Professional Documents
Culture Documents
კნუტის მოვლა
კნუტის მოვლა
კნუტის მოვლა
კნუტის განვითარება
ახალშობილი კნუტი იწონის 80-დან 125გრამამდე, საშუალოდ 100გრამს. სწორი კვების და კარგი
ჯანმრთელობის შემთხვევაში კნუტი დაახლოებით 1 კვირაში იორმაგებს წონას,შემდეგ კი კვირაში
დაახლოებით 100გრამით მატულობს. დღეში კნუტის წონა მატულობს 10-15გრამით. კნუტის
წონაში მატება მისი ორგანიზმის სწორი განვითარების მთავარი მანიშნებელია. თუ წონის მატება
ჩამორჩება ნორმას მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ დედის რძე არაა საკმარისი და უნდა გავზარდოთ
დედისთვის მიცემული საკვების რაოდენობა, ასევე მეტი სითხე უნდა მივცეთ დედას და
დავუმატოთ საკვებში ვიტამინები და მიკროელემენტები.
საერთოდ მეძუძურ დედას საკვები ჭირდება 2-ჯერ მეტი რაოდენობით, ვიდრე არამეძუძურს.
საკვების რაციონი აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას, თუკი კვების შემდეგ არ კნავის, წონაში
იმატებს(დღეში სულ მცირე 10გ, არის შემთხვევები 20გრამამდეც), კუჭში გადის 3-4-ჯერ და
განავალი არის ღია ყავისფერი.
მე-2 კვირა: წონა ცვალებადობს 250-350გ ფარგლებში. მე-10-14 დღეს კნუტი თვალებს ახელს,
თუმცა ხედვით მე-15-17დღეს ხედავს. სმენა შესამჩნევად გაუმჯოესებულია-უკვე ესმის დედის
კრუტუნი და დაკნავლება. უფრო აქტიურია, უკვე შეუძლია სიარული, თუმცა ამას აკეთებს
ძნელად და მოუქნელად, მიდის ყუთის კიდეებთან და ათვალიერებს გარემომცველ სამყაროს.
მე-3 კვირა: წონა 350-500გრ. მესამე კვირიდან დაწყებული მამრი წონაში მატებით წინ უსწრებს
მდედრს. კნუტი უკვე კარგად უყურებს და ესმის როგორც მოზრდილ კატას. საკმაოდ აქტიურია.
ფხიზლობს დღის მესამედს. აქტივობა გაზრდილია, თამამად დადის და ცდილობს სირბილსა და
ხტომას. ამოსდის პირველი სარძევე კბილები. უკვე ამ დროიდან უნდა დავუდგათ ტუალეტი.
კნუტს უკვე სჭირდება სოციალიზაცია, ამიტომ ჭირდება თამაში და ფერება. მე-3 კვირიდან
ემატება დამატებითი საკვები.
1თვე: წონა 600-750გრ. უკვე აქვს 26-ვე სარძევე კბილი, რომლის შეცვლა მუდმივი კბილებით 5-
6თვის ასაკში ხდება. კნუტი ძალიან აქტიურია, სულ დახტის და თამაშობს, ყუთში ჯდომა აღარ
აკმაყოფილებს, აქტიურად შეისწავლის ოთახს, თვითონვე ნახულობს სათამაშო სიტუაციებს,
აქტიურად ეთამაშება დედას და სხვა კნუტებს. ამ დროს ყველაზე კარგი პერიოდია, რომ მოხდეს
მისი სოციალიზაცია, ამიტომ სულ უნდა ვეფეროთ და ვეთამაშოთ, უფრო მაღალ ასაკში უფრო
გაძნელდება და კატა უფრო „უკარება“ გამოდის.
2
მე-5 კვირა: კნუტი იწყებს თავისი თავის დამოუკიდებლად დაბანას. იწყებს დედის რძის მიღების
შემცირებას. დედა მეტ დროს ატარებს კნუტებისგან მოცილებით და აღარ ჩქარობს მათ ხშირ
გამოკვებას. ამიტომ ამ დროიდან იწყება კნუტის დამოუკიდებელ კვებაზე გადასვლა. უნდა
ჩავუმატოთ რაციონში სველი კონსერვი, წვრილად დაჭრილი და მოხარშული საქონლის ან ქათმის
უცხიმო ხორცი, ხაჭო, მაწონი, მაწონში აზელილი ხაჭო. ამ საჭმელმა უნდა ამოაგდოს სულ მცირე 1
დედის რძით კვება.
მე-6 კვირა: უფრო ნაკლებად სვამს დედის რძეს და ჭირდება დამატებითი საკვების მიცემა. ამ
დროს უკვე შესაძლებელია მთლიანად დამოუკიდებელ კვებაზე გადასვლა, თუმცა თუ დედის რძე
აქვს სასურველია, რომ 8კვირამდე გასტანოს ძუძუს წოვამ.
დამოუკიდებელ კვებაზე გადასვლის შემთხვევაში კვება ჭირდება 5-6-ჯერ დღეში.
მე-7 კვირა:
მე-8 კვირა:
მე-12 კვირა: ამ დროისთვის მას უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებული უნარ- ჩვევები გააჩნია-
კარგად ესმის, ხედავს და ყნოსავს, საბოლოოდ ჩამოუყალიბდა თვალის ფერი. ესაა
დეჰელმინთიზაციისთვის (ჭიების დაყრა) და ვაქცინაციისთვის ოპტიმალური პერიოდი.
ვაქცინაცია ტარდება დეჰელმინთიზაციიდან 10-12 დღის შემდეგ. პირველი ვაქცინაცია ტარდება
კატის ჭირის(პანლეიკოპენია), კალცივიროზის, რინოტრაქეიტისა და ქლამიდიოზის წინააღმდეგ,
ხოლო 3-4კვირაში რევაქცინაცია(განმეორებით ვაქცინაცია) იგივე ვირუსებზე და მასთან ერთად
ცოფის წინააღმდეგ.
3
ამ ასაკში მას უკვე უნდა შეეძლოს თავისუფლად ეკონტაქტოს და ეთამაშოს სხვა ცხოველებსა და
ადამიანებს, მშვიდად რეაგირებდეს ალერსზე ადამიანის მხრიდან, არ უნდა ამჟღავნებდეს აგრესიას
მათ მიმართ.
მე-5 თვე:
მუდმივი კბილების ამოჭრის პერიოდია.
3კვირა-1თვიდან კნუტს უკვე თეფშიდანაც შეუძლია ჭამა. 3კვირა-1 თვიდან შეიძლება რძის
გარდა სხვა საკვების მიცემაც(მშრალი საკვები, ჟელე, ქათმის უცხიმო ხორცი წვრილად
დაჭრილი, ხაჭო, კვერცხის გული, მაწონი). 3 კვირიდან უკვე შეიძლება რძესთან ერთად
დაემატოს მშრალი საკვები, თუმცა მთლიანად რძისგან მოწყვეტა და სხვა საკვებზე გადაყვანა
ჯერ არაა რეკომენდებული. მხოლოდ 5-6კვირიდანაა შესაძლებელი მთლიანად მშრალ
კვებაზე გადასვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშრალი საკვები დედის რძეს შეცვლის. დედის
რძე კნუტისთვის შეუცვლელია.
1. ახალშობილი კნუტი უნდა ვკვებოთ წვრილი საწოვარით, შპრიცით ან პიპეტით. კვებისას კნუტი
უნდა დავიკავოთ მუცლით ქვემოთ, არ ამოვატრიალოთ ზურგზე თორემ შეიძლება რძე სასულეში
გადასცდეს. ბოთლი უნდა იყოს ნახევრად დახრილი, 45გრადუსი კუთხით(იხ. სურათი).
2. რძე უნდა იყოს ახალი მომზადებული. შეიძლება წინა კვებისას მორჩენილი რძის მაცივარში
შენახვაც. მაცივარში მომზადებული რძე შეიძლება შევინახოთ არაუმეტეს დღე-ღამისა, თუმცა
სასურველი არაა წინასწარ რძის ნარევის მომზადება და შენახვა დაინფიცირების საფრთხის გამო,
განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, უკეთესია ყოველი ხმარების წინ ახლის დამზადება.
4. თუ რძის ფხვნილის მიცემის შემდეგ ფაღარათი განვითარდა შესაძლოა ამის მიზეზი ბევრი
ფხვნილის გამოყენება იყოს, ამიტომ რძის ფხვნილი უნდა შევამციროთ, რადგან ბევრ ფხვნილში
ბევრი ცხიმია და შეიძლება ან გამოიწვია ფაღარათი.
5. პირველ კვირაში რძის რაოდენობა საშუალოდ ერთ მიცემაზე 5-6მლ-ია, მეორე კვირიდან
ორმაგდება, მესამე კვირიდან კვლავ ორმაგდება წინა კვირის დოზასთან შედარებით.
6. კნუტს ჭირდება დაახლოებით 5წუთი, რომ დანაყრდეს. დანაყრების ნიშანია წოვის შესუსტება,
კნავილის შეწყვეტა და კნუტს ჩაეთვლიმება კიდეც.
7. ქუჩაში ნახული კნუტი ხშირად საკვების მიღებაზე უარს ამბობს და მომვლელი ელოდება, რომ
მადა მოუვა და საკვებს არ აძალებს. არადა კნუტი შეიძლება იმიტომ არ ჭამდეს, რომ
დაუძლურებულია, გამოფიტულია და გაუწყლოებულია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ
კნუტი რძით იკმაყოფილებს წყალზე მოთხოვნილებას და თუ რძე არ მიიღო წყალსაც ვერ მიიღებს,
ხოლო გაუწყლოება მის დასუსტებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მოშლას იწვევს
და ამიტომაც ვერ ჭამს და ეს მისთვის სასიცოცხლო საშიშროებაა. ამიტომ ასეთ ძალით უნდა
დავალევინოთ რძე, ფრთხილად და ცოტ-ცოტა პიპეტით ან შპრიცით და აარ დავიწყოთ მეძუძური
დედის ძებნა, რადგან ყოველი დაკარგული წუთი კნუტის დამძიმებას ნიშნავს.
8. ჭურჭელი, რომლითაც კნუტს ვაჭმევთ და ასევე სხვა ჭურჭელი და კოვზი თუ სხვა საგნები,
რომელიც მონაწილეობს საჭმლის მომზადებაში, საკვების მიცემის შემდეგ უნდა კარგად
გამოირეცხოს, ხოლო ახალი საკვების მომზადების წინ კარგად უნდა დაიდუღროს.
კნუტის მოვლა
1. კნუტი დღის მანძილზე წონაში იმატებს 10-15გრამით, ამიტომ წონის მატების დინამიკის
გასაგებად უნდა ავწონოთ მგრძნობიარე სასწორით.
2. კნუტის საჭმლის მომნელებელი სისტება სუსტია, ამიტომ მას უნდა დავეხმაროთ
ტუალეტით. ყოველი გამოკვების შემდეგ საჭიროა მუცლის და უკანა ტანის მიდამოს მასაჟი
თბილ წყალში დასველებული ნაჭრით, როგორც დედა უკეთებს ყოველი კვების შემდეგ.
თუ სწორად გავაკეთებთ, კნუტი დღეში 3-4-ჯერ გავა კუჭში და დაიცლება აირებისგან.
5
კნუტის ფეკალია უნდა იყოს ღია ყავისფერი. თუ გადავაჭარბებთ კვებას ფეკალია იქნება
ყვითელი და თხიერი. თუ უფრო სისტემატურ სახეს მიიღებს საკვების გადაჭარბება
ფეკალია იქნება რუხი ან მწვანე, რასაც თან დაერთვის ფაღარათი, რაც სასიცოცხლოდ
საშიშია კნუტისთვის.
3. მშრალ საკვებზე გადასვლის შემდეგ კნუტი უკვე უნდა მივაჩვიოთ თავის ქოთანს.
ადგილი კნუტისთვის
ზამთარში კარგია კნუტების კარტონის ყუთის ხის ფიცარზე შემოდგმა იატაკიდან სიცივე
რომ არ აიღოს.
ტემპერატურა გრაფიკი
მე-5 დღიდან
ყოველ 4სთ-ში
თუ კვების შემდეგ რომელიმე კნუტი არ იძინებს და კნავის, ე.ი. საკვები არ ეყო. ამ დროს ის თითის
მოწოვას ცდილობს. ის უნდა ხელით დედას ძუძუსთან მივუყვანოთ.
ასევე შესაძლოა კნავილის მიზეზი აირების დაგროვება იყოს. ამ შემთხვევაში ან არ მოწოვს დედას
ან წოვას თავს ანებებს და კნავილს იწყებს.
დედის რძე ყველა ძუძუმწოვარისთვის შეუცვლელია, მაგრამ თუ კნუტი უპატრონოა, მაშინ დგება
საკითხი რით უნდა გამოვკვებოთ ის ხელოვნურად. ყველაზე სწორი გამოსავალია ვეტაფთიაქებში
სპეციალურად კატის ხელოვნური რძის ფხვნილის შეძენა. ის შეიცავს ყველა საჭირო კომპონენტს,
რომელიც აუცილებელია კნუტის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
თუ სპეციალურ კატის რძის ფხვნილს ვერ ვშოულობთ, მაშინ 2 არჩევანია: ან საქონლის
რძე(ძროხის, თხის) ან აფთიაქში ბავშვის ხელოვნური კვებისთვის განკუთვნილი რძის ფხვნილის
შეძენა.
ორიოდე სიტყვით იმ მითის შესახებ, რომ თხის რძე არნახულად კარგია კნუტისთვის.
სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. თხის რძე კიდევ უფრო მეტ ცხიმს შეიცავს, ვიდრე ძროხის
რძე, ხოლო ცილა მასშიც ისევე ცოტაა, როგორც ძროხის რძეში. ჭარბი ცხიმიანობის გამო მან
შეიძლება კნუტის პანკრეატიტიც კი გამოიწვიოს და პანკრეატიტის ერთ-ერთი სიმპტომი
ღებინებაა და კნუტს თუ შეუჩერებელი ღებინება აუტყდა დიდია რისკი იმისა, რომ გაუწყლოებით
დაგვეღუპოს.
მაშინ რატომაა, რომ სოფელში ბავშვს თხის რძეს აძლევდნენ? თხის რძის დადებითი თვისებაა ის,
რომ მასში ნაკლებია ნახშირწყლები, რომლებიც იწვევს ბავშვის ალერგიას. ოფიციალურად
მედიცინაში აღიარებული ფაქტია, რომ ალერგიული, დიათეზიანი ბავშვები თხის რძე უკეთ
იტანენ, მაგრამ რა ვუყოთ მის ჭარბ ცხიმიანობას? მაშინ წყლით უნდა გავაზავოთ, რომ ცხიმიანობა
8
დავაგდოთ.
მაშასადამე, ძროხის რძე შეიცავს ბევრ ცხიმს, ნაკლებ ცილას და ბევრ ნახშირწყალს, ვიდრე კნუტს
ჭირდება და ამიტომ საჭიროა მასში ცილის დამატება და ამასთანავე კნუტს არ უნდა ქონდეს
ძროხის რძის ნახშირწყლის დამშლელი ფერმენტის დეფიციტი. ხოლო თხის რძე კიდევ უფრო
ცხიმიანია, ვიდრე ძროხის და ამიტომ საჭიროებს გაზავებას, თან ცილის დაფიციტის გამო მასაც
ჭირდება კვერცხის ცილის დამატება.
როგორც ვხედავთ, არც ისე იოლია საქონლის რძის მისადაგება კნუტის მოთხოვნილებებზე.
ამიტომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, თუ სპეციალურ კატის რძის ფხვნილს ვერ
ვშოულობთ, არის ბავშვის ხელოვნური კვებისთვის განკუთვნილი რძის ფხვნილის შეძენა. ასეთი
ფხვნილების ასორტიმენტი დიდია, დაწყებული შედარებით იაფიანი ფხვნილებით(„მალიში“,
„მალიუტკა“, „ვინი“) დამთავრებული ევროპული მაღალი ხარისხის ფხვნილებით. ძალიან კარგად
გადააქვთ ჰუმანას რძის ფხვნილი ახალშობილებისთვის, ნოლი ნომერი. ბავშვის რძის ფხვნილები
შეიცავს მაღალი კონცენტრაციით ცილას, ცოტა ცხიმს და გაანგარიშებულია ნახშირწყლების
აუტანლობის მქონე ბავშვებისთვის.
ასევე საშიშია კნუტისთვის გადახურებაც, რადგან ის იწვევს ბევრი წყლის აორთქლებას, სხეულის
გაუწყლოვნებას, შესაბამისად სისხლის შესქელებას და სისხლის ცირკულაციის მოშლას, წნევის
დავარდნისა და გონების დაკარგვის ჩათვლით. ამიტომ გადახურებისა და მის მიერ გამოწვეული
გაიწყლოვნების საპროფილაქტიკოდ კნუტს ყოველთვის უნდა ედგას ახალი წყლით ჭურჭელი.
რაც შეეხება თვალის ახელის შემდეგ კონიუქტივიტის განვითარების მიზეზი ჭიის გარდა
შეიძლება იყოს ახელილ თვალში ინფექციის შეჭრა კნუტის საცხოვრებელი ყუთის არაჰიგიენური
პირობების გამო. კნუტი ახელილი თვალებით ეხება დედა კატის ხშირი ჩახტომა- ამოხტომის გამო
მიწითა და მტვრით დაბინძურებულ საფენს და ეს იწვევს კნუტის თვალში ინფექციის შეჭრას და
ინფექციური კონიუქტივიტის განვითარებას.
10
ესაა კნუტების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზი. ჩვენ ვერ ვგებულობთ და სინამდვილეში ამის
გამო ვერ ნახულობს მზის სინათლეს კნუტების უმრავლესობა, სარდაფებშივე იხოცებიან
თვალების დაჩირქების გამო. დედა რომ შეატყობს რომ სუნი ასდის მოაცილებს სხვა შვილებს და
ძუძუს აღარ აწოვებს და დასუსტებისგან-გამოფიტვისგან იღუპებიან ან კიდე დედა შეჭამს. შეჭმით
2 საქმეს აკეთებს: ინფექციას აცილებს სხვა შვილებს და ხორცის ცილის აუტანელ დეფიციტს
იკმაყოფილებს, რომ სხვა შვილებს რძე დაალევინოს. და ასე უწყდება უმრავლესობა შვილები...
ასე ვრცლად იმიტომ დავწერე, რომ ცხოველთა ვნებების "ბალელშიკებმა", რომლებიც ნიანგის
ცრემლებს ღვრიან და აპროტესტებენ კასტრაცია-სტერილიზაციას და ცხოველთა სექსუალურ
უფლებებს იცავენ, წაიკითხონ და გაითავისონ ის საშინელება, რაც სარდაფებში ხდება მანამ, სანამ
დედა კატა კნუტებს გამოიყვანს დღის შუქზე და რომ უმრავლესობა საერთოდ ვერ ნახულობს
დღის შუქს და საშინელი წამებით თვალების დაჩირქებით იღუპება სარდაფებში. ეს კიდევ ერთი
სერიოზული მიზეზია, თუ რატო უნდა გასტერილდეს ცხოველები!!!
11