ქალის ფსიქოლოგიაxyxyxy

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 39

1.

შეცდომები, რომელსაც მამაკაცი უშვებს როდესაც ქალები უტარებენ გამოცდას

მამაკაცები არასწორად ფიქრობენ, რომ ქალები იმიტომ უტარებენ მათ გარკვეულ გამოცდებს , რომ არ
აინტერესებთ. ქალები კაცებს უტარებენ გამოცდებს, ეს მათი ე.წ . დაცვითი მექანიზმია , რომ მოახდინონ
მამაკაცების ფილტრირება, რათა დარწმუნდნენ რომ ის მამაკაცი ხართ , რომელსაც ეძებენ
სინამდვილეში.

2. როგორ უნდა დაიბრუნო ყოფილი შეყვარებული

მამაკაცების კლასიკური შეცდომა ამ დროს არის რომ ისინი ეხვეწებიან და ფეხებში უვარდებიან ქალებს
რათა დაიბრუნონ ისინი. სინამდვილეში კი შენ უნდა გაიცინო ამაზე , შენ არ უნდა იფიქრო რომ რაღაც
სერიოზული მოხდა და სერიოზული შეცდომა დაუშვი. ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს ცხოვრებაში ,
ჩვენი მთელი ცხოვრება სწავლის პროცესია. ადამიანი ემოციური სიტუაციებისა და გამოწვევების
პირობებში უშვებს შეცდომებს ურთიერთობასა და ქცევაში და მათ შესაძლოა ამ შეცდომებზე ისწავლონ .
მაგრამ რადგან ერთხელ დაუშვა მამაკაცმა შეცდომა ეს არ ნიშნავს , რომ ის ცუდი ადამიანია , ეს
სინამდვილეში არის შესაძლებლობა რომ ისწავლო და განვითარდე პიროვნულად . როდესაც
ესაუბრები ყოფილ შეყვარებულს ტელეფონზე, შენ უნდა გაიცინო და თქვა ‘’ჩვენ ყველანი ვუშვებთ
შეცდომებს, მე სულელურად ვიქცეოდი და შენც ბევრი სისულელე გაგიკეთებია წარსულში ’’. ამის შემდეგ
შენ უნდა მოიქცე, როგორც თავდაჯერებული, მამაკაცური პიროვნება ნებისმიერ ურთიერთქმედებაში ,
რაც მასთან მომავალში გექნება და ამის შემდეგ მას ხელახლა გაუჩნდება შენს მიმართ პატივისცემის
გრძნობა, იგი დაივიწყებს იმ შეცდომებს რაც მასთან დაგიშვია. ამ ყველაფრის შემდეგ უბრალოდ იყავი
თავდაჯერებული, მამაკაცური, მოწიფული პიროვნება, არ მისცე მას საშუალება შეგახსენოს ეს
შეცდომები და არ მისცე საშუალება ამ შეცდომებს, რომ შენ გაგრძნობინოს თავი ცუდ , საშინელ
ადამიანად. ეს უბრალოდ იყო შეცდომა, რომელმაც საშუალება მოგცა გესწავლა და გამხდარიყავი
უკეთესი პიროვნება. შენ ისწავლე ამისგან, შენ გაიზარდე ამისგან.

3. რა დრო უნდა მისცე ყოფილ შეყვარებულს ჩხუბიდან სანამ დაურეკავ რომ დაიბრუნო ?

დრო რომელიც უნდა მისცე ყოფილ შეყვარებულს ჩხუბიდან სანამ დაურეკავ რომ დაიბრუნო
ინდივიდუალურია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში კაცმა ეგრევე უნდა დაურეკოს ქალს ტელეფონზე , რომ
აღადგინოს ურთიერთობა, მაგრამ თუ ქალს პირად ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა და
შესაბამისად ძალიან გაღიზიანებულია, უნდა დაიცადო რამოდენიმე დღე , ძალიან სერიოზულ
შემთხვევებში კი რეკომენდირებულია მოიცადოთ ერთი კვირა სანამ დაურეკავთ . მაგ . თუ ქალი კაცს
იმიტომ დაშორდა რომ იგი ემოციურად ძალიან მგრძნობიარე იყო, მაგ : იგი ეჭვიანობდა, ზედმეტად
‘’მიწებებული’’ იყო ამ ქალზე, ავლენდა დაუცველობის/უმწეობის გრძნობას ურთიერთობის სხვადასხვა
ეტაპებზე. მამაკაცს ძალიან სერიოზული კონტროლი აქვს იმაზე, თუ რამხელა პატივისცემასა და
მიზიდულობას გრძნობს ქალი მის მიმართ, ასე რომ შენ შეგიძლია დაიბრუნო მისი პატივისცემა და
მიზიდულობა შენს მიმართ.

4. როგორ უნდა მოხვდე ქალის თვალში


თუ მიაქცევთ ყურადღებას მედიას, ისინი ამბობენ, რომ უნდა გქონდეს კარგი ვარცხნილობა , უნდა
დადიოდე ფიტნეს კლუბში და ა.შ. მოახდენ ქალზე შთაბეჭდილებას, სინამდვილეში კი ასეთი
ზედაპირული რაღაცეები არ იძლევა ქალებთან წარმატებული ურთიერთობის გარანტიას . თუ გინდა რომ
ქალის თვალში მოხვდე და მას თავი მოაწონო, შენ უნდა შეწყვიტო გარკვეული ქცევებისა თუ თვისებების
გამოვლენა. ქალისთვის მიმზიდველია:

 თავდაჯერებულობა
 მამაკაცურობა - აზროვნება, ქცევები, სხეულის ენა, მოქმედება
 კომუნიკაბელურობა - სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, სხვათა აზრების მიმართ
პატივისცემა, იუმორის გრძნობა და ა.შ.

თუ გსურს რომ იყო წარმატებული ქალებთან ურთიერთობაში, მოხვდე მათ თვალში და მიიზიდო ისინი ,
შენ უნდა იყო ძლიერი და თავდაჯერებული მამაკაცი, შენ უნდა გამოავლინო გარკვეული თვისებები და
ქცევები, რომელიც მიმზიდველია ქალებისთვის. თუ უკვე იცნობ გოგოს და გინდა რომ თავი მოაწონო ,
შეგამჩნიოს და ა.შ. უნდა აჩვენო მას მსგავსი ქცევები და იგი სხვანაირად შემოგხედავს , სხვანაირად
დაგელაპარაკება, სხვანაირ ურთიერთობას დაამყარებს, ეცდება რომ შენთან მეტი დრო გაატაროს .

5. ქალებთან კომპლიმენტის ხელოვნება

უთხარით კომპლიმენტები მის ენერგიასა და აურაზე.

6. როდესაც ქალს უყვარხარ, მაგრამ შენთან სიყვარულში არ არის

როდესაც ქალს უყვარხარ, მაგრამ შენთან სიყვარულში არ არის, ეს ნიშნავს, რომ შენ დაკარგე მისი
პატივისცემა და მიზიდულობა სადღაც. როდესაც კაცი ქალთან შედის ურთიერთობაში , თავიდან იგი
მოიპოვებს ქალის მიზიდულობას/პატივისცემას და შეაყვარებს მას თავს, მაგრამ სადღაც დაკარგავს
მამაკაცი ამ ყველაფერს, მაგ: იგი ავლენს მის უმწეობასა და დაუცველობას ; იწყებს ეჭვიანობას , ქალის
კონტროლს, ხდება კონფლიქტური, ავლენს ძალაუფლებას. როდესაც ქალი დაკარგავს კაცის მიმართ
პატივისცემას, უკვე მასთან სექსიც სიამოვნებას აღარ ანიჭებს. მისთვის უსიამოვნოა ‘’დაემორჩილოს ’’
მამაკაცს, რომელმაც დაკარგა პატივისცემა მის თვალში. ქალი ამ დროს გრძნობს , რომ ის მამაკაცზე
ძლიერია და შესაბამისად რატომ უნდა დაემორჩილოს მასზე სუსტს? ეს არ არის ბუნებრივი და სწორი
ქალისთვის. როდესაც ქალი არის მამაკაცთან ურთიერთობაში, რომელიც უყვარს ადამიანურად , მაგრამ
სინამდვილეში არ არის მასთან სიყვარულში, ამ დროს ქალი ელოდება რომ მოიპოვებს მამაკაცის
პატივისცემას და დაიბრუნებს მის მიმართ მიზიდულობას. როცა ქალი კაცთან ურთიერთობაშია , მას არ
სურს რომ ეს სიყვარული დამთავრდეს და დაკარგოს მამაკაცის მიმართ პატივისცემა და მიზიდულობა ,
თუმცა ეს ყველაფერი ქალზე არაა დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია იმაზე , თუ როგორ ურთიერთობ
მასთან, რას ამბობ, როგორ იქცევი და როგორ რეაგირებ მასზე. მაგ: როდესაც კაცი ურთიერთობს
ქალთან და ამ დროს ავლენს მის დაუცველობასა და უმწეობას, ეჭვიანია და კონტროლს იწყებს, ამ
გზებით იგი ვერ მოიპოვებს ქალის მიზიდულობასა და მოწონებას. თუ კაცი ქალთან ურთიერთობაში
თავდაჯერებული და ემოციურად ძლიერია ამ დროს იგი მოიპოვებს ქალის მიზიდულობასა და
პატივისცემას. თუ გინდა რომ ურთიერთობაში დაიბრუნო ქალის სიყვარული , შენ უნდა მოიპოვო მისი
პატივისცემა (რაც ძალიან ადვილია) და მისი მიზიდულობაც შენს მიმართ ავტომატურად დაბრუნდება .
როცა ეს მოხდება სიყვარულიც თავისთავად დაბრუნდება, ის ისე შემოგხედავს როგორც ადრე
გიყურებდა და შენთან სიახლოვით, სექსით ისევ ბედნიერებას იგრძნობს. ერთი რამ რაც აუცილებლად
უნდა გაიგოთ სიყვარულის შესახებ არის ის, რომ ის არ კვდება. როდესაც ურთიერთობაში ქალს
უყვარხართ და შემდეგ ამ სიყვარულიდან გადის, სიყვარული არ კვდება და მთლიანად არ ქრება ,
უბრალოდ იგი უკან გადაიწევს და იცდის, რომ გააქტიურდეს თავიდან. შენ შეგიძლია თავიდან
გაააქტიურო ქალის გრძნობები შენს მიმართ. გრძნობები არ არის ქვები , მათ აქვთ ხელახლა
გამოღვიძების უნარი. შენ უბრალოდ უნდა დაიბრუნო მისი პატივისცემა , მიზიდულობაც დაბრუნდება და
შესაბამისად სიყვარულიც. ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია და ძალიან მარტივია გასაკეთებლად .

7. უნდა ვუთხრათ თუ არა ცოლს, საცოლეს ან ყოფილ შეყვარებულს რომ იგი ისევ გიყვართ?

დიახ. არ შეგეშინდეთ ამის თქმის. ქალები არ ცემენ პატივს მამაკაცებს, რომლებიც იყენებენ ხრიკებს
თავიანთი დაუცველობისა და უმწეობის დასამალად. მამაკაცებს ამის შესახებ უჩნდებათ კითხვები : რომ
თუ ვეტყვი რომ ისევ მიყვარს, წარმომაჩენს ეს უმწეოდ, სასუწარკვეთილად და უბადრუკად ? პასუხი არის ,
რომ - არა. თუ შენ არ ხარ სასოწარკვეთილი და უბადრუკი, ამ ყველაფრის თქმა არ წარმოგაჩენს
სასოწარკვეთილად და უბადრუკად. თუ კაცი არის სასოწარკვეთილი, უბადრუკი და ‘’გაგიჟდება ’’ მისი
‘’საყვარელი’’ ქალის გარეშე, როდესაც ეტყვის რომ იგი ენატრება ან უყვარს, იგი ამას ისე ეტყვის ქალს ,
რომ ქალს ეს არ მოეწონება. თუმცა თუ კაცი ემოციურად ძლიერია და ბედნიერია მისი ყოფილით /მის
გარეშე, იგი მას ამ ყველაფერს ისე მამაკაცურად და თავდაჯერებულად ეტყვის , რომ ქალი მას აქეთ
შეეკითხება: ისევ გიყვარვარ? ისევ გენატრები? ამაზე კაცი უპასუხებს - რათქმა უნდა , შენ ხარ ქალი
რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. მე და შენ შეიძლება ვიჩხუბეთ და ამას შევეგუე , მაგრამ რათქმა
უნდა ისევ მიყვარხარ. როდესაც ქალს ასე უპასუხებ, იგი აუცილებლად პატივისცემით განეწყობა შენს
მიმართ, რადგან შენ თავდაჯერებული ხარ, შენ დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში და გრძნობებს არ
აყვები, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება. როდესაც უმწეო მამაკაცი ცდილობს დამალოს საკუთარი
სიყვარული მისი ცოლის, საცოლის ან შეყვარებულის მიმართ და ამ დროს ქალი ეკითხება მას: ისევ
გიყვარვარ? და ამ დროს კაცი პასუხობს შემდეგნაირად: ‘’მე არ ვარ დარწმუნებული ’’, ‘’მე არ ვიცი ’’, ‘’ნუ
მისვამ ასეთ კითხვებს’’ ან უბრალოდ ‘’არა’’ და ამ დროს ქალმა იცის, რომ კაცს იგი მართლა უყვარს,
მაგრამ მალავს ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი დააკარგინებს მას პატივისცემას მამაკაცის მიმართ .
ქალი დაკარგავს პატივისცემას იმ ფაქტის მიმართ, რომ მას არ შეუძლია იყოს გაბედული და მას არ
შეუძლია იყოს ის, ვინც სინამდვილეშია, რადგან იგი ცდილობს, რომ დამალოს მისი მყიფე , მსხვრევადი
გული და მას არ უნდა მიიღოს ტკივილი სიყვარულზე უპასუხობით, ეს ყველაფერი კი მას ანადგურებს .
ქალს არ უნდა, რომ აკონტროლებდეს შენს გრძნობებს, მას სურს რომ შენ იყო ბედნიერი ,
თავდაჯერებული და შეუჩერებელი მასთან ან მის გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს , რომ შენ ქალს უნდა
უთხრა, რომ ‘’მე შენთან ან შენს გარეშე ბედნიერი ვარ’’ ან ‘’მე აღარ მჭირდები ’’. ქალმა ეს ყველაფერი
სიტყვების გარეშე, შენთან ურთიერთობით უნდა იგრძნოს, იგი შეამჩნევს და იგრძნობს ამ ყველაფერს ,
თუ შენ მას ელაპარაკები პატიოსნად, მამაკაცურად და ‘’უგრძნობი’’ სიყვარულით . შენ ამ დროს არ უნდა
შეგეშინდეს, რომ უმწეოდ წარმოჩნდები, რადგან შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ . ცხოვრებაში შენ ამ
ყველაფრის თქმით არ წარმოჩნდები უმწეოდ, თუ შენ თავად არ აირჩევ, რომ იყო უმწეო. მამაკაცებს
ეშინიათ სოციალური ქსელით თავიანთი პირით გააჟღერონ ასეთი რაღაცეები , რადგან თვლიან რომ
უმწეოდ წარმოჩნდებიან, ასეთი ხალხი უმწეო, გარიყული, იგნორირებული და დაცინულია , ხოლო
ადამიანი, რომელსაც არ ეშინია, რომ თქვან თუ რას გრძნობენ სინამდვილეში, მოიპოვებს ადამიანების
პატივისცემას. საუბარია ადამიანზე, რომელსაც სწამს საკუთარი თავის და არ ეშინია თქვას , ის რასაც
გრძნობს. როცა საქმე ეხება ურთიერთობებს და ეშინია, რომ გამოხატოს და აჩვენოს საკუთარი
სიყვარული ქალის მიმართ, იგი განწირულია მარცხისთვის, იგი იგრძნობს თავს ‘’გამოთიშულად ’’
თავისი უმწეობებისა და სისუსტეების გამო, როცა საქმე ეხება სიყვარულს იგი ვერასოდეს გამოცდის თუ
რას ნიშნავს იყო ურთიერთობაში ქალთან როგორც ნამდვილი , უშიშარი მამაკაცი . როცა სიყვარულთან
მიმართებაში ვახსენებ სიტყვა ‘’უშიშარს’’, არ იგულისხმება მამაკაცი, რომელიც ეტყვის ქალს : ‘’შენ
ჩემთვის ყველაფერი ხარ’’, ‘’მე შენ ისე მიყვარხარ, რომ შენს გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია ’’, ‘’მე
ვაპირებ თავის მოკვლას თუ შენ არ დამიბრუნდები’’. ეს არ არის უშიშარი სიყვარული , ეს უმწეო , სუსტი ,
სასოწარკვეთილი და უბადრუკი სიყვარულია, რაც ქალებს არ იზიდავთ. ქალებს იზიდავთ მამაკაცები ,
რომელთაც არ ეშინიათ, იმის თქმისა და ჩვენების, რომ მათ ისინი უყვართ, თუმცა ამავდროულად მათ
არ იზიდავთ მამაკაცები, რომლებიც მათ ეტყვიან ‘’მე მჭირდები შენ მორალური და ემოციური
თანადგომისათვის და თუ არ მეტყვი, რომ გიყვარვარ, მე დავიშლები 1000 ნაწილად. ქალს სურს
გამოცადოს ურთიერთობა მამაკაცთან, რომელსაც არ ეშინია თქმისა და ჩვენების რომ მას ეს ქალი
უყვარს, თუმცა ამ ყველაფრის თქმის შემდეგ მიმზიდველია ისეთი ტიპის მამაკაცი , რომელიც
სანაცვლოდ არაფერს ელოდება და ქალი უპასუხებს თუ არა იგივე გრძნობით, იგი მაინც
თავდაჯერებული იქნება და გააგრძელებს ბედნიერად ცხოვრებას .

8. რაზე უნდა ვისაუბროთ როცა ქალს პირველად გამოველაპარაკებით

როცა საქმე ეხება ქალებთან საუბარს, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ქალს აგრძნობინოთ
მიზიდულობა და პატივისცემა თქვენს მიმართ. ქალებს მოსწონთ თავდაჯერებულობა , მამაკაცურობა
(აზროვნება, ქცევა, მოძრაობა და ა.შ.) , კომუნიკაციისა და სხვებთან ურთიერთობის უნარი, იუმორის
გრძნობა. როცა ქალს დაძაბული და აღელვებული ესაუბრები, აღარ აქვს მნიშვნელობა თუ რას ეტყვი
მას რადგან ამ დროს შენ ავლენ ნერვიულობას, ემოციურ სისუსტეს, საკუთარ თავში დაურწმუნებლობას ,
მორიდებულობას და ა.შ. ეს ყველაფერი კი ქალისთვის არამიმზიდველია.

9. როგორ ვიყოთ სექსუალურად მიმზიდველი ქალებისათვის

ქალისთვის რომ სექსუალურად მიმზიდველი იყოთ, მას თქვენთან ქალურად უნდა აგრძნობინოთ თავი,
ეს გულისხმობს იმას რომ ქალი იხსნება თქვენს მიმართ და გემორჩილებათ თქვენ. ქალს რაც აღაგზნებს
არის ის, რომ როცა მასთან ამყარებთ გარკვეულ გრძნობიერ/ემოციურ კავშირს, სადაც იგი გრძნობს
რომ თქვენ უფრო ძლიერი/დომინანტი ხართ, შესაბამისად ისიც გაგეხსნებათ და მიგიღებთ . ჩვენ
მამაკაცებს რადიკალურად განსხვავებული რაღაცეები აღგვაგზნებს, ესენია : სექსუალური ჩაცმულობა ,
ლამაზი თმები და თვალები, კარგი მკერდი და უკანალი. ქალები მამაკაცებისაგან განსხვავებით ხშირად
არ მასტურბირებენ პორნოგრაფიულ ვიდეოებზე, ისინი დახუჭავენ თვალებს, წარმოიდგენენ
თავდაჯერებულ ძლიერ მამაკაცს/მამაკაცებს რომელთაც მასთან აქვთ სექსი , სადაც კაცები მათზე
დომინირებენ. მამაკაცების აღგზნება უფრო ვიზუალურია. მედია საუბრობს რომ შენ უნდა იყო
სიმპათიური, გქონდეს კარგი აღნაგობა და ქალებს მოეწონები; ეს ყველაფერი კარგია , მაგრამ არა
მთავარი.

10. როგორ მოვიქცეთ თუ ყოფილი შეყვარებული დაგვიკიკავშირდება


თუ ჩხუბის შემდეგ თქვენი ყოფილი შეყვარებული დაგიკავშირდებათ , სავარაუდოდ მას შენთან
დაბრუნება სურს. რაც უფრო დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში, რაც უფრო დარწმუნებული ხარ რომ
მისთვის ისევ მიმზიდველი ხარ, მით მარტივია მისი დაბრუნება. ქალებს ბუნებრივად იზიდავთ კაცების
ემოციური სიძლიერე და არა სისუსტე. თუ შენი ყოფილი შეყვარებული იწონებს შენს პოსტებს სოციალურ
ქსელში, გწერს ტელეფონზე, გირეკავს და ა.შ. ეს აუცილებლად არ ნიშნავს რომ მას შენთან
ურთიერთობის აღდგენა სურს, მაგრამ უმჯობესია ასე იფიქროთ და ივარაუდოთ , რადგან რაც უფრო
თავდაჯერებული ხართ, მით უფრო მიმზიდველი ხართ მისთვის. როცა კაცმა შეამჩნია რომ მისი ყოფილი
შეყვარებული იწონებს მის პოსტებს სოციალურ ქსელში და დაინტერესებული ჩანს რომ მას შეურიგდეს .
თუ დაგირეკავს უნდა ეხუმრო, თუ შეეკითხები ისევ გიყვარვარ ? და იგი გეტყვის არას . შენ უნდა უპასუხო
შემდეგნაირად: აბა ის მონაწერები და დანარეკები რა იყო? თუ კიდევ დამირეკავ მოგიწევს ჩემი
დაპატიჟება სადმე შენი ხარჯებით. ასეთი რამის თქმა ნიშნავს რომ შენ არ ხარ ‘’გადაგდებული ბიჭი ’’,
რომ შენ ამის გამო დამწუხრებული ხარ, რომ ისევ გჯერა საკუთარი თავის, რომ მამაკაცი ხარ და
ყველაფერს აკონტროლებ, თუმცა ამავდროულად შენ არ ხარ ‘’გარეწარი’’ რადგან ისევ ხუმრობ მასთან
და იოლად უყურებ ამ ყველაფერს არ ეუბნები ისეთ რაღაცეებს, როგორებიცაა : დამივიწყე , არ მომწერო
და ა.შ. როდესაც ამ დროს ხუმრობ მასთან, ამით ქალს ეღიმება, ეცინება თუმცა ამავდროულად იგი
პატივისცემით განეწყობა შენს მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყოფილი შეყვარებულის
დასაბრუნებლად. ზოგჯერ მსგავს შემთხვევებში კაცები ამბობენ რომ ქალები როდესაც მათ
ეკონტაქტებიან, იწყებენ ‘’გონებრივ თამაშებს’’ და ამბობენ კის ან არას და მათი მონაწერები
არაერთგვაროვანია იმის შესახებ ისევ მოსწონთ თუ არა ესა თუ ის მამაკაცი . როცა ქალი ამგვარ
თამაშებს იწყებს კაცთან, ერთ წამს აინტერესებს, მეორე წამს კი არა , კაცმა ამ დროს უნდა გაიცინოს და
აჩვენოს რომ იგი არ არის ‘’გადაგდებული ბიჭი’’, რომ არ არის დაუცველი, უმწეო, არ ვარდება პანიკაში ,
ჯიუტად აგრძელებს საკუთარ თავში დაჯერებას, აგრძელებს რომ გაიცინოს და პატივი სცეს მას . ამ დროს
მამაკაცი არ უნდა გაბრაზდეს, არ უნდა დაიწყოს თავის მართლება და აჩვენოს უმწეობა /დაუცველობა .
შენ უნდა გაიცინო და თქვა გუშინ კის ამბობდი, დღეს არა, ხვალ შეიძლება ისევ კი თქვა . ამ დროს ქალი
ხვდება რომ აზრი არ აქვს მამაკაცთან ასეთ თამაშებს, რადგან საქმე აქვს ნამდვილ მამაკაცთან , რომ
ვერაფერი ვერ გამოიყვანს მას წყობიდან და საბოლოოდ თავად ჩაიგდებს თავს სულელურ
მდგომარეობაში. ქალს უყვარს როცა კაცები ასე ელაპარაკებიან და აცინებენ მსგავს სიტუაციებში . არ
გაგიკვირდეთ თუ ქალი გააგრძელებს მსგავს თამაშებს, რადგან ამით მას სურს გამოცადოს თქვენი
თავდაჯერებულობა და მამაკაცურობა. მან შეიძლება გკითხოთ თუ გენატრებათ და როცა უპასუხებთ ‘’კი -
ს’’ და შემდეგ თავად შეეკითხებით, იგი გიპასუხებთ : არა-ს. ამ დროს უნდა უთხრათ ქალს , რომ გატყუებთ
და გაგიჟებით ენატრებით და დაძინებამდე ტირის.

11. უნდა დააიგნორო თუ არა ყოფილი შეყვარებული მის დასაბრუნებლად

დაშორების შემდეგ ქალის დაიგნორების შემთხვევაში იგი ძირითადად გამოიქცევა შენთან


დასაბრუნებლად თუ მას მართლა უყვარხარ, შენს მიმართ ისევ გააჩნია გრძნობები , ვერ ეგუება შენს
დაკარგვას, თუ გამოუცდელია ურთიერთობებში, ვერ უმკლავდება დაშორებით გამოწვეულ ტკივილს ,
ხედავს რომ მის გარეშეც შესანიშნავი და ბედნიერი ცხოვრება გაქვს და ვერ იპოვა შენი შემცვლელი
მამაკაცი. თუმცა ზოგ შემთხვევაში ‘’დაიგნორების მეთოდი’’ არ მუშაობს. თუ ქალი დაშორდა კაცს და
ყელში ამოუვიდა იგი მაგალითად იმიტომ რომ ეს კაცი ძალიან უმწეო , უსუსური , მიწებებული და ეჭვიანი
იყო, და ამ დროს კაცი მას აიგნორებს, ქალი უმეტეს შემთხვევებში გამოიყენებს ამ სივრცეს რომ წინ
წავიდეს. ზოგ შემთხვევაში ქალი დაეკონტაქტება კაცს რათა გაიგოს ენატრება თუ არა იგი და დადებითი
პასუხის შემთხვევაში მიუხვდება მას ‘’დაიგნორების მეთოდს’’ და მეტად დაეკარგება პატივისცემა მის
მიმართ. საუკეთესო გზა შენი ყოფილი შეყვარებულის დასაბრუნებლად არის მასში პატივისცემის ,
მიზიდულობისა და სიყვარულის გრძნობების გაღვიძება შენს მიმართ მასთან ურთიერთობისას .

დიალოგის კარგი მაგალითი ყოფილი შეყვარებულის დასაბრუნებლად

ქალი: ისევ გენატრები?

კაცი: ოოოო, ვკვდები! ვერ ვიძინებ, ვერ ვჭამ, წონაში დავიკელი. არა არა, ვხუმრობ კარგად ვარ . შენ
როგორ ხარ? ისევ გენატრები?

ქალი: არა

კაცი: კი კი, ვიცი რომ ძალიან გენატრები

ქალი: არა, არ მენატრები

კაცი: როგორც არ უნდა გძულდე მე მაინც მიყვარხარ და დაგელოდები ტელეფონით ხელში მომდევნო
40 წელი რომ დამირეკავ და მეტყვი: მე დავბერდი, მაგრამ ისევ შენთან ყოფნა მინდა

მსგავსი საუბრის შემდეგ მას გაეღიმება და გაეცინება . ღიმილი /სიცილი ქალში ქმნის გრძნობებს , იგი
კვლავ პატივს ცემს შენს თავდაჯერებულობას და კომუნიკაციის უნარს, რომ გააღიმო იგი ასეთ
მომენტში.

დიალოგის ცუდი მაგალითი ყოფილი შეყვარებულის დასაბრუნებლად

ქალი: ისევ გენატრები?

კაცი: კი და შენ?

ქალი: არა

კაცი: არსებობს თუ არა ჩვენი ურთიერთობის აღდგენის შანსი?

ქალი: არა

კაცი: მე ისევ მენატრები, უშენობას ვერ ვუძლებ, დამიბრუნდები?

როცა ქალს ასე დაელაპარაკები, ის არაფერს გააკეთებს ურთიერთობის აღსადგენად , რადგან გატყობს
რომ ემოციურად დაუცველი ხარ და რომ მის გარეშე უსუსურად გრძნობ თავს და რომ შენ არ გაქვს
უნარი და თავდაჯერებულობა საიმისოდ რომ ასეთ სიტუაციაში მოახერხო მისი გაღიმება /გაცინება . კაცი
ფიქრობს რომ როცა გამოაჩენს რომ იგი ცუდად გრძნობს თავს ქალის გარეშე, ქალი თავს დამნაშავედ
იგრძნობს და მას კიდევ ერთ შანსს მისცემს. ეს ყველაფერი კი სისულელეა . ზოგიერთი ქალი უპასუხებს
კაცის ასეთ უსუსურობაზე, მოეწონება ის ფაქტი რომ მისი ყოფილი შეყვარებული ისევ განიცდის
დაშორებისგან გამოწვეულ ტკივილს, მოაჩვენებს თავს თითქოს შანსს აძლევს და შემდეგ უფრო მეტ
ტკივილს მიაყენებს. თუმცა ქალების უმრავლესობა იფიქრებს, ის ისევ არ შეცვლილა , ისევ იმ დონეზე
გაიჭედა, ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესი გახდა, იგი კიდევ კვლავ იარებს იშუშებს . ეს ყველაფერი
ქალისთვის არ არის მიმზიდველია. ქალისთვის მიმზიდველია როცა მის ყოფილ შეყვარებულს იგი
კვლავ უყვარს, კვლავ ენატრება თუმცა იგი მაინც კმაყოფილი და ბედნიერია თავისი ცხოვრებით
თუნდაც მის გარეშე. თუ შენ ყოფილ შეყვარებულ ისევ უყვარხარ , კვლავ გააჩნია გრძნობები შენს
მიმართ, ვერ უმკლავდება შენთან დაშორებით გამოწვეულ ტკივილს, უკვე ბევრ ქალს ხვდები და
დიდებულ დროს ატარებ და ფიქრობ რომ ამით მას აეჭვიანებ და დაიბრუნებ ამ დროს კარგი იქნება
დაიგნორების მეთოდი მის დასაბრუნებლად. თუმცა თუ დაშორების შემდეგ თავს ცუდად გრძნობ და არ
გაქვს საკმარისი თავდაჯერებულობა რომ თავიდან მოაწონო თავი შენს ყოფილ შეყვარებულს , ამ
შემთხვევაში დაიგნორების მეთოდი არ იქნება ეფექტური. ამ დროს უმჯობესია იმუშაო საკუთარ თავზე
და განვითარდე იმ კუთხით რაც გაკლია. თუ შენ უმწეო და დაუცველი ხარ და ეს იყო თქვენი დაშორების
მთავარი მიზეზი, შენ უნდა გახდე ემოციურად ძლიერი/მდგრადი და როცა დაელაპარაკები ტელეფონზე
თავდაჯერებულად იგი იფიქრებს, რომ შეიცვალე, რომ ემოციურად უფრო ძლიერი ხარ და შეგიძლია
მისი გაღიმება/გაცინება. შესაბამისად იგი მოისურვებს შენთან შეხვედრას და ამით აღადგენთ თქვენ
ურთიერთობას, იგი გაპატიებს, შენ ხელახლა მოიპოვებ მის პატივისცემას და ამით თქვენს
ურთიერთობას ახალი შანსი მიეცემა.

12. მარტოხელა ქალებს სურთ რომ ეს ყველა მამაკაცმა იცოდეს

მარტოხელა ქალებს არ აქვთ სიმამაცე, რომ გამოავლინონ უშუალო ნიშნები, რაც მიუთითებს რომ მათ
მოწონხარ, მამაკაცმა კი არ უნდა ჩათვალოს რომ იგი არ იმსახურებს ამ ქალს. ქალებს სურთ მათ
გვერდით თავდაჯერებული მამაკაცი, რადგან თუ ისინი შევლენ ურთიერთობაში მამაკაცთან , რომელიც
თვლის რომ არ არის ამ ქალის ღირსი, ეს მამაკაცი დაიწყებს ეჭვიანობას, ჩხუბს, კამათს და გამოავლენს
საკუთარ უსუსურობასა და უმწეობას.

13. როგორ უნდა გაუმკლავდეთ კაცებს, რომლებიც იგივე გოგოს ესაუბრებიან რომელსაც შენ
ესაუბრები

უნდა გახდეთ უფრო თავდაჯერებული. ამ დროს არ უნდა დაიწყო ტრაბახი , ყოყოჩობა რომ შენი თავი
უფრო უკეთ წარმოაჩინო. ამ დროს უბრალოდ უნდა მოდუნდე და გააგრძელო საკუთარ თავში
დარწმუნებულობა. ალფა მამაკაცობის ერთ-ერთი პრინციპი მდგომარეობს იმაში , რომ არ
ინერვიულონ/იდარდონ სხვა მამაკაცებზე, არ დაინახონ სხვა მამაკაცებში შეჯიბრი . შესაძლოა სხვა
მამაკაცებიც ამ დროს ალფა-მამრები არიან, მაგრამ შენ უნდა გჯეროდეს რომ შენ ყველაზე ‘’ალფა ’’ ტიპი
ხარ მათ შორის. უნდა გწამდეს იმის, რომ შენ არ გჭირდება გაუმჯობესება და ა.შ . რადგან შენ უკვე იცი
რომ ‘’ალფა’’ მამაკაცი ხარ. ‘’ალფა აზროვნებით’’ შენ შეგიძლია რომ სხვა მამაკაცების გარემოში
შეინარჩუნო საკუთარი თავი, იყო მშვიდად და თავდაჯერებულად ესაუბრო ქალს . მსგავს სიტუაციებში თუ
არ ხარ ალფა მამაკაცი, ისინი შეეცდებიან რომ დაგამცირონ, იყოყოჩონ, იმარიაჟონ გოგოსთან . მსგავს
სიტუაციებში არ უნდა დაკარგო რწმენა, რომ ეს გოგო შენია, თუმცა ამავდროულად ნუ ჩაებმები
შეჯიბრში სხვა მამაკაცებთან, რადგან შენ არ გჭირდება მათთან შეჯიბრი , რადგან შენ ისეც იცი რომ
საკმარისად კარგი ხარ.

14. სამი ეტაპი სანამ დაგშორდებოდა


1. მან დაკარგა შენი როგორც მამაკაცის პატივისცემა - ქალი კაცის მიმართ პატივისცემას
კარგავს, როდესაც იგი ქალს უბრძანებს. როცა მამაკაცი წუწუნებს ცხოვრებაზე , ქალს თავს
აცოდებს და სულ მის პრობლემებზე საუბრობს. ამ დროს ქალი მენტალურად და ემოციურად
მამაკაცზე ძლიერად გრძნობს თავს და თავს კაცისთვის დედობრივ ფიგურად აღიქვამს . ეს
ყველაფერი ნიშნავს რომ პიროვნება კაცი არაა, იგი კვლავ მოუმწიფებელი ბიჭუნაა . ქალმა
შესაძლოა დაკარგოს პატივისცემა მამაკაცისადმი, თუ იგი მალავს მის ნამდვილ პოტენციალს
ცხოვრებაში, განსაკუთრებით მის უკან. მაგალითად ქალებს არ უყვართ უმიზნო კაცები. მაგ :
როცა გაქვს ოცნებები ცხოვრებაში, მაგრამ არ იბრძვი მათთვის როგორც მამაკაცი , რადგან
გეშინია მარცხის, გეშინია თუ რას იფიქრებს ხალხი და ა.შ. ქალი კარგავს პატივისცემას
მამაკაცის მიმართ, როცა მამაკაცი არ ასრულებს მის სიტყვას. შესაძლოა ქალს დაპირდე
ისეთი რამ, რაც გარეშე/დამოუკიდებელი გარემოებების გამო ვერ შეასრულო, მაგრამ როცა
არ ასრულებ შენს სიტყვას სიზარმაცის, შიშის ან სისუსტის გამო. ქალს ეკარგება პატივისცემა
შენს მიმართ.
2. მან დაკარგა შენს მიმართ მიზიდულობა - ქალები გამოცდიან მამაკაცებს, მოიზიდავენ მათ
ინტერესს და დააკვირდებიან თუ როგორ რეაგირებენ ამაზე ისინი . მამაკაცების მიერ ხშირად
დაშვებული შეცდომებია: უსუსურობა, ეჭვიანობა, საკუთარ თავში დაეჭვება , ქალის
დადანაშაულება რომ შენი მიტოვება სურს და სხვა კაცები აინტერესებს , დაკარგოს
შემხებლობა შენს მამაკაცურობასთან, ეცადო რომ ასიამოვნო იგი ნებისმიერი გზით რათა არ
მიგატოვოს. ქალებს კაცში იზიდავთ თავდაჯერებულობა, რათა იგრძნონ თავი დაცულად ,
უსაფრთხოდ და ნამდვილ ქალად.
3. მან დაიწყო შენი გადაყვარება - მას მერე რაც ქალი დაკარგავს მამაკაცის მიმართ
პატივისცემას და მიზიდულობას, იგი დაუსვამს კითხვას საკუთარ თავს: რას ვაკეთებ მასთან
ურთიერთობაში? ეს სიყვარულია? შენს მიმართ ერთგულება მცირდება და იგი გადაერთვება
კარიერაზე ან სხვა მამაკაცებზე, რადგან შენიდან უკვე ვეღარ იღებს სიყვარულსა და
ბედნიერებას.

15. როგორ მოვახდინოთ ქალის კვალიფიცირება

კაცი როდესაც შეხვდება ლამაზ ქალს, ფიქრობს რომ არ არის მისი ღირსი და ზრდის მის ღირებულებას .
იმისათვის რომ მას თავი მოაწონო, აუცილებელია შევამციროთ მისი თვით-შეფასება , ეჭვი შევიტანო მის
რეალურ ღირებულებაში და ამავდროულად გავზარდოთ საკუთარი თვით-შეფასება იმის დამტკიცებით ,
რომ მაგარი ტიპი ვარ. შენს ცნობიერებაში შენი და ქალის თვით-შეფასება უნდა გათანაბრდეს . შენ
პირიქით ზემოდან უნდა უყურო ქალს, არა იმიტომ რომ მასზე უკეთესად თვლი თავს, არა იმიტომ რომ
შენ უნდა იცოდე საკუთარი თავის ფასი, რომელსაც განსაზღვრავს შენი მიღწევები , პიროვნება ,
ღირებულებები, მიზნები, ის სირთულეები/ დაბრკოლებები. შენ ზემოდან უნდა უყურო ქალს სანამ
გამოელაპარაკები და გაიცნობ არა იმიტომ რომ უკეთესი ხარ, არა იმიტომ რომ შენ არაფერი იცი მისი
მიღწევების, პიროვნების, ღირებულებების, მიზნების და ა.შ. შესახებ . მას ამის შესახებ შენთვის ჯერ
არაფერი უთქვამს. მის შეფასებას მოვახდენთ იმის მიხედვით თუ რას მოგვიყვება საკუთარი თავის
შესახებ და ამით მივხვდებით რამდენად არის იგი ჩვენი ღირსი (გაამართლებს თუ არა ჩვენს
მოლოდინებს თუ გაგვიცრუებს იმედებს). თუ იმედს გაგიცრუებს უბრალოდ უნდა დაემშვიდობო . ეს ბევრ
მამაკაცს არ სურს, რადგან მათ უნდათ რომ ეგრევე ნომერი გაიგონ და ა.შ. უნდა გათავისუფლდე
ყველაფრისგან რაც ამცირებს შენს თვითრწმენას და გეუბნება , რომ შენ არ ხარ საკმარისად კარგი ამა
თუ იმ გოგოსთვის.
16. რა სიხშირით უნდა უთხრა შეყვარებულს რომ გიყვარს

რათქმა უნდა არ არსებობს კონკრეტული/განსაზღვრული სიხშირე. ეფექტური დრო ამის სათქმელად


არის ის მომენტები, როცა შენ ნამდვილად გრძნობ ამას და იცი რომ მას ნამდვილად უყვარხარ . მაგ : თუ
ბიჭს უყვარს თავის შეყვარებული და ხშირად ეუბნება მას რომ უყვარს და ეს ნამდვილად ასეა და ამ
დროს ქალს არ უყვარს იგი, ეს გამოიწვევს პრობლემებს ურთიერთობებში . ქალი ამ დროს დაფიქრდება
და გააცნობიერებს რომ კაცს იგი გაცილებით მეტად უყვარს ვიდრე თავად , რომ იგი არ გრძნობს რომ
იგი ნამდვილად უყვარს და არ გრძნობს ‘’პეპლებს მის მუცელში’’ როცა მასთანაა და შეიძლება იგრძნოს
რომ ამ კაცს უნდა დაშორდეს და მოძებნოს სხვა მამაკაცი, რომელთანაც იქნება სიყვარულში .
იდეალური სიტუაცია, რომელშიც ქალს უნდა რომ შენ იყო ასეთია: მას იმდენად უყვარხარ , რომ მას უნდა
რომ ეს გითხრას/გაგრძნობინოს რომ უყვარხარ და ამით იგი ბედნიერია . ამ დროს იგი გრძნობს რომ
ურთიერთობის დინამიკა თქვენს შორის სწორია. მას სურს რომ უყვარდეს მამაკაცი , მას უნდა რომ კარგი
იყოს ამ მამაკაცის მიმართ, მას სურს რომ იგრძნოს სურვილი/მოტივაცია რომ აგრძნობინოს მამაკაცს
რომ უყვარს, მას ‘’მუცელში პეპლების შეგრძნება’’ აქვს. ეს მამაკაცი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია
ვიდრე სხვა ნებისმიერი ვინმე ან რამე. თუმცა ხანდახან ქალი არ გრძნობს თავს კომფორტულად როცა
კაცს ეუბნება ‘’მე შენ მიყვარხარ’’, ხანდახან იგი გრძნობს დაუცველობასა და უმწეობას ამ სიტყვების
წარმოთქმისას. ეს ყველაფერი შეიძლება განპირობებული იყოს მისი რთული ბავშვობით ,
იმედგაცრუებებით წინა ურთიერთობებში, როდესაც მან გული გადაუშალა პარტნიორს და შემდეგ გული
ატკინეს. ქალი ფიქრობს რომ თუ იგი ამ ყველაფერს ხშირად ეტყვის მამაკაცს, ეს მამაკაცს შეუქმნის
გადამეტებულ წარმოდგენებს საკუთარ თავზე, რომ კაცი იგრძნობს რომ თავი უკვე შეაყვარა ამ ქალს ,
მოიპოვა ეს ქალი და ამიერიდან არაფრის გაკეთება არაა საჭირო. ასე რომ ამ მხრივ პრობლემებმა
ურთიერთობებში შეიძლება თავი იჩინოს როგორც ქალის ასევე მამაკაცის მხრიდან . საუკეთესო
მიდგომა ამ შემთხვევაში შემდეგია: ქალისთვის იმდენად მიმზიდველი უნდა იყო, რომ მას რეალურად
მოუნდეს შენთვის იმის თქმა რომ უყვარხარ, რომ მას რეალურად მოუნდეს გაგრძნობინოს რომ
უყვარხარ. როდესაც ასეთი ურთიერთობის დინამიკა გაქვთ, როდესაც შენ იშვიათად ეუბნები მას რომ
გიყვარს, ეს მას აბედნიერებს და თვლის რომ იღბლიანია /გაუმართლა რომ შენთანაა . რათქმა უნდა
სისულელეა დაითვალო თუ რამდენად ხშირად ეუბნები ქალს რომ გიყვარს, არ უნდა იყო იმაზე
ორიენტირებული თუ ვინ ამბობს პირველი და ვინ ბოლო ამ სიტყვებს. ამის ნაცვლად სწორი იქნება , რომ
შექმნა ურთიერთობის ისეთი დინამიკა, როდესაც ქალი იღბლიანად გრძნობს თავს, როდესაც ამ
სიტყვებს (მიყვარხარ) სწორედ შენგან ისმენს. როდესაც ურთიერთობის ამგვარ დინამიკას მიაღწევ , შენ
შეგიძლია ეს სიტყვები შეყვარებულს უთხრა როდესაც კი მოგესურვება , თუმცა ზომიერება უნდა დაიცვა .
ამ სიტყვების წარმოთქმა არ უნდა იქცეს ჩვეულებრივ რუტინად , რომელსაც არანაირი ემოციური
დატვირთვა აღარ აქვს. შეიძლება თქვენ მოგეჩვენოთ, რომ ქალს სურს ამ სიტყვების მოსმენა თქვენგან
ყოველდღიურად, თუმცა სინამდვილეში ქალებს უყვართ არაპროგნოზირებადობა ურთიერთობებში ,
მათ უყვართ ფიქრი, ჩაფიქრება მათ მამაკაცზე იმის შესახებ თუ რას გრძნობს და რას ფიქრობს . ქალს
სურს იყოს პოზიციაში, როდესაც იგი თავს მოტივირებულად გრძნობს რომ შენთვის კარგი იყოს,
საუკეთესოდ მოგექცეს, თავი მოგაწონოს/შეგაყვაროს უფრო და უფრო. როგორც მამაკაცმა
მნიშვნელოვანია გაიგო და გააცნობიერო რომ ქალისთვის ურთიერთობის იდეალური დინამიკის ტიპია ,
როდესაც იგი გრძნობს რომ მას უფრო უყვარხარ, ვიდრე შენ. ამ დროს იგი უფრო ძლიერად შეეცდება
თავი მოგაწონოს/შეგაყვაროს, საუკეთესოდ მოგექცეს, იყოს საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში . როცა
ქალმა იცის რომ გიყვარს, მაგრამ შენიდან უფრო მეტი და მეტი სიყვარულის მიღება შეუძლია , ეს
მისთვის ხდება მთელი ცხოვრების ამოცანა, რომ შენში მეტი სიყვარული იპოვოს , აღმოაჩინოს ,
წამოიღოს და გამოცადოს. სიყვარული ამოუწურავი რამაა და ამიტომ არ უნდა გამოგელიოს. ნუ მისცემ
ქალს შთაბეჭდილებას, რომ სიყვარული რომელსაც აძლევ მას ახლა 100%-ით შეზღუდულია. შენი
საქციელისა და მასთან ურთიერთობის მიხედვით აგრძნობინე , რომ შენში სიყვარულის მეტი და მეტი
რაოდენობაა აღმოსაჩენად და თუ მას უნდა რომ ეს სიყვარული დაინახოს და აღმოაჩინოს მას მოუწევს
მეტი და მეტი მცდელობა შენზე შთაბეჭდილების მოსახდენად და შენი გულის მოსაგებად .

17. ყოფილი შეყვარებულის დაბრუნების საიდუმლო

ქალს უნდა აგრძნობინო პატივისცემისა და მიზიდულობის განახლებული გრძნობა შენს მიმართ .


უმრავლეს შემთხვევებში ქალი არ მისცემს მამაკაცს მეორე შანსს მხოლოდ იმიტომ რომ მამაკაცი მას
მიზეზებს უხსნის თუ რატომ მოიქცა ასე თუ ისე. ქალი არ გაითვალისწინებს ისეთ სიტყვებს მამაკაცისგან ,
როგორებიცაა: ‘’მე შევიცვალე’’, ‘’გთხოვ მაპატიე’’, ‘’მომეცი მეორე შანსი’’, ‘’გაიხსენე ჩვენი სიყვარული’’,
‘’ჩვენ იმდენი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან’’ და ა.შ. ასეთ სიტყვებს ქალისთვის არავითარი
მნიშვნელობა არ აქვს ურთიერთობის აღდგენისას როცა მას ყველაფერი ყელში ამოუვიდა . ხოლო თუკი
მას ჯერ ყელში არაფერი არ ამოუვიდა, იგი აუცილებლად მოგცემს შანსს შენ მას უბრალოდ უნდა
აგრძნობინო პატივისცემისა და მიზიდულობის განახლებული გრძნობა შენს მიმართ . თუ კამათი იმიტომ
მოხდა რომ შენ ემოციურ სისუსტეებს ავლენდი, უმჯობესია ტელეფონზე საუბრისას ან შეხვედრისას
აჩვენო რომ შენ ემოციურად უფრო ძლიერი ხარ. ემოციური სიძლიერე კი გამოიხატება მამაკაცის
საუბრის მანერასა და ხმის ტემბრში, დამოკიდებულებაში , რეაქციებში და ა .შ . როცა ამგვარი
ურთიერთობით დაიბრუნებ მის პატივისცემას, იგი ისევ იგრძნობს რაღაცას შენს მიმართ და ისევ
მიმზიდველი იქნები მისთვის. როცა მოიპოვებ მის პატივისცემას ხელახლა და მასთან საუბრისას იქნები
მხიარული და გააცინებ მას, იგი თავს კარგად იგრძნობს. ზოგიერთ შემთხვევაში კაცები ამბობენ , მე
ვაიგნორებ ჩემს ყოფილს ორი კვირაა, ორი თვეა და მეტიც მაგრამ ის არ მეკონტაქტება , და რატომ არ
მუშაობს დაიგნორების ეს მეთოდი მის დასაბრუნებლად? თუ ქალი დაშორდება კაცს, ისევ უყვარს იგი ,
ისევ უნდა მასთან ყოფნა და ამ დროს კაცი აიგნორებს, ქალი აუცილებლად დაუკავშირდება და
მოისურვებს მასთან დაბრუნებას, მაგრამ თუ ქალი იმ ზომამდე მივიდა , რომ ყველაფერი ამ კაცისგან
უკვე ყელში ამოუვიდა იგი შესაძლოა დაუკავშირდეს ამ კაცს, რომ შეამოწმოს რამდენად შეიცვალა .
ყველაზე დიდი იარაღი მამაკაცის ხელში ყოფილი შეყვარებულის დასაბრუნებლად არის მისი
თავდაჯერებულობა, რომ ქალისთვის ისევ მიმზიდველი იქნება. როცა კაცი დაუკავშირდება ქალს და ამ
დროს ეჭვი შეაქვს საკუთარ თავში, არ არის თავდაჯერებული რომ ქალს ისევ მოწონს და გრძნობები
აქვს მის მიმართ და ამ ყველაფერს ქალიც შეატყობს, ქალი არ დაბრუნდება . ქალისთვის მიმზიდველია
მიზანდასახული, თავდაჯერებული მამაკაცი და არა ემოციურად სუსტი (უმწეო, მერყევი ,
დაურწმუნებელი, გაუწონასწორებელი). რაც უფრო თავდაჯერებული ხართ ყოფილ შეყვარებულთან
საუბრისას საკუთარ უნარში რომ მისთვის ისევ მიმზიდველი ხართ, მით მეტია მისი დაბრუნების შანსი .

18. ურთიერთობაში ძალის მოპოვება

ქალები ყოველთვის მოუწყობენ მამაკაცს გამოცდებს, იმის მიუხედავად თუ რამდენად ბედნიერი და


ჰარმონიულია მათი ურთიერთობა. როცა კაცმა არ იცის თუ როგორ გაუმკლავდეს ასეთ გამოცდებს , იგი
წამოიწყებს კონფლიქტებს, დაანგრევს სიყვარულის გრძნობებს და მთლიანად ურთიერთობას .
I მაგალითი: ქალმა შესაძლოა გითხრათ: წონაში მოიმატე, ძალიან გახდი კუნთები საერთოდ აღარ
გაქვს, თმები გცვივა. ქალები ასეთ რაღაცეებს კაცს ეუბნებიან, რომ მოიპოვონ მათზე
ძალაუფლება/კონტროლი და შეგამოწმონ რამდენად თავდაჯერებული ხარ . როცა კაცი ფიქრობს რომ
არ იმსახურებს ამ ქალს, მას გაუჩნდება აზრები რომ ის ქალი უფრო ლამაზი და მიმზიდველია , მას
გაუმართლა რომ სწორედ ეს ქალია მის გვერდით და გაუჩნდება ამ ქალის დაკარგვის შიში .

II მაგალითი: ქალი ჩუმადაა და ნაკლებად ელაპარაკება კაცს. ამ დროს სუსტი მამაკაცის რეაქცია :
პანიკა და შიში რომ მას კარგავს, ამ დროს მამაკაცი მას უკეთ მოექცევა რომ შეინარჩუნოს რაც ქალს
უფრო მეტ და მეტ ძალაუფლებას აძლევს ურთიერთობაში.

III მაგალითი: ქალი უარს ეუბნება კაცს მის მოთხოვნებზე. ამ დროს სუსტი მამაკაცის რეაქცია : ბრაზი ,
გაღიზიანება, იმედგაცრუება. ამ დროს მამაკაცი ეხვეწება და ფეხებში უვარდება ქალს . ამ დროს
მამაკაცი კარგავს ძალაუფლებას ურთიერთობებში და პატივისცემას/მიმზიდველობას ქალის თვალში
და ნელ-ნელა ქალსაც გადაუყვარდება.

ქალები ამ ტიპის გამოცდებს უწყობენ მამაკაცებს, რათა ისინი გააძლიერონ და უფრო ძლიერ
მამაკაცთან იყვნენ გვერდით. ქალს არ სურს ბრაზიანი, აგრესიული მამაკაცი მის გვერდით , ქალს სურს
მტკიცე და დომინანტი პიროვნება სიყვარულში. კაცები არასწორად ფიქრობენ რომ თუ უკეთ მოექცევიან
ქალს და მეტ რამეს გააკეთებენ მათთვის, ქალი შეწყვეტს მათი ხასიათის გამოცდას. სინამდვილეში
როგორი გენიალურიც არ უნდა იყოს ურთიერთობა ქალი ყოველთვის გააგრძელებს კაცის ხასიათისა
და სიმშვიდის გამოცდას. თუ ქალი დაკარგავს მამაკაცის მიმართ პატივისცემას , იგი უკვე სექსუალურ
მიზიდულობასაც კარგავს. როდესაც მოიპოვებ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ურთიერთობაში , მისთვის
იქნები ძლიერი მამაკაცი, რომლის ქვეშაც დაცულად იგრძნობს თავს და ყოველთვის დაეყრდნობა .

19. ქალებზე დადევნება სისულელეა

ქალებზე დადევნება სისულელეა. ასეთი კაცი ‘’პროვაიდერია’’, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცეებს ქალებისთვის ,
იმ მიზნით რომ ქალებს მოვაწონოთ. ასეთ ქცევაში კი არაფერია სექსუალური და მიმზიდველი თუ
ყურადღებით დავაკვირდებით. ავიღოთ ორი სცენარი

 I სცენარი: მდიდარი მამაკაცი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, ჰყავს ძვირადღირებული მანქანა ,
ხვდება ქალს, რომელსაც წაიყვანს ძვირადღირებულ რესტორანში და ა .შ . ასეთი კაცი
‘’პროვაიდერია’’. ისინი სხვა მამაკაცებს ეჯიბრებიან.
 II სცენარი: იგი არ ახარჯავს ქალს ფულს, არ იცმევს კარგად, არ აქვს ბევრი უნარები, არ
ცდილობს მაინცდამაინც ქალზე შთაბეჭდილების მოხდენას, უდარდელია , არაფერს აძალებს
ქალს. თუმცა ქალი დამოკიდებული და მიჯაჭვულია მასზე, არ შეუძლია და ვერ წარმოუდგენია
უიმისოდ. ასეთი მამაკაცი არა პროვაიდერი, არამედ უფრო ‘’friends with benefits’’ ტიპია. ქალი
უბრალოდ მიჯაჭვულია მასზე და სულ ცდილობს გაარკვიოს თუ სად არის, ვის ხვდება, ვინმეს ხომ
არ წერს და ა.შ. ხანდახან ქალი როდესაც ხვდება პროვაიდერს, წერს ‘’friends with benefits’’ ტიპს
რომ მასთან ყოფნა უნდა. ქალები იშვიათად ხვდებიან ასეთ ტიპებს, მათ ძირითადად
‘’პროვაიდერებთან’’ აქვთ ურთიერთობა. ასეთი ტიპები არ ეჯიბრებიან სხვა მამაკაცებს ,
იმისათვის რომ ქალს რაიმე დაუმტკიცონ.
20. რატომ ხდება რომ როდესაც ქალებს ზედმეტად კარგად ვექცევით ეს ყველაფერი ხშირად
უარით მთავრდება?

ეს საკმაოდ დამაბნეველი და რთული გასაგებია კაცებისთვის. შენ ხშირად გესმის როდესაც ქალები
ამბობენ, რომ მათ უყვართ ‘’კარგი ბიჭები’’. ისინი ხშირად ამბობენ ბიჭებზე , ‘’რა კარგი ბიჭია ’’, ‘’რა
საყვარელია’’. თუმცა როდესაც შენ ქალს კარგად ექცევი, ბევრ ყურადღებას და დროს უთმობ , ეუბნები
ბევრ კომპლიმენტს, იგი არ დაიწყებს ამ ყველაფერზე წუწუნს და არ იუარებს . იგი გაიღიმებს ,
სიამოვნებას მიიღებს როდესაც შენგან ყურადღებას იგრძნობს, კომპლიმენტებს მოისმენს და არ
გეტყვის რომ თავი დაანებო. როდესაც მამაკაცი ამ ყველაფერზე ქალისგან დადებით რეაქციას მიიღებს ,
იგი გააგრძელებს მსგავსი რაღაცეების გაკეთებას. კაციც კარგად გრძნობს თავს , როდესაც ქალი
კარგად ექცევა, სიამოვნებს მასთან დროის გატარება და ა.შ. ქალი ასეთი ტიპის კაცს ხშირად
‘’მეგობრობის ზონაში’’ გადაიყვანს. როცა შენ ძალიან კარგად ექცევი ქალს, მას უჩნდება შენს მიმართ
‘’affection’’ და არა ‘’attraction’’.

 Affection - სითბოსა და მოწონების მსუბუქი განცდა


 Attraction - ხასიათის თვისება, რომელიც აღძრავს ინტერესს, მოწონებასა და სურვილს
თუ ქალი მოგწონს, მას აღუძრავ შენს მიმართ მეგობრობის სურვილს, შემდეგ შეეკითხები
ნომერს, დაუნიშნავ პაემანს, ეცდები რომ აკოცო იგი უარს გეტყვის, რადგან მისთვის მიმზიდველი
არ ხარ. ქალებს არ იზიდავთ როდესაც მათ კარგად ექცევით, ზრდილობიანი ხართ , იცინით მის
ყოველ ხუმრობაზე და ა.შ. არაფერია ცუდი და არასწორი იმაში თუ ქალს კარგად ექცევი ,
ზრდილობიანი ხარ მასთან და ა.შ. მაგრამ ამავდროულად მას სექსუალურადაც უნდა იზიდავდე .
კაცების უმრავლესობა ამბობს, რომ მე მომწონს ეს ქალი, მე არ მინდა მასთან მხოლოდ სექსი, მე
არ მინდა მასთან შევქმნა გარკვეული ინტიმური კავშირი, მე მსურს რომ მას მოვწონდე იმიტომ
რომ კარგი ადამიანი ვარ. თუმცა ქალებს მხოლოდ ‘’კარგი ადამიანი’’ არ აინტერესებთ კაცში,
მხოლოდ ამით ვერ იქნებით მისთვის მიმზიდველი. აუცილებელი არაა იყო ‘’ცუდი ბიჭი ’’,
‘’გარეწარი’’ და ა.შ. შენ შეგიძლია იყო ‘’კარგი ბიჭი’’, მაგრამ უნდა იცოდე ამავდროულად თუ
როგორ მიიზიდო ქალი. ამ შემთხვევაში იქნები ისეთი ტიპი, რომელზეც ქალები ერთმანეთს
უყვებიან, რომ მათთან ყოფნა რამხელა სიამოვნებას ანიჭებთ, თუ როგორი კარგი და საყვარელი
ხარ და რეალურად მათთვის გამოცანად დარჩება თუ სინამდვილეში რა მოწონთ და იზიდავთ
შენში.

21. მთავარი შეცდომა რომელსაც კაცები უშვებენ ყოფილი შეყვარებულის დაბრუნებისას

მთავარი და უდიდესი შეცდომა, რომელსაც კაცები უშვებენ ყოფილი შეყვარებულის დაბრუნებისას


როდესაც ემოციურად და სენტიმენტალურად ესაუბრებიან მას. ამ დროს რაც უფრო ემოციურად
საუბრობს მამაკაცი, მით უფრო გამაღიზიანებელია ქალისთვის, რადგან მამაკაცი ავლენს ემოციურ
სისუსტეს რაც ქალისთვის საშინლად არამიმზიდველია. ქალს მამაკაცში ყოველთვის იზიდავს ემოციური
სიძლიერე: თავდაჯერებულობა, მაღალი თვითშეფასება, სიმტკიცე, მიზანსწრაფულობა და ა .შ . ხოლო
როდესაც მამაკაცი ავლენს უმწეობას, ემოციურ სენსიტიურობას , ამბობს რომ მის გარეშე ცხოვრება
წარმოუდგენელია, ეშინია იხუმროს, რადგან ამით ქალს გააღიზიანებს და ა.შ . ეს ყველაფერი ქალს არ
მოეწონება. როცა ქალი მამაკაცს დაშორდება, ამ დროს ქალი დადებითად რეაგირებს მამაკაცის
თავდაჯერებულობაზე, როდესაც მამაკაცი არ ამბობს უარს იყოს ის რაც არის სინამდვილეში , როდესაც
არ კარგავს იმის რწმენას რომ ისევ შეუძლია ამ ქალისთვის მიმზიდველი გახდეს, როცა მამაკაცი
გრძნობს რომ მას ისევ აქვს ამ ქალთან ხუმრობისა და ფლირტის უფლება. მამაკაცს აქვს ამის უფლება ,
რადგან იგი თავდაჯერებული, მოსიყვარულე მამაკაცია, რომელსაც შეუძლია მიმზიდველი იყოს ამ
კონკრეტული ან სხვა ქალებისათვის. მას შეიძლება ამ ქალის გარდა სხვები არ სურდეს, მაგრამ თუ
მოისურვებს მათაც მოაწონებს და შეაყვარებს თავს. მაგ: როდესაც დაშორების შემდეგ ქალი ეუბნება
კაცს: მე არაფერს ვგრძნობ შენს მიმართ, კაცმა უნდა უპასუხოს ხუმრობით : არც მე, მძულხარ , შენ მე
გული მატკინე, ახლაც ძალიან მეტირება; ამ დროს კი ქალი გაიცინებს. ასეთი რაღაცის თქმა არ არის
მისი დაბრუნების საიდუმლო, მაგრამ იგი პატივს სცემს იმ ფაქტს, რომ შენ არ კარგავ
თავდაჯერებულობას. ყოფილი შეყვარებულის დაბრუნება ადვილია , როდესაც შენ კონცენტრირებული
ხარ რომ მისთვის ისევ მიმზიდველი გახდე, ვიდრე დრო დააიგნორო ან დრო დაკარგო იმის მტკიცებაში
რომ კიდევ ერთი შანსი მოგცეს. შენ შეგიძლია თავიდან მოიპოვო მისი მოწონება ან პატივისცემა იმითაც ,
რომ პიროვნული განვითარების სხვა ეტაპზე გადახვედი. მაგ: თუ მიწებებული იყავი მასზე , არ გქონდა
ცხოვრებაში მიზნები და ამბიციები და მთელ დროს მასთან ყოფნაში ფლანგავდი , შენ მის გრძნობებს და
პატივისცემას დაიმსახურებ თუ დაინახავს რომ შენ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები ცხოვრებას
და უფრო მიზანდასახული ხარ. მაგ: თუ ქალი გეტყვის რომ მეგობრებად დავრჩეთ , შენ ხუმრობით უნდა
უპასუხო: ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით, ერთად ვივლით ტანსაცმელების ასარჩევად ,
ვიჭორავებთ და ა.შ. ამ დროს იგი გაიცინებს და გაუჩნდება შენს მიმართ პატივისცემა . თუ უარს ეტყვი
მეგობრობაზე მას დაეკარგება შენი პატივისცემა და მიხვდება რომ შენ ემოციურად სუსტი ხარ .

22. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ქალთან ურთიერთობაში

მეგობრული მიდგომა - კაცი რომელიც შეხვდება მომხიბლავ გოგოს, რომელიც მოეწონება, იმის
ნაცვლად რომ იგი სექსუალურად მიიზიდოს და მოხიბლოს, აჩვენებს რომ მეგობრული, სანდო ტიპია
რომელსაც მასთან მეგობრული საუბარი სურს და უსვამს ასეთ კითხვებ: სად მუშაობ? სად სწავლობ ? და
ამით უნდა ქალს აჩვენოს რომ იგი ამ მამაკაცისთვის საინტერესოა. მსგავსი ‘’მეგობრული მიდგომა ’’ კი
უმრავლეს შემთხვევებში მთავრდება უარით. ზოგიერთ მამაკაცს შეუძლია მეგობრობიდან ურთიერთობა
სიყვარულში ან სექსში გადაიტანოს, მაგრამ თქვენ ამ გადატანაში დრო არ უნდა დაკარგოთ . ქალის
სექსუალური ინტერესისა და მიზიდულობის მოპოვება სულ იოლად და მარტივად შეგიძლიათ . ზოგი
მამაკაცი ამბობს: მე მომწონს ეს გოგო, მე მინდა მასთან სასიყვარულო ურთიერთობა და ეს ყველაფერი
დიდებულია თუმცა. ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ რაც ქალისთვის სექსუალურად მიმზიდველი
გახდებით. როცა მამაკაცი ქალთან იყენებს მეგობრულ მიდგომას და ცდილობს გაიცნოს იგი ახლოს ,
იგი ესაუბრება მას რამოდენიმე კვირა ან თვე და მათ შესაძლოა კარგად გაუგონ ერთმანეთს . როცა
მამაკაცი სახლში დაბრუნდება იფიქრებს ამ გოგოზე და იტყვის: ‘’რა ლამაზია ’’, ‘’ის ჩემი შეყვარებული
უნდა გახდეს’’, ‘’ნეტა როდის მექნება სექსი მასთან’’, ‘’მე ძალიან მიყვარს იგი’’, ‘’ჩემი გრძნობები მის
მიმართ ძალიან ძლიერია’’ და ა.შ. როცა დაწვება დასაძინებლად იგი წარმოიდგენს რომ ის ამ ქალთან
საოცარ, რომანტიულ და ინტიმურ გარემოშია. რამოდენიმე დღეში გამოჩნდება ადამიანი , რომელიც ამ
ქალს აქტიურად მიიზიდავს სექსუალურად. ამის შედეგად ისინი დანიშნავენ პაემანს , ექნებათ სექსი ან
სერიოზული ურთიერთობა. ‘’მეგობრული ტიპი’’ კი ამ დროს წყენითა და გაკვირვებით იტყვის : ‘’რა
მოხდა?’’ ‘’როგორ შეეძლო ასე მარტივად ეღალატა ჩემთვის?’’ ‘’მე ვფიქრობდი რომ მას მართლა
მოვწონდი’’. მე მისთვის იმდენი რამ გავაკეთე: ‘’ვეხმარებოდი მეცადინეობაში ’’, ‘’სახლის მოწყობაში ’’,
‘’ვაძლევდი რჩევებს’’ და ა.შ. ამ დროს ‘’მეგობრული ტიპი’’ მიხვდება რომ მას ქალი სექსუალურად
მოწონდა, მაგრამ ქალისთვის იგი არ იყო სექსუალურად მიმზიდველი მამაკაცი. ქალი ემოციურ კავშირს
ამყარებდა მამაკაცთან, თუმცა მამაკაცი არაფერს აკეთებდა რომ მიეზიდა იგი სექსუალურად . მამაკაცი
როდესაც შეხედავს ქალს, მის სახეს, ფორმებს და ა.შ. ეგრევე აღიგზნება სექსუალურად . ქალიც
შეიძლება ასე მოიქცეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ქალისთვის ფიზიკური გარეგნობის გარდა
აუცილებელია რომ მამაკაცი პიროვნებაც სექსუალური იყოს. ამ მხრივ ძირეულად განსხვავდება კაცისა
და ქალის აზროვნება. ეს არის მიზეზი იმისა თუ რატომ ჰყავთ საშუალო გარეგნობის მქონე მამაკაცებს
ლამაზი ცოლები და შეყვარებულები. ბევრმა მამაკაცმა ეს ყველაფერი ან არ იცის ან ფიქრობენ , რომ
საუკეთესო გზა ქალის მოსახიბლად არის ‘’მეგობრული მიდგომის’’ გამოყენება. ზოგი მამაკაცი იყენებს
ამ ‘’მეგობრულ მიდგომას’’ და ამბობს: ‘’მე ვაჩვენებ მას რომ კარგი ადამიანი ვარ’’, ‘’მე ვაჩვენებ მას რომ
სანდო ვარ’’, ‘’მე ვაჩვენებ მას როგორი ჭკვიანი ან განათლებული ვარ’’, ‘’მე მოვუყვები მას ჩემს
ოცნებებზე, მიზნებსა და კარიერაზე’’, ‘’ჩემს მიღწევებზე’’ და როდესაც ამ ყველაფერს გაიგებს , მე მასზე
შთაბეჭდილებას მოვახდენ და თავს მოვაწონებ. ეს მეთოდი მუშაობს ზოგიერთ შემთხვევებში და ზოგ
მამაკაცს შეუძლია რომ მეგობრულიდან ურთიერთობა გადაზარდოს რომანტიკულ ან სექსუალურ
ურთიერთობაში, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში ეს ყველაფერი კრახით მთავრდება .

23. როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება ქალზე

ქალებზე შთაბეჭდილების მოხდენის ეს მეთოდი მამაკაცების 95%-ისთვის უცნობია და მათ არც იციან ისე
უქრობენ ქალებს მათ მიმართ ინტერესს საუბრისას. მამაკაცების 95% როდესაც შეხვდება ქალს ,
რომელიც ნამდვილად მოწონს, ისინი გრძნობენ ძლიერ სურვილსა და მოტივაციას რომ რაც შეიძლება
დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ მასზე და ამ პროცესში იგი არ ეკუთვნის საკუთარ თავს , იგი ზედმეტად
ხაზს უსვამს მის პიროვნებას, მოქმედებას და ა.შ რადგან ეშინია რომ ქალს არ მოეწონება მისი
ნამდვილი მე, ამიტომაც საჭიროებს თამაშს.

ნიშნები, რომლებითაც ქალი მამაკაცს შეატყობს რომ მასზე შთაბეჭდილებას ახდენს , შემდეგია :

1. მამაკაცი არაბუნებრივად იქცევა, იგი დაბნეული და დაძაბულია ქალის გვერდით


2. მამაკაცს არ სურს თქვას რაიმე ისეთი რაც ქალს არ მოეწონება, ასე რომ იგი იწყებს ისაფრთხო,
მოსაწყენ საუბრებს და ქალს უსვამს ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: ‘’სად მუშაობ?’’ ‘’რამდენი
ხანია აქ მუშაობ?’’ ‘’სად იყიდე ეს ლამაზი კაბა? და ა.შ.
3. მამაკაცი ცდილობს რომ თქვას მაგარი რაღაცეები.
4. მამაკაცი ცდილობს რომ ქალს საუკეთესოდ მოექცეს.

საუბედუროდ მამაკაცს ასეთი მცდელობები უარყოფითად უბრუნდება და ქალი კარგავს ინტერესსა და


პატივისცემას მის მიმართ, რადგან კაცების 95% სწორედ ასე იქცევა , შესაბამისად ქალი არ
გაისულელებს თავს და იცის, რომ მამაკაცი ამ დროს არ არის გულწრფელი და ბუნებრივი . შესაბამისად
ქალებზე შთაბეჭდილების მოხდენის საიდუმლო მდგომარეობს მისი მოხიბვლისთვის მცდელობების არ
ქონაში. რადგან თუ ქალს პიროვნულად მოწონხარ, არ ნიშნავს რომ შენთან სექსი ან სასიყვარულო
ურთიერთობა მოუნდება. ქალისთვის მთავარია მისთვის იყო სექსუალურად მიმზიდველი . ამიტომ
აუცილებელია იყო ბუნებრივი, არ უნდა გეტყობოდეს რომ ცდილობ და გჭირდება მისი გულის მოგება
და ამავდროულად გააკეთო ისეთი რაღაცეები რაც სექსუალურად მიმზიდველია , სწორედ ასე მოახდენ
ქალზე შთაბეჭდილებას და მოიპოვებ მის პატივისცემას. მთავარია გწამდეს რომ შენი ბუნებრივი მე
საკმარისად კარგია ქალის მოსახიბლად.
24. როგორ შევწყვიტოთ გაბრაზება ცოლთან და შეყვარებულთან?

თუ ცოლს ან შეყვარებულს ხშირად უბრაზდები, ამის ძირითადი მიზეზია რომ გსურს რომ შენ გგავდნენ ,
ანუ იყვნენ სტაბილურები, ლოგიკურები, პირდაპირები, არ შექმნან უაზრო დრამები და ა .შ. შენ როგორც
მამაკაცმა ასეთი ილუზიები არ უნდა შეიქმნა, რადგან იგი ქალია და მოიქცევა როგორც ქალი . მამაკაცი
უნდა იქცეოდეს მამაკაცივით, ქალი უნდა იქცეოდეს ქალივით, ეს ბუნებრივია . როცა ასე ხდება მაშინ
არსებობს სექსუალური მიზიდულობა მათ შორის, მაგრამ თუ მამაკაცი ქალისგან მოელის და მოითხოვს
რომ კაცივით მოიქცეს, მაშინ მათ შორის სექსუალური მიზიდულობა ნელნელა ქვეითდება . შესაბამისად
თუ შენ გსურს მიიღო სიამოვნება ქალთან ბედნიერი, ინტიმური და სასიყვარულო ურთიერთობისგან , შენ
მას უბრალოდ უნდა მისცე საშუალება რომ იყოს ქალი, რაც გულისხმობს რომ იგი ზოგიერთ სიტუაციაში
იმოქმედებს და მოიქცევა იმგვარად, როგორც შენ არ მოიქცეოდი. მაგ: ქალი და კაცი სხედან დივანზე
შაბათ საღამოს და კაცი ეუბნება: ძვირფასო მოდი ფილმს ვუყუროთ. ქალი პასუხობს : არ მინდა
კინოთეატრში წასვლა ფილმის სანახავად, ფილმები მოსაწყენია. ამ დროს ზოგიერთი მამაკაცი
გაბრაზდება ქალზე და უსაყვედურებს მას: რატომ იქცევი ასე? ჩვენ ხომ ძალიან გვსიამოვნებს და
ვერთობით როცა ფილმებს ვუყურებთ? მე მთელი კვირაა ვირივით ვმუშაობ და შაბათს დავისვენებდით
და გავერთობოდით. ეს არ არის ეფექტური მიდგომა ქალთან ურთიერთობაში , რადგან არ ღირს
წამოიწყო უაზრო დრამა ქალთან, ნუ შეიქმნი ამგვარ სტრესს საკუთარი თავისთვის. მაგ : როცა მამაკაცი
ეტყვის ქალს: ძვირფასო წამო ფილმს ვუყუროთ და ქალი პასუხობს: არ მინდა ფილმის ყურება ,
ფილმები მოსაწყენია. მამაკაცს მარტივად შეუძლია უპასუხოს : კარგი ძვირფასო მაშინ გავაგრძელოთ
ტელევიზორის ყურება. რადგან მამაკაცმა ამ დროს ბრაზით არ უპასუხა და მოახერხა საკუთარი
ემოციების გაკონტროლება, ქალმა ამ დროს შესაძლოა თავი დამნაშავედ და პრობლემის გამომწვევად
იგრძნოს და რამოდენიმე წუთში შესაძლოა კაცს კითხოს: ძვირფასო რა ფილმი გადის? რა ფილმს
ვუყუროთ? შესაბამისად ზედმეტი და არასაჭირო დრამების გარეშე მამაკაცმა შესაძლოა მარტივად
მიაღწიოს საწადელს. ამ დროს ზოგიერთი მამაკაცი იტყვის ახლა ვნახოთ? 1 საათის წინ არ გინდოდა და
ახლა მოგინდა? ეს ყველაფერი ზედმეტი სტრესი და ენერგიის ფუჭი ფლანგვაა . ნებისმიერ ასეთ
სიტუაციაში ქალი თქვენ დაგაბრალებთ ყველაფერს, გეტყვით რომ სასაცილოდ იქცევით , რომ აშინებთ
მას და ა.შ. შესაბამისად ქალებთან ურთიერთობაში საუკეთესო მიდგომაა გააკონტროლოთ თქვენი
ემოციები და უპასუხოთ მას ისე, რომ პატივი გცეთ და უკეთ მოგეპყროთ. როდესაც ქალის ხასიათის
ამგვარ ცვალებადობაზე ბრაზით არ უპასუხებთ, იგი თქვენს მიმართ მეტი სიყვარულითა და
პატივისცემით განეწყობა და ბუნებრივად იგრძნობს მეტ მოტივაციას რომ უკეთ მოგექცეთ . ხანდახან
ქალი გეტყვით ისეთ რამეს, რასაც სინამდვილეში არ ფიქრობს, იმ მიზნით რომ გამოცადოს თქვენი
რეაქცია, მაგ: ფილმები მოსაწყენია და მას არ უყვარს ფილმები (სინამდვილეში კი უყვარს ). ამ
ყველაფერს ქალი ინსტინქტურად იმიტომ აკეთებს, რომ დარწმუნდეს იმ ყველაფერში რომ თქვენ
შეგიძლიათ საკუთარი თავის კონტროლი და ამ ყველაფრით იგი მეტად დაცულად იგრძნობს თავს
თქვენს გვერდით. მამაკაცი უნდა იყოს ემოციურად დამოუკიდებელი , მდგრადი და გაწონასწორებული ,
უნდა შეეძლოს რთული სიტუაციების დროს საკუთარი თავის ხელში აყვანა . ამ ყველაფერს ქალი იმიტომ
ამბობს და აკეთებს, რომ ემოციური თვალსაზრისით გააძლიეროს მამაკაცი. თუ მამაკაცი ხშირად
გამოდის წყობიდან, კარგავს საკუთარ თავს და წუწუნებს ქალი ჩათვლის რომ ასეთი მამაკაცი არ არის
საკმარისად ძლიერი მისთვის, რომ მამაკაცს არ გააჩნია საკმარისი ემოციური სიძლიერე , რომელიც მას
სურს მამაკაცში, იმისათვის რომ თავი დაცულად იგრძნოს.
25. დაიბრუნებთ თუ არა ყოფილ შეყვარებულს თუ შეწყვეტთ მათ დევნას?

არა. შენ არ უნდა დაედევნო შენ ყოფილ შეყვარებულს რომ მოგცეს ახალი შანსი . ეს წესი საერთოა მაშინ
როცა ქალს იცნობ, როცა პაემანზე ხარ, როცა ურთიერთობაში ხარ ან როცა ცდილობ დაიბრუნო
ყოფილი შეყვარებული. შენ არ უნდა დაედევნო ქალს და აჩვენო ძლიერი მცდელობები , რადგან ასეთი
ტიპის უსუსურობა ქალს შენს მიმართ ინტერესს უქრობს. ქალებს უყვართ თავდაჯერებული მამაკაცები ,
რომელიც თვლის რომ ამ ქალბატონისთვის საკმარისად კარგია. პაემანზე ქალს არ სურს დაინახოს
მამაკაცი, რომელიც ძალიან ცდილობს მასზე შთაბეჭდილების მოხდენას იმ იმედით რომ ამ ქალს თავს
მოაწონებს, რადგან ამ მამაკაცს ქალი პაემანზე უკვე დათანხმდა და ზედმეტი ნერვიულობაც
შესაბამისად საჭირო არ არის, მამაკაცი უბრალოდ ბუნებრივად უნდა მიჰყვეს პროცესს და ისიამოვნოს
ამით. როცა ურთიერთობაში მამაკაცი ცდილობს ძლიერად რომ თავი მოაწონოს ქალს, ამას ქალი
ხვდება და მის მიმართ ინტერესსა და პატივისცემას კარგავს. ქალი ამ დროს ფიქრობს , ნეტა რატომ
იქცევა ასე? რატომ არ თვლის რომ იგი საკმარისად კარგია ჩემთვის? რატომ აკლია თვითშეფასება და
თავდაჯერებულობა? როცა შეყვარებული დაგშორდება, ესეიგი მან ისედაც დაკარგა შენს მიმართ
ინტერესი და პატივისცემა, ხოლო თუ დაედევნები მას და აჩვენებ ძლიერ მცდელობებს მისი
დაბრუნებისთვის, ეს გააუარესებს მდგომარეობას. დადევნების ნაცვლად უნდა მიჰყვე მას მშვიდად და
თავდაჯერებულად, ზოგიერთ შემთხვევაში ეს გულისხმობს მასთან კავშირის გაწყვეტას 3-7 დღე , თუმცა
არა მეტი, ეს დრო საკმარისია იმისათვის რომ იგი მიხვდეს რომ შენ არ გრძნობ თავს უსუსურად მის
გარეშე და არ დაედევნები მას. ამ პერიოდის განმავლობაში ქალი შესაძლოა თვითონ დაუკავშირდეს
მამაკაცს, მას შესაძლოა დააინტერესებს თუ რატომ არ დაუკავშირდება მას მამაკაცი ეგრევე /ამდენი
ხანი. თუ თვითონ არ დაგიკავშირდა, დაუკავშირდი შენ მაქსიმუმ 1 კვირაში , იყავი მშვიდი და
თავდაჯერებული, უთხარი რომ შეგხვდეს და დაიბრუნე იგი. როდესაც მამაკაცი ჩხუბიდან დიდი ხნის
მანძილზე (იგულისხმება > 1 კვირა) არ დაუკავშირდება ქალს, ქალი მიეჩვევა/შეეგუება ამ კაცის გარეშე
ცხოვრებას. ამ ხნის განმავლობაში უმეტეს შემთხვევებში მამაკაცი არ შეცვლილა , მან არ იმუშავა
საკუთარ თავზე რომ გამხდარიყო უფრო თავდაჯერებული და ხელახლა გამხდარიყო მიმზიდველი ამ
ქალისთვის. როცა დაუკავშირდება ამ ქალს, იგი იგივე ტიპია. მას ისევ აქვს გამოყოლილი ჩხუბიდან
წყენა, ისევ ენატრება და იმედი აქვს რომ დაიგნორებით თავს მოანატრებს და დაუბრუნდება .
შერიგებიდან მალევე ქალი ისევ დაიწყებს მსგავსი გამოცდების მოწყობას მამაკაცისთვის და
დააკვირება მის თავდაჯერებულობასა და ემოციურ სიძლიერეს, შესაძლოა ქალმა დამალოს თავისი
ინტერესი მამაკაცის მიმართ მცირე ხნით მისი ხასიათის გამოსაცდელად . ქალების უმრავლესობა
ძალიანაც რომ უნდოდეს, არ აჩვენებს დიდ სიხარულს და კმაყოფილებას ურთიერთობის აღდგენით და
შესაძლოა უცნაურად/გამაღიზიანებლად იქცეოდეს თავიდან, მაგრამ შენ არ უნდა კონცენტრირდე მის
ქმედებებზე, ნათქვამზე, ქცევაზე, მონაწერზე, პასუხზე, რეაქციებზე და ა.შ. ის რათქმა უნდა შერიგების
მერეც გაუფრთხილდება საკუთარ თვითშეფასებასა და ეგოს. უნდა კონცენტრირდე მხოლოდ საკუთარ
ქცევაზე, როცა მასთან ურთერთობ ისე რომ იმსახურებ მის პატივისცემას და ინტერესს, ამას იგი
აუცილებლად იგრძნობს და დააფასებს იმის მიუხედავად თუ როგორ იქცევა და რას იტყვის . შენ
უბრალოდ სიმშვიდითა და თავდაჯერებულობით უნდა დაიბრუნო მასთან ურთიერთობა . რათქმა უნდა
კარგია თუ მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დაბრუნება სურს, მაგრამ ცუდია თუ ეს ჭირდება , თუ
თავს მის გარეშე საშინლად გრძნობს და სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, როცა მას ჭირდება ამ ქალის
ყურადღება, მოწონება და პატივისცემა იმისათვის რომ საკუთარი თავდაჯერებულობა განიმტკიცოს .
როცა კაცი ამგვარ რაღაცეებს ფიქრობს, იგი ბუნებრივად არამიმზიდველია არა მხოლოდ მისი ყოფილი
შეყვარებულისთვის, არამედ ზოგადად ქალებისთვის. ქალებს არ სურთ პასუხისმგებლობა აიღონ
მამაკაცის თავდაჯერებულობაზე, თვითშეფასებაზე და ა.შ. ქალს სურს რომ შენ იყო თავდაჯერებული
მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი ნერვიულობისა და ზეწოლის გარეშე, მას სურს რომ შენ იყო
ძლიერი მის გარეშეც.
26. როგორ მოვიქცეთ თუ ქალი ჩვენს წარსულზე შეგვეკითხება?

ქალს დიდად არ აინტერესებს თუ რამდენად დიდი გამოცდილება გაქვთ ქალებთან ურთიერთობაში ,


არც ის აინტერესებს თუ რამდენად ბევრი შეცდომა დაგიშვიათ წარსულში და არც თქვენი სისუსტეების
შესახებ, მას უბრალოდ აინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ურთიერთობისა და ცხოვრების მიმართ
ახლა. ქალისგან მსგავსი კითხვების დასმა ნორმალურია და ამან კი არ უნდა შეგაშინოთ არამედ მასთან
ურთიერთობაში მეტი წარმატების რესურსად გამოიყენოთ. შენ დეტალურად არ უნდა მოყვე შენი
წარსული. დაიმახსოვრეთ რომ დიდი განსხვავებაა ღიაობასა და პატიოსნებაში . თუ სულ ცოტა ხნის წინ
შენი ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა, ამ დროს უმჯობესია ქალს უთხრა : ‘’ჩემი ურთიერთობა
ცოტა ხნის წინ დასრულდა, ჩემი ყოფილები ყველა მაგარი გოგოები იყვნენ, ისიც დიდებული გოგო იყო ,
თუმცა ცოტა ხანში აღმოვაჩინე რომ ცხოვრების მიმართ არ ჰქონდა დადებითი დამოკიდებულება ,
ამიტომ დაშორება მოგვიწია’’. ეს ყველაფერი უთხარი ძალიან ზოგადად და დადებითად . თუ აქამდე
არასოდეს ყოფილხარ ურთიერთობაში შეგიძლია ქალს ასეთი რამ უთხრა : ‘’მე იმდენად გადართული
ვიყავი ჩემს თავზე, სწავლაზე, კარიერაზე და ა.შ. მე არასოდეს მქონია სერიოზული ურთიერთობა . ახლა
კი ურთიერთობებს უფრო სერიოზულად ვუყურებ’’. არასოდეს ილაპარაკო ცუდი შენს ყოფილ
შეყვარებულებზე ქალთან, რადგან იგი ჩათვლის რომ თუ თქვენი ურთიერთობაც არ გამოვიდა ,
მომავალში შენც მსგავსად ილაპარაკებ მასზე. ზოგადად არ ისაუბრო ბევრი შენს ყოფილ
შეყვარებულზე, რადგან ამ შემთხვევაში იგი ჩათვლის რომ შენ კვლავ მათზე ფიქრობ , არასოდეს
შეადარო იგი შენს ყოფილ შეყვარებულებს ან სხვა ქალებს და ზოგადად მოერიდე სხვა ქალებზე
საუბარს მასთან. არც იმაზე დაიწყო საუბარი, რომ შენი ბრალია ურთერთობების დანგრევა და რომ შენ
ბევრი შეცდომები დაგიშვია ცხოვრებაში. ყოველთვის დადებითად გაიხსენე მსგავსი რაღაცეები თუ
საჭიროდ ჩათვლი. შენმა შეცდომებმა და ცუდმა გამოცდილებებმა გასწავლა და შეგძინა ახალი რამეები
და მოგიყვანა იქ, სადაც დღეს ხარ. ასე რომ ამ ყველაფერს ახლა დადებითად უნდა შეხედო ,
მიუხედავად იმისა იმ დროს დადებითად უყურებდი მათ თუ არა . ეს ძალიან მიმზიდველი
დამოკიდებულებაა ცხოვრების მიმართ ქალებისთვის. მას დიდად არ აინტერესებს შენი გამოცდილების
დონე ქალებთან, თუ მაგარი ტიპი ხარ, შენთან მხიარულადაა და კარგად ექცევი აი ეს აინტერესებს მას .
მას აინტერესებს შენი დამოკიდებულება ქალების, ურთიერთობებისა და ზოგადად ცხოვრების მიმართ .
შენ დროს უკან ვერ დააბრუნებ, ამიტომ ცხოვრებას დადებითად უნდა შეხედო და წინ იარო . აი ასე
იქცევიან ნამდვილი მამაკაცები.

27. მამაკაცის სისუსტის 9 ნიშანი, რომელიც ქალებს ინტერესს უქრობს

თუ ლამაზი ქალი მორცხვი და უმწეოა, ეს მამაკაცებს დიდად არ აინტერესებთ, მათთვის იგი მაინც
მიმზიდველი იქნება. ზოგიერთი მამაკაცისთვის ეს პირიქით მოსაწონიც კია თუ მიმზიდველი ქალი
მორცხვია, რადგან მასთან უფრო თავდაჯერებულნი იქნებიან. თუმცა იგივე წესი არ მოქმედებს
მამაკაცებზე. ქალებისთვის მიმზიდველია მამაკაცის ემოციური სიძლიერის ნიშნები , როგორებიცაა :
მაღალი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, ხოლო უინტერესო და არამიმზიდველია ემოციური
სისუსტეები, როგორებიცაა: სიმორცხვე, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და უმწეობა . თავდაჯერებულ
მამაკაცებს ადვილად შეუძლიათ ქალებზე შთაბეჭდილების მოხდენა , ხოლო მორცხვი ტიპები
ძირითადად ‘’მეგობრობის ზონაში’’ ხვდებიან, მათ არც აქვთ დიდი არჩევანი ქალებში , რადგან ვისაც
იცნობენ იმათთვის ისედაც არ არიან საინტერესონი მათი ემოციური სისუსტეების გამო . მამაკაცები
ძალიან სერიოზულად აკონტროლებენ იმას თუ რამდენად მოაწონებენ თავს ქალს.

მამაკაცური სისუსტეების ნიშნები, რომლებიც ქალებისთვის არამიმზიდველია :


1. თვალებში ყურების უუნარობა - მამაკაცი არ უნდა მიაშტერდეს ქალს საუბრისას, თუმცა თუ იგი
ქალთან საუბრისას მის თვალებს არ უყურებს ეს იოლზე-იოლი შესამჩნევია .
2. როცა სიტყვებს თავს ვერ უყრი და ამით მღელვარებას/საკუთარ თავში დაურწმუნებლობას
ავლენ - მამაკაცების უმრავლესობა ქალებთან ურთიერთბაში კრახს განიცდის, რადგან მათ
არ იციან თუ რაზე ელაპარაკონ ქალს რომ საუბარი საინტერესო გამოვიდეს. როცა მამაკაცს
ქალი ძალიან მოწონს და ამიტომ არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში და საკუთარ ფასში ,
ამ დროს იგი ძალიან ბევრ ფიქრს დაიწყებს და სიტყვებს თავს ვერ მოუყრის, რის შედეგადაც
დაიწყებს ნერვიულობას რაც ქალს ძალიან არ მოეწონება. თუ მამაკაცი თავდაჯერებულია , ის
არ დაიწყებს ნერვიულობას იმის შესახებ თუ რაზე ელაპარაკოს ქალს, მის ტვინს არ მოუწევს
‘’გაძლიერებულ’’ რეჟიმში მუშაობა იმ მიზნით რომ საუბარი საინტერესო გამოვიდეს და მისი
საუბარიც უფრო ბუნებრივი და თავდაჯერებული იქნება.
3. ეჭვის შეტანა რომ ქალს მისნაირი ტიპი არასოდეს მოეწონება - ეს ყველაფერი აისახება მის
საუბრის მანერაზე, სხეულის ენაზე, მის რეაქციასა და პასუხებზე და ა.შ. თუ მამაკაცი ძალიან
ბევრ კომპლიმენტებს ეუბნება კაცს და ეტყობა რომ გაუმართლა რომ ახლა ამ ქალთანაა , ეს
ყველაფერი ქალს მის მიმართ ინტერესს დაუკარგავს. ქალს რათქმა უნდა უყვარს როდესაც
აფასებენ და კარგად ეპყრობიან, თუმცა აქაც ზომიერების პრინციპი უნდა იქნას დაცული .
4. კომუნიკაცია რომელიც მოკლებულია თავდაჯერებულობას (მაგ: ყოყმანი საუბრისას, ხმის
ტემბრის დაწევა, აზრების ნერვიულად გამოთქმა) - თუ მამაკაცი არ არის თავდაჯერებული იგი
მერყევი იქნება საუბრისას, იგი რაღაცეების თქმისას ხმის ტემბრს დაუწევს რადგან არ არის
დარწმუნებული რომ საკმარისად კარგ ან მაგარ რაღაცას ამბობს.
5. შიში რომ გამოხატოს თავისი რეალური ‘’მე’’ რადგან ეშინია რომ ქალს არ მოეწონება - ბევრი
მამაკაცი პაემნებზე უარს ამბობს იყოს ნამდვილი, წარმოაჩენს თავს უკეთესად იმ იმედით ,
რომ ამით შთაბეჭდილებას მოახდენს ქალზე. თუ ქალმა ეს ყველაფერი შეამჩნია , არ
მოეწონება და არ ენდობა მას.
6. ძალაუფლების ქალისთვის გადაცემა (მაგ: ქალს ყველაფერზე ეთანხმება, თავს იმცირებს
რომ ქალს თავი შეაცოდოს, გრძნობს რომ მას ჭირდება ქალის დათანხმება/უარყოფა რაიმის
გასაკეთებლად. ასე რომ საუკეთესოდ იქცევა იმისათვის რომ ქალისგან თანხმობა მიიღოს ) -
მამაკაცები ვერ ხვდებიან რომ ქალები აქტიურად სექსუალურად უნდა მიიზიდონ საუბრისას ,
‘’თამაშიც’’ დასრულდება, ქალიც გაიხსნება და იგრძნობს მამაკაცთან სიახლოვეს და
ბუნებრივად მიყვება პროცესს, იმ ინტერესით თუ სად წაიყვანს ეს პროცესი .
7. ცადო მასზე შთაბეჭდილების მოხდენა შენს მიღწევებსა და ქონებაზე საუბრით - ქალისთვის
გამაღიზიანებელია მამაკაცის მედიდურად ლაპარაკი მის ამბიციებზე , მიღწევებზე , ქონებაზე
და ა.შ. ქალი მიხვდება რომ ამ ყველაფერს იგი იმიტომ ამბობს რომ არ არის საკუთარ თავში
დარწმუნებული. თუ ქალი მიხვდება, რომ კაცი მას ამ ქალის ღირსად არ თვლის და ამიტომ
თამაშობს და ტრაბახობს იმ მიზნით რომ მას თავი მოაწონოს, ამით აუმაღლდება
თვითშეფასება და დაიწყებს ფიქრს იმის შესახებ რომ ამ მამაკაცზე უკეთესია და ეს კაცი ამ
ქალს არ იმსახურებს, შესაბამისად ამ კაცის მიმართ არც ლტოლვა გაუჩნდება და არც
პატივისცემა.
8. დაძაბული/აღელვებული სხეულის ენა - მამაკაცი აღელვებული/შეწუხებულია იმის გამო რომ
ქალს შესაძლოა მასთან საუბრის ინტერესი ნებისმიერ წამს დაეკარგოს, აქვს დაძაბული
მზერა და ა.შ.
9. უუნარობა რომ დაძლიოს გაიაროს თავდაჯერებულობის ტესტები - ყველა ქალი უტარებს
მამაკაცს თავდაჯერებულობის ტესტებს, რათა გამოცადოს თუ რამდენად ძლიერია იგი
ემოციურად: მაგალითად იგი დიდად არ მონაწილეობს საუბარში ან თამაშობს თითქოს რაიმე
ვერ გაიგო მამაკაცის ნათქვამიდან, რის შედეგადაც შეამჩნევს რომ მამაკაცს საკუთარ თავში
ეჭვი შეაქვს და ნერვიულად გამოიყურება, ასეთი მამაკაცი მისთვის ნაკლებად მიმზიდველია .
28. უცნაური გზა რათა შეწყვიტოთ მღელვარება ქალების გარემოცვაში

რომ შეწყვიტოთ მღელვარება ქალების გარემოცვაში, თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ იგი არ არის
თქვენზე მომხიბლავი. ეს უბრალოდ ხრიკია, რომელსაც თქვენი ტვინი იყენებს თქვენსავე წინააღმდეგ .
მამაკაცის ტვინი ისეა მოწყობილი რომ მას წამიერად იზიდავს ქალის სილამაზე და ბევრ შემთხვევში ეს
საკმაოდ ძლიერია. მამაკაცები ფიქრობენ რომ ქალი უფრო მიმზიდველია მათზე და შესაბამისად უფრო
ღირებულიც. ქალისთვის მამაკაცი შესაძლოა იყოს მიმზიდველი მისი გარეგნობით, თუმცა უმრავლეს
შემთხვევებში ქალები მამაკაცებივით ძლიერად არ რეაგირებენ გარეგნობაზე . ეს იშვიათად ხდება
როდესაც მამაკაცი ნამდვილად სიმპათიურია. თუმცა ქალი მამაკაცებს მაინც ერთნაირად უყურებს , ეს
არის არსება რომელსაც მასთან დაწოლა სურს. არსებობენ ქალები რომლებსაც მხოლოდ მაღალი ,
სიმპათიური და კარგი აღნაგობის მამაკაცები მოწონთ , ბევრი ფულით . როცა ლამაზ ქალს დაინახავთ ,
თქვენ შეგიძლიათ ისე ძლიერად მიიზიდოთ იგი, როგორც იგი აკეთებს ამას, როცა ამ ყველაფერს
გააკეთებთ, გახდებით თავდაჯერებული, გააცნობიერებთ რომ თქვენ აკონტროლებთ თქვენი ქცევით თუ
რამდენად მიმზიდველი ხართ ქალისთვის, რადგან ქალისთვის თქვენი გარეგნობით ავტომატურად ვერ
გახდებით მიმზიდველი. თუ ქალი დაგინახავთ რომ უყურებთ თქვენ უნდა გააგრძელოთ მისი ყურება
მშვიდად და თავდაჯერებულად, ოდნავ გაუღიმოთ და გააგრძელოთ იმის კეთება , რასაც აკეთებდით ,
შემდეგ მიხვიდეთ მასთან და ეს უკვე ძალიან კარგი დასაწყისია . ახლა უკვე შენ გაქვს საკმარისი
თავდაჯერებულობა რომ მიხვიდე და გამოელაპარაკო მას. ამ დროს შეცდომაა გაიხედოთ სხვაგან ან
მიაშტერდეთ დაჟინებით.

29. როგორ უნდა გახადო ურთიერთობა ისეთივე კარგი როგორიც ადრე იყო

როგორ შეგიძლიათ დააბრუნოთ ურთერთობა ისეთ მდგომარეობაში , როგორშიც თავიდანვე იყო ?


როცა მართლა გიყვარდათ ერთმანეთი, მართლა გინდოდათ რომ ყოფილიყავით ერთად , უდიდეს
ბედნიერებას განიჭებდათ ერთად გატარებული დრო, ერთმანეთს კარგად ექცეოდით და ა .შ . ზოგი
ფიქრობს, რომ ამდროს კარგია თუ წყვილი გაიხსენებს ძველ დროს, ისევ გააკეთებენ ისეთ რაღაცეებს
რასაც ადრე აკეთებდნენ, მოინახულებენ იმ ადგილებს, სადაც ადრე დადიოდნენ . რამდენად მუშაობს ეს
მეთოდი? ეს ინდივიდუალურია. მთავარია რომ ხელახლა გააღვიძო მასში ის მხარეები , რომელმაც
შეგაყვარა იგი და ასევე საკუთარ თავშიც ის თვისებები, რამაც მოხიბლა ეს ქალი . მამაკაცებს
არასწორად ესმით ეს ყველაფერი და ამ დროს ისინი ფლირტს წამოიწყებენ , უფრო ხშირად ეხებიან
ქალს, კოცნიან, ეთამაშებიან ამ ყველაფერმა კი შესაძლოა ქალში არ გამოიწვიოს დადებითი რეაქცია ,
რადგან იგი მოწყენილია. ამ ყველაფერზე კი მამაკაცი გაბრაზდება და იტყვის რომ მე ყველაფერს
ვცდილობ რათა ჩვენი ურთიერთობა შევინარჩუნო და ისეთივე გავხადო როგორიც ადრე იყოო . ზოგი
მამაკაცი ქალის ამგვარ რეაქციას, ხედავს როგორც მოტივაციას რომ უფრო ძლიერად ცადოს , უყიდის
ახალ საჩუქრებს, არაფერზე ეტყვის უარს და ეცდება დაუმტკიცოს ქალს რომ როგორი ადამიანია და
რომ იმსახურებს კარგს ამ ქალისგან. ასეთი მიდგომები როგორც წესი არ ამართლებს. შენ უნდა
გააცნობიერო რომ ადამიანის შესაცვლელად გარკვეული დროა საჭირო. როცა ქალს სურს რომ შენ
შეცვალო რამე, იმის მიუხედავად რომ შენ არ გსურს ეს, იქცევი ისე როგორც ადრე იქცეოდი და აკეთებ
ისეთ რაღაცეებს რაც მას არ სურს რომ გააკეთო. ეს არ ნიშნავს რომ შენ ცუდი კაცი ხარ და არ გსურს
მისი მოსმენა და გათვალისწინება. უბრალოდ ჩვევის ან ქცევის შესაცვლელად გარკვეული დროა
საჭირო. როცა მას ჩამოუყალიბდება ჩვევა რომ მოწყენილია და არ გცემს პატივს, აუცილებელია
გავიდეს დრო რომ ისევ თბილი და მოსიყვარულე გახდეს შენს მიმართ. ეს არ ნიშნავს რომ მის შეცვლას
თვეები და წლები უნდა ელოდო, შენ უბრალოდ უნდა მისცე მას მოტივაცია რომ მალე შეიცვალოს , ისევ
თბილი და მოსიყვარულე გახდეს შენს მიმართ და ამ ყველაფრით თავადაც მიიღოს სიამოვნება . მაგ : თუ
წყვილი ისევ მიონახულებს იმ ადგილებს, სადაც დადიოდნენ მაშინ როდესაც ყველაფერი კარგად იყო
და მამაკაცი ვერ ბედავს რომ მოეფეროს, მოესიყვარულოს ქალს იმის შიშით რომ ქალი დააიგნორებს ,
მან აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ასეთი ქცევა, მან უნდა გამოიჩინოს სიმამაცე , თავდაჯერებულობა და
მამაკაცურობა და აჩვენოს რომ უფრო ძლიერია იმ მომენტში ვიდრე ქალი , აჩვენოს ქალს რომ არ
ეშინია გამოიჩინოს ინიციატივა და არ გაბრაზდება, არ გამოავლენს ემოციურ სისუსტეს თუ გალი
დაუყოვნებლივ იმავე ქცევით არ უპასუხებს. ამ დროს კი ხდება ის, რომ ქალს ბუნებრივად გაუჩნდება
მამაკაცის სიმამაცის, თავდაჯერებულობისა და მამაკაცურობის მიმართ პატივისცემა , დაუბრუნდება ის
სიყვარულის განცდა რაც მას ადრე ჰქონდა ამ მამაკაცის მიმართ შესაბამისად ურთიერთობაც ნელ -
ნელა ისეთივე გახდება, როგორიც ადრე იყო. ურთიერთობა რათქმა უნდა დროსთან ერთად იცვლება ,
თუმცა ნამდვილად ბედნიერია ურთიერთობა თუ სიყვარული, მიზიდულობა და პატივისცემა დროსთან
ერთად იზრდება და ღრმავდება და არა პირიქით. ურთიერთობას ცვლის სირთულეები ,
გამოცდილებები, მიზნები, ოცნებები და ა.შ. თუმცა იმის მიუხედავად თუ რა გამოიარეთ ორივემ ერთად ,
ან რისი გამოვლა მოგიწევთ მომავალში, ეს არ ნიშნავს რომ ერთმანეთი უნდა გადაგიყვარდეთ .
არსებობს წყვილი რომელსაც უფრო და უფრო უყვართ ერთანეთი რაც დრო გადის . შენც შეგიძლია
იგივე გამოცადო შენს საყვარელ ქალთან, იმის მიუხედავად რომ ახლა ვეღარ იღებთ სიამოვნებას
ერთად ყოფნით და გრძნობთ რომ ერთმანეთი აღარ გიყვართ. შენ შეგიძლია შექმნა ურთიერთობის
ახალი დინამიკა, რომელიც დადებითად აისახება თქვენს მომავალ ურთიერთობაზე დროსთან ერთად .

30. უნდა უთხრა თუ არა ქალს თუ რას გრძნობ?

ფილმებში, სერიალებში, წიგნებში და ა.შ. ხშირად შეგხვდებათ ასეთი სცენარი : ბიჭს უყვარს გოგო ,
რომელსაც დიდი ხანია იცნობს, ბიჭის მეგობრები მიუხვდებიან ამას და მიხვდებიან რომ იმიტომ არ
ეუბნება რომ უარის მიღების ეშინია, ისინი თვლიან რომ ეს კარგი ბიჭია , რომელიც ბედნიერებას
იმსახურებს და უნდათ დაეხმარონ და ეუბნებიან რომ ამ გოგოს აუცილებლად უნდა გამოუტყდეს რომ
უყვარს, ეს ბიჭიც საბოლოოდ მოიკრებს ძალებს, გაბედავს და იცხოვრებენ ბედნიერად . კარგი იქნებოდა
რომ რეალურ ცხოვრებაშიც ასე ადვილად ხდებოდეს ყველაფერი. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ასე
არ ხდება, რეალურ ცხოვრებაში შენ არ უნდა უთხრა ქალს, თუ რას გრძნობ მის მიმართ , თქმის ნაცვლად
მას ეს ყველაფერი უნდა აჩვენო შენი ქცევით. როცა ეტყვი თუ რას გრძნობ მის მიმართ , ეს ნიშნავს რომ
შენ ცდილობ რაღაც მიიღო მისგან, შენ გსურს მოისმინო რომ მასაც მოწონხარ . ამის ნაცვლად თუ შენ
თავისუფლად აჩვენებ შენი ქცევით რომ მოგწონს, გაცილებით უკეთეს შედეგებს მიიღებ . თუმცა რათქმა
უნდა ყველა ქალს ვერ მოეწონები და თუ ის იმავე ქცევით არ გიპასუხებს, ეს ყველაფერი მარტივად უნდა
მიიღო. როცა დაიწყებ მასთან საუბარს, შენ უნდა აჩვენო მას რომ იგი გაინტერესებს , შემდეგ შენ
სხეულის ენით უნდა ესაუბრო, ხოლო როცა ამ ყველაფერს იგი დადებითად მიიღებს , გაიცინებს შენს
ხუმრობებზე, თავისუფლად დაგელაპარაკება, უპასუხებს შენს შეკითხვებს, შენ უნდა აჩვენო რომ იგი
უფრო მეტად მოგწონს, ეს მეორე ნაბიჯია, როცა შენ მას ნომერს გამოართმევ, ეს ნიშნავს რომ უკეთ
გსურს მისი გაცნობა და ისევ გინდა მისი ნახვა, ხოლო როცა მის კოცნას დააპირებ, იგი მიხვდება რომ
ნამდვილად მოგწონს. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა აჩვენო მიმზიდველად და არ უნდა აჩქარდე . მაგ : თუ
პირველივე პაემანზე ყვავილებით მიხვალ, ეს ნიშნავს რომ მისით ძალიან დაინტერესებული ხარ ,
მიუხედავად იმისა რომ ჯერ საერთოდ არ იცნობ კარგად, ამიტომ უმჯობესია ყვავილები მაშინ აჩუქო
როცა შენი შეყვარებული იქნება და ნამდვილად გეყვარებათ ერთმანეთი . ხოლო თუ ყვავილებს მაშინ
აჩუქებ, სანამ კარგად იცნობ, ეს ნიშნავს რომ მისგან რაღაცის სანაცვლოდ მიღება გსურს, მაგალითად
გსურს რომ მოაწონო და შეაყვარო თავი. ქვეცნობიერად ქალი ამ დროს ფიქრობს რომ შენ მისგან
რაღაცის მიღება გსურს, მიუხედავად იმისა შენ სინამდვილეში ასე გსურს თუ არა . არ უთხრა მას თუ რას
გრძნობ მის მიმართ, ამის ნაცვლად აჩვენე ეს, გამოართვი ნომერი, უთხარი რომ შეგხვდეს, გააბრაზე ,
გამოიწვიე, აკოცე მეორე შეხვედრის ბოლოს, ამის შემდეგ მოიცადე რამოდენიმე დღე და უთხარი რომ
ისევ შეგხვდეს, რაიმე განსაკუთრებულ დღეს ან დროს. გაიმეორე ეს პროცესი , იგი თავად გადაწყვეტს
სურს თუ არა შენს გვერდით ყოფნა, ხოლო შეყვარებულობას 2-3 თვე მაინც უნდა, შესაძლოა ყველაფერი
ზუსტად შეასრულო, თუმცა მაინც არ მოეწონო და არ სურდეს შენს გვერდით ყოფნა . ამ დროს
მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფერს მარტივად შეხვდე და გაიცნო სხვა გოგო , რომელიც მოგწონს . თუ
არ მოგცემს ნომერს, უარს გეტყვის შეხვედრაზე, არ უპასუხებს შენს ტექსტებს, მაშინ მარტივად და
აუღელვებლად შეხვდი სხვა ქალს, რომელიც მოგწონს.

31. რა სურთ ქალებს მამაკაცში?

ქალებს სურთ მიზანდასახული მამაკაცი, მამაკაცი რომელსაც აქვს მიზნები, რომლისკენაც მუდმივად
მიისწრაფის. ბევრი მამაკაცი უშვებს შეცდომას, როდესაც მათი ცხოვრების მიზნად ქალებს აქცევენ .
ისინი არ იშურებენ ძალისხმევას რომ ქალებს თავი მოაწონონ და ამას უფრო მეტ დროს უთმობენ ვიდრე
თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესებას. როდესაც ქალს მოაწონებენ თავს, იგი ასეთ მამაკაცს მალე
მიატოვებს, რადგან მისთვის გაურკვეველია ამ მამაკაცის მიზნები და შესაბამისად გაურკვეველია მისი
მომავალიც, შესაბამისად ქალს ინტერესი გაუქრება და წავა. ასე რომ მამაკაცისთვის აუცილებელია
კონცენტრირდეს საკუთარ თავზე, გაერკვეს საკუთარ მიზნებში და იბრძოლოს მასთვის მთელი
ენთუზიაზმით. აი ასეთი მამაკაცია მიმზიდველი და საინტერესო ქალებისთვის .

32. ეფექტური ხერხი რომ გახდე სასურველი ქალებისთვის

სხეულის ენა ვერბალურ ენაზე გაცილებით ძლიერია. როცა ესაუბრები ქალს, ისე შეხედე თითქოს
სადაცაა გაიცინებ. ეს აჩვენებს რომ მის მიმართ ინტერესი გაქვს და მას უღიმი .

33. როგორ უნდა დაითანხმო გოგო პაემანზე ფეისბუქით

აუცილებელია გამოიყენოთ შემდეგი ფორმულა:

I კითხვა

მისი პასუხი

II კითხვა (ფლირტი)
მისი პასუხი

შეთავაზე პაემანი

მამაკაცების უმრავლესობა შეცდომას უშვებს როცა პირველივე მინაწერით თავაზობენ პაემანს , ეს მათ
უბადრუკად წარმოაჩენს.

34. ქალების მოხიბვლის მარტივი მეთოდი

მამაკაცის ცხოვრებაში 3 ძირითადი არეა, სადაც მან წარმატებას უნდა მიაღწიოს

1. თვით-რეალიზება - თავდაჯერებულობა, მაღალი თვითშეფასება, მონდომება. იმისათვის რომ


განავითაროთ თავდაჯერებულობა, მარცხი მარტივად უნდა მიიღოთ და ამან არ უნდა იმოქმედოს
თქვენს თვითშეფასებასა და მონდომებაზე.
2. სტილი
3. შეცდენა - უნდარი რომ გააბა ფლირტი ქალთან, ესაუბრო მას და შეგეძლოს საკუთარი
განზრახვების გაჯღერება

35. როგორ უნდა ვესაუბროთ მორცხვ გოგოს

თუ გოგო მორცხვია, მას დიდი ენერგიით არ უნდა ესაუბროთ თორემ მის ინტერესს დაკარგავთ . თუ
მოძებნი მასთან საერთო ინტერესებს, იგი გაგეხსნება და გულწრფელად გაგესაუბრება . ქალმა
კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი შენთან საუბრისას.

36. როგორ ვაგრძნობინოთ ქალებს თავი კომფორტულად ჩვენს ირგვლივ

 როცა ქალს ესაუბრებით თვალებში უყურეთ, კარგად მოუსმინეთ რას ამბობს


 რაზეც საუბრობს, გაიმეორეთ და დაუკავშირეთ თქვენ თავს, თუმცა აქ ზომიერების დაცვა
აუცილებელია, თორემ გამოდის რომ მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობთ
 როცა შეხვდებით გოგოს, დამშვიდდით, ნუ იფიქრებთ შედეგზე უბრალოდ დატკბით მომენტით
ქალმა რომ კომფორტულად იგრძნოს თქვენთან თავი, თქვენ უნდა იყოთ ღია და მშვიდი, აუცილებელია
გამოიყენოთ შესაბამისი სხეულის ენა: არ გადააჯვარედინო მხრები , არ იყურო ქვემოთ , არ ჩაიწყო
ხელები ჯიბეში, არ გადაიდო ფეხი-ფეხზე, დატოვე თავისუფალი სივრცე , ჩამოუშვი ხელები . რაც უფრო
ღია და თავისუფალია თქვენი სხეულის ენა, მით უფრო კომფორტულად გრძნობს ქალი თავს თქვენთან.

37. მამაკაცების ყველაზე ხშირი შეცდომა პაემნის შეთავაზებისას

მამაკაცები ქალებს უსვამენ ასეთ კითხვებს: შევხვდეთ? ნომერს მომცემ? რას იტყვი პაემანზე ? ეს
ყველაფერი შეცდომაა, ნუ მისცემ ამ ყველაფერს კითხვის ან თხოვნის ფორმას, უბრალოდ მარტივად
უთხარი: ‘’მოდი შევხვდეთ’’, ‘’მოდი გავისეირნოთ’’, ‘’მოდი ნომერი მითხარი’’. ეს ნიშნავს რომ სიტუაცია
თქვენს ხელშია და დომინირებთ, დომინირება ალფა მამაკაცის მთავარი თვისებაა , რომელიც
ქალებისთვის ძალიან მიმზიდველია. ბიჭები ითხოვენ ნებართვას, მამაკაცები იღებენ ინიციატივას .
ქალებს სურთ რომ მამაკაცმა აიღოს ინიციატივა.

38. რაზე უნდა/არ უნდა ვისაუბროთ ქალთან პირველ პაემანზე?

პირველი პაემანი უნდა იყოს მხიარული და ბედნიერი

 არ ისაუბრო - ყოფილ შეყვარებულზე, დაშორებაზე, პოლიტიკაზე, რელიგიაზე, შენს


პრობლემებზე
 ისაუბრე - შენს ინტერესებზე, ჰობზე, გატაცებებზე, ოჯახზე, კარიერაზე, საინტერესო და სასაცილო
ამბებსა და თავგადასავლებზე

39. შეცდომა, რომლის გამოც ქალისგან უარს მიიღებთ

აუცილებელია გაიღიმოთ. ღიმილი და სხეულის ენა საუბრისას არის ემოციური კავშირის დამყარების
ძალიან ეფექტური საშუალება.

40. ალფა და ბეტა მამაკაცი

 ბეტა სიხშირე - აგრესიული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს არასტაბილურობა, სისუსტე ,


ხმაური, უაზრო მოძრობები, ნაჩქარევი მოქმედებები, დაფიქრებული, ქაოსი, ენერგიის ფუჭი
ხარჯვა
 თეტა სიხშირე - მშვიდი მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს სიწყნარე, სიმშვიდე
 ალფა სიხშირე - ამ ორი (მშვიდ და აგრესიულ) მდგომარეობის ოქროს შუალედია, ასე ვთქვათ
‘’ნაზი აგრესიის’’ მდგომარეობაა.

ნამდვილი ალფა მამაკაცი - არ გამოირჩევა ზედმეტი აგრესიულობით , იგი მშვიდი , კონცენტრირებული ,


ძლიერი და თავდაჯერებულნია, თუმცა გარემოებების შესაბამისად შეუძლიათ გამოავლინონ
ადეკვატური აგრესია. მათ პატივს სცემენ და მასთან ერთად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ალფა
მამაკაცს არ სჭირდება ზედმეტი მამაკაცურობის გამოვლენა შინაგანი სისუსტეების გადასაფარად .

41. როგორ გავხდეთ ალფა მამაკაცი

1. უნდა იცოდე/აცნობიერებდე შენს დანიშნულებას ცხოვრებაში - ქალისთვის არაფერია იმაზე


მიმზიდველი ვიდრე მამაკაცი, რომელმაც იცის მისი დანიშნულება ცხოვრებაში და
ყოველდღიურად დაუღალავად შრომობს მიზნების მისაღწევად. მამაკაცი, რომელმაც არ იცის
მისი დანიშნულების შესახებ, ჰგავს ფოთოლს, რომელსაც ქარი არხევს ნებისმიერი
მიმართულებით და მასზე ადვილად ახდენს გავლენას გარემო. ალფა მამაკაცი ქმნის პირად
საზღვრებს, როცა აცნობიერებ შენს დანიშნულებას ცხოვრებაში უნდა იცოდე პრინციპულად თუ
რას დაუშვებ და რას არა შენს ცხოვრებაში, ეს ეხება როგორც სხვა ადამიანებს , ასევე შენც . თუ არ
გაქვს ასეთი პირადი საზღვრები, ადვილად მოექცევი ზეგავლენის ქვეშ და მოგიწევს გააკეთო
ისეთი რაღაცეები რაც არ გსურს სინამდვილეში.
2. უნდა შეგეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა ხალხთან - ალფა მამაკაცებს გააჩნიათ მოსაზრებები
იმ თემებზე, რომლებიც იციან და არ ეშინიათ მათი გაჟღერება ხალხში , მიუხედავად იმისა
იცნობენ თუ არა ამ ადამიანებს. ისინი აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ სხვა ადამიანები შესაძლოა
მას არ დაეთანხმონ, თუმცა ეს ვერ შეუშლის მათ ხელს მათ გამოთქმაში. ბევრი ადამიანი უარს
ამბობს საკუთარ თავზე და ვერ გამოხატავს საკუთარ მოსაზრებებს ხალხთან, რადგან ეშინიათ
რომ ისინი განსჯიან. თუ ზედმეტად განაღვლებს თუ რას იფიქრებენ სხვები შენზე , ამით შენ
წაართმევ საკუთარ თავს ბედნიერებას.
3. ალფა მამაკაცები აკეთებენ იმას რაც უნდათ - თუ კითხვები აქვთ, სვამენ მათ, თუ გოგო
მოეწონებათ დაელაპარაკებიან მას, თუ არ მოწონთ რაიმე მათ ცხოვრებაში , შეცვლიან . ბევრი
ადამიანი წუწუნებს რომ რაღაცეები არ მოწონთ თავიანთ ცხოვრებაში , თუმცა შესაბამის ზომებს
არ იღებენ მათ გამოსასწორებლად. ალფა მამაკაცებს უყვართ მოქმედება და არ ელოდებიან თუ
თავისით როდის ჩაივლის პრობლემები და შესაძლებლობები.
4. მათ აქვთ ენთუზიაზმი/სიცოცხლის ხალისი - დადებითი და უარყოფითი ენერგია გადამდებია.

42. უნდა ვაკოცოთ თუ არა ქალს პირველ პაემანზე?

გააჩნია თუ როგორ განვითარდება კომუნიკაცია თქვენს შორის, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ოთხ


ფაქტორზე:
1. სხეულის ენა - თუ გეხება, გიყურებს თუ არა თვალებში როცა საუბრობთ
2. ინტერესი - რამდენად აინტერესებთ, გისვამთ კითხვებს? ბუნებრივად მიმდინარეობს თუ არა
საუბარი?
3. ხმის ტემბრი - როგორია აღელვებული, სასიამოვნო, გაბრაზებული, დაძაბული, მოწყენილი,
ერთფეროვანი
4. თვალით კონტაქტი - გიყურებს თუ არა თვალებში როცა საუბრობთ? თუ კი ეს ნიშნავს რომ
აინტერესებ

ამ ოთხი კომპონენტის მიხედვით უნდა გადაწყვიტო აკოცო თუ არა პირველ პაემანზე . თუ აკოცებ
აუცილებელია ეს ხალხისგან თავისუფალ ადგილას გააკეთო, მაგალითად როცა სახლამდე მიაცილებ .
უნდა გქონდეს ამის გამბედაობა.

43. როგორ შევწყვიტოთ კარგი ბიჭობა?

მამაკაცები აკეთებენ უამრავ რამეს ყოველდღიურად და არც იციან რომ ამ ყველაფრით კარგავენ
სხვათა პატივისცემას. არსებობს 5 გზა ამ ყველაფრის შესაცვლელად:

1. დააფასე შენი გარეგნობა - ნუ ფიქრობ შეცვლაზე, მიიღე და დააფასე შენი გარეგნობა ისეთი
როგორიც არის.
2. მოითხოვე პატივისცემა - მამაკაცები უფრო ისე იქცევიან რომ თავი მოიწონონ, ვიდრე
პატივისცემა დაიმსახურონ.
3. გამოასხივე მამაკაცური ენერგია - როცა ძალიან კარგად ვიქცევით, ამით ხალხს ექმნება
შთაბეჭდილება რომ სუსტები ვართ.
4. შეინარჩუნე სიმშვიდე პრობლემების დროს - ქალები პატივს სცემენ და მოსწონთ მამაკაცები,
რომლებიც არასოდეს ნებდებიან და ყოველთვის დაგეშილნი არიან მიზნებზე . კარგი ბიჭები
ნებდებიან ძალიან ადრე.
5. შექმენი შენი პირადი იღბალი - კარგი ბიჭები ელიან შესაძლებლობებსა და სასწაულებს, ისინი
თვლიან რომ ერთხელაც გაუმართლებთ თუ ზედმეტად კარგად მოიქცევიან ადამიანებთან .

44. როგორ გავხდეთ დომინანტი მამაკაცი


დომინანტი მამაკაცები აღწევენ რაც სურთ უფრო ხშირად ვიდრე სხვა ტიპის კაცები . დომინანტი ქცევა
შესანიშნავი გზაა ქალების მოსახიბლად და ასევე წარმატების მისაღწევად ცხოვრებაში .

1. იყავი ლიდერი - იყავი მამაკაცი რომელსაც აქვს გეგმები.


2. აკონტროლე სიტუაცია - ადამიანები პირიქით იქცევიან და ხდებიან გარემოებების მსხვერპლი ,
ადვილად ნებდებიან. ქალებს უყვართ როცა მამაკაცი აკონტროლებს სიტუაციას .
3. არ თქვა ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: ‘’არ ვიცი’’ - დომინანტი მამაკაცი არის ადამიანი,
რომელსაც აქვს გეგმები და გადაწყვეტილების მიღების უნარი. როცა გოგო შეგეკითხებათ : რა
ფერი ჩავიცვა? არ უპასუხოთ: შენი გადასაწყვეტია, ამის ნაცვლად უთხარი კონკრეტული ფერი .

45. ხუთი გზა რომ მოიპოვო ქალის პატივისცემა

თუ ქალი პატივს არ გცემს, მისთვის მიმზიდველი არ იქნები და გადაგისვრის ‘’მეგობრობის ზონაში ’’ ან


საერთოდ გაწყვეტს შენთან ურთიერთობას.

1. მიიღე მტკიცე/პრინციპული გადაწყვეტილებები - როცა ვერ იღებ გადაწყვეტილებებს, არ ხარ


სანდო და პატივსაცემი. თუ ქალისგან განსხვავებული აზრი გაქვს კონკრეტულ თემაზე , ნუ
დაეთანხმები ყველაფერში, უთხარი მას.
2. აიღე ინიციატივა - თუ მოგწონს გოგო, დაუნიშნე შეხვედრა, აკოცე, უთხარი რომ მოგწონს. მას
სურს ისეთ მამაკაცთან ყოფნა რომელიც გარკვეულია თუ რისი მიღება სურს ამ ქალისგან. თუ
ქალი ვერ გაერკვა თუ რა გსურს მისგან, იგი გადაგისვრის ‘’მეგობრობის ზონაში’’. იყავი
გამბედავი და აგრძნობინე მას თუ რას გრძნობ მის მიმართ.
3. ნუ ეცდები ასიამოვნო ადამიანებს - შენ უნდა გააკეთო ცხოვრებაში ის, რაც გსურს და გწამს.
ფარას არ ცემენ პატივს, ლიდერებს ცემენ. არ უთხრა ქალს, გავაკეთოთ ის რაც შენ გსურს.
4. გქონდეს მასთან პატიოსანი ურთიერთობა - ეს არ ნიშნავს რომ გაუზიარო ყველა ფიქრი რაც შენს
თავში მოვა. არ შეგრცხვეს და შეგეშინდეს ილაპარაკო სიმართლე.
5. იყავი თანამიმდევრული შენს სიტყვებთან და მოქმედებებთან

46. როგორ მოვხიბლოთ გოგო

1. საუბრისას უნდა დავადოთ ხელი მხარზე იმ მომენტებში როცა ეთანხმები


2. აჩვენე რომ გაინტერესებს და ნუ განსჯი საუბრის დროს, ნუ შეეკამათები .
3. ლაპარაკის შემდეგ უთხარი მას მოკლე შინაარსი თუ რაზე გესაუბრა, ამით მიხვდება რომ უსმენ
და გაინტერესებს
4. კითხე რჩევა

47. ალფა მამაკაცის თვისებები


 მონდომებული, მიზანდასახული და ამბიციები - ის იბრძვის იმისთვის რაც სურს, აქვს მიზნები
რომელთა მისაღწევად უკან არასოდეს იხევს. მან იცის თავისი ადგილი სამყაროში და
წარმატების მიღწევაში ხელს ვერაფერი უშლის.
 აკონტროლებს სიტუაციებს - აკონტროლებს ემოციებს, აქვს რთულ სიტუაციებში ჭკვიანური და
რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი და იცის რა არის მისთვის და სხვებისთვის
საუკეთესო კონკრეტულ სიტუაციაში. პრობლემების დროს იგი არ წუწუნებს , იგი მუშაობს მათ
გადასაჭრელად. იგი არ კარგავს მისი ცხოვრების სფეროებზე კონტროლს და კარგად
აცნობიერებს ზომიერების პრინციპს. ალფა მამაკაცს ახასიათებს დომინანტი სხეულის ენა ,
საუბრობს ნელა, მოძრაობს ნელა, იგი გამართული დადის, ახასიათებს ძლიერი მზერა საუბრისას
 არ ეშინია თვალი გაუსწოროს საკუთარ შიშებს - შიში შესაძლოა არსებობდეს მასში, თუმცა იგი არ
აძლევს მას საშუალებას ხელი შეუშალოს დასახული მიზნის მიღწევაში. ეს აძლევს მას
საშუალებას მალე მოინელოს განცდილი მარცხი. მარცხი მისთვის გაკვეთილია და არა
დაბრკოლება. იგი სწავლობს მარცხით და აგრძელებს დასახული მიზნისაკენ სწრაფვას . მას არ
უყვარს თავის გამართლება. მას დიდად არ ანაღვლებს თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე . იგი
თავდაჯერებულია მის მოქმედებაში და არ ჭირდება სხვებისგან მითითება თუ რა არის სწორი და
რა არა. იგი არ იხდის ბოდიშს იმისთვის რაც უნდა და ერთგული რჩება მისი მთავარი
ღირებულებებისა და რწმენის მიმართ.
 იგი ეხმარება სხვა ადამიანებს და შთააგონებს მათ

48. როგორ გავხდეთ ქალისთვის სექსუალურად სასურველი

 შენ უნდა აგრძნობინო რომ იგი ყველაზე სექსუალური ქალია დედამიწაზე - უნდა უთხრა მას თუ
როგორი გრძნობა გაგაჩნია მის მიმართ და რატომ.
 უნდა იყო იდუმალი - არ იყო ყოველთვის მისთვის ხელმისაწვდომი. თუ ყოველთვის მასთან ხარ,
დიდი ალბათბით ‘’მეგობრობის ზონაში’’ გადაგისვრის. ნუ მოუყვები შენს თავზე ძალიან ბევრს ,
დაე თვითონ ცადოს და მიხვდეს ბევრ რამეს, აუცილებელია იყო არაპროგნოზირებადი .
 დაელაპარაკე მას სექსზე - კითხე რა აღაგზნებს მას, რა უცნაური სექსუალური გამოცდილებები
ჰქონია, თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ როცა დარწმუნებული ხარ რომ მისთვის მიმზიდველი
ხარ.
 თავდაჯერებულობა - აჩვენე რომ არ ყოყმანობ და დარწმუნებული ხარ იმაში რასაც ამბობ და
აკეთებ, რომ არ გეშინია მასთან მიახლოების, საუბრის
 ესაუბრე დაბალი ტონით - ესაუბრე ნელა და კარგად ჩაისუნთქე წინადადებებს შორის,
ილაპარაკე დიაფრაგმიდან.
 სტილი - იყავი უნიკალური, შექმენი შენი სტილი, რომელიც იქნება საინტერესო და სექსუალური

49. 10 რამ რასაც მამაკაცები აკეთებენ და ქალები ვერ იტანენ

1. როცა მათ ადარებ სხვა ქალებს


2. როცა მის ყოფილ შეყვარებულს შეურაცხყოფას აყენებ
3. როცა მამაკაცი არ იცინის და არ ხუმრობს
4. როცა იწყებ საუბარს და არ აგრძელებ
5. როცა არ უსვამ მას კითხვებს მის შესახებ
6. როცა დეპრესიულ სტატუსებს წერ სოციალურ ქსელში
7. არ იცავს ჰიგიენის ნორმებს
8. როცა ონლაინ რეჟიმში უფრო გახსნილად საუბრობ ვიდრე სინამდვილეში
9. როცა არ ხარ ჩამოყალიბებული ქალთან შენს სურვილებში
10. როცა მამაკაცს აკლია მოტივაცია

50. 6 რამ რაც რაც ქალისთვის მიმზიდველია მამაკაცში

1. როცა მეგობრულად ხარ განწყობილი ქალის მეგობრების მიმართ - უნდა იყო ზრდილობიანი მათ
მიმართ და აირიდო კონფლიქტური სიტუაციები მათთან.
2. როცა აქტიურად უსმენ მას - აუცილებელია უყურო თვალებში საუბრისას, ნელ-ნელა დაუქნიო
თავი, შენთვის გონებაში ჩაინიშნე რაღაცეები და მოგვიანებით დაუბრუნდით ამ თემებს
3. როცა მისთვის ამზადებ საჭმელს
4. იყავი გულწრფელი შენს გატაცებებზე
5. როცა გენტლმენურად იქცევი მის/სხვების მიმართ - იყავი კეთილი და ზრდილობიანი სხვების
მიმართ
6. როცა აცინებ მას

51. რას ნიშნავს იყო დომინანტი მამაკაცი?

დომინანტმა მამაკაცმა იცის თუ რა სურს და მიზანდასახულად მიიწევს მის მისაღებად . ეს ყველაფერი


მოითხოვს სიმამაცეს, ბევრ კაცს ეშინია უარის მიღების და ეს არასწორია . მიზიდულობა ყოველთვის
ქვეცნობიერია და მას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენ შესაძლოა ცნობიერად შევეწინააღმდეგოთ მას ,
მაგრამ უშედეგოდ. ქალებს მოწონთ თავდაჯერებული, არაპროგნოზირებადი და იდუმალი მამაკაცები .
უნდა იყო ცივი გარედან და მოსიყვარულე შინაგანად. დომინანტი მამაკაცი არ არის მესაკუთრე ,
აგრესიული და ეჭვიანი. დომინანტი მამაკაცი იშვიათად ამბობს ასეთ ფრაზებს : ‘’არ ვიცი ’’, ‘’როგორც შენ
გინდა ისე მოვიქცეთ’’, მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამით იგი საკუთარ სურვილებსა და
ინტერესებზე უარს ამბობს რათა სხვებს ასიამოვნოს. დომინანტი მამაკაცები აქტიურები არიან .

52. არაპირდაპირი გზების მამაკაცების გამოსაცდელად


ქალები ბუნებრივად უწყობენ მამაკაცების გამოცდებს, ისე რომ ამას მამაკაცებიც ვერ ხვდებიან რათა
გამოცადონ მათი თავდაჯერებულობა. შენ უნდა ამოიცნო და წარმატებით გაიარო ეს გამოცდები .

1. უცბად ცივად გექცევა და აკვირდება შენს რეაქციას - მამაკაცები ფიქრობენ რომ როდესაც ქალი
კარგად ექცევათ, ესეიგი მოწონთ და ამ დროს თავდაჯერებულნი არიან, ხოლო როცა ქალი მათ
მიმართ ცუდად მოქცევას იწყებს ეგრევე პანიკა ეწყებათ და კარგავენ თავდაჯერებულობას . თუ
ქალი უცებ ცუდად და ცივად გექცევა, ეს არ ნიშნავს რომ აღარ მოწონხარ , უბრალოდ ცდის შენს
ხასიათს და ამ ყველაფერზე შენი რეაქცია არ უნდა გამოიხატებოდეს : ბრაზსა და აგრესიაში , ამ
დროს ცოტა უნდა გააწვალო კიდეც.
2. ისე იქცევა თითქოს არ აინტერესებ - ამ დროს მამაკაცების უმრავლესობა ფიქრობს რომ ქალს არ
მოწონს და მასთან შანსები არ აქვს.
3. ისე იქცევიან რომ თითქოს არ იციან მოწონხართ თუ არა - ამ და სხვა გამოცდების მიზანია
შეარყიოს შენი თავდაჯერებულობა და თვითშეფასება.

53. როგორ შევაყვაროთ ქალს თავი სწრაფად

 აჩვენე სიყვარული - უთხარი კომპლიმენტები, გულწრფელად მაგრამ სიყვარულით ისაუბრე


იმაზე თუ რა ხდება მის ცხოვრებაში. მიაქციე ყურადღება, იზრუნე მასზე , მოუსმინე მას, მიეცი ის
რაც ჭირდება შენგან.
 სპონტანურობა და თავგადასავლები - გააკეთე ისეთი რაღაცეები რაც ორივეს გიყვართ,
მხიარული და საინტერესოა
 იყავი პოზიტიური და შეხედე ყველაფერს ოპტიმისტურად - არასოდეს დაკარგო იუმორის
გრძნობა რთულ მომენტებშიც.

54. 7 რამ რასაც ‘’ცუდი ბიჭები’’ განსხვავებულად აკეთებენ

1. მათ გააჩნიათ რეალური თავდაჯერებულობა - სუსტია თავდაჯერებულობა თუ ის გარეგან


რაღაცეებს ემყარება, როგორებიცაა: ფული, მანქანა , სიმდიდრე და ა.შ .
2. იგი ადვილად და ცივად ხვდებიან ქალის უარს
3. ისინი არ ცდილობენ მოერგონ სოციალურ სიტუაციას - ისინი ისე იქცევიან როგორც უნდათ.
4. მათ იციან თუ რა სურთ - და აღწევენ მას ხშირად
5. ისინი არ ამბობენ სიტყვას: ‘’ვწუხვარ’’ - ქალებისთვის ეს სიტყვები ასოცირდება მამაკაცის
სისუსტესა და დანებებასთან. რასაც უფრო იშვიათად ამბობ , მას მეტი მნიშვნელობა აქვს . თუ
ხშირად იხდი ბოდიშს ქალთან, ეს სიტყვა კარგავს მის მნიშვნელობას და აზრს .
6. ნარცისულობა - ხშირად სარკეში ყურება, გარეგნობის მცირე დეტალებზე ფიქრი და
ნერვიულობა. ასე ქალები იქცევიან. ქალს არ სურს ის მამაკაცი, რომელიც მასზე მეტად ფიქრობს
და ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე. ცუდი ბიჭები აქცევენ ყურადღებას თავიანთ გარეგნობას ,
მაგრამ არა გადამეტებულად. ისინი არ ნერვიულობენ, თუ მათი თმა მთლად კარგად არაა
დავარცხნილი და ა.შ.
7. ისინი არღვევენ წესებს - ისეთ წესებს რომელიც უმრავლესობის მიერ დაუწერლადაა მიღებული.

55. ორი რამ რაც კაცმა არასოდეს უნდა გააკეთოს

1. არ უნდა გაბრაზდე როცა გაწვალებენ - ამის ნაცვლად შენც იგივენაირად უნდა გააწვალო
ადამიანები. არ უნდა ილაპარაკო ადამიანებზე რომელსაც არ იცნობ, არ უნდა გალანძღო
ადამიანები მათ ზურგს უკან. რაღაცეები რასაც ადამიანი შენზე ამბობს, მასზე უფრო მეტყველებს
ვიდრე შენზე.
2. არ უნდა მოახდინო საკუთარი თავის კვალიფიცირება - არ უნდა გააკეთო და თქვა ქალთან ისეთი
რამეები, რომ სხვა კაცებს უარი უთხრას და შენ აგირჩიოს. ეს იმაზე მეტყველებს , რომ შენ არ
თვლი თავს საკმარისად კარგად ამ ქალისთვის. მაგ: როცა ქალი გიყვებათ მის ყოფილ
შეყვარებულზე და ამბობს რომ ის საშინლად იქცეოდა, ამ დროს კაცმა არ უნდა უთხრა : რომ შენ
სხვანაირი ხარ და მასავით არ მოიქცევი. ეს ნიშნავს რომ ქალს ეხვეწები , რომ აგირჩიოს .

56. როგორ ვისაუბროთ ქალთან თავდაჯერებულად

1. კომენტარი გააკეთე იმაზე რაც თქვენს ირგვლივ ხდება, ეცადე გამოიცნო რაღაცეები ამ ქალის
შესახებ, უთხარი კომპლიმენტები მის სტილზე
2. უყურე თვალებში როცა საუბრობთ - ორი თვალის ნაცვლად ერთ თვალში უყურე, იგი მიხვდება
რომ შენ არ ხარ მორცხვი და მორიდებული.
3. უნდა ისაუბრო დიაფრაგმიდან და წინადადებებს შორის უნდა ისუნთქო
57. როგორ გავხდეთ ქალებისთვის საინტერესო

ფასი განსაზღვრავს ღირებულებას, რაც უფრო ხელმისაწვდომია რაიმე ჩვენთვის , მით უფრო ნაკლებ
ღირებულია. უნდა აჩვენო ქალს რომ შენ ღირებული ხარ და არა ყველასთვის და ყოველთვის
ხელმისაწვდომი. ადამიანებს უნდებათ ის, რისი მიღებაც რაღაცის გამო არ შეუძლიათ ან რაც რთულად
ხელმისაწვდომია. ჩვენ არ გვინდა რაღაცეები რაც იოლად ხელმისაწვდომია . როცა ქალმა იცის რომ
როცა არ უნდა დაგირეკოს, ყოველთვის ხელმისაწვდომი და თავისუფალი იქნები , მუღამი ეკარგება და
მისთვის მოსაწყენი ხდები. წარუმატებელი ურთიერთობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია , როცა ერთი
ადამიანი ზედმეტად ხელმისაწვდომია მეორესთვის, რაც იწვევს მეორე ადამიანიდან ინტერესის
დაკარგვას, რადგან მის თვალში ფასი ეკარგება. აუცილებელია დაიცვათ ზომიერების პრინციპი , არც
ძალიან ხელმისაწვდომი უნდა იყოთ და არც ზედმეტად მიუწვდომელი. მთავარია რომ გახდეთ
ღირებული ადამიანი, კონცენტრირდით საკუთარ თავსა და მიზნებზე და ნაკლებად მიაქცევთ
ყურადღებას სხვათა შეხედულებებს თქვენს შესახებ.

58. როგორ მივწეროთ ქალებს

1. არასოდეს გაუგზავნოთ ზედიზედ ორი ტექსტი - თუ ეგრევე არ პასუხობს შენს მინაწერებს, არ


ნიშნავს რომ არ მოწონხარ. აჩვენე რომ მომთმენი ხარ.
2. ნუ გაუგზავნი ზედმეტ სმაილებს
3. ნუ მიწერ ტექსტს აბზაცებად და დიდ ტექსტებს - თუ დიდი და მნიშვნელოვანი რამ გაქვს
სათქმელი, მიწერე ან დაურეკე.
4. არ მიწერო ერთ სიტყვიანი პასუხები - ეს ნიშნავს რომ მოსაწყენი და უხალისო ხარ.
5. მიწერე მისი ნახვიდან მაქსიმუმ 24 საათში - აჩვენე მას რომ არ გაქვს დასაკარგი დრო
6. ნუ მოიცდი დიდხანს სანამ პაემანს შეთავაზებ - სანამ ტექსტით ყველაფერს მოუყვები, შეთავაზე
პაემანი და დაელაპარაკე პიროვნულად.

59. ოთხი რამ რაც მამაკაცის სისუტეზე მეტყველებს

1. ტრაბახი
2. როცა აძლევ ქალს ეგრევე იმას რაც სურს
3. როცა ყოველთვის ხელმისაწვდომი ხარ მისთვის
4. დაეთანხმო ყველას ყველაფერში
60. სამი რამ რაც მამაკაცების მხოლოდ 1%-ს ახასიათებს

1. ხასიათის სიძლიერე - ნიშნავს იყო თავდაჯერებული შენს რწმენებსა და მოქმედებებში. თუ


ზოგადად ფიქრობ რომ უპატივცემულობაა როცა ადამიანი გელაპარაკება და ამავდროულად
სხვას წერს ტელეფონზე და ამას შენ სხვას არ გაუკეთებდი, უთხარი ეს ყველაფერი თუ ვინმე
გიკეთებს. გქონდეს ძლიერი საზღვრები და პრინციპები. დაუთმობ გოგოს ისეთ რამეებს, რასაც
ხალხის უმრავლესობას არ დაუთმობ? მამაკაცები უთმობენ ქალებს ყველაფერს და ამით
აბიჯებენ თავიანთ პრინციპებს, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი მოწონთ. როცა ადამიანი მისი
რწმენების წინააღდეგ მიდის და ნებას აძლევს ადამიანებს დაარღვიონ მისი საზღვრები , იგი
კარგავს ხასიათის სიძლიერეს.
2. იყავი დაკავებული და საქმიანი - იბრძოლე შენი მიზნებისთვის. ცხოვრების ბევრი სიბრძნე
პარადოქსული და უცნაურია. მაგ: თუ ქალის დევნას შეწყვეტ, მას უფრო დააინტერესებ , თუ
ქალისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი ხარ, უფრო მიმზიდველი იქნები.
3. არარეაქტიული - როცა რაიმეზე გაგაწვალებენ: გაუცინე ან სარკასტულად დაეთანხმე .

61. როგორ დავიბრუნოთ ყოფილი შეყვარებული

არ ასიამოვნო, არ მოეფერო, არ უყიდო რამე - ეს არ ქმნის ემოციურ კავშირს

არ მიწერო ეგრევე დიდი ტექსტები - ეს აჩვენებს რომ შენ სუსტი და სასოწარკვეთილი ხარ, ეცადე არ
ნახო რამოდენიმე დღე, მიეცი დრო და სივრცე. თუ თვითონ დაგირეკავს, უთხარი რომ სივრცე
გჭირდება, ამ პერიოდში გადი გარეთ, გაერთე მეგობრებთან, რომ მთელი დღე მასზე არ იფიქრო

იმუშავე საკუთარ თავზე - ეს აუცილებელია პიროვნების განვითარებისთვის. გააცნობიერე თუ რა იყო


თქვენი დაშორების მიზეზი და გამოასწორე ეს, რომ გახდე უკეთესი ადამიანი

როცა შეიცვლები - მიწერე მას, უთხარი რამე უწყინარი, მაგ: რაღაცას ვაკეთებდი და შენზე ვფიქრობდი
და არ მიწერო მეორედ სანამ არ გიპასუხებს

დაურეკე მას მერე რაც გიპასუხებს - რამოდენიმე დღეში და დაუნიშნე შეხვედრა და არა პაემანი.
ტელეფონზე საუბრისას დაელაპარაკე ენერგიულად, ბედნიერად , პოზიტიურად , რომ არ იფიქროს რომ
მას გარეშე დეპრესიული და საცოდავი ხარ.

აჩვენე/აგრძნობინე რომ შეიცვალე - თუმცა არ აქციო ეს თქვენი შეხვედრის მთავარ მიზნად. გააცოცხლე
და გაიხსენე კარგი მომენტები რაც მასთან გაატარე.
62. მას მოწონხარ მაგრამ შეყვარებული ყავს

დაპატიჟე სახლში, დალიეთ, დაკავდი მასთან სექსით , უთხარი რომ არ გაინტერესებს მისი და მისი
შეყვარებულის ურთიერთობა, რადგან ეს მათი გასარკვევია , მაგრამ თუ მოგწონთ ერთმანეთი შეხვდით .
უბრალოდ ნუ დაიჭერ მასთან სერიოზულ ურთიერთობას, რადგან თუ იგი მის შეყვარებულს ღალატობს ,
დიდი ალბათობით შენც გიღალატებს და დაგშორდება თუ შენი შეყვარებული იქნება .

63. როგორ მოვხიბლოთ ქალი, რომელსაც არ მოვწონვარ

არ უნდა გააკეთო არაფერი მის მოსახიბლად. შესაძლოა თქვენ მეგობრები ხართ , ან უბრალოდ არ ხარ
მისთვის საინტერესო. შენი გონება კი ამ კონკრეტულ ქალზეა კონცენტრირებული და ფიქრობ რომ იგი
გაგაბედნიერებს და უკეთ გაგრძნობინებს თავს, თუმცა ეს ყველაფერი სისულელეა . გაუფრთხილდი
საკუთარ თვითშეფასებას და ნერვულ სისტემას. რად გინდა ისეთი ქალი, რომელსაც არ უნდებხარ ,
რატომ უნდა დაუმტკიცო მას რომ შენ მას იმსახურებ და ძვირფასი ადამიანი ხარ ? ამ შემთხვევაში ამ
ქალს აძლევ შენი ემოციებისა და ქცევების კონტროლის საშუალებას. ძალიან ბევრი ლამაზი ქალია და
უმჯობესია მათთან ცადო ურთიერთობა. არ მიწერო, არ დაურეკო, მიეცი თავისუფლება .

64. ‘’კარგი ბიჭობის’’ პრობლემა

1. მათ ეშინიათ მარცხის - როცა ლამაზ ქალს დაინახავენ, მათთან მისვლას ერიდებიან, რადგან
უარის მიღების ეშინიათ, შესაბამისად ისინი ვერასოდეს ვითარდებიან ქალებთან
ურთიერთობაში.
2. ისინი ერიდებიან კამათს - იმის ნაცვლად რომ მიიღონ კრიტიკა ან გაანადგურონ არგუმენტები,
ისინი გაურბიან ამ ყველაფერს.
3. ისინი ვერ ეგუებიან ქალის უარს - და ამაზე ბრაზობენ, წერენ მას დიდ ტექსტებს, იმის ნაცვლად
რომ მარტივად დაასრულონ ყველაფერი და გააგრძელონ ცხოვრება.
4. ისინი ყოველთვის ფიქრობენ საკუთარ თავზე და არა მათ ქცევებზე - ნუ ელი რომ შენი სიკეთე
დაგიბრუნდება უკან.
65. პირველი პაემნის ასპექტები

1. არ დააგვიანო - თუ დააგვიანებ ეს ნიშნავს რომ ზარმაცი ან უპასუხისმგებლო ხარ


2. საკვები + აქტივობა
3. არ გააგებინო პაემნის მთელი გეგმა - ქალებს უყვართ სიურპრიზები. ეს ნიშნავს რომ შენ
სპონტანური და მხიარული ხარ.
4. უთხარი კომპლიმენტი - შესაფერისი და ჭკვიანური, არ უნდა იყოს ძალიან სექსუალური და
სერიოზული
5. არ ილაპარაკო ბევრი შენს თავზე - ამის ნაცვლად დაუსვი კითხვების მის ოჯახზე, წარსულზე,
ინტერესებსა და მიზნებზე
6. იცოდე უნდა აკოცო თუ არა - ქალების უმრავლესობა ამას პირველ პაემანზე ელოდება, თუმცა
უმჯობესია ეს მეორე შეხვედრაზე გააკეთო
7. დაურეკე მეორე დღეს და დაგეგმეთ მეორე შეხვედრა
8. პირველი პაემნის შემდეგ - მიწერე და დაურეკე კვირაში რამდენჯერმე

66. როგორ გავხდეთ ალფა მამაკაცი

კონცენტრირდი საკუთარ თავზე, გააცნობიერე შენი სიძლიერე და სისუსტეები , კონცენტრირდი იმ


ყველაფერზე რაც განსხვავებულად და უნიკალურად გაჩენს და იამაყე ამ ყველაფრით . ქალს სურს
დაინახოს შენში სიძლიერეები, უფრო თავდაჯერებული უნდა იყო შენს სიძლიერეებსა და
უნიკალურობაში, მამაკაცების უმრავლესობა ფოკუსირებულია მათ სისუსტეებზე და ცდილობს ამ
ყველაფრის მოგვარებას, რაც წარმოაჩენს მათ სუსტებად, რაც ქალზე უარყოფითად მოქმედებს და მათ
ინტერესს უქრობს. ადამიანების უმრავლესობა ისეა კონცენტრირებული მათი სისუსტეების
აღმოფხვრაზე, რომ მთლიანად ავიწყდებათ მათი ძლიერი მხარეები.

67. როგორ მივწეროთ ქალს რომელიც მოგვწონს

1. მიწერე შეხვედრიდან მაქსიმუმ 24 სთ-ში - სხვაგვარად იფიქრებს რომ არ გაინტერესებს


2. მიწერე გრამატიკულად
3. მიწერე მას ისე როგორც ის გწერს - სმაილები, ტექსტის მოცულობა, რა სიხშირით გწერს
4. მიწერე ისეთი რამეები - რაც სასაცილოა, კომპლიმენტია და საუბრის გაგრძელების საშუალებას
იძლევა
5. აცდევინე - ქალებს უნდათ რომ მამაკაცებმა უფრო მნიშვნელოვანი რამეები აკეთონ ცხოვრებაში
ვიდრე მათთან მიმოწერაა
6. გაუგზავნე საინტერესო ფოტოები როცა რაიმე მნიშვნელოვანს აკეთებ
7. შეახსენე რაღაცეები რაც ადრე უთქვამს - ეს ნიშნავს რომ შენ უსმენ მას
8. თქმის ნაცვლად აჩვენე მას შენი კარგი მხარეები
9. ეხუმრე მას ოღონდ ზომიერად
10. ნუ გექნებათ მიმოწერა და ა.შ. - ამის ნაცვლად ნახე, დაურეკე და ა.შ.
11. ნუ გაწყვეტ უცბად მიმოწერას - როცა სადმე მიდიხარ, საიდანაც ვერ მიწერ უთხარი
68. როგორ ვიყოთ მშვიდად ქალებთან საუბრის დროს

 ისაუბრე ნელა და კონცენტრირდი შენს სუნთქვაზე


 უნდა იმოძრაო ნელა და არ უნდა გააკეთო უცაბედი და სწრაფი მოძრაობები
 როცა ქალი გაწვალებს არ გამოხატო ამაზე რეაქცია, არ დაიცვა თავი, შენც იგივენაირად უპასუხე

69. შვიდი ფსიქოლოგიური ხრიკი ქალის მოსახიბლად

1. შენი სხეულის ენა იყოს შესაბამისი მის სხეულის ენასთან - თუ ფეხს ფეხზე გადაიდებს, შენც იგივე
გააკეთე, ეს ქვეცნობიერად მოქმედებს მასზე.
2. უყურე სივრცეს მის თვალებს შორის
3. იყავი პირველი რომელიც დაარღვევს თვალებით კონტაქტს, მაგრამ არ გააკეთო ეს მალე
4. არ შეეხო მეგობრულად
5. იდექი სწორად და გამართულად - არ წამოწიო მკერდი წინ, მოადუნე შენი მხრები და აწიე ნიკაპი
ზემოთ
6. გაახსენე რაღაცეები რაც წარსულში გითხრა
7. არ იყო ზედმეტად ხელმისაწვდომი და დამოკიდებული მასზე - მოანატრე თავი და მოანდომე
რომ მეტი დრო გაატაროს შენთან

70. როგორ დავსხდეთ ალფა მამაკაცივით

თუ კარგად დააკვირდებით ბეტა მამაკაცები ქალებივით სხედან - ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული ,
მხრებში მოხრილი

პოზიცია 1
პოზიცია 2

პოზიცია 3
71. როგორ გავხდეთ ალფა მამაკაცი

მამაკაცების 90%-ზე მეტი ბეტა მამაკაცია ან ფიქრობს, რომ ალფა მამაკაცია . ასეთი ტიპები ხმაურიანები
არიან, ყვირიან, ცდილობენ სხვათა შეშინებას, ცდილობენ დაჩაგრონ სხვები და ა.შ . ნამდვილ ალფა
მამაკაცებს, რომელთაც აქვთ ძალა, თავდაჯერებულობა და ლიდერის თვისებები , არ სჭირდებათ
სხვათა დაჩაგვრა, იმისათვის რომ სხვებს დააჯერონ რომ ალფა მამაკაცები არიან. ბეტა მამაკაცების
თვითშეფასება დაფუძნებულია გარეგან ფაქტორებსა და სხვა ადამიანებზე , ისინი ძალიან ძლიერად
რეაგირებენ სხვათა აზრებზე, რომლებიც არ მოწონთ, როცა ხედავენ მათზე სიმპათიურ მამაკაცებს , მათ
არ შეუძლიათ ამის დაფასება და აღიარება, ამის ნაცვლად ისინი ქალებივით ეჭვიანობას იწყებენ . არ
ცადოთ რომ იყოთ ალფა მამაკაცები, უბრალოდ იყავით ალფა. ნამდვილი ალფა მამაკაცები არ
ცდილობენ დაგაჯერონ რამე, რადგან მათი თვითშეფასება მთლიანად შინაგანია და არ არის
დამოკიდებული სხვათა აზრებსა და შეხედულებებზე, ამიტომაც ისინი ძალიან წარმატებულნი არიან
ქალებთან ურთიერთობაში. ბეტა მამაკაცების უმრავლესობა კრახს განიცდის ქალებთან
ურთიერთობაში, რადგან ისინი მუდმივად ცდილობენ დაარწმუნონ ქალები მათ ღირებულებაში , რაც
ქალებისთვის საშინლად არამიმზიდველია. იყავი ნამდვილი, გულწრფელი, იყავი დარწმუნებული
საკუთარ თავში, ნუ შეგშურდება სხვა მამაკაცების, რომელთაც შენზე უკეთესი გარეგნობა , ცხოვრება და
ფული აქვთ, ამის ნაცვლად კონცენტრირდი საკუთარ თავზე, იფიქრე რომ შეგიძლია გააუმჯობესო შენი
ცხოვრება, იამაყე საკუთარი თავით, შეწყვიტე საკუთარი თავის მიმართ სირცხვილი და
დაურწმუნებლობა.

72. როგორ მივწეროთ გოგოს

იცოდე როდის დაასრულო მიმოწერა. როცა იგი უფრო მოკლედ და უინტერესოდ გწერს ვიდრე თავიდან
გწერდა, მიიღე ეს მინიშნება და დაასრულე მიმოწერა ძლიერ ნოტზე , მაგ : გაეხუმრე და მიეცი მიზეზი რომ
ისევ დაგიბრუნდეს. მას შესაძლოა სიამოვნებას ანიჭებდეს შენთან მიმოწერა , მაგრამ ყოველდღიურად
საათობით მიმოწერამ შესაძლოა მას დააკარგინოს შენი რეალურად გაცნობის ინტერესი . გოგოს უფრო
მოეწონები, თუ მას ერთი სული აქვს თუ როდის მოგწერს. აუცილებელია ფლირტი, დაუძახო მას
ზედმეტსახელები, იშვიათად კომპლიმენტები, გააწვალო - ეს ყველაფერი ქმნის სექსუალურ კავშირსა
და ინტერესს ქალში. შენ უნდა იყო დომინანტი ურთიერთობაში. სანამ გოგოს მიწერ პირველ რიგში უნდა
იცოდე თუ როგორი ურთიერთობა გსურს მასთან.

You might also like