Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ახალგაზრდების ჩართულობა

მუნიციპალიტეტის საქმიანობაში
ახალგაზრდების მონაწილეობა აღიარებული უფლებაა
საერთაშორისო და ეროვნული დოკუმენტებით. მათი დემოკრატიულ
ცხოვრებაში მონაწილეობა უფრო მეტია, ვიდრე არჩევნებში ხმის
მიცემით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მონაწილეობა და
აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს
უფლებების,საშუალებების,სივრცისა და შესაძლებლობათა ქონას,
საჭიროების შემთხვევაში კი , მხარდაჭერას, გადაწყვეტილებების
მიღებაში მონაწილეობასა და მათზე ზეგავლენის მოხდენისთვის ,
ღონისძიებებსა და აქტივობებში ჩართულობისთვის, ხელის შეწყობას
უკეთესი საზოგადოების მშენებლობისთვის. მათ ჩართულობას დიდი
მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების ყველა ეტაპზე,ეს მათ
საშუალებას მისცემს,გახდნენ უფრო აქტიურები,გამოავლინონ
საკუთარი და მათ გარშემო მყოფი სხვა ახალგაზრდების
საჭიროებები და ხელი შეუწყონ საკუთარი რეგიონისა და ქვეყნის
განვითარებას.
დღესდღეობით საქათველოში არც თუ ისე სახარბიელო
მდგომარეობაა.ახალგაზრდები საკმაოდ არააქტიურ საზოგადოებრივ
ცხოვრებას ეწევიან. ქვეყნის ყოველი მესამე ახალგაზრდა NEET*
-ია.მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უფლება აქვს, მონაწილეობა
მიიღოს, ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების
გადაჭრაში,თუმცა რეალურად მათი მცირე ნაწილი მხოლოდ
მონაწილეობს მსგავსი პროპლემების გადაჭრასა და სხვადასხვა
პროექტების განხორციელებაში. ახალგაზრდები საკუთარ თავებს
ხშირად ვერ პოულობენ,რაც იწვევს უამრავ პრობლემას,მათ შორის :
ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობას საზოგადოებრივ,
პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხორებაში, არაინფორმირებულობას,
კომუნიკაციის ნაკლებობას ახალგაზრდებსა და თვითმმართველობის
წარმომადგენლებს შორის. იმისთვის,რომ მდგომარეობა
შევცვალოთ, საჭიროა ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, ჩაერთონ
ადგილობრივ თვითმართველ ორგანოსთან ერთად
გადაწყვეტილებების მიღებაში,კერძოდ მუნიციპალური ინვესტიციის
საკითხებში.
ჩვენ გთავაზობთ,სამგორის რაიონის გამგეობის თითოეულ ნაწილში
თანასწორ რეფორმას,რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
1)დაიგეგმება პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან, 15-29 წლის
ასაკის ხალხთან,რომელსაც ინფორმაციული ხასიათი ექნება.
შეხვედრის ფარგლებშიც ახალგაზრდები მოკლედ გაეცნობიან
მუნიციპალიტეტის ყველა კომიტეტის მუშაობის პრინციპებს,
პრიორიტეტებსა და მათი ამ ყველაფერში ჩართულობის
მნიშვნელობას.
2)ამის შემდეგ 1 თვის განმავლობაშო,კვირაში 1-ხელ ჩატარდება
ტრენინგები ამ თემების შესახებ უფრო
ამომწურავად.აღსანიშნავია,რომ ტრენინგს ექნება ინტერაქციული
სახე და დატვირთული იქნება სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი
აქტივობით.
3) ტრენინგებს ჩაატარებენ სამგორის რაიონის გამგეობის
სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები,რადგან ისინი ყველაზე
კომპეტენტურები იქნებიან საკუთარი კომიტეტის საქმიანობაში და
ყველაზე კარგად შეძლებენ ახალგაზრდებამდე მიიტანონ
მუნიციპალიტეტის ყველა კომიტეტის მუშაობის პრინციპები,
პრიორიტეტები და მათი ამ ყველაფერში ჩართულობის
მნიშვნელობა.
4)ტრენინგების შემდეგ სამგორის რაიონის გამგეობის
დაქვემდებარებაში მყოფ 16-ვე დასახლებაში გამგეობის
ხელშეწყობით შეიქმნება ამ ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც
არჩევნების საშუალებით 1 წარმომადგენელს შეარჩევენ.
5)წარმომადგენლები მოუდმივად შეხვდებიან გამგეობის
სხვადასხვა კომიტეტის წევრს,სხვადასხვა ეტაპზე. გააცნობენ მათ
საკუთარი ჯგუფის ძირითადი მსჯელობის საგნებს, თემის
საჭიროებების, პრიორიტეტების შესახებ. განიხილავენ ბიუჯეტს და
ჩამოაყალიბებენ სამოქმედო გეგმას,რა პროექტები
განხორციელდეს. რადგან მიგვაჩნია,რომ ახალგაზრდების ხედვა
ნებისმიერ განსახორციელებელ საკითხზე უმნიშვნელოვანესია და
მათ ვანიჭებთ რეალურ როლს,შეცვალონ გარემო საზოგადოების
სასიკეთოდ,რომელსაც,რა საკვირველია,ვერ შეძლებენ , ასე ვთქვათ,
ზემდგომი ორგანოს, სამგორის რაიონის გამგეობის დამხარების
გარეშე. პროექტები შესაბამისი იქნება ახალგაზრდების
ინტერესების, მათ გარშემო არსებული თემის საჭიროებებისა და
გამგეობის ბიუჯეტის.
6)წარმომადგენლები შეიცვლებიან 4 წელიწადში ერთხელ,თუმცა
ახალგაზრდების ახალი ნაკადი ყოველ წელს მიიღება დასახლების
მცირე ჯგუფებში, ყოველ წელიწადს,რათა თანაბარი შანსი მივცეთ
ყველა ახალგაზრდას,გახდეს საზოგადოების გააქტიურებისა და
გარემოს დადებითად გარდაქმნის აქტიური ნაწილნი.
7)გამგეობა შეთანხმებას გააფორმებს დასახლებებში მდებარე
სკოლებთან,რათა ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ თავისუფალი
სივრცის პრობლემა შეკრების დროს. სკოლები უზრუნველყოფენ
ახალგაზრდების მიღებას ნებისმიერ დროს,გარდა სასწავლო
პროცესის მიმდინარეობისა.ახალგაზრდები კი, თავის მხრივ,
პასუხისმგებლობას აიღებენ სიმშვიდის დაცვასა და სკოლის
ინვენტარის დაუზიანებლობაზე.
8)გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ აღნიშნული რეფორმა არ
მოითოვს დიდ თანხებს. მის განსახორციელებლად გამგეობის
ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს მინიმალური თანხა,რაც უზრუნველყოფს
ყველა ზემოთ ჩამოთვლილიპროცესის ხელშეწყობასა და
განხორციელებას.
აღნიშნული რეფორმის შედეგად ახალგაზრდებში ამაღლდება
სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ცნობიერება, ინფორმირბული
იქნებიან საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ,
გაიზრდება ინფორმაცია და უშუალოდ ჩაერთვებიან მიმდინარე
პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაში, ერთად
განიხილავენ ახალგაზრდული იდეებისა და ინიციატივების
დასაფინანსებლად არსებულ შესაძლებლობებს.მივიჩნევთ,რომ ამ
რეფორმის გატარებით პროგრესი გარდაუვალია.

*NEET- (young people not inemployment, education or training).

You might also like