4.მეფეთას თავი20

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 1

4.მეფ.

20 - როდესაც მეფე ხისკაისთან მივიდნენ წერილით და ძღვენით ბაბილონის


მეფის მეროდან-ბალადანის მსახურნი, მეფე ხიზკაიმ დაათვალიერებინა მათ მთელი
თავისი საგანძური, სამთავროსა და სახლის ყველა ნივთი და გაიგო რა ესაია
წინასწარმეტყველმა მომხდარი, უთხრა მეფე ხისკაის: „ისმინე უფლის სიტყვა, აჰა,
დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე
მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი. წაასხამენ
შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ; და
საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში. - ძალიან საინტერესოა ხიზკაის
პასუხი - უთხრა ხიზკიამ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა. შენ რომ წარმოთქვი. [და]
თქვა: იქნება ჩემს მეფობაში მშვიდობა და სიმტკიცე“

ბიბლიის ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი, რომელიც სწავლებად გვაქვს მოცემული,


უნდა გაეთვალისწინებინა ჩვენს სულიერ მთავრობას და არ უნდა დაეშვა ეკლესიის
წიაღში ბაბილონის სულიერი მემკვიდრენი, ანუ სხეულებრივი რჯულით
მაცხოვრებელი ადამიანები, ცრუწინასწარმეტყველები და ცრუმოძღვრები,
სწავლებითად და ზნეობრივად გაუკუღმართებულნი, რომელთა მისწრაფებანი
მრავაწახნაგოვანია, რადგან ზოგს, საშოვარს გადაკიდებულს, მღვდლობის
საიდუმლო სარეწაოდ გადუქცევია, ზოგს ზედმეტი მოშურნეობით რელიგიური
რადიკალიზმი დაუნერგავს და როგორც ხმელი ტოტი ვერ უძლებს ძალისმიერ
მოდრეკას და ტყდება, ასე დაუმსხვრევია ბევრთა სულები და ნეობაბილონელთა
შორის კიდევ უარესნი, მრავალს სული ლიბერალიზმის იდეით წარუწყმედია, რაც
იმდენად ხორცისმიერი და სხეულებრივია, რომ მსგავს სულებში შეუძლებელია რამ
ზეციურის ხილვა. ასეთების შემოშვება სამეფოში, ანუ ეკლესიაში და მათთვის
მთელი წმინდა საგანძურის (საიდუმლოებათა) ჩვენება, ყოვლად დაუშვებელი იყო,
რამაც გამოიწვია სიონის (ეკლესიის) სულიერი განძარცვა, მისი შვილების გატაცება,
ანუ მათთვის ჭეშმარიტი სწავლების წართმევა და ცოდვაზე დამონება,
გაუკუღმართება ღვთის სიტყვისა და ყველაფრის მიწიურ კატეგორიებამდე დაყვანა,
მათი დასაჭურისება, ანუ მოსაჩვენებლად, რომ ღვთისმოსაობის მსახურნი არიან,
მაგრამ მისი ძალისაგან განდგომილნი (2 ტიმ. 3.5), ესეიგი რამ ნახევარფაბრიკატნი,
რომელთაც „რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით რას ამბობენ და არც
ის რასაც ამტკიცებენ (1 ტიმ. 1.7).

You might also like