Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

თამარ მავზარაშვილი

რეფერატი N1

ოიდიპოსის კომპლექსი

ცნება ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ სოფოკლეს მითიური თქმულებიდან იღებს


სათავეს. ტრაგედია მოგვითხრობს თებეს მეფის შესახებ, რომელმაც
გაუცნობიერებლად მამა მოკლა და დედა ცოლად შეირთო. ოიდიპოსის მამას,
ლაოსის, უწინასწარმეტყველეს საკუთარი ვაჟის ხელით სიკვდილი. ამ საშინელი
წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა მეფემ ახლადშეძენილ ძეს ფეხები გაუკოჭა
და მონას გაატანა გადასაგდებად. თქმულების თანახმად, მონას შეეცოდა ჩვილი და
მწყემსებს მიუყვანა აღსაზრდელად, როდესაც ოიდიპოსი გაიზარდა, მანაც მოისმინა
საზარელი წინასწარმეტყველება ორაკულისგან და გადაწყვიტა სამშობლოდან
სამუდამოდ წასულიყო. ოიდიპოსს, რომელიც ახალი ცხოვრების საძებნელად გზას
დასდგომოდა, გზაზე დიდებული შეეფეთა, იგი შეედავა ახალგაზრდას, შემდეგ
შეებრძოლა და საბოლოოდ კი ოიდიპოსს საკუთარი მამა, თებეს მეფე შემოაკვდა. ამის
შემდეგ იგი გზას აგრძლებს და მიადგება თებეს, სადაც თავისი გამჭრიახობით
მოახერხებს შეღწევას და ქალაქის განთავისუფლებასაც, სანაცვლოდ კი დაღუპული
მეფის ქვრივს და სამეფო ტახტს შესთავაზებენ, ოიდიპოსი არ იტყვის უარს და ასე
შეირთავს ცოლად საკუთარ დედასაც, რომლისგანაც ოთხი შვილი ეყოლება.
მოგვიანებით ქალაქს შავი ჭირი და უბედურება დაატყდება თავს,
წინასწარმეტყველების თანახმად კი იმ შემთხვევაში განთავისუფლდებოდა თებე, თუ
მეფის მკვლელი სამეფოდან წავიდოდა. ოიდიპოსი შეუდგება გარდაცვლილი მეფის
მკვლელის ძებნას, რის შედეგადაც აღმოაჩენს რომ ორაკულის წინასწარმეტყველება
ზედმიწევნით აუხდა და შეშლილი მეფე თვალებს დაითხრის.

ოიდიპოს მეფის ამბავი უამრავი მოაზროვნის შთაგონების წყაროდ იქცა, მათ შორის
ფროიდის, ვოლტერის, შელერისა და სხვ. შემთხვევითი არ არის, რომ ფილმები,
ნაწარმოებები, თუნდაც ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში სწორედ ოიდიპოსის
კომპლექსის თემას ეხმიანება.

1
ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორია ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ
არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გარდამტეხი თეორია.
ტერმინი ოიდიპოსის კომპლექსი, რომელიც ფროიდმა დაამკვიდრა, ბიჭის
განვითარების ადრეულ ასაკს მოიცავს. ზიგმუნდ ფროიდმა შეამჩნია, რომ ადრეული
განვითარების ასაკში, მცირეწლოვან ბიჭებს სურთ დედების მთელი სიყვარული
მათკენ იყოს მიმართული. უჩნდებათ ეჭვანობის გრძნობა, ეჭვიანობა კი მათ
უკმაყოფილებას იწვევს და თანაც ქვეცნობიერის დონეზე სურთ თავიანთი მამების
ჩამოშორება. ფროიდის მიხედვით სამიდან ხუთ წლამდე ვაჟები განსაკუთრებულად
განმსჭვალულნი არიან სურვილით, გამოხატონ დედის მიმართ სიყვარული
ფიზიკური კონტაქტით, ამ პერიოდს, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი
ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპებიდან ფალურ ფაზას მიაკუთვნებს. სწორედ
განვითარების ამ სტადიაზე გვხვდება ბავშვებში ოიდიპოსისა და ელექტრას
კომპლექსები. ოიდიპოსის კომპლექსი ეს არის ბიჭის მოთხოვნილება იყოს
გამორჩეული და რაიმეთი პრივილეგირებული დედის მიერ, მას სურს
განსაკუთრებული სიყვარული და ყუარდღება იგრძნოს, რის საფუძველზედ
აგრესიული ფანტაზიები უყალიბდება მამის მიმართ და მას კონკურენტად აღიქვამს,
ანუ ბავშვს მუდმივი ქვეცნობიერული შიში აქვს თავისი ე.წ. „გენიტალიური ღირსება“
არ დაიჩრდილოს, არ იქნას დამცირებული, არ მოექცეს მამის ხატის გავლენის ქვეშ და
არ დაკარგოს პრივილეგია დედის თვალში. ფროიდის მიხედვით მცირეწლოვანი
ბავშვები, რომლებიც მშობლების მიმართ გაუცნობიერებელ სექსუალურ ლტოლვას
განიცდიან, ფიზიკური სიახლოვით ცდილობენ თავიანთი სურვლების
დაკმაყოფილბას, ამიტომაც უჩნდებათ ხშირად ბავშვებს მშობლებთან დაძინების
სურვილი და არა მარტო. ფროიდი ასევე საუბრობს შესაძლო დასჯის მომენტსა და
დასჯის შიშზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვის ინცესტური
სურვილების დაკმაყოფილების შემდეგ, რის გამოც მცირეწლოვან ბიჭს ე.წ.
„კასტრაციის შიში“ უჩნდება, რაც მამის მიმართ შიშსა და ნეგატიურ
დამოკიდებულებას აძლიერებს.

გოგონების შემთხვევაში, ოიდიპოსის (ელექტრას) კომპლექსი ხასიათდება


მცირეწლოვანი გოგოს სურვილით, შედგეს სქესობრივი კავშირი მამასთან, დედის

2
გამოკლებით. კომპლექსის ეს სახელწოდებაც ბერძნული ტრაგედიის მთავარ გმირს,
ელექტრას, უკავშირდება, რომელიც იმდენად იყო მამაზე შეყვარებული, რომ სხვა
მამაკაცებს ვერც კი ამჩნევდა. როცა აგამენონი, ელექტრას მამა, მოკლეს, მან ფიცი
დადო, რომ შურს იძიებდა მამის სიკვდლისთვის და მოახერხა კიდეც. მიუხედავად
იმისა, რომ მიზანი ორივე სქესის ბავშვების შემთხვევაში ერთია, მთავარი განსხვავება
ელექტრასა და ოიდიპოსის კომპლექსს შორის მდგომარეობს იმაში, რომ გოგონები
იმედგაცრუებას განიცდიან დედის მიმართ, ისწრაფვიან მამისკენ და ცდილობენ
ერთგვარი კომპენსაციის მიღებას მამისგან, იმის გამო რომ მათ შორის არსებობს
გენიტალიური განსხვავება, ვინაიდან, ფროიდის მიხედვით გოგონები „პენისის
შურს“ ადრეული ასაკიდანვე განიცდიან, მამრობითი სქესის წარმომადგენლების
მიმართ.

დროთა განმავლობაში ოიდიპოსის კომპლექსის, როგორც ცნებისა და პერვერსიის,


უამრავი განშტოება და მიმართულება ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ ოიდიპოსისა
და ელექტრას კომპლექსები ზრდასრლ ასაკშიც გვხვდება, თუმცა არა პირდაპირი,
არამედ მეტაფორული მნიშნვნელობით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზრდასრულ
ადამიანებს არა თავიანთი სქესის საპირისპირო მშობელთან სურთ ინტიმური
სიახლოვე, არამედ მათთან ვინც მშობელს ჩაანაცვლებს, ან ვისშიც შესაძლებელია
დაინახონ დედა ან მამა. ზრდასრულ ადამიანს თუ ვეტყვით, რომ მას ოიდიპოსის
კომპლექსი აქვს იგი დარწმუნებით გვიპასუხებს, რომ ჩვენი მოსაზრება არ
შეესაბამება რეალობას, რადგან მას არ სურს სქესობრივი კავშირი საკუთარ
დედასთან, თუმცა ასეთი ადამიანები ვერ იაზრებენ იმას, რომ მათ არა საკუთარ
დედასთან არამედ დედის „ნიმუშთან“, ქვეცნობიერში არსებულ „დედის მოდელთან“
სურთ ინტიმური კავშირი. მამაკაცებს, რომლებიც ოიდიპოსის კომპლექსთან ერთად
ყოველდღიუად ცხოვრობენ, შესაძლოა უკვე ჰქონოდათ ინტიმური ურთიერთობა
თავიანთ „დედებთან“ ან სულც ცოლად შეირთეს ისინი. ასეთ მამაკაცებს ფანტაზიის
დონეზე მტკიცედ აქვთ გამჯდარი არა ბიოლოგიური არამედ, მითოლოგიური დედის
შაბლონი, რომელიც ჩვილობისას იცავს მათ და ზრუნავს მათზე.

3
მამრებს, რომლებსაც მუდმივი „ბრძოლა“ აქვთ ქალებთან, რომელთა ცხოვრებაშიც
ქალები დომინანტები, მაკონროლებელნი და მმართველნი არიან, რომლებიც
ეუბნებიან კაცებს როგორ ჩაიცვან, როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ მოიქცნენ ამა
თუ იმ სიტუაციაში, სად იმუშავონ, როგორ მიაღწიონ კარიერულ წარმატებას, ასევე
მამაკაცები, რომლებიც ხშირად განიცდიან სქესობრივ ლტოლვას ასაკით დიდი
ქალების მიმართ და ცდილობენ მათთან რომანტიკილი ურთიერთობის დამყარებას
ძირითადად ოიდიპოსის კომპლექსით ხასიათდებიან.

ფროიდი ფიქრბდა, რომ ადამიანი იბადება გარკვეული, თანდაყოლილი


სენტიმენტებით, სურვილებითა და მიდრეკილებებით. ეს ნიშნავს, რომ
დაბადებიდანვე ადამიანი სექსუალურია. მისი აზრით ბავშვს უნდა ჰქონოდა
სექსუალური სურვილი მაშინაც კი, როდესაც ის დედის საშვილოსნოშია და ეს
თანდაყოლილი სექსუალური მიდრეკილება საფუძველს უქმნის ყველა სხვა
მიდრეკილებას. თუმცა თანამედროვე კვლევებით მოსაზრება იმის შესახებ რომ
სექსუალური მიდრეკილება და სურვილები ყველა სხვა დანარჩენ სურვილს
აყალიბებს გაბათილებულია, ვინაიდან ცნობილია, რომ ყველა სურვილს ან განწყობას
ცალკეული, სხვადასხვა ნერვი აყალიბებს, ხოლო სქესისა და სქესობრივი
სურვილების განმაპირობებელი ნერვი ვერ ახერხებს შექმნას სხვა მოთხოვნილება,
ისევევ როგორც ვერ ახერხებენ სხვა ნერვული ნაწილაკები წარმოქმნან სქესობრივი
ლტოლვები და მიდრეკილებები.

მართალია, ფსიქოლოგიის ისტორიაში ფროიდის შეხედულებამ სექსუალურობაზე


დიდი გავლენა მოახდინა რიგ მოაზროვნეებზე. ზოგიერთმა მისმა მიმდევარმა,
მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა ფროიდის სექსუალური თეორიების
დამკვიდრებას. მაგრამ ფსიქოლოგიისა და ფსიქოანალიტიკური პროცესის
მოდერნიზაციასთან ერთად, ფროიდის სექსუალური თეორიები ეჭვებს აჩენენ.
შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით, ჯოზეფ ჯასტროვი, როგორც ფროიდის მიმდევარი,
ამბობს, რომ ოიდიპოსის კომპლექსი არის არაორდინალური და არაადეკვატური
კონცეფცია, რადგან ფროიდის მოსაზრება არგუმენტებისა და მტკიცებულებების
ნაკლებობას განიცდის. მიუხედავად ამისა, ცნება ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ არ

4
კარგავს ინტერესსა და აქტუალობას, ის კვლავ უამრავი ხელოვანის შთაგონების
წყაროა და უამრავი ფსოქოლოგისა თუ ფსიქოანალიტიკოსის კვლევის საგანი. წიგნში
ოიდიპოსის კომპლექსი დღეს: კლინიკური შემთხვევები, ავტორები (ბრიტონ,
ოშუნესი, ფილდმანი) გაოცებულნი აღნიშნავენ იმას, თუ „რატომ ეწინააღმდეგება
ფსიქოლოგიის მოყვარულთა უმრავლესობა ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსის
თეორიას და რატომ ცდილობენ დაუპირისპირდნენ მის სისწორეს.”

ბიბლიოგრაფია

1. ფროიდი, ზიგმუნდ. „სექსუალობის ფსიქოლოგია“. თბილისი: გამომცემლობა


„გეო“, 2013.
2. Britton, Roald. “The Oedipus Complex Today: Clinical Implications”. London:

publisher “Karnac Books”, 1989.

You might also like