Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

 კითხვა # 21 არ დაკმაყოფილდა

შპს „პანორამას“ კანონიერი ნდობა გააჩნდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს აღმჭურველი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, რომლითაც მასზე გაცემული იქნა 
ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. კერძოდ, შპს  „პანორამამ“ გადაიხადა სალიცენზიო
მოსაკრებელი,   აწარმოა წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები, გაწეული იქნა ფინანსური ხარჯები და
განხორციელდა სხვა, იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები. ამის შემდეგ,   სსიპ გარემოს
ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და შედეგად, ბათილად სცნო შპს
„პანორამას“ მიმართ გამოცემული, ზემოაღნიშნული ნებართვა.  ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა,
რომ  შპს „პანორამას“  სასარგებლოდ გაცემული  ნებართვა  არსებითად არღვევდა სხვა პირების კანონიერ
უფლებებს და ინტერესებს.   

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია  ადმინისტრაციულ ორგანოს


მიერ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა,
რომლის მიმართ მოქმედებდა კანონიერი ნდობის უფლება?

გაცემული პასუხი:

ა. არა, რადგან აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად


ცნობით ილახება იმ პირის ინტერესი, რომელსაც მის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია.

სწორი პასუხი:

ბ. დიახ, თუ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად


არღვევს სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

დასაბუთება:

ვფიქრობ აღნიშნულ ტესტში ჩემს მიერ გაცემული პასუხიც შეიძლება ჩაითვალოს სწორ პასუხად, შემდეგი
გარემოებების გამო,საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 60 პრიმა 1 მუხლის, მე-4
ნაწილის თანახმად "დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან
ინტერესებს." მართალია აღნიშნულ შემთხვევაში პირდაპირ არის მითითებული მუხლის გამოყენების
გამომრიცხავი გარემოება, თუმცა თუ სწორ პასუხად მთითებული ჩანაწერი აღებულია, კანონის სიტყვა-
სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, მაშინ ჩემს მიერ არჩეული პასუხიც შეიძება ჩაითვალოს სწორ
პასუხად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ალბათ ტესტის შემდგენელის არგუმენტი ის იქნება, რომ მისი პასუხი
უფრო მეტად სწორია, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, აღნიშნულ პასუხში არ ჩანს ის შემთხვევა, როდესაც
ზოგადად იმ კანონსაწინააღმდეგო აქტის ბათილად ცნობა დაუშვეებლია თუ მის მიმართ დაინტერესებლ
მხარეს ჰქონდა კანონიერი ნდობის საფუძველი, მით უმეტეს კაზუსიდან ჩანს, რომ შპს "პანორამამ"
გარკვეული ხარჯები გაიღო და განახორციელა არა ერთი ქმედება,რით დგინდება, რომ
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტლებით დაცულია თანაზომიერების პრინციპი და
ინტერესთა კონფლიქტის დროს უფრო მეტად არ დაზარალდა შპს-ს ინტერესი, ვიდრე სხვა პირების
უფლებები და ინტერესები. ამავდროულად ბუნდოვანია ის საკითხიც, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ
ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რის საფუძვლეზე დაიწყო მან აღნიშნული წარმოება? რა სახის
ადმინისტრაციული წარმოება განახორციელდა? მოწვეული იყო წარმოების დროს შპს, რომელსაც
კანონიერი ნდობის საფუძველი გააჩნდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? რას ნიშნავს
ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა? უნდა ჩავთვალოთ ეს დასაბუთებად? რაში გამოიხატებოდა სხვა
პირების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევა? ამავდროულად მიიღო თუ არა ბათილად
ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი? თუ კი შეიცავდა თუ არა ადმინისტრაციულ
სამართლებრივი აქტი შესაბამის დასაბუთებას? ვფიქრობ აღმჭურველი ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიექცეს იმ პირის უფლებებსა და ინტერებს, რომელსაც კანონიერი ნდობა გააჩნია ამ აქტის მიმართ და
ყოველი შემთხვევა ადმინისტრაციულმა ორგანომ გულდასმით უნდა შეისწავლოს და არა ისე, როგორც
მოცემულ კაზუსშია მითითებული. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ
არის კანონიერი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რადგან აღმჭურველი ინდივიდულაურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით ილახება იმ პირის ინტერესი, რომელსაც მის მიმართ კანონიერი
ნდობა გააჩნია.

 კითხვა # 62 დაკმაყოფილდა,დაემატა 1 ქულა

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქემ


მოკლა საელჩოს თანამშრომელი, რომელიც იყო საფრანგეთის მოქალაქე. აღნიშნულ
ფაქტზე დაიწყო გამოძიება როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში. საფრანგეთმა
მიმართა საქართველოს შესაბამის ორგანოებს, საფრანგეთში მოქმედი საქართველოს
საელჩოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.
საქართველოდან თანხმობის მიღების შემდეგ, საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე
საფრანგეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო
მოქმედება ფრანგული კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, კანონიერია


საფრანგეთისთვის თანხმობის მიცემა საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე
ფრანგული კანონმდებლობის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების
თაობაზე?

გაცემული პასუხი:

გ. არა, ვინაიდან დანაშაული ჩადენილი იყო საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე.

სწორი პასუხი:

ა. დიახ, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს


საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის
გამოყენების შესაძლებლობას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას.

დასაბუთება:

ვფიქრობ ტესტში სწორ პასუხად მითითებული პასუხი, ცალსახად არ შეიძება ჩაითვალოს სწორად, ვინაიდან
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად
"საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს
სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით." აღნიშნული მუხლის გამოყენების აუცილებელი
წინაპირობაა საქართველოს საერთაშრისო ხელშეკრულების არსებობა, რომლის მიხედვითაც
განსაზღვრული იქნება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე
საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ. მოცემულ კაზუსში არ ჩანს არსებობს თუ არა საქართველოსა
და საფრანგეთს შორის, ან ზოგადად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის
საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საფრანგეთისთვის თანხმობის მიცემა ფრანგული კანონმდებლობის
გამოყენებისა და მათ მიერ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, შესაბამისად საფრანგეთისთვის
თანხმობის მიცემა საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე ფრანგული კანონმდებლობის გამოყენებით
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე არ არის სწორი. ამავდროულად ჩემს მიერ მითითებული
პასუხი ვფიქრობ უნდა ჩაითვალოს სწორ პასუხად, ვინაიდან,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად "დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის
პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად."
აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გამოყენებულიყო საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან ქმედება
განხორციელდა საქართველოს ტერიტროიაზე, შესაბამისად სწორ პასუხად შეიძლება ჩაითვალოს ჩემს
მიერ გაცემული პასუხი.

 კითხვა # 89 დაკმაყოფილდა,დაემატა 1 ქულა

ქედაში მცხოვრებმა ტყემალაძემ სარჩელი, რომელიც გამომდინარეობდა ბათუმში


მდებარე იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, წარადგინა თბილისის
საქალაქო სასამართლოში იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.
სასამართლომ განჩინებით არ მიიღო სარჩელი წარმოებაში იმ მოტივით, რომ
მოსარჩელემ დაარღვია განსჯადობის წესი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, სწორად


მოიქცა  სასამართლო?

გაცემული პასუხი:

დ. დიახ, ვინაიდან სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან,


სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.

სწორი პასუხი:

გ. არა, ვინაიდან სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან,


სასამართლოს წარედგინება მხოლოდ იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.

დასაბუთება:

აღნიშნულ ტესტში მითითებული "სწორი" პასუხი პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში კანონის


ჩანაწერთან, ხოლო ჩემს მიერ გაცემული პასუხი არის ჭეშმარიტი, რაც შემდეგში
გამოიხატება,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ადგენს განსჯადობის
განსაკუთრებულ წესს,აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად "სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს
იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის
ადგილმდებარეობის მიხედვით." მოცემულ კაზუსში იურიდიული პირი მდებარეობდა თბილისში, ხოლო
სარჩელი გამომდინარეობდა იმ ფილიალის საქმიანობიდან, რომლის ადგილსამყოფელი იყო ბათუმი,
შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული განსჯადობის თანახმად, ტყემალაძეს უნდა
მიემართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე
თბილისის საქალაქო სასამართლო სწორად მოიქცა, როდესაც არ მიიღო სარჩელი წარმოებაში,ვინაიდან
სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს
წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაბამისად აღნიშნულ ტესტში
სწორი პასუხი არის "დ".

You might also like