Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხარისხიან განათლებას

მხოლოდ კერძო სკოლები იძლევა, ამიტომ საჭიროა საჯარო


სკოლების რაოდენობის შემცირება. მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ
დებულებას და ქვემოთ მოყვანილი არგუმენტებით შევეცდები
გავამყარო ჩემი აზრი.

დღეს, 21-ე საუკუნეში, განათლებას საკმაოდ დიდი ადგილი


უჭირავს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში: იგი
თვითრეალიზების, წარმატებული მომავლის საწინდარია. როგორც
ასეთი, განათლება პრიორიტეტულია და მრავალი ცდილობს მისი
მეშვეობით დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში.აღსანიშნავია, ის
დაწესებულებანი, რომლებსაც პიროვნების ერუდირება უდევს
საფუძვლად. ?( აქ აზრი არაა დამთავრებული)ერთ-ერთ ყველაზე
ეფექტურ და დიდხნიან სწავლის კურსს მოზარდები(1) სკოლაში
გადიან(2), რომელსაც ძირითადად სახელმწიფო სთავაზობს.
თუმცა, ამავდროულად, არსებობენ კერძო თვითმმართველობის
ქვეშ მყოფი დაწესებულებები, რომლებსაც საზოგადოება უფრო
მეტად ენდობა. სკოლის არჩევანი საკმაოდ სადებატო საკითხია,
ვინაიდან და რადგანაც, ეს ის ადგილია, სადაც მოზარდი
ინტელექტუალურად, პიროვნულად იზრდება. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია,ამ მხრივ, რამდენად კარგად არის
უზრუნველყოფილი კერძო თუ საჯარო სკოლები და არის თუ არა
ნამდვილად საჯარო სკოლების შემცირება საჭირო.

უპირველეს ყოვლისა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი


კრიტერიუმი, რომელიც სკოლას უნდა გააჩნდეს, თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი, მაღალკვალიფიცირებული
პედაგოგების ყოლაა. სამწუხაროდ, ქვეყანაში აღნიშნული
პედაგოგების დეფიციტია. შესაბამისად, საშუალო განათლების
მქონე პედაგოგი ვერ უზრუნველყოფს სრულ სწავლების კურსს.
ამას ისიც უნდა დაერთოს, რომ ბევრი თავის მოვალეობას
მოტივაციის, ყურადღების გარეშე ასრულებს. საჯარო სკოლებში
სწორედ ასეთი მასწავლებლების არსებობამ განაპირობა
საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება. სკოლებში ასეთ
სიტუაცია უყურადღებოდ რჩება, რაც ნეგატიურად აისახება
ბავშვების თვითგანვითარებაზე. ჩემი აზრით, ხარისხიანი
განათლების მიღება ყველგანაა შესაძლებელი, მთავარია მოზარდს
შესაბამისი პირობა და მოტივაცია მიეცეს.

ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შემიძლია


ვთქვა, რომ მე ნაწილობრივ ვეთანხმები ზემოთ მოყვანილ
მოსაზრებას.

You might also like