Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 2

1915 წ-ს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაიწერა აწყურის

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ახალი ხატი - პირი იმ ხელთუქმნელი ხატისა,


ანდრია პირველწოდებულის მიერ რომ მოივლინა ქართლში პირველი
საუკუნის 30-იან წლებში. ახალმა ხატმა, ქართლისკენ მსვლელობისას,
იერუსალიმიდან აწყურამდე ზედმიწევნით იგივე გზა განვლო, რაც - მისმა
ხელთუქმნელმა პირველხატმა. იგი თურქეთის გზით ჯერ დიდ-აჭარაში იქნა
შემობრძანებული, სადაც თავის დროზე ანდრია მოციქულმა იქ მკვიდრი
ქართველები მონათლა და მათ საღვთო ნიშად ხელთუქმნელი ხატის
ხელთუქმნელი პირი დაუტოვა. აჭარიდან ანდრიას გზას შედგომილი ახალი
ხატი აწყურისკენ, თავდაპირველი სოსანგეთისკენ, წარმოემართა, სადაც
პირველ საუკუნეში ხელთუქმნელმა პირველხატმა კერპები დაამხო და
მკვდრეთით აღადგინა იქაური მთავრის სამძივრის ძე. აწყურიდან მცხეთისკენ,
სვეტიცხოვლისკენ აიღო გეზი წმინდა მსვლელობამ, მცხეთიდან კი -
თბილისისკენ და ეს დღე - აწყურის ახალი ხატის თბილისში შემობრძანების
დღე - 17 მაისი, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, დაწესდა აწყურის
ხელთუქმნელი ხატის დღესასწაულის ანუ აწყურობის და, ამასთან, ოჯახის
სიწმინდის დაცვის დღედ. სწორედ აწყურის ხელთუქმნელი ხატისადმი - ამ
უდიდესი სიწმინდისადმი - და მისი ცხოველმყოფელი მადლით
განმსჭვალული აწყურის ახალი ხატისადმი პატივის მისაგებად კრძალვით
იკრიბება ურიცხვი რაოდენობა ხალხისა, და მორწმუნეთა მთელი ეს კრებული,
როგორც ჭეშმარიტად "საზეპურო" ანუ რჩეული ერი ღვთისა,
განსაკუთრებული ზეციური სიხარულით აღვსილი მიემართება სამების
ტაძრისკენ, რომ სულიერი დალოცვა მიიღოს მამათმთავრისგან და კვლავ
ისმინოს მისგან სანეტარო სიტყვები: "ქართველნო ერთად ღვთისკენ".

განსაკუთრებული ვლენაა მადლისა, რომ უძველეს დროშივე ებოძა ქართლს


ოთხი ხელთუქმნელი ხატი, ვითარცა ოთხხატედი საუფლო სიწმინდე:
პირველი მათ შორის - <პირი ღვთისა>, ხატთა დასაბამი, ანჩის ხატად
სახელდებული, ანდრია მოციქულისგანვე ჰიერაპოლისიდან ქართლს
შემოძღვნილი, შემდეგ მისი ხელთუქმნელი პირი - ანტონ მარტყოფელის მიერ
შემობრძანებული და საუკუნეთა შემდგომ საკვირველად მიფარული ვიდრე
ჟამადმდე თვისსა, შემდეგ - დედა-ქალწული ყრმითურთ აწყურისა და მეოთხე
- აწყურის ხელთუქმნელი ხატის ხელთუქმნელი პირი, დღეისათის ასევე
საკვირველად მიფარული ხორციელი ხილვისგან. ხსენებულ სიწმინდეებს
თანაშეერთვიის ზეცით-ჩინებული ყოვლადპატიოსანი ჯვარი მცხეთისა,
აღმართებული <მცველად ყოვლისა სოფლისა>, როგორც გვაუწყებს მისი
პოსტამენტის წარწერა. აქვე ნათობს ცხოველი სვეტი, ხელთუქმნელად ღმრთივ
დამყარებული, აქვე ბრწყინავს ზღვით ვლენილი საკვირველი ხატი ათონის
ივერთა მონასტრისა, პორტაიტისად წოდებული, და მრავალი სხვა სიწმინდე,
რომლებსაც კრძალვით შესდგომია წმინდანთა საღვთო კრებული ასიათასი
მოწამისა, ექვსიათასი გარეჯელი ბერისა და სხვათა აღურაცხელთა, ქართლში
ჟამითი-ჟამად გამოჩინებულთა პირველმარტვილთა, პირველმეუდაბნოეთა,
პირველსამღვდელოთა და, ყოველთა შემდგომთა მოღვაწეთა, მათ კვალს
მიდევნებულთა და ჭეშმარიტად მნათობთა ჩვენთა, რომლებსაც უხილავად
წინ უძღვის ანდრია პირველწოდებული, ვისაც კვლავაც ხელთ უპყრია
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ხოლო უფალი კიდევ ერთხელ აბარებს
დედას ღვთისას მის საწილხვედრო ერს: "შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს
მცველად ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა უკუნისამდე ჟამთა".

You might also like