Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

უჯრედის ენერგეტიკა ანუ ატფ-ის სინთეზი

საკითხავია: 1) სად ხდება? მიტოქონდრიაში

2) როგორ სინთეზირდება ატფ?

3) რა როლი აქვს ატფ-ს

1) მიტოქონდრიის აგებულება: 2 შრიანი მემბრანით გარშემორტყმული ელიფსური


ორგანოიდია, რომლის შიდა მემბრანა დანაოჭებულია და წარმოქმნის მრავალ
ხაოებს, რომლებსაც კრისტები ეწოდება. ეს საჭიროა რათა გაიზარდოს რეაქციის
ჩასატარებელი (ატფ-ის სინთეზის) ადგილი.

სხვადასხვა ქსოვილები შესაბამისად უჯრედები შეიცავენ განსხვავებული რაოდენობის


მიოტოქონდრიებს. ყველაზე მეტი არის გულის კუნთის უჯრედებში, რადგანაც დიდი
დატვირთვის გამო (მუდმივად შეკუმშვა და მოდუნება) საჭიროა ბევრი ატფ.

2) მიტოქონდრიის კრისტებზე არის ფერმენტული კომპლექსი, რომელიც 7 სხვადასხვა


ფერმენტისაგან შედგება. ესენია : ნად-ი (1), ფად-ი (2), უბიქინონი(3), ციტოქრომი b(4),
ციტოქრომი c(5), ციტოქრომი a (6) და ციტოქრომი a3 (7).

ერთმანეთის მიმდევრობით ჩალაგებულ ფერმენტების ჯაჭვზე (1) ნად-ზე ხვდება ქიმიური


ნაერთიდან მოწყვეტილი ელექტრონი e, რომლის დაკავშირებაც ხდება ჟანგვა-აღდგენის
რეაქციის ხარჯზე. სხვაგვარად რომ ითქვას მოსულ e-ს დახვდენა დაჟანგული ნად-ი,
რომელიც თვითონ აღდგება, ხოლო e-ს გადასცემს მომდევნო ფად-ის დაჟანგულ ფორმას.
გაფუჭებული ტელეფონის მსგავსად ხდება მთელი 7 კომპონენტიანი ფერმენტული
კომპლესის (რომელსაც სხვაგვარად სუნთქვის ჯაჭვს უწოდებენ) გარბენა. ამ პროცესში
e-ი კარგავს თანდათანობით პოტენციურ ენერგიას და მაღალი ენერგეტიკული
მდგომარეობიდან გადადის დაბალ დონეზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვარდნას არა აქვს
თანაბარი ხასიათი. რამოდენიმე (ანუ 3 ადგილზე) ხდება მკვეთრი დავარდნა. ეს ადგილებია:
ნად-სა და ფად-ს (1 – 2) შორის, ციტოქტომ b-ს და ციტოქტომ c-ს (4 – 5)შორის,
ციტოქტომ a-ს და ციტოქტომ a3-ს (6 – 7) შორის. [ელექტრული პროცესი ანუ
ელექტრონების ტრანსპორტი]

სწორედ ამ ენერგეტიკული ვარდნის ადგილებში მიმდინარეობს ატფ-ის მოლეკულების


სინთეზი თავისუფლად არსებული ადფ-ისა და არაორგანული ფოსფორმჟავას ხარჯზე.
[ ქიმიური პროცესი - ჟანგვითი ფოსფორირება].

ბალანსი: დავითვალოთ სინთეზირებული ატფ-ის რაოდენობა.

ნად-ის დროს
1 ელექტრონის გასვლა-გარბენა სუნთქვის ჯაჭვზე იძლევა 3 ატფ-ს.

ანუ ნად-ის მიერ მოტანილი ნად-H2 მოგვცემს 6 ატფ-ს.

ზოგიერ შემთხვევაში სუნთქვის ჯაჭვზე რეაქციები არ იწყება ნად-იდან. ზოგიერთი სუბსტრატი


მოქმედებაში ჩაერთვება ფად-ის მონაკვეთიდან, ამიტომ ავტომატურად ამოვარდება ატფ-ის
სინთეზის პირველი ადგილი (1-2)-ს შორის რომ მდებარეობს. ამის გამო შეიცვლება
სინთეზირებული ატფ-ის რაოდენობაც.

ფად-ის დროს
1 ელექტრონის გასვლა-გარბენა სუნთქვის ჯაჭვზე იძლევა 2 ატფ-ს.

ანუ ფად-ის მიერ მოტანილი ფად-H2 მოგვცემს 4 ატფ-ს.

ისმის კი - შესაძლებელია თუ არა ელექტრონების ტრანსპორტი ჟანგვითი ფოსფორირების


გარეშე? დიახ - თუ სისტემაში არ არის ან ადფ ან არაორგანული ფოსფორმჟაბა.

- შესაძლებელია თუ არა ჟანგვითი ფოსფორირება ელექტრონების ტრანსპორტის


გარეშე? არა - თუ არ მოხდა ელექტრონების გადატანისას ენერგეტიკული ვარდნა
პოტენციალის ვერ მოხერხდება ატფ-ის სინთეზის ჩატარება.

3) ატფ-ის როლი.
უჯრედში მიმდინარე უმეტესი რეაქციები საჭიროებენ ენერგიას, რომელიც ატფ-ის
მოლეკულის დაშლით მიიღება. სახელდობრ ატფ არის ნუკლეოტიდ ტრიფოსფატი,
ამდენად მისი დაშლისას წარმოიქმნება ნუკლეოტიდ დიფოსფატი და თავისუფლდება
7,7 კკალ/მოლზე, რომელიც გამოიყენება უჯრედის სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით.
ატფ-ის გარეში არ ხდება დნმ-ის რეპლიკაცია, ტრანსკრიბცია და სხვა პროცესები

You might also like