Professional Documents
Culture Documents
ეშმაკის ფეხი
ეშმაკის ფეხი
- მე ხომ არ ვიცი, რა მოხდა თქვენთან, - თქვა ჰოლმსმა, - მაგრამ რაკი ისე ჩანს, რომ
პირველად ეს ამბავი თქვენ აღმოაჩინეთ, თქვენვე მოყევით: მღვდელმა ხომ ეს
თქვენგან გაიგო.
მე ჯერ კიდევ იმედი მქონდა, ჩემს მეგობარს დავიყოლიებდი, ეფიქრა დასვენებაზე, რაც
ჩვენი იქ ყოფნის მიზანს შეადგენდა. მაგრამ ჰოლმსის ჩაფიქრებულ, დაძაბულ სახეს
რომ შევხედე და მისი შეყრილი წარბები დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ყველა იმედი
ფუჭი იყო. ჰოლმსი დუმდა. იგი მთლიანად შთაენთქა იმ არაჩვეულებრივ დრამას,
რომელიც ჩვენს წყნარ ცხოვრებაში შემოიჭრა.
- მაშ ერთად წავიდეთ. მაგრამ ჯერ, მისტერ მორტიმერ ტრიჯენის, მინდა რამდენიმე
კითხვა მოგცეთ.
- დიახ, ასეც გახლდათ, მისტერ ჰოლმს, თუმცა ეს წარსულის საქმეა. ჩვენს წინაპრებს
რედრუტში კალის საბადოები ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ კომპანიას მივყიდეთ,
საშუალება მოგვეცა გვარიანად გვეცხოვრა და იქაურობას გავეცალეთ . არ დავფარავ ,
რომ გაყოფის დროს წავიჩხუბეთ და ერთხანს კიდევ ვემდუროდით ერთმანეთს. მაგრამ
რაც იყო, იყო, უკმაყოფილება წარსულს ჩავაბარეთ და ჩვენ ისევ ერთგულ მეგობრებად
დავრჩით.
- ჩვენ მაინც გუშინდელ ამბავს მივუბრუნდეთ. ხომ ვერ გაიხსენებთ რაიმეს, რაც ოდნავ
მაინც, თუნდაც არაპირდაპირი გზით, ამ იდუმალებით მოცულ ამბავს შუქს მოჰფენდა?
კარგად დაფიქრდით, მისტერ ტრიჯენის, მომხდარი უბედურების ასახსნელად ყოველი
მინიშნება გამომადგება.
- არა, არა.
- როცა გზას გაუდექით, ცუდი წინათგრძნობა ხომ არა გქონდათ? ხომ არ გეშინოდათ?
- სულაც არა.
იმ დილით ჩვენს ძიებას დიდი წარმატება არ ეწერა. თუმცა დასაწყისშივე მოხდა ერთი
შემთხვევა, რამაც ჩემს გონებაზე ძალზე დამთრგუნველად იმოქმედა. შემთხვევის
ადგილისაკენ ვიწრო შუკას მივუყვებოდით. მოულოდნელად, მიხვეულ-მოხვეულ გზაზე
მორახრახე ეტლი გამოჩნდა. გზისპირს გადავუხვიეთ, რომ გზა დაგვეცალა . ეტლი რომ
გაგვისწორდა, აწეული მინის ქვემოდან გამოჩნდა თვალებგადმოკარკლული,
კბილებდაკრეჭილი, მოქცეული სახე. დაჭყეტილმა თვალებმა და გადმოყრილმა
კბილებმა მართლაც საშინელ მოლანდებასავით ჩაგვიქროლა.
ეს იყო ფართო, ნათელი სახლი, უფრო ვილა ეთქმოდა, ვიდრე კოტეჯი, დიდი ბაღით,
სადაც, რბილი კორნუელური ჰავის წყალობით, გაზაფხულის ყვავილები უკვე სურნელს
აფრქვევდნენ. ამ ბაღში სასტუმროდან გადიოდა ფანჯარა, საიდანაც, მორტიმერ
ტრიჯენისის მტკიცებით, სახლში ავი სული შეიჭრა და სახლის პატრონები დაასაპყრა და
მოკლა კიდეც. ვიდრე აივანზე ავიდოდით, ჰოლმსმა ნელა, დაფიქრებულმა
დაათვალიერა ყვავილნარები და ბაღის გზები მიიარ-მოიარა. მახსოვს, იგი ისე იყო
ფიქრებში გართული, რომ სარწყულს წამოედო, წყალი დაღვარა და ფეხები
დაგვისველა. სახლში დაგვხვდა მოხუცი მნე, მისის პორტერი, რომელიც ახალგაზრდა
მოსამსახურე გოგოს დახმარებით მეურნეობას უძღვებოდა. იგი ხალისით პასუხობდა
ჰოლმსს ყველა კითხვაზე. არა, ღამით არაფერი გამიგიაო, თქვა. ბატონები უკანასკნელ
დროს ძალიან კარგ გუნებაზე იყვნენ. არ მახსოვს, ოდესმე ასე მხიარულები და
კმაყოფილები ყოფილიყვნენ. დილით რომ ავდექი, ოთახში შევედი და ვნახე, რა
ყოფაშიც უსხდნენ ძმები მაგიდას, გულწასული ძირს დავეციო. გონს რომ მოვედი,
ფანჯარა გამოვაღე, ოთახში ჰაერის გასაწმენდად, მერე გზაზე გავვარდი, ფერმერის
ყმაწვილს დავუძახე და ექიმთან გავაგზავნეო. თუ დახედვა გინდათ, დიასახლისი თავის
საწოლში ასვენია. ოთხი ჯანმაგარი სანიტარი ძლივს მოერია ორ გაგიჟებულ ძმას და
ეტლში რის ვაივაგლახით ჩასვეს. ხვალამდეც ვეღარ დავრჩები ამ სახლში,
დაუყოვნებლივ სენტაივსში, ჩემს სახლში უნდა წავიდეო, განაცხადა ბოლოს მნემ.
მორტიმერ ტრიჯენისმა განმარტა, რომ საღამოს ციოდა და სინესტე იყო. ამიტომ, როცა
ის მივიდა, ბუხარში ცეცხლიც გააჩაღეს.
კოტეჯში რომ დავბრუნდით, ჰოლმსი დაძაბულ დუმილს მიეცა. ღრმა სავარძელში იჯდა,
თამბაქოს ბოლქვებით გარემოცული. შავი წარბები დაბლა დაეშვა, შუბლს ისე
ჭმუხნიდა, რომ ნაოჭები გაუჩნდა, განდეგილის ნატანჯ სახეზე ფიქრის დაღმა იელვა და
თვალები ჯიუტად აშტერდებოდნენ ერთ წერტილს. ბევრი ფიქრის შემდეგ ჩიბუხი
გადააგდო და ზეზე წამოიჭრა.
მგონი, მოგახსენეთ, რომ ჩემი მეგობარი ძიებიდან სხვა საქმეზე გადართვის საოცარი
უნარით განირჩეოდა. მაგრამ არასოდეს ეს ამბავი ისე ძლიერ არ გამკვირვებია ,
როგორც იმ გაზაფხულის დილას კორნუელში, როცა თითქმის მთელი ორი საათი იგი
კელტებზე, თავის ქალებზე და კაჟის ბუნიკებზე მსჯელობდა და თანაც ისე უდარდელად
ირჯებოდა, თითქოს ავბედითი საიდუმლო სულაც არ აწუხებდა. შინ დაბრუნებულებს
ისეთი სტუმარი გველოდა, რომელმაც მაშინვე სინამდვილის სარბიელზე დაგვაბრუნა.
ჩვენ მას კარგად ვიცნობდით. ახმახი აღნაგობა, ტლანქი ნაოჭებით დაღარული სახე,
ცეცხლოვანი თვალები, არწივისებური კეხიანი ცხვირი, შეჭაღარავებული თავი,
თითქმის ჭერს რომ უსწორდებოდა, ოქროსფერი წვერი აქა-იქ შეთეთრებული და
ბაგეების გარშემო სიგარისაგან ჩაყვითლებული - ეს ნიშნები კარგად იყო ცნობილი
ლონდონსა და აფრიკაში და შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ადამიანისათვის
მიგეკუთვნებინათ, ეს გახლდათ ექიმი ლეონ სტერნდეილი, სახელგანთქმული
მკვლევარი და ლომებზე მონადირე.
- მესმის. მაგრამ თქვენი ნათესავების დაღუპვის ცნობა დღეს დილითვე ხომ ვერ
მოხვდებოდა პილმუტის გაზეთებში?
- ძალიან. აი, ეს უნდა იყოს ის ძაფი, რასაც ჯერ კიდევ ვერ მივყოლივართ და რასაც
შეუძლია ლაბირინთიდან გამოგვიყვანოს. მხნედ იყავით, უოტსონ, დარწმუნებული ვარ ,
რომ ყველაფერი ჯერ კარგად არ ვიცით. როცა მეტს გავიგებთ, ყველა სიძნელე უკან
დაგვრჩება.
ვერანაირად ვერ ვივარაუდებდი, რომ ჰოლმსის სიტყვა ასე მალე აცხადდებოდა. ვერც
იმას წარმოვიდგენდი, რა უცნაური და საზარელი აღმოჩნდებოდა ჩვენი აღმოჩენა ,
რომელმაც ძიება სულ სხვა, ახალი გზით წარმართა. დილით, როცა პირს ვიპარსავდი,
ცხენის ფლოქვების ხმა შემომესმა. ფანჯარაში გავიხედე და ორთვალა ეტლი დავინახე.
ეტლი დიდი სისწრაფით მოჰქროდა. იგი ჩვენს ჭიშკართან გაჩერდა, ორთვალიდან
მღვდელი გადმოხტა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ბაღის გზაზე გამოიქცა. ჰოლმსი
უკვე მზად იყო და ჩვენ საჩქაროდ შევეგებეთ.
- ჩვენ ეშმაკის ხელში ვართ, მისტერ ჰოლმს! ჩემი უბედური მრევლი ეშმაკის ხელში
მოხვდა! - გაიძახოდა და თან სული ეხუთებოდა. - თვითონ სატანა დასახლდა იქ.
დაგვიმონა, დაგვასაპყრა. მღელვარებისაგან ადგილზე ცეკვავდა და ეს სასაცილო
იქნებოდა, ნაცრისფერი სახე და გიჟური თვალები რომ არა. ნათქვამს საშინელი ახალი
ამბავი მოაყოლა:
- როგორ არა!
- უოტსონ, მერე ვისაუზმოთ. მისტერ რაუნდჰეი, ჩვენ მზადა ვართ! ჩქარა, ჩქარა, ვიდრე
იქ ყველაფერი ხელუხლებელია!
ერთ საღამოს ჰოლმსი ალაპარაკდა. - ალბათ გახსოვთ, უოტსონ, ყველა ჩვენებაში, რაც
ჩვენ გვსმენია, არის რაღაც საერთო ხაზი. მხედველობაში მაქვს ის, თუ როგორ
მოქმედებდა ოთახში დაგუბებული ჰაერი ყველაზე, ვინც იქ პირველი შედიოდა. თუ
გაგონდებათ, როცა მორტიმერ ტრიჯენისი აღწერდა თავის უკანასკნელ მისვლას ძმების
სახლში, თქვა, ექიმმა იქ შესვლისთანავე კინაღამ გრძნობა დაკარგა და სკამზე
მოცელილივით დავარდაო, ნუთუ დაგავიწყდათ? მე კი მშვენივრად მახსოვს. მერე, ხომ
გახსოვთ, მნე მისის პორტერი რომ გვეუბნებოდა, შევედი ოთახში და ცუდად გავხდი,
ფანჯარა გამოვაღე, თორემ გავიგუდებოდიო! მორტიმერ ტრიჯენისის სიკვდილის
შემდეგ, ნუთუ დაგავიწყდათ, რა საშინელი შეხუთული ჰაერი იყო ოთახში, თუმცა
მოსამსახურე გოგოს უკვე მოესწრო ფანჯრების გაღება. როგორც შემდეგ შევიტყე , ის
მოსამსახურე გოგო ისე ცუდად გამხდარა, რომ ლოგინად ჩავარდნილა.
დამეთანხმებით, უოტსონ, ეს ძალიან საეჭვო ამბავია. ორსავე შემთხვევაში ერთი და
იგივე მოვლენაა: ჰაერის მოწამვლა. ორსავე შემთხვევაში ოთახში რაღაც ენთო.
პირველ შემთხვევაში - ბუხარი, მეორედ - ლამპა. ცეცხლი უცილოდ დაისაჭიროვეს,
მაგრამ მეორეჯერ ლამპა აანთეს მას შემდეგ, რაც გათენდა, - ამაზე მეტყველებს ნავთის
დონე. რატომ? იმიტომ, რომ არის რაღაც კავშირი სამ საგანს შორის: წვა, ჰაერის
მოწამვლა და საბოლოოდ სიგიჟე, ან იმ უბედურთა სიკვდილი, რომლითაც ყველაფერი
მოთავდა. იმედი მაქვს, გამიგეთ?
- ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ, სერ, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ამას
პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ჩემთან?
- მე ისე დიდხანს ვიცხოვრე ველურთა შორის, რომ კანონი არ ვიცი - ჩემს თავს
თვითონვე ვუდგენ კანონებს. არ დაივიწყოთ ეს, მისტერ ჰოლმს და გაითვალისწინეთ
ისიც, რომ თქვენი დასახიჩრება არ მოვიწადინე!
- მე ვიმართლებ თავს?
- დიახ, სერ.
- მე დავბრუნდი, რათა...
- საიდან იცით?
- თვალს გადევნებდით.
- მე არავინ შემიმჩნევია.
სტერნდეილი წამოხტა.
- ეს იყო ძალიან ლამაზი ქალის სურათი. ჰოლმსმა დიდხანს უყურა და მერე წყნარად
თქვა - ბრენდა ტრიჯენისია.
- მე თითქმის უკვე დავასრულე, მისტერ ჰოლმს. თქვენ თვითონ ძალიან ბევრი რამ იცით
ჩემზე, მაგრამ მაინც მინდა ბოლომდე ყველაფერი იცოდეთ. მე უკვე გითხარით
ტრიჯენისებთან ჩემი ნათესაობის ამბავი. დის პატივისცემით ძმებთან მეგობრობა
მქონდა. ფულის გაყოფის ამბავს რომ ჩხუბი მოაყოლეს, იმის შემდეგ მორტიმერი
ცალკე გამოეყოთ და მარტო ცხოვრობდა. შემდეგ თითქოს ყველაფერი მოგვარდა და
მასაც ისევე ვხვდებოდი, როგორც მის ძმებს. იგი ცბიერი, პირფერი ინტრიგანი იყო და
სხვადასხვა მოსაზრებათა გამო არც ვენდობოდი, მაგრამ ჩხუბის მიზეზი არა მქონდა.
ამ ორი კვირის წინ, მან კოტეჯში შემომიარა, მე ჩემი აფრიკული იშვიათი რამე-რუმეები
ვუჩვენე. როცა საქმე ამ ფხვნილამდე მივიდა, მოვუყევი მისი უცნაური თვისების ამბავი,
თუ როგორ აღაგზნებს ფხვნილი ნერვულ სისტემას, შიშის მაკონტროლებელ ცენტრებს
და როგორ იხოცებიან ან გიჟდებიან საცოდავი ველურები, რომელთაც ჯადოქარი ამ
წამალს უნიშნავს. ვუთხარი ისიც, ევროპული მეცნიერული აზრი ჯერჯერობით იმ დონეზე
არ არის, რომ ამ შხამ-საწამლავის მოქმედებაზე კონტროლი დააწესოს-მეთქი. ვერ
გამიგია, როგორ აწაპნა ფხვნილის ნაწილი, რადგან ოთახიდან არ გავსულვარ . ეტყობა ,
ეს მაშინ ჩაიდინა, როცა კარადებს ვაღებდი ან ყუთებში ვიქექებოდი. კარგად მახსოვს,
როგორ დამაყარა კითხვები, თუ რამდენია საჭირო ეს ფხვნილი ან როგორ უნდა
ხმარება, რამდენ ხანში მოქმედებს, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, რა განზრახვა
ჰქონდა გულში. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა პლიმუტში მღვდლის დეპეშამ
მომისწრო. არამზადა ტრიჯენისმა ალბათ ის ივარაუდა, რომ მე უკვე ზღვაში ვიქნებოდი
გასული და აფრიკის უღრან ტყეებში ისე გავატარებდი რამდენიმე წელიწადს , რომ
მომხდარ ამბავს ვერ შევიტყობდი. მაგრამ მე დაუყოვნებლივ დავბრუნდი. როგორც კი
დაწვრილებით გავიგე მომხდარი ამბავი, მივხვდი, მორტიმერმა ჩემი ფხვნილით
დაღუპა ბრენდა და მისი ძმები. შევიტყვე რომ ძიებას თქვენ უძღვებოდით და
გამოვეშურე, რათა დანამდვილებით გამეგო, მომხდარი ამბის სხვა ახსნა ხომ არ
არსებობს-მეთქი. მაგრამ ამ დრამის მეორეგვარი ახსნა არ არსებობს. დავრწმუნდი,
მკვლელობა მორტიმერ ტრიჯენისმა ჩაიდინა ანგარებით. თუ მისი ოჯახის წევრები
შეიშლებოდნენ, ან ამოწყდებოდნენ, მთელს საგვარეულო ქონებას თვითონ
დაეპატრონებოდა. ამიტომაც ისარგებლა ეშმაკის ფეხის შხამით, გააგიჟა ძმები და
მოკლა ბრენდა, ერთადერთი, ვინც მე მიყვარდა და ერთადერთი არსება, ვისაც მე
ვუყვარდი. აი, რა იყო მისი დანაშაული. რა ეკუთვნოდა ამისათვის სამაგიეროდ!
სასამართლოში მეჩივლა? რა დამამტკიცებელი საბუთები გამაჩნდა? ცხადია , ფაქტები
უდავოა, მაგრამ დაიჯერებდნენ ნაფიცი მსაჯულები ასეთ ფანტასტიკურ ამბავს ? ან - კი,
ან - არა. მე საეგებიოდ ვერაფერს გავხდი და სასწორის პინაზე ვერას დავდებდი. ჩემი
სული შურისძიებას ითხოვდა. უკვე გითხარით, მისტერ ჰოლმს, რომ მთელი სიცოცხლე
კანონის გარეშე გავატარე, ბოლოს მე თვითონ დავიწყე საკუთარი კანონების დადგენა
ჩემთვის. ახლა სწორედ ასეთი შემთხვევა მომეცა. მტკიცედ გადავწყვიტე, მორტიმერს
უნდა გაეზიარებინა მისი ვერაგობით დახოცილი და-ძმების ხვედრი. თუ ფხვნილით მისი
დაღუპვის გეგმას ვერ განვახორციელებდი, ჩემი საკუთარი ხელით უნდა
გავსწორდებოდი. მთელს ინგლისში არ მოიძებნება კაცი, რომელიც თავის სიცოცხლეს
ჩემზე ნაკლებად აფასებდეს.
ახლა ყველაფერი იცით. მართალია ისიც, რომ უძილო ღამის შემდეგ სახლიდან
გავედი. ვიცოდი, მორტიმერის გაღვიძება ადვილი არ იქნებოდა, ამიტომ ხრეშის
გროვიდან კენჭები წამოვკრიფე და ისე წავედი. ფანჯარაში კენჭების სროლით
გავაღვიძე. ბრალი დავდე დანაშაულში. ვუთხარი, რომ მის წინაშე დგას მოსამართლე
და ჯალათი. რევოლვერი რომ დაინახა, მოცელილივით ჩავარდა სავარძელში. ლამპა
ავანთე, აბაჟურზე შხამი დავყარე, ოთახიდან გავედი და გარეთ დავდექი. გაქცევა რომ
დაეპირებინა, ტყვიას ვესროდი. ხუთ წუთში გათავდა. ღმერთო, როგორ იტანჯებოდა!
მაგრამ გული გამიქვავდა, რადგან ასევე იტანჯებოდა ჩემი საყვარელი ბრენდა, მან რომ
არ დაინდო. ესაა ყველაფერი, მისტერ ჰოლმს. თქვენც რომ ისე გყვარებოდათ,
როგორც მე ბრენდა მიყვარდა, ალბათ ასევე მოიქცეოდით. ასეა თუ ისე, მე თქვენს
ხელთა ვარ. გადადგით ისეთი ნაბიჯი, როგორსაც საჭიროდ ჩათვლით. როგორც
გითხარით, სიცოცხლე არაფრად მიღირს.
ჰოლმსი დუმდა.
- შემდეგისათვის რა გეგმები გქონდათ? - ჩაეკითხა ბოლოს.
- მე არავინ მყვარებია, უოტსონ, მაგრამ ვინმე რომ ასე შემყვარებოდა, ალბათ მართლა
ისევე მოვიქცეოდი, როგორც მოიქცა ეს ლომებზე მონადირე კაცი, რომელსაც სძაგს
კანონები. ვინ იცის... აბა, უოტსონ, არ მინდა გაწყენინოთ და აგიხსნათ ის, რაც ისედაც
კარგად იცით. საწყისი წერტილი, საიდანაც საქმის ძიება დავიწყე, იყო კენჭები ფანჯრის
რაფაზე. მღვდლის ბაღში ხრეში არ ეყარა. კენჭების ამბავი კი მაშინ გავიგე, როცა
სტერნდეილის პიროვნებითა და სახლით დავინტერესდი. დღისით-მზისით ანთებული
ლამპა და მის აბაჟურზე აღმოჩენილი ფხვნილი უკვე რგოლები იყო სავსებით ნათელი
ჯაჭვისა. ახლა კი, ძვირფასო უოტსონ, მოვიშოროთ გონებიდან ეს ამაზრზენი ამბავი და
სუფთა სინდისით დავუბრუნდეთ ქალდესა და ქალდეველთა ენის ძირების ძე