FileContent 9

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

2011 წლის 20 ოქტომბერს დათომ კოტეს 4 თვის ვადით სესხად გადასცა 10 000 ლარი.

სესხის ხელშეკრულების თანახმად, კოტე ვალდებული იყო სესხის დაბრუნების


ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაეხადა 10% ყოველ ვადაგადაცილებულ
თვეზე. სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო მსესხებლის მიერ გამსესხებლის
საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. 2011 წლის ნოემბერში დათომ სარეკლამო გაზეთში
გამოაქვეყნა განცხადება მის საკუთრებაში არსებული ბეტონმზიდი ავტომანქანის 12
000 ლარად გაყიდვასთან დაკავშირებით. კოტე სამშენებლო კომპანიის
დამფუძნებელია, გაეცნო რა განცხადების პირობებს, მისწერა დათოს წერილი, რომ
თანახმაა ავტომანქანის შესყიდვაზე 11000 ლარად. დათომ წერილის მიღებიდან
მეორე დღეს დაურეკა კოტეს და განუცხადა თანხმობა ავტომანქანის ყიდვაზე 11 000
ლარად.

ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის


თანხიდან ნაწილს - 10 000 ლარს მყიდველი კოტე გადაიხდიდა 2012 წლის 21
თებერვლისათვის გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, დარჩენილ 1000
ლარს კი -2012 წლის 30 მარტისთვის. თავის მხრივ, დათო ტრაქტორს ჩამოიყვანდა
მესტიიდან და კოტეს გადასცემდა 2012 წლის 25 მარტს ლენტეხში. კოტემ 10 000
ოდენობით თანხა გადარიცხა 2012 წლის 21 თებერვალს დათოს საბანკო ანგარიშზე.
დათომ ტრაქტორი მესტიიდან წამოიყვანა 2012 წლის 25 მარტს, მაგრამ იმის გამო,
რომ მესტია-ცაგერის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალული იყო ზვავსაშიშროების გამო,
ტრაქტორი დაუტოვა ცაგერში მცხოვრებ ვინმე ახვლედიანს და ამის შესახებ
შეატყობინა კოტეს. კოტემ უარი განუცხადა დათოს ცაგერიდან ტრაქტორის
ჩამოყვანაზე იმ მიზეზით, რომ ვერ შეძლებდა ცაგერში ასვლას დიდთოვლობის გამო.
2012 წლის 26 მარტს ცაგერში მოსულმა ზვავმა ტრაქტორი გაანადგურა.

2012 წლის 5 მაისს დათომ წერილობით მიმართა კოტეს და მოითხოვა:

1.ტრაქტორის ნასყიდობის თანხის დარჩენილი ნაწილის - 1000 ლარის;

2. სესხის ძირითადი თანხის - 10 000 ლარის;

3.სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის მხარეთა შეთანხმებული ორი თვის


პროცენტის - 2000 ლარი გადახდევინება.

კოტემ უარი განაცხადა დათოს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და განმარტა, რომ


მან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად
შეასრულა 2012 წლის 21 თებერვალს და სესხის თანხა მთლიანად გადაიხადა, ხოლო
ტრაქტორის შეძენისთვის თანხის გადახდის ვალდებულება კი საერთოდ არ
ეკისრება, ვინაიდან, ჯერ ერთი, ტრაქტორი მას არ გადასცემია, და მეორეც,
ტრაქტორიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განადგურდა.

როგორ გადაწყდება მოცემული დავა? (პასუხი დაასაბუთეთ).

You might also like