Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 19

ფოვერფოინთში არ გიგზავნი, რადგან ბევრი კომენტარი მაქვს მიწერილი.

წასაკითხად
ვორდი უფრო იოლია, მგონი. თან ვიდეო დავურთე, რომელიც ფოვერფოინთმა არ გახსნა
ფორმატის გამო.

რაც წითლად მაქვს შენიშვნები, იმას ოფიციალურ პრეზენტაციაში არ მოვახვედრებდი.


უბრალოდ, რადგან პირადად ვერ მოხერხდა ჩემი პრეზენტაციის წარდგენა, წითლად რაც
იქნება, ეგენი ჩათვალე ისაა, რასაც ზეპირად ვიტყოდი.
ბრენდის სახელი: სტენდალი *

*ეს სახელი არაფერს ნიშნავს. ზედმეტი ფილოსოფია არ მინდოდა. რამე მარტივი მინდოდა და უცებ
პირველი რაც გავიფიქრე, დავტოვე.
მარტივად-სტენდალი.
თუ მაინცადამაინც, სტენდალი სტენსილთან ირითმება, თან წითელი და შავი სტენდალის ფერებთან
ასოცირდება. მე ჟღერადობა მომწონს - სტენდალი(უცებ და სწრაფად იკითხება)
ვისაც უნდა, სალვადორ დალიზე წავიდეს.

სტენდალი ან სტენდალი

ძირითადი სათქმელი: გამო-ხატე

ინსაითი : ყველას გვაინტერესებდა ბავშვობაში რა ეგდო პულევიზატორის ქილაში და რატომ


გამოსცემდა შენჯღრევისას ხმას. / თუ  ყველა ჩვენგანში იმალება სთრით არტისტი.
სთრით არტისტი რომ იყო, არაა აუცილებელი შედევრები შექმნა. მარტო სტენსილი და
გრაფირტი არაა სთრით არტი. პულევიზატორით კედელზე გაკეთებული წარწერაც სთრიტ
არტია(ან პირველია ინსაითი ან მეორე. მერევა რა ინსაითი კონცეფციაში)

კონცეფცია : ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ადამიანი, შესაძლოა იმაზე მეტად


საინტერესო და მეამბოხე იყოს შინაგანად, ვიდრე ეს ჩანს. არახელოვან და არაპროფესიონალ
სთრით არტისტებზე აგებული ამბები. ‘‘უცნობი და უსახელო გმირები‘‘ *
*საქართველოში სთრით არტი ქაოსური და არასისტემური ხასიათისაა. ცოტაა კონკრეტული
არტისტი, რომელსაც თავისი ხელწერა აქვს და სტაბილურად ხატავს ქალაქის ქუჩებზე.
ძირითადად პულევიზატორს იყენებენ არაპროფესიონალები, რომელთათვისაც კედლები
არის სათქმელის გამოხატვის უკიდეურესი ფორმა. უიმედობა, სასოწარკვეთა, რომელსაც
უკვე სხვა მედიუმებით ვეღარ გადმოსცემ და უკანასკნელ გზას ირჩევ.
ვინ დგას რეალურად იმ ფრაზების მიღმა, რომლებიც სხვადასხვა კედელზეა დაწერილი.
„სტენდალი“ თავისი კამპანიით აჩვენებს, თუ რამხელა სიღრმე და მნიშვნელობა შეიძლება
ჰქონდეს ერთი შეხედვით რაღაც უბრალო წარწერას, რომლის ავტორიც უცნობია.
ეს იქნება ძალიან რეალისტური კამპანია და იმ ნამდვილ სთრით არტებზე აგებული,
რომელსაც ქუჩებში ვხვდებით(ძირითადად წარწერები)
არ იქნება პრიალა კამპანია და არც პარალელური რეალობა შექმნილი, რაც უმეტეს ქართულ
რეკლამებშია. ელიტარული და ბრჭყვიალა, რომელსაც ერთჯერადი ეფექტი ექნება და ზუსტად
ამიტომაც ვერასდროს ხერხდება, რომ რამე კამპანიამ რაღაც ძვები წარმოშვას და არ დარჩეს მხოლოდ
რეკლამად. როგორც წესი, საინფორმაციო ხასიათის რეკლამებია ხოლმე, იყიდე ვაშლი ნახევარ ფასად
და მორჩა. დაპიარდა ის ბრენდი ერთჯერადად და სხვა მეტი არანაირი ეფექტი. მე მინდა რეალურ
ადამინებზე საუბარი, ვისთვისაც ეს პროდუტი იქმნება იმ მიზანჯგუფს ვესაუბრო.
არ იქნება მოწოდება ან იმაზე ხაზგასმა, რომ მიდი, დახატე კედლებზე. კანონმდებლობიდან
გამომდინარე, ეგ ვანდალიზმია და მაგის წახალისებამ , შესაძლოა, ადმინისტრაციული ჯარიმაც
მიაღებინოს ამ ბრენდს. ვიმუშავებთ სუფთად, კანონდარღვევის გარეშე და ვიქნებით გულწრფელები.
არ იქნება ძვირიანი კამპანია. არ შევქმინთ ხელოვნურად რაღაც სთრით არტებს და საავტორო
უფლების გამოყენებაშიც არ დაიხარჯება ბიუჯეტი. ვაჩვენებთ ქუჩებში უკვე არსებულ სთრით არტებს,
რომელთაც უცნობი ავტორები ჰყავს. ის ადამიანი არც ელოდება და ვერ იფიქრებდა ,რომ მის
გულწრფელ(ალბათ) წარწერას ტელევიზორში აჩვენებდნენ ან ბილბორდზე გააკრავდნენ და ის
შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო.
დიდი აქცენტი იქნება ქვემოთ მოყვანილი ვიდეოების ხარისხზე. მინდა ,რომ ისინი იყოს
ფილმებივით. ძალიან მოკლემეტრაჟიანი, მაგრამ სერიოზული ნამუშევარი, რომელზეც იმუშავებდა
კინოს რეჟისორი იმიტომ,რომ უმრავლესობა ქართულ რეკლამებში იდეა კაია ხოლმე,მაგრამ
შესრულება და რეჟისურა აფუჭებს ყველაფერს(საქართველოში ეგ პრაქტიკაც ნაკლებად გვაქვს, რომ
სრულმეტრაჟიანი ფილმის რეჟისორმა რეკლამა გადაიღოს. თუნდაც ისეთი ექსპერიმენტი, რაც
გაუკეთებია ვეს ანდერსონს, სპაიკ ჯონსს. დიდ ფილმებს ვერ ვქაჩავთ, მაგრამ რეკლამას, მგონია, რომ
კარგად გადაიღებდა რამდენიმე ქართველი რეჟისორი)
კომუნიკაცია უნდა იყოს მარტივი. არა მუსია ქებურია, არამედ გაგოშა. არა სილქნეტის გაურკვეველი
ნახატები შენობებზე, რომელსაც მისი ავტორის გარდა, კიდე ალბათ სამი კაცი თუ გაიგებს.
ვიდეო 1:

ამბავი სოსოზე, რომელიც რუტინული ცხოვრებით ცხოვრობს.

სცენა I:
შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი სოსო იღებს სამზარეულოდან საჭმელს და წამოწვება
ტელევიზორის წინ

უფროსი ბევრ სამუშაოს აძლევს, თუმცა მაინც არ აწინაურებს.თავისთან სჭირდება


განყოფილებაში იმიტომ,რომ კარგად მუშაობს
სცენა II სამსახურში ლანჩზე:
უფროსი ეუბნება:
-ეს თვეც სოსო რა , მჭირდები. დავამთავროთ ეს პროექტი და მერე დაგიწერ რეკომენდაციას

სცენა III:
სოსო სახლშია და რეკავს ტელეფონზე:
-ხო, დედა, როგორ ხარ? იქით ხუთშაბათს გამოგივლი

სცენა IV:
სახლის გზაზე ჩინურ რესტორანში შეივლის და გააყოლებს ყუთით საჭმელს. წავა
სახლში,დაწვება დახტზე ტელევიზორის წინ და იქვე ჩაეძინება.

თამამშრომელი გოგო მოსწონს,სახელად ანა, მაგრამ არ იმჩნევს.


სცენა V:
ანა ჩაუვლის სამსახურში. ლამაზად აცვია, უყურებს სოსო, თუმცა ხმაამოუღებლად.
კომპლიმენტის თქმა უნდა, მაგრამ არ ეუბნება.
სცენა VI:
ერთ დილას სახლიდან რომ გამოვა, სანამ მანქანაში ჩაჯდება უცებ დაინახავს ფარეხის
კედელზე წარწერას: ‘‘სოსო, ცოლი მოიყვანე“

(იმ დღიდან უცნაური რაღაცები ხდება მის ცხოვრებაში. უცებ ყურში ჩხარუნი ესმის
ხოლმე,პულევიზატორის ქილას რომ აანჯღრევ და შიგნით ბურთულა დახტის ზუსტად
ისეთი)

სცენა VII:
მანქანით მიდის და ხედავს ქუჩაში კედელზე წარწერას:

*რეალურად ამ არსებულ კედლებს გადავიღებთ თბილისში სხვადასხავ ლოკაციებზე

სცენა VIII:
სამსახურში ფანჯრიდან გადაიხედება და ხედავს ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, ვიღაც ბავშვი,
რომელიც მასავით წითურია და ვარცხნილობაც მისნაირი აქვს, წერს პულევიზატორით:
„გადი ლანჩზე ანასთან ერთად“ , მერე კი გარბის.
სცენა IX:
უფროსთანაა კაბინეტში, როცა ეუბნება ბოსი, უცხოელი პარტნიორები ჩამოდიან ამ შაბათ-
კვირას, შენ უნდა დახვდე და დაათვალიერებინო ოფისიო. ამ დროს ყურში ისევ ის ჩხარუნი
ესმის,ფანჯრიდან იყურება და ხედავს ‘‘უთხარი,რომ ტრაკია“. გარეთ ჩანს ისევ ის ბავშვი,
ოღონდ ამჯერად ნაგლად უყურებს ამ კაცს ფანჯარაში და შუა თითს უწევს. უფროსი
მიუახლოვდება, რა იყო, რა დაინახე, სად იყურებიო, მაგრამ ეს უფროსი ვერაფერს დაინახავს.

მოკლედ, ეს იქნება ამბავი ამ კაცზე, რომელიც მარტოსულად და მოსაწყენად ცხოვრობს,


ყურში ჩაესმის ხმა და მერე ხან ქუჩაში, ხან მანქანიდან, ხანაც ფანჯრიდან ხედავს კედლებზე
წარწერებს, რომელსაც ვიღაც ბავშვი აკეთებს. ეს ბავშვი თვითონაა, ოღონდ პატარა და რასაც
წერს, მისი ქვეცნობიერია.

სცენა X:
სოსო კვირა საღამოს საქმიან შეხვედრაზე უცხოელ პარნტიორებთან ერთად რესტორანში
ზის. კუთხეში მოშორებით დგას ტელევიზორი, სადაც ფეხბურთს აჩვენებენ. სოსოს თვალი
გაურბის თამაშისკენ, მაგრამ თან კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს და საუბარში ჩაერთოს.

სცენა XI:
რესტორანს მინის შუშები აქვს ხედით ქუჩაზე. უცებ წამით დალანდავს თითქოს სოსო იმ
წითურ ბავშვს. თვალს დაძაბავს, მაგრამ უცებ ქრება და აღარ ჩანს.

სცენა XII:
სოსო უფროსის კაბინეტშია. უცებ უფროსი ფანჯრიდან იყურება და ახლა თვითონაც ხედავს
შენობის მოპირდაპირე მხარეს კედელზე წარწერას: ტრაკი ხარ.

სცენა XIII:სოსო გამოდის უფროსის კაბინეტიდან, ჩაუვლის ანას სამუშაო მაგიდას, გაუღიმებს
და ეტყვის:
-გიხდება ახალი ვარცხნილობა
ვიდეო 2:
ამბავი ქალზე, რომელიც იქნება შუახნის . 40 წლის. სათვალე უკეთია(ჩარჩოს, „აპრავის“
გარეშე), აცვია აკადემიურად, მაგრამ ცოტა ძველმოდურად და მკაცრად. ძირითადად მუქ
ფერებში. სამსახურში პირად ურთიერთობებში არ შედის. დიდ ხანს მუშაობს, ბეჯითია და
დეტალებზე ორიენტირებული.

სცენა I:
სახლიდან გამოდის 2 შვილთან ერთად პორტფელით ხელში.1 ბავშვი 10 წლისაა, მეორე 6.
აცვია ქუსლიანი(ოღონდ პატარა ქუსლით) ფეხსაცმელი. ეჩქარება, გარბის. სკოლაში უნდა
დატოვოს შვილები.ავტობუსს უნდა მიუსწრონ. დაბნეულად გარბიან, გზაში ფეხი
უბრუნდება ქალს,არ იმჩნევს, აგრძელებს სირბილს და ბავშვებზე უკიდია ხელი. მაინც
მიუსწრებს ავტობუსს(ოღონდ ძლივს)

სცენა II:
ავტობუსში ზის,უკვე მარტო. პორტფელიდან საბუთებს იღებს და იწყებს კითხვას.

სცენა III:
შედის ოფისში, სადაც ის ერთ-ერთი დიდი ფირმის კონსულტანტია. მიდის თავის სამუშაო
მაგიდასთან.

სცენა IV:
თანამშრომლებითაა სავსე ოფისი. ყველა შესვენებაზე გადის. ის კიდევ ისევ ზის თავის
მაგიდასთან თავაუწევლად. უფროსი ჩაუვლის, რაღაც საბუთს დაუდებს მაგიდაზე და
ეტყვის:
-მე შესვენებაზე გავდივარ და იქნებ საღამომდე მოასწრო ამ საბუთების დამუშავება.

სცენა V:
უფროსი იბარებს კაბინეტში, მადლობას უხდის ასეთი კარგი მუშაობისთვის, მაგრამ
შენიშვნის სახით ეუბნება, რომ, უმჯობესი იქნებოდა, როცა ახალ პარტნიორებს ხვდება,
ხანდახან გაუღიმოს ხოლმე. მას უკმაყოფილება არ დაეტყობა სახეზე, მორჩილად ისმენს,
ბრუნდება თავის მაგიდასთან და აგრძელებს ისევ მუშაობას.
სცენა VI:
მის წინ თანამშრომელი ბიუროში აწკაპუნებს კალამს. ამაზე ღიზიანდება, მაგრამ ცდილობს
ყურადღება არ მიაქციოს. 2 ჯერ გაიხედავს თანამშრომლის მიმართულებით დაძაბული
სახით, ის კი ვერ ამჩნევს და აგრძელებს წკაპუნს.

სცენა VII:
სამასხურში ძიძა ურეკავს. არ ისმის რას ეუბნება , მარგამ ისმის ამ ქალის პასუხი:
-კარგით, მესმის. კი, არაა პრობლემა. არაუშავს. მე გამოვიყვან დღეს.

სცენა VIII:
17:58. უკვე ჩანთას ამზადებს და ემზადება წამოსადგომად,როცა სამსახურის ტელეფონი
ურეკავს. 18:15-მდე ლაპარკაობს და სულ საათს უყურებს.

სცენა IX:
სკოლის ეზოს წინ სევდიანად სხედან ბავშვები და დედას ელოდებიან. გარშემო არავნაა.

სცენა X: ბავშვები სამზარეულოში სხედან და ელოდებიან დედას, რომელიც საჭმელს


ამზადებს

სცენა XI:
ღამეა, სახლიდან გამოდის. რამდენიმე ქუჩას გაივლის ფეხით და მიტოვებულ შენობასთან
მიდის.
(გარედან უკაცრიელ ადგილს ჰგავს, შეიძლება იფიქრო ,რომ იქვე ახლო-მახლო სადმე

ნაგავსაყრელიცაა)
ჩანთიდან იღებს რაღაც ფანრისმაგვარს, ოღონდ ცოტა დიდს, სანათივით, დგამს და უცებ
მკრთალ შუქზე ოდნავ გამოჩნდება გამოსახულება. გარშემო სულ ნახატებია.
აიღებს პულევიზატორს და აგრძელებს ნახატის ხატვას იქიდან, საიდანაც გაჩერდა.

კედლები იქნება სავსე ფრაზებით, თუ როგორ ვერ იტანს უფროსს ‘‘მართებულია და

კარგიც,რომ გძულდეს შენი ბოსი‘‘

‘‘კონსულტანტებს ყოველთვის არ გვეღიმება‘‘,


ასევე,კედლებზე ეხატება თანამშრომლების კარიკატურები.

(უნდა იყოს კონტრასტი მის ყოველდღიურ ცხოვრების სტილსა და ამ გრაფიტებს შორის.


მომთმენი, ბეჯითი და თავშეკავებული ქალიდან თამამ , აგრესიულ და მეამბოხე სტრით
არტებზე გადასვლა)
ვიდეო 3:
როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ლაპარაკი რომ არ შეგვეძლოს და კომუნიკაცია
პულევიზატორის საშუალებით მოგვეხდინა.

სცენა I:
ქუჩის კადრები.როგორ დასეირნობს ხალხი. ლაპარაკის ხმა არ ისმის, სიწყნარეა. ისმის
მხოლოდ მანქანების და ჩიტების ხმა. ქუჩებში სიმშივდე იგრძნობა და ამ ტიპის წარწერებია
კედლებზე:(კამერა მონაცვლეობით აჩვენებს სხვადასხვა კედელს)
სცენა II:
ქუჩაში მიდის 2 ტიპი. ერთს უნდა მეორეს ჰკითხოს რაღაც, უყურებს ჯერ ჩაფიქრებული
სახით, მერე კი ჯიბიდან იღებდეს პულევიზატორს, მიდის კედელთან , იქ უწერს გვერდით
მდგომ მეგობარს ‚‘‘ჰა, ხომ არ გვეჭამა?‘‘, მეგობარი , თავის მხრივ, თავის პულევიზატორს
ამოიღებს და მიუწერს: „კი, მაგრად მშია“

(ყველა ადამიანი ატარებს ჯიბით პატარა პულევიზატორს).

სცენა III:
ბავშვები თამაშობენ ეზოში, უნდათ რომ თავიანთი მეგობარი გუგაც შეუერთდეს. მიდიან
გუგას სახლთან.( ძახილით ვერ ეძახიან, პირიდან ხმა არ ამოსდით. ამ ამბავში ხო ადამიანებს
ლაპარაკი არ შეუძლიათ.) ჯიბიდან ამოიღებს ერთი ბავშვი პულევიზატორს. შეანჯღრევს
ქილას. შიგნით ბურთულა დაიწყებს ჩხარუნს, მკვეთრი და მაღალია ის ხმა, რომელსაც
პულევიზატორის ბურთულა გამოსცემს.

სცენა IV:
ამ ხმაზე გუგა გამოიხედება , მერე ეს ბავშვი გუგას სახლის ქვემოთ წერს : „ჩამოხვალ
ეზოში?“ გუგა თავს უქნევს და სწრაფად უჩინარდება აივნიდან.

ბანერები ბილბორდებზე :

განთავსდეს ისეთ ადგილებში, სადაც ხშირია საცობები და ჰკიდია დიდი ბილბორდები.


ასევე მაქსიმალრუად ხალხმრავალ ადგილებში.
სააკაძის მოედანზე მერიასთან, ვაკეში, სტამბას წინ რუსთაველის მეტროს მიმართულებით
კედელზე უზარმაზარი სარეკლამო ადგილია.*
*თითოქოს არაა ტრენდი მსგავსი აბრები, სარისკოა, მაგრამ მგონია, გაამრთლებს. იქნება ძალიან
უცხო,განსხვავებული, თამამი, ნამდვილი და სულ ინსაითებია რაც მანდ წერია. ეგრევე არტყამს
ემოციებში და ყველანაირი ტიპისთვისაა.

პირველად შეიძლება გაიფიქრო, ასეთი ბილბორდის ჩამოკდიება არ შეიძლებაო, მაგრამ რომ


დაუკვირდე , არანაირ კანონდარღვევას არ შეიცავს, არც კონკრეტული
მოწოდებებია(მაგალითად,დავამხოთ მთავრობა), არც უცენზურო არაა არაფერი. ძალიან ბეწვის ხიდზე
გადის, მაგრამ წარმატებით.

ბონუს იდეები. 2 კამპანია შეუძლია ააწყოს


‘‘სტენდალმა‘‘.ესაა მეორე კამპანიის იდეა: 
ვიდეო 1 :
ამბავი მოხუც, აბეზარ ცოლ-ქმარზე.

სცენა I: მეზობლის ბავშვები თამაშობენ ბურთს მათი სახლის წინ. ისმის ჟრიამული. ბებერი
ქალი გამოვარდება, აღებს ფანჯარას, უყვირის ბავშვებს, რომ სხვაგან ითამაშონ.
სცნეა II : მოხუცი კაცი ზის ეზოში, უცებ გადმოვარდება ბურთი, რომლითაც ღობის იქით
ბავშვები თამაშობდნენ. იღებს ეს კაცი ბურთს, დაჭრის და ისე გადაუგდებს ბავშვებს.
ისმის ხმა, თუ როგორ დაუშენენ ბავშვები კარს კენჭებს და გაბრაზებულები დატოვებენ
იქაურობას.
სცენა III: სასეირნოდ გამოდის გარეთ ცოლ-ქმარი. ხელკავით, ნელი ნაბიჯებით მიუყვებიან
გზას. ძალიან მოხუცები არიან, უჭირთ სიარული. კაცი ჯოხს ეყრდნობა. ისინი ამჩნევენ, რომ
მათი ფანჯრების წინ უცხო მანქანა აყენია, ვიღაცამ არასწორად დააპარკინგა. უკმაყოფილო
სახე აქვთ. კაცი უახლოვდება მანქანას და ჯოხს ურტყამს. ჩაირთვება სიგნალიზაცია.
გამოხედავს პატრონი და ეს კაცი ეტყვის მკაცრად და უჟმურად, რომ სხვაგან გადააყენოს
მანქანა.
სცენა IV: თოვლია. ბავშვები გუნდებს უშენენ ამ ცოლ-ქმრის ეზოს.
სცენა V: ბავშვები ეზოში კლასობანას თამაშობენ. ცოლ-ქმარი მაღაზიიდან შინ ბრუნდება.
დაინახავენ ბავშვები და გარბიან.
სცენა VI: ქალი მარტო გამოდის ჭიშკრიდან. ქმარი აღარ ახლავს. სახე ჩვეულებრივზე უფრო
მეტად მოწყენილი აქვს. ახლა უკმაყოფილებაზე მეტად, მის სახეზე სევდა ჭარბობს. ბავშვები
ეზოში წუწაობენ. ამ ქალის დანახვაზე მიმოიფანტებიან, მაგრამ ქალი არ აქცევს ყურადღებას.
ბავშვები შორიდან აკვირდებიან ცოტა გაოცებულები,რომ ეს ქალი საერთოდ ზედაც არ
უყურებს.
სცენა VII: ბავშვები პოლევიზატორით რაღაცებს ხატავენ ამ ქალის სახლის
ღობეზე(იმიტომ,რომ მთელ ქუჩაზე ღობიანი სახლი მარტო ამ მოხუცი ცოლ-ქმრისაა. კადრში
ჩანს ეგ, რომ გამორჩეული ღობეა დასახატად)
ქალი ფანჯარას აღებს, ბავშვები შეშინებულები გარბიან. ქალი ბერტყავს ძველებურ მამაკაცის
კოსტიუმს, კეტავს მერე ფანჯარას და შებრუნდება ისევ სახლში. ბავშვებს ისევ არ მიაქცევს
ყურადღებას.
სცენა VIII: ტელევიზორთან ზის მოხუცი ქალი მარტო. კედელზე ქმრის სურათი კიდია.
მოუკვდა ცოტა ხნის წინ ქმარი.
სცენა IX : ქალი გამოდის გარეთ, ახლა უკვე ჯოხით ხელში. ბავშვები ისევ რაღაცას ხატავენ
და ამის დანახვაზე შიშიგან გაიქცევიან. ქალი მიდის კედელთან, ჩერდება, უყურებს.
ყვავილები ხატია, ოღონდ დაუსრულებელია ზოგან გვირილის ფურცლები. სახეზე არც
კმაყოფილება ეტყობა, მაგრამ არც ბრაზი. შეტრიალდება და გააგრძელებს გზას.
სცენა X : ფანჯარიდან იყურება ქალი. ეზოში არავინაა. აღარ თამაშობენ ბავშვები. სიწყნარეა.
სცენა XI: სახლში ბრუნდება ქალი ჯოხით ხელში. ჩაუვლის იმ კედელს , რომელზეც
რამდენიმე დღის წინ ბავშვები ხატავდნენ. ნახატი ისევ ისეა, ხელუხლებელი და
მიტოვებული
სცენა XII: ქალი გამოდის სახლიდან, ისევ იმ კედელს ჩაუვლის. არაფერი სიახლე. მერე
ხედავს გვერდით ქუჩაზე შეკრებილ ბავშვების ჯგუფს, რომელიც რაღაცას ხატავს
პულევიზატორით სხვა კედელზე.
სცენა XIII: ქალი სახლში ბრუნდება. ხელში საყილებით სავსე პარკი უჭირავს, საიდანაც
მოჩანს ხილი, ბოსტნეული. მერე მიდის ისევ თავის ღობესთან, ჩანთას გახსნის და იქიდან
პულევიზატორებს ამოიღებს და დააწყობს დაუმთავრებელი ნახატის ქვემოთ.
სცენა XIV: ფანჯრიდან , ფარდას ამოფარებული, ხედავს ქალი,როგორ აგრძელებენ ბავშვები
ხატვას და შებრუნდება ისევ ოთახში.
სცენა XV: ლოგინში წევს ქალი. უჭირს ადგომა. მერე წამოდგება როგორღაც, ძლივ-ძლივობით
გაემზადება, ჩაიცვამს და გადის გარეთ. გავა თუ არა ეზოდან , გამოჩნდება კედელზე
დასრულებული ნახატი. მიუახლოვდება და ხედავს ბავშვებს დაუხატიათ ორი მოხუცი
ზურგიდან ხელკავით, კაცი ჯოხს ეყრდნობა და მიუყვებიან ყვავილებით(გვირილებით
მოფენილ გზას-ეგ ის ყვავილებია, რომელიც IX სცენაში ვერ დაასრულეს ბავშვებმა)
ქალს აუცრემლიანდება თვალები და იღიმის.
ვიდეო 2:

ვიდეო თბილისის ქუჩებში. იქნება რეალური კადრები, ძითითადად ხალხმრავალი


ადგილები, მეტრო, ბაზრობა, გაჩერებები. ხარისხი გამოსახულების არ იქნება ძალიან
მაღალი და არც სტაბილიზაცია უნდა იყოს სრულყოფილი. ეს გაამძაფრებს ვიდეოს
აუთენტურობასა და ნატურალურობას. სწრაფი, დინამიკური კადრები.(კაიაკატას მუსიკა რომ
დაედოს, კარგად გაიყიდებოდა) ყველაფერი ნამდვილია და ამ ნამდვილი სცენების ფონზე,
ალაგ-ალაგ ჩანს ლამაზად დახატული კედლები, რომელიც ფოტოშოპით ჩაისმება.
არქიტექტურული იერსახე დარჩება თბილისის ძველებური, ყველაფერი ისეთი,როგროიცაა,
უბრალოდ რამდენიმე ადგილას ხელოვნურ ილუზაის შევქმნით,რომ თითქოს იმ ადგილას,
მართლა რამე ხატია. იმდენად ნამდვილს უნდა ჰგავდეს, რომ მეორე დღეს იქ რომ ჩაივლიან,
მართლა სთრიტთ არტს ელოდებოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ესთეტიკა უნდა იყოს
ისეთი,როგორიც თბილისის ქუჩებშია. არ ვალამაზებთ ხელოვნურად და რაც შეიძლება
ნაკლები დადგმულის ასოციაცია უნდა შექმნას.

MOOD იქნება დაახლოებით ასეთი, როგრიც ჩემს გადაღებულ ვიდეოშია:

Nucaurbanvideo.mp4

და ფოტოშოპით ჩასმაზე ეს გამახსენდა, მაგრამ აქ ძალიან უტრირებულადაა:

https://www.youtube.com/watch?v=uvmQfn5PsAI
კამპანია ფეისბუქზე:

მაგალითად, მარკეტერი დადებს ფოტოს,რომელზეც იქნება გამოსახული თბილისის ქუჩის


ერთ-ერთი კედელი. ბენქსისეული რამე ორიგინალური, მასშტაბური სთრით არტით და
იკითხავს:
-როგორ მოგეწონათ დღეს მელიქიშვილზე ახალი სტენსილი?
სინამდვილეში, არანაირი ახალი სტენსილი არ არსებობს.
ამ კამპანიამ უნდა გამოიწვიოს ფოტოზე გამოსახული სთრიტ არტით აღფრთოვანება და მერე
ადგილზე მისულს უნდა დაეუფლოს იმედგაცრუება,რომ , მართლა რა კარგი იქნებოდა,
ასეთი სტრით არტი რომ გვქონოდა.
მარკეტერის მსგავსად, პერმანენტულად სხვადასხვა ფაბლიქ გვერდები და ინფლუენსერები
გაავრცელებენ ასეთ ‘‘ფეიქ ფოტოებს‘‘

კაპმანია ინსტაგრამზე:

ინსტაგრამზე გაკეთდება ჩარჩოები, ეფექტები. გადაუღებ რამე კედელს ფოტოს და ჩასვამს


თავისით იმ კედელზე სთრით არტს.

სხვა სახის აქტივობები:

ძალიან კარგი სთრით არტისტი გვყავს გაგოშა, რომელსაც არ იცნობს ფართო აუდიტორია.
ძალიან ბერვი ნამუშევარი აქვს გაკეთებული და ცოტამ თუ იცის,რომ მისი ავტორობითაა.
წამოვწიოთ გაგოშა. მაგალითად, Movement-ს სიუჟეტი გავაკეთებინოთ მასზე. რომელი
ონლაინ გამოცემებიც მეტად წაკითხვადია, იმათ დავადებინოთ რამდენიმე სტატია. ეს
გაგოშა ძალიან უბრალო ტიპია და თითქმის არასდროს ჩნდება სადმე. ბევრჯერ წაუშლიათ
კრიტიკულობის გამო მისი ნამუშევრები.
P.S.
არანაირ პირდაპირ კავშირში არაა ახლა ამასთან, მაგრამ ბევრი წელია მიტრიალებს თავში
ფილმის სცენარივით.
დემურ სტურუამ რომ დატოვა სიკვდილის წინ წერილი: დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა
ვქნა. მერე ქუთაისში ვიღაცამ ეგ წარწერა კედელზე გადმოიტანა. პოლიციელების ზეწოლას
რომ ვერ გაუძლო, გემახსოვრება და თავი მოიკლა.

ეგ ფრაზა ცალკე აღებულიც კი : ‘‘დედა , დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა‘‘ უკვე კინოა,თითქოს.

არ ვიცი რამდენად სწორი იქნებოდა პულივიზატორის ბრენდს რომ დაეფინასებინა ფილმი


მაგაზე,(ძალიან არაპოლიტკორექტულია,მგონი)მაგრამ რაც ეს დავალება მომეცი, ისევ სულ
მაგ ფილმის სცენარის იდეა მიტრიალებს თავში.

მოკლემეტრაჟიანი იქნებოდა. პათეტიკის გარეშე. უბრალო, ერთი ჩვეულებრივი ქუთაისელი


ბიჭის ისტორია, რამდენიმე სცენა(არ იქნებოდა ხაზგასმა იმაზე , თუ როგორი საწყალია ან
ღარიბია, არ მინდა მორალის კითხვა)

მერე რამდენიმე სცენა, სადაც გამოჩნდებოდა პოლიციის მხრიდან ზეწოლა.

ფილმის ბოლოს ბიჭი ღამე მივა კედელთან, პულევიზატორს იღებს და რაღაცას წერს. არ ჩანს
რას წერს. მეორე დილით, როცა იგებენ ,რომ დემური მოკვდა,(არც თვითმკვლელობის სცენა
არ უნდა ჩანდეს) გამოჩნდებოდა ბოლო კადრად ცარიელ კედელზე წარწერა : ‘‘დედა, დარჩი
მარტო, მაგრამ, რა ვქნა‘‘ და მორჩა, ფილმის დასასრული.

ბენქსი არ გყავს ჩვენ, არც დენიელ ბლეიქი(კენ ლოუჩის ფილმი გეცოდინება), მაგრამ იყო
დემურ სტურუა მაგ პოეტური ფრაზით: ‘‘დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა.‘‘
ქუცა, ამიყვანე
სტაჟირებაზე.

ეს მარტო 1 კვირის
იდეებია

You might also like