Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

მენეჯერული ეკონომიკა (კონსპექტი)

1. მოთხოვნის მრუდი და მისი აგების ეტაპები


ფირმის ქცევა ბაზარზე მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული მის პროდუქციაზე მოთხოვნასთან.
საქონელზე მოთხოვნის განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდიკა არსებობს: 1) როცა მენეჯერები ძველ
მაჩვენებლებს ეყრდნობიან და მათ ინტუიციურად აკორექტირებენ; 2) იყენებენ რთულ მათემატიკურ
მოდელებს. მოთხოვნის მრუდის აგება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. I შემთხვევაში მენეჯერი
ქვეცნობიერად მოქმედებს, მეორის დროს კი შემდეგნაირად:
• განსაზღვრავს ძირითად ცვლადებს, რომელზეც ფირმის პროდუქციის მოთხოვნაა
ჩამოყალიბებული
• დროის განსაზღვრულ პერიოდში მისთვის საინტერესო ცვლადების დინამიკას
აანალიზებს
• ირჩევს ტოლობას, ანუ ფუნქციას იმ ცვლადებისა, რომელიც მოთხოვნას განსაზღვრავს
• აწარმოებს რეგრესიულ ანალიზს - იყენებს ეკონომეტრიკულ ტოლობას მიღებული
შედეგების ინტერპრეტაციისთვის
დავუშვათ რომ ჩვენი საკვლევი ობიექტია მაცივრებზე მოთხოვნა. დავუშვათ რომ მასზე სამი
ცვლადი ახდენს გავლენას. პროდუქტის ფასი P, მომხმარებელთა შემოსავალი I, რეკლამა A, მაშინ ამ
პროდუქციაზე მოთხოვნის ტოლობა იქნება:
𝑄𝑑 = 𝑓(𝑃, 𝐼, 𝐴)
აქედან, მომხმარებლის შემოსავლებსა და რეკლამაზე დანახარჯების ზრდა იწვევს მოთხოვნის ზრდას,
დამოკიდებულება პირდაპირპროპორციულია, ხოლო ფასის ზრდა იწვევს მოთხოვნის შემცირებას,
დამოკიდებულება უკუპროპორციულია.
არსებობს ინფორმაციის მოპოვების აქტიური და პასიური მეთოდი. პასიური მეთოდი
გულისხმობს წინა პერიოდის ინფორმაციის მოპოვებას და ცხრილის აგებას. ასევე მოთხოვნის
განსაზღვრას მოსახლეობის ჯგუფების ან რეგიონების მიხედვით დროის გარკვეული მომენტისთვის.
აქტიური მეთოდი კი მოიცავს: ლაბორატორიულ ექსპერიმენტს, ინტერვიუს ან გამოკთხვას, საბაზრო
ექსპერიმენტს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება წრფივი (1) და არაწრფივი (2)
ტოლობების აგება:
(1) 𝑄𝐷 = 𝑏0 + 𝑏1 𝑃 + 𝑏2 𝐼 + 𝑏3 𝐴 (2) 𝑄𝐷 = 𝑏0 + 𝑏1 𝑃 + 𝑏2 𝐼 + 𝑏3 𝐴
საბოლოოდ შესაძლებელია გრაფიკის აგება:

1
2. საშუალო მუდმივი და საშუალო ცვალებადი დანახარჯების კიბისებური ცვლილება
სხვადასხვა სახის მუდმივ დანახარჯებს „მუდმივობის ხარისხი“ ყოველთვის ერთნაირი არ აქვთ.
ვთქვათ რაიმე ფირმა სრულად ფარავს მოთხოვნას პროდუქციაზე, თუმცა ავტოპარკი მხოლოდ
საშუალო დატვირთვას უძლებს, და ამასთან, ძირითად შენობაში ადგილის უქონლობის გამო საჭიროა
საწყობის არენდით აღება. მთლიანი მუდმივი დანახარჯების (TFC) მრუდი მიიღებს კიბის ფორმას.
სინამდვილეში ეს დანახარჯები მუდმივია მხოლოდ ერთეული საფეხურის საზღვრებში. წარმოების
გაზრდისას იზრდება საფეხურების რაოდენობა, წარმოიქმნება წყვეტა AFC მრუდზე:

TFC

Q
P
AFC

Q
ამრიგად, დანახარჯები, რომლებიც მიღებულია, როგორც მუდმივი, ხშირად ავლენს ცვალებად
ხასიათს.
ამავდროულად ცვალებადი დანახარჯების ნაწილი შეიძლება გამოვლინდეს როგორც მუდმივი.
მაგალითად, სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელფასი მიეკუთვნება ცვალებად დანახარჯებს, მაგრამ
დამატებითი ერთი გამყიდველის დაქირავებისას, მეწამეს ფაქტობრივად საქმე აქვს მუდმივ
დანახარჯებთან, რადგან გამყიდველის ხელფასი ფიქსირებულია, რა რაოდენობის პროდუქტიც არ
უნდა გაყიდოს.

P P

Q Q

2
3. პირდაპირი და არაპირდაპირი დანახარჯები
მაგალითად პერანგის შეკერვისას იხარჯება ქსოვილი, მკერავებს უხდიან ხელფასს, ცვდება
საკერავი მანქანები - ეს პირდაპირი დანახარჯებია. სხვა დანახარჯები, რომლებსაც ერთობლივს, ანუ
არაპირდაპირ დანახარჯებს უწოდებენ, რთულია მივაკუთვნოთ რომელიმე კონკრეტულ საქონელს.
ამასთან დაკავშირებით ორ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: 1) არაპირდაპირი დანახარჯების
არათანაბარი გადანაწილებით მოგების მაქსიმიზაციის თეორიული მოდელი ვერ მიიღება და
შეცდომებს აქვს ადგილი. 2) დანახარჯების მართვის ეფექტურობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო
მეტი ერთობლივი დანახახარჯის გადაყანაა შესაძლებელი პირდაპირ დანახარჯებში.
მნიშვნელოვანია დანახარჯების გადანაწილება. ვთქვათ, საბითუმო სავაჭრო ფირმაში
მიღებულია გასდაკლების სისტემა, მსხვილი კლიენტები იხდიან 20% პროცენტით ნაკლებს, ვიდრე
პრაის ფურცელზე მითითებულისა, შედარებით მცირე მოცულობის შესყიდვის შემთხვევაში 10% და
ა.შ. მანამ სანამ ფირმა არ შეეხება საცალო მოვაჭრეებს, რომლებიც ფასდაკლებით ვერ სარგებლობენ.
თუ დანახარჯების აღრიცხვა შეკეთებაზე, გაყიდვაზე, დოკუმენტაციის გაფორმებაზე და სხვა
ოპერაციებზე არ იქნება გადანაწილებული მყიდველთა ჯგუფებს შორის, შეიქმნება წარმოდგენა, რომ
ყველაზე მომგებიანია საცალოდ მოვაჭრე კლიენტი. შესაძლებელია, ერთობლივი დანახარჯების
გადატანა პირდაპირ საცალო დანახარჯებში აღმოჩნდეს წამგებიანი და უმჯობესია მისგან თავის
არიდება.

4. დაუბრუნებელი დანახარჯები და მმართველობითი გადაწყვეტილება


ვთქვათ, ფირმამ რაღაც პროდუქტების გამოშვებაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც თავიდან
საიმედო ჩანდა, შეიძინა ნედლეული და მოწყობილობები. შემდეგ კი გაიგო რომ ამ პროდუქტზე
მოთხოვნა არ იქნება. როგორ უნდა მოიქცეს ფირმა, რომელსაც უკვე გაწეული აქვს აღნიშნული
დანახარჯები? არსებობს დაუბრუნებელი დანახარჯები ex ante და უკვე საბოლოოდ დაუბრუნებელი
დანახარჯები ex post. ex ante არ აძლევს ფირმას იმის საშუალებას, რომ მიატოვოს ერთი საქმე მეორის
ნაცვლად, რომელსაც ახლახანს გამოუჩნდა ნამდვილი ალტერნატივა. მათ ხშირად გადართვის
დანახარჯებსაც უწოდებენ და აუცილებელია მათი გათვალისწინება მომავლისათვის. გადართვის
დანახარჯები დანაკარგების და მოგების ის შემთხვევებია, რომელიც გეგმების ცვლილებებისას
წარმოიქმნება. რაც შეეხება ex post ის იგნორირებული უნდა იქნას, რადგან წარსულს მიეკუთვნება და
მისი დაბრუნება შეუძლებელია. ფირმამ კი შეიძლება გააგრძელოს პროდუქტის გამოშვება მხოლოდ
იმიტომ, რომ მის შემუშავებაზე თანხაა დახარჯული. დაუბრუნებელ დანახარჯებს გაურკვევლობასა
და რისკამდე მივყავართ, ის უნდა იქნას იგნორირებული გადაწყვეტილების მიღებისას, თუ იგი
ნამდვილად დაუბრუნებელია.

5. წმინდა კონკურენტული მოდელი


კონკურენციის მთავარი პირობაა: 𝐹 = 𝑀𝑅 = 𝑀𝐶 = 𝐴𝑇𝐶𝑚𝑖𝑛 = 𝐿𝐴𝑇𝐶𝑚𝑖𝑛
1) მნიშვნელოვანია ის, რომ წონასწორობა მიიღწევა მინიმალური საშუალო დანახარჯების
დონეზე გრძელ და მოკლევადიან პერიოდში
2) ფირმაც და დარგიც მუშაობს სიჭარბის ან დეფიციტის გარეშე: 𝑀𝑅 = 𝐷, 𝑀𝐶 = 𝑆, 𝑀𝑅 = 𝑀𝐶,
შესაბამისად 𝑆 = 𝐷, მიიღწევა წონასწორობა
3) ფირმაში უზარალოდ მუშაობენ გრძელვადიან პერიოდში, ანუ 𝑃 = 𝐿𝐴𝑇𝐶𝑚𝑖𝑛 . ეს შეზღუდვა
გარკვეულ პრობლემას უქმნის მეწარმეს, თუმცა მთლიანად ეკონომიკისთვის სასარგებლოა

3
ყველა აღნიშნული ღირსება სრულყოფილ კონკურენციას ახასიათებს. გარდა ამისა არსებობს
წმინდა კონკურენტული მოდელი. მის ფარგლებში ფირმებს სხვადასხვა დანახარჯები და საწარმოო
რესურსები გააჩნიათ. ხარჯების დონის შედარებით გამოყოფენ ინფრამარჟინალურ, მარჯინალურ და
ექსტრამარჯინალურ ფირმებს.

ATC MC ATC
MC ATC
MC
P P P

𝑃
� 0
� 𝑃1
0

“A” Q “B” Q “C” Q

P0 ფასის პირობებში C ფირმა არის მარჟინალური, ხოლო A და B ფირმები ინფრამარჟინალურები,


ამ ფასის დროს ექსტრამარჟინაული არცერთი არ არის.
დროთა განმავლობაში შესაძლებელია ფასების კლება P1 დონემდე. ამ დროს C ფირმა გადის
ზარალზე, ანუ ზღვრის გარეთ, და ხდება ექსტრამარჟინალური, B ხდება მარჟინალური, ხოლო A ისევ
ინფრამარჟინალურია.

6. ალტერნატიული დანახარჯები ფირმის ქცევაში


როგორც ცნობილია, ფირმა ბაზარზე რჩება მანამ, სანამ გრძელვადიან პერიოდში ATCmin
რეალიზაციის ფასს არ აჭარბებს. რაც მეტია ATC, მით ნაკლებად ეფექტიანია ფირმა. რაც მეტად
ეფექტიანად მუშაობს ფირმა, ალტერნატიული ხარჯების დონე მაღალია, კარგ მწარმოებელს ბიზნესის
კეთების მეტი შესაძლებლობა აქვს. მაგალითად სახელმწიფო მომსახურების ხელფასი. თითოეული
ასეთი მომსახურე ჩავთვალოთ ფირმად, რომელიც ერთი კაცისგან შედგება. ვთქვათ ცენტრალურ
ბანკში ერთნაირ თანამდებობაზე მუშაობენ ლევანი, ნიკა და დავითი. ლევანი განუწყვეტლივ იღებს
მაცდუნებელ წინადადებებს კომერციული ბანკიდან, რომ გადავიდეს მათთან სამუშაოდ. ნიკას ასეთი
ზეწოლა არ აქვს, თუმცა სურვილის შემთხვევაში ადვილად იშოვის სამსახურს ცენტარული ბანკის
გარეთ. დავითმა იცის, რომ ასეთ ადგილს სხვა არავინ შესთავაზებს. შესაბამისად, ალტერნატიული
ხარჯების ყველაზე მაღალი დონე აქვს ლევანს, ნიკას შედარებით ნაკლები ხარჯები აქვს, ხოლო
დავითისთვის ეს ხარჯები ძალიან მცირეა.
თუ ხელფასი ცენტრალურ ბანკში დაწესებული იქნება დავითის ხარჯების დონეზე, დავითი
მარჟინალური ფირმა იქნება, ნიკა ინფრამარჟინალური, ლევანი ექსტრამარჟინალური. ლევანი
დატოვებს ბაზარს და წავა კერძო სექტორში.

4
7. ასორტიმენტის შერჩევის პრობლემა
პროდუქციის ასორტიმენტის ოპტიმიზაციის დროს საყურადღებოა ორი სიტუაცია. ერთობლივი
გამოშვება და ალტერნატიული გამოშვება. პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როცა ხარჯები
არასწორადაა გადანაწილებული. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს საქონლის ერთობლივი გამოშვების
ოპტიმიზაცია. ერთობლივად გამოშვებული საქონლისას ოპტიმიზირდება წარმოების საერთო
მოცულობა და არ ხდება ხარჯების და შემოსავლების შეფასება თითოეული საქონლისთვის
ცაკეულად.
P MC
ATC MC და ATC ორივე პროდუქტს საერთო
აქვთ. ოპტიმალური რაოდენობა მიიღწევა
𝐷𝑡 = 𝑀𝑅𝑡
𝑃𝑡 ზღვრული ამონაგებისა და საერთო ზღვრული
𝑃𝐴 𝐷𝐴 = 𝑀𝑅𝐴 დანახარჯების წერთილში და Q ც ორივესთვის
საერთო იქნება. მოცემულ შემთხვევაში
𝑃𝐵 𝐷𝐵 = 𝑀𝑅𝐵 მომგებიანია ორივე საქონლის ერთდოული
წარმოება, რადგან თუ ერთი საქონლის წარმოება
𝑄𝐴𝐵 Q
შეწყდება, მეორის გამოშვება იქნება ზარალიანი.

P MC
𝑀𝑅𝑡

დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა


არასრულყოფილი კონკურენციის დროს, თუმცა ამ 𝑀𝑅𝐴
შემთხვევაში MR ის მრუდებს აქვთ უარყოფითი
დახრილობა, ე.ი. ზღვრული შემოსავალი ეცემა
𝑀𝑅𝐵
პროდუქციის გამოშვების ზრდასთან ერთად.

𝑄𝐴𝐵 Q

P
𝑀𝑅𝑡
MC
ეს ის შემთხვევაა, როცა რომელიმე პროდუქტზე მოთხოვნა
𝑀𝑅𝐵
გაცილებით ადრე ამოიწურება, ვიდრე მეორეზე. ასეთი
პროდუქციის წარმოება შეწყდება და საერთო მოთხოვნის მრუდი
𝑀𝑅𝐴
მეორე მრუდს შეუერთდება.

𝑄𝐾 𝑄𝑀 Q

5
8. MR = MC ფორმულის უნიკალურობა და გამოყენების პრინციპი
ფირმისთვის მნიშვნელოვანია, იპოვოს MR და MC მრუდების გადაკვეთის წერტილი და ამის
მეხედვით დააწესოს ფასი და გამოშვების მოცულობა. არსებობს MR=MC ფორმულის გამოყენების
ხუთი ძირითადი პრინციპი:
1) ცვლადების ადეკვატური შერჩევის პრინციპი
2) ზღვრული დანახარჯების სრულად გათვალისწინების პრინციპი
3) ზღვრული შემოსავლების სრულად გათვალისწინების პრინციპი
4) ტოლი ზღვრული დანახარჯების პრინციპი
5) ტოლი ზღვრული შემოსავლების პრინციპი
მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია შეადაროს გაწეული დანახარჯები (TC) მიღებულ შემოსავლებს
(TR). გეგმა წარმატებულია, როცა TC<TR. თუმცა მხოლოდ ეს პირობა მოგების მიღების გარანტიას ვერ
იძლევა, საჭიროა რომ MR=MC.

9. ტოლი ზღვრული დანახარჯებისა და ტოლი ზღვრული შემოსავლების პრინციპი


ტოლი ზღვრული დანახარჯების პრინციპი - საქონლის ფასი ყოველთვის ერთნაირია,
მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქარხანა უშვებს მას. ოპტიმიზაციის ამოცანა მდგომარეობს
დანახარჯების მინიმიზაციაში. ვთქვათ I ქარხანა უშვებს 500 ერთეულ პროდუქტს და MC = 5 000,
ხოლო II ქარხანა უშვებს 1000 ერთეულს და MC = 15 000. საწარმოებს შორის ასეთი გადანაწილება
არაოპტიმალურია. თუ II ქარხანა გამოუშვებს 999 ერთეულს, MC შემცირდება 15 000 ლარით, ხოლო I
ქარხანა თუ გამოუშვებს 501 ერთეულს, MC > 5000 ზე ოდნავ, რის შედეგადაც ფირმა მიიღებს
დამატებით მოგებას. ასე რომ პროდუქტის გადატანა II დან I ში შეიძლება. ასე რომ გაგრძელდეს,
პროდუქტის გამოშვების გადატანის პროცესი შეწყდება მაშინ, როცა ორივე ქარხანაში ზღვრული
დანახარჯები ერთმანეთის ტოლია

P P 𝑀𝐶2 P
𝑀𝐶1 MR MC
15

500 𝑄1 Q 𝑄2 1000 Q Q
𝑄0 = 𝑄1 + 𝑄2

ტოლი ზღვრული შემოსავლების პრინციპი - ნახაზზე (შემდეგ გვერდზე) წარმოდგენილია


განსხვავებული ზღვრული შემოსავლების მქონე ბაზრები. ფირმა A და B ბაზარზე ყიდის 25 ერთეულ
პროდუქტს. MR პირველ შემთხვევაში 30 000 იქნება, მეორეში 20 000, რაც არ არის ფირმისთვის
ოპტიმალური, ვინაიდან კარგავს შემოსავალს. თუ ფირმა გაყიდის პროდუქციას B ბაზარზე, მიიღებს
შემოსავალს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ზღვრული შემოსავლები ერთმანეთს არ
დაემთხვევა (MR1 = MR2)

6
P P P
𝑀𝑅𝐴 MC
MR
30 𝑀𝑅𝐵

20 20

10

25 𝑄𝐴 Q 𝑄𝐵 25 Q Q
𝑄0 = 𝑄1 + 𝑄2

10. არაკოორდინირებული ოლიგოპოლია და მოთხოვნის ტეხილი მრუდი


არაკოორდინირებული ოლიგოპოლიის დროს ფირმები არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს და
ცდილობენ წონასწორული წერტილის პოვნას. თუ ფირმა იმყოფება არაოპტიმალურ A წერტილში, და
სურს გადავიდეს Q1 წერტილში, სადაც MR = MC, რა რეაქცია ექნებათ კონკურენტ ფირმებს ფასის
დაწევაზე? თუ ეს მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, არაფერს მოიმოქმედებენ და ფირმაც ადვილად
გადავა Q1 წერტილში. მაგრამ შეიძლება კონკურენტების მოთხოვნის მრუდი შეიცვალოს და თავიანთი
პროდუქტის გასაყიდად თვითონ დასწევენ ფასს. აღნიშნული მოქმედება გამოიწვევს ფირმის
მოთხოვნის შემცირებას. თუ ფირმის მიერ გამოშვებული პროდუქტის ფასი დაეცემა PN მდე, მაშინ N
წერტილის შემდეგ D1 კლებადი მრუდი შეიცვლება უფრო კლებადი D2 მრუდით.

P 𝑀𝑅𝐴

A
𝑃𝐴 N
𝑃
c 𝑃𝑁 𝑂1
c 2
c 𝑃1 𝑂2 𝐷1
c

𝐷2

𝑀𝑅1

𝑀𝑅2

𝑄𝐴 𝑄𝑁 𝑄2 𝑄1 Q

7
11. კარტელური შეთანხმების პრინციპი
კარტელი ისეთი ოლიგოპოლიაა, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან მონოპოლისტურ
წონასწორობაზე. ფირმებს შორის მოლაპარაკებების შედეგად იქმნება კარტელი. წევრი ფირმები
თანხმდებიან: 1) ერთიან ფასზე, 2) გამოშვების წილის ზომაზე ან ბაზრის დაყოფაზე, 3) ერთნაირ
პოლიტიკაზე რესურსების მომწოდებლებზე, უმეტესად კი პროფკავშირების მიმართ.
ნახაზზე D და MR მრუდები ერთნაირია მთელი დარგისთვის, ხოლო MC ოლიგოპოლიური
ფირმების ზღვრული დანახარჯთა მრუდების ჯამია. კარტელში გაერთიანების შემდეგ ფირმები QA
გამოშვებას ირჩევენ. კურნოს მოდელის მიხედვით „მოლაპარაკებების“ გარეშე გამოშვების მოცულობა
QB იქნებოდა. MC > MR ზე QA დან QB მდე პირობებში, და საერთო დანახარჯები MNL სამკუთხედს
წარმოადგენს. ამრიგად, ფასისა და გამოშვების მოცულობის ოპტიმიზაციის საფუძველზე
(მოლაპარაკების გზით) კარტელის წევრი ფირმები ღებულობენ მოგებას.

MC
P
ATC
A M
𝑃𝐴

𝑃𝐵 B
N
D
𝑀𝑅𝐵
MR L

𝑄𝐴 𝑄𝐵 Q

12. ფირმის ქცევა ბაზრის კარტელისმაგვარი სტრუქტურის შემთხვევაში


ოლიგოპოლიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბაზრის კარტელისმაგვარი სტრუქტურა, ანუ
„თამაში წესებით“. იგი წარმოადგენს კომპრომისს არაკოორდინირებულ ოლიგოპოლიასა და
პირდაპირ მოლაპარაკებას შორის. ფირმები არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუმცა ემორჩილებიან
გარკვეულ დაუწერელ კანონებს. ოლიგოპოლიური ქცევის კოორდინაცია მოიცავს შემდეგ
კომპონენტებს: 1) ფირმებში ლიდერობას, 2) ფასწარმოქმნის ერთიან მეთოდიკას, 3) ფოკალურ
წერტილებს
ფირმებში ლიდერობა - ფასების ყველაზე დიდ ცვლილებას ახდენს ჯერ ერთი ფირმა, შემდეგ მას
იმეორებენ დანარჩენები. მოსალოდნელია ორი ვარიანტის განვითარება, ან ფირმები ფასის მიმღებები
იქნებიან, ან წარმოქმნილი ფასები კონკურენტისთვის მომგებიანი არ იქნება
ფასწარმოქმნის ერთიანი მეთოდიკა - როგორც კი რომელიმე ფირმის მოგება მკვეთრად
შემცირდება, კონკურენტები ღებულობენ ამას როგორც ომის გამოცხადების პროცესს, და იწყებენ
საპასუხო რეაქციას
ფოკალური წერტილები - განსაზღვრავს საბაზრო პარამეტრების ფსიქოლოგიურად
მნიშვნელოვან დინებას. ფოკალურ წერტილებად უმეტესად გამოყენება: მრგვალი ციფრები ან მათი
წარმოებული, სიტორიით განპირობებული და დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი მაჩვენებლები,
სტანდარტული ფრაზები

You might also like