ლექცია 3-2 ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის წყაროები, 2 - დოკუმენტები (პრეზენტაცია) PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 59

თემა: ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის

წყაროები II (დოკუმენტები)

საისტორიო და იურიდიული დოკუმენტები (საბუთები /სიგელ-გუჯრები).


მათი მნიშვნელობა ქართული სალიტერატურო ენის ისტორიისათვის.
ისტორიულ დოკუმენტთა ენობრივი თავისებურებანი.

საგანი: ქართული სალიტერატურო ენის ისტორია


ლექტორი: პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
2020
დოკუმენტების შემსწავლელ დარგს დიპლომატიკა
ანუ სიგელთმცოდნეობა ჰქვია.

• დოკუმენტები იყოფა ორ ჯგუფად:


• იურიდიული ხასიათის დოკუმენტები: (აქტები. ლათ.Actum)
• არაიურიდიული ხასიათის დოკუმენტები (კერძო ნუსხები, ეპისტოლეები. . .)

ქართულ ხელნაწერთსაცავებში დაცულია 100 000-მდე ქართული დოკუმენტი.


ისინი ინახება:
• კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტში ((https://manuscript.ge/ )
• საქართველოს ეროვნულ არქივში https://archive.gov.ge/
• საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში
• ქართული და აღმოსავლური დოკუმენტების დედნების მდიდარიკოლექციები თავმოყრილია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში (Ad, Hd, Sd, Qd; Ard; Pd; Turd)

• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველი საისტორიო დოკუმენტების


ფონდებში (ფ.1448; ფ.1452; ფ.1452).

• საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში

• საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში: ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში,


თელავში;

აგრეთვე საზღვარგარეთ -
იერუსალიმის, ათონის და სინას მონასტრებში, თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთის სიძველეთსაცავე
ბში.
ქართული დოკუმენტების შესწავლა XIX საუკუნეში დაიწყო და დღემდე
გრძელდება

• მ.ბროსე, დ.ბაქრაძე, ალ.ხახანაშვილი, თ. ჟორდანია. ე. თაყაიშვილი, ივ. ჯავახიშვილი,


ს. კაკაბაძე, ა. შანიძე, ი. დოლიძე, ნ. შოშიაშვილი, ვ. სილოგავა და სხვ.
• განსაკუთრებით დიდია ივანე ჯავახიშვილის დამსახურება ამ საქმეში.
• მისმა ნაშრომმა: „ქართული სიგელთმცოდნეობა, ანუ დიპლომატიკა“(1926 წ.
//თხზულებანი თორმეტ ტომად - ტომი IX), შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი ჩაუყარა ქართულ
მეცნიერულ დიპლომატიკას.
ძირითადი გამოცემები:

• ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი (I ტომი 1984წ) - ტომი IV ( 2016 წ)


• ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5221
• საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა https://wikisource.org/wiki/1984_-
_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1
%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%94%E1%83%
91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98_-
_%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98_I

• ვ. სილოგავა, სვანეთის წერილობითი ძეგლები ორ ტომად (X-XVIII სს.): ისტორიული საბუთები და

სულთა მატიანეები ( 1986 ) ; კორიდეთის საბუთები (X-XIIIსს.) ( 1989)

• ”ქართული მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან”, დარეჯან

კლდიაშვილის რედაქციით, თბ., 2011.

• მოხატული ისტორიული საბუთების კორპუსი http://illuminateddocument.ge/


• „ ყოველ განათლებულ ადამიანს კარგად მოეხსენება ის უაღრესი მნიშვნელობა,
რომელიც საბუთებს როგორც პოლიტიკურ-კულტურული, ისევე სამართლისა,
ეკონომიკური თუ ხელოვნების ისტორიისათვის აქვს. წყაროთა არცერთი დარგი არ
შეიცავს იმდენად უხვსა და მრვალმხრივ ცნობებს, რაოდენიც ჩვენ საბუთებში
გვხვდება“.

• ცხადია, ქართულ საისტორიო და იურიდიულ დოკუმენეტებს უაღრესად დიდი


მნიშვნელობა აქვს ქართული ენის, კერძოდ, ქართული ენის ისტორიული
დიალექტოლოგიის კვლევისათვის.
ცოტა რამ საბუთების შესახებ
ივ. ჯავახიშვილი „ქართული სიგელთმცოდნეობა, ანუ დიპლომატიკა“(1926 წ.)

• რაობა, დანიშნულება, კლასიფიკაცია


• ტერმინები
• საწერი მასალა
• შედგენის პროცესი
• საბუთის ნაწილები
• შემდგენელ/დამწერელ-გარდამწერელნი
• და სხვ.
დოკუმენტები იწერებოდა:
• ეტრატზე
• ქაღალდზე
• ქვაზე
• ხეზე
• ლითონზე
• ხელნაწერთა აშიებზე
• ხელნაწერთა თავისუფალ გვერდებზე და სხვ.
ტერმინები
• დოკუმენტის (საბუთების) აღმნიშვნელი ძველი ქართული ტერმინებია:
• სიგელი ( მეფეთა მიერ ბოძებული საბუთები)
• გუჯარი ( იგივე გუჯარიც მე-15 საუკუნიდან)
• სიგელ-გუჯარი
• დაწერილი (სხვა პირთა მათ შორის, საეკლესიოც)
• წიგნი ( ზოგადი, ყველასი და ყოველგვარი საბუთი)
• ჴელითწერილი
• ბარათი ( საბა: სხუათა ენაა. მცირე ნაწერს ჰქვიან. ქართულად ავთრათი
ეწოდების). ფულისა და გადასახადის აღების უფლების მიცემის საბუთი
• ქარტა
• ჴელი
(იშვიათად პიტაკი ( ოქრობეჭედი χς, იარლაყი/იარლუყი ( მონღოლთა ბატონობის დროს), რაყამი
( არაბული - წერილი, ნაწერი..)
საბუთი
• ახალ ქართულ სამწერლობო ენაში ყველაზე მეტად გავრცელებული ტერმინი საბუთი მე-18
საუკუნემდე არ ჩანს ნახმარი (ამ სიტყვის განმარტება არ არის შესული სულხან-საბას ლექსიკონში).

• 1781 წლის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის სიგელი: „მომჩივანი ვალაპარაკეთ და ამათი


საბუთები გავსინჯეთ“

• 1790 წ. – „ უძლიერესი საბუთი ეს უფროა, რომ ქალაქის დავთარი ვნახეთ და ასე ეწერა...“

• 1819-1820 წ (გ. ავალიშვილის „მგზავრობა“) „...წარუდგინნეს წერილითა სიმართლენი ანუ საბუთნი


თჳსნი მესამესა მსოფლიოსა უწმიდესსა კრებასა, ეფესოს შინა ყოფილსა“
• საბუთი - არაბული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს წიგნში, დავთარში შეტანას, ოქმის
შედგენას, ოქმს.
შინაარსის მიხედვით საბუთებს სხვადასხვაგვარი სახელი ჰქონდათ

ა) სახელმწიფო სამართლის ძეგლები


• წიგნი სამეფო/ წიგნი მეფისაჲ/ ბატონის წიგნი
• ბრძანებაჲ ( სამეფო ბრძანებაჲ)

• განრიგების წიგნი//დასტურლამა ( მოხელეთა უფლება-მოვალეობები)


„ დასტურლამა - სპარსული სიტყვაა და რეგლამენტს, განრიგებას, სამდივნო წიგნს ნიშნავს“

• გაჴნსითი/აჴსნითი (უფლებრივი დამოკიდებულებისაგან განთავისუფლების საბუთი) „ მისცა ქართველთა


პროტრეპტიკონი, რომელ არს გაჴსნითი, რათა თჳთ მათისა საზღჳრისა ეპისკოპოსთაგან ჴელნი დაესხმოდიან ჟამადჟამადსა
კათალიკოსსა ქართლისასა_ ( ეფრემ მცირე, უწყებაჲ მიზეზთა ქართველთა მოქცევისაჲ...)

• წყალობის წიგნი
• მიცემულობის წიგნი

• დავთარი (შემოსავლების ან ბეგარის აღწერის წიგნი), იხმარება მონღოლთა ბატონობის დროიდან

• მოსაჴსენებელი ( ყურადღების მისაქცევად ან გახსენებისთვის დაწერილი საბუთი , მაგ. ეფრემ მცირის


„მოსაჴსენებლი იოანე ქსიფილინოსისა მეფისა ალექსის მიმართ“ -
• მოსაჴსენებელი = დღევანდელი მემორანდუმი
ბ) სამართლის საბუთები
• სიგელნი მკჳდრობიასანი • ყმობის წიგნი/ საპარტონყო წიგნი
• წიგნიბ) სამართლის
სიმტკიცისაჲ საბუთები • მზითვის წიგნი
• წიგნი განსატევებელი • ნაშვილებობის წიგნი
• სიგელი შეუვალობისაჲ • ძმობის წიგნი/შეყრილობის წიგნი/
• თარხნობის წიგნი/სიგელი/აზატობის წიგნი (ერეკლე • ამხანაგობის წიგნი
მეორის სიგელი: „ესე აზატობის წიგნი გიბოძეთ; • ნასყიდობის წიგნი/გაცვლილობის წიგნი
გაგვითარხნებიხართ“
• შეწირულობის წიგნი/
• გარდაწყვეტილების წიგნი/ფარვანა (სასამართლო
• სააღაპო წიგნი
განაჩენის შეცველი საბუთი) (XV ს. - მეფეთა -მეფეთა სუიმონ
გიბოძეთ ესე გარდაწყვეტილების ფარვანა“ • ოქმი ( კერძო პირთათვის დაწერილი საბუთი (იესე ოსესშვილი „ ან
სიგელს დაუწერდი ვისმე, ან ოქმსაო“)
• განაჩენი (1620 წ: „დავსხედით სასამართლოდ... სარჩელი
და საჩივარი ორთავესი გავიგონეთ... დაიწერა განაჩენი ესე“ • ანდერძის წიგნი ( დავით აღმაშენებლის ანდერძები შიოღვიმის
• მიჯნების გასწორების წიგნი და გელათის მონასტრებისთვის“ „ ბერმან არსენი მიბძანა ამის ანდერძისა
დაწერაჲ)
• შენდობის წიგნი
• თამასუქი ( ვალის აღების და დაბრუნების პირობა)
• საშუამავლო წიგნი
• თამასუქი არაბულია. მე-18 საუკუნემდე იმავე
• სათავდებო წიგნი
მნიშვნელობით იხამრებოდა „ვალის წიგნი“
• საფიცრის წიგნი /ფიცი და პირობა
• პირობის წიგნი/აღთქმის წიგნი
გ) კერძო ხასიათის საბუთები

• წიგნი ვედრებისაჲ

• მოკითხვის წიგნი

• მიჯნურობის წიგნი

• საწუეველი წიგნი

• გლოვის წიგნი/ სამძიმრის წიგნი ( იესე ოსესშვილი: „გაჭირვების ჟამს თავს იმით ვირჩენდი,
რომ ზოგს სამძიმრის წიგნი დაუწერე და იმით ვაამე...“)
საბუთების შედგენა

• საბუთის შემდგენელს მწიგნობარი, მდივან-მწიგნობარი ან დამწერი ერქვა. სამეფოში


მოღვაწე მწიგნობრების საქმიანობას მწიგნობართუხუცესი განაგებდა.

• „ზეპირით კანანახობა“ - საბუთის კარნახით შედგენა

• „დანუსხვა“ - საბუთის საკუთარი ხელით დაწერა

• „დედაჲ და გარდანაწერი“
„დანუსხვილი და კაიხელადდაწერილი“
„ დედაჲ ( პირმშო ნუსხა) და გარდანაწერი ( ასლი)
საბუთების შედგენის წესი

• საბუთების შედგენისთვის საგანგებო წესები რომ არსებობდა, ამას პირდაპირ მოწმობს

ბაგრატ მეოთხის1058 წლის სიგელი:

• „ და თქუენ ქრისტეს მიერ გიორგი ქართლისა კათალიკოზმან და წმიდათა მღდელთმოძღუართა


დაწერილი ესე ჩუენი დაამტკიცეს ვითა წესი არს, წყევლანი და შეჩუენებანი დაწერენით ვითა უქციოს
და შეუცვალოს“

• არსებობდა გარკვეული ე.წ. სტანდარტული (ტრაფარეტული) ფრაზები:


• „ დაიწერა ბრძანებაჲ და სიგელი ესე ჩუენი;
• აწ ვინცა ჰნახოთ ბრძანებაჲ და სიგელი ესე ჩუენი,,“

• საინტერესოა, წყევლანი და შეჩუენებანი = კრულობითი მოწმობანი


საბუთის ნაწილების აღმნიშვნელი ტერმინები

• თავი/სიგლის თავი , რომელიც რამდენიმე სტანდარტული ნაწილისგან შედგებოდა:


• დასაწყისში დასმული იყო ქანწილი ( ქრისტეს სიმბოლო)
• ტექსტი იწყებოდა სიტყვებით „სახელითა ღმრთისაჲთა..,“რასაც მოსდევს ცნობა
სიგელის მომცემის პიროვნების შესახებ
• ვედრება, ქებულება, დიდებისმეტყველება (მეოხებითა/ შეწევნითა/შუამდგომლობითა...)
• სახელდება და წოდებულება
„სახელითა ღმრთისაჲთა მე თამარ ბაგრატუნიანმან ნებითა ღმრთისაჲთა აბხაზთა და ქართველთა,
რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა
და დასავლეთის თვითმპყობელმან...“( თამარის 1189 წლის სიგელი)

• საბუთის ძირითად ნაწილშიც (თხრობა/მბობა ) გარკვეული სტანდარტული მონაკვეთები


გვხვდება.
• სტანდარტიზირებული ჩანს საბუთების ბოლო მონაკვეთიც ( ბრძანება,

ბრძანებული, განგებული) , რომელშიც ცალკე გამოიყოფა ე. წ. ჯერჩინების

ნაწილი

• შეუვალობა,

• წყევლანი და შეჩუენებანი

• ჴელრთვა/ ჴელისრთვა (საბუთის დამწერის ხელმოწერა)

• დამტკიცება/ დაბეჭდვა „ ჴელითა ჩემითა დამიმტკიცებია“, „მტკიცე არს“

• (თარიღი)
დაბეჭდვა და ჴელრთვა

• საბუთების დაბეჭდვა თანხმობისა და დამტკიცების ნიშნად სპეციალური ბეჭდის


გამოყენებით ხდებოდა („დავწერე წიგნსა შინად და დავბეჭდე“)

• ბეჭედი - საქართველოში მეფეებს და დიდებულებს თავიანთი ბეჭედი ჰქონდათ.


გავიხსენოთ „შუშანიკის წამება“ :„ჯაჭვი ესე, რომელი ედვა ქედასა მისსა დაჰბეჭდა ურჩულომან
ვარსქენ ბეჭდითა თჳსითა“

• საბეჭდავები / ბეჭდები სხვადასხვა ფორმის და ზომის იყო ( ზოგი თითზე წამოსაცმელი/


თვალედი ბეჭედი): ყმაწვილის გონება „ ვითარცა ცვილი საბეჭდავსა, ესე მიიღებს სწავლულებასა“ ( გიორგი
ხუცესმონაზონი)

ენამ ნელ-ნელა მოახდინა დიფერენცირება: საბეჭდავი - საბუთის დასამტკიცებელი ბეჭედი (ლათ.sigilum,


ბერძ. iς) და ბეჭედი - სამკაული ( იხ. საბას ლექსიკონი)

შდრ.: ლათ. anulus , ბერძნ. ς


ჴელრთვა
• ჴელრთვა — ქართველ მონარქთა, პატრიარქთა და დიდებულთა
კალიგრაფიული ხელმოწერა.

• მეფის ხელს "საუფლოი ჴელი" ეწოდებოდა.

• ძველ ქართულ ისტორიულ საბუთებზე მოთავსებულ ქართველ მეფეთა


ხელრთვებს XI საუკუნიდან ვხვდებით.

• შედარებით მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი XI-XIII საუკუნეების მეფეთა


ხელრთვები, ხოლო XIV-XVIII საუკუნეებიდან ბაგრატიონთა ავტოგრაფიული
ხელრთვები დიდი რაოდენობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.

• შემონახულია დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ლუარსაბ II-ისა და


სოლომონ II-ის ხელრთვები.

• მეფე დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) დამტკიცება და ხელრთვა


შემონახულია ორ ძველ ქართულ წერილობით ძეგლზე - დავით
აღმაშენებლის ანდერძზე შიომღვიმის მონასტრისადმი და სინას მთის წმინდა
ეკატერინეს მონასტრის ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერზე.
1902 წელს სინას მთაზე იყვნენ ნიკო მარი და ივანე
ჯავახიშვილი.
დავით აღმაშენებლის ხელნაწერი სინას მთის
საბუთებში აღმოჩნდა.
მისი ფოტო გადაიღო ნიკო მარმა.

ფოტოზე დოკუმენტი ივანე ჯავახიშვილს უჭირავს


ხელში.
დავით აღმაშენებლის
ანდერძი შიო მღვიმის
მონასტრისადმი
(1123/1124), რომელსაც
თავსა და ბოლოში ჰქონდა
დართული მეფის
ავტოგრაფული მინაწერი -
ხელრთვა

„ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე,


დავითს, მიწყიეს“.

„ქ. სიმტკიცეო ყოველთაო


ღმერთო, დაამტკიცე, მტკიცედა
უქციე“.
• ამ საბუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლისა და დიპლომატიკის ისტორიისათვის
და მასში, ბევრ სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, დაცულია ცნობა ძმების, ძაგან და
მოდისტოს აბულეთისძეების მეფესთან მტრობის შესახებ.

მეოცე საუკუნის დასაწყისამდე სიგელი სრული სახით იყო შემორჩენილი. 1915 წელს, პირველი
მსოფლიო ომის დროს, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ანდერძი, სხვა დანარჩენ საბუთებთან
ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნეს. 1919 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ამ ტერიტორიების
დაკავების შემდეგ აქ დაცული 3000-მდე ქართული სიგელ-გუჯრი ერთიანად განადგურდა. დავით
აღმაშენებლის სიგელის ფრაგმენტი გადაარჩინა და 1923 წელს სარგის კაკაბაძეს გადასცა
ადგილობრივმა მკვიდრმა აბრამ ევანგულოვმა.

• ანდერძის ხელრთვის პალეოგრაფიული პირი გადაღებულია კალკაზე 1911 წელს სარგის კაკაბაძის
მიერ (ფ.1449, საბ.#1477)

• ანდერძი სრული სახე შემორჩენილია ალექსანდრე როინიშვილის მიერ 1885 წელს გადაღებულ
ფოტოებზე.

• დეტალურად იხ. ვ. სილოგავა, ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისადმი, თბ., 2003; თბ., 2010 -
მეორე, შევსებულ-შესწორებული გამოცემა.
შემონახულია თამარ მეფის სამი ხელრთვა

• თამარ მეფის ხელრთვა გელათის


მონასტრისთვის გაცემულ სიგელზე (1187 წ.)

• დაწერილზე ჭიაბერ ამირსპასალარისა და


მანდატურთუხუცესის მიერ შიომღვიმის
მონასტრისადმი (1189 წ.)

• სიგელზე თამარ მეფისა შიომღვიმის

მონასტრისადმი (1196 წ.).


• ქ. ესე, მანდატურთუხუცესისაგან / შეწირულ-განაჩენი, ჩემგანცა მტკიცეა.
თამარ მეფის სიგელი გელათისადმი
(ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში)

ქ. ესე, ჩემ)და სადიდებ[ელად ჩემგა]ნ


სასოებით და გულსმოდგინებით ჩემისა
საქმისა განაჩენი, ჩემითა ხელითა
ცოდვი[ლითა დამიმტკ]იცებია. ვინცა და
რამანცა გუარმან კაცმან ბრძანება [და
სიგელი ესე ჩუენი] მტკიცე შეცვალოს, შენ
ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ძისა
შენისა [და] სულისა წმიდისა მგმობართა
თანა დასაჯე იგი და ჩემთა ცოდვათა და
ბრალთა მზღვევია იგი დღესა
განკითხვისასა და სიტყუაი იგი მას
ზედამცა აღესრულების: "სისხლი მაგისი
ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა".
მეფე ლუარსაბ II-ის ხელრთვა
მეფის ავტოგრაფი
დამოწმებულია ბეჭდით
მარიამ დედოფლის ხელრთვა სოლომონ II- სოლომონ II-ის ხელრთვა მის მიერ 1809
ის მიერ 1809 წელს ჯრუჭის წელს ჯრუჭის მონასტრისათვის გაცემულ
მონასტრისთვის გაცემულ სიგელზე სიგელზე
• XIV-XV საუკუნეებიდან იწყება ქართული საბუთების მინიატიურებით შემკობა
ისტორიულ პირთა პორტრეტებით და ქრისტიანული სიუჟეტებით.

• XIV საუკუნიდან XIX საუკუნის დამდეგამდე პერიოდის მოხატულ დოკუმენტებს


შორის მნიშვნელოვანია ქართველ მეფეთა, კათალიკოს-პატრიარქთა,
საეკლესიო და საერო პირთა პორტრეტული გამოსახულებებით შემკული
საბუთები.

• .
მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს
სიძველეთსაცავებიდან
http://illuminateddocument.ge/
უძველესი სიგელ-გუჯრები

• ქართული საისტორიო და იურიდიული დოკუმენტები


ძირითადად მე-11 საუკუნიდან გვაქვს. მათ შორის
აღსანიშნავია ბაგრატ მეფის ორი სიგელი :
• „სიგელი მღვიმელთაჲ“ (1057-1058 წწ.) Ad-14

• „ სიგელი ოპიზართა და მიჯნაძორელთაჲ“ (1054-1072 წწ.)


ბაგრატის სიგელი მღვიმელთაჲ“ (1057-1058 წწ.)
1054-1072 წწ. - სიგელი ბაგრატ მეფისა ოპიზარ და მიჯნაძოროელ
მამებისადმი
• 1189 წ. - დაწერილი ჭიაბერისა მღვიმისადმი Ad-2

საბუთების ტექსტის ნახვა შესძლებელია წიგნში: ქართული ისტორიული


საბუთების კორპუსი - ტომი I „(IX-XIII სს.) - შეადგინეს და გამოსაცემად
მოამზადეს: თ. ენუქიძემ ვ. სილოგავამ. ნ. შოშიაშვილმა, თბილისი 1984

ელექტრონულად ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:


https://wikisource.org/wiki/1984_-
_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%98
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E
1%83%A1_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98_-
_%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98_I
1054-1072 წწ. - სიგელი ბაგრატ მეფისა ოპიზარ და მიჯნაძოროელ მამებისადმი
https://wikisource.org/wiki/1984
daviT aRmaSeneblis anderZi SiomRvimisadmi (1123w.)

1124 წელს, შირვანში ლაშქრობის წინ, მეფე დავით აღმაშენებელმა


შიომღვიმის მონასტერი და წმინდა შიოს საფლავი მოილოცა. მან შეწევნა
სთხოვა "წმიდასა მამასა შიოს" და არსენი ბერისა და თავისი სულიერი
მოძღვრის, იოვანე ბერის რჩევითა და თხოვნით, მონასტერს ახალი წესდება
(ტიპიკონი) განუწესა, დაუმორჩილა უშუალოდ მწიგნობართუხუცეს-
ჭყონდიდელს, განუახლა ძველი შეწირულობები და შესწირა დიდძალი
ქონება.

ამ ფაქტის აღსანიშნავად შეიქმნა მნიშვნელოვანი წერილობითი დოკუმენტი,


რომელსაც ანდერძი ეწოდება. საბუთი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას
იძენს იმის გამო, რომ მისი ტექსტი იწყება და მთავრდება მეფის ხელით
დაწერილი სიტყვებით, რომლებიც მხედრულითაა შესრულებული,
დანარჩენი ტექსტი კი დაწერილია ნუსხურით.
• ეს საბუთი ჯერ შიო-მღვიმის მონასტერში, შემდეგ კი საქართველო-
იმერეთის სინოდალურ კანტორაში და ბოლოს სხვადასხვა
სიძველეთსაცავში ინახებოდა, მაგრამ 1919 წელს დედანი განადგურდა
ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზვნისას, იქ მიმდინარე სამოქალაქო ომის
პირობებში. გადარჩა მხოლოდ საბუთის მცირე ნაწილი, რომელიც
1923 წელს საგანგებოდ მივლინებულმა პროფესორმა სარგის კაკაბაძემ
სამშობლოში დააბრუნა და ამჟამად საქართველოს ეროვნულ არქივში
ინახება.

• რადგან ეს ნაფლეთი დედნის შუა ნაწილს შეადგენს, ბუნებრივია,


მასზე წმინდანი მეფის ხელრთვა ვერ მოხვდებოდა.

• საბედნიეროდ, საქართველოს სიძველეთსაცავებში აღმოჩნდა


სამეცნიერო ღირებულებით არანაკლებ ძვირფასი შიომღვიმის
ანდერძის ფოტონეგატივები ( იპოვა ვალერი სილოგავამ)

• გაირკვა, რომ პირველ სტრიქონში წერია:

[ქ. თავსმდებო]ბითა ღ(მრ)თისაითა მე, დ(ავი)თს მიწყიეს.

• ბოლო სტრიქონში: ქ. სიმტკიცეო ყ(ოვე)ლთაო ღ(მერ)თო, დ(ა)ამტკიცე,


მტკიცედა უქციე.
დავით აღმაშენებლის ანდერძი საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია,
რომელითაც მეფეს შიო მღვიმის მონასტერს გარკვეულ პრივილეგიებს
უწესებს.
• ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს.
ჟამსა ჩემსა შარვანსა ზედა განმართვისასა შევევედრე შეწევნად ჩემდა შესავედრებელსა ჩემსა წმიდასა მამასა
შიოს. ვიხილე ეკლესიაი. ჩემ მიერ აღშენებული, დასრულებულად. მივიღე ლოცვაი ყოველთა მამათაი. და
სასომან და განმანათლებელმან ჩემმან ბერმან არსენი მიბრძანა ამის ანდერძისა დაწერა. დაკლებული
სისწრაფისაი არს. თუ ინებოს ღმერთმან ჩემი შემოქცევაი, უმჯობესად შეიცვალოს, თუ არაი - ესე იყოს
აწინდელი.
• ღმერთმან ჩემ უღირსსა ზედა აჩუენნა მიუწდომელნი ქველისმოქმედებანი ... ცხადთა წინააღმდგომთა ...
თუით მიიღეს ზაკუვისა მათისათუის საცთური.
• და ერთმან მათგანმან, ძაგანმან, შემაწუხებელმან ღმრთისა და მონათა მისთამან, მძლავრებით ღმრთისაცა
არამრიდემან, თანავე ძმისა თუისისა, მოდისტოს - წინა-უკმოისა მღდელთ-მოძღუარისა, რომელმან ერთმან
პატრონთა თუისთა წყალობაი მათ ზედა საისრელად აღმახუა, ხოლო მეორემან ღმრთისადა განკუთვნითა
ეკლესიები საზესთმჩენოდ თუისად მიიტაცა. რომელნი-ესე არა ითნნა ესრეთ ყოფად საშჯელმან
გამოუძიებელმან, - ცხად არს, რამეთუ ღმრთისამან, და არცა მიეშუა კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა
მართალთასა: მწყემსი უკაროი ჭეშმარიტთა მწყემსთა მიერ დაემხუაი, და ძაგანი, მღუიმეს შელტოლვილი,
მომცა ღმერთმან, რომელსა შინა არამცირედი ერთგულებაი აჩუენეს ჩუენდა მომართ მამათა მემღუიმეთა.
რამეთუ იხარებს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაი, მადლობაი აღუვარე დამბადებელსა ღმერთსა და
თაყუანისვეც ღმერთშემოსილსა წმიდასა მამისა შიოს საფლავსა.

შეწევნითა ყოვლად სახიერისა ღმრთისაითა და მადლითა ყოვლად წმიდისა
ღმრთისმშობელისაითა და მეოხებითა შესავედრებელისა ჩემისა წმიდისა შიოსითა მიეცინ
სიმტკიცე ეკლესიასა, ჩემ მიერ აღშენებულსა!

• თუ მე ღირს-მყოს ღმერთმან, ენეკენიობაი მისი ვიხილო, კურთხეულ არს სულგრძელობაი


მისი, თუ არა - არსენის ბერსა, რომელ აქუს კოსტანტი და პერპერაი, კალაპოტი გამოუყარონ,
მოლესენ, მოხატონ და ძემან ჩემმან დემეტრე, თანადგომითა კურთხეულისა მწიგნობართ-
უხუცესისა და ჩემთა ბერთაითა აკურთხონ ხელითა იოვანე ქართლისა კათალიკოზისათაი,
თანა-დახუდომითა იმერთა და ამერთა ყოველთა ეპისკოპოსთაითა.

• ვითარად მამათაი და პაპთა ჩემთაგან სიგელნი ჰქონან სოფელთათუის მათთა წმიდასა ამას
უდაბნოსა, რაიცა სიბოროტითა ჟამთათა შეცვალებულ იყო, მე კულა გამიახლებიან იგი
სიგელნი, ანუ მეფეთა შეწირულთა, ანუ მთავართაი ვიეთმე. და თუით ძუელი და ძუელის
ძუელი ნასყიდი მონასტრისაგან ყოველი უბეგროდ, უბაჟოდ და უწყენლად კულა
მომიხსენებია წმიდისა მამისა შიოსათუის.
• საზრდელი ძმათა პური, - ხილი ფურნისაი - ხუთასისა დრამისა წონი, ნუმცა ოდეს მოაკლდების.

• სხუაი ნაბჭობი და ქულბაგთაი და საზეთეთაი და წისქუილთაი - ყოველი შესამოსლად განეყოფვოდის.

• ხუთი ათასი ცხუარი, თუით სასეფოი მონასტრისაი და მათთა მეცხოვრეთაი უსაბანჯროდ, უბაჟოდ და უწყენლად
დგეს და იარებოდის ჩუენსა ჭამბარსა გუერდით. და ამისი გამოსავალი ცხუარი ჯორსა იყიდდეს. მატყლი მსახურთა
მონასტრისათა და წუელაი ძმათა მიეცემოდეს.

• მომეტებული ზროხაი ჯორსა და ცხენსა მონასტრისა სამსახურებელსა იქმოდეს.

• მემსგეფსე ყოველთა კუირიაკეთა ჩემთუის წირვიდეს ჩემსა ეკლესიასა შინა და მამაი მემღუიმე მას დღესა სერსა
უყოფდეს .... ლოცვაი ყონ ყოველმან სიმრავლემან და მას დღესა ჟამისწირვაი ჩემთუის აესრულებოდის.

• და თქუენ, შემდგომად მომავალნო მეფენო, ჩემსა ეკლესიასა და მონასტერსა ანდერძითა ამით შემოგვედრებ, წინაშე
ღმრთისა შეკრებასა ჩუენსა, რომელ არ სირცხუილისა თანამდებად იხილვნეთ ღმრთისა და ანგელოზთა მისთაგან.
მოიხსენეთ ვედრი ჩემი და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს, ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა.
და ნუ ოდეს ვის გაარყუნევით კულა მას დიდებულსა ლავრასა.
• და აწ, შემდგომად ამისსა, ანუ მეფემან, ანუ მთავარმან, ანუ ეპისკოპოსმან, გინა მონაზონმან, გინა
ხელისუფალმან ვინ, თუნდა გლეხმან და თუნდა აზნაურმან ანუ ანდერძი ესე ჩემი შეცვალებად
იურვოს.... პირველად შენ, დაუსაბამოო და დაუსრულებელო ღმერთო, მიაწიე რისხვაი შენი
დაუსრულებელად მის ზედა, ნუმცა უხილავს ნათელი ღმრთეებისა შენისაი, ნუმცა მიეცემის
წყალობაი შენი ნუცა ცუარისაგან ზეცისა, ნუცა ნაყოფისაგან ქუეყანისა. იყავნ სამკუიდრებელი
მისი ოხერ და ნაშობნი მისნი მოსასრველ. მოლოდებასა შინა წყალობისასა რისხვაი შენი ეწიენ;
გონებისა, ცნობისა და ხედვისაგან ოხერ-ყავ იგი, ღმერთო!

• უკეთუ ჟამი მომცეს ღმერთმან და სხუაი უახლესი ანდერძი დავწერო, იგი თქუენ, თქუენმიერითა
კანონითა, უჯუარობითა, წყევითა და შეჩუენებითა დაამტკიცეთ, წმიდაო მეუფეო, ქართლისა
კათალიკოზო და ყოველნო მღდელთმოძღუარნო!

• და თუ სხუისა დაწერად ჟამი აღარ მომიხუდეს, თუით ესე დაამტკიცეთ, და რაითაცა რას
ვინ მღუიმესა დააკლებდეს, კანონითამცა თქუენ მიერითა კრული არს გაუხსნელად.

• ქ. სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, დაამტკიცე მტკიცედა უქციე.


დოკუმენტების მნიშვნელობა ენის ისტორიისათვის
• როგორც ზემოთ დავინახეთ, საბუთები გარკვეული დოზით სტანდარტიზირებულია (მზა ფრაზები,

ტერმინოლოგია, სტილი) მიუხედვად ამისა, იმის გამო რომ ისინი უმთავრესად ცოცხალ მეტყველებას

ემყარება, მათში მკაფიოდ აისახება ცოცხალი მეტყველებისთვის დამახასიათებელი ძირითადი

თავისებურებანი.

• საბუთის შემდგენელი ნაკლებად არის შეზღუდული სალიტერატურო ენის ნორმებით, თუმცა უნდა

აღინიშნოს, რომ, ჩვეულებრივ, ის სალიტერატურო ენის დიდ გავლენას განიცდის. ხშირად მთელი

ფრაზებია აღებული ბიბლიური წიგნებიდან, ხშირია ტრაფარეტული შესავალი და დასასრული.

• ეს განსაკუთრებით ითქმის იურიდიულ დოკუმენტებზე ე. წ. სახელმწიფო სამართლის ძეგლებზე და

სამართლის საბუთებზე, რომელთა შემდეგნელნი, როგორც წესი, განათლებული მწიგნობრები არიან.

შედარებით ნაკლებია სალიტერატურო ენის გავლენა ე.წ. კერძო საბუთებზე, რომელთა შემდეგლებს

ნაკლებად აქვთ სპეციალური განათლება და მეტ თავისუფლებას, და შესაბამისად, ცოცხალი

მეტყველები მეტ ზეგავლენას ამჟღავნებენ.


რა? სად? როდის?
ისტორიულ დოკუმენტების მიხედვით
ანუ
საბუთების მნიშვნელობა ენობრივ მოვლენათა დათარიღებისა და გავრცელების არეალის დასადგენად

საბუთების ენობრივი მონაცემების მნიშვნელობას ენის ისტორიისათვის განსაზღვრავს


რამდენიმე ფაქტორი:

მნიშვნელოვანია:
1. სად არის დაწერილი ეს თუ ის საბუთი
2. ვინ არის დამწერი
3. საბუთის დედანი გვაქვს თუ პირი
4. რა დროისაა დედანი ან პირი
5. როგორი სახითაა მოღწეული საბუთი
ვინ არის საბუთის დამწერი?
• საბუთების ერთი დიდი ნაწილი შედგენილია საქართველოს სამეფო კარის ან ეკლესია-
მონასტრების მოღვაწეთა მიერ.

• ამ ტიპის საბუთების შემდგენლები, როგორც წესი, განათლებული მწიგნობრები არიან და მათი


ნაწერი თავიანთი ეპოქის შესაბამისი სალიტერტურო ენის ნორმების მიხედვითაა გამართული.

• იშვიათია დიალექტური ან ცოცხალი მეტყველების ამსახველი ფორმები.


• თვალში საცემია ერთი გარემოება: სამეფო კარის საბუთების უმრავლესობა დაწერილია მხედრულად,
საეკლესიო საბუთთა დიდი ნაწილი - ნუსხურად.

• ნუსხური ანბანისთვის ნიშანდობლივი გრაფემები (ჲ, ჱ, ჳ ), რომელთა შესატყვისი ბგერები ენას უკვე
აღარ გააჩნია, ნუსხურად დაწერილ საეკლესიო საბუთებში კიდევ დიდხანს იხმარება.

• უფრო მეტიც, ნუსხურის ორთოგრაფიის ზეგავლენით მხედრულად დაწერილ საბუთებში ხშირად


ვხვდებით აი, ეი, ოი, უი დაწერილობებს.
სად არის დაწერილი საბუთი

• განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული დიალექტოლოგიისათვის საქართველოს


სხვადასხვა კუთხეში გადაწერილი ე.წ. კერძო საბუთები ( დავის წიგნები, დაწერილები მიწის,
სახნავ-სათესის ადგილების ბოძების შესახებ, ვალის აღებისა და პირობის წიგნები და მისთ.),
რომლებსაც ადგილობრივი პირები ადგენდნენ.

• ასეთი საბუთები, იმდენად თავისუფალია სალიტერატურო ენის ზეგავლენისაგან ( თუ არ


ჩავთვლით რამდენიმე ტრაფარეტულ ფრაზას), რომ ზოგჯერ „დილექტური ტექსტების“
შთაბეჭდილებას ტოვებენ.

• მათი შემდგენლები ითვალისწინებენ, რომ საბუთის ტექსტი გასაგები უნდა იყოს მისი
ადრესატებისათვის - ნაკლებად განათლებული წრისათვის.

• როგორც ჩანს, გარკვეულწილად ამან განსაზღვრა კიდევ ამგვარი სიგელ-გუჯრების ენის


დემოკრატიულობა.
მეორე მხრივ, ცხადია, რომ ამგვარი საბუთების შემდგენლების ცოდნა და განათლება
ვერ შეედრებოდა სამეფო კარის მწიგნობრების განათლებას.

• გვაქვს საბუთები, რომელიც შედგენილია ქართულის სუსტად მცოდნეთა მიერ.

• მაგალითად, სვანეთის დოკუმენტთა დიდი ნაწილი დაწერილია სვანთა მიერ, რასაც


მოწმობს სვანური სიტყვების ( ვარგ ( აზნაური) , უსგუაშდი ( სამოცი) და მისთ.
გამოყენება ტექსტში.

• ამ საბუთებში ვლინდება სვანური ფონეტიკისა და გრამატიკისათვის


დამახასიათებელი ზოგიერთი მოვლენაც.

• საბუთები შედგენილია, რა თქმა უნდა, სვანების მიერ, მაგრამ შედგენილია


ქართულად. საფიქრებელია, რომ მათთვის ბუნებრივი იყო ის ქართული მეტყველება,
რომელიც ქართული ენის მაშინდელ დასავლურ დიალექტებში რეალიზდებოდა.
დაწერილი ქარამან და გაშა ფალიანების ერთობისა (XIV –XVსს)

ქ. ღმრთისა, დედისა მისისა და ყოველთა ღმრთისა წმიდათა თაუსდებობითა და შუვამდგომლობითა, მთავარმოწამისა


სეტისა თაუსდებობითა და შუვამდგომლობითა დავწერეთ დავდევით დაწერილი ესე მტკიცე და უქცეველი აქა და
უკუნისამდეს გაუყრელობისა ჩუენ ძმათა ფალიანთა ქარამან და გაშა ჩუენთა შვილთა და მომავალთა ყოველთა, მას ჟამსა
ოდეს ჩუენი ძმაი ოუსთა შეაკუდა.

აწ, რაც ამას მოჰყვეს, გინა ავი, გინა კარგი, გინა მოსაგებელი, გინა წასაგებელი, გინა სვანეთსა, გინა ოუსეთსა, ყოველი
სწორად გავყოდ; ერთმანერთსა არა მიზეზი უთხრათ, არა დიდი, არა პატარაი.

რომელმან ესე გაუტეხოთ ნაძლევად ესე დაგვიცს: ყორაშისა ყანასაგან გარე ვიყოთ უმიზეზოთ.

ამის გათავებისა თაუსდებნი - ესე ზემოწერილნი წმიდანი, მთავარმოწამე სეტისა; კაცთაგან: გოშგოთელიანი, ივანე
მუშკუდიანი, სარგის ლოგვარიანი...

მე, მოძღუარას შქშერიანსა დამიწერია.


1240-1260 წწ. - დაწერილი კავთულა და თევდორა ბურჯულთა
დემეტრე ტოხუაისძისადმი

• ქ. სახელითა ღმრთისაითა და თავსდებობითა სუეტისა ცხოველისაითა ესე დაწერილი


დაგიწერეთ ჩუენ, ბურჯულთა კავთულამა და თევდორამა და ჩუენთა
შვილთა: ბასილამა და მშუიდამა.

• დაგუეჭირუა ჰავისა ჟამისაგან და ხარაჯობისაგან და ავიღეთ თქუენ,


მოძღუარისაგან დემეტრესაგან ტოხუაისძისაგან სამოცი თეთრი დეკენბერსა ათსა და
გაგიჩინეთ ოცი კოკაი ტკბილი წელიწადსა შიგა მზაი, რომე უსიტყუელადა ხელთა
მოგახსენებდეთ, ვიდრემდისცაღა ამა თეთრსა შენსა ხელთა მოგახსენებდეთ.

• ამისნი მოწამენი არიან ხარაისძე ებაი და წამალაისძე იაი.


• ამ კუთხით საინტერესოა შედარებით გვიანდელი (მე-17-მე-
19 სს) საბუთებიც, რომელთა ერთი ნაწილი ქართულის
ცუდად მცოდნე კერძო პირების მიერაა შედგენილი ( მაგ.
ვალის წიგნები, თამასუქები, მზითვის წიგნები და მისთ,)
რომლებშიც უხვადაა ბარბარიზმები და ცოცხალი
მეტყველების ამსახველი ენობრივი ფორმები ( მაგალითად,
თბილისში სომეხი სოვდაგრების მიერ გაცემული
თამასუქები და სხვ.)
მზითვის წიგნი

,,მე პეტრე ივანეს ძე ბერიძე ვაძლევ ჩემ ქალს სოფიოს ღვთის


შემწეობით და მშვიდობაში მოსახმარად ქრთამს და შემდეგ მზითებს:

ნაღდი ფული ასი თუმანი-1000 რუბლი ორი წყვილი ლაიკის ფერჩატკები


ტანისამოსის შკაფი კაკლისა ნახივარი დუჟინი ჩულქი
სამი წყვილი ბაშმაკები
კამოდი კაკლისა
ერთი თფილი ფანელის ვიპკა
ტვალეტის სარკე სტოლითა ერთი ფარჩის ვიპკა
უმივალნიკი მარმალილანი გვირგვინის კაბა ფარჩის
ორი რკინის კრავოტი თითო საწოლისა თავის მეორე დღის კაბა ფარჩისა
მატრასებით მესამე დღის კაბა თეთრი ქიშმირისა
შავი მატერიის კაბა
ხალიჩა ხუთარშინიანი
ერთი ლურჯი კაბა
პატარა კრაოტის წინ გასაშლელი ხალიჩა ერთი დილის ხალათი
ორი ლეიბი ტილოს პირებითა ერთი ზამთრის პალტო
ორი საბანი ქიშმირის პირებითა სამი შლაპა ერთი ვიზიტისა და ორი ისე
ორი დიდი კუშეტკის მუთაქა ერთი წყვილი ოქროს საყურე
ერთი ოქროს ბროშკა
რვა პერანგი ტილოს გლადით ნაკერები
სამი ოქროს ბეჭედი
ექვსი კოფთა ერთი თეთრი აბრეშუმის შალი
ნახივარ დუჟინი პირსახოცი,სხვა და სხვა ნაირი ერთი თფილი ფუფეიკა
ნაკერებით ერთი დარაიას ბოხჩა

პეტრე ივანეს ძე ბერიძე,რადგანაც წერა არ იცის,იმის


თხოვნით ხელს ვაწერ ზაქარია ბირიძე,
• პეტრე ბერიძე-თბილისის ძირძველი
მოქალაქე, მფლობელი მადათოვის
კუნძულზე მდებარე სახერხი ქარხნისა.

• მზითვის წიგნი შედგენილია xx


საუკუნის დასაწყისში
მანანა თუმანიშვილის მზითვის წიგნი
XVIII-XIX საუკუნეების მიჯნა

მეფე ერეკლე მეორის კარის მდივანმა ეგნატე თუმანიშვილმა


თავისი ქალიშვილი ანანა ავთანდილ ამილახვრისშვილს
მიათხოვა და მზითვად გაატანა:

,, ოქროს ბრტყელი ჯაჭვი


მარგალიტის ღილი ოქროთი გაკეთებული
ოქროს ყელსაკიდი ხატი ყოვლად წმინდისა
ოქროს ბეჭედი შუაზედ ზურმუხტი უზის და აქეთ იქით სხვა
თვალი უსხედს
ვერცხლის წყალის ჯამი
ვერცხლის თასი ღვინის სასმელი
სადაფი ვერცხლით მოჭედილი
ვერცხლის პატარა სარკე…“

ანანას მზითევში ორი მოახლეც გაჰყვა.


დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში
დედანი თუ პირი
ე. წ. ნატყუარი სიგელები
• ენის ისტორიკისისთვის ერთნაირი ღირებულება ვერ ექნება მე-11 საუკუნის საბუთის დედანს ან ამავე
დროის საბუთს, ოღონდ მოღწეულს მე-17- მე-18 ან მე-19 საუკუნის პირით.

• ( საბუთებისთვის ხშირად ამზადებდნენ ასლებს, იშვიათი არ იყო ე.წ. ნატყუარი სიგელების“ არსებობაც).

• საბუთის პირში, ჩვეულებრივ, აისახება გადამწერისათვის დამახასიათებელი ენობრივი


თავისებურებანი.

• გამორიცხული არაა, რომ პირის გადამწერი კარგად იცავდეს დედნის ნორმებს, მაგრამ ენის
ისტორიკოსები მაინც უფრო კრიტიკულად უყურებენ საბუთების პირს, თუმცა ეს მათ სრულ
უგულვებელყოფას არ ნიშნავს. საბუთის პირების(ასლების) მონაცემების გათვალისწინება შეიძლება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური ენობრივი მოვლენები ცნობილია ამავე ეპოქის სხვა
წერილბითი ძეგლებიდან, ხოლო თუ ისინი იზოლირებულ ხასიათს ატარებენ, უარი უნდა ვთქვათ
მათ დამოწმებაზე.
მაგალითად:
• მე-18 საუკუნეში დამზადებული საბუთის პირში ვლინდება ჶ გრაფემა.

• ამავე დროს, ცნობილია, რომ მე-11- მე-15 საუკუნეთა წერილობითი ძეგლებისთვის (


სიგელთა დედნები, საეკლესიო და საერო მწერლობის ძეგლების შემცველი
ხელნაწერები, წარწერები) ჶ გრაფემა უცხოა.

• ასეთ შემთხვევაში ჶ გრაფემა უნდა ჩავთვალოთ გადამწერის შემოტანილად და


არავითარ შემთხვევაში ენის ფონემატურ სისტემაში /ჶ/ ფონემის არსებობის
დადასტურებად.
• „ისტორიული დოკუმენტების ენის კვლევისას უნდა გავითვალისწინოთ
როგორც ადრეული, ისე იმავე ეპოქის სხვა წერილობით ძეგლთა მონაცემები.

• ენის ისტორიის მკვლევარი ვერ დაემყარება მხოლოდ დოკუმენტების


მონაცემებს, ისე როგორც მათი გაუთვალისწინებლობა ვერ მოგვცემს
შესაძლებლობას, რამდენადმე მაინც სრულად წარმოვიდგინოთ ენის ისტორიის
სურათი“ ( ზ. სარჯველაძე)
ლიტერატურა და ელრესურსები

• ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბ. 1984; თავი I, გვ. 5-19; 62-64; თავი VI, გვ. 125-146;

• ივ. ჯავახიშვილი, ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, თხზულებანი, ტ. IX, თბ., 1996;

• ვ. სილოგავა, ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიო მღვიმისადმი, თბ., 2003.

• ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი (I ტომი 1984წ) - ტომი IV ( 2016 წ)

• საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა https://wikisource.org/wiki/1984_-


_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%
E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E
1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98_-_%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98_I
• ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5221

• ვ. სილოგავა, სვანეთის წერილობითი ძეგლები ორ ტომად (X-XVIII სს.): ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები ( 1986 ) ; კორიდეთის საბუთები (X-XIIIსს.) ( 1989)

• ”ქართული მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან”, დარეჯან კლდიაშვილის რედაქციით, თბ., 2011.

• მოხატული ისტორიული საბუთების კორპუსი http://illuminateddocument.ge/

You might also like