ახალი ხატის ტროპარ-კონდაკი

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 1

ტროპარი

1.
უზეშთაესო ყოველთა დაბადებულთაო, რომელი-ეგე მარადის მეოხ ექმნები
ძისა მიმართ შენისა ნათესავსა ჩუენ ქართველთასა, წილად შენდა
ხუედრებულსა, შენ გიღაღადებთ, დედაო მრავალმოწყალეო, დაგჳცვენ ჩუენ.
2.
დაუტევნელისა დამტევნელო და ხატითა კაცობრივითა მშობელო ღმრთისა
დაუსაბამოჲსაო, ხატსა შენსა ყოვლადპატიოსანსა შევჰვედრებთ თავთა ჩუენთა
და ძრწოლით გიღაღადებთ: გარემოდგომილთა ჭირთა და განსაცდელთაგან
მიჴსნენ ჩუენ, სიქადულო ჩუენო

კონდაკი

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რომელმან უკუანაჲსკნელსაცა ამას


ჟამსა კუალად მოჰხედე ქუეყანასა ჩუენსა მოხედვითა დედობრივითა და
ახალი ეგე ხატი შენი ყოვლადპატიოსანი მოგუმადლე ჩუენ, რომელსაცა
შევუვრდებით და უღაღადებთ: ხატო წილხუედრებისაო,
ყოვლადგანსაკრთომელო, შეგჳწყალენ ჩუენ.

სავედრებელი

ხატო წილხუედრებისაო, ყოვლადგანსაკრთომელო, შეგჳწყალენ ჩუენ

You might also like