სამოტივაციო წერილი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

მოგესალმებით

მე გახლავართ ვასილ კაცაძე, პროფესიით ეკონომისტი. ძირითადად ვმუშაობ აღრიცხვა


ანგაირშგების კუთხით, თუმცა დამატებით სამუშაოდ ვასრულებ ელექტროობის სხვადასხვა
სახის სამუშაოებსაც. მაინტერესებს ენერგეტიკის დარგი, მათ შორის, განახლებადი
რესურსებით ენერგიის წარმოებას ვთვლი უმნიშვნელოვანეს საკითხად ადამიანის და
ზოგადად კაცობრიობის განვითარების, გარემოს დაცხის საკითხში.

საერთაშორისო საზოგადოება დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე, რაც ეხება


გარემოს დაცვას დაბინძურებისგან. ეს საკითხი ძალიან მაწუხებს და ხშირად ვფიქრობ
გზების ძიებაზე მის შესამცირებლად. ძირითად დამაბინძურებელ ნივთიერებებს
მიეკუთვნება ნავთობპროდუქტების წვისგან გამოყობილი სხვადასხვა ნაერთები, რისგანაც
დღესდღეისობით ვიღებთ ენერგიას. ნავთობპროდუქტები შეზღუდული რაოდენობითაა, და
მისგან აწარმოებენ მრავალი სახის ქიმიურ ნაერთებს. მისი გამოყენება საწვავად/ენერგიის
წყაროდ არარაციონალურია და დროის გასვლასთან და მარაგების შემცირებასთან ერთად
თანდათან შემცირდება. ენერგიის წყაროდ მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნეს
განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორებიცაა ქარისა და მზის ენერგია. როგორც
სტატისტიკური მონაცემებიდან ვიცი, მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა
მცირედით ძვირია კილოვატსაათზე გადაანგარიშებით, თუ მას ჰიდროელექტროსადგურების
და ბირთვული სადგურების გამომუშავებულ ენერგიის ღირებულებას შევადარებთ, მაგრამ
შეგვიძილია აღვნიშნოთ, რომ ყველაზე უსაფრთხოა და პრაქტიკულად არანაირ ზიანს არ
აყენებს გარემოს, განსხვავებით ჰიდროელეტროსადგურებისა, რომელსიც სხვადასხვა სახის
ცვლილებებს იწვევს გარემოში. ატომური სადგურების ექსპლოატაციაც გარკვეულ
რისკებთანაა დაკავშირებული, გვახსოვს უკრაინისა და იაპონიის მაგალითები, თუ რა მძიმე
შედეგები მივიღეთ ამ სადგურების ავარიის შედეგად.

გარკვეული წარმოდგენა მაქვს მზის პანელებით როგორ ვიღებთ ელექტროენერგიას. ჩემს


ბიძაშვილს ქალაქ ქუთაისში აქვს დამონტაჟებული 3 კილოვატიანი მზის პანელები, რომლის
მონტაჟში მეც ვიღებდი მონაწილებას და გავერკვიე სისტემის მუშაობის პროცესში.

მაინტერესებს ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება. მეტის გაგება განახლებადი რესურსებით


ენერგიის მიღების ტექნოლოგიების შესახებ.

You might also like