Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ღეროვანი უჯრედი - deda ujredebi

ეს არის მოუმწიფებელი ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც შესწევს


თვითგანახლებისა და პარალელურად დიფერენცირების უნარი, ანუ იგი წარმოქმნის
ქსოვილებს, უჯრედებსა და ორგანოებს. ის არის ყველაზე მძლავრი ღეროვანი
უჯრედი - ამავე დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი.
ღეროვანი უჯრედები იყოფა:

ემბრიონულ,

ფეტალურ

და მოზრდილთა ღეროვან უჯრედებად.

მას შემდეგ რაც მოხდება სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერება


მიიღება ზიგოტა ზოგიტების ერთობლიობა ქმნის მორულას შემდეგ მიიღება
ბლასტოცისტა მასიშ არის ემბრიო ბლასტი ბლასტოცისტა რომელიც წარმოადგენს
ემბრიონულ ღეროვან უჯრედს

მათგააჩნიათ დიდი პლასტიურობა ანუ პოტენციალი რომ მოგვცენ სხვადასხვა ტიპის


უჯრედები და ქსოვილები

მათ აქვთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის უნარი

ემბრიონული ღეროვანი უჯრედები მიიღება 5–14 დღის ემბრიონიდან

მისგან ვითარდება ადამიანის ორასზე მეტი ტიპის უჯრედი, რომელთა საერთო


რაოდენობა 100 ტრილიონამდეა.

სომატურ ღეროვან უჯრედებს ძვლის ტვინში ისინი სისხლის უჯრედებად


დიფერენცირდებიან

მათ აქვს შეზღუდული პლასტიურობა

ინ ვიტრო განაყოფიერებისას გვაქვს ბლასტომერები რომლის გამოყენებაც შეიძლება

ასევე გვაქვს ჭიპლარის სიხლის ღეროვანი უჯრედები


ჭიპლარის სისხლი ეწოდება სისხლს, რომელიც ჭიპლარის ვენაში და პლაცენტაში
(მომყოლში) რჩება ბავშვის და ბადების და ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ.
შესაძლებელია ამ სისხლის შეგროვება. ჩვეულებრივ, მისი მოცულობა 20-200 მლ-
მდე მერყეობს. ამ უჯრედების შენახვა პრაქტიკულად უსასრულოდ  შეიძლება
თხევად აზოტში და მათ სამედიცინო საჭიროებისას თქვენი შვილი გამოიყენებს.
რა არის ღეროვანი უჯრედები? 
ორგანიზმის მუდმივი განახლებისთვის საჭირო ღეროვანი უჯრედები.  ღეროვან
უჯრედებს  გააჩნიათ თვითგანახლების უნარი და ამავდროულად შეუძლიათ
სხვადასხვა  სახის უჯრედებად  (მაგ. კანის, ძვლის, სისხლის, ხრტილის, კუნთის,
ღვიძლის, ნერვული სისტემის) მომწიფება და  შედეგად ქსოვილებისა და
ორგანოების მუდმივ აღდგენა-თვითგანახლებას უზრუნველყოფენ. ამგვარად,
ღეროვანი უჯრედი ორგანიზმის უწყვეტი რეგენერაციის წყაროა.  ჩასახვის  პირველ
დღეებში ორგანიზმი მხოლოდ ღეროვანი უჯრედებისგან შედგება, შემდგომ კი მათი
პროცენტული რაოდენობა თანდათან კლებულობს, რადგან მათგან წარმოიქმნება  
დიფერენცირებული უჯრედები, რომელთაც ორგანიზმში კონკრეტული ფუნქციები
ეკისრებათ. 

ღეროვანი უჯრედების პროცენტული შემცველობა და რეგენერაციის  პოტენციალი


გაცილებით მეტია ჩვილ ორგანიზმში და  ასაკის მატებასთან ერთად  კლებულობს.
ჭიპლარის სისხლი მდიდარია სისხლმბადი ღეროვანი უჯრედებით. აქვე მოიპოვება
ე.წ. მეზენქიმური და ენდოთელური (სისხლძარღვთა წარმომქნელი) ღეროვანი
უჯრედები. ჭიპლარის სისხლში CD34+ სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების
პოტენციალი ოცჯერ აღემატება მოზრდილთა ძვლის ტვინის CD34+ სისხლმბადი
ღეროვანი უჯრედების პოტენციალს.
ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრდების უპირატესობანი
ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრდების შეგროვება სრულიად უსაფრთხოა,
როგორც დედის, ასევე ახალშობილისათვის, მაშინ, როცა ძვლის ტვინიდან ღეროვანი
უჯრედების აღება საკმაოდ მტკივნეული და რისკთან დაკავშირებული
პროცედურაა.
ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს აქვთ დაზიანებულ ქსოვილში ჩანერგვის
მაღალი უნარი, გრძელი ტელომერები და ტელომერაზის მაღალი აქტივობა (ეს
ორივე კომპონენტი დამახასიათებელია ახალგაზრდა და მაღალი გამრავლების
უნარის მქონე უჯრედებისათვის), ლიმფოციტების დაბალი ციტოტოქსიური ეფექტი
და ანთების ციტოკინების (ინტერფერონი გამა, ინტერლეიკინი 4, 5, 10) მცირე
პროდუქცია, რის გამოც იმუნური შეუთავსებლობის რეაქციები იშვიათია და
მსუბუქად მიმდინარეობს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისაგან განსხვავებით,
ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციის დროს არ არის აუცილებელი დონორისა და
რეციპიენტის HLA სისტემების სრული თანხვედრა. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმ
პაციენტებისათვის, რომელთაც ვერ მოეძებნათ იმუნურად იდენტური მოზრდილი
დონორი.

ტერმინი "ღეროვანი უჯრედი" პირველად 1908 წელს გამოიყენეს. ის მომდინარეობს


გერმანული სიტყვიდან "შტამცელე" ("შტამ" - ღერო, დასაწყისი, საფუძველი, "ცელე" -
უჯრედი).
რაც უფრო იმატებს ორგანიზმის ასაკი, მით უფრო მცირდება ღეროვანი უჯრედების
პოტენციალი.
სიბერეც, შეიძლება ითქვას, ღეროვანი უჯრედების დეფიციტით არის გამოწვეული,
იმიტომ, რომ ღეროვანი უჯრედი არის ორგანიზმში რეგენერაციის, თვითაღდგენის
ერთადერთი წყარო. ორგანიზმი მუდმივად ცვდება და ღეროვანი უჯრედები რომ არ
იყოს, რა თქმა უნდა, დაბერება და კვდომა გაცილებით ადრე მოხდებოდა.
წარმატებული შედეგი აქვს ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში,
როდესაც პაციენტს აქვს ტრამვა ავარიის, ტყვიის ან მკვეთრი დაცემის დროს
მიღებული, აქვს პარკისონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზი. ამ დროს
რეკომენდირებულია საკუთარი ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედების გამდიდრება.
პროცედურა 2 საათს გრძელდება და შემდეგნაირია: პაციენტიდან იღებენ 50-100 მლ
ძვლის ტვინს. ლაბორატორიაში ამდიდრებენ უჯრედებით, აუმჯობესებენ
კონცენტრაციას და იგივე უჯრედების შეყვანა ხდება ან ქირურგიული ოპერაციის
დროს დაზიანებულ უბანზე ან ხერხემლის არხში.  ამ პროცედურის შედეგად
პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება, იზრდება კიდურების
მგრძნობელობა, უკეთესდება სქესობრივი აქტივობა და ა.შ.
პროცედურა ძალიან ეფექტურია ღვიძლის ციროზის დროს, მნიშვნელოვნად
იცვლება ღვიძლის ფუნქციონირება. თერაპია ნახევარ წელიწადში ერთხელ, ზოგჯერ
წელიწადში ერთხელ მეორდება უკეთესი შედეგის მისაღწევად.
პროცედურა დანერგილია და დიდი წარმატებით ფუნქციონირებს იაპონიაში და
ამერიკის შეერთებულ შტატებში. 
იმუნური თერაპიის სახელით ცნობილია ლაკთერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო
ვაქცინა. იმუნურ სისტემის გასაუმჯობესებლად ვენიდან იღებენ სისხლს. ამუშავებენ
იმ დონემდე, რომ მივიღოთ საჭირო მონონუკლეარული ლიმფოციტები, რადგან
იქვეა ბუნებრივი კილერები, რომელიც თანდაყოლილი იმუნური სისტემის ნაწილია
და წარმოადგენს უჯრედს, რომელიც სიმსივნისაგან დაცვის საშუალებაა. მათ აქვთ
ვირუსით დასნეულებული უჯრედების განადგურების უნარი. აღსანიშნავია, რომ
ინდივიდუალურია ყველა პაციენტთან მიდგომა. ზუსტი პროცედურა კი შემდეგია:
ვენიდან აღებული სისხლიდან თავისუფლდება და აქტიურდება კილერები, ემატება
აქტიური ნივთიერება, მრავლდება და ამის შემდეგ უფრო  ეფექტურად ებრძვის
სიმსივნეს. 2 კვირიანი  ინკუბაციის შემდეგ (იყინება თხევად აზოტში)  5 თვის
განმავლობაში ხდება შეყვანა ხერხემლის არხში, ვენაში ან კანქვეშ საჭიროების
მიხედვით. პროცედურის გამეორება შესაძლებელია კომბინაციაშიც. შეიძლება
გამოყენებულ იქნას ქიმიო თერაპიასთან ერთად. საუკეთესო შედეგისთვის
აუცილებელია, მაქსიმალურად მცირე ზომაზე დავიყვანოთ სიმსივნე და ამის შემდეგ
ჩავატაროთ უჯრედული თერაპია. თერაპიას აქტიურად გამოიყენებენ სხვა და სხვა
ლოკალიზაციის სიმსივნეებზე, მათ შორის ფარისებურის არადიფირინცირებულ
ფორმაზე, გინეკოლოგიურ სიმსივნეებზე, ბრტყელუჯრედოვან სიმსივნეებზე, თავ-
კისრის ლოკალიზაციის სიმსივნეზე. სტანდარტულად 8 ინექცია უკეთდება
პაციენტს, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმებს უწევთ ყველა ინექციის ერთად შეყვანა
პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. 
დენდრიტული უჯრედებისგან მზადდება პერსონალიზირებული ვაქცინა,
კონკრეტული სიმსივნისთვის. უჯრედების მისაღებად საჭიროა სიმსივნის ქსოვილი
პირველადი და მეტასტაზური და დენდრიტული უჯრედები, რომლებიც მცირე
რაოდენობითაა სისხლში. იღება სისხლი, თავისუფლდება იმუნური სისტემის
დირიჟორი უჯრედსგან, იგივე დენდრიტული უჯრედისგან. ისინი დაიგეშებიან
აქტივდებიან ამ სიმსივნის საწინააღმდეგოდ. თუ კიდევ სადმე დარჩა, ის იპოვის და
ებრძვის მას. დენდრიტულს ამრავლებენ, მერე ამატებენ სიმსივნური ქსოვილს და
ესენი იჭერენ დარჩენილ სიმსივნურ უჯრედებში. შემდეგ შეჰყავთ კანში 2 კვირაში 1
ხელ 4 ჯერ. 1 ცალს აქვს 3000 ლიმფოციტის გააქტიურების უნარი. დღეის
მონაცემებით ამ პროცედურას აქვს საუკეთესო შედეგები, რომელიც სხვა  არანაირ
სამედიცინო ლოგიკას არ ექვემდებარება.

ლაბორატორიაში, სადაც ჭიპლარის სისხლს ამუშავებენ, სისხლი


სამშობიაროდან სპეციალური კონტეინერით 24 საათის განამავლობაში უნდა
მოხვდეს. დაახლოებით, 2 საათია საჭირო იმისთვის, რომ სისხლი დამუშავდეს
და სხვა კომპონენტებისგან გათავისუფლდეს. მომდევნო ერთ საათის
განმავლობაში კი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს გაყინვისთვის ამზადებენ.

ოთახში, სადაც გაყინული ღეროვანი უჯრედები ინახება, განსხვავებული


ტემპერატურაა. ყოველი ახალშობილის მარკირებული უჯრედები თხევადი
აზოტის საცავებში უსასრულოდ, -196 გრადუსზე ინახება და მათი გამოყენება
მის მფლობელს ცხოვრების ბოლომდე შეუძლია. 

უჯრედების გაყინვა -196 გრადუსამდე მაშინვე არ ხდება. ეს პროცესი


სპეციალური დანადგარის მეშვეობით თანდათანობით მიმდინარეობს,
წინააღმდეგ შემთხვევაში უჯრედები მოკვდება.

თუ პაციენტს უჯრედების გამოყენება დაჭირდება, გაყინული უჯრედები ისევ


უნდა გაალღონ.
ასევე გვაქვს ჭიპლარის სიხლის ღეროვანი უჯრედები
ჭიპლარის სისხლი ეწოდება სისხლს, რომელიც ჭიპლარის ვენაში და პლაცენტაში
(მომყოლში) რჩება ბავშვის და ბადების და ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ.
შესაძლებელია ამ სისხლის შეგროვება. ჩვეულებრივ, მისი მოცულობა 20-200 მლ-
მდე მერყეობს. ამ უჯრედების შენახვა პრაქტიკულად უსასრულოდ  შეიძლება
თხევად აზოტში და მათ სამედიცინო საჭიროებისას თქვენი შვილი გამოიყენებს.

You might also like