Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 8

ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

201

პროგრამა დამტკიცებულია
აკადემიური საბჭოს № 09-120 (03.09.2014წ.) დადგენილებით

1. ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის

2. სპეციალობა: ფინანსები

3. უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: მაგისტრატურა

4. საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური

5. სწავლების ენა: ქართული

6. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

7. პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

8. პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნინო ლიპარტელიანი

9. პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი შეიძლება


გახდეს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,
საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდების (ფინანსები,
ინგლისური ენა) შედეგების საფუძველზე ან პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე ან მობილობით
ჩარიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებს.

პროგრამის მიზნები:
ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მაღალი მოქალაქეობრივი, ინდივიდუალური თვისებებისა და
დემოკრატიული აზროვნების მქონე პიროვნების ფორმირება, რომელიც დასაქმდება ფინანსების
სფეროში მმართველობით პოზიციებზე.
სწავლის მაღალი ხარისხითა და შედეგზე ორიენტირებული სწავლებით:
პროგრამა მისცემს სტუდენტს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ფინანსების სფეროს
თეორიულ და კვლევაზე დაფუძნებულ ღრმა და სისტემურ ცოდნას საფინანს ო, საბანკო და
სადაზღვევო ინსტიტუტების მართვის, საქართველოს ფინანსური სისტემის, მისი რეგულირების
საკანონმდებლო ბაზის საკვანძო საკითხების ცოდნის საფუძველზე;
პროგრამა გამოუმუშავებს სტუდენტს ნებისმიერი სახის საფინანსო დაწესებულებების ეფექტიანი
მართვისა და ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევებს, მართვის
კომპლექსური პრობლემების კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გზით;
პროფესიულ პასუხისმგებლობასა და იმ უნარებს, რომლებიც განაპირობებს მის წარმატებულ შრომით
კარიერას და უზრუნველყოფს სტუდენტს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებისა და შემდგომი
დასაქმების შესაძლებლობით.
პროგრამის სტრუქტურა, სასწავლო კურსების სილაბუსები, სწავლისა და სწავლების მეთოდები,
სწავლების ფორმატი, სასწავლო გეგმა, პროგრამის განმახორციელებელი კვალიფიციური ადამიანური
რესურსი – აკადემიური და დამხმარე პერსონალი, უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და
წიგნადი და არაწიგნადი ფონდები უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნების
მიღწევადობას.

11. სწავლის შედეგები : სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს


შეიძინოს ცოდნა, გამოიმუშავოს უნარები და განუვითაროს შემდეგი ზოგადი და დარგობრივი
კომპეტენციები:

კომპეტენცია ზოგადი და დარგობრივი


ცოდნა

აქვს:
გაცნობი და

ფინანსების ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური


იდეების შემუშავების საშუალებას, კერძოდ, სიღრმისეულად იცის:
ერება

 ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები, საბანკო და სადაზღვევო მენეჯმენტი;


 საფინანსო და საბანკო სისტემების, საერთაშორისო სავალუტო საკრედიტო
ურთიერთობების რეგულირების მექანიზმები;
 ბიზნესის ადმინისტრირების ფუნქციონალური სფეროების საკვანძო საკითხები,
როგორებიცაა სტრატეგიული მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი,
მმართველობითი აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმები, ანტიკრიზისული
და რისკმენეჯმენტი, ფინანსური აღრიცხვა და ანალიზი, ლიდერობა,
მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები,
კვლევის მეთოდები;

აცნობიერებს:
 საფინანსო პოლიტიკის, ფინანსური სისტემის და საფინანსო ინსტიტუტების
ცალკეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
შეუძლია:
პრაქტიკცოდნის

 ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება;


კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების
ძიება;
 კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებში ორიენტირება, ფინანსური რისკ-
აში

ფაქტორების განსაზღვრა, ანტიკრიზისული სტრატეგიის შემუშავება და


სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
გამოყენე

 სტრატეგიული საფინანსო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;


უნარი
ბის

 უახლესი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით კვლევის


დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება
შეუძლია:

დასკვნი
ს უნარი
 მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო რთული და
არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული
ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება;
 უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით საფინანსო ინფორმაციის ინოვაციური
სინთეზი;
 დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და რეალიზაცია;

შეუძლია:
კომუნიკ

 თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების შესახებ


უნარი
აციის

გააკეთოს მოხსენება/პრეზენტაცია აკადემიურ თუ პროფესიულ


საზოგადოებასთან აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვით;
 დამაჯერებელი, დამოუკიდებელი და კომპეტენტური კომუნიკაცია როგორც
ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე;
 კომუნიკაცია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
მიღწევათა გათვალისწინებით.

შეუძლია:
სწავლის

 სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების


უნარი

გაცნობიერება;
 შემდგომი სწავლის მაღალ დონზე სტრატეგიულად დაგეგმვა;

შეუძლია:
ღირებულებებ

 ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების


შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა
 განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედება პროფესიული საქმიანობისთვის

დამახასიათებელი ღირებულებების შესაბამისად.

12. სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების შესაძლებლობები:


ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონეს შეუძლია

 სწავლა გააგრძელოს სწავლების მესამე საფეხურზე-დოქტორანტურაში;


 დასაქმდეს და დაიკავოს მაღალი რგოლების ფინანსური მენეჯერის, საფინანსო
დირექტორის და სხვ. თანამდებობა ნებისმიერი სფეროს საჯარო თუ სხვა
სამართლებრივი ფორმის საერთაშორისო და ეროვნულ ფირმებში, საფინანსო
ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.

13. სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა


გულისხმობს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას, რომელიც მოიცავს დატვირთვის სხვადასხვა
სახეებს (ლექციაზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფში მუშაობას, პრაქტიკულ ან ლაბორატორიულ
მეცადინეობას, დამოუკიდებელ მეცადინეობას და სხვ). პროგრამის თითოეულ კომპონენტში, მისი
თავისებურებიდან გამომდინარე, გამოიყენება სწავლების/სწავლის ის მეთოდები და ხერხები,
რომლებიც განაპირობებენ ამ კომპონენტით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ეფექტურად
მიღწევას, ხოლო მათი ერთობლიობა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით
გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
 სალექციო მეთოდი - წარმოადგენს შესასწავლი თემის შესახებ სისტემატიზებული ცოდნის,
კონცეფციებისა და თეორიების მომცველი ინფორმაციის სტუდენტური აუდიტორიისათვის
სიტყვიერი გადაცემის ეფექტურ მეთოდს.
 ჯგუფში/ჯგუფური მუშაობის მეთოდი აქტიურად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც
საჭიროა საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან შესწავლა, ახალი იდეებისა და მიდგომების
მოძებნა. ასევე, როდესაც საჭიროა ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების
გამომუშავება. იგი საჭიროებს ისეთ უნარებს, როგორიცაა მოსმენა, ინსტრუქციის დაცვა,
უკუკავშირი, თანამშრომლობა, აზრის გაზიარება. ვინაიდან ჯგუფი რამდენიმე ადამიანს
აერთიანებს, ჯგუფური მუშაობის დაწყებისას საჭიროა ჯგუფის მუშაობის წესების და
ნორმების ჩამოყალიბება, რომელსაც ჯგუფის წევრები დაიცავენ; ეს ნორმები უნდა
არეგულირებდეს ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობას და ყველა წევრს თანაბარი
მონაწილეობის საშუალებას უნდა აძლევდეს;
 პრაქტიკული მეთოდი გულისხმობს სტუდენტების პრაქტიკულ მოქმედებებს, რომელიც
ორიენტირებულია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების
გამომუშავებასა და განვითარებაზე.
 ლაბორატორიული მეთოდი მიზნად ისახავს დავალების კეთებით სწავლებას, რაც
ხორციელდება განსაკუთრებულ გარემოში - ლაბორატორიაში, და უზრუნველყოფს
თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირის კონცეპტუალურად გააზრების
შესაძლებლობას.
 დისკუსია წარმოადგენს სწავლების მეთოდს, როდესაც (როგორც წესი) ლექტორის
ხელმძღვანელობით მიმდინარეობს სხვადასხვა წინადადების, მიდგომის, იდეის,
პრობლემების გადაჭრის მეთოდების ჯგუფური განხილვა და ნიშნავს საწინააღმდეგო
პოზიციების პოლემიკას, სხვადასხვა აზრის ზეპირ (იშვიათად წერით) გამოხატვას.
დისკუსია მიმდინარეობს ლექტორსა და სტუდენტებს, ან უფრო იშვიათად, მხოლოდ
სტუდენტებს შორის.
 დემონსტრირების მეთოდი გულისხმობს დავალების, პროცედურის უშუალო შესრულებას,
რასაც თან ლექტორის ახსნა-განმარტება ახლავს. დემონსტრაცია მოიცავს ზეპირ ახსნა-
განმარტებას (ინსტრუქუტაჟს) და კონკრეტული დავალების, ამოცანის კეთებას ფაქტების,
პროცესებისა და კონცეფციების ახსნის მიზნით. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
პრაქტიკული უნარების სწავლებისას.
 დებატები მსგავსია დისკუსიის, მაგრამ განსხვავდება მისგან სტრუქტურირების მაღალი
ხარისხით. ეს მეთოდი გულისხმობს ისეთი თემის (საკითხის) განხილვას, რომლის მიმართ
არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო პოზიცია (მოსაზრება) და სტუდენტთა დაყოფას ორ
ჯგუფად ისე, რომ ერთი ჯგუფი მხარს უჭერს (წარმოადგენს) ერთერთ პოზიციას, ხოლო
მეორე - საწინააღმდეგოს.
 როლური და სიტუაციური თამაშები გულისხმობს სტუდენტების მიერ დავალების
სიმულირებას და კონკრეტულ სიტუაციაში გარკვეული როლის შესრულებას. სცენარის
მიხედვით განხორციელებული როლური და სიტუაციური თამაშები სტუდენტს
საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს, ეხმარება მას
ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში და განაპირობებს თეორიული ცოდნისა
და პრაქტიკული გამოცდილების შეძენას.
 გონებრივი იერიში წარმოადგენს ჯგუფური შემოქმედებითი მუშაობის მეთოდს, რომლის
მიზანია კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად მაქსიმალური რაოდენობის იდეების
გენერირება და განხილვა. გონებრივი იერიშის ყველა იდეა, ცხადია, რომ საბოლოო
შედეგისათვის არ არის მნიშვნელოვანი; იდეების შეგროვების შემდეგ ხდება ამ იდეების
დაჯგუფება პრიორიტეტების მიხედვით და რამოდენიმე ყველაზე ღირებული იდეის
გამოკვეთა.
 შემთხვევების განხილვა და ანალიზი წარმოადგენს მეთოდს, რომელიც კონკრეტული
რეალური ან სიმულირებული სიტუაციის (შემთხვევის) განხილვის გზით მიზნად ისახავს
საკითხის ყოველმხრივ და საფუძვლიანად შესწავლას.
 ახსნა-განმარტებითი მეთოდი გულისხმობს შესასწავლი ობიექტის, ცალკეული ცნებების,
მოვლენების კანონზომიერებების, არსებითი თვისებების სიტყვიერ გადმოცემას. ახსნა-
განმარტება, ჩვეულებრივ, მონოლოგის ფორმით ხორციელდება. იგი ატარებს
მტკიცებულებით ხასიათს და მიმართულია ცალკეული ცნებების, საგნებისა და მოვლენების
არსებითი მხარეების, წესებისა და კანონზომიერებების გამოვლენაზე.
 ევრისტიკული მეთოდი გულისხმობს, რომ მასწავლებლის მიერ დასმული პრობლემის
ირგვლივ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტუდენტებმა უნდა ჩამოაყალიბონ
საკუთარი დასკვნები, განახორციელონ გარკვეული განზოგადოებები, გამოავლინონ მიზეზ-
შედეგობრივი კავშირები და კანონზომიერებები, არსებითი განსხვავებები და
პრინციპიალური მსგავსობები.
 კვლევითი მეთოდი, ისევე როგორც ევრისტიკული მეთოდი, გულისხმობს სასწავლო
პრობლემებისა და პრობლემური ამოცანების გადაჭრის გზით სტუდენტის მიერ ახალი
ცოდნის შეძენას და თავისი ხასითით უახლოვდება სამეცნიერო-კვლევით მეთოდს. იგი
განსხვავდება ევრისტიკული მეთოდისაგან იმით, რომ თუ ევრისტიკულ მეთოდში
კითხვები, მითითებები და კერძო პრობლემური დავალებები ატარებენ წინასწარ ხასიათს,
ანუ მათი გამოყენება ხდება პრობლემის გადაჭრამდე ან პრობლემის გადაჭრის პროცესში
და, შესაბამისად, განსაზღვრავენ ამ პროცესის მიმართულებას, კვლევითი მეთოდის
შემთხვევაში კითხვების დასმა ხორციელდება პრობლემის გადაჭრის შემდეგ და
წარმოადგენს სტუდენტის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნების, მიღებული ახალი ცოდნის
შეფასების საშუალებას.
 პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს:
ძირითადი სალექციო კურსის პარალელურად ტარდება გარკვეული პრობლემისადმი
მიძღვნილი ინტერდისციპლინარული სემინარები, რაც იდეალურ პირობებს ქმნის
სტუდენტების ერთობლივი მუშაობისათვის და უფრო მეტად უწყობს ხელს ფართო
თვალსაწიერის მქონე მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. თეორიული
სემინარების შემდეგ მცირე ჯგუფებად გაერთიანებულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება
დამოუკიდებლად გადაჭრან იმავე პრობლემატიკისადმი მიძღვნილი ამოცანები. სასწავლო
გარემო მაქსიმალურად დაახლოებულია მათ მომავალ სამუშაო პირობებთან.
 წიგნზე (სახელმძღვანელოზე) მუშაობა შესაძლებელია ხორციელდებოდეს მასწავლებლის
მეთვალყურეობით ან დამოუკიდებლად. არსებობს წიგნზე მუშაობის სხვადასხვა ხერხები:
კონსპექტირება, ტექსტის გეგმის შედგენა, ტესტირება, ციტირება, ანოტაცია, რეცენზია,
ცნობის შედგენა, ფორმალურ-ლოგიკური მოდელის შედგენა.
 სავარჯიშო გულისხმობს გონებრივი და პრაქტიკული აქტივობების (სამუშაოების)
მრავაჯერად გამეორებას პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის ან განვითარების მიზნით.
თავისი ხასიათით სავარჯიშო შეიძლება იყოს ზეპირი, წერითი, გრაფიკული და სასწავლო-
შრომითი:ზეპირი სავარჯიშო, წერითი სავარჯიშო, გრაფიკული სავარჯიშოები.
 თანამშრომლობითი სწავლებისას ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ
თვითონ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში.
ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება
საკითხს.
 ინდუქცია გულისხმობს ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლების პროცესში
აზრის მსვლელობა კონკრეტულიდან ზოგადისაკენ, კერძო ფაქტებიდან განზოგადებისაკენ
არის მიმართული.
 დედუქცია გულისხმობს ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლების პროცესში
აზრის მსვლელობა ზოგადიდან კონკრეტულისაკენ არის მიმართული.
 ანალიზი გულისხმობს სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ
ნაწილებად დაშლას, რითაც მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული
ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება;
 სინთეზი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს
მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწავლის
შედეგების მისაღწევად შესაძლებელია სწავლების/სწავლის სხვა მეთოდების/ხერხების
გამოყენებაც.

13. ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმა და სილაბუსები (იხ.


დანართი 1 ).

14. ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წინაპირობების მატრიცა და


სწავლის შედეგების რუკა (იხ. დანართი 2).

16.სტუდენტთა შეფასების სისტემა


საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის მიღწევების შეფასება ხორციელდება შემდეგი
მოთხოვნების დაცვით:
1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი
სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება მე-7 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
2. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად - მხოლოდ
დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. სტუდენტის გაწეული შრომის შეფასება გარკვეული
შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს შუალედურ შეფასებებს და დასკვნითი გამოცდის
შეფასებას.
3. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
4. დასკვნითი გამოცდა არ უნდა შეფასდეს 40 ქულაზე მეტით.
5. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური
შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51
ქულა.
6. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებით მიღებული აქვს მე-7 პუნქტის ,,ა”
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შეფასებისათვის საკმარისი ქულათა ჯამი, არ არის
ვალდებული გავიდეს დასკვნით გამოცდაზე.
7. შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
ა.გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ა.ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით
გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
8. მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებების მიღება ხდება შუალედური შეფასებებისა
და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე.
9. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და
შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 10 დღისა.
10. შეფასების კომპონენტები, მათი კონკრეტული ფორმები და ხვედრითი წილი, კონკრეტული
სასწავლო კურსის მიზნებიდან და სწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განისაზღვრება სასწავლო
კურსის პასუხისმგებელი ლექტორის მიერ, რაც აისახება სასწავლო კურსის სილაბუსში და
ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში.
17.პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსი:

სასწავლო პროცესს წარმართავენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მაღალი


კვალიფიკაციის, სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული
სპეციალისტები:

№ გვარი, თანამდებობა საკონტაქტო


სახელი ინფორმაცია

1 ლიპარტელიანი ნინო პროფესორი nliparteliani69@gmail.com


599 568 344
2 ნანიტაშვილი მანანა პროფესორი mananananitashvili@hotmail.com
599777805
3 ჭიოტაშვილი დავით პროფესორი tchiotashvili@gmail.com
599 509 067
4 დურული ციური პროფესორი tsiotsio@gmail.com
577 251 221
5 ნანუაშვილი გიორგი ასოცირებული goginanuashvili@gmail.com
პროფესორი 593 152 011
7 ჟოჟუაშვილი ნათია ასოცირებული Natia7413@gmail.com
პროფესორი 551 118 890
8 ხათუნა ბებნაძე ასოცირებული khatunabebnadze@gmail.com
პროფესორი 599537317
9 ალექსანდრე ჩხიტაური მოწვეული Achxitauri@gmail.com
სპეციალისტი
10 რუიზან მექვაბიძე პროფესორი gsu@gu,ge
558751613
11 სრესელი შალვა პროფესორი Sresel-28@mail.ru
577151202
12 ვანიშვილი მერაბ პროფესორი merabvanishvili@yahoo.com
598113753
13 ბერიკა შუკაკიძე მოწვეული berikashukakidze@gmail.com
სპეციალისტი 577251227

18. პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსი:

საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევის


შესაძლებლობა უზრუნველყოფილია სტუდენტებისთვის შეზღუდვების გარეშე ხელმისაწვდომი
სასწავლო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურით და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, კერ-
ძოდ:

 სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიებით და საკონფერენციო


დარბაზებით;
 კომპიუტერული ტექნიკითა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი
ბიბლიოთეკით და სამკითხველოებით;
 კომპიუტერული კლასებით, ინტერნეტში და შიდა ქსელში ჩართული კომპიუტერული
ტექნიკით და სწავლის/სწავლების პროცესის ადეკვატური კომპიუტერული პროგრამებით და
სხვ;
საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელო და
მეთოდური ლიტერატურით. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებს უზრუნველყოფს
სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული ბეჭდური და ელექტრონული
სახელმძღვანელოებით, სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურით, აგრეთვე
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის მონაცემთა ბაზით და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავ-
სებული ელექტრონული კატალოგით.
პრაქტიკას სტუდენტი გადის ორგანიზაციებში: ლიბერთი ბანკში, შპს საგზაო-სამშენებლო
სამმართველო, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, შპს გსქ „კულა“, შპს „კარმენი“. პრაქტიკის
განხორციელების მიზნით გაფორმებულია მემორანდუმები (იხ. დანართი 3).

19. პროგრამის განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა:


საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება და მისი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა
ხორციელდება ფაკულტეტის შემოსავლებიდან, რაც გათვალისწინებულია სასწავლო
უნივერსიტეტის ბიუჯეტში. იგი მიმართულია პროგრამის განხორციელებაში ჩართული
პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მუდმივ განახლებაზე,
ბიბლიოთეკის წიგნადი და არაწიგნადი ფონდების შევსებაზე პროგრამის შესაბამისი უახლესი
ლიტერატურით, სტუდენტთა აქტივობის წახალისებაზე, ინტელექტუალური რესურსის მოზიდვაზე
და სხვ.

You might also like