Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

კონსპექტბარათი #2

სტუდენტი: გიორგი მირზიკაშვილი

თარიღი: 16/10/2020

თემის დასახელება: ლიტერატურის მოძიება;

კველვისთვის აუცილებელია, რომ მოვიძიოთ მასალა, რომელიც იქნება


აუცილებლად დაგეგმილი და პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვები: რას ვეძებ? სად
ვეძებ? რისთვის ვეძებ? როგორ ვეძებ? სად ვეძებო ინფორმაცია? და ა.შ. . თუ ავირჩიეთ
თემა, რომელიც ეხება კომპიუტერულ თამაშებს, მაშინ უკეთ რომ გავიგოთ თემის არსი ,
თუ რა ზეგავლენას ახდენს ვირტუალური სამყარო მოზარებზე, შემდეგი სიტყვები უნდა
გამოვიყენოთ: ბავშვი, ქცევა, სტრესი, ვირტუალური სამყარო და ა.შ. .

წყაროების ძიება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კარგი კვლევის აგებისთვს,


რადგან ფაქტობრივად მასზე დაფუძნებულია ნაშრომი და მის სანდოობაზეა
დამოკიდებული ნაშრომის დადებითი თუ უარყოფითი შედეგი. იმისათვის, რომ კვლევა
იყოს სწორი სქემისკენ მიმართული, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის სანდოა, რაშიც
გვეხმარება წყაროების ტიპები, კერძოდ: პირველწყარო, მეორადი წყარო,
მესამეხარისხოვანი წყარო. პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვიპოვოთ პირველწყარო, რაშიც
გვეხმარება ცხოვრებისეული ჩანაწერები, დღიურები, ფილმები, ნაწარმოებები,
სახელმძღვანელოები და ა.შ. . მეორადი წყაროს მოძება უკვე პირველაწყაროზე
დაყრდნობით ხდება და ის იკვლევს ამ წყაროდან მოპოვებულ სანდო მასალას.
მესამეხარისხოვანი წყარო უკვე ზოგად წყაროებშ ითველბა და ის უკეთ გვემარება
ნაშრომის არსის გაგებაში, ის მოიცავს ენციკლოპედიასა და ლექსიკონს.

თემის დასახელება: ბიბლიოგრაფია;

როდესაც ვიწყებთ სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობას, მისი ერთ-ერთი გადამწყვეტი


და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის წყაროს დამოწმება, რომელიც მოიცავს ისეთ
მოქმედებას, როდესაც წყაროს მოპოვებისას ბოლოში ან თავში ვუწერთ მის წარმოშობას,
კერძოდ: სახელმძღვანელოს სახელს, მისი გამომცემლობის სახელს, გამოშვების თარიღს,
ავტორის სახელსა და გვარს და ამონარიდის გვერდის ნომერს. შედეგად კი იღებთ იმას,
რომ ჩვენ თვიდან ვიილებთ პლაგიატს და მკითხველსაც ვუმარტივებთ მის პოვნას.

პლაგიატის თაიდან ასაცილებლად ასევე საჭიროა, რომ წყარო მივუთითოთ


ციტატის მოყვანის, პერიფრაზის, მონიშვნის, ფოტო ან ვიდეო მასალის გამოყენების,
ფაქტებისა და სტატისტიკური მონაცემების გამოყენების დროს.

თემის დასახელება: წყაროების სანდოობა;

წყაროების მოძიების დროს სისტემატიზაციაც ერთ-ერთი მთავარი საკითხია და


შეიცავს სხვადსხვა სახეობებს, კერძოდ: ჟურნალი, კრებული, მონოგრაფია,
სახელმძღვანელო, მოხსენება, დისერტაცია, გაზეთები და ენციკლოპედია.

მისი შეფასების დროს ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს როგორიცაა,


მაგალითად: წყაროს წარმომავლობა, ციტირების მაჩვენებელი თუ გამომცემლის როლი.
მოძიებული მასალის სანდოობას განსაზღვრავს: დამოწმებული წყარო, ბიბლიოგრაფია,
წყაროს სტრუქტურა და საკველევი თემა. ასევე მნიშვნელოვანია წყაროს ძიებისას
ყურადღება სანდოობასა და შესაბამისობას მიექცეს.

You might also like