Professional Documents
Culture Documents
გრამატიკის სახელმძღვანელო PDF
გრამატიკის სახელმძღვანელო PDF
5
რუსუდან ზექალაშვილი
თავი II
ენათმეცნიერების ერთ-ერთი დარგი არის გრამატიკა, რომელიც სწავლობს ენის აგებულებას. იგი
იკვლევს სიტყვათა თვისებებს, მათი ცვლილებისა და წინადადებაში ერთმანეთთან დაკავშირების წესებს.
გრამატიკა შედგება მორფოლოგიისა და სინტაქსისგან.
მორფოლოგია
მორფოლოგია სწავლობს სიტყვათა თვისებებსა და მათი ფორმაცვალების წესებს ლექსიკური
მნიშვნელობის შეუცვლელად. მაგალითად: კაცი, კაცმა, კაცს... ამ დროს ფორმა იცვლება, სიტყვის
ლექსიკური მნიშვნელობა კი უცვლელია.
6
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
არსებითი სახელის ტრანსფორმაცია ზედსართავ სახელად და ზმნად ჩვეულებრივია ქართული
ენისთვის, ისევე, როგორც ზმნისა – სახელად.
7
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.2.6. ნივთიერებათა სახელები
ნივთიერებათა სახელები აღნიშნავენ ისეთ საგნებს, რომელთა დათვლა და ცალკე ერთეულებად
წარმოდგენა შეუძლებელია. მაგ.: ოქრო, ვერცხლი, რკინა, შაქარი, რძე, წყალი, თაფლი, ფქვილი...
ნივთიერებათა სახელებით აღნიშნული საგნები შეიძლება აიწონოს ან გაიზომოს, დათვლა კი
შეუძლებელია. ამიტომ ნივთიერებათა სახელს მსაზღვრელად შეიძლება ახლდეს: გრამი, კილოგრამი,
ტონა, ჭიქა, ბოთლი... აგრეთვე სიტყვები: ბევრი, ცოტა. მაგ.: ითქმის: კილოგრამი შაქარი, ჭიქა წყალი,
ბოთლი რძე...
ნივთიერებათა სახელები კონკრეტულია და საზოგადო.
8
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მოქმედებითი: ადამიან-ებ-ით
ვითარებითი: ადამიან-ებ-ად
წოდებითი: ადამიან-ებ-ო
-ნ აწარმოებს მრავლობითს ორ ბრუნვაში – სახელობითსა და წოდებითში, თანიანი ფორმა საერთოა
სამი ბრუნვისათვის: მოთხრობითის, მიცემითისა და ნათესაობითისთვის. -თ (გავრცობილი სახით -თა)
მრავლობითსაც გამოხატავს და ამ სამიდან ერთ-ერთ ბრუნვასაც.
სახელობითი კაც-ნ-ი
მოთხრობითი კაც-თა
მიცემითი კაც-თა
ნათესაობითი კაც-თა
მოქმედებითი ––––
ვითარებითი ––––
წოდებითი კაც-ნ-ო
იმისათვის, რომ გავიგოთ, რომელი ბრუნვის მნიშვნელობითაა ნახმარი თანიანი ფორმა, მას -ებიანი
მრავლობითი უნდა შევუნაცვლოთ, მაგ.: ქალთა საბჭო = ქალ-ებ-ის (ნათესაობითი) საბჭო; ვარსკვლავთ
ააკაშკაშეს ცა = ვარსკვლავ-ებ-მა (მოთხრობითი) ააკაშკაშეს ცა.
თანიანი ნათესაობითის ფორმას ხშირად ვხმარობთ მყარ გამონათქვამებში, როგორებიცაა: მწერალთა
კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი, ექიმთა საზოგადოება...
9
რუსუდან ზექალაშვილი
განსაზღვრული ფონეტიკური ცვლილებები. ამ ცვლილებათა სახეობების მიხედვით ყალიბდება ბრუნების
მორფონოლოგიური ტიპები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ორთოგრაფიულ წესებში, რადგან
თითოეულ მორფონოლოგიურ ტიპს აქვს თავისებურება, რომელიც სხვა ტიპებში არ მეორდება.
თანხმოვანფუძიან სახელებში:
ფუძეუკუმშველები
10
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.2.11.1.1. ფუძეკუმშვად სახელთა ბრუნება
კუმშვად სახელებს ფუძე ეკუმშებათ მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა
და ვითარებითში და მთელ ებიან მრავლობითში. კუმშვის დროს იკარგება ა, ე ან ო ხმოვნები (ო შეიძლება
სულ დაიკარგოს ან შეიცვალოს ვ თანხმოვნით).
ა-ს ამოვარდნა მეტწილად მაშინ ხდება, როცა სახელის ფუძე ბოლოვდება ალ, ან, არ, ამ მარცვლებზე.
მაგ.: ალუბალ -ი, ბორბალ -ი, მამალ -ი, ქათამ -ი...
მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: ბალ-ი ბლ-ებ-ი ქათამ-ი ქათმ-ებ-ი
მოთხრობითი: ბალ-მა ბლ-ებ-მა ქათამ-მა ქათმ-ებ-მა
მიცემითი: ბალ-ს ბლ-ებ-ს ქათამ-ს ქათმ-ებ-ს
ნათესაობითი: ბლ-ის ბლ-ებ-ის ქათმ-ის ქათმ-ებ-ის
მოქმედებითი: ბლ-ით ბლ-ებ-ით ქათმ-ით ქათმ-ებ-ით
ვითარებითი: ბლ-ად ბლ-ებ-ად ქათმ-ად ქათმ-ებ-ად
წოდებითი: ბალ-ო ბლ-ებ-ო ქათამ-ო ქათმ-ებ-ო
იშვიათად შეიძლება შეიკუმშოს სხვა მარცვლებზე დაბოლოებული ფუძეებიც: ნაბად-ი – ნაბდ-ის,
ნაბდ-ით; კარავ-ი – კარვ-ის, კარვ-ით, ყასაბ-ი – ყასბ-ის, ყასბ-ით...
თვალი, თუ მხედველობის ორგანოს აღნიშნავს, უკუმშველია (თვალ-ის ტკივილი, თვალ-ით ვხედავთ),
თუ – არა, კუმშვადი. მაგ., ძვირფასი თვლები.
ამბავი შეკუმშულ ფორმებში უკანასკნელ თანხმოვანსაც კარგავს: ამბ-ის (<ამბავ-ის), ამბ-ით (<ამბვ-
ით), ამბ-ებ-ი (<ამბვ-ებ-ი).
ე-ს ამოვარდნა ფუძიდან ჩვეულებრივია, როცა ფუძე ბოლოვდება -ელ, -ენ, -ერ, -ემ მარცვლებზე:
-ელ: კედელ -ი, -ენ: ყურძენ -ი, -ერ: დედაბერ -ი, -ემ: ირემ -ი...
კუმშვადია აგრეთვე ზოგიერთი სხვა ტიპის სახელიც, მაგ.: ბეჭედი…
მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: კედელ-ი კედლ-ებ-ი ირემ-ი ირმ-ებ-ი
მოთხრობითი: კედელ-მა კედლ-ებ-მა ირემ-მა ირმ-ებ-მა
მიცემითი: კედელ-ს კედლ-ებ-ს ირემ-ს ირმ-ებ-ს
ნათესაობითი: კედლ-ის კედლ-ებ-ის ირმ-ის ირმ-ებ-ის
მოქმედებითი: კედლ-ით კედლ-ებ-ით ირმ-ით ირმ-ებ-ით
ვითარებითი: კედლ-ად კედლ-ებ-ად ირმ-ად ირმ-ებ-ად
წოდებითი: კედელ-ო კედლ-ებ-ო ირემ-ო ირმ-ებ-ო
ო-ს ამოვარდნა ფუძიდან:
მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: მინდორ-ი მინდვრ-ებ-ი
მოთხრობითი: მინდორ-მა მინდვრ-ებ-მა
მიცემითი: მინდორ-ს მინდვრ-ებ-ს
ნათესაობითი: მინდვრ-ის მინდვრ-ებ-ის
მოქმედებითი: მინდვრ-ით მინდვრ-ებ-ით
ვითარებითი: მინდვრ-ად მინდვრ-ებ-ად
წოდებითი: მინდორ-ო მინდვრ-ებ-ო
მინდვრის მსგავსად იბრუნვის: მაწონი, ნიგოზი, ნიორი, იორი.
სახელობითი: ნიორ-ი ნიგოზ-ი იორ-ი
მოთხრობითი: ნიორ-მა ნიგოზ-მა იორ-მა
მიცემითი: ნიორ-ს ნიგოზ-ს იორ-ს
ნათესაობითი: ნივრ-ის ნიგვზ-ის ივრ-ის
მოქმედებითი: ნივრ-ით ნიგვზ-ით ივრ-ით
ვითარებითი: ნივრ-ად ნიგვზ-ად ივრ-ად
წოდებითი: ნიორ-ო ნიგოზ-ო იორ-ო
11
რუსუდან ზექალაშვილი
ო უკვალოდ ქრება ო ხმოვნისა და ბაგისმიერი თანხმოვნების (ბ, პ, ფ) გვერდით:
12
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მიცემითისა და ნათესაობითის ფორმები რომ ერთმანეთისაგან გავარჩიოთ, შენაცვლების ხერხს უნდა
მივმართოთ: ფუძეუკვეცელი სახელის ნაცვლად შესიტყვებაში უნდა ჩავსვათ თანხმოვანფუძიანი ან
ფუძეკვეცადი სახელი.
მაგალითები:
• ტყეში წყაროს ვეძებდი. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რომელ ბრუნვაშია წყაროს,
წინადადებაში წყაროს ნაცვლად უნდა ჩავსვათ ფუძეუკვეცელი სიტყვა, ვთქვათ, მარწყვი:
ტყეში მარწყვს ვეძებდი. მარწყვ-ს მიცემითი ბრუნვის ფორმაა. მაშასადამე, ამ შემთხვევაში
– წყაროს – მიცემითის ფორმაა.
• წყაროს წყალი ცივია. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რომელ ბრუნვაშია წყაროს, წინადადებაში
წყაროს ნაცვლად უნდა ჩავსვათ ფუძეკვეცადი სიტყვა, მაგალითად, მდინარე: მდინარის წყალი
ცივია. მდინარ-ის ნათესაობითშია. მაშასადამე, ამ შემთხვევაში – წყაროს – ნათესაობითი
ბრუნვის ფორმაა.
ი-ფუძიანი სახელები უკვეცელია. მაგ.: ჩაი, ტრამვაი, დიჯეი, ტაქსი, ლედი, სამურაი და სხვა. ქალები
ჩაი-ს კრეფენ. ტაქსი-მ დაიგვიანა. ტრამვაი-ში ჩავჯექი.
მხ. რ. მხ. რ. მხ. რ.
სახელობითი: ჩაი ტრამვაი დიჯეი
მოთხრობითი: ჩაი-მ ტრამვაი-მ დიჯეი-მ
მიცემითი: ჩაი-ს ტრამვაი-ს დიჯეი-ს
ნათესაობითი: ჩაი-ს ტრამვაი-ს დიჯეი-ს
მოქმედებითი: ჩაი-თ ტრამვაი-თ დიჯეი-თ
ვითარებითი: ჩაი-დ ტრამვაი-დ დიჯეი-დ
წოდებითი: − − დიჯეი
13
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.2.11.5 საკუთარ სახელთა ბრუნება
I ადამიანთა სახელების ბრუნება
ადამიანთა საკუთარი სახელები, როგორც საზოგადო სახელები, ან თანხმოვანფუძიანია,
ან ხმოვანფუძიანი.
თანხმოვანფუძიანია ადამიანთა საკუთარი სახელები: ნიკოლოზ-ი, დარეჯან-ი, მერაბ-ი, ლევან-ი,
ნოდარ-ი, ნუგზარ-ი, ტარიელ-ი...
ხმოვანფუძიანია ადამიანთა საკუთარი სახელები:
ა: ლელა, ნანა, შოთა, ნიკა
ე: ელენე, ირინე, კოტე, ცოტნე
ი: დალი, ლალი, აკაკი, რატი...
ო: დოდო, ნინო, ვანო, ანდრო...
უ: ნუნუ, ბათუ, დუდუ...
თანხმოვანფუძიანი ადამიანთა საკუთარი სახელი ყველა უკუმშველია, ხმოვანფუძიანი კი –
უკვეცელი.
სახელობითი: დავით-ი ასმათ-ი ლელა აკაკი ნინო ცოტნე
მოთხრობითი: დავით-მა ასმათ-მა ლელა-მ აკაკი-მ ნინო-მ ცოტნე-მ
მიცემითი: დავით-ს ასმათ-ს ლელა-ს აკაკი-ს ნინო-ს ცოტნე-ს
ნათესაობითი: დავით-ის ასმათ-ის ლელა-ს(ი) აკაკი-ს ნინო-ს(ი) ცოტნე-ს(ი)
მოქმედებითი: დავით-ით ასმათ-ით ლელა-თი აკაკი-თ ნინო-თი ცოტნე-თი
ვითარებითი: დავით-ად ასმათ-ად ლელა-დ აკაკი-დ ნინო-დ ცოტნე-დ
წოდებითი: დავით ასმათ ლელა აკაკი ნინო ცოტნე
ადამიანთა საკუთარ სახელებს არ აქვს მრავლობითი რიცხვი, მაგრამ არაპირდაპირი მნიშვნელობით
ხმარებისას ადამიანის სახელი მრავლობითშიც გვხვდება. მაგ.: ასმათები დღესაც არიან ჩვენში.
იგულისხმება არა ბევრი ასმათი, არამედ ასმათის მსგავსი ქალები.
II ადამიანთა გვარების ბრუნება
• თანხმოვანფუძიანი გვარები ისევე იბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის საზოგადო
სახელები. თანხმოვანფუძიანი გვარებიდან -ელ-ზე დაბოლოებული ზოგი გვარი კუმშვადია
(მაგ., წერეთელ-ი – წერეთლ-ის, მაჩაბელ-ი – მაჩაბლ-ის, გომართელ-ი − გომართლ-ის),
დანარჩენები – უკუმშველი. ცალკე ან რამდენიმე სახელთან ხმარებისას გვარებს მრავლობითი
აქვთ: ორბელიანებ ი, ჭავჭავაძეებ ი, ტაბიძეებ ი. მაგ., ვახტანგ და გრიგოლ ორბელიანები;
გარსევან, ალექსანდრე და ილია ჭავჭავაძეები...
ბრუნების მაგალითი:
მხ რ. მრ. რ.
სახელობითი: ჯავახიშვილ-ი ჯავახიშვილ-ებ-ი
მოთხრობითი: ჯავახიშვილ-მა ჯავახიშვილ-ებ-მა
მიცემითი: ჯავახიშვილ-ს ჯავახიშვილ-ებ-ს
ნათესაობითი: ჯავახიშვილ-ის ჯავახიშვილ-ებ-ის
მოქმედებითი: ჯავახიშვილ-ით ჯავახიშვილ-ებ-ით
ვითარებითი: ჯავახიშვილ-ად ჯავახიშვილ-ებ-ად
წოდებითი: ჯავახიშვილ-ო ჯავახიშვილ-ებ-ო
• ხმოვანფუძიანი გვარებიდან ა-ზე დაბოლოებული ქართული გვარები მხოლობითში
უკვეცელია, ხოლო წოდებითში (მხოლობით რიცხვში) ბრუნვის ნიშანს არ დაირთავენ; ებიან
მრავლობითში -ა ფუძიანი გვარები კვეცადია. -ძე-ზე დაბოლოებული ხმოვანფუძიანი გვარები
მხოლობითში კვეცადია, მრავლობითში – უკვეცელი.
ბრუნების მაგალითი:
მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: ბუკია ბუკი-ებ-ი ტაბიძე ტაბიძე-ებ-ი
მოთხრობითი: ბუკია-მ ბუკი-ებ-მა ტაბიძე-მ ტაბიძე-ებ-მა
მიცემითი: ბუკია-ს ბუკი-ებ-ს ტაბიძე-ს ტაბიძე-ებ-ს
14
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
15
რუსუდან ზექალაშვილი
არსებით სახელს შეიძლება განსაზღვრავდეს ნათესაობითი ბრუნვის ფორმით წარმოდგენილი
არსებითი სახელი. ასეთი მსაზღვრელი აღნიშნავს კუთვნილებას ან მასალას. მაგ.: მეზობლის სახლი
(აღნიშნავს კუთვნილებას); ქვის სახლი (აღნიშნავს მასალას).
თუ ნათესაობით ბრუნვაში მდგომი არსებითი სახელი წინ უძღვის საზღვრულ წევრს, ბრუნებისას იგი
უცვლელია: ქვ-ის სახლი, ქვ-ის სახლმა, ქვ-ის სახლს...
16
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
17
რუსუდან ზექალაშვილი
18
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.4.2. რიგობითი რიცხვითი სახელები
რიგობითი რიცხვითი სახელი, როგორც ვიცით, აღნიშნავს საგნის რიგს და დაესმის კითხვა: მერამდენე?
– პირველი, მეორე, მერვე, მეათე, მეოცე...
რიგობითი სახელები, გარდა პირველისა, ნაწარმოებია რაოდენობითის ფუძისაგან მე — ე თავსართ-
ბოლოსართით: მე-ორ-ე, მე-ათ-ე, მე-ოც-ე, მე-ას-ე, მე-ათას-ე...
მე-ერთ-ე რთულ რიცხვით სახელებთან გამოიყენება, ცალკე კი მის ნაცვლად პირველი იხმარება:
ოცდამეერთე, ორმოცდამეერთე, სამოცდამეერთე, ოთხმოცდამეერთე, ას მეერთე, ათას მეერთე.
და-თი შეერთებული რიცხვითი სახელებისაგან რიგობითის მაწარმოებელი აქვს მეორე ნაწილს:
ოცდახუთი > ოცდამეხუთე, სამოცდახუთი > სამოცდამეხუთე.
თუ რიცხვითი სახელი რამდენიმე სიტყვით გადმოიცემა, რიგობითის ფორმები აქვს უკანასკნელს: ას
ორი > ასმეორე, ორი ათას ხუთი > ორი ათას მეხუთე.
რიგობითი სახელები, გარდა პირველისა, ყველა ხმოვანფუძიანია.
რიგობით რიცხვით სახელები შეიძლება გადმოიცეს რომაული ან არაბული ციფრებით. კერძოდ,
თუ რიცხვითი სახელი მე- პრეფიქსით იწყება, არაბული ციფრებით გადმოცემისას რიცხვის წინ იწერება
მხოლოდ მე-: მე-2, მე-10, მე-19, მე-20, მე-100, მე-1000...
პირველი არაბული ციფრით ასე დაიწერება: 1-ლი.
თუკი რიცხვით სახელს მე- პრეფიქსი სიტყვის მეორე ნაწილში აქვს (უმეტესად და კავშირის შემდეგ),
არაბული ციფრებით გადმოცემისას მხოლოდ რიცხვის შემდეგ იწერება -ე: 23-ე, 27-ე, 45-ე, 65-ე, 84-ე,
102-ე, 1005-ე.
რომაული ციფრები გამოხატავს მხოლოდ რიგობით რიცხვით სახელებს და ამიტომ მათთან არ არის
საჭირო არც პრეფიქსისა და არც სუფიქსის გამოყენება. მაგ.: VII, X, XVI...
რომაული ციფრებით გამოხატული რიგობითი რიცხვითი სახელები დაირთავს ბრუნვის ნიშნებსა და
თანდებულებს: VI-მ, X-ს, VII-ში, V-ზე.
რომაული ციფრებიდან რიგობითი რიცხვითი სახელის ჩასაწერად გამოიყენება შვიდი ნიშანი: პირველი
– I, მეხუთე – V, მეათე – X, ორმოცდამეათე – L, მეასე – C, მეხუთასე – D, მეათასე – M და ამ ნიშნანთა
კომბინაციები: მეთერთმეტე – XI, მეცხრამეტე – XIX, ოცდამეხუთე – XXV და ა.შ.
19
რუსუდან ზექალაშვილი
რაოდენობით რიცხვით სახელთან არსებითი სახელი მხოლობითში დაისმის: ორი ბიჭი, სამი მაგიდა,
ათი ვაშლი...
დამოუკიდებლად ნახმარი რიცხვითი სახელი ისე იბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის არსებითი
სახელი. ხმოვანფუძიან რიცხვით სახელებს ფუძე ეკვეცებათ ნათესაობითსა და მოქმედებითში.
რაოდენობით რიცხვით სახელებს, ჩვეულებრივ, წოდებითი ბრუნვა და ებიანი მრავლობითი
არა აქვს.
მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
სახელობითი: სამ-ი რვა სამ-ნ-ი რვა-ნ-ი
მოთხრობითი: სამ-მა რვა-მ სამ-თა რვა-თა
მიცემით:ი სამ-ს(ა) რვა-ს(ა) სამ-თა რვა-თა
ნათესაობითი: სამ-ის(ა) რვ-ის(ა) სამ-თა რვა-თა
მოქმედებითი: სამ-ით(ა) რვ-ით(ა) – –
ვითარებითი: სამ-ად(ა) რვა-დ(ა) – –
წოდებითი: – – – –
2.1.5. ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც იხმარება არსებითის, ზედსართავისა და
რიცხვითი სახელების ნაცვლად გარკვეულ შემთხვევაში.
ნაცვალსახელი იმავე კითხვებზე მიუგებს, რაზედაც არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელები:
ვინ? როგორი? რამდენი?
ნაცვალსახელი არსებითისა და გაარსებითებული სხვა მეტყველების ნაწილების ეკვივალენტური
სიტყვაა. მაგალითად, კაცი შემოვიდა, ის იცინოდა. ის ნაცვალსახელია, ცვლის არსებით
სახელს კაცი.
ჭკვიანი ყველა საქმეს კარგად აკეთებს, მას ყველგან აფასებენ. ჭკვიანი ნიშნავს გონიერ პიროვნებას.
აქ ზედსართავი გაარსებითებულია, მას კი – ჭკვიანის შემცვლელი ნაცვალსახელია.
სამნი ქეიფობენ, ისინი მხიარულ ხასიათზე არიან. სამნი ნიშნავს სამ მოქეიფეს. სამნი გაარსებითებული
რიცხვითი სახელია, ისინი კი სამი მოქეიფის შემცვლელი ნაცვალსახელია.
არსებობს ნაცვალსახელთა ათი ჯგუფი: პირის, ჩვენებითი, კითხვითი, კუთვნილებითი, კითხვით-
კუთვნილებითი, მიმართებითი, ურთიერთობითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი
და უარყოფითი.
ზოგ ჯგუფს აქვს სპეციფიკური ბრუნება და მრავლობითი რიცხვის წარმოება.
20
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მე და ჩვენ I პირის ნაცვალსახელებია, შენ და თქვენ – II პირისა.
მე-ს უწოდებს მოსაუბრე თავის თავს, ხოლო ჩვენ სიტყვით იგი თავის თავთან ერთად სხვასაც /
სხვებსაც გულისხმობს, ანუ მეორე პირს – მე და შენ ან მე და თქვენ; ან მესამე პირს – მე და ის ან
მე და ისინი.
შენ ნაცვალსახელით მივმართავთ ერთ პირს, თქვენ სიტყვით კი – რამდენიმეს (ორს ან მეტს).
თქვენ სიტყვით მოსაუბრე მეორე პირთან ერთად სხვასაც / სხვებსაც გულისხმობს, ანუ შენ და ის
ან შენ და ისინი.
თავაზიანი მიმართვისას ერთ პირსაც თქვენობით მივმართავთ.
I და II პირის ნაცვალსახელები ბრუნვათა მიხედვით არ იცვლება, ოღონდ მე-ს ნათესაობითის
მნიშვნელობით ჩემ ენაცვლება (თანდებულის დართვით: ჩემთვის, ჩემგან), ხოლო შენ და
თქვენ ნაცვალსახელებს წოდებითში დასმულ სიტყვასთან ეკვეცება -ნ: შე დალოცვილო! თქვე
დალოცვილებო!
რომელი ბრუნვის მნიშვნელობით არის ნახმარი პირის ნაცვალსახელი, ადვილად გაირკვევა, თუ მას
ბრუნვიან სახელს შევუნაცვლებთ:
სახელობითი ბრუნვის მნიშვნელობით: ჩვენ (ირმები) ენით არ ვლაპარაკობთ (ვაჟა-ფშაველა).
მოთხრობითი ბრუნვის მნიშვნელობით: ჩვენ (ირმებმა) ტყეს შევაფარეთ თავი.
მიცემითი ბრუნვის მნიშვნელობით: ჩვენ (ირმებს) ბევრი მტერი გვყავს.
ნათესაობითი ბრუნვის მნიშვნელობით: ჩვენთვის (ირმებისთვის) ძნელი ასატანია მკაცრი
ზამთარი.
პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელები ბრუნებისას უცვლელია (მხოლოდ პირველი პირის
ნაცვალსახელი იყენებს ნათესაობითში ჩემ- ფორმას). ეს ნაცვალსახელები ნათესაობითის მნიშვნელობით
მხოლოდ თანდებულთან ერთად იხმარება და მათ არ სჭირდებათ -ს ბრუნვის ნიშანი:
ჩემთვის, ჩემგან, ჩემკენ, ჩემ მიერ;
ჩვენთვის, ჩვენგან, ჩვენკენ, ჩვენ მიერ;
შენთვის, შენგან, შენკენ, შენ მიერ;
თქვენთვის, თქვენგან, თქვენკენ, თქვენ მიერ.
რაც შეეხება მესამე პირის ნაცვალსახელებს, ისინი შემდეგნაირად იბრუნვის:
მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: ის იგი ისი-ნ-ი იგი-ნ-ი
მოთხრობითი: იმა-ნ მა-ნ იმა-თ მა-თ
მიცემითი: იმა-ს მა-ს იმა-თ მა-თ
ნათესაობითი: იმ-ის მ-ის იმა-თ მა-თ
მოქმედებითი: იმ-ით მ-ით – –
ვითარებითი: იმა-დ მა-დ – –
წოდებითი: – – – –
21
რუსუდან ზექალაშვილი
22
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.5.1.4. კუთვნილებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება
კუთვნილებითი ნაცვალსახელებია: ჩემი, შენი, მისი (ამისი, იმისი), ჩვენი, თქვენი, მათი (ამათი, იმათი),
თავისი. ჩემი და ჩვენი პირველი პირის კუთვნილებას გამოხატავს, შენი და თქვენი – მეორე პირისას,
დანარჩენები – მესამე პირისას.
კუთვნილებით ნაცვალსახელთა ბრუნება არ განსხვავდება თანხმოვანფუძიან ზედსართავთა ბრუნებისაგან.
ჩემი და ჩვენი შვიდივე ბრუნვის ფორმით იხმარება, დანარჩენებს წოდებითის ფორმა არ გააჩნიათ.
კუთვნილებით ნაცვალსახელებს მიცემითსა და ვითარებითში -ს უნდა დაერთოს: ჩემ-ს (შენ-ს, ჩვენ-ს,
თქვენ-ს, მათ-ს) მეგობარ-ს.
სახელობითი: ჩემ-ი შვილ-ი ჩემ-ი შვილ-ებ-ი თქვენ-ი სკოლა თქვენ-ი სკოლ-ებ-ი
მოთხრობითი: ჩემ-მა შვილ-მა ჩემ-მა შვილ-ებ-მა თქვენ-მა სკოლა-მ თქვენ-მა სკოლ-ებ-მა
მიცემითი: ჩემ-ს შვილ-ს ჩემ-ს შვილ-ებ-ს თქვენ-ს სკოლა-ს თქვენ-ს სკოლ-ებ-ს
ნათესაობითი: ჩემ-ი შვილ-ის ჩემ-ი შვილ-ებ-ის თქვენ-ი სკოლ-ის თქვენ-ი სკოლ-ებ-ის
მოქმედებითი: ჩემ-ი შვილ-ით ჩემ-ი შვილ-ებ-ით თქვენ-ი სკოლ-ით თქვენ-ი სკოლ-ებ-ით
ვითარებითი: ჩემ-ს შვილ-ად ჩემ-ს შვილ-ებ-ად თქვენ-ს სკოლა-დ თქვენ-ს სკოლ-ებ-ად
წოდებითი: ჩემ-ო შვილ-ო ჩემ-ო შვილ-ებ-ო – –
23
რუსუდან ზექალაშვილი
ტყუისო (ანდ.). ამ წინადადებაში ყველა ორჯერ არის ნახმარი. პირველად ის სახელს ახლავს და
განსაზღვრებაა, მეორედ დამოუკიდებლად არის ნახმარი, ზმნას უკავშირდება და ქვემდებარეა.
ნაცვალსახელი ყველა უკვეცელია. არ აქვს ვითარებითი ბრუნვის ფორმა. მრავლობითში მხოლოდ
ნარიანი სახელობითი ეწარმოება (ყველა-ნ-ი) და ზმნაც მრავლობით რიცხვში შეეწყობა (ყველანი
მოგროვდნენ).
ცალკე არსებით სახელთან
მდგომი ერთად
სახელობითი: ყველა ყველა მოსწავლე
მოთხრობითი: ყველა-მ ყველა მოსწავლე-მ
მიცემითი: ყველა-ს ყველა მოსწავლე-ს
ნათესაობითი: ყველა-ს(ი) ყველა მოსწავლ-ის
მოქმედებითი: ყველა-თი ყველა მოსწავლ-ით
ვითარებითი: (ყველა-დ) ყველა მოსწავლე-დ
წოდებითი: – –
24
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.6. ზმნა
ზმნა ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც გამოხატავს საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას.
მაგ.: მღერის გამოხატავს მოქმედებას, ზის – მდგომარეობას.
ზმნა ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილია. იგი იცვლება პირისა და რიცხვის მიხედვით.
მაგ.: ვმღერი (მე), მღერი (შენ), მღერის (ის), ვმღერით (ჩვენ), მღერით (თქვენ), მღერიან (ისინი) – ერთი
ზმნის სხვადასხვა პირისა და რიცხვის ფორმებია.
სახელებისგან განსხვავებით (რომელთაც მხოლოდ ორი კატეგორია აქვთ), ზმნას მრავალი კატეგორია აქვს:
პირი, რიცხვი, დრო, კილო, ჯერობა, მწკრივი, გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი და სხვა.
25
რუსუდან ზექალაშვილი
იმდენპირიანი იქნება ის. მაგ.: დაიმალა, დამალა და დაუმალა ზმნებს რომ აღნიშნული ნაცვალსახელები
შევუწყოთ, მივიღებთ: დაიმალა იგი / ის, დამალა მან იგი / ის, დაუმალა მან მას იგი / ის. პირველ ზმნას
ერთი პირის ნაცალსახელი შეეწყო, მეორეს – ორი, მესამეს – სამი. შესაბამისად, დაიმალა ერთპირიანი
ზმნა ყოფილა, დამალა – ორპირიანი, დაუმალა კი – სამპირიანი.
26
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
თუ ზმნის ფორმას შეესაბამება როგორც სუბიექტური პირველი პირი, ისევე ობიექტური მეორე პირი,
ზმნის ფორმაში პირის ნიშნით წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ობიექტური მეორე პირი (“მე გ-ხატავ
შენ”), სუბიექტური პირის ნიშანი კი – არა. შდრ.: ის გ-ხატავ-ს შენ (გ-ხატავ-ს ფორმაში წარმოდგენილია
როგორც ობიექტის, ისე სუბიექტის ნიშანი).
27
რუსუდან ზექალაშვილი
ორ- და სამპირიან ზმნებში ერთდროულად შეიძლება იყოს ორი პირის ნიშანი: მ-ხატავ-ს, მ-ესალმებ-ა,
მო-მ-წერ-ს, გა-გვ-იკეთ-ა.
ზოგიერთი ორპირიანი ზმნა ერთპირიანად არის ქცეული, პირის ნიშანი კი ორი აქვს შერჩენილი.
ასეთებია: მ-ძინავ-ს, მ-ღვიძავ-ს, მ-ეძინებ-ა და სხვა. დაკარგულია მესამე პირი, თუმცა მისი ნიშანი
ზმნის ფორმებში მაინც არის.
ობიექტური პირის ნიშნები
პირები მხ. რ. მრ. რ.
I მ- გვ-
II გ- გ–თ
III პირ. ობ. Ø- Ø-
ირ. ობ. ჰ-, ს-, Ø- ჰ-, ს-, Ø – თ
28
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
გან-: გან-აგრძო, გან-იხილა, გან-იცადა, გან-მარტა, გან-რისხდა (მაგრამ: გა-ათავისუფლა,
ვათავისუფლებ)...
გარდა-: გარდა-იქმნა, გარდა-იცვალა, გარდა-ქმნის...
შთა-: შთა-აგონა, შთა-ნთქა, შთა-უნერგა...
წარ-: წარ-ადგინა, წარ-მართა...
წარმო-: წარმო-თქვა, წარმო-იდგინა, წარმო-იშვა...
2.1.6.2.5. ასპექტი
ასპექტი ჰქვია ზმნის კატეგორიას, რომელიც მოქმედებას დასრულებულად ან დაუსრულებლად
წარმოგვიდგენს. მაგ.: ვხატე და დავხატე წარსული დროის ფორმებია, რომელთაგანაც პირველი
მოქმედებას დაუსრულებლად წარმოგვიდგენს, ხოლო მეორე – დასრულებულად. ამის მიხედვით ასპექტი
ორგვარია: უსრული და სრული.
ზმნის უსრული ასპექტის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება დაუსრულებელია: ვხატე, ვწერე, ვკერე,
ვხაზე, ვღებე.
ზმნის სრული ასპექტის ფორმა მიგვითითებს, რომ მოქმედება დასრულებულია წარსულში ან
დასრულდება მომავალში: დავხატე – დავხატავ, ავაშენე – ავაშენებ.
უსრული ასპექტის ზმნას სამივე დრო აქვს, სრულასპექტიანს კი – ორი: წარსული და მომავალი.
მაგ.: ვხატე, ვხატავ (ახლა), ვხატავ (სახლში რომ დავბრუნდები) უსრული ასპექტის ფორმებია. ამათგან
პირველი (ვხატე) დროის მიხედვით წარსულია, მეორე (ვხატავ ახლა) – ახლანდელი, მესამე (ვხატავ, შინ
რომ დავბრუნდები) – მომავალი. დავხატე და დავხატავ სრული ასპექტის ფორმებია, რომელთაგანაც
პირველი (დავხატე) დროის მიხედვით წარსულია, მეორე (დავხატავ) – მომავალი.
29
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.5.2. უასპექტო ზმნები
უასპექტოა ზმნა, რომლის უზმნისწინო თუ ზმნისწინიან ფორმას ასპექტის გაგება არ აქვს. ასეთი
ზმნები ორგვარია:
ა) ზმნები, რომლებიც არ დაირთავენ ზმნისწინებს: აგდია, ვიცი, ვწვალობ, ვხუმრობ, მიყვარს,
მღვიძავს, მძინავს...
ბ) ზმნები, რომელთა ახლანდელი დროის ფორმები დაირთავენ ზმნისწინებს, მაგრამ, ჩვეულებრივ,
მიმართულების აღსანიშნავად და ფორმას მომავალი დროის მნიშვნელობას ვერ აძლევენ: ფრინავს
– მი-ფრინავს, მო-ფრინავს; ცოცავს – მი-ცოცავს, მო-ცოცავს; გორავს – მი-გორავს, მო-გორავს;
ხოხავს – მი-ხოხავს, მო-ხოხავს...
2.1.6.2.6. კილო
კილო არის ზმნის კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უნდა გავიგოთ ზმნით გამოხატული
მოქმედება: როგორც ნამდვილი ამბავი, თუ როგორც სასურველ-შესაძლებელი ან შესასრულებელი. მაგ.:
წერს, წერდეს (ნეტავი) და წეროს! ერთი ზმნის ეს ფორმები სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ ზმნით
გამოხატულ მოქმედებას: პირველი (წერს) – ნამდვილ ამბად, მეორე (წერდეს) – სასურველ-შესაძლებლად,
ხოლო მესამე (წეროს!) – შესასრულებლად. ამის მიხედვით კილო სამია ქართულში: თხრობითი,
კავშირებითი და ბრძანებითი.
თხრობითია კილო, რომელიც ზმნით გამოხატულ მოქმედებას ისე წარმოგვიდგენს, რომ იგი ნამდვილი
ამბავია: წერს, დახატავს, აკეთებდა, ააშენა.
კავშირებითია კილო, რომელიც ზმნით გამოხატულ მოქმედებას გადმოსცემს სასურველ-
შესაძლებლად: (ნეტავი) ვწერდე, (რომ) წერდეს, (რომ) დაწერონ.
ბრძანებითია კილო, რომელიც მოითხოვს მთქმელის სურვილის შესრულებას სხვა პირის მიერ.
ბრძანებითი ორგვარია: წართქმითი და უკუთქმითი. წართქმითია: წერე! წაიღე! გააკეთე! წაიღოს!
უკუთქმითია: არ დაივიწყო! ნუ ცელქობ!
ბრძანებითი კილოს ფორმამ, გარდა საკუთრივ ბრძანებისა, შეიძლება გამოხატოს თხოვნა, ხვეწნა-
მუდარა, დარიგება ან დალოცვა.
2.1.6.2.7. მოდალობა
მოდალობა სემანტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს გამონათქვამის დამოკიდებულებას
სინამდვილესთან. ეს მიმართება შეიძლება გამოიხატოს ინტონაციური და ლექსიკურ-გრამატიკული
საშუალებებით. მოდალობის კატეგორია უნივერსალურია და სხვადასხვა ენის სისტემაში თავისებურად
ვლინდება. მოდალობის გამოხატვის ძირითადი საშუალებაა ზმნის კილო. ქართულში იგი ასევე
გამოიხატება მოდალური ფორმებისა და ნაწილაკების საშუალებით. მოდალურ ფორმათა დიდი ნაწილი
ზმნური წარმომავლობისაა (ეგებ, იქნებ, ლამის, უნდა, გინდა, თუგინდ, ეტყობა, თითქმის...). ქართულში
მოდალობის გამოხატვის ფუნქცია აგრეთვე ეკისრება განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს,
განსაკუთრებით კი ჩართულს.
2.1.6.2.8. უღლება
ზმნის ფორმაცვალებას პირის, რიცხვისა და მწკრივების მიხედვით უღლება ჰქვია. მაშასადამე, ყველა
პირიანი ზმნა უღლებადი სიტყვაა.
ერთპირიან ზმნას ერთ მწკრივში ექვსი ფორმა მოეპოვება: სამი – მხოლობითში და სამიც –
მრავლობითში: ვთბები, თბები, თბება, ვთბებით, თბებით, თბებიან.
ბევრი ორპირიანი ზმნა იცვლება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური პირის მიხედვითაც.
დღევანდელ ქართულში 11 მწკრივია, რომლებიც სამ ჯგუფად ანუ სერიად იყოფა.
პირველ სერიაში 6 მწკრივია, მეორეში – 2, მესამეში – 3.
პირველი სერიის მწკრივები იყოფა ორ წრედ – აწმყოს წრედ და მყოფადის წრედ.
აწმყოს წრის მწკრივებია: აწმყო, უწყვეტელი და აწმყოს კავშირებითი.
მყოფადის წრისა: მყოფადი, ხოლმეობით-შედეგობითი და მყოფადის კავშირებითი.
მეორე სერიის მწკრივებია: წყვეტილი და II კავშირებითი.
მესამე სერიის მწკრივებია: I თურმეობითი, II თურმეობითი და III კავშირებითი.
თითოეულ მწკრივს შესაბამისი კითხვა დაესმის.
I სერია
აწმყოს წრე
1. აწმყო: რას ვშვრები? – ვწერ, ვთბები.
2. უწყვეტელი: რას ვშვრებოდი? – ვწერდი, ვთბებოდი.
3. აწმყოს კავშირებითი: რას ვშვრებოდე? – ვწერდე, ვთბებოდე.
30
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მყოფადის წრე
4. მყოფადი: რას ვიზამ? – დავწერ, გავთბები.
5. ხოლმეობით-შედეგობითი: რას ვიზამდი? – დავწერდი, გავთბებოდი.
6. მყოფადის კავშირებითი: რას ვიზამდე? – დავწერდე, გავთბებოდე.
II სერია
7. წყვეტილი: რა ვქენი? – დავწერე, გავთბი.
8. I კავშირებითი: რა ვქნა? – დავწერო, გავთბე.
III სერია
9. I თურმეობითი: რა მიქნია? – დამიწერია, გავმთბარვარ.
10. II თურმეობითი: რა მექნა? – დამეწერა, გავმთბარიყავი.
11. III კავშირებითი: რა მექნას? – დამეწეროს, გავმთბარიყო.
მწკრივის ფორმებს აერთიანებს დროისა და კილოს კატეგორიები მაგ.: აწმყოს მწკრივის ფორმებს
საერთო აქვთ ახლანდელი დრო და თხრობითი კილო. მყოფადის მწკრივის ფორმათა გამაერთიანებელია
მომავალი დრო და თხრობითი კილო.
31
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.8.1.3. მესამე სერიის მწკრივები
ქართული ზმნის ფორმა რთული აგებულებისაა, მასში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე აფიქსი:
თავსართები, ძირი, ფუძე, ბოლოსართები.
ფუძე ეწოდება ზმნის იმ ნაწილს, რომელსაც უკავშირდება მისი ლექსიკური მნიშვნელობა. ზმნას
სხვადასხვა მწკრივში შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფუძე. ის არის სრული ან უსრული, თუკი აკლია
ფუძისეული ხმოვანი. მაგ.: გა-ჭრ-ა (მან ის) – ამ ზმნის ფუძე წყვეტილის მესამე პირში შეკუმშულია: ჭრ-,
ხოლო პირველ-მეორე პირებში – სრული: ჭერ (გა-ვ-ჭერ-ი, გა-ჭერ-ი).
ზმნის ფუძე საერთოა ერთ მწკრივში. მას ემატება პირისა და რიცხვის ნიშნები და ასე იუღლება.
მაგ.: ვხატავდი უწყვეტლის მწკრივია, მისი ფუძე ამ მწკრივში არის ხატავდ, უღლებისას ეს ნაწილი
საერთოა სამივე პირის ფორმაში (მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში):
მხოლობითი რიცხვი მრავლობითი რიცხვი
I მე ვ-ხატავდი ჩვენ ვ-ხატავდი-თ
II შენ ხატავდი თქვენ ხატავდი-თ
III ის ხატავდ-ა ისინი ხატავდ-ნენ
ზმნის ფუძე განსხვავებულია სხვადასხვა მწკრივში: აწმყო – ხატავ, უწყვეტელი – ხატავდ(ი), აწმყოს
კავშირებითი – ხატავდ(ე), მყოფადი – დახატავ, ხოლმეობით-შედეგობითი – დახატავდ(ი), მყოფადის
კავშირებითი – დახატავდ(ე), წყვეტილი – დახატ(ე), მეორე კავშირებითი – დახატო, პირველი თურმეობითი
– (და)გიხატავს, მეორე თურმეობითი – (და)გეხატა, მესამე კავშირებითი – (და)გეხატოს.
ზმნის ნაწილი, რომელიც საერთოა ყველა მწკრივის ფორმისთვის, არის ძირი. ერთ საუღლებელ
ფორმას ერთი ძირი აქვს. ზემოთ დასახელებული ზმნისთვის ძირია ხატ.
32
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.6.2.9.1. თემა. თემის ნიშნები
ზმნის უღლებისას გამოიყოფა ისეთი ნაწილიც, რომელიც საერთოა I ან II სერიის ყველა მწკრივისათვის.
მაგ.: ვღებავ ზმნის პირველი სერიის ყველა მწკრივისათვის საერთოა ღებავ (ვღებავ, ვღებავდი, ვღებავდე,
შევღებავ, შევღებავდი, შევღებავდე), მეორე სერიის მწკრივებისათვის – ღებ: (შე)ვღებე, (შე)ვღებო, მან
(შე)ღება.
ზმნის იმ ნაწილს, რომელიც საერთოა I ან II სერიის ყველა მწკრივისათვის, თემა ჰქვია. მაშასადამე,
ღებავ პირველი სერიის თემაა, ღებ – მეორისა. პირველი სერიის თემას მეორისაგან -ავ ბოლოსართი
განასხვავებს. მაშასადამე, -ავ თემის ნიშანია.
თემის ნიშნებია: -ი, -ავ, -ამ, -ებ, -ობ, იშვიათად -ემ და -ოფ.
ი: ვზრდი, ვთლი, ვღვრი, ვშლი, ვჭრი...
ავ: ვბარავ, ვკლავ, ვმალავ, ვფარავ, ვქარგავ, ვღებავ, ვხატავ...
ამ: ვაბამ, ვარტყამ, ვდგამ, ვიცვამ, ვსვამ...
ებ: ვათეთრებ, ვაკეთებ, ვანათებ, ვაშენებ, ვახარებ...
ობ: ვადნობ, ვაქრობ, ვაშრობ, ვამბობ...
ემ და ოფ გვხვდება თითო ფუძისაგან ნაწარმოებ ზმნებში: მივცემ, მისცემს, გასცემს, დასცემს; გავყოფ,
ჩავყოფ...
2.1.6.2.10. გვარი
გვარი არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, როგორია სუბიექტური პირის მიმართება ზმნით
აღნიშნული მოქმედებისადმი.
გვარი სამია ქართულში: მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი.
სამივე გვარის ფორმათა წარმოება ერთი ძირისაგან იშვიათია.
33
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.10.2.1. პრეფიქსიანი ვნებითი
პრეფიქსიან ვნებითს აწარმოებს ი- ან ე- პრეფიქსი. ი- ხმოვნით ნაწარმოებ ფორმებს ინიანი ვნებითი
ჰქვია, ე-თი ნაწარმოებს – ენიანი. ინიანი ვნებითი ერთპირიანია, ენიანი – ორპირიანი. მაგ.: ი-მალება (ის)
– ე-მალება (ის მას), ი-ზრდება (ის) – ე-ზრდება (ის მას), ი-ხატება (ის) – ე-ხატება (ის მას), ი-წერება (ის) –
ე-წერება (ის მას), ი-ნახება (ის) – ე-ნახება (ის მას).
34
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.6.2.10.3. საშუალი გვარი
საშუალი გვარისაა ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სუბიექტი "მოქმედებს", მაგრამ არ
მოეპოვება სამოქმედო პირდაპირი ობიექტის სახით.
საშუალი გვარის ზმნები გარდაუვალია, ერთპირიანი ან ორპირიანი, უასპექტო. დიდი უმეტესობა
მხოლოდ უზმნისწინოდ იხმარება (დუღს, წუხს, ქუხს...), ხოლო ის ზმნები, რომლებიც ზმნისწინს
დაირთავენ, ზმნისწინის დართვის შედეგად აწმყოს მწკრივიდან მყოფადის მწკრივში ვერ გადავლენ. მაგ.:
გორავს და მიგორავს, ფრინავს და მოფრინავს, ცურავს და მიცურავს – ყველა აწმყოს მწკრივის ფორმაა.
საშუალი გვარის ზმნებს ან მარტო აწმყოს მწკრივის ფორმები აქვს (დგას, წევს, ზის...), ან აწმყოს
წრის მწკრივებისა (დუღს, წუხს, ხტის, დუღდა, დუღდეს), დანარჩენი მწკრივების შესავსებად კი მათ სხვა
ზმნები ენაცვლება. ნაკლული მწკრივების შესავსებად გამოიყოფა საშუალი გვარის ორი ჯგუფი: საშუალ-
ვნებითი და საშუალ-მოქმედებითი.
2.1.6.2.11. ქცევა
ქცევა არის ზმნის კატეგორია, რომელიც გამოხატავს, თუ როგორია კუთვნილებით-დანიშნულებითი
ურთიერთობა სუბიექტსა და ობიექტს / ობიექტებს შორის.
მოქმედებითი გვარის ზმნას სამი ქცევა აქვს: საარვისო, სათავისო და სასხვისო.
35
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.11.4. სათავისო და სასხვისო ქცევის ფორმათა გარჩევა
ი- თავსართი სათავისო ქცევის ნიშანიც არის და სასხვისოსიც. სათავისო ქცევას სამივე პირში ი-
გამოხატავს, სასხვისოს ეს ნიშანი აქვს პირველსა და მეორე ობიექტურ პირებში, მესამე ობიექტურში კი
– უ-. ე.ი. ქცევის ამ ორ ფორმას შორის განსხვავება ჩანს მესამე პირში. ამიტომ, როცა ზმნა პირველი ან
მეორე პირის ფორმაა, მესამე პირში უნდა გადავიყვანოთ და გავიგებთ, სათავისო ქცევის ფორმაა ის თუ
სასხვისოსი.
თუ I და II პირებში ი- პრეფიქსი მოსდევს ირიბი ობიექტის ნიშანს (მ-ი-შენებს, გ-ი-შენებს; მ-ი-ყიდის,
გ-ი-ყიდის...), III პირში ქცევის ნიშნად უ- პრეფიქსი იქნება (უ-შენებს; უ-ყიდის). ისინი გამოხატავენ
სასხვისო ქცევას (მიშენებს, გიშენებს, უშენებს...); თუ ქცევის ი- პრეფიქსი მოსდევს პირდაპირი ობიექტის
ნიშანს I და II პირებში (და-მ-ი-ქირავა, და-გ-ი-ქირავა; წა-მ-ი-ყვანა, წა-გ-ი-ყვანა...), ქცევის ნიშანი III
პირშიც ი- პრეფიქსი იქნება (დამიქირავა, დაგიქირავა, დაიქირავა; წამიყვანა, წაგიყვანა, წაიყვანა). აქ ი
სათავისი ქცევის ნიშანია.
2.1.6.2.12. კონტაქტი
გარდამავალი ზმნის სუბიექტი ან უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, ან ირიბი ობიექტის
მეშვეობით. მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი ფორმა: დაჭრა (ნინომ პური) და დააჭრევინა
(ნინომ შვილს პური). ნინომ სუბიექტია, პური – პირდაპირი ობიექტი, ხოლო შვილს – ირიბი ობიექტი.
პირველი (დაჭრა) ზმნის მიხედვით სუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, მეორე ზმნის
მიხედვით კი – ირიბი ობიექტის მეშვეობით.
ზმნის ფორმას, რომელიც გვიჩვენებს, სუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე თუ
ირიბი ობიექტის მეშვეობით, კონტაქტი ჰქვია. ამის მიხედვით კონტაქტი ორგვარია: უშუალო და
შუალობითი.
36
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.6.2.13.1. პირნაკლი და რიცხვნაკლი ზმნები
ზოგიერთი ზმნა მარტო მხოლობითი რიცხვის მესამე პირის ფორმით იხმარება, პირველი და მეორე
პირებისა და მრავლობითი რიცხვის ფორმები კი არ ეწარმოება. ასეთ ზმნებს პირნაკლი და რიცხვნაკლი
ზმნები ჰქვია.
პირნაკლი და რიცხვნაკლი ზმნები ბუნების მოვლენებს გამოხატავენ: წვიმს, თოვს, ცივა, ცხელა,
თბილა, გრილა, ბნელა... ამ ზმნებთან პირის ნაცვალსახელი არ გამოიყენება, რადგან პირის მნიშვნელობა
საერთოდ დაკარგულია. ვერ ვიტყვით წვიმს ის, თოვს ის, რადგან ისინი უპირო ზმნებია.
37
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.13.4. მწკრივში მონაცვლე ზმნები
ზოგიერთ ზმნას აკლია რომელიმე მწკრივი ან მთელი სერია და ნაკლული მწკრივების შესავსებად
იყენებს სხვა ზმნას. ასეთ ზმნებს მწკრივში მონაცვლე ზმნები ჰქვია:
ვარ – ვიქნები – ვიყავი;
მაქვს – მექნება;
ზი (ზის, ზიხარ) – ჯედ (ჯექ) (დაჯდა, დაჯექი);
ვალ (მოვალ, მოვა) – ვედ (მოვედი)– ვიდ (მოვიდა);
ვშვრები – ვიზამ – ვქენი;
მომაქვს – მოვიტან;
მიმაქვს – წავიღებ;
ვამბობ – ვიტყვი – ვთქვი.
2.1.7. სახელზმნა
ზმნისაგან შეიძლება ვაწარმოოთ ბრუნებადი სიტყვა: არსებითი ან ზედსართავი სახელი. ზმნისაგან
ნაწარმოებ ბრუნებად სიტყვას სახელზმნა ჰქვია. მაგ.: ხტის და დგას ზმნის მესამე პირის ფორმებია,
ხტომა და დგომა კი მათგან ნაწარმოები ბრუნვადი სიტყვები, სახელზმნებია: წერა, წერამ, წერას... დგომა,
დგომამ, დგომას... დაწერილი, დამდგარი...
სახელზმნა ორგვარია: საწყისი და მიმღეობა.
სახელზმნას აქვს როგორც სახელური, ისე ზმნური ნიშნები. ე.ი. სახელზმნა სახელიც არის და
ზმნაც. იბრუნვის, როგორც სახელი და წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც სახელი, ხოლო,
როგორც ზმნა, დაირთავს ზმნისწინს და აქვს ზმნის რამდენიმე კატეგორია: ასპექტის, ორიენტაციის,
კონტაქტის.
2.1.7.1. საწყისი
საწყისი ჰქვია ზმნისგან ნაწარმოებ სახელს, რომელიც წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც
არსებითი სახელი. მაგ.: ღელვა საშიში იყო (ღელვა – ქვემდებარე), ზღვამ ღელვა დაიწყო (ღელვა –
ობიექტი)...
საწყისს მოქმედების სახელსაც უწოდებენ. საწყისებია: წერა, ხატვა, თესვა, პოვნა, ბრძოლა, კვდომა,
ყიდვა, სირბილი, სიყვარული, სინანული, ტრიალი, გრიალი, ბრახუნი და სხვა.
საწყისს აქვს არსებითი სახელის შემდეგი ნიშნები: დაესმის არსებითი სახელის კითხვა (რა?); იბრუნვის
ისე, როგორც მსგავსი ფუძის არსებითი სახელი: ხატვა, ხატვამ, ხატვას... ქუხილი, ქუხილმა, ქუხილს;
წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც არსებითი სახელი: შეიძლება იყოს ქვემდებარე, ირიბი,
პირდაპირი ან უბრალო დამატება.
საწყისს აქვს შემდეგი ზმნური ნიშნები: დაირთავს ზმნისწინს: გაცურვა, მიცურვა, გადაცურვა,
შეცურვა..; შეიძლება ჰქონდეს ასპექტი (წერა – დაწერა, ხატვა – დახატვა; კეთება – გაკეთება, შეკეთება,
გადაკეთება, გადმოკეთება) და კონტაქტი (გაკეთება – გაკეთებინება, დაწერა – დაწერინება).
საწყისი მხოლობითი რიცხვის ფორმით იხმარება, მაგრამ გაარსებითების შემთხვევაში მრავლობითიც
ეწარმოება და რიცხვითი სახელიც შეეწყობა მსაზღვრელად: შემთხვევა – შემთხვევები, სხდომა –
სხდომები, ორი სხდომა...
2.1.7.2. მიმღეობა
მიმღეობა ჰქვია ზმნისგან ნაწარმოებ ზედსართავ სახელს, რომელიც წინადადებაში ისეა გამოყენებული,
როგორც ზედსართავი სახელი. მაგ.: დახატა ზმნისაგან ნაწარმოები მიმღეობაა დახატული, რომელიც
არსებით სახელთან გამოყენებისას განსაზღვრებაა და იბრუნვის.
მიმღეობას აქვს ზედსართავი სახელის შემდეგი ნიშნები: დაესმის ზედსართავი სახელის კითხვა:
როგორი? იბრუნვის ისე, როგორც შესაბამისი ფუძის ზედსართავი სახელი: დაწერილი წიგნი, დაწერილმა
წიგნმა, დაწერილ წიგნს, დაწერილი წიგნის, დაწერილი წიგნით, დაწერილ წიგნად, დაწერილო წიგნო;
წინადადებაში გამოყენებულია ზედსართავი სახელის მსგავსად: როგორც განსაზღვრება, ქვემდებარე,
დამატება.
მიმღეობას აქვს შემდეგი ზმნური ნიშნები: გამოხატავს დროს (დახატული – წარსული დრო, დასახატი
– მომავალი დრო); დაირთავს ზმნისწინს (დაწერილი, დაფარული); აქვს ასპექტის გაგება: სრული
და უსრული (აღებული – სრული, ასაღები – უსრული); ზოგიერთ მიმღეობას ეწარმოება კონტაქტი;
შეიძლება გამოხატოს გვარი (მოქმედებითი გვარის მიმღეობებია: მღებავი, მშენებელი.., ვნებითი გვარის
მიმღეობებია: დახატული, დაღლილი, გაუკეთებელი (წარსული დროის); დასაწერი, გასაკეთებელი
(მომავალი დროის); საშუალი გვარის მიმღეობებია: მოლაქლაქე, მოჭიკჭიკე, მჯდომარე).
38
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.8. ზმნიზედა
ზმნიზედა ჰქვია სრული მნიშვნელობის მქონე უცვლელ მეტყველების ნაწილს, რომელიც, ჩვეულებრივ,
ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება. მაგ.: სამი
ზმნიზედა ახლავს ზმნას ამ წინადადებაში: გუშინ იქ ძალიან ცხელოდა. პირველი ზმნიზედა აღნიშნავს,
თუ როდის ცხელოდა, მეორე – სად ცხელოდა, მესამე – როგორ ცხელოდა.
ზმნიზედა წინადადებაში გარემოებაა. მაგ.: გუშინ – დროის გარემოებაა, იქ – ადგილისა, ძალიან –
ვითარებისა.
ზმნიზედა იშვიათად შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და თვით ზმნიზედასაც: ოდნავ წითელი,
ძალიან თეთრი, ძალიან შორს.
ზმნიზედას ზმნისართსაც უწოდებენ.
2.1.9. თანდებული
თანდებული არის დამხმარე მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის სახელის გარკვეული ბრუნვის
ფორმას და აკავშირებს სახელსა და სახელს ან სახელსა და ზმნას.
2.1.10. კავშირი
კავშირი ჰქვია დამხმარე მეტყველების ნაწილს, რომელიც უცვლელია და აერთებს წინადადების ორ
წევრს ან ორ წინადადებას.
კავშირებია: და, თუ, მაგრამ, ხოლო, თორემ, ან, რომ, თუ არა, რათა, ესე იგი (ე.ი.), ანუ, რომ, რათა,
რაკი, სანამ, ვიდრე, რადგანაც.
40
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მაქვემდებარებელი კავშირებია: რომ, სანამ, ვიდრე, რადგან, რათა, რაკი, ვინაიდან, ვიდრე, თუ, თუკი,
თუმცა და სხვა. მაქვემდებარებელი კავშირის ფუნქციით გვხვდება (ა) მიმართებითი ნაცვალსახელები:
ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, ვისიც, რისიც, სადაურიც და (ბ) მიმართებითი ზმნიზედები: როგორც,
სადაც, საითაც, საიდანაც, როდესაც, რადგანაც, რატომაც, რამდენადაც.
თუ მაერთებელი კავშირიც არის და მაქვემდებარებელიც:
მოხუცი თუ ახალგაზრდა დღესასწაულზე წავიდა. აქ თუ მაერთებელი კავშირია.
თუ თავის დროზე არ მოხვალ, ვერ დაგეხმარები. აქ თუ მაქვემდებარებელი კავშირია.
მაერთებელი კავშირები გამოიყენება შერწყმულ და რთულ თანწყობილ წინადადებებში.
2.1.11. ნაწილაკი
ნაწილაკი ჰქვია დამხმარე მეტყველების ნაწილს, რომელიც დაერთვის ამა თუ იმ სიტყვას ან მთელ
წინადადებას და მეტ-ნაკლებად ცვლის მას მნიშვნელობის მხრივ. ზოგი ნაწილაკი აწარმოებს გრამატიკულ
ფორმას, ზოგიც შინაარსს უცვლის სიტყვას. ნაწილაკი ყოველთვის უცვლელია, გვხვდება ყველა
მეტყველების ნაწილთან და წინადადების წევრი არ არის.
ნაწილაკი ან შერწყმულია სიტყვასთან, ან ცალკე მდგომია.
შერწყმული ნაწილაკებია: -ოდე (სამიოდე), -ც (იგიც), -ვე (იგივე), -ღა (ორიღა), -მე (ვინმე).
ცალკე მდგომი ნაწილაკებია: ნუთუ, განა, ხომ, თურმე, ხოლმე...
ზოგი ნაწილაკი შეიძლება დაერთოს სახელის უთანდებულო თუ თანდებულიან ფორმებს. ასეთებია: -ც,
-ღა, -ვე, -მე ნაწილაკები. მაგ.: მეგობარიც, ძაღლიც, ორიღა, სამივე, ვინმე, რამე.., დედისთვისაც, ჩემთვისაც.
ცალკე მდგომი ნაწილაკებია: არ, ვერ, ნუ, ხომ, განა, ნუთუ, თურმე, ხოლო და სხვა.
ზოგიერთი ნაწილაკი სიტყვას წინ დაერთვის, ზოგი მოსდევს მას.
სიტყვას წინ უძღვის ნაწილაკები: არ, ვერ, ნუ. მაგ.: არ წავიდეთ, ვერ შევჭამ.
სიტყვას მოსდევს ნაწილაკები: -მეთქი, -თქო, ხოლმე. მაგ.: მოდი-მეთქი, შევალ ხოლმე.
41
რუსუდან ზექალაშვილი
უნდა გააკეთოს. მოდი ბრძანებითი კილოს ფორმაა: მოდი ჩემთან! მაგრამ, როცა მოდი წაქეზებას აღნიშნავს
და სხვა ზმნის მეორე კავშირებითის ფორმასთან გვხვდება, ის ნაწილაკია: მოდი წავიდეთ! მოდი ვითამაშოთ!
2.1.12. შორისდებული
შორისდებული ჰქვია ფორმაუცვლელ მეტყველების ნაწილს, რომელიც უშუალოდ გამოხატავს
ადამიანის სულიერ განწყობილებას, გრძნობასა თუ ნება-სურვილს. მაგ.: ახ, ეჰ, ვაი, ჰეი, ყოჩაღ, სუ, უი...
შორისდებულის მნიშვნელობის გასარკვევად წარმოთქმისას მთავარია ტონი. ამიტომ ერთი და
იგივე გრძნობა შეიძლება სხვადასხვა შორისდებულით გამოიხატოს ან ერთი და იმავე დაწერილობის
შორისდებულით გადმოიცეს სხვადასხვა გრძნობა.
შორისდებული განცალკევებით მდგომი მეტყველების ნაწილია. იგი არც სრულმნიშვნელობიანია და
არც დამხმარე, ე.ი. წინადადების წევრი არ არის.
შორისდებული შეიძლება სახელის მნიშვნელობით იქნეს ნახმარი და მაშინ წინადადების წევრი
გახდება. მაგ.: ვაი და უი შორისდებულებია, მაგრამ წინადადებაში – ოთხი გამოქცეული ვაის გაეყარა და
უის შეეყარა – ორივე არსებითი სახელია, მიცემით ბრუნვაში დგას და ირიბი ობიექტია.
42
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
• შეთავაზება: ხომ არ ინებებთ? ხომ არ მოგართვათ? ხომ არ მიირთმევთ?..
• პასუხი გაცნობისას: სასიამოვნოა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,
მოხარული ვარ თქვენი გაცნობით...
• მილოცვა: გილოცავთ, სულითა და გულით გილოცავთ, გულწრფელად გილოცავთ...
• დალოცვა: დაგლოცავთ, დიდხანს იცოცხლეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ
ხანგრძლივ სიცოცხლეს, სულ დალოცვილი იყავით, ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს
დაესწარით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში, თქვენს ოჯახს დავლოცავ...
ღმერთმა შეგაბეროთ ერთმანეთს (ახალდაქორწინებულთა დალოცვა)... კეთილი იყოს
თქვენი მობრძანება (სტუმრის შემოსვლისას)... მშვიდობაში, სიკეთეში, სიხარულში,
ბედნიერებაში, მზით გაცვითე (ახალი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენისას)...
• მოკითხვის გადაცემა: მომიკითხეთ, მომიკითხეთ დიდი სიყვარულით / პატივისცემით,
მოკითხვა გადაეცით...
• კომპლიმენტი: რა ლამაზად გამოიყურებით, რა მომხიბვლელი ხართ, რა კარგი მოსაუბრე
ბრძანდებით, როგორ გიხდებათ ეს კაბა / საყურე / მძივი....
• დაფიცების ფორმულები: შენს თავს ვფიცავ, დედას გეფიცები, ჩემს თავს გაფიცებ, შენ
არ მომიკვდე, დედაშვილობას, დაძმობას...
• მწუხარების გაზიარება: ძალიან ვწუხვარ, რა სამწუხაროა, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას,
ძალიან მეწყინა თქვენი ამბავი...
• შიშისა და შეშფოთების გამოხატვა: ვშიშობ, რომ... შიში მაქვს, რომ... ვაითუ...
• გამხნევება-ნუგეშისცემა: გამხნევდით, გამაგრდით, ღმერთი თქვენკენ, ყველაფერი
კარგად იქნება, იმედი არ უნდა დაკარგოთ...
• საალერსო ფორმულები: შენი ჭირიმე, (შენ) გენაცვალე, შენ შემოგევლე, ჩემი თავი
შემოგევლოს...
2.1.14.1. სიტყვაწარმოება
სიტყვის ფუძეს შეიძლება დაერთოს აფიქსი თავში (ასეთ აფიქსს ეწოდება თავსართი ანუ პრეფიქსი),
ბოლოში (ბოლოსართი ანუ სუფიქსი) ან თავსა და ბოლოში ერთად ( თავსართ-ბოლოსართი, იგივე პრეფიქს-
სუფიქსი). მაგ.: სიტყვაში მგლ-ურ-ი -ურ ბოლოსართია, უ-რიცხვ-ი ნაწარმოებია უ- თავსართით, ხოლო
მე-ურმ-ე – მე – ე თავსართ-ბოლოსართით.
43
რუსუდან ზექალაშვილი
-იკო და -ილო გვხვდება ადამიანთა სახელებში, რომელთაც ალერსობითის მნიშვნელობა აქვთ.
კნინობით სახელს ზოგჯერ რამდენიმე სუფიქსი ერთად აწარმოებს: -უნ+ა: კაც-უნ-ა, წალდ-უნ-ა, დათ-
უნა, ბიჭ-უნა... -უნ+ია: ციც-უნ-ია... -უნ+იკო: დათ-უნ-იკო... -იკ+ელ+ა: დათ-იკ-ელ-ა, ზურ-იკ-ელ-ა.
44
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.14.1.6.1.2. უყოლობა-უქონლობის სახელები
არსებითი სახელისაგან უყოლობასა და უქონლობას აწარმოებს პრეფიქს-სუფიქსები: უ – ო, უ – ურ
(-ულ), უ – არ (-ალ).
უ – ო: უ-მზე-ო, უ-ჭკუ-ო, უ-თავ-ო, უ-ხელ-ო, უ-ცოლ-ო;
უ – ურ (< უ – ულ): უ-ბედ-ურ-ი, უ-გუნ-ურ-ი, უ-ფერ-ულ-ი;
უ – არ (< უ – ალ): უ-შიშ-არ-ი, უ-ჩინ-არ-ი.
45
რუსუდან ზექალაშვილი
სახელებისაგან შესაძლებელია მოქმედებითი და საშუალი გვარის ზმნათა წარმოებაც: სახლ →
გა-ა-სახლ-ებ-ს, და-ა-სახლ-ებ-ს, ჩა-ა-სახლ-ებ-ს; ახალგაზრდა → ა-ახალგაზრდ-ავ-ებ-ს, ლამაზ-ი →
გა-ა-ლამაზ-ებ-ს; მეფე → ა-მეფ-ებ-ს, მეფ-ობ-ს და ა.შ.
46
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
საშუალი გვარის მიმღეობას აწარმოებს მ- თავსართი და თავსართ-ბოლოსართები: მ – არ / მ – ალ,
მ –არე / მ –ალე, მო –ე.
მ: მ-ბრწყინავი, მ-ცოცავი, მ-ცურავი.
მ – არ (< მ – ალ): მ-ცინ-არ-ი, მ-ტირ-ალ-ი.
მო – არ (< მო – ალ): მო-ღიმ-არ-ი, მო-ტირ-ალ-ი.
მ – არე (< მ – ალე): მ-დუმ-არე, მ-წუხ-არე, მ-ღელვ-არე.
მო – ე: მო-ცურავ-ე, მო-დარაჯ-ე, მო-თამაშ-ე.
2.1.14.2. კომპოზიცია
სახელი შეიძლება მიღებული იყოს ორი ან მეტი ფუძის შეერთებით. ასეთი სიტყვა რთული აგებულებისაა
და კომპოზიტს უწოდებენ. ახალი ლექსიკური ერთეულის მისაღებად შეიძლება შეერთდეს სხვადასხვა
ფუძე ან ერთი ფუძე გაორკეცდეს. მათ შორის განასხვავებენ ერთ- და ორცნებიან კომპოზიტებს.
47
რუსუდან ზექალაშვილი
ზედსართავი სახელები: წითელ-ყვითელი, დიდ-პატარა... მიმღეობები: ნათქვამ-ნაფიქრი...
რიცხვითი სახელები: ორი-სამი, ხუთი-ექვსი...
ზმნები: მიდი-მოდის, ავა-ჩამოვა...
ზმნიზედები: დილა-საღამოს, ზამთარ-ზაფხულ...
ფუძეგაორკეცებული ზედსართავი, რიცხვითი, არსებითი სახელები, ნაცვალსახელები და ზმნიზედები
დეფისით დაიწერება; ზოგიერთი ფუძეგაორკეცებული სიტყვა კი სხვა მეტყველების ნაწილად იქცევა.
გაორკეცებული არსებითი სახელები: ქუჩა-ქუჩა, ალაგ-ალაგ, გზა-გზა...
გაორკეცებული ზედსართავი სახელები: დიდ-დიდი, ცხელ-ცხელი, ცივ-ცივი...
გაორკეცებული რიცხვითი სახელები: ორ-ორი, ათ-ათი, ას-ასი...
გაორკეცებული ნაცვალსახელები: რაღაც-რაღაცა, ვიღაც-ვიღაცა...
გაორკეცებული ზმნიზედები: ნელ-ნელა, ჩქარ-ჩქარა...
თუკი ორცნებიან კომპოზიტს დაერთო სიტყვამაწარმოებელი აფიქსი, ის ერთად დაიწერება: სტუმარ-
მასპინძელი → სტუმარმასპინძლ ობა, და-ძმა → დაძმურ ი, დედა-შვილი → დედაშვილ ობა.
48
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
თავი 3 სინტაქსი
49
რუსუდან ზექალაშვილი
• კითხვითი წინადადება
კითხვითია წინადადება, რომელიც კითხვას შეიცავს. იგი ორგვარია: კითხვითსიტყვიანი და
არაკითხვითსიტყვიანი.
კითხვითსიტყვიანი კითხვითი წინადადებაა, მაგ.: ვინ გიშლის ხელს? რომელი საათია?
არაკითხვითსიტყვიანი კითხვითი წინადადებაა, მაგ.: შენს ძმას უთხარი ყველაფერი? ხვალ მოხვალ ჩემთან?
ქართულში კითხვითი წინადადება გამოხატულია აღმავალი ინტონაციით.
კითხვითი წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი იწერება.
• ბრძანებითი წინადადება
ბრძანებითია წინადადება, რომელიც მოითხოვს მთქმელის ნება-სურვილის შესრულებას.
ბრძანებითი წინადადება შინაარსისა და წარმოთქმის ხასიათის მიხედვით მრავალფეროვანია. იგი,
გარდა საკუთრივ ბრძანებისა, შეიძლება გამოხატავდეს მოწოდებას, თხოვნას, დალოცვას, წყევლას,
გაფრთხილებას, გამხნევებას, მიწვევა-მიპატიჟებას, რჩევა-დარიგებას, აკრძალვასა და სხვა. მაგ.: მოდი
აქ! ჩქარა გამოდი გარეთ! გაჩუმდი!
ბრძანებითი წინადადება ორგვარია: წართქმითი და უკუთქმითი.
წართქმითია წინადადება, თუ მოსაუბრე ზმნა-შემასმენლით აღნიშნული მოქმედების შესრულებას
ითხოვს: გაჩერდი! წადი!
უკუთქმითია წინადადება, თუ მოსაუბრე ზმნა-შემასმენლით გამოხატული მოქმედების შესრულებას
კრძალავს. წინადადებაში არის უარყოფითი ნაწილაკები: ნუ, არ ან მათი შემცვლელი სიტყვები: ნუღარ,
ნურსად, არსად, არავინ...
მაგ.: არ წახვიდე იქ! ნუ ტირი! არავინ შემოვიდეს ოთახში!
ბრძანებითი წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი იწერება.
3.3.2.1. შემასმენელი
შემასმენელი წინადადების ძირითადი წევრია. იგი მნიშვნელობით მრავალფეროვანია და გამოხატავს:
საგნის მოქმედებას; საგნის მდგომარეობას; რა მოსდის საგანს; როგორია საგანი; ვინ არის საგანი; რა
არის საგანი.
მისი კითხვებიც შესაბამისია:
რას შვრება საგანი? – ბავშვი ხატავს მთებს.
რა მდგომარეობაშია საგანი? — გოგონა ზის კედელთან.
რა მოსდის საგანს? – სიმინდი გაზაფხულზე ითესება.
როგორია საგანი? – ვაშლი წითელია.
ვინ არის საგანი? – დედაჩემი მასწავლებელია.
რა არის საგანი? – ვარდი ყვავილია.
შემასმენელი ორგვარია: მარტივი და რთული.
50
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
3.3.2.2. ქვემდებარე
ქვემდებარე ჰქვია წინადადების მთავარ წევრს, რომელიც ზმნის სუბიექტურ პირთან არის შეწყობილი.
ქვემდებარედ შეიძლება იყოს მხოლოდ არსებითი სახელი, ნაცვალსახელი და რომელიმე სხვა
გაარსებითებული მეტყველების ნაწილი. ქვემდებარეს აქვს გარკვეული ბრუნვისა და რიცხვის ფორმა
(შეიძლება გამოხატავდეს პირსაც).
ქვემდებარე შემასმენლით გამოხატული ქმედების ინიციატორია (ზმნის სუბიექტია).
ქვემდებარე გარდამავალი ზმნით გამოხატულ შემასმენელთან სამ ბრუნვაში დგას: სახელობითში,
მოთხრობითსა და მიცემითში. მაგ.: ბავშვი (სახელობითი) კრეფს ყვავილებს.
ბავშვმა (მოთხრობითი) დაკრიფა ყვავილები.
ბავშვს (მიცემითი) დაუკრეფია ყვავილები.
გარდაუვალი ზმნით გამოხატულ შემასმენელთან კი ქვემდებარე ყოველთვის სახელობით ბრუნვაში
დგას. მაგ.: ფოთოლი (სახელობითი) ყვითლდება.
ფოთოლი (სახელობითი) გაყვითლდა.
ფოთოლი (სახელობითი) გაყვითლებულა.
ქვემდებარისა და შემასმენლის კავშირი ორმხრივია. ქვემდებარეზეა დამოკიდებული შემასმენლის
პირისა და რიცხვის ფორმა, შემასმენელი კი განსაზღვრავს ქვემდებარის ბრუნვას.
3.3.2.3. დამატება-ობიექტები
წინადადების მთავარ წევრს, რომელიც ზმნის ობიექტურ პირთან არის შეწყობილი, დამატება-ობიექტი ჰქვია.
ობიექტური პირი ორგვარია: პირდაპირი და ირიბი. ამის შესაბამისად, დამატება-ობიექტიც ორგვარია:
პირდაპირი დამატება და ირიბი დამატება. ამათგან ორპირიან ზმნას ერთ-ერთი ახლავს, სამპირიანს – ორივე.
დამატება-ობიექტები იმავე მეტყველების ნაწილებით გადმოიცემა, რომლებითაც ქვემდებარე.
51
რუსუდან ზექალაშვილი
3.3.2.3.1. პირდაპირი დამატება
პირდაპირია დამატება, რომელიც ზმნის პირდაპირობიექტურ პირთან არის შეწყობილი. პირდაპირ
დამატებად შეიძლება შეგვხვდეს არსებითი სახელი ან გაარსებითებული სხვა მეტყველების ნაწილი.
პირდაპირი დამატება მხოლოდ გარდამავალ ზმნას მოეპოვება. იგი ბრუნვაცვალებადია: პირველი
სერიის ფორმებთან მიცემით ბრუნვაში დგას, მეორისა და მესამე სერიის ფორმებთან კი – სახელობითში.
მაგ.: მხატვარი ხატავს სურათს (მიცემითი).
მხატვარი დახატავს სურათს (მიცემითი).
მხატვარმა დახატა სურათი (სახელობითი).
მხატვარს დაუხატავს სურათი (სახელობითი).
პირდაპირი დამატების ბრუნვებს მართავს შემასმენელი.
პირდაპირი დამატება შემასმენელს მართავს მხოლოდ I და II პირებში.
მხოლობითი რიცხვი მრავლობითი რიცხვი
I (ის) მე მ-ხატავს I (ის) ჩვენ გვ-ხატავს
II (ის) შენ გ-ხატავს II (ის) თქვენ გ-ხატავ-თ
III (ის) მას ხატავს III (ის) მათ ხატავს
3.3.3.2. განსაზღვრება
განსაზღვრება ჰქვია წინადადების არამთავარ წევრს, რომელიც ახლავს არსებით სახელს და საგანს
რაიმე ნიშნის მიხედვით ახასიათებს. განსაზღვრების კითხვებია: როგორი? რომელი? რამდენი? სადაური?
როდინდელი? ვისი? რისა?
განსაზღვრება გადმოიცემა ზედსართავი სახელით (კარგი ამხანაგი), რიცხვითი სახელით (მეოცე
საუკუნე), ნაცვალსახელით (ჩვენი სამშობლო), არსებითი სახელით (მეზობლის სახლი), სახელზმნით
(დაბურული ტყე).
52
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
ტრადიციულად გამოყოფენ ორგვარ განსაზღვრებას: შეთანხმებულსა და მართულს (ნათესაობითი
ბრუნვის ფორმით გადმოცემულს).
53
რუსუდან ზექალაშვილი
3.3.3.3. გარემოება
გარემოება არის წინადადების არამთავარი წევრი, რომელიც ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის,
როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება. მაგალითად, იქ ადგილის ზმნიზედაა, რომელიც წინადადებაში
გარემოებაა და შეეწყობა ზმნის პირიანსა და უპირო ფორმებს: იქ წავიდა, იქ წასვლა, იქ წასული.
გარემოება იშვიათად შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და ზმნიზედას: ოდნავ წითელი, ძალიან შორს.
გარემოება გადმოიცემა ზმნიზედითა და ბრუნებადი სიტყვით (სახელით ან სახელზმნით).
არსებობს გარემოების შემდეგი სახეები: ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის.
55
რუსუდან ზექალაშვილი
მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს.
ბებია შვილიშვილს წიგნს უყიდის.
გავრცობილია წინადადება, რომელშიც არის ერთი ან მეტი არამთავარი წევრი.
მაგ.: გუშინ ძალიან ცხელოდა.
ბაღში მაღალი ხე დგას.
ჩემს მეგობარს ძალიან ლამაზი კაბა ეცვა.
56
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მაპირისპირებელკავშირიანი: უფროსი შვილი სახლში დატოვა, უმცროსი კი წაიყვანა; ღრუბლიანი,
მაგრამ წყნარი დღე იყო.
მაცალკევებელკავშირიანი: დედა ხან სოფელში იყო, ხან ქალაქში მოდიოდა; მე არც პირი დამიბანია,
არც თმა დამივარცხნია.
57
რუსუდან ზექალაშვილი
მისათითებელი ნაცვალსახელი და კითხვები (ვინ? რა?) იქნება ქვემდებარის ერთ-ერთ ბრუნვაში.
დამოკიდებულ წინადადებას მთავართან აერთებს მიმართებითი ნაცვალსახელები: ვინც, რაც და
მაქვემდებარებელი კავშირები: რომ, თუ.
მაგ.: მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო.
ფანჯრიდან კარგად ჩანდა, როგორ თოვდა გარეთ.
58
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
3.4.3.3.3.3. დროის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება
დროის გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც აღნიშნავს, როდის ხდება მთავარი
წინადადების ზმნით გამოხატული მოქმედება. მოგვიგებს კითხვებზე: როდის? რა დროიდან? რა დრომდე?
რამდენ ხანს? მთავართან აერთებს კავშირები: როდესაც (როცა), რომ, სანამ, რა, თუ არა, რაწამს,
როგორც კი, რაკი, ვიდრე... მთავარში მისათითებელ სიტყვად შეიძლება იყოს დროის ზმნიზედა (მაშინ,
მაშინვე, მანამ), რომლის მნიშვნელობასაც ხსნის და აზუსტებს დამოკიდებული წინადადება.
მაგ.: მაშინ დაგეხმარები, როცა მეტყვი.
სანამ წვიმა გადაიღებდა, კაფეში შევედით.
როდესაც თამარი ხმამაღლა იცინოდა, ყველა მას უყურებდა.
დილაობით, სკოლისკენ რომ მივდიოდი ხოლმე, ნაცნობებს ვხვდებოდი.
თუ საკავშირებელი მიმართებითი ზმნიზედა (როდესაც, როცა…) არსებით სახელს მიემართება,
დამოკიდებული წინადადება განსაზღვრებითია (და არა დროის გარემოებითი): არის ხოლმე ისეთი
წუთები, როდესაც სიხარულისგან დაფრინავ. კითხვაც განსაზღვრებისა დაესმის: როგორი წუთები?
59
რუსუდან ზექალაშვილი
ეს რომ ჩემი თვალით არ მენახა, არ დავიჯერებდი.
ყველაფერს მიაღწევ, თუკი მოინდომებ.
60
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მაგ.: შორს ჩანდა მთა, თეთრი და მაღალი.
გვერდით მომყვებოდა ჩემი მეგობარი, ჩამოსული სოფლიდან.
განკერძოებული განსაზღვრება პირველ წინადადებაში ზედსართავი სახელებით არის გადმოცემული,
მეორეში – მიმღეობით, რომელსაც ახლავს მიმყოლი სიტყვა (ადგილის გარემოება). პირველ მაგალითში
გვაქვს ორი განკერძოებული განსაზღვრება, მეორეში – ერთი, რომელსაც სხვა სიტყვა ახლავს. ამასთანავე,
განკერძოებული განსაზღვრება უშუალოდ მოსდევს საზღვრულ წევრს. თუმცა ასევე შეიძლება იყოს
საზღვრული წევრისაგან გათიშული, მაგალითად, ჩემი მეგობარი გვერდით მომყვებოდა, ჩამოსული
სოფლიდან.
განკერძოებული განსაზღვრება რომ საზღვრულის წინ გადავიტანოთ, იგი ჩვეულებრივ განსაზღვრებად
გადაიქცევა. მაგ.: შორს ჩანდა თეთრი და მაღალი მთა.
განკერძოებული განსაზღვრება შეიძლება ახლდეს პირის ნაცვალსახელსაც. პირის ნაცვალსახელი
ზოგჯერ არ არის ნახმარი და განკერძოებული განსაზღვრება ცალკეა.
განკერძოებული განსაზღვრება თავისი მიმყოლი სიტყვებით გამოიყოფა მძიმით (როცა წინადადების
თავშია ან ბოლოში) ან მძიმეებით (როცა წინადადების შიგნითაა).
მაგ.: ბავშვებს, სიცივისგან გაყინულებს, პაპამ ღუმელი დაუნთო.
შეხვედრიდან დაბრუნებულმა, დიდხანს ვერ დაიძინა დავითმა.
უყვარდა ნინას თავისი ბაღი, დიდი და მრავალფეროვანი.
3.6.3. მიმართვა
წოდებით ბრუნვაში მდგომ სახელს, რომელიც მეორე პირს ან მეორე პირად წარმოდგენილ საგანს
აღნიშნავს, მიმართვა ჰქვია. იგი გაუვრცობელია ან გავრცობილი არამთავარი წევრებით, ცალკე დგას ან
წინადადებას ახლავს. ცალკე მდგომი მიმართვა დაძახებისას იხმარება, რომ მისამართი პირის ყურადღება
მიიპყროს. თუ მიმართვა ცალკე არ არის ნახმარი, იგი შეიძლება იყოს წინადადების თავში ან ბოლოში, ან
კიდევ წინადადების შიგნით.
წინადადების თავშია:
ხალხო, ნუ ბრაზობთ!
ჩემო მშვენიერო ქალბატონო, სულ თქვენ გვერდით ვიქნები!
მიმართვა წინადადების შიგნითაა:
ეგ საქმე, ჩემო გიორგი, ასე ადვილად ვერ გადაწყდება.
ფრთხილად იარეთ, მეგობრებო, ფრთხილად!
წინადადების ბოლოსაა:
ეს დოკუმენტი ვის გადავცე, თინა?
ნელა ვიაროთ, ცოტნე!
მიმართვასთან დაკავშირებით უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
ცალკე მდგომი მიმართვის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება. თუ ასეთი მიმართვა მეორდება ან
რამდენიმე სხვადასხვა სახელია, უკანასკნელის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება, ხოლო ყოველი წინა
მიმართვის შემდეგ – მძიმე ან ძახილის ნიშანი.
მაგ.: დედა! რატომ მეძახდი?
ნინო, ნინო! შემოდი ჩემთან.
თუ მიმართვა წინადადების თავშია, ძლიერი გრძნობითა და დიდი პაუზით წარმოითქმის, მის შემდეგ
ძახილის ნიშანი იწერება, სხვა შემთხვევაში – მძიმე.
მაგ.: ნიკო! არ გესმის, რომ გეძახი?
61
რუსუდან ზექალაშვილი
ჩემო კარგო, ეგ მარტივი გასაკეთებელია.
თუ მიმართვა წინადადების ბოლოშია, ის წინა სიტყვისაგან მძიმით გამოიყოფა, ხოლო შემდეგ ის
ნიშანი იწერება, რომელიც წინადადებას შეეფერება.
მაგ.: გარკვევით თქვი, რისი თქმაც გინდა, ნინი?
შენი დიდი მადლობელი ვარ, თამარ!
ადამიანის საკუთარი სახელის მიმართვის ფორმა (წოდებითი ბრუნვა) ბრუნვის ნიშანს არ საჭიროებს.
მაგ.: გურამ! ვახტანგ! დავით! ნოდარ! თამარ! ელისაბედ!
3.6.4. ჩართული
ჩართული ჰქვია განკერძოებულ სიტყვასა თუ სიტყვათა ჯგუფს, რომლითაც მთქმელი გამოხატავს,
როგორ უყურებს ის წინადადებაში გამოქმულ აზრს. ზოგჯერ ჩართულია მთელი წინადადებაც.
ჩართული წინადადების თავშია ან შუაში, იშვიათად ბოლოშიც გვხვდება. წარმოთქმისას პაუზით
გამოიყოფა, წერისას – სასვენი ნიშნით: მძიმით, როცა წინადადების თავშია ან ბოლოში, და ორივე
მხრიდან მძიმით, როცა წინადადების შიგნითაა.
ჩართული მნიშვნელობით მრავალგვარია. იგი გამოხატავს:
ამა თუ იმ გრძნობას (საბედნიეროდ, ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენდა ბედად, საუბედუროდ,
სამწუხაროდ);
დარწმუნებულობას (ცხადია, რასაკვირველია, უეჭველია, აშკარაა, რა თქმა უნდა, იმედია); ვარაუდს,
დაეჭვებას (მგონი, ჩანს, შესაძლებელია, თუ არ ვცდები);
წინადადებაში გამოთქმული აზრის წყაროს (ავტორის/ჩემი/მისი... აზრით, როგორც ამბობენ, როგორც
ეძახიან, მისი წარმოდგენით);
აზრების თანამიმდევრობასა და ურთიერთმიმართებას (ჯერ ერთი, მერე მეორე, ერთი მხრივ, მეორე
მხრივ, ამგვარად, მაშასადამე, ერთი სიტყვით, პირიქით);
შენიშვნას, რომელიც აზრის გამოთქმის ფორმას ეხება (უკეთ რომ ვთქვათ, ასე რომ ვთქვათ, უფრო
სწორად, რომ ვთქვათ).
ჩართული ზოგჯერ თანამოსაუბრისადმი მიმართვაა (დამეთანხმებით, თქვენ წარმოიდგინეთ,
როგორც თქვენ ხედავთ).
ჩართულად მიიჩნევენ საალერსო სიტყვებსა და გამოთქმებს, ზოგიერთი ფიცის ფორმულას,
რომელთაც შორისდებულის მნიშვნელობა აქვთ: დედაშვილობამ, გენაცვალე, შენი ჭირიმე...).
მაგ.: ვფიქრობ, ეს ლექსი კარგად წაიკითხე.
ამ სახლში, როგორც ეტყობა, არავინ ცხოვრობდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ მომენატრა ჩემი ქვეყანა.
დამეთანხმებით, მშვენიერი სპექტაკლი იყო.
3.6.5. დანართი
დანართი არის განკერძოებული სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც დაერთვის სახელით გამოხატულ
წევრს და გვაძლევს დამატებით ინფორმაციას მის შესახებ.
დანართი შეიძლება გადმოცემული იყოს შემდეგი კავშირებით: ანუ, ესე იგი... ან მაკავშირებელი
სიტყვებით: წარმოშობით, სახელად, გვარად, ტომით...
მაგ.: ჩემი მეგობრები, ნინო და ლელა, გუშინ პარიზში წავიდნენ.
მისი უფროსი შვილი, ცხრა წლის ნიკი, წიგნს კითხულობდა.
ჩვენ, ბავშვები, უფროსებს ვეხმარებით.
62
რუსუდან ზექალაშვილი
შინაარსი
თავი I ფონეტიკა.................................................................................................................................................................... 5
1.1. ხმოვანი და თანხმოვანი ბგერები ქართულში..................................................................................................... 5
1.2. თანხმოვანთა ჯგუფები წარმოთქმის ადგილის მიხედვით............................................................................. 5
1.3. მჟღერი და ყრუ ბგერები........................................................................................................................................... 5
1.4. მკვეთრი და ფშვინვიერი თანხმოვნები................................................................................................................. 5
1.5. ფუძის კუმშვა და კვეცა............................................................................................................................................. 5
თავი II მორფოლოგია........................................................................................................................................................... 6
2.1. მეტყველების ნაწილები............................................................................................................................................. 6
2.1.1. მეტყველების ნაწილები ფორმაცვალებისა და ფუნქციის მიხედვით................................................. 6
2.1.1.1. ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები........................................ 6
2.1.1.2. სრულმნიშვნელობიანი და დამხმარე მეტყველების ნაწილები............................................... 6
2.1.2. არსებითი სახელი................................................................................................................................................ 6
2.1.2.1. ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის სახელები......................................................................................... 7
2.1.2.2. სულიერთა და უსულოთა სახელები............................................................................................... 7
2.1.2.3. საკუთარი და საზოგადო სახელები................................................................................................ 7
2.1.2.4. კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები................................................................................. 7
2.1.2.5. კრებითი სახელები............................................................................................................................... 7
2.1.2.6. ნივთიერებათა სახელები.................................................................................................................... 8
2.1.2.7. მოქმედების სახელები......................................................................................................................... 8
2.1.2.8. არსებითი სახელის ბრუნება. ბრუნვები და მათი ნიშნები....................................................... 8
2.1.2.8.1. ბრუნვის ნიშანთა გავრცობა.......................................................................................................... 8
2.1.2.9. მრავლობითი რიცხვის წარმოება.................................................................................................... 8
2.1.2.9.1. მრავლობითი რიცხვის უქონელი არსებითი სახელები.......................................................... 9
2.1.2.10. სახელები ფუძეთა მიხედვით.......................................................................................................... 9
2.1.2.11. ბრუნება და სახელთა ბრუნების მორფონოლოგიური ტიპები............................................. 9
2.1.2.11.1. თანხმოვანფუძიან საზოგადო სახელთა ბრუნება............................................................... 10
2.1.2.11.1.1. ფუძეკუმშვად სახელთა ბრუნება.................................................................................... 11
2.1.2.11.2. ხმოვანფუძიან საზოგადო სახელთა ბრუნება...................................................................... 12
2.1.2.11.2.1. ფუძეკვეცად სახელთა ბრუნება...................................................................................... 12
2.1.2.11.2.2. ფუძეუკვეცელ სახელთა ბრუნება................................................................................... 12
2.1.2.11.3. კუმშვად-კვეცად სახელთა ბრუნება....................................................................................... 13
2.1.2.11.4. თავისებურად ბრუნებადი ხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები.................................. 13
2.1.2.11.5 საკუთარ სახელთა ბრუნება....................................................................................................... 14
2.1.2.11.6. არსებითი სახელი მსაზღვრელად............................................................................................ 15
2.1.3. ზედსართავი სახელი........................................................................................................................................ 16
2.1.3.1. ვითარებითი და მიმართებითი ზედსართავი სახელი.............................................................. 16
2.1.3.2. ხარისხის ფორმები............................................................................................................................. 16
2.1.3.3. დამოუკიდებელი ზედსართავი სახელის ბრუნება.................................................................... 16
2.1.3.4. ზედსართავი სახელი მსაზღვრელად............................................................................................ 17
2.1.3.5. ზედსართავის ბრუნება არსებითთან ერთად............................................................................. 17
2.1.3.5.1. ზედსართავი სახელის ბრუნება მრავლობითში მდგომ არსებითთან ერთად............... 18
2.1.4. რიცხვითი სახელი............................................................................................................................................. 18
2.1.4.1. რაოდენობითი რიცხვითი სახელები............................................................................................. 18
2.1.4.2. რიგობითი რიცხვითი სახელები..................................................................................................... 19
2.1.4.3. წილობითი რიცხვითი სახელები.................................................................................................... 19
2.1.4.4. რიცხვით სახელთა ბრუნება............................................................................................................ 19
2.1.5. ნაცვალსახელი................................................................................................................................................... 20
2.1.5.1. ნაცვალსახელის ჯგუფები............................................................................................................... 20
2.1.5.1.1. პირის ნაცვალსახელები................................................................................................................ 20
2.1.5.1.2. ჩვენებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება..................................................................... 21
2.1.5.1.3. კითხვითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება...................................................................... 22
64
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.5.1.4. კუთვნილებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება........................................................... 23
2.1.5.1.5. მიმართებითი ნაცვალსახელები.................................................................................................. 23
2.1.5.1.6. უარყოფითი ნაცვალსახელები.................................................................................................... 23
2.1.5.1.7. განსაზღვრებითი ნაცვალსახელები........................................................................................... 23
2.1.5.1.8. განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები................................................................................. 24
2.1.5.1.9. -ვე ნაწილაკიანი ნაცვალსახელების ბრუნება........................................................................ 24
2.1.6. ზმნა....................................................................................................................................................................... 25
2.1.6.1. პირველადი და ნასახელარი ზმნები.............................................................................................. 25
2.1.6.2. ზმნის გრამატიკული კატეგორიები.............................................................................................. 25
2.1.6.2.1. გრამატიკული პირი და რიცხვი................................................................................................... 25
2.1.6.2.1.1. პირთა რაოდენობა ზმნის ერთ ფორმაში........................................................................ 25
2.1.6.2.1.2. სუბიექტური და ობიექტური პირი.................................................................................... 26
2.1.6.2.1.3. ობიექტური პირები................................................................................................................ 26
2.1.6.2.1.4. ზმნის პირისა და რიცხვის ნიშნები.................................................................................... 26
2.1.6.2.1.4.1. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი....................................................................... 26
2.1.6.2.1.4.2. მეორე სუბიექტური პირის ნიშანი............................................................................ 27
2.1.6.2.1.4.3. მესამე სუბიექტური პირის ნიშნები.......................................................................... 27
2.1.6.2.1.5. ობიექტური პირისა და რიცხვის ნიშნები........................................................................ 27
2.1.6.2.1.5.1. პირველი ობიექტური პირის ნიშანი......................................................................... 27
2.1.6.2.1.5.2. მეორე ობიექტური პირის ნიშანი.............................................................................. 27
2.1.6.2.1.5.3. მესამე ობიექტური პირის ნიშანი.............................................................................. 27
2.1.6.2.1.6. ზმნის რთული ფორმები და მეშველი ზმნა..................................................................... 28
2.1.6.2.2. გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები..................................................................................... 28
2.1.6.2.3. ზმნისწინი. ზმნისწინის რაობა და ჯგუფები........................................................................... 28
2.1.6.2.3.1. ზმნისწინები ძველი სახით თანამედროვე ქართულში................................................. 28
2.1.6.2.3.2. მიმართულების არმქონე ზმნები........................................................................................ 29
2.1.6.2.3.3. სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა ზმნისწინით................................................................ 29
2.1.6.2.4. გრამატიკული დრო......................................................................................................................... 29
2.1.6.2.5. ასპექტი............................................................................................................................................... 29
2.1.6.2.5.1. სრული ასპექტის წარმოება................................................................................................. 29
2.1.6.2.5.2. უასპექტო ზმნები.................................................................................................................... 30
2.1.6.2.6. კილო.................................................................................................................................................... 30
2.1.6.2.7. მოდალობა.......................................................................................................................................... 30
2.1.6.2.8. უღლება............................................................................................................................................... 30
2.1.6.2.8.1. სერიები და მწკრივები........................................................................................................... 31
2.1.6.2.8.1.1. პირველი სერიის მწკრივები........................................................................................ 31
2.1.6.2.8.1.2. მეორე სერიის მწკრივები............................................................................................ 31
2.1.6.2.8.1.3. მესამე სერიის მწკრივები............................................................................................ 32
2.1.6.2.8.1.3.1. III სერიის მწკრივების წარმოების თავისებურებები.................................. 32
2.1.6.2.9. ფუძე, ძირი და თემა....................................................................................................................... 32
2.1.6.2.9.1. თემა. თემის ნიშნები.............................................................................................................. 33
2.1.6.2.9.2. ერთთემიანი და ორთემიანი ზმნები.................................................................................. 33
2.1.6.2.10. გვარი................................................................................................................................................. 33
2.1.6.2.10.1. მოქმედებითი გვარი............................................................................................................. 33
2.1.6.2.10.2. ვნებითი გვარი....................................................................................................................... 33
2.1.6.2.10.2.1. პრეფიქსიანი ვნებითი................................................................................................. 34
2.1.6.2.10.2.2. სუფიქსიანი ვნებითი................................................................................................... 34
2.1.6.2.10.2.3. უნიშნო ვნებითი........................................................................................................... 34
2.1.6.2.10.2.4. სტატიკური ვნებითი................................................................................................... 34
2.1.6.2.10.2.5. აღწერილობითი ვნებითი........................................................................................... 34
2.1.6.2.10.3. საშუალი გვარი...................................................................................................................... 35
2.1.6.2.10.3.1. საშუალ-მოქმედებითი გვარი................................................................................... 35
2.1.6.2.10.3.2. საშუალ-ვნებითი გვარი.............................................................................................. 35
65
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.11. ქცევა................................................................................................................................................. 35
2.1.6.2.11.1. საარვისო ქცევა..................................................................................................................... 35
2.1.6.2.11.2. სათავისო ქცევა.................................................................................................................... 35
2.1.6.2.11.3. სასხვისო ქცევა..................................................................................................................... 35
2.1.6.2.11.4. სათავისო და სასხვისო ქცევის ფორმათა გარჩევა.................................................... 36
2.1.6.2.11.5. ქცევა ვნებითსა და საშუალი გვარის ზმნებში............................................................ 36
2.1.6.2.11.6. უქცეო ზმნები........................................................................................................................ 36
2.1.6.2.12. კონტაქტი......................................................................................................................................... 36
2.1.6.2.12.1. უშუალო კონტაქტი.............................................................................................................. 36
2.1.6.2.12.2. შუალობითი კონტაქტი....................................................................................................... 36
2.1.6.2.13. თავისებური ზმნები...................................................................................................................... 36
2.1.6.2.13.1. პირნაკლი და რიცხვნაკლი ზმნები.................................................................................. 37
2.1.6.2.13.2. პირში მონაცვლე ზმნები.................................................................................................... 37
2.1.6.2.13.3. რიცხვში მონაცვლე ზმნები............................................................................................... 37
2.1.6.2.13.4. მწკრივში მონაცვლე ზმნები.............................................................................................. 38
2.1.7. სახელზმნა........................................................................................................................................................... 38
2.1.7.1. საწყისი................................................................................................................................................... 38
2.1.7.2. მიმღეობა............................................................................................................................................... 38
2.1.8. ზმნიზედა............................................................................................................................................................. 39
2.1.8.1. ზმნიზედის ჯგუფები შინაარსის მიხედვით................................................................................ 39
2.1.8.2. პირველადი და მეორეული ზმნიზედები...................................................................................... 39
2.1.9. თანდებული......................................................................................................................................................... 39
2.1.9.1. თანდებულიანი ბრუნვები................................................................................................................ 39
2.1.9.2. ზმნიზედა თანდებულის მნიშვნელობით..................................................................................... 40
2.1.10. კავშირი............................................................................................................................................................... 40
2.1.10.1. კავშირის ჯგუფები........................................................................................................................... 40
2.1.11. ნაწილაკი............................................................................................................................................................ 41
2.1.11.1. ნაწილაკთა ჯგუფები....................................................................................................................... 41
2.1.12. შორისდებული.................................................................................................................................................. 42
2.1.13. ეტიკეტური სიტყვები და გამოთქმები..................................................................................................... 42
2.1.14. სიტყვათა წარმოქმნა..................................................................................................................................... 43
2.1.14.1. სიტყვაწარმოება............................................................................................................................... 43
2.1.14.1.1. არსებითი სახელების წარმოება............................................................................................... 43
2.1.14.1.2. კნინობით-ალერსობითი სახელები.......................................................................................... 43
2.1.14.1.3. აბსტრაქტული სახელები............................................................................................................ 44
2.1.14.1.4. მცენარეთა კრებულის სახელები............................................................................................. 44
2.1.14.1.5. გეოგრაფიული სახელები............................................................................................................ 44
2.1.14.1.6. ზედსართავი სახელების წარმოება.......................................................................................... 44
2.1.14.1.6.1. წარმოქმნილი ზედსართავი სახელის ჯგუფები შინაარსის მიხედვით................. 44
2.1.14.1.6.1.1. ყოლა-ქონის სახელები............................................................................................... 44
2.1.14.1.6.1.2. უყოლობა-უქონლობის სახელები........................................................................... 45
2.1.14.1.6.1.3. დანიშნულების სახელები.......................................................................................... 45
2.1.14.1.6.1.4. სადაურობის / წარმომავლობის სახელები............................................................ 45
2.1.14.1.6.1.5. ხელობის სახელები...................................................................................................... 45
2.1.14.1.6.1.6. წინა ვითარების სახელები........................................................................................ 45
2.1.14.1.6.1.7. ბრუნვის ნიშნებით წარმოქმნილი ზედსართავი სახელები............................. 45
2.1.14.1.7. ზმნების წარმოება. ნასახელარი ზმნები................................................................................. 45
2.1.14.1.8. სახელზმნების წარმოება............................................................................................................. 46
2.1.14.1.8.1. საწყისის წარმოება............................................................................................................... 46
2.1.14.1.8.2. მიმღეობის წარმოება........................................................................................................... 46
2.1.14.1.8.2.1. მოქმედებითი გვარის მიმღეობა.............................................................................. 46
2.1.14.1.8.2.2. ვნებითი გვარის მიმღეობა........................................................................................ 46
2.1.14.1.8.2.3. საშუალი გვარის მიმღეობა....................................................................................... 46
66
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.14.1.9. ზმნიზედების წარმოება............................................................................................................... 47
2.1.14.2. კომპოზიცია........................................................................................................................................ 47
2.1.14.2.1. ერთცნებიანი კომპოზიტები....................................................................................................... 47
2.1.14.2.2. ორცნებიანი კომპოზიტები......................................................................................................... 47
თავი 3 სინტაქსი................................................................................................................................................................... 49
3.1. სინტაქსური ერთეულები......................................................................................................................................... 49
3.2. სინტაქსური ურთიერთობის სახეები: შეთანხმება, მართვა, მირთვა........................................................ 49
3.3. წინადადება და წინადადების წევრები................................................................................................................. 49
3.3.1. წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით.............................................................................................. 49
3.3.2. წინადადების მთავარი წევრები..................................................................................................................... 50
3.3.2.1. შემასმენელი......................................................................................................................................... 50
3.3.2.1.1. მარტივი შემასმენელი.................................................................................................................... 50
3.3.2.1.2. შედგენილი შემასმენელი............................................................................................................... 50
3.3.2.2. ქვემდებარე........................................................................................................................................... 51
3.3.2.2.1. ქვემდებარისა და შემასმენლის ურთიერთობა....................................................................... 51
3.3.2.3. დამატება-ობიექტები......................................................................................................................... 51
3.3.2.3.1. პირდაპირი დამატება..................................................................................................................... 52
3.3.2.3.2. ირიბი დამატება............................................................................................................................... 52
3.3.3. წინადადების არამთავარი წევრები............................................................................................................. 52
3.3.3.1. უბრალო დამატება............................................................................................................................. 52
3.3.3.2. განსაზღვრება...................................................................................................................................... 52
3.3.3.2.1. შეთანხმებული განსაზღვრება.................................................................................................... 53
3.3.3.2.2. ნათესაობითი ბრუნვის ფორმიანი განსაზღვრება................................................................ 54
3.3.3.2.3. ნათესაობითი ბრუნვის ფორმიანი განსაზღვრებისა და უბრალო დამატების გარჩევა
ერთმანეთისაგან...................................................................................................................................................................... 54
3.3.3.3. გარემოება............................................................................................................................................. 54
3.3.3.3.1. ადგილის გარემოება....................................................................................................................... 54
3.3.3.3.2. დროის გარემოება........................................................................................................................... 54
3.3.3.3.3. ვითარების გარემოება................................................................................................................... 55
3.3.3.3.4. მიზეზის გარემოება........................................................................................................................ 55
3.3.3.3.5. მიზნის გარემოება........................................................................................................................... 55
3.4. წინადადების სახეები აგებულების მიხედვით................................................................................................... 55
3.4.1. მარტივი წინადადების შედგენილობა მთავარ წევრთა მიხედვით..................................................... 55
3.4.1.1. გაუვრცობელი და გავრცობილი წინადადება............................................................................ 55
3.4.1.2. სრული და უსრული წინადადება................................................................................................... 56
3.4.1.3. უქვემდებარო წინადადება............................................................................................................... 56
3.4.2. შერწყმული წინადადება.................................................................................................................................. 56
3.4.2.1. ერთგვარ წევრთა შეერთების საშუალებები.............................................................................. 56
3.4.3. რთული წინადადება......................................................................................................................................... 57
3.4.3.1. რთული წინადადებების შეერთების საშუალებები................................................................... 57
3.4.3.2. რთული თანწყობილი წინადადება................................................................................................. 57
3.4.3.3. რთული ქვეწყობილი წინადადება.................................................................................................. 57
3.4.3.3.1. ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება......................................................................... 57
3.4.3.3.2. დამატებითი დამოკიდებული წინადადება............................................................................... 58
3.4.3.3.3. განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება..................................................................... 58
3.4.3.3.3.1. გარემოებითი დამოკიდებული წინადადება.................................................................... 58
3.4.3.3.3.2. ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება................................................. 58
3.4.3.3.3.3. დროის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება..................................................... 59
3.4.3.3.3.4. ვითარების გარემოებითი დამოკიდებული წინადადება.............................................. 59
3.4.3.3.3.5. მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება.................................................. 59
3.4.3.3.3.6. მიზნის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება..................................................... 59
3.4.3.3.4. შედეგობითი დამოკიდებული წინადადება............................................................................... 59
3.4.3.3.5. პირობითი დამოკიდებული წინადადება................................................................................... 59
67
რუსუდან ზექალაშვილი
3.4.3.3.6. დათმობითი დამოკიდებული წინადადება................................................................................ 60
3.4.3.4. თანამიმდევრული დაქვემდებარება.............................................................................................. 60
3.5. პირდაპირი და ირიბი ნათქვამი.............................................................................................................................. 60
3.5.1. ნაწილაკებიანი პირდაპირი ნათქვამი.......................................................................................................... 60
3.6. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები....................................................................................................... 60
3.6.1. განკერძოებული განსაზღვრება................................................................................................................... 60
3.6.2. განკერძოებული გარემოება.......................................................................................................................... 61
3.6.3. მიმართვა.............................................................................................................................................................. 61
3.6.4. ჩართული............................................................................................................................................................. 62
3.6.5. დანართი............................................................................................................................................................... 62
68