Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 3

მზის ჩასვლა

მზის სხივებში ჩაიკარგა


სენტიმენტები და ნოსტალგია,
მკრთალად მოჩანს ღამის წყვდიადში
შენი აჩრდილი ვით სერაფიმი,
ძვირფასო გხედავ!
ხავერდის კაბა გეტმასნება
სალუქ ტანზე,
და იშვიათად აგიფრიალებს ზღვიდან წამოსული
ქარი.
მე შენს სხეულში ჩავიძირები
ვით მზე იძირება ყოველ საღამოს
შავი ზღვის დიდდრონ ჰორიზონტზე.
ოჰ ძვირფასო ელენ,
ძვირფასო ელენ...

+++

ბუდუარებში წყევლა იყო ჯერაც


ჰაფეზის,
ტლანქი ქალები კითხულობდნენ
Fata morgana-ს.
დიდდრონ ჰორიზონტზე კი იშლებოდა პეიზაჟი
მკვდარი ქალდეელების,
მზის სხივებში იკითხებოდა ვნება
ზღვისა და მზის...ქაოსური ალერსი ქორონიკონისა...
ვინ დაიჯერებს შენს მეგი შელტონობას?!
ყოველდღე მივდივარ თანასოფლელებთან და შენს შეწყალებას ვითხოვ,
აი შენი საფლავი,ყოველ ღამე მოვდივარ,სხვამ რომ არ დამინახოს,
ხალხის მეშინია? არა
უბრალოდ მეც რომ შენსავით დამწვან ვინღა დაგინთებს
სანთელს?ჩესტერვილელო გრძნეულო...

ელენ!

ყველაფრით დაღლიმა
შემაფარე სალუქი ტანი,
და შენი სული
მოხდენილი,კოხტა და ტურფა,
მე შემაფარე.
შენ უღალატე შენს ძვირფას ქმარს...
მე ძველებურად...
ხომ გითხარი,
“ცოლი სულარ მომიყვანია”...
შენ მოდი ჩემთან
ღამე იყო
და წყვდიადი
უკუნითი-უკუნისამდე...
რა მონატრება ტრიალებდა
თურმე ჩვენს შორის,
რა ღამე იყო...
მიკითხავდი ვერლენს და რემბოს
ბოდლერს და ვალერს,
რაღამე იყო,ძვირფასო ელენ...
ჩვენ გავიქეცით წყვდიადიდან,
მოვშორდით ქალაქს,
ბინძურ ხალხს მათი ბინძური სულებით და სურვილებით.
გადაგვავიწყდა ყველაფერი
მე შენ მყავდი
და
შენ გყავდი მე...
მიყვარდი ისე
ყმაწვილ ბიჭებს რომ უყვართ ხოლმე...
შენ შემიყვარე
იმის მერე,
რომ დავშორდით ერთმანეთს,
და გზები გაგვეყო...
შენ შემიყვარე...
რა ღამე იყო კარი თითქოს ღმერთმა გააგიღე
და ანგელოზი რომ აღმოჩნდი საპირისპიროდ...
რა ღამე იყო
რა ღამე იყო
რა ღამე იყო
კიდევ მითხარი ძველებურდ გიყვარვარ,ელენ?

იცეკვე ჩემთან!

იცეკვე ჩემთან,იცეკვე!
ისე რომ დაიღალო,სული შეგეკვრას.
იცეკვე ჩემთან
ტვისტი და კვიკსტეპი,
ბოლერო და ფოქსტროტი
იცეკვე ჩემთან...
ტანგო იცეკვე,
ვნების უსაზღვრობა,სიყვარულის
და უსიყვარულობის ჭიდილი,
ტანგო!ტანგო
იცეკვე ჩემთან.
ისე იცეკვე რომ დაიღალო,ისე რომ
დიდდრონი ალერსი გავცვალოთ
და გადავეშვათ უსაზღვროებაში.
იცეკვე ჩემთან
Catherine-Zeta-Jones.

ტრაგედია(ტანკა)

-როცა ზემო ეშერაში მივდიოდით,თანამებრძოლებმა შემატყობინეს,


რომ,
გარდაიცვალნენ ჩემი მეგობრები,რომლებთანაც გათენებამდე ვთამაშობდი ეზოში ფეხბურთს...
მთელი ღამე არ მიძინია...

ტანკა

ზამთრის სუსხიან დღეს,ქარბუქს მხოლოდ მეძავის საფლავი გადაურჩა,


ანაზდად ჩაუქროლა ქარმა,
თითქოს ძველ ვნება გაახსენა კურტიზანს...

ტანკა*

ჩამოწვა ნისლი ჩემს ფანჯარასთან


და მკრთალად მოჩანს,
როგორ თამაშობენ ობოლი ბავშვები დამშრალი მდინარის პირას.
ტანკა

დამშრალ მდინარეზე გადებული ხიდი


მოჰგავდა,ახალ აშენებულ სკოლას,
სოფელში,
სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ...

You might also like