3

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

მედიცინა

მედიცინა

ავტორი: თამარ ხოფერია

რეფერატი შესრულებულია

საქართველოს უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის

აკადემიური წერის კურსისათვის

ხელმძღვანელი: პროფესორი ბარნოვი ნინა

თბილისი

2019

1
მედიცინა

მედიცინა — მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომელიც


მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და
მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა
გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც
შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით
მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.

სამკურნალო ხელოვნების მწვერვალი ძველ სამყაროში იყო ჰიპოკრატეს


საქმიანობა. ჩვ.წ. მე-II საუკუნეში ანტიკური მედიცინის წარმოდგენები სისტემატიზებულ
იქნა გალენოსის მიერ. მისი სისტემა, შევსებული ავიცენას მიერ, და კანონიზებულ იქნა
ეკლესიის მიერ, ბატონობდა თითქმის ახალი ეპოქის დასაწყისამდე. მე-XVI-XVII
საუკუნეებში ა. ვეზალიუსის, უ. ჰარვის, აღმოჩენებმა, პარაცელსუსის შრომებმა, ა. პარეს
და ტ. სიდენჰემის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო მედიცინის დაბრუნებას ცდისეულ ცოდნის
საფუძვლებში. ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის მიღწევებმა, კლინიკურ-ანატომიური
და კლინიკურ-ექსპერიმენტული მიმართულებების განვითარებამ, ავადმყოფობის
კვლევის ობიექტურმა მეთოდებმა განაპირობებს მეცნიერული მედიცინის ჩამოყალიბება.

მედიცინის განვითარების პროცესში მოხდა მისი დიფერენცირება რამდენიმე


დამოუკიდებელ დარგად, რომლებიც შეისწავლიან:

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის აგებულებას და ფუნქციებს - ანატომია,


ფიზიოლოგია, ჰისტოლოგია, ბიოქიმია და სხვა.

ავადმყოფ ორგანიზმს - პათოლოგიური ანატომია, პათოლოგიური ფიზიოლოგია და სხვა.

ავადმყოფობები და მათი მკურნალობა - თერაპია, ქირურგია და სხვა.

გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - ჰიგიენა.

ანესთეზიოლოგია - შეისწავლის გაუტკივარების საკითხებს ოპერაციის გასაკეთებლად

გასტროენტეროლოგია-შეისწავლის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოებს და მათ


დაავადებებს

გენეტიკა - შეისწავლის ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობას

გინეკოლოგია - შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოებს და მათ დაავადებებს

დერმატოლოგია - შეისწავლის კანის სნეულებებს

ენდოკრინოლოგია - შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებას და


ფუნქციებს

ვენეროლოგია - შეისწავლის ვენერიულ სნეულებებს

იმუნოლოგია - შეისწავლის ადამიანის იმუნიტეტს

კარდიოლოგია - შეისწავლის გულის დაავადებებს

2
მედიცინა

ლოგოპედია - შეისწავლის მეტყველების ნაკლს და მის მკურნალობას

ნარკოლოგია - შეისწავლის ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ადამიანთა მის მიმართ


დამოკიდებულებას და მათ მკურნალობას

ნეფროლოგია - შეისწავლის თირკმლების დაავადებებს

ონკოლოგია - შეისწავლის სიმსივნეებს და მათი მკურნალობის მეთოდებს

ორთოპედია - შეისწავლის ხერხემლისა და კიდურების დეფორმაციას

ოსტეოლოგია - შეისწავლის ძვლების ფორმასა და სტრუქტურას

ოტორინოლარინგოლოგია - შეისწავლის ყურის, ცხვირისა და ყელის დაავადებებს

ოფთალმოლოგია - შეისწავლის თვალის სნეულებებს და მათ მკურნალობას

პათოლოგია - შეისწავლის ავადმყოფობის პროცესებს

პედიატრია - შეისწავლის ბავშვთა სნეულებებს

პროქტოლოგია - შეისწავლის ადამიანის უკანალის სნეულებებს და მათ მკურნალობას

რადიოლოგია - მეცნიერება რადიუმისა და სხვა რადიოაქტიური ელემენტების


მოქმედებისა და მედიცინაში მათი გამოყენების შესახებ.

რევმატოლოგია - შეისწავლის რევმატულ დაავადებათა მკურნალობისა და


პროფილაქტიკის საკითხებს

საოჯახო მედიცინა - შეისწავლის ოჯახის ექიმების მომსახურებას და მათი მომსახურების


მეთოდებს

სექსოლოგია - შეისწავლის ადამიანის სექსუალური აღზრდის მეთოდებს

სტომატოლოგია - შეისწავლის პირის ღრუს და კბილების დაავადებებს

ტოქსიკოლოგია - შეისწავლის შხამების თვისებებს და მათ ზეგავლენას ორგანიზმზე

ტრავმატოლოგია - შეისწავლის ტრავმულ დაზიანებებს და მათ მკურნალობას

ტრანსფუზიოლოგია - მეცნიერება სისხლის და სისხლის შემცველების დონორის


ორგანიზმში გადასხმის შესახებ

ფარმაკოლოგია - შეისწავლის სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ორგანიზმზე

ფარმაცევტიკა - იგივეა რაც ფარმაცია

ფარმაცია - შეისწავლის სამკურნალო საშუალებების მოპოვების, დამუშავების,


დამზადების წესებს

ფიზიოლოგია - შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ფუნქციებს

ფსიქიატრია - შეისწავლის ფსიქიკურ დაავადებებს და მათ მკურნალობას

ფტიზიატრია - შეისწავლის ფილტვების ტუბერკულოზს და მის მკურნალობას

3
მედიცინა

ჰემატოლოგია - შეისწავლის სისხლის შემადგენლობას, თვისებებს და დაავადებებს

ჰისტოლოგია - შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა აგებულებას

დღეს , განსხვავებით გასულ საუკუნეებსა თუ წლებთან, მედიცინა მაღალ


საფეხურზეა და მიუხედავად განუკურნებელი სენისა, გამოირჩევა მსოფლიოში 11 ისეთი
ქვეყანა, სადაც ავად გახდომის არავის შეეშინდება, ვინაიდან მკურნალობის დონე იქ
გაცილებით მაღალია და ხელმისაწვდომი.

შვედეთი. როგორც ცნობილია, შვედეთი არ დაიკვეხნის მხოლოდ ეკოლოგიური


წინსვლით, ამ ქვეყანაში მედიცინის დარგშიც სრულიად მოწესრიგებულია ყველაფერი.
გამორჩეული სწავლული ექიმების გარდა აღსანიშნავია ასევე ის სასიამოვნო ფაქტი, რომ
პაციენტის ყოველგვარ სამედიცინო მომსახურების 97%-ს ფინანსურად სახელმწიფო
ფარავს, დანარჩენ 3%-ს თავად პიროვნება. არ ეხება მხოლოდ სტომატოლოგიურ
მომსახურებას, თუმცა 19 წლამდე პირებისთვის ზემო აღნიშნული კანონი
სტომატოლოგიურ მომსახურებასაც ეხება.

შვეიცარია. ამ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 2012 წლისათვის 83 წლის


ასაკს შეადგენდა, რაც ძალზედ მისასალმებელი ფაქტია. ეს კი განპირობებულია იმით,
რომ მაღალ-განვითარებულია მედიცინა. პაციენტების უმეტესი სამედიცინო ხარჯები
იფარება სახელმწიფოს მიერ, ხოლო დანარჩენი უმნიშვნელო პროცენტები კი დაზღვევით,
რომელიც ამა თუ იმ კერძო პირს გააჩნია.

სამხრეთ კორეა. ქვეყანამ მიიღო ერთიანი კანონი ჯანდაცვის სისტემისა, რომლის


თანახმად უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურეობით განურჩევლად
მოსახლეობის ყველა პირი გამონაკლისის გარეშე. გარდა ამისა კი, სახლემწიფო გამოყოფს
ყოველთვიურად ხარჯებს დაბინძურებისათვის და ხდება ბრძოლა მის წინააღმდეგ.
ამიტომ გარემოსდაცვითი პრობლემებით გამოწვეული დაავადებები ფაქტობრივად არ
არსებობს.

ავსტრალია. სამედიცინო გადასახადების დაახლოებით 75%-ის კომპენსირება ხდება


მთავრობის მიერ, ხოლო დანარჩენს კი კერძო დაზღვევა ანაზღაურებს. თუმცა ქვეყანაში
არსებობს ცალკე გადასახადები სასწრაფოზე, სტომატოლოგიურ მომსახურებასა და
ოპტომეტრიაზე (ოპტომეტრია – სათვალეების, ლინზებისა და ჩარჩოების კეთების საქმე).
მაგრამ ფინანსებით უზრუნველყოფილი მოსახლეობა ამ ხარჯებს ფარავს სუბსიდიით
( სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია
კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა
წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად)

იტალია. ჯანდაცვის შერეული საჯარო და კერძო სისტემა იტალიაში ორგანიზებულია


მაღალ დონეზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 82 წელია. სასწრაფო
დახმარებით დაწყებული, კონსულტაციებით გაგრძელებული და ოპერაციებით
დასრულებული, ყველა სამედიცინო პროცედურა კლინიკებში ტარდება უფასოდ.

ესპანეთი. ქვეყნის ადგილობრივი ჯანდაცვის მუშაკები გამოირჩევიან განსაკუთრებული


ცოდნითა და განათლებით. როდესაც რეცეპტი წამალზე გაიცემა კლინიკდან, ხარჯებს
ფარავს სახელმწიფო.

4
მედიცინა

გერმანია. გერმანიის საავადმყოფოებს გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება კერძო


დაზღვევებთან და იღებენ საინვესტიციო შემოსავლებს სახელმწიფოსგან. ადგილობრივი
ექიმების ცოდნის დონე კი მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.

ისრაელი. სამედიცინო მომსახურება- ეს არის ხალხის ფუნდამენტური უფლება


ისრაელში. ჯანდაცვის სისტემა რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. ტექნიკური
აღჭურვილობა ჯანდაცვის ინდუსტრიის, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და
კომპეტენტური ექიმები და ექთნები არიან, რათა არ გამოიწვიონ პაციენტების
პრობლემები. სამედიცინო ტურისტები უფრო მეტად მიმართულნი არიან სწორედ
ისრაელში.

იაპონია. როგორც უმეტეს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, იაპონიაში ჯანდაცვის


სისტემა ეფუძნება ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც გასცემს სახელმწიფო. გარდა
ამისა, არსებობს ასევე კერძო დაზღვევები სამსახურებიდან გამომდინარე. უსახლკარო და
დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები გათავისუფლებულნი არიან სამედიცინო
გადასახადებით და მათ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო სუბსიდია.

სინგაპური. ქვეყანაში როგორც საჯარო, ასევე კერძო კლინიკები ერთნაირი ეფექტურობით


გამოიხატება და ყველა ხარჯი ფინანსდება. ამიტომ ჯანდაცვის კანონების გამო
სინგაპურის მოქალაქეების შური თავისუფლად შეგვიძლია.

ჰონგკონგი. ყველაზე მარალ საფეხურზეა სამედიცინო სისტემაში და შეიძლება ითქვას,


რომ ერთადერთი ლიდერი ქვეყანაა. ჰონგკონგში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ჩვილის
სიკვდილისა.

დაავადებები და მათი მკურნალობა : ხოჯკინის ლიმფომა (Hodgkin's lymphoma),


ცნობილია როგორც ხოჯკინის დაავადება (Hodgkin's disease), ლიმფომების ტიპი,
წარმოადგენს სიმსივნეს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედებიდან-ლიმფოციტებიდან
წარმოიშობა. ეს დაავადება პირველად აღწერა ტომას ხოჯკინმა. დამახასიეთებელია
პათოლოგიის გავრცელება ერთი ლიმფური კვანძიდან მეორისაკენ. ჰისტოპათოლოგიური
დიაგნოზის დროს ხოჯკინის უჯრედებთან ერთად გვხვდება შტერნბერგის წითელი
უჯრედები. მკურნალობენ სხივური და ქიმიოთერაპიით. მკურნალობის არჩევანი
დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ასაკზე, სქესზე ავადმყოფობის
ჰისტოპათოლოგიურ სუბტიპზე.

დაავადებას ახასიეტებს ორი პიკი: პირველი 15-35 წლის ასაკში და მეორე 55 წლის მერე.

ადრეულ ასაკში გამოვლინების შემთხვევაში პაციენტების 90%-ში განკურნებადია, რის


გამოც მიიჩნევა ყველაზე უფრო განკურნებად სიმსივნის ფორმად. სხვა სიმსივნეებთან
შედარებით გვიან ასაკში გამოვლინების დროსაც შემთხვევათა 90% გაკურნებადია. გარდა
იმისა, რომ პაციენტების უმრავლესობა წარმატებით იკურნება, რემისია სიცოცხლის
დანარჩენ ხანგრძლივ პერიოდში პრაქტიკულად გამორიცხულია.

ეპშტაინ-ბარის (Epstein-Barr) ვირუსით გამოწვეული მონონუკლეოზი შესაძლოა


ზრდიდეს ხოჯკინის ლიმფომის განვითარების რისკს.

5
მედიცინა

ალცაიმერი: მოხუცებულობისას, არამხოლოდ სენსორული და კოგნიტური უნარები


კარგავენ თავიანთ ფუნქციებს, ასევე ჩვენ ვხვდებით ერთ ან რამდენიმე პათოლოგიებს
.გულ-სისძარღვთა სისტემის დარღვევამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თავის
ტვინის ფუნქციებზე და დამახსოვრების უნარზე.

არსებობს დემენციის უამრავი სახე, მათ შორის ყველაზე გავრცელებულად ითვლება


ალცაიმერის დაავადება . მოხუცებულების 50% ემართებათ ეს დაავადება და აქედან 10%
65 წლის ზევით. ალცაიმერის დიაგნოსტირება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
თავის ტვინში აღმოაჩენენ კოლტებსა და ნეიროფიბრიზულ კვანძებს.

ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ადამიანის მაგალითზე ვთქვათ რომ ამ ადამიანს აქვს ალცაიმერი
ან რაიმე ქცევით და ფიზიოლოგიური ნიშნებით მივხვდეთ სიმპტომებს, ამის მიზეზი ისაა
რო გამოვლინება ალცაიმერის არის ინდივიდუალური ყველა ადამიანში სხვადასხვა
სტადიაზე და სხვადასხვა ასაკში.

ავადმყოფზე დიაგნოზის დასმა იქნება ადვილი თუ კოგნიტური სფეროს ფუნქციონირება


არ აღემატება 5%-ს. ჩამოთვლილი კოგნიტური პროცესებიდან თუ აღენიშნება 2 მაინც
ჩაითვლება რომ ალცაიმერის დაავადება დაწყებულია:

1)ორიენტაცია დროში და სივრცეში

2)მეხსიერება

3)მეტყველება

4)მოძრაობა

5)ყურადღება

6)მხედველობა

7)დავალების გადაჭრა

8)სოციალური ფუნქიონირება

დიაგნოზი არ იქნება საბოლოო სანამ თვეების მანძილზე მრავალი შემოწმების შედეგად


არ გაუარესდება მდგომარეობა.

მათ ვისაც მსუბუქ ფორმაში აქვთ ალცაიმერი განაგრძობენ ჩვეულებრივ ცხოვრებას,


თუმცა მათ სჭირდებათ ფინანსური დახმარება, ასევე სახლის საქმეებს ვერ
უმკლავდებიან. იმის მიუხედავად რომ აწუხებთ მსუბუქი კოგნიტური დარღვევები ისინი
გადიან პენსიაზე, განსაკუთრებით მაშინ როცა აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა
სამსახურში.

მეხსიერების პრობლემა არის ამ დაავადების საწყისი მდგომარეობა.იმის მიუხედავად რომ


ყველა მოხუცს ისედაც აქვთ მეხსიერების პრობლემა ეს იმას არ ნიშნავს რომ მათაც აქვთ
ალცაიმერი ამიტომ რთულია ალცაიმერის პირველი ნიშნების დადგენა . თუმცა ამ
დაავადების დიაგნოსტირებას იწყებენ მეხსიერების შემოწმებით.

6
მედიცინა

ხანგრძლივი მეხსიერება ალცაიმერით დაავადებისას განსაკუთრებით მკაფიო დეფექტი


გამოვლინდება ხანგრძლივ ეპიზოდურ მეხსიერებაში. არსებობს თუ არა პრობლემები ამ
სისტემებში ამოწმებენ ისეთი მეთოდებით როგორიცაა წყვილი პროცესების მეთოდი,
აღდგენის ტესტით ან ორიენტაციის ტესტით როგორიცაა რივერმიდსკის ქცევითი ტესტი
მეხსიერებაზე. ავადმყოფები ძნელად უმკლავდებიან ამ ტესტებს, ასევე ცუდ რეზულტატს
აჩვენებენ ამ ტესტებში ვისაც აქვს ტვინის ტრამვები. ძალიან მნიშვნელოვანია
განმეორებითი ტესტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში რათა შეფასდეს
გაუარესების ხარისხი. შუალედებში ტესტებს შორის შეიძლება ჩავატაროთ დამატებითი
საზომები, რომლებიც თავის როლს შეასრულებს სწორი დიაგნოზის დასმაში.

წარმოდგენები საკუთარ თავზე დროთა განმავლობაში ზიანდება ასევე ზიანდება


ავტობიოგრაფიული მეხსიერება. ერთ-ერთ გამოკვლევაში ალცაიმერით დაავადებულებს
უნდა გაეხსენებინათ ფაქტები თავიანთი ცხოვრებიდან. გამოვლინდა შესამჩნევი
დარღვევები-მეხსიერების და ცხოვრებისეული მომენტების. ყველაზე დაუცველი
აღმოჩნდა ის მოგონებები, რომლებიც მოხდა ბოლო დროს ალცაიმერამდე.

ალცაიმერის მკურნალობა

დღესდღეისობით დადგინდა რომ აცეტიქლონის ნაკლებობა არის ერთერთი იმ მრავალი


ნივთიერებისგან რომელიც იწვევს ალცაიმერის დაავადებას და მხოლოდ ამ ნივთიერების
შევსება არ გამოიწვევს შედეგს.თუმცა ნეიროფარმაკოლოგიურმა თერაპიამ რაღაც დონეზე
შეიძლება უშველოს ამ პრობლემას.

ნეოიროქიმიური დეფიციტის შესავსებათ იყენებენ ტვინის ემბრიონალურ იმპლანტაციას,


რაც ისე მოქმედებს როგორც ალცაიმერის მედიკამეტოზური მკურნალობა.

„ამ დროისთვის ნებისმიერ თერაპევტს შეუძლია დაეხმაროს ალცაიმერით დაავადებულს


და შეუმსუბუქოს სიმპტომები“(დ.შეფარდი,1963,გვ:20 ),თუ ავადმყოფის მკურნალობის
პროგრამა და მიზანი იქნება სწორად შედგენილი უბრალო მეთოდებმაც შეიძლება
დახმარება გაუწიონ ასეთ ავადმყოფებს.

მოფატს რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება მოხუცებთან და ავადმყოფებთან


რომელთაც აქვთ დემენცია აღწერს პაცენტს, რომელიც სულ კარგავდა სახლთან ახლოს
სათვალეს და სიგარეტის ჯოხს, რაც იწვევდა მასში იმედგაცრუებას. მას დაეხარნენ
შემდეგნაირად: უთხრეს რომ მსგავსი ნივთები რომელსაც კარგავდა ჩაელაგებინა
სტაფილოსფერ ჩანთაში. ავადმყოფი მიეჩვია, რომ ნივთები ყოველთვის ჩაელაგებინა ამ
ჩანთაში.

შედეგად ამ ნათელი ფერის ჩანთის მოძებნა ადვილი იყო და აქედან გამომდიანრე უფრო
მარტივად, შეძლებდა მოეძებნა სათვალეები.

7
მედიცინა

სხვა შემთხვევაში იყო სიტუაცია სადაც ერთ მოხუცს ძალიან ეშინოდა მარტო დარჩენის,
როდესაც მისი მოვლელი მიდიოდა სადმე.მოხუცს ავიწყდებოდა როდის მოვიდოდა ან
სად წავიდა მისი მომვლელი.

ეს პრობლემა შემდეგნაირად გადაწყვიტეს:გააკეთეს დაფა სადაც მომვლელი ყოველი


წასვლისა და მოსვლის შესახებ წერდა . ალცაიმერით დაავადებულმა ისწავლა ამ დაფის
გამოყენება და სულ იცოდა სად იყო მისი მომვლელი ამით მას შეუმცირდა მარტოობის
შფოთვა.

ეს მეთოდები ერთი შეხედვით ძალიან მარტივია თუმცა ავადმყოფებს უმსუბუქებს


ცხოვრებას და ეხმარებათ მშვიდად ცხოვრებაში.

შაქრიანი დიაბეტი (ლათ. diabetes mellitus) ფართოდ გავრცელებული დაავადებაა,


რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის კონცენტრაცია ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში.

ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობა იწვევს დიაბეტს. ინსულინის დანაკლისი თავის


მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის
საკმარის რაოდენობას.

სხვა შემთხვევაში ინსულინი გამომუშავდება საკმაო რაოდენობით, მაგრამ ნივთიერებათა


ცვლის ზოგადი მოშლილობის გამო იგი ვერ მოქმედებს ეფექტურად. ამიტომაა, რომ
არსებობს დიაბეტის სხვადასხვა სახეობა.

დიაბეტის დროს სისხლში გროვდება გლუკოზის ზედმეტი რაოდენობა, შემდეგ კი იწყება


მისი გამოყოფა შარდით.

o ორგანიზმის ენერგეტიკული მომარაგების ყველაზე მეტი წილი საკვების


ნახშირწყლებზე მოდის. ესენია შაქრები და სახამებელი, რომელსაც შეიცავს
პურეული, ბურღულეული და ტკბილეული. მიღებული ნახშირწყლები კუჭ-
ნაწლავში იშლება და ბოლოს მონოსაქარიდგლუკოზად გარდაიქმნება. სწორედ
გლუკოზის სახით ხდება ნახშირწყლების ათვისება კუნთებსა და ორგანოებში,
სადაც მიმდინარეობს ენერგეტიკული პროცესები. იმისათვის, რომ კუნთმა და
სხვა ქსოვილმა სისხლიდან გლუკოზა შეითვისოს, საჭიროა ინსულინი.
ინსულინს გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი.
(ქ.იანგი,1654,გვ:45)

მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი მთლად ნათელი არ არის. ზოგჯერ იგი აღმოცენდება
პანკრეასის ანთების შემდეგ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ზოგჯერ დიაბეტის
გამოაშკარავება დაკავშირებულია ტკბილეულის გადაჭარბებულ ჭამასთან, ზოგჯერ ამა
თუ იმ ინფექციურ დაავადებასთან, ფსიქიკურ ტრამვასთან. დიდი მნიშვნელობა აქვს
მემკვიდრეობას, განსაკუთრებით თუ დიაბეტი ორივე მშობელს აქვს. ზემოხსენებული

8
მედიცინა

ფაქტორების ცოდნა საჭიროა, რადგან ამის მიხედვით ტარდება პროფილაქტიკური


ღონისძიებებ

დიაბეტის გამოვლინებები მრავალფეროვანია. ზოგი ავადმყოფი წონაში იკლებს (ხშირად


ტიპი 1-ის შემთხვევაში), თუმცა მადა გაძლიერებული აქვს და ბევრს ჭამს. დიაბეტით
ავადმყოფს წყურვილიც აწუხებს, დიდი რაოდენობით იღებს სითხეს და დიდი
რაოდენობით გამოყოფს შარდს. ბევრი ავადმყოფი, პირიქით, გასუქებულია (ტიპი 2), ან
ნორმალური წონისაა.

დიაბეტი გამოვლინდება სისხლსა და შარდში გლუკოზის გამოკვლევების საფუძველზე,


რასაც აკეთებენ დიაბეტის რაიმე გართულების შემდეგ. არცთუ იშვიათად, გამოკვლევის
დროს სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აღმოაჩნდება თითქოსდა ჯანმრთელ
ადამიანს.

დასაწყისში დიაბეტით დაავადებულს შეიძლება აწუხებდეს მხოლოდ საერთო სისუსტე


და შრომის უნარის დაქვეითება. ხშირად დიაბეტი ფარულად მიმდინარეობს და მხოლოდ
რომელიმე გართულების შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ასეთი გართულებებია: ტანის
ქავილი და ჩირქოვანი დაავადებები, მხედველობის დაქვეითება, კიდურებში
მგრძნობელობის შეცვლა და ტკივილი, სტენოკარდიის შეტევები, გულის კუნთის
ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება არტერიული
სისხლის წნევის მომატებით, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს დიაბეტური კომა
ცნობიერების დაკარგვით.

დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა და ცხოვრების სტილის


შეცვლა. ნახშირწყლების და კალორიების ნაკლებად მიღება, აუცილებელია ვარჯიში და
ხშირი მოძრაობა, სასურველია ყოველდღიური 30-60 წთ ფეხით სიარული ან სირბილი,
ასევე ცურვა.

მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს თუ რომელი დიაბეტის ფორმა აქვს


ადამიანს. პირველი ტიპის შემთხვევში მკურნალობა ხდება ძირითადად ინსულინის
საშუალებით, მეორე ტიპის დროს კი პირველად დიეტა, თუ ვერ მოხერხდა შაქრის
შემცველობის დაყვანა ნორმამდე, მაშინ ორალური მედიკამენტები, ან ინსულინი

9
მედიცინა

ხანგრძლივი მეხსიერება ალცაიმერით დაავადებისას განსაკუთრებით მკაფიო დეფექტი


გამოვლინდება ხანგრძლივ ეპიზოდურ მეხსიერებაში. არსებობს თუ არა პრობლემები ამ
სისტემებში ამოწმებენ ისეთი მეთოდებით როგორიცაა წყვილი პროცესების მეთოდი,
აღდგენის ტესტით ან ორიენტაციის ტესტით როგორიცაა რივერმიდსკის ქცევითი ტესტი
მეხსიერებაზე. ავადმყოფები ძნელად უმკლავდებიან ამ ტესტებს, ასევე ცუდ რეზულტატს
აჩვენებენ ამ ტესტებში ვისაც აქვს ტვინის ტრამვები. ძალიან მნიშვნელოვანია
განმეორებითი ტესტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში რათა შეფასდეს
გაუარესების ხარისხი. შუალედებში ტესტებს შორის შეიძლება ჩავატაროთ დამატებითი
საზომები, რომლებიც თავის როლს შეასრულებს სწორი დიაგნოზის დასმაში.

წარმოდგენები საკუთარ თავზე დროთა განმავლობაში ზიანდება ასევე ზიანდება


ავტობიოგრაფიული მეხსიერება. ერთ-ერთ გამოკვლევაში ალცაიმერით დაავადებულებს
უნდა გაეხსენებინათ ფაქტები თავიანთი ცხოვრებიდან. გამოვლინდა შესამჩნევი
დარღვევები-მეხსიერების და ცხოვრებისეული მომენტების. ყველაზე დაუცველი
აღმოჩნდა ის მოგონებები, რომლებიც მოხდა ბოლო დროს ალცაიმერამდე.

10
მედიცინა

სასარგებლო ბმული:

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B
%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C
%E1%83%90 (2019,11.27)

http://intermedia.ge/
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/62505
(2019.11.27)

http://intermedia.ge/
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/82037
(2019.11.27)

https://ka.wikipedia.org/wiki/ (2019.11.27)

11

You might also like