Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

XX-საუკუნის იდეოლოგიები

(შედარებითი ანალიზი)

დღეს ჩვენი განსახილველი თემაა მე-20 საუკუნის იდეოლოგიები , როგორიცაა;


ფაშიზმი, ნაციზმი, ბოლშევიზმი, დემოკრატია, სიონიზმი. მოცემული თემის მიზანია
განვიხილოთ აღნიშნულის , როგორც მსგავსებები ისე განსხვავებები და შევქმნათ
საერთო სურათი წარმოდგენილი იდეოლოგიებისადმი.

ფაშიზმი - პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა პირველი


მსოფლიო ომის შემდეგ. იტალიაში ფაშისტური იდეოლოგია განვითარდა და
გავრცელდა ბენიტო მუსოლინის მიერ. „მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო
ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია
ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა
მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების
განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი
მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი
სახელმწიფოს წინააღმდეგ“
იტალიური ფაშიზმის დიდი გავლენით ჩამოყალიბდა და განვითარდა
ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის იდეოლოგიაც. თუმცა ნაციზმი,
ფაშიზმისგან განსხვავებით, მკვეთრად გამოხატული რასისტული და ანტისემიტური
განწყობით გამოირჩეოდა.

„ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა


გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ
იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური
ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი
ლიდერი.
ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის
რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ
ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა.

შესაბამისად, ფაშიზმსა და ნაციზმს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ


გერმანელი ნაცისტები ავითარებდნენ ნაციონალისტურ ელიტიზმს, რომელიც, თავის
მხრივ, რასიზმს ემყარებოდა, იტალიელი ფაშისტებისთვის კი უზენაესი ღირებულება
სახელმწიფო იყო.
ბოლშევიზმი არის პოლიტიკური მოძრაობა და იდეოლოგია, რომელიც
წარმოისვა 1903 წელს ლონდონში მიმდინარე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული
მუშათა პარტიის(რსდმპ) „ბოლშევიკურ“ და „მენშევიკურ“ნაწილებად ანუ
ფრაქციებად გაყოფის დროს. ბოლშევიკები(უმრავლესობა) მიზნად ისახავდნენ
კაპიტალისტური, ბურჟუაზიული სახელმწიფოს მოსპობას, უარს ამბობდნენ ამ
სახელმწიფოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და ღიად უარყოფდნენ
დემოკრატიას.მხარს უჭერდნენ შეიარაღებული გზით სახელმწიფო ძალაუფლების
მიტაცებას , დიქტატურის დამყარებას, კერძო ქონების ნაციონალიზაციას (ანუ კერძო
ქონების სახელმწიფო ქონებად გადაქცევას).
ბოლშევიკური იდეოლოგიის ძირითადი დებულებები ასახულია ვლადიმერ
ლენინის და მისი პარტიული თანამებრძოლების შრომებში , რომლებიც თავის მხრივ
ეყრდნობოდა კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის კომუნისტურ შეხედულებებს.
ბოლშევიზმი ქადაგებდა მსოფლიო რევოლუციის და ინტერნაციონალიზმის
იდეებს, პროლეტარიატის მსოვლიო ბატონობას გლეხობასთან ერთად და სხვა
კლასების; კაპიტალისტების, მემამულეების, მდიდარი გლეხების(კულაკების),
ინტელიგენციის მაღალი ფენების, არმიის ოფიცრების და პოლოციელების მოსპობას.
ბოლშევიზმის ერთ-ერთი ცენტრალური იდეა იყო ანტიგონისტური, ანუ
შეურიგებელი კლასობრივი ბრძოლა და ასეთ შეხედულებებს მრავალი მილიონი
ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სიონიზმის დოქტრინა დაახლოებით 2500 წლის წინ ფანატიკოს იუდეველთა
შორის ჩაისახა. სიონიზმის იდეოლოგიური დოქტრინა იუდაიზმის დოგმებს ეფუძნება.
იუდაიზმის პოლიტიზირებული დოგმატები „ღვთივრჩეულობის“, მესიანიზმის და
„განსაკუთრებულობის“ შესახებ წარმოადგენს სიონიზმის მთავარ ამომავალ პრინციპებს.
სიონიზმის იდეოლოგები თვლიან, რომ „ებრაული საკითხი“ არის „მარადიული“,
„განსაკუთრებული“ და ზეკლასობრივი საკითხი.
სიონიზმის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს
განვრცობა სოლომონ მეფის დროინდელ ე.წ. „დიდი ისრაელის“ საზღვრებამდე.
სიონიზმის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად რჩება ეროვნულ–განმათავისუფლებელი
მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლა.
სიონიზმის მთავარ ხელმძღვანელ და მაკოორდინირებელ ცენტრს წარმოადგენს მსოფლიო
სიონისტური ორგანიზაცია (მსო) და ებრაული სააგენტო ისრაელისთვის. ეს უკანასკნელი,
უმთავრესად, დაკავებულია ებრაელთა ისრაელში იმიგრაციით და წარმოადგენს მსო–ს
ისრაელის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში.
მსო–ს უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს მსოფლიო სიონისტური კონგრესი. მსო–ს
აღმასრულებელი კომიტეტი შედგება ორი განყოფილებისგან – ნიუ–იორკსა და
იერუსალიმში. მსო მართავს და აკონტროლებს სიონისტურ ორგანიზაციებს 60–ზ მეტ
ქვეყანაში. უმსხვილესი სიონისტური ორგანიზაციებია:
ქალ სიონისტთა მსოფლიო ორგანიზაცია, ყოველთა სიონისტთა მსოფლიო ფედერაცია,
მსოფლიო სიონისტური მუშათა მოძრაობა, ამერიკის სიონისტური ორგანიზაცია.
სიონიზმი ტერმინი „სიონიზმი“ უკავშრდება იერუსალიმში მდებარე სიონის მთას
(ივრითზე), რომელიც „წინასწარმეტყველთა წიგნებში“ იუდაიზმის ცენტრად განიხილება.
ამასთან, ისრაელის მიწა (ერეც ისრაელ) ხშირად იხსენიება „სიონის ქალწულად“, ხოლო
ებრაელი ხალხი – „სიონის ვაჟად“.
სიონიზმის იდეოლოგია აერთიანებს სხვადასხვა მიმდინარეობებს, მათ შორის, მემარცხენე–
სოციალისტურ და ორთოდოქსულ–რელიგიურ მიმდინარეობებს.
ბაბილონის ტყვეობის დროიდან „სიონი“ ებრაული დიასპორისთვის დაკარგული
სამშობლოს სიმბოლოდ იქცა.
მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ეს სემანტიკა გამოყენებულ იქნა „პალესტინოფილურ“
მოძრაობაში – „ხოვევეი ციონი“.
უშუალოდ ტერმინი „სიონიზმი“ ხმარებაში დაამკვიდრა სიონიზმის ერთ–ერთმა ადრეულმა
თეორეტიკოსმა, „აჰუდატ ისრაელის“ და „იდიშიზმის“ ორთოდოქსულ–რელიგიური
მოძრაობის ლიდერმა, ნათან ბირნბაუმმა. პირველად, ეს ტერმინი 1890 წელს გახმოვანდა
ბირნბაუმის რედაქტორობოთ გამომავალ ჟურნალში .

სიტყვა „დემოკრატია“ მომდინარეობს ბერძნულიდან. „დემოს“ ნიშნავს


„ხალხს“, ხოლო „კრატოს“ „მმართველობას“. დღესდღეობით დემოკრატია ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული და გავრცელებული იდეოლოგიაა, რომელიც აქტიურ განვითარებას
იწყებს მეოცე საუკუნიდან.კაპიტალიზმის კრიზისმა და არნახულმა სოციალურმა
უსამართლობამ, რამაც მე-20 საუკუნის პირველ ნახავარში მთელი დასავლური
სამყარო მოიცვა, დარტყმა მიაყენა განმანათლებლობის ეპოქიდინ ჩანჩალით, მაგრამ
მაინც წინ მოსიარულე დემოკრატიულ იდეალებს. ბუნებრივია, ისეთ
მდგომარეობაში, რა დროსაც მძინვარებდა ეკონომიკური კრიზისი, შიმშილი და
უიმედობა, ევროპაში ნაკლები ნდობა გაჩნდა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი
ან იდეალებისადმი. სამაგიეროდ, მეტი მოთხოვნილება გაჩნდა ძლიერი
ლიდერებისადმი, რომლებიც თავიანთ ხალხს ამ სტრესიდან და იმედგაცურებიდან
გამოიყვანდა. ამ ფონზე, ევროპაში ცხადია ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა ისეთი
ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წესრიგების გაძლიერებისათვის, როგორებიცაა
მაგალითად დიქტატურა, ტოტალიტარიზმი ავტორიტარიზმი და ა.შ. ამ კონტექსტში,
ფაშიზმიც თავის მხრივ ამგვარი სოციალური კატასტროფის შედეგად გამოიკვება და
მზა იდეოლოგიურ თუ პოლიტიკური პროდუქტად წარსდგა საზოგადოების წინაშე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხდება ევროპის და ზოგადად დასავლეთის ხელახალი


პოლიტიკური და კულტურული რეკონსტრუქცია, რა დროსაც დემოკრატია, უფრო
სწორად თანამედროვე დემოკრატია განიცდის აღზევებას . მეორე მსოფლიო ომის
შემდგომ დროინდელი ევროპული დემოკრატია ორ ძირითად ღირებულებას
დაეფუძნა: თავისუფლებასა და თანასწორობას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო
გარკვეული იდეოლოგიური სინთეზი სოციალიზმისა და .პოლიტიკური
ლიბერალიზმის.  შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა დასავლეთ ევროპული
სახელმწიფო ახდენდა ამ სინთეზის ერთმანეთისაგან იმიტაციას და ამ გზით
დემოკრატია გახდა ყველაზე პოპულარული მმართველობის ფორმა.

ნოდარ ჩუბინიძე 5/20/2020

You might also like