Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №04/ნ
2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის
შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ტ5 ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის
25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის
სტატუსის შეჩერების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6
იანვრის №05/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და
ალექსანდრე ჯეჯელავა
მეცნიერების მინისტრი

 დანართი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის
შეჩერების წესი
მუხლი 1. რეგულირების საგანი 
ეს წესი განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) მოსწავლის
ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრა
1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების და ცვლების
მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი
აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ
მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეებისათვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეების პროპორციულად გადანაწილება პარალელურ კლასებში. რიცხოვნობის
განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა სასარგებლოდ.
11 . (ამოღებულია - 25.02.2019, №36/ნ).

12 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიცხოვნობის ფარგლებში, ამ წესის მე-3


მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის დაურეგისტრირებლობის ან ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარო სკოლა უფლებამოსილია აღნიშნული რიცხოვნობა
გამოიყენოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
რეგისტრაციისთვის.
http://www.matsne.gov.ge 43005000022022017259
13 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლის ვალდებულება, პირველ
კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10%-ის სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განსაზღვრის თაობაზე, არ ვრცელდება იმ საჯარო სკოლებზე,
რომლებიც გათვალისწინებულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების №4
და №6 დანართებით.

2. სექტორების და ცვლების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა


რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით.

3. საჯარო სკოლა ვალდებულია, სექტორების და ცვლების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ


მოსწავლეთა (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა)
რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის
საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.

4. ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების,


კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
(შემდგომში – მართვის სისტემა) ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების სექტორებისა და
ცვლების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ
მონაცემების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი,
05.09.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი,
03.01.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი,
25.02.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 16 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი,
17.01.2020წ.

მუხლი 3. საჯარო  სკოლის პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია
1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რეგისტრაცია ხორციელდება
ელექტრონულად, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის
ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის/ფორმების შესაბამისად.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ეტაპებზე საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის
ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და ჩასარიცხად
აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. რეგისტრაცია ხორციელდება ოთხ ეტაპად:

ა) პირველ ეტაპზე – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;

ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო


სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა
ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

http://www.matsne.gov.ge 43005000022022017259
გ) მესამე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“
და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);

დ) მეოთხე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა


რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების
საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირველ
კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე,
რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ
წარმომადგენელს სურს რომ ჩაირიცხოს მოსწავლე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციას


ახორციელებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

51 . ამ მუხლით დადგენილ ეტაპებზე რეგისტრაცია შესაძლებელია იმ მოსწავლისათვის, რომელსაც


ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვს 6 წელი და
მისი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

6. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო სკოლაში.

7. რეგისტრაციის ოთხივე ეტაპის ვადის ამოწურვამდე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი


უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრაცია მართვის სისტემის მიერ რეგისტრაციისას მინიჭებული
უნიკალური კოდის გამოყენებით და ამავე ვადაში განახორციელოს ხელახალი რეგისტრაცია.

8. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი


წარმომადგენლის მიერ პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო
სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე ამ მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული ეტაპებისათვის დამატებითი რეგისტრაცია შესაძლებელია
გამოცხადდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით რეგისტრაციას უზრუნველყოფს


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გამოთავისუფლებული ან თავისუფალი ადგილების
ფარგლებში.

10. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციის შემთხვევაში,
პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენლი უთითებს პირის
სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ
პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის შეფასების მოთხოვნის მიზნით ავსებს მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მომართვის ფორმას,
რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

101 . იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის


მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრებს,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის შესახებ მულტიდისციპლინური
გუნდის დასკვნას და ხელახალი შეფასების დროს, მოსწავლეს დაუდასტურდება სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროება, მისი რეგისტრაცია და ჩარიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის მეორე
ეტაპზე, პირველ ეტაპზე გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში. მოსწავლის რეგისტრაციას და
ჩარიცხვას ახორციელებს ის საჯარო სკოლა, რომელშიც იყო რეგისტრირებული პირველ ეტაპზე,
დასკვნის მიღებიდან, არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში.

11. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური

http://www.matsne.gov.ge 43005000022022017259
საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა, ასევე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით პირველ კლასში ჩასარიცხი
მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეუფასებლობა, არის რეგისტრაციის
გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე
უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში.

12. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ეგზავნება შესაბამის საჯარო სკოლას და სპეციალური


საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. საჯარო
სკოლა, დასკვნის მიღებისთანევე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისი ღილაკის
გამოყენებით, ასახავს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის შედეგს (სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა
ან შეუფასებლობა) და ტვირთავს აღნიშნულ დასკვნას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
დადგენის შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს
ორი სამუშაო დღისა, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის ან
შეუფასებლობის შემთხვევაში, საჯარო სკოლა აუქმებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის
რეგისტრაციას და აცნობებს აღნიშნულის თაობაზე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის
მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

121 . სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაციის და


რეგისტრაციის გაუქმების პროცესზე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი
სტრუქტურული ერთეული, რა მიზნითაც, აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს
გააჩნიათ შესაბამისი ხედვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო
სისტემაში.

13. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების


შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი,
05.09.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი,
03.01.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი,
25.02.2019წ.

მუხლი 4. საჯარო  სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა
1. საჯარო სკოლა ვალდებულია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირველ
კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დოკუმენტების
წარდგენიდან ორ სამუშაო დღეში განიხილოს დოკუმენტაცია და:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ღილაკის
გამოყენებით დაადასტუროს, კანონმდებლობით დადგენილი, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი
დოკუმენტების მიღება;

ბ) შეუსაბამო ან არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლის მშობელს/კანონიერ


წარმომადგენელს, დამატებით განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოფხვრისთვის, არაუმეტეს 5 სამუშაო
დღისა;

გ) დასაბუთებული უარი განუცხადოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წარდგენილი


დოკუმენტაციის მიღებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო სკოლის


დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის პირველ
კლასში ჩარიცხვის შესახებ.

http://www.matsne.gov.ge 43005000022022017259
3. საჯარო სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ
ინფორმაცია და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ შესაბამისი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე.

4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლაში პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად
აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ავტომატურად უქმდება რეგისტრაცია.

მუხლი 5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს


ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი
სამინისტროების უფლებამოსილება საჯარო  სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვასთან
დაკავშირებით
1. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, თანხმობას/უარს საჯარო სკოლის პირველ კლასში
მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
რეგისტრაციის ვადების გასვლის შემდეგ გასცემს საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო
რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი), რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს
საჯარო სკოლა, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში –
ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში – განათლების
სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რესურსცენტრისა და ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობისა და საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე,
საჯარო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის
თაობაზე, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, ხოლო
ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის
საინფორმაციო სისტემაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №13/ნ - ვებგვერდი,
28.01.2020წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი,
30.04.2020წ.

მუხლი 6. კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო


დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია და ჩარიცხული მოსწავლეების შესახებ
მონაცემების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვა
1. კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების (შემდგომში – კერძო სკოლა) პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია
ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს
მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის
ოფიციალურ ვებგვერდზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
განსაზღვრულ ვადაში.
2. კერძო სკოლა, დირექტორის აქტით განსაზღვრავს მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად
აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და მათი წარდგენის ვადას.

3. კერძო სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების ჩარიცხვის


შესახებ გამოცემული შესაბამისი აქტი/აქტები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა
მართვის საინფორმაციო სისტემაში სასწავლო წლის დაწყებამდე.

4. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში თანხმობას/უარს კერძო სკოლის პირველ კლასში


მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის
ვადის გასვლის შემდეგ გასცემს რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს
კერძო სკოლა, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – განათლების სფეროში
უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო.
http://www.matsne.gov.ge 43005000022022017259
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რესურსცენტრისა და ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის
საფუძველზე, კერძო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის
ჩარიცხვის თაობაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ
განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის
შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა
მართვის საინფორმაციო სისტემაში.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე,


მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრაცია მართვის სისტემის
მიერ რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით და ამავე ვადაში
განახორციელოს ხელახალი რეგისტრაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 24 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 25.01.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №13/ნ - ვებგვერდი,
28.01.2020წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი,
30.04.2020წ.

მუხლი 7. სკოლაში (გარდა პირველი კლასისა) მოსწავლეთა ჩარიცხვა
1. სკოლაში დაწყებითი (გარდა პირველი კლასისა), საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ
კლასებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით,
სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილის შესაბამისად, მოსწავლეთა ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას
იღებს სკოლის დირექტორი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე.

21 . პირის, რომლის ასაკი აღემატება 10 წელს და არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული
მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, სკოლაში ჩარიცხვა ხორციელდება „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად.

3. სკოლა ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემიდან ორი


სამუშაო დღის ვადაში, ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ამ მოსწავლის/მოსწავლეების
ჩარიცხვის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/აქტები
ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი,
25.02.2019წ.

მუხლი 8. მოსწავლეთა ჩარიცხვა იმ კერძო სკოლებში, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი აქვთ
მოსწავლეთა პირველ კლასში ჩარიცხვისა და უსასყიდლოდ სწავლების (გარდა ერთ მოსწავლეზე
გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერული დაფინანსებისა) ვალდებულება
ის კერძო სკოლები, რომელთაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში სახელმწიფოს წინაშე
ნაკისრი აქვთ მოსწავლეთა პირველ კლასში ჩარიცხვის და უსასყიდლოდ სწავლების (გარდა ერთ
მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერული დაფინანსებისა)
ვალდებულება საშუალო საფეხურის დასრულებამდე, ყოველწლიურად უზრუნველყოფენ არაუმეტეს
პრივატიზებულ ქონებაში პრივატიზებამდე არსებულ საჯარო სკოლის საშუალო საფეხურდაძლეულ
მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი სოციალურად დაუცველი ოჯახების (ამ წესის მიზნებისათვის
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახები,
რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია) მოსწავლეების ჩარიცხვას.

მუხლი 9. მოსწავლის სტატუსის შეჩერება
1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის
სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს
შეფასებას;

ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი

http://www.matsne.gov.ge 43005000022022017259
წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით
დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება
და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე


სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.

11 . მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე,


გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის


შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის


შეჩერების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ
გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ
წარმომადგენელს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია
მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის


შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის
საფუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის პირად საქმეში
არსებული მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი (არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სტატუსის
შეჩერების პერიოდით, ხოლო პირად საქმეში რჩება მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი,
25.02.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 24 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი,
24.03.2020წ.

მუხლი 10. მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა
1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის
აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის
უფლებამონაცვლეს.
2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე,
მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა,
უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.

3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.

4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის


შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას
სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.

5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტით.

6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის
ვადაში.

http://www.matsne.gov.ge 43005000022022017259
მუხლი 11. პასუხისმგებლობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო
სისტემაში ასახული მონაცემების სისწორეზე
ამ წესში მითითებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო
სისტემაში ასახული მონაცემების სისწორეზე და მონაცემების დროულად ასახვაზე პასუხისმგებელია
შესაბამისი სკოლის დირექტორი.

მუხლი 12. გარდამავალი დებულება
1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2020-2021 სასწავლო წლისათვის
საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხად დარეგისტრირებული მოსწავლეების ჩარიცხვა
განხორციელდეს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3
მუხლის მე-11 და მე–12 პუნქტების მოთხოვნები მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვასა და
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადებში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაციის
გაუქმებასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი,
08.04.2020წ.

http://www.matsne.gov.ge 43005000022022017259

You might also like