Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1.

ოსმალეთის ლაშქარმა 1723 წელს თბილისი და ქართლის ციხე-ქალაქები


დაიპყრო. ამჯერად სამეფო ხელისუფლება ვერ გააუქმეს, მაგრამ,
ფაქტობრივად, მთელი ძალაუფლება ოსმალთა ხელში გადავიდა.
ქართველ ფეოდალებს, რომლებიც ოსმალეთის სამსახურში ჩადგნენ,
მამული ოსმალური წესით დაუმტკიცეს ხასეებად, ზეამეთებად და
თიმარებად. 1724 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ მოწყობილ დიდ
აჯანყებაში ქართველები დამარცხდნენ. ოსმალები სასტიკად გაუსწორდნენ
მათ. 1727 წელს, ქართლის მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ, მას
მემკვიდრე არ დაუნიშნეს და ამით ქართლში მეფობა გააუქმეს. ქართლის
გამგებლად (ვალი) ისჰაკ-ფაშა დანიშნეს. 1727 წელს შეადგინეს „თბილისის
ვილაიეთის დიდი დავთარი“, რომელიც ოსმალების გაძლიერების
დამადასტურებელი იყო. ამას ქართველმა ხალხმა ბრძოლით უპასუხა. 1735
წელს ქართლში დიდი აჯანყება დაიწყო. ირანელთა დახმარებით ოსმალები
ქართლიდან განდევნეს.
ყიზილბაშობა არის ქართულ ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაში
ირანული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის აღმნიშვნელი ტერმინი.
ყიზილბაშობა დამყარდა ქართლში 1735–1744 წლებში.
“ოსმალობა” და “ყიზილბაშობა” მიმართული იყო ქართული სოციალ-
ეკონომიკური სისტემის მოშლისაკენ, ენის, კულტურის, სარწმუნოების
გადაგვარებისაკენ, რათა ქვეყანა გადასულიყო ცხოვრების სპარსულ-
ოსმალურ წესებზე.
როგორც ავღნიშნეთ ქართველებს ირანის ჯარში სამხედრო სამსახურიც
დაევალათ. ლაშქრობაში ისინი საკუთარი ხარჯებით უნდა გამოსულიყვნენ
და ქართლში მყოფი ირანული ჯარი სურსათითაც უნდა მოემარაგებინათ. ამ
ნიადაგზე ქართლში დიდი ამბოხება დაიწყო გივი ამილახვრის
ხელმძღვანელობით.
ირანის მმართველს ნადირ შაჰს ძალიან სჭირდებოდა ქართველების
თანადგომა საგარეო პოლიტიკის წარმართვისას და ამილახვრის
წინააღმდეგ ბრძოლაც შაჰმა სწორედ კახეთის მეფეს, თეიმურაზ II ერეკლე
I-ის ძეს დაავალა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი შაჰის დავალებას.
ნადირ-შაჰმა კახეთი 1742 წელს ირანული ხარკისაგან გაათავისუფლა,
ხოლო 1744 წელს თეიმურაზ II-ს ქართლი, ხოლო მის ვაჟს ერეკლე II-ს
კახეთი უბოძა. შაჰმა 1745 წელს თეიმურაზს უფლება მისცა სვეტიცხოველში,
ქრისტიანული წესით კურთხეულიყო მეფედ. საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ,
აღმოსავლეთ საქართველოში, ასეთი რამ პირველად მოხდა.

2. ვახტანგ VI იყო ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, მეფე


1716-1724 წლებში, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი,
მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და მეცნიერი. ვახტანგ VI-ის
მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და
ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. მის მიერ გატარებული
რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ I კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი
ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. მის
სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული სტამბის დაარსება და
რუსთველოლოგიისათვის, როგორც მეცნიერული დისციპლინისათვის
საფუძვლის ჩაყრა.
ვახტანგ VI-ის მეორე საკანონმდებლო ძეგლია „დასტურლამალი“,
რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის კონსტიტუციის მთავარ
იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა. იგი აწესრიგებდა ქვეყნის მართვა-
გამგეობის, სამეფო კარის ეტიკეტისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების
სხვა პრაქტიკულ მხარეებს.
ვახტანგის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით მრავალი ღონისძიება
განხორცილედა კულტურის დარგშიც. 1709 წელს მან ვლახეთში (რუმინეთი)
მოღვაწე ქართველის ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დააარსა
საქართველოში პირველი ქართული სტამბა, რითაც ხელი შეუწყო ქათული
ეკლესიების წიგნით მომარაგებას.
1709 წელს დაიბეჭდა „სახარება“, „დავითნი“ და „სამოციქულო“, ხოლო 1712
წელს, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით, პირველად დაიბეჭდა
„ვეფხისტყაოსანი“.
ვახტანგ VI იყო თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, მეცნიერი,
მთარგმნელი, კრიტიკოსი, რედაქტორი, კომენტატორი და
საგანმანათლებლო საქმის ორგანიზატორი. მან თარგმნა და გადმოაკეთა
დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: „ქილილა და დამანა“,
„ამირ-ნასარიანი“, „სიბრძნე მალაღობელი“ და სხვა. ძველ ქართულ
მწერლობაში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პატრიოტული ლირიკის
ნიმუშები.
ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო
ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიით და მედიცინით. მან
თარგმნა „ზიჯის“ ანუ „ვარსკვლავთა კატალოგი“, რასაც დაურთო მის
მიერვე შედგენილი სპარსულ–ქართული ასტრონომიულ-ასტროლოგიური
ლექსიკონი. ვახტანგ VI-მ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: „წიგნი
ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა
მედიცინასაც. მან შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და
ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია „კარაბადინი“.
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ ახალგაზრდა ჩაება
ბიძის, გიორგი XI-ის მხარდასაჭერად. 1703 წელს შაჰის მიერ გიორგის
მეფედ დამტკიცების შემდეგ, ვახტანგი მის ნაცვლად ქართლის ჯანიშინი და
ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა, 1716 წელს კი ისლამის
ფორმალურად მიღების შემდეგ შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. 1724
წელს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ვახტანგი
იძულებული გახდა რუსეთში გამგზავრებულიყო, სადაც სიკვდილამდე
ცხოვრობდა, თუმცა მას გადასახლებაშიც არ შეუწყვეტია აქტიური
საზოგადოებრივი თუ კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობა. ვახტანგ VI
გარდაიცვალა 1737 წლის 26 მარტს ქალაქ ასტრახანში, დაკრძალულია
ასტრახანის მიძინების ტაძარში.

You might also like