Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

აკადემიური რეგისტრაციის (საგნების არჩევის) წესი

1. სტუდენტმა უნდა ამოიწეროს ძირითადი ასარჩევი საგნები სემესტრების მიხედვით;


2. სტუდენტი ცხრილის მიხედვით წინასწარ ადგენს ინდივიდუალურ ცხრილს (ცხრილი დაიდება
საიტზე tsu.ge, ფაკულტეტის გვერდზე და გაკრული იქნება მაღლივი კორპუსის მესამე
სართულზე), სადაც ირჩევს ძირითადი საგნების მიხედვით მისთვის სასურველი ლექციისა და
სემინარის ლექტორს პირობითად არჩეული ჯგუფის მითითებით (აუცილებელია
ინდივიდუალური ცხრილის დაკვირვებით არჩევა, რომ დროში არ ემთხვეოდეს არჩეული
საგნები ერთმანეთს);

სტუდენტი შედის მისამართზე sms.tsu.ge-ზე, გამოჩნდება დეკანატი


სტუდენტი

ირჩევს ჩანართს სტუდენტი, შეაქვს მონაცემები, ხვდება სტუდენტის ბარათში. შედგენილი


ინდივიდუალური ცხრილის მიხედვით ახდენს საგნების დაფიქსირებას საიტზე.

აკადემიური რეგისტრაციის (საგნების არჩევის) ინსტრუქცია :

სტუდენტებმა უნდა აირჩიონ საგნების მიხედვით ლექციის ნაკადის პედაგოგები დროის


მითითებით და შემდეგ სასემინარო ჯგუფები პედაგოგებისა და დროის მითითებით.
შედიხართ ჩანართში ინდივიდუალური ცხრილი, გაიხსნება გვერდი, სადაც ჩამოშლით სიას,
აირჩევთ სიიდან ყველა და აწკაპუნებთ ამ სიის ქვეშ ღილაკზე ძიება. შემდეგ ჩამოშლით საგნების
გასწვრივ სიას, სადაც გამოჩნდება საგნების ჩამონათვალი.
ირჩევთ ერთ–ერთს, მაგალითად: ბუღალტერიის საფუძვლები და აწკაპუნებთ ღილაკზე
დამატება, გამოდის ფანჯარა, სადაც ჩანს ყველა პედაგოგი, იმისათვის, რომ აირჩიოთ აქედან
ერთ–ერთი, აწკაპუნებთ სიაზე და ირჩევთ ლექციის პედაგოგს

ვაწკაპუნებთ მასზე და გამოჩნდება ამ პედაგოგზე მიბმული ჯგუფის ნომრები თავისი


სემინარის ლექტორებით. რომ აირჩიოთ სემინარის პედაგოგი , ირჩევთ მის შესაბამის ჯგუფის
ნომერს, რომელზეც მიბმულია სემინარის პედაგოგები და ბოლოს აწკაპუნებთ ღილაკზე
შენახვა.

შენიშვნა: ბაზა დაიხურება აკადემიური რეგისტრაციის დამთავრებისთანავე და ამის შემდეგ


სტუდენტებს არ შეეძლებათ საგნების არჩევა.

You might also like