ხიდურელი თემა ანტონიოდადავითი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

საანალიზო ეპიზოდში ჯემალ ქარჩხაძე იდეალურად გვიხატავს ანტონიოს მხატვრულ

სახეს. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაკვეთიდან მკაფიოდ ჩანს ევროპელი


მისიონერის ორატორული ნიჭი. ვფიქრობ, განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს ანტონიოს
მიერ ცხოვრების არსის აღქმა და მისეული გააზრება. მიუხედავად იმისა , რომ ბერი თავად
ფიქრობს, რომ ვერ დაამარცხა სიკვდილის შიში, ჩემი აზრით, მისი დავითთან სტუმრობა
იარაღისა და თანმხლების გარეშე განსაკუთრებულ სიმამაცეს მოითხოვდა . სწორედ ამიტომ
მიმაჩნია, რომ მისიონერი საკმაოდ გამოცდილი და დაბრძენებული იყო და მისი სიტყვები
განსაკუთრებით საყურადღებოა. ცალსახაა, რომ ანტონიოს აზრით, ადამიანის თითოეულ
ქმედებას შიში განსაზღვრავს. ვფიქრობ, მისი ციხეში მისვლა არა მხოლოდ დავითის
მხილებას, არამედ საკუთარი თავის გამოცდასაც ემსახურებოდა. ისიც უნდა აღინიშნოს , რომ
კათოლიკე ბერს ადვილად შეეძლო ადამიანების წაკითხვა. მან სრულიად ადეკვატურად
შეაფასა დავითის შინაგანი სამყარო და მარტივად ამოიცნო მისი ყაჩაღად ქცევის მიზეზები .
ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მისიონერმა ციხე სრულიად უვნებელმა დატოვა .

ჯემალ ქარჩხაძემ მოთხრობა „ანტონიო და დავითი“ 1984 წელს დაწერა და 1987 წელს
გამოსცა ამავე სათაურის მქონე კრებულში. ხაზგასასმელია , მიუხედავად იმისა , რომ
მოქმედება შუა საუკუნეების საქართველოში მიმდინარეობს, მწერალი თავის თანამედროვე
ქართულ ვითარებას აღწერს, რაც, ვფიქრობ, ნაწარმოებს პოსტმოდერნისტულ ელემენტებს
სძენს. უნდა აღინიშნოს, რომ XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში გამოირჩევა ქარჩხაძის
თხრობის სტილი, რასაც მისი განსაკუთრებული წერის მანერა განაპირობებს. მოთხრობაში
იდეალურადაა აღწერილი ადამიანის სულის ხსნისათვის ბრძოლა, რაც, ვფიქრობ , ნებისმიერ
ეპოქასა თუ ქვეყანაშია აქტუალური. ჩემი აზრით, განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს
ჯემალ ქარჩხაძის მიერ მხატვრული ხერხების გამოყენება. მწერალი ტროპებს ძალიან
ბუნებრივად, არათვალშისაცემად იყენებს. მეტაფორით: “სიბრაზის ტალღა , რომელსაც
კარგად ვიცნობდი... რამდენჯერმე აიზიდა” - ავტორი იდეალურად გვიხატავს დავითის
შინაგან სამყაროს; ეპითეტით: „მძიმე წუთები“ - ნათლად ჩანს, რომ ანტონიო სიკვდილთან
შესახვედრად ემზადებოდა; ვფიქრობ, განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ეპიზოდის
ბოლოს მისიონერის სიტყვები: „სიკვდილის შიში თურმე ჯერ კიდევ ვერ დამეძლია “ -
რომლებიც ბერის საკუთარი თავისადმი ირონიულ დამოკიდებულებას გამოხატავენ .

ჩემი აზრით, ჯემალ ქარჩხაძე ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია ქართული


ლიტერატურის ისტორიაში, რადგან მის ნაწარმოებებში ყოველთვის შევხვდებით სხვადასხვა
ეპოქით შენიღბულ ქართულ სინამდვილეს. რაც შეეხება „ანტონიო და დავითს“ და,
კონკრეტულად, საანალიზო მონაკვეთში წამოჭრილ პრობლემებს, ვფიქრობ, ქარჩხაძე
სრულიად მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ადამიანის ბოროტ ქმედებას მხოლოდ და
მხოლოდ შიში განსაზღვრავს. ცალსახაა, რომ ადამიანისათვის შიშის დათრგუნვა და
სიმტკიცისა და სიძლიერის გამოჩენა არც თუ ისე მარტივი დავალებაა . სწორედ ამიტომ
აღნიშნავს ავტორი, რომ დავითმა ადვილი გზა აირჩია და შიშის დაძლევას მისი დამალვა
ამჯობინა. ჩემი აზრით, ადამიანებს ყოველ დღე გვიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა და
სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვება გვაქცევს ღირსეულ პიროვნებებად . დავითმაც , ადრე თუ
გვიან, შეძლო მასში შიშის დათრგუნვა და გამოსწორების გზას დაადგა , რასაც მის მიერ
ტყვეთა გამოსყიდვა ადასტურებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტონიოსა და დავითს შორის
ბრძოლა არა იარაღით, არამედ სიტყვით მიმდინარეობს. ყაჩაღის სულში ფერისცვალება მას
შემდეგ მოხდა, რაც ის მისიონერის მონოლოგს ისმენს და ამ ძალით ამარცხებს შიშს, რითაც
საოცრად მახსენებს იგის, ასევე ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებიდან, რომელმაც სულიერი
ამაღლება მას შემდეგ დაიწყო, რაც მის არსებაში გაცნობიერებული , ხორცშესხმული სიტყვა
შეიჭრა.

You might also like