ორგანიზაციული

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

რა არის ორგანიზაციული ფსიქოლოგია ?

ორგანიზაციული ფსიქოლოგია არის დარგი, რომელიც იყენებს სამეცნიერო


მეთოდოლოგიას (მიდგომებს) ორგანიზაციულ გარემოში ინდივიდების ქცევის უკეთ
გასაგებად, ცდილობს დაადგინოს და სიღრმისეულად შეისწავლოს ამ ქცევაზე
მომქმედი ფაქტორები.
ორგანიზაციული ფსიქოლოგია წარმოადგენს მეცნიერებას ორგანიზაციულ
კონტექსტში ინდივიდისა და ინდივიდთა ჯგუფის/ჯგუფების ქცევის შესახებ.

რა არის ორგანიზაცია და როგორი ტიპის შეიძლება იყოს?

ორგანიზაცია არის მასში მომუშავე ინდივიდების სტრუქტურირებული,


სისტემატიზირებული ქცევის პროდუქტი, საერთო მიზნების მიღწევაზე
ორიენტირებული, შეგნებულად კოორდინირებული და დროში შედარებით
ხანგრძლივად მოქმედი ადამიანთა გაერთიანება.

ფორმალური ორგანიზაცია - არსებობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და


ემსახურება რაიმე ექსპლიციტურად (ხშირ შემთხვევაში წერილობით)
ფორმულირებულ მიზანს/ დანიშნულებას.

არაფორმალური ორგანიზაცია - მაგალითად, კარტის სათამაშოდ შეკრებილი


სამეგობრო.,რომლის მიზანსაც გართობა და სიამოვნების მიღება წარმოადგენს. ის
ნებაყოფლობითია და თავისუფალი.

ინდუსტრიულ-ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ნაწილი


ორგანიზაციული ფსიქოლოგია წარმოადგენს უფრო ფართე მეცნიერების –
ინდისტრიულ-ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას/ნაწილს.
ინდუსტრიული კომპონენტი - პერსონალის შერჩევა ,დასაქმება , კლასიფიცირება,
შრომის ანაზღაურება , შესრულებული სამუშაოს შეფასება , ტრენინგი.
ორგანიზაციული კომპონენტი- პერსონალის სოციალიზაცია ,მოტივირება, სამუშაო
სტრესი, ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა ,ორგანიზაციული განვითარება.
ამ კომპონენტებს შორის მჭიდრო კავშირია და ისინი ურთიერთდამოკიდებულებაში
არიან,ვერ განცალკევდებიან.

ორგანიზაციული ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რაც იმითაც დასტურდება, რომ


დარგში გამოცემული შრომებისა და ლიტერატურის უმრავლესობა სამეცნიერო
კვლევებს ეფუძნება; კვლევებს, რომლებიც ტარდება როგორც ბუნებრივ,
ორგანიზაციულ კონტექსტში ისე ლაბორატორიულ პირობებში. ამასთანავე,
ინფორმაციას, რომლის შეგროვებაც ხდება კვლევისა და სამეცნიერო მუშაობის
შედეგად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
ორგანიზაცია დიდი სოციალური სისტემის ნაწილია.

ორგანიზაციის სტრუქტურის განზომილებები


აღნაგობა – მომუშავეთა სხვადასხვა სახის ქცევების მიხედვით სტრუქტურულ
ერთეულებად დანაწევრება იგულისხმება (მაგ: განყოფილებები/ სამმართველოები ,
დეპარტამენტები, ჯგუფები და სხვ)

ჰორიზონტალური დიფერენციაცია - ორგანიზაციის ნაწილებს შორის


სხვაობები,რომლებიც განსაზღვრულია თანამშრომლების საქმიანობის
შინაარსით,განათლებითა და გამოცდილებით.

ვერტიკალური დიფერენციაცია - იგივე იერარქიული აღნაგობა.

სივრცითი დიფერენციაცია - ორგანიზაციის ქვედანაყოფების ტერიტორიის


მიხედვით განთავსება.

ფორმალიზაცია ორგანიზაციაში არსებული წესებისა და პროცედურების


სიმრავლეს ეხება და ავლენს შრომის პროცესის სტანდარტიზაციის დონეს .

ცენტრალიზაცია გადაწყვეტილების მიღებაში თანამშრომლების


უფლებამოსილებას ეხება.

ორგანიზაციის სტრუქტურას შემდეგი ძირითადი ფაქტორები განაპირობებს :

 შრომის განაწილება: მომუშავის საქმიანობის სპეციალიზაცია ანუ სამუშაო


პროცესის მარტივ და განმეორებად დავალებებად დანაწილება.
 ძალაუფლება და პასუხისმგებლობა: მმართველების მიერ მათთვის მინიჭებული
ფუნქციის მიხედვით ბრძანებების გაცემა, მათი შესრულების მოთხოვნა
 კონტროლის დიაპაზონი: ხელქვეითთა რაოდენობა, რომლის ეფექტიანი მართვა
ერთ ხელმძღვანელს/მენეჯერს შეუძლია.
 დეპარტამენტიზაცია: ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისად თანამშრომელთა
დაყოფა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებად.

You might also like