Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

მოქალაქე ნ.ბ-მ 2019 წლის 3 მარტს განცხადებით მიმართა ქ.

თბილისის
ნაძალადევის რაიონის გამგეობას და მოითხოვა, მის საცხოვრებელ
კორპუსში ერწოს ქ. #11-ში, მესამე სადარბაზოში პანდუსის დამონტაჟება,
რადგან ის არის შშმ პირი და რადგან კორპუსი არ არის ადაპტირებული, მას
ეზღუდება დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა.

ნაძლადევის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 4 აპრილს მიღებულ იქნა


გადაწყვეტილება მოქალაქე ნ.ბ-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის
თქმის შესახებ. გამგეობა უარს ასაბუთებდა შემდეგი მოტივებით:
1. მათ გადაამოწმეს და ის ბინა, რომელშიც ბ.ნ ცხოვრობდა არ არის
მისი საკუთრება და დროებით სარგებლობაშია და ეს
არაგონივრულად ზრდის მათ დანახარჯებს;
2. არ იყო წარმოდგენილი კორპუსის ამხანაგობის თანხმობა;
3. გამგეობა არ იყო ვალდებული ძველ კორპუსებზე დაემონტაჟებინა
პანდუსები, ეს ვალდებულება მხოლოდ ახალი კორპუსების
მშენებლობაზე ვრცელდებოდა.

დავალება:
დაწერეთ ადმინისტრაციული საჩივარი.

შესაბამისი კანონმდებლობა:
1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
2. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
3. შშმ პირთა დაცვის კონვენცია;
4. შშმ პირთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი;
5. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის დადგენილება
მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის
ექსპლუატაციაში მიღების წესის შესახებ.

You might also like