Nacarqeqia Karantinshi

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ნაცარქექია კარანტინში

არ თქვათ რომ არ გეზარებათ. არ თქვათ რომ არ გეზარებათ წერა, კითხვა, თუნდაც


მოსმენა იმიტომ, რომ ვიცი ასე არ არის. სხვებს ჰგონიათ, რომ ზოგი ადამიანი
ზარმაცი იბადება. თქვენს გასაგონად ვამბობ, რომ ყველა ზარმაცი იბადება. ადამიანი
არის სიზარმაცის ბუკეტი ეს არის ჩვენი ბუნება და ალბათ წუწუნზე მეტად არაფერი
არ გვიყვარს. უბრალოდ არიან ადამიანები, რომელებიც სიზარმაცეს უმკლავდებიან
და ნებისმიერ სიტუაციაში, მაინც ბევრს შრომობენ და ვართ ჩვენ, რომლებსაც
უბრალოდ სიზარმაცესთან გამკლავებაც კი გვეზარება.

ჩემი რძალი მუდამ მეჩხუბება, მსაყვედურობს, რომ არაფერს არ ვაკეთებ. იცით


რატომ? იმიტომ , რომ მასაც უნდა ჩემსავით მთელი დღე იჯდეს და არაფერს არ
აკეთებდეს. ის უბრალოდ თვითმარქვიაა , შური ნერვებს უწეწავს და არ იცის რა
გააკეთოს ასე რომ მომადგება ხოლმე და დამჩხავის. ზოგჯერ მისი ჩხუბის მოსმენა
ისე მეზარება მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რასაც მეტყვის ოღონდ გაჩუმდეს.
მაგრამ მალევე გადავიფიქრებ ხოლმე, სადაც ამდენი ხანი ვუსმინე აწიც
მოვითმენთქო ვფიქრობ და ნაცრის ქექვას ვაგრძელებ. რაშიც პროფესიონალი ვარ ვერ
დამიკარგავ, ქექვის დროს ყურადღება არ მეფანტება ხოლმე.

ეს ბოლო პერიოდი უცნაური, რაღაც მოხდა. კარანტინში ყოფნის დროს რაღაც არ


მასვენებდა. ყველა იტყვის ინტროვერტი ადამიანებისთვის არაფერი არ შეცვლილაო,
მაგრამ ეგრეც არ არის. ადრე ყველა მეუბნებოდა ადექი, გარეთ გადი, საქმე გააკეთეო,
ახლა ყველა ამბობს სახლში დარჩით და გარეთ ცხვირი არ გამოყოთო. არ მესიამოვნა,
სახლში ყოფნა იმიტომ მომწონდა, რომ მე ვწყვეტდი ამას, ახლა კი არჩევანის უფლება
არ მაქვს აუცილებლად სახლში უნდა დავრჩე. ვიფიქრე კარანტინის შემდეგ ალბათ
ასე აღარ დამეზარება ყველაფერი და უფრო მეტ რამეს გავაკეთებთქო... ნწ.. არაა..
შევცდი. არაუშავს ხომ ვცადე მაინც.. გონებაშიი.

კარანტინში ტიკტოკერობა დავიწყე. ყველა ვიდეოში ნაცარს ვქექავ ოღონდ


სხვადასხვა მუსიკის ფონზე. თუ დილიდანვე ენერგიაზე ვარ სიმღერის ტექსტს პირის
მოძრაობასაც ვაყოლებ და ჩემი ფანები გიჟდებიან ისე მოწონთ. ახალი ტრენდი
წამოვიწყე ყველაზე კრეატიულად ვინ მოქექავს ნაცარს და საუკეთესოებთან მერე
დუეტს ვწერ. ვიღაც-ვიღაცეები გამოხტებიან და დაიწყებენ დაცინვას,მაგრამ ეგრეც
ნუ გამითამამდებით 25 ათასი გამომწერი მყავს ტიკტოკზე და თუ მოგისიეთ მერე
ნახეთ მთლიანი ბიბლიაც, რომ გადაიკითხოთ ღმერთი მაინც ვერ გიშველით.

ამასწინათ ვფიქრობდი ახლანდელ სტუდენტებზე, დისტანციურად რომ უწევთ


სწავლა და ამ თაობაში ჩემი თავი ვიპოვე. არა, იმ მხრივ არა, რომ ჩემსავით უსაქმოდ
სხედან, იმ მხრივ რომ ყველას გონებაში მე ვარ და შემომნატრიან. საბრალო
ბავშვებიი...
დედაჩემი მახსენდებოდაა, მისი სიტყვებიი... „ როდემდეეე უნდა იყო ასეე, ადექი
დაალაგეე, რამე გააკეთე ასეთს ვინ წაგიყვანს ცოლად“.. მოვიტყუე ამას ჩემს დას
ეუბნებოდაა, მე ბიჭი ვარ და ჩემთვის მსგავსიც არაფერი არ უთქვამს. არადა ახლა
ჩემი და მშვენიერი მეოჯახეა, მე კიდე ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ
ისევ ნაცარს ვქექავ და ამ ყველაფერს მეზობლის ბავშვს ვაწერინებ რადგან თავად ...
აბა გამოიცანით რა ?? ... დიახ, მართლები ხართ.. მეზარებაა..

You might also like