Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 1

უცნაურზე უცნაური მეხსიერება მაქვს, წაკითხული წიგნებიდან რომლებიც აღარ მომწონს -

მავიწყდება.

ზოგიერთის სათაური მახსოვს. რამდენჯერ დამიტანებია თავისთვის ძალა, რომ ერთი ეპიზოდი
მაინც აღმედგინა სახელის მიხედვით, მაგრამ არაფერი გამომსვლია. არადა, სხვა ყველაფერი
მახსოვს, როგორ მოვიძიე წიგნი, ვის გამოვართვი, ჰქონდა თუ არა გარეკანს "სუპერი",
ღამ-ღამობით ვკითხულობდი, თუ ახალგაღვიძებულზე, შთაბეჭდილებების გაზიარებით თავს
ვაბეზრებდი თუ არა ახლობლებს და ა.შ...
.
კარგა ბლომად დამგროვებია დავიწყებული ტექსტები, რომლებიც წაკითხვისას და კიდევ კარგა
ხნის მანძილზე მომწონდა და უცბად, ბრახ!.. და გადავიყვარე.

ასეთ მეხსიერებაზე აწყობილი გემოვნება მთლად ცუდი არ უნდა იყოს და მე ის


მაკმაყოფილებს. რადგან ერნესტ ჰემინგუეის ერთი ბეწო "კატა წვიმაში", რობერტ ლუის
სტივენსონის საშუალო მოცულობის "განძის კუნძული" და ჰერმან მელვილის უზარმაზარი "მობი
დიკი" თითქმის თანაბარი სიცხადით მახსოვს...

You might also like