Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

კომიქსი

ნაწილი I-,,ფარაონის გამოჩენა”

პერსონაჟები:

მამუკა (სოფლის მკვიდრი, ახალგაზრდა გლეხი)

,,ფარაონი” (გაურკვეველი წარმომავლობის)

ოთო (ადგილობრივი შერიფი-პოლიციის უფროსი)

ვასკა (შერიფის დამხმარე და მეგობარი)

გლეხი (სოფლის მკვიდრი)

გლეხის ცოლი

ბარმენი (ეპიზოდურ როლში

მოქმედება I-სოფელი ჟინჟალა

(წარმოიდგინეთ სოფლური სახლი, რომელსაც გარშემო ხის ღობე აკრავს, ეზოს შუაგულში
აყენია ურემი და ერთ ადგილას თივის ზვინია დაგროვებული. სახლის წინ დგას სოფლის
მკვირდი მამუკა (ბესიკას ძე) და მორზე აპობს შეშას ნაჯახის დახმარებით)

მამუკა: გადავიღალე, სულ დამეკოჟრა ხელები (ხელით შუბლიდან ოფლს იწმენდს.

ჩიტი: ფშშშ (მფრინავმა ჩიტმა ციდან ფურცელი გადმოაგდო, მამუკა ეცა და კითხვას შეუდგა)

ფურცელი: ძვირფასო, მამუკა, ამაღამ თავს გაუფრთხილდი…კარი მაგრად ჩაკეტე,


ფანჯრებიც, ამაღამ სიკვდილი მოგელის, ძალიან ნუ გამიძალიანდები (მამუკა ფურცელს
ხევს, თავს იმშვიდებს, ვიღაც ონავარი ბავშვის ნახევარია, ფიქრობს, თუმცაღა შიში უღღრნის
გონებას. საქმეს თავს ანებებს და შედის სახლში, რათა კუჭი დაიკმაყოფილოს)

მოქმედება II-საღამო ხანს

(მამუკა გამაძღარია, საწოლზე წერს, ჭერს მისჩერებია, თუმცაღა ფურცელსა და უცნაურ


მონაწერზე აღარ დარდობს)

ფანჯარა: კრაკ-კრუკ
მამუკა: ვინაა? (მამუკა ფანჯარას გახედავს და იქ ფარაონის ფორმაში გამოწყობილ ცელიან
ადამიანს დაინახავს.

ფარაონი: შემომიშვი მამუკა.

მამუკა: წერილი მართალი ყოფილა!

ფარაონი: გამიღე, ნუ გამიძალიანდები (ხარხარებს)

მამუკა: გაეთრიე! ნაკუწებად დაგშლი იცოდე! (სახე უწითლდება)

ფარაონი: ასე არა? ჰოდა, შენს თავს დააბრალე, საცოდავო მამუკა, რაც მოგივა (ფარაონი კარს
მაგიის დახმარებით აღებს და სახლში შედის)

მამუკა: კარგი, გთხოვ, შემეშვი, თავი დამანებე (მამუკა ხელებს თავზე იფარებს, თუმცა
ცელის სასიკვდილო დარტყმას ვერ იცილებს)

ფარაონი: ესეც, ასე (სისხლიან გვამს ადგილზე ტოვებს და სახლიდან გადის)

მოქმედება III-ამონაჭერი სოფლის ჟურნალიდან:

,,გასულ საღამოს აღმოჩენილი იქნა სოფლის მკვიდრი ბესიკაანთ მამუკას გვამი. მკვლელი
ადგილიდან მიიმალა. სასიკვიდილო ჭრილობა მიყენებული აქვს თავში. საქმეს იძიებენ
უფროსი ოთო და მისი დამხმარე-ვასკა. მათი თქმით, მხოლოდ ერთი მოწმე არსებობს და
გვამშვიდებენ, მკვლელი ხელიდან ვერ დაგვიძვრებაო.”

მოქმედება IV-გამოძიების დასაწყისი

(მოქმედება იწყება მოკლული მამუკას სახლში, ოთახში დგანან შერიფი ოთო და დამხმარე
ვასკა. დაჰყურებენ ცხედარს.)

ვასკა: მხოლოდ 29 წლის იყო. დაუნდობლები!

ოთო-მაგრად შემეცოდა.

ვასკა: მოწმე გარეთ იცდის კარგა ხანია, შემოვუშვებ, კარგი?

ოთო-მიდი, ჰო, შემოუშვი.

(ვასკას შემოჰყავს მოწმე, კომბალ გადადებული შუა ხნის კაცი, გრძელი ცხვირითა და
წვერით, თავზედ შავი ქუდი აფარია, თუმცარა ყურები მაინც გადმოშვერილი აქვს ვირივით.
ლაპარაკობს სოფლის კილოზე)

გლეხი: მოწმე ვარ, მენა!


ოთო: ზუსტად და დაწვრილებით მოგვიყევით, რა დაინახეთ, რა მოისმინეთ… მიდით,
გისმენთ.

გლეხი: გუშინ მარტო ვიყავი სახლში, ცოლი ქალაქში იყო, სასყიდლად რაღაცისა…ჰოდა,
ლობიოს გაცხელებას ვაპირებდი, ოქროს ხელები აქვს ჩემს ცოლსა…და ღრიანცელი
შემომესმა, ფანჯარა ღია მქონდა და მოვისაზრე, რომა მამუკადან გამოდიოდა ხმა…არადა
მარტოკელა სცხოვრობს კაცი. გავედი და დავუძახე, მამუკა, მამუკა, ბიჭო-მეთქი. პასუხი არ
მაღირსა და უკან შევბრუნდი.

ოთო: რატომ შებრუნდით?!

გლეხი: რავი, კაციხარ, კაცივარ, გამიგებ, არ გამცა პასუხი, და აღარ ვცადე შეწუხება.

ოთო: და მეტი არაფერი?

გლეხი: მეტი რაღა გინდათ, ეგ იყო, რაც გავიგონე. მეტი არა ვიცი რა.

ოთო: კარგი, კარგი, შეგიძლიათ წახვიდეთ და თუ კითხვა გაგვიჩნდა, სახლში გეწვევით.

(გლეხი გადის. შერიფი ამოიოხრებს)

ვასკა: ტყუის თუ მართალია?

ოთო: ტყუილი არაფერში აწყობს. არ გავს იმ კაცს, ტყუილები რომ უყვარდეს.

ვასკა: ძალიან ჩახლართულია…მოდი, ბარში წავიდეთ, დავლიოთ, ვისაუბროთ, იქნებ წინ


წავიწიოთ.

ოთო: რომელ ბარში? (ვასკა უხსნის რა ბარია, სადაა) კარგი, წავიდეთ.

ვასკა: ძალიან კარგი (გადიან სახლიდან)

მოქმედება V-ბარში

(ვასკა მიდის ბარმენთან და უკვეთავს ორ ჭიქა ვისკის. სასმელი მიაქვს მაგიდასთან და ვასკას
უჭახუნებს)

ოთო: ჩვენი საქმის წინსვლას გაუმარჯოს!

ვასკა: მასე იყოს, გაუმარჯოს!

(სვამენ)

ვასკა: ის გლეხი, რომ იჩემებს მოწმე ვარო, თუ ტყუის…

ოთო: არ ტყუის.

ვასკა: თუ ტყუის, დავუშვათ, კანონს არღევს და ციხეში ვუკრავ მაშინვე თავს.


ოთო: ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია.

ვასკა: ცრუ ჩვენება დიდი სასჯელია (თავისას აგრძელებს დამხმარე)

ოთო: ეგ მოწმე მე მომანდე.

ვასკა: კარგი.

(ჭიქებს უჭახუნებ, სვამენ და ბარს ტოვებენ, გარეთ გამოსულები მღერიან):

,,მთვრალები ვართ, მთვრალები,

აღარ გვიჭრის თვალები!”

(ამ დროს ხედავენ წინ მდგარ ფარაონივით ჩაცმულ კაცს, რომელიც წამსვე ქრება. ქუჩის
მეორე მხარეს მწოლი ძაღლი ყეფს, თუმცაღა შეშინებული მალევე ისუსება)

ოთო: მუმია!

ვასკა: დაინახე?

ოთო: ჰო, მარტო შენ არ ხარ მთვრალი.

(ვასკა უაზროდ იცინის)

ოთო: გული ცუდს მიგრძნობს, იმ გლეხთან ჯობს მივიდეთ, რაიმე ვკითხოთ.

ვასკა: აუუ, თავი მისკდება (შუბლზე ხელებს იჭერს, ხვდება ამით რომ ვერ გამოძვრება და
ნებდება)…ჰო, კაი, წავიდეთ, ოღონდ რაც შეიძლება მალე, დაძინება მინდა.

(აჩქარებული ნაბიჯით სოფლისაკენ მიდიან)

მოქმედება VI-გლეხის ოჯახი

(გლეხი საწოლზედ წევს, გვერდით მისი ცოლი ერბო კვერცს წვავს, ოთახის ცენტრში
მრგვალი ხალიჩა აფენია)

გლეხი: კვერცი შამიწვი ქალო, კვერცხი!

ცოლი: ვწვავ შე სასიკვდილე!

(ამ დროს კარზე გაისმის კაკუნი)

გლეხი: ქალო, გააღე, ქალო, კარზე არიან!

ცოლი: ვერ გავაღებ, კვერცხი მიმეწვება. შენ რომ გააღო, წელი მოგწყდება?

გლეხი: აი, შენა (გლეხი დგება საწოლიდან და კარს აღებს. ზღურბლზე ფარაონი დგას
გაჯგიმული, მომღიმარი და შიგნითკენ იწევს)
გლეხი: ვინა ხარ შენა?

ფარაონი: არც მოყვარე და არც მტერი, მხოლოდ მოწმის მკვლელი.

(ცელს მაღლა აღმართავს და გლეხს შუაზე გაუპობს თავს, შემდეგ კომბალს მუცელში ჩრის,
ცოლს კი ჩართულ გაზზე მიაჭყლეტს თავით. იგი ტოვებს სახლს)

მოქმედება VII-პორტალი

(ვასკა და ოთო შედიან გლეხის სახლში. წარმოუდგენელია! გლეხს თავისსავე კომბალი აქვს
მუცელში გარჭობილი, ცოლს კი თავი ჩართულ გაზზე უდია და ტანსაცმელზე ცეცხლი
უდის. ხალიჩაზე ალი გაკრთება)

ოთო: ჩქარა ჩავაქროთ (მირბიან და ცეცხლის კერაზე ფეხებით დგებიან, გაზს თიშავენ)

ვასკა: ამათ მერე მოევლებათ, მკვლელი ახალი გაქცეულია, დავეწევით.

(სახლიდან სირბილით გადიან და ეზოში იწყებენ მკვლელის ძებნას. ამჩენევ ფარაონის


ფორმაში გამოწყობილ ადამიანს და ვასკა დაუფიქრებლად ესვრის ტყვიას. ფარაონი
ტრიალდება და იცინის)

ფარაონი: ეს ვერაფერს დამაკლებს (ცალი ხელით იისფერ პორტალს ხსნის და შიგნით გადის)

ვასკა: ჩქარა!

(პორტალს სიბნელეში გვიან ამჩნევენ, ვეღარ ახერხებენ გაჩერებას და შიგნით შედიან).

კომიქსი

ნაწილი II-,,მამა-მიწა”

პერსონაჟები:

ოთო (შერიფი)

ვასკა (დამხმარე)

კარლო (დედამიწელი პატიმარი)

შერიფი (მამა-მიწის პოლიციის განყოფილების უფროსი)


ცუდი ოფიცერი (მამა-მიწის პოლიციის განყოფილების მსახური)

კარგი ოფიცერი (მამა-მიწის პოლიციის განყოფილების მსახური)

რობოტი (მამა-მიწის პოლიციის განყოფილების რობოტი დამხმარე)

You might also like