Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 67

დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო

სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ (www.tcc.gov.ge)


მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice
Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been
granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

დიდი პალატა

ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ


(BĂRBULESCU v. ROMANIA)

(საჩივარი № 61496/08)

გადაწყვეტილება

სტრასბურგი

5 სექტემბერი 2017

გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ


შესწორებებს
2 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გვიდო რაიმონდი, თავმჯდომარე,
ანგელიკა ნიუსბერგერი,
მირიანა ლაზარევა ტრაიკოვსკა, მოსამართლეები
ლუიზ ლოპე გუერა, ad hoc მოსამართლე,
ლედი ბიანკუ,
ისილ კარაკასი,
ნებოისა ვუჩინიცი,
ანდრე პოტოცკი,
პოლ ლიმანსი,
დმიტრი დედოვი,
იონ ფრიდრიკ კიულბრო,
მარტინშ მითსი,
არმენ ჰარუტუნიანი,
სტეფანი მურო ვიკსტრომი,
ჯორჯ რავარანი,
მარკო ბოშნაკი,
თიმ აიკი,მოსამართლეები,
და სორენ პრებენესენი, დიდი პალატის მდივნის მოადგილე

2016 წლის 30 ნოემბრისა და 2017 წლის 8 ივნისის დახურული


თათბირის შედეგად,
მიიღო ეს გადაწყვეტილება უკანასკნელად მითითებული
თარიღით.

პროცედურა

1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს


წინაშე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის ევროპის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის
საფუძველზე, რუმინეთის წინააღმდეგ, რუმინელი მოქალაქის,
ბატონ ბოგდან მიჰაი ბარბულესკუს („მომჩივანი“) მიერ, 2008 წლის
15 დეკემბერს წარდგენილი საჩივარი (№ 61496/08).
2. მომჩივანს წარმოადგენდნენ ბატონები: ე. დომოკუს-ჰანკუ და
ო. ჟუვერდინუ, ბუდაპეშტში მოღვაწე ადვოკატები. რუმინეთის
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 3

მთავრობას (,,მთავრობა“) წარმოადგენდა ქალბატონი ს. ბრუმარი,


წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
3. მომჩივანი, კერძოდ, ჩიოდა მასზე, რომ დამსაქმებლის
გადაწყვეტილება მისი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის
შესახებ ემყარებოდა მისი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის
პატივისცემის უფლების დარღვევას და, რომ ეროვნულმა
სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს მისი უფლების დაცვა.
4. საჩივარი დაეწერა სასამართლოს მეოთხე სექციას
(სასამართლოს რეგლამენტის 52-ე წესის § 1). 2015 წლის 12 იანვარს
ხსენებული სექციის პალატამ, შემდეგი შემადგენლობით: ანდრაშ
შაიო, თავმჯდომარე, ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ბოშტიან მ. ზუპანჩიჩი, ნონა წოწორია, პაულო პინტუ დე
ალბუკერკი, ეჟიდიჟიუს კურისი და იულია ანოტოანელა მოტოქი,
მოსამართლეები და ფატოშ არაჩი, სექციის მდივნის მოადგილე,
საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით ერთხმად
გამოაცხადა მისაღებად და საჩივრის სხვა ნაწილი - მიუღებლად.
პალატამ, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ ადგილი
არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. პალატის
გადაწყვეტილებას თან ერთვოდა მოსამართლე პაულო პინტუ დე
ალბუკერკეს განსხვავებული აზრი.
5. 2016 წლის 12 აპრილს მომჩივანმა მოითხოვა საქმის დიდი
პალატისთვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლისა და
[სასამართლოს რეგლამენტის] 73-ე წესის შესაბამისად. 2016 წლის 6
ივნისს დიდი პალატის შემადგენლობამ მოთხოვნა მიიღო.
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე
მუხლის §§ 4 და 5-ისა და [სასამართლოს რეგლამენტის] 24-ე წესის
შესაბამისად. იულია მოტოქი, რუმინეთიდან არჩეული
მოსამართლე, აცილებულ იქნა საქმის განხილვას (28-ე წესი). მის
ნაცვლად, როგორც ad hoc მოსამართლე, თავმჯდომარის მიერ
დანიშნულ იქნა ლუიზ ლოპე გუერა (კონვენციის 26-ე მუხლის § 4
და 29-ე წესის § 1).
7. როგორც მომჩივანმა, ისე მთავრობამ წარადგინეს დამატებითი
მოსაზრებები (59-ე წესის § 1).
6. დამატებით, მიღებულ იქნა მესამე მხარის კომენტარები
საფრანგეთის მთავრობისგან და ევროპის პროფკავშირების
კონფედერაციისგან, თავმჯდომარის ნებართვით, ორივე მათგანი
ჩართულ იქნა წერილობით პროცედურაში (კონვენციის 36-ე
მუხლის § 2 და რეგლამენტის 44-ე წესის § 3).
4 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

7. 2016 წლის 30 ნოემბერს გაიმართა საჯარო მოსმენა ადამიანის


უფლებათა შენობაში, სტარსბურგში (59-ე წესის § 3).
სასამართლოს წინაშე წარდგნენ:

 (ა) მთავრობის სახელით


ქალბატონი ს. ბრუმარი, წარმომადგენელი,
ბატონი გ. ვ. გავრილა, ეროვნული იურიდიული დახმარების
ორგანოს წევრი მივლენილი მთავრობის წარმომადგენლობის
დეპარტამენტში, ადვოკატი,
ქალბატონი ლ. ა. რუსუ, სრულუფლებიანი წარმომადგენელი,
ევროპის საბჭოში რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი,
მრჩეველი.

 (ბ) მომჩივნის სახელით


ბატონი ე. დომოკუს-ჰანკუ,
ბატონი ო. ჟუვერდინუ, ადვოკატი.

სასამართლომ მოისმინა ბატონი დომოკუს-ჰანკუსა და ბატონი


ჟუვერდინუს, ქალბატონი ბრუმარის და ბატონი გავრილას
მიმართვები და მათი პასუხები მოსამართლეების შეკითხვებზე.

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

10. განმცხადებელი დაიბადა 1979 წელს და ცხოვრობს


ბუქარესტში.
118. 2004 წლის 1 აგვისტოდან 2007 წლის 6 აგვისტომდე იგი
მუშაობდა რუმინულ კერძო კომპანია S.-ის ბუქარესტის ოფისში
(„დამსაქმებელი“) გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
დამსაქმებლის მოთხოვნით, მომხმარებელთა შეკითხვებზე
პასუხის გაცემის მიზნით, მან შექმნა სწრაფი შეტყობინებების
ანგარიში Yahoo Messenger-ის გამოყენებით, ონლაინ საუბრის
სერვისი, რაც ინტერნეტით რეალურ დროში ტექსტის გადაცემის
შესაძლებლობას იძლეოდა. მას უკვე ჰქონდა Yahoo Messenger-ის
სხვა ანგარიში.
9. თანამშრომელთა შინაგანაწესით დამსაქმებლების მხრიდან
აკრძალული იყო კომპანიის რესურსების გამოყენება, შემდეგი
ფორმით:
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 5

მუხლი 50.
„კომპანიის შენობაში წესრიგისა და დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა
მკაცრად აკრძალულია, კერძოდ:
...
– ... კომპიუტერებით, ასლგადამღებებით, ტელეფონებით ან ტელექსის ან
ფაქსის აპარატებით პირადი მიზნისთვის სარგებლობა.“

10. შინაგანაწესი არ შეიცავდა რაიმე მითითებას დამსაქმებლის


მხრიდან დასაქმებულის მიმოწერაზე მონიტორინგის
შესაძლებლობაზე.
11. მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა,
რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო დამსაქმებლის შინაგანაწესი და
მის ასლზე ხელი ჰქონდა მოწერილი 2006 წლის 20 დეკემბერს,
შინაარსის გაცნობის შემდეგ.
12. 2007 წლის 3 ივლისს ბუქარესტის ოფისმა მიიღო და ყველა
თანამშრომელს შორის გაავრცელა შეტყობინება, რაც შედგენილი
და გამოგზავნილი იყო „Cluj“-ის სათაო ოფისის მიერ 2007 წლის 26
ივნისს. დამსაქმებელი დასაქმებულებისგან ითხოვდა
გაცნობოდნენ შეტყობინებას და ხელი მოეწერათ მის ასლზე.
შეტყობინების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
„1. ... კომპანიაში დრო ყველამ ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს! იმუშავეთ
კომპანიისა და პროფესიულ საქმეებზე და არა პირად პრობლემებზე! არ
დახარჯოთ თქვენი დრო ინტერნეტით, ტელეფონით ან ფაქსის აპარატით
სარგებლობაზე, იმისთვის, რაც არ არის დაკავშირებული თქვენ საქმესთან
ან პროფესიულ მოვალეობებთან. ეს არის ის, რასაც [ელემენტარული
განათლება], საღი აზრი და კანონი გვკარნახობს! დამსაქმებელი მოვალეა,
უხელმძღვანელოს და შეისწავლოს დასაქმებულთა საქმიანობა და
გამოიყენოს დამსჯელობითი ზომები, თუ ვინმე ამას იმსახურებს!

თქვენი არასათანადო ქცევა სათანადოდ იქნება შესწავლილი და


დაისჯებით!

2. არაერთგზისი [დისციპლინური] დარღვევის ჩადენისთვის თავის


ხელმძღვანელის მიმართ, [ისევე, როგორც] მის მიერ ინტერნეტის,
ტელეფონის და ასლგადამღების პირადი მიზნით სარგებლობისთვის,
დაუდევრობისა და მისი მოვალეობების შეუსრულებლობისთვის,
ქალბატონი ბ.ა. გათავისუფლდა დისციპლინური საფუძვლებით!
თქვენთვის გაკვეთილი იყოს მისი ცუდი მაგალითი! არ დაუშვათ იგივე
შეცდომები!
6 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

3. ყურადღებით წაიკითხეთ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება,


კომპანიის შინაგანაწესი, თქვენი სამუშაოს აღწერილობა და შრომითი
ხელშეკრულება, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ! ეს არის ჩვენი
თანამშრომლობის საფუძველი! დასაქმებულსა და დამსაქმებელს
შორის! ...“

16. მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან, რაც მოიცავს


დასაქმებულის გამოცხადების აღრიცხვას, ირკვევა, რომ
დასაქმებული გაეცნო ამ შეტყობინებას და ხელი მოაწერა 2007
წლის 3-დან 13 ივლისს შორის პერიოდში.
17. ასევე, იკვეთება, რომ 2007 წლის 5-დან 13 ივლისამდე
დამსაქმებელმა რეალურ დროში ჩაიწერა დასაქმებულის Yahoo
Messenger-ით განხორციელებული მიმოწერა.
18. 2007 წლის 13 ივლისს, დღის 4.30 საათზე, მომჩივანი დაიბარა
დამსაქმებლმა, ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად. შესაბამისი
შეტყობინებით მას ეცნობა, რომ შესწავლილ იქნა მისი Yahoo
Messenger-ით განხორციელებული მიმოწერა და, რომ არსებობდა
იმის მტკიცებულება, რომ იგი, შინაგანაწესის დარღვევით.
ინტერნეტს იყენებდა პირადი მიზნებისთვის. თანდართული
დიაგრამა მიუთითებდა, რომ ინტერნეტში მისი აქტივობა უფრო
მაღალი იყო, ვიდრე მისი თანამშრომლებისა. იმ ეტაპზე მისთვის
არ უცნობებიათ, რომ მიმოწერის შესწავლა მოიცავდა შინაარსსაც.
შეტყობინება ამგვარი იყო:
„გთხოვთ, განმარტოთ, რატომ იყენებთ კომპანიის რესურსებს
(ინტერნეტს, Messenger-ს) პირადი მიზნებისთვის სამუშაო საათებში,
როგორც ნაჩვენებია თანდართულ დიაგრამებზე.“
13. იმავე დღეს მომჩივანმა წერილობით აცნობა დამსაქმებელს,
რომ იგი იყენებდა Yahoo Messenger-ს მხოლოდ სამსახურებრივი
მიზნებისთვის.
14. დღის 5.20 საათზე დამსაქმებელმა კიდევ ერთხელ დაიბარა
იგი, მიეცა განმარტება შეტყობინების ირგვლივ, რომელიც ამ
სიტყვებით იყო გადმოცემული
„გთხოვთ, განმარტოთ, რატომ ატარებდა პირად ხასიათს მთელი
მიმოწერა, რომელსაც თქვენ ახორციელებდით 2007 წლის 5-დან 12
ივლისამდე, S.[-ის] ბუქარესტის ინტერნეტ გვერდის ID-დან, როგორც ეს
ნაჩვენებია თანდართულ ორმოცდახუთ გვერდზე.“

21. შეტყობინებაში ნახსენები ორმოცდახუთი გვერდი შეიცავდა


ყველა მოკლე შეტყობინების ჩანაწერს, რომელიც მომჩივანმა
გაუგზავნა თავის ძმასა და საცოლეს იმ პერიოდში, როდესაც
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 7

ხდებოდა მასზე მონიტორინგი; შეტყობინებები შეეხებოდა


განმცხადებელთან დაკავშირებულ პირად საკითხებს, რომელთაგან
რამდენიმე იყო ინტიმური ხასიათის. ჩანაწერი ასევე შეიცავდა
ხუთ მოკლე შეტყობინებას, რომლებიც მან თავის საცოლეს
გაუგზავნა პირადი Yahoo Messenger-ს ანგარიშის გამოყენებით; ეს
შეტყობინებები რაიმე ინტიმურ ინფორმაციას არ შეიცავდა.
15. 2007 წლის 13 ივლისს მომჩივანმა ასევე წერილობით აცნობა
დამსაქმებელს, რომ მისი აზრით, დამსაქმებელმა ჩაიდინა სისხლის
სამართლის დანაშაული, სახელდობრ, დაარღვია მისი მიმოწერის
საიდუმლოება.
16. 2007 წლის 1 აგვისტოს დამსაქმებელმა შეწყვიტა
მომჩივანთან დადებული შრომითი ხელშეკრულება.
17. მომჩივანმა მისი გათავისუფლება გაასაჩივრა ბუქარესტის
საოლქო სასამართლოში („საოლქო სასამართლო“). მან
სასამართლოში, პირველ რიგში, მოითხოვა მისი გათავისუფლების
ბათილად ცნობა; მეორე, დამსაქმებელს დავალებოდა: მის მიმართ
არსებული დავალიანების, ხელფასისა და სხვა ნებისმიერი
ანაზღაურების სახით, გადახდა და მისი სამსახურში აღდგენა;
მესამე, დამსაქმებელს დავალებოდა, გადაეხადა მისთვის 100 000
რუმინული ლეი (დაახლოებით 30 000 ევრო) იმ ზიანის
სანაცვლოდ, რაც მას მიადგა გათავისუფლებით და მის მიერ
გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.
18. რაც შეეხება არსებით მხარეს, ეყრდნობოდა რა საქმეს
კოპლანდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Copland v. the
United Kingdom) (№ 62617/00, §§ 43-44, ECHR 2007-I), იგი
ამტკიცებდა, რომ დასაქმებულის სატელეფონო და ელექტრონული
კომუნიკაციები სამუშაო ადგილზე ექცევა „პირადი ცხოვრებისა“
და „მიმოწერის“ უფლების ცნებაში და შესაბამისად, დაცული იყო
კონვენციის მე-8 მუხლით. მან ასევე მიუთითა, რომ
გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო და,
რომ მისი კომუნიკაციის მონიტორინგით და მათ შინაარსზე
წვდომით მისმა დამსაქმებელმა ჩაიდინა სისხლის სამართლის
დანაშაული.
19. იმ ზიანთან დაკავშირებით რაზედაც ჩიოდა, მომჩივანი
მიუთითებდა მისი გათავისუფლების ფორმაზე და ამტკიცებდა,
რომ იგი მისი დამსაქმებლის მხრიდან განიცდიდა შევიწროებას
მის მიმოწერაზე მონიტორინგის განხორციელებითა და მისი
8 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

შინაარსის გამჟღავნებით „იმ კოლეგების წინაშე, რომლებიც ამა თუ


იმ ფორმით ჩართული იყვნენ გათავისუფლების პროცესში“.
20. განმცხადებელმა წარადგინა მტკიცებულება, რომელიც
მოიცავდა მისი Yahoo Messenger-ის მეშვეობით მიმოწერის სრული
ჩანაწერის ასლსა და საინფორმაციო შეტყობინების ასლს (იხ. მე-15
პარაგრაფი ზემოთ).
28. საოლქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის
გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მომჩივნის საჩივარი,
სასამართლომ დაადასტურა, რომ მისი გათავისუფლება იყო
კანონიერი. გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები შემდეგი
შინაარსისაა:
„დისციპლინური გამოძიების პროცედურა პირდაპირ რეგულირდება
შრომის კოდექსის 267-ე მუხლით.
მოცემულ საქმის მიხედვით, წერილობით დოკუმენტებს შორის იყო
საქმისწარმოების მასალა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელმა წარმართა
დისციპლინური გამოძიება მომჩივანთან დაკავშირებით, მისი ორჯერ
დაბარებით, რათა წერილობით თვითონვე მიეცა ახსნა-განმარტება,
დაესახელებინა ზეპირი გასაუბრების საგანი, თარიღი, და ადგილი და, რომ
მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა, წარედგინა არგუმენტები თავის
დასაცავად იმ სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ნათლად
იკვეთებოდა ორი მოხსენებითი ბარათიდან, რომლებსაც შეიცავდა
საქმისწარმოების მასალა (იხ. ასლები 89-ე და 90-ე ფურცლებზე).
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ინტერნეტ საუბრის მონიტორინგ[ი]ს
[შედეგს], ... [საუბარში] დასაქმებული მონაწილეობდა Yahoo Messenger
პროგრამული უზრუნველყოფით, კომპანიის კომპიუტერიდან სამუშაო
საათებში - მიუხედავად იმისა, იყო თუ არა დამსაქმებლის მოქმედება
უკანონო სისხლისსამართლებრივად - ამან არ შეიძლება გავლენა იქონიოს
დისციპლინური წარმოების იურიდიულ ძალაზე მოცემულ საქმეში.
ფაქტი, რომ დებულებები, რომლებიც შეიცავს მოთხოვნას გასაუბრება
განხორციელდეს სავარაუდო დამრღვევთან, მის სავარაუდო
გადაცდომასთან დაკავშირებით და არგუმენტების შესამოწმებლად, რაც
პირმა თავის დასაცავად წარადგინა დასჯის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებამდე, ფორმულირებულია იმპერატიული ნორმებით, რაც ხაზს
უსვამს კანონმდებლის სურვილს, რომ გათვალისწინებული იქნება დაცვის
უფლებები, როგორც აუცილებელი პირობა დასჯის შესახებ
გადაწყვეტილების კანონიერებისთვის.
მოცემულ საქმეში, რამდენადაც დასაქმებული დისციპლინური
გამოძიების წარმოების პროცესში ამტკიცებდა, რომ იგი არ იყენებდა Yahoo
Messenger-ს პირადი მიზნებით, არამედ იმისთვის, რომ მას
მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა მისი დამსაქმებლის მიერ გასაყიდი
პროდუქტები, სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ საუბრების შინაარსის
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 9

ინსპექტირება იყო ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ დამსაქმებელს


დაედასტურებინა მისი არგუმენტების ნამდვილობა.
დამსაქმებლის უფლება, განახორციელოს სამუშაო ადგილის
მონიტორინგი, [კერძოდ] კომპანიის კუთვნილი კომპიუტერებით
სარგებლობა, წარმოადგენს უფრო ფართო უფლების ერთ-ერთ ფორმას,
რომელსაც აწესებს შრომის კოდექსის 40.დ მუხლი, იმისათვის, რომ
უხელმძღვანელოს, თუ როგორ წარმართავენ დასაქმებულები თავიანთ
პროფესიულ სამუშაოს.
იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულის ყურადღება მიექცა იმ ფაქტს,
რომ მომჩივნის დისციპლინური წესით დასჯამდე მცირე დროით ადრე სხვა
დასაქმებული იქნა დათხოვნილი ინტერნეტის, ტელეფონისა და
ასლგადამღების პირადი მიზნებით გამოყენებისთვის და, რომ
დასაქმებულები გაფრთხილებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ
ხორციელდებოდა მათი საქმიანობის მონიტორინგი, (იხ. 2007 წლის 3
ივლისის 2316-ე შეტყობინება, რომელსაც მომჩივანმა, გაეცნო რა მას,
მოაწერა ხელი - იხ. 64-ე ფურცლის ასლი), დამსაქმებელი არ უნდა
დასჯილიყო იმისთვის, რომ არასათანადო გამჭვირვალობა გამოავლინა და
იმის ვერ უზრუნველყოფისთვის, რომ ნათლად გაეფრთხილებინა
დასაქმებულები, რომ ხორციელდებოდა მათ მიერ კომპიუტერებით
სარგებლობის მონიტორინგი.
ინტერნეტზე წვდომა სამუშაო ადგილას, პირველ ყოვლისა, არის
საშუალება, რომელსაც დამსაქმებელი აძლევს დასაქმებულს პროფესიული
გამოყენებისთვის და დამსაქმებელს უდავოდ აქვს უფლებამოსილება, იმის
ძალით, რომ აქვს დასაქმებულის საქმიანობაზე ზედამხედველობის
უფლება, მონოტორინგი გაუწიოს ინტერნეტით პირად სარგებლობას.
დამსაქმებლის მიერ ასეთი შემოწმება განპირობებულია იმის
აუცილებლობით, რომ ინტერნეტით სარგებლობისას, მაგალითად,
არსებობს რისკი იმისა, რომ დასაქმებულები დააზიანებენ კომპანიის IT
სისტემებს, განახორციელებენ უკანონო ქმედებებს კიბერსივრცეში,
რაზედაც შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს კომპანიას, ან
გაამჟღავნებენ კომპანიის სავაჭრო საიდუმლოებებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი მოქმედება
წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას შრომის კოდექსის 263.2
მუხლიდან გამომდინარე, რაც მიუთითებს კომპანია S.-ს შინაგანაწესის 50-ე
მუხლის ბრალეულ დარღვევაზე..., რაც კრძალავს კომპანიის
კომპიუტერების გამოყენებას პირადი მიზნებისთვის.
- აღნიშნული ქმედებები შინაგანაწესით მიჩნეულია მძიმე დარღვევად,
რისთვისაც სანქციად, იმავე შინაგანაწესის 73-ე მუხლის თანახმად,
გათვალისწინებულია სამუშაოდან გათავისუფლება დისციპლინური
საფუძვლით.
ზემოთ ჩამოყალიბებული ფაქტობრივი და სამართლებრივი
არგუმენტების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ
10 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია და უარს


ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, როგორც უსაფუძვლოზე.”

29. მომჩივანმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბუქარესტის


სააპელაციო სასამართლოში („სააპელაციო სასამართლო“). მან
გაიმეორა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი
არგუმენტები და დამატებით ამტკიცებდა, რომ სასამართლომ ვერ
უზრუნველყო სამართლიანი ბალანსი საპირისპირო ინტერსებს
შორის, უსამართლოდ მიანიჭა პრიორიტეტი დასაქმებულის
ინტერესებს, მისი დისკრეციით სარგებლობისას, ეკონტროლებინა
დასაქმებულების დრო და რესურსები. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ
არც შინაგანაწესი და, არც შეტყობინება შეიცავდა რაიმე მინიშნებას
იმაზე, რომ დამსაქმებელს შეეძლო დასაქმებულთა მიმოწერის
მონიტორინგი.

21. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის


სააპელაციო საჩივარი 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით,
რომლის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:

„პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ


ინტერნეტი არის საშუალება, რომელიც დასაქმებულებისთვის
ხელმისაწვდომია დამსაქმებლისგან პროფესიული სარგებლობისთვის და,
რომ დამსაქმებელი უფლებამოსილია, დაადგინოს ამ საშუალების
გამოყენების წესი, აკრძალვების და შეზღუდვების დაწესებით, რომლებიც
დასაქმებულებმა უნდა დაიცვან სამსახურში ინტერნეტით სარგებლობისას;
ნათელია, რომ პირად სარგებლობაზე შეიძლება უარი თქმულიყო და, რომ
დასაქმებულები ამ საქმეში სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული ამის
შესახებ 2007 წლის 26 ივნისის შეტყობინებით, რომელიც შინაგანაწესის
ნორმების შესაბამისად იყო გამოცემული, რომლითაც მათ გაეწიათ
ინსტრუქტაჟი, დაეცვათ სამუშაო საათები, ყოფილიყვნენ სამუშაო ადგილზე
[იმ საათების განმავლობაში და] ეფექტიანად გამოეყენებინათ სამუშაო
დრო.
დასკვნისთვის, დამსაქმებელი, რომელმაც განახორციელა ინვესტიცია,
სარგებლობს შრომის კოდექსის 40.1 მუხლით დაცული უფლებით,
განახორციელოს ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგი სამსახურში და
დასაქმებული, ვინც დაარღვევს დამსაქმებლის [მიერ დადგენილ] წესს
ინტერენეტის პირადი გამოყენების გამო, ჩადის დისციპლინურ
გადაცდომას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სანქციის, თუნდაც ყველაზე
მკაცრის, დაკისრება.
უდავოდ არსებობს კონფლიქტი დამსაქმებლის უფლებას, ჩაერთოს
მონიტორინგში და დასაქმებულების უფლებას შორის, დაიცვან მათი
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 11

პირადი ცხოვრება. ეს კონფლიქტი ევროპის კავშირის დონეზე იქნა


გადაწყვეტილი 95/46/EC დირექტივის მიღებით, რომელმაც ჩამოაყალიბა
მთელი რიგი პრინციპებისა სამსახურში ინტერნეტის და ელექტრონული
ფოსტის გამოყენების მონიტორინგთან დაკავშირებით, რომელთა შორის
კერძოდ არის შემდეგი:
- აუცილებლობის პრინციპი: მონიტორინგი უნდა იყოს აუცილებელი
განსაზღვრული მიზნის მისაღწევად.
- მიზნის გამოკვეთის პრინციპი: მონაცემები უნდა შეიკრიბოს ზუსტად
გამოხატული, მკაფიო და კანონიერი მიზნებისთვის.
- გამჭვირვალობის პრინციპი: დამსაქმებელმა უნდა მიაწოდოს
დასაქმებულს სრული ინფორმაცია მონიტორინგის განხორციელებასთან
დაკავშირებით.
- ლეგიტიმურობის პრინციპი: მონაცემების დამუშავების ოპერაციები
უნდა განხორციელდეს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნით.
- პროპორციულობის პრინციპი: მონიტორინგის შედეგად შეკრებილი
პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტად გამოკვეთილი მიზნის
რელევანტური და ადექვატური.
- დაცულობის პრინციპი: დამსაქმებელს მოეთხოვება, მიიღოს ყველა
შესაძლო დაცვის საშუალებით, რომ დარწმუნებული იყოს მასში, რომ
შეკრებილ მონაცემებზე ხელი არ მიუწვდებათ მესამე პირებს.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულს და დამსაქმებელს
უფლება აქვს და ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის გამართული
მუშაობა და, რომ ამისთვის, [უფლებამოსილია] ზედამხედველობდეს,
როგორ ასრულებენ მისი დასაქმებულები პროფესიულ სამუშაოს და ის
ფაქტი, რომ იგი სარგებლობს დისციპლინური უფლებამოსილებით,
რომელიც მას შეუძლია კანონიერად გამოიყენოს და [რაკი უფლებამოსილი
იყო მოცემულ საქმეში] მონიტორინგი განახორციელოს და ჩაწეროს Yahoo
Messenger-ზე მიმოწერა, რისი პირადი მიზნებისთვის გამოყენება
დამსაქმებელმა აკრძალა, მას შემდეგ რაც იგი და მისი კოლეგები
გაფრთხილებული იყვნენ, რომ კომპანიის რესურსები არ გამოეყენებინათ
ასეთი მიზნებისთვის, შეუძლებელია დამტკიცდეს, რომ ეს კანონიერი
მიზანი შეიძლებოდა მიღწეულიყო რაიმე სხვა საშუალებით, გარდა
მიმოწერის საიდუმლოების დარღვევისა, ან რომ სამართლიანი ბალანსი
უნდა ყოფილიყო დაცული [დასაქმებულების] პირად ცხოვრებაზე და
დამსაქმებლის უფლებებს შორის, ზედამხედველობა გაეწია თავისი
საქმიანობის წარმართვისთვის.
...
შესაბამისად, ზემოთ ჩამოყალიბებული მსჯელობის გათვალისწინების
შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და, რომ სააპელაციო
საჩივარი დაუსაბუთებელია; ის შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს,
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად.“
12 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

22. ამავე დროს, 2007 წლის 18 სექტემბერს მომჩივანმა მოითხოვა


სისხლის სამართლის საქმის აღძვრა S.-ის ოფიციალური
წარმომადგენლების წინააღმდეგ, მიმოწერის საიდუმლოების
დარღვევის ბრალდებით. 2012 წლის 9 მაისს პროკურატურის
ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის გამოძიების
დირექტორატი (DIICOT) დაეყრდნო საკასაციო და
მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოს, გადაწყვიტა რა, რომ
არ არსებობდა ბრალდების საფუძველი, რადგან კომპანია იყო
კომპიუტერული სისტემისა და ინტერნეტკავშირის მესაკუთრე და
შესაბამისად შეეძლო დაკვირვებოდა დასაქმებულთა აქტივობებს
ინტერნეტში და ესარგებლა სერვერებზე დაგროვილი
ინფორმაციით, IT სისტემის პერსონალური მიზნებით
სარგებლობის აკრძალვის მიზნისთვის, რის გამოც დაკვირვება იყო
განჭვრეტადი. მომჩივანმა არ ისარგებლა შესაბამისი საპროცესო
კანონით მისთვის მინიჭებული შესაძლებლობით, გაესაჩივრებინა
პროკურატურის წარმომადგენელთა გადაწყვეტილება ეროვნულ
სასამართლოებში.

II. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა

ა. კონსტიტუცია

32. რუმინეთის კონსტიტუციის შესაბამისი ნაწილები შემდეგი


შინაარსისაა:

მუხლი 26
„1. საჯარო ხელისუფლება პატივს სცემს და იცავს ინტიმურ, ოჯახურ და
პირად ცხოვრებას.“

მუხლი 28
„წერილების, ტელეგრამების და სხვა საფოსტო მიმოწერის საიდუმლოება,
სატელეფონო საუბრები და კომუნიკაციის სხვა კანონიერი საშუალებები
ხელშეუხებელია. “
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 13

ბ. სისხლის სამართლის კოდექსი

23. სისხლის სამართლის კოდექსის იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი


მუხლები შემდეგი შინაარსისაა:

მუხლი 195 – მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა


„1. სხვა პირის მიმოწერის უკანონოდ გახსნა ან სხვა პირის საუბარსა ან
კომუნიკაციაში ჩართვა ტელეფონით, ტელეგრაფით ან სხვა შორ მანძილზე
მიმღები საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვიდან სამ
წლამდე ვადით.“

გ. სამოქალაქო კოდექსი

24. სამოქალაქო კოდექსის იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი


დებულებები ამგვარად იყო ჩამოყალიბებული:

მუხლი 998
„ადამიანის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზარალს აყენებს სხვა
ადამიანს, აკისრებს ვალდებულებას ქმედების ჩამდენს, ვისი ბრალითაც
ზიანი მიადგა სხვას, აანაზღაუროს ზიანი მის მიერ ჩადენილი
ქმედებისათვის.“

მუხლი 999
„ყველა პასუხს აგებს იმ ზიანისთვის, რაც მან გამოიწვია არა მხოლოდ
მისი მოქმედებებით, არამედ უმოქმედობით ან გაუფრთხილებლობით.“

დ. შრომის კოდექსი

25. იმ დროს მოქმედი რედაქციით შრომის კოდექსი


ითვალისწინებდა შემდეგს:

მუხლი 40
„1. დამსაქმებელს აქვს შემდეგი ძირითადი უფლებები:
...
(დ) ზედამხედველობა გაუწიოს [დასაქმებულების] პროფესიულ
სამუშაოს;
...
2. დამსაქმებელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ძირითადი
მოვალეობა:
...
14 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

(ი) უზრუნველყოს დასაქმებულის პერსონალური მონაცემების


კონფიდენციალურობა.“

ე. კანონი № 677/2001 პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას


პირთა დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფლად
გავრცელების შესახებ

26. კანონის, № 677/2001, პერსონალურ მონაცემთა


დამუშავებისას პირთა დაცვისა და ასეთი მონაცემების
თავისუფლად გავრცელების შესახებ, შესაბამისი ნაწილები
(„კანონი № 677/2001“), რომელიც იმეორებს ევროპარლამენტის და
ევროსაბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის 95/46/ EC დირექტივის
ცალკეულ დებულებებს (იხ. 45-ე პარაგრაფი ქვემოთ), ადგენს:

მუხლი 3 – ტერმინთა განმარტებანი


„ამ კანონის მიზნებისთვის:
(ა) „პერსონალური მონაცემი“ არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც
უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს;
იდენტიფიცირებადია პირი, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია
პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, პირადი ნომრით, ან ერთი ან
რამდენიმე ფაქტორით, რაც ახასიათებს მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ,
ფსიქიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ იდენტობას;
...“

მუხლი 5 – მონაცემთა დამუშავების კანონიერების პირობები


“1. პერსონალური მონაცემი ... არ შეიძლება დამუშავდეს არცერთ
შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის მკაფიოდ და
არაორაზროვნად გამოხატული თანხმობა.
2. მონაცემთა სუბიექტის თანხმობა აუცილებელი არ არის, შემდეგ
შემთხვევებში:
(ა) როდესაც დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულების
შესრულებისთვის, რომლის მხარესაც წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტი
ან ხელშეკრულების გაფორმებამდე მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით
ხდება გარკვეული ქმედებების განხორციელება;
...
(ე) როდესაც დამუშავება აუცილებელია კანონიერი ინტერესებისთვის,
რომელიც მომდინარეობს მაკონტროლებლისგან ან მესამე პირისგან ან იმ
პირებისგან, რომლებისთვისაც მონაცემი ხელმისაწვდომი გახდა, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ინტერესს აღემატება მონაცემთა სუბიექტის
ინტერესები და ძირითადი უფლებები;
...
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 15

3. მეორე პუნქტით გათვალისწინებული დებულებები არ ეწინააღმდეგება


საჯარო ხელისუფლების მარეგულირებელ ფუძემდებლურ დებულებებს,
რომლებიც ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, პატივი სცეს და
დაიცვას ინტიმური, საოჯახო და პირადი ცხოვრება.“

მუხლი 18 – სასამართლოებისთვის მიმართვის უფლება


„1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ზემდგომ ორგანოში მიმართვის
გარეშე, მიმართოს სასამართლოებს ამ კანონით დაცული უფლებების
დასაცავად, მათი დარღვევის შემთხვევაში.
2. ნებისმიერი პირს, ვინც ზიანი განიცადა მისი პერსონალური მონაცემის
უკანონო დამუშავებით, შეუძლია მიმართოს კომპეტენტურ სასამართლოს
კომპენსაციის მისაღებად [ზიანისათვის].
...”

III. საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა

ა. აშშ-ს სტანდარტები

27. კომპიუტერიზებული პერსონალური მონაცემების შემცველი


დოკუმენტების მართვის სახელმძღვანელოები, მიღებულია გაეროს
გენერალური ასამბლეის 45/95 (A/RES/45/95) რეზოლუციით,
აყალიბებს მინიმალურ გარანტიებს, რაც დაცული უნდა იქნეს
ეროვნულ კანონმდებლობაში. შესაბამისი პრინციპები შემდეგი
შინაარსისაა:
„1. კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპი
ინფორმაცია პირების შესახებ არ შეიძლება დამუშავდეს უსამართლო და
უკანონო საშუალებებით, ისინი ასევე არ უნდა იქნას გამოყენებული გაეროს
ქარტიის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგოდ.
2. სიზუსტის პრინციპი
ფაილების კომპილაციაზე ან მათ შენახვაზე პასუხისმგებელი პირები
ვალდებულნი არიან, რეგულარულად შეამოწმონ ჩაწერილი მონაცემების
სიზუსტე და რელევანტურობა და უზრუნველყონ, რომ ისინი შენახული
იქნება მათი მთლიანობის დაურღვევლად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას
აცილებული ხარვეზები და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მათი განახლება
მუდმივად ან, იმ დროს, როდესაც მოხდება ფაილში ასახული ინფორმაციის
გამოყენება, მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც ის მუშავდება.
3. მიზნობრიობის განსზღვრის პრინციპი
მიზანი, რასაც უნდა ემსახურებოდეს ფაილის შენახვა, უნდა იყოს
განსაზღვრული, კანონიერი და როდესაც ის გამოქვეყნდება, სათანადოდ
16 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

უნდა გასაჯაროვდეს ან მიტანილ იქნას იმ ადამიანებამდე, ვისაც ის


უკავშირდება, იმისათვის, რომ, შედეგად, უზრუნველყოფილ იქნას ის რომ:
(ა) ყველა შეგროვებული და ჩაწერილი პერსონალური მონაცემი
ინარჩუნებდეს განსაზღვრულ მიზანთან მიმართებით რელევანტურობასა
და ადეკვატურობას;
(ბ) არცერთი მითითებული პერსონალური მონაცემი არ უნდა იყოს
გამოყენებული ან გამჟღავნებული, მასთან დაკავშირებული პირის
თანხმობის გარეშე, განსაზღვრულთან შეუთავსებელი მიზნისთვის;
(გ) დრო, რომლის განმავლობაშიც პერსონალური მონაცემები ინახება,
არ აღემატებოდეს იმ დროს, რა დროშიც შესაძლებელია დასახული
მიზნის მიღწევა.
4. დაინტერესებული პირების მხრიდან წვდომის პრინციპი
ყველას, ვინც წარადგენს პირადობის დამადასტურებელ საბუთს, უფლება
აქვს იცოდეს, მასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია მუშავდება და მიიღოს
ის გასაგები ფორმით, დაუსაბუთებელი დაყოვნებისა და რაიმე
გადასახადის გარეშე და მოითხოვოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა ან
წაშლა უკანონო, არასაჭირო ან არაზუსტი ჩარევების შემთხვევაში და, თუ
ისინი ვინმესთან გამჟღავნდა, ამის შესახებ უნდა იყვნენ ინფორმირებული
ადრესატები. გათვალისწინებული უნდა იყოს გასაჩივრების შესაბამისი
ნორმა, თუ ეს საჭირო გახდება საზედამხედველო ფუნქციის
განხორციელებასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოცემულია მე-8
პრინციპში ქვემოთ. ნებისმიერი შესწორების შეტანის ღირებულება
დაეკისრება დოკუმენტის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს. სასურველია,
რომ ამ პრინციპის შესაბამისი ნორმები გავრცელდეს ყველაზე,
განურჩევლად ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილისა.
...
6. გამონაკლისის დაშვების უფლებამოსილება
1-4 პრინციპებიდან გადახვევა შესაძლებელია, თუ ეს აუცილებელია
ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის, საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ან მორალის, ისევე, როგორც, inter alia, სხვათა უფლებებისა
და თავისუფლებების დასაცავად, განსაკუთრებით, დევნილი პირების
(ჰუმანიტარული საკითხი), იმის გათვალისწინებით, რომ პირთა ამგვარი
გადაადგილება პირდაპირ არის განსაზღვრული კანონით ან ეროვნულ
კანონმდებლობაში მიღებული ეკვივალენტური რეგულაციით, რაც
პირდაპირ აწესებს შეზღუდვებს და ითვალისწინებს სათანადო დაცვით
ღონისძიებებს. ...”

28. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 1977 წელს


გამოსცა დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვის
პრაქტიკის კოდექსი („ILO-ს პრაქტიკის კოდექსი“), რომელმაც
ჩამოაყალიბა შემდეგი პრინციპები:
„5. ზოგადი პრინციპები
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 17

5.1. პერსონალური მონაცემები დამუშავებულ უნდა იქნეს კანონიერად და


სამართლიანად და მხოლოდ დასაქმებულთა დასაქმებასთან
დაკავშირებული მიზნების რელევანტურად.
5.2. პერსონალური მონაცემები, პრინციპში, გამოყენებულ უნდა იქნეს
მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნითაც ისინი იქნა შეგროვებული.
5.3. თუ პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს არა იმ მიზნით, რა
მიზნებისთვისაც ის იყო შეგროვებული, დამსაქმებელმა უნდა
უზრუნველყოს, რომ ისინი არ იქნება გამოყენებული პირველადთან
შეუთავსებელი მიზნით და მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა თავიდან
იქნეს აცილებული კონტექსტის შეცვლით გამოწვეული ნებისმიერი
არასწორი ინტერპრეტაცია.
5.4. ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომების მისაღებად შეგროვებული
პერსონალური მონაცემები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს
უსაფრთხოება და ავტომატური საინფორმაციო სისტემების სათანადო
ფუნქციონირება, არ უნდა იქნეს გამოყენებული მუშაკთა ქცევის
გასაკონტროლებლად.
5.5. მუშაკთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ უნდა დაეფუძნოს
მხოლოდ მუშაკის პერსონალური მონაცემების ავტომატურ დამუშავებას.
5.6. ელექტრონული მონიტორინგის შედეგად შეგროვებული
პერსონალური მონაცემები არ უნდა იყოს ერთადერთი ფაქტორი მუშაკის
შეფასებისას.
5.7. დამსაქმებლებმა რეგულარულად უნდა შეაფასონ მონაცემთა
დამუშავების თავიანთი პრაქტიკა:
(ა) რათა შეძლებისდაგვარად შემცირდეს დამუშავებული მონაცემების
სახეები და მოცულობა და
(ბ) გააუმჯობესოს მუშაკთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
უფლების დაცვის გზები.
5.8. მუშაკები და მათი წარმომადგენლები მუდმივად უნდა იყვნენ
ინფორმირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეგროვების პროცესის,
პროცესის მარეგულირებელ წესების და მათი უფლებების შესახებ.
...
5.13. დასაქმებულებს არ შეიძლება გაუუქმდეთ მათი პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლება.”

29. დასაქმებულთა მონიტორინგის უფრო სპეციფიურ


საკითხებთან დაკავშირებით ILO-ს პრაქტიკის კოდექსი აწესებს
შემდეგს:
„6. პერსონალური მონაცემების შეგროვება
6.1. საზოგადოდ, ყველა პერსონალური მონაცემი მოპოვებულ უნდა იქნას
ინდივიდუალური მუშაკისგან. ...
18 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

6.14. (1) თუ ხორციელდება მუშაკთა მონიტორინგი, ისინი წინასწარ უნდა


გააფრთხილონ მონიტორინგის მიზეზების, ხანგრძლივობის, მეთოდებისა
და ტექნიკის და იმის შესახებ, თუ რა მონაცემები უნდა შეგროვდეს და
დამსაქმებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაკთა პირადი ცხოვრების
დაცულ სფეროში შეჭრა.
(2) საიდუმლო მონიტორინგი დაშვებულია მხოლოდ:
(ა) თუ ის შესაბამისობაშია ეროვნულ კანონმდებლობასთან; ან
(ბ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დანაშაულებრივ საქმიანობაზე ან
სხვა სერიოზულ დარღვევებზე.
(3) უწყვეტი მონიტორინგი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს
ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან ქონების დაცვის საჭიროება.“

30. ILO-ს პრაქტიკის კოდექსი ასევე შეიცავს მუშაკთა


ინდივიდუალური უფლებების აღწერას. კერძოდ, იმ
ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც პერსონალური მონაცემების
დამუშავებას ახლავს, ასეთ მონაცემებზე წვდომასთან და
ნებისმიერ გამოყენებულ ზომასთან დაკავშირებით.
შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
„11. ინდივიდუალური უფლებები
11.1. მუშაკებს აქვთ უფლება, რეგულარულად შეატყობინონ მათზე
პერსონალური მონაცემების არსებობისა და მათი დამუშავების შესახებ.
11.2. მუშაკებს უნდა ჰქონდეთ უფლება თავიანთ პერსონალურ
მონაცემებზე, იმის მიუხეადავად მონაცემები ავტომატური სისტემის
მეშვეობით არის დამუშავებული, თუ ინახება მუშაკთან დაკავშირებულ
კონკრეტულ სახელმძღვანელო ფაილში, ან სხვა ფაილში, რომელიც შეიცავს
მუშაკის შესახებ პერსონალურ მონაცემებს.
11.3. მუშაკთა უფლება, იცოდნენ მათი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შესახებ, უნდა შეიცავდეს უფლებას, შეამოწმონ და მიიღონ
ნებისმიერი ჩანაწერის ასლი იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ის
შეიცავდა მუშაკის პერსონალურ მონაცემებს.
...
11.8. დამსაქმებლებს, უსაფრთხოების მიზნით გამოძიების წარმოებისას,
უფლება აქვთ, აუკრძალონ მუშაკს მუშაკის პერსონალურ მონაცემებზე
წვდომა გამოძიების დასრულებამდე და იმ მოცულობით, რა ფარგლებშიც
შეიძლება გამოძიებას საფრთხე შეექმნას. დასაქმებასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული მანამ, სანამ მუშაკს არ ექნება
წვდომა მუშაკის ყველა პერსონალურ მონაცემზე.
11.9. მუშაკებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მოითხოვონ, წაიშალოს ან
შეიცვალოს არასწორი და არასრული პერსონალური მონაცემები, ასევე, ამ
კოდექსთან შეუთავსებელი ფორმით დამუშავებული პერსონალური
მონაცემები.
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 19

...
11.13. ნებისმიერი კანონი, რეგულაცია, კოლექტიური შეთანხმება,
სამსახურებრივი წესები ან პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს ამ კოდექსის
დებულებებთან შესაბამისი ფორმით, ისინი უნდა ითვალისწინებდნენ
მუშაკების მიერ იმის გასაჩივრების შესაძლებლობას, რომ დამსაქმებელი არ
მოქმედებს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. გაწერილი უნდა იყოს
პროცედურები, მუშაკთა ნებისმიერი პრეტენზიის მიღებისა და მათზე
გამოხმაურებისთვის. გასაჩივრების პროცედურა ხელმისაწვდომი და
ადვილად გამოსაყენებელი უნდა იყოს მუშაკებისთვის.“

31. 2013 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ


მიიღო რეზოლუცია №68/167 ციფრულ ერაში პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლების შესახებ (A/RES/68/167), რომელიც
inter alia, სახელმწიფოებს მოუწოდებს:
“(ა) პატივი სცეს და დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
უფლება, რაც ამ კონტექსტში მოიცავს ციფრულ კომუნიკაციასაც;
(ბ) მიიღონ ზომები, რათა დასრულდეს ამ უფლებების დარღვევები, რაც
მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ შესაბამისი ეროვნული
კანონმდებლობა შეესაბამებოდეს მათ ვალდებულებებს ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით;
(გ) განიხილონ მათი პროცედურები, პრაქტიკა და კანონმდებლობა
კომუნიკაციებზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით, მათ მიერ
პერსონალურ მონაცემებში ჩარევა და შეგროვება, მათ შორის, მასობრივი
ზედამხედველობა, იმ მიზნით, რომ დაიცვან პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სამართალში მათი ვალდებულებების სრული და ეფექტიანი
იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად;
(დ) შექმნან ან შეინარჩუნონ დამოუკიდებელი, ეფექტიანი, ეროვნული
საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის
გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან
კომუნიკაციებზე ზედამხედველობისას, მათი მხრიდან ჩარევისა და
პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისას.“

ბ. ევროპის საბჭოს სტანდარტები

32. ევროპის საბჭოს კონვენცია „პერსონალური მონაცემების


ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“
(1981), რომელიც რუმინეთის მიმართ ძალაში შევიდა 2002 წლის 1
ივნისს, კერძოდ შეიცავს შემდეგ დებულებებს:

მუხლი 2 – ტერმინთა განმარტებები


“ამ კონვენციის მიზნებისთვის:
20 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

“:
(ა) „პერსონალური მონაცემები“ აღნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას,
რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს
(„მონაცემთა სუბიექტს“);
...
(გ) „ავტომატური დამუშავება“ – აღნიშნავს შემდეგ ოპერაციებს,
რომლებიც სრულდება ინფორმაციის მთელ ნაკრებზე ან მის ნაწილზე
ავტომატიზირებული დამუშავების საშუალებებით, კერძოდ: მონაცემთა
შენახვა, ამ მონაცემებზე ლოგიკური/მათემატიკური ოპერაციების
შესრულება, მათი შეცვლა, წაშლა, ინფორმაციული მოძიება და
გავრცელება;
...“

მუხლი 3 – მიზანი
„1. მხარეები იღებენ ვალდებულებას, იხელმძღვანელონ წინამდებარე
კონვენციით პერსონალური მონაცემების ავტომატიზირებულ ფაილებთან
მუშაობისა და პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას,
კერძო და საჯარო სექტორებში..
...”

მუხლი 5 – მონაცემთა ხარისხი


„პერსონალური მონაცემები, რომლებიც ექვემდებარებიან
ავტომატიზირებულ დამუშავებას:
(ა) მიღებულ და დამუშავებულ უნდა იქნეს სამართლიანად და
კანონიერად;
(ბ) შენახული უნდა იქნეს განსაზღვრული და კანონიერი
მიზნებისათვის და არ უნდა იყოს გამოყენებული ამ მიზნებთან
შეუთავსებელი გზით;
(გ) უნდა იყოს ადეკვატური, რელევანტური და არ უნდა აღემატებოდეს
იმ მიზნებს, რომლებისთვისაც ისინი ინახება;
(დ) უნდა იყოს ზუსტი და საჭიროებისამებრ განახლებადი;
(ე) დაცული უნდა იყოს იმ ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა
სუბიექტის იდენტიფიკაციის საშუალებას მხოლოდ იმ დროის
განმავლობაში, რაც საჭიროა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ინახება ეს
მონაცემები.”

მუხლი 8 – მონაცემთა სუბიექტის დამატებითი გარანტიები


„ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს:
(ა) მონაცემთა ავტომატიზირებული ფაილის არსებობის ფაქტის
დადგენა, მის ძირითადი მიზნები, ისევე როგორც, ინფორმაცია ფაილის
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 21

ადმინისტრატორის პიროვნების, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან


ძირითადი სამუშაო ადგილის შესახებ;
(ბ) საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდულობითა და
არასათანადო დაგვიანებისა თუ დანახარჯების გარეშე, მონაცემთა
ავტომატიზირებულ დოკუმენტში მასთან დაკავშირებული პერსონალური
მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურება, ასეთ მონაცემთა
მიწოდება მისაღები ფორმით;
...
(დ) თავისი უფლებების რეალიზაციის მიზნით, მიიღოს ზომები
საკუთარ განაცხადზე პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, რომელიც
ავტომატიზირებულ ფაილში პერსონალური მონაცემების არსებობის
ფაქტის დადასტურებას შეეხება, თუ მონაცემთა მიწოდება, შეცვლა ან
წაშლა განხორციელდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტების მოთხოვნათა
დარღვევით..”

მუხლი 9 – გამონაკლისები და შეზღუდვები


„...
2. ამ კონვენციის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებიდან გადახვევა დასაშვებია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ გადახვევას ითვალისწინებს
ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა და წარმოადგენს აუცილებელ
ღონისძიებას დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც მიიღება:
(ა) სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის, სახელმწიფოს
მონეტარული ან სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან ბრძოლის
ინტერესების დაცვის მიზნით;
(ბ) ინფორმაციის სუბიექტის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების
დასაცავად;
...“

მუხლი 10 – სანქციები და გარანტიები


„ყოველი მხარე იღებს ვალდებულებას დააწესოს შესაბამისი სანქციები და
გარანტიები, შიდა კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების
მიზნით, რომლებიც მოცემულია ამ თავში, როგორც ადამიანის უფლებების
დაცვის ძირითადი პრინციპები.“

33. წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2015)5


რეკომენდაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
დასაქმების კონტექსტში. რომელიც მიღებულია 2015 წლის 1
აპრილს, კერძოდ, აწესებს:
„4. მონაცემთა დამუშავების პრინციპების გამოყენება
22 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

4.1. დამსაქმებლებმა მინიმუმამდე, მხოლოდ იმ პერსონალური


მონაცემების დამუშავებამდე, უნდა დაიყვანოს მონაცემთა დამუშავება, რაც
აუცილებელია ინდივიდუალური საქმის მიზნისთვის.
...
6. მონაცემთა შიდა გამოყენება
6.1. დასაქმების მიზნისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები
დამსაქმებლების მიერ მხოლოდ ამ მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული.
6.2. დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა,
წესები და სხვა ინსტრუმენტები პერსონალური მონაცემების შიდა
გამოყენებასთან დაკავშირებით ამ რეკომენდაციის პრინციპების მიხედვით.
...
10. დამუშავების გამჭვირვალობა
10.1. დამსაქმებლების ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების
შემცველი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შესაბამისი
დასაქმებულისთვის უშუალოდ ან მისი წარმომადგენლების მეშვეობით, ან
მისი მოთხოვნით, უნდა მიეწოდოს შესაბამისი ფორმით.
10.2. დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ დასაქმებულები შემდეგი
ინფორმაციით:
– დასამუშავებელი ინფორმაციის კატეგორიები და დამუშავების
მიზნების აღწერა;
– ინფორმაციის მიმღებები, ან ინფორმაციის მიმღებთა კატეგორიები;
– საშუალებები, რომლებიც დასაქმებულებს აქვთ მე-11 პრინციპში
ჩამოყალიბებული პრინციპიდან გამომდინარე, რაიმე შეზღუდვების
გარეშე მათი შიდა კანონმდებლობით ან მართლმსაჯულების სისტემით
დადგენილი რაიმე უფრო ხელსაყრელ დებულებასთან მიმართებით;
– სხვა ნებისმიერი ინფორმაცია სამართლიანი და
კანონიერი დამუშავების უზრუნველსაყოფად.
10.3. განსაკუთრებით მკაფიოდ და სრულად უნდა განისაზღვროს
პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები, რაც შეიძლება შეგროვებულ იქნეს
ICT-ის [საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების] მეშვეობით,
რაც მოიცავს ვიდეო თვალთვალს და მის შესაძლო გამოყენებას. პრინციპები
ასევე ვრცელდება მონაცემთა დამუშავების ცალკეულ ფორმებზე, რაც
გათვალისწინებულია ამ რეკომენდაციის დანართის მე-2 ნაწილში.
10.4. ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს მისაღები ფორმატით და უნდა
იყოს განახლებული. ნებისმიერ შემთხვევაში, დასაქმებულს უნდა
წარედგინოს ინფორმაცია ასეთი საქმიანობის ან მოქმედების შესახებ და იმ
საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, რომლითაც სარგებლობს
დასაქმებული.
...
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 23

14. ინტერნეტის და ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენება სამუშაო


ადგილზე
14.1. დამსაქმებლებმა უნდა აიცილონ გაუმართლებელი და
დაუსაბუთებელი ჩარევა დასაქმებულთა პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლებაში. ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ტექნიკურ
საშუალებასთან და ICT-სთან მიმართებით, რომელთაც იყენებს
დამსაქმებელი. შესაბამისი პირები სათანადოდ და პერიოდულად უნდა
იყვნენ ინფორმირებული მკაფიო კონფიდენციალურობის პოლიტიკის
შესახებ, ამ რეკომენდაციის მე-10 პრინციპის შესაბამისად. მიწოდებული
ინფორმაცია უნდა იყოს განახლებადი და უნდა შეიცავდეს ინფორმაციას
დამუშავების მიზანზე, მონაცემების შენახვის ან ტრაფიკის შემდგომ
პერიოდზე და ელექტრონული კომუნიკაციის დაარქივების შესახებ.
14.2. კერძოდ, დასაქმებულისთვის ხელმისაწვდომ ინტერნეტთან და
ინტერნეტ-გვერდებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების
დამუშავების შემთხვევაში, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს პრევენციული
ზომების შემუშავებას, როგორიცაა ფილტრები, რომლებიც ახდენენ
კონკრეტული ოპერაციების პრევენციას და პერსონალური მონაცემების
შესაძლო მონიტორინგის ხარისხებს, რაც უპირატესობას ანიჭებს
არაინდივიდუალიზებულ, მონაცემთა შემთხვევით შემოწმებას, რაც არის
ანონიმური და ზოგიერთ შემთხვევაში კრებსითი.
14.3. დამსაქმებლების მხრიდან მათი დასაქმებულების პროფესიულ
ელექტრონულ კომუნიკაციებზე წვდომა, რომლებიც წინასწარ იყვნენ
გაფრთხილებული ასეთის შესაძლებლობაზე, შეიძლება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც ეს საჭიროა უსაფრთხოების ან სხვა კანონიერი
მიზნებისთვის. დასაქმებულების არყოფნის შემთხვევაში, დამსაქმებლებმა
უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები და გაითვალისწინონ შესაბამისი
პროცედურები, პროფესიულ ელექტრონულ კომუნიკაციებზე წვდომისას
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წვდომა პროფესიულად
აუცილებელია. წვდომა უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება
უმტკივნეულო ჩარევის გზით, მხოლოდ შესაბამის დასაქმებულებისთვის
შეტყობინების შემდეგ.
14.4. პირადი ელექტრონული კომუნიკაციების შინაარსი, მათი გაგზავნა
და მიღება სამსახურში, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა
კონტროლდებოდეს.
14.5. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას დამსაქმებელმა
უნდა მიიღოს საჭირო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომ
მოხდეს დასაქმებულის ელექტრონული შეტყობინებების ანგარიშის
დეაქტივაცია. თუ დამსაქმებლებს ესაჭიროებათ, აღადგინონ დასაქმებულის
ანგარიშის შინაარსი ორგანიზაციის სათანადო ფუნქციონირებისთვის, მათ
ეს უნდა გააკეთონ მისი სამსახურიდან წასვლამდე და, თუ ეს
შესაძლებელია, მისი თანდასწრებით.“
24 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

IV. ევროკავშირის კანონმდებლობა

34. ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის (2007/C


303/01) შესაბამისი დებულებები შემდეგი სახისაა:

მუხლი 7 – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა


„ყველას აქვს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, ბინისა და
კომუნიკაციების პატივისცემის უფლება.“

მუხლი 8 – პერსონალური მონაცემების დაცვა


„1. ყველას აქვს მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების
დაცვის უფლება.
2. ასეთი მონაცემები სამართლიანად უნდა დამუშავდეს, განსაზღვრული
მიზნისთვის და იმ ადამიანის თანხმობით, ვისაც ისინი ეხება ან კანონით
გათვალისწინებული სხვა კანონიერი საფუძვლებით. ყველას აქვს უფლება,
მის შესახებ შეგროვილი ინფორმაციის წვდომასა და მათ შესწორებაზე.
3. ამ წესებთან შესაბამისობა უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ
კონტროლის საგანი.“

35. 95/46/EC ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს 1995 წლის 24


ოქტომბრის დირექტივა პირთა დაცვის შესახებ პერსონალური
მონაცემების დამუშავებისას და ასეთი მონაცემების თავისუფლად
გადაცემისას („95/46/EC დირექტივა“) ადგენს, რომ ეროვნული
კანონმდებლობების მიზანი პერსონალური მონაცემების
დამუშავებისას, პირველ რიგში, არის პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლების დაცვა, როგორც აღიარებულია
კონვენციის მე-8 მუხლით და ევროკავშირის სამართლით. 95/46/EC
დირექტივის შესაბამისი დებულებები შემდეგი შინაარსისაა:

მუხლი 2 – განსაზღვრებები
„დირექტივის მიზნებისთვის:
(ა) „პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რაც
უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს
(„მონაცემთა სუბიექტი“); იდენტიფიცირებადია პირი, რომლის
ინდენტიფიცირება შესაძლებელია პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ,
პირადი ნომრით ან მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური,
ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლებით;
...“
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 25

მუხლი 6
„1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პერსონალური
მონაცემები იყოს:
(ა) დამუშავებული სამართლიანად და კანონიერად;
(ბ) შეგროვებული მკაფიო და კანონიერი საფუძვლებით და არ
დამუშავდეს ამ მიზნების მიღწევის შემდეგ. მონაცემების შემდგომი
დამუშავება ისტორიული, სტატისტიკური და სამეცნიერო მიზნებისთვის
არ ჩაითვლება შეუსაბამოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წევრი
სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შესაბამისი დაცვის გარანტიებს;
(გ) ადეკვატური, რელევანტური და არ იყოს იმ მიზნებთან შეუსაბამო,
რომელთათვისაც ისინი გროვდება ან მომავალში დამუშავდება;
(დ) ზუსტი, და როდესაც აუცილებელია, განახლებადი; ყველა
გონივრული ნაბიჯი უნდა იქნეს გადადგმული იმისთვის, რომ არაზუსტი
ან არასრული ინფორმაცია, იმ მიზნების მხედველობაში მიღებით,
რისთვისაც შეგროვდა ან მომავალში უნდა დამუშავდეს, წაიშლება ან
შეიცვლება;
(ე) იმ ფორმით ინახებოდეს, რომ მონაცემთა სუბიექტის
იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდეს არაუმეტეს იმ დროისა, რაც
აუცილებელია იმ მიზნებისთვის, რისთვისაც მონაცემები შეგროვდა ან
რისთვისაც მომავალში დამუშავდება. წევრი სახელმწიფოები
უზრუნველყოფენ შესაბამის დაცვის გარანტიებს პერსონალური
მონაცემების უფრო დიდხანს შენახვისას ისტორიული, სტატისტიკური ან
სამეცნიერო მიზნებისთვის.
2. მაკონტროლებელმა უნდა უზრუნველყოს პირველი პუნქტთან
შესაბამისობა.“

მუხლი 7
„წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ პერსონალური
მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
(ა) მონაცემთა სუბიექტმა არაორაზროვნად გასცა თანხმობა; ან
(ბ) დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად,
რომლის მხარეც არის მონაცემთა სუბიექტი ან იმისთვის, რომ მონაცემთა
სუბიექტის მოთხოვნით მიიღონ ზომები ხელშეკრულებაში შესვლამდე; ან
(გ) დამუშავება აუცილებელია სამართლებრივი ვალდებულების
შესასრულებლად, რომლის სუბიექტიც არის მაკონტროლებელი; ან
(დ) დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო
ინეტერსების დასაცავად; ან
(ე) დამუშავება აუცილებელია საჯარო ინტერესის მქონე სამუშაოს
შესასრულებლად ან მაკონტროლებლის ოფიციალური
26 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

უფლებამოსილების განსახორციელებლად ან მესამე პირისთვის, რომლის


წინაშეც მონაცემები გამჟღავნდა; ან
(ვ) დამუშავება აუცილებელია კანონიერი ინტერესებისთვის, რაც
მომდინარეობს მაკონტროლებლის ან მესამე პირისგან ან პირებისგან,
რომელთაც ინფორმაცია წარედგინათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ასეთ ინტერესს აჭარბებს მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებებისა
და თავისუფლებების ინტერესები, რომლებიც ექვემდებარებიან დაცვას
1.1 მუხლით.“

მუხლი 8 – სპეციფიური პერსონალური მონაცემების დაცვა


„1. წევრი სახელმწიფოები აკრძალავენ პერსონალური მონაცემების
დამუშავებას, რომლებიც გამოავლენს რასობრივ ან ეთნიკურ
წარმომავლობასთან, პოლიტიკურ მოსაზრებებთან, რელიგიურ ან
ფილოსოფიურ შეხედულებებთან, პროფ-კავშირების წევრობასა და
ჯანმრთელობასთან ან სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ
მონაცემებს.
2. 1-ლი პუნქტი არ გამოიყენება, იქ სადაც:
(ა) მონაცემთა სუბიექტმა გასცა მკაფიო თანხმობა ამ მონაცემების
დამუშავებაზე, იმ შემთხვევების გარდა, სადაც წევრი სახელმწიფოების
კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ 1-ლი პუნქტით
გათვალისწინებული აკრძალვა არ შეიძლება დაუკავშირდეს მონაცემთა
სუბიექტის მიერ გაცემულ თანხმობას; ან
(ბ) დამუშავება აუცილებელია მაკონტროლებლის
შრომითსამართლებრივი ვალდებულებების ან სპეციალური უფლებების
განსახორციელებლად, რამდენადაც ეს ნებადართულია ეროვნული
კანონმდებლობის მხრიდან, რაც უზრუნველყოფს სათანადო დაცვის
გარანტიებს; ან
(გ) დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო
ინტერესების ან სხვა პირის დასაცავად, როდესაც მონაცემთა სუბიექტს
ფიზიკურად არ სამართლებრივად არ შეუძლია, გასცეს თანხმობა; ან
...
(ე) დამუშავება უკავშირდება იმ მონაცემებს, რომლებიც აშკარად
საჯარო გახდა ან აუცილებელია სარჩელების შესადგენად,
განსახილველად ან დასაცავად.
...
4. შესაბამისი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფით, წევრმა
სახელმწიფოებმა შეიძლება, არსებითი საჯარო ინტერესის მიზნებისთვის,
გაითვალისწინონ დამატებითი გამონაკლისები მე-2 პუნქტში მოცემულთან
ერთად, ეროვნული კანონმდებლობით ან ზედამხედველი ორგანოს
გადაწყვეტილებით.“
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 27

36. მონაცემთა დაცვის სამუშაო ჯგუფი („სამუშაო ჯგუფი“),


რომელიც დირექტივის 29-ე მუხლის საფუძველზე შეიქმნა, 30-ე
მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია:
„(ა) განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რაც უკავშირდება ამ დირექტივის
საფუძველზე, ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გამოყენებას
იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ასეთი ზომების ერთგვაროვან გამოყენებას;
(ბ) კომისიას წარუდგინოს მოსაზრება ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებში
დაცვის ხარისხთან დაკავშირებით;
(გ) კომისიას შესთავაზოს ნებისმიერი ცვლილება ამ დირექტივაში ან
დამატებითი თუ სპეციალური ზომები, ფიზიკური პირების უფლებების
დასაცავად პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და
ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი ზომა, რომლებიც გავლენას
ახდენენ ამ უფლებებსა და თავისუფლებებზე;
(დ) გასცეს მოსაზრებები ევროკავშირის დონეზე შემუშავებულ ქცევის
კოდექსებთან დაკავშირებით.“

სამუშაო ჯგუფი არის ევროკავშირის დამოუკიდებელი


საკონსულტაციო ორგანო. მან მოსაზრება გამოსცა 2001 წლის
სექტემბერში დასაქმების კონტექსტში პერსონალური მონაცემების
დამუშავებასთან დაკავშირებით (მოსაზრება 8/2001), რომლმაც
საბოლოოდ ჩამოაყალიბა მონაცემთა დაცვის შემდეგი ძირითადი
პრინციპები: საბოლოობა, გამჭვირვალობა, კანონიერება,
პროპორციულობა, სიზუსტე, დაცულობა და დასაქმებული
პერსონალის ცნობიერების ამაღლება. მოსაზრებაში, რომელიც
შემუშავებულ იქნა, მისი როლის გათვალისწინებით, 95/46/EC
დირექტივის საფუძველზე მიღებული ეროვნული ზომების
ერთგვაროვნად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამუშაო
ჯგუფმა ხაზი გაუსვა, რომ ელექტრონული ფოსტის მონიტორინგი
ჩართული იყო პერსონალურ მონაცემების დამუშავების პროცესში
და გამოითქვა შეხედულება, რომ დასაქმებულების მონიტორინგი
უნდა იყოს
„დამსაქმებლის მხრიდან პროპორციული გამოხმაურება საფრთხეზე, რის
წინაშეც შეიძლება ის აღმოჩნდეს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე
მუშაკთა კანონიერ უფლების და სხვა ინტერესების მხედველობაში
მიღებით.“

37. 2002 წლის მაისში სამუშაო ჯგუფმა გამოსცა სამუშაო


დოკუმენტი სამსახურში ელექტრონულ კომუნიკაციებზე
თვალთვალისა და მონიტორინგის შესახებ („სამუშაო
დოკუმენტი“), რომელშიც მან განსაკუთრებული ყურადღება
28 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

მიაქცია 95/46/EC დირექტივის დებულებებს, კონვენციის მე-8


მუხლის კონტექსტის ფონზე. სამუშაო დოკუმენტი ამტკიცებს იმას,
რომ უბრალო ფაქტი, რომ მონიტორინგმა ან თვალთვალმა, რაც
ურო მოსახერხებელი გზაა დასაქმებულის ინტერესების
უზრუნველსაყოფად, თავისთავად არ შეიძლება გაამართლოს
მუშაკთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა
და, რომ ნებისმიერი დაკვირვების ზომა უნდა აკმაყოფილებდეს
ოთხ კრიტერიუმს: გამჭვირვალობა, აუცილებლობა,
სამართლიანობა და პროპორციულობა.
38. ტექნიკურ ასპექტთან დაკავშირებით, სამუშაო დოკუმენტი
მიუთითებს:
„მოკლე ინფორმაცია იოლად შეიძლება გავრცელდეს პროგრამული
უზრუნველყოფის გამაფრთხილებელი ფანჯრის მეშვეობით, რომელიც
გაუფრთხილებლად გამოჩნდება და აფრთხილებს დასაქმებულს, რომ
სისტემაში აღმოჩენილ იქნა და/ან მიღებულ იქნა ზომები ქსელის უკანონო
მოხმარებასთან დაკავშირებით.“

39. უფრო კონკრეტულად, დასაქმებულის ელექტრონულ


წერილებზე წვდომის საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო
დოკუმენტი ითვალისწინებს შემდეგს:
„გამონაკლის შემთხვევებში დასაქმებულის ელექტრონული ფოსტის და
ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგი შეიძლება აუცილებელად იყოს
მიჩნეული. მაგალითად, მუშაკის ელექტრონული ფოსტის მონიტორინგი
შეიძლება აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მოიპოვონ მისი მხრიდან
გარკვეული მოქმედების განხორციელების დამადასტურებელი მონაცემი.
ასეთი მოქმედებები მოიაზრებს მუშაკის მხრიდან კრიმინალურ
ქმედებებსაც, იმდენად, რამდენადაც დამსაქმებლისთვის აუცილებელია
საკუთარი ინტერესების დასაცავად, მაგალითად იმ შემთხვევებისთვის,
როდესაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მუშაკის ქმედებების გამო. ეს
მოქმედებები ასევე მოიცავს ვირუსების აღმოჩენას და, ზოგადად,
დამსაქმებლის ნებისმიერ მოქმედებას სისტემის უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად.
უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულის ელექტრონული ფოსტის გახსნა
ასევე შეიძლება აუცილებელი იყოს არა მონიტორინგისა და დაკვირვების,
არამედ სხვა მიზეზის გამო, მაგალითად, იმისათვის, რომ მიიღონ
კორესპონდენცია იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებული არ იმყოფება
ოფისში (ავადმყოფობის ან გამგზავრების გამო) და კორესპონდენციის
მიღება ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვაგვარად (მაგ. პირდაპირი
ავტომოპასუხე ან ავტომატური გადამისამართება).“

40. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ


განახორციელა 95/46/EC დირექტივის ინტერპრეტაცია კონვენციის
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 29

მე-8 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების პატივისცემის


უფლების ფონზე, საქმეში უსტერაიჰეშერ რუნდფუნკი და სხვები
(Österreichischer Rundfunk and Others) (C-465/00, C-138/01 და C-139/01,
2003 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, ECLI:EU:C:2003:294, 71-ე და
მომდევნო პარაგრაფები)
41. ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის 2016 წლის 27 აპრილის
(EU) 2016/679 რეგულაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას
და ამ მონაცემების თავისუფალი გადაცემისას ფიზიკური პირების
დაცვის შესახებ და გაუქმებული დირექტივა 95/46/EC (მონაცემთა
დაცვის ზოგადი რეგულაცია) გამოქვეყნებული OJ 2016 L 119/1-ში,
ძალაში შევიდა 2016 წლის 24 მაისს და გააუქმებს 95/46/EC
დირექტივას 2018 წლის 25 მაისიდან (მუხლი 99). რეგულაციის
შესაბამისი ნორმები ამგვარად იკითხება:

მუხლი 30 – მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ჩანაწერები


„1 ყოველი მაკონტროლებელი და, სადაც გამოყენებულია,
მაკონტროლებლის წარმომადგენელი, თავისი პასუხისმგებლობით
შეინახავს მონაცემთა დამუშავების პროცესის ჩანაწერს. ეს ჩანაწერი უნდა
შეიცავდეს ყველა შემდეგ ინფორმაციას:
(ა) მაკონტროლებლის დასახელებას და საკონტაქტო ინფორმაციას,
ხოლო სადაც ერთობლივი კონტროლია გამოყენებული,
მაკონტროლებლის წარმომადგენლისა და მონაცემთა დაცვაზე
პასუხისმგებელი პირისა;
(ბ) მონაცემთა დამუშავების მიზნებს;
(გ) მონაცემთა სუბიექტებისა და პერსონალურ მონაცემთა
კატეგორიების აღწერას;
(დ) მიმღებთა დასახელებას, რომელთაც პერსონალური მონაცემები
წარედგინათ ან წარედგინებათ, მათ შორის, დასახელება მიმღებებისა
მესამე ქვეყნებში ან საერთაშორისო ორგანიზაციების;
(ე) სადაც გამოიყენება, მესამე ქვეყნებისთვის ან საერთაშორისო
ორგანიზაციებისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შესახებ,
რაც მოიცავს მესამე ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის
საიდენტიფიკაციო მონაცემს და მონაცემთა გადაცემის შემთხვევაში, 49 (1)
მუხლის მე-2 ქვეპუნქტის საფუძველზე, დაცვის გარანტიებისთვის
შესაფერის დოკუმენტაციას;
(ვ) სადაც შესაძლებელია, დროის ლიმიტის შესახებ, რა დროშიც უნდა
მოხდეს სხვადასხვა კატეგორიის მონაცემთა წაშლა;
(ზ) სადაც შესაძლებელია, ტექნიკური და საორგანიზაციო დაცვითი
ღონისძიებების აღწერილობას 32-ე(1) მუხლის შესაბამისად.
30 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

2. ყოველი დამმუშავებელი და, სადაც იყო, დამმუშავებლის


წარმომადგენელი, შეინახავს ყველა კატეგორიის მონაცემთა დამუშავების
შესახებ ჩანაწერს, რომელიც განხორციელდა მაკონტროლებლის სახელით,
რომელიც უნდა შეიცავდეს:
(ა) დამმუშავებლის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას ან
დამმუშავებლისა და ყოველი მაკონტროლებლის, რომელთა სახელითაც
დამმუშავებელი მოქმედებს და, სადაც შესაძლებელია, მაკონტროლებლის
ან დამმუშავებლის წარმომადგენელია, და მონაცემთა დაცვაზე
პასუხისმგებელი პირისა;
(ბ) თითოეული მაკონტროლებლის სახელით განხორციელებული
მონაცემთა დამუშავების კატეგორიები;
(გ) სადაც შესაძლებელია, პერსონალური მონაცემების გადაცემის
შესახებ მესამე ქვეყნებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც მოიცავს
მესამე ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მაიდენტიფიცირებელ
ინფორმაციას და 49(1) მუხლის მეორე ქვეპუნქტის საფუძველზე, დაცვის
გარანტიების შესაფერის დოკუმენტაციას;
(დ) სადაც შესაძლებელია, ტექნიკური და ორგანიზაციული დაცვის
ღონისძიებების აღწერას, როგორც ეს გათვალისწინებულია 32(1) მუხლით.
3. 1-ლი და მე-2 პუნქტების ჩანაწერები, გათვალისწინებული 1-ელ და მე-2
პუნქტებში, უნდა იყოს წერილობითი, რაც მოიცავს ასევე, ელექტრონულ
ფორმასაც.
4. მონაცემთა დამმუშავებლის მაკონტროლებელი და, სადაც მისაღებია,
მონაცემთა დამმუშავებლის მაკონტროლებლის ან დამმუშავებლის
წარმომადგენელი, განახორციელებს ჩანაწერს, რომელიც მოთხოვნის
შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საზედამხედველო ფუნქციის
განმახორციელებლისთვის.
5. 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებული ვალდებულებები არ
წარმოეშობათ საწარმოს ან ორგანიზაციას, რომლებშიც დასაქმებულია 250
პირზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავების
პროცესი რისკის ქვეშ დააყენებს მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და
თავისუფლებებს, დამუშავება არ არის შემთხვევითი ან დამუშავება მოიცავს
მონაცემთა სპეციალურ კატეგორიებს, როგორც მითითებულია მე-9(1)
მუხლში ან პერსონალური მონაცემები უკავშირდება
სისხლისსამართლებრივ ბრალდებას, მე-10 მუხლის შესაბამისად.“

მუხლი 47 – სავალდებულო კორპორატიული წესები


“1. ზედამხედველობის განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანო
დაამტკიცებს სავალდებულო კორპორატიულ წესებს 63-ე მუხლში
ჩამოყალიბებული თანმიმდევრული მექანიზმის შესაბამისად,:
(ა) ისინი კანონის თანხმად სავალდებულოა და უნდა სრულდებოდეს
ყოველი წევრის მიერ, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება ან
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 31

მონაწილეობენ ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთაც მათი


დამსაქმებლებიც წარმოადგენენ;
(ბ) აშკარად მიეკუთვნება მონაცემთა სუბიექტების პერსონალური
მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ აღსრულებად უფლებებს;
და
(გ) ასრულებს მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს.
2. 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული სავალდებულო კორპორატიული
წესები უნდა შეიცავდეს, სულ მცირე:
(ა) სტრუქტურასა და საკონტაქტო მონაცემებს იმ ჯგუფის, რომელმაც
ვალდებულება იკისრა, ან საწარმოთა ჯგუფისა, რომელიც ჩართულია
ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობაში და მის თითოეულ წევრს;
(ბ) მონაცემთა გადაცემას ან გადაცემის წყებას, რაც მოიცავს
პერსონალური მონაცემების კატეგორიებს, დამუშავების სახეს და მის
მიზნებს, მონაცემთა სუბიექტის სახეს, რომელმაც განიცადა გავლენა და
მესამე ქვეყნის ან იმ ქვეყნის იდენტიფიცირებას, რომელიც იგულისხმება;
გ) მათი სამართლებრივად მავალდებულებელ ხასიათს, როგორც
შინაარსობრივად, ისე გარეგნულად;
(დ) მონაცემთა დაცვის ზოგადი პრინციპების გამოყენებას, კერძოდ,
მიზნების შეზღუდვა, მონაცემთა მინიმიზაცია, შენახვის შეზღუდული
პერიოდი, მონაცემთა ხარისხი, მონაცემთა დაცვა მათი დიზაინითა და
შინაარსით, სამართლებრივი საფუძველი დასამუშავებლად, სპეციალური
კატეგორიის მონაცემთა დამუშავება, ზომები მონაცემთა უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად და მოთხოვნები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს
მონაცემთა გადაცემისას იმ ორგანოებზე, რომლებსაც არ აქვთ ნაკისრი
სავალდებულო კორპორატიული წესები;
(ე) მონაცემთა სუბიექტის უფლებებს მონაცემთა დამუშავებასთან
დაკავშირებით, რაც მოიცავს უფლებას არ გახდეს იმ გადაწყვეტილებების
საგანი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ავტომატურ დამუშავებას, მათ
შორის, პროფილირებას, 22-ე მუხლის შესაბამისად, უფლება წარადგინოს
საჩივარი წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური სასამართლოების
წინაშე ანაზღაურების მისაღებად, 79-ე მუხლის შესაბამისად და, სადაც
შესაძლებელია, კომპენსაცია, სავალდებულო კორპორატიული წესების
დარღვევისთვის;
(ვ) მაკონტროლებლის ან მონაცემთა დამმუშავებლის
პასუხისმგებლობის საკითხის გათვალისწინებას წევრი სახელმწიფოს
ტერიტორიაზე სავალდებულო კორპორატიული წესების დარღვევის გამო.
მაკონტროლებელი ან დამმუშავებელი მთლიანად ან ნაწილობრივ
გათავისუფლდება ამ პასუხისმგებლობისგან, თუ დაამტკიცებს, რომ წევრს
არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ მოვლენისთვის, რამაც გამოიწვია
ზიანი;
(ზ) როგორი ფორმით წარედგინება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს
სავალდებულო კორპორატიულ წესებზე, განსაკუთრებით, დ, ე, და ვ,
32 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

პუნქტების დებულებებთან დაკავშირებით, მე-13 და მე-14 მუხლებთან


ერთად;
(თ) მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, ან სხვა პერსონის ან
ორგანიზაციული ერთეულის ვალდებულებებს, 37-ე მუხლის
შესაბამისად, იმ ჯგუფების, ან საწარმოთა ჯგუფების მიერ, რომლებიც
ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ, ნაკისრი
სავალდებულო კორპორატიული წესების შესრულების ვალდებულების
შესაბამისობის მონიტორინგთან დაკავშირებით;
(ი) გასაჩივრების პროცედურებს;
(კ) იმ ჯგუფების, ან საწარმოთა ჯგუფების მიერ, რომლებიც ერთობლივ
ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ, ნაკისრი ვალდებულებების
შესრულების მონიტორინგის მექანიზმს, იმისათვის, რომ
უზრუნველყოფილ იქნეს სავალდებულო კორპორატიულ წესებთან
შესაბამისობის დადგენა. ასეთი მექანიზმები უნდა შეიცავდეს მონაცემთა
დაცვის აუდიტს და მაკორექტირებელი ქმედებების მეთოდებს მონაცემთა
სუბიექტის უფლებების დასაცავად. ასეთი დამადასტურებელი შედეგები
უნდა გააცნონ „თ“ პუნქტში მითითებულ პერსონებს ან ორგანიზაციულ
ერთეულებს და მაკონტროლებელ ორგანოს ... და უნდა იყოს
ხელმისაწვდომი კომპეტენტური საზედამხედველო ორგანოსთვის;
(ლ) წესებში ცვლილებების შეტანისას მათ შესახებ მოხსენების და
ჩაწერისა და ამ წესების საზედამხედველო ორგანოსთვის მოხსენების
მექანიზმები;
(მ) კორპორატიულ მექანიზმს საზედამხედველო ორგანოსთან, რათა
ვალდებულების მატარებელი ჯგუფის წევრის ან საწარმოთა ჯგუფის
მიერ, რომელიც ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული,
კერძოდ, საზედამხედველო ორგანოსთვის „კ“ პუნქტში მითითებულ
დამადასტურებელი შედეგების წარდგენის შესაძლებლობასთან
დაკავშირებით;
(ნ) მექანიზმებს კომპეტენტური საზედამხედველო ორგანოსთვის
მოხსენებისა ნებისმიერი კანონიერი მოთხოვნის შესახებ, ვალდებულების
მატარებელი ჯგუფის წევრის ან საწარმოთა ჯგუფის მიერ, რომელიც
ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული, მესამე ქვეყანაში,
სადაც მოსალოდნელია, რომ არსებითი უარყოფითი ეფექტი ექნება იმ
გარანტიებზე, რომლებსაც უზრუნველყოფს სავალდებულო
კორპორატიული წესები; და
(ო) იმ პერსონალის სათანადო სწავლებას, მონაცემთა დაცვასთან
დაკავშირებით, ვისაც რეგულარულად მიუწვდება ხელი პერსონალურ
მონაცემებზე.
3. კომისიას შეუძლია შეიმუშაოს ფორმატი და პროცედურები
მაკონტროლებლებს, მონაცემთა დამმუშავებელს და საზედამხედველო
ორგანოებს შორის, ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით
სავალდებულო კორპორატიული წესების შესახებ, ამ მუხლის შინაარსიდან
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 33

გამომდინარე. შესაბამისი მოქმედებების იმპლემენტაცია მოხდება 93(2)


მუხლში ჩამოყალიბებულ შემოწმების მექანიზმის შესაბამისად.

მუხლი 88 – მონაცემთა დამუშავება დასაქმების კონტექსტში


„1. წევრმა სახელმწიფოებმა კანონით ან კოლექტიური შეთანხმების
მეშვეობით უნდა უზრუნველყონ უფრო კონკრეტული წესების შემუშავება
დასაქმების კონტექსტში დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების
დამუშავებისას მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად,
განსაკუთრებით სამუშაოზე აყვანასთან, შრომითი ხელშეკრულების
შესრულებასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს კანონით ან კოლექტიური
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, დაკისრებული ვალდებულებების
შესრულებასაც, მენეჯმენტს, სამუშაოს დაგეგმვასა და ორგანიზებას,
თანასწორობას და მრავალფეროვნებას სამუშაო ადგილას, ჯანმრთელობას
და უსაფრთხოებას სამსახურში დასაქმებულთა ან მომხმარებელთა ქონების
დაცვას და დასაქმებასთან დაკავშირებული უფლებებისა და სარგებლების
ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად გამოყენების მიზნებისათვის და
დასაქმებასთან დაკავშირებული ურთიერთობის შეწყვეტის მიზნისთვის.
2. ეს წესები უნდა შეიცავდნენ შესაბამის და კონკრეტულ წესებს
მონაცემთა სუბიექტის ღირსების, კანონიერი ინტერსების და ძირითადი
უფლებების დასაცავად, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა
გამახვილდეს: გამჭვირვალობაზე მონაცემთა დამუშავებისას მათ მიერ, ვინც
იკისრა ვალდებულება, ან საწარმოთა ჯგუფზე, რომელიც ერთობლივ
ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული და სამუშაო ადგილას
მონიტორინგის სისტემის შესახებ.
3. თითოეული წევრი სახელმწიფო კომისიას აცნობებს მისი
კანონმდებლობის იმ დებულებების შესახებ, რომლებსაც ისინი 1-ლი
პუნქტის შესაბამისად, მიიღებენ 2018 წლის 25 მაისამდე, და შემდეგში,
დაუყოვნებლივ, შესაბამისი ცვლილებების შესახებ.

V. შედარებითი სამართალი

42. სასამართლოში ხელმისაწვდომი დოკუმენტების,


ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობასთან დაკავშირებით,
კერძოდ, მათგან ოცდათოთხმეტის შესწავლის შედეგად, იკვეთება,
რომ ყველა სახელმწიფო, ზოგადი დებულებების,
კონსტიტუციური ან საკანონმდებლო ნორმების დონეზე, აღიარებს
პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის ხელშეუხებლობის უფლებას.
თუმცა, მხოლოდ ავსტრიის, ფინეთის, ლუქსემბურგის,
პორტუგალიის, სლოკავეთის და გაერთიანებული სამეფოს მიერ
არის მკაფიოდ რეგულირებული სამსახურში პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლება, შრომის კანონმდებლობაში ან
სპეციალურ ნორმებში.
34 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

43. მონიტორინგის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით,


ევროპის საბჭოს ოცდათოთხმეტი ქვეყანა ავალდებულებს
დამსაქმებელს წინასწარ შეატყობინოს მონიტორინგის შესახებ. რაც
შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, მაგალითად,
პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირების ან
მუშაკთა წარმომადგენლებისთვის შეტყობინებით. არსებული
კანონმდებლობა ავსტრიაში, ესტონეთში, ფინეთში, საბერძნეთში,
ლიტვაში, ლუქსემბურგში, ნორვეგიაში, პოლონეთში, სლოვაკეთში
და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში
დამსაქმებლებს ავალდებულებს პირდაპირ შეატყობინოს
დასაქმებულებს მონიტორინგის დაწყების შესახებ.
44. ავსტრიაში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში,
საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და შვედეთში
დამსაქმებლებს შეუძლიათ განახორციელონ ელექტრონული
წერილების მონიტორინგი, რომლებიც დასაქმებულების მიერ
სახელდებულია, როგორც „პირადი“, მათ შინაარსზე წვდომის
გარეშე. ლუქსემბურგში დამსაქმებლებს არ შეუძლიათ გახსნან
წერილები, რომლებზეც დასაქმებულების მიერ მითითებულია
„პირადი“ ან აშკარად პირადი ხასიათისაა. ჩეხეთის რესპუბლიკა,
იტალია და სლოვენია, ისევე, როგორც მოლდოვას რესპუბლიკა
გარკვეული ფარგლებით, ასევე, ზღუდავენ იმ არეალს, რომელშიც
დამსაქმებლებმა შეიძლება გააკონტროლონ თავიანთი
დასაქმებულების კომუნიკაციები, იმის მიხედვით კომუნიკაცია
პროფესიულია, თუ პირადი. გერმანიასა და პორტუგალიაში
როგორც კი დადგინდება, რომ კომუნიკაცია პირადია,
დამსაქმებელმა უნდა შეწყვიტოს მისი კითხვა.

სამართალი

I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა

45. მომჩივანი მიუთითებდა, რომ მისი გათავისუფლება


დამსაქმებლის მიერ ეფუძნებოდა მისი პირადი ცხოვრებისა და
მიმოწერის პატივისცემის უფლების დარღვევას და ამ ზომის
გაუქმებაზე უარის თქმით ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ
უზრუნველყვეს საკუთარი ვალდებულების შესრულება სადავო
უფლების დაცვასთან დაკავშირებით. იგი ეყრდნობოდა
კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს:
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 35

„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას,
მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების
ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება
კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში
ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის
ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან
დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ
სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“

ა. პალატის დასკვნები

46. პალატამ თავის 2016 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაში


პირველად დაადგინა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი ამ საქმეში
გამოსაყენებელი ნორმა იყო. მიუთითა რა, პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ გონივრულ მოლოდინზე,
პალატამ დაადგინა, რომ მოცემული საქმე განსხვავდება
კოპლანდის (Copland) (დასახელებულია ზემოთ, § 41) და
ჰალფორდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Halford v. the
United Kingdom) (25 ივნისი 1997, § 45, გადაწყვეტილებებისა და
განჩინებების ანგარიშები 1997-III) საქმეებისგან, რომლებშიც
მომჩივნის დამსაქმებლის შინაგანაწესი მკაცრად უკრძალავდა
დასაქმებულებს, გამოეყენებინათ კომპანიის კომპიუტერები და
რესურსები პერსონალური მიზნებისთვის. პალატამ ყურადღება
გაამახვილა მომჩივნის მიმოწერის ხასიათზე და იმ ფაქტზე, რომ
მათი ჩანაწერები გამოყენებულ იქნა, როგორც მტკიცებულება
ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას და
დაასკვნა, რომ მომჩივნის უფლება, მისი პირადი ცხოვრებისა და
მიმოწერის ხელშეუხებლობაზე, იყო საფრთხის ქვეშ.
47. შემდგომში პალატამ საქმე განიხილა სახელმწიფოს
პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით, იმის
გათვალისწინებით, რომ მომჩივნის გათავისუფლების
გადაწყვეტილება კერძო სამართლის სუბიექტის მიერ იყო
მიღებული. შესაბამისად, სასამართლომ განსაზღვრა, რამდენად
დაიცვეს ეროვნულმა სასამართლოებმა სამართლიანი ბალანსი
მომჩივნის უფლებას მისი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის
ხელშეუხებლობაზე და მისი დამსაქმებლის ინტერესებს შორის.
36 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

48. პალატამ აღნიშნა, რომ მომჩივანს შეეძლო აღეძრა საქმე და


წარედგინა თავისი არგუმენტები შრომის სასამართლოების წინაშე.
სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მან ჩაიდინა დისციპლინური
გადაცდომა, იყენებდა რა, ინტერნეტს პირადი მიზნებისთვის
სამუშაო საათების განმავლობაში და ამასთან დაკავშირებით
ჩატარდა დისციპლინური წარმოება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ
დამსაქმებელს ჰქონდა წვდომა მომჩივნის მიმოწერის შინაარსზე
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომჩივანმა განაცხადა, რომ იგი Yahoo
Messenge-ს იყენებდა სამსახურთან დაკავშირებული
მიზნებისთვის.
49. პალატამ შემდეგ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა
თავიანთი გადაწყვეტილება არ დააფუძნეს მომჩივნის მიმოწერას
და, რომ დამსაქმებლის მხრიდან განხორციელებული
მონიტორინგი შეზღუდული იყო მისი მხრიდან Yahoo Messenger-ის
გამოყენების ფარგლებით.
50. შესაბამისად, დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის
მე-8 მუხლის დარღვევას.

ბ. საქმის ფარგლები დიდი პალატის წინაშე

51. სასამართლო აღნიშნავს, რომ პალატის წინაშე პროცესში


მომჩივანი ამტკიცებდა, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება,
მასთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ ეფუძნებოდა მისი
უფლების დარღვევას პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის
ხელშეუხებლობაზე, კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად და იმ
ზომის გაუქმებაზე უარის თქმით, ეროვნულმა სასამართლოებმა
ვერ უზრუნველყვეს თავიანთ ვალდებულების შესრულება
სადაოდ ქცეული უფლების დაცვასთან მიმართებით. პალატამ ეს
საჩივარი დასაშვებად ცნო 2016 წლის 12 იანვარს.
52. სასამართლო იმეორებს, რომ საქმე დიდ პალატას გადაეცა
საჩივრის საფუძველზე, რა ფორმითაც იყო ის პალატის მიერ
გამოცხადებული დასაშვებად (იხ. K. და T. ფინეთის წინააღმდეგ
(K. and T. v. Finland) [დიდი პალატა], № 25702/94, §§ 140-41, ECHR
2001-VII D.H. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (D.H.
and Others v. the Czech Republic) [დიდი პალატა], № 57325/00, § 109,
ECHR 2007-IV; და ბლოხინი რუსეთის წინაღმდეგ (Blokhin v. Russia)
[დიდი პალატა], № 47152/06, § 91, ECHR 2016).
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 37

53. დიდი პალატის წინაშე წარდგენილ თავის მოსაზრებებში


მომჩივანმა პირველად მიუთითა 2012 წელს მისი
სისხლისსამართლებრივი საჩივრის განხილვაზე უარის თქმასთან
დაკავშირებით, რომელიც მის მიერ წარდგენილი იყო მისი
მიმოწერის საიდუმლოების სავარაუდო დარღვევის გამო (იხ. 80-ე
პარაგრაფი ქვემოთ).
54. ეს ახალი საჩივარი არ ყოფილა ნახსენები 2016 წლის 12
იანვრის განჩინებაში დასაშვებობის შესახებ, რითაც განისაზღვრა
საჩივრის განხილვის ფარგლები. ის შესაბამისად ცილდება საქმის
ფარგლებს, რა ფარგლებშიც მიმართული იყო დიდი პალატისთვის,
რომელსაც, თავის მხრივ არ აქვს სათანადო უფლებამოსილება,
განიხილოს ის და შემოწმებისას შემოიფარგლება იმ საჩივრის
ფარგლებით, რაც დასაშვებად იქნა მიჩნეული პალატის მიერ.

C. კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენება

1. მხარეთა მოსაზრებები

(ა) მთავრობა

55. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანს არ შეეძლო


განეცხადებინა რაიმე მოლოდინის შესახებ პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობაზე იმ მიმოწერასთან დაკავშირებით, რაც მან
პროფესიული მიზნისთვის შექმნილი სწრაფი მოკლე
შეტყობინებების ანგარიშის მეშვეობით გაგზავნა. საფრანგეთის და
კვიპროსის სასამართლოების სასამართლო პრაქტიკის
მოშველიებით, ისინი აცხადებდნენ, რომ დასაქმებულის მიერ
გაგზავნილი შეტყობინებები ტექნიკური საშუალებების
გამოყენებით, რომლებითაც იგი დამსაქმებელმა აღჭურვა, უნდა
ჩაითვალოს პროფესიულად, თუ დასაქმებულმა მკაფიოდ არ
მოახდინა მათი იდენტიფიცირება, როგორც პირადის. ისინი
აღნიშნავდნენ, რომ Yahoo Messenger-ის მეშვეობით არ იყო
შესაძლებელი შეტყობინებებზე მინიშნება, როგორც პირადზე;
მიუხედავად ამისა, დისციპლინური წარმოების საწყის ეტაპზე
მომჩივანს ჰქონდა ადეკვატური შესაძლებლობა განემარტა, რომ
მისი მიმოწერა იყო პირადი და მან მაინც არჩია იმ პოზიციის
შენარჩუნება, რომ ის იყო სამსახურებრივი. მომჩივანი
ინფორმირებული იყო არა მხოლოდ დამსაქმებლის შინაგანაწესით,
რაც კრძალავდა კომპანიის რესურსების პირადი მიზნებით
38 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

გამოყენებას, არამედ იმ ფაქტის შედეგადაც, რომ მისმა


დამსაქმებელმა დაიწყო მისი მიმოწერის მონიტორინგი.
56. მთავრობა ეყრდნობოდა სამ შემდეგ არგუმენტს იმის
მტკიცებისას, რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ იყო გამოსაყენებელი
ამ საქმეში. პირველი, არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ
მომჩივნის მიმოწერის ჩანაწერი გამჟღავნდა მის კოლეგებს შორის;
მომჩივანმა თვითონ მოამზადა შეტყობინებების სრული ჩანაწერი
სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, ისე, რომ არ
მოუთხოვია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ დოკუმენტებთან
დაკავშირებით. მეორე, ეროვნულმა ხელისუფლებამ
შეტყობინებების ჩანაწერი გამოიყენა, როგორც მტკიცებულება,
რადგან მომჩივანმა მოითხოვა ასე და ამასთან, გამოძიების
მწარმოებელი ორგანოს მიერ უკვე მიჩნეული იყო, რომ მისი
მიმოწერის მონიტორინგი კანონიერი იყო. მესამე, საინფორმაციო
შეტყობინება შეიცავდა საკმარის მინიშნებას მომჩივნისთვის, რომ
მისთვის ცნობილი გამხდარიყო იმის შესახებ, რომ დამსაქმებელს
შეეძლო მისი მიმოწერის მონიტორინგი და რომ ეს არ შეიცავდა
რაიმე პირადულ ელემენტს.

(ბ) მომჩივანი

57. მომჩივანს არ წარუდგენია რაიმე განმარტება კონვენციის მე-


8 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაერთხელ
აღნიშნა, რომ ეს მიმოწერა თავისი ხასიათით იყო პირადი.

58. ის ასევე ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ რაც მან შექმნა Yahoo
Messenger-ის სადავო ანგარიში, ის იყო ერთადერთი, ვინც იცოდა
მისი პაროლი და მას ჰქონდა გონივრული მოლოდინი მისი
მიმოწერის ხელშეუხებლობისა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ მას არ
მიუღია წინასწარი შეტყობინება დამსაქმებელისგან მისი
მიმოწერის მონიტორინგის შესახებ.

2. სასამართლოს შეფასება
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეში წამოიჭრა საკითხი,
თუ რამდენად ექცევა მომჩივნის მიერ სადაოდ გამხდარი
საკითხები კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების არეალში.
60. საჩივრის განხილვის ამ ეტაპზე [სასამართლოს]
მიზანშეწონილად მიაჩნია იმის ხაზგასმა, რომ „პირადი ცხოვრება“
ფართო ცნებაა და ვერ დაექვემდებარება ამომწურავ განმარტებას
(იხ. სიდაბრასი და ძიაუტასი ლიტვის წაინააღმდეგ (Sidabras and
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 39

Džiautas v. Lithuania), № 55480/00 და № 59330/00, § 43, ECHR


2004-VIII). კონვენციის მე-8 მუხლი იცავს პიროვნული
განვითარების უფლებას (იხ. K.A. და A.D. ბელგიის წინააღმდეგ
(K.A. and A.D. v. Belgium), № 42758/98 და № 5558/99, § 83, 17
თებერვალი 2005), რაც გამოიხატება როგორც პიროვნების ცნებაში
(იხ. ქრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], №
28957/95, § 90, ECHR 2002-VI) ასევე, პერსონალურ ავტონომიაში,
რაც მნიშვნელოვანი პრინციპია მე-8 მუხლით მოცემული
გარანტიების განმარტებისას (იხ. ფრითი გაერთიანებული სამეფოს
წინააღმდეგ (Pretty v. the United Kingdom), № 2346/02, § 61, ECHR
2002-III). სასამართლო აღიარებს, რომ ყველას აქვს უფლება
იცხოვროს განკერძოებით, არასასურველი ყურადღების გარეშე (იხ.
სმირნოვა რუსეთის წინააღმდეგ (Smirnova v. Russia), №46133/99 და
№48183/99, § 95, ECHR 2003-IX (ამონარიდები)). ის ასევე მიიჩნევს,
რომ ძალიან შევიწროვდება „პირად ცხოვრება“, თუ ის დაყვანილ
იქნება მის „შიდა წრეზე“, რომლის მიხედვითაც ინდივიდს
შეუძლია იცხოვროს მისი პირადი ცხოვრებით ისე, როგორც
აირჩევს, რაც სრულად გამორიცხავს იმას, რომ გარესამყარო
შეიძლება მოიცავდეს ამ წრეს (იხ. ნიმიცი გერმანიის წინააღმდეგ
(Niemietz v. Germany), 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A № 251-B).
შესაბამისად, მე-8 მუხლი არის „პირადი ცხოვრების“ გარანტი
ფართო მნიშვნელობით, რაც გულისხმობს უფლების გავრცელებას
„კერძო სოციალურ ცხოვრებაზე“, რაც არის ინდივიდის
შესაძლებლობა, განავითაროს მისი სოციალური იდენტობა.
ამასთან დაკავშირებით უფლება გულისხმობს სხვების
დაახლოების შესაძლებლობას იმისათვის, რომ [პირმა] დაამყაროს
და განავითაროს მათთან ურთიერთობა (იხ. ბიგაევა საბერძნეთის
წინააღმდეგ (Bigaeva v. Greece), № 26713/05, § 22, 28 მაისი 2009, და
ოზპინარი თურქეთის წინააღმდეგ (Özpınar v. Turkey), № 20999/04, §
45 ჯარიმის ნაწილში, 19 ოქტომბერი 2010).
61. სასამართლო მიიჩნევს, რომ ცნება „პირადი ცხოვრება“
შეიძლება მოიცავდეს პროფესიულ საქმიანობასაც (იხ. ფერნანდეს
მარტინესი ესპანეთის წინააღმდეგ (Fernández Martínez v. Spain)
[დიდი პალატა], № 56030/07, § 110, ECHR 2014 (ამონარიდები), და
ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (Oleksandr Volkov
v. Ukraine), № 21722/11, §§ 165-66, ECHR 2013), ან საჯარო
კონტექსტში აქტივობასაც (იხ. ვონ ჰანოვერი გერმანიის
40 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

წინააღმდეგ (Von Hannover v. Germany) (№ 2) [დიდი პალატა], №


40660/08 და № 60641/08, § 95, ECHR 2012). ინდივიდის პროფესიულ
ცხოვრებაში შეზღუდვების დაწესება შეიძლება მოექცეს მე-8
მუხლის ფარგლებში, რამდენადაც მათ შეიძლება გავლენა
ჰქონდეთ იმაზე, თუ როგორ აყალიბებს იგი მის სოციალურ
იდენტობას სხვებთან ურთიერთობის განვითარებისას. ამასთან
დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მათი სამსახურებრივი
ცხოვრების პროცესში, ადამიანთა უმრავლესობას აქვს
გამორჩეული, თუ არ ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი
შესაძლებლობა, განავითარონ თავიანთი ურთიერთობა
გარესამყაროსთან (იხ. ზემოთ დასახელებული ნიმიცი, § 29).
62. უფრო მეტიც, რაც შეეხება ტერმინ „მიმოწერას“, უნდა
აღინიშნოს, რომ ის მე-8 მუხლის ტექსტში რაიმე ზედსართავი
სახელით არ არის კვალიფიცირებული, განსხვავებით
„ცხოვრებისგან“ და, რა თქმა უნდა, როგორც სასამართლომ უკვე
აღნიშნა, სატელეფონო ზარის მეშვეობით კომუნიკაციის
კონტექსტში ასეთივე კვალიფიკაცია არც უნდა მოხდეს. რიგ
საქმეებში, რაც უკავშირდებოდა მიმოწერას ადვოკატთან, არც კი
განიხილებოდა მე-8 მუხლის გამოყენების შესაძლებლობა, იმ
საფუძვლით, რომ ის კორესპონდენციები პროფესიული ხასიათის
იყო (იხ. ზემოთ დასახელებული ნიმიცი, § 32 შემდგომი
მითითებებით). უფრო მეტიც, მიჩნეულ იქნა, რომ სატელეფონო
საუბრები მოცულია „პირადი ცხოვრებით“ და ,,მიმოწერით“ მე-8
მუხლის მნიშვნელობით (იხ. რომან ზახაროვი რუსეთის
წინააღმდეგ (Roman Zakharov v. Russia) [დიდი პალატა], № 47143/06,
§ 173, ECHR 2015). პრინციპში, ეს ასევე ასეა, როცა სატელეფონო
ზარები განხორციელებულია ან მიღებულია სამსახურებრივი
ტელეფონების მეშვეობით. (იხ. ზემოთ დასახელებული
ჰალფორდი § 44, და ამანი შვეიცარიის წინააღმდეგ Amann v.
Switzerland [დიდი პალატა], № 27798/95, § 44, ECHR 2000-II). იგივე
ვრცელდება სამსახურიდან გაგზავნილ ელექტრონულ წერილებზე,
რაც მე-8 მუხლის ქვეშ იგივე დაცვით სარგებლობს, რითაც პირის
მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგიდან მიღებული
ინფორმაცია (იხ. ზემოთ დასახელებული კოპლანდი, § 41 ჯარიმის
ნაწილში).
63. სასამართლოს პრაქტიკიდან ნათელია, რომ კომუნიკაციები
სამსახურებრივი მოწყობილობებიდან, ისევე, როგორც სახლიდან,
შეიძლება მოცული იყოს „პირადი ცხოვრებით“ და „მიმოწერით“
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 41

კონვენციის მე-8 მუხლისეული მნიშვნელობით (იხ. ზემოთ


დასახელებული: ჰალფორდი, § 44; და კოპლანდი, § 41).
იმისათვის, რომ გავარჩიოთ, როდის არის „პირადი ცხოვრების“ და
„მიმოწერის“ ცნებები გამოსაყენებელი, სასამართლოს არაერთხელ
ჰქონია შესაძლებლობა შეემოწმებინა, გააჩნდათ თუ არა პირებს
გონივრული მოლოდინი, რომ მათი პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლება პატივცემული და დაცული იქნებოდა
(ibid.; და რაც შეეხება „პირად ცხოვრებას“, იხ. ასევე კოპკე
გერმანიის წინააღმდეგ (Köpke v. Germany) (განჩინება), № 420/07,
5 ოქტომბერი 2010). იმ კონტექსტში აღინიშნა, რომ პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი არის
მნიშვნელოვანი, მაგრამ არა აუცილებლად გადამწყვეტი ფაქტორი
(იხ. ზემოთ დასახელებული კოპკე).
64. ამ პრინციპების გამოყენებით მოცემულ საქმეში,
სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ ინტერნეტის
სწრაფი შეტყობინებების სერვისი არის სწორედ კომუნიკაციის
ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევს,
წარმართონ თავიანთი პირადი სოციალური ცხოვრება. ამავე დროს,
მიმოწერის გაგზავნა და მიღება მოცულია „მიმოწერის“ ცნებით,
თუნდაც ისინი გაგზავნილი იყოს დამსაქმებლის კომპიუტერიდან.
თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის დამსაქმებელმა იგი
და სხვა დასაქმებულები გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ რაიმე
პირადი აქტივობისგან სამსახურში. ეს მოთხოვნა დამსაქმებლის
მხრიდან აისახა გარკვეულ ღონისძიებებში, პირადი
სარგებლობისთვის კომპანიის რესურსების გამოყენების აკრძალვის
ჩათვლით (იხ. მე-12 პარაგრაფი ზემოთ).
65. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ამ მოთხოვნის
დაკმაყოფილების მიზნით, დამსაქმებელმა შექმნა მისი
თანამშრომლების მიერ ინტერნეტით სარგებლობაზე
მონიტორინგის სისტემა (იხ. მე-17 და მე-18 პარაგრაფები ზემოთ).
საქმის მასალებში არსებული დოკუმენტები, კერძოდ, ისინი,
რომლებიც შეეხებოდა მომჩივნის წინააღმდეგ დისციპლინურ
წარმოებას, მიუთითებდა, რომ მონიტორინგის პროცესში,
მომჩივნის მიმოწერის როგორც ნაკადი, ისე შინაარსი ჩაწერილ და
შენახულ იქნა (იხ.მე-18 და მე-20 პარაგრაფები ზემოთ).
66. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის
მხრიდან ამ მოთხოვნების მიუხედავად, მომჩივანს ჰქონდა პირადი
ხასიათის მიმოწერა თავის საცოლესთან და ძმასთან (იხ. 21-ე
42 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

პარაგრაფი ზემოთ). ზოგიერთი ამ შეტყობინებებიდან იყო


ინტიმური (ibid.).
67. სასამართლო მიიჩნევს, რომ, როგორც საქმის მასალიდან
ირკვევა, მომჩივანი ნამდვილად იყო ინფორმირებული
ინტერნეტის პირადი მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვის
შესახებ დამსაქმებლის შინაგანაწესით (იხ. მე-14 პარაგრაფი
ზემოთ). თუმცა, ბოლომდე ნათელი არ არის, რომ მის
კომუნიკაციებზე მონიტორინგთან დაკავშირებით ის წინასწარ იყო
ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ადგილი ექნებოდა მის
მიმართ მონიტორინგს. დასტურად მთავრობამ მიუთითა, რომ
მომჩივანი გაეცნო დამსაქმებლის საინფორმაციო შეტყობინებას
დაუდგენელი თარიღით, 2007 წლის 3 ივლისიდან 12 ივლისამდე
(იხ. მე-16 პარაგრაფი ზემოთ). მიუხედავად ამისა, ეროვნულმა
სასამართლოებმა გვერდი აუარეს იმის დადგენას, რამდენად იყო
მომჩივანი ინფორმირებული მონიტორინგის განხორციელების
შესახებ იმ თარიღამდე, ვიდრე ის დაიწყებოდა, იმის
გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელმა ჩაიწერა კომუნიკაციები
რეალურ დროში 2007 წლის 5 ივლისიდან 12 ივლისამდე (იხ. მე-17
პარაგრაფი ზემოთ).
68. ნებისმიერ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ მომჩივანი
წინასწარ იყო ინფორმირებული დამსაქმებლის მონიტორინგის
ღონისძიებების მასშტაბსა და ხასიათზე, ან იმ შესაძლებლობის
შესახებ, რომ დამსაქმებელს შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა მისი
მიმოწერის ფაქტობრივ შინაარსზე.
69. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ არგუმენტს,
რომ მან თვითონ შექმნა Yahoo Messenger-ის სადავო ანგარიში და
იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც პაროლი იცოდა (იხ. 68-ე
პარაგრაფი ზემოთ). დამატებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ
საქმეში არსებული მასალა მიუთითებს , რომ დამსაქმებელს ასევე
ჰქონდა წვდომა Yahoo Messenger-ის მომჩივნის პირად ანგარიშზე
(იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ). როგორც არ უნდა იყოს, მომჩივანმა
Yahoo Messenger-ის ანგარიში შექმნა მისი დამსაქმებლის
მითითებების შესაბამისად, რომ პასუხი გაეცა
მომხმარებელთათვის (იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ) და
დამსაქმებელს მასზე წვდომა ჰქონდა.
70. ღიაა საკითხი, თუ რამდენად, - და თუ ეს ასეა, დამსაქმებლის
შემზღუდველმა რეგულაციებმა, რა მოცულობით დაუტოვეს
მომჩივანს გონივრული მოლოდინი პირადი ცხოვრების
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 43

ხელშეუხებლობაზე. როგორც არ უნდა იყოს, დამსაქმებლის


მითითებებით არ შეიძლება ნულამდე შეიზღუდოს პირადი
სოციალური ცხოვრება. პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის
ხელშეუხებლობის პატივისცემა აგრძელებს არსებობას, თუნდაც
ისინი შეიზღუდოს, რამდენადაც ეს აუცილებელია.
71. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
ასკვნის, რომ მომჩივნის მიმოწერა სამსახურში მოცული იყო
„პირადი ცხოვრებისა“ და „მიმოწერის“ კონცეფციებით.
შესაბამისად, ამ გარემოებებში, მოცემულ საქმეში კონვენციის მე-8
მუხლი გამოსაყენებელია.

დ. კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობა

1. მხარეთა განმარტებები და მესამე მხარის კომენტარები

(ა) მომჩივანი

72. დიდი პალატის წინაშე მის წერილობით მოსაზრებებში,


მომჩივანი მიუთითებდა, რომ პალატამ სათანადო ყურადღება არ
მიაქცია საქმის გარკვეულ ფაქტობრივ ასპექტებს. პირველ რიგში
მან ყურადღება გაამახვილა Yahoo Messenger-ის სპეციფიურ
მახასიათებლებზე, რომელიც შექმნილი იყო პირადი
სარგებლობისთვის. მისი დამსაქმებლის გადაწყვეტილებას, რომ ეს
საშუალება გამოყენებული ყოფილიყო სამსახურებრივ კონტექსტში
არ შეუცვლია ის ფაქტი, რომ ის ძირითადად გამიზნული იყო
პირადი გამოყენებისათვის. ის შესაბამისად თავს მიიჩნევდა Yahoo
Messenger-ის იმ ანგარიშის ერთადერთ მესაკუთრედ, რომელიც მან
დამსაქმებლის მოთხოვნით გახსნა.
73. მეორე, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ დამსაქმებელს მისთვის
არ გაუცნია ინტერნეტით სარგებლობის რაიმე პოლიტიკა. მას არ
ჰქონია მიღებული რაიმე გაფრთხილება იმ შესაძლებლობის
შესახებ, რომ ეს მიმოწერა შეიძლებოდა შემოწმებული ან
წაკითხული ყოფილიყო; მას არც რაიმე თანხმობა გაუცია ამასთან
დაკავშირებით. ადგილზე რომ არსებობულიყო ამგვარი პოლიტიკა
და ის გაფრთხილებული ყოფილიყო ამის შესახებ, იგი თავს
შეიკავებდა Yahoo Messenger-ში პირადი ცხოვრების გარკვეული
ასპექტების გამჟღავნებისგან.
74. მესამე, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ერთმანეთისგან უნდა
განესხვავებინათ ინტერნეტის პირად გამოყენება, რომელსაც
ჰქონდა სარგებლის მიღების მიზანი და „მცირე უწყინარი პირადი
44 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

საუბარი“, რომელიც არ გულისხმობდა რაიმე სარგებლის მიღებას


და არ გამოუწვევია რაიმე ზიანი მისი დამსაქმებლისთვის. მან
აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულ დისციპლინური
პროცესის მიმდინარეობისას დამსაქმებელს იგი არ
დაუდანაშაულებია კომპანიისთვის რაიმე ზიანის მიყენებაში.
მომჩივანმა ხაზი გაუსვა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების განვითარებას, ისევე, როგორც მათ
გამოყენებასთან დაკავშირებულ სოციალურ წესებსა და
ჩვეულებებს. ის განმარტავდა, რომ თანამედროვე სამუშაო
პირობები შეუძლებელს ხდიდა მკაფიო ხაზის გავლებას პირად და
პროფესიულ ცხოვრებას შორის და სადაოდ ხდიდა მენეჯმენტის
ნებისმიერ პოლიტიკას, რომელიც კრძალავდა ინტერნეტისა და
რაიმე ჩართული მოწყობილობის პირადი მიზნით გამოყენებას.
75. სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, მომჩივანი
მიუთითებდა, რომ რუმინეთის სახელმწიფომ არ შეასრულა
თავისი პოზიტიური ვალდებულებები კონვენციის მე-8 მუხლიდან
გამომდინარე. უფრო კონკრეტულად, ეროვნულმა
სასამართლოებმა არ გააუქმეს მისი გათავისუფლების შესახებ
გადაწყვეტილება, მიუხედავად იმის აღიარებისა, რომ ადგილი
ჰქონდა მისი უფლების დარღვევას პირადი მიმოწერის
პატივისცემაზე.
76. პირველ რიგში, ის მიუთითებდა, რომ პალატამ არასწორად
განასხვავა ეს საქმე კოპლანდის (დასახელებულია ზემოთ, § 42)
საქმისგან. მისი თვალსაზრისით, გადამწყვეტი ფაქტორი საქმეში
იყო არა ის, თუ რამდენად შემწყნარებელი იყო დამსაქმებელი
ინტერნეტის პირადი მიზნებით გამოყენების მიმართ, არამედ
ფაქტი, რომ დამსაქმებელს არ გაუფრთხილებია დასაქმებული, რომ
მისი მიმოწერა შეიძლებოდა შემოწმებულიყო. ამასთან
დაკავშირებით იგი ამტკიცებდა, რომ მისმა დამსაქმებელმა ჯერ
დაიწყო მასზე თვალთვალი და მხოლოდ შემდეგ მისცა საშუალება,
განესხვავებინა მისი მიმოწერა პირადი იყო, თუ სამსახურებრივი.
სასამართლოს უნდა შეემოწმებინა ორივე: პირადი მიზნისთვის
ინტერნეტით სარგებლობის აშკარა აკრძალვა რთავდა, თუ არა
ნებას დამსაქმებელს, განეხორციელებინა დასაქმებულების
მონიტორინგი და, რამდენად მისცა დასაქმებულმა მიზეზი ასეთი
მონიტორინგისათვის.
77. მეორე, მომჩივანი მიუთითებდა, რომ პალატის ანალიზი
კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით არ იყო სასამართლო
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 45

პრაქტიკის თანმიმდევრული იმ საკითხში, რომ მას არ დაუდგენია,


რამდენად იყო მის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და
მიმოწერის უფლებაში ჩარევა კანონის შესაბამისი, ატარებდა
კანონიერ მიზანს და აუცილებელი იყო დემოკრატიულ
საზოგადოებაში.
78. შრომის სასამართლოების იურისდიქციასთან
დაკავშირებით, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ისინი
კომპეტენტურები იყვნენ შეემოწმებინათ მის მიმართ
გამოყენებული ზომების კანონიერება და მიზანშეწონილობა.
სასამართლოების ვალდებულება იყო, მოეთხოვათ აუცილებელი
მტკიცებულებების წარდგენა, რათა დაეყენებინათ შესაბამისი
ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხები, თუნდაც მათზე
მხარეების მიერ არ ყოფილიყო მითითებული. შესაბამისად,
შრომის სასამართლოებს ჰქონდათ ფართო იურისდიქცია
შეემოწმებინათ ნებისმიერი შრომითსამართლებრივი საკითხი, მათ
შორის, ისინი, რომლებიც დაკავშირებული იყო დასაქმებულების
პირად ცხოვრებასა და მიმოწერასთან.
79. თუმცა, მომჩივნის საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა
გამოიჩინეს ხისტი მიდგომა, რომელიც მიმართული იყო მხოლოდ
დასაქმებულის გადაწყვეტილების დაცვისკენ. მათ წარმოადგინეს
საქმის ფაქტობრივი ასპექტების მცდარი ანალიზი და
მხედველობაში არ მიიღეს კიბერსივრცეში მიმოწერის სპეციფიკა.
შესაბამისად, მომჩივნის უფლების დარღვევა მისი პირადი
ცხოვრების პატივისცემაზე იყო განზრახი და უკანონო და მისი
მიზანი იყო მტკიცებულებების შეგროვება, რათა მისცემოდათ
მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა.
80. და ბოლოს, მომჩივანი დიდი პალატის წინაშე პირველად
ჩიოდა მისი სისხლისსამართლებრივი საჩივრის შედეგზე,
რომელიც წარდგენილი ჰქონდა 2007 წელს; 2012 წელს
პროკურატურის დეპარტამენტმა, რომლის უფლებამოსილებასაც
წარმოადგენდა ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის
გამოძიება (DIICOT), არ დააკმაყოფილა საჩივარი საქმის
გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე.
81. დიდი პალატის მიერ საქმის ზეპირ მოსმენაზე მომჩივანმა
მოსამართლეთა შეკითხვის პასუხად მიუთითა: იმის
გათვალისწინებით, რომ მისმა დამსაქმებელმა მხოლოდ ერთ
პრინტერზე წვდომის შესაძლებლობა მისცა დასაქმებულებს, ყველა
46 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

მის კოლეგას შეეძლო დაენახა Yahoo Messenger-ზე კომუნიკაციის


ორმოცდახუთგვერდიანი ჩანაწერი.
82. მომჩივანმა მოითხოვა დიდ პალატას დაედგინა კონვენციის
მე-8 მუხლის დარღვევა და მიეცა შესაძლებლობა
დაედასტურებინა, რომ დასაქმებულების კორესპონდენციებზე
მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო
მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამჭვირვალედ
და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და, რომ
დამსაქმებლებს არ გააჩნდათ მათი დასაქმებულების
კორესპონდენციებზე მონიტორინგის დისკრეცია.

(ბ) მთავრობა

83. მთავრობა აცხადებდა, რომ დამსაქმებელმა ჩაწერა


დასაქმებულის მიმოწერა 2007 წლის 5 ივლისიდან 13 ივლისამდე
და მას საშუალება მისცა ჩაებარებინა ანგარიში მის მიერ
ინტერნეტით სარგებლობაზე, რაც მის კოლეგებთან შედარებით,
უფრო ხშირი იყო. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ რამდენადაც
მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მიმოწერის შინაარსი იყო
სამსახურებრივი, დამსაქმებელმა გამოიძია მისი განმარტებები.
84. მთავრობა ამტკიცებდა, რომ პირველი ინსტანციის
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო
საჩივარში მომჩივანს სადაოდ არ გაუხდია სასამრათლოს დასკვნა,
რომ იგი არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მისი
დამსაქმებელი ახორციელებდა მის მიერ ინტერნეტით
სარგებლობის მონიტორინგს. ამასთან დაკავშირებით მათ
წარადგინეს საინფორმაციო შეტყობინების ასლი, რომელიც
დამსაქმებლის მიერ იყო გამოცემული და ხელმოწერილი
მომჩივნის მიერ.
85. მთავრობა ასევე მიუთითებდა, რომ დამსაქმებელმა ჩაწერა
მომჩივნის მიმოწერა რეალურ დროში. არ არსებობდა
მტკიცებულება, რომ დამსაქმებლისთვის ხელმისაწვდომი იყო
მისი უფრო ადრინდელი მიმოწერა ან მისი პირადი
ელექტრონული ფოსტა.
86. მთავრობა მიუთითებდა, რომ ეთანხმებოდა პალატის
დასკვნებს და განმარტავდა, რომ რუმინეთის სახელმწიფომ
შეასრულა მისი პოზიტიური ვალდებულებები კონვენციის მე-8
მუხლიდან გამომდინარე.
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 47

87. ისინი პირველ რიგში მიუთითებდნენ, რომ მომჩივანმა


არჩია წარედგინა თავისი საჩივარი ეროვნულ სასამართლოებში
შრომითსამართლებრივი დავის ფარგლებში. სასამართლოებმა
განიხილეს მისი ყველა საჩივარი და აწონ-დაწონეს სასწორზე
არსებული სხვადასხვა ინტერესები, მაგრამ მათი ანალიზის
მთავარი ფოკუსი იყო ის, თუ რამდენად შეესაბამებოდა მომჩივნის
წინააღმდეგ წარმართული დისციპლინური პროცედურა ეროვნულ
კანონმდებლობას. მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა
მისი სპეციფიური საჩივარი პირადი ცხოვრების პატივისცემის
უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, მაგალითად, № 677/2001
კანონის საფუძველზე ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით
წარდგენილი სარჩელების მეშვეობით, მაგრამ მან არჩია, ეს არ
გაეკეთებინა. მან ასევე წარადგინა სისხლისსამართლებრივი
საჩივარი, რომელიც პროკურატურის მხრიდან იმ
გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა, რომ არ მიეღოთ
შემდგომი ზომები იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებლის მხრიდან
დასაქმებულთა მიმოწერის მონიტორინგი იყო არაკანონიერი.
88. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების უფრო
კონკრეტულად განხილვისას, მთავრობამ მიუთითა, რომ ევროპის
საბჭოს წევრი ქვეყნების მიდგომები მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულთა
მონიტორინგთან დაკავშირებით. ზოგიერთი ქვეყანა ამ საკითხს
პერსონალური მონაცემების დამუშავების გაფართოებულ სფეროს
მიაკუთვნებდა. თვით სხვა ქვეყნების ჯგუფშიც არ იყო ერთიანი
მიდგომა დამსაქმებლის მხრიდან მონიტორინგის ფარგლებისა და
მიზნის, დასაქმებულთათვის წინასწარი შეტყობინების ან
ინტერნეტის პირადი მიზნით სარგებლობის ირგვლივ.
89. ეყრდნობოდა რა, კოპკეს საქმეს (დასახელებულია ზემოთ),
მთავრობა იმეორებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაიცვეს
სამართლიანი ბალანსი მომჩივნის უფლებას პირადი ცხოვრებისა
და მიმოწერის პატივისცემაზე და მისი დამსაქმებლის უფლებას
შორის ორგანიზება და ზედამხედველობა გაეწია კომპანიის
საქმიანობისთვის. მთავრობის განმარტებით, როდესაც მიმოწერის
მონიტორინგს ახორციელებდა კერძო ორგანიზაცია, ამის
სათანადოდ შემოწმება ეროვნული სასამართლოების მიერ იყო
საკმარისი კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის და არ
არსებობდა, კანონმდებლობაში არსებული საფუძვლებით,
სპეციალური დაცვის განხორციელების აუცილებლობა.
48 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

90. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ ეროვნულმა


სასამართლოებმა განიხილეს დასაქმებულის გადაწყვეტილების
კანონიერება და აუცილებლობა და დაასკვნეს, რომ
დისციპლინური პროცესი წარიმართა მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს
დისციპლინური წარმოების ფორმას, გამორჩეულად კი იმას, რომ
მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა განესაზღვრა, წარმოადგენდა, თუ
არა სადავო მიმოწერა პირადს. თუ ის გამოიყენებდა ამ
შესაძლებლობას, ეროვნული სასამართლოები დაპირისპირებულ
ინტერესებს სხვაგვარად შეაფასებდნენ.
91. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ აღნიშნა, რომ ეროვნული
სასამართლოების წინაშე მომჩივანმა თვითონ წარადგინა მისი
მიმოწერის სრული ჩანაწერი, სიფრთხილის რაიმე ზომის გარეშე;
მაშინ როცა მას შეეძლო მხოლოდ შესაბამისი ანგარიშის სახელი
გაემჟღავნებინა ან წარედგინა თავისი მიმოწერის ამონარიდები,
მაგალითად, ისინი, რომლებიც არ შეიცავდნენ რაიმე ინტიმურ
ინფორმაციას. მთავრობამ ასევე სადავო გახადა მომჩივნის
ბრალდებები, რომ მისი მიმოწერა გამჟღავნდა კოლეგების წინაშე
და აღნიშნა, რომ მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის სამ წევრს
ჰქონდა მათთან შეხება.
92. მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ დამსაქმებლის
გადაწყვეტილება იყო აუცილებელი, რამდენადაც მას უნდა
გამოეძიებია ის არგუმენტები, რომლებიც მომჩივნის მიერ იყო
წარდგენილი დისციპლინური წარმოებისას იმისათვის, რომ
განესაზღვრა რამდენად შეესაბამებოდა მისი მოქმედებები
შინაგანაწესს.
93. დაბოლოს, მთავრობა აღნიშნავდა, რომ უნდა გამიჯნულიყო
მიმოწერის ბუნება და მისი შინაარსი. ის აფიქსირებდა, რომ ისევე
როგორც პალატამ, ეროვნულმა სასამართლოებმა საერთოდ არ
მიიღეს მხედველობაში მომჩივნის მიმოწერის შინაარსი, არამედ
მხოლოდ შეამოწმეს მისი ხასიათი და დაადგინეს, რომ ის იყო
პირადი.
94. შესაბამისად, მთავრობა მიიჩნევდა, რომ მომჩივნის საჩივარი
კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, იყო დაუსაბუთებელი.
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 49

(გ) მესამე მხარეები

(i) საფრანგეთის მთავრობა

95. საფრანგეთის მთავრობამ, კერძოდ, მიუთითა მათ


დამოკიდებულებაზე ეროვნული ხელისუფლების პოზიტიურ
ვალდებულებებზე, რათა უზრუნველყოფილიყო დასაქმებულთა
პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება. მათ
წარმოადგინეს საფრანგეთის სამოქალაქო, შრომის და სისხლის
სამართლის ნორმების ამომწურავი მიმოხილვა ამ სფეროში. მათი
განმარტებით, კონვენციის მე-8 მუხლი გამოსაყენებელი იყო
მხოლოდ გამოკვეთილ პერსონალურ მონაცემებთან, მიმოწერასთან
და ელექტრონულ აქტივობასთან დაკავშირებით. ამასთან
დაკავშირებით, ისინი დაეყრდნენ საფრანგეთის საკასაციო
სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას იმ მიმართებით, რომ
ნებისმიერი დამუშავებული მონაცემი იგულისხმებოდა, რომ იყო
ხასიათით პროფესიული, თუ დასაქმებული ნათლად და
საგანგებოდ არ მიუთითებდა მათზე, როგორც პირადზე.
96. საფრანგეთის მთავრობამ მიუთითა, რომ სახელმწიფოები
სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით ამ
სფეროში, რამდენადაც მიზანი იყო სამართლიანი ბალანსის
დადგენა კონკურენტულ პირად ინტერესებს შორის. დამსაქმებელს
შეეძლო განეხორციელებინა დასაქმებულების პროფესიული
მონაცემების და მიმოწერის მონიტორინგი გონივრული ხარისხით,
იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერი მიზნის განხორციელება
შენარჩუნებულიყო და მონიტორინგის შედეგები გამოყენებული
ყოფილიყო დისციპლინურ პროცესში. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ
დასაქმებულებს უნდა მისცემდათ წინასწარი გაფრთხილება ასეთი
მონიტორინგის შესახებ. დამატებით, სადაც ფიგურირებდა
მონაცემები, რომლებიც ნათლად იყო სახელდებული, როგორც
პირადი, დამსაქმებლების მიერ, დამსაქმებელს შეეძლო
სასამართლოსგან მოეთხოვა საგამოძიებო ზომების წარმოებისთვის
ორდერის გამოცემა და მიეთითებინა აღმასრულებლისთვის,
ჰქონოდა წვდომა შესაბამის მონაცემებზე და ჩაეწერა მათი
შინაარსი.

(ii) ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაცია

97. ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციამ


მიუთითა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამუშაო
გარემოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა,
50 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ


დასაქმებულები სტრუქტურულად ექვემდებარებოდნენ
დასაქმებულებს ამ კონტექსტში. საერთაშორისო და ევროპული
სამართლის გამოსაყენებლი პრინციპების შეჯამების შემდეგ, მან
მიუთითა, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ადამიანის
უფლებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული და უნდა
გაძლიერებულიყო მიმოწერის პატივისცემის უფლება.
აუცილებელი უნდა ყოფილიყო დასაქმებულების თანხმობა, ან
სულ მცირე, მათთვის წინასწარი შეტყობინება და დასაქმებულთა
წარმომადგენლები ინფორმირებული უნდა ყოფილიყვნენ
წინასწარ, სანამ დამსაქმებელს შეეძლებოდა დასაქმებულის
პერსონალური მონაცემების დამუშავება.

2. სასამართლოს შეფასება

(ა) რამდენად უკავშირდება საქმე ნეგატიურ ან პოზიტიურ


ვალდებულებებს

98. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რამდენად უნდა


შემოწმდეს ეს საქმე სახელმწიფოს ნეგატიური ან პოზიტიური
ვალდებულებების ჩარჩოებში. ის იმეორებს, რომ კონვენციის 1-ლი
მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები „თავიანთი
იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ
კონვენციი[თ] ... განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს“.
რამდენადაც კონვენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანი არის
ინდივიდების დაცვა საჯარო ხელისუფლების თვითნებური
ჩარევისგან, ის ასევე შეიძლება სახელმწიფოს აკისრებდეს
გარკვეულ პოზიტიურ ვალდებულებებს, რათა უზრუნველყოფილ
იქნეს მე-8 მუხლით დაცული უფლებების ეფექტიანი პატივისცემა
(იხ., სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, X და Y
ჰოლანდიის წინააღმდეგ ( X and Y v. the Netherlands), 26 მარტი, 1985
წ., § 23, სერია A № 91; ვონ ჰანოვერი (№ 2), დასახელებულია
ზემოთ, § 98; და ჰამალეინენი ფინეთის წინააღმდეგ (Hämäläinen
v. Finland) [დიდი პალატა], № 37359/09, § 62, ECHR 2014).
99. მოცემულ საქმეში სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივნის
მიერ გასაჩივრებული ზომა, სახელდობრ, Yahoo Messenger-ის
მეშვეობით განხორციელებული მიმოწერის მონიტორინგი, რის
შედეგადაც დისციპლინური წარმოება მის წინააღმდეგ დასრულდა
მისი გათავისუფლებით დასაქმებულის შინაგანაწესის დარღვევის
გამო, რომელიც კრძალავდა კომპანიის რესურსების პირადი
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 51

მიზნებით გამოყენებას, გამოყენებული იყო არა სახელმწიფო


ორგანოს, არამედ კერძო, კომერციული კომპანიის მიერ. მომჩივნის
მიმოწერის მონიტორინგი და მათი შინაარსის ინსპექტირება მისი
დამსაქმებლის მხრიდან, იმისათვის, რომ გამყარებული ყოფილიყო
მისი გათავისუფლება, არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო მის
უფლებებში „ჩარევად“ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან.
100. მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ
დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ზომა ეროვნულმა
სასამართლოებმა გაიზიარეს. მართალია, მომჩივნის მიმოწერის
მონიტორინგი არ ყოფილა ეროვნული ხელისუფლების
ორგანოების პირდაპირი ჩარევის შედეგი, თუმცა მათ
პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ იმ შემთხვევაში, თუ ის
ფაქტები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოიწვია იქნებოდა მათი
მხრიდან იმის ვერ უზრუნველყოფის შედეგი, რომ შეექმნათ
მომჩივნისთვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩამოყალიბებული
უფლებით სარგებლობის გარანტიები (იხ., mutatis mutandis, ობსტი
გერმანიის წინააღმდეგ (Obst v. Germany), № 425/03, §§ 40 და 43, 23
სექტემბერი 2010, და შუთი გერმანიის წინააღმდეგ (Schüth v.
Germany), № 1620/03, §§ 54 და57, ECHR 2010).
101. საქმის მოცემული გარემოებების ფონზე, როგორც ზემოთ,
109-ე პარაგრაფშია ჩამოყალიბებული, სასამართლო მიიჩნევს,
იზიარებს რა, თავის დასკვნას კონვენციის მე-8 მუხლის
გამოყენებასთან დაკავშირებით (იხ. 81-ე პარაგრაფი ზემოთ) და იმ
ფაქტს, რომ მომჩივნის მიერ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის
ხელშეუხებლობაზე მისი უფლების გამოყენება კერძო
დამსაქმებლის ქმედებებით იყო შელახული, რომ საჩივარი
განხილულ უნდა იქნეს სახელმწიფოს პოზიტიური
ვალდებულებების თვალსაზრისით.
112. რამდენადაც, კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს
პოზიტიურ და ნეგატიური ვალდებულებებს შორის საზღვარი
მკვეთრად არ არის გავლებული, გამოსაყენებელი პრინციპები
მაინც ერთგვაროვანია. ორივე კონტექსტში განსაკუთრებული
მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სამართლიან ბალანსს, რაც უნდა
დამყარდეს ინდივიდისა და საზოგადოების, როგორც მთლიანის,
კონკურენტულ ინტერესებს შორის, რაც ნებისმიერ შემთხვევაში
ექცევა სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებში (იხ.
პალომო სანჩესი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ (Palomo Sánchez
and Others v. Spain) [დიდი პალატა], №№ 28955/06 და 3 სხვა, § 62,
ECHR 2011).
52 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

(ბ) სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შეფასების ზოგადი


პრინციპები პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის ხელშეუხებლობის
პატივისცემის უზრუნველსაყოფად დასაქმების კონტექსტში

102. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-8 მუხლთან


შესაბამისობის უზრუნველმყოფ საშუალებებს შორის არჩევანი
ცალკეულ პირებს შორის ურთიერთობის სფეროში, პრინციპში,
არის საკითხი, რომელიც ექცევა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა
თავისუფალი შეფასების ფარგლებში. პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება
არსებობს და სახელმწიფოს ვალდებულების ხასიათი
დამოკიდებული იქნება პირადი ცხოვრების კონკრეტულ ასპექტზე
ყოველ განსახილველ შემთხვევაში (იხ. სოდერმენი შვედეთის
წინააღმდეგ (Söderman v. Sweden) [დიდი პალატა], № 5786/08, § 79,
ECHR 2013, შემდგომი განმარტებებთან ერთად).
103. სასამართლოს მიზანი მოცემულ საქმეში არის, გამოკვეთოს
პოზიტიური ვალდებულების ხასიათი და ფარგლები, რაც
მოეთხოვებოდა ამ საქმეში მოპასუხე სახელმწიფოს იმისათვის,
რომ დაცული ყოფილიყო მომჩივნის უფლება მისი პირადი
ცხოვრებისა და კორესპონდენციების ხელშეუხებლობაზე
დასაქმების კონტექსტში.
104. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მან გარკვეულ
სიტუაციებში დაადგინა, სახელმწიფოს პოზიტიური
ვალდებულება კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე,
ადეკვატურად შესრულებულად არ ჩაითვლება, თუ ვერ იქნება
უზრუნველყოფილი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება
კერძო პირებს შორის ურთიერთობაში, [რაც უნდა
განხორციელდეს] საკანონმდებლო ჩარჩოების დაწესებით
კონკრეტულ კონტექსტში განსხვავებული ინტერესების დასაცავად
(იხ. ზემოთ დასახელებული X. და Y. ნიდერლანდების წინააღმდეგ,
§§ 23, 24 და 27, და M.C. ბულგარეთის წინააღმდეგ (M.C. v. Bulgaria),
№ 39272/98, § 150, ECHR 2003-XII, ორივე შეეხება
არასრულწლონებთან სექსუალურ ძალადობას; იხ. ასევე კ.უ.
ფინეთის წინააღმდეგ (K.U. v. Finland), № 2872/02, §§ 43 და 49, ECHR
2008, სექსუალური ხასიათის განცხადების განთავსება ინტერნეტ-
გაცნობის გვერდზე არასრულწლოვნის სახელით; ზემოთ
დასახელებული სოდერმანი, § 85, რომელიც შეეხება პიროვნული
ღირსების შელახვის საქმის ეფექტიან გამოძიებას, ჩადენილის
ახლო ნათესავის მიერ და ქოდარჩა რუმინეთის წინააღმდეგ
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 53

(Codarcea v. Romania), № 31675/04, §§ 102-04, 2 ივნისი 2009,


რომელიც შეეხება ექიმის გაუფრთხილებლობას).
105. სასამართლო თვლის, რომ დაცვითი ნორმები უნდა
ვეძებოთ არა მხოლოდ შრომის სამართალში, არამედ სამოქალაქო
და სისხლის სამართალშიც. რამდენადაც შრომის სამართალი ამ
საქმესთან კავშირშია, უნდა გაირკვეს სახელმწიფოს
მოეთხოვებოდა, თუ არა საკანონმდებლო ჩარჩოების დაწესება
მომჩივნის უფლების დასაცავად მისი პირადი ცხოვრებისა და
კორესპონდენციების ხელშეუხებლობაზე კერძო დამსაქმებელთან
მისი პროფესიული ურთიერთობის კონტექსტში.
106. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო თავიდანვე
განმარტავს, რომ შრომის სამართალს ახასიათებს სპეციფიური
თავისებურებანი, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობა სახელშეკრულებოა,
ორივე მხარისთვის გარკვეული უფლებებითა და მოვალეობებით
და მისთვის დამახასიათებელი სუბორდინაციით. ის იმართება
თავისი სამართლებრივი ნორმებით, რომლებიც მნიშვნელოვნად
განსხვავდება კერძო პირებს შორის ჩვეულებრივ მიღებული
ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებისგან (იხ. სომიერი
საფრანგეთის წინააღმდეგ (Saumier v. France), № 74734/14, § 60,
12 იანვარი 2017).
107. რეგულირების პერსპექტივიდან, შრომის სამართალი
ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებისთვის შრომითი ხელშეკრულების
მხარეებისთვის. შესაბამისად, ზოგადად, მხარეები თვითონ
არეგულირებენ მათი ურთიერთობის შინაარსის მნიშვნელოვან
ნაწილს (იხ., mutatis mutandis, ვრეთლუნდი შვედეთის წინააღმდეგ
(Wretlund v. Sweden) (განჩინება), № 46210/99, 9 მარტი 2004,
რომელიც შეეხება მომჩივნის, დასაქმებულის, ვალდებულების
კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობას ატომურ სადგურში
ნარკოლოგიური ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით; პროფ-
კავშირის ქმედებასთან დაკავშირებით მე-11 მუხლის ჭრილში, იხ.
გუსტაფსონი შვედეთის წაინააღმდეგ (Gustafsson v. Sweden), 25
აპრილი 1996, § 45, ანგარიშები 1996-II, და, mutatis mutandis, დემირი
და ბაიკარა თურქეთის წინააღმდეგ (Demir and Baykara v. Turkey)
[დიდი პალატა], № 34503/97, §§ 140-46, ECHR 2008, საჯარო
მოსამსახურეების საქმის სპეციფიკასთან დაკავშირებით).
სასამართლოს განკარგულებაში არსებულ შედარებითი
სამართლის მასალიდან იკვეთება, რომ არ არსებობს ევროპული
54 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

კონსენსუსი ამ საკითხზე. რამდენიმე წევრი ქვეყანა მკაფიოდ


არეგულირებს დასაქმებულების მიერ თავიანთი უფლებების
გამოყენების საკითხებს პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის
ხელშეუხებლობაზე სამსახურში (იხ. 52-ე პარაგრაფი ზემოთ).
108. ზემოთ ჩამოყალიბებული მსჯელობის ფონზე სასამართლო
ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ხელშემკვრელ მხარეებს უნდა
მიენიჭოთ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები იმ
სამართლებრივი ჩარჩოების დადგენის საჭიროების შეფასებისას,
რომლებიც არეგულირებენ მდგომარეობებს, რომელშიც
დამსაქმებელს შეუძლია არეგულიროს ელექტრონული ან სხვა
კომუნიკაციის საშუალებების არაპროფესიული ხასიათით
გამოყენება სამსახურში, მისი დასაქმებულების მიერ.
109. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დისკრეცია ამ სფეროში
არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი. ეროვნულმა ხელისუფლებამ
უნდა უზრუნველყოს ის, რომ დამსაქმებელის მიერ მიმოწერაზე ან
კომუნიკაციის სხვა საშუალებებზე მონიტორინგის ზომებს, მათი
მოცულობისა და ხანგრძლივობის მიუხედავად, თან ახლდეს
ადეკვატური და საკმარისი დაცვის საშუალებები თვითნებობის
თავიდან ასაცილებლად (იხ, mutatis mutandis, კლასი და სხვები
გერმანიის წინააღმდეგ (Klass and Others v. Germany), 6 სექტემბერი
1978, § 50, სერია A № 28, და ზემოთ დასახელებული რომან
ზახაროვი, §§ 232-34).
110. სასამართლო აცნობიერებს ამ სფეროს მზარდ
განვითარებას. მიუხედავად ამისა, პროპორციულობა და
პროცედურული გარანტიების არსებობა, თვითნებობის
საპირწონედ, აუცილებელია. ამ კონტექსტში ეროვნულმა
ხელისუფლებებმა შემდეგ ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება:
(i) გაფრთხილებული იყო, თუ არა დასაქმებული იმ
შესაძლებლობის შესახებ, რომ დამსაქმებელს შეეძლო ზომების
მიღება კორესპონდენციების და სხვა კომუნიკაციის
მონიტორინგისათვის და ასეთი ზომების იმპლემენტაციის შესახებ.
რამდენადაც პრაქტიკაში დასაქმებულები სხვადასხვა გზით
შეიძლება იყვნენ გაფრთხილებულები თითოეული საქმის
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო
მიიჩნევს, რომ ზომებისათვის, რაც უნდა იყოს გამოსაყენებელი
კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობისათვის, შეტყობინება,
როგორც წესი, უნდა იყოს ნათელი მონიტორინგის ხასიათთან
დაკავშირებით და გადაცემული უნდა იყოს წინასწარ;
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 55

(ii) დამსაქმებლის მხრიდან მონიტორინგის მოცულობა და


დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევის ხარისხი. ამასთან
დაკავშირებით უნდა განსხვავდეს მიმოწერის ნაკადი და მისი
შინაარსი. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისიც, მთელი
მიმოწერის მონიტორინგი მოხდა, თუ მხოლოდ მისი ნაწილის,
ისევე როგორც, საკითხი, იყო თუ არა მონიტორინგი დროით
შეზღუდული და ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ხელი
მიუწვდებოდათ მის შედეგებზე (იხ. ზემოთ დასახელებული
კოპკე). იგივე ვრცელდება მონიტორინგის სივრცეში
შეზღუდვებზე;
(iii) რამდენად გამოკვეთა დამსაქმებელმა ლეგიტიმური
საფუძვლები მიმოწერის და მისი შინაარსის მონიტორინგის
დასასაბუთებლად (იხ. 28-ე, 33-ე და 35-ე პარაგრაფები ზემოთ -
ევროპული და საერთაშორისო სამართლის მიმოხილვა ამ
სფეროში). რამდენადაც მიმოწერის შინაარსის მონიტორინგი,
თავისი ხასიათით, არის მკვეთრად უფრო ინვაზიური მეთოდი, ის
მოითხოვს უფრო წონად დასაბუთებას;
(iv) რამდენად იყო შესაძლებელი უფრო ნაკლები ხარისხით
ჩარევის მეთოდებზე და ზომებზე დაფუძნებული მონიტორინგის
სისტემის შექმნა, ნაცვლად პირდაპირი ხელმისაწვდომობისა
დასაქმებულის მიმოწერის შინაარსზე. ამასთან დაკავშირებით,
შეფასება უნდა განხორციელდეს კონკრეტული გარემოებების
ფონზე, თუ რამდენად შეიძლებოდა დამსაქმებლის მიზანი
მიღწეული ყოფილიყო დასაქმებულის მიმოწერის მთელ
შინაარსზე წვდომის გარეშე;
(v) მონიტორინგის შედეგები შესაბამისი დასაქმებულისთვის
(იხ., mutatis mutandis, მსგავსი კრიტერიუმი იყო გამოყენებული
ჩარევის პროპორციულობის შეფასებისთვის კონვენციის მე-10
მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას
საქმეში აქსელ სპრინგერი გერმანიის წინააღმდეგ (Axel Springer AG
v. Germany) [დიდი პალატა], № 39954/08, § 95, 7 თებერვალი 2012,
მომდევნო განმარტებებით); და დამსაქმებლის მხრიდან
მონიტორინგის შედეგების გამოყენება, განსაკუთრებით, რამდენად
იყო შედეგები გამოყენებული ზომის დეკლარირებული მიზნის
მიღწევის საშუალებად (იხ. ზემოთ დასახელებული კოპკე);
(vi) რამდენად იყო დასაქმებული უზრუნველყოფილი დაცვის
სათანადო საშუალებებით, განსაკუთრებით, როდესაც
დამსაქმებლის მონიტორინგის ღონისძიებები იყო ჩარევითი
56 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

ხასიათის. ასეთი დაცვის ზომები, კერძოდ, უნდა


უზრუნველყოფდეს, რომ დამსაქმებელს ხელი არ მიუწვდებოდეს
შესაბამისი მიმოწერის შინაარსზე, თუ დასაქმებული წინასწარ არ
იყო გაფრთხილებული ამ შესაძლებლობის შესახებ.
ამ კონტექსტში ღირს იმის ხაზგასმა, რომ ნაყოფიერი რომ იყოს,
შრომითი ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ ნდობას
(იხ. ზემოთ დასახელებული პალომო სანჩესი და სხვები, § 76).
111. და ბოლოს, ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა
უზრუნველყოს, რომ დასაქმებულს, რომლის მიმოწერაზეც
განხორციელდა მონიტორინგი, ხელი მიუწვდებოდეს სასამართლო
ორგანოზე, რომელსაც გააჩნია იმის იურისდიქცია, რომ
დაადგინოს, სულ მცირე, არსებითად, რამდენად იყო
ზემოაღნიშნული კრიტერიუმები დაცული და სადავო ზომები -
კანონიერი (იხ. ზემოთ დასახელებული ობსტი, § 45, და ზემოთ
დასახელებული კოპკე).
112. მოცემულ საქმეში სასამართლო შეამოწმებს, ეროვნულმა
სასამართლოებმა, რომლებსაც მიმართა მომჩივანმა, როგორ
განიხილეს მისი საჩივარი დამსაქმებლის მიერ მისი პირადი
ცხოვრებისა და კორესპონდენციების ხელშეუხებლობის
პატივისცემაზე უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.

(c) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში

113. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ეროვნულმა


სასამართლოებმა მიუთითეს, კონკურენტული ინტერსები
მოცემულ საქმეში იყო, ერთი მხრივ, მომჩივნის უფლება მისი
პირადი ცხოვრების პატივისცემაზე და, მეორე მხრივ,
დამსაქმებლის უფლება, განეხორციელებინა მონიტორინგი, ასევე,
შესაბამისი დისციპლინური უფლებამოსილებები, იმისათვის, რომ
უზრუნველეყო კომპანიის გამართული მუშაობა (იხ. 28-ე და 30-ე
პარაგრაფები ზემოთ). [სასამართლო] მიიჩნევს, რომ კონვენციის
მე-8 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პოზიტიური
ვალდებულების ძალით, ეროვნულ ხელისუფლებას
მოეთხოვებოდა უზრუნველეყო ბალანსის დაცვა ამ ინტერესებს
შორის.
114. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის წინაშე წარდგენილი
საჩივრის ზუსტი საგანი არის ეროვნული სასამართლოების
მხრიდან, შრომითსამართლებრივი დავის კონტექსტში, მომჩივნის
კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული, პირადი ცხოვრებისა
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 57

და მიმოწერის უფლების დაცვის ვერ უზრუნველყოფა დასაქმების


კონტექსტში. პროცესების განმავლობაში მომჩივანი, როგორც
ეროვნული სასამართლოების, ისე სასამართლოს წინაშე, კერძოდ,
ჩიოდა დამსაქმებლის მხრიდან მის კომუნიკაციებზე
მონიტორინგის შესახებ Yahoo Messenger-ის სადავო ანგარიშების
მეშვეობით და მათი შინაარსის გამოყენებას საბოლოოდ
წარმოებულ დისციპლინურ წარმოებაში მის წინააღმდეგ.
115. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გაამჟღავნა
დამსაქმებელმა კომუნიკაციის შინაარსი მომჩივნის კოლეგებს
შორის (იხ. 26-ე პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ
ეს არგუმენტი არ არის საკმარისად დასაბუთებული საქმის
მასალებით და მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი
მტკიცებულება დიდი პალატის წინაშე ზეპირი მოსმენისას (იხ. 91-
ე პარაგრაფი ზემოთ).
116. შესაბამისად [სასამართლო] მიიჩნევს, რომ მის წინაშე
წარმოდგენილი საჩივარი უკავშირდება მომჩივნის
გათავისუფლებას, რომელიც დაეფუძნა მისი დამსაქმებლის მიერ
განხორციელებულ მონიტორინგს. უფრო კონკრეტულად, ამ
საქმეში უნდა დადგინდეს, ეროვნულმა ხელისუფლებამ რამდენად
განახორციელა დამაბალანსებელი ღონისძიებები, კონვენციის მე-8
მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მომჩივნის უფლებას, მისი
პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის ხელშეუხებლობის
პატივისცემასა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის.
[სასამართლოს] საქმეა, შესაბამისად, იმის განსაზღვრა, საქმის
ყველა გარემოების ფონზე, რამდენად დაიცვეს ეროვნული
ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა სამართლიანი
ბალანსი კონკურენტულ ინტერესებს შორის, როდესაც უშვებდნენ
მონიტორინგის ზომების განხორციელებას, რომლებიც მომჩივანზე
იყო მიმართული (იხ., mutatis mutandis, ზემოთ დასახელებული
პალომო სანჩესი და სხვები, § 62). ის აღიარებს, რომ დამსაქმებელს
ჰქონდა ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველეყო კომპანიის
გამართული მუშაობა და, რომ ეს შეიძლებოდა
განხორციელებულიყო ისეთი მექანიზმების შექმნით, რომლითაც
შეამოწმებდა მისი დასაქმებულები თავიანთ პროფესიულ
მოვალეობებს ახორციელებენ თუ არა ადეკვატურად და სათანადო
გულისხმიერებით.
117. ზემოთ ჩამოყალიბებული მსჯელობის ფონზე,
სასამართლო, პირველ რიგში, შეამოწმებს იმ ფორმას, რომლითაც
58 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს შესაბამისი ფაქტები


მოცემულ საქმეში. როგორც საოლქო, ისე სააპელაციო
სასამართლომ მიუთითა, რომ დასაქმებულს წინასწარი
შეტყობინება დამსაქმებლისგან მიღებული ჰქონდა (იხ. 28-ე და 30-
ე პარაგრაფები ზემოთ). სასამართლომ უნდა დაადგინოს,
ეროვნულმა სასამართლოებმა რამდენად დაიცვეს კონვენციის
მოთხოვნები საქმის განხილვისას.
118. ამ ეტაპზე სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გაიმეოროს, რომ
როდესაც საქმე ფაქტების დადგენას ეხება, ამ სამუშაოს
სუბსიდიური ხასიათის გათვალისწინებით, რაკი ეს მგრძნობიარე
საკითხია, სასამართლო ფრთხილი უნდა იყოს ფაქტების
დამდგენი, პირველი ინსტანციის სასამართლოს როლის
მორგებისას მაშინ, როცა ეს კონკრეტული საქმის გარემოებებიდან
გამომდინარე, შეუძლებელია (იხ. მუსტაფა ტუნჩი და ფესირე
ტუნჩი თურქეთის წინააღმდეგ (Mustafa Tunç and Fecire Tunç v.
Turkey) [დიდი პალატა], № 24014/05, § 182, 14 აპრილი 2015).
როდესაც ეროვნულ დონეზე შესაბამისი პროცესი წარიმართა,
სასამართლოს მოვალეობა არ არის, ჩამოაყალიბოს ფაქტების
მისეული შეფასება ეროვნული სასამართლოების ნაცვლად, ამ
უკანასკნელის ტვირთია ფაქტების დადგენა მის წინაშე არსებული
მტკიცებულებების საფუძველზე (იხ., მრავალ სხვა ავტორიტეტულ
გადაწყვეტილებას შორის, ედვარდსი გაერთიანებული სამეფოს
წინააღმდეგ (Edwards v. the United Kingdom), 16 დეკემბერი 1992, §
34, სერია A № 247-B). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ
არის შებოჭილი ეროვნული სასამართლოების დასკვნებით და
თავისუფალია იმაში, რომ თავისი შეფასებები ჩამოაყალიბოს მის
წინაშე არსებული მასალების ფონზე, როგორც წესი,
დამაჯერებელი საფუძვლები მოითხოვება იმისთვის, რომ
სასამართლო გაემიჯნოს ეროვნული სასამართლოების მიერ
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. ჯულიანი და გაჯიო
იტალიის წინააღმდეგ (Giuliani and Gaggio v. Italy) [დიდი პალატა],
№ 23458/02, § 180, ECHR 2011 (ამონარიდები), და აიდინი
თურქეთის წინააღმდეგ (Aydan v. Turkey), № 16281/10, § 69, 12 მარტი
2013).
119. სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულება
მიუთითებს, რომ მომჩივანი ინფორმირებული იყო თავისი
დამსაქმებლის შინაგანაწესის შესახებ, რაც კრძალავდა კომპანიის
რესურსების პირადი მიზნით გამოყენებას (იხ. მე-13 პარაგრაფი
ზემოთ). იგი გაეცნო იმ სადავო დოკუმენტის შინაარსს და ხელი
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 59

მოაწერა მის ასლს 2006 წლის 20 დეკემბერს (იხ. მე-14 პარაგრაფი


ზემოთ). მეტიც, დამსაქმებელმა ყველა დასაქმებულს გაუგზავნა
საინფორმაციო შეტყობინება დათარიღებული 2007 წლის 26
ივნისით, რომელიც მათ შეახსენებდა, რომ კომპანიის რესურსების
პერსონალური მიზნით გამოყენება აკრძალული იყო და
განმარტავდა, რომ ამისათვის კომპანიის თანამშრომელი
გათავისუფლდა სამსახურიდან ამ წესის დარღვევის გამო (იხ. მე-15
პარაგრაფი ზემოთ). მომჩივანი გაეცნო შეტყობინებას და ხელი
მოაწერა მის ასლს გაურკვეველი თარიღით, 2007 წლის 3
ივლისიდან 13 ივლისამდე (იხ. მე-16 პარაგრაფი ზემოთ).
სასამართლო ბოლოს აღნიშნავს, რომ 2007 წლის 13 ივლისს
მომჩივანი ორჯერ იყო გამოძახებული დამსაქმებლის მიერ, მის
მიერ ინტერნეტის პირადი მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით
განმარტებების მისაცემად (იხ. მე-18 და მე-20 პარაგრაფები
ზემოთ). პირველად, მას შემდეგ, რაც წარუდგინეს მისი და მისი
კოლეგების ინტერნეტ აქტივობის სქემები, ის ამტკიცებდა, რომ მის
მიერ Yahoo Messenger-ის ანგარიშის გამოყენება ხდებოდა მხოლოდ
სამსახურებრივი მიზნებით (იხ. მე-18 და მე-19 პარაგრაფები
ზემოთ). საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ორმოცდაათი წუთის შემდეგ
წარედგინა მისი კომუნიკაციის ორმოცდახუთგვერდიანი ჩანაწერი
მის ძმასა და საცოლესთან, მან დამსაქმებელს აცნობა, რომ მისი
აზრით, დამსაქმებელმა, მიმოწერის საიდუმლოების დარღვევით,
ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული (იხ. 22-ე პარაგრაფი
ზემოთ).
120. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა
მართებულად განსაზღვრეს კონკურენტული ინტერესები -
მკაფიოდ მითითებით მომჩივნის უფლებაზე მისი პირადი
ცხოვრების პატივისცემაზე და, ასევე, გამოსაყენებელ კანონიერ
პრინციპებზე (იხ. 28-ე და 30-ე პარაგრაფები ზემოთ). კერძოდ,
სააპელაციო სასამართლომ პირდაპირი მითითება გააკეთა
აუცილებლობის, მიზნის განსაზღვრის, გამჭვირვალობის,
კანონიერების, პროპორციულობის და დაცულობის პრინციპებზე,
რომლებიც ჩამოყალიბებულია 95/46/EC დირექტივაში და ხაზი
გაუსვა, რომ ინტერნეტით და ელექტრონული კომუნიკაციის
საშუალებებით სარგებლობის მონიტორინგი სამსახურში
რეგულირდებოდა იმ პრინციპებით (იხ. 30-ე პარაგრაფი ზემოთ).
ეროვნულმა სასამართლოებმა ასევე შეამოწმეს, რამდენად
წარიმართა დისციპლინური პროცედურა წინააღმდეგობრივ
60 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

გარემოში და რამდენად მიეცა მომჩივანს მისი არგუმენტების


წამოწევის საშუალება.
121. კვლავაც დასადგენი რჩება, ეროვნულმა ხელისუფლებამ
რამდენად მიიღო მხედველობაში ზემოთ მითითებული
კრიტერიუმები (იხ. 121-ე პარაგრაფი) თავის დასაბუთებისას,
როდესაც აფასებდა მომჩივნის უფლებას პირადი ცხოვრების
პატივისცემაზე, დამსაქმებლის უფლების საწინააღმდეგოდ,
განეხორციელებინა მონიტორინგი, ისევე როგორც დისციპლინური
ძალაუფლება, იმისათვის რომ უზრუნველეყო კომპანიის
გამართული მუშაობა.
122. იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა მიღებული
მომჩივანს წინასწარი შეტყობინება თავისი დამსაქმებლისგან,
სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მან უკვე დაადგინა, არ ჩანს,
რომ იგი წინასწარ იყო ინფორმირებული მისი დამსაქმებლის მიერ
განხორციელებული მონიტორინგის მოცულობისა და შინაარსის ან
იმ შესაძლებლობის შესახებ, რომ დამსაქმებლისთვის შეიძლებოდა
ხელმისაწვდომი გამხდარიყო მისი მოკლე შეტყობინებების
შინაარსი (იხ. 78-ე პარაგრაფი ზემოთ). მონიტორინგის
შესაძლებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საოლქო
სასამართლომ მხოლოდ დააფიქსირა ის, რომ „დასაქმებულების
ყურადღება მიქცეულ იქნა იმ ფაქტზე, რომ მომჩივნის მიმართ
დისციპლინური სანქციის გამოყენებამდე მცირე დროით ადრე
სხვა დასაქმებული გაათავისუფლეს“ (იხ. 28-ე პარაგრაფი ზემოთ)
და, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი
გაფრთხილებულ იქნა, არ გამოეყენებინა კომპანიის რესურსები
პირადი მიზნებისთვის (იხ. 30-ე პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად,
ეროვნულმა სასამართლოებმა არაფერი გააკეთეს იმის
დასადგენად, რამდენად შეატყობინეს მომჩივანს წინასწარ იმ
შესაძლებლობის შესახებ, რომ დამსაქმებელს შეეძლო
მონიტორინგის ზომების გამოყენება და ასეთი ზომების ფარგლები
და ხასიათი. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინასწარ შეტყობინებად
დაკვალიფიცირებისათვის, დამსაქმებლისგან შეტყობინება უნდა
გაიცეს მანამ, სანამ მონიტორინგის განხორციელება დაიწყება,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ასევე მოიცავენ
დასაქმებულის კომუნიკაციის შინაარსზე წვდომას. ამ
მიმართულებით არსებული საერთაშორისო და ევროპული
სტანდარტები მიუთითებენ, რომ მონაცემთა სუბიექტს უნდა
შეატყობინონ წინასწარ, სანამ მონიტორინგის ღონისძიებები
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 61

დაიწყება (იხ. 38-ე და 43-ე პარაგრაფები ზემოთ, შედარებითი


სამართლის პერსპექტივიდან, 53-ე პარაგრაფი ზემოთ).
123. რაც შეეხება მონიტორინგის ფარგლებს და მომჩივნის
პირად ცხოვრებაში ჩარევის ხარისხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ
ეს საკითხი არ ყოფილა განხილული არც საოლქო და, არც
სააპელაციო სასამართლოების მიერ (იხ. 28-ე და 30-ე პარაგრაფები
ზემოთ), მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, დამსაქმებელმა
რეალურ დროში ჩაწერა მომჩივნის ყველა კომუნიკაცია
მონიტორინგის პერიოდში, ხელი მიუწვდებოდა მათზე და
დაბეჭდა მისი შინაარსი (იხ. მე-17 და 21-ე პარაგრაფები ზემოთ).
124. არც ის გამოვლინდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა
საკმარისი შეფასება განახორციელეს იმისა, თუ რამდენად
არსებობდა კანონიერი მიზეზები მომჩივნის კომუნიკაციების
მონიტორინგის დასასაბუთებლად. სასამართლო იძულებულია
აღნიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვეთია, თუ რა
სპეციფიურ მიზანს შეიძლებოდა გაემართლებინა ასეთი მკაცრი
მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ეს შეკითხვა საოლქო
სასამართლოს წინაშეც დაისვა, რომელმაც მიუთითა: კომპანიის IT
სისტემის დაზიანების თავიდან აცილების აუცილებლობაზე,
პასუხისმგებლობაზე, რაც დაეკისრებოდა კომპანიას
კიბერსივრციდან უკანონო ქმედებებისთვის და კომპანიის სავაჭრო
საიდუმლოებების გამჟღავნებაზე (იხ. 28-ე პარაგრაფი ზემოთ).
თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ეს მიზეზები შეიძლება
მხოლოდ თეორიულად იქნეს მიჩნეული, რამდენადაც არანაირი
მინიშნება არ არსებობდა იმაზე, რომ მომჩივანმა რეალურად აჩვენა
კომპანიას რაიმე ასეთის რისკი. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატას
ეს საკითხი საერთოდ არ დაუყენებია.
125. დამატებით, არც საოლქო და, არც სააპელაციო
სასამართლოებს საკმარისად არ შეუმოწმებიათ რამდენად
შეიძლებოდა დამსაქმებლის მიზანი მიღწეული ყოფილიყო
ჩარევის ნაკლები ხარისხით შემცველი მეთოდით, ვიდრე
მომჩივნის კომუნიკაციების შინაარსზე წვდომაა.
126. უფრო მეტიც, არცერთ სასამართლოს განუხილავს
მონიტორინგის შედეგების და შემდგომ განხორციელებული
დისციპლინური წარმოების სერიოზულობა. ამასთან
დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიმართ
გამოყენებულ იქნა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სანქცია,
სახელდობრ, გათავისუფლება.
62 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

127. და ბოლოს, სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნულმა


სასამართლოებმა არ განსაზღვრეს, უკვე იყო თუ არა მისთვის
ხელმისაწვდომი სადავო კომუნიკაციების შინაარსი მაშინ,
როდესაც დამსაქმებელმა მომჩივანი დაიბარა ახსნა-განმარტების
მისაცემად მის მიერ კომპანიის რესურსების, კერძოდ, ინტერნეტის
გამოყენებასთან დაკავშირებით (იხ. მე-18 და მე-20 პარაგრაფები
ზემოთ). [სასამართლო] აღნიშნავს, რომ ეროვნულმა
სასამართლოებმა არ დაადგინეს, დისციპლინური წარმოების რა
ეტაპიდან მიუწვდებოდა ხელი დამსაქმებელს შესაბამის
შინაარსზე. სასამართლოს მოსაზრებით, იმის მხედველობაში
მიღებით, რომ მიმოწერის შინაარსი შეიძლებოდა ხელმისაწვდომი
გამხდარიყო დისციპლინური წარმოების ნებისმიერ ეტაპზე,
პროცესი ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის პრინციპს (ამასთან
დაკავშირებით, იხ. CM/Rec(2015)5 რეკომენდაცია, ციტირებული
43-ე პარაგრაფში ზემოთ; შედარებითსამართლებრივი
პერსპექტივისთვის, იხ. 54-ე პარაგრაფი ზემოთ).
128. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით,
სასამართლო ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ
კონკურენტულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი
არსებობდა (იხ. 30-ე პარაგრაფი ზემოთ), სადავოა. ასეთი მტკიცება,
გარკვეულწილად, ფორმალურად და თეორიულად გამოიყურება.
სააპელაციო სასამართლოს არ აუხსნია სპეციფიური მიზეზები,
რომლებიც დაკავშირებული იყო მომჩივანსა და მის დამსაქმებელს
შორის არსებულ კონკრეტულ გარემოებებთან, რაც უბიძგებს
სასამართლოს ხსენებული დასკვნისკენ.
129. ამის გათვალისწინებით იკვეთება, რომ ეროვნულმა
სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს დაედგინათ, კერძოდ,
მიიღო, თუ არა მომჩივანმა წინასწარი შეტყობინება მისი
დამსაქმებლისგან იმ შესაძლებლობის შესახებ, რომ Yahoo
Messenger-ის მეშვეობით კომუნიკაციებზე შეიძლებოდა
განხორციელებულიყო მონიტორინგი; მათ არც იმ ფაქტზე
გაუმახვილებიათ ყურადღება, რომ ის არ იყო ინფორმირებული
მონიტორინგის ხასიათისა და მოცულობის შესახებ და არც –
პირად ცხოვრებასა და მიმოწერაში ჩარევის ხარისხზე. დამატებით,
მათ ვერ უზრუნველყვეს განესაზღვრათ, პირველ რიგში,
სპეციფიური მიზეზები, რომლებითაც შეიძლებოდა
მონიტორინგის ზომების დასაბუთება და დანერგვა; მეორე,
რამდენად შეეძლო დამსაქმებელს, გამოეყენებინა ზომები,
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 63

რომლებიც მომჩივნის პირად ცხოვრებასა და მიმოწერაში ჩარევის


ნაკლები ხარისხით ხასიათდებოდა; და მესამე, რამდენად
შეიძლებოდა მიმოწერაზე წვდომა მისი ინფორმირების გარეშე (იხ.
120-ე და 121-ე პარაგრაფები ზემოთ).
130. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და
მოპასუხე სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლების
მიუხედავად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა
სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს პირადი ცხოვრებისა და
მიმოწერის პატივისცემაზე მომჩივნის უფლების ადეკვატური
დაცვა და, რომ მათ, შესაბამისად, ვერ დაიცვეს სამართლიანი
ბალანსი კონკურენტულ ინტერესებს შორის. შესაბამისად, ადგილი
ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება


131. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით
გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი
მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი
გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში,
სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას
მიაკუთვნებს.“

ა. ზიანი

1. ქონებრივი ზიანი
132. პალატის წინაშე მომჩივანი ითხოვდა 59 976.12 ევროს
სავარაუდოდ განცდილი ქონებრივი ზიანისთვის. მან განმარტა,
რომ ეს ოდენობა წარმოადგენდა იმ ხელფასის ეკვივალენტს, რასაც
იგი მიიღებდა სამსახურიდან რომ არ გაეთავისუფლებინათ. დიდი
პალატის წინაშე მოსმენისას მომჩივნის წარმომადგენელმა
განმარტა, რომ მხარე ინარჩუნებდა თავის მოთხოვნას სამართლიან
დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
133. დიდი პალატის წინაშე თავიანთ განმარტებებში მთავრობა
აცხადებდა, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერ
ანაზღაურებას ქონებრივ ზიანთან დაკავშირებით, რაც
სავარაუდოდ, განიცადა მომჩივანმა. თავიანთ განმარტებაში
აღნიშნავდნენ, რომ ეს თანხა იყო მხოლოდ სპეკულაცია და არ
64 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

არსებობდა კავშირი მომჩივნის გათავისუფლებასა და სავარაუდო


ზიანს შორის.
134. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაადგინა რა, რომ
კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას ადგილი ჰქონდა იმით, რომ
ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაადგინეს შესაბამისი ფაქტები,
იმისათვის, რომ განეხორციელებინათ ადეკვატური
დამაბალანსებელი ღონისძიება მომჩივნის უფლებას პირადი
ცხოვრებისა და მიმოწერის ხელშეუხებლობაზე და დამსაქმებლის
ინტერესებს შორის. სასამართლო არ იკვლევს მიზეზობრივი
კავშირის არსებობას უფლების დარღვევასა და სავარაუდო
ქონებრივ ზიანს შორის და შესაბამისად, უარყოფს ამ მოთხოვნას.

2. მორალური ზიანი
135. პალატის წინაშე აპლიკანტი ასევე ითხოვდა 200 000 ევროს
მორალური ზიანისათვის, რომელიც მან სავარაუდოდ განიცადა
მისი გათავისუფლების შედეგად. იგი აცხადებდა, რომ მისი
გათავისუფლების დისციპლინური ხასიათის გამო, იგი ვერ
პოულობდა სამსახურს, მისი ცხოვრების პირობები საგრძნობლად
გაუარესდა, რომ მან დაკარგა მისი სოციალური მდგომარეობა და
შედეგად, მისმა საცოლემ 2010 წელს გადაწყვიტა მასთან
ურთიერთობის დასრულება.
136. მთავრობა საპასუხოდ აცხადებდა, რომ დარღვევის
დადგენა თავისთავად შეიძლება წარმოადგენდეს სამართლიან
დაკმაყოფილებას. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ რაც არ უნდა
ყოფილიყო, მომჩივნის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა იყო
გადაჭარბებული, მსგავს საქმეებზე სასამართლოს პრაქტიკის
გათვალისწინებით.
137. სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევის დადგენა
წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერი
მორალური ზიანისათვის, რაც შეიძლებოდა განეცადა მომჩივანს.

ბ. ხარჯები

138. პალატის წინაშე მომჩივანი ასევე ითხოვდა 3 310 რუმინულ


ლეის (დაახლოებით 750 ევრო) ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც
მას გადახდა ეროვნულ სასამართლოებში და 500 ლეის
(დაახლოებით 115 ევრო) ეროვნულ სასამართლოებში
წარმომადგენელი ადვოკატის მომსახურების ხარჯისთვის. იგი
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 65

შემდგომში მოითხოვდა 500 ევროს იმ ადვოკატის მომსახურების


ხარჯისთვის, რომელიც მას წარმოადგენდა სასამართლოში. მან
თავისი მოთხოვნის გასამყარებლად წარმოადგინა შემდეგი
დოკუმენტები:
- სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებისა და 500 ლეის
გადახდის ქვითრის ასლები, ეროვნულ სასამართლოებში მისი
ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის დასადასტურებლად;
- დოკუმენტები იმის დასტურად, რომ მან მის დამსაქმებელს
გადაუხადა თანხები: 2 700 და 610,30 ლეი ხარჯების სახით;
- 2 218,64 ლეის გადახდის ქვითრის ასლი, ერთ-ერთი
ადვოკატის მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად,
რომელიც მას წარმოადგენდა სასამართლოში.
მომჩივანს არ მოუთხოვია ანაზღაურება დიდი პალატის წინაშე
საქმის განხილვის დროს წარმოშობილი ხარჯებისთვის.
139. თავიანთ განმარტებებში პალატის წინაშე, მთავრობამ
სასამართლოს სთხოვა აენაზღაურებინა მომჩივნისთვის მხოლოდ
ის ხარჯები, რაც აუცილებელი იყო და შეესაბამებოდა სათანადოდ
დასაბუთებულ მოთხოვნას. ამასთან დაკავშირებით, როგორც
ისინი აცხადებდნენ, მომჩივანმა ვერ დაამტკიცა, რომ მან 500 ევრო
გადაიხადა იმ ადვოკატის მომსახურების საზღაურად, ვინც მას
წარმოადგენდა ეროვნულ სასამართლოებში, რადგან არ ყოფილა
წარმოდგენილი სამუშაოს საათობრივი აღრიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
140. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მომჩივანს
აუნაზღაურდება ხარჯები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აჩვენებს,
რომ ისინი ნამდვილად და აუცილებლად გადახდებოდა და არის
გონივრული (იხ. ბერძნული კათოლიკური მრევლი ლუპენი და
სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Lupeni Greek Catholic Parish and
Others v. Romania) [დიდი პალატა], № 76943/11, § 187, ECHR 2016
(ამონარიდები)). მოცემულ საქმეში არსებული დოკუმენტების და
სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო
გონივრულად მიიჩნევს, მომჩივანს მიაკუთვნოს 1 365 ევრო ყველა
ხარჯის დასაფარად.

გ. პროცენტი

141. სასამართლო შესაფერისად მიიჩნევს, პროცენტი


გამოთვლილ იქნეს ევროპის ცენტრალური ბანკის დაკრედიტების
66 გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ

ზღვრული პროცენტის ოდენობიდან, რომელსაც უნდა დაემატოს


სამი პროცენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო

1. ადგენს, თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ, რომ ადგილი


ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
2. ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დარღვევის
დადგენა თავისთავად წარმოადგენს საკმარის სამართლიან
დაკმაყოფილებას მომჩივნის მიერ განცდილი მორალური
ზიანისთვის;
3. ადგენს, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს სამი თვის
განმავლობაში უნდა გადაუხადოს 1 365 (ათას სამას
სამოცდახუთი) ევრო, ხარჯებისთვის, რისი კონვერტაციაც
უნდა მოხდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, გადახდის
დღისთვის არსებული კურსით, რასაც დაემატება ნებისმიერი
საკომისიო, რაც შეიძლება გადახდეს მომჩივანს;
(ბ) აღნიშნული სამი თვის გასვლის შემდეგ, მის გადახდამდე,
ამ თანხას დაემატება ზღვრული პროცენტი, ევროპის
ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული საპროცენტო
განაკვეთის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაემატოს სამი
პროცენტი;

4. უარყოფს განმცხადებლის სხვა მოთხოვნებს სამართლიან


დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და


გამოცხადებულია საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში,
სტრასბურგში, 2017 წლის 5 სექტემბერს.

სორენ პრებენსენი გუიდო რაიმონდი


რეგისტრატირის მოადგილე თავმჯდომარე
გადაწყვეტილება საქმეზე ბარბულესკუ რუმინეთის შესახებ 67

1. კონვენციის 45-ე მუხლის § 2-სა და სასამართლოს


რეგლამენტის 74-ე წესის § 2-ის თანახმად, გადაწყვეტილებას თან
ახლავს შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
(a) მოსამართლე კარაკასის ნაწილობრივ განსხვავებული
მოსაზრება;
(b) მოსამართლეების: რაიმონდის, დედოვის, კიულბროს,
მითსის, მურო ვიკსტრომის და აიკის ერთობლივი განსხვავებული
მოსაზრება.

G.R.
S.C.P.

განსხვავებული მოსაზრებები არ თარგმნილა და ხელმისაწვდომია


მხოლოდ გადაწყვეტილების ორიგინალ ვერსიაში.

You might also like