Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

მარგარეტ ტეტჩერი

ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (ქალიშვილობის გვარი-რობერტსი) დაიბადა 1925


წლის 13 ოქტომბერს, ინგლისის პატარა ქალაქ გრენტჰემში (ლინკოლნშირი). 1930 წლის 3
სექტემბერს მარგარეტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში შეიყვანეს, 1936 წლის ზაფხულში კი
კესთვენის გოგონების კერძო სკოლაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა
მარგარეტმა 1941 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა, ამისთვის
კი ლათინური ენა უნდა შეესწავლა. 1942 წლის დეკემბერში ოქსფორდის ერთ-ერთ უძველეს
კოლეჯში, სამერვილში ჩააბარა მისაღები გამოცდები. პარალელურად ჩააბარა ნოტინჰემის
უნივერსიტეტში და ლონდონის უნივერსიტეტის ბედფორდ-კოლეჯში. მარგარეტს
სამერვილიდან უარი შემოუთვალეს, თუმცა საბოლოოდ მიზანს მიაღწია და სამერვილში
დაიწყო სწავლა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ჩაება იგი პოლიტიკურ საქმიანობაში
და ოქსფორდის უნივერსიტეტის კონსერვატორთა ასოციაციის წევრი გახდა. მალე ის
ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს და ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი პირველი დიდი
წარმატება იყო. 1947 წელს მარგარეტმა გამოსაშვები გამოცდები ჩააბარა და მეორე კლასის
მეცნიერებათა (ქიმია) ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.

1974 წელს კონსერვატიულ პარტიაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირებანი დაიწყო.


წარმოიქმნა რამდენიმე პოლიტიკური ბანაკი, ერთ-ერთ მათგანში კი კიტ ჯოზეფი და მარგარეტ
ტეტჩერი აღმოჩნდნენ, რომლებიც მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ჰიტის პოლიტიკას
აკრიტიკებდნენ. ამრიგად საფუძველი ჩაეყარა „ახალი კონსერვატორების" კონცეფციას,
რომელსაც კონსერვატიული პარტიის ახალი კურსი უნდა განესაზღვრა. 1975 წელს
კონსერვატიული პარტიის ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი გახდა. 11 თებერვალს თემთა პალატაში
მან შემდეგი სიტყვები წაიკითხა: „თავი სიზმარში მგონია, როცა ისეთი პიროვნებების გვერდით,
როგორებიც ჰაროლდ მაკმილანი, ალეკ დუგლას-ჰოუმი და ედვარდ ჰითი არიან, მარგარეტ
ტეტჩერის სახელს და გვარს ვხედავ. თითოეულმა მათგანმა ხელმძღვანელობის თავისი სტილი
შემოიტანა და თავისი დიდებული კვალი დატოვა... მინდა, ჩემს გულშემატკივრებს და იმ
ადამიანებს, ვისაც ჩემი სჯეროდა და მენდობოდა, ვუთხრა - „გმადლობთ". ტეტჩერი იყო
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1979-1990 წლებში უინსტონ ჩერჩილის მსგავსად, იგი
უდიდესი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ
მსოფლიო პოლიტიკური კლიმატი. ალბათ სწორედ ამ მსგავსების გამო აღნიშნავდა ლეონიდ ბრეჟნევი:
„მარგარეტ ტეტჩერი ცდილობს ატაროს უინსტონ ჩერჩილის შარვალი.“ პრემიერის პოსტზე ყოფნის დროს
ტეტჩერმა კიდევ უფრო განიმტკიცა შეუდრეკელი და მტკიცე ნებისყოფის მქონე პოლიტიკოსის სახელი.
მან მიზნად დაისახა, თავისი გავლენის ქვეშ მოექცია მინისტრთა კაბინეტი და უკომპრომისო ბრძოლა
გამოეცხადებინა  მოწონააღმდეგებისათვის. ის არასდროს ერიდებოდა მკაცრი და დაუნდობელი
ტონით  ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლების მხილებას. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც
ტეტჩერს მეტ-მაკლებად  გამოსდიოდა თანამშრომლობა, დედოფალი  ელიზაბეთ მეორე გახლდათ. ამ
უკანასკნელს, ტეტჩერის შეხედულებისამებრ, ყოველთვის ძალზე სწორი პოზიცია ეკვა მთავრობის
საქმიანობისადმი, რაც პრემიერთან კოორდინაციას უადვილებდა. ყველასთვის ცნობილია ტეტჩერის
ევროსკეპტიკური დამოკიდებულება, რამაც ბევრი ასპექტი განსაზღვრა ევროკავშირის  განვითარების
დინამიკაში. დიდი ბრიტანეთი  (იქამდე ორი უშედეგო მცდელობის შემდგომ)   ევროგაერთიანების
წევრი 1973 წელს გახდა დანიასთან და ირლანდიასთან ერთად. მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ
მინისტრად დანიშვნისთანავე მან იმთავითვე ხისტი პოზიცია დაიკავა ევროგაერთიანების საბიუჯეტო
პროცედურების მიმართ. ტეტჩერი თვლიდა, რომ ბრიტანეთი გაერთიანების ბიუჯეტში არაბუნებრივად
მაღალ გადასახადს იხდიდა, მაშინ, როცა ის გერმანიასთან ერთად ამ ბიუჯეტის ყველაზე დიდი
კონტრიბუტორი იყო, ხოლო უკან, სარგებლის სახით, თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი უბრუნდებოდა.
ტეტჩერმა ევროპული სახელმწიფოებისაგან ახალი საბიუჯეტო შეთანხმების მიღწევა მოითხოვა,
რომელშიც ბრიტანეთის ინტერესები  მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული. 1980-83 წ.წ-ში
რამდენიმე ევროპული სამიტის ჩაშლამ ყველასთვის ნათელი გახადა,  რომ ბრიტანეთის ინტერესების
დაკმაყოფილება გარდაუვალი შეიქნა. 1983 წელს ფონტენბლუში მიღწეული შეთანხმებით ბრიტანეთის
ფინანსური შენატანი ევროგაერთიანების ბიუჯეტში საგრძნობლად შემცირდა, რამაც მას დანაზოგების
გაკეთების შესაძლებლობა მისცა.  ზოგადად, ტეტჩერისა და ევროგაერთიანების ურთიერთობის
ქრონიკას რომ გადავავლოთ  თვალი, ადვილად შევამჩნევთ, რომ ტეტჩერის  პოლიტიკა ყოველთვის
ხასიათდებოდა გაერთიანებისგან დისტანცირების ტენდენციით.
ტეტჩერი ასევე იყო კონსერვატიული პარტიის ლიდერი 1975-1990 წლებში. მარგარეტ
ტეტჩერის პოლიტიკური ხედვა მთლიანად კონსერვატიზმის პრინციპებზე იყო აგებული.
კონსერვატიზმმა, როგორც ერთ-ერთმა გამოკვეთილმა იდეოლოგიამ ბრიტანულ
საზოგადოებაში გარკვეული გარდატეხა განიცადა. 1970-იან წლებში საჭირო შეიქმნა გარკვეული
გარდაქმნები დაწყებულიყო თავად კონსერვატიულ პარტიაში და ამ გარდაქმნების მიზეზი ის
მტკიცე შენიშვნები იყო, რაც იმდროინდელ მოაზროვნე საზოგადოებას კონსერვატორების
მიმართ გააჩნდათ. ეს შენიშვნები დასავლური სამყაროს კონსერვატიულმა ნაწილმა დროულად
გამოიყენა და გარკვეული ნაკლოვანებანი სოციალიზმის პრინციპების ნაწილის
გათვალისწინებით შეითვისა და ნეოკონსერვატიზმის სახელით წარუდგა მსოფლიოს.
დიდ ბრიტანეთში ნეოკონსერვატიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია მარგარეტ
ტეტჩერი. ტეტჩერის პოლიტიკური ხედვა იმ პრინციპებზე იქნა აგებული, რაც ინდივიდისა და
სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულებაში უპირატესობას სახელმწიფოს ანიჭებს და ამას
ინდივიდებისვე კეთილდღეობის საჭიროებით ხსნის. ტეტჩერისეული პერიოდი დიდი
ბრიტანეთის ისტორიაში კრიზისული სიტუაციების ეფექტური დაძლევით და ეკონომიკის
მძლავრი აღმავლობით ხასიათდება. მკვლევართა აზრით XX საუკუნის 70-იან წლებში სწორედ
კონსერვატორებმა შეძლეს ეპასუხათ იმდროინდელი საზოგადოების მოთხოვნებისთვის და
დიდი პერიოდით ჩაენაცვლებინათ მემარცხენე იდეოლოგიები. ამ მხრივ მსოფლიო
პოლიტიკაში დიდია მარგარეტ ტეტჩერის როლი და ნეოკონსერვატიზმის დამამკვიდრებელთა
შორის იგი ისეთ პოლიტიკოსთა შორისაა, როგორიცაა რონალდ რეიგანი აშშ-ში, ჰელმუტ
კოლი გერმანიაში და ა.შ.
ის იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი
და 2016 წლამდე ამ პოსტზე ერთადერთი ქალბატონი. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას
ეძახდა „რკინის ლედის“, მეტსახელი, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა
და ლიდერობის სტილთან. მას ასევე მოიხსენიებდნენ ისეთი მეტსახელებით, როგორიცაა “ჯავშნოსანი
ტანკი”, “მოუსვენარი კუდიანი” და ა.შ. თუმცაღა რუსების მიერ შერქმეული მეტსახელი “Железная дама”
შემდეგ მთელმა მსოფლიომ აიტაცა.
პრემიერის პოსტის დაკავებისთანავე  ტეტჩერმა მტკიცედ აიღო ხელთ ქვეყნის მართვის
სადავეები და  რადიკალური,  ხშირ შემთხვევაში არაპოპულარული  სოციალურ-პოლიტიკური
რეფორმების  გატარება დაიწყო. მიუხედავად საზოგადოებაში ატეხილი მითქმა-მოთქმისა და მისი
მისამართით გამოთქმული ულმობელი კრიტიკისა, მარგარეტს ერთი წამითაც არ დაუხევია უკან და არ
უღალატია კონსერვატიული შეხედულებებისათვის.  პრემიერ მინისტრად არჩევისთანავე მან სრულად
გარდაქმნა ლიბერალების მიერ შექმნილი სისტემა და მთელი რიგი ცვლილებები გაატარა განათლების
სფეროში – შეამცირა აქამდე განათლებაზე დაწესებული უზარმაზარი სახელმწიფო სუბსიდიები და 
ამით სახელმწიფოს დაახლოებით 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი დააზოგვინა. ტეტჩერის შიდა 
პოლიტიკური პრიორიტეტები  თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი
საწარმოების პრივატიზაცია, ნაციონალიზაცია  და ინდივიდუალიზმი (სახელმწიფოს საკუთარი თავის
იმედად ყოფნა)  გახდა.  მოგვიანებით ეს ღირებულებები იმ იდეოლოგიზირებულ მიმდინარეობაში
გაერთიანდა, რომელიც დღესდღეობით ტეტჩერიზმის  სახელით არის ცნობილი. მან ასევე შეძლო,
წარმატებით ეთანამშრომლა  როლანდ რეიგანთან  და ზოგადად ამერიკის  ხელისუფლებასთან საბჭოთა
საფრთხის გასანეიტრალებლად. კომუნიზმი და სოციალიზმი რკინის ლედის ჭირის დღესავით
სძულდა - “სოციალიზმი და ბრიტანეთი ერთმანეთთან შეუთავსებელია!”- ხშირად აღნიშნავდა ის.
ტეტჩერმა დიდი როლი შეასრულა “რკინის ფარდის” რღვევასა და კომუნიზმის, როგორც იდეოლოგიის
დანგრევაში. ის გახდა დასავლური სამყაროს სიძლიერისა და უკომპრომისობის სიმბოლო.
პრემიერ მინისტრობის პირველი ვადა - ლეიბორისტების ხელისუფლებაში ყოფნის
პერიოდში კონსერვატორებმა ახალი ენერგია მოიკრიბეს და საზოგადოების ნდობა
მოიპოვეს. 1979 წლის 28 მარტს ირლანდიელმა ექსტრემისტებმა მოკლეს კონსერვატორი ეირი
ნივი. მისმა მკვლელობამ ლეიბორისტული ხელისუფლების დასასრული გამოიწვია და
იძულებული გახდნენ ვადამდელი არჩევნები დაენიშნათ. 1979 წლის 3 მაისს არჩევნებში
კონსერვატორებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. დაუნინგ სთრითის 10 მარგარეტ
ტეტჩერმა დაიკავა და ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. 4 მაისს, დაუნინგ სთრითის 10-ის
კიბეებზე ტეტჩერმა ერთ-ერთ კითხვას ასე უპასუხა: „ძალიან საინტერესოა, რომ პატარა ქალაქში,
ძალიან მოკრძალებულ ოჯახში მიღებულმა ცოდნამ დღეს არჩევნებში გამამარჯვებინა.“

მარგარეტ ტეტჩერის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადა 1979-


1983 წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდაქმნების პერიოდია. დიდი ყურადღება
ეთმობა საშინაო პოლიტიკას, სოციალურ რეფორმებს. ამ პროცესებს დაემთხვა ე.წ. „ნავთობის
შოკი", ვინაიდან ირან-ერაყს შორის მიმდინარე ომს ნავთობზე ფასების გაორმაგება მოჰყვა.
დასავლეთ ევროპა უმუშევრობამ მოიცვა, დიდ ბრიტანეთში 1981 წლის თებერვალში
უმუშევართა რაოდენობამ 2,4 მილიონს მიაღწია, რაც მოსახლეობის 10%-ს უდრის. ყოველივე ეს
იმანაც განაპირობა, რომ ტეტჩერმა მაღაროები დახურა. სწორედ ამიტომ ჩრდილოეთ ინგლისში
იგი ძალიან სძულდათ, მისი გარდაცვალება კი ლივერპულმა აღნიშნა ბანერებზე წარწერით „
Rust in peace.”

პრემიერის მიერ თავდაპირველად გაცხადებული პროგრამის მიხედვით, სახელმწიფოს როლი


ეკონომიკის რეგულირების თვალსაზრისით მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ამ ნაბიჯმა საკმაოდ
დააზარალა სახელმწიფოს ფულადი დახმარების იმედად მყოფი დიდი საწარმოები, მრავალი მათგანი
გაკოტრდა. შედეგად მკვეთრად გაიზარდა საერთო უმუშევრობის დონე, რამაც ტეტჩერის
პოლიტიკისადმი უკმაყოფილების ახალი ტალღის აგორებას შეუწყო ხელი. მოკლევადიან
პერსპექტივაში ტეტჩერის რეფორმების კეთილისმყოფლი გავლენა ვერავინ შეიგრძნო, თუმცა
რამდენიმე წლის შემდეგ, ბრიტანეთის ეკონომიკის მოდერნიზაციის კვალდაკვალ უკვე ყველა
დარწმუნდა რადიკალური რეფომების გატარების აუცილებლობაში. იქამდე კი ტეტჩერს ერთი წამითაც
არ შეურბილებია თავისი სოციალური რეფორმების სიხისტე, მან უფრო მეტად დაიტვირთა თავი ,
დღე-ღამეში მხოლოდ  3-5 საათი თუ ეძინა. იგი ხშირად აღნიშნავდა: „ჩემი ცხოვრება ჩემი სამსახურია.
ზოგი მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს, მე კი ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო. იმ
დროისათვის    მარგარეტმა  თავისი მზერა  ახლა უკვე ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური
ინტერესების აღსრულებაზე  გადაიტანა. აღნიშნული პროცესების გამო ტეტჩერის რეიტინგი 28%-
მდე დაეცა, რის გამოც  1983 წლის არჩევნებში ტეტჩერს დამარცხების დიდი შანსი ჰქონდა,
მაგრამ მოულოდნელად 1982 წელს მოხდა ისეთი მოვლენა, რამაც მოქმედ პრემიერ-მინისტრს
მომდევნო ორ არჩევნებში უპირობო გამარჯვება მოუპოვა. 1982 წლის 2 აპრილს ბრიტანეთის
სუვერენულ ტერიტორიაზე არგენტინის სამხედრო ძალები ფოლკლენდის კუნძულზე შეიჭრნენ
და სამხედრო კონტროლი დაამყარეს. აღნიშნულ კუნძულზე ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე
დაახლოებით 1 800 შოტლანდიელი ცხოვრობდა,  არგენტინა ამ კუნძულების გადაცემას XIX
საუკუნიდან უშედეგოდ ითხოვდა. დიდი ბრიტანეთი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მას
ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა დაეცვა. ტეტჩერმა,  მიუხედავად გაეროს ამკრძალავი რეზოლუციისა,  
კუნძულზე 100 000 კაციანი სამხედრო ფლოტი გაგზავნა  და აიძულა არგენტინა, რომ კაპიტულაცია
გამოეცხადებინა. ფოლკლენდის კრიზისი 1982 წლის 2 აპრილიდან დაიწყო და 14 ივნისს პორტ
სტენლში თეთრი დროშის აფრიალებით დასრულდა. მარგარეტ ტეტჩერის მიერ ასე წარმატებით
ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებს არავინ ელოდა და მის მიმართ ნიჰილისტური
დამოკიდებულებაც კი იყო, როგორც ბრიტანელებში ასევე ევროპასა და აშშ-ში. თემთა პალატა
პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოუდგა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ინოკ პაუელმა შემდეგი
სიტყვები წარმოთქვა: „ტესტმა გვიჩვენა, რომ ლითონი უმაღლესი სინჯისაა ეს სუბსტანცია
დრეკადიცაა და ძლიერიც, მტკიცეც და გამძლეც. ემოციებს არ ექვემდებარება, გარდა ამისა,
მზად არის სხვადასხვა სახისა და სირთულის ეროვნული საკითხის გადაწყვეტისთვის.“

1983 წლის 10 იანვარს, პორტ სტენლის მერიაში, ფოლკლენდის კუნძულებზე ვიზიტისას


მარგარეტ ტეტჩერმა თავის გამოსვლაში ასე შეაჯამა ფოლკლენდის ომი: „მსოფლიოს მაგალითი
ვაჩვენეთ. დავიცავით ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ამით იმედი ჩავუსახეთ და შესაძლოა, გზაც
გავუკვალეთ მათ, ვინც ოდესმე ამგვარ სიხარულს იგემებს.“ 2015 წლის იანვარში ფოლკლენდის
კუნძულების დედაქალაქში მარგარეტ ტეტჩერის ბიუსტი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი მარკ ტეტჩერი დაესწრო.

პრემიერ მინისტრობის მეორე ვადა - მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის


პირველი ვადა მტკიცე პოლიტიკური ნაბიჯებით გამოირჩეოდა, მაგრამ ამავდროულად მან
დაკარგა საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა. ლონდონი, ბირმინგემი, ბრისტოლი,
ლივერპული და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. დემონსტრანტები
ტეტჩერის მთავრობის პროგრამათა სერიას აპროტესტებდნენ. ყველაფრის მიუხედავად
ხელისუფლება დათმობებზე არ წავიდა და ეს ტეტჩერის პოლიტიკის დამახასიათებელი ნიშანი
გახდა. მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკურ ბედზე უმნიშვნელივანესი გავლენა მოახდინა
ფოლკლენდის კრიზისმა, რომლის შედეგებმა დიდ ბრიტანეთს კვლავ დიდება და მის პრემიერ-
მინისტრს ,,რკინის ლედის" სახელი განუმტკიცა. ომის მოგებამ ტეტჩერის პოპულარობა
საგრძნობლად გაზარდა, სწორედ ამიტომ მან მდგომარეობით ისარგებლა და რიგგარეშე
არჩევნები დანიშნა, რისთვისაც ოპოზიცია მოუმზადებელი იყო. არჩევნების შედეგად 1983 წლის
9 ივნისს კონსერვატორებმა პარლამენტში 397 დეპუტატის ადგილი მოიპოვეს. დაიწყო მარგარეტ
ტეტჩერის პრემიერ -მინისტრობის მეორე ვადა, რომელიც 1983-1987 წლებს მოიცავს.
მარგარეტ ტეტჩერი და საქართველო - მარგარეტ ტეტჩერი 1987 წლის გაზაფხულზე სსრკ-
ში ჩამოვიდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტის პროტოკოლში მოსკოვის გარდა
სხვა ადგილების მონახულებაც იყო დაგეგმილი და ამ მხრივ არჩევანი საქართველოზე შეჩერდა.
1 აპრილს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ტეტჩერთან ერთად თბილისს ეწვია
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯ. ჰაუ, სსრკ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი ბ. კარტლაჯა.
საპატიო სტუმრებს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარე ოთარ ჩერქეზია და მისი პირველი მოადგილე ზ. ჩხეიძე. სტუმარს დამხვედრ
პირებთან ერთად ვიზიტის განმავლობაში მასპინძლობას უწევდა საქართველოს კომპარტიის
პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი. „რკინის ლედიმ" საქართველოში ვიზიტისას ძველი
თბილისის უბნებში გაისეირნა, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი ვაკის პარკში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი, იმ დროისთვის ახალგახსნილ ქორწინების სასახლესაც ეწვია,
სადაც ახალგაზრდა მოცეკვავეებმა სტუმრებს 15-წუთიანი წარმოდგენა მოუწყვეს. საპატიო
სტუმარმა მოინახულა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. საზეიმო სადილი
რუსთაველის გამზირზე, რესტორან "თბილისში გაიმართა, სადაც ტეტჩერის პატივსაცემად
ფოლკლორულმა ანსამბლმა „რუსთავმა" იმღერა. მხატვარმა ზურაბ წერეთელმა მარგარეტ
ტეტჩერს აკვარელით შესრულებული მისი პორტრეტი გადასცა. სადილზე მარგარეტ ტეტჩერი
დაუგეგმავი სიტყვით გამოვიდა: „როდესაც მოსკოვის გარდა რომელიმე ადგილის მონახულება
შემომთავაზეს, დავფიქრდი, სად წავსულიყავი. რჩევა ვთხოვე ჩემს კოლეგასა და თანაშემწეს,
ლორდ ვაითლოუს, რომელიც შარშან პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა აქ, და
მან მითხრა, რომ არის ერთი ადგილი, სადაც უნდა წავსულიყავი ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე
ეს საქართველოა, და, აი, მე აქ ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ იგი აბსოლუტურად მართალი იყო... მე
თავად დავრწმუნდი თქვენი ქვეყნისა და თქვენი დედაქალაქის არაჩვეულებრივ სილამაზეში.
თქვენ, უეჭველია, ყველაზე ძველი ხალხი ხართ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, თქვენი
კულტურა მსოფლიოშია ცნობილი... მე დღეს ვიყავი მცხეთაში და ვიხილე, რომ თუ შეიძლება
ასე ითქვას - დღესაც ჩვენ გზას ტაძარში მივყავართ. მსიამოვნებს განვაცხადო, რომ ბრიტანეთის
კონტაქტები საქართველოსთან შორეულ წარსულში დაიწყო. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ტრადიციები,
რითიც ვამაყობთ და რასაც წმინდად ვინახავთ. როგორც თქვენ, ისე ჩვენ ჩაის დიდი
მოყვარულები ვართ. ჩვენ მფარველიც კი ერთი გვყავს - წმინდა გიორგი.“ როდესაც მარგარეტ
ტეტჩერი ლონდონში დაბრუნდა, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რა მოტივები ჰქონდა დიდი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, როცა ჩავიდა ყველასთვის უცნობ საქართველოში, რა დაკარგა
მან იქ? მარგარეტ ტეტჩერმა უპასუხა: „მე მინდოდა თვალებში ჩამეხედა იმ ხალხისთვის,
რომელმაც ისტორიის განმავლობაში არასდროს იცოდა, თუ რა არის ზიზღი სხვებისადმი.“
პრემიერ მინისტრობის მესამე ვადა - 1987 წლის არჩევნებში, ეკონომიკური გარდაქმებისა
და საზოგადოების სოციალური უზრუნველყოფის წყალობით კონსერვატორებმა კვლავ
გამარჯვება მოიპოვეს.

პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მან არაერთი თანამდებობრივი ცვლილება განახორციელა


და 1979 წლის მინისტრთა კაბინეტიდან, მისი პრემიერ-მინისტრობის დასასრულს არავინ
შემორჩენილა. 1989 წლის ივლისში ტეტჩერმა ფორინ-ოფისის ხელმძღვანელი ჯეფრი ჰოუვი
თანამდებობიდან გადააყენა და თავის მოადგილედ დანიშნა, ხოლო ფორინ-ოფისი 46 წლის ჯონ
მეიჯორს ჩააბარა, რომელიც მოგვიანებით ტერჩერის მემკვიდრე აღმოჩნდა. 1989 წლის
ოქტომბერში თანამდებობიდან გადადგა ფინანსთა მინისტრი ნაიჯელ ლოუსონი, რომლის
თანამდებობა ჯონ მეიჯორმა დაიკავა. ტეტჩერის ბიოგრაფები მეიჯორისადმი ასეთ სიმპატიას
მისი პოლიტიკური სისუსტით და შესაბამისად მასზე პრემიერ-მინისტრის მარტივი გავლენით
ხსნიან. მალე თანამდებობა ჯეფრი ჰოუვმა დატოვა და კონსერვატიულ პარტიაში ტეტჩერის
პოლიტიკით უკმაყოფილოთა ტალღამ იმძლავრა. პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა
კონსერვატორების ლიდერის არჩევნები 1990 წლის 20 ნოემბრისთვის დაენიშნა. ამ პერიოდში,
18-20 ნოემბერს იგი პარიზში განიარაღების შემცირების საკითხთან დაკავშირებული
დოკუმენტის ხელის მოსაწერად იმყოფებოდა. თანაპარტიელები ტეტჩერს კოლეგებთან
კავშირის დაკარგვაში, გულგრილობაში, არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდნენ. ტეტჩერს
არჩევნების შედეგები პარიზში აცნობეს. მას 204 ხმა აღმოაჩნდა, მის კონკურენტ მაიკლ
ჰეზელტაინს -152, ხოლო 16-მა თავი შეიკავა. გამარჯვებისთვის სხვაობა კონკურენტთან 15%-ზე
მეტი უნდა ყოფილიყო, ანუ მას 208 ხმა მაინც სჭირდებოდა, რომელზეც სულ 4 ხმა დააკლდა.
ამჯერად მარგარეტ ტეტჩერმა გადაწყვიტა მეორე ტურში გამარჯვებისთვის ებრძოლა, თუმცა
როგორც ჩანს უკვე გვიანი იყო. მისი მომხრეების ნაწილი თვლიდა, რომ მარგარეტს მეორე
ტურში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღო, ნაწილი კი ბრძოლისკენ მოუწოდებდა. საბოლოოდ
პრემიერ-მინისტრმა დაუნინგ-სტრიტზე გამართულ კაბინეტის სხდომაზე დამწრეებს
გადადგომის განცხადება წაუკითხა. ამჯერად მას მემკვიდრე უნდა აერჩია და დუგლას ჰარდსა
და ჯონ მეიჯორს შორის უპირატესობა ამ უკანასკნელს მიანიჭა. განმეორებითი არჩევნები 27
ნოემბერს შედგა და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და შესაბამისად მარგარეტ
ტეტჩერის მემკვიდრე ჯონ მეიჯორი გახდა. დაუნინგ-სტრიტის 10-ში ადმინისტრაციის ყოველი
თანამშრომლის დასწრებით გამოსამშვიდობებელი სადილი გაიმართა, ხოლო რამდენიმე დღის
შემდეგ ტეტჩერმა იქაურობა ემოციური სიტყვებით, ცრემლით და აპლოდისმენტების
თანხლებით დატოვა. სიტყვით გამოსვლისას იგი აღნიშნავდა, რომ  ეს ნაბიჯი პარტიის ერთიანობისა
და ინტერესების დაცვის მიზეზით გადადგა.  

რკინის ლედიმ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ამქვეყნად მიუღწეველი არაფერია, თუ


არსებობს სათანადო პოლიტიკური ნება და მზაობა აქტიური და უკომპრომისო მოქმედებისათვის. მან
შეძლო, ბრიტანეთი ექცია მოდერნიზებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის სახელმწიფოდ,
განემტკიცებინა ქვეყნის  პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე. ამისათვის მას დაახლოებით 11,5 წელი
დასჭირდა-ხელისუფლების მართვის სადავეების ესოდენ დიდი ხნით ფლობა კი მე-20 საუკუნის
არცერთ ლიდერს არ ღირსებია. სწორედ ამაში მდგომარეობს რკინის ლედის  ფენომენის
უნიკალურობა , საიდუმლო იმ პოლიტიკოსი ქალისა, რომელმაც შექმნა მთელი ეპოქა.

დიდი ბრიტანეთის ახალ და უახლეს ისტორიაში სამი ვადით არჩეული პრემიერ-


მინისტრი არ ყოფილა, ამ მხრივ მარგარეტ ტეტჩერმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. 1990 წლის 9
დეკემბერს დედოფალმა ელისაბედ II-მ მარგარეტ ტეტჩერს გადასცა 1902 წელს, მეფე ედუარდ
VII-ს მიერ დაარსებული უმაღლესი ჯილდო — ორდენი „დამსახურებისთვის". ამ ორდენის
მფლობელი ბრიტანელთა შორის არ უნდა აღემატებოდეს 24 ადამიანს. 1992 წელს დენის
ტეტჩერს ბარონეტის ტიტული, მარგარეტს კი კესტვენის ბარონესას ტიტული ებოძა და
პარლამენტის ზედა, ლორდთა პალატის წევრი გახდა, სადაც მან თავისი კუთვნილი ადგილი
1992 წლის 30 ივნისს დაიკავა.
მარგარეტ ტეტჩერისთვის აქტიური პოლიტიკიდან წასვლა არ აღმოჩნდა მარტივი
პროცესი. ის მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე აქტიურად აფიქსირებდა თავის აზრს
მთელ რიგ საკითხებზე, კვლავ აკრიტიკებდა მისი მემკვიდრეების, შემდგომ ბლერის
ლეიბორისტული მთავრობის მუშაობას. ტეტჩერის აზრი კი ყველასთვის გასათვალისწინებელი
და ანგარიშგასაწევი იყო. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მან დაწერა წიგნი “სახელმწიფოს მართვის
ხელოვნება”. 2013 წლის 8 აპრილს კი ინსულტით გარდაიცვალა.
მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკური ფიგურა შეუმჩნეველი არც ხელოვნებაში დარჩენილა.
იგი იმ იშვიათ მოღვაწეთაგანია, რომელმაც სიცოცხლეშივე ჰპოვა ასახვა ხელოვნების სხვადასხვა
მიმართულებაში. ტეტჩერის სიცოცხლეშივე შეიქმნა და საზეიმოდ გაიხსნა არაერთი ძეგლი,
ბიუსტი, დაიხატა პორტრეტები და გამოიფინა სახელმწიფო დაწესებულებებსა, თუ გალერეებში.
გადაიღეს ფილმი „რკინის ლედი“, რომელსაც პერსონაჟივით დიდი წარმატება ხვდა წილად.
მარგარეტ ტეტჩერის პერსონისადმი ინტერესი კვლავ გრძელდება.
მარგარეტ ტეტჩერის ბრინჯაოს ქანდაკება გაერთიანებულ სამეფოში, ვესტმისტერის სასახლეში,
სერ უინსტონ ჩერჩილის ქანდაკების მოპირდაპირე მხარეს 2007 წლის 21 თებერვალს
ოფიციალურად გაიხსნა. აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, ჰილსდეილის კოლეჯში 2008 წელს დაიდგა.

You might also like