~.
დედის სიტყვები:
`ჩემო მამულო, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს!
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, -
და გვიფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!..~

`ევროპა 1886 წელს~ (თებერვალი, 1886 წ.)


უცხოეთის საპოლიტიკო ცხოვრების შესახებ 1882-1892 წლებში დაწერილი წერილების
სერიიდან არის `ევროპა 1886 წელს~, და შესავალშივე გამჟღავნებულია, რომ მას საფუძვლად
უდევს მოძრაობის ფილოსოფიური პრინციპები, კერძოდ, ინგლისელი მეცნიერის – ჩარლზ
დარვინის მიერ დამტკიცებული `არსებობისათვის ბრძოლის კანონი~: `სახელოვანის
ინგლისელის მეცნიერის – დარვინის მიერ ეჭვ-გარეთ დაყენებული კანონი, რომელსაც
`ბრძოლას არსებობისათვის~ ეძახიან, სათავეა ყოველის მოძრაობისა, რასაც კი დღეს ჩვენის
თვალითა ვხედავთ სახელმწიფოთა შორის. ამიტომაც მეტი არ იქნება თვალი გაკვრით მაინც
გადავავლოთ თვითეულს სახელმწიფოს ევროპისას, და რამოდენადაც გაზეთის მეთაური
წერილი ნებას მოგვცემს აღვნიშნოთ, ვის რა ტვირთი აქვს შინ, თუ გარეთა, ვის რა იმისთანა
`წვრილი~ აქვს, რომელიც გასაფრთხილებელია, რომ არ მოსწყდეს~.
ფრიდრიხ ენგელსი სამ დიდ აღმოჩენაზე საუბრობს და მესამე აღმოჩენის ავტორად
ინგლისელ მეცნიერს ჩარლზ დარვინს (1809-1882) ასახელებს (პირველი იყო უჯრედის
აღმოჩენა, მეორე – ენერგიის გარდაქმნის კანონი):
`მესამე აღმოჩენა დარვინს ეკუთვნის. მან პირველად დაამტკიცა სისტემატურად, რომ დღეს
ჩვენს გარშემო არსებული ორგანიზმები, მათ შორის ადამიანიც, ხანგრძლივი განვითარების
პროცესის შედეგად წარმოიშვნენ. რამდენიმე თავდაპირველად ერთუჯრედიანი
ჩანასახებიდან, ხოლო ეს ჩანასახები თავიანთი მხრივ ქიმიურად წარმოშობილი
პროტოპლაზმიდან ან ცილიდან განვითარდნენ (იხ. `ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური
გერმანელი ფილოსოფიის დასასრული~, 1886 წ.).
ნ.გ. ჩერნიშევსკი (1828-1838) დიდი რუსი რევოლუციონერი დემოკრატი, კრიტიკოსი,
ფილოსოფოს-მატერიალისტი და სოციალისტ-უტოპისტი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ახლოს
იცნობდა, დარვინის აღმოჩენის მნიშვნელოაბზე წერს:
`1859 წელს დაიბეჭდა დარვინის წიგნი `სახეების წარმოშობის შესახებ~, რომელმაც
უდიდესი გავლენა მოახდინა მეცნიერების განვითარებაზე.
ამ წიგნის გამოქვეყნებას მოჰყვა მრავალწლიანი დაუღალავი პრაქტიკული დაკვირვებები
ცხოველურ ორგანიზმებზე, რაც აისახა მის არაერთ გამოქვეყნებულ შრომებში და
საბოლოოდ ჩამოყალიბდა `არსებობისათვის ბრძოლის კანონი~ (ნ.გ. ჩერნიჩევსკის
ტერმინოლოგიით: `Борьба за жизнь~; იხ. Н.Г. Чернишевский. Происхождение ...................
борьба за жизнь. Сб. Т.4. М., 1924)

`ერი და ისტორია~ (1828 წ.)


წერილი დაწერილია დიმიტრი ბაქრაძის ნაშრომის გამო საქართველოს ისტორიაზე.
წერილის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე ერის ისტორიის არდავიწყებაზე ლაპარაკბს და
იმოწმებს მის მიერ გერმანელი ფილოსოფოსის არტ ლაიბნიცის სიტყვებს, რომელიც უკვე
მერამდენედ აქვს მოხმობილი თავის ლიტერატურულ ნაწერებში:
`ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას
ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისი ყოფილის ცხოვრებისა,
დავიწყება ისტორიისა, თავისის ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან –
მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად
წარწყმეტისაცა. წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ეს
სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული,
რომ ერთი უმეორეოდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის
ნათქვამი ერთის ბრძენისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი
მომავალისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე
შეურყეველი და გარდუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი..
`ბევრს ერს ქვეყანაზედ სულაც არა ჰქონია წარსული, სულაც არა ჰქონია ისტორია, ესე იგი
იმისთანა ცნობიერი ცხოვრება, რომელიც გამოსახავს ხოლმე სულიერს და ხორციელს
ვინაობას ერთიანის კრებულისას, მის მიზიდულობას, მის აზრს და საგანს არსებობისას, მის
წმიდათა-წმიდას, და რომელიცა მკის თავის დროებისათვის, და ამასთანავე სთესს
მერმისისათვის. ამისთანა ხალხი დღესაც ბევრნი არიან ქვეყანაზედ. ამისთანა ხალხი უბინაო
კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის.
ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვისაგან და იქნება ბევრში უკანაც
ჩამორჩება. ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელს
დროში, და სხვა უფრო ძლიერის ისტორიის მქონე ერი დაეძგერება თუ არა, თანაც გაიტანს
და შეიწირავს ხოლმე ამისთანა ხალხსა.
`თუ ესეთი არა, ბევრი მეტი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია ჰქონია და იგი
ისტორია დაუვიწყნია; აღარც ამისთანა ერს აქვს მკვიდრად მოკიდებული ფეხი
არსებობისათვის ....................., იმიტომ, რომ რა იყო – ეს დავიწყებული აქვს და მაშასადამე,
რა არის – არც ის იცის. არ იცის რა გაიმაგროს, რისთვის გაიწიროს თავი, რას გამოესარჩლოს
და რას არა. ფეხქვეშიდამ გამოცლილი აქვს ის მაგარი მიწა, იგი ტანი თავის ვინაობისა,
რომელსაც ისტორია შეადუღებს ხოლმე. მამა-პაპათა ნაღვაწ-ნამოქმედარისაგან
საშვილიშვილოდ ფეხმოსაკიდებლად და მოსამაგრებლად. იგი დიდება, იგი სახელი,
რომელსაც ამისთანა ერი ჩაინარჩუნებს ხოლმე წარსულისაგან თავის გულში, თავის
სამღერალსა და საგალობელში, თავის ზღაპრებსა და მოთხრობებში, მართალია, ბევრს
ანუგეშებს ხოლმე ჭირსა და ლხინში, მაგრამ რაც დრო გადის, ეგ ნუგეშიც, ისტორიის
დავიწყებასთან ერთად, ნელდება და თანდათან ჰქრება, იმიტომ, რომ სიმღერასა და
საგალობელში, ზღაპრებსა და მოთხრობებში ჩარჩენილნი სახსოვარნი, ისტორიის
დავიწყების გამო, მართალს აღარა ჰგვანან და უაზრო და უსაგნო ზღაპრადღა გადაიქცევიან,
როგორც მთქმელის, აგრეთვე გამგონის თვალშიაც. ამის გამო ამ სახსოვრების ის
ცეცხლმოსაკიდებელი ძალ-ღონე აღარ არის, რომელიც კაცს ააფეთქებს ხოლმე მოქმედებისა
და გარჯისათვის, და რაკი ეს არ არის, ყოველივე ეს განძი და საუნჯეც-კი წარსულისაგან
გადმოლოცვილი, ამაო და ფუჭია ერის გამხნევებისათვის, ერის დღეგრძელობისათვის.
`თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ
დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს რაში იყო მართალი
და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი – ავად,
რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა და რისთვის და
რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო
სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება~.

`შეშლილი~

* * *

`შინაური მიმოხილვა~ (1883 წ. ოქტომბერი)


`ერთხელ და უკანასკნელ საცოდნელად საჭიროა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველის მხრით და
ყოველის კუალ სულ სხვაა. იმის ცხოვრებას, მოქალაქურს თუ ეკონომიურს თავისი
საკუთარი დვრიტა აქვს, თავისი საკუთარიდ დედა, რომელსაც შეუდედებია მისი აწმყო,
რომელმაც აწ უნდა შეუდედოს მისი მომავალი.
`ჩვენს ქვეყანას თავისი გრძელი ისტორია აქვს. ამ ისტორიამ შეჰკრა ჩვენი ქვეყნის
საკუთარნი წესნი კაცთა ერთმანეთში მოთავსებისათვის მოქალაქურად თუ ეკონომიურად.
ეს წესნი ისე გამჯდარია ჩვენის ქვეყნის ძვალსა და რბილში, რომ ჩვენის ქვეყნისავე სიტყვით
რჯული უმტკიცესნი არიან. ამა განსაკუთრებულთა რჯულთა ზედმოქმედება ისეთი
ძლიერია ერის ცხოვრებაში, რომ უყურადღებოდ დააგდებთ მაშინ, როცა ჰფიქრობ ქვეყნის
წარმატებას და განკარგებას, შეცდომაზედ მეტია. მაშინ ფიქრიც და თვითმოქმედებაც უქმია,
რადგანაც უნიადაგო და ფეხ მოუკიდებელი; მაშინ ყოველი ჯაფა და გარჯა ტყუილად
დაკარგული ღონეა. როგორც ჰაერში დაკიდებული ხე არ იხეირებს, ისე არ იხეირებს არარა
ფიქრი, არარა მეცადინეობა, არარა ცვლილება, თუ ფესვის მოსაკიდებლად იგი დვრიტა, იგი
დედა არა აქვს~.
ის წარმოადგენს ვით კაცობრიობის განვითარების პროცესს – ფრ. ენგელსი `სიცოცხლის
განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ~ 1877 წ.

$. სახელგანთქმული გერმანელი მეცნიერი კ.გ. რაუ საფინანსო მეცნიერების შესახებ

ქართული აზროვნების ისტორია ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შორის დაპირისპირების


არაერთ მაგალითს იცნობს. დაპირისპირება ხდებოდა ხოლმე საზოგადოებრივი
განვითარების მრავალ საკითხზე, რომელთაც როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული
მნიშვნელობა ჰქონდათ.
ამჯერად გამოვყოფ ილია ჭავჭავაძესა და მესამე დასის წარმომადგენელს ნოე ჟორდანიას
შორის არსებულ დაპირისპირებას, რომელიც წმინდა პოლიტიკური ეკონომიის მეცნიერების
მეტად მარტივ საკითხს ეხება – ტფილისის საადგილმამულო ბანკი ფინანსური
დაწესებულებაა თუ არა.
ნოე ჟორდანია ბანკს ფინანსიურ დაწესებულებად მიიჩნევდა და თავისი მოსაზრების
დასამტკიცებლად შესაბამის ლექსიკონებს იშველიებდა. ილია ჭავჭავაძე, პირიქით,
ამტკიცებდა, რომ ბანკი ფინანსიური კი არა საკრედიტო დაწესებულებაა და კეთილი
სურვილებიდან გამომდინარე, ნოე ჟორდანიას ურჩევდა ჩაეხედა სახელგანთქმული
გერმანელი მეცნიერის ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორის კ.გ. რაუს თხზულების
სახელწოდებით `ძირითადნი დასაბამნი საფინანსო მეცნიერებისა~, საიდანაც გაიგებდა
ჭეშმარიტებას ბანკი ფინანსიური დაწესებულებაა, თუ საკრედიტო.
ილია ჭავჭავაძე პოლემიკურ წერილში `ახალი უმეცრებანი ბატონ ნოე ჟორდანიასი~ სწერს:
მე ვამხილე ბატონი ჟორდანია და ვუკიჟინე, რომ თქვენ არ გესმით, რა არის `ფინანსიური
დაწესებულება~, როცა ჩვენებურ ბანკს – მაგ საკრედიტო დაწესებულებას – ფინანსიურ
დაწესებულებათ ასახელებთ-თქო. შეფუცხუნებულა ამაზე ჩვენი გერმანელი ბრძენი და იმის
მაგიერ, რომ მეცნიერებისთვის ეკითხნა, _ რას ჰნიშნავს `ფინანსიური დაწესებულება~,
ამდგარა და ლექსიკონს მივარდნია და იქიდამ უსწავლია, _ წას მოასწავლებს სიტყვა
`ფინანსები?~ როგორ მოგწონთ მეცნიერი მარქსისტი, რომელიც მარტო ლექსიკონით მიდის
იოლად, როცა მეცნიერულ ტერმინის ახსნაზე მივარდება საქმე და რომელსაც სხვა უნარი და
ილაჯი არა ჰქონია ამისთანა შემთხვევაში გზა გაიგნოს... განა ნივთიერი მდგომარეობა,
თუნდაც ფულით გამოხატული, რომელისამე დაწყობილისა და თითონ დაწყობილობა
თავით თვისით ერთი და იგივეა, ერთსა და იმავე საგანსა ნიშნავს? განა ფულად
გამოხატული ნივთიერები მდგომარეობა, თუნდ ბატონი ჟორდანიასი და თითონ ბატონი
ჟორდანია ერთი და იგივეა? ამ ლექსიკონურს ფართო მნიშვნელობას `ფინანსებისას~ რომ
ავყვეთ და მასთან ბატონი ჟორდნიას სასაცილო ლოღიკას, გამოვა, რომ სამიკიტნოც
`ფინანსიური დაწესებულებაა~, რადგან რა არის ქვეყანაზე იმისთანა სამიკინტნო, რაც გინდა
უხეურო იყოს, რომ ფულად გამოსახატავი, ან გამოხატული ნივთიერი მდგომარეობა, ასეთი
თუ ისეთი, არა ჰქონდეს. `კვალსაც~, რა თქმა უნდა, ფულად გამოსახატავი ან გამოხატული
რაიმე მდგომარეობა აქვს უსათუოდ და აქედამ განა ის გამოდის, რომ `კვალი~ ფინანსიური
დაწესებულებაა? აი, ჭირვეულობა და ჯიუტობა უმეცრობისა სად შეატოპინებს ხოლმე
იმისთანა წყალწყალა კაცს, როგორიც ბატონი ჟორდანია თურმე ყოფილა. აქაო და ჩვენებურს
ბანკს `ფინანსები~ აქვს, ანუ, როგორც ლექსიკონი ამბობს, ფულად გამოხატული ნივთიერი
მდგომარეობა, და ნუთუ ამით ჰხდით მას `ფინანსიურ დაწესებულებად~?
მოგვილოცნია, `კვალის~ სახელოვანი მარქისტი, ამისთანა ამერიკის აღმოჩენა მე უფრო
უკეთესს, თუმცა არა ახალს-კი, ამერიკას აღმოგიჩენთ, სახელდობრ იმას, რომ ამ ჩვენს
უმეტარს მარქსისტს კითხვა, ღვთის მადლით, სცოდნია და წაკითხულის გაგება-კი ღვთის
წყრომით, არა ჰქონია.
ამ სახით აშკარაა, რომ ვერაფერი სამსახური გაუწია ბატონ ჟორდანიას იმ ლექსიკონურმა
ფართო მნიშვნელობამ სიტყვის `ფინანსებისამ~, რომელსაც დაჰბღაუჭებია ჩვენი უმეცარი
მეცნიერი, როგორც წყალწაღებული ხავსსა, რაკი სხვა ილაჯი და ღონე არა ჰქონია... არ არის
ქვეყნიერებაზე არც ერთი ლექსიკონი, რომ ეს საყველპურო მნიშვნელობა `კაპიტალისა~ არ
აენიშნოს და მასთან ერთად მეცნიერულიცა, რამოდენადაც-კი ლექსიკონისათვის
მოსახერხებელია და მოსათავსებელი... ნუთუ, ბატონო ჟორდანიავ, აქაც წაკითხულის
გაგებაზეც მწყრალად ბრძანებულხართ, ნუთუ აქაც ნახტომი შეგშლიათ და ვერ გაგიგიათ, _
რას ნიშნავს სიტყვა `განსაკუთრებითი~? თუ გაგეგებათ, _ რატომ ყურს არ უგდებთ
თქვენსავე მოწმეს, რომელიც ასე აშკარად თქვენვე გამტყუნებთ. განა თქვენს წერილში, საცა
ჩვენებური ბანკი `ფინანსურ~ დაწესებულებათ მონათლეთ, სიტყვა `ფინანსები~ და აქედამ
`ფინანსიური~ ქუჩურ მნიშვნელობით იხმარეთ?
ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ვერც ამ ქუჩურმა მნიშვენლობამ გაგიყვანათ ფონსა და ვერაფერ ნავ-
ტიკად გამოგადგათ. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ სულელობაა კაცმა ბანკს `ფინანსიური
დაწესებულება~ უწოდოს მარტო იმის გამო, რომ ბანკს თავისი `ფინანსები~ აქვს, ესე იგი
ფულად გამოხატული ქონება.
ახლა ვნახოთ `განსაკუთრებითი~ მნიშვნელობა `ფინანსებისა~ რა ხეირს დაგაყრით, თუ
გონების თვალზე განგებ ხელს არ აიფარებთ. ჩვენო გერმანიაში ნასწავლო მეცნიერო და
დოქტორ-ფილოსოფოსო კირვალიძის უნივერსიტეტისავ.
`ფინანსები~ განსაკუთრებით ნიშნავს სახელმწიფოს და სხვა მმართველობათა შესავალ-
გასავალსაო, ამბობს თქვენი ლექსიკონი. ჩვენებურ ბანკსა სახელმწიფოს ან სხვა
მმართველობათა შესავალ-გასავალთან საერთო რა აქვთ? ჩვენებური ბანკი და იგი
დაწესებულება, რომელიც განაგებს სახელმწიფო შესავალ-გასავალს, ისე შორს არიან
ერთმანეთზე, როგორც უმეცარი ჟორდანია და მეცნიერი მარქსი. განა აშკარად ცხადი არ
არის, რომ იქ, სადაც `ფინანსიურ დაწესებულებაზე~ ლაპარაკობენ, მეცნიერული, ანუ
`განსაკუთრებითი~ მნიშვნელობა უნდა იგულისხმებოდეს უეჭველად. თუ ესეა, და ვინ
იტყვის, რომ ასე არ არისო, კაცს ხომ დიდი ლარი და ხაზი არ მოუნდება გამოიცნოს, რომ
ბატონი ნოე ჟორდანია ხელახლად იძლევა საბუთს ვიგულოთ იგი, ვითარცა მცურავი
უმეცრების ტბაში უმეცრებით გაბერილ ნავ-ტიკითა... დალოცვილი, ამისათვის რაღა
გერმანიაში მირბოდა? განა აქ-კი ვერ იშოვიდა ლექსიკონს, თუ მაინცდამაინც ლექსიკონის
წაკითხვის მეტი სხვა შნო და ლაზათი არა ჰქონია. გაუმარჯოს გერმანიაში გაბრძნობილს
მარქსისტს! ტაში მაგას
მე მაინც სამსახურს გავუწევ ამ ჩვენს მარქსისტს და ვაუწყებ, რომ არის ერთი თხზულება,
რომლის განსაკუთრებითი საგანი ფინანსებია და ფინანსიური დაწესებულებანი და ვურჩევ,
იქ ჩაიხედოს, თუ მართლა გაგება რისამე უნდა.
`ერთს გერმანელს სახელგანთქმულს მეცნიერს, ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორს
კ.გ. რაუს დაწერილი აქვს წიგნი, რომელსაც ჰქვიან `ძირითადნი დასაბამნი საფინანსო
მეცნიერებისა~... ყველგან, საცა კი რაუ ჰხმარობს ამ სიტყვას, იმ მნიშვნელობით ჰხმარობს,
რომ ფინანსების საგანი სახელმწიფო შესავალ-გასავალიაო და ფინანსურ დწესებულებად
ჰხადის მარტო გამგებლობას ფინანსებისას მთავრობის მიერ.
არც ერთგან რაუ საკრედიტო დაწესებულებას არამცთუ ფინანსურ დაწესებულებად არა
სთვის, არამედ ხსენებითაც არ იხსენიებს. საკრედიტო დაწესებულება რომ ბატონ ჟორდანიას
სიტყვისამებრ ფინანსიური დაწესებულება იყოს, ნუთუ რაუ ამას გაუჩუმდებოდა და ისე,
გაკვრით მაინც, არ მოიხსენებდა?
დიმიტრი ტოლსტოი, _ გვეუბნება ბატონი ჟორდანია, _ საკრედიტო დაწესებულებას
ფინანსიურ დაწესებულებად სთვლისო. არა გვგონია. ვთხოვთ ბატონ ჟორდანიას მოწყალება
მოიღოს და ამოგვიწეროს დიმიტრი ტოლსტოის თქმული. თუ დიმიტრი ტოლსტოი ბატონ
ჟორდანიასათვის უმეცრობით გატენილი არ არის, ჩვენ წინათვე დარწმუნებული ვართ, რომ
ჩვენს უმეცარ მარქსისტს აქაც წაკითხული ვერ გაუგია და ვერ მოუნელებია.
ახლა ვიკითხოთ: რა აქვს საერთო ჩვენებურს ბანკსა, ან ერთობ საკრედიტო დაწესებულებას
ფინანსიურ დაწესებულებასთან? განა აშკარა არ არის, რომ ვერც ამ `განსაკუთრებითმა~
მნიშვენლობამ `ფინანსებისამ~ უშველა ბატონ ჟორდანიას თავი გადაერჩინა იმ
იმეცრობისაგან, რომელიც მან აღმოაჩინა, როცა ჩვენებური ბანკი და ერთობ საკრედიტო
დაწესებულება `ფინანსიურ დაწესებულებად~ მოგვინათლა... ყველა-ყველა და განა
საკვირველი და ამასთან სასაცილო ამბავი არ არის: ბატონი ჟორდანია გერმანიაში იყო და იქ
ვერ დაუნახავს იმისთანა ბუმბერაზი მეცნიერებისა, როგორიც რაუა და აქ, ჩვენში კი
იმისთანა კაცს დაჰბღუჯებია, როგორც არავისგან ცნობილი დიმიტრი ტოლსტოია. იქ სპილო
ვერ დაუნახავს და აქ ჩვენში-კი მუმლიც ბუმბერაზად მოსჩვენებია. ესეც ერთი უტყუარი
ნიშანია მისი, თუ რა უკეთებია ბატონ ჟორდანიას გერმანიაში.

$. ერფურტის პროგრამა, რომელიც მითომდა სახელოვანის მარქსის მოძღვრებაზეა აგებული

თბილისის სასულიერო სემინარიაგამოვლილმა და გერმანიაში განათლებამიღებულმა ნოე


ჟორდანიამ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანასტასია თუმანიშვილისა და გიორგი
წერეთლისაგან გაზეთი `კვალი~ შეისყიდა, უფრო მეტად გააძლიერა გაზეთ `ივერიის~ და
მისი რედაქტორის ილია ჭავჭავაძის საქმიანობის განქიქება. იგი ცდილობდა დაემტკიცებინა
`ივერიის~ კონსერვატორობა და უვარგისობა, მისი უთავბოლობა, ერთ აზრზე
დაუდგომლობა, ხოლო თვითონ ილია ჭავჭავაძის უხეირობა, თავად-აზნაურობისათვის
მისი მხრიდან გუნდრუკის კმევადა სხვა ამისთანები.
ნოე ჟორდანია გაზეთ `ივერიისა~ და პირადად ილია ჭავჭავაძის მისამართით
გაქმოქვეყნებული წერილების შინაარსით ფაქტიურად შეუერთდა, შეერწყა ქართველ
საზოგადო მოღვაწეთა იმ ჯგუფს, რომელთაც უცოდინარობით, თუ სხვა მიზეზების გამო,
დაარსებიდანვე არ მოსწონდათ ქართული ბანკი, ვერ შეამჩნიეს ნამდვილი და ჭეშმარიტი
ნაკლი ქართული ბანკისა, ვერ გაითვალისწინეს, ტყუილებით მისდგნენ და ჯიჯგნა
დაუწყეს, ჰლამობდნენ ძირი და ხელი მოეთხარათ, მიწასთან გაესწორებინათ.
თუმცა, ნოე ჟორდანია აცხადებდა, რომ მე ილია ჭავჭაცაძეს პიროვნულად არ
ვუპირისპირდები, ჩემი ინტერესები მხოლოდ საზოგადოებრივიაო, მაგრამ ფაქტიურად მათ
შორის პოლემიკამ მეტად მწვავე ხასიათი მიიღო, საზოგადოებრივი ინტერესების საზღვრებს
საკმაოდ შორს გასცდა.
ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას მისამართით გამოქვეყნებულ წერილებში მას ჭოჭინაზე
შემდგარ უმეცარ მეცნიერად `ჩვენს მარქსისტად~ მოიხსენიებს, რომელიც მარქსისტი კი არა,
პამპულაა მარქსისა `ჟღარუნებით მორთულ კაბაში~. იგი ნოე ჟორდანიას `მარქსისტს და
ვეღარმარქსისტს~ უწოდებს, რომელიც `გერმანიაში გამობრძნებულა~, `გერმანიაში როგორც
ცარიელი წავიდა, იქიდან ისევ ისე ცარიელი მოვიდა~ და სხვა.
ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას უცოდინარობასთან (მას უნიჭოს, უმეცარს, ორთავიან,
ქარაფშუტას და ორპირს ეძახის) ერთად მის მედიდურობას, ბაქიაობას, თავის-თავის
დიადობით გამოჩენის თვისებასაც მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას.
მას რომ ჰკითხოთო – წერს ილია ჭავჭავაძე, _ გეტყვით, ყველაფერი ვიცი, ყველაფერს
ვხედავ რაც ჩემ გარშემო ხდება. მე განსაკუთრებული მისიით ვარ მოვლინებული ამ
ქვეყნად, ცხოვრების ახალი წესი (კაპიტალისტობა) უნდა ჩამოვაყალიბოო. კაპიტალისტები
რომ არ გაგვინაწყენდნენ, პირი არ გვიბრუნონ საჭიროა გლეხებს მამულები ჩამოვართვათ,
სოფელი გავაქალაქოთ და სხვა.
ყოველივე ეს ერფურის პროგრამიდან დაუზეპირებია ხუთი-ექვსი ფრაზა ნოე ჟორდანიას და
ჭიკჭიკებს ვინ დაუშლისო მითომ სახელოვანი მარქსის მოძღვრებაზე იყოს დაფუძნებულიო,
ასკვნის ილია ჭავჭავაძე:
`უმეცრობა და უვოცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ
ჭირზე უფრო ჭირია, ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, _ რაც არ იცის, იმაზე
სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უდოცინარობით ვერა სწვდება, იქ იგი
მეტიჩარობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის
ჭკუის და გონების და თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონ-დასწონს და ამნაირად თავის
საკუთარს აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ
საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და
საუბარსა.
ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისი-თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ
იკვეხის, თვითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავისი
ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მოირიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას
და ნეამეტნავად მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე
ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძენს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ
გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც
სამარცხვინო ოინებს ახლოაც არ ეკარება.
სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყნებოდის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო
უმეცარის კაცისთანა თამაში და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება
ქვეყნიერებაზე, და რამოდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც
უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული, მით უფრო თამამია, მით უფრო
კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ
დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ
გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულსავით
დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან სიტყვებს ჰხმარობს
უანგარიშოდ, განუკითხველად...
ამგვარ უვიცთა და უმეცართა შორის ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ჩვენში
ბატონმა ნოე ჟორდანიამ. მან სწორედ ამისთანა კაცად გამოიჩინა თავი, თუმცა-კი თავი დიდ
ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავისის-
თავის ქებითა. იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს
ღერძი გამოუცვალოს და თავისი ბრძანებისა და ნებისამებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა. ბევრი
ყოფილა და არის დღესაც ჩვენში უნიჭო და უმეცარი მწერალი და, სწორედ მოგახსენოთ, ესე
სრულად ნიჭმოკლებული, ესე უმეცრობის გაბედულებით გათამამებული და
გაკადნიერებული, როგორც ბატონი ნოე ჟორდანიაა, ჯერ არ გვინახავს. არახუნებს, რაც
ენაზე მოადგება და მამალსავით ჯერ თვალებს ჰხუჭავს და მერე ჰყივის, თითქო ენა
ადამიანს მარტო იმიტომა აქვს, რომ მოშლილ წისქვილსავით ჰფქვავს და ჰშოროს,
უნიჭობასა და უვიცობასთან ბატონ ნოე ჟორდანიას ის უნარიც ზედ შეჰკეცებია, რომ
ხორციელ თვალით დასანახავს საგანსაც-კი ხელში ამრუდებს, ასხვაფერებს და მსმენელს
თვალებს უბამს წინათ აკვიატებული აზრის გასატანად. ამას გარდა, სიტყვა-პასუხისათვის
იმისთანა განგებ გაბერილ ფრაზებსა ჰხმარობს, რომელიც ისე შორს უდგა საგანს, ისე არ
შეეფერება, რომ კაცს უკვირს, _ თქმული ბატონ ნოე ჟორდანიასი ბოდვაა
გონებადაბნეულისა, თუ ამაზე უარესი სხვა რამ ღვთის რისხვაა...
აქ გამოსაკიდებელი მარტი მისი ქადილი და თანხებია. ქვეყნის აშენებას გვიქადის ბატონი
ნოე ჟორდანია და მისნაირები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს, თითონ მამალსავით
შემჯდარა და იძახის: მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ძირს იყეფეთ და სოფელი აშენდებაო.
ამ იმედით ბრძანდებოდეს ბატონი ნოე ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან
ქვეყანა ააშენოს, მე წილს ნუღარ დამიდებენ, არ დავემდურები.
ბაქიაობა, კვეხნა, თავისის-თავის ქება და განდიდება უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ზემო
სართულში ყველაფერი თავისს ადგილას არ არის დალაგებული. თავისის-თავის მაქებარი
შორს მანძილს ვერ გაივლის მალე ჩააკეცინებენ მუხლში, როცა დაუფიქრდებიან და
შეატყობენ, რომ შიგ არა ყრია-რა...
...ვითმინე, ვითმინე და ბოლოს აივსო ფიალა მოთმინებისა. ვიდრე ბატონი ჟორდანია
გვიგალობდა ეგრეთწოდებულ `ერფურტის პროგრამიდან~ გაზეპირებულ ხუთ-ექვს
სტრიქონს, მე არა მენაღვლებოდა-რა, რადგანაც ვიცოდი, ქარის მობერილს ქარივე წაიღებდა.
რაც გინდ ბევრი ეჭიკჭიკნა, რომ არიქა, ბიჭებო, ღვთის მადლით ჩვენში კაპიტალისტობა
მობრძანდა, არიქა, მისდა სადღეგრძელოდ და სასუფევოდ სოფელი გავაქალაქოდ,
გლეხკაცობას მამულები ჩამოვართვათ, თორემ თუ პროლეტარიებად არ იქცნენ,
კაპიტალისტობა შემოგვწყრება, ჩვენში ფეხს ვერ მოიკიდებს და ეს პროგრესის ღალარი
იქნებაო და სხვა ამისთანა აბდაუბდა, _ მაინც ეს ამისთანა ჭიკჭიკი იმისთანა მერცხლისაგან,
როგორიც ბატონი ჟორდანიაა, ჩვენში გაზაფხულს ვერ მოიყვანდა. მე ეს კარგად ვიცოდი და
აინუნშიაც არ მომდიოდა. ვამბობდი, _ ამისთანა ბოდვას ვინ ათხოვებს ყურსა მეთქი.
ეს ის პროგრამაა, რომელიც მითომდა სახელოვანის მარქსის მოძღვრებაზეა აგებული და
რომელსაც ერთს დროს გერმანიაში, ცოტად თუ ბევრად, ავალა ჰქონდა და ეხლა-კი თავის
დრო მოჭამა და თავის პატრონს ჩაჰბარდა.
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   

   
   
   
   
   

   
   
   
   
   
   
   
    
     
    

    
    
    
    

   
   
   

You might also like