Professional Documents
Culture Documents
ვინ არის საქართველო პასუხი ნოდიას
ვინ არის საქართველო პასუხი ნოდიას
სწორედ ამ პოზიციიდან უნდა დავსვათ მთავარი კითხვა: როგორ მოვახერხეთ, რომ დღეს
ეთნიკურად ქართველ ხალხში უფრო ძლიერი და ფესვგამჯდარია ფაშისტური და
ნაცისტური აზრები, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა გამსახურდია მიტინგებზე და
მანიფესტაციებზე პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს ამისკენ?
რა თქმა უნდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია და ბევრ შრომას და კვლევას
მოითხოვს. მნიშვნელოვანი ფაქტორებია: განათლების სისტემა, ეკონომიკური გამოწევევები,
სოციალური საკითხები. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ერთ კონკრეტულ საკითხზე დღემდე
არაფერი თქმულა. მოდით, დღეს, ამაზე ვისაუბროთ და გამოცანის ჩრდილში დარჩენილ
მხარეს ნათელი მოვფინოთ და შევეცადოთ შევავსოთ ის.
ნაციონალიზმის ანა და ბანა არის ის, რომ არსებობს ორგვარი ნაციონალიზმი, დაბადებით (by
soil) და სისხლით (by blood). საქართველოში ორივე მიდგომის მხარდამჭერები არსებობენ.
ერთი მხარე, ე.წ. პროდასავლურები, მოდერნისტები, პროგრესულები მხარს უჭერენ
საქართველოში სამოქალაქო ნაციონალიზმის განვითარებას, სადაც არ აქვს მნიშვნელობა თუ
ვინ ხარ ეთნიკურად (სისხლით). თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, მაშინ ავტომატურად ხარ
საქართველოს და ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი. მეორე მხარე, ე.წ.
ტრადიციონალისტები, პროქართულები, „ეროვნულები“ კი მიიჩნევენ, რომ სახელწიფო
უპირატეს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა აყენებდეს ერთი კონკრეტული
ეთნოსის კულტურულ მემკვიდრეობას, კონკრეტულ რელიგიას, კონრეტული ეთნიკური
ჯგუფის წარმომადგენლებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან ქართველები
და წარმოადგენენ უმრავლესობას.
გია ნოდია და მისი სტატია ავირჩიე ორი მიზეზის გამო. პირველი, ალბათ არავინ
შემეწინააღმდეგება, რომ ნოდია არის უაღრესად ლიბერალი, მოდერნისტი და
პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი და მკვლევარი, რომელსაც პირად საუბრებში რომ
შევეკითხოთ, თუ ვინ არიან საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი, ან ქისტი
მოქალაქე, ის დაუფიქრებლად (და ალბათ გარკვეული გაკვირვებითაც) გვიპასუხებს, რომ ეს
ხალხები არიან საქართველოს და ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი, რადგანაც ისინი
არიან საქართველოს მოქალაქეები. და მის გულწრფელობაში არც მე და არც სხვა არავინ არ
შეიტანდა ეჭვს. მეორე, მის სტატიაში გამოხატული და ჩამოყალიბებული აზრები არანაირად
არ შეესაბამება ამავე აბზაცის პირველ ნაწილში გამოხატულ პოზიციას. მაშ ასე, რას ამბობს
ნოდია საკუთარ სტატიაში?
2009 წლის სტატიაში გია ნოდია აჯამებს საქართველოს და ქართველი ერის წარსულს,
აწმყოს, და მომავლს ოთხ მთავარ პოსტულატად:
1
Nodia, Ghia. 2009. “Components of the Georgian National Idea: An Outline”
https://pdfs.semanticscholar.org/2281/686e607d1867419b1f5e2df7db419044ab74.pdf?
_ga=2.86938392.1836359034.1569502413-1247871498.1569502413
ჩამოყალიბებას, როგორც პროდასავლელმა, მოდერნისტმა, პროგრესულმა. მეორე, აშკარაა,
რომ ნოდია ფიქრობს და წერს მხოლოდ აფხაზეთის და სამხ. ოსეითის შენთხვევებიდან
გამომდინარე, როცა ის საუბრობს ერთგულებასა და ლოიალურობაზე. ჩემი აზრით, ამ
სტატიაში ის საერთოდ ვერ ხედავს ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, სომხებს, ქისტებს.
რადგანაც, ამ ხალხთან ერთგულების პრობლემა არ დგას. უფრო მეტიც, ისინი ერთგულები
არიან საქართველოსი, მაგრამ უმრავლესობა აღიქვამს მათ როგორც პრობლემას და
საფრთხეს. რაც ასევე ჩანს ნოდიას სტატიიდან. მესამე, და უმთავრესი, როცა იგი
პრესკრიპციულად საუბრობს ეთნიკურ უმცირესობებზე, როგორც პრობლემაზე, რომლის
მოგავრებაც საქართველოს მთავრობებს შეუძლიათ, ის ხელს უწყობს ეთნიკური
უმცირესობების ობიექტივიზაციას (Objectification) და დემონიზაციას.
ამ წერილის მიზანი არ არის ტოლობის ნიშნის დასმა ზემოთ აღნიშნულ ორ ჯგუფს შორის.
ამასთანავე, მიმაჩნია, რომ გვაქვს გამოწვევა ე.წ. პროგრესულების, მოდერნისტების,
პროდასავლურების ბანაკში. სადაც თუ სიღრმისეულად შევხედავთ საკითხებს,
გაცხადებული პოზიცია და რეალური ქმედებები არ ემთხვევა ერთმანეთს, როგორც ნოდიას
საზოგადოდ ცნობილი პოზიციები არ ემთხვევა მისი სტატიის პათოსს. რასაც კარგად ხედავს
ან გრძნობს ერთის მხრივ ტრადიციონალისტები, პროქართულები, „ეროვნულები“. და
მეორეს მხრივ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთრივ ეთნიკური უმცირესობები.
ჩემი მთავარი აზრი აქაც შევაჯამებ ის არის, რომ სამოქალაქო ნაციონალიზმის ლიბერალურ
კონცეპტს არ ვაკრიტიკებთ (ფრთხილ, სუსტ მინიშნებასაც არ ვაკეთებთ ამაზე) და
რეალურად იმას ვამბობთ მხოლოდ, რომ ლიბერალურ ელიტას, მისი რელაური რწმენა არ
აქვსო. ეს კარგია!!! მაგრამ იქნებ სადმე გამჭოლად ტექსტში თავად ლიბერალური გაგება
მოქალაქის ასევე გავაკრიტიკოთ - რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე ხედავს
სუბიექტს, და რა კოლექტიურ/თემის დონეზე და შესაბამისად კოლექტიური ჩაგვრის
პრაქტიკებს და ძალაუფლებრივ მიმართებებს უგულებელყოფს, ამიტომ ემანსიპაციის
რესურსიც არ აქვს????