Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

თეოკრატიზმი და მისი იდეოლოგიები (19-5)

მე-6 ჯგუფი:
ნინი ხუნძაყიშვილი
გიორგი მიქელაძე
თამთა სახელაშვილი
თეოკრატია (შესავალი, ავტ: ნინი ხუნძაყიშვილი)
თეოკრატიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ემყარება თეოკრატიული მმართველობის ფორმის
მხარდაჭერას. თეოკრატია კი არის სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის მიხედვითაც
ხელისუფლება თავმოყრილია სასულიერო პირებისა და სამღვდელოების მეთაურების ხელში.
სიტყვა ბერძნულიდან მომდინარეობს და ღმერთის მმართველობას ნიშნავს. მმართელობის ეს
ფორმა ემყარება იმ იდეებს, რომლებზეც დაფუძნებულია უშუალოდ სახელმწიფო რელიგია.
კანონმდებლობაც შესაბამისად დადგენილია რელიგიის მიხედვით განსაზღვრულ ნორმების
მიხედვით. მმართველობის ამ ფორმის მთავარი და საზოგადო იდეაც კი ისაა, რომ მართონ
არამხოლოდ გარკვეული ჯგუფი, არამედ მთლიანი სახელმწიფო იმ მოტივებით, რა
მოტივებზეცაა დაფუძნებული კონკრეტული რელიგია. აღნიშნულ მმართველობის ფორმას
ოდითგანვე ვხვდებით მსოფლიო ისტორიაში, რომელზეც უფრო დაწვრილებით მოგვიანებით
განვიხილავთ.

თეოკრატია შეგვიძლია შევადაროთ არჩევით მონარქიასაც. რიგ ქვეყნებში, რომლებსაც


თეოკრატიული მმართველობის ფორმა აქვთ, მმართვეს მინიჭებული აქვს აბსოლუტური
ძალაუფლება და ირიბად თუ პირდაპირ აკონტროლებენ სხვა მმართველ ორგანოებს.
თეოკრატიის მმართველი კი ამით გაგვახსენებს მონარქს, რომელსაც იგივენაირად აქვს
მმართველობის სადავეები ხელში აღებული. ამასთანავე, ხშირ შემთხვევებში მმართველს
ირჩევენ უვადოდ, რითაც ასევე ჰგავს არჩევით მონარქიას, სადაც მონარქებს მთელი სიცოცხლის
ვადით ირჩევენ. მათ შორის განსხვავება კი ისაა, რომ თეოკრატიაში მმართველი არის
სასულიერო პირი და მის მიერ გატარებული პოლიტიკაც სწორედ რელიგიურ იდეებს ეფუძნება
განსხვავებით მონარქისგან, რომლისთვისაც არაა მსგავსად შეზღუდული.

თეოკრატიის დროს იშვიათია უთანხმოება მმართველ მხარეში, რადგან ისინი მკაცრად გაწერილ
ნორმებსა და დოგმებს ემორჩილებიან, რომლებიც დადგენილია რელიგიური მრწამსის მიერ და
არ ექვემდებარება განხილვას. ამასთანავე, ყველას საკმაოდ მსგავსი მსოფმხედველობა აქვს, რის
გამოც უფრო მარტივია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე შეჯერება დამყარება. ჩამოთვლილი
დადებითი მხარეების გარდა საყურადღებოა, რომ მმართველობის ამ ფორმას აქვს თავისი
უარყოფითი მხარეებიც. აღსანიშნავია, რომ ასეთი მმართველობის დრო უფრო მარტივია, რომ
მმართველმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს თავისი ძალაუფლება და გავლენა ხალხზე.
მსოფლიო ისტორიას, რომ გადავხედოთ ხშირია კორუფცია (რომის პაპების და ისრაელის
შემთხვევაში). რიგ შემთხვევებში ხალხის თავისუფლება უფრო შეზღუდულია და მკაცრი
კანონები მოქმედებს.

გამოყენებული მასალა:

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000597/Gurgenidze%20M.pdf

https://www.academia.edu/16877874/Theocracy
ძველი თეოკრატიები (ავტ: გიორგი მიქელაძე)
სიტყვა თეოკრატია პირველად ბერძნულ ენაში დაახლოებით პირველი საუკუნის
მიწურულს გაჩნდა (theokratia), და მის ავტორად ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი,
იოსებ ფლავიუსი, ითვლება. იგი აღწერდა იმ დროისთვის გავრცელებულ სხვადასხვა
ქვეყნის მმართველობის ფორმებს, როგორებიც იყო მონარქია, ოლიგარქია და
დემოკრატია, ებრაელთა სახელმწიფოებრივ წყობად კი თეოკრატიას მოიხსენიებდა,
რასაც, მისი აზრით, ჯერ კიდევ მოსემ ჩაუყარა საფუძველი. იუდეური თეოკრატიის
ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ძველი აღთქმის „გამოსვლის“
წიგნში (Book of Exodus) აღწერილმა მოვლენებმა, ეგვიპტის ტყვეობაში მყოფი ებრაელი
ხალხის დახსნამ, შემდგომ კი ჯოშუას ხელმძღვანელობით ქანაანის ტერიტორიის
დაკავებამ. თეოკრატიის ფორმას, რომელსაც ებრაელები იყენებდნენ, კრიტარქია
ეწოდება. „წიგნი მსაჯულთა“ (ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი) გვეუბნება, რომ
ისრაელს მართავდნენ მსაჯულები, რომლებსაც იაჰვეს (ღმერთის ებრაული სახელი)
ღრმა რწმენა ჰქონდათ. არსებობდა ერთგვარი ციკლი, რომელიც ბიბლიური
მსაჯულების მოვლენას უკავშირდებოდა: მსაჯული მოკვდებოდა, ებრაელები
კერპთაყვანისცემლობასა და ცოდვილ გზებს დაუბრუნდებოდნენ, უფალი მათ დასჯიდა
და განსაცდელში ჩავარდებოდნენ, ებრაელები ცოდვებს მოინანიებდნენ, ღმერთი მათ
მსაჯულს გაუგზავნიდა განსაცდელისგან დასახსნელად და ასე შემდეგ. აღსანიშნავია,
რომ ივრითული ტერმინი „შოფეთ“ მართალია ითარგმნება, როგორც მოსამართლე,
თუმცა მნიშვნელობით მმართველთან უფრო ახლოსაა. მსაჯულები უფლისგან
ნაკარნახევი ბრძანებებით ქვეყნისა და ხალხის ბედს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში
წარმართავდნენ, მმართველობის ეს ფორმა ისრაელის პირველი მეფის, საულის,
არჩევასთან ერთად დასრულდა.

ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ცივილიზაცია - ძველი ეგვიპტე,


თეოკრატიული მონარქიის წყობის მაგალითია. ფარაონი/მეფე ნარმერის მიერ ქვემო და
ზემო ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ ერთგვარ დოგმად იქცა მოსაზრება, რომ მეფე
ეგვიპტური ღვთაება ჰოროსის მიწიერი განსახიერება იყო და იგი შუამავლის როლს
ასრულებდა ორ სამყაროს შორის, ხოლო სამართლებრივი და პოლიტიკური
გადაწყვეტილებებით იგი ღმერთთა ნებას გამოხატავდა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი,
რომ ცნებას ღვთიური წარმომავლობის შესახებ არაერთხელ ვხვდებით შუა საუკუნეების
სახელმწიფოებში, მათ შორის ბიზანტიის იმპერიასა და საქართველოშიც (ბაგრატიონთა
დავითისმიერი წარმომავლობა), ეს მმართველის ლეგიტიმურობის განმტკიცების ერთ-
ერთი ხერხი იყო. ფარაონები მმართველობას თავიანთი თავის ჭეშმარიტების ღმერთ
მაატისადმი მიძღვნით იწყებდნენ. მაატი მსოფლიოს უნივერსალური ჰარმონიისა და
ბალანსის ცნების ხორცშესხმა იყო და იგი ძველი ეგვიპტელებისთვის ძალზე
მნიშვნელოვან იდეას განასახიერებდა, ასე რომ, ამ ჟესტით მეფე ღმერთებსა და ხალხს
ანიშნებდა, რომ ის მაატის გზას, პრინციპებს მიყვებოდა. ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ
სასულიერო პირები - ქურუმები სახელმწიფო იერარქიის მაღალ საფეხურს იკავებდნენ
და არსებით რელიგიურ-კულტურულ როლს ასრულებდნენ რიტუალების სახით. ძველი
ეგვიპტის თეოკრატიულმა მონარქიამ 3000 წელზე მეტს გასტანა და ანტიკური სამყაროს
შესანიშნავი ნიმუშები და კულტურა შემოგვინახა.

ეგვიპური მმართველობის მსგავსი „სამეფო თეოკრატიები“ იშვიათობა არ


ყოფილა. სხვადასხვა პერიოდსა და გეოგრაფიულ არეალში შევხვდებოდით საღმრთო
დავალების შესასრულებლად მოვლენილ ან ღვთიური წარმომავლობის მეფის იდეას.
მათ შორის იყო იაპონიაც, სადაც იმპერატორები მზის ქალღმერთ ამატერასუს
შთამომავლებად ითვლებოდნენ, ასევე მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ
მესოპოტამიელი მეფენი, რომლებსაც ხედავდნენ, როგორც ღმერთთა მსახურებად ან
რეგენტებად. როგორც მანამდე ვახსენე, ბიზანტიის იმპერიაც არ ყოფილა ამ მხრივ
გამონაკლისი, თუმცა იყო გარკვეული სხვაობები მმართველობის ფორმებს შორის. მათ
პოლიტიკურ სისტემას კეისაროპაპიზმად მოიხსენიებენ და ტრადიციული
თეოკრატიისგან განსხვავებით, სადაც სულიერი წინამძღოლი განაგებს საერო სექტორს,
ამ შემთხვევაში იმპერატორი, რომელიც ამავდროულად ქვეყნის პირველი სასულიერო
პირია, პირიქით, სახელმწიფოს უქვემდებარებს ეკლესიას. კეისაროპაპიზმის
ელემენტებს ასევე ვაწყდებით რუსეთის იმპერიაშიც, სადაც პეტრე პირველმა გაატარა
რეფორმა, რომელიც პატრიარქობის გაუქმებას გულისხმობდა, თუმცა ბიზანტიისგან
განსხვავებით მას, როგორც მმართველს, არ ჰქონია სასულიერო წოდება და
ავტორიტეტი. არანაკლებ საინტერესო შემთხვევაა ჰენრი VIII-ს მიერ ანგლიკანური
ეკლესიის კათოლიკურისგან გამოყოფა. ინგლისის მეფემ, თავის პირველ ცოლთან
გაშორების საწადლის მიუღწევლობის გამო, ანგლიკანური ეკლესია რომის
დაქვემდებარეობიდან გამოიყვანა და საკუთარი თავი სულიერ წინამძღოლად
გამოაცხადა.

განმანათლებლობის ეპოქაში (XVIIIს. ევროპა) დასავლურ თეოკრატიულ


სახელმწიფოთა უმეტესობამ სამმართველო სისტემა შეცვალა. ალბათ, სწორედ ამ
პერიოდიდან იწყება საზოგადოებათა უმრავლესობის სეკულარიზაცია, რელიგიური
აზროვნებისა და ღირებულებების გავლენის შემცირების პროცესი, რაც შემდგომ,
ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდის მიერ წაქეზებულმა მეცნიერულმა პროგრესმა
კიდევ უფრო დააჩქარა. ადრეულ და თანამედროვე თეოკრატიებს შორის მრავალი
განსხვავებაა და მათ შორის ერთ-ერთია რელიგიური გავლენა. ჩემი აზრით, დღეს
ბევრად უფრო ალბათურია, რომ თეოკრატიული წყობის ქვეყნის მაცხოვრებელი ხალხი
სისტემას აუჯანყდეს და მაგალითად, ისლამური სახელმწიფოების ტირანული
ავტოკრატიის ნაცვლად უფრო ჰუმანური მმართველობის ფორმა მოითხოვოს, სწორედ
ამიტომ არის დაწესებული მკაცრი სასჯელი მოქალაქეების დოგმებთან
დაპირისპირებაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ასევე არის ამ ქვეყანათა
სამხედრო პოტენციალი. მაგალითად მოვიყვან ირანს, რომელიც რამდენიმე
ათწლეულია ცდილობს ატომური იარაღის შექმნას. მით უფრო სახიფათოდ წარმოდგება
სიტუაცია, როდესაც გავიხსენებთ რომ მმართველს ერთპიროვნულად შეუძლია
გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ თეოკრატიული ბატონობის სწორედ ამგვარი
განმტკიცებითა და ზურგის გამაგრებით შეიძლება დღევანდელ ეპოქაში ამგვარი წყობის
არსებობა.

გამოყენებული მასალა:

https://www.encyclopedia.com/social-sciences-and-law/political-science-and-
government/political-science-terms-and-concepts/theocracy

https://www.britannica.com/topic/theocracy

https://www.britannica.com/topic/biblical-literature/Judges-importance-and-role

The History of Israel: History of Moses and the theocracy - გვ. 1-3 

https://books.google.ge/books?id=FO8uAAAAYAAJ&pg=PA2&dq#v=onepage&q&f=false

-Ologies & -isms : a thematic dictionary - გვ. 84 (Kritarchy) 

https://archive.org/details/ologiesismsthema0000unse/page/84/mode/2up

https://overviewbible.com/judges-of-israel/

https://www.britannica.com/topic/Judaism/Hellenistic-Judaism-4th-century-bce-2nd-century-
ce#ref299198

https://www.ancient.eu/Egyptian_Government/

https://www.britannica.com/topic/Horus

https://www.patheos.com/blogs/davearmstrong/2020/02/caesaropapism-in-orthodoxy-the-
byzantine-empire.html

https://www.britannica.com/topic/divine-right-of-kings

https://www.britannica.com/topic/caesaropapism
ქრისტიანული თეოკრატიის ფორმები თანამედროვე მსოფლიოში
(ავტ: ნინი ხუნძაყიშვილი)

ვატიკანი ერთ-ერთი სახელმწიფოა სადაც თეოკრატიული მმართველობის ფორმას ვხვდებით.


კერძოდ კი ვატიკანის მმართველობის სისტემა აბსოლუტური თეოკრატული მონარქიაა,
რომლის სათავეში კათოლიკური ეკლესიის მეთაური - რომის პაპია მოქცეული. რომის პაპი
აკონტროლებს სახელმწიფოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო
ხელისუფლებას. მმართველობის ეს ფორმა არამემკვიდრეობითი მონარქიის იშვიათი
შემთხვევაა, სადაც პაპს უვადოდ ირჩევს კონკლავი - ამომრჩეველ კარდინალთა კოლეგია. ახალი
წესდებით ამომრჩეველ კარდინალთა ასაკი შეზღუდულია და მისი ზედა ზღვარი 80 წელია.
არჩევნებისთვის კარდინალები სიქსტის კაპელაში იკრებებიან, სადაც ისინი იმყოფებიან იმ
დრომდე, სანამ ერთ-ერთი კანდიდატი არ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების ორ მესამედს.

ვატიკანი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა. 1870 წლის 20


სექტემბერს, რომის დაპყრობის შემდეგ იტალიის სამეფომ მოახდინა პაპის ოლქის, რომისა და
ვატიკანის ანექსია. 1929 წელს იტალიის სახელმწიფოსთან დადებული ლატერანის შეთანხმებით
ვატიკანი (ადრინდელი პაპის ოლქისგან დამოუკიდებლად) ოფიციალურად გამოცხადდა
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. იქიდან გამომდინარე, რომ ვატიკანი იურიდილად და
ფაქტობრივადაც დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ის მოქმედებს საკუთარი პოლიტიკურ-
სამართლებრივი სისტემით, რომელიც მისივე კანონმდებლობით რეგულირდება. ვატიკანის
სახელმწიფოებრივი მოწყობა და სტრუქტურა რეგულირდება რამდენიმე სამართლებრივი
დოკუმენტით, რომელთა შორისაა:

 ლატერანის შეთანხმება (1929 წლის 11 თებერვალი)


 „ვატიკანის სახელმწიფოს ძირითადი კანონი“ (ხელახლა შემუშავდა 2000 წლის 26
ნოემბერს)
 „კანონი სამართლის წყაროების შესახებ“ (1929 წლის 7 ივნისი)
 „მოქალაქეობის შესახებ კანონი“ (1929 წლის 7 ივნისი)

ზემოთ ჩამოთვილ დოკუმენტებთან ერთად აღსაღნიშნავია სამოციქულო კონსტიტუცია და


პაპის მიერ გამოცემული დადგენილებები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმის მიუხედავად, რომ
ვატიკანს გააჩნია საკუთარი სამართლებრივი სისტემა, ვატიკანის სახელმწიფო უარს არ ამბობს
იტალის სახელმწიფოში მოქმედი სამართლის ნორმების(სამოქალაქო და სისხლის სამართლის
კოდექსები) გამოყენებაზე. თუმცა მათ მხოლოდ მაშინ აქვთ ძალა, თუ ისინი არ
ეწინააღმდეგებიან საღვთო რჯულისა და კანონიკური სამართლის ნორმებს.

როგორც უკვე ვახსენე, სხვა მონარქიების მსგავსად მმართველის - პაპის ხელშია


საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. ეს ძალაუფლება
გამოიხატება სხვადასხვა ორგანოების კონტროლით, რომელიც მისი სახელით მოქმედებენ და
მას ემორჩილებიან. საკანონმდებლო ხელისუფლების განსახორციელებლად შექმნილია კომისია,
რომელიც შედგება თავჯდომარე-კარდინალისა და სხვა კარდინალებისგან, რომლებსაც თავად
პაპი ნიშნავს ხუთი წლის ვადით. სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება სხვადასხვა
ორგანოების მიერ, რომლებიც შექმნილია კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა რომის პაპს
შეუძლია ნებისმიერი საქმის მსვლელობისას ჩაერიოს და მიიღოს ან შეცვალოს
გადაწყვეტილებები.ისეთი პროცედურების განხორციელება, როგორებიცაა სასჯელის
შემსუბუქება, ამნისტია და შეწყალება უშუალოდ რომის პაპს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ
ხელისუფლება დაყოფილია და სხვადასხვა ორგანოები ახორციელებენ მას, ნათელია, რომ პაპს
თითოეულზე აქვს დიდი გავლენა და აბსოლუტური ძალაუფლება, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია.

ათონის მთის ავტონომიურ ერთეულშიც ვატიკანის მსგავსად მართველობის ფორმა


თეოკრატიაა. ათონის მთა საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და არის
ავტონომიური ერთეული, რომლის ტერიტორიაზე ოც მონასტერს ვხვდებით, რომლებიც
კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციაში შედის. მისი ადმინისტრაციული ცენტრია
კარიესი, რომელიც ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობს. ათონის მთის ერთეულის
დამოუკიდებელ მმართველობაზე ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერატორის 972 წელს გამოცემულ
ედიქტშია საუბარი, რომელიც შემდგომში ალექსი კომნენოსის მიერაც დამტკიცდა 1095 წელს.
საბერძნეთის კონსტიტუციის მიხედვით კი 1927 წლიდან დამოუკიდებელი ავტონომიაა. ათონის
მთაზე თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის
ნაწილია. დღიური ვიზიტორების მიღების რაოდენობაც შეზღუდულია, შესვლისთვის კი
სპეციალური „ვიზაა“ საჭირო. ამასთანავე, შესვლის უფლება მხოლოდ კაცებს აქვთ.

ათონს შეთანხმებულად მართავენ „წმინდა საზოგადოება“ - სამღვდელოების წევრები,


რომლებშიც ოცი მონასტრის წარმომადგენლები მოისაზრება და სამოქალაქო მმართველი,
რომელსაც საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირჩევს. „წმინდა საზოგადოებასთანაა“
ასევე დაკავშირებული ოთხწევრიანი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც „წმინდა
ადმინისტრაციის სახელითაა ცნობილი“, რომელიც პროტატის კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ოცი მონასტრიდან თითოეულის წინამძღვარია აბატი, რომელსაც ბერები ირჩევენ და ის


მონასტრის სულიერ მამად მოიხსენიება. სხვა ნებისმიერი დაწესებულება - სკიტები, კელიები და
სხვ. - დამოკიდებულია რომელიმეზე აღნიშნული ოცი მონასტრიდან და მიკუთვნებულია
ბერებისთვის დოკუმენტით. ყველას, ვინც ათონის მთაზე ცხოვრობს, გერმანული მოქალაქეობა
აქვს და აქვთ მორჩილის ან ბერის სტატუსი. ოცი მონასტრიდან ჩვიდმეტში ბერების უმეტესობა
ეთნიკური ბერძენია. დანარჩენ სამში ვხვდებით სხვა წარმომავლობის ბერებსაც - ქილანდარის
მონასტერი (სერბეთი), ზოგრაფის მონასტერი (ბულგარეთი) და პანტელეიმონის მონასტერი
(რუსეთი). ასევე საყურადღებოა ათონის ივერთა მონასტერი, რომელიც ქართველმა ბერებმა
ააშენეს, თუმცა მეცხრამეტე საუკუნეში ბერძნები დაეპატრონნენ. სკიტების უმეტესობაშიც
ეთნიკური ბერძნები არიან. თუმცა არის ორი რუმინული და ერთი რუსული სკიტიც.

ორივეს, ვატიკანისა და ათონის მთის მმართველობის ფორმა თეოკრატიაა, თუმცა ამის


მიუხედავად მათ შორის არის გარკვეული განსხვავებები. ორივეგან სამღვდელოების პირები
მართავენ ავტონომიურ ერთეულებს, თუმცა ვატიკანს ერთპიროვნული მმართველი ჰყავს,
როდესაც ათონის მთას შეთანხმებულად მართავენ მონასტრის წარმომადგენლები, პროტატი და
საბერძნეთის ხელისუფლების მიერ არჩეული ერთგვარი „მრჩეველი“, რაც ჩემი აზრით, ბევრად
უფრო სანდო და რაციონალურ სისტემას ქმნის ვიდრე ერთპიროვული მმართველობა.
ამასთანავე, ათონის მთა ბევრად უფრო ჩაკეტილი ტერიტორიაა და მოხვედრაც ბევრად დიდ
სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ვატიკანი. ვატიკანი დამთვარიელებლებისთვის
ღიაა, გარკვეული ადგილები მაინც. თუმცა ორივე ერთეული უფრო გახსნილია
მომლოცველებისა და აღმსარებლობის პირებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

Ferrero, M. (2012). The rise and demise of theocracy: theory and some evidence. Public Choice, 156(3-4),
723–750. doi:10.1007/s11127-012-9924-1 - https://scihub.wikicn.top/10.1007/s11127-012-9924-1

https://www.academia.edu/37997187/Relation_between_religion_and_politics_in_Vatican

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000597/Gurgenidze%20M.pdf

https://www.britannica.com/topic/cenobitic-monasticism

თეოკრატია ისლამსა და ბუდიზმში (ავტ: თამთა სახელაშვილი)


თეოკრატია განსაკუთრებული სიზუსტით მოდის თანხვედრაში ისლამთან. ეს
იქიდან გამომდინარეობს, რომ ისლამი მხოლოდ რელიგია არასოდეს ყოფილა, არამედ
ეს არის მკაცრად განსაზღვრული ცხოვრების წესი. ისლამი ამბობს, რომ მორწმუნეები
უნდა დაემორჩილონ ალაჰის ნებას : „შესრულდება მხოლოდ ის, რაც ჩვენთვის წინასწარ
განსაზღვრა ალაჰმა“. ამდენად, ფატალიზმი (იდეა, რომ ადამიანის ბედი წინასწარ არის
განსაზღვრული და ამის შეცვლა ადამიანს არ შეუძლია) ისლამის თანმდევ დოგმატად
იქცა. თუ დავუკვირდებით თეოკრატიის იდეოლოგიას, ესაა პრინციპი, რომლის
მიხედვითაც სასულიერო ხელისუფლება უფრო მაღლამდგომია, ვიდრე საერო
ხელისუფლება. ეს ნიშნავს, რომ პიროვნების სასულიერო იერარქია
პირდაპირპროპორციულად აისახება მის სახელისუფლებო თანამდებობაზე. ჩემი
აზრით, ისლამსა და თეოკრატიას შორის იდეური კავშირი საკმაოდ მყარია, რადგან
ორივე მათგანი ადამიანის ქმედითუნარიანობას საკმაოდ ამცირებს. ერთის მხრივ
ისლამი ამბობს, რომ ღმერთი, ვისაც უნდა იმას დააყენებს სწორ გზაზე და ვისაც უნდა
იმას გადაახვევინებს არასწორი გზისკენ. მეორეს მხრივ, თეოკრატია კიდევ უფრო
ზღუდავს ადამიანის ქმედითუნარიანობას, იმ მხრივ, რომ მხოლოდ სასულიერო პირებს
ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ის ვინც „ღვთის რჩეული არ არის“, მეორეხარისხოვანი
ფიგურა ხდება. ხაზი უნდა გაესვას ფაქტს, რომ თითქმის ყველა ისლამურ
სახელმწიფოში ისლამი სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული. ასეთ
სახელმწიფოებში სასულიერო და საერო ასპექტები ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ შაჰის მმართველობის დროს ირანში არსებობდა ნახევრად


თეოკრატიული ხასიათის მონარქიული რეჟიმი. შიიტური რელიგია შაჰის
ხელისუფლების გაძლიერებას ხელს უწყობდა. თუმცა ეს წყობა ბოლომდე
თეოკრატიული არ გახლდათ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების
განმტკიცება სასულიერო წრეების გარკვეულ შეზღუდვას მოითხოვდა. თუმცა,
იმდენად, რამდენადაც ისლამი საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური ძალა გახლდათ, მისმა
აღმავლობამ ახლო აღმოსავლეთზე დიდი გავლენა იქონია. უფრო კონკრეტულად, მან
გავლენა იქონია როგორც ეთიკური და ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სფეროების
განსაზღვრისას. პოლიტიკური ისლამი გულისხმობდა, რომ სახელმწიფოში წამოჭრილი
ყველა საკითხი რელიგიური პრინციპების გათვალისწინებით უნდა
დარეგულირებულიყო. ამ რელიგიის მიმდევრებისთვის შარიათის სამართალი მთავარი
მარეგულირებელი კოდექსი გახლავთ. სწორედ რელიგიური ინსტიტუტის ამდენად
დიდმა როლმა საზოგადოების ცხოვრებაში, გამოიწვია აშკარა თეოკრატიზაცია.

მოგვიანებით, 1997-2001 წლებში, ავღანეთში თალიბთა რეჟიმი ჩამოყალიბდა,


რამაც მკაცრი თეოკრატიული მმართველობა დააფუძნა. თალიბების მოღვაწეობიდან
გამომდინარე, შეგვიძლია თეოკრატიზმის უარყოფითი მხარეები გავაანალიზოთ.
თალიბი პუშტურ ენაზე მოწაფეს ნიშნავს. ისინი განათლებას ისლამურ რელიგიურ
სკოლებში იღებდნენ. მათ ქალის უფლებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მთლიანად
საზოგადოებრივ ასპექტში არსებითად შეზღუდეს. მათ აღარ ჰქონდათ განათლების
მიღების, მუშაობისა და ხმის მიცემის უფლება. ვფიქრობ, ეს მოსალოდნელიც იყო,
რადგან ისლამური რელიგია ქალს განიხილავს როგორც მდაბალ არსებას. ყურანი
მხედველობაში მხოლოდ მამაკეცებს იღებს. ყურანი ქადაგებს, რომ „ არ არის
აუცილებელი ქალის წინაშე ფიცის დადება, ვინაიდან ქალი არაა ადამიანი“. თალიბებს
სურდათ ავღანეთის მრავალი რეგიონის დამორჩილება და 1996 წლისთვის ისინი
თითქმის მთელ ქვეყანას აკონტროლებდნენ. მათ არაერთი ისტორიული არტეფაქტი
გაანადგურეს და ამასთან ერთად შეურაცხჰყვეს ადამიანის უფლებები. ყველაფერთან
ერთად მათ კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ და მის
დამფუძნებელთან, ოსამა ბინ ლადენთან.

არანაკლებ საინტერესო ფენომენია ბუდისტური თეოკრატია. ტიბეტური


ბუდიზმი არაერთხელ დასახელდა სამღვდელო თეოკრატიის მაგალითად. ეს იმიტომ,
რომ მეცამეტე საუკუნიდან მოყოლებული ტიბეტს რელიგიური პირები მართავდნენ.
ამასთანავე, ტიბეტი იყო პირველი რეგიონში, სადაც ბუდისტური თეოკრატია
ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, მე-17 საუკუნეში, უკვე დალაი ლამები გახდნენ მთავარი
მმართველები. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ ახალი დალაი ლამა შერჩეული არ ჰყავდათ, ამ
საქმიანობას მისი შემცვლელი მმართველი იღებდა საკუთარ თავზე. აღსანიშნავია, რომ
მინისტრთა კაბინეტი ამ დროს ნაწილობრივ ბერებით იყო წარმოდგენილი.
მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ბუდიზმს ოდითგანვე დიდი გავლენა ჰქონდა არა
მხოლოდ რელიგიაზე, არამედ პოლიტიკაზე, ხელოვნებასა და საზოგადოებრივი
კულტურის არაერთ ასპექტზე. ტიბეტელ ბუდისტებს ღრმად სწამთ, რომ
შემბრალებელი მასწავლებლები არაერთხელ იბადებიან და რაც მთავარია, მათ
თითოეულ ცხოვრებაში გარკვეული მისია აკისრიათ. ამასთანავე, მათი წრმენით
თითოეული დალაი ლამა თავისი წინამორბედის რეინკარნაციაა. ბუდის ბერებს
ტიბეტის პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენად დიდი გავლენა ჰქონდათ, რომ 1912 წელს
ტიბეტის დამოუკიდებლობის აღდგენა სწორედ მეცამეტე დალაი ლამამ გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ბუდიზმი, ისევე როგორც ისლამი, ფუნდამენტალიზმის იდეას
ემყარება. დღესდღეისობით ტაილანდში ბუდისტური ეკლესია არა მხოლოდ
რელიგიურ, არამედ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებას წარმოადგენს.
კერძოდ, აქ ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამები, სახელმწიფო პროექტები და
რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდება ბუდისტურ რელიგიაზე დაყრდნობით. ყოველივე
ზემოთ ჩამოთვლილის მიზანია, განამტკიცოს ტაის საზოგადოების ეროვნული
თვითშეგნება ბუდისტურ დოქტრინაზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ ბუდისტური
თეოკრატია ისლამურისგან განსხვავებით შედარებით შემწყნარებლურია, რაც თავად
ბუდიზმის რელიგიური პრინციპებით შეიძლება აიხსნას.

მნიშვნელოვანია, რომ თეოკრატია არ გამორიცხავს დემოკრატიის არსებობას.


სწორედ ეს ორი მმართველობის ფორმა თანაარსებობს ირანში. მიუხედავად ამისა,
თეოკრატია ნაკლებად გამართლებულია თანამედროვე სამყაროში, რადგან იგი
ცალსახად არალიბერალურია. თეოკრატიის უარყოფით მხარეებს მიეწერება ისიც, რომ
იგი არ ცნობს ზღვარს კერძო და საზოგადოებრივ სფეროებს შორის. მმართველობის
ასეთი ფორმის დროს ყველა ასპექტში წარმმართველი არის რელიგია და არა ხალხის
აზრი. თეოკრატიის უარყოფითი მხარეა ისიც, რომ იგი მეტისმეტად დიდ ძალაუფლებას
ანიჭებს ხელისუფლებას და პოლიტიკური თუ სოციალური პროცესები მთლიანად
ხელისუფლებაზე დამოკიდებული ხდება. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ
თეოკრატიას ხშირად ეკონომიკური კრიზისისგან თავის დასაღწევად მიმართავენ.

გამოყენებული ლიტერატურა:
„მსოფლიო ისტორია“ - გივი ბოლოთაშვილი, გიორგი კაციტაძე. (გვ 148)
https://drive.google.com/file/d/18PdDbhFD8zdro35jBw9aaqOksOL7K9Qw/view?usp=sharing
Andrew Hewood-“politics” (გვ 60-62)
https://drive.google.com/file/d/1Nr_kJZLISPHmrrig6GXFXca1E4O_rNV2/view?usp=sharing

„ირანის სახელმწიფო წყობილება“- გიორგი ჭიპაშვილი (გვ 31-32)


https://drive.google.com/file/d/1KM78Hi4JzoJ12JkEnJ4TxrkSV4oFw-sg/view?usp=sharing
https://www.britannica.com/topic/Taliban
https://www.encyclopedia.com/social-sciences-and-law/political-science-and-government/political-
science-terms-and-concepts/theocracy
https://www.oxfordbibliographies.com/view/document/obo-9780195390155/obo-9780195390155-
0088.xml
https://www.encyclopedia.com/people/philosophy-and-religion/buddhism-biographies/dalai-
lama
https://www.khanacademy.org/humanities/art-asia/himalayas/tibet/a/introduction-to-tibetan-
buddhism
https://www.culturalsurvival.org/publications/cultural-survival-quarterly/survival-tibetan-
culture

მირანდა გურგენიძე- თეოკრატიული პოლიტიკური სისტემის კონსტიტუციურ-სამართლებრივი


რეგულირება (გვ 8 და გვ 48) http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000597/Gurgenidze
%20M.pdf

You might also like