Professional Documents
Culture Documents
არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც - გურამ დოჩანაშვილი
არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც - გურამ დოჩანაშვილი
ავტორისაგან
პეტეისე, მომავალი ერთიც ხელობის ადამიანი ჯერ კიდევ ბავშვი იყო და დაწყებით ცოდნას
იღებდა და გამოცდილებას იმუშავებდა იმდროინდელი გამოჩენილი პირების შვილთა
სასწავლებელში და პაპირუსზე სწორედაც სწორი ყალმის მოშავ-მონაცრისფერ-
მუქთაფლისფეროდ (მაშინ ყავისფერი არ იყო რადგან ჯერ ეგ ერთი ყავა არ იყო არამედ თაფლი
და თანაც მუქი, იყო) პაპირუსზე რომ დაწერა ერთიც რიგითი, მაგრამ ამასთანავე ერთიც
სიტყვათა-მთოკველ ქურუმის მიერ შერჩეული მორიგი ვითომც თავისუფალი მაგრამ ჩარჩოიანი
თემა “როგორ ვადიდოთ ნილოსი”, ხოლო ნილოსს კი აბა რომელი ჩარჩო შეზღუდავდა, და სანამ
აღნიშნული პეტეისე საბოლოო სახეს მისცემდა ნაშრომს კარგა ბევრი პაპირუსი ხშირულად
იხმარა და უმრავლესობა პაპირუსთაგანი თუმცა ასე ვთქვათ გააფუჭა მაგრამ მის შემონაქმედს
საბოლოო სახით და მოყვანილობით და შინაარსით თითქოს მხოლოდ არა უშავდა რა კი არა და
არამედ ნამდვილად უფრო კარგი იყო ცუდზე ვიდრე უფრო ცუდი რადგან უსიტყვოდ ანუ
დამწერლურადაც კი მაინცა ჰჟღერდა, რადგან, ერთგვარ, კი, ლექსად, იყო ქმნილი:
მოგესალმები, ჰაპი,
არსით მდიდარო,
მოედინები უხვად
გახელდა კაცი; ისე გაცხარდა რომ ნიდაყვზედაც კი მწარედ იკბინა და თუმცა ჯერ წყნარად,
შეკავებულად წამოიწყო – მოჩვენებითი ამტანობა-ხომ გამოჩენილ პირთ, და მათ შორის რაღა
თქმა უნდა ქურუმთაც ხომ, უებროდ ჰმართებთ – წამოიწყოვა, მაცნეს მიმართ, როგორც
აღვნიშნეთ, წყნარათ:
- ჰეე, შვილოსან, ჯერ აბა რა დროს მაგისი რითმებია ჯერ სრულწლოვანიც კი არ არის და ის
ურჩევნიან რათა შრომაში დაშვრეს ჩვენი დიადი ფარაონივით – დე იყოს ფარაონი ჯანსაღი,
უვნებელი და საღი – და უნდა შრომობდეს სწორედაც მისთვის დე იყოს იგი ანუ ესე იგი ჩვენი
ფარაონი ჯანსაღი, დღეგრძელი და უვნებლად საღი და სწორედაც რომ სასარგებლო
გარჯისათვის უნდა გამოიღოს ხელი ჯიბიდან რა იყო არამედ ფარაონისათვის დე იყოს იგი
გინდაც შტატსკი სამოსში(9) ჯანმრთელი, უვნებელი და საღი ხოლო ეგ წკლიპურტა(10) კი? კიი!?
კიიი!!? ჰხკიიიი!!!? – და, სწორედაც აიააქ კი ნერვებიანულ-გაფიცხებისაგან იკბინა კიდეც თავის
ნიდაყვზე თავისივეთი მკვიდრი კბილებით ვაჰხსტევნთრაფემ, და მთლად კებჰუს(11) გრგვინვათა
გრგვინვისა გრგვინვად თანდათანურის განძლიერებად, იქცა:
- და (!) არა (!!) პაპირუსზე (!!!) ბღაჯნოს (!!!!) ლაწირაკისათვის მიუწვდომელ (აქა 5 !) დიდად
მწყალობელ ჰაპიზე (აქ კი 6 !) არამედ მოწიწებით შესვააას (11 !) მისით არრრსით მდიდარრრრი
წყალლლი (14 !) გინდაც ამღვრ-ვღვრეულლი და გინდაც ანკარა მეკი მე თქვენი კი (22 !) … – აქ,
დაუწია ხმას, მაინც მამა იყო რაც გინდა უფრო დასაწინაურებელიც ქურუმი ჰყოფილიყო, და, -:
- ოღონდაც გინდაც ჰაპიდ წოდებული მღვრიე ნილოსის მოსასმელად ძალიან ფრთხილად უნდა
შევიდეს ნილოსში რადგან ძვირფასმა ჰაპიმ ჩვენი ძვირფასი მინდვრების მორწყვის გარდა
ნიანგებიც იცის და ამიტომ მოწიწებითი სიფრთხილითაც შესვას უნდა მისი გინდა ამღვრეული და
გინდაც ანკარა წმინდა წყალი და ამასთანვე ოღონდ ასევე წმინდა ნიანგებს უნდა
გაუფრთხილდეს საკეთილდღეოდ ფარაონისა – დე იყოს ფარაონი დღეგრძელი, ჯანმრთელი და
საღი და განა ეს არ სჯობს ვინემ პაპირუსების წყალში უაზროდ (გადა)ყრაა?
- აქშაა, აჰქშშაახხააა, გად-დაიკარგე აქედანა შენღაღა მაკლდი შენ შენ მეტი საქმე მე არ მაქ თუ
რა ლექსი ხარ შენ თუ ვიღაცა ოხრის არჩივი ხარ შენ!! – და, ინუგეშა კიდეცაა, თავი, ოღონდ კარგა
ხმამააღალად, თქო აი ესაც:
“დ.ი.ი.ჯ.უ. და საღი”, -
გამოვიარეთ.
***
ხოლოკი ბოლოკი რა იყო და ანდა პრასი და არამედ ლექსი, შუ-იანი, დაწერილ-იყო (კარქი
გაგებით, ესაც) და საჭიროების შემთხვევაში კი ჟღერდაც, კი, ასე:
შუ ლელიანში განიბანება.
და თუმც არ ეყო ჰარაქათი და პროზით დაამთავრა მაინც, კი, მაინც ისეთ-ისეთი გახარებული იყო
პეტეისე ამ ლექსით-ძირითადით, რომ, პერსონიფიცირებულობამდისინაც, კი, ხოლო სქოლიოთ-
მოძებნითა ჯერ ეს ერთი რომ აღარა დაგღლით ხოლო მეორეც ეგ ეს მეორედც ერთი ისა რომ რო
რომაა აგი სიტყვაი ისედაც უკვე ახსნილია და რომ არაა მხოლოდ ვინმ-პარლამენტარიუსისა
არჩივ-აჩრდილი და წილი, და აქა იმან (ანუ პეტეისემ) იმდენი იხარ-იხარა რომე პირდაპირ
ძალიანი თუმცა აგრეთვეც პოეზიასავით გადაიხარა ისე რომ თავადაც შეიჭრა ლელიანში და ისე
განიბანა რომ თითქმის სრულიადური თავდავიწყებით განიბანადაბანადაბანა ჰიგიენურსა მაგრამ
მოტალახიანო წყალში და მთლად ისეთი თავდავიწყებითაც არა არამედ თავდავიწყებით-
თითქმის და კიდევ კარგი ეს, რადგან, იქავ ლელიანში ჩასაფრებული მისთანებზე თუმცა რატომ
მისთანებზე… კაცო როგორთუ მისთანებზე!.. – პოეტნი აკი ერთეულებია და ქუჩაში კი არა ყრიან
გინდაც ძველს-ჩამორჩენილურ ძვ. ეგვიპტეში და ვიმეორებ როომ მართლაც ერთნეულებია და
მაინც როგორად გამაქან-გამომქანავებელნი ჩვენნი დე იყვენ იგინ -ისინი ჯანმრთელნი ,
უვნებელნი და საღნი და მელანიან-პაპირუსს-ქაღალდ-ვეჩნირუჩკა დაუწრეტელნი და
პერსონიფიც.-საღები და ვნებიანურად თან უბიწონი რადგან ამაღლებულნეებია და საღნი და
ბადახშოვანოდ უბიწონი და მაჟორიტარულათ ზედაცაც ათას-ერთი დავიდარაბა, რაღაცას
ვამბობდი…
… – ჰო! – ხოლო იქა კი, ლელიანში აღმოჩნდაც ჩასაფრებული მასზე-დ (თუ, მისთვის?) ნიანგი
ხოლო ნიანგი კარგი როგორ არ იყო რადგან ღვთაებად შერაცხილი იყო ჯერ კიდევ როდის და
ამიტომაც სათაყვანებელი და კენჭისყრაში ყენჭის მიი-საცემი და კენჭურადა აბა როგორ არ იყო
მაგრამ ვის არ გვაქვს, და მათ შორის ნიანგთსაც აქვენ თითო ნაკლი – ადამიანებსაც, ჰსჭამდნენ,
კი, კი, ესა ეს-ერთი ჩავარდნაი თავისს წყლისახლობლურა ღვთაებობაში? – ესაცა, კიი,
ნამჰდვილად ჰჰქონდა,თ, და, პეტეისეს ნიანგი რომ არ შეემჩნია – “სიფრთხილეს თავი არა
სტკივაო”-თი? ამ ახალ-ეგვიპტური ანდაზა.-თი და უკანვე რომ არ გამოვარდნილიყო რარიგად
უხვად განბანილი ტალახიანსა, წყალში? ძველ-ეგვიპტურსა, ახტალაში?
განბანვა აკი კარქი იყო მაგრამ განსაბანველად განსაბანთანა იყვენ , კი, დიდი და საშუალო (ეს
ზომით…) ნიანგები ძვ. ეგვიპტეში, რაც მართალი – მართალია.
ხოლო სულ დაგვავიწყდა აღგვენიშნა რომ ლექსების წერა არც ისე ადვილია როგორც ეს ერთი
შეხედვითა, სჩანს.-
***
ხოლო იმა ვაჰხ-ს – “ვაჰხ” ანუ მისი (ვაჰხსტევნთრაფესი) ანუ ერთგვარი ქურუმის სრული
სახელდების #2-სადაგვარი შემოკლებაა, თუ ეგებ… მოკლეეეთ, ამ ვაჰხ-სა ეგრეთწოდებულ
საჯაროდ კი არა არამედ საჭიროდ კაიკა-ქალებსში სჩვეოდა სიარული26 რაც მისახვედრია თუ
რით მთავრდებოდა ეს რადგან სიარული-ს წინ მტევადი სიტყვა “დაგვირგვინებული” უნდა
უძღოდეს, – რადგან….. არ გავაგრძელებ, – თქვენი იმედი-მეთქი, მაქვს, ძალით არაფერს
გაიძულებთ რა საჭიროა აგრესია27 არამედ როგორც ერთიც პოლიტოლოგიც 28 იტყოდა ეს
საჭიროა ეგებ მთლადაც პერმანენტულად29 და ხოლო პეტეისე ბალღობიდანვე
სიტყვათჭიდილში თუმც ძალიან-კი ცოდვილობდა კია მაგრამ შედეგებით მაინც დაუ-
კმაყოფილებელი იყო როგორც ზვირთებით მარადმედინი ნილოსი ასე რომ მთლად რისხვიან -
წყენას იწვევდა მამათავისში ასე უქმად რომ ჰკარგავდა, დროს30, ამა დროსა კი მამაიმისი, რაფე,
შამქმნელი მისი ოღონდაც მხოლოდ ხორც-ტყავრიელად და ამასში შემავალ მხრებ-წარბებით და
ფარისებური ჯირკვალითა და ათასი სხვა რამ,თ-ითაც წამწამებამდისინამდეც და რა ვიცი მე
ამდენი ტრიგონომეტრია რა იყო და არამედ ანატომია და ამიტომაც არ დავკნინდებით რაც
გინდა იყოს მდიდრად სქოლიოიანი, ხალხი31 ხოლო რაფე კი თავისსა მზგავსსა ერთ
ქურუმთანაც, სახელად “ჰაი-დუკე”, მარტოვდებოდა რადგან სხვებს ანუ ავთვალთ რომ არ
დაენახათ და ამიტომაც ხშირ გვიმრიანში ანდაც ერთგვარსა ტროპიკულად გარეულ -ლერწმიანში
სხდებოდნენ და თუმც ამგვარი ლერწამისაგან მზადდებოდა ადამიანთა ნაკლულ -ჭკუვისა არ
იყოს რიღასი აღარ ამტანი პაპირუსი მაგრამაც იმათ (რაფესა და ჰაი-დუკეს ) პაპირუსისათვის აბა
სადღა ეცხელათ – ცხელოდა, ისეც, და, გონება-ცხლადაარეულნი მაგრამ მთლადაც ბოლომდე
და საბოლოოდ კი არა არამედ – ზომაზედ, და ცოტათიცა უფრო მეტად ტვინ-მაინცგასაძლისად
აფიცხებულნი? – ეუბნებოდნენ ერთიერთურთს, ხანდისხანობით, ასეც:
- თქვენ32 ისედაც რომ გინდაც ჩემსავით დასიცხული რომ მაინც გამოჰხატავთ თქვენს ჰაზრს და
თანაც მჰშვენივრად სულაც მცირედი ეჭვის ნატამალის მცირედი ანატკეჩიც არ მეპარება დე იყოს
ფარაონი ჯანმრთელი, უვნებელი და ქორფა მაგრამ თქვენ მე ხომ უნდა მითხრათ
ბოლოსდაბოლოს რის თქმასაც აპირებთ მიზანშეწონილად და თქვენი პირით დე იყოს უვნებელი
და ძალიანაც ვნებული და ეე არამედ მრავალგზის ბევრჯელ საღი და ჯანმრთელი და უვნებელი
ფარაონი არ გამიჩმახა მისმა საღობამ საქმე? და უთუოდ საღი. კი. კი. ამას არ გაუვა წყალი და
მით უმეტეს ნილოსისა რომელიც ფარაონის განსადიდებლად მოედინება დე იყოს ფარაონი
ჭაჭებითა ჯანმრთელი ჯიგრით უვნებელი და ნიდაყვებითაც საღი. კი.
- იმას ვამბობდი საშუალოზე მეტო ქურუმო, რომ, აქამდეც ხომ იყო უკვე ნაქები ნათქვამად თუ
გული გულობს ყოველ ცისმარე ქადა ორივე ხელით და ფეხებითაც კი პირით იჭმევაო დე ვიყო ეე
არამედ იყოც და არიც ფარაონი ჯანმრთელი, ამპლიტუდა და სახე ეე არამედ ფიზიონომია და
საღი და ღვთაებრივი ნუგეშად ზეცის რისხვა ორ გულ-პირთათვის რა ძალიანი ჩამოცხა დღეს ეგ
ჯორისშვილი დე იყოს ფარაონი მზით ჯანმრთელი და პირიმზისა და გულიკო-მაყვალა ვით
ცეცხლი ანკარა…
კიი.
- ვისთვის და ის რა ვიცი მე არამედ იყოს დილის ცვარივით ჯიგრის ყაურმა და გულიაში გულით
უვნებელი ფარაო ჯან უვნბელ და კონსესუსი და იმას ვამბობდი და სანამ სათქმელს გეტყოდე
იმასაც ვიტყვი რომ დაე იყვოს ფარა…
- ჰა, აღარ იტყვი!? არ ამოშაქრავ, შეჩემანალა!!? – ისე განრისხდა განრისხებასა მიჩოული ადრე -
ადრეცვე და დიდი ხნის უკაცრაოდ კი და პასუხია და უკან, პეტეისესი, ჯერჯერობით მთლად
წყნარის, მამა; განჰრისხდა ისე, რომ სუვერ ეყო თითზე კბენანი მაგრამ ნეკნს კბენად სად
მისწვდებოდა. კი. ჰო, სულ დამავიწყდა ეს-მე, თვით ავტორს – დე იყოს ფარაონი ჯანმრთელი,
სახენათელი ეგ სახეძაღლი (- აქა რამე შეცდომა და რაიმ-პოლიტიკური დანაშაული არ გეგონოთ
ეს “სახეძაღლი” რადგანაც, ძაღლი, ძველს, ეგვიპტეში? – ერთ-ერთი კბილებძლიერი კერპი იყო, –
მაშ.) და სულაც მისითავისი სხეულის ყოველ წერტილოვანად უვნებელი და ასე შემდეგ და და ესე
იგი რაც იყო იყო და ძაანაც, არის.
ხოლო სადღაც აქავე – ზემოთ ნახსენები ცოტა არ იყოს ჰაიჰარულად მკაცრი მიმართვა –
“შეჩემანალა” – მოხერხებულმა ჰაი-დუდუკემ თავმოყვარეულად თითქოს ერთ ყურში შეუშვაო და
აგრეთვე-თავის სულაც მეორე და ამასთანავე პირველი ყურის კოლეგიალურ მეორე ყურის
ბარაბანში გამოუშვაო მაგრამ ეტყობა მთლადაც ჰაიჰარად რომ-მეთქი ისე-უბრალოდ არ შეუშვ -
გამოუშვია რადგანაც, თქვა:
აქ რაფემ, ვაჰხმა, სულაც შეწყვიტა თითზე კბენანი მაგრამ ეტყობა გაბრაზებული იყო ისეთი რომ
თავისი VI ნეკნი, თანაც თავისივე მარცხენა მარცხნივ-კიდაროსი თავისი კბილებით სულაც
თავისით დაიკბინა რაც თავისთავად არ იყო ადვილი საქმე მაგრამ ყველაფერი აკი
მონდომებაზეა და ისიცა კი მოინჰდომა რომ შედარებით წყნარად ეთქვა მტერს მაგნიტოფირზე
მისი რაიმე რომ არ ჩაეწერა ქვეშქვეშაურულად:
- ჭეშმარიტება ჰღაღადებს შენი (ალბათა ესიც-შენობითიი, იყო) პირით, ჰაი-ვ, ჰაი-დუკე… ჰაი-ჰაი
რომ ჭეშმარიტება მეტყველ-ღაღადებს შენი სახით-ძლიერით და ბუმბერაზი დე იყავ შენ
გაცილებით ჭკვიანი და აგრეთვე ღონიერებით აღსავსე ყველანაირი ქოთანივით და საღი და
პერიმეტრიზაცია…
- ხოლო მე? ხოლო ჩვენი დე დაე უნდა იყოს გონიერი და ჭკუით აღსავსე რასაც უმზეოო და
მთვარიან ღამით ჩვეენ მზე-ფარაონზე კანეჩნა(33) ვერ ვიტყვი რადგან ვერ ვიტყოდი და აბა
როგორ წამოვროშავდი რადგან იგი ხომ დე იყოს იგი დღეგრძელი უვნებელი და საღიმალი და
ჭკუით აღსავსე ისედაც რომ ხომ არის და არის და რაც კიდევაც ბევრად მეტად სასურველია და
რაღა თქმა და ბევრი ბჟუტური უნდა ამას ზაკურიტ ნაიდიოტსია?(34)
მაგრამ, ვითომაც სუმთლად მეკი მაგათი ყველაფერი? რადგან, რაც გინდა იმათი სუყველაფერი
და ზედაც გვარშიც გასათხოვარი-ც ყველაფერი რომ მაინც არა და არასოდეს, კი, არა მთავრდება
არაოდეს, რადგან ეჭვებიდან თუნდ ერთადერთიც და გინდაც მცირეც ეჭვიცა კი, სუმუდამ რჩება -
…-
ნეტამც.
…-
თუ, ისემც?!
***
მაგ თქვენამ ჰაპი ეძახეთა და ნილოსი კი მოდიოდა ისეთად მძიმედ ამღვრეული და ნისლიც ედგა
ისეთი ზედ რომ ამ ვაიდ-ჰაპიდან ამონაღრენ ნიანგის ხახის დიდად ელვარე ბასრ -კბილებისაც კი
შემჩნევა, ჭირდა,
მარად მედინი – ყოველ შემთხვევაში აქამდე მაინც მუდამ უწყვეტი – დიდად ძველთაძველ
მდინარესთან იჯდა ყმაწვილი პეტეისე და, -
ზოგი მათგანი პაპირუსული საკითხად არცთუ გადასარევად ურიგო, იყო, მაგრამ მე აქ სულაც
დამავიწყდა რომ პეტეისესი ცოტათი მაინც გასაცოცხლებლად თქვენს ზედაპირულ თვალთში
დახმარება რომ ესაჭიროებოდა და რა ვქნა, ისეთს რამს-რასმეს მივადგე უნდა რომ, ძველი
ეგვიპტე ცოტათი მაინც აგიმოძრავოთ და გაგიცოცხლოთ და არ დამძრახოთ იმისათვის რომ
ახალშიაც კი ეგვიპტეში არა ვარ-მეთქი ვერცერთხელათე ნამყოფი და არ იფიქროთ ჩემზე აბა რა
ძალი გადგას შე ასეთისეთო და ჩვენც კი რომ გვაცთენთ რათაა ვითოო-უნდა მოგვატაროთ
იქაურობა, ს,ო,ვო-ოვო, ხომეტყვით, კაცოო ჯერ შენ თვითონა მოიარე ტურისტულათე-მაინც ესი
ახალი ეგვიპტე მაინც, და აპა ასე შენდაგვარად შენთა შინაგან-რთულთა მოწყობილობით
აღსაწერადა-ვითომაო, და, ამისათვის, პირშიმთქმელური შენიშვნისათვის, ამ? -
დიდადა გმადლობთ და მაგრამ რა იყო მაინც ისეთი რაიმ-საერთო ჩვენსა შორის რომ თუნდაც
ერთი ისა რომ, ძველი ეგვიპტე, ერთის შეხედვით როგორი უცხო და შორს დებული, ისე ძაანად
რომ გავაცოცხლოთ სწორედაც თქვენცრო აგიმოძრავეთ მაგ ჯერჯერობით დახშულ თვალთთა
ზედაც წინარე, და,
ჩავფიქრდი, ამბის ძალიანი პასუხისმგებლობობით შეძრული, აქა…
და რადგან ჯერ ვერაფერსა მსგავსს ვერ ვპოულობ ისი-ეგვიპტე რომ ზომაზე მეტად თუ არა
მცირედულ ზომისადამიერად მაინც-რო გაგიცოცხლოვაოთა-მაინც , და ეგებ ესა იმ პაპირუსის
მეშვეობით მაინც შევძლო პეტეისეს რომ სწორედაც ახლა ორსავ მუხლზე რომ გადაუფენია
ხოლო ჯერ კიდევ შორსა-ს კი იყო ერთიც აკი გითხარით სხვებსავითა და მგონი უფროდაც მეტად
წმინდანად ძაან შერაცხილი კენტი მაგრამ მაინც დიდად საშიში ნიანგი და ეგრეთწოდებულ
წმინდანობისა მიუხედავად? ემ პეტეისეს? პაპირუსიანს და ამიტომაც მშვიდობისმოყვარეს -
გინდაც? – და თუნდაც რიგით მკითხველს ანუ სხვებთან, წერა-კითხვის ვერმცოდნეებთან რამდენი
ქულითა და ბალით (შეფასებების ერთეულებია) ამაღლებულს მაინც აისე რომ სწორედაც ასე
ეპარებოდა გინდაც ამ განსანათლავ პეტეისეს გინდაც მას-სა პაპურუსზედა ძლიერ თავდახრილს
ისე კუთვნილად ნიანგი-ისი როო ასო პ-ისა ასო ტ-საგან გარჩევა გინდაც ვერა ჰსცოდნიყო, -
უცნაურია, თავდასხმები.
იქ-ობაში კი, გაშლ-გადაშლაში პაპირუსი რომ თან ინახავდა და თანაც ამზეურებდა რაოდენ -რამთ
ოღონდაც ეს მხოლოდ წერა-კითხვისი მცოდნეებისათვის? ინახავდა მთლად გარდასულთ…-არა
რადგან ამომვარსკვლავედს-ამბებს ინახამდა სადამდეც რომ სწორედაც ეს საჭირო იყო და ახლა
კი როგორის კარქის უშუალობით ამოემზეურებოდა პეტეისეს სწორედაც სხვაზე დაწერილი ისი
ამბავი სათაურითა “ამბავი სინუხეტის შესახებ” და თურმე რომელ ამბავშიაც პეტეისე სწორედ იმ
ადგილს კითხულობდა რომელიც იმან ჩემი არ იყოს ჯერ არ იცოდა რადგან სურო რო არაფერი
ისა ერთი ტბა აგრეთვე სწორედ ჩემსავით სულაც არ ჰქონდა ვერცერთი თვალით ხილულ-ნანახი.
“მე გადავცურე მაატის ტბა”… – ვაბჰ! თუ რატომ ახლა მაინცდამაინც ვა ჰ! და ვუ ჰ!-ც… ტბა იყო
ალბათ ჩვეულებრივი და ამიტომაც ჩვენგანა რატომ-შეცხადებული? ის მერე რა რომ ამასთანავე
აგრეთვე ალბათ წყლიანი რადგან “ამბავში” ტბა-დ და გადავცურე-დ აბა ტყვილა ხო ხუარ
იწოდებოდა და “გადავცურე” ხომ წყლის დაძლევასა, ჰნიშნამს ხოლო იქაურიცა ჩვენიწარმტაცი
ნიანგები ან იყვნენ იქა ანდაც არ იყვენ – ამა-ორში ხომ ერთერთი-ხო – აუცდენელად,
სნაიპერულად გინდაც მშვილდითა? – კი, -
და ხომკი ცოცხლდება თანდისთანობით ეს პეტეისე ზოგნიანგისა არ იყოს მაგრამ ტბის ხარჯზე კი
არა, ეს, რაც მთლად ბოლომდე ვერაა მისთვის საამაყო და, მგონი არც ჩემთვის, კი, არს-სანაქებო
მაგრამ განვაგრძოთ, ძალიან ნუკი დავწვრილმანდებით:
“სადაც ერთი დღე დავყავი” – ეს მთლადაც ჩვენი ოცდაოთხ-საათია, ესა – ნაღდია, გრინვიჩის
დროით,ც,
“და განთიადისას გზა გავაგრძელე” – აი, აქა კი… ვეღარ გვიშველის მარტივ-ახსნები და ჩვენი
საქმის მოგვარების სიხარულითა გამოწვეული თითზეც კბენანი არამედ უნდა ის განთიადი,
თუნდაც ძველებურ-ეგვიპტურად აქამომდედაც მოტანილი მით უმეტეს რომ დადგენილია რომ
“ამბავი სინუხეტის შესახებ” ამ-ჩვე-ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი ძაან უუძველესი ხელნაწერია ,
გესმით, ნაწერი, ხელითაო – აქედანა კი ნამდვილად სჩანსა რომ და არა ალბათ, რომ, ვერ იყო
მაშვინ და მაშინაა ჯერ კომპუტერი თუ რას ეძახიან და ამიტომაც გაათმაგებულ ძალითა ჩვენ ,
კომპუტუკურებსა ამ ძნელსაქმით, მწვალებლურით ე-პაპირუსი მთლად-დაძენძილი და მაინც საღი
უკლებლივყველა ფარაონივით უნდ-განვისახოთ რადგან თუნდ მიტო რომა ყოველი განთიადი
ხომ – კვლავად მორიგი დაბადებაა თანაც უწყვეტი, და:
იშმუშნება, კი, აბა როგორ არ იშმუშნება განთიადისას ყოველივე ის რაც კი ბნელით დაფარულია
არადა თითქმის ყველაფერი დაფარულია ღამის მნათობთა გარდა მაგრამ ისინი რადგან შორნია
ჩვენ როგორ ძალიან, კანითაც კი ვგრძნობთ ახლომდებარე საგნების შმუშვნას და აქ კი კანი
ჩვენივ გულის უთვალავთაგან მერომელიღაცე მგრძნობი, თვალია, და იმ შმუშვნისა როგორ სა-
გრძნობაად იჭიმება ამომავალი მზისაკენ, ამომაავაალიისაკენ პალმის ყოველი რიგითი
ფოთოლი ისედაც მოგრძო, ფურცლად რომ იწვდის დღის მთლად მთავარი მანათობელისაკენ
თავის ღეროებს მიწით, წყალით და ჰაერით და იგივ-მზით აქამდეც ზეგეგმიურად როგორ
ნაზარდთ ხოლო კი ნამი უფრო მრგვალდება ცვრად და იკუმშება იმ სიგრილისაგან გათენებისას
რომ მუდამ მატულობს და გინდ აგრეთვე ძველ ეგვიპტეში რადგან ბუნების ძალთან შედარებით
ძველი ეგვიპტე აბა რომელი წითელი კოჭია და იქაც აგრილდა და პაპირუსზეც რომელიც
აგრეთვე რომელი წითელი პაპირუსია არამედ ეგებ ხავსმოდებულიც კი მაგრამაც მაინც იკითხება
თუ დაუკვირდები ხოლო შენიშვნა და დაკვირვება პეტეისეს ახლა უფრო სჭირდებოდა იმ ნიანგისა
ზედ, პეტეისეს რომ ვერაგულად ეპარებოდა და გულის რომელიღაც კუნჭულით ეგება გრძნობდა –
ხვდებოდა კიდეც ამას პეტეისე რადგან კითხვისას ერთგვარად აღგზნებოდა კითხვით ცხელს
გულშიაც კი, რაღაც ჰგრილოდა კლიმატის გარდაც ხოლო ჩირაღდნით კითხულ სინუხეტის
ამბავში კი იქ თუმცა დღე იყო და დღის სინათლე და იქნებოდნენ იქ ადამიანები თუ ცვალებადი
თუ მარადმწვანე, ხე? – არა ჰსციოდათ ალბათ, იმათ, იქა მაგრამ იქაც კი კარგა აცივდა კი არა და
მთლად სიცივისაგან შეზარხოშდა სინუხეტ, რადგან, -
“იგი შეკრთა და ვერ დამალა შიში (რას დამალავდა იქ ხომ დღე იყო) და მე კი მისი შემეშინდა”-ო
გულწრფელად ამბობს ამას სინუხეტი თავის ნაამბობში და გვიამბობსა და მოგვითხრობს ისე-
უბრალოდ კი არა და თანაც აკი ტყუილა კი არ გვეშინიან ადამიანებს ერთიმეორისა და ხანდახან
კი უსაფუძვლოდაც კი რადგან სინუხეტი ნამდვილად ცოცხალი დარჩენილა – ნაღდია ეს ! –
თორემ სხვაგვარად ხომ აბა როგორ განაგრძობდა ნაამბობის თხრობას და აგრეთვე ისიცას რომ
რამეთუ
“ვახშმის ჟამს მივაღწიე სოფელ გაუს” – და რომ არ გადარჩენილიყო ისე ხომ ვერ მიაღწევდა
დასახლებულ პუნქტ სოფელ გაუ-მდე რომლის სახელიც ძვ. ეგვიპტურად არ ვიცი ხოლო
ქართულადა-კი მისალმებადა, ჰჟღერს (- გაუ!) და ტივით გადაუცურავს-რა ნიანგებიანა
სტუმართმოყვარული ნილოსი და იმდენიც უქნია რომ
ააი, აი თურმე სწორედ ის განათება დამთხვევია ჩვენ რომ გვწყუროდა ისე ძალიან მაგრამ
სინუხეტი ჩვე-ყოჩაღებივით წვრილად არ აღწერს გათენებას არამედ მხოლოდ გაკვრითღა ასე
აფიქსირებს – “დედამიწა განათდა”-ო მაგრამაც ჩვენი დაუკმაყოფილებელი მონდომების
აწყურვილებულ ჯინზე დაბეჯითებით განაგრძობს იმის გადმოცემას რაცგინდა ვითო-უძლური
პაპირუსით რომ
“ჩემი გული დაწყნარდა როცა საქონლის ჯოგის ხმა გავიგე ([სტილი დაცულია... - და მაგრამ რა
შუაშია ეს?!). მე აზიელები [ანუ როგორც სინუხეტის ამბავთა ამოსაშიფრავად თანამედროვეული
სქოლიოებიდან ვიგებთ (აბა მარტო ზოგიერთი ერთეულები კიარა ვხმარობთ, სქოლიოებს) ეს
აზიელები ეგვიპტელებთან თანდათანობით კონტაქტში მყოფი (- ნუთუ უაფროდიტეოდ?) აზიური
ქვეყნების განზოგადოებული დასახლებებია] დავინახე” -
ოო, რძე ხომ მაინც დამაკმაყოფილებლათე ვიცით რაცგინდ ვერ ვიყოთ ძველს ეგვიპტეში,
ნამყოფნი, და იქითურა ყარიბი მგზავრი კი, რძითა და აგრეთვე წყლითც გულმოცემული
სინუხეტი? -
“მე მას მის (ეს რაამბავი ნაცვალსახელებია) ტომში წავყევი. იქ ყველა გულისხმიერად
მომეპყრო”. -
სინუხეტსა? -
“მე (კარგად) მიმიღო ამიენიშამ”-ო ხოლო საინტერესოა აკი იქამდეც-ხომ კედემის ქვეყანაში
მთელადმთელ წელიწადნახევარს დაყოვნებულა და ნეტაი რას აკეთებდა და მოქმედობდა ის
ჩვენ არ ვიცით ჩემო ბატონო მაგრამ მაინც-ხო უნდა ვივარაუდოთ-მაინც რომ იქაც ალბათ კი არა
არამედ დანამდვილებით სვამდა წყალს – ადუღებულს ან უკიდურესს შემთხვევაში აუდუღარს
რადგანაც უწყლოდ მთელ წელიწადს და ზედაც იმის ნახევარს ის სუვერ, სულა ვერვერ გაძლებდა
ხოლო თუ ადუღ.-რძეც ექნებოდა ეს ხომ თლათუკეთესი ხოლო შემდეგ კი, როცა იგი
“მიმიღო ამიენიშამ ზემო რეჩუნის (ზემო რეჩუნი – ფართი პალესტინიდამ თვით ორონტის – ?! –
დაბლობამდე) ქვეყნის მბრძანებელმა”…
“მან ეს ყველაფერი მითხრა იმიტომ რომ გაგონილი ჰქონდა ჩემი ვინაობის შესახებ” -
სინუხეეტ!, -
საღოლ! -
…-
უცნაურია, ადამიანი… – რადგან ერთის მხრივ არც ერთი მათგანის არამცთუ რამოღრმო ტვინის
არამედ როგორ უბრალო თითთა უდრეკი ანაბეჭდებიც კი არ ემთხვევა და მეორდება სხვა ბევრ -
მილიარდ ადამიანთა თითთ-ანაბეჭდებს ხოლო ძვ. ეგვ.-პტელებისა და ზოგიც დღევ.კარტვ.-ისა
ტოლ-ანალიზური ძაანაც ავტოდ-თვითშეფასებანი მთლადც-ანალიტიკურათ ისე ბლომბლომა
წააგვანან ერთიმეორეს გინდაც რომ… როომ… რომაა… როოო… – ჰო, კრიალ-სარკეში
ჩახედულებანი და ამისათვის მოდით და ისევ ძაან ზემოდან დავხედოთა სინუხეტის აღიარებებს
გინდაც მის ნიჭთა შესახება მით უმეტეს რომ რამდენად დაბლა იდგა იგი ჩვენს-ზედ გინდ
კომპუტერულ-მეცნიერებათ-მიღწევევებში და იმან არამცთუ აგერ-ახლახან ნახსენები
კამპიუტერიო თუ რას ეძახიან არამედ თავად კონსპირაციულ-კომპირაციული კონპენსაციაც კი არ
იცოდა… – საბრალოვ-ჰოიივ
ხოლო სინუხეტს რაც მართალია მართალია არც თავისი ქვეყნის ფარაონის – დე იყოს იგი
ჯანმრთელი და ა.შ.-ის ქება დავიწყნია რადგან თავის-წილსაწილ-ფარაონზე იგი ყოველგვარი
მიდებ-მოდებების გარეშე რადგან ნამდვილად ერთაზროვნად, ამბობს:
“იგი ღვთაებაა (ანუ რა-ს, იგივე მზის, შვილიაო) რომელსაც არ ჰყავს თანასწორი (სიგრძე-
სიგანით, ნეტა? თუ, აზროვნობით? თუ ენებისცოდნით? ყველა შემთხვევაში სინოხეტი პატრიოტია
გასკდით იმისთანები შურით,), მისი აზრები (- აა, აზრთზე მიმდგარა და ჰყოფილა, საქმე)
ბრძნულია (ერთსდროს კარგა-ბლომამიმდევრებებიან შოპენჰაუერივით?), მისი სიტყვები –
ლამაზია (ძველ-ნეფერტიტივით და ანდაც ან როგო-ანც მოთანამედროვეო დემი მურ-მჭვარტლ -
ივითა?), ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდებული” – ბიჭოს!! ნეტა, ნიანგის ნიანგაური თათთ-
აკრეფაცა? ალბათ… – მაგრამ სინუხეტი ამასაც კი არ სჯერდება ჩვენგან განსხვავებით , აი ,
პერსონა!:
-როცა მამამისი სასახლეში იყო, იგი იმორჩილებდა უცხო ქვეყნებს – ემა თავისას კიდე უფრო
ძალიან ხომ არ დაიმორჩილებდა რადგანაც აკი ისედაც უფროც ძალიანი დამორჩილებული,
ყვანდა, – “იგი ზვიადია, ძლიერია მისი ხმალი” – ბიჭოს!!
“მას ვერ გადაურჩები გაქცევით” – ვაი, შენ, ბეჩავ-გამქცევოო, მთლადაც დამაქცევოოო ოჯახისაც
და საერთოდაც ანუ სრულიადსამშობლოისი,
ბარაქალააავვვ…!!!
ნიანგი კაცო! -
გვეგულება!, აი იმდენად
რომ
…-
აი, ეს პეტეისე ხომკი რაღაც ერთგვარად მოწყენილია რადგან ძვ. ეგვიპტე ეძახევით თქვენ და
მაშინაც კი აკი იყო, იქნებოდა აბა რა იქნებოდა რაიმ მკითხველი აბა ტყვილა ხვარ იტკიებდა ე-
სინუხეტი ჰაი-ჰაი რომ აუტკივარს, თავს, ხოლო მკითხველი კი, რახან ხომკი შევთანხმდით აკი ხომ
იქნებოდა მაშინ ხომ ძაან-აკიც სუცოტა-მაინც მთლადაც ორგვარ-მკითხველი:
კაი ან გლახა
ხოლო პეტეისე მონაცემებით-იმ რომელ მონაცემთა გამომზეურებისა არავინ იცის ახლა დაა
აგრეთვეც ვერც იცოდნენა მაშვინ განსაკუთრებით ძვ. ქვეყნებში და რადგან ჩვენი პეტეისე -ეს
არცთუ ურიგო მკითხველი იყო მე იმას ახლა აქედანა-რომ ვუკვირდები და მაქვს კიდენაც ამის
სათანადო გამოცდილება და მარიფათივით-რამ და ამიტომაც ისე ვატყობ, რომ, არ დაიჯერებთ
და მკითხველისათვის ის კიდოვუმფრო უკეთესია თუ მხატვრული ნაწარმოებიო თუ რას ეძახიან
თუ რაც უფრო გრძელი და აბურდული იქნება – არ დაიჯერებთ და მაგრამ ძალიან უფრო უკეთესია
იგი ამითა იმ უცნაური გარემოებით, რომ, რადგან, რადგაან ყველაკას-კაის კითხვა თუ გიწევს –
ხარ გატრუნული, ზოგ ნიანგივით რაღაცა წყნარსა ძალიან ბნელში ძაანაც სუფევ და ამით ძალზე
ხარ დათრგუნვილი თუნდაც იმით რომ რასაც ჰკითხულობ ვერ დაამატებ შენით ვერაფერს
რადგან მკითხველზე რამდენადმეტი აღზევებითი მნიშვნელობით მწერალ-ზოგმხეცი ისე
გაწვდისა ფერადოვნულად სიღრმიულ ამბებს, რომ, ის თავისთვისა და შენ კიდე ვითოშენთვის და
აი ესაცკი კი არადა, და, არა, არამედ – გამოჭერილი ჰყავხარ იმას როგორც… რაიმ მახვილი
შედარება!.. – ჰო – როგორც ხეში ლურსმანი მძლავრი უროთი ჩაჭჭედილი უჰ, ეს შედარებაც არ
უნდა მეთქო და არც მეთქვ-და-მეხმარა, რადგანაც ზოგი შედარება39 გულსაკლავია პირდაპირ
ძალზედ სწორედაც ისი და აქედგანა გამომდინარე ხომკი უნდა ძლიერ და ძაანძალიანი ერჩიოს -
უნდა ხომკი მკითხველს რათა იკითხოს ისეძლიერულ-გამორჩეულად მთლადც უსუსური
ნაწარმოები სადაც რომ ბითურ-ჰავტორისადმი წამდაუწუმრივ შეიძლებოდეს-იქნებოდა
შენიშვნებისი დასმ-გამოყენება სასურველათ და თანაც ეს არცთუ უსაფუძვლოდ და მთლად
უკეთესი რაიმ-შენისას თუკი ჩაჰქსოვ იმ სისუსტეში ვერ შესძლებ შენ ამასა თუ რა ,
კი,
როგორ არა,
ასე მაგალითად:
თუკი ავტორი შავით ან ლურჯით ანდაც გინდაც თვით წითლით თეთრზე დასწერამს
ამას კი ეგებ უნდა მოუყრუო რადგან ერთი ის რომ ჩვენახო წანადადებაეურს -სირთულესა აკი
პატივსაც ვსცეემთა ზოგიკუთხით ბევრნი-ერთები, და მეორეც ის რომ რადგან ზედამხედველ
პოლიციელებს და საერთოდაც მაინცერთგვარი მიმართულების სამართალდამცავებს ანუ ანტი -
სისხლისსამართლისკოდექსისადა-დამრღვეობისადაგამო შიგანი გონი (ანუ მგონი და არა გონი )
საერთოდაც ვერ ეტევათა და ვერემჩნევათ რენტგენშიაცკი რაცგინდაც ნათლებ -ფორმებშია
გინდც ჰყოფილიყვნენაყენ, გამოწყობილნი მათს თვალსაჩინო (ისემც…) უმრავლესობას (აქ
“თვალსაჩინო”? – კი, კი…) და არ სხვა-სხვებ ყველაკას, ჩამოძენძილთ, და ამიტომაც ბნელ-
ბლენდებიან ბლნურად, ძალიან და თვალებითაც იბნელებიან რომელიღ-არგინდაღ-ისეთნაირიც
შედარებათათვის რომელი ლიტ.სახეობაც (შედარება39) ლიტერატურულ ფორმებთაგან რაცგინდ
ფრთიანი ეპითეტისა არ იყოს, ვიცით, და მაინც უნდა გაიმარჯვო იმათით ოღონდ სხვაზე კი არა
არამედ შენს-ზე, სრულიადურად საკუთრიულსა თავსა და და თვალსა და ყურზე რაცგინდა
ძალამოხვეულსა პოეტზე40 კი; როგორ და ასე: უნდა უთხრა:
“მაინც ვინ და რომელმა ძაანმოცლილმა და სახეფინთმა ჩაგახედა შე ასეთ-ისეთო და კიდეცმეტო
სხვის განათებისადამხრივ სუულ სხვადასხვაგვარად ელექტრიფიცირებულ სხვის შიგანში – ანუ
ბნელსა და ანდაც პირიქითში ეს მაშინ როცა შენიცკი შიგანი ვერ გაგიგია შე საცოდავო დივლი-
დალალე, დალალეო?”
“და მეორეც ერთი ისა რომა ჯერ ეს ეგ ერთიმეორე ერთი ანდა ეგ სიდამ იცი შენ ესი, შეენ?” – და,
ზედაც ეგებ დავუყვავოთაცა სუპეტერათეც თორემ ცოდოა, პოეტებსა აქვთ აკი ჩვილ -გული და ,
უთხარითც, რაღა: “ჩემო ბეკეკა,ვ, ჩემობეკეკო”,
ვერლიბრულათე, გინდც, -
კი.
ჰა!!?,
და,
ვთქვათ, ვინმეს (სულ ერთია კაცსა თუ ქალს) ვინმე პოეტი (აქაც სუუერთია პოეტი ქალიათუკაცი ამ
შემთხვევაშიც თორემ ისეკი ცხოვრებაში და სხეულისა აგებულობითაც ძალიანი განსხვავდებიან
სასაპოეტო ქალიდაკაცი, კი,) შეგვიყვარდა, არა? სულაც შენდა დაუკითხავად? – შეგიყვარდებაა
გამორჩეული ერთიც პოეტი მაგრამ პოეტი “ერთიც” კი არაა რაცგინდა ნებისმიერი იყოს არამედ
ყოველი-იგი თავისთავადია ძაანაც ისე რო მზე მაღლა იყოს და თვითმყოფადია აზატურად
რადგან ძაანაც თავისუფალი ამასთანავე უფასოდ-ყოვლად და მიშვებულიც ოთხსავ მხარეს ვით
კალმისტარი მისითავისი მის მოკლესა თუ გრძელს თითებში ეს სულ ერთია (- თითების სიგრძე;
გინდ კოტიტა და გინდც საჯიბგიროდ მოწონებული,) მაგრამ აბაღა როგორღაა ანალოგიური-ო
რომ იტყვიან ზოგ შემთხვევებში დიპლომიანი დიპლომმანტები პოეტთშორისად
შორისდებულებად აღმოცენებულები (აქ მგონი ცოტაავვურიე…) როგორებიცაა “ვაჰხ რა
მაგარია” ანდა “ფიჰიჰ რაშტერია” და ხოლო პეტეისეს დროს კი პოეზია რადგან ნაკლებად იყო
ცნობილ-განთქმული და ძნელად თუკი მოიძევებოდა და ისიც ახლა “თეთრი ლექსი”-ოს
როეძახიან ზოგიერთგვარნიც ასეთ-ისეთნი? – ახლა ხომ გვაქვს ეს, თეთრი ლექსები და
კიდოცმეტი – რითმებდახუნძვლით რაკაი წონის პოეზია და ზედაც ამაზე და გვერდისგვერდ თვით
და არამედ თვიით ხელოვნურად დადისონანსებიანებიცა, კი,
პოეზია, -
კი,
და ჩვენც რითა ვაართ სხვებზედ ნაკლები გინდაც რო ვიყვნეთ ბევრათ ნაკლებნი, – აეს ხო
კარქაგამამივიდა? – და,
…-
მაგრამ, აი თუმც ხომ თავისთავად კარგი სახეა ეს შეყვარება იმ პოეტისა რომელიც რომ
ლექსთაწერაშია, კი, გაქანებული, კი, მაგრამ ოღონდაც რისიღრაღასი შეკეთება-გადაკეთება არ
შეიძლება თავისუფლათ და, ეს თერთმეტმარცვლოვანი პწკარად სტრიქონი ჩვენ დიაღაც -რო
შეგვიძლია – აგერ არა ვართ? ყურის ძირში? – გადავაკეთოთ ათმარცვლოვანად და ეს ისე-
უბრალოდ კი არა, -
არა, -
მაგრამ, კაცის გული ხომ, და პოეზია განსაკუთრებით რომ “საწყაულია აღუვსებელი”? – ჩვენ აკი
ბლომად გამკილავებიც უნდა ვიყვნეთ, კი, ჩვენივ თავისა და ამისათვის კი თუმც თუნდაც ასეთი
მშვენიერიკარგ სტრიქონებსშია უნდა შევძლოთ და აღმოვიჩინოთ რომელიმე მთლად
პირწავარდნილი არა მაგრამ გინდაც ფარული ნაკლი ქვეშქვეშა, და ამას “რა უნდა” – არა მარა
მივაღწევთ ამასაც კი თუკი მთლად გულისყურად გადავიქსაქსებით აემ სტრიქონის მზიურ
სიტყვებში და აღმოვაჩენთ აბა არ აღმოვაჩენთ? რომ, უზუსტობა აქ ისაა, რომ , კაცო შეყვარება ხომ
უცებ-ერთისადანახვისთანავეა სიყვარულობის კოდექსურად და ხოლო მაშინ კი
შესასაყვყვარებელი პოეტ-ობიექტი ლექსებს-ლექსთ მრავლობითში კი არა არამედ ალბათ
მხოლოდ ერთს ლექსს-მხოლობითში სწერამდა და არა ლექს-ეებ-სა-მეთქი რადგან რაც გინდა
მომზადებულად ძლიერი მკითხველისა ჟრჟოლაგამომწვევი პოეტი იყვე შენ ორს და მითუმეტეს
სულაც მთლად რამოდენსამე ლექსს შენ ერთდროულად ვერაფრით ვერვერ დასწერამ
რამდენიცგინდა სცვითო, კალამი, და გინდაც მთლადაც რიგითიც მკითხველივითც თცთცბრრ-
აქეთიჟრჟოლო რამდენიცგინდა, და, დაა,
ამიტოომ,
როგორმე უნდა ინებო და დაწერო “ლექსებს სწერდი” კი არა არამედ ესა უნდა შაჰსცვალო
“ლექსს სწერდი”-ზე ხოლო თავისის მხრივ კი, ეს? – ათმარცვლიანობას ახლა
ცხრამარცვლიანობით დაარღვევსა და შეგირცხვება კიდევაც კიდენ თავი და ე-ნაქები
კალმისტარი რადგან თერთმეტმარცვლიანობით ჩვენ სტრიქონისა გადახუნძვლაც კი არ (ვერ )
ავიტანეთ და ახლა მის მოსაკლებულისობას, დავჰსჯერდებით? -
არადაარა!!,
მაგრამ,
ვაჰ,
რადგან ლექსი ერთია აბა ლექსი ხომ ლექსები კი არა მეტისმეტობით ასეც გამომთქმარნი და
დუდუკ-დაირა და ასე შემდეგ და ზედმეტობით თავნბრუ რო გასხას ეს ხომ იქნება დასაძრახი, კი,
და აქ კი ესაჩვენი სუყველაფერიც ძაან რიგზეა განსაკუთრებით სიტყვით: “ოდეს” – რომანტიკაა
და ისაა და ეგ არი და იმისიჯანი, – აიი, ასეძალიან უნაკლულებოდ მშვენივრად ასხმულ-აცმული
სტრიქონის ძაფზედ ამოცმული ნაჯახირობა მოაქვს წვალებას, ისეთიი რომ , აიიჰ, ასეთსა კარქსა
და შუენიერს სტრიქონს კიდევაც შესძლებ რომ დაამატო ერთიცა სიტყვაც რომელიცა -რომ
ესისტრიქონი მშვენიერების წყალობითა? -
კი, კიაიტანს:
პ ი რ მ შ ვ ე ნ ი ე რ ო, -
- “მე მიმიღო ამიენიშამ (მიუღია), ზემო რეჩენუს ქვეყნის მბრძანებელმა და მითხრა (უთხრა;
უთქვამს; შიგ ცხვირპირში მიუხლია; ამოუშაქრავს; და სხვ.) მან ეს ყველაფერი – შენ ჩემთან
კარგად იგრძნობ თავს (გოგრას?) რადგან შენს ყურს (მაგრამ სადა აქვს გოგრას ყური და
ამიტომაც შევეშვათ, ფრჩხილებს, კარგს არას მოგვიტანს) არ მოაკლდება ეგვიპტური ენა ” –
ალბათ პირისა – მითხრა იმიტომ რომ გაგონილი ჰქონდა (გაგონილიქონებია) ჩემს შესახებ, ჩემი
ნიჭიერების შესახებ” – არ გადაამლაშა, კაცო, ამ თავისი ნიჭიერებით, ბიჭოოს, საქმე? – მაგრამ
ეგება მერე და მერე გამოსწორდეს ისე არაა ჩემიმტერი, – მან მკითხა: როგორ მოხვდი აქ ? ხომ
არაფერი მომხდარა სამეფო კარზე?” -
ვაჰვაჰ,
მე მივუგე: როცა ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე ფარაონი სეხეტეპიზრა აღზევდა ზეცაზე … – სადაა
კაცო აქ დე იყოს იგი ჯ.უ. და საღი! არამედ მხოლოდ ფარაონი სეხეტეპიზრა აღზევდა ზეცაზე -ა, და
ისე აგრძელებს სინუხეტი რომ ვითომც და გინდაც არაფერიო: არ იყო ცნობილი რა შეიძლებოდა
ამას მოჰყოლოდა. და თუმცა შიშების გამომწვევ საგანს უმალავს იგი მხოლოდღაზემო რეჩენუს
მბრძანებელს დე იყოს იგი… და მე რა ძალა მადგა, მოკლედ რომა ვთქვაათ ისაჩემისა კიარა და
არამედ ზემო-რეჩენუს მბრძანებელი, და სწორედაც იმას ეტყვის ესაჩვენი აგისინუხეტი , რომ
რადგან გულში აფორიაქება ვიგრძენი (იგრძნო; უგვრძვნია; აეს უდავოა) გულმა დატოვა ჩემი
სხეული, მან შორი გზებისაკენ გამიტაცა, ჩემზე არავინ ლაპარაკობდა (თვით ნიჭიერზეც კი!), ჩემი
სახელი არავის გაუგია ჯაშუშების დაბეზღებაში, – კაცო, ვაჰ სულაც ხახვივით არ შეჰრჩენია
ნიჭიერული გენიოსობა? და, მაგრამ მაინც აღიარებს შავბედითს, სრბოლას: არ ვიცი რამ
მომიყვანა ამ ქვეყანაში, ალბათ ღმერთის (არამედ აქ უნდა იყოს ღმერთები რადგანაც მაშინ
მაშინდელ ეგვიპტეში იმდენი ვითომღმერთი ჰყავდათ რომ მთელი ამ იმ ორი ადამიანის –
სინუხეტისა და ამიენიშას ხელებ-ფეხებისა თითებზედ ვერ ჩამოითვლ-დაეტეოდა, აქ სინუხეტი
ერთგვარად მკრეხელობს) ნება იყო ასეთი.
რასა და:
მაშინ მან მითხრა: რას იზამს ქვეყანა, რომელიც დარჩა ამ კეთილშობილი ღმერთის (აქაც
ღმერთი არუნდა თქმულიყო უკუღმართულად გაგებებისა ძვ. ეგვიპტურის, არ აჰყვა , კაცო,
კარისკაცისა სიტყვას თვით ზოგრეჩენუსა მბრძანებელი? – სასტაული თუ გინდათ და , ესაა …)
გარეშე? ამ ღმერთის გარეშე (აჰა, ერთ-ერთსა დაწინაურებულზეა თურმე ამიენიშას პასუხი
აგებული და დასურათებული მაშინაც იყო ალბათ მხატვრობა და მხატვრულობა), როგორც
სახმეტის41 მემფისის42 წინაშე თრთოდნენ უცხო ქვეყნები?
მე ვიცი, რომ ეგვიპტე ხარობს რადგან იცის რომ ძლიერია მისი მეუფე მაგრამ მისმინე, დარჩი
ჩემთან მე კარგად მოგექცევი-ო ანუ აქაცა ორპირიანი ზმნით – მოგექცევი – მენა შენა – და არა
მეკიშენი-თ სხარტად მოსჭრაა და დაუმთავრაც სიტყვა ბოლოში (ვაჰ! ესა ბოლო ვეღარ
მოვიცილეთ… ნეტაი რატომ… სიტუაციისდამიხედვით, ვითომ? ამ-ახლებურის-ც?) და კიდევ უფრო
ძალიან ბოლოს (ვაჰხ! აგისიტყვა ხომ უნდა შოორსკე მოვიცილოთ, ბოლოსდაბოლოს!!?), ვაიი;
და სწორედაც რომ მოაყოლა ისეძალიან საკვირველი, რამ-მ!? -
მან მე შვილებზე წინ დამაყენა (I – შეურცხვა მამობა და II – II – ისემც…), ცოლად მომცა უფროსი
ქალიშვილი (- …), დამრთო ნება ამერჩია მიწები თავისი ქვეყნის (ანუ ზემო რეჩენუს) საუკეთესო
ნაწილში (თქვენ ჰხედავთ, კაცო, მიწების დარიგება-გასაჩუქრება და ჩვენშიდარჩესდაგაყიდვა
უცხოელთადმი ჯერკიდე როდის ჰყოფილა მოდაშიი, ჰეე?), მომცა ადგილი რომელსაც ერქვა
იაა43, სადაც იყო ვენახები და ხეები (- ესაც საქართველოსავით?), სავსე იყო თაფლი და
ყოველგვარი წყალი (- ადუღებულიც? და, კიდომეტი – მინერალური-ც?), და ყოველგვარი ხილი
ხეებზე (- ამჩვენი ყოფ.-საქართველოსავით?), უფრო მეტი იყო ღვინო ვიდრე წყალი – აქ თუ
შაქარზე დაყენებული სამარკო ღვინ-ღვინოები იგულისხმება მაშვინ -ჰო საქართველოი ყოფით
ყოფილა ზემო რეჩენუ გინდ-იმერეთივითა და ისაა და ეგ არი და გორისციხე – ვაჰ, ეს იაა
დაუდგენელი და კიარა და გინდაცა ძველი ეგება თელათ ახ. – საქართველო ხუარ იყვო, კაცოო,
ხანდახან როგო-ადვილად გასაცემი თქვენ ერთეულები ეძახეთა და , იმათგანა , კი , და აქა ავტ .-ი
ბრაზდება ააქ, ემ სინუხეტსა რას ჩავაცივდით… თუმცა ეს ჩვენ-ორთავე კი არ ჩავაცივდით ანუ აბა
როგორ შეიძლება მკითხველი შეცდომაში შეგიყვანოთ და ჩვენ-ში მე და ჩემომკითხველო თქვენც
ერთად ვეგონოთ ვინმე-დამჯერსა ზედმეტად, კი, და არამედ აქა მხოლოდკუთვნილად-მეე -
მხოლოდღი ვიგულისხმები ესი ავტორი, და, ამ ყოვლადმოსაწყენს პროზისა ნაცვლად განა ის
არა სჯობიან რო პოეზიას მივუბრუნდეთ მაგრამ ღალატში არ ჩაგვეთვალოს ეს პოეზიაზედ
რაცგინდა იყოს პროზა-ვარესი და უარესი და მაგრამ მაინც ცოდოა ისიცა რადგან რაღაცა არი
ისიცა ხოარი თავისებურათ (- გოგრაულათ?) და, მივყვეთ თუმცა არა და ვერ ნება-ნებაზედ, -
იქ ხორბალიც იყო, ჭვავი, და სხვადასხვა სახის საქონელი (კაცოო, გინდაც ამ საქართველოსა
მსგავსშიც ხდებოდეს ესისაქმე სადა აქვს, აბა, საქონელს სახე არამედ აქსა დინგი, დრუნჩი -
ხორთუმი და ამისთანები განსხვავებით ემ-ადამიანებისაგან რომლებიც გინდაც სამშობლოსი
გამყიდველები იყვენ მაინცა ააქვთ არამცთუ სახე არამედ იერსახეც , ამოდგამოსახულებაცაი
ქურდბაცაცაი-აური, კი, თუ არა გჯერამსთ პლაკატთშაჰხედეთა და აქვთ აგრეთვე იგივ
ფიზიონომია და იგივვ სიფათი ცხოველებისაგან განსხვავებით და სხვ.) ურიცხვი რაოდენობით
(მაგრამ ჩვენა-რო არც ისე ურიცხვნიი, ვაართა?) და მეც ბევრი რამ მერგო (კაიადგილი, უშოვნია,
რას ერჩი) რადგან მე მას ვუყვარდი… – არ დაიჯერო, სინუხეტ-ჩემო, რომელიერთი ნიჭიერებით
შეგიყვარებდა, არამედ ყოვლად მოჩვენებით… წაურწყმედიხარ… ანაცდა, ეგებ… მატყვილეფ-
ხომე?.., – აფირისტოშენ! აბა რომელიერთი აქა რამტელჯელნახსენები ნიჭიერებისადაგამოა რომ
მან მე დამნიშნა თავისი ქვეყნის საუკეთესო ტომის მეთაურად! – სად გაგიგია მაინც ე -პარტიული
ამხანაგობობანაა და რადასანიშნი თანაც შენ იყავი შიშებისაგან შექვეშაფსიავშენ ! -
…-
მაგრამ, განვაგრძოთ, ყურს გიგდებ მაინც, ისედაც-მაინცხო სუარ ჩაგიყრი წყალში ემაგპაპირუსს
რაცგინდა იყოს რაღაცაშრომა, დაგიხარჯია, კი… -
პურს მე ყოველდღე ვაცხობდი – ვინ იძლევა ფქვილს ისე-ტყვილა შენისთანებიზა! – სულ მქონდა
ღვინო – ლოთ-ლოთიბაშო, შენ! მოგწომდა, არა, ღვინო-შამპანსცქის წამდაუწუმად კრკრ-კრ!
ტვინში-მებრუვევ, შენ!.. ალკაგოლიკ ტი ნესჩასტნიი… აი ფოკ იორ ფეის(44) … – გამოულევად
მქონდა მოხარშული ხორცი და შემწვარი ფრინველი და უდაბნოს ანტილოპები მოჰქონდათ
ჩემთან – ვერავინ ნახეს, შენზეუკეთესი? ისე გიმშვენდათ შენც და იმათაც, ცხვირიდადრუნჩი…
განვაგრძოთ, მაინც, -
დიდსულოვნობით:
კაცოოო!! ბიჭოს ეს
ყოველნაირი ადუღებული რძე მაინც რაღა უბედურობაა ადუღებული ყოველნაირი რძე მაინც
ეთქო და დაეწერა და ვინ-ოხერი ვუსაყვედურებდით, მაგა სინუხეტასა თუ ვიღაცაა
როდასდგომოდეს პირსადაყელსადაგულსზედ ანტილოპასი და ზებრებისა და ჟირაფების
აუდუღარი რძე!, და ალბათ მაინც კიდოკაი ალბათ-ძველსა და ახ.-საც საქართველოში გინა ზებრა
და გინაცჟირაფი?.. – ხო-არაა? -
დათქვენშიმოიკითხეთ თუ კაია!
ხოლო აქა მე მაგსინუხეტის კითხვა-წაკითხვას ვეღარ დავუდებ მისი ამდენი ტრაბახობებით ჩემს
გაბრუებულ-გასივებულს თანაც როგორაა – გულჰს, და კიდევ კარგი რომ გულისყურის
გადასატანა-ც შეგვიძლიან ჩვენ და გულისყურიც მოვიშველიოთ სულაც ჩვენჩვენი და ის ნიანგი ,
მოთომმზაკვარი და ეგებ მართლაც ყურუმსაღი და ვერა-წმინდანი და მაგრამ მაინც ნაღდი -
როგორი, მოვიშველიოთ რათა თუნდ ერთი სინამდვილე შეგვრჩესა-მაინც ემა სუტყვილა
მკითხველს ნატყვილარს-როგორ ნატყუილებებაარ პეტეისესთან …
მაგრამ…
სადაა…
კაცო…
არა, პეტეისე კი არა – პეტეისე აქაა – არამედ ვაჰ ეს ნიანგი ერთადერთად რომკი გვყვყვანდა
სიმართლედ და, ისიცა, კაცოო?! ვაირომ -
ფაფუუ…
არაა, უკეთესი?
კი.
და ზედაც – კიჰო.
***
აგრეთვე აემ პეტეისესი მამათავისს ოღონდ ვერ -მისას ანუ პეტეისესი ვერადაარა ,ს ,
რაღაცადარდი აიმასაცა ძაანა ძლიერ აწვალებდა აი ისე რომ ? -
თვალსაჩინოდა.
ძაალიანი.
მაინც რა ჰქონდა ასეთ-ასეთი საჭოჭმანო – თვით ფარაონივითა დე იყოს იგი როგორიციყო ანუ
ჯანმრთელად უვნებელი ჯანსაღადსაღი და იმისაკი მაქებარსა ვაჰხსტევნთრაფეს დიდმოხელეებ -
დიდქურუმებსავით არა მარა ფული იმასაც შედარებით არ აკლდა, კაი ჭამა და კაისმა ხომ
კუჭსაყრელად და ამასთანავე თავის-სხეულის ყოვლად უშრომლად, უფასოდ ჰქონდა ქალებზე
დიდად გულდაყველაფერმოდგინე დიდად გაწეულ შრომებ-ნაჯაფებებს თუკი თუარ ჩავთვლით
ამასაქმეში სულაც არ იყო უმუშავარი რასაკვირველია, ფეხი და ტანი და ზედაც თავი მშვენივრად
ჰქონდა შემოსილი რიგით-ქურუმის ტანისამოსით და ფეხები თეთრი სანდალიებით და ქურუმთა
ხან წოწოლა და ხანაცრგვალი, მზისაებრ, ქუდი თავსადგა და მთელი ზემოქვემო ძვ.ეგვიპტე მათი
მთავარი უქურუმესის (რომელსაც ჯერ სუვერ ვიცნობთ) ლამის ზოგ-მოადგილის კიდო
მუადგილეებსაც რომ ჰსცემდნენ (არა, კი არ ურტყამდნენ) პატივს (-აა…) ვაჰხსტევნთრაფესაც
თითქმის ისეთცსა ჰადაჰა ისეთნაირსა, პატივსა, უმტკივნეულოდ ჰსჰსცემდნენ ვერცხლით -
აშკარით და პროდუქტებითა-კალორიულით და მოწიწებით უხრიდნენ თავსა ხოლო გულში კი აბა
რა ედოთ ჩვენ აიესა და ამისა აბა სად ვიცით, აბადა ვინ-ერთმა მოცლილმა, ვიცით, -
და ასეც აგრეთვე, რაფე… ხოლო აქეთ კი ჩვენს კარგადნაცნობ ვაჰხს ქალები თუმცა იმას რადგან
არ აკლდა და კარქა სავსედ ჰქონდა ტოლჩებში წყალიც ადუღებული აუდუღარს რომ სულაც თავი
ვანებოთ არადა როგორი თავისგასანებებებლებია განსაკუთრებით მარილნაჭამზედ თუკი აისე
მძაფრად გწყურიან რომე პირდაპირ ხმელზედარჩენილ ზვიგენივითა ხოლო ზედმეტად მზიურს -
ძვ.-ეგვიპტეში ხანდისხანობით აიისეთი სუ ბუღბუღიანი ხვატი იდგა, რომ? -
ჩრდილოელებსა, ნეტამც; თუმცა აჰ არა, არა, ეს მათა ესა? – გადირეოდენ აისინი იმ თავიანთსა
სიცივეს მაინც რა კოხტად-დოსტოღრივ შეგუებულები,
კი,
და თუმც პეტეისესი გარდაც კიდევ სხვა შვილი – ის მერე რა რო ვერა ჰგვანდა – ამა სიტყვებით
აჯინდებოდა მამილოსაა: მითხარი მამი, რა გაწუხებს, მოდი მითხარი და გულს მოგეშვება
გამოტყდი მამი მითხარ მამიჯაან-ო,ო და მაგრამ, რაფემ? – მე გამოვტყდე-რა, მე რა-წიწილა მნახე
და ვაარ რომკი გამოვტყდე ჩემი დარდისა კვერცხიდანაო არამედ ესმეე სულაც ქურუმი ამა -
ახალი ეგვიპტისა მზეგრძელ-დღეგრძელი ფარაონისა ვარდავაარო მაგრამ , ქურუმი , საქმე
საქმეზედ თუ ვინ იყო? – ვინა და, თვით ის მზერა-როგორ-აალებადი მთავარი ქურუმი, შეში,
როგორ ძალუმად მიმომცქერალი სულყველაფერზედ და დამაქცერალი ყოველივეზე ისე
გამჭოლი და ბასრი მზერით რომ თვით ალებასტრის ქვებსა დაჟინებული მზერით ბზარავდა,
ფშვნიდა თუკი სადმეღა განმარტოებულ გამოქვაბულში განკერძოებულს თავისთავთან
მოუნდებოდა, ეს, და გახევებულს როგორღაც მკვეთრი დამორჩილებით რომ გაუტკაცუნ -
იქნებოდა ის ალებასტრი ქურუმის მზერით, იმ ზეუცნაურ გადაძაბვისაგან, ისი მაშინვე
თენთთებოდა და უხვად დადენილ ოფლს მაჯის ზურგით იწმენდდა, შაში, – როგორც სჩანს,
დიდად იძაგვრებოდა და მხოლოდ ისე-უბრალოდ კი არ იყო ძველ ეგვიპტეში ძველეგვიპტელთა
საქმე ჩვენა რომ აქა ცოტა არ იყოს მოაგდებულოთე მიგვყავსა ნილოსითღზრდილთაც
ჭრელიცხოვრების მაგალითები, არა – ქურუმის-შაშის მზერა როგორღაც თან ძლიერ მწველი და
გამანადგურებელივით და თან როგორღაც საბრძნისეულიც რაღაცა უცხო გონი, იყო, ძნელად
მიღწეულ ხნოვანებით, გამოწვეული, წლეების შემდგომ,
კი, განმტკიცებული ხოლო ყმაწვილი პეტეისე რაღაც ამდაგვარს ჯერ მხოლოდღა-რომ
მიდრეკილი თითქოს არც-ისე მაგრამ აშკარად, ის მერე რა რომ სულაც რაღაც ვარგს,
თავისდაუნებურად რაღაც ძნელ შვებას მაინცა გრძნობდა ბალღობიდანვე რომ შეესწრო სწორედ
ამ შაშის მიერულს და ხელით – მარჯვნიდან მარცხნივ წარწერებით გადახუნძლულს, გრაგნილს,
გაშლილად როგორ მრავალწყრთიანი იყო ხვეულა, გაყუჩებული, და მაშინ-იმხანად წერა -
კითხვისა მთლად ახლადმცოდნე პეტეისემ როგორის რიდით ამოიკითხა:
-მე ვქმნიდი ჭეშმარიტებას – ნეტა რა იყო, ჭეშმარიტება, ეს… – მისი მბრძანებლის გულისათვის, მე
ვაკმაყოფილებდი მას – რას… – იმით რაც რომ მას სურდა: მე ჭეშმარიტებას… – ისევ! ეს უცხო
სიტყვა პეტეისესათვის მაშინ… და მერეც, ცოტაც-მოწიფულზე… – ვამბობდი… როგორ ამბობდა
ჭეშმარიტებას-ამს, შეუცნობელს, – და მისით სწორად ვიქცეოდი რადგან ვლაპარაკობდი
მხოლოდ სიკეთეზე – ხოლო სიკეთე ბუნდოვნად უკვე იცოდა, პეტეისემ, ამოისუნთქა, – და
ვიმეორებდი ნასიკეთარებს. მე განვიხილავდი დისა და მის ორ ძმათა მკვეთრ საქციელებს რათა
შემერიგებინა ისინი. – და ალბათ კარგი იყო ეს, ხვდებოდა ამას პეტეისე, და აგრეთვე კარგი უნდა
ყოფილიყო მე ვიხსნიდი ხოლმე უბედურს მასზე ძლიერისა და ცუდად შემძლებელისაგან … მე
ვაძლევდი პურს მშიერს, – ეს? – ცხადი იყო რადგან ნამდვილად კარგი, იყო, – ვმოსავდი
სამოსშემოცვეთილთ, დამისაფლავებია კაცი ვისაც შვილი აღარ ჰყავდა – მართლაცდა აგრეთვე
კარგი უნდა ჰყოფილიყო, ეს, ხვდებოდა ამდენს პეტეისე, – მე ჩემს ნავში ვსვამდი იმათ
რომელთაც არ გააჩნდათ ნავი და ვრცელ ნილოსზეც გადამყავდა ისინი ვისაც უნდოდათ ეს
მაგრამ ვერ შეეძლოთ, ეს. მე მოკრძალებით პატივს ვცემდი მამას ჩემსას , ვიყავ ფაქიზი
დედისადმი. მე მათი შვილების აღზრდაში ვეხმარებოდი მათ, და სწორად ვღზრდიდი,
სიკეთისაკენ ვაგულიანებდი, მათ…
***
ჰოდა, თუკი ასე იყო მაშინ რაღა სახსენებელნი არიან ისინი თუნდაც ასე ვერაფრისმაქნისნი თუკი
არაფრით გამოუჩენიათ თავი? – ასე გაიფიქრა პეტეისემ იმ პაპირუსის პირველად წაკითხვისას
ოღონდ ჯერ მხოლოდ დასაწყისში, სწორედ ასე გაივლო ფიქრად პეტეისემ , ჯერაც კიდევ ყრმამ ,
და ამის წაკითხვით როგორ დრო-ვითომცუქმადდაკარგულმა ჯერ გულში გაივლო და მერე კი
აზრად, და მყარად განსაჯა კიდეც, ასეც, გაბუტულმასავით:
და ჰოდა თუკი ასე იყო მაშინ შთამომავლობისათვის პაპირუსზე რაღადღა გადასატანი იყო მათი
ამბავი და რა ჩარადაა სახსენებელი მათი ვერავითარი სახელოვნების შემოტყობინება , რაღა
თქმულობა და დამწერლობა უნდოდათ იმათ, – რომ გაიფიქრა ცოტაარიყოს აბურდულად
ასეასეც-მეთქი პეტეისემ, ჯერაც კიდევ ყმაწვილობით სულსწრაფმა, როგორ, ყრმამ, სწორედ ასე,
მაგრამ, მოსდევდა ამას, პაპირუსზე-
მაგრამ ჩვენამდე მოაღწია მათმა ნაწერით სწავლებებმა მათ რომ შეთხზეს , ქურუმებს კი არ ანდეს
იმათმა სულის, სხეულის, და სახელის მოხსენიება არამედ დაფებს, პაპირუსთ –
დასამწერლობოებს – უუსაყვარლეს შვილებს, თავიანთს. წარმონათქვამნი მათნი – ცათა ცებამდე
აღწვდილნი სიბრძნედ პირამიდებია ხოლო ყალმები და საჭრეთელნი და სოლები და ლერწამები
თუ ალებასტრი და პაპირუსები მათი ნაწერნით გადავსებულნი – პირმშოებია მათი . ის ქვები და
თიხა და ის სალი კლდეები რომლებზედაც რომ მჭრელ სოლებზე უროთა მძლავრი ცემით
ფაქიზადაა ამოტვიფრული მათი ვრცელი გონებით და მათი ტევადი როგორ, გულით როგორი
ბრძნული ხელთქმნილებები – ეს სამუდამისო მეუღლეებია, მათი, და ჩვენ კი, სხვა დანარჩენნი –
გინდაც რაცგინდაც დაწინაურებულები ოღონდ სულაც სხვა საქმეებში და გინდაც ასე მცირეთ –
სუყველას-ჩვენა რა და როგორი პატივი დაგვდეს და აღსაზრდელად ჩვენთა, ჩვილთა, რა პატივი
გვცეს და დაგვდეს რადგან სწორედ მათ განგვაწესეს დიად საქმეთა შემეცნებით რადგან
მწერალი, ჩვენთვის დიადი გადმომწერი მის ბრძნულთა აზრთა და მწერლობა და
გადმომწერლობა – უმთავრესი და უპირატესია ხოლო ჩვენთვის მაშვრალმწერალი და
გადმომწერი – უპირველესია, ადამიანთა შორის.
ვაჰჰხ, ეს რარიგ მაინც როგორ რამაღლივ ღზევდებოდა, მერედამერე პეტეისე მათი კითხვისას ,
დიდ საიდუმლოთ, ბუნდოვანთ როგორ ახლა რა ნათლად, როგორ საჩინოდ, რარიგ მოცხადოდ,
მიახლებული, -
და კითხულობდა ისეთის ძაბვით რომ ხმამაღლადაც კი, თურმე თავისდა ყოვლად უნებურად, იგი:
მოკვდება კაცი, მტვრად იქცევა და გაცამტვერდება სხეული მისი, უკვალოდ წავა და მისი ერთ
დროს ახლობლებიც მთლად დასტოვებენ ამა ქვეყანას და მასაც, მწერალს, როგორ ეულს მაგრამ
მისი დანაწერები ხომ გვრჩება ბაგეებზედ და მახსოვრობაშიაც ჩვენ, წარმავალთ მაგრამ
ჯერჯერობით კი აქ ძნელად მცხოვრებთ. წიგნი რამდენად უკეთესია ფართო, ვრცელ სახლსა და
სასახლეებზე მეტად, რა სასიკეთოდ ქველმოქმედია ის მოუსავლეთის სივრცეების სამარხებზე
გინდაც ტაძრებისპირათებზე სამარადისოდ მოსულია იგი რადგან… – ეუბნებოდა ამ პეტეისეს ,
გულშეშვერილს, პაპირუსი:
ვინაა სწორი დედეფსირუსავით? იპოვნი ვინმეს, მსგავსს იმხარტეპუსი? არავინაა , ვიღაა ახლა
სადარი ნეფრისისა და თავად ახტოისა რომელიც მათში პირველია. დავასახელებ აგრეთვე
პტაეშჯეხუტს, ხახაპერასენებს. წააგავს განა ვინმე პტახოტეპს ანდა ფაიროსს ? ბრძენნი -ესენი
წინასწარმეტყველებდნენ მომავალს – ყველაფერი, რისთვისაც საწინასწარმეტყველოდ
განახვნიდნენ ისინი ბაგეთ და მოიმარჯვებდნენ მძლეთამძლე ხელთ – ღსრულდებოდა.
შთაბეჭდილია ეს მათს წიგნებში. სხვათა შვილები იმათი მემკვიდრეები გახდნენ მათი ღვიძლი
შვილებივით. შემოგვინახეს მათ იდუმალი და დიდად მართალი წარმძღვარება და უწყებანი
მათნი, რომლებითაც სრულქმნილებია მათი მოძღვრებანი. ისინი წავიდნენ, მაგრამ არაა
დავიწყებული მათი სახელები, არამედ მარად ცხოვრობენ იგინი თავიანთს ხელნაწერებში და
მახსოვრობაში, კაცობრიობის. – აჰ, რა იყო ეს! პეტეისესათვის როგორი სიბრძნით ნაწყალობევი
ბრძენთასაბრძენო იყო ძალიან, წანაკითხი ეს, დაა რამდენად მეტის გულისყურით ჩააკვირდა ,
კვლავ პტახოტეპისა დანარიგებს როგორ ძალიანამაღლებულთ, ჭეშმარიტებისაც -კიი , მსგავსთ ,
როგორიც იყო ნუ იამაყებ შენი ცოდნით,
ან:
თუ თქვენ ერთ-ერთი სტუმარი ხართ იქ სადაც თქვენზე უფრო პატივსაცემი ადამიანია , არასოდეს
დაელაპარაკო მას პირველი, გაეცი პასუხი როცა ის მოგმართავს, – ვიცით ეს , ჩვენ , დღეს ?
ანდა:
-?
ანდაც, მისივე თუ დაეჭვდები მეგობარში, ნუ დაიწყებ გამოძიებას, მიდი მასთან, მოწმის გარეშე
დაელაპარაკე.
არა, – რადგანაც სხვები ანუ რბილად რომ ვთქვათ? – ვერბრძენები არამცთუ არანაკლებ არამედ
იმდენად მეტნი, რომ მთლადაც-ურიცხვნი და ერთგვარად უმრავლესობანი არიან , იგინი , – ვაი
მათს იქით პატრონთ და აქეთ ქვეყანას, და, იმას ვამბობდი, – ***
გაფორმებაებ-გამოფორმებეებებანი
საქმე-საქმეზედ საქმეს რომ მოჰრჩნენ და რომკი დაჰსცხრნენ აბა აჰ-რა განცხრომა თქვენა იქა
უნდა გენახნათ ეგრევე ბანკეტ მიუსხდნენა და შაესივნევენ, ვაჰ ე-რახალხი ჰყოფილან , ხალხნოო ,
აქეთურნიც და იქითურნიცა, ესა მეგვიპტელ-ჰეთიოპელები!, ვახხ!! – გავიხედოთ და რასა
ვჰხედამთ – პურსა ჰსჭამენ და არაყ-ჰსმენ სიმღერას არ იტყვიანო-იყვეენ, კაცოო, არადა , თუმცა
აბა რაღაღა-ღ ესიმღერებოოოდ-ეცეკვცეკვებოდათ, მააშ! – რადგანაც, კაცნო, რასაცა აღვსწერ ? –
დააჭყიტოთა უნდა თვალები და მოიმარჯვოთა ორთავყური და დააღოთ, პირი რაც შეგიძლიანთ,
ისე!, მაგრაამ, ჯერაცაა, გავიხსენოთა ისარომ რადგან აქ-აქა უმთავრესს საგანს როგორც ასეთსა
ანუ ამა-ამშემთხვევაში აიიმ პაპირუსს, აწითლებულსა, ვერ-საადვილოს, – მშვიდობაებებისა
მაძიებელსა ძაან უბრალოთ, და რთულსაცასა ხელის ერთმოსმით ქაღალდზედა რა უბრალოთე -
გადავუხვიეთ ვერ-იოლასა რომელსაცა რო ი-პაპირუსზედ მოსაშუალო ქურუმებმანათასა გარდა
და ერთად კარგ-კალიგრაფმაც ჰაი-დუდუკემ ურთიერთ-თავთა თავთდაუმსხმელობისა მტკიც -
პირობა პაქტურ-აქტური მოყვითანოსა დასაწერავსა შაშვალებაზედ (-პაპირუსზე , კი ,) სუ
მომწვანათო ერთრამესავით (სუყველაფერი კიარ ითქმის) გამაიყენა, და, სწორედც ამ ჰაქტიურ -
პაქტსა და აქტს-ჰაქტიურს აქეთიქითურ თავკაცობამა რომ რო-მუაწერა თავიანთებებ
თავისხელები?
და, ამისა მერე, ამისა-ღ შემდგომ დაჯდენ მერედამერე კიარა და, ეგრევ-ეგრევე დაეხეთქნენ აჰ -
რა ბამბუკისავარძლებზედ და სწორედაც-რო ამა ბამბუკ-ლერწმებზედ დასდ-დაასვენეს
სულაცთავისი თავთავისები საჯდომებიი თანაც ბევრულად, ჰამაცა როგორცა წესი ორმაგულები
(ი-საჯდომები), მსუქნებიცა და უფროსუქნებიც და ისეთ-ისეთი, მომენტალურათ, ვეერთობლივი
ბანკეტი – ეგვიპტე პლუს ეთიოპია უდრის სიყვარულ – პურიჭამაი ჩაიდინესა და ძაანც ქნესა? –
მოწონებული! ღირს, აღსაწერად!! -
… !!! -:
მერე ის იყო რო ისე მოხდა და იყო რომ ქვიშებზედ მთლად უბოდიშოდ-მცხოვრებებნიც აზიელნიც
საიდანღაც რო შემოეჰმატნენ და იმათაა ისეთები რამ-რამეები ემ ისედაცანაქებ სუფრას რო -
კიდეც შამაამატეს აიისეთი კერძები რო ამა სუფრასთან რომ ვერა-ითქმის, განსაკუთრებითკი
გურმანებთანა, ერთიღ მათით მოშუშული თავიანთსავე იღლიაშია კალიები-ღა თუ ითქმიან და
ისინიცა კუთ შაბოლილთა თავებიანა – აბა რა იყო ეს, სხვებთანა, მთლად არასფერი, როგორცა
რო-რო ციკნის კუჭმაჭთან ნეტაი აბა რაღაღ ძალიან-სახსენებელია უმზედაც უმი , ოხრახუში , და
მერე კია, მერედამერე მაინც რა მოხდა ნეტა ისეთი რომ აიისეთი თან ბინდებდაკრული და თან
ჭახჭახა დაკადაკები აჰტყდა ისეთი, რომა? – გადასარევი, კაცოო,
სადღა მიდიხარ?
ჰა?
ტყუილსა ვამბობ? -
პანიკას იყვენ, შიშები ისე დაემართნათ რო, მაგრა ჰსჭირდათა, კი, ჰააა,
მაგრააამ,
ორმაგულათაც.
კი.
***
ეგვიპტე ვრცელი ქვეყანა იყო, და ახლაც არის როგორც ასეთი, აქ; ხელოვნებითა და
შემოქმედებით უმდიდრესი და უუძველესი, ისე ძალიან ადრეული ქვეყანა ამით რომ ადრეული
წარსულით მხოლოდ შუამდინარული შუმერი თუ შეედრებოდა მას, ეგვიპტეს; აფრიკას ორი
ოკეანე უვლის გარს, ევლება და მის დასავლეთ-სანაპიროებს კანარისა და ბენგელის ცივი
დინებები იმოდენ შვებად აწყდებიან რომ ოკეანის დონიდან 500 მ-მდე უფრო სიგრილეა ვიდრე
ზემომდებარეთში; და საზარლადაც კი ისეთი დიდადუხვებჩანჩქერებიანი მდინარეები რარიგ
წყალობად მოედინებიან, იქ;
რაც შეეხება ეგვიპტელ ხალხს, როგორც ყველგან ისინიც ალბათ ჭრელებისა და ერთმანეთისაგან
დიდად განსხვავებულებისაგან შედგებოდნენ რადგან აუცილებლად ერეოდათ-იქნებოდა
ისეთები როგორიც იყვნენ საკმაოდ ჭკვიანები და არც ისე, კარგა-სულელები თავიანთ
მრავალსახეობებიანა და არც ისე, აგრეთვე საშუალო ნიჭთ-მქონებელნი და დიდადნიჭიერები და
მთლად იმედის სულაც ვერმომცემი უნიჭოებიც ეგებ, და ზომებ-წონითა და და სილამაზითა და
მიმზიდველობით თვალსაჩინოდ განსხვავებულები და ალბათ უყვარდათ კიდეც თავიანთი
მამული და ერთგვარად პატივსაც სცემდნენ რადგან თავ-თავიანთი ღვთაებები ჰყავდათ
მინიჭებულები სწორედაც მათგან მდინარეებსაც და ცალკეულ ქალაქებსა და დასახლებებს ,
მცენარეულ საფარსა და უდაბნოებსაც, კერპებად ჰყავდათ ის ცხოველები რომლებსაც
ემადლიერებოდნენ ან ეშინოდათ მათი ხოლო ყოველივესი უმთავრეს ღვთაებად კი მზე
ჰქონდათ, ჰყავდათ გაცოცხლებული და გააჩნდათ კიდეც ისეთი მხურვალე იქამდე რომ
ძალუმობით თვით თავიანთ მზვაობარ წინამძღოლებს მზის შვილად, თვლიდნენ და ის კი სულ
ვერ იცოდნენ თუ ვინ თუ რამ, ვინმმაც და რამმაც შეჰქმნა თვით მზე და მისი ქვეშეთი და ისეთი
დიდად განსხვავებული არსებები როგორებიც იყვნენ ვეშაპი და კოღო, ჭიანჭველა და
მძლავრბურჯებივით ფეხებიანნი ბეჰემოთები და რამ მოუხატა, როგორმა ყოვლისშემძლე და
მაქნისმა ხელმა ისე ლამაზად მბზინავთ უთვალავ ფერით ფრთეები ფარშავანგებსა და იხვებს
ანდა ბუთა თვალთ ისეთის ზედაპირული სიღრმითაც კი რა აჭროღავებდა და რამ წარმოჰქმნა
სინატიფესი იქავე-გვერდით სიმახინჯენი და როგორ ლამაზად მფრენთა ერთად ძალიან დაბლა
მიწადმღოღავი ქვეწარმავალები და ადამიანებს კი პირველ რიგში ფარაონები და ძირთადად
მათი მომხრე ქურუმები მართავდნენ ეგვიპტესა და შვიდად დაყოფილ მის ხალხს და აგრეთვე
რაღაცას დაჩალიჩობდნენ ფარაონების საკმაოდ ჭარბნი ენით მრჩეველები და კარისკაცები
ფარაონისათვის დიდად საამურ-ენიანები და მკლავებით კი დიდად მოუღლელ-მეომარნიცა ხომ
იმათზე (მრჩეველებსა და კარისკაცებზე) ძალიან მრავლად, ჰყავდათ ხოლო დედაკაცებიდან
ზოგს ცოლებად ირჩევდნენ და ისვამდნენ, გვერდით და ზოგსაც კიდე მონად და ხარჭად;
ასე იყო,
კი,
***
ხოლო წასაკითხი ეს, ჯერ თხოვნა თვით მზე-ამონის სახელისაც დამატარებლის, – ამ გინდაც
დიდად გამოჩენილი კარნაკელის სახელწოდებას, ამონ-ს მე მგონი ია-თი უნდა შევუცვალოთ:
ამონ-ა-თი, თორემ, რადგან ცოტა არ იყოს უხერხულია სახელ-ამონ-თან გაიგივება დაა,
მოკლეეთ, კარნაკელი დიდი მპყრობელის სახელითა და მცირე-ამონას ჯერ სულაც მთლად
ვედრებად გადაქცეული? -
წადი, მიეცი მას შენეული ყალიბით დიდებული და ნატიფი სახე, მას და მის კა47-ს; მიდი48
გამოძერწე ყველა ღვთაებაზე უკეთესად, ჩემი ქალიშვილი49 რომელიც მე ჩავსახე . მე მივეცი მას
სიცოცხლე, უშფოთველობა, ჩემი გულის მთელი სიხარული, ჩემი მსხვერპლშესაწირი, მთელი
პური… – სამარადისოდ!
და, ეტყობა ისე ნანი-ნანატრი ქალიშვილი-ის იმ-იმხანადა მთლად ახლად იყო ჯერ , ჩასახული
რადგან დიადი მეთუნესი, ხნუმის პასუხი სწორედაც ასე დიდად დამაკმაყოფილებლად ჟღერდა,
დიდრონ-ქნარივით და ამოდ სასმენი, იყო:
რომელ-პაპირუსშიც სადაცრომ რვა თვის შემდეგ კი, ხნუმმა ჯერ მთლადაც ჩჩვილის, ხატშეპსუტი-
კო-ს მიმართ აი ასეთიც დიდმნიშვნელოვანი გამოთქმა, და მიმართვა ბრძანა:
მე გამოგძერწე შენ. მე მოვედი შენთან, რათა შემექმნა შენი უნაკლოდ მშვენიერი სახე,ღვთაებებზე
სრულყოფილი და უკეთესი – ბიჭოს! – მე მოგანიჭე შენ სიცოცხლე (აბა მამამისი ამონაი,
ხეტშეპსუტისა ოფიციალური მამა რაისა-რაღაღ რიღასი რისი მაქნისი, იყო… მააგრამ !.. თუუმც !. –
…..) , მოგანიჭე უშფოთველობა, და მამაშენის ( -არ უკარგავდა, თუნდაც წოდებებით, სულაც
არაფერს) გულის მთელი სიხარული. მე მამაშენით მოგეცი შენ მთელი მიწები, მთელი ქვეყნები
(ალბათ მშვიდობისმოყვარე ანდაც-პირიქით ეთიოპიაც შედიოდა აქა-იმათში), მთელი ხალხი –
პეტეისესი, წინაპრებიც? ხოლო საერთოდ კი დაბადებიდან ალბათ ცოტათი შემდგომ იყო
ხატშეპსუტისადმი ნათქვამი-ეს რადგან მთლადაც მცირეთვეოვანს და არასრულწლოვანსაც ხომ
ვერ ეტყოდა ამას, თუმც… – ეგებ წინასწარმეტყველებად უნდა ჩაითვალოს ნათქვამი ეს: შენ
აღზევდები ფარაონის ტახტზე – აკი გითხარით, წინასწარმეტყველებაა, მეთქი, მთლად
ყოვლისშემძლე, ხნუმისეული, ეს, რომლის რაცგინდა ძნელი აღსრულებაც მას, ხნუმს დიაღაც-
რომ ძალუძდა, კი, მთელი თავისი პასუხისმგებლობით, ეს -
და ეამაყებოდა კიდეც ერთსაც მკითხველს თუნდაც მხოლოდ ერთ კუნჭულში, მაგრამ, გულის,
რადგან პეტეისე სულაც არ იყო თავისი პატივმოყვარეობის საქვეყნოდ გამომჭენებელი ამ
შემთხვევაშიც დიდად ძალიანნერვიული რადგან თავიდათავი ამპარტავანი მამათავისისავით -
მამილოსავით რადგანაც იგი (მამილოი) დიდად ნერვიული მხოლოდ ამა-ამბისა კითხვისას იყო
და ისიც მხოლოდ თავისთვისა და წამკითხავებისათვის ანუ სწორედაც თქვენთვის და არა წერა-
კითხვისა მთლადაც უცოდინარ ჩვე-ირგვლივითურებისათვის და პეტეისე კი არც მეთავისე და არც
თავკერძა იყო რამდენად დიდად პრეტენზიულსა მამათავისივით რომელსაცა რომ ისე ეჭირნა
თავი თითქოსადა მისს სამას-რვავე ქალს მოქანცულობა სექსქსუალური მოყირჭებაც კი სჭირდათ -
ვითო, მისით, რაფეთი, არადა რაფე-ხო უმფრო ავი ძაღლი არც თითონე ჭამს და არც სხვას
აჭმევს-ო, ამა საკითხში – იყო, ხოლო პეტეისე კი ძლიერ უმწიკვლოდ ამაყობდა მხოლოდ იმით
რომ თვით მას კი არა არამედ სულსხვებს როგორ უბრალოდ შეეძლოთ მიემართნათ თვით-
ხნუმისადმი რადგანაც ზოგნიც-ადამიანი მემკვიდრეობით ბოძებული ფარაონობის წყალობით
შვილიადაც კი ითვლებოდა თვით ამონ-რასი, სრულიად-მზისა, რომელი მზედა-რა-დაამონი
მზედაც თვით რა-სი რა-აევიჩ-ად იწოდებოდა (სუ ზოგ-ილიჩებ არა ჰგვანდა? – ტარტაროზოვიჩს…)
ხოლო ის სრული პასუხისმგებლობით გამონათქვამი – რადგან ნამდვილად სრულწლოვანი და
კარგასტაჟიანად შეღერებული ხნუმის, გამონათქვამი ეს, – რაღა თქმა უნდა შესრულდ-
გამართლდა რადგან ხატშეპსუტი მზისა და სილის საათების ზუსტ-მეშვეობით დათარიღებებისადა
მიხედვით სრულწლოვანი, კიი, როგორცკი გახდა მაშინვე კაიდიდი პურმარილის განმზადებისა
შემდგომ მისი (ქალ-ხატშეპსუტის) ფარაონობის განსამტკიცებლად კორონაცია , უბრწყინვალესი
ჩატარდა ღამით დღისით-მზისივით განათებულს ჩირაღდნებითა და კვარებითა და
ნელსაცხებლებით და ასე შემდეგ, რომელსა იმა ღონისძიებაზედ ახლად უნაკლოდ-
ლამაზფარაონა(- მდედრ.-სქესი რადგან)სადმი მისმა ჯერაც საიდან – იმა თავიდათავობიდანვე
მოყვარულმა იმდენად, მამამ რომ სულაც ტახტი დაუთმო წამოსაწოლად და ანაც
ჩასამუხლებლად კიარა და, მთლად ზედ-საჯდომად საჯდომითა დაა, სანუკვარმიზანს მიღწეულმა ,
სამხრეთისა და ჩრდილოეთის ღმერთებისადმი (და მაგრამ სადაა აქ, ხნუმი…) გამოთქვა, ასე :
და პაპირუსზე კი ამას მოსდევდა იმა თავად ვითო-ღმერთებისა პასუხი რომელიც აგრეთვე ასეთი
იყო, ამონა-სადმიც და საერთოდაც, ეგვიპტურისა ხალხებისადმი:
ჩვენ გვიყვარს იგი, შენი ქალიშვილი ხატშეპსუტი. კორონაციით-კორონირებული. იგი შენი სახის
გამეორებაა50, რომელსაც შენ მიეცი შენი სული, შენი მაგიური ძალა.
შენ გეკუთვნოდა ვრცელი ქვეყნები, მიწები, ყველაფერი ის რასაც ზეცა ფარავს, და ყველაფერი
რასაც ზღვა ესაზღვრება გიწყალობეთ ყველაფერი ეს ჯერ კიდევ მაშინ როცა მართლაცდა
ღვთაებრივი ხატშეპსუტი თავისი დედა-მშობელის სხეულში იმყოფებოდა – მივალთ, ამის
გასაშუქებლად იმ პაპირუსამდეც სადაც ესაა ძალიან ახსნილი, აღწერილია ობიექტურად
სუბიექტური უცნაურობანი,
ხოლოკი შემდგომ უკლებლივ ყველა სულსუ მთავარი ღმერთები (- ?! – სულსუ მთავარიო და,
მრავლობითში?.. – მაგრამ სწორედაც ასე იყო და…) ხატშეპსუტს, კიდევაც მეტად გალამაზებულს
ქალ-ფარაონობით, და ღვთაებრივ ქვაზე, მარმარილოზე მაინც როგორის დიადდით
დიდებულებით ჩამოქნილთ-როგორ ფეხებით შემდგარს, აშოლტილს ისე და თეთრ-წითელი
ქარშიფრიალა მოსასხამითაც – ჩინებულება გამოჩენილად ჰშვენოდა, როგორ , და თეთრ -
წითელივ ყვავილებით შეთხზულ გვირგვინს, პატიოსანი თვლებით კიდევაც მეტად ამაყადამაყთ
ყაყაჩოებივით და თეთრთავარდთა ლამაზად-როგორ, ნაზავთთ, გაძვირფასებულთ, მეტად ,
დაადგამდა თავთ და, სულაც მიუბრუნდებოდა და ეუბნებოდა მერე, ხნუმი:
გადმოგცემთ შენ (ალბათ ეგვიპტელ მშრომელთა სახელით) ამ წითელ (ანუ ზემო ეგვიპტის)
გვირგვინს, რომელიც თვით რა-ს დაამშვენებდა – რა გაახარეს მითომაც თვით რა, ბიჭო? იმასაცა-
ხო არანაკლებ ეძახოდენა შეუდარებელი,ს, – და შენ ორმაგი გვირგვინებისა მატარებელი იქნები
თავით, შენ ორივე ქვეყნის (ანუ ზემო-ქვემოსიო) მეფე იქნები,
და უხაროდა პეტეისეს, ეს, რა იყო სხვა-რამ მისაზიდი ამაზე მეტად ისე აშკარად და თან
საიდუმლოდ თანაც როგორი-მზეცნაწვნევი თვით როგორცა-რო ამგვარ პაპირუსებსავით ,
ვრცელსთ, რადგან ერთ-ერთზე ისიც ეწერა შედარებითულ-დაწვრილებით თუ რა ვითარებსა და
როგორსა-ნაირ სინამდვილეში ჩაისახა თვით დიდებული ქალბატონა-ფარაონა იქამდისინ რომ
ღვთაებრივიცკი ხატშეპსუტი რომლის ალალად ღვთაებრივსავე დედას მისსას , სახელად –
იახმესი, ერქვა.
ისეემცც!! -
და კიდევ კარგი რომ, ამგვარი ახსნა რომანტიზმისა გაქანებულსა საბჭ.-პერიუდის – XX საუკუნის
50-ან წწლებში გამოშვებულსა რასიცრუებით-დახეთქებულსა უცხო სიტყტყვებისაათა
ლექსიკონიდანაა ხოლო ძალიან ძველმა პეტეისემ კი დიდის გატაცებით შეიტყო ერთიც მორიგი
პაპირუსის ფურცლიდან თუ აბა როგორ გაჩნდა ხატშეპსუტი, ამას თვით თავად ამონაი-რა , თებეს
პატრონი ჰყვება, მისია ეს აღტაცებული გამონათქვამი:
თურმე მისმა სეხნიამ და სწორმაც და ტოლმა და ბატონმა (-?!) მიიღო-რა ამონა-იგი ანუ იგივ ო-
ხეპერ-კა-რა და მისი გამოვლინების ადამიანისებურად ერთგვარი ფორმა… – აქ კი ცოტა არ იყოს
დაიბნა პეტეისე რადგან ო-ხეპერ-კა-რა უკვე იქით-დასავლეთს წასული ფარაონ თოტმეს I-ს ეს
ერთ-ერთი სახელთაგანი რომ იყო ეს ვინ არ იცოდა და ალბათ ამონაი-რა-ც ერთ-ერთი სახელი
იყო ხატშეპსუტის მამისა რომელსაც, კაცოო – პირდაპირ რომ საკვირველი! – სწორედაც რომ
გადასარევი! – თუკი უნდოდა – და ვიღას არ ჰსურდა ეს! რომ შთამომავლობას უეჭველში
დარჩენოდა მისი სახელი მაშინ ერთსაღა-მხოლოდ სახელს უნდა დასჯერებოდა და არ დაერ -
აერივნა სახელობია და ასე უფრო არ გაუადვილებდა თავისსა დიდად მადლიერ
შთამომავლობასა და ჯილაგსა და ქოქს, საქმეს? -
მან (ანუ თავად სხვამ ბევრადუფრო-მთავარმა ამონ-რა-მ) მიაგნო დედოფალს (იახმესს), როცა
იგი განისვენებდა, უმშვენიერესი, თავის სასახლეში. – ვაჰ, სასახლეები, ტახტიანა , ცალკ-ცალკე
ჰქონდათ? – ცოლ-ქმარს… მაგრამ ნუ ავყვებით გაუგებრობებს და კვლავაც მივყვეთ საცა ამდენი
მიგვიდევნია – იახმესი გააღვიძა იმ ერთ-ერთი ღმერთის სურნელებამ რომელი სურნელებაც
ისეთივე იყო როგორც სურნელება ფარაონისა – აქა ამონა თავს ცოტათი კი-იქებს მაგრამ
ეპატიება ეს განსაკუთრებით იმასთან შედარებით რომ იგი კარგა აშკარად უკვე
აღფრთოვანებულია ეგრეთწოდებულ მოვლენათა მიმართულებითის მსვლელობებითა ხოლო
მისი ნესტოებისათვის ამ განსაკუთრებით საჩინო აქტ-ფაქტს (კაცო ეს სიტყვა – აქტი როგორი
რითმებ-გამომწვევი სიტყვა ჰყოფილაა, კაცო – აქტი-პაქტი და აქტი-ფაქტი და აქტი-აქტიური და
ა.შ.-ემდეგ,) კიდევ რა უჭირს და იმდენსა-რა არა-უშავდა-ს… და, განაგრძობსა, ამონა-ისი, თითან
თვიით ღვთაებასაა-ზედ უპირველესზე, ასე – იგი, თვით ჩემსავით ღმერთი…- ედარე-ედარე! ცოტა
არ იყოს აქაცა სცდება ვითარცა კამო და მისთანები საჭმელისა და ლენინას ამორჩევითა… და ამ
შედარებით პატარახანში რასაც იწვნევს? – იმასაც ვჰნახამთ…
და მივუგდოთ, მაინც, ყური და თვალი, შევიდეთ იმა ნაწვალევს ასეე, პაპირუსისა
მდგომიარობაში, და გავუმეოროთ სულაც, ნათქომი – :
ზემორე ბარე არაერთხელ ნახსენები გინდ ცალსახელა იახმეს -ისა მხრიდან თუნდაც აიგივ ქმარ -
ამონა-და-რა-ცჰხ-ისადმი, კაცო?.. და მიუხედავად ამისა კი არა არამედ ამის
გათვალსაჩინოებისათვის კვლავ-მაინც მივყვეთ პაპირუსსა და და იმისსა ჯანს მთლადაც იქამდე
მინამ ძაან გაგვიჭირდება -
და დაინახა მან თავისი… – რა დაანახა კაცო-ბიჯო მაინც ისეთი რომრო ეგრევე თავისი ისე-
ღვთაებრივად ღვთაებრიობა ქალადაცა ისეთი-რაიმ ნაღდ-ამონმა და რა-მა-ცა, ბიჯოდაკაცო!.. რა
უჩუენა მაინც ასეთი, ადამიანო!, როომ, – ბიჭოს!!! – აჰ, კიდევ კარგი, თურმე მხოლოდღა სახე… –
მაგრამ აქაცაც შესაძლოა რომ შეუსაბამობაა ეს ერთგვარი რადგან წესით და რიგით თუ წესია და
რიგია მაშინ ჯერ თავისისახე უნდა დაენახვებინა და მერეღა აღეძრა ამით (ერთგვარი სახით) იმ
ვერაგ-ქალისა მისით (რა-თი) აღძრული დიდათდა დიდდაად, სურვილი-ისი ჩვენ რო ვიცით
დამაინცდარჩეს, ესა, ჩვენში არამედ ჯერ სურვილი აღუძრა-ო და მერეღაა სახისი ეგზომ -
დანახვილება,
გადასარევი! -
კაცო, ესაამონა თავისსათავზედ ხო არა ჰყვება ესა-მიმსვლელი თითან მეე ვაარო ღვთაებრივი და
გადასარევიო მაგრამ აქა ჩვენ ჩვენსა პაპირუსს თუკი გულდასმით ჩავუკვირდებით რომელიცა -
რომ მე აბა რავი(ცი) სად ინახება, კარგა გარკვევით სწერიაან იქა რომ იგი (დედოფალი )
გააღვიძა ღმერთის (ნამდვილ ამონ-რასი ანუ) სურნელებამ, რომელიც ისეთივე იყო, როგორიც
ფარაონის (ბაქიაობით მითომაცა ღმერთ-ამონ-თან ავტოდ გაიგივებულთავიან ამონასი ანუ )
სურნელება -
ოჰჰ, პაპირუსო, შენიხათრი თოროო, ბჯოოვ, რას აჰგკუწამდი? სულაც მთელს სიგრძე-სიგანეზედა
მაგრაამ,
მივიდა, ჩემი დედოფალი (ეს რაღა შენი, ამონავ-რაკოვ…) და აღფრთოვანდა მისი სილამაზით…
– გავიგეთ ბატონო!.. ვახ! – კინუ და ნუკი გადაგვაყოლებთ ამ ცოტაარიყოს ხორცისსამართლის
ხორცკოდექსითა ხორცთ-დანაშაულობობანას…
ოო,
და ამითა და აგრეთვე იმით რო თავისიფეხებით რომ მივიდა თვითონ ამონი, თავის-წილ რა-თი,
თვით დედოფალ-ა-სთაან, კაცო? – როგორც ვიცითა უკვე აწ ეს და ნეტაი სუარ გვაცოდინარა, რომ
– თურმე ისი-დედოფალი აღფრთოვანდა მისი სილამაზით და სიყვარული (გინდაც უმანკო
სიყვარული ეძახევი შენ და მაინც რაყრია ამაში… ჰა… კი – არაჰყრია…)ჩასახლდა (თუ,
ჩასასახლევდა რადგან ამბავი-ესი სულაც თვით სასახლეშია არა ჰხდებოდა, კაცო? – ბიჭოს!
უზუსტობას აქ(ვს) აქა ადგილი…) დედოფლის სხეულში – რა, იტყვით – არა?! – არამედ ზედაც
თავსადატვინში სურნელებამა დაათრო იგი – დაუთვრიაა ძაან ერთგვარად სომალიურსა
სუნნელებასა რასაა რომა ამზადებდით თქვენ ასეთს ვერაგსა სუნიანობას -პუნტსა ისეთს
სომალელებო თქვენ რო გაგიხმათ აეგხელები ოღრაშობისათვის (-ნეტა რასა ჰნიშნამს ?)-ამ ,
და,
იახმესმა კი,
მერე,
ვაჰ, -
და სწორედ აქა, მომეკარი შენი სხეულითა-ზედ? – სად ეგდო მაშინ, კაცო, ნეტა გინდაცჩაცმული
ღილებშაკვრითა ისა-ამონა… – ვეჰ!, როდესაც მისი მითამ ძალიან-მეუღლისა და აგრეთვ-
მბრძანებელის ბაგენი ურთიერთმანეთერთმანეთულად დაეკონნენა ბაგენი ბაგეთ , და ყელი -
ყელს ისე ჩაეხვ-გაერთიანდენ რომ, ყელიყეელ, კაცოდა ლავიწებითც როგორ-მოერგნენც და ,
შეთავსდნენა!? – აიისე რო, – სწორედაცრომსაკვირველი! – და ასე შემდეგ ქვემო-ქვემოთ ,ც ,
კი,
კიკი,
ძალიაანაც-რო კიკიკიკი, -
…,
ვახ!,
და ამას კინაღამ არ მივაყოლე და მოვაყოლე და მოვყევი კიდეც კიღამას-და მის კიდე ერთ-
ერთიც ეჭვად მგონიაობა, ჩემი. ისეთ სათუთზე რომ ამ მოაგდებულოდ თხრობების შემდგომ
ვაკადრებ თვით მას, თავად სისათუთეს – ვარაუდს, ასეთს, რომ – გინდაც ერთიც მართლაც
როგორი წმიდანისა და რატომ ერთიც – რა მრევლი ჰყავდა – მხოლოდ ხეპრენი კი არ ეხვივნენ
ზოგიერთსავით – ბოროტი, რაცგინდ დიდადაც-კი? – განათლებული ხეპრეა მაინც რადგან
მთავარი და გადამწყვეტი მხოლოდ დიდად და ვრცლად კი არა არამედ თვით იმ-გეჰენიისაკენ
რარიგ ჯიუტი მიმსწრაფველობით რარიგ ეშლება, საქციელი და გადარჩენა, ეს მისგანაა
მოთხრობილი ძველ ეგვიპტისა როგორ ძალიან შემდგომ და უფროც შემდგომ შედგომილთაგან ,
მისთა, თხრობილით და ამიტომაც უხამსობათა-აქამოყვანილთ შემდეგ მოდით და იოლასა-ურს
კვლავ ვაჰხსტევნათრაფეს დავუბრუნდეთ რადგან არ უნდა სიმარტივეს -მისს აქ -შეხებისა თუ
განხილვისას დიდიიმდენი თავისმტვრევანი და, დავუბრუნდეთა ბრუნდესა-იმას მით უმეტეს რომ
რამდენხანია არ მოგვიხილავს იგი და ისი თუნდაც ამისა-მოკრძალებულის მიმოხილვისა დიდად
არ-ღირსი და ეგებ მისი წყალობებით – ასე აშკარად რომ წარმოგვიდგენს რაა სიყალბე, ცრუობა,
ღვთისადმი – ვერა მაგრამ ადამიანებისადმი – როგორი შიში და ყოველმხრივ უძლუროება
კარგაძალ კაი-შემოსავალისა, მიუხედავად და ამით კი ეგებ წყალობაც ახლავს ამას -ყველაფერს
– თუ რა ცუდია ცუდი და კიდევ უნდა დავცინოთაა, მას? არამედ მხოლოდ დამორცხვებაც
გვკმაროდეს უნდა – და, მეტის ღირსია, – თანადგომისა და თანაც, როგორ, რარიგ გულწრფელი
მონდომებით და ჯერჯერობით სულა ვერ გვძალუძს გადაჭრა ამა ძნელ -საკითხისა – ეგება ამით
მასზედაც კი დაბალები ვართ გამკიცხავები მისი აიესა-ჩვენ, და რაღა-როგორიღ მის ცრუსაქმეთა
განმრჩევები ვაართ,
ჩვენ,
***
რა დასამალია და:
ნერვებიანებული, იყო,
და მარტო კუჭებმა კიარ იციან კაცო, აშლა ზოგიერთ პიანინოსავით თუმც ეგვიპტეში მაშინ
პიანინო კი არა მგონი პატეფონიც არ იყო სულაც მაგრამ აქა მეს მუსლიტერატურის გაკვეთილები
კიარ მააქ(ვს) და ამიტომაც ამგვარ ახსნას არ ვსაჭიროე(ებებ თანაც სულაც,) ხოლო რაც შეეხება
იმას რასაც რაღაცა ნამდვილად კირო ერქვა – კაცო, მეცაც კი ავნერვიანდი ძალიან ისე რომ –
ამასაქმეში კოლეგისაცკი სახელწოდება გადამავიწყდაც კი თუმცკი სულაცკი არცა ვარ ჯერე მეკი
სკლეროტიკი,
კი,
დაა, კიდო-კი?
ამის პასუხად?
ავოეეეეე!!! -
…
ხერხი ძალიანაც სჯობიაან ღონესა იმ შემთხვევაში თუკი ახალს ასოებ კაცი თუ მიაგნებსა -ო;
კი; – .
რასაც გადაჭრით ვერ ვიტყოდით მასზედ მნიშვნელოვანზედთ… დავიდოთ აბა გულზე ხელი და…
– ვერ ვიტყოდით. დიახ.
ჰეეეეეჰ! -
აბა და, ჰეიივ რომელი გინდაც უცნობი დედამისისას შვილი იყო და, რომელი ხარჭა ანდაც თვით
ნუმერაციით დაწინაურებული ცოლი და მათსში გინაც სულაც უმთავრესი ცოლიდამეუღლე
(ოღონდ ამ უკანასკნელის ამონთან ჯერ სიტყვა-პასუხით გასაუბრებამდე და ამას მომყოლ
ამისთანებამდე) ნილოსის ლამით ანუ დიდნაწილობრივ ჰაპითაც რაღა თქმა უნდა
გამომუშავებულ წმინდა სილით არ გაუწმენდდა დუხჭირად ჯღანებ-ჩიხიმახოებს კი არა და
მთლადაც თუთმეს-პარტნოის მოძრავთითებით შაკერილს ჟილეტს ღილებიანა იმა-ქვიშითაც
მკრკრიალთს-იმათსა და ანდაც მომავალი ბაბაჯანასი ქოშებს კი არა არამედ სულაც
საფირონებდასმულს ლამაზ (აქა სიტყვაა ეს პირობითი რადგან ტერფებზე კოჟრებდაყრითი
რაფეს კარგა-დიდ ფეხიზომაი, ქონდა მაგრამ ასეცძალიან დავწვრილმანდებით ნუ…) ქოშებზედ
და ის კი არა და სომალურ პუნტსაც კი სცხებდნენ თავზე იქნებოდა ეს ანუ თავი თუ სხეულის
ყოველი სხვაც ნაწილი დასაფარი თუ დაფარული ელემენტი იქნებოდა სხეულებრივ -ეს ისიცა იყო
დასაპუნტი ხოლო ზოგან კი სუარ უნდოდა, რად უნდოდა მაგრამ მაინცა ასე იყო ეს , პუნტობანა -
მრავალგან,ი და, -
ტყუილი რა საკადრისია, -
ხომ ავიმღვღვრივე, სულაც თავშიმყოფ სათაურშივე დაპირებისამებრ? – კი,
ჰაიი! -
და ხოლო მაინც, მააინცაკი კიდევ კარგი რომ, რბილათე რომ ვთქვათ შეუხედავი იყო ნამეტურ
თორო ისა-რო შეხედული და შახედულებაზედაც ზედაც მცმუკი რო-ჰყოფილიყო? მაშინ-ხო ისე
წვალებითვი გაჩენილი აის ქალები მაშინღ-ჰხო სუ წარბებიანა-გადირეოდ-გაჰგიჟდებოდნენ აი
ისე რო და იქამდისინ რო ცოცხლივ-შაჰსჭამდენ კაცოო და ემ გინდაცდა სულაც ამაოდ და სუ-
ტყვილა იმათსა საგრძნობ გაჰხახუნეებებს ვერა ითმენდა ნევრიულობით ესარაფე აიისე , როო ? –
ქოში უკუღმა ჰყარაო, კაცო, ხდებოდა-იყო, აიისა და თან უბრალო ქოშთ-მყარავად კი არ
იცვლიდა იერ-სახესა ის ის მერე რა რო შეუხედავს-ა არამედ, ძაან სამაგიეროდ? – იმა-ქოშთზედა?
-
მააშ,
და ერთ-ორ როზგისა დაკვრამდისინაც კი-მიდიოდა იმა ქალებზედ საქმე ხოლოკი იმათ სხვარამ
რამდენად უმფრო მეტად ერჩივნათ, როზგსა, და ეგებ მემგონი ხსწორებიც იყვენ რაღაცკუთხითა ,
სუ სხვარამ სწადდათ უქმადყოფნობით გაადიდებული, სურვილებითა, აემ რაფესი აიმა რაფეს
იმა-ქალებს მითამ-ხარჭებსა…
და დამიჯეროთ უნდა… ეს… თუ, ანთუ პირიქით, – დამიჯეროთ-არ? ჰეე, ჩემიხნის კაცსა
ხანდისხანობით მართალიც კი მეპატიება, თან არაერთხელ…
ხოლო თქვენა კი ჩემი ამდენი მტკიცებებისა – ნერვულ იყო ძაან-მეთქი, – თქვენა რაცგინდაც ისა
გინქნიათ ნერვიულაი იყვო ისი-ზედ დაა, ისე კიი, ისე-კ რასა და რაღასა-არ არააქ(ვს) თავისიწილი
იჭვი და გუმანი და ქოშები სხვადასხვაგვარი და მაინც დიდად ეჭვგარეშეა, რომ, -
აქიმებთაგან ურემონტოდაც!
მაგრამ აქაც კი ამ მგზნებარეულს მთლადაც ულუდოდ საინგრძელოებში აი ააქ (ა )ც კი ისე
მხურვალეთთ ოღონდ სწორისა წინდახედულობით და აქედანა გამომდინარე სწორეთაც
პიანისსიმოურა ჩუმათის ჩუმიჩუმათობით? ჩურჩულებდა, ოღონდაც გულის მთლადაც შენიღბულ
კუნჭულებში ფარაონზედაც კიი, და აბა თუ რასადარასა? -
რასა და:
ხოლო ამ ფიქრთა სხვა აბა ვიღა გაივლებდა თუ არ თავზედა ნერვიანულად თავზე ორთავე
ხელებ-ნევრიანულათ-აღებული და როგორ ხმამაღალ ოღონდ აგრეთვე ესაც რა -ტევად
ფიქრობრივად – ოღონდაც ტვინში, რომელს არაგვააქ… – ენააშვებით თავაწყვეტილი
ამასთანავე, ისე ძაანა ისტერიკი და სხვა აბა ვინა თუ არ ნევრებებ-დაწეწილურათ აწეწილი ძაანაც
ნაწეწ-მატყლივითა-წ? – ჰეჰ! -
ასემაგალითად:
ჰაკიც უხდებოდენა ნერვებსა, ესნი, ესენი, ესენები მაგრამ ესაც კი რას ეყოფოდა – თვით
კურტუმებსაც სამშვიდობო გზითც ჰსცოდნიათაყე,მობეზრებაი მით უმეტეს რო
რაფესთანებისათვინა და, ამიტომაც სხვა რამთც ჰსჭამდა ისეთის ნევრიანობით რო სულაც ენა -
მჭევრმეტყველი ეწეწკებოდა და ამაზედ ხო უფროდაც მეტად ვითო რა, არა ჰნერვიულობდა?
იმასაც იტყვით რო არ ანევრიულობდა, ესა? კიდევ იტყვით რო არა იყოვო, ნევრებგიზგიზა? -
რომელი ჰსჯობდა იმა ოთხთაგან დაა – რაღათქმა უნდა სწორედაც ისა რომელიც ამა
სულელურსაულ შეკითხვისას ფარაონობდა – ასეთი იყო ისიბრძნული და ძალიანაც პასუხი
გინდაც ძაან-მომდევნო ამა ჩვენდროში რომელსაცა რო რა-კარქა ჩაჰხვდა და ტვინზედაცკი
ტატუირებად ამაისახა გამოჩენილა იიმ პოლიტოლოოგმა ესპანეთსში რო გაგვჩენოდა სწორედაც
ხორხე ერქმეოდა, კიი, გინდ რაცგინდა შტერმა მაინც გზა-კვალის კარქამოსაწყობ გინდ-
პუნტივითა დაჰყნოსა ესა და შეითავის-და-შეიშიგანა თავის თავსშიაც და სუყველგანა და
გამაიყენა დემონკრატიულს სამშობლოშია ისე ძაანაც-მგანვითარებადში (ისემც …) და ,
ჩამორჩენილ მეგვიპტეში-ხო თითან ქურუმებ-რაფესნაირთ რა – ნაკლებათა ეცოდინებოდათ -ყეე ,
ყეებსა, ესა?
ჰფაციცდებოდა,
ტყვილაა, ზრდილობითვი?
და რა -
რაღას არ იტყვით, კაცო, თქვენა… და მაგრამ თუკი თუ იყო, არა? მაშინ ერთხელაც რომა მასზე
უმფროსმა – ესა წოდებით თორე ასაკით სულაცა წულად ეკუთვნოდა ისიუმცროსი იზანგივითა –
ერთმაც ქურუმმა ქურუმისათვის შეუფერებელ-საქციელით ამჩვენსა რაფეს ერთიც კაი -
ქებულპანღური რო ამაარტყტყა სწორედაც ნერვულს სწორედაც იქა მაშინ იქაა რაღადღა
დაღსწვდა ღტუჩებითა-ცხლით იმის ფერხთ-საკოცნთ და ბაგეებით – სერიოზნულათ ჰჟღერან
ტუჩები, ასე – კი-როგორღაუთხრა – ნევრებიანმა, თუკი მართლაცდა იყვო, ასეთი – ხო არ იტკინეთ
ფეხისთითები ასეთ-ასეთის ღოონიერი ამორტყტყმითაო, ვსევოლოდოვიჩ, და ისე მძლავრ -რო
დიდადაცქებული პანღური თუკი გქონდათა აქამდე აბა სადა იყავით რომელ პანღურის
სიძლიერესაც აბა რომელიერთი გინდ მთლადაც სოც.-რეალისტ-ორდენოსანი მწერალ -მეკალმე
კალმოსანი წარმაიდგენდა თავისის კალმისწვერითაო ზეითურაა-დ ამხანაგო,ვო? -
გინდაც უმბრალო,
ვაჰ, კი იყო კარგა ნევრებიან-მრავლიანი მაგრამ ისიცაა რომ – მაგალით-იყო კაცია და გუნებაოსი
– არ გაგიგიათ? -
ეს როგორაა დააა:
უცნაურია, წუთისოფელი…