Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

საერთაშორიშო ეკონომუკური განვითარების მოდელები

ირლანდიის ეკონომიკური და სოციალური ცვლილება 1990 – 2007 წლებში

ლექტორი: მარიამ ზაბახიძე

ჯგუფის წევრები:

სურმავა ნინო; ნიშნიანიშე ნიკა;

სოლომნიშვილი გვანცა; ბუჯიაშვილი ია;

იაკობაშვილი გაგა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
სარჩევი
შესავალი...................................................................................................................................................1
მონაცემები................................................................................................................................................2
 ცხრილი 1: ეკონომუკირი ცვლილებები.......................................................................................2
 ცრილი 2: სოციალური ცვლილებები...........................................................................................3
ანალიზი....................................................................................................................................................4
დასკვნა......................................................................................................................................................6
ბიბლიოგრაფია........................................................................................................................................6
შესავალი

ირლანდიის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითრადება. ევროკავშირში გაწევრიანებისას


ირლანდია ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანა იყო. თუმცა, 1990-2007 წლების
განმვავლობაში ირლანდიის ეკონომიკა წარმოუნდგენლად სწრაფი ტემპით
ვითარდებოდა, რამაც ირლანდია ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მდიდიდარ
ქვეყნად აქცია 2006 წლის ბოლოს.

ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა საშუალოდ 6,5%-ით იზრდებოდა.


საბოლოოდ, საშუალოშემოსავლიანი ქვეყანა უმდიდრესი ქვეყნების ათეულში
შევიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ირლანდია ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში
ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა.

ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ 1990-2007 წლებზე, როდესაც ირლანდიის


ეკონომიკურ წარმატებაში გადამწყვეტი როლი ეკონომიკურმა პოლიტიკამ,
განათლებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა, უცხოური ინვესტიციებისთვის
ხელსაყრელი გარემოს შექმნამ და გლობალიზაციის დონის ამაღლებამ განაპირობა.
ასევე მნიშვნელობანი იყო მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც,
ქვეყანაში ხარჯებისა და საგადასახადო განაკვეთების შემცირება დაიწყო.

ქვეყანაში მაღალი განათლების დონე ხშირად ხიბლავს ინვესტორებს. ირლანდიის


განათლების სისტემა მუდმივად ვითარდება რადგან ცდილობენ მოერგონ
საერთაშორისო კომპანიების მოთხოვნებს და მოამზადონ მოსწავლეები იქ სამუშაოდ.

იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს ის ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები,


რომლებიც ირლანდიამ 1990-2007 წლებში განიცადა, შევხედოთ ძირითად
ინდიკატორებს.
მონაცემები

 ცხრილი 1: ეკონომუკირი ცვლილებები


ინდიკატორი: 1990 1995 2000 2001 2002
GDP (constant $ $ $ $ $
LCU) 72,992,735,900 91,548,825,000 143,360,951,600 150,928,161,000 159,862,830,500
GDP growth
(annual %) 8.47 9.63 9.45 5.28 5.92
GDP per capita
growth (annual %) 8.38 9.07 8.00 3.62 4.15
Gross capital
formation (% of
GDP) 21.50 18.85 24.53 24.28 24.09
Agriculture, value
added (% of GDP) .. 5.57 2.50 1.99 1.73
Manufacturing,
value added (% of
GDP) .. 20.66 23.13 25.27 26.74

ინდიკატორი: 2003 2004 2005 2006 2007


$ $ $ $
GDP (constant 164,690,638,50 175,760,078,20 185,778,559,50 $ 205,592,133,80
LCU) 0 0 0 195,199,206,400 0
GDP growth
(annual %) 3.02 6.72 5.70 5.07 5.32
GDP per capita
growth (annual %) 1.36 4.79 3.42 2.276027869 2.32297688
Gross capital
formation (% of
GDP) 25.75 27.24 30.33 31.87984629 29.22843091
Agriculture, value
added (% of GDP) 1.48 1.57 1.03 0.918220894 1.039949232
Manufacturing,
value added (% of
GDP) 23.35 21.13 19.59 18.55379403 17.94896985
 ცრილი 2: სოციალური ცვლილებები
1987 - 2002 წლები
ინდიკატორი: 1990 1995 2000 2001 2002
Human Development Index (HDI) 0.764 0.795 0.857 0.863 0.871

Demography (Total Population) 3,513,974 3,608,841 3,805,174 3,866,243 3,931,947

Education (expected years of schooling - years) 12.1 13.1 16.4 16.6 16.8

Health (Life expectancy at birth – years) 74.8 75.6 76.9 77.2 77.6

Mortality rate, infant (per 1,000 live births) 7.6 6.1 6.0 5.8 5.4

Population growth (annual %) 0.08 0.51 1.33 1.59 1.69

Fertility rate, total (births per woman) 2.11 1.84 1.89 1.94 1.97

2003 - 2007 წლები


ინდიკატორი: 2003 2004 2005 2006 2007

Human Development Index (HDI) 0.879 0.888 0.893 0.895 0.899

4,159,91
Demography (Total Population) 3,996,521 4,070,262 4,273,591 4,398,942
4

Education (expected years of schooling - years) 17 17.2 17.2 17 17

Health (Life expectancy at birth – years) 78 78.4 78.8 79.2 79.5

Mortality rate, infant (per 1,000 live births) 5.1 4.7 4.4 4.1 3.9

Population growth (annual %) 1.63 1.83 2.18 2.70 2.89

Fertility rate, total (births per woman) 1.96 1.93 1.86 1.91 2.01
ანალიზი
მოცემული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლანდიის
ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითრადება 1990 – 2007 წლებში.

ადამიანის განვითარების ინდექსს (HDI) თუ შევხედავთ ქვეყნის მაჩვენებელი


წლიდან წლამდე იზრდება რაც აერთიანებს განვითარების ისეთ სფეროებს,
როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი
შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით და ა.შ.

1996 წლიდან 2005 წლამდე მოსახლეობა თითქმის 15 პროცენტით გაიზარდა, რაც


წინა წლების ტენდენციის გამაოგნებელი შემობრუნება იყო. 2004 წლის ივნისიდან
2005 წლის ივლისამდე დასაქმების მაჩვენებელი 5 პროცენტით გაიზარდა.

ირლანდიამ წარმატებას სწორი პოლიტიკისა და პრაგმატიზმის შერწყმით მიაღწია.


ირლანდიის პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა მსოფლიო ბაზრისათვის
შეთავაზებული ღია ეკონომიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და განათლების
სფეროში ჩადებული ინვესტიციები იყო. ინვესტიციების მოსაზიდად ირლანდიას
დიდი ხანია დაბალი საგადასახადო განაკვეთები აქვს და კვლავაც აპირებს ამ
პოლიტიკის შენარჩუნებას. (გვანცა)

1990-იანი წლების დადგომისას ირლანდიაში ზრდისა და განვითარებისათვის


შესაფერისი გარემო არსებობდა. ამას გარკვეულმა საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო
ხელი. გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ირლანდიის ის
წარმატებული ინდუსტრიები გააძლიერა, რომელშიც ირლანდიას შეეძლო,
დამატებითი კონკურენტული უპირატესობები შეეთავაზებინა ბიზნესისთვის.
პარალელურად, აშშ-ს ეკონომიკაც ყვაოდა და სწრაფად მზარდ სექტორებში
სპეციალიზებულმა ამერიკულმა კომპანიებმა, როგორებიცაა Microsoft, Dell, Hewlett-
Packard და IBM, ირლანდიაში გადაწყვიტეს ცენტრების გახსნა, რათა უკეთ
მომსახურებოდნენ ევროპულ ბაზარს, რომელიც სწრაფი ტემპებით განაგრძობდა
გაერთიანებას.
აღსანიშნავია ირლანდიის მოსახლეობის კარგი განათლებისა და
მაღალკვალიფიციურად მომზადების დონეც. განათლებას ცენტრალური ადგილი
ეკავა ირლანდიის განვითარების პოლიტიკაში.

ირლანდიამ დააფინანსა განათლება, შემოიღო საღი საგადასახადო და ფისკალური


პოლიტიკა, კარი გაუხსნა უცხოურ ინვესტიციებს, წაახალისა ისინი, მიაღწია
ეროვნულ კონსესუსს და შეინარჩუნა იგი. ყველა ეს ასპექტი ერთმანეთთან იყო
კავშირში. ირლანდიამ გამოიყენა მისი უნიკალური და არამატერიალური
შემოქმედებითი აქტივები, რომლებიც ირლანდიის კულტურის განუყოფელი
ნაწილია, და ამით შეძლო არსებული ხელსაყრელი გარემოებების გაძლიერება.

უმაღლესი განათლების ბინარულმა, ანუ ორმაგმა სისტემამ, რომელშიც


უნივერსიტეტები მთავარ აკადემიურ მისიას ახორციელებენ, კოლეჯები და
ინსტიტუტები კი სტუდენტებს ტექნიკური და პროფესიულ უნარ-ჩვევების
გამომუშავებაში ეხმარებიან, ეკონომიკური და ბიზნესის ინტერესები შესანიშნავად
დააკმაყოფილა. (ია)

1990-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, მნიშვნელოვანმა სახელმწიფო


დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა დიდი პროგრესირება და კარგი რეპუტაციის
შექმნა განათლების სფეროში. საზოგადოებასაც გაცნობიერებული აქვს ამ პროგრესის
მნიშვნელობა და ფასი.

ევროკავშირის წევრობა ირლანდიისათვის ძალზედ პოზიტიური აღმოჩნდა,


ვინაიდან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა შექმნა, რამაც ირლანდიის ეროვნული
სტატუსი აამაღლა და ბიუჯეტის გაზრდასაც შეუწყო ხელი.

ირლანდიის დემოგრაფიულ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, მოსახლეობის რაოდენობა


წლიდან წლამდე იზრდება. ასევე იზრდება შობადობის მაჩვენებელი და სიცოცხლის
ხანგრძლოვობაც გაზრდილია, რაც იმაზე მეტყველბს რომ ჯანდაცვის სფეროც
საკმაოდ განვითარებულია მოსახლეობაც უფრო დიდხანს ცხოვრობს. 1970-იან
წლებამდე მიმდინარეობდა მოსახლეობის რაოდენობის მუდმივი შემცირება —
ძირითადად ეს გამოწვეული იყო ემიგრაციის მაღალი დონით. თუმცა შემდგომ
წლებში გააქტიურდა საპირისპირო ტენდენცია, როდესაც ირლანდიაში ბრუნდებიან
როგორც ადრე წასული ემიგრანტების შთამომავლები, ასევე ჩამოდიან სხვა ქვეყნების
წარმომადგენლები. (გაგა)

დასკვნა

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ირლანდიამ თანამედროვე, მემარცხენე


ტენდენციებისგან განსხვავებული, ეკონომიკური თავისუფლებისა და ბაზრის
გახსნაზე ორიენტირებული, კერძო საკუთრების მხარდამჭერი გზა აირჩია და ასე
მიაღწია წარმატებას. თითქმის ყველა რეფორმა, რომელიც ირლანდიამ გაატარა და
რომელიც უკვე ვახსენეთ − „მსოფლიო ბაზრისათვის შეთავაზებული ღია ეკონომიკა,
დაბალი საგადასახადო განაკვეთები და განათლების სფეროში ჩადებული
ინვესტიციები“ − ჯდება იმ პოლიტ-ეკონომიკურ იდეოლოგიაში, რომელიც ბაზრის
თავისუფლებასა და ე.წ. „უხილავ ხელზეა“ ორიენტირირებული და რომელსაც
მონარქსიტული ლიბერტარიანიზმი ჰქვია. ცხადად გამოჩნდა და ანალიზშიც ითქვა
ის მიზეზები, თუ რატომ გახდა ირლანდია რეგიონში ბიზნესისთვის ერთ-ერთი
ყველაზე უფრო მიმზიდველი ქვეყანა − დაბალი საგადასახადო წნეხი,
გამარტივებული ეკონომიკური ოპერაციები(ბიუროკრატიული ჩარევების ნაკლები
საჭიროება), ამას დამატებული ევროკავშირის წევრობით გამარტივებული
გადაადგილების თავისუფლება, ნებისმიერი ინვესტორისთვის იდეალურ პირობებს
ქმნის. უხეში შედარებით, ირლანდიას ევროპის „სილიკონ ველიც“ კი შეიძლება
ეწოდოს. კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე, შეგვიძლია დავასკნვათ რომ „მეტად
გათავისუფლებული ბაზრის“ მიდგომამ ნამდვილად გაამართლა და მოგვცა
გამაოგნებელი შედეგი.
ბიბლიოგრაფია

1. მსოფლიო ბანკის ონლაინ პორტალი: https://data.worldbank.org/


2. გაეროს ონლაინ პორტალი: http://hdr.undp.org/en/data
3. https://forbes.ge/news/1565/evropis-yvelaze-swrafad-mzardi-ekonomika
4. https://forbes.ge/blog/426/rogor-gamdidrda-irlandia
5. https://forbes.ge/news/3224/irlandiis-warmateba
6. https://www.girchi.com/en/node/1271

You might also like