Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

დავალება #3: მეხსიერების პროექტი

დავალება უნდა გადმოგზავნოთ 2ივნისამდე

აღნიშნული ექსპერიმენტი ჩაატარეთ 4-5 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, თითეულმა ჯგუფმა


უნდა წარმოადგინოს 10 კვლევის მონაწილის საშუალო მაჩვენებელი კვლევის ანგარიშის,
პროტოკოლის, ცხრილის და გრაფიკის სახით. ამგვარად, ჯგუფის თითოეულმა წევრმა
ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს საშუალოდ 2 მონაწილეზე.

დავალების მიზანი:  ხანმოკლე მეხსიერების მოცულობის შემოწმება (ჯეკობსის მეთოდი)


სასტიმულო მასალა: ციფრების 7 მწკრივისგან შემდგარი 4 სია. თითოეულ მწკრივში 4-დან 10
ციფრამდეა (იხ. დანართი).

ექსპერიმენტი შედგება 4 სერიისგან.

პირველი სერია ტარდება ციფრების პირველი ნაკრების საშუალებით. ექსპერიმენტატორი


თანმიმდევრულად უკითხავს კვლევის მონაწილეს ციფრების 7 მწკრივს, რომელშიც ციფრების
მზარდი რაოდენობაა. თითოეული რიგის მიწოდების შემდეგ კვლევის მონაწილე წერილობით
ახდენს დამახსორევული ციფრების იგივე თანმიმდევრობით ჩაწერას პროტოკოლში, რა
თანმიმდევრობითაც წაუკითხა ეს ციფრები ექსპერიმენტატორმა (იხ. პროტოკოლის ნიმუში). 

პროტოკოლი:

აღდგენის შედეგები
 ციფრების რ-ბა
I სერია II სერია III სერია IV სერია

4        
5        
6        
7        
8        
9        
10        
 
ინსტრუქცია: ‘’თქვენ წაგიკითხავთ ციფრების რიგს 4-დან 10 ციფრამდე, ყველაზე მოკლეთი
დაწყებული. თქვენი ამოცანაა - დაიმახსოვროთ და შემდეგ ჩაიწეროთ ეს ციფრები იმ
თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მე წაგიკითხავთ”

მონაცემების დამუშავება:

1. შეადარეთ კვლევის მონაწილის მიერ გაკეთებული ჩანაწერი თქვენს მიერ მიწოდებულ


ციფრების რიგებს და სწორად აღდგენილი რიგის გასწვრივ დაწერეთ +, ხოლო თუ რიგი
არასრულადაა აღდგენილი ან შეცვლილია ციფრების თანმიმდევრობა - დაწერეთ -.
2. გამოთვალეთ თითოეულ სერიაში სწორად აღდენილი ციფრების პროცენტები და
გადაიტანეთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (მოცემულია სამაგალითოდ შევსებული
ნიმუში):
აღდგენის შედეგები
სერიები
4 ციფრი 5 ციფრი 6 ციფრი 7 ციფრი 8 ციფრი 9 ციფრი 10 ციფრი

I + + + + + + -
II + + - - - + -
III + + + - - - -
IV + + - - - - -
სწორად
აღდგენილის 100 100 50 25 25 50 0
პროცენტი
                   

1. ააგეთ გრაფიკი: დასწავლის პროდუქტულობაზე მასალის რაოდენობის გავლენა (იხ.


ნიმუში);
2. გამოთვალეთ მეხსიერების მოცულობა ფორმულით: V=A+m/4 + ½ სადაც A არის ყველა
სერიაში სწორად აღდგენილი ყველაზე გრძელი რიგი (როდესაც 4-ვე სერიაში შეძლო ამ
რაოდენობის ციფრების გახსენება), ხოლო m – A-ზე უფრო გრძელი სწორად აღდგენილი
რიგი (ყველა სერიაში ყველზე მეტი ციფრი, რომელიც გაიხსენა).

V=5+9/4+1/2=5+2.25+0.5=7.75

1. გააერთიანეთ ყველა კვლევის მონაწილის მონაცემები (მათი მეხსიერების მოცულობები


გამოთვლილი ზემოთ მოცემული ფორმულით) და საშუალო არითმეტიკულით
განსაზღვრეთ თქვენს ჯგუფში ხანმოკლე მეხსიერების მოცულობა.

ციფრების რიგი

პირველი სერია
5241
96023
254061
7842389
34682538
598374623
6723845207
 
მეორე სერია

7106
89934
856086
5201570
82744525
715843413
1524836897
 
მესამე სერია
1372
64805
725318
0759438
52186355
132697843
3844528716
 
მეოთხე სერია
7106
89934
856086
5201570
82744525
715843413
1524836897
 

 
 

You might also like