Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 51

საგანი:

ქართული სალიტერატურო ენის ისტორია

ლექციის თემა:

ქართული სალიტერტურო ენის სტანდარტიზაციისა და


ნორმალიზაციის ისტორია

ლექტორი: პროფ. დარეჯან თვალთვაძე


2020-1 31.03.2020
ქართული სალიტერტურო ენის სტანდარტიზაციისა
და ნორმალიზაციის ისტორიიდან

 ქართული ენის სტანდარტიზაცია საუკუნეთა სიღრმეში იღებს


სათავეს.

 ჩვენამდე მოღწეული პირველივე ქართული წერილობითი


ძეგლები მკაცრად ნორმირებულ ენაზეა შექმნილი, რაც იმაზე
მიუთითებს, რომ ენის სტანდარტიზაციაზე სპეციალურად
ზრუნავდნენ.

 ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ამ პრობლემას სხვადასხვანაიარად


აგვარებდნენ.
ძველი ქართველი მთარგმნელები

 თუ რა ყურადღებას აქცევდნენ ძველი


ქართველი მწიგნობრები ენობრივი წესების
დაცვას, კარგად ჩანს გიორგი მთაწმიდელის
ანდერძიდან, რომელიც მან თავის ნათარგმნ
ოთხთავს დაურთო.

 იგი მიმართავს ოთხთავის გადამწერებს და


სთხოვს: „ღმრთისათჳს სიტყუათა ნუ
სცვალებთ, არამედ ვითა აქა სწერია, ეგრე
დაწერეთ...“
გიორგი მთაწმინდელი
( ათონელი) 1009-1065 წწ.
გიორგი ათონელის ანდერძი
„ღმრთისათჳს, სიტყუათა ნუ სცვალებთ“

 „ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ ესე


წმიდაჲ ოთხთავი არა ახლად გჳთარგმნია,
არამედ ფრიადითა იძულებითა ძმათა
ვიეთმე სულიერთაჲთა ბერძულთა
სახარებათადა შეგჳწამებია ფრიდითა
გამოწულილვითა. და ვინცა ვინ სწერდეთ,
ვითა აქა ჰპოოთ, ეგრე დაწერეთ, თუ
ამისგან ჯერ გიჩნდის დაწერაჲ,
ღმრთისათჳს, სიტყუათა ნუ სცვალებთ,
არამედ ვითარცა აქა სწერია, ეგრე
დაწერეთ. და თუ არა რაიმე გაშუნდეს,
ჩუენნი ყოველნი სახარებანი
პირველითგან წმიდად თარგმნილ არს და
კეთილად, ხანმეტნიცა და
საბაწმიდურნიცა, მუნით დაწერეთ და
ღმრთისთჳს ერთმანეთს ნუ განჰრევთ და
გლახაკისა გიორგისთჳს ლოცვა ყავთ“
(ქუთ.76, 310r).
„შეუცუალებელად დასწერდით“
ფსალმუნის თარგმანზე დართული გიორგი ათონელის ანდერძი

 „ წმიდანო და ღმერთშემოსილნო მამანო და ძმანო, რომელნიცა ამათ წმიდათა


დავითთა მიემთხჳნეთ, ეს საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ ფრიადითა
იძულებითა წმიდათა და სულიერთა მამათა ჩემთაჲთა ვთარგმნენ ესე დავითნი
ახლად ბერძულისაგან ქართულად მე, გლახაკმა გიორგი, უღირსმან
ხუცესმონაზონმან, ფრიადითა ჭირითა და რუდუნებითა, თჳთ იცის ღმერთმან,
მრავალთა ბერძულთა დედათა და დავითისა თარგმანთაგან ფრიადითა
გამოწულილვითა და გამოძიებითა.
 აწ უკუჱ გევედრები ყოველთა, რომელნიცა მიემთხჳნეთ წმიდათა ამათ დავითთა,
რაჲთა ჩუენთჳს ლოცვაჲ ჰყოთ. და ვინ სწერდეთ, ვითა აქა ჰპოოთ, ეგრეთვე
შეუცუალებელად დასწერდით, ნუცა ჩაურთავთ, ნუცა დააკლებთ: ჩუენ რომელი
ჯერ-იყო ჩაგჳრთავს და რომელი ჯერ-იყო დაგჳკლია, ვითა ჩუენსა ენასა
მოჰვიდოდა და წესი საქმისაჲ ეძიებდა. ნუცა, დონ-ანსა დააკლებთ, ნუცა
რამეთუსა: და ესე ეგების გონიერისგან გულისჴმისყოფად, რომელი იგი დონ-ანი
ჩუენცა ვიცოდეთ და თუმცა რას ავნებდა გინა იგი, გინა სხუაჲ რომელიცა
სიტყუაჲ, არა დაუტეობდი, არცა აღმოვჰჴოცდით.
გიორგი ათონელი, ფსალმუნის თარგმანზე დართული ანდერძი
„გინა ზეპირით იძალოს და რყუნად და ზე-ქუჱ ქცევად დაუწყოს, საშჯელი
მოჰჴადენ ღმერთმან ...“

 ხოლო უკუეთუ ვინმე ამას ჩუენსა შრომით და რუდუნებით ქმნილსა და ყოვლითა


ჭეშმარიტებითა სავსესა ნაშრომსა და აღწერილსა არა ჯერ-იყოს და კე იცოდის, ანუ ღარ, გინა
ოტი, ანუ თუ ღმერთი და უფალი, გინა თუ რიტორიცა იყოს, ანუ ფილოსოფოსი, მაშა ჩუენსა
ნაშრომსა ზედა ნუ ბრძნობს, ახლად თჳთ ვითა გინდა თარგმნნეს სხუანი დავითნი, არას ვზრუნავ.
 და თუ ქართულთა დავითთა დაიწერდეს, ჯუარი აქუს და კურთხევაჲ! რომელმან კულა ჩემი
დავითი გინა ზეპირით იძალოს, გინა ესე მრავლითა სისხლითა თარგმნილი ჩუენი წინა დაიდვას
და დავითსა რყუნად და ზე-ქუჱ ქცევად დაუწყოს, საშჯელი მოჰჴადენ ღმერთმან დღესა მას
სასჯელისასა! და ვინ ამათ ჩემთა დავითთა დასწერდეს და ესე ჩემი დაწერილი არა დაწეროს,
ღმერთსა მან გასცეს პასუხი!... უკუეთუ მე გლახაკმან ესოდენი ჭირნი ვნახე და ესე უსასყიდლოჲ
მარგალიტი არა დავიცონე აღწერად განმანათლებელად მკითხველთა და მსმენელთა, მას ამათ
ორთა სიტყუათა დაწერად რად ზარაც? და წმიდასა მამასა ეფთჳმის ნუვინ იმოწმებს, წმიდამან
მამამან დავითი თარგმნა და მწერალსა ვისმე მისცა დაწერად და მან განრყუნა და უჴმარყო.
მიერითგან სხუაჲ არღარა თარგმნა, არამედ ქართულნი დავითნი თანა-ესხმნიან და სადა სიტყუაჲ
ეჴმარებოდის, მუნით იწამის, და ამათისა ჭეშმარიტებისა მოწამედ და სიმართლისა მყავს ყოველი
საბერძნეთი, ყოველი ბერძულნი დავითნი და ვის არა ჰრწამდეს, შეაწამენ“
 „ღმრთისათჳს სიტყუათა ნუ სცვალებთ “

 „შეუცუალებელად დასწერდით “

 შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტყვებით პირდაპირ


არის ჩამოყალიბებული გიორგი მთაწმიდელის
ენობრივი კონცეფცია.

 „გინა ზეპირით იძალოს და რყუნად და ზე-ქუჱ


ქცევად დაუწყოს, საშჯელი მოჰჴადენ ღმერთმან ...“


 იოვანესა და ეფთჳმეს ცხოვრების აღწერისას,
გიორგი მთაწმიდელს საჭიროდ მიუჩნევია იმის
აღნიშვნა, რომ „ხუცესი იგი ესევითარი კაცი იყო,
რომელ პირსა მისსა მსოფლიოჲ სიტყუაჲ არა
გამოვიდოდა, არამედ ყოველივე საღმრთოჲ და
სულიერი“.

 გავიხსენოთ ეფრემ მცირის მსჯელობა წიგნური


და სოფლური ქართულის შესახებ
ეფრემ მცირე ( XI საუკუნის II
ნახევარი. გარდა. 1103 წლამდე)
ეფრემ მცირე
„წიგნური და სოფლური ქართული“

 XI საუკუნის ქართველი მთარგმნელი ეფრემ მცირე პირველი მწიგნობარია,


რომელმაც სალიტერატურო ქართული ენის სიწმინდის საკითხს მიაქცია
ყურადღება და ამის შესახებ თავისი შეხედულება საკუთარ თარგმანებს
დართულ ანდერძებსა და სქოლიო-კომენტარებში გადმოგვცა.

 უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს მისი მსჯელობანი სამწერლობო და


სასაუბრო ენის ურთიერთმიმართების თაობაზე.

 ეფრემის მიხედვით, „წიგნური“ ანუ „ღრმაჲ სიტყუაჲ“ იგივეა, რაც


სალიტერატურო ფორმა სიტყვისა, ხოლო „სოფლური“ „უშუერი“ სასაუბრო,
ლიტონი სიტყვის აღმნიშვნელი ტერმინია.

 ეფრემის აზრით, ერთმანეთს უპირისპირდება „განშუენებული სიტყუაჲ“ და


„უშუერი სიტყუაჲ“ და სალიტერატურო ქართულში ამგვარი „სოფლური“,
„ლიტონი“ და „უშუერი“ სიტყვების გამოყენება „არა ჴამს“.
წიგნური და სოფლური

 ამიტომაც „ნაცვალად დეოფლისა უშუერობისათჳს დედოფალსა დავსწერთ“,


სოფლური „მზაკვარის“ წილ _ წიგნურ „მედგარს“, იმას, რასაც „მსოფლიონი
ქურჯს უწოდიან“, „ჴურთით ცემაჲ“ შეესაბამება სალიტერატურო ენაში;

 ლიტონი სიტყვები „ორკეცი“ და “ანაზდაჲთი“ წიგნურად „მრჩობლი“ და


„მყისია“;

 წიგნური შესატყვისი მესხურ დიალექტში გავრცელებული სიტყვა


„ვარქირისა“, რომელიც დაქირავებულ დამცველს, ვექილს აღნიშნავს,
ეფრემის აზრით, არის „სჳნოღოროსი“ ან ამ ბერძნული სიტყვის (συναγορος)
მიხედვით შექმნილი კალკი “თანამოსარჩლე” (`შეისწავე, ამას სჳნოღოროსსა, რომელ
არს თანამოსარჩლე, მესხთა მიერ ვარქირი ჰქვიან, მიზდებით მოყვანებულსა მოსარჩლესა”).
„უსაკუთრესი“ და „ახლადმოპოვნებული სიტყვები“

 განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეფრემ მცირე ადეკვატური,


მოცემული კონტექსტისთვის შესაფერისი ერთადერთი
„უსაკუთრესი“ სიტყვის მოძიების საკითხს ანიჭებს, რასაც ის
ზოგჯერ ახალი სიტყვების შექმნამდეც მიჰყავს, რასაც
„ახლადმოპოვნებულ სიტყვებს უწოდებს. ასეთია მდედრობითი
სქესის გამომხეტვალი ხელოვნური ფორმები და ბერძნულის
მიხედვით კალკირებული კომპოზიტები.

 ეფრემის აზრით, მთარგმნელი უნდა შეეცადოს დაიცვას ენა


გაუმართლებელი ნასესხობებისაგან.
სიტყვათა სესხება დასაშვებია მხოლოდ ორ შემთხვევაში:

ა) როცა მთარგმნელის მშობლიურ შესაბამისი ლექსიკური ერთეული არ


მოიპოვება: „(რაჲცა ჩუენთან არა იპოვების“_)

 „შეისწავე, რამეთუ რაჲ იგი არს მწაფელი მჴვნელისათჳს, იგივე არს ინიოხი
ეტლთა ზედა მჯდომარისათჳს. ხოლო ქართულად არცა ეტლნი არიან, მგონია,
რომელ არცა სახელი მეეტლისაჲ, ამისთჳს ბერძულადვე დავწერე –ინიოხი“

 „ ბერძნენნი ...რომელ სხჳსა ქუეყანისა ნაყოფსა, რომელი საბერძნეთსა არა დგას,


მისვე ენითა სახელითა დასწერენ: შაქარსა – სახარად, ყულყასსა – კულკასად და
ზაფრანსა _ ზაფარად, რომელნი-ესე არაბულითა ენითა არიან და მათვე ქუეყანასა
იქმნებიან..., ასევე ჩვენცა ბერძულთა საგანთა და ჴელობათა სახელები, რაჲცა
ჩუენთან არა იპოვების~ ბერძნულადვე უნდა დავწეროთ“
ბ) როცა დედანში მსჯელობა სიტყვათა მსგავსებაზეა აგებული და მსგავსი ეფექტის მიღწევა
ქართული სიტყვებით არ ხერხდება. („ქართულად არა დაეტეოდა“)

 „ამათ სიტყუათა ბერძულად დაწერის მიზეზი ესე არს, რამეთუ ბერძენთა ოდენ ენითა
მსგავს არიან სიტყუანი ესე _ „აგებული“ და „შობილი“. და „აგებულსა“ „გენიტონ“
ჰქვიან, რაჟამს ერთითა ნარითა ეწეროს, ხოლო რაჟამს ორითა ნარითა დაიწეროს _
ვითარმედ „გენნიტონ“, მაშინ შობილად გამოითარგმანების“ (A 24,43r).

 ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ამ ბერძნული სიტყვების ბგერათმსგავსებას და


რადგან ამ ეფექტის ქართულად მიღწევა შეუძლებელია („ქართულად არა დაეტეოდა“),
ეფრემი მათ უთარმნელად ტოვებს და მკითხველს სათანადო განმარტებას აძლევს,
რატომ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში თარგმანისთვის „უსაკუთრესი“ სიტყვები
ბერძნული „აგენიტონ“ და „გენიტონ“, და არა მათი „შემასგავსებული“ (შესატყვისი)
ქართული ლექსიკური ერთეულები _ „აგებული“ და „შობილი“.
 თუკი ეფრემის მიერ შემოღებულ „წერტილითა განკუეთილობის“
(პუნქტუაციის) სისტემას და „ სიტყუათა შედგმის“ და „შედგმული
სიტყვების“ ( კომპოზიტების) მართლწერის წესებსაც გავიხსენებთ,
ნათელი გახდება, რომ ეფრემ მცირე, ფაქტობრივად,
სალიტერატურო ქართული ენისთვის გარკვეული
სტანდარტების დადგენას ცდილობს.
XI-XII საუკუნეებიდან საეკლესიო მწერლობის პარალელურად
საერო მწერლობის განვითარებამ გავლენა იქონია
სალიტერატურო ენაზე.

 სალიტერატურო ენის განვითარება ამ დროს, ერთი მხრივ, ცოცხალ


მეტყველებასთან დაახლოების ნიშნით წარიმართა, მაგრამ
იმავდროულად, აღმოსავლური პოეზიის ძლიერი ზეგავლენით
ხდება სალიტერატურო ქართულში სპარსული თუ არაბული
წარმომავლობის სიტყვების უხვად შემოსვლა და ბარბარიზმების
მოძალება.

 სწორედ ბარბარიზმების მოძალებამ ათქმევინა არჩილ მეფეს:


„ეგ ნუ გგონიათ, სხვა ენა მეც არ ვიცოდე სხვასავით,

მაგრამ ცუდია გარევა ქართულ ენაში სხვას ავით”.

არჩილ II (1647-1713)
სულხან-საბა ორბელიანი

 სავსებით განსაკუთრებულია სულხან-საბა ორბელიანის


ღვაწლი, რომელმაც თავის ქართულ ლექსიკონში სათანადო
ადგილი მიუჩინა და შესაბამისად განმარტა დიალექტური თუ
უცხოენოვანი სიტყვები და ამით იმდროინდელი
სალიტერატურო ენის თვალსაზრისით ნორმატიული ფორმები
თვალნათლივ წარმოგვიჩინა.
 ნიშანდობლივია მისეული განმარტებანი:
 „მარტჳლი - ლათინთა ენაა, მოწამეს უწოდენ, ხოლო მესხნი
ყრმას(ა) უწოდენ“;
 ეგირი - თათრულია, ქართულად კ ო თ ხ უ ჯ ი ჰქვიან
 პალატი - ვრცელი და დიდი სახლი. ბერძულია, ქართულად
დარბაზი ჰქვიან.
 ზამბახ - სხვათა ენაა, ქართულად შ რ ო შ ა ნ ი ჰქვიან.

სულხან-საბა ორბელიანი
1658-1725
სულხან-საბა ორბელიანის
„ ლექსიკონი ქართული“

 საპონი - ფრანგულია, ქართულად წერილით შ ე ნ ა ზ ა ვ ე ბ ი და


გ ა ნ ს ა წ მ ე დ ე ლ ი ეწოდების, ხოლო სოფლურად კ უ მ პ ჲ.
 (საპოვი სხვათა ენათა მიერ მოპოვნებულ არს, ხოლო საღთო წერილში რომელსამე
ადგილსა შ ე ნ ა ზ ა ვ ე ბ ი, რომელსამე ადგილსა გ ა ნ ს ა წ მ ე დ ე ლ ი
აღუწერიათ, ხოლო იერემიას წიგნში და დანიელის წიგნსა შინა მ დ ე ლ ო ჲ
აღუწერიათ, რამეთუ არიან მდელონი ესევითარნი, რომელ(ი) ფრიად განრ(ს)ცხიან
და განასპეტაკებენ სასარცხლოსა და განბანს მწიკვლსა კაცთასა ).
შდრ.:
 სულხან-საბა - წერილით და სოფლურად
 ეფრემ მცირე - წიგნური და სოფლური
„გარმიანული ქართული“
XVII-XVIII საუკუნეებში ქართულ ენას რეალური საფრთხე დაუდგა“

 სხვა ენათა განუკითხავმა მოძალებამ ქართულს გარდაუვალი შერყვნის


საშიშროება შეუქმნა. დარბაისლური მეტყველება გარმიანული ჟარგონით
იცვლება. ენა კარგავს ეროვნულ ნიშატს, ივსება ბარბარიზმებით, უცხოური
კალკებით, იფიტება, მოუქნელი და მყიფე ხდება.
 გარმიანული (გარმიანელი) - გარეშე, უცხო, შორეული, არაჩვენი, გადამთიელი.

 ილია: „მე ოსტროვები, ლინიები და სხვა გარმიანული სიტყვები დავძრახე“;

 "ეს ლოთი გარმიანელი მებაღე სულაც დავითხოვოთ და ბაღი გიორგის


ჩავაბაროთ“ ( „ოთაარანთ ქვრივი“)

 ანუ გარმიანული = უცხო წარმოშობისა, უცხოური.

 გარმიანული ქართული - უცხო სიტყვებით, ბარბარიზმებით, უცხოური


კალკებით დამძიმებული ქართული.
ანტონ I კათალიკოსი ( ანტონ ბაგრატიონი)

 უთუოდ ამგვარ ვითარებაზე რეაქციას წარმოადგენდა ანტონის


სამი სტილის თეორია, რომელიც სათავეს ანტიკურ საბერძნეთში
იღებს, ხოლო საქართველოში კი რუსეთის გზით შემოაღწია,
თუმცა პრაქტიკულად მას გარკვეული წინამძღვრები საკუთრივ
ქართულ სინამდვილეშიც ჰქონდა:

 ცნობილია, რომ თვით სულხან-საბა ორბელიანიც მიმართავდა


სხვადასხვა სტილს სხვადასხვა ჟანრის თხზულებებში  „საბა
ორბელიანი, ავტორი „სიბრძნე სიცრუის წიგნისა“, რომლის ენა
არსებითად ახალი ქართულია, თხზულებას „სწავლანი ანუ
ქადაგებანი“ ძველი ქართული სასულიერო მწერლობის სტილით
წერს.
1720-1788
ანტონ კათალიკოსი

 ანტონის გრამატიკულმა შეხედულებებმა თითქმის საყოველთაო ავტორიტეტი მოიპოვა


და მის მიერ დამკვიდრებული სამი სტილის თეორია ლამის საუკუნის განმავლობაში
ბატონობდა.
 თავისთავად ანტონს კეთილშობილური მიზანი ჰქონდა: იგი ქართული ენის დახვეწასა
და გამძლავრებას ესწრაფვოდა, მაგრამ XVIII საუკუნის საქართველოსათვის სამი სტილის
თეორია უკვე ანაქრონიზმი აღმოჩნდა, რომელსაც ხელოვნურობისა და ძალდატანების
აშკარა დაღი ესვა.

 ანტონმა აშკარად მიანიჭა უპირატესობა ძველ ქართულს, როგორც სასულიერო


თხზულებების ენას, კერძოდ, იოანე პეტრიწის სტილს, ოღონდ ეს მხოლოდ საყრდენი
იყო, გარკვეული ბაზისი, რომელსაც დაეფუძნა ანტონ კათალიკოსის მიერ თავისივე
თეორიული წინამძღვრების მიხედვით შემუშავებული მძიმე, ღვარჭნილი, უკიდურესად
გართულებული მეტყველება ( ერთვარი ფსევდო ძველი ქართული).
 ქართული ენის საკითხებზე ანტონს ბევრი მცდარი შეხედულება ჰქონდა, მაგრამ უდავოა
ერთი რამ: საქართველოში სწორედ მან დაუდო სათავე ენისადმი მეცნიერულ მიდგომას
და ენაზე ზრუნვა სახელმწიფოებრივ საქმედ აქცია.
ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები

 ენობრივი კრიზისი, ფაქტობრივად, XIX საუკუნის სამოციან წლებამდე


გაგრძელდა. ქართულ ენის გადაგვარებისაგან გადარჩენა მხოლოდ
ცოცხალი კილოების შინაგანი განვითარების ტენდენციათა
შესისხლხორცებას შეეძლო.
 სწორედ ეს პროცესი დაიწყო XIX საუკუნის სამოციანი წლებიდან ილია
ჭავჭავაძის და თერგდალეულთა მესვეურობით.

 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმავდროულად ერთიანი


სალიტერატურო ენის პრობლემა უშუალოდ დაუკავშირდა ეროვნული
თვითმყოფადობისა და კონსოლიდაციის საკითხს.
 „ენა ეროვნების ბურჯია” ( ილია).
 “ენა ისტორიაა ერისა. პირველი ნიშანი ერის ვინაობისა ენაა” (ილია)
 ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს.

 სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება.

1837-1907
თერგდალეულების ენობრივი პოლიტიკა

 ახალი თაობის ენობრივი პოლიტიკა მყარ დასაყრდენს პოულობდა თვით


ქართულ სინამდვილეში.

 იმ დროისათვის, როცა თერგდალეულები ერის სულიერ და


კულტურულ აღორძინებას ჩაუდგნენ სათავეში, გიორგი ერისთავის,
ლავრენტი არდაზიანის, დანიელ ჭონქაძის და სხვათა სადა, ხალხური
ქართულით დაწერილი თხზულებანი უკვე კარგად იყო ცნობილი.

 თერგდალეულთა უცილობელი დამსახურება ის არის, რომ მათ


საგანგებოდ გაამახვილეს ყურადღება ენის ფაქტორზე და ერთიანი
სალიტერატურო ქართული ენა ქართველი ენის კონსოლიდაციისა და
აღორძინების უპირველეს პირობად გამოაცხადეს.
ილია ჭავჭავაძე

 ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრებას


საფუძვლად დაედო ილია ჭავჭავაძის მიერ შემუშავებული
ენობრივი პროგრამა.
 მის მიერ ჩამოყალიბებული სამი არსებითი დებულება დღესაც
განსაზღვრავს ქართული სალიტერატურო ენის არსს:
ა) ენა ვითარდება და განვითარების ყოველ ახალ საფეხურზე
საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს და დანერგოს ყოველგვარი
სიახლე, რომელიც ენის შემდგომ დახვეწასა და სრულყოფას
განაპირობებს;
ბ) „სადაც აზრი არ არის, იქ ენა, რაც უნდა კარგი იყოს, სულ უქმია“;

გ) „ხალხია ენის კანონის დამდები“ (და არა


ანბანთთეორეტიკა).
ილია ჭავჭავაძე

 XIX საუკუნის სამოციან წლებში აღებულმა გეზმა, ცოცხალი ქართული


მეტყველების საწყისებისაკენ მიბრუნებამ და, ამასთანავე, ევროპიზაციის
ტენდენციამ, განსაზღვრა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების
შემდგომი გზა. იგი უშუალოდ უკავშრდება ახალ ეტაპს ქართული
სალიტერატურო ენის განვითარებაში.
 სწორედ ამ დროიდან იწყება არსებითი ხასიათის მუშაობა სალიტერატურო
ენის საცილობელ საკითხთა მოსაგვარებლად: სალიტერატურო ენამ ხელი
აიღო ძველი ასოების ხმარებაზე.
 გავიხსენოთ ილიას წერილი „ორიოდე სიტყვა“ და მის სქოლიოში ჩატანილი
შენიშვნა, რომელმაც „მამათა და შვილთა“ მწვავე დაპირისპირება გამოიწვია.
 „უჱ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ეს ასოები სულ არ გვიხმარია ჩვენ სტატიაში; თუ ვინიცობაა ეს ენის
წინააღმდეგად მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთათვის მზათ ვართ გავსცეთ პასუხი და
გამოუცხადოთ რა მიზეზითაც არა ვხმარობთ“.
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/oriode_sityva.htm
მე-20 საუკუნე

 XX საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრების რევოლუციურმა გარდაქმნებმა,


ქართული უნივერსიტეტის დაარსებამ, ეროვნული თვითშეგნების აღორძინებამ,
ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებამ ახალი თვალსაწიერი გადაუშალა
ქართულ სალიტერატურო ენას.

 ის, რაც ადრე მეტ-ნაკლებად სტიქიური ხასიათისა იყო, XX საუკუნის ოციანი


წლებიდან უკვე გეგმაზომიერი, მეცნიერულად გააზრებული ენობრივი
პოლიტიკის სახეს ატარებს.

 ქართული სალიტერატურო ენა, იღებს სახელმწიფოებრივ სტატუსს და


პოლივალენტოვანი ხდება. ფართოვდება მისი გამოყენების არეალი, მდიდრდება
ახალი სიტყვებით და დარგობლივი ტერმინოლოგიით.

 იწყება ზრუნვა სალიტერატურო ენის ნორმირებასა და სტანდარტიზაციაზე.


მე-20 საუკუნე

 1921 წელს გამოვიდა წიგნაკი «სალიტერატურო ქართულისათვის».

 1925 წელს დაარსდა ცენტრალური სატერმინოლოგიო კომისია, მოგვიანებით


კი განათლების სახალხო კომისარიატთან შეიქმნა სპეციალური კომისია,
რომელმაც შეიმუშავა სალიტერატურო ენის სადავო საკითხთა
მოწესრიგების ძირითადი პრინციპები და დაადგინა სალიტერატურო ენის
ზოგიერთი ნორმა.

 სწორედ ამ ნორმათა საფუძველზე დამუშავდა «სასკოლო ორთოგრაფიული


ლექსიკონი», რომელიც 1941 წელს გამოიცა, მეორე გამოცემა 1946 წელს
დაიბეჭდა, ხოლო მესამე _ 1949 წელს,

 1968 წელს კი გამოქვეყნდა ვ. თოფურიასა და ივ. გიგინეიშვილის


ვრცელი «ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი».
ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია

 1946-1947 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის


პრეზიდიუმთან არსებობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა
დამდგენი კომისია, ხოლო მოგვიანებით საქართველოს სსრ მინისტრთა
საბჭოსთან შეიქმნა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის
ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია.

 1963 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების


ინსტიტუტში შეიქმნა ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება,
სადაც განიხილებოდა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების
პროცესში წარმოშობილი სადავო საკითხები და მუშავდებოდა ნორმათა
პროექტები ამ საკითხთა მოსაგვარებლად.

ნორმების კრებულები და ლექსიკონები
https://ice.ge

 1970 წელს გამოიცა «თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის


ნორმები» (I კრებული). https://ice.ge/of/?page_id=4028
 კომისიის ხელშეწყობით 1972 წლიდან დაიწყო ენათმეცნიერების
ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილების კრებულის
_ «ქართული სიტყვის კულტურის საკითხების» გამოცემა, რომლებშიც,
საკითხთა კვლევასთან ერთად, წარმოდგენილია ამა თუ იმ ორთოგრაფიულ
თუ სტილისტიკურ სირთულეებთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც.
 ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
https://ice.ge/of/?page_id=3761&hilite=%27qsks%27
 გამოცემულია: ქართული ენის არაერთი ლექსიკონი (იხილეთ ბმული)
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=27

https://www.ice.ge/liv/liv/index.php www.ena.ge www.ganmarteba.ge

http://www.ice.ge/kartuliena/normalizacia.html
„ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“ ( I-XIX)
თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული
მეტყველების კულტურის განყოფილება https://ice.ge/of/
https://ice.ge/of/?page_id=3532
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php
მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან
21-ე საუკუნის 10-იან წლებამდე

 1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა


„საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა“, რომელიც დაექვემდებარა
უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტს. პალატა ფუნქციონირებდა 2004
წლამდე.

 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებობს ქართული ენის


სამმართველო, რომლის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს სახელმწფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის
ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და
შესრულების კონტროლი;
ბ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება.
21-ე საუკუნე
კანონი სახელმწიფო ენის შესახებ

 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “კანონი სახელმწიფო


ენის შესახებ”

 პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს კონსტიტუციის


შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში
- აგრეთვე, აფხაზური.

 სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე


სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას და სახელმწიფო
მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე,
როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს
პირობაზე.
სახელმწიფო ენის შესახებ კანონის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2931198?publication=3
კანონი სახელმწიფო ენის შესახებ

 კანონი ადგენს, რომ სახელმწიფო ენაზე სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი


განათლების მიღება არის საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება;
 საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ არაქართულენოვან
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლება
სავალდებულოა, ხოლო არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები ვალდებული არიან შესაბამის კონტინგენტს შესთავაზონ
სახელმწიფო ენის შესწავლის სპეციალური კურსი;
 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოფიციალური
საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე;
 სამართალწარმოებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენაა სახელმწიფო ენა;
საქართველოს სამხედრო და გასამხედროებულ ძალებში ოფიციალური
საქმიანობა ხორციელდება ქართულ ენაზე;
 რეფერენდუმის, პლებისციტის და სხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ენა არის
სახელმწიფო ენა;
 კონკურსებისა და ატესტაციების ენა არის სახელმწიფო ენა;
 აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და დაცვა ხდება
სახელმწიფო ენაზე.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2931198?publication=3
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
http://www.enadep.gov.ge/
 პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შექმნას
სათანადო პირობები, სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისთვის; მუდმივად
იზრუნოს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც
სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე; ხელი
შეუწყოს ქართველოლოგიურ და აფხაზოლოგიურ კვლევებს.

 საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყოველი საჯარო მოსამსახურე


ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას.
 გარდა ამისა, კანონი ითვალიწინებს საქართველოს მთავრობასთან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნას.
 კანონის თანახმად შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბრის №540
დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო
ენის დეპარტამენტის დებულება და შეიქმნა სსიპ -“სახელმწიფო ენის დეპარტამენტი”,
რომელიც განსაზღვრავს ქართული ენის განვითარებისა და მოვლის პოლიტიკას.
 დეპარტამენტს სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ენის
განვითარებასა და შესწავლაზე ზრუნვა ეკისრება.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
http://www.enadep.gov.ge/
სახელმწიფო ენის
დეპარტამენტი

http://www.enadep.gov.ge/
ქართული ენის ნორმალიზაციის საკითხები
http://www.ice.ge/kartuliena/normalizacia.html

 ”ნორმათა დადგენის აუცილებლობა მით


უფრო მწვავედ იგრძნობა, რაც უფრო მეტი
შესაძლებლობა აქვს ჩვენს სამწერლობო
ენას, იყოს მონოლითური.”

არნოლდ ჩიქობავა

1935 წელს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა


რესპუბლიკურმა კომისიამ არნ. ჩიქობავას მიერ
შემუშავებული დებულებების საფუძველზე, დაამტკიცა
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა
დადგენის პრინციპები.
ნორმა და ნორმალიზაცია

 „ნორმა, როგორც შეგნებული ენობრივი დაგეგმვის რეალური შედეგი, გულისხმობს


ენის როგორც გრამატიკულ, ისე ლექსიკოლოგიურ, სტილისტიკურ, ფონეტიკურ-
ორთოგრაფიულ დონეს, ენის მთელ
საკომუნიკაციო გამოვლენას, დაწყებული ლექსიკით და დამთავრებული ინტონაცია-
მოდალობით.
 სალიტერატურო ენისადმი ნორმატიული მიდგომა მიზნად ისახავს, მიღწეულ იქნეს
სალიტერატურო ენისსტაბილიზაცია და მონოლითურობა, მოხდეს ნორმათა
უნიფიკაცია ისე, რომ,

 ერთი მხრივ, ხელი არ შეეშალოს ენის საყოველთაო ფუნქციონირებას,

 ხოლო მეორე მხრივ - არ დაბრკოლდეს ცოცხალი სალიტერატურო ენის


განვითარება,

რათა საგრძნობლად არ გაიზარდოს განსხვავება ზეპირსა და მწიგნობრულ ენას შორის.“

http://www.ice.ge/kartuliena/normalizacia.html
http://www.ice.ge/kartuliena/normalizacia.html

 ნორმალიზაციის ობიექტური საფუძველია, აგრეთვე,


ნორმატიული ვარიანტულობის შენარჩუნება.

 ნორმა უნდა დადგინდეს მაშინ, როცა ფორმათა


ვარიანტულობა იჩენს თავს, არამედ ყველა შემთხვევაში, როცა
კი ორთოგრაფიული სირთულეებია მოსალოდნელი.

 მოცილე ფორმათაგან უპირატესობა ენიჭება იმას, რომელიც


შეესაბამება ენის განვითარების ძირითად ხაზს, მის ბუნებრივ
ტენდენციებს და პერსპექტიულია ენობრივად.
ნორმათა დადგენის პრინციპები:

 1. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შემუშავების


დროს მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნეს
დამკვიდრებული ენა ქართული ლიტერატურის
კლასიკოსებისა. არ უნდა შეიქმნეს ხელოვნური ნორმები,
ცოცხალი ენისაგან დაშორებული.

 2. გადასინჯვას არ მოითხოვს და უცვლელად უნდა დარჩეს


ისეთი ლექსიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური
მონაცემი, რომელიც სალიტერატურო ქართულში მხოლოდ
ერთი სახით გვხვდება, მაშინაც კი, როცა ეს სავსებით
უმართებულოა ქართული ენის გრამატიკული სისტემის
თვალსაზრისით.

http://www.ice.ge/kartuliena/normalizacia.html
ნორმალიზაციის პრინციპები:
http://www.ice.ge/kartuliena/normalizacia.html

3. როცა სალიტერატურო ქართულში ორი ან მეტი მოცილე მორფოლოგიურ-სინტაქსური


მოვლენა იჩენს თავს, საკითხი უნდა გადაწყდეს იმის სასარგებლოდ, რომელიც:
ა) უფრო გავრცელებულია კლასიკოსთა ენაში და ეგუება ქართული სალიტერატურო ენის
განვითარების ტენდენციას;
ბ) გამართლებულია ქართული ენის დღევანდელი გრამატიკული სისტემით, ესე იგი,
გრამატიკულად კანონიერია და არ არღვევს ამ სისტემით ნაგულისხმევ თანამიმდევრობას;
გ) სხვა თანაბარ პირობებში წარმოების პრინციპის მიხედვით უფრო მარტივია;
დ) სხვა თანაბარ პირობებში მნიშვნელობის მიხედვით უფრო ნათელია.

 შენიშვნა: იშვიათ შემთხვევაში, როცა ერთმანეთის მოცილედ გამოდის ორი ან მეტი


პარალელური ფორმა, რომლებიც თანაბრად კანონიერია გრამატიკული სისტემის
თვალსაზრისით, მაგრამ ხმარების მიხედვით კლასიკოსების ენაში გადაჭრით არც ერთს
არა აქვს უპირატესობა, შესაძლებელია ისინი დარჩნენ პარალელურად.
http://www.ice.ge/kartuliena/normalizacia.html

4.ორთოგრაფიული საკითხების მოგვარებისას სავალდებულოა დარჩეს


ერთი ფორმა. ამ შემთხვევაში მოცილე მოვლენათაგან უპირატესობა
უნდა მიეცეს იმას, რომელიც:

ა) უფრო გავრცელებულია სალიტერატურო ქართულში;


ბ) გამართლებულია ეტიმოლოგიურად და მორფოლოგიურად;

გ) მისაღებია ქართული ენის ბუნებრივ კომპლექსთა


თვალსაზრისით”.
ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი
( პირველი გამოცემა1968 წ. )

 http://www.ice.ge/kartuliena/normalizacia.html
 hthttp://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=27
 www.ena.ge
 http://enadep.gov.ge/
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
https://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php
https://www.ganmarteba.ge/
 “ენა ეროვნების ბურჯია” ( ილია).
 “ენა ისტორიაა ერისა. პირველი ნიშანი ერის ვინაობისა ენაა” (ილია)
 ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს.
 “რა ენა წახდეს, ერი დაეცეს” ( გრ.ორბელიანი)
 ”ერი დედაა ენისა” ( ვაჟა)
 “ენა სხვა არაფერია, თუ არა ერის მსოფლხედვა”( გ. რამიშვილი)
 ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა“ (ვილჰელმ
ჰუმბოლდტი)

 სახელმწიფო ენა, მისი მდგომარეობა ქვეყნის ღირსების საზომია.

 მისი დაცვა ჩვენი ვალი და საზრუნავია.


 „იმ ერს, რომელიც თავის სამწერლობო ენას შესაფერისად არ განავითარებს, არც

შეუძლია გონებრივი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს, რადგან


ამისთვის აუცილებლად საჭირო იარაღი არ აბადია: ენა ერის სტიქიური
სულიერი ბუნებისა და ძალის გამოხატულებაა და ერთობლივი შემოქმედების
ნაყოფი, მისი გადაგვარება თვით ერის სულიერი გადაგვარების
მომასწავებელია. ყოველი ქართველი, რომელსაც თავისი ერისათვის კეთილი
სურს..., მოვალეა ქართული ენის აღდგენას და მის განვითარებას ხელი
შეუწყოს.“
ლიტერატურა:
 ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბ. 1984; თავი I; გვ. 105-107;
 ბ. ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია, თბ., 1989, თავი VIII, გვ. 147-155; 171-180;
 დ. მელიქიშვილი, ქართული სალიტერატურო ენის ნორმირების ისტორიიდან: კრებული “ქართული
სალიტერატურო ენის საკითხები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა”, თბ., 2007, გვ. 125-131,
 თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის პრინციპები: კრებული
“თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები”, I, 1986, გვ. 1-8;
 ტ. ფუტკარაძე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმირების საკითხები: კრებული “ქართული ენის
ისტორია”, თ. V, ქუთ. 2006, გვ. 253-266;
 არნ. ჩიქობავა, ქართული ენის ზოგადი დახასიათება, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი I,
თბ. 1950;
 ლია ლეჟავა, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ისტორიიდან
(ნორმალიზაციის პრინციპები გაზ. «კვალში“), ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი
მეთერთმეტე, 1998 გვ. 6-42 https://ice.ge/of/wp-content/uploads/2019/02/Lejava-L.11Tomi_6-
20gv_opt.pdf; https://ice.ge/of/wp-content/uploads/2019/02/Lejava-L.11Tomi_21-42gv_opt.pd
 http://www.ice.ge/kartuliena/normalizacia.html
 http://www.lingua.ge/normalizacia.html
 http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=27
 www.ena.ge
 https://matsne.gov.ge/ka/document/view/2931198?publication=3
 ქართული ენის ეროვნული კორპუსის (ქეეკ) გამოყენების ინსტრუქცია სტუდენტებისათვის;
 ტიტუსის გამოყენების ინსტრუქცია სტუდენტებისთვის https://e-learning.tsu.ge/course/view.php?id=870

You might also like