Professional Documents
Culture Documents
საბა
საბა
+++
ელენ!
ყველაფრით დაღლიმა
შემაფარე სალუქი ტანი,
და შენი სული
მოხდენილი,კოხტა და ტურფა,
მე შემაფარე.
შენ უღალატე შენს ძვირფას ქმარს...
მე ძველებურად...
ხომ გითხარი,
“ცოლი სულარ მომიყვანია”...
შენ მოდი ჩემთან
ღამე იყო
და წყვდიადი
უკუნითი-უკუნისამდე...
რა მონატრება ტრიალებდა
თურმე ჩვენს შორის,
რა ღამე იყო...
მიკითხავდი ვერლენს და რემბოს
ბოდლერს და ვალერს,
რაღამე იყო,ძვირფასო ელენ...
ჩვენ გავიქეცით წყვდიადიდან,
მოვშორდით ქალაქს,
ბინძურ ხალხს მათი ბინძური სულებით და სურვილებით.
გადაგვავიწყდა ყველაფერი
მე შენ მყავდი
და
შენ გყავდი მე...
მიყვარდი ისე
ყმაწვილ ბიჭებს რომ უყვართ ხოლმე...
შენ შემიყვარე
იმის მერე,
რომ დავშორდით ერთმანეთს,
და გზები გაგვეყო...
შენ შემიყვარე...
რა ღამე იყო კარი თითქოს ღმერთმა გააგიღე
და ანგელოზი რომ აღმოჩნდი საპირისპიროდ...
რა ღამე იყო
რა ღამე იყო
რა ღამე იყო
კიდევ მითხარი ძველებურდ გიყვარვარ,ელენ?
იცეკვე ჩემთან!
იცეკვე ჩემთან,იცეკვე!
ისე რომ დაიღალო,სული შეგეკვრას.
იცეკვე ჩემთან
ტვისტი და კვიკსტეპი,
ბოლერო და ფოქსტროტი
იცეკვე ჩემთან...
ტანგო იცეკვე,
ვნების უსაზღვრობა,სიყვარულის
და უსიყვარულობის ჭიდილი,
ტანგო!ტანგო
იცეკვე ჩემთან.
ისე იცეკვე რომ დაიღალო,ისე რომ
დიდდრონი ალერსი გავცვალოთ
და გადავეშვათ უსაზღვროებაში.
იცეკვე ჩემთან
Catherine-Zeta-Jones.
ტრაგედია(ტანკა)
ტანკა
ტანკა*