Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ამოცანები

ფლეტლანდია და n- განზომილებიანი სივრცეები

1. ფლეტლანდიელები ცხოვრობენ 2–განზომილებიან სიბრტყეში.


შეუძლიათ თუ არა ფლეტლანდიელებს სარკულად ასახონ
ერთგანზომილებიანი ობიექტი, მაგალითად, ისარს შეუცვალონ
მიმართულება?

2. შეუძლიათ თუ არა ფლეტლანდიელებს სარკულად ასახონ 2–


განზომილებიანი ობიექტი, მაგალითად ფლეტლანდიური
მარჯვენა ფეხსაცმელი გარდაქმნან მარცხენა ფერსაცმელად.

3. შეგვიძლია თუ არა ჩვენ, 3 განზომილებაში მცხოვრებლებს,


სარკულად ავსახოთ 2–განზომილებიანი ობიექტი, მაგალითად
ფლეტლანდიური მარჯვენა ფეხსაცმელი გარდავქმნათ მარცხენა
ფეხსაცმელად.

4. დავუშვათ თქვენ საშუალება გაქვთ მეოთხე განზომილებაში


გასვლის. მოიფიქრეთ რაიმე ბიზნეს–იდეა (სახუმარო) ამასთან
დაკავშირებით. (ლექციაზე, მაგალითად, ჩვენ განვიხილეთ
იაპონური მარჯვენა საჭიანი მანქანების მარცხენა საჭიანად
გარდაქმნის იდეა.)

5. აღწერეთ რას დაინახავს ფლეტლანდიელი (რომელიც ცხოვრობს 2–


განზომილებიან სიბრტყეზე), თუ 3–განზომილებიანი სივრციდან
მოსული სფერო გაკვეთავს და გაივლის ფლეტლანდიას.

6. ფლეტლანდიას კვეთს უსასრულო კონუსი. აღწერეთ რა


განსხვავებული მრუდები შეიძლება დაინახოს ფლეტლანდიელმა.
7. 4–განზომილებიანი სივრციდან მოსულ არსებას შეუძლია აიღოს
ჩვენი ბურთი და ამოატრიალოს იგი შიგნიდან გარეთ (ბურთის
გაჭრის გარეშე). რა ანალოგიური „სასწაულის“ ჩატარება
შეგიძლიათ თქვენ (რომელიც 3–განზომილებაში ცხოვრობთ)
ფლეტლანდიის მოსახლეობისათვის?

8. პოლიციამ დაგვადო ხელბორკილები. შეგვიძლია თუ არა თავი


გავითავისუფლოთ თუ მეოთხე განზომილებაში გასვლა
შეგვიძლია? შეგვიძლია თუ არა რკინის ჯაჭვის გახსნა? რა იქნება
ამის ფლეტლანდიური ანალოგი?

9. ფლეტლანდია II -ში ბრტყელი არსებები ცხოვრობენ სფეროზე.


ნახევარი სფერო ეკუთვნის ფლეტლანდია II-ის მეფეს. მას სახლი
აქვს ამ ნახევარსფეროზე ცენტრში. მეფემ დათვალა ამ სამეფო
მამულის გარშემოწერილობა და გაყო მიღებული რიცხვი ამ
მამულის დიამეტრზე. მიიღებდა თუ არა მეფე დაახლოებით 3.14–ს,
თუ მათ თავიანთი ფლეტლანდიური  აქვთ? რა საზღვრებში
შეიძლება მერყეობდეს ეს შეფარდება?

10. რას ეწოდება დიდი წრეწირი სფეროზე? რას უდრის დიდი


წრეწირის რადიუსი.

11. აჩვენეთ, რომ ნებისმიერი ორი დიდი წრეწირი სფეროზე


გადაიკვეთება.

12. სამკუთხედის კუთხეების ჯამი (სიბრტყეზე) არის . მტკიცდება,


რომ სფერული სამკუთხედის კუთხეების ჯამი () ყოველთვის
მეტია –ზე. უფრო ზუსტად, თუ სფეროს რადიუსი ერთის ტოლია,
მაშინ:  =  + S, სადაც S არის სამკუთხედის ფართობი.
შეამოწმეთ ეს ტოლობა რომელიმე სფერული სამკუთხედისთვის.
(სფეროს ფართობის ფორმულაა 4r2.)

13. (ძლიერი ჯგუფისთვის) ერთგანზომილებიანი „კუბი“ ეს არის


წრფის მონაკვეთი. ორგანზომილებიანი „კუბი“ (რაც არის
კვადრატი) მიიღება თუ მონაკვეთი გადაადგილდება
პერპენდიკულარული მიმართულებით მისი სიგრძის ტოლ
მანძილზე. როგორ განვსაზღვროთ სამგანზომილებიანი
(ჩვეულებრივი) კუბი? როგორ განვსაზღვროთ 4–განზომილებიანი
კუბი? რამდენი „წახნაგი“ ექნება 4–განზომილებიან კუბს?

14. ( ძლიერი ჯგუფისთვის) დაამტკიცეთ, რომ სფერული


სამკუთხედის ფართობი ერთეულოვან სფეროზე (სფეროს რადიუსი
უდრის ერთს) არის , სადაც , , და  სამკუთხედის
კუთხეებია.

15. (ძლიერი ჯგუფებისთვის) რას უდრის სფერული ოთხკუთხედის


კუთხეების ჯამი?

You might also like