Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ოდიდგანვე, ეკლესია სახელმიფოს განუყოფელი ნაწლია და ერთ-ერთი ყველაზე

გავლენიანი ინსტიტუციაა. საქართველოში სარწმუნოებას ყოველთვის მნიშვნელოვანი


ადგილი ეკავა სახელმწიფო მართვასა და ყოფა-ცხოვრებაში . მართველებსა და
სასულიერო პირთა დამოკიდებულება კარგად ჩანს ქართულ მწერლობაში , მაგრამ
განსხვავებულად გამოვარჩევდი ,,შუშანიკის წამებას“, სადაც ნათლად ჩანს ვარსქენისა და
სასულიერო პირთა დამოკიდებულება. აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ სულ რაგაც
საუკუნენახევარია გასული, რაც სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა და
ამიტომაც ჯერ კიდევ სუსტია.

თავდაპირველად, ვარსქენი არის კეთილგანწყობილი სასულიერო ელიტის მიმართ და


მათ თავის სასიკეთოთ იყენებს:

,,და ხვალისა დღჱ ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ ხუცესთა და მივედით . და
სიხარულით შეგჳმთხჳნა და გურქუა ჩუენ: „აწ ნუ რას მერიდებით მე და ნუცაღა გძაგ “.

მოცემული საქციელით ჩვენ შეგვიძლია დავახასიასოთ პიტიახში , როგორც გონიერ და


წინდახედულ პიროვნებად, რადგან მან იცის შუშანიკის დამოკიდებულება სასულიერო
პირების მიმართ და სწორედ, მათ აგზავნსი პირველ მოციქულებად დედოფალთან .
მაგრამ როგორც კი მათ სარგებლიანობაში ეჭვდება, მისი დამოკიდებულება 180
გრადუსით იცვლება, რაც ნათლად ჩანს ეპისკოპოს აფოცის მიმართ, როცა ვარსქენი
დაბრუნდა ომიდან და ეპისკოპოს ადანაშაულებს დედოფლის ურჩობაში და კვერთხით
სცემს მას:

,,და აღდგა, და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფუცს: „გამომეც ცოლი
ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?“. და იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად . ხოლო
ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: „უფალო, რაჲსა ეგრე იქმ და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ
ეპისკოპოსსა და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?“. ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა
ხუცესსა მას ზურგსა და მან ვერღარა იკადრა სიტყუად.“

მოცემულ ეპიზოდში, ჩვენ ვხედავთ ეპისკოპოსის უძლურებას რისი ახსნაც შეგვიძლია


ძემოთხსენებული ფაქტით, რომ ქრისტიანობა ახლა იკიდებს ფეხს და ჯერ კიდევ სუსტია .

You might also like