Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული

ფაკულტეტი

საგანი: სისხლის სამართლის კერძო პირველი ნაწილი

ლექტორი: პროფ. მაია ივანიძე

სასემინარო ჯგუფის ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი თემურ ცქიტიშვილი

ბილეთი #2

თეორიული საკითხი (10 ქულა)

იმსჯელეთ და ერთმანეთისგან გამიჯნეთ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული შემადგენლობა (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 115-ე მუხლით
გათვალისწინებული შემადგენლობა (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

კაზუსი #1 (10 ქულა)

ქალს, რომელიც მშობიარობიდან გამომდინარე ტკივილების გამო იმყოფებოდა


ფსიქოტრამვირებულ მდგომარეობაში, ქორწინების გარეშე შეეძინა შვილი, რის გამოც იგი
კიდევ უფრო განერვიულდა. ამასობაში, ახალდაბადებულ ბავშვს აღენიშნებოდა სუნთქვის
პრობლემები და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარების გაწევა. თუმცა, დედამ
ტირილით აუხსნა თავისი მდგომარეობა იქ მყოფ ორ ექიმს და დაჟინებულად სთხოვა მათ,
რომ არაფერი ეღონათ ახალშობილის გადასარჩენად. ექიმებს შეეცოდათ ახალგაზრდა ქალი,
გულთან მიიტანეს მისი თხოვნა და არაფერი იღონეს ახალშობილის გადასარჩენად,
მიუხედავად იმისა, რომ მათ თავის მხრივ კარგად იცოდნენ, რომ დროული სამედიცინო
დახმარების აღმოუჩენლობის გამო, სუნთქვის უკმარისობით, ახალშობილი უახლოეს
წუთებში აუცილებლად გარდაიცვლებოდა. მართლაც, ახალშობილი რამდენიმე წუთში
უჰაერობის გამო გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზით დადგინდა, რომ დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში
ახალშობილი გადარჩებოდა.

კითხვები: დააკვალიფიცირეთ დედის ქმედება; დააკვალიფიცირეთ ექიმების ქმედება.

კაზუსი #2 (10 ქულა)

1
ვანო გეჯაძე და ჯემალ კაკაურიძე იმყოფებოდნენ ერთ-ერთ რესტორანში თავიანთი საერთო
მეგობრის - გურამის დაბადების დღეზე. ვანო ადრინდელი წყენის გამო ვერ იტანდა ჯემალს,
რის გამოც ყოველთვის ალმაცერად უყურებდა მას და მხოლოდ გურამის ხათრით იკავებდა
თავს, რომ კაკაურიძისათვის არაფერი ეკადრებინა. თუმცა, როდესაც შეზარხოშდნენ,
კაკაურიძემ სუფრაზე ხალხის თვალში თავის მოსაწონებლად დაიწყო თავისი ისტორიების
მოყოლა, რის გამოც ვანო განრისხდა, გაახსენდა რა ძველი წყენა და გადაწყვიტა, რომ
ახლავე, ხალხის თვალწინ „ესწავლებინა ჭკუა“ მისთვის. თან ვანომ კარგად იცოდა, რომ
კაკაურიძე ძალიან თავმოყვარე და მგრძნობიარე ადამიანი იყო, რის გამოც მისი ქმედება
ძალზედ დამთრგუნველად იმოქმედებდა მასზე, თუმცა ეს სულაც არ ადარდებდა, პირიქით
მას სიამოვნებას მოჰგვრიდა კაკაურიძის გამწარება და ჭკუიდან გადაყვანა. ამიტომ, მან
მოულოდნელად, ხმამაღალი ტონით მიმართა მას და გაახსენა მის მიერ წლების წინ
ჩადენილი ამორალური საქციელი. კაკაურიძემ კი უთხრა, რომ ახლა, საზოგადოების
თვალწინ, ამ თემაზე საუბარი არ იყო მიზანშეწონილი და მოგვიანებით განეხილათ ეს
საკითხი. თუმცა, ვანო თავისას არ იშლიდა და უთხრა, რომ ახლავე უნდა გადაწყვეტილიყო
ყველაფერი. მათ შორის დაწყებული უთანხმოება მალევე გადაიზარდა სიტყვიერ
დაპირისპირებაში, რა დროსაც ვანომ უშვერი სიტყვებით შეაგინა დედის მისამართით და
ღვინო შეასხა სახეში. რის შემდგომაც, შეურაცხყოფილი და ღირსებაშელახული კაკაურიძე
უკანმოუხედავად გაიქცა სუფრიდან და გავიდა ქუჩაში. იგი უპირველესად თავს გრძნობდა
ღირსებაშელახულად და პატივაყრილად ვანოს მიერ მის მიმართ განხორციელებული
პირადი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო. იგი ფიქრობდა, რომ თავი
აღარ გამოეყოფოდა საზოგადოებაში, რის გამოც გადაწყვიტა, სიცოცხლის
თვითმკვლელობით დასრულება. ამ დროს მას შემთხვევით შეხვდა თავისი მეგობარი
გურამი, რომელსაც აუხსნა თავისი მდგომარეობა და სთხოვა, რომ თავის მოსაკლავად მიეცა
იარაღი. გურამი ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს კაკაურიძემ მაინც დაითანხმა დაჟინებული
თხოვნით და გურამმა გადასცა კუთვნილი იარაღი, რომელიც მიიდო საფეთქელთან და
ხელის კანკალით გამოჰკრა ჩახმახს, თუმცა ტყვია არ გავარდა. რის გამოც იგი კიდევ უფრო
შეშფოთდა და განერვიულებულმა, რომ მას ბედი არაფერში ჰქონდა, ნერვიულად დაიწყო
იარაღის შემოწმება, რა დროსაც გამოეკრა თითი სასხლეტს და იარაღიდან მოულოდნელად
გავარდნილი ტყვია მოხვდა ქუჩაში გამვლელს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. რის
შემდგომაც თავზარდაცემულმა კაკაურიძემ და შეშინებულმა გურამმა დატოვეს შემთხვევის
ადგილი.

კითხვები: დააკვალიფიცირეთ ვანოს ქმედება; დააკვალიფიცირეთ კაკაურიძის ქმედება;


დააკვალიფიცირეთ გურამის ქმედება.

You might also like