Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 213

უილიამ გოლდინგი

ბუზთა ბატონი

რომანი
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ

თავი პირველი − ნიჟარის ხმა


ქერათმიანი ბიჭი კიდევ რამდენიმე ფუტით ჩამოეშვა კლდეზე და
ლაგუნისკენ აიღო გეზი. სასკოლო ფორმის ჯემპრი გაეძრო და ხელზე
ჰქონდა გადაკიდებული, მაგრამ ნაცრისფერი პერანგი ტანზე ეკვროდა,
თმა შუბლზე ეწებებოდა. ციცაბო კლდე სიგრძეზე იჭრებოდა ჯუნგლებ-
ში, იქაურობა გახურებულ აბანოს ჰგავდა. გაჭირვებით მიიკვლევდა გზას
ლიანებსა და გადამტვრეულ ხეებს შორის; რაღაც ჩიტმა წითელ-ყვით-
ლად გაიელვა და ალქაჯივით აწიოკებული აფრთხიალდა ცაში; ამ ხმას
ექოსავით გამოეპასუხა მეორე ხმა:
– ჰეი! მოიცა ერთი წუთით!
კლდის გვერდით ტყისპირს ჟრუანტელმა გადაუარა და წვიმის წვე-
თები ხმაურით წამოვიდა.
– მოიცა ერთ წუთს, – თქვა ხმამ, – გავიხლართე.
ქერა გაჩერდა და მექანიკური მოძრაობით ამოიწია გეტრები. ამ ჟეს-
ტმა ჯუნგლები წუთით მის ქალაქს დაამსგავსა.
ხმა ისევ ალაპარაკდა:
– ადგილიდან ვეღარ ვიძვრი ამ ჩამოკიდებული რამეების გადამკი-
დე.
ხმის პატრონმა ტყისპირს გამოაღწია – უკან-უკან მოდიოდა, გაზინ-
ტლულ ქურთუკზე ტოტები ებღაუჭებოდა. შიშველი, მსუქანი მუხლისთა-
ვები ეკლებზე გამოედო და დაეკაწრა. დაიხარა, ფრთხილად ამოიძრო
ეკლები და მოტრიალდა. ქერა ბიჭზე დაბალი იყო და ძალიან მსუქანი.
წინ გამოვიდა, უხიფათო ადგილის ძებნაში ფეხებს ფრთხილად ად-
გამდა. სქელმინიანი სათვალიდან აიხედა.
– მეგაფონიანი კაცი სად არის?
ქერამ თავი გააქნია.
– ეს კუნძულია. ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ კუნძულია.
ის, ზღვაში, მეჩეჩია. შეიძლება, აქ მოზრდილი საერთოდ არავინ
იყოს.
მსუქანი ბიჭი სახტად დარჩა.
– მფრინავი ხომ იყო. ოღონდ მგზავრების სალონში კი არა, წინ,
კაბინაში იჯდა.
ქერა თვალმოჭუტული შესცქეროდა რიფს.
– სხვა ბავშვები? – განაგრძობდა მსუქანი, – უნდა გადარჩენილიყ-
ვნენ, ასე არ არის?
ქერა დაუდევრად მიაბიჯებდა წყლისკენ. ცდილობდა, აგდებუ-
ლი იერი მიეღო, ოღონდ არც ის უნდოდა, რომ ვინმეს ეფიქრა, არა-
ფერი ენაღვლებაო. მსუქანი ბიჭი სასწრაფოდ აედევნა.
– უფროსები საერთოდ არ არიან?
– არა მგონია.
ქერამ ეს სერიოზული სახით თქვა, მაგრამ მერე ახდენილი ოცნე-
ბის გამო სიხარულმა სძლია, კლდის შუაში ყირა გაჭიმა და ქვემოდან
შესცინა უკან დახეულ მსუქან ბიჭს:
– უფროსების ჭაჭანებაც არ არის.
მსუქანი წამით დაფიქრდა.
– მფრინავი...
ქერა ამოტრიალდა, ფეხზე დადგა და ნოტიო მიწაზე დაჯდა.
– ეტყობა, ჩამოგვსხა და გაფრინდა. აქ მიწაზე ვერ დაჯდებოდა.
ბორბლებიანი თვითმფრინავით არ გამოუვიდოდა.
– ჩამოგვყარეს?
– დაბრუნდება, სად წავა!
მსუქანმა თავი გააქნია.
– როცა ვეშვებოდით, ფანჯრიდან თვითმფრინავის მეორე მხარე
დავინახე. ალი გამოდიოდა.
კლდეს ახედ-დახედა.
– სულ ფიუზელაჟის ბრალია.
ქერამ ჩამოჩეხილ ხეს აუსვა ხელი. წუთით ინტერესი შეეტყო.
– რა დაემართა? – იკითხა მან, – ახლა სად არის?
– ქარიშხალმა ზღვისკენ გაათრია. ისე, საშიში კი იყო, ხეები სულ და-
ლეწილია. ბავშვებიც იქნებოდნენ.
წუთით შეყოყმანდა და მერე ისევ ალაპარაკდა:
– რა გქვია?
– რალფი.
მსუქანი ბიჭი ელოდა, რომ თვითონაც ჰკითხავდნენ სახელს, მაგრამ
ქერამ მხოლოდ ჩაიღიმა, ადგა და კიდევ ერთხელ დაადგა ლაგუნისკენ
მიმავალ გზას. მსუქანი ფეხდაფეხ მიჰყვა.
– მე მგონი, ჩვენგან ბევრი იქნება დაფანტული. სხვები ხომ არ გინა-
ხავს?
რალფმა თავი გააქნია და ნაბიჯს უმატა. მერე ტოტს წამოჰკრა ფეხი
და დაეცა.
მსუქანი ბიჭი გვერდით ედგა და ქოშინებდა.
– დეიდაჩემი სირბილს მიშლის, – აუხსნა რალფს, – ასთმა მაქვს.
– ასთმა-ჩაფსმა?
– ჰო. სუნთქვა მეკვრის. ჩვენს სკოლაში მარტო მე მქონდა ასთმა. –
ცოტა არ იყოს, ამაყად წარმოთქვა ბიჭმა. – და სამი წლიდან სათვალე
მიკეთია.
სათვალე მოიხსნა, თვალების ხამხამით და ღიმილით მიაწოდა
რალფს, მერე ჭუჭყიანი ქურთუკით წმენდა დაუწყო. უცებ სახე ტკივილმა
მოუჭმუხნა და შეწუხებული გამომეტყველებით გაირინდა. ლოყებიდან
ოფლი ჩამოიწმინდა, სათვალე სწრაფად მოირგო ცხვირზე.
– ამ ხილმა...
ტყისპირს შეავლო თვალი.
– ამ ხილმა... – გაიმეორა, – მე მგონი...
სათვალე გაისწორა, რალფს გაშორდა და აბურდულ ფოთლებში ჩა-
ცუცქდა.
– ახლავე გამოვალ...
რალფმა ფრთხილად გამოითავისუფლა თავი და ტოტებიდან
გამოძვრა. რამდენიმე წამში მსუქანი ბიჭის ქსუტუნი უკან მოიტოვა,
აჩქარებით გაეშურა საფარისკენ, ლაგუნას რომ აშორებდა, წაქცეულ
ხეს გადააბიჯა და ჯუნგლებიდან გავიდა.
ნაპირზე მაღალი პალმები დახვდა. ზოგი იდგა, ზოგი მზის სხივე-
ბისკენ გადაწოლილიყო. მწვანე ფოთლები ასი ფუტის სიმაღლეზე
აღმართულიყო ჰაერში. პალმების ქვეშ უხეში ბალახი იზრდებოდა,
წაქცეული ხეების ამოტრიალებულ ფესვებს ბალახი ალაგ-ალაგ და-
ეგლიჯა, მიწაზე დამპალი ქოქოსი ეყარა და პალმის ყლორტები ჩან-
და, უკან – ჩაბნელებული ტყე და კლდის ნათელი სილუეტი. რალფი
იდგა, ცალი ხელით ნაცრისფერ ხეს მიჰყრდნობოდა, მოციმციმე წყა-
ლი თვალს სჭრიდა. დაახლოებით ერთი მილის მოშორებით, მარ-
ჯნის რიფთან, ტალღა იქოჩრებოდა, უფრო იქით კი თვალუწვდენე-
ლი ზღვის მუქი სილურჯე იშლებოდა. მარჯნის უსწორმასწორო თაღ-
ში ლივლივებდა ლაგუნა – მთის ტბასავით წყნარი, ლურჯის ათას-
ნაირი ელფერით, დაბინდული მწვანე და მეწამული. პალმის ტერა-
სებსა და წყალს შორის ნაპირი თხელ ზოლად ირკალებოდა, და სად-
ღაც, უსასრულობაში, რალფის მარცხნივ, პალმები, ნაპირი და წყა-
ლი ერთმანეთს ერწყმოდა; ყველგან სიცხე იდგა – ლამის თვალით
დასანახი.
ტერასიდან ჩამოხტა. შავი ფეხსაცმელებით ქვიშაში ჩაეფლო და
სიცხე შემოეფეთა. ტანსაცმელი დაუმძიმდა, გაბრაზებულმა დააბა-
კუნა ფეხები, ელასტიური გეტრები თავის აჭიმებიანად ერთი მოძ-
რაობით გაიძრო. მერე უკან, ტერასაზე გადახტა და პერანგი გაიხადა.
იდგა თავის ქალის მსგავს ქოქოსებს შორის, პალმებიდან მწვანე
ჩრდილი რომ ეცემოდათ, იდგა და თვითონაც ტყის ჩრდილი დასთა-
მაშებდა ტანზე. ქამარზე გველის თავებივით გადაჭდობილი ბალთა
გაიხსნა, შორტი და ტრუსი გაიძრო, იდგა გაშიშვლებული, ლაპლაპა
ნაპირსა და წყალს გაჰყურებდა.
მეცამეტე წელიწადში გადადგა და ბავშვური ღიპი აღარ ეტყობო-
და, მაგრამ ჯერ არც იმ ასაკისთვის მიეღწია, რომ მოზარდის მოუქნე-
ლობა და უხერხულობა ეგრძნო. მისი დანახვისას ვინმეს შეიძლებო-
და ეფიქრა, მხრები რომ გაუგანიერდება და დაუმსხვილდება, კარგი
მოკრივე დადგებაო, მაგრამ რბილი ტუჩები და ხავერდოვანი თვა-
ლები უბოროტო ხასიათზე მეტყველებდა. ნაზად დაუსვა ხელი პალმის
ტანს; მერე, როცა იფიქრა, რომ კუნძულის რეალობა საბოლოოდ უნდა
დაეჯერებინა, ისევ სიხარულით გაიცინა და ყირა გაჭიმა. მარჯვედ გადა-
ვიდა ყირამალა, ნაპირზე ჩახტა, ჩაიჩოქა, მკლავები გაშალა და ქვიშა
მკერდთან მოხვეტა. მერე იქვე ჩაჯდა და წყალს გახედა, გაბრწყინებუ-
ლი, აღტაცებული თვალებით.
– რალფ...
მსუქანმა ბიჭმა ტერასიდან ფეხი ჩამოუშვა და ფრთხილად ჩამოჯდა
კიდეზე.
– ბოდიშს ვიხდი, რომ დამაგვიანდა. ამ ხილმა...
სათვალე გაწმინდა და პაწია ცხვირზე დაისკუპა. ჩარჩომ ღრმა, ვარ-
დისფერი «V»-ს ფორმის ნაკვალევი დაუტოვა ძგიდეზე. რალფის ოქ-
როსფერ სხეულს გახედა, მერე საკუთარ ტანსაცმელზე დაიხედა, მკერ-
დზე დაშვებული ელვა-შესაკრავის ენაზე დაიდო ხელი.
– დეიდაჩემი...
უცებ გადაწყვიტა, მკვეთრი მოძრაობით გაიხსნა შესაკრავი და ქურ-
თუკი თავზე გადაიძრო.
– რაც არის, არის!
რალფმა ალმაცერად გახედა და არაფერი თქვა.
– მე მგონი, ყველას სახელი უნდა დავაზუსტოთ, – განაცხადა მსუქან-
მა ბიჭმა, – სია უნდა შევადგინოთ, შევიკრიბოთ.
რალფმა წაუყრუა, ასე რომ, მსუქანს სხვა გზა აღარ ჰქონდა – უნდა
გაეგრძელებინა.
– სულერთია, რა მერქმევა, – გაენდო ბოლოს, – რაკი იმას აღარ მეძა-
ხიან, რასაც სკოლაში.
რალფი, ცოტა არ იყოს, დაინტერესდა.
– რაო, რას გეძახდნენ?
მსუქანმა ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, მერე რალფისკენ დაიხარა:
– ღუტას მეძახდნენ.
რალფს სიცილი წასკდა. წამოხტა.
– ღუტა! ღუტა!
– რალფ... კარგი რა!
ღუტამ ავი წინათგრძნობით გაასავსავა ხელები.
– გითხარი, არ მინდოდა...
– ღუტა! ღუტა!
რალფი ცეკვა-ცეკვით გავარდა გავარვარებულ სანაპიროზე, მერე
საბრძოლო თვითმფრინავივით მოტრიალდა, ფრთები უკან წაიღო
და ღუტას ავტომატის ჯერი დაუშინა.
– ჟჟჟჟ! ბა-ბახ-ბახ-ბახ!
ქვიშაში გაიშხლართა, ღუტას ფერხთით, იწვა და სიცილით კვდე-
ბოდა.
– ღუტა!
ღუტამ უხალისოდ გაიღიმა. თავისდა უნებლიეთ, ამგვარმა აღია-
რებამ შვება მოჰგვარა.
– ოღონდ არავის არ უთხრა...
რალფმა ქვიშაში ჩაიხითხითა. ღუტას სახე ისევ ტკივილმა მოუჭ-
მუხნა და შეწუხებული გამომეტყველება დაუბრუნდა.
– ერთი წუთით!
ისევ ტყისკენ გაიქცა. რალფი ადგა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა
მარჯვნივ.
აქ ნაპირი მკვეთრად იცვლებოდა – პეიზაჟს ოთხკუთხა ფორმები
ერეოდა. ტყეში, ტერასაზე, ქვიშასა და ლაგუნაში ჯიქურ შეჭრილი
ვარდისფერი გრანიტის ვეება ბაქანი ოთხი ფუტის სიმაღლეზე აღ-
მართულ ფიცარნაგს ჰგავდა. მიწის თხელი ფენით დაფარულ ბაქან-
ზე უხეში ბალახი და ნორჩი პალმები ამოსულიყო. მიწა არ კმაროდა
პალმების სიმაღლეში გასაზრდელად, ოციოდე ფუტს მიღწეული ხე-
ები ეცემოდა, ხმებოდა. გარდიგარდმო დაყრილი მორები ძალიან
მოხერხებული იყო დასაჯდომად. ის პალმები, ჯერ ფეხზე რომ იდგა,
ფოთლებით მწვანე სახურავს აფარებდნენ იქაურობას; სახურავს
წყლიდან არეკლილი მთრთოლავი ათინათი დასთამაშებდა. რალ-
ფი ბაქანზე აძვრა, ჩრდილი და სიგრილე ესიამოვნა, ცალი თვალი
მოჭუტა და გადაწყვიტა, რომ მის სხეულზე მოსრიალე ჩრდილები
ნამდვილად მწვანე იყო. ფრთხილად მიუახლოვდა ზღვაზე გადაკიდე-
ბული ბაქნის კიდეს, გაჩერდა და ჩაიხედა. წყალი ისეთი სუფთა იყო,
ფსკერამდე ჩააწვდენდი თვალს. სიღრმეში წყალმცენარეები იშლებო-
და და მარჯნის კრისტალები ჩანდა. პაწაწინა, ელვარე თევზები ხან აქ
მოიქნევდნენ კუდს, ხან – იქ. რალფმა საკუთარ თავს მიმართა აღტაცე-
ბისგან დაბოხებული ხმით:
– მაგგარრრ!
ბაქნის იქით კიდევ ერთი სასწაული იყო. ღვთის ძალამ – შეიძლება,
ტაიფუნმა, ან იქნებ იმ ქარიშხალმა, რალფი თვითონ რომ შეესწრო –
ლაგუნაში ისე მოაგროვა ქვიშის ზოლი, რომ ნაპირზე გრძელი, ღრმა
ტბორი გაჩნდა, რომელსაც შორს, მეორე ბოლოში, ვარდისფერი გრანი-
ტის მაღალი ჯებირი ევლებოდა. რალფი ერთხელ უკვე გააცურა წყლის
მოჩვენებითმა სიღრმემ და ახლა, ტბორს რომ უახლოვდებოდა, ბევრს
არაფერს ელოდა. მაგრამ კუნძულმა არ გააწბილა და დაუჯერებელი,
ყოვლად წარმოუდგენელი ტბორი – ყურე, რომელშიც ზღვა აშკარად
მხოლოდ დიდი მოქცევისას იჭრებოდა, ცალ მხარეს ისეთი ღრმა აღმოჩ-
ნდა, რომ მუქი მწვანე ფერი ჰქონდა. რალფმა ერთი ოცდაათი იარდი
გულმოდგინედ დაათვალიერა და ჩაყვინთა. წყალი მის სისხლზე უფრო
თბილი გამოდგა და ვეება აბაზანაში ცურვა გამოუვიდა.
ღუტა ისევ გამოჩნდა. კლდის ქიმზე ჩამოჯდა. შურით ათვალიერებ-
და რალფის მწვანე და თეთრ სხეულს.
– მაგრა ცურავ.
– ღუტა.
ღუტამ ფეხსაცმელები და წინდები გაიხადა, ფრთხილად დააწყო
ქიმზე და წყალში ფეხის წვერი ჩაჰყო.
– ცხელია!
– აბა, რას ელოდი?
– არაფერსაც არ ველოდი. დეიდაჩემი...
– არსად დაგეკარგოს დეიდაშენი!
რალფმა ჩაყვინთა და თვალგახელილმა გაცურა წყალქვეშ; ტბორის
ქვიშიანი ნაპირი გორაკის ფერდობს ჰგავდა. გულაღმა დაწვა, ცხვირზე
ხელმოჭერილი, ოქროსფერი შუქი ცეკვითა და ლივლივით დაეფინა სა-
ხეზე. ღუტას შეეტყო, რომ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო – შორ-
ტის გახდა დაიწყო. ახლა, გაშიშვლებული, უფრო თეთრი და მსუქანი
ჩანდა. თითის წვერებზე შემდგარი დაეშვა ტბორის ქვიშიან მხარეს,
წყალში ყელამდე შევიდა და ამაყად გაუღიმა რალფს.
– ცურვას არ აპირებ?
ღუტამ თავი გააქნია.
– ცურვა არ ვიცი. არ მანებებდნენ, ასთმა...
– არსად დაგეკარგოს შენი ასთმა-ჩაფსმა.
ღუტა ბედს შეგუებული კაცის გამომეტყველებით ღირსეულად
იტანდა ყველაფერს.
– ძაან მაგრა ცურავ.
რალფმა უკან გამოცურვისას მხარული მოუსვა, პირი წყალში ჩაჰ-
ყო და ჭავლი ამოუშვა. მერე ნიკაპი ამოსწია და უთხრა:
– ხუთი წლისამ ვისწავლე ცურვა. მამაჩემმა მასწავლა. ფლოტში
მსახურობს, მეთაურია. როგორც კი გამოუშვებენ, ჩამოვა და გადაგ-
ვარჩენს. მამაშენი რას აკეთებს?
ღუტა აილეწა.
– მამაჩემი მოკვდა, – უპასუხა სწრაფად, – დედა კი...
სათვალე მოიხსნა და მიიხედ-მოიხედა, რამე გასაწმენდი რომ
ენახა. ვერაფერი ნახა.
– დეიდაჩემთან ვცხოვრობ. ტკბილეულის მაღაზია აქვს და ქვეყ-
ნის ტკბილეულს ვჭამდი. რამდენიც მინდოდა. მამაშენი როდის გა-
დაგვარჩენს?
– როგორც კი მოახერხებს.
ღუტა წყლიდან ამოვიდა. იდგა შიშველი და წინდით წმენდდა
სათვალეს. ახლა, დილის პაპანაქებაში, მხოლოდ რიფზე შემომ-
სხდარი ფრინველების გაწელილი, გულის გამაწვრილებელი ხმა ეს-
მოდათ.
– საიდან გაიგებს, რომ აქა ვართ?
რალფი წყალში ნებივრობდა. ძილი მოერია, მირაჟივით შემოეხ-
ვია და გააბრუა, იმ მირაჟივით, ალაპლაპებული ლაგუნას თავზე რომ
ჩანდა.
– საიდან გაიგებს, რომ აქა ვართ?
«იქიდან, – ფიქრობდა რალფი, – იქიდან, იქიდან...» რიფზე შემომ-
სხდარი ფრინველების გუგუნი ახლა შორიდან ესმოდა.
– აეროპორტში ეტყვიან.
ღუტამ თავი გააქნია, მოციმციმე სათვალე გაიკეთა და რალფს გახე-
და.
– არა, მანდ არა. ვერ გაიგონე, რა თქვა მფრინავმა? ატომურ ბომბზე.
ცოცხალი აღარავინ დარჩა.
რალფი წყლიდან ამოვიდა. იდგა, ღუტას შეჰყურებდა და ამ უჩვეუ-
ლო პრობლემებზე ფიქრობდა.
ღუტა არ ეშვებოდა.
– ეს ხომ კუნძულია?
– წეღან კლდეზე ავძვერი, – ნელა წარმოთქვა რალფმა, – მე მგონი,
კუნძულია.
– ცოცხალი აღარავინ დარჩა, – უთხრა ღუტამ, – ეს კი კუნძულია და
არავინ იცის, აქ რომ ვართ. მამაშენმაც არ იცის. არავინ არ იცის...
ტუჩები აუცახცახდა და სათვალე დაენამა.
– შეიძლება, მთელი სიცოცხლე აქ დავრჩეთ.
ამ სიტყვებზე სიცხემ თითქოს იმატა, სახიფათოდ დამძიმდა და ლა-
გუნამ თვალისმომჭრელი სიკაშკაშით შემოუტიათ.
– ტანსაცმელს ავიღებ, – ჩაიბურტყუნა რალფმა, – აგერ, იქ აწყვია.
ქვიშაში გაიქცა, მზის სიავეს გაუძლო, ბაქანი გადაჭრა და თავისი გა-
ფანტული ტანსაცმელი იპოვა. უცნაურად ესიამოვნა ნაცრისფერი პერან-
გის ხელახლა ჩაცმა. მერე ბაქნის კიდეზე აცოცდა და მწვანე ჩრდილში,
მორზე მოიკალათა. ღუტამ წელი აითრია, თავისი ტანსაცმელი იღლია-
ში ამოჩრილი მიჰქონდა. ფრთხილად დაჯდა წაქცეულ ხეზე, პატარა
შვერილის ახლოს, პირდაპირ რომ გაჰყურებდა ლაგუნას; აბურდული
ფიქრები მოეძალა.
მალე ალაპარაკდა:
– დანარჩენები უნდა ვიპოვოთ. რამე უნდა ვიღონოთ.
რალფს არაფერი უთქვამს. მარჯნის კუნძულზე იყო... მზეს შეფა-
რებული, ღუტას ავისმომასწავებელ სიტყვებს ერთი ყურიდან მე-
ორეში უშვებდა და საამურად თვლემდა.
ღუტა არ ეშვებოდა.
– რამდენი ვართ?
რალფი ადგა და ღუტას მიუახლოვდა.
– არ ვიცი.
დროდადრო სიო გადაურბენდა სიცხის ალმურის ქვეშ მოლაპლა-
პე წყალს; როცა ბაქნამდე აღწევდა, პალმის ფოთლები ჩურჩულს იწ-
ყებდნენ და მთრთოლავი ათინათი სხეულებზე დასრიალებდა ან
ჩრდილში ფარფატებდა მბრწყინავ, ფრთოსან არსებასავით.
– რამე უნდა ვიღონოთ.
რალფმა შორს გაიხედა, ღუტას თითქოს ვერც ხედავდა. აი, რო-
გორც იქნა, მოულოდნელად შემოიჭრა რეალურ ცხოვრებაში წარმო-
სახული ადგილი, რომელიც სრულად ვერასდროს ისხამდა ხორცს.
რალფს ტუჩები ნეტარმა ღიმილმა გაუპო; ღუტამ ეს ღიმილი საკუთა-
რი აღიარების ნიშნად მიიჩნია და გახარებულმა გაიცინა.
– ეს თუ მართლა კუნძულია...
– მაშინ?
რალფი აღარ იღიმებოდა და ლაგუნისკენ იშვერდა თითს. გვიმ-
რებში რაღაც კრემისფერი იდო.
– ქვაა.
– არა, ნიჟარა.
უეცრად ღუტას შეკავებული მღელვარებისგან გააჟრჟოლა.
– ეგრეა, ნიჟარაა! ასეთი ადრეც მინახავს. ერთი ბიჭის ღობეზე,
ოღონდ ის საყვირს ეძახდა. ჩაბერავდა ხოლმე და დედამისი მოდი-
ოდა. დიდი ძვირფასი რამეა...
რალფის იდაყვთან პალმის ამონაყარი გადაწოლილიყო. მალე
საბრალო ღეროც გადაჰყვებოდა. ბიჭმა ღერო ამოგლიჯა და წყალში
ქნევა დაუწყო, ღეროს გარშემო მბრწყინავი თევზი ხან აქ გაიელვებ-
და, ხან იქ. ღუტა შეშფოთებული დაიხარა.
– ფრთხილად! გატეხავ...
– მოკეტე.
რალფი გულსგარეთ ლაპარაკობდა. ნიჟარა საინტერესო, ლამაზი
და ღირებული სათამაშო იყო; მაგრამ საოცნებო ფანტომები ისევ ისე
ჩამდგარიყვნენ მასა და ღუტას შორის, რომელიც აქაურობას ვერ ერგე-
ბოდა. პალმის დახრილი ღერო იქით, გვიმრებში ნიჟარას მისწვდა.
რალფი ცალ ხელს დაეყრდნო, მეორით ღეროს დააწვა და წყლიდან
ამოიღო გალუმპული ნიჟარა. ღუტამ ხელი სტაცა.
ახლა ნიჟარა შორიდან დანახული კი არა, ხელშესახები საგანი გახ-
და. აღტაცება რალფსაც გადაედო. ღუტა აჭყლოპინდა:
– ...ნიჟარა! ძვირფასი რამეა. დაგენაძლევები, ასეთის ყიდვა რომ
გინდოდეს, ქვეყნის ფული დაგიჯდება – იმას ბაღის ღობეზე ჰქონდა და
დეიდაჩემმა...
რალფმა ღუტას ნიჟარა გამოართვა და მკლავზე წყალი ჩამოუწან-
წკარდა. ნიჟარა კრემისფერი იყო, აქა-იქ მკრთალი ვარდისფერი დაჰ-
კრავდა. პატარ-პატარა ღრმულებად დახვრეტილ ადგილებსა და ვარ-
დისფერ ტუჩებს შორის თვრამეტდუიმიანი, დახვეწილად მოხაზული აპ-
კი ჰქონდა. რალფმა ღრმა მილიდან ქვიშა გადმობერტყა.
– ძროხასავით ბღავის, – თქვა ღუტამ, – იმას თეთრი ქვებიც ჰქონდა,
გალიაც, შიგ თუთიყუში ჰყავდა. თეთრ ქვებს, რასაკვირველია, არ უბე-
რავდა; ასე თქვა...
ღუტამ სული მოითქვა და ხელი გადაუსვა ელვარე ნივთს, რალფს
რომ ეჭირა.
– რალფ!
რალფმა ახედა.
– ამით შეგვიძლია, დანარჩენებს დავუძახოთ. შევიკრიბოთ. რომ გა-
იგონებენ, მოვლენ...
თვალებგაბრწყინებულმა შეხედა რალფს.
– ეგრე აპირებდი, არა? იმიტომ არ ამოიღე წყლიდან?
რალფმა ქერა თმა გადაიწია.
– როგორ უბერავდა შენი მეგობარი ნიჟარაში?
– თითქოს აფურთხებდაო, – უთხრა ღუტამ, – დეიდაჩემი არ მა-
ნებებდა ჩაბერვას. ასთმა რომ მაქვს. იმ ბიჭმა თქვა, აქედან უნდა
ჩაჰბეროო, – ღუტამ ღიპზე დაიდო ხელი, – სცადე, რალფ. დანარჩე-
ნებს დაუძახებ.
რალფმა ეჭვით მიიდო პირზე ნიჟარის ვიწრო ბოლო და შეუბერა.
მხოლოდ პირიდან ამოსული ხმა გაისმა. მეტი არაფერი. რალფმა
მლაშე წყალი მოიწმინდა ტუჩებიდან და კიდევ სცადა, მაგრამ ნიჟა-
რა დუმდა.
– თითქოს აფურთხებდაო.
რალფმა ტუჩები მოწკურა და ვიწრო ნაკადად ჩაუშვა ჰაერი ნიჟა-
რაში, რომელმაც დაბალი, დაგუდული ხმა გამოსცა. ამან ბიჭები ისე
გააკვირვა, რომ რალფმა კიდევ რამდენიმე წუთს გააგრძელა ბერვა.
თან იცინოდა, თან უბერავდა.
– აქედან, აქედან.
რალფი მიხვდა და ახლა დიაფრაგმიდან ამოსული ჰაერით შე-
უტია ნიჟარას. ისიც მყისვე ახმიანდა. ღრმა, მჭახე ხმამ გაიგუგუნა
პალმებს ქვეშ, გაბურდულ ტყეს მოედო და მთის ვარდისფერი გრა-
ნიტიდან ექომაც უპასუხა. ხეების კენწეროებიდან ჩიტების ღრუბელი
აიშალა. რაღაცამ წიოკით გაიშლიგინა ჭალაში.
რალფმა ნიჟარა ტუჩებიდან მოიშორა.
– უყურე ამას!
ნიჟარის მჭახე ხმის შემდეგ მისი ხმა ჩურჩულს ჰგავდა. ნიჟარა
ტუჩებზე მიიდო, ღრმად ჩაისუნთქა და კიდევ ერთხელ შეუბერა. ისევ
ისეთი გუგუნი გაისმა. მერე ბიჭმა ძალა მოიკრიბა, ერთი ოქტავით
მაღლა ამხტარი ბგერა უფრო მკაფიოდ, მკვეთრად გაისმა და ყური
გაჭრა. სახეანთებული ღუტა რაღაცას ყვიროდა, სათვალე უციმცი-
მებდა. ჩიტები აჭყივლდნენ, პატარა ცხოველები შლიგინით გაიფან-
ტნენ. რალფს სუნთქვა გაუწყდა. ბგერა ოქტავიდან ჩამოვარდა, და-
ბალ ხმაზე აგუგუნდა, სტვენად იქცა და გაქრა.
დადუმებული ნიჟარა მოციმციმე ეშვს დაემსგავსა; რალფს დიდ-
ხანს შეკრული სუნთქვისგან სახე გაულურჯდა; კუნძული ჩიტების ჟი-
ვილ-ხივილმა და ექოს წკრიალმა გაავსო.
– დაგენაძლევები, ამას ძალიან შორსაც გაიგონებ.
რალფი გონს მოვიდა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა.
– აგერ, ერთი! – წამოიძახა ღუტამ.
ბავშვი პალმებში გამოჩნდა, ნაპირის გასწვრივ, დაახლოებით, ასი
იარდის მოშორებით. ასე, ექვსი წლის ბიჭი იქნებოდა, ღონიერი და ლა-
მაზი, ტანსაცმელი შემოფლეთოდა, სახე ხილის წებოვანი ნარჩენებით
ჰქონდა მოთხუპნილი. შარვალი გარკვეული მიზნით ჩაეხადა და მერე
წესიერად ვეღარ ამოეწია. პალმის ტერასიდან ქვიშაში გადმოხტა, შარ-
ვალი მუხლებამდე ჩასძვრა. ამოაბიჯა და ბაქნისკენ გამოენთო. ღუტა
ამოძრომაში მოეხმარა. ამასობაში რალფი ბერვას განაგრძობდა. მალე
ტყეში ხმები გაისმა. პატარა ბიჭი რალფს წინ ჩაუცუცქდა და სახეგაბ-
რწყინებულმა ახედა. როცა დარწმუნდა, რომ რაღაც სერიოზული ხდე-
ბოდა, კმაყოფილი დარჩა, ერთადერთი, რაც სუფთა ჰქონდა – ვარდის-
ფერი ცერი – პირში გაიქანა.
ღუტა დაიხარა.
– რა გქვია?
– ჯონი.
ღუტამ სახელი ჩაიბუტბუტა და მერე რალფს გასძახა, მაგრამ იმას
ყურიც არ შეუბერტყავს – ისევ უბერავდა. სახე გაულურჯდა. თვითონვე
ტკბებოდა მძლავრი ხმით, დიდებული ბგერებით. შემოტმასნილი პე-
რანგი გულისცემისგან უტოკავდა. ტყიდან ხმაური უახლოვდებოდათ.
ნაპირი თვალსა და ხელს შუა გამოცოცხლდა. ალმურს მიღმა
მთრთოლავი ქვიშის იქით ფიგურები ბუნდოვნად ჩანდა. ბიჭები გავარ-
ვარებულ ქვიშაზე მოაბიჯებდნენ, ბაქნისკენ მოემართებოდნენ. სამი პა-
ტარა, ჯონის კბილა ბავშვი უეცრად სულ ახლოს აღმოჩნდა, ხელის გაწ-
ვდენაზე – ხარბად ახრამუნებდნენ ტყეში მოკრეფილ ხილს. პატარა,
შავგვრემანმა, ღუტაზე ცოტათი უმცროსმა ბიჭმა ჭალიდან ბარდებს გა-
მოაღწია, ბაქანზე მოაბიჯებდა და ყველას მხიარულად უღიმოდა. ბიჭე-
ბი თანდათან მატულობდნენ. მიამიტი ჯონის მიბაძვით, ისინიც წაქცე-
ულ პალმებზე ჩამოსხდნენ და იცდიდნენ. რალფი ისევ უბერავდა, მოკ-
ლე, ყურისწამღები ხმა შორს გაისმოდა. ღუტა ჯგუფში მიდი-მოდიოდა,
ბიჭებს სახელებს ეკითხებოდა და შუბლშეჭმუხნილი ცდილობდა და-
მახსოვრებას. ბავშვები ისევე უბრალოდ ემორჩილებოდნენ, რო-
გორც მანამდე მეგაფონიან კაცს. ზოგს გაეხადა და ტანსაცმელი ხელ-
ში ეჭირა, დანარჩენები ნახევრად შიშვლები იყვნენ ან სკოლის ფორ-
მები ეცვათ: რუხი, ლურჯი, კაკაოსფერი ქურთუკები, სვიტრები, ზო-
ლიანი გეტრები, ზოგს ემბლემა ჰქონდა დაკერებული. მწვანე
ჩრდილში, გადამტვრეულ ხეებს შორის ბიჭების თავები ჩანდა: წაბ-
ლისფერი, ქერა, შავი, წითური, ჩალისფერი,
ფერფლისფერი; ბურტყუნებდნენ, ჩურჩულებდნენ, გაფართოე-
ბული თვალებით შესცქეროდნენ რალფს. ფიქრობდნენ, ნეტავ რა
უნდა ვიღონოთო.
სანაპიროზე ცალ-ცალკე თუ წყვილ-წყვილად, უცებ გამოჩნდე-
ბოდნენ ხოლმე ბავშვები და ალმურიდან უფრო ახლოს, ქვიშაზე
გადმოდიოდნენ. აქ პირველად მოხვდათ თვალში ქვიშაზე მოცეკვა-
ვე შავი, ღამურის მსგავსი, არსება, მხოლოდ მოგვიანებით გაარჩიეს,
რომ ღამურა ბავშვის ჩრდილი იყო, რომელიც მზის ვერტიკალურმა
სხივებმა ლაქად აქცია. რალფმა ბერვის დროსაც კი შეამჩნია
მთრთოლავი შავი ლაქის ზემოთ მორბენალი წყვილი. ბაქანზე ესე-
ნი ყველაზე ბოლოს მოვიდნენ – ორი, გრუზათმიანი ბიჭი ძირს და-
ეცა, იწვნენ, რალფს შესცინოდნენ და ძაღლებივით ქოშინებდნენ.
ტყუპები იყვნენ. თვალს სახტად ტოვებდა ამგვარი დაუჯერებელი,
სასაცილო გაორება. ერთდროულად სუნთქავდნენ, ერთდროულად
იცინოდნენ, ჩაფსკვნილები იყვნენ, სიცოცხლით სავსენი, სველ ტუ-
ჩებზე თითქოს კანი ასკდებოდათ, პროფილებს მკაფიო ხაზები აკ-
ლდა და პირები დაღებული ჰქონდათ. ღუტა ბიჭებისკენ დაიხარა და
ნიჟარის ხმის შუალედებში გაარჩია, როგორ იმეორებდნენ:
– სემ, ერიკ, სემ, ერიკ.
სახელები აერია; ტყუპები თავს იქნევდნენ და ერთმანეთზე მი-
უთითებდნენ; ბავშვები გულიანად იცინოდნენ.
ბოლოს და ბოლოს, რალფმა შეწყვიტა ბერვა და დანარჩენებს
მიუჯდა; ცალი ხელით ნიჟარა ჩაებღუჯა, თავი მუხლებისკენ დაეხა-
რა. როცა ექოც მიჩუმდა და სიცილიც შეწყდა, სიჩუმე ჩამოწვა.
მოციმციმე ბურუსში ნაპირზე რაღაც მუქი ფერისა მოიკვლევდა გზას.
რალფმა პირველმა დაინახა და მანამ უყურა, სანამ მისმა დაჟინებულმა
მზერამ ყველა იქით არ მიახედა. მერე არსებამ მირაჟიდან სუფთა ქვი-
შაზე გადმოაბიჯა და დაინახეს, რომ ეს მუქი ლაქა ჩრდილი კი არა, რა-
ღაც ხორცშესხმული იყო. ბიჭების ჯგუფი გამოდგა, სამაგალითო ფეხაწ-
ყობით მოაბიჯებდნენ ორ მწკრივად და ექსცენტრულ ტანსაცმელში იყ-
ვნენ გამოწყობილნი. შორტი, პერანგები და სხვა სამოსი ხელში ეჭირათ,
მაგრამ თითოეულ ბიჭს ოთხკუთხა, შავი ქუდი ეხურა, რომელზეც ვერ-
ცხლის ნიშანი დაემაგრებინათ. ტანი, ყელიდან მუხლამდე, შავი მანტი-
ით ჰქონდათ დაფარული, რომელსაც მკერდის მარცხენა მხარეს ვერ-
ცხლის გრძელი ჯვარი ეკეთა; საყელოს მაგივრად მანტიას ჟაბო ჰქონდა.
ტროპიკულმა სიცხემ, მიწაზე დაშვებამ, საჭმლის ძებნამ, მოციმციმე ნა-
პირზე მარშით სიარულმა და ოფლის ღვრამ ახლად გარეცხილ ქლია-
ვებს დაამსგავსათ. ბიჭი, რომელიც მეთაურობას უწევდათ, ასევე იყო გა-
მოწყობილი, ოღონდ იმას ოქროს ნიშანი ეკეთა ქუდზე. როცა ჯგუფი
ათიოდ იარდზე მოუახლოვდა ბაქანს, მეთაურმა ყვირილით გასცა ბრძა-
ნება და ჯგუფი გაჩერდა, გულამოვარდნილი, გაოფლილი ბიჭები იდ-
გნენ და თაკარა მზის გულზე ბარბაცებდნენ. მეთაური წინ წამოვიდა,
მანტიის ფრიალით გადმოხტა ბაქანზე და იმ ადგილს მიაქცერდა, სა-
დაც მისთვის თითქმის წყვდიადი იდგა.
– სად არის საყვირიანი კაცი?
რალფი მიხვდა, რომ ბიჭი მზით იყო დაბრმავებული და უპასუხა:
– საყვირიანი კაცი არ არის. მე ვარ.
ბიჭი მიუახლოვდა, რალფს დააცქერდა, შუბლი შეიკრა. როგორც
ჩანს, დიდად ვერ დააკმაყოფილა ქერათმიანი ბიჭის დანახვამ, მუხლებ-
ზე კრემისფერი ნიჟარა რომ ედო. სწრაფად მოტრიალდა, მანტიაც მას-
თან ერთად დატრიალდა.
– არც გემია?
მანტია რომ აუფრიალდა, შეეტყო, რომ მაღალი იყო, გამხდარი,
ძვლებამოჩრილი; შავი ქუდიდან წითური თმა უჩანდა. დაჭმუჭნილი და
ჭორფლიანი, უშნო სახე ჰქონდა, ოღონდ უჭკუოაო, ვერ იტყოდი. ორი
ცისფერი თვალი ახლა გაწბილებული იყურებოდა და ნელ-ნელა
ბრაზი ერეოდა.
– კაცი აქ არ არის? – იკითხა და მაშინვე ზურგი შეაქცია.
– არა. ჩვენ შეკრება გვაქვს. მოდი და შემოგვიერთდი, – უპასუხა
რალფმა.
მანტიაში გამოწყობილი ბიჭების ჯგუფში წინა რიგებმა დაშლა
დაიწყო. მაღალმა ბიჭმა დაუყვირა:
– გუნდო! წყნარად იდექ!
გუნდი უხალისოდ დამორჩილდა, ერთ რიგზე დაეწყო, იდგა და
მზეზე ბარბაცებდა. ზოგმა ერთი-ორი წაიბუზღუნა.
– კი მაგრამ, მერიდიუ, გთხოვთ, მერიდიუ... არ შეიძლება?
უცებ ერთი ბიჭი ცხვირ-პირით დაენარცხა ქვიშაზე და რიგი და-
იშალა. დაცემული ბიჭი ასწიეს და ბაქანზე დააწვინეს. მერიდიუმ ერ-
თი კი გახედა, მაგრამ არ აფორიაქებულა.
– კეთილი. დასხედით. მაგას თავი დაანებეთ.
– კი მაგრამ, მერიდიუ...
– სულ გული მისდის, – თქვა მერიდიუმ, – გიბრალტარშიც ეგრე
დაემართა, ადის-აბებაშიც, დილის წირვაზე პირდაპირ რეგენტს და-
ეცა.
ბოლო ფრაზაზე გუნდში აქა-იქ გაიცინეს. გუნდის ბიჭები შავი ჩი-
ტებივით ჩამოსკუპებულიყვნენ გარდიგარდმო გადებული, წაქცეუ-
ლი ხის ტოტებზე და ინტერესით აკვირდებოდნენ რალფს. ღუტას
არავისთვის უკითხავს სახელი. ცოტა არ იყოს, დააფრთხო ფორმით
მოპოვებულმა უპირატესობამ და მერიდიუს მბრძანებლურმა ტონ-
მა: რალფის გვერდით მოიბუზა და სათვალეს დაუწყო წმენდა.
მერიდიუ რალფს მიუბრუნდა.
– უფროსი არავინაა?
– არა.
მერიდიუ მორზე ჩამოჯდა და წრეს თვალი მოავლო.
– მაშინ ჩვენ თავს თვითონ უნდა მივხედოთ.
ღუტა რალფის გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და გაუბე-
დავად წამოიწყო.
– ამიტომაც მოაწყო რალფმა შეკრება. ასე რომ, შეგვიძლია, გადავ-
წყვიტოთ, რა ვიღონოთ... სახელები ვიცით. ეს ჯონია. ის ორი – ტყუპები
არიან – სემი და ერიკი. რომელია ერიკი? შენ? არა – შენ სემი ხარ...
– მე ვარ სემი.
– მე კიდევ ერიკი.
– ჯობია, ყველამ ვთქვათ ჩვენ-ჩვენი სახელები, – განაცხადა რალ-
ფმა, – მე რალფი ვარ.
– სახელები უკვე ვიცით, – უთხრა ღუტამ, – წეღან არ გამოვიკითხეთ?
– ბავშვური სახელებია, – თქვა მერიდიუმ, – ჯეკი რატომ უნდა ვიყო?
მე მერიდიუ ვარ.
რალფი სწრაფად მიტრიალდა. ამ ხმის პატრონმა იცოდა, რა უნდო-
და.
– მერე... – განაგრძო ღუტამ, – იმ ბიჭს... დამავიწყდა...
– რამდენს ლაპარაკობ, – უთხრა ჯეკ მერიდიუმ, – მოკეტე, სქელო.
სიცილი ატყდა.
– ეგ სქელო არ არის, – წამოიძახა რალფმა, – მაგას ღუტა ჰქვია!
– ღუტა?
– ღუტა!
– აუჰ, ღუტა!
შეუკავებელი ხარხარი ატყდა. ყველაზე პატარაც კი იცინოდა. წუთით
ბიჭები რაღაცამ გააერთიანა; მხოლოდ ღუტა დარჩა განზე. აილეწა, მო-
იღუშა და სათვალის წმენდა დაიწყო.
ბოლოს სიცილი მიწყნარდა და სახელების ჩამოთვლა განაგრძეს.
გუნდში სიმაღლის მიხედვით ჯეკს მორისი მოჰყვებოდა; ფართოსახია-
ნი და მოცინარი. იქვე იყო ერთი გამხდარი, გულჩათხრობილი ბიჭი, რო-
მელსაც არავინ იცნობდა და ხაზგასმით შორს ეჭირა თავი. ჩაიბუტბუტა,
როჯერი მქვიაო და ისევ დადუმდა. ბილი, რობერტი, ჰაროლდი, ჰენრი;
ის ბიჭი გუნდიდან, წეღან გული რომ წაუვიდა, პალმის გადანაჭერზე იჯ-
და; უღონოდ გაუღიმა რალფს და უთხრა, საიმონი მქვიაო.
– უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გადავრჩეთ, – წამოიწყო ჯეკმა.
ბიჭები აგნიასდნენ. ერთმა პატარა ბიჭმა, ჰენრიმ, თქვა, სახლში მინ-
დაო.
– მოკეტე, – დაბნეული სახით უთხრა რალფმა. ნიჟარა ასწია, – მე
მგონი, ბელადი გვჭირდება გადაწყვეტილებების მისაღებად.
– ბელადი! ბელადი!
– ბელადი მე უნდა ვიყო, – თქვა ჯეკმა ქედმაღლურად, – იმიტომ,
რომ მე ვარ საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელი და სოლისტი; დო
დიეზის აღება შემიძლია.
კიდევ ერთხელ ატყდა ზუზუნი.
– კარგი, – თქვა ჯეკმა, – მე...
შეყოყმანდა. შავგვრემანი ბიჭი, როჯერი, ბოლოს გამოერკვა და
ხმა ამოიღო.
– მოდი, კენჭი ვყაროთ.
– ჰო!
– ბელადი ავირჩიოთ!
– მოდი, ავირჩიოთ...
არჩევნები თითქმის ისეთივე საამური თამაში იყო, როგორც ნი-
ჟარა. ჯეკმა შეპასუხება სცადა, მაგრამ გარშემო აურზაური ატყდა. ბე-
ლადის ყოლის სურვილი რალფის არჩევის სურვილით შეიცვალა.
ამის მიზეზს ვერავინ იტყოდა; თუ გონიერებაზე მიდგებოდა, ყველას
ღუტა სჯობდა; ჯეკი აშკარად ლიდერი ჩანდა, მაგრამ რალფმა სიმ-
შვიდით მოიგო ბიჭების გული; თან მაღალი იყო, მიმზიდველი გა-
რეგნობისა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი – თუმცა ამას ვერც აცნობიე-
რებდნენ, – ის გახლდათ, რომ ნიჟარა რალფს ჰქონდა. ის, ვინც ნიჟა-
რაში უბერავდა, ახლა ბაქანზე იჯდა, ნატიფი ნივთი მუხლებზე ედო
და ნამდვილად ვერავინ შეედრებოდა.
– ეს – ნიჟარიანი...
– რალფი! რალფი!
რალფმა ხელის აწევით ითხოვა, გაჩუმდითო.
– კეთილი. ვის უნდა, ჯეკი იყოს ბელადი?
გუნდმა გულნაკლული მორჩილებით ასწია ხელები.
– მე ვის ვუნდივარ?
გუნდის წევრების გარდა ყველამ დაუყოვნებლივ ასწია ხელი. ღუ-
ტა ერთხანს შეყოყმანდა და მერე ისიც შეუერთდა დანარჩენებს.
რალფმა დათვალა.
– მაშინ მე ვიქნები ბელადი.
ბიჭებმა ტაში დასცხეს. გუნდიც აჰყვათ; ჯეკი წყენისგან წამოწით-
ლდა, ჭორფლები გაუხუნდა. წამოიწია, მერე გადაიფიქრა და ისევ დაჯ-
და. ტაში არ წყდებოდა. რალფმა ჯეკს შეხედა. უნდოდა, რამე შეეთავა-
ზებინა.
– გუნდი, რასაკვირველია, შენ გეკუთვნის.
– შეიძლებოდა, ჯარი ყოფილიყო...
– ან მონადირეები...
– შეიძლება...
სიწითლემ გაუარა. რალფმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სიჩუმე ხე-
ლის აწევით.
– გუნდზე ჯეკი აგებს პასუხს. ესენი იქნებიან... შენ რა გინდა?
– მონადირეები.
ჯეკმა და რალფმა ერთმანეთს მორცხვად გაუღიმეს თანადგომის
ნიშნად. დანარჩენები აღელვებულები ალაპარაკდნენ.
თითქოს გაკვეთილი დამთავრდაო, გუნდის ბიჭები წამოიშალნენ,
ლაპარაკ-ლაპარაკით დააგროვეს შავი მანტიები ბალახზე. ჯეკმა თავისი
მანტია გადანაჭერზე დადო, რალფის გვერდით. ნაცრისფერი შორტი
ოფლისგან ზედ ჰქონდა მიკრული. რალფმა შორტს ალმაცერად გახედა.
ჯეკმა მისი მზერა დაიჭირა და აუხსნა:
– იმ მთაზე ვცადე აძრომა, წყლის საპოვნელად. მაგრამ შენი ნიჟარის
ხმა მომესმა.
რალფმა გაიღიმა, ნიჟარა ასწია და სიჩუმე მოითხოვა.
– ყველამ მისმინეთ. დრო მჭირდება რაღაცეების მოსაფიქრებლად.
ვერ გადამიწყვეტია, ამ წუთში რა გავაკეთო. თუ ეს კუნძული არ არის, შე-
იძლება, დაუყოვნებლივ მოგვეშველონ, ასე რომ, უნდა გავარკვიო, კუნ-
ძულია თუ არა. ყველა აქ უნდა დარჩეს, მოიცადოს და არსად წავიდეს.
სამნი წავალთ – მეტი რომ წავიყვანოთ, ავირევით და ერთმანეთს დავ-
კარგავთ – სამნი წავალთ ექსპედიციაში ამის დასადგენად. მე, ჯეკი და...
და...
ანთებული სახეების წრეს მოავლო თვალი. მსურველების ნაკლე-
ბობა არ იგრძნობოდა.
– და საიმონი.
საიმონის გარშემო ბიჭები ახითხითდნენ, ისიც წამოდგა და გა-
იცინა. გულის წასვლის შემდეგ მოსულიერდა და ფერი მოუვიდა. გამ-
ხდარი, მკვირცხლი, პატარა ბიჭი იყო, სწორი, შავი და უხეში თმა ქუ-
დივით ეხურა თავზე.
რალფს თავი დაუქნია.
– წამოვალ.
– მეც წამოვალ...
ჯეკმა უკნიდან მოზრდილი სანადირო დანა ამოიღო და ხეზე და-
ასო. ზუზუნი ატყდა და მიწყნარდა.
ღუტა შეკრთა:
– მეც წამოვალ.
– ასეთ საქმეში შენ ვერ გამოდგები, – მიუბრუნდა რალფი.
– მერე რა.
– შენ არ გვინდიხარ, – ცივად უთხრა ჯეკმა, – სამი კაცი საკმარი-
სია.
ღუტას სათვალე აუციმციმდა.
– მე ვიყავი ამასთან, ნიჟარა რომ იპოვა. ყველაზე ადრე მე ვიყავი
ამასთან.
ჯეკი და დანარჩენები ყურადღებას არ აქცევდნენ. ბიჭები და-
იშალნენ. რალფი, ჯეკი და საიმონი ბაქნიდან ჩამოხტნენ და ქვიშია-
ნი ნაპირის გასწვრივ, ტბორის იქით გაემართნენ. ღუტა ბორძიკით
აედევნათ უკან.
– საიმონი თუ შუაში ივლის, ამის თავს ზემოთ ვილაპარაკებთ, –
თქვა რალფმა.
სამივე ფეხაწყობილი მიდიოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ საიმონს
დროდადრო ფეხი უნდა ეცვალა, რათა დანარჩენებს დასწეოდა. მა-
ლე რალფი გაჩერდა და ღუტას მოუტრიალდა.
– მომხედე.
ჯეკმა და საიმონმა, თითქოს ვერაფერი შენიშნეს, სიარული განაგ-
რძეს.
– შენ ვერ წამოხვალ.
ღუტას სათვალე ისევ დაენამა – ამჯერად შეურაცხყოფისგან.
– მაინც უთხარი. მე ხომ გთხოვე.
აილეწა. ტუჩები აუთრთოლდა.
– მე ხომ გითხარი, არ მინდა, რომ...
– რას მიედ-მოედები?
– ღუტას რომ მეძახდნენ. გითხარი, რაც გინდათ, დამიძახეთ, ოღონდ
ღუტა არა-მეთქი; გითხარი, ნურავის ეტყვი-მეთქი, შენ კიდევ ადექი და
მაშინვე უთხარი...
სიჩუმე ჩამოვარდა. რალფი ახლა თანაგრძნობით შეჰყურებდა ღუ-
ტას, ხედავდა, რომ გულნატკენი იყო, გულმოკლული. ერთხანს ყოყმა-
ნებდა, ვერ გადაეწყვიტა, ბოდიში მოეხადა თუ ისევ დაემცირებინა.
– სქელოს ღუტა სჯობია, – თქვა ბოლოს ნამდვილი ლიდერის უშუა-
ლობით, – მაგრამ მაინც ვწუხვარ, თუ გაწყენინე. ახლა უკან მიბრუნდი,
ღუტა, სახელები ჩაიწერე. ჯერჯერობით ეგ არის შენი საქმე.
მიტრიალდა და იმ ორს გაჰყვა. ღუტა ისევ იქ იდგა. აღშფოთების ალ-
მური ნელ-ნელა ჩამოერეცხა ლოყებიდან. მიბრუნდა და ბაქნისკენ გა-
ემართა.
სამი ბიჭი სწრაფად მიაბიჯებდა ქვიშაზე. ზღვა უკუქცეული იყო და
ლამის გზასავით მტკიცე ნაპირს ზოლად მისდევდა ძირს განრთხმული
წყალმცენარეები. იქაურობას დიდებული იერი ჰქონდა, ბიჭებსაც რაღაც
სიდიადის შეგრძნება დაეუფლათ და ბედნიერება მოჰგვარათ. ერთმა-
ნეთს გახედავდნენ ხოლმე, აღტაცებით იცინოდნენ, ლაპარაკობდნენ,
ერთმანეთს არ უსმენდნენ. ჰაერი ბრწყინავდა. რალფმა ასე უბრალოდ
სიარულს ვერ გაუძლო, ხელებზე დადგა და ყირამალა გადავიდა. სიცი-
ლით გული რომ იჯერეს, საიმონმა მორცხვად დაუსვა ხელი რალფს
მკლავზე; ისევ სიცილი აუტყდათ.
– წავიდეთ, – თქვა უცებ ჯეკმა, – ჩვენ ხომ მკვლევარები ვართ.
– კუნძულის ბოლომდე გავალთ, – მიუგო რალფმა, – და იმ კუთხეს
შემოვუვლით.
– თუ მართლა კუნძულია...
ახლა, ნაშუადღევს, მირაჟები თანდათანობით წაიშალა. კუნძუ-
ლის მეორე ნაპირიც იპოვეს, სრულიად განსხვავებული, ბუნებრივი,
ჯადოქრობით შეუცვლელი. ერთმანეთზე დახვავებული, ჩვეულებ-
რივი ოთხკუთხედებიდან ერთი დიდი ლოდი ამომჯდარიყო ლაგუ-
ნაში. ზედ ზღვის ფრინველები ბუდობდნენ.
– ვარდისფრად მომინანქრებულ ნამცხვარს ჰგავს, – თქვა რალ-
ფმა.
– კუთხეს ვერ შემოვუვლით, – უთხრა ჯეკმა, – იმიტომ, რომ არ არ-
სებობს. მხოლოდ პატარა მოსახვევია – თან, ხომ ხედავ, კლდეები აქ
უარესია...
რალფმა თვალები მოიჩრდილა და კლდის დაკბილულ სილუეტს
ახედა. ნაპირზე ნანახი ადგილებიდან აქაურობა ყველაზე ახლოს
იყო მთასთან.
– აქედან ვცადოთ მთაზე ასვლა, – თქვა ბიჭმა, – მე მგონი, ეს ყვე-
ლაზე იოლი გზაა. ნაკლებია ჯუნგლების ბალახ-ბულახი; ვარდისფე-
რი კლდეც მეტია. წავედით.
სამმა ბიჭმა აცოცება დაიწყო. რაღაც უცნობ ძალას ისე ამოეტრია-
ლებინა და დაემსხვრია ლოდები, რომ ერთმანეთში არეულ-დარეუ-
ლი ეყარა. კლდეებს მეტწილად ვარდისფერი, წაწვეტებული ფორმა
ჰქონდათ; თავის მხრივ, ამ ლოდებსაც წამახული წვერები ედგათ, მე-
რე კიდევ, მერე კიდევ და ეს ვარდისფერი ქვები საბოლოოდ ლიანე-
ბის ჯადოსნურ მარყუჟებში ჩადგმულ, მოწესრიგებულ კლდეს ქმნი-
და. იქ, სადაც ვარდისფერი წვეტები იყო ამოჩრილი მიწიდან, ზემოთ
ვიწრო ბილიკები მიიკლაკნებოდა. ციცაბოდ ჩამოჭრილი შვერილის
პირას გვერდულად მიუყვებოდნენ ამ ბილიკებს, კლდისკენ მიბრუ-
ნებულები მიიკვლევდნენ გზას.
– რამ გაიყვანა ეს ბილიკი?
ჯეკი შეჩერდა და სახიდან ოფლი მოიწმინდა. რალფიც სუნთქვა-
შეკრული გაჩერდა მის გვერდით.
– ადამიანებმა?
ჯეკმა თავი გაიქნია.
– ცხოველებმა.
რალფი ხეებქვეშ სიბნელეს მიაჩერდა. ტყე წუთით შეირხა.
– წავედით.
ციცაბო კლდის გარშემო შემოვლებული აღმართების ავლა კი არ
უჭირდათ, არამედ დროდადრო ტყისპირებში გაძრომა სხვა ბილიკზე
გადასასვლელად. აქ ლიანების ფესვები და ღეროები ისე იყო აბურდუ-
ლი, რომ ბიჭებს დრეკადი ისრებივით უწევდათ ძრომიალი გასაღწევად.
ყავისფერი მიწისა და ფოთლებში დროდადრო გაელვებული შუქის გარ-
და, მიმართულებას მხოლოდ თავქვე მიმავალი გზა აძლევდათ, ან ლი-
ანებით დაქსელილი ბილიკები.
როგორღაც მაინც მიიწევდნენ ზემოთ.
ამ ბარდებში რომ იყვნენ გახლართულები, ალბათ, ყველაზე მეტად
რომ გაუჭირდათ, რალფი თვალებგაბრწყინებული მოუტრიალდა და-
ნარჩენებს:
– გლიჯავს!
– ზღაპარია!
– მაგარია!
კაცი ვერ გაიგებდა, რა უხაროდათ. სამივე დაისიცხა, გაჭუჭყიანდა,
დაიქანცა. რალფი გვარიანად იყო დაკაწრული. სქელი ლიანები ერთი
ბეწო ხვრელებს უტოვებდათ გასავლელად. რალფმა საცდელად დაიყ-
ვირა და ორი მხრიდან მოპასუხე ექოს მიუგდეს ყური.
– ნამდვილი მკვლევარები ვართ, – განაცხადა ჯეკმა, – დაგენაძლევე-
ბით, აქ ფეხი არავის დაუდგამს.
– რუკა უნდა დავხატოთ, – თქვა რალფმა, – ოღონდ ფურცელი არა
გვაქვს.
– ქერქებზე შეგვიძლია ამოკაწვრა, – უთხრა საიმონმა, – და რამით
შავად გავაფერადოთ.
ნახევრადბნელში ბიჭებმა ისევ ამაყად გახედეს ერთმანეთს გაბ-
რწყინებული თვალებით.
– მაგარია!
– გლიჯავს!
ყირის გასაჭიმი ადგილი არ იყო. ამჯერად მძაფრი ემოციის გამო-
სახატავად რალფი საიმონს დაეჯაჯგურა,
ვითომ ძირს აგდებდა; მალე ბედნიერი, გულამოვარდნილი ბიჭე-
ბი გორგალივით დაკოტრიალდნენ გაცრეცილ ბინდში.
როცა ერთმანეთს ხელი გაუშვეს, რალფი პირველი ალაპარაკდა:
– გზა უნდა გავაგრძელოთ.
ვარდისფერი გრანიტის მომდევნო კლდე ლიანებისა და ხეებისა-
გან გვარიანად იყო მოშორებული, ასე რომ, ბილიკს სირბილით და-
უყვნენ. გზა კიდევ უფრო მეჩხერ ტყეში შედიოდა, იქიდან მოციმციმე
ზღვა ჩანდა. აქ მზეც მოადგათ და ბნელ, ნოტიო სიცხეში დანესტია-
ნებული ტანსაცმელი გაუშრათ. როგორც იქნა, მთის წვერისკენ მიმა-
ვალი გზა ვარდისფერ კლდეზე დაეკიდა, სიბნელეში თავის შერგვა
აღარ მოუწევდათ. ბიჭებმა წვეტიანი ქვებით სავსე ნაშალი გზით,
ხევ-ხევ სიარული არჩიეს.
– შეხედეთ! შეხედეთ!
კუნძულის ამ ბოლოში მორყეული კლდეები მაღლა აზიდულიყო
თავისი წვეტებით. ჯეკი ერთ-ერთ ქვას დაეყრდნო და ისიც ჭრაჭუნით
შეირყა.
– წავედით!
მაგრამ კენწეროსკენ «წასვლა» არ გამოდიოდა. წვერზე ვერ ავი-
დოდნენ, სანამ გზას არ გაითავისუფლებდნენ. ლოდი პატარა მანქა-
ნისოდენა იყო.
– აბა, ჰე!
არყევდნენ, ცდილობდნენ, ერთ რიტმს აჰყოლოდნენ.
– მიდიიი!
ქანქარასავით გააქანეს, კიდევ უფრო, კიდევ უფრო, ადგილს მოს-
წყვიტეს და შეაჩერეს გასასწორებლად – კიდევ გააქანეს – კიდევ – კი-
დევ – კიდევ...
– მიდიიი...
ლოდი გაჩოჩდა, ცალ მხარეს წვერზე გადაიბრიცა, ერთხანს შე-
ყოყმანდა, მერე გადაწყვიტა, უკან აღარ დაბრუნებულიყო, ჰაერში
გადაგორდა, ჩავარდა, რაღაცას დაეჯახა, გადატრიალდა, გრუხუნით და-
ეშვა და
ტყის მწვანე სახურავში დიდი ღრმული დატოვა. ექო ახმიანდა, ჩიტე-
ბი ფრთხიალით აიჭრნენ, თეთრი და ვარდისფერი მტვერი აიშალა, ტყე
კიდევ ერთხანს ირხეოდა, თითქოს გააფთრებულმა ურჩხულმა გადაუ-
არაო; მერე კუნძულზე სიჩუმე ჩამოვარდა.
– გლიჯავს!
– ბომბივით იყო!
– აუ-უ-ჰ!
ხუთი წუთი დასჭირდათ ამ გამარჯვების შემდეგ გონს მოსასვლე-
ლად. როგორც იქნა, გზას დაადგნენ.
ამის შემდეგ მთის წვერისკენ სიარული გაუადვილდათ. ბოლომდე
რომ მიაღწიეს, რალფი შედგა.
– აუჰ, შეხედეთ!
მთის ფერდობზე, მომრგვალებულ შვერილზე იდგნენ. იქაურობა
კლდის ლურჯი ყვავილებით იყო მოფენილი; ყველგან მოდებული მცე-
ნარეები სიღრმეში ჩაკიდულიყო და უხვად იღვრებოდა ტყის თაღში. ჰა-
ერში უამრავი პეპელა დაფარფატებდა, ხან აფრინდებოდნენ, ხან ეშვე-
ბოდნენ.
შვერილს ზემოთ მთის ოთხკუთხა წვერი გადმომდგარიყო და მალე
ბიჭები უკვე იქ იდგნენ.
მანამდეც ვარაუდობდნენ, კუნძულზე აღმოვჩნდითო: ვარდისფერ
კლდეებში რომ მიიკვლევდნენ გზას, აქეთ-იქით ზღვა რომ ჩანდა და
მთის გამჭვირვალე ჰაერი რომ ელამუნებოდათ, ალღოთი გრძნობდნენ,
ყოველი მხრიდან ზღვა ერტყმოდათ. მაგრამ ახლა დანამდვილებით შე-
ეძლოთ ამის თქმა – მთის წვერზე იდგნენ და წყლის წრიულ ჰორიზონტს
გადაჰყურებდნენ.
რალფი დანარჩენებს მიუბრუნდა:
– აქაურობა ჩვენია.
კუნძული გემს ჰგავდა: ამ მხარეს მაღლა აღმართულიყო და დაშვე-
ბისას მკვეთრად იჭრებოდა ნაპირში. ყოველ მხარეს – კლდეები, ქიმები,
ხის კენწეროები და ციცაბო დაღმართები; წინ კი, გემის გასწვრივ, ლივ-
ლივით დაშვებულ ტყეებს ვარდისფერი დაჰკრავდა: მერე მუქი მწვა-
ნე ჯუნგლები ვარდისფერი კუდით მთავრდებოდა. იქ, სადაც კუნძუ-
ლი წყალში უჩინარდებოდა, კიდევ ერთი კუნძული იყო – თითქმის
გამოყოფილი კლდე ფორტივით იდგა და სიმწვანიდან, შიშველი
ბასტიონივით შემოჰყურებდათ.
ბიჭებმა არემარე მოათვალიერეს და მერე ზღვას გახედეს. დიდ
სიმაღლეზე იდგნენ. შუადღე გადასული იყო; ხედი მკაფიო გახდა –
მირაჟი აღარ ეფარებოდა.
– ის რიფია. მარჯნის რიფი. სურათებზე მაქვს ნანახი.
რიფი ცალ მხარეს ეკვროდა კუნძულს და დაახლოებით ერთი მი-
ლის მანძილზე პარალელურად მოჰყვებოდა იმ ნაპირს, ახლა თავი-
ანთ საკუთრებად რომ მიაჩნდათ. მარჯანი ბატიფეხური ნაწერივით
ჩანდა ზღვაში, თითქოს გოლიათი დაიხარა, რომ ცარცის ერთი მოს-
მით მოეხაზა კუნძულის სილუეტი, მაგრამ დაიღალა და საქმე ბო-
ლომდე ვერ მიიყვანაო. ნაპირისკენ წყალი ლურჯად ლივლივებდა
და ელფერს იცვლიდა, კლდეები და წყალმცენარეები წყლის ქვეშ
ისე ჩანდნენ, როგორც აკვარიუმში; სიღრმეში კი სილურჯე მუქდებო-
და. ზღვის უკუქცევა იყო, ტალღების აქაფებულ ზოლს რიფებთან
უკან დაეხია და წუთით მოეჩვენათ, რომ გემი მტკიცედ მიიწევდა წინ.
ჯეკმა ქვემოთ გაიშვირა ხელი:
– აი, იქ დავსხდეთ.
თავქვეებსა და ქიმებს იქით, ტყეში ჭრილობასავით ზოლი მო-
ჩანდა; დალეწილ ხეებში თითქოს რაღაც გაათრიეს და იმ ადგილას,
კლდესა და ზღვას შორის, მხოლოდ პალმის დაძენძილი ფოჩებიღა
დარჩა. იქვე, ლაგუნაში, ბაქანი იყო შეჭრილი და ახლომახლო ჭიან-
ჭველებივით მიდი-მოდიოდნენ ფიგურები.
რალფმა ხელით მოხაზა მიხვეულ-მოხვეული გზა იმ მოშიშვლე-
ბული ადგილიდან, სადაც თვითონ იდგნენ: თავქვეზე უნდა დაშვებუ-
ლიყვნენ. ხევი და ყვავილები უკან უნდა მოეტოვებინათ, გარშემო შე-
მოევლოთ და იმ კლდესთან მისულიყვნენ, საიდანაც ამოსვლა დაიწ-
ყეს.
– ეს ყველაზე მოკლე გზაა უკან დასაბრუნებლად.
თვალებგაბრწყინებულები, პირდაღებულები, ფრთაშესხმულები,
ბატონ-პატრონობის შეგრძნებით ტკბებოდნენ. ამსიმაღლეზე ამოვიდ-
ნენ; მეგობრები იყვნენ.
– არც სოფლის კვამლია, არც ნავები, – ბრძნულად თქვა რალფმა, –
ესეც უნდა დავაზუსტოთ; მაგრამ ასე მგონია, დაუსახლებელი კუნძული
უნდა იყოს.
– საჭმელს ვიშოვნით, – წამოიძახა ჯეკმა, – ვინადირებთ. რაღაცას
დავიჭერთ... სანამ წასაყვანად არ მოგვაკითხავენ.
საიმონი ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს; ხმას არ იღებდა, მაგრამ
თავს უქნევდა და შავი თმა ხან უკან გადაეყრებოდა, ხან ჩამოეშლებოდა.
სახე ალეწილი ჰქონდა.
რალფმა მეორე გზას გახედა, იმ მხარეს, საითაც რიფები არ იყო.
– მანდ უფრო ციცაბოა, – უთხრა ჯეკმა.
რალფმა ხელები ფინჯანივით მოამრგვალა.
– პატარა ტყეა... მთა თავზე ადგას.
მთის ყოველ შვერილზე ტყე იზრდებოდა – ყვავილები და ხეები. ტყე
შეირხა, აშრიალდა, ამოძრავდა. უფრო ახლოს ყვავილები აჩურჩულ-
დნენ და ნიავმა გაუგრილათ სახეები.
რალფმა მკლავები გაშალა:
– ყველაფერი ჩვენია!
გაიცინეს, აბორგდნენ და კიდევ ერთი შესძახეს მთას.
– მშია.
საიმონმა შიმშილი რომ ახსენა, დანარჩენებმაც იგრძნეს, რომ მო-
შიებოდათ.
– წავედით, – თქვა რალფმა, – რაც გვინდოდა, გავიგეთ.
კლდიან დაღმართზე დაიწყეს ჩასვლა, ყვავილებში ჩაეშვნენ და ხე-
ებქვეშ განაგრძეს გზა. შეჩერდნენ და გარშემო ბუჩქებს დაუწყეს თვა-
ლიერება.
პირველი საიმონი ალაპარაკდა.
– სანთლებივითაა. სანთლებიანი ბუჩქები. სანთელ-კვირტები.
მუქი ფერის, მარადმწვანე ბუჩქები მძაფრ სურნელს აფრქვევ-
დნენ, პრიალა, მწვანე ფერის კვირტები ზემოთ, სინათლისკენ მი-
იწევდნენ. ჯეკმა დანით ჩამოსხიპა ერთი კვირტი და იქაურობა სურ-
ნელით აივსო.
– სანთლებივით კვირტებია.
– ანთებით კი ვერ აანთებ, – თქვა რალფმა, – უბრალოდ, სან-
თლებს ჰგავს.
– მწვანე სანთლები, – აიმრიზა ჯეკი, – საჭმელადაც არ ვარგა. წა-
ვედით.
ის-ის იყო, ხშირ ტყეში შევიდნენ და დაღლილები წაფრატუნ-
დნენ ბილიკზე, რომ ხმები შემოესმათ – ჭყივილი და ჩლიქების ბაკუ-
ნი. წინ გაცვივდნენ, ჭყივილი სულ უფრო და უფრო მატულობდა, სა-
ნამ გაშმაგებულ წიოკად არ იქცა. ბიჭებმა ფარდასავით ჩამოშვებულ
ლიანებში გახლართული გოჭი დაინახეს, შიშისგან გაგიჟებული ცდი-
ლობდა დრეკადი ბორკილებიდან თავის დაღწევას. წვრილი, ყურის-
მომჭრელი, დაჟინებული ხმით ჭყიოდა. სამივე ბიჭი მივარდა და ჯეკ-
მა ისევ თავისი ელვარე დანა ამოაძრო. ხელი ჰაერში ასწია. პაუზა.
გოჭი ისევ წიოკობდა და ლიანებს აზანზარებდა, ძვლებამოყრილი
მკლავის ბოლოს დანა ისევ ლაპლაპებდა. პაუზა იმდენ ხანს კი გაგ-
რძელდა, რომ მიმხვდარიყვნენ, როგორი წარმოუდგენელი იქნებო-
და ხელის დაქნევა. მერე გოჭი ერთხელაც გაფართხალდა, ლიანები-
დან თავი გამოიხსნა და ჭალაში მოცოცხა. ბიჭები იდგნენ და ხან ერ-
თმანეთს შეჰყურებდნენ, ხან იმ შიშისმომგვრელ ადგილს. ჯეკს ჭორ-
ფლებქვეშ სახე გაუთეთრდა. შენიშნა, რომ დანა ისევ აწეული ეჭირა,
ხელი დაუშვა და დანა ბუდეში ჩადო. მერე სამივემ შეცბუნებულმა გა-
იცინა და ისევ გზას გაუდგნენ.
– ადგილს ვარჩევდი, – თქვა ჯეკმა, – მომენტს ვუცდიდი, რომ გა-
დამეწყვიტა, სად დამერტყა.
– უნდა დაგეკლა, – შეუტია რალფმა, – გოჭის დაკვლას რა უნდა?
– გოჭს ყელი უნდა გამოჭრა და სისხლი გამოუშვა, – უთხრა ჯეკმა,
– ისე ხორცი არ იჭმევა.
– მერე, რატომ არ...
მშვენივრად იცოდნენ, რატომაც: იმიტომ, რომ წარმოიდგინა, რო-
გორ დაეშვებოდა და ჩაერჭობოდა დანა ცოცხალ არსებას; იმიტომ, რომ
სისხლს ვერ იტანდა.
– ვაპირებდი, – თქვა ჯეკმა. წინ მიდიოდა და სახე არ უჩანდა, – ად-
გილს ვურჩევდი. სხვა დროს...
დანა ბუდიდან ამოაძრო და ხეს დაასო. სხვა დროს არ დაინდობს.
გაავებულმა მიიხედ-მოიხედა, აბა, ვინ გამიბედავს შემოპასუხებასო.
ამასობაში მზეზე გამოაღწიეს; ცოტა ხნის შემდეგ საჭმელს ეძებდნენ და
ხარბად ნთქავდნენ, თან დაბლა ეშვებოდნენ, ბაქნისკენ, სადაც ისევ
ყველა ერთად მოიყრიდა თავს.

თავი მეორე − ცეცხლი მთაზე


რალფმა ნიჟარაში ბერვა რომ დაამთავრა, ბაქანი უკვე ბავშვებით
იყო სავსე. ეს შეკრება დილანდელს არ ჰგავდა. ნაშუადღევს მზე მეორე
მხრიდან ეცემოდა ბაქანს და ბიჭების უმეტესობა ჩაცმული იყო, რადგან
გვიან იგრძნეს, რომ მზეზე დამწვარიყვნენ. გუნდის წევრებმა, რომლე-
ბიც აშკარად უფრო ცოტანი იყვნენ, მანტიები გაიხადეს.
რალფი წაქცეულ ხეზე ჩამოჯდა, მზეს მარცხენა მხარი მიუშვირა.
გუნდის წევრთა უმეტესობა მარჯვნივ ედგა; მარცხნივ უფრო მოზრდილ
ბიჭებს მოეყარათ თავი, ერთმანეთი ევაკუაციისას რომ გაიცნეს; წინ, ბა-
ლახში, პატარები ჩამსხდარიყვნენ.
სიჩუმე ჩამოვარდა. რალფმა კრემისფერ-ვარდისფერი ნიჟარა მუხ-
ლებზე დაიდო. უეცრად მოვარდნილმა სიომ ბაქანზე მზის სხივები აა-
თამაშა. რალფს ვერ გადაეწყვიტა, ამდგარიყო თუ არა. მარცხნივ გაიხე-
და, ყურესკენ. ღუტა ახლოს იჯდა, მაგრამ მოხმარებას არ აპირებდა.
რალფმა ხმა ჩაიწმინდა.
– კეთილი.
და უეცრად მიხვდა, რომ დალაგებულად ილაპარაკებდა, სათქმელს
ყველას გააგებინებდა. ხელი ქერა თმაზე გადაისვა და დაიწყო:
– ჩვენ კუნძულზე ვართ. მთის წვერზე ავედით და ვნახეთ, რომ გარ-
შემო სულ წყალია. არც სახლები გვინახავს, არც კვამლი, არც ნაკვალევი,
არც ნავები, არც ხალხი. დაუსახლებელ კუნძულზე ვართ და აქ ადა-
მიანები არ არიან.
– მაგრამ ჯარი მაინც გვჭირდება, – შეაწყვეტინა ჯეკმა, – სანადი-
როდ. ღორებზე სანადიროდ...
– ჰო. კუნძულზე ღორები არიან.
სამივემ სცადა, სხვებისთვისაც გაეზიარებინა, რას გრძნობდნენ,
როცა ვარდისფერი, ცოცხალი არსება ლიანებში ფართხალებდა.
– დავინახეთ...
– ჭყივის...
– ისე მოკურცხლა...
– მოკვლა ვეღარ მოვასწარი... მაგრამ... სხვა დროს!
ჯეკმა დანა ხეს დაასო და გამომწვევად მიიხედ-მოიხედა.
შეკრებილები თანდათანობით ჩაწყნარდნენ.
– ასე რომ, როგორც ვხედავთ, მონადირეები გვჭირდება, რომ
ხორცი მოიტანონ, – თქვა რალფმა, – და კიდევ ერთი.
ნიჟარა აიღო და თვალი მოავლო მზით დამწვარ სახეებს.
– უფროსები აქ არ არიან. ჩვენს თავს თვითონ უნდა მივხედოთ.
შეკრებილები აჩოჩქოლდნენ და მიწყნარდნენ.
– კიდევ ერთი. ყველა ერთდროულად ვერ ვილაპარაკებთ. ვისაც
რამის თქმა უნდა, ხელი უნდა ასწიოს. როგორც სკოლაში.
ნიჟარა ასწია და ჩასაბერის ზემოდან მიიხედ-მოიხედა.
– და იმას საყვირს მივცემ.
– საყვირს?
– ამ ნიჟარას ასე ჰქვია. ვისაც ლაპარაკი ენდომება, საყვირს გა-
დავცემ. და სანამ ილაპარაკებს, ხელში ექნება.
– კი მაგრამ...
– მოიცა...
– და არავინ არ უნდა შეაწყვეტინოს. ჩემს გარდა.
ჯეკი ფეხზე წამოდგა.
– წესები გვექნება! – დაიყვირა აღტაცებულმა, – უამრავი წესი!
ვინც დაარღვევს...
– ვაშააა!
– მაგარია!
– ეჰე-ჰე-ე!
– ეგრე იყოს!
რალფმა იგრძნო, რომ საყვირი კალთიდან ააცალეს. ფეხზე წამომ-
დგარმა ღუტამ დიდი, კრემისფერი ნიჟარა გააქნია და ყვირილი ჩაწ-
ყნარდა. ჯეკი ისევ ფეხზე იდგა, დაბნეულმა გახედა რალფს; ის კი იღი-
მებოდა და მორს უსვამდა ხელს. ჯეკი დაჯდა. ღუტამ სათვალე მოიხსნა
და თვალების ხამხამით გახედა შეკრებილებს, თან პერანგის კალთით
სათვალეს წმენდდა.
– ხელს უშლით რალფს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამის თქმას არ
აცლით.
მრავალმნიშვნელოვნად შეყოვნდა და განაგრძო:
– ვინ იცის, რომ აქა ვართ? ჰა?
– აეროპორტში იციან.
– მეგაფონიანმა კაცმა...
– მამაჩემმა.
ღუტამ სათვალე გაიკეთა.
– არავინ არ იცის, რომ აქა ვართ, – განაცხადა მან. გაფითრდა და სუნ-
თქვა შეეკრა, – შეიძლება, იციან, სად მივდიოდით; შეიძლება, არც ეს
იციან. მაგრამ არავინ იცის, სადა ვართ, რადგან სადაც მივდიოდით, იქ
არ ჩავსულვართ, – წუთით ფართოდ გახელილი თვალებით მიაცქერდა
დანარჩენებს, წაბარბაცდა და დაჯდა. რალფმა საყვირი გამოართვა.
– სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი, – განაგრძო მან, – თქვენ კი, ყვე-
ლა... ყველა... – თვალი მოავლო გაფაციცებულ სახეებს, – თვითმფრინა-
ვი ჩამოაგდეს და ცეცხლი მოეკიდა. არავინ არ იცის, სადა ვართ. შეიძლე-
ბა, აქ დიდხანს მოგვიწიოს ყოფნამ.
სრულ სიჩუმეს მხოლოდ ღუტას ღრმა, აჩქარებული სუნთქვა არღვევ-
და. მზე გადავიდა და ნახევარ ბაქანს ოქროსფერი შუქი დაადგა. ლაგუ-
ნაში თავის კუდს გამოკიდებული კნუტივით დატრიალებულმა ნიავმა
ახლა ბაქანს გადაურბინა და ტყეში გადაინაცვლა. რალფმა შუბლზე ჩა-
მოშლილი ქერა თმა გაისწორა.
– ასე რომ, შეიძლება, აქ კარგა ხანს დავრჩეთ.
არავინ ხმას არ იღებდა. უცებ რალფმა გაიცინა.
– მაგრამ კარგი კუნძულია. მე, ჯეკი და საიმონი მთაზე ავედით.
დიდებული რამეა. საჭმელიც არის, სასმელიც, და...
– კლდეები...
– ლურჯი ყვავილები...
ცოტათი მომჯობინებულმა ღუტამ დანარჩენებს საყვირზე ანიშ-
ნა. ჯეკი და საიმონი გაჩუმდნენ. რალფმა განაგრძო:
– სანამ მოგვაგნებენ, ამ კუნძულზე კარგ დროს გავატარებთ.
და ფართოდ გაშალა ხელები.
– როგორც წიგნშია.
მაშინვე ჟრიამული ატყდა.
– «განძის კუნძულში»...
– «მერცხლებსა და ამაზონელებში»...
– «მარჯნის კუნძულში»...
რალფმა საყვირი დაიქნია.
– ეს ჩვენი კუნძულია. კარგი კუნძულია. სანამ უფროსები მოვლენ
ჩვენს წასაყვანად, კარგად ვიხალისებთ.
ჯეკმა საყვირისკენ გაიწოდა ხელი.
– აქ ღორები არიან, – დაიძახა მან, – საჭმელია; და საბანაო წყა-
ლია, აი იქ, ყურეში. ამაზე უკეთესი ვინმეს რამე უპოვია?
საყვირი რალფს დაუბრუნა და დაჯდა. ამაზე უკეთესი აშკარად
არავის არაფერი უპოვია.
უფროსებმა პატარა ბიჭი მაშინ შენიშნეს, როცა იმან ჭიდაობა და-
იწყო. უმცროსი ბიჭების ჯგუფი ხელის კვრით აგდებდა წინ, იმას კი
გამოსვლა არ უნდოდა. გაჩხინკული ბიჭი იყო. ასე, ექვსი წლისა, სა-
ხის ცალ მხარეს ხაოიანი ხალი ჰქონდა. ახლა იდგა აწურული; ამდე-
ნი თვალი რომ შესცქეროდა, თითქოს ცეცხლი ეკიდებოდა, იდგა და
უხეშ ბალახს ფეხსაცმლის წვერით ჩიჩქნიდა. რაღაცას ბუტბუტებდა,
ლამის ტირილი წასკდომოდა.
დანარჩენმა პატარა ბიჭებმა სერიოზული ჩურჩულით ჰკრეს ხე-
ლი და რალფისკენ უბიძგეს.
– აბა, – უთხრა რალფმა, – მოდი, მოდი.
პატარა დაფეთებული იყურებოდა აქეთ-იქით.
– ამოიღე ხმა!
პატარა ბიჭმა ხელი საყვირისკენ გაიწოდა და შეკრებილები ახარ-
ხარდნენ; პატარამ მაშინვე უკან წაიღო ხელი და ატირდა.
– მიეცით საყვირი! – დაიძახა ღუტამ, – მიეცით.
ბოლოს რალფმა დაიყოლია პატარა, რომ ნიჟარა გამოერთმია, მაგ-
რამ ამასობაში საყოველთაო ხარხარმა ბიჭს ხმა დააკარგვინა. ღუტამ ჩა-
იმუხლა, ცალი ხელით დიდრონი ნიჟარა დაუკავა, უსმენდა და შეკრები-
ლებს მის სიტყვებს გადასცემდა.
– გეკითხებათ, გველს რას უზამთო.
რალფმა გაიცინა, დანარჩენებიც აჰყვნენ. პატარა ბიჭი კიდევ უფრო
აიწურა.
– გვითხარი ერთი, გველის ამბავი.
– ახლა ამბობს, ურჩხული იყოო.
– ურჩხული?
– გველი, უზარმაზარი. დავინახეო.
– სად?
– ტყეში.
ნიავმა წამოუბერა, ან იქნებ მზე გადაიწვერა და ხეებიდან სიცივე წა-
მოვიდა. ბიჭები აწრიალდნენ, ჟრუანტელმა დაუარათ.
– ასეთ პატარა კუნძულზე ნადირები და გველები არ არიან, – ალერ-
სიანად უთხრა რალფმა, – ისინი მარტო დიდ ქვეყნებში არიან, აფრიკა-
ში ან ინდოეთში.
ჩურჩული გაისმა; აქა-იქ ბიჭები მდუმარედ აქნევდნენ თავს.
– ასე ამბობს, სიბნელეში გამოდისო.
– მაშინ ვერ დაინახავდა.
ისევ სიცილი ატყდა და ტაში გაისმა.
– გაიგონეთ? სიბნელეში დაუნახავს.
– ამბობს, მართლა დავინახე ურჩხულიო. მოვიდა, წავიდა და ისევ
დაბრუნდა, ჩემი შეჭმა უნდოდაო...
– დაესიზმრებოდა.
რალფმა სიცილით მოათვალიერა გარს შემოხვეული ბიჭების სა-
ხეები, აბა, მხარს ვინ ამიბამსო. უფროსი ბიჭები ეთანხმებოდნენ,
მაგრამ აქა-იქ პატარები ყოყმანებდნენ და გონივრულ სიტყვებზე
უფრო მტკიცე საბუთი სჭირდებოდათ.
– ალბათ კოშმარი ესიზმრა. იმ ლიანებში ჯახირის მერე.
უფრო სერიოზულად დაუქნიეს თავი; კოშმარი რა იყო, იცოდნენ.
– ამბობს, ურჩხული ვნახე, გველი ვნახე და ამაღამ დაბრუნდება
თუ არაო?
– აქ ურჩხულები არ არიან!
– ამბობს, დილით ისეთ რამედ გადაიქცა, ხეებზე რომ ჰკიდია
თოკებივითო, ტოტებიდან რომ ეშვებაო. კითხულობს, ამაღამ დაბ-
რუნდება თუ არაო?
– აქ ურჩხულები არ არიან-მეთქი!
ახლა აღარავინ იცინოდა. ბიჭები მოღუშულები იდგნენ. რალფმა
ორივე ხელი თმაში შეიცურა, პატარა ბიჭს ცნობისმოყვარე და გაღი-
ზიანებული სახით შეხედა.
ჯეკმა საყვირს სტაცა ხელი.
– რალფი, რასაკვირველია, სწორს ამბობს. აქ გველები არ არის.
მაგრამ გინდაც იყოს, დავიჭერთ და მოვკლავთ. ღორებზე ნადირო-
ბას ვაპირებთ ხორცის მოსატანად და გველი რა გამხდარა. გველსაც
მოვძებნით.
– აქ გველები არ არის-მეთქი!
– სანადიროდ რომ წავალთ, მაშინ დავრწმუნდები.
რალფი შეშფოთდა და წუთით, დამარცხებულად იგრძნო თავი.
იგრძნო, რომ რაღაც ისეთს შეეჩეხა, რასაც ვერ ერეოდა. აქეთ-იქიდან
ყურადღებით, სერიოზულად შემოჰყურებდნენ.
– მაგრამ აქ ურჩხული არ არის!
შეკრებილები დუმდნენ.
რალფმა საყვირი ასწია და როცა იფიქრა, რა უნდა ეთქვა, ისევ
კარგ გუნებაზე დადგა.
– ახლა ყველაზე მთავარი: ბევრი ვიფიქრე. მთაზე რომ ავდი-
ოდით, სულ ვფიქრობდი, – მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გადა-
ხედა ჯეკსა და საიმონს, – მერე, ნაპირზე რომ ვიყავით, მაშინაც ვფიქ-
რობდი. აქამდე სულ ვფიქრობ. და აი, რა მოვიფიქრე. ჩვენ გართობა
გვინდა. გადარჩენა გვინდა.
აღელვებული შეკრებილები თანხმობის ნიშნად ახმაურდნენ, ეს ხმა
ტალღასავით მოაწყდა და სიტყვა გააწყვეტინა. ისევ დაფიქრდა.
– ჩვენ გადარჩენა გვინდა; და რასაკვირველია, გადავრჩებით.
ყველა ერთად ალაპარაკდა. ამ უბრალო განცხადებას ვერაფრით და-
ადასტურებდა, მაგრამ რალფის ახლად შექმნილმა ავტორიტეტმა გაჭ-
რა, მისმა სიტყვებმა ყველას გული გაუნათა და გაახარა. ბიჭების დასაწ-
ყნარებლად საყვირის გაქნევა დასჭირდა.
– მამაჩემი ფლოტში მსახურობს. ნათქვამი აქვს, რომ უცნობი კუნძუ-
ლები აღარ არსებობს. ასე თქვა, დედოფალს დიდი, რუკებით სავსე
ოთახი აქვს და ამ რუკებზე მსოფლიოს ყველა კუნძულია აღნიშნულიო.
ასე რომ, დედოფალმა ამ კუნძულის ამბავიც იცის.
ისევ მხიარული და გახალისებული ხმები გაისმა.
– ადრე თუ გვიან, გემი მოვა. შეიძლება, სულაც მამაჩემის გემი იყოს.
ჰოდა, ადრე თუ გვიან, ჩვენც გადაგვარჩენენ.
სათქმელი თქვა და შეყოვნდა. ამ სიტყვებით შეკრებილებს გადარ-
ჩენის იმედი ჩაუსახა. ბიჭებს რალფი მოსწონდათ; ახლა პატივისცემაც
დაიმსახურა. მოულოდნელად ვიღაცამ ტაში შემოჰკრა, დანარჩენებიც
აჰყვნენ და ბაქანზე ტაში აგრიალდა. რალფი აილეწა, ცალი თვალით შე-
ნიშნა ღუტას დაუფარავი აღფრთოვანება, მერე მეორე მხარეს გაიხედა
– ჯეკი თვითკმაყოფილი სახით იღიმებოდა და თავდაუზოგავად უკრავ-
და ტაშს.
რალფმა საყვირი გააქნია.
– კარგი, გაჩუმდით! გეყოფათ! მომისმინეთ!
სიჩუმე ჩამოვარდა და გამარჯვებით ფრთაშესხმულმა განაგრძო:
– კიდევ ერთი. ჩვენი პოვნა უნდა გავუადვილოთ. გემი რომ კუნძულს
მოუახლოვდება, შეიძლება, ვერ შეგვნიშნონ. ამიტომ მთის წვერიდან
კვამლი უნდა ადიოდეს. ცეცხლი უნდა დავანთოთ.
– კოცონი! კოცონი დავანთოთ!
ბიჭების ნახევარი მყისვე ფეხზე წამოიჭრა. ჯეკიც მათთან ერთად
გაჰყვიროდა, საყვირი ყველას დაავიწყდა.
– წავედით! მომყევით!
პალმების ქვეშ ხმაური და ჩოჩქოლი ატყდა. რალფიც ფეხზე იდ-
გა და ყვიროდა, გაჩუმდითო, მაგრამ
არავის ესმოდა. ბრბო უცბად მოსწყდა ადგილიდან და კუნძულის
სიღრმისკენ გაექანა – ჯეკს გამოეკიდნენ. სულ პატარებიც კი გარ-
ბოდნენ, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ცდილობდნენ ფოთლებსა და
დამტვრეულ ტოტებში გაძრომას. რალფი თავისი საყვირიანად ყვე-
ლამ მიატოვა, ღუტას გარდა.
ღუტას სუნთქვა ჩაუწყნარდა.
– პატარა ბავშვებივით არიან! – თქვა ამრეზით, – პატარებივით
იქცევიან!
რალფმა ეჭვით შეხედა და საყვირი წაქცეულ ხეზე დადო.
– დაგენაძლევები, ჩაის დალევის დროა, – უთხრა ღუტამ, – რას
ფიქრობენ, იმ მთაზე რა უნდა ქნან?
ნიჟარას მოკრძალებით გადაუსვა ხელი, მერე უცებ გაჩერდა და
აიხედა.
– რალფ! ჰეი! სად მიდიხარ?
რალფი უკვე წაქცეულ ხეებზე მიძვრებოდა. შორს ტოტების ლა-
წალუწი და სიცილი ისმოდა.
ღუტა ზიზღით გაჰყურებდა.
– პატარა ბავშვებივით არიან...
ამოიოხრა, დაიხარა და ფეხსაცმელები ზონრით შეიკრა. გზააბ-
ნეული კრების ხმაური მთაში იკარგებოდა. ტყისკენ მიტრიალდა იმ
მშობლის ტანჯული გამომეტყველებით, ვინც იძულებულია შვილე-
ბის უგნურ წამოწყებას აჰყვეს, საყვირი აიღო და ჭალაში დაიწყო
გზის გაკვლევა.
მთის ცალ წვერს ქვემოდან ტყიანი ბაქანი ეკვროდა. რალფმა კი-
დევ ერთხელ მოამრგვალა ხელები ფინჯანივით.
– იქიდან ქვეყნის შეშას ამოვიტანთ.
ჯეკმა თავი დაუქნია და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. ქვემოთ, ასიოდე ფუ-
ტის მოშორებით, მთის ციცაბო ფერდობზე, პატარა ადგილი თითქოს
სწორედ საწვავის მოსაგროვებლად მოეწყოთ. ნესტიანი სიცხით ძალის-
ძალად ამოყრილი ხეები საზრდოს ვეღარ იღებდნენ, ადრევე იქცეოდ-
ნენ, ლპებოდნენ; ლიანებში ეხვეოდნენ და მერე ახალი ყლორტები ამო-
დიოდა.
ჯეკი გუნდის ბიჭებს მიუბრუნდა. შავი ქუდები ბერეტებივით ჰქონ-
დათ გვერდზე მოქცეული.
– კოცონისთვის დავაწყობთ შეშას. წავედით.
თავქვეზე შესაფერისი ბილიკი მოძებნეს და მშრალი ფიჩხის ამოთ-
რევა დაიწყეს. მთის წვერზე ასული პატარა ბიჭებიც ჩასრიალდნენ; ღუ-
ტას გარდა, ყველა რაღაცას აკეთებდა. ფიჩხი, უმეტესად, ისეთი დამპა-
ლი იყო, რომ ხელის ხლებისთანავე ნაწილებად იშლებოდა და იქიდან
მატლები და სიმყრალე ცვიოდა; მაგრამ მთელი ნაჭრებიც იყო. ტყუპებ-
მა – სემმა და ერიკმა – პირველებმა იპოვეს რიგიანი მორი, მაგრამ ვერა-
ფერი მოუხერხეს, სანამ რალფი, ჯეკი, საიმონი და მორისი არ დაებღა-
უჭნენ, მერე ერთი ვაი-ვაგლახით აათრიეს კლდეზე ეს უჩვეულო, მკვდა-
რი ხე და მთის წვერზე დააგდეს. ყოველ ჯგუფს რაღაც მოჰქონდა და
ფიჩხის გროვა თანდათანობით იზრდებოდა. ქვემოთ ერთხელ კიდევ
ჩაბრუნებულმა რალფმა ხეს ხელი მოჰკიდა და მერეღა შენიშნა, რომ ამ-
ჯერად მხოლოდ ის და ჯეკი იდგნენ მორთან. ერთმანეთს გაუცინეს და
ტვირთი ერთად აიკიდეს. აქ, ნიავის ქროლვაში, ღრიანცელსა და გადაწ-
ვერილი მზის სხივებში კიდევ ერთხელ აევსოთ გული მადლით, კიდევ
ერთხელ მოეფინათ მეგობრობის, თავგადასავლისა და კმაყოფილების
უცნაური შუქი.
– ძალიან მძიმეა, ხომ იცი.
ჯეკმა პასუხად გაუცინა.
ტვირთის ზიდვით გადაჯაჭვულებმა, ერთად აიარეს მთის ბოლო
ფერდობი. ერთად გააბეს სიმღერასავით: ერთი! ორი! სამი! და მორი
მოზრდილ გროვაზე დაანარცხეს. მერე უკან დაიხიეს, იცინოდნენ კიდევ
ერთი გამარჯვებით გახარებულები და რალფს დაუყოვნებლივ მოუხდა
ყირის გაჭიმვა. ქვემოთ ბიჭები ისევ მუშაობდნენ, თუმცა პატარებს მო-
ბეზრდათ და ახლა ამ ახალ ტყეში ხილს ეძებდნენ. ტყუპებმა მო-
ულოდნელი გონიერება გამოიჩინეს, მთაზე თითო იღლია ხმელი
ფოთლები ამოიტანეს და მოგროვილ შეშას მიაყარეს. ბიჭები სათი-
თაოდ ამოდიოდნენ, ხედავდნენ, რომ შეშა უკვე ბლომად იყო დაწ-
ყობილი, უკან აღარ მიდიოდნენ. თანდათანობით ყველამ მოიყარა
თავი. იდგნენ მთის ვარდისფერი, დაკბილული ქიმებით გარშემორ-
ტყმულები. სული მოითქვეს, ოფლი შეაშრათ.
რალფმა და ჯეკმა ერთმანეთს გადახედეს. დანარჩენები უხმოდ
შესცქეროდნენ. ორივე რაღაცას მიხვდა, შერცხვათ და არ იცოდნენ,
როგორ გამომტყდარიყვნენ.
ბოლოს სახეალეწილმა რალფმა დაარღვია სიჩუმე:
– შენ...?
მერე ჩაახველა და განაგრძო:
– შენ დაანთებ ცეცხლს?
ახლა აბსურდული ვითარება აშკარა გახდა. ჯეკიც გაწითლდა და
გაურკვეველი ბუტბუტი დაიწყო.
– ორ ჯოხს გაუხახუნებ ერთმანეთს. გაუხახუნებ...
რალფს შეხედა და იმან მოულოდნელად აღარ დაფარა, რა და-
ემართათ.
– ვინმეს ასანთი ხომ არა აქვს?
– ისარი უნდა ატრიალო, – თქვა როჯერმა. თან ხელები გაუსვ-გა-
მოუსვა ერთმანეთს, – ჰსსს. ჰსსს.
მთას სიომ შემოურბინა. თან შორტსა და პერანგში გამოწყობილი
ღუტა მოჰყვა, ქანცგაწყვეტილი, ფრთხილად გამოვიდა ტყიდან,
სათვალეზე ჩამავალი მზის სხივები უციმციმებდა. იღლიაში საყვი-
რი ჰქონდა ამოდებული.
– ღუტა! ასანთი ხომ არა გაქვს? – დაუყვირა რალფმა.
ყვირილი დანარჩენებმაც აიტაცეს და მთა აზრიალდა. ღუტამ
თავი გააქნია და ფიჩხის გროვას მიუახლოვდა.
– უყურე! კარგა ბლომად მოგიგროვებიათ, ხომ იცი!
უცებ ჯეკმა თითი გაიშვირა.
– სათვალე! ცეცხლის დასანთებად გამოგვადგება!
ღუტამ უკან დახევა ვერ მოასწრო, ისე შემოეხვივნენ.
– მოიცა... გამიშვით! – იყვირა თავზარდაცემულმა, როცა ჯეკმა სათ-
ვალე ჩამოგლიჯა, – არ გესმის?! დამიბრუნე! ვერაფერს ვერ ვხედავ! საყ-
ვირს გატეხავ!
რალფმა მუჯლუგუნით მიაგდო განზე და ფიჩხის გროვასთან ჩაიმუხ-
ლა.
– გაიწიე, ნუ მიჩრდილავ!
ერთი მიხლა-მოხლა და ალიაქოთი შეიქნა. რალფი წინ და უკან,
აქეთ-იქით ამოძრავებდა მინებს, სანამ ჩამავალი მზის რძისფერი ანა-
რეკლი არ დაადგა დაფხავებულ შეშას. თითქმის იმწუთშივე კვამლის
წვრილი სვეტი გაჩნდა და ბიჭს ხველება აუტყდა. ჯეკმაც ჩაიმუხლა
და ფრთხილად შეუბერა, კვამლი განზე გავიდა, გასქელდა და პაწაწინა
ალი გაჩნდა. კაშკაშა მზის სხივებში ალი პირველად არც ჩანდა, მერე პა-
ტარა რტოს მოეკიდა, იმატა, გაფერადდა და მჭახე ტკაცუნით მოედო
ტოტს. ცეცხლი აგიზგიზდა და გახარებული შეძახილები გაისმა.
– ჩემი სათვალე! – მოთქვამდა ღუტა, – მომეცით ჩემი სათვალე!
რალფი ადგა, შეშას მოშორდა და ღუტას ბრმად აცეცებულ ხელში
სათვალე ჩაუდო. ღუტამ ხმას დაუწია და აჩურჩულდა:
– თითქოს ბურუსში ვიყო. ჩემს ხელსაც ვეღარ ვხედავ...
ბიჭებმა ცეკვა დაიწყეს. ფიჩხი ისე იყო შიგნიდან გამომპალი და გა-
მომშრალი, რომ ტოტებს თავიდან ბოლომდე გემრიელად ეკიდებოდა
ყვითელი ალი; კოცონს თითქოს წვერი გამოება, ალის ენები ოციოდე
ფუტის სიმაღლეზე ატყორცნილიყო. ცეცხლის გარშემო რამდენიმე იარ-
დის მანძილზე ცხელი ჰაერი ტრიალებდა, ნიავი ნაპერწკლის ნიაღ-
ვრებს აფრიალებდა. გადამტვრეული ხეები მტვრად იქცა.
– შეშა დაამატეთ! – ყვიროდა რალფი, – ყველამ მოიტანეთ შეშა!
კოცონთან ცხოვრება შეჯიბრად იქცა და ბიჭები ზემოთ, ტყეში გაც-
ვივდნენ. ამ წუთში მხოლოდ ის ეფიქრებოდათ, მთაზე აფრიალებული
ალის სუფთა დროშა არ დაშვებულიყო, სხვა არაფერი ადარდებდათ. ხი-
ლი თუ არ აცდუნებდათ, ყველაზე პატარებიც კი ეზიდებოდნენ პატარ-
პატარა ნაფოტებს და ცეცხლში ყრიდნენ. ნიავი გაძლიერდა. ახლა ქა-
რიანი და მოფარებული მხარეები აშკარად განსხვავდებოდა. ცალ მხა-
რეს ჰაერი გრილი იყო, მაგრამ მეორე მხარეს კოცონი გაშმაგებით იქ-
ნევდა გავარვარებულ მკლავებს და ვისაც მისწვდებოდა, წამში უტ-
რუსავდა ბეწვებს. ბიჭებს ოფლიან სახეზე საღამოს ნიავი რომ და-
უბერავდათ, შეჩერდებოდნენ, გასაგრილებლად ეშვირებოდნენ და
მერე გრძნობდნენ, როგორ დაქანცულიყვნენ. ჩრდილში მიეყრე-
ბოდნენ, კლდის ნამსხვრევებს შორის. ალი სწრაფად კლებულობდა,
მერე გროვა წყნარად ჩაიშალა, ნაპერწკლების დიდი ხე ასტყორცნა,
ისიც ქარის მიმართულებით გადაიხარა და ტოტები ქარს გაატანა.
ბიჭები იწვნენ და ძაღლებივით ქოშინებდნენ.
რალფმა თავი ასწია.
– არაფერი გამოვიდა.
როჯერმა მარჯვედ გადააფურთხა ცხელ მტვერში.
– რას გულისხმობ?
– კვამლი არ ყოფილა. მხოლოდ ალი იყო.
ღუტა კლდის ორ შვერილს შუა მოკალათდა. იჯდა და ნიჟარა მუხ-
ლებზე ედო.
– კოცონიც კი ვერ დავანთეთ, – თქვა მან. – ან რა აზრი ჰქონდა.
რაც არ უნდა ვეცადოთ, ცეცხლი მაინც ჩაგვიქრება.
– შენ მაინც ხომ თავი მიაკალი, – აემრიზა ჯეკი, – ადგილიდან არ
დაძრულხარ.
– სათვალე ვიხმარეთ, – თქვა საიმონმა და გაშავებული ლოყა
მხარზე გაისვ-გამოისვა, – მაგის დახმარება ეგ იყო.
– საყვირი მე მაქვს, – აღშფოთდა ღუტა, – მათქმევინეთ.
– მთის წვერზე საყვირი არ ითვლება, – უთხრა ჯეკმა, – ჰოდა, მო-
კეტე.
– საყვირი ხელში მიჭირავს.
– მწვანე ტოტები უნდა დავაწყოთ, – თქვა მორისმა, – კვამლის
ასაშვებად ასე სჯობია.
– საყვირი მე მაქვს...
ჯეკი გაცოფებული მოუტრიალდა.
– ენა ჩაიგდე-მეთქი!
ღუტამ ყურები ჩამოყარა. რალფმა საყვირი გამოართვა და გარს შე-
მოხვეული ბიჭები მოათვალიერა.
– ვინმეს საგანგებოდ უნდა დავავალოთ კოცონის მიხედვა. გემი ნე-
ბისმიერ დღეს შეიძლება მოვიდეს. – ჰორიზონტის ზოლს მოატარა ხე-
ლი, – და თუ აქაურობას გამუდმებით შეეტყობა სიცოცხლის ნიშანწყა-
ლი, მოვლენ და წაგვიყვანენ. კიდევ ერთი. წესები უნდა დავამატოთ. სა-
დაც საყვირი დაიძახებს, იქ ვიკრიბებით. ქვემოთ ვიქნებით თუ აქ.
ყველა დაეთანხმა. ღუტა რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ
ჯეკის მზერას წააწყდა და ხმა გაკმინდა. ჯეკი საყვირს გადასწვდა, ადგა,
გამურული ხელებით ფრთხილად ეჭირა ნატიფი ნიჟარა.
– რალფს ვეთანხმები. წესები უნდა გვქონდეს და ვემორჩილებო-
დეთ. ბოლოს და ბოლოს, ველურები ხომ არა ვართ. ინგლისელები
ვართ! ინგლისელები კი ყველაფერში საუკეთესოები არიან. ასე რომ, რი-
გიანად უნდა მოვიქცეთ.
მერე რალფს მიუბრუნდა.
– რალფ... მე ჩემს გუნდს დავშლი... ესე იგი, ჩემს მონადირეებს... ჯგუ-
ფებად... ცეცხლზე ჩვენ ვაგებთ პასუხს... არ ჩავაქრობთ...
ასეთმა კეთილშობილებამ ბიჭების ტაში დაიმსახურა, ჯეკმა გაუცინა
და საყვირი გააქნია, გაჩუმდითო.
– ახლა თავი დავანებოთ, ჩაქრეს. ღამით კვამლს მაინც ვერავინ და-
ინახავს. როცა მოგვინდება, მაშინ დავანთებთ ხელახლა. ალტებო, ამ
კვირაში ცეცხლს თქვენ მიხედავთ, შემდეგ კვირაში – დისკანტები...
შეკრებილები სერიოზული სახეებით დაეთანხმნენ.
– გამუდმებულ ყარაულობაზეც ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელნი.
იქით გემი თუ დავინახეთ, – ბიჭებმა მის გამხდარ მკლავს გააყოლეს
მზერა, – მწვანე ტოტებს დავაყრით და კვამლი მოიმატებს.
დაჟინებით გასცქეროდნენ მუქ ლურჯ ჰორიზონტს, თითქოს სადა-
ცაა, პატარა სილუეტი უნდა გამოჩენილიყო.
დასავლეთით მზე ალმოდებული ოქროს წვეთივით სულ უფრო და
უფრო უახლოვდებოდა დასალიერს. უეცრად იგრძნეს, რომ საღამოვდე-
ბოდა, სინათლე და სითბო ხელიდან ეცლებოდათ.
როჯერმა საყვირი აიღო და პირქუში სახით მიიხედ-მოიხედა.
– ზღვას ვუყურებდი. გემის ნასახიც არ არის. შეიძლება, საერთოდ
ვერ გადაგვარჩინონ.
ბიჭებს ჩურჩულმა გადაუარა. რალფმა საყვირი გამოართვა.
– წეღანაც გითხარით, ერთ მშვენიერ დღეს გადაგვარჩენენ. უბრა-
ლოდ, უნდა მოვიცადოთ. ეგ არის და ეგ.
აღშფოთებული ღუტა გათამამდა და საყვირი აიღო.
– აბა, მე რას ვამბობდი? ჩვენს შეკრებებზე ვამბობდი, თქვენ კი-
დევ, მოკეტეო...
კეთილშობილურმა აღშფოთებამ ააწევინა ხმა. ბიჭები შეჩოჩ-
ქოლდნენ და გაჩუმება დაუწყეს.
– ასე თქვით, პატარა კოცონი გვინდაო და ნახეთ, რამოდენა ზვი-
ნი დადგით. მე თუ ამოვიღე ხმა, დამძახით, მოკეტეო; მაგრამ თუ ჯე-
კი ან მორისი ან საიმონი... – გაჰყვიროდა ღუტა მწარე სიმართლეს.
აქოშინებულმა სიტყვა შუაზე გაწყვიტა. იდგა და ბიჭებს მიღმა
იყურებოდა, იქით, სადაც ფიჩხს აგროვებდნენ. მერე ისე უცნაურად
გაიცინა, რომ ყველა გაჩუმდა, გაკვირვებულები მიაცქერდნენ მოციმ-
ციმე სათვალეს. მის მზერას გააყოლეს თვალი და ამ მწარე სიცილის
მიზეზსაც მიხვდნენ.
– ეგეც თქვენი პატარა ცეცხლი.
მკვდარი ან მომაკვდავი ხეებიდან გირლიანდებივით ჩამოკიდე-
ბულ ლიანებში ალაგ-ალაგ კვამლი ამოდიოდა. სანამ იდგნენ და
უყურებდნენ, ერთგან ნაპერწკალმა გაიელვა და კვამლი გასქელდა.
ალის პაწაწინა ენები ათრთოლდა, ხის ღეროებზე, ფოთლებსა და
ბუჩქებზე გაცოცდა, დაცალკევდა და გაძლიერდა. ცეცხლის ენა ხეს
ტანზე მოედო და ციყვივით ავარდა ზემოთ. კვამლმა იმატა, გაიფან-
ტა, აგორდა. ციყვი ქარს ფრთებზე შეახტა, მერე მაღლა, ხეზე გადა-
ვიდა და ზემოდან დაუწყო ჭამა. ფოთლებისა და კვამლის მუქი ხუ-
ფის ქვეშ ცეცხლი ტყეს მოედო და იმატა. სიგრძეზე გაწელილი შავი
და ყვითელი კვამლი მტკიცედ მიიწევდა ზღვისკენ. მომძლავრებუ-
ლი ცეცხლის დანახვაზე ბიჭებმა აღტაცებული ყიჟინა დასცხეს. ალი
ველურ, ცოცხალ არსებასავით, მუცელზე გაწოლილი იაგუარივით
მიხოხავდა ვარდისფერი კლდის გარშემო ამოყრილი წნელის
ყლორტებისკენ. ცეცხლი პირველივე ხეს მოედო და გაფოთლილი ტო-
ტები თვალის დახამხამებაში აბრიალდა. ალი მარჯვედ გადაევლო ხე-
ებს შორის მანძილს, რხევითა და კაშკაშით დაუარა მთელ რიგს. ქვე-
მოთ, მეოთხედი მილის მანძილზე, ტყეში კვამლი და ალი ბობოქრობ-
და. ცეცხლის გუგუნი დოლის ხმასავით ავსებდა იქაურობას და თითქოს
მთებს აზანზარებდა.
– ეგეც თქვენი პატარა კოცონი.
შემკრთალი რალფი ხედავდა, როგორ ჩერდებოდნენ და ჩუმდებოდ-
ნენ ბიჭები, რომლებმაც აბობოქრებული ძალის დანახვაზე იგრძნეს,
რომ რაღაც თავზარდამცემი იწყებოდა. ამანაც და იმ შემზარავმა ძალა-
მაც წონასწორობა დააკარგვინა.
– კარგი, მოკეტე ბოლოს და ბოლოს!
– საყვირი ჩემთანაა, – ნაწყენი ხმით უთხრა ღუტამ, – და ლაპარაკის
უფლებაც მაქვს.
შეხედეს და თვალებზე შეეტყოთ, რომ რაც არ უნდა ეთქვა, მისთვის
არ სცხელოდათ, ცეცხლის გუგუნს უგდებდნენ ყურს. შეშფოთებულმა
ღუტამ ჯოჯოხეთში ჩაიხედა და საყვირი გააქნია.
– ახლა უნდა დავაცალოთ, ბოლომდე ჩაიწვას. არადა, ჩვენი შეშა ეგ
იყო.
ტუჩები დაისველა და განაგრძო:
– ახლა რაღას ვიზამთ. უფრო ფრთხილად უნდა მოვქცეულიყავით.
მეშინია...
ჯეკმა ძლივს მოსწყვიტა თვალი ცეცხლს:
– შენ ყოველთვის გეშინია, შე... სქელო, შენა!
– საყვირი მე მაქვს, – მოიღუშა ღუტა. მერე რალფს მიუბრუნდა: – საყ-
ვირი ხომ მე მაქვს, რალფ?
რალფმა უხალისოდ შეაქცია ზურგი დიდებულ, საზარელ სანახა-
ობას.
– რა იყო?
– საყვირზე გეუბნები. ლაპარაკის უფლება მაქვს.
ტყუპებმა ერთად ჩაიცინეს.
– კვამლი გვინდოდაო...
– ეგეც თქვენი...
ბოლი გაიწელა, კუნძულს რამდენიმე მილით გასცდა. ღუტას გარ-
და ყველა ახითხითდა; ახლა უკვე სიცილით იხოცებოდნენ.
ღუტას გული მოუვიდა:
– საყვირი მე მაქვს! არ გესმით! პირველ რიგში ქვემოთ, ნაპირზე,
ქოხები უნდა დაგვედგა. ღამე იქ ასე არ ცივა. მაგრამ როგორც კი
რალფმა ცეცხლი ახსენა, ღრიანცელით გაცვივდით მთაზე. პატარა
ბავშვებივით!
მის ტირადას ახლა უკვე ყურს უგდებდნენ.
– რომელი გადარჩენის იმედი გაქვთ, თუ თავის დროზე არაფერს
აკეთებთ და წესიერად არ იქცევით?
სათვალე მოიხსნა და საყვირის დადება დააპირა; მაგრამ უცებ
დაინახა, რომ უფროსი ბიჭების უმეტესობამ ნიჟარის ასაღებად წა-
მოიწია; გადაიფიქრა. საყვირი იღლიაში ამოიჩარა, დაჯდა და ზურ-
გით კლდეს მიეყრდნო.
– მერე აქ ამოხვედით და ისეთი კოცონი ააბრიალეთ, არაფერში
რომ არ გვარგია. აჰა, კუნძულს ცეცხლი წაუკიდეთ. სეირი არ იქნება,
მთელი კუნძული რომ დაიწვას? მერე საჭმელად შემწვარი ხილი და
შაშხიღა დაგვრჩება. სასაცილო არაფერია! რალფი აირჩიეთ ბელა-
დად და რამის მოფიქრებაც არ აცალეთ. როგორც კი ერთი სიტყვა
წამოსცდა, ისე გამოცვივდით, თითქოს... თითქოს...
სულის მოსათქმელად შეყოვნდა და სიჩუმეში ცეცხლის გუგუნმა
შემოუტიათ.
– ეგ კიდევ არაფერი. ბავშვები? პაწაწინებზე გეუბნებით. ვის გაახ-
სენდა? ვინ იცის, რამდენი არიან?
რალფმა უცებ ღუტასკენ გადადგა ნაბიჯი.
– მე ხომ გითხარი. ხომ გითხარი, სია შეადგინე-მეთქი.
– მარტო როგორ უნდა შემედგინა, – შეურაცხყოფილი ხმით იყვი-
რა ღუტამ, – ორი წუთი გაჩერდნენ და ზოგი ზღვაში ჩახტა, ზოგი ტყე-
ში გავარდა; აქეთ-იქით დაიფანტნენ. რა ვიცოდი, ვის რა ერქვა?
რალფმა ფერწასული ტუჩები დაისველა.
– ესე იგი, არც იცი, რამდენი უნდა ვიყოთ?
– როგორ უნდა ვიცოდე, პატარები ჭიანჭველებივით დარბოდნენ! მე-
რე თქვენ სამნი დაბრუნდით და, როგორც კი თქვი, ცეცხლი უნდა დავან-
თოთო, ყველა თავპირისმტვრევით აქეთ გამოვარდა. იმის საშუალებაც
კი არ მქონდა, რომ...
– საკმარისია! – მკვახედ შეაწყვეტინა რალფმა და საყვირი გამოჰ-
გლიჯა, – არ გააკეთე და ეგ არის.
– ...მერე მოხვედით და სათვალე წამართვით...
ახლა ჯეკი მიუბრუნდა:
– მოკეტე!
– ...პატარები ქვემოთ დარბოდნენ, იქაურობა ცეცხლშია გახვეული.
რა იცით, რომ ახლაც იქ არ არიან?
ღუტა წამოდგა, კვამლისკენ და ცეცხლისკენ გაიშვირა თითი. ბიჭებს
ჩურჩულმა გადაუარა. ღუტას რაღაც უცნაური დაემართა, ჰაერი არ ჰყოფ-
ნიდა.
– ის პატარა... – სუნთქვა შეეკრა ბიჭს, – აი ის, სახეზე ნიშანი რომ
ჰქონდა, აქ ვერ ვხედავ. ახლა სად არის?
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
– ის, გველებზე რომ გვეუბნებოდა. იქ იყო...
ცეცხლში ერთი ხე ყუმბარასავით აფეთქდა. დაინახეს, ლიანის გრძე-
ლი ღეროები წუთით როგორ აფრიალდა, დაიკლაკნა და ისევ დაეშვა. პა-
ტარებმა წიოკი მორთეს:
– გველები! გველები! შეხედეთ, გველები!
მივიწყებულ მზეს ზღვაში ჩაშვებამდე ორი დუიმიღა აკლდა. ბიჭებს
სახეებზე ქვემოდან ამოსული წითელი ფერი გადასდიოდათ. ღუტა
კლდეს მიეყრდნო და ორივე ხელით ჩაეჭიდა.
– ის პატარა, სახეზე... ნიშანი რომ ჰქონდა... ახლა... სად არის? გეუბ-
ნებით, ვერ ვხედავ-მეთქი.
შეშინებულმა ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ვერ იჯერებდნენ.
– ...ახლა სად არის?
– იქნებ, უკან დაბრუნდა... – ჩაიბუტბუტა სირცხვილისგან შეცბუნე-
ბულმა რალფმა.
ქვემოთ, მთის მტრული მხრიდან ისევ გუგუნი მოდიოდა.
თავი მესამე − ქოხები სანაპიროზე
ჯეკი ორად მოიკეცა. გასაქცევად გამზადებული მორბენალივით,
ცხვირი ლამის დადებული ჰქონდა ნოტიო მიწაზე. ხეები და ზედ და-
კიდებული ლიანები ოცდაათ ფუტზე აღმართულ მწვანე ბინდბუნ-
დში იკარგებოდა; გარშემო ბუჩქები იზრდებოდა. ამას ნაკვალევი
არც ეთქმოდა; მოტეხილი ტოტი და რაღაც ჩლიქის ცალი მხარის
მსგავსი. ნიკაპი დასწია და ისე ჩააცქერდა ამ ნიშნებს, თითქოს რამე
უნდა ათქმევინოსო. მერე ძაღლივით ოთხზე დამდგარმა, მოუხერ-
ხებლად, ჯახირით წაიწია წინ კიდევ ხუთ იარდზე და გაჩერდა. ვერც
გრძნობდა, როგორ წვალობდა. ლიანის მარყუჟიდან ჩამოშვებული,
გაკვანძული რტო დაინახა. ცალი მხრიდან პრიალებდა; ღორები,
მარყუჟთან გავლისას, ეხახუნებოდნენ.
ჯეკი ისევ მოიკეცა და სახე ისე მიუახლოვა ამ ნიშანს, რომ რამდე-
ნიმე დუიმიღა აშორებდა, მერე დაჟინებით ჩააცქერდა პირდაპირ ხე-
ებქვეშ ჩამდგარ ბინდბუნდს. მას მერე, რაც აქ ჩამოსხდნენ, წითური
თმა საგრძნობლად ჩამოეზარდა და გაუხუნდა; დაჭორფლილი, შიშ-
ველი ზურგი მზისგან გამომშრალი ჰქონდა. მარჯვენა ხელით დაახ-
ლოებით ხუთი ფუტის სიგრძის წამახულ ჯოხს მიათრევდა; ტანზე
არაფერი ეცვა გაქექილი შორტის გარდა, ქამარზე დანა ეკიდა. თვა-
ლები დახუჭა, თავი ასწია, ნესტოები დაბერა და ღრმად შეისუნთქა
თბილი ჰაერი, რომ ასე მაინც შეეტყო რამე. ტყეც და ბიჭიც გარინ-
დდნენ.
ბოლოს, ერთი ღრმად ამოიოხრა და თვალები გაახილა. ლურჯი
თვალები ამ მარცხის გამო ლამის გიჟივით უელავდა. გამშრალი ტუ-
ჩები დაისველა და გაუვალ ტყეს ჩააცქერდა. მერე ისევ გზა განაგ-
რძო.
ტყის მდუმარება სიცხეზე მეტად თრგუნავდა, დღის ამ დროს მწე-
რების ზუზუნიც კი არ ისმოდა. ჯეკმა ბუდიდან ჭყეტელა ჩიტი რომ
წამოაგდო, მხოლოდ მაშინ დაირღვა სიჩუმე და მჭახე ექომ ისე და-
რეკა, თითქოს ეს ხმა საუკუნეებს იქიდან მოდიოდა. ბიჭი თვითონაც
შეკრთა და სტვენით ჩაისუნთქა; წუთით მონადირის ადგილი რაღაც
იდუმალმა სულიერმა დაიკავა, მაიმუნივით რომ გახლართულიყო ხეებ-
ში. მერე ნაკვალევმა და ბრაზმა თავისი გაიტანა და ისევ მიწაზე დაიწყო
ხოხვა. ღია ფერის ყვავილებით დაფარული დიდი, რუხტანიანი ხის ფუ-
ღუროსთან თვალები დახუჭა და კიდევ ერთხელ შეისუნთქა თბილი ჰა-
ერი; ამჯერად სუნთქვა შეეკრა, ფერი წაუვიდა, მერე სახეზე ისევ სისხლი
მოაწვა. ჩრდილივით გაძვრა ხის ქვეშ, სიბნელეში, დაიხარა და გატკეპ-
ნილ გზას ჩააცქერდა.
განავალი თბილი იყო. გროვად იდო ამოტრიალებულ მიწაში. მწვა-
ნე, გლუვი; ორთქლი ასდიოდა. ჯეკმა თავი ასწია, ნაკვალევზე უსაშვე-
ლოდ აბურდულ ლიანებს დაუწყო თვალიერება. მერე შუბი ამოიღო და
წინ წაიწია. ლიანებს იქით ნაკვალევი ღორების ნასიარულევ ბილიკზე
გაცილებით უფრო ფართო და გატკეპნილ გზაზე გადიოდა. აქ მიწა ხში-
რი სიარულისგან გამკვრივებულიყო; წელში გამართულ ჯეკს ფაჩუნის
ხმა შემოესმა – რაღაც მოძრაობდა. მარჯვენა მკლავი უკან გადასწია და
რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შუბი სტყორცნა. ღორების სავალი გზიდან
ჩლიქების ყრუ ბაკუნი გაისმა, კასტანეტების მსგავსი ხმა, მაცდური, ჭკუ-
იდან შემშლელი – ხორცის დაპირება. ხეებქვეშ გავარდა და შუბს ხელი
სტაცა. ღორების ჩლიქების ბაკუნი შორს მიწყნარდა.
ჯეკი იდგა, ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა შავ, მიწიან ზოლებად, მთე-
ლი დღე ტყუილუბრალოდ იწანწალა სანადიროდ. ერთი შეიგინა, ნაკვა-
ლევს ზურგი აქცია და გაჭირვებით იკვლია გზა, სანამ ტყე არ შეთხელდა
და მუქი ფოთლებით გადახურული ხეების შიშველი ტანები რუხტანიან-
მა, გვირგვინოსანმა პალმებმა არ შეცვალა. იქით ზღვა ციმციმებდა და
ხმები ისმოდა. რალფი პალმის ღეროებისგან და ფოთლებისგან შეკო-
წიწებულ, უბადრუკ ქოხთან იდგა, რომელიც ლაგუნას გადაჰყურებდა და
თითქოს საცაა უნდა ჩამოქცეულიყო. არც გაუგია, ჯეკმა რომ იკითხა:
– წყალი არა გვაქვს?
რალფმა შუბლშეკრულმა მოაშორა თვალი ახორხლილ ფოთლებს.
ჯეკს კი შეხედა, მაგრამ არ დაუნახავს.
– წყალი ხომ არა გვაქვს-მეთქი? მწყურია.
რალფი ქოხს მოსწყდა და ახლაღა დაინახა ჯეკი.
– აა, გამარჯობა. წყალი? იქ არის, ხესთან. ცოტა კიდევ იქნება.
ჯეკი ჩრდილში ჩამწკრივებულ, წყლით სავსე ქოქოსის ნაჭუჭებ-
თან მივიდა, ერთი ნაჭუჭი აიღო და მოიყუდა. წყალი წურწურით ჩა-
მოეღვარა ნიკაპზე, კისერსა და მკერდზე. გამოცალა და სული მოით-
ქვა.
– კარგი იყო.
ქოხიდან საიმონის ხმა გაისმა:
– უფრო ზევით.
რალფი ქოხისკენ მიტრიალდა და ტოტით ფოთლების სახურავი
ასწია. ფოთლები დაიშალა და ფრიალით დაეშვა ძირს. ხვრელში სა-
იმონის შეწუხებული სახე გამოჩნდა.
– ბოდიშს ვიხდი.
რალფი ზიზღით შეჰყურებდა ჩამოშლილ ფოთლებს.
– ამას ვერასოდეს ვერ დავამთავრებთ.
ჯეკის ფერხთით, მიწაზე დაეგდო. საიმონი ისევ ქოხიდან იყურე-
ბოდა. რალფი არ ამდგარა, ისე ახედა ჯეკს:
– რამდენი დღეა ვმუშაობთ. და შეხედე...
ორი ქოხი ფეხზე კი იდგა, მაგრამ ყანყალებდა. ეს დაინგრა.
– ამათ კიდევ გაქცევაზე უჭირავთ თვალი. გახსოვს შეკრება? ყვე-
ლა რომ გაიძახოდა, სანამ ქოხები არ დამთავრდება, მაგრად ვიმუშა-
ვებთო?
– ჩემი და მონადირეების გარდა...
– მონადირეების გარდა. პატარები...
გაურკვეველი ჟესტით სცადა სიტყვის მოძებნა.
– პატარების იმედზე ვერ ვიქნებით. მაგრამ ბევრით არც დიდები
სჯობიან. ვერა ხედავ? მთელი დღე მე და საიმონი ვმუშაობთ. სხვა
არავინ. დანარჩენები ბანაობენ, ან ჭამენ, ან თამაშობენ.
საიმონმა ფრთხილად გამოჰყო თავი.
– ბელადი შენა ხარ. შენ თვითონ გაუშვი.
რალფი გულაღმა გადაწვა, პალმებსა და ცას ახედა.
– შეკრებები... ძალიან კი გვიყვარს შეკრებები! ყოველდღე. დღე-
ში ორჯერ. ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ, – ცალ იდაყვს დაეყ-
რდნო, – დაგენაძლევები, ამ წუთში საყვირს რომ ჩავბერო, მაშინვე
ყველა აქ გაჩნდება. მერე, როგორც იცით, ყველა ძალიან საქმიანი გახ-
დება, ვიღაც იტყვის, რეაქტიული თვითმფრინავი უნდა ავაშენოთო, ვი-
ღაცა – წყალქვეშა ნავიო, ან ტელევიზორიო... დამთავრდება კრება, ხუ-
თი წუთი იმუშავებენ და დაიფანტებიან ან სანადიროდ წავლენ.
ჯეკი აილეწა.
– ხორცი არ გვინდა?
– როგორ არა, მაგრამ ჯერ რაღაც არა ჩანს. ქოხებიც გვინდა. ეგეც არ
იყოს, შენი მონადირეები რამდენიმე საათის წინ დაბრუნდნენ. მაგრამ
ბანაობენ.
– მე მარტო გავაგრძელე გზა, – უთხრა ჯეკმა, – ისინი გამოვუშვი. მე
კი გზა უნდა გამეგრძელებინა. მე...
ცდილობდა, ეთქვა, რა აიძულებდა, მსხვერპლს კვალში ჩასდგომო-
და, მოეკლა, უნდოდა ამოეთქვა ის, რაც მოსვენებას არ აძლევდა.
– გზა გავაგრძელე. მეგონა, მე თვითონ...
თვალებში ისევ სიგიჟემ გაუელვა.
– მეგონა, მოვკლავდი.
– მაგრამ ვერ მოკალი.
– მეგონა, მოვკლავდი.
რალფს შეკავებული მღელვარებისგან ხმა უთრთოდა:
– მაგრამ ჯერ არ მოგიკლავს.
ქვეტექსტი რომ არა, ნათქვამი უბრალოდ ჩაივლიდა.
– ქოხები, როგორც ვხვდები, არ გენაღვლება.
– ხორცი გვჭირდება...
– და არა გვაქვს.
ახლა შუღლი ლამის ხელშესახები გახდა.
– მოვიტან! კიდევ რომ წავალ! შუბის წვერი მჭირდება! ღორს შუბი
მოვარტყით, დავჭერით და ამოვარდა. წვერების გაკეთება რომ შეგვეძ-
ლოს...
– ჩვენ ქოხები გვჭირდება.
უცებ ჯეკმა გაშმაგებულმა უყვირა:
– შენ რა, მადანაშაულებ?
– მე იმას ვამბობ, რომ მუშაობით სული ამოგვხდა. ეგ არის და ეგ.
ორივე აილეწა; ერთმანეთს თვალი აარიდეს. რალფი პირქვე გა-
დატრიალდა და ბალახის წიწკნა დაიწყო.
– აქ რომ მოვედით, მაშინდელივით თუ გაწვიმდა, ქოხების გარე-
შე იოლს ვერ გავალთ. და კიდევ. ქოხები იმიტომ გვჭირდება, რომ...
წუთით შეყოვნდა. ორივე ცდილობდა, ბრაზს მორეოდა; რალფმა
თემა შეცვალა.
– შენ ვერ შეამჩნიე?
ჯეკმა შუბი დაუშვა და ჩაცუცქდა.
– რა?
– შეშინებულები არიან.
ისევ გადმოგორდა და ჯეკს გამძვინვარებულ, ჭუჭყიან სახეზე მი-
აცქერდა.
– ნამდვილად ასეა. რაღაც ესიზმრებათ. ყურს თუ მიუგდებ, გა-
იგონებ. ღამე არ გაგღვიძებია?
ჯეკმა თავი გააქნია.
– ლაპარაკობენ და კვნესიან. პატარები. ხანდახან დიდებიც. ვი-
თომ...
– ვითომ... ეს კარგი კუნძული არ არისო.
რალფს და ჯეკს გაუკვირდათ, რომ შეაწყვეტინეს და საიმონს ახე-
დეს. იმას სერიოზული სახე ჰქონდა.
– ვითომ ის ურჩხული – ნადირი თუ გველი, მართლა არსებობს.
გახსოვთ?
უფროსი ბიჭები ამ სამარცხვინო სიტყვის გაგონებაზე შეცბნენ.
გველებს საერთოდ არ ახსენებდნენ.
– თითქოს ეს კარგი კუნძული არ იყოს, – სიტყვები გაწელა რალ-
ფმა, – ჰო, ასეა.
ჯეკი დაჯდა და ფეხები გაჭიმა.
– აკლიათ.
– გიჟები არიან. გახსოვს, დაზვერვაზე რომ წავედით?
პირველი, მომაჯადოებელი დღე რომ გაახსენდათ, ერთმანეთს
გაუცინეს. რალფმა განაგრძო:
– ერთი სიტყვით, ქოხები გვჭირდება...
– სახლის მაგივრად.
– ჰო, ეგრეა.
ჯეკმა ფეხები მოკეცა, ხელები მუხლებზე შემოიჭდო და შუბლი შეიკ-
რა – რაღაცეებში გასარკვევად.
– იქაც ეგრეა... ტყეში. ესე იგი, ნადირობისას... ხილის კრეფისას კი
არა, როცა საკუთარი თავის ანაბარა რჩები...
წუთით შეყოვნდა, დარწმუნებული არ იყო, რომ რალფი მის სიტ-
ყვებს სერიოზულად მოეკიდებოდა.
– ჰო, მერე?
– ნადირობისას ხანდახან უცებ ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს...
– უცებ აილეწა, – რასაკვირველია, არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ასეთი
გრძნობა გაქვს. მაგრამ გგონია, თითქოს შენ კი არ ნადირობ, არამედ...
შენზე ნადირობენ; თითქოს ჯუნგლებში უკან გამუდმებით ვიღაც მოგ-
ყვება.
ისევ გაჩუმდნენ; საიმონი დაფიქრდა, რალფი დაეჭვდა და ცოტათი
გული მოუვიდა. წამოჯდა, ჭუჭყიანი ხელით მხარი მოიქექა.
– აბა, რა ვიცი.
ჯეკი წამოხტა და სხაპასხუპით მიაყარა:
– ტყეში ასე გგონია. რასაკვირველია, ეგ არაფერს არ ნიშნავს. მაგ-
რამ... მაგრამ...
ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა ნაპირისკენ, მერე უკან დაბრუნდა.
– მაგრამ მესმის, რას გრძნობენ. გასაგებია? სულ ესაა.
– ყველაფერს აჯობებს, თავი გავიტანოთ, სანამ გადაგვარჩენენ.
ჯეკს წუთით დაფიქრება დასჭირდა, რომ გაეხსენებინა, რა არის გა-
დარჩენა.
– გადაგვარჩენენ? ჰო, რასაკვირველია. ოღონდ მინდა, რომ ჯერ ღო-
რი ჩავიგდო ხელში... – შუბს სტაცა ხელი და მიწაში ჩაარჭო. თვალებში
ისევ არეული, გიჟური გამომეტყველება დაუბრუნდა. რალფმა კრიტიკუ-
ლად შეხედა აბურდული ქერა თმიდან.
– ოღონდ შენს მონადირეებს ცეცხლი არ დაავიწყდეთ...
– შენც რას აიხირე ეს ცეცხლი!
ორივემ ნაპირისკენ მოკურცხლა, წყალთან რომ მივიდნენ, უკან
მოიხედეს, ვარდისფერი მთისკენ. კვამლის სვეტი ცარცის ხაზს ავ-
ლებდა მუქ ლურჯ ცაზე, მაღლა მიიკლაკნებოდა და უფერულდებო-
და. რალფი მოიღუშა.
– ნეტავ რა მანძილიდან ჩანს.
– შორიდან.
– პატარა კვამლია.
კვამლმა თითქოს იგრძნო, რომ უყურებდნენ, ძირში გასქელდა,
კრემისფერ ლაქად იქცა და აისვეტა.
– მწვანე ტოტები დაამატეს, – ჩაიბუტბუტა რალფმა, – ნეტავ რა
ხდება? – თვალები მოჭუტა და ჰორიზონტისკენ მიტრიალდა.
– მივხვდი!
ჯეკმა ისე ხმამაღლა დაიყვირა, რომ რალფი შეხტა.
– რა? სად? გემი დაინახე?
მაგრამ ჯეკი მთიდან კუნძულის ვაკე ადგილზე დაშვებული მაღა-
ლი ფერდობებისკენ იშვერდა თითს.
– რასაკვირველია! იქ იქნებიან შეფარებულები... სხვას რას იზა-
მენ, როცა მზე მაგრად დააჭერს...
რალფი გაოგნებული შეჰყურებდა აღტაცებულ სახეზე.
– ...მაღლა ადიან. სიცხე რომ დააჭერს, მაღლა, ჩრდილში ადიან
და ისვენებენ, ძროხებივით...
– მე მეგონა, გემი დაინახე!
– შეგვიძლია, მივეპაროთ... სახეები შევიღებოთ, რომ ვერ დაგვი-
ნახონ... გარს შემოვერტყათ და მერე...
რალფს ბრაზმა წონასწორობა დააკარგვინა.
– მე კვამლზე გელაპარაკებოდი. არ გინდა, რომ გადარჩე? აგიჩე-
მებია – ღორები, ღორები, ღორები – სხვა აღარაფერზე ფიქრობ.
– კი მაგრამ, ხორცი ხომ გვინდა.
– მთელი დღე საიმონის ამარა ვმუშაობდი, შენ კიდევ მოხვედი
და ქოხებისკენ არც გაგიხედავს.
– მეც ვმუშაობდი...
– ოღონდ შენ მოგწონს ეგ საქმე! – უყვირა რალფმა. – შენ გინდა ნა-
დირობა! მე კი...
იდგნენ გაჩახჩახებულ ნაპირზე, პირისპირ, თვითონვე გაოგნებულე-
ბი ასეთი შეხლა-შემოხლით. რალფმა პირველმა აარიდა თვალი, ვითომ
ქვიშაზე მოთამაშე პატარების ჯგუფმა მიახედა. ბაქნის მიღმა, ტბორი-
დან, მონადირეების ყვირილი ისმოდა. ბაქნის ბოლოს ღუტა გაშხლარ-
თულიყო და მბრწყინავ წყალს ჩასცქეროდა.
– მაინცდამაინც არავინ იწუხებს თავს მოხმარებით.
იმის ახსნა უნდოდა, რომ ადამიანები არასდროს არიან ზუსტად ისე-
თები, როგორებიც გგონია.
– საიმონი კი მეხმარება, – ქოხებისკენ გაიშვირა ხელი, – დანარჩენე-
ბი დაითესნენ. საიმონმაც ჩემსავით იმუშავა. ოღონდ...
– საიმონი უღალატოა.
რალფი ქოხებისკენ გაემართა. ჯეკი გვერდით გაჰყვა.
– ცოტა ხელს წაგაშველებ, – ჩაიბუტბუტა ჯეკმა, – მერე ვიბანავებ.
– ნუ შეწუხდები.
მაგრამ ქოხებს რომ მიაღწიეს, საიმონი იქ აღარ დახვდათ. რალფმა
ქოხში შეჰყო თავი, ისევ გამოჰყო და ჯეკს მიუბრუნდა.
– ათესილა.
– ეტყობა, ყელში ამოუვიდა და საბანაოდ წავიდა, – მიუგო ჯეკმა.
რალფი მოიღუშა.
– რაღაც უცნაური ვინმეა. სასაცილო.
ჯეკმა თავი დაუქნია. უხმოდ, შეთანხმებულებივით მოშორდნენ ქო-
ხებს და ტბორისკენ გაემართნენ.
– ვიბანავებ, რამეს შევჭამ და მეორე მხრიდან ავუყვები მთას, იქნებ
კვალი ვნახო. წავედით?
– კი მაგრამ, მზე თითქმის ჩასულია!
– მაინც მოვასწრებ...
მიდიოდნენ – ორნი, ორი ცნობიერება, ორი შეგრძნება, და გაერთია-
ნებას ვერ ახერხებდნენ.
– ღორი რომ ჩამაგდებინა ხელში!
– უკან რომ დავბრუნდები, ქოხის შენებას გავაგრძელებ.
გაკვირვებულებმა შეხედეს ერთმანეთს, სიყვარულით და სიძულ-
ვილით. მაგრამ ტბორის თბილმა, მლაშე წყალმა, ჟრიამულმა, ტყა-
პუნმა, სიცილმა თავისი გაიტანა და ისევ შეაკავშირათ.
საიმონი ტბორთან ეგულებოდათ, მაგრამ არც იქ დახვდათ.
იმ ორმა ნაპირისკენ რომ მოკურცხლა მთაზე შესახედად, საიმო-
ნი ერთხანს უკან მიჰყვებოდათ, მერე გაჩერდა. იდგა და შუბლშეკრუ-
ლი დაჰყურებდა ნაპირზე მოგროვილ ქვიშას, რომლისგანაც ვიღაც,
ეტყობა, პატარა სახლის ან ქოხის აშენებას ფიქრობდა. მერე მოტრი-
ალდა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა ტყისკენ.
პატარა, გაჩხინკული ბიჭი იყო, წვეტიანი ნიკაპი ჰქონდა, რალფი
მისმა მოციმციმე თვალებმა მოატყუა, როცა იფიქრა, მხიარული და
ეშმაკი ვინმეაო. ხშირი, შავი, ჩამოზრდილი თმა თითქმის მთლი-
ანად უფარავდა დაბალ, ფართო შუბლს. დაგლეჯილი შორტი ეცვა
და ჯეკივით, ესეც ფეხშიშველი იყო. ისედაც შავგვრემანი საიმონი
მზეზე გაირუჯა და გაოფლილი, ბრინჯაოსფრად ლაპლაპებდა.
შვერილის გავლით დაადგა აღმართს, იმ კლდეს ჩაუარა, სადაც
რალფი ავიდა პირველ დღეს, დილით, მერე მარჯვნივ გაუხვია და ხე-
ებს შეერია. ნაცნობ გზაზე მიაბიჯებდა ხილით დახუნძლულ ხეებში,
იქ, სადაც სულ იოლად შოულობდნენ მწირ საკვებს. ერთსა და იმავე
ხეებზე ყვავილებიც იყო და ხილიც, სიმწიფის სურნელი ტრიალებ-
და, საზრდოს საშოვნელად გამოსული მილიონი ფუტკრის ზუზუნი
იდგა. გამოდევნებული პატარები აქ დაეწივნენ. ყველანი ერთად ლა-
პარაკობდნენ, ყვიროდნენ და ხეებისკენ ექაჩებოდნენ. მერე, ფუტ-
კრების ზუზუნსა და ნაშუადღევის მზის სხივებში საიმონმა დაუკრი-
ფა, რასაც ვერ სწვდებოდნენ, ფოთლებში მიმალულ საუკეთესო ნა-
ყოფებს არჩევდა და გამოწვდილ ხელებში უწყობდა ბავშვებს. ბო-
ლოს ბიჭები ცოტათი დაანაყრა, გაჩერდა და მიიხედ-მოიხედა. მწი-
ფე ხილით დატვირთული პატარები შეჰყურებდნენ და ვერაფერი გა-
ეგოთ.
საიმონი მოტრიალდა, გაკვალულ ბილიკს დაადგა და მალე ჯუნ-
გლებში მიიმალა. მაღალ ხეებს მთელი ტანის სიგრძეზე მიჰყვებოდა
მოულოდნელად მკრთალი ყვავილები, ზემოთ, ჩაბნელებულ თაღში
ჩიტებს ჟივილ-ხივილი გაჰქონდათ. აქაც ბინდბუნდი იდგა და ლიანებს
გემის აღჭურვილობასავით ჩამოეკიდათ თოკები. ბიჭი რბილ ნიადაგზე
ტოვებდა ნაკვალევს, ლიანები ყოველი შეხებისას მთელ სიგრძეზე
თრთოდნენ.
ბოლოს უფრო განათებულ ადგილს მიაღწია. რაკიღა შუქისთვის
შორს წასვლა აღარ სჭირდებოდათ, ლიანებს დიდი ხალიჩა მოექსოვათ
და ჯუნგლის ღია მხარეს ჩამოეკიდათ; აქ, კლდიან ზედაპირზე, პატარ-
პატარა მცენარეებისა და გვიმრის გარდა არაფერი იზრდებოდა. იქაუ-
რობას მუქი ფერის, სურნელოვანი ბუჩქების გალავანი ერტყა გარშემო,
სიცხითა და შუქით სავსე ფიალას ჰგავდა. ერთი კუთხის გარდიგარდმო
წაქცეული დიდრონი ხე ფეხზე მდგომ ხეებს მისწოლოდა, მკვირცხლი
ხვიარა კენწერომდე მიჰყვებოდა და თავმომწონედ, წითელ-ყვითლად
აბრიალებდა ტოტებს.
საიმონი შეყოვნდა. ჯეკივით, ამანაც უკან მოიხედა, ლიანებისკენ,
სწრაფად მოავლო თვალი იქაურობას. უნდოდა, დარწმუნებულიყო,
რომ სრულიად მარტო იყო. ერთხანს ქურდულად მიდიოდა, თითქოს ვი-
ღაცას ემალებაო. მერე დაიხარა და ლიანების ხალიჩაში შეძვრა. აბურ-
დული ლიანები და ბუჩქები ყოველ ნაბიჯზე ებღაუჭებოდნენ, ბიჭი მცე-
ნარეებზე ოფლის კვალს ტოვებდა. ბარდებს თავი რომ დააღწია და შუ-
აში შევიდა, ფოთლებით შემოზღუდულ ადგილას აღმოჩნდა. გაფოთ-
ლილ ტოტებს ქვეშ გახოხდა და გარეთ გაიხედა. მხურვალე ჰაერში არა-
ფერი იძროდა ჭყეტელა, მოფარფატე პეპლების გარდა, სუნთქვაშეკ-
რულმა მიაყურადა კუნძულის ხმებს. სადაცაა მოსაღამოვდებოდა;
ჭრელ-ჭრელი ჩიტების ხმა, ფუტკრების ზუზუნი და ოთხკუთხა კლდეებ-
ში დასაბუდებლად მომზადებული თოლიების ყივილი თანდათანობით
კლებულობდა. შორს, რიფებზე მოდგაფუნე ზღვის ყრუ ხმაც კი გულის-
ცემაზე უფრო ხმადაბლა ისმოდა.
საიმონმა ფოთლების ფარდა ჩამოუშვა. ალმაცერი თაფლისფერი
სხივები თანდათანობით ნავლდებოდა. სხივები ბუჩქებზე აცოცდნენ,
სანთლების მსგავს კვირტებს გადაუარეს, ფოთლების თაღს ასცდნენ და
ხეების ქვეშ კიდევ უფრო ჩამობნელდა. გაცრეცილ შუქზე დიდებული
ფერებიც ჩაქრა, აგრილდა და სიმშვიდემ დაისადგურა. სანთლებივით
კვირტები შეთრთოლდა. მწვანე ფინჯნები გაიხსნა და ყვავილის ნა-
ზი, თეთრი ფურცლები მორცხვად შეეგება სუფთა ჰაერს. მზის შუქი
ახლა ტყისპირიდან აიკრიფა და ცაშიც ნელ-ნელა ჩაქრა. სიბნელე
ჩამოწვა, ხეებს შორის ჩაიღვარა, იქაურობა ბინდში გაეხვია, ზღაპ-
რულ სამყაროს, ზღვის ფსკერს დაემსგავსა. სანთლებივით კვირტებ-
მა ფართოდ გადახსნეს თეთრი ყვავილები და ისინიც პირველი ვარ-
სკვლავების სხივებზე აციმციმდნენ. ყვავილების სურნელი არემა-
რეს მოედო და კუნძული დაისაკუთრა.

თავი მეოთხე − შეღებილი სახეები და გრძელი


თმა
დღე ნელა ქანაობდა, ალიონიდან დაბინდებამდე. ამ რიტმს ყვე-
ლაზე ადრე მიეჩვივნენ. სიხარულს ჰგვრიდათ დილა, კაშკაშა მზე,
ზღვა და ტკბილი ჰაერი, ახარებდათ, რომ კარგად თამაშობდნენ;
ცხოვრება ისეთი სავსე იყო, იმედი არც სჭირდებოდათ და მისი და-
ვიწყებაც შეეძლოთ. შუადღისკენ, შუქი ლამის პერპენდიკულარუ-
ლად იღვრებოდა და დილის შეუნიღბავი ფერები მარგალიტივითა
და ოპალივით გლუვდებოდა; მზე შუბისტარისკენ რომ მიიწევდა, ძა-
ლასაც იკრებდა, სიცხე თითქოს ურტყამდათ და ცდილობდნენ, მო-
რიდებოდნენ, ჩრდილში გარბოდნენ და იქ იწვნენ, ხანდახან იძინებ-
დნენ კიდეც.
შუადღისას უცნაური ამბები ხდებოდა. მოციმციმე ზღვა იქოჩრე-
ბოდა, მყვირალა შეუძლებლობის ფენებად ცალკევდებოდა; მარ-
ჯნის რიფი და ყველაზე შემაღლებულ ადგილებს ჩაბღაუჭებული
რამდენიმე უდღეური პალმა ცაში ატივტივდებოდა, თრთოდა, იგ-
ლიჯებოდა, მავთულზე დაშვებული წვიმის წვეთებივით მისრია-
ლებდა ან ერთმანეთს მიყოლებულ სარკეებში არეკლილი საგნები-
ვით მრავლდებოდა. ხანდახან მიწა იქ გამოჩნდებოდა, სადაც საერ-
თოდ არ იყო, და უცებ, ბავშვების თვალწინ, ბუშტივით სკდებოდა.
ღუტამ მეცნიერული ახსნით გააუფასურა ეს ამბავი – მირაჟია და მე-
ტი არაფერიო; და რაკი ვერავინ ვერ მიცურავდა თუნდაც იმ რიფამ-
დე, სადაც მტაცებელი ზვიგენები იცდიდნენ, ბიჭები ამ სასწაულებს თან-
დათან მიეჩვივნენ და აღარაფრად აგდებდნენ, ისევე, როგორც აღარაფ-
რად აგდებდნენ ჯადოსნურ, მთრთოლავ ვარსკვლავებს. შუადღისას
ხილვები ცას უერთდებოდა და მზე გაბრაზებული თვალივით იყურებო-
და დაბლა. მერე, ნაშუადღევს, მირაჟი ფერმკრთალდებოდა, სწორი,
ლურჯი ჰორიზონტი ჩამავალი მზის ქვეშ იზმორებოდა. კიდევ ერთხელ
შედარებით აგრილდებოდა, ოღონდ ეს უკვე დაბნელებას მოასწავებდა.
მზე რომ ჩავიდოდა, კუნძულზე წყვდიადი ჩამოწვებოდა და შორეულ
ვარსკვლავებს ქვეშ შეყუჟული ქოხები მალე მოუსვენრობით ივსებოდა.
და მაინც დღის განმავლობაში მუშაობის, თამაშისა და კვების ჩრდი-
ლოევროპული წესის გამო ბიჭებმა ვერ შეძლეს ამ ახალ რიტმთან ბო-
ლომდე შეგუება. პატარა პერსივალი ყველაზე ადრე შეძვრა ქოხში და
ორი დღე არ გამოსულა, ლაპარაკობდა, მღეროდა, ტიროდა – ერთი პი-
რობა იფიქრეს, შექანდაო, და ამან ცოტათი გაამხიარულათ. მას მერე
ბიჭუნა თვალებდაწითლებული და ნაღვლიანი დადიოდა, იშვიათად
თამაშობდა და ხშირად ტიროდა.
ყველაზე უმცროსებს ახლა საერთო სახელი დაარქვეს – პატარები.
სიმაღლე, რალფიდან დაწყებული, თანდათანობით კლებულობდა; და
თუმცა საიმონისთვის, რობერტისა და მორისისთვის სიმაღლის მიხედ-
ვით ადგილის გამოძებნა საჭოჭმანო იყო, სულ იოლად სცნობდნენ დი-
დებსაც და პატარებსაც. ნამდვილი პატარები, ექვსიოდე წლის ბიჭუნები,
სრულიად განსხვავებული და ამავე დროს, დაძაბული საკუთარი ცხოვ-
რებით ცხოვრობდნენ. ლამის მთელი დღე ჭამდნენ, სადაც მისწვდე-
ბოდნენ, იქ კრეფდნენ ხილს და მაინცდამაინც არ დაგიდევდნენ, მწიფე
ან საღი იყო თუ არა. გამუდმებით მუცელი სტკიოდათ და ქრონიკული
ფაღარათი ჰქონდათ. სიბნელეში გამოუთქმელი შიში სტანჯავდათ და
გულის გასამაგრებლად
ერთმანეთს ეკვროდნენ. ჭამისა და ძილის გარდა, თამაშისთვისაც
იცლიდნენ, თამაშობდნენ უაზროდ, უმიზნოდ, მოციმციმე წყლის პირას,
თეთრ ქვიშაში. დედებს უფრო იშვიათად მისტიროდნენ, ვიდრე მოსა-
ლოდნელი იყო; ყავისფერი დაედოთ და ჭუჭყი სჭამდათ. საყვირის ძა-
ხილს ემორჩილებოდნენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რალფი უბერავ-
და, ის კი ისეთი დიდი იყო, რომ მოზრდილების ძალაუფლებით სავ-
სე სამყაროსთან მეკავშირედ გამოდგებოდა; ნაწილობრივ იმიტომ,
რომ მათთვის კრებები კარგი გასართობი გახდა. მაგრამ სხვა დროს
დიდებს იშვიათად აწუხებდნენ და საკუთარი, გამძაფრებული
გრძნობებით სავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ.
პატარა მდინარესთან, ქვიშაში, ციხესიმაგრეებს აშენებდნენ. და-
ახლოებით ერთი ფუტი სიმაღლის ციხეებს ნიჟარებით, ხმელი ყვა-
ვილებითა და ლამაზი კენჭებით რთავდნენ. ციხესიმაგრეებს გარშე-
მო ათასნაირი ნიშნები, გზები, კედლები, სარკინიგზო ხაზები ერტყა
და მათ მნიშვნელობას მხოლოდ ის მიხვდებოდა, ვინც ნაპირზე გან-
რთხმული დაათვალიერებდა. პატარები აქ თამაშობდნენ. მართა-
ლია, მაინცდამაინც ბედნიერად ვერ გრძნობდნენ თავს, მაგრამ ყუ-
რადღება მაინც ჰქონდათ გადატანილი რაღაცაზე. ხშირად სამ-სამნი
თამაშობდნენ ერთად.
ახლაც სამნი თამაშობდნენ – ჰენრი მათ შორის ყველაზე უფროსი
იყო. გარდა ამისა, იმ ხალიან ბიჭს ენათესავებოდა, ხანძრის შემდეგ
არავის რომ აღარ უნახავს; მაგრამ ჯერ ვერაფერს ხვდებოდა; ვინმეს
რომ ეთქვა, ის ბიჭი თვითმფრინავით წავიდა სახლშიო, ამ ნათქვამს
მშვიდად მიიღებდა და ეჭვიც არ შეეპარებოდა.
ჰენრი ამ დღეს ლამის ლიდერი გახლდათ, რადგან დანარჩენი
ორი – პერსივალი და ჯონი – კუნძულზე ყველაზე პატარები იყვნენ.
პერსივალს რუხი ფერი ედო, თაგვივით; საკუთარ დედასაც კი არ მო-
ეწონებოდა; ჩაფსკვნილი, ქერა, ბუნებით ჩხუბისთავი ჯონი ახლა
ჰენრის ემორჩილებოდა, რადგან თამაში აინტერესებდა. ქვიშაში ჩა-
მუხლული სამი ბიჭი მშვიდად თამაშობდა.
როჯერი და მორისი ტყიდან გამოვიდნენ. ცეცხლთან მორიგეო-
ბისგან გაათავისუფლეს და საბანაოდ ჩამოვიდნენ. როჯერმა პირდა-
პირ ციხე-კოშკებს გადაუარა, ფეხით მიანგრ-მოანგრია, ყვავილები
ქვიშაში ჩამარხა და საგანგებოდ ამორჩეული კენჭები დაფანტა. მო-
რისი სიცილით მოჰყვებოდა უკან, ერთი-ორი წიხლით საბოლოოდ
მიწასთან გაასწორა დანგრეული ციხე-კოშკები. სამმა პატარამ თა-
მაშს თავი მიანება და ბიჭებს ახედა. ისე მოხდა, რომ ნიშნები, რომ-
ლებიც იმ წუთში აინტერესებდათ, გადარჩა, ასე რომ, მაინცდამაინც არ
აღშფოთებულან. მხოლოდ პერსივალი ასლუკუნდა, რადგან თვალებში
ქვიშა შეეყარა. მორისი საჩქაროდ გაშორდა. ადრე, ჩვეულებრივ ცხოვ-
რებაში, მორისი ერთხელ დაისაჯა იმისთვის, რომ პატარა ბავშვს თვა-
ლებში ქვიშა შეაყარა. ახლა, მართალია, გვერდით მშობელი არ ჰყავდა
და მის მწარე ხელს ვერ იგრძნობდა, მაგრამ მაინც შეცბა თავისი უსაქ-
ციელობის გამო. სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც იგრძნო სინდისის
ქენჯნა. რაღაც ჩაიბუტბუტა, ცურვა ახსენა და მოკურცხლა.
როჯერი შეყოვნდა. იდგა და პატარებს შესცქეროდა. კუნძულზე დაშ-
ვების შემდეგ მაინცდამაინც არ
გარუჯულა, მაგრამ კეფასა და შუბლზე ჩამოზრდილი ხშირი, შავი
თმა თითქოს ზედგამოჭრილი იყო მისი პირქუში სახისთვის. თავდაპირ-
ველად გულჩათხრობილი, უკარება გამომეტყველება ახლა, თმის წყა-
ლობით, მრისხანე იერად ექცა. პერსივალმა სლუკუნი შეწყვიტა და თა-
მაში განაგრძო, რადგან ცრემლებმა თვალებიდან ქვიშა ამოურეცხა. ჯო-
ნი მოციმციმე ცისფერი თვალებით შეჰყურებდა; მერე ქვიშა შადრევანი-
ვით აჰყარა, ააფრიალა და პერსივალი ისევ ატირდა.
ჰენრი თამაშით რომ დაიღალა, ნაპირს დაადგა. როჯერიც უკან გაჰ-
ყვა, ოღონდ პალმების ჩრდილში მიდიოდა და დაუდევრად მიაბიჯებ-
და. ჰენრი პალმებისგან მოშორებით მიუყვებოდა ნაპირს, ჯერ პატარა
იყო საიმისოდ, რომ მზეს მორიდებოდა. წყლის პირას ჩავიდა და იქ და-
იწყო თამაში. წყნარი ოკეანის მძლავრი მოქცევა იწყებოდა. ლაგუნის შე-
დარებით წყნარი წყალი ყოველ წამში თითო დუიმით მოიწევდა წინ.
ზღვის ქობაში პაწაწინა, გამჭვირვალე არსებები ცხოვრობდნენ, წყალს
მოჰყვებოდნენ და ცხელ, სველ ქვიშაში ძრომიალობდნენ. გრძნობის
უხილავი, უწვრილესი ორგანოებით აკვირდებოდნენ ამ ახალ ადგილს:
იქნებ იქ გამოჩენილიყო საკვები, სადაც ადრე არ ყოფილა; ჩიტების სკო-
რე, ან მწერები თუ ნაპირზე მიმობნეული ნარჩენები. ზღვის ბინადრები
ხერხის პირის მსგავსი პაწაწინა კბილით ასუფთავებდნენ ნაპირს.
ჰენრისთვის ეს მიმზიდველი სანახაობა იყო. ტალღას მოყოლილი,
გამოთეთრებული, გადასხვაფერებული ჯოხით იჩხრიკებოდა ქვიშაში
და ცდილობდა, მიმართულება მიეცა პაწია მენაგვეებისთვის. პატარა
თხრილებს აკეთებდა, მოქცევა წყლით რომ ავსებდა, ის კი ამ თხრი-
ლების ერთი ციცქნა არსებებით გავსებას ცდილობდა. გარშემო ვე-
ღარაფერს ამჩნევდა, უზომოდ ბედნიერი იყო შეგრძნებით, რომ სუ-
ლიერთა ცხოვრებას წარმართავდა. ამ გამჭვირვალე არსებებს ელა-
პარაკებოდა, ათათბირებდა, ბრძანებებს აძლევდა. მოქცევა უკან-
უკან ახევინებდა ბიჭს, მისი ნაფეხურები წყლით ივსებოდა, გუბეებში
აღმოჩენილი არსებები თითქოს ხაფანგში ემწყვდეოდნენ და ეს ბა-
ტონ-პატრონობის შეგრძნებას ჰგვრიდა. წყლის პირას ჩაცუცქულ,
თავდახრილ ჰენრის ხშირი თმა შუბლსა და თვალებზე ჩამოშლოდა,
ნაშუადღევის მზე უხილავ ისრებს აყრიდა.
როჯერი იდგა და იცდიდა. ჯერ დიდრონ პალმას ამოეფარა; მაგ-
რამ ჰენრი აშკარად ვეღარაფერს ამჩნევდა პაწია არსებების გარდა,
როჯერიც აღარ დაიმალა. ნაპირს გახედა. პერსივალი ტირილ-ტირი-
ლით წასულიყო და ციხე-კოშკები ჯონიმ ჩაიგდო ხელში. იჯდა, თა-
ვისთვის ღიღინებდა და წარმოსახულ პერსივალს ქვიშას ესროდა.
იქით ბაქანი ჩანდა, ჰაერში ატყორცნილი შხეფები ციმციმებდა –
რალფი, საიმონი, ღუტა და მორისი ტბორში ჭყუმპალაობდნენ. რო-
ჯერი გაფაციცებით აყურადებდა, მაგრამ მხოლოდ მათი ხმა ესმო-
და.
მოულოდნელად ნიავმა პალმის ფოჩები შეარხია, ტოტები აი-
ქოჩრა და შეთრთოლდა. როჯერის თავზე, სამოცი ფუტის სიმაღლე-
ზე მტევანი მოსწყდა ღეროს – რაგბის ბურთისოდენა ნაყოფები ერ-
თმანეთის მიყოლებით, მძიმედ დაენარცხა სწორედ როჯერის გვერ-
დით, ბედზე ასცდა. როჯერი ვერც მიხვდა, რას გადარჩა, ნაყოფები-
დან ჰენრიზე გადაიტანა მზერა და მერე ისევ მტევანს დახედა.
იქ, სადაც პალმები იდგა, ერთ დროს ნაპირი იყო; დროთა განმავ-
ლობაში პალმებმა ადრინდელი ნაპირის ქვები მიწაზე ამოყარეს.
როჯერი დაისიცხა, ერთი ქვა აიღო, დაუმიზნა და ჰენრისკენ ისროლა
– ოღონდ ისე, რომ აეცდინა. ქვამ – უკვალოდ ჩავლილი დროის სახ-
სოვარმა – ხუთი იარდით მარჯვნივ ჩაუქროლა ჰენრის და ტყაპუნით
ჩავარდა წყალში. როჯერმა პეშვში მოიგროვა ქვები და სროლა და-
იწყო. თუმცა ჰენრის გარშემო, დაახლოებით ექვსიარდიან დიამეტ-
რში სროლას ვერ ბედავდა – ძველი ცხოვრების უხილავი, მაგრამ მძლავ-
რი ტაბუ. ჩაცუცქულ ბიჭს აქეთ-იქიდან იცავდნენ – მშობლები, სკოლა,
პოლიცია, კანონი. როჯერის მკლავის მოძრაობას წარმართავდა ცივი-
ლიზაცია, რომელმაც ამ ბიჭისა არაფერი იცოდა, ნანგრევებში ჩაფლუ-
ლი ცივილიზაცია.
ჰენრი წყალში ატეხილმა ტყაპატყუპმა გააკვირვა. პაწია არსებებს
თავი ანება და სეტერივით დააცქერდა წყალში გასული რგოლების
ცენტრს. აქეთ-იქიდან ქვები ცვიოდა. ჰენრი მორჩილად იხედებოდა
აქეთ-იქით, მაგრამ ქვების ჰაერში დანახვას ვერ ასწრებდა. ბოლოს, ერ-
თი ქვა დაინახა, გაიცინა და მოტრიალდა – აბა, ვინ მეთამაშებაო. მაგ-
რამ როჯერი ისევ პალმის უკან გავარდა, გულამოვარდნილი, თვალებ-
მოჭუტული ხეს აეკრა. მერე ჰენრის ქვები მობეზრდა და იქაურობას გა-
შორდა.
– როჯერ.
ჯეკი ხის ქვეშ იდგა, ათიოდე იარდის მოშორებით. როჯერმა თვალე-
ბი გაახილა; ჯეკი რომ დაინახა, გარუჯულ სახეზე ჩრდილმა გადაუარა;
მაგრამ ჯეკმა ვერ შენიშნა. ანთებული იყო, მოუთმენლად უქნევდა ხელს
და როჯერიც მიუახლოვდა.
იქ, სადაც მდინარე ზღვას უერთდებოდა, ქვიშით გადაღობილი პაწა-
წინა ტბა იყო – წყლის შროშნებითა და წვეტიანი ლერწმით სავსე. აქ სე-
მი, ერიკი და ბილი იცდიდნენ. ჯეკი მზეს მოერიდა, ტბის პირას ჩაიჩოქა
და ორი დიდი ფოთოლი გაშალა. ერთში თეთრი თიხა ჰქონდა, მეორეში
– წითელი. კოცონიდან ნახშირიც წამოეღო.
ამეებს ალაგებდა და როჯერს უხსნიდა:
– ჩემი სუნი არ სცემთ. მე მგონი, მხედავენ. რაღაც ვარდისფერს ხე-
დავენ ბუჩქებში.
სახეზე თიხას ისვამდა.
– ცოტა მწვანე რომ მქონდეს!
ნახევრად დათხუპნული სახით როჯერს მიუბრუნდა და მის დაბნე-
ულ მზერას უპასუხა:
– სანადიროდ, როგორც ომში. ხომ იცი – მოწინააღმდეგის შესაცბუ-
ნებლად. როცა ცდილობენ, რომ რაღაცა სხვა რამეს ჰგავდეს...
თავგამოდებით ცდილობდა ახსნას:
– ...რუხი პეპლები რომ არ ჩანან ხეზე...
როჯერი მიხვდა და წარბშეკრულმა დაუქნია თავი. ტყუპები ჯეკ-
თან მივიდნენ და მორიდებით დაუწყეს რაღაცაზე კამათი. ჯეკმა ხე-
ლი აუქნია:
– მოკეტეთ ერთი.
სახეზე წითელ და თეთრ ლაქებს შორის დარჩენილი ადგილები,
ნახშირით გაიშავა.
– არა. თქვენ ორნი მე წამომყვებით.
ტბაში საკუთარ გამოსახულებას შეხედა და არ მოეწონა. დაიხა-
რა, პეშვებით თბილი წყალი ამოიღო, სახე ჩამოიბანა. ჭორფლები
და წითური წარბები გამოუჩნდა.
როჯერმა უხალისოდ გაიღიმა.
– არა გიშავს.
ჯეკი ახალ სახეზე ფიქრობდა. ცალი ლოყა და ქუთუთო გაითეთ-
რა, მერე მეორე მხარეს წითელი წაისვა და ნახშირით გარდიგარდმო
გაივლო შავი ხაზი, მარჯვენა ყურიდან მარცხენა ყვრიმალისკენ.
ტბაში ჩაიხედა, მაგრამ ამ დროს ამოისუნთქა და სარკე ალივლივდა.
– სემდერიკ, ქოქოსი ამომიტანეთ. ცარიელი.
ჩაიმუხლა და ნაჭუჭით წყალი ამოიღო. მზით არეკლილი შუქი სა-
ხეზე დაეცა და ნაჭუჭიდან ლაპლაპა სარკემ შემოანათა. გაოცებული
დაჰყურებდა – საკუთარ თავს კი აღარა, საზარელ უცნობს. წყალი გა-
დაღვარა და აღტაცებული სიცილით წამოხტა. ღონიერ სხეულზე
დადგმულ შემზარავ ნიღაბს ბიჭები თვალს ვეღარ აშორებდნენ. ცეკ-
ვა-ცეკვით ჩამოუარა და სიცილი სისხლს მოწყურებულ ბრდღვინვა-
ში გადაეზარდა. ხტუნვით ბილისკენ გავარდა, ნიღაბი უკვე თავისთა-
ვად არსებობდა და ამ არსებას ამოფარებული ჯეკი სირცხვილისაგან
განთავისუფლებულიყო. წითელი, თეთრი და შავი სახე ჰაერში ქანა-
ობდა და ცეკვით მიხტოდა ბილისკენ. ბილმა ერთი პირობა სიცილი
დაიწყო; მერე უცებ გაჩუმდა, სახეარეული მოტრიალდა და ბუჩქებში
შევარდა.
– დანარჩენები დამწკრივდნენ. წავედით!
– კი მაგრამ...
– ...ჩვენ...
– წავედით! მივეპარები და რომ ვეცემი...
ნიღაბს შეპასუხება ვერ გაუბედეს.
რალფი წყლიდან ამოვიდა, ნაპირი აირბინა და პალმების ძირას,
ჩრდილში დაჯდა. ქერა თმა წარბებზე ჩამოეშალა და თავის აქნევით გა-
დაიყარა უკან. საიმონი გულაღმა ტივტივებდა წყალზე და ფეხის კვრით
მიდიოდა წინ. მორისი ყვინთვას სწავლობდა. ღუტა მთვარეულივით და-
ბოდიალებდა, უაზროდ აიღებდა რაღაცას, მერე ისევ გადააგდებდა.
კლდეებში ჩამდგარი გუბეები მოქცევისას გამქრალიყო, ჰოდა, სანამ
ზღვა უკან არ დაიხევდა, ღუტა ასე უხალისოდ ივლიდა. ახლა პალმების
ძირას რალფი რომ დაინახა, ავიდა და გვერდით მიუჯდა.
ღუტას შორტის ნარჩენები ეცვა, მსუქანი სხეული ბრინჯაოსფრად
ჰქონდა გარუჯული და როცა რამეს უყურებდა, სათვალე ისევ ისე უციმ-
ციმებდა. კუნძულზე ერთადერთი ბიჭი იყო, რომელსაც თმა თითქოს სა-
ერთოდ არ ეზრდებოდა. დანარჩენები გაბურძგნილები დადიოდნენ,
მაგრამ ღუტას თმა ისე ეყარა კულულებად, თითქოს სინამდვილეში მე-
ლოტი ყოფილიყოს და ეს უვარგისი საფარი მალე უნდა ჩამოსცლოდა,
ახალგაზრდა ირმის რქების ხავერდოვანი ღინღლივით.
– საათზე ვფიქრობდი, – უთხრა რალფს, – მზის საათის გაკეთება შეგ-
ვიძლია. ქვიშაში ჯოხი უნდა ჩავარჭოთ და...
დაეზარა ამასთან დაკავშირებული მათემატიკური პროცესის ახსნა
და რამდენჯერმე აიქნია ხელი.
– კიდევ თვითმფრინავი გავაკეთოთ და ტელევიზორი, – უჟმური სა-
ხით უთხრა რალფმა, – და ორთქლის ძრავა.
ღუტამ თავი გააქნია:
– მაგისთვის ქვეყნის ლითონის ნაწილები გვჭირდება, ლითონი კი-
დევ არა გვაქვს.
რალფი მიტრიალდა და უნებლიეთ გაეღიმა. ღუტა გულს უწვრილებ-
და, მოსწყინდა მისი სიმსუქნე, ასთმა-ჩაფსმა, გონივრული აზრები; მაგ-
რამ ყოველთვის ახალისებდა მისი გაბითურება, მაშინაც კი, თუ ეს შემ-
თხვევით გამოდიოდა.
ღუტამ რალფის ღიმილს თვალი მოჰკრა და მეგობრობის ნიშნად
მიიჩნია. უფროსები უსიტყვოდ შეთანხმდნენ, რომ ღუტა უცხო იყო,
არა მარტო კილოს გამო, ეგ კიდევ არაფერი; მაგრამ მსუქან ღუტას
ასთმა-ჩაფსმა ჰქონდა, სათვალე ეკეთა და აშკარად არ ეხალისებო-
და ფიზიკური მუშაობა. ახლა, როგორც კი დაინახა, რომ რალფს მის
სიტყვებზე გაეღიმა, გახალისდა, გული მოეცა და განაგრძო:
– ჯოხები ბლომად გვაქვს. ყველას საკუთარი საათი გვექნება და
გვეცოდინება, რა დროა.
– რაღა გვიჭირს.
– შენ თვითონ ამბობდი, რამე უნდა გავაკეთოთ, რომ გადავრჩე-
თო.
– დამანებე რა თავი!
წამოხტა და ისევ წყლისკენ გაექანა. სწორედ ამ დროს მორისმა
უხეიროდ ჩაყვინთა. რალფს გაუხარდა, რომ სხვა რამეზე ლაპარაკის
შემთხვევა მიეცა და ზედაპირზე ამოსულ მორისს გასძახა:
– შე ბოთე, შენა! შე ბოთე!
მორისმა შემოსცინა და რალფი მსუბუქად გასრიალდა ტბორში,
ბიჭებიდან სწორედ რალფი გრძნობდა ყველაზე კარგად თავს წყალ-
ში, მაგრამ დღეს, გადარჩენის უსარგებლო, ტყუილ-უბრალო ხსენე-
ბით გაღიზიანებულს, ვერც წყლის მწვანე სიღრმემ უშველა, ვერც მი-
ლიარდ მოციმციმე სხივად გაბნეულმა მზემ. იმის ნაცვლად, რომ ბი-
ჭებთან სათამაშოდ დარჩენილიყო, მტკიცედ მოუსვა ხელები, საი-
მონს ქვეშ გაუძვრა, სელაპივით ალაპლაპებული, ტბორის მეორე
მხარეს ამოძვრა წყლიდან და ნაპირზე გაიშხლართა. მოუქნელი ღუ-
ტა წამოდგა და მისკენ გაეშურა, მაგრამ რალფი პირქვე გადაბრუნდა
და თავი ჩარგო, ვითომ ვერ ხედავდა. მირაჟები გაუჩინარდა და შუბ-
ლშეკრულმა მოატარა თვალი ჰორიზონტის დაჭიმულ, ლურჯ ხაზს.
მეორე წუთში ფეხზე იდგა და ყვიროდა:
– ბოლი! ბოლი!
ტბორში გულაღმა გაწოლილმა საიმონმა უცებ წამოჯდომა სცა-
და და ბლომად ყლაპა წყალი. ჩასაყვინთად
გამზადებული მორისი ქუსლებზე გადაქანდა, მკვეთრად მიტრიალ-
და და ბაქნისკენ მოკურცხლა. პალმების ქვეშ, ბალახში შევარდა, დაგ-
ლეჯილ შორტს ეცა, ფართხაფურთხით დაიწყო ჩაცმა, რომ ყველაფრის-
თვის მზად ყოფილიყო.
რალფი იდგა, ცალი ხელით თმა გადაიწია უკან, მეორე მუშტად შეკ-
რა და მოუჭირა. საიმონი წყლიდან მოხოხავდა. ღუტა შორტით სათვა-
ლეს წმენდდა და დაელმებული თვალებით გასცქეროდა ზღვას. მორის-
მა ორივე ფეხი ცალ ტოტში ჩაჰყო – ბიჭებიდან მხოლოდ რალფი იდგა
უძრავად.
– ვერ ვხედავ, – თქვა დაეჭვებულმა ღუტამ, – ბოლს ვერ ვხედავ,
რალფ... აბა, ბოლი?
რალფმა ხმა არ ამოიღო. ახლა ორივე ხელი შუბლზე ჰქონდა შემო-
სალტული, რომ თმა თვალებზე არ ჩამოშლოდა. მთელი ტანით წინ იყო
გადახრილი, სხეული მარილს გაეთეთრებინა.
– რალფ... სად არის გემი?
საიმონი გვერდით ამოუდგა. რალფის მხარს უკნიდან გაჰყურებდა
ჰორიზონტს. მორისის შარვალმა ერთი ამოიოხრა და გასკდა. ბიჭმაც მა-
შინვე დააგდო და ტყისკენ გავარდა, მერე უკან დაბრუნდა.
ბოლი ჰორიზონტზე მჭიდროდ შეკრული პატარა მარყუჟივით ჩანდა,
მერე ნელა გაიშალა. ბოლის ქვეშ წერტილი გემის მილი უნდა ყოფილი-
ყო.
– ჩვენს კვამლს დაინახავენ, – ჩაილაპარაკა გაფითრებულმა რალ-
ფმა.
ახლა ღუტა სწორი მიმართულებით იყურებოდა.
– სულ ოდნავ ჩანს.
მიტრიალდა და მთას მიაცქერდა. რალფი გემს თვალს ვერ სწყვეტ-
და. თანდათანობით ფერი მოუვიდა. საიმონი უხმოდ ედგა გვერდით.
– კარგად კი ვერ ვხედავ... ჩვენთან კვამლი ამოდის?
რალფმა მოუთმენლად გაიქნია თავი, ისევ გემს უყურებდა.
– მთაზე გეკითხებით.
მორისმა თავპირისმტვრევით მოირბინა და ზღვას მიაშტერდა.
საიმონი და ღუტა მთას შეჰყურებდნენ. ღუტა შეიჭმუხნა, საიმონმა კი
ისე იღრიალა, თითქოს რაღაც იტკინაო.
– რალფ! რალფ!
ამ ხმაზე რალფი ერთბაშად შემოტრიალდა.
– მითხარი, იქ ჩვენი სიგნალი არის? – შეშფოთებით იკითხა ღუ-
ტამ.
რალფმა ჯერ უკან გაიხედა, ჰორიზონტისკენ, სადაც ბოლი თან-
დათანობით იფანტებოდა, მერე მზერა ისევ მთაზე გადაიტანა.
– რალფ... თუ ღმერთი გწამს! არის რამე ნიშანი?
საიმონმა მორიდებით გაიწოდა ხელი რალფისკენ; მაგრამ რალ-
ფი უცებ მოსწყდა და გაიქცა, ტბორის ნაპირზე მიჰქროდა, შადრევა-
ნივით ავარდნილ შხეფებში გაეხვია, ცხელი, თეთრი ქვიშა გადაირ-
ბინა და პალმების ქვეშ შევარდა. წუთიც და უკვე ხეების ძირას ამო-
სულ მცენარეებს ებრძოდა, რომლებსაც ლამის ჩაეყლაპათ იქაურო-
ბა. ჯერ საიმონი გამოეკიდა, მერე მორისი. ღუტა ისევ უძახდა:
– რალფ! გეხვეწები... რალფ!
ისიც გაიქცა. სანამ ტერასაზე ავიდოდა, მორისის გადაგდებული
შორტი გაეხლართა ფეხებში. ოთხი ბიჭის ზურგს უკან, ჰორიზონტის
გასწვრივ, ბოლი ნელ-ნელა მოიწევდა წინ; ნაპირზე ჰენრი და ჯონი
ქვიშას აყრიდნენ ჩუმად მტირალ პერსივალს; და ამ სამს წარმოდგე-
ნა არ ჰქონდა გარშემო ამტყდარ ალიაქოთზე.
ამასობაში რალფმა ჭალა გაიარა. სულს იმისთვისღა ითქვამდა,
რომ ერთი კარგად შეეკურთხებინა: სასოწარკვეთისგან ჯავრი საკუ-
თარ შიშველ სხეულზე იყარა – ჭიდაობით მიძვრებოდა გაბარდულ
ჯაგებსა და ლიანებში და ნაკაწრებიდან სისხლი ჩამოსდიოდა. მთის
ციცაბო აღმართთან რომ მივიდა, უცებ გაჩერდა, მორისი სულ რამ-
დენიმე იარდით ჩამორჩენოდა.
– ღუტას სათვალე! – დაუძახა რალფმა, – ცეცხლი თუ ჩამქრალია,
სათვალე დაგვჭირდება.
გაჩუმდა და წაბარბაცდა. ღუტა აქედან ძლივს ჩანდა, ჯერ კიდევ
ნაპირზე მოფრატუნებდა. რალფმა ჰორიზონტს გახედა, მერე ზე-
მოთ, მთაზე აიხედა. ხომ არ ჯობდა, ღუტას სათვალისთვის მიბრუნებუ-
ლიყო? მაგრამ ამასობაში გემმა რომ გაასწროს? ზემოთ ასულებს ცეც-
ხლი ჩამქრალი თუ დახვდათ, მაშინ რა ქნან – იდგნენ და უყურონ, რო-
გორ ზოზინით მიფოფხავს ღუტა ზემოთ და ამასობაში
როგორ ქრება გემი ჰორიზონტზე? ამ უკიდურესი დაძაბულობისას,
აბორგებულ რალფს ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო და უცებ
აღმოხდა:
– ოჰ, ღმერთო! ღმერთო!
გულამოვარდნილი საიმონი ბუჩქებს ეჭიდავებოდა. სახე მოებრიცა.
რალფი ზემოთ მიცოცავდა, ლამის გული გასკდომოდა, რადგან ბოლის
მარყუჟი თავის გზას განაგრძობდა.
ცეცხლი ჩამქრალი დახვდათ. ასვლისთანავე დაინახეს; დაინახეს ის,
რაც იქვე, ნაპირზევე იცოდნენ, როცა მშობლიური ბოლი უხმობდათ. კო-
ცონი ჩამქრალი იყო, ჩანავლული, კვამლი აღარ ჰქონდა; მეთვალყურეე-
ბი სადღაც წასულიყვნენ, დასაწვავად გამზადებული შეშა იქვე ელაგა.
რალფი ზღვისკენ მიტრიალდა, ჰორიზონტი ისევ ისე გაწელილიყო
– შეუვალი, ცარიელი, ბოლისგან მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი ნაკვალევი
დარჩა. რალფი ბორძიკით გაიქცა კლდეებში, ვარდისფერ ციცაბოებთან
უკან იხევდა და გულისგამგმირავად უყვიროდა გემს:
– დაბრუნდით! დაბრუნდით!
წინ და უკან დარბოდა კლდის გასწვრივ, ზღვას გაჰყურებდა და ხმა-
მაღლა, შეშლილივით ყვიროდა:
– დაბრუნდით! დაბრუნდით!
საიმონი და მორისი მოვიდნენ. რალფი თვალგაშტერებული დახ-
ვდათ. საიმონი მიტრიალდა, ლოყებიდან წყალი მოიწმინდა. რალფმა
საკუთარი ლექსიკონის ყველაზე უარესი სიტყვა გაიხსენა:
– ჩააქრეს ეს დამპალი ცეცხლი!
მთის უცხო მხარეს გახედა. სუნთქვაშეკრული, პატარასავით ასლუკუ-
ნებული ღუტაც მოვიდა. რალფმა მუშტები მაგრად შეკრა, ჭარხალივით
გაწითლდა. ერთ წერტილს მიაჩერდა და გამწარებული ხმით თქვა:
– მობრძანდებიან.
პროცესია გამოჩნდა – ქვემოთ, შორს, ვარდისფერ ნაშალში,
წყლის პირს რომ მიჰყვებოდა. რამდენიმე ბიჭს შავი ქუდი ეხურა.
თითქმის შიშვლები იყვნენ. როცა იოლად სასიარულო ადგილებს
უახლოვდებოდნენ, ჰაერში ერთდროულად აღმართავდნენ ხოლმე
ჯოხებს. მღეროდნენ, თითქოს იმ ტვირთზე მღეროდნენ, ფრთხი-
ლად რომ მოჰქონდათ დაბორიალებულ ტყუპებს. რალფმა იმსიშო-
რეზეც იოლად გამოარჩია ჯეკი – მაღალი, წითურთმიანი; თქმა არ
უნდა, პროცესიას ის მოუძღოდა.
საიმონი ახლაც რალფის მხარს უკან იდგა და იქიდან შესცქერო-
და ჯეკს, როგორც წეღან – ჰორიზონტს. დანახულით, ცოტა არ იყოს,
შეშინებული ჩანდა. რალფს ხმა აღარ ამოუღია, პროცესიის მოსვლას
უცდიდა. სიმღერა შორიდან ისმოდა და სიტყვებს ვერ არჩევდნენ.
ჯეკს უკან ტყუპები მოჰყვებოდნენ, მხრებზე დიდი ჭოკი გაედოთ.
ჭოკზე გამოშიგნული ღორი ეკიდა და როცა ტყუპები უსწორმასწორო
მიწაზე წაბორძიკდებოდნენ, მძიმედ ქანაობდა. გამოღადრული ყე-
ლიდან ჩამოკიდებული თავი თითქოს მიწაზე რაღაცის ძებნას იწყებ-
და. როგორც იქნა, ჩაშავებული, ფერფლით სავსე ტყის იქიდან სიმ-
ღერის ბოლო სიტყვებმა მოაღწია.
«მოკალი ღორი, ყელი გამოსჭერი. სისხლისგან დაცალე».
სწორედ მაშინ, როცა სიტყვები გაიგონეს, პროცესია მთის ყველა-
ზე ციცაბო ფერდობს მიადგა და ერთი-ორი წუთით სიმღერა შეწყდა.
ღუტა აქსუტუნდა და საიმონმა მაშინვე დაუსისინა, ჩუმადო, თითქოს
ღუტა ეკლესიაში ხმამაღლა ალაპარაკებულიყოს.
– შეხედეთ! ღორი მოვკალით... მივეპარეთ... ალყაში მოვაქცი-
ეთ...
მონადირეებმა აღარ აცალეს:
– წრე შემოვარტყით...
– მივეპარეთ...
– აჭყივლდა...
ტყუპები გაჩერდნენ, ტახი მათ შორის ქანაობდა, კლდეზე შავი
წვეთები ეცემოდა. სახეზე თითქოს ორივეს ერთი, ფართო, უაზრო
ღიმილი გადაჰფენოდა. ჯეკს უამრავი რამ ჰქონდა სათქმელი რალ-
ფისთვის. ამის ნაცვლად ერთი-ორი ჩაბუქნა, მერე ღირსება გაახსენდა
და გაბადრული, ერთ ადგილას გაჩერდა. შენიშნა, რომ ხელები სის-
ხლიანი ჰქონდა, ზიზღით დაიმანჭა და მიხედ-მოიხედა – გასაწმენდად
რამეს ეძებდა, შორტზე შეიწმინდა ხელები და გაიცინა.
– ცეცხლი ჩაგიქრიათ, – თქვა რალფმა.
ჯეკი სახტად დარჩა; ცოტა არ იყოს, გააღიზიანა ამ უადგილო სიტ-
ყვებმა, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო, რომ ამით გუნებას არ გაიფუჭებდა.
– ისევ ავანთებთ. ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყავი, რალფ! გადა-
სარევი რამე იყო. ტყუპებს დაეჯახა, გადატრიალდნენ...
– მოვარტყით...
– მე თავზე დავახტი...
– მე ყელი გამოვჭერი, – ამაყად კი თქვა ჯეკმა, მაგრამ ამ სიტყვებზე
ტანში გასცრა, – რალფ, შენი დანა მათხოვე რა, ჩემსას ტარზე ნაჭდევს
გავუკეთებ.
ბიჭები რატრატით დახტოდნენ, ტყუპები ისევ იღიმებოდნენ.
– ქვეყნის სისხლი ჰქონდა, – უთხრა ჯეკმა. თან იცინოდა, თან კანკა-
ლებდა, – უნდა გენახა, რა ხდებოდა!
– ყოველდღე ვივლით სანადიროდ...
რალფი ადგილიდან არ დაძრულა.
– ცეცხლი ჩაგიქრიათ, – თქვა ჩახლეჩილი ხმით.
ამ სიტყვების გამეორებამ ჯეკი შეაშფოთა. ჯერ ტყუპებს გადახედა,
მერე რალფს მიაცქერდა.
– ესენი სანადიროდ გვჭირდებოდნენ, – უთხრა რალფს, – ცოტანი ვი-
ყავით, წრეში ვერ მოვიმწყვდევდით.
იგრძნო, რომ დააშავა და აილეწა.
– ცეცხლი სულ ერთი-ორი საათით ჩაქრა. ისევ ავანთებთ...
ახლაღა შენიშნა რალფის ეკლებით დასერილი ტანი და ოთხი ბიჭის
პირქუში დუმილი. ბედნიერებისგან გულაჩუყებულს უნდოდა, ისინიც
მომხდარის მონაწილეებად ექცია. მოგონებით იყო სავსე, იმის მოგონე-
ბით, რაც გამოსცადა, როცა აფართხალებული ღორი მოიმწყვდიეს, რო-
ცა ცოცხალი არსება ჭკუაში მოატყუეს, დაიმორჩილეს და ისე გამოასალ-
მეს სიცოცხლეს, თითქოს ნელ-ნელა, დიდხანს იკლავდნენ წყურვილს.
მკლავები ფართოდ გაშალა.
– სისხლი უნდა გენახა!
ჩაწყნარებული მონადირეები ამ სიტყვებზე ისევ აგნიასდნენ.
რალფმა თმა უკან გადაიყარა. ხელი ცარიელი ჰორიზონტისკენ გაიშ-
ვირა. ისე ხმამაღლა და გააფთრებული ალაპარაკდა, რომ ყველა და-
დუმდა:
– გემმა ჩაიარა.
ჯეკს რალფის სიტყვებმა ერთბაშად იმდენი საშინელი რამ უთ-
ხრა, რომ ვეღარ გაუძლო. ღორს მიუბრუნდა და დანა ამოიღო. რალ-
ფმა ხელი ჩამოსწია, მუშტი შეკრა და აკანკალებული ხმით წარმოთ-
ქვა:
– გემმა ჩაიარა. აი, იქ. თქვენ თქვით, ცეცხლს მივხედავთო და ჩა-
აქრეთ! – ჯეკისკენ გადადგა ნაბიჯი. ისიც მოტრიალდა და თვალი გა-
უსწორა.
– დაგვინახავდნენ. სახლში წავიდოდით...
ღუტამ ვეღარ მოითმინა. მარცხით გამწარებულსა და გონება-
არეულს, მორიდება დაავიწყდა და სასოწარკვეთილი ყვირილი ატე-
ხა:
– ღმერთმა დაგწყევლოთ შენ და შენი სისხლი, ჯეკ მერიდიუ! შენ
და შენი ნადირობა! შეიძლებოდა, სახლში წავსულიყავით...
რალფმა ღუტა განზე გასწია.
– მე ბელადი ვარ და ჩემი სიტყვა უნდა შეასრულო. შენ კი ყბედო-
ბას უნდები. თუმცა ქოხების აგებაც კი არ შეგიძლია... მერე სანადი-
როდ წაბრძანდი და ცეცხლი ჩააქრე...
მიტრიალდა და ერთხანს გაჩუმდა. მერე ისევ შეეტყო ხმაზე, რომ
გული გასკდომაზე ჰქონდა.
– გემმა გაიარა...
ერთი, უმცროსი მონადირე ატირდა. თანდათანობით აცნობიე-
რებდნენ დამთრგუნველ სიმართლეს. ალეწილი ჯეკი ღორს დანით
ჩიჩქნიდა.
– ბევრი საქმე იყო. საამისოდ ყველა გვჭირდებოდა.
რალფი მიუბრუნდა.
– ქოხებს დავამთავრებდით და ყველა შენთან იქნებოდა. მაგრამ შენ
ნადირობა მოინდომე...
– ხორცი გვჭირდებოდა.
ჯეკი ამ სიტყვებით წამოდგა, ხელში გასისხლიანებული დანა ეჭირა.
ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს. ნადირობის, მოქმედების, დაუნ-
დობელი აღტაცების, მოხერხებულობისა და სიმარჯვის ელვარე სამყა-
რო; და უსაზღვრო სურვილის, გაოგნებული გონიერების სამყარო. ჯეკმა
დანა მარცხენა ხელში გადაიტანა, მარჯვენით საფეთქელზე მიკრული
თმა გადაიწია და შუბლი დაესვარა.
– ცეცხლი არ უნდა ჩაგექრო, – წამოიწყო ისევ ღუტამ, – შენ თქვი,
კვამლს მე მივხედავო...
ეს რომ ღუტამაც უთხრა და თან აქეთ-იქიდან მის სიტყვებს თანხმო-
ბის ნიშნად სლუკუნიც მოჰყვა, ჯეკი გაცოფდა. ლურჯი თვალები აენთო.
ნაბიჯი განზე გადგა და რაკი, როგორც იქნა, ვინმეზე ჯავრის ამოყრა შე-
ეძლო, უეცრად ღუტას მუცელში მუშტი ჩააზილა. ღუტამ ამოიხროტინა
და ჩაჯდა. ჯეკი თავზე დაადგა. გაბოროტებულმა უყვირა:
– ეს გინდოდა, ეს გინდოდა? სქელო!
რალფმა ნაბიჯი წინ წადგა. ჯეკმა ღუტას თავში წამოარტყა. ბიჭს
სათვალე მოსძვრა და კლდეზე წკარუნი გაისმა.
– ჩემი სათვალე! – იყვირა თავზარდაცემულმა ღუტამ.
კლდეზე ხელის ცეცებით გახოხდა, მაგრამ საიმონმა დაასწრო და
სათვალე უპოვა. მთის წვერზე, საიმონის გარშემო, საშინელი ფრთებით
დაჰქროდნენ ათასნაირი ვნებები.
– ცალი მხარე გატეხილა.
ღუტამ ხელი სტაცა, სათვალე გაიკეთა და გაავებულმა შეხედა ჯეკს.
– ჩემთვის სათვალე აუცილებელია. ახლა ცალთვალა დავრჩი. დამა-
ცადე, ერთი...
ჯეკმა ღუტასკენ გაიწია, ის დიდ ლოდზე გადაძვრა, იქიდან ამოჰყო
თავი და ერთადერთი, მოციმციმე მინიდან შეხედა ჯეკს.
– ახლა ცალთვალა ვარ. დამაცადე ერთი...
ჯეკმა გამოაჯავრა – ღუტას გამომეტყველება მიიღო და აღნავლდა:
– დამაცადე ერთი... უააა!
ღუტა და მისი პაროდია ისეთი სასაცილო იყო, რომ მონადირეებს
სიცილი წასკდათ. ჯეკს გული მოეცა. რამდენიმე ნაბიჯი წელათრე-
ულმა გადადგა და სიცილი ისტერიულ ხარხარში გადაიზარდა.
რალფს უნებლიეთ ტუჩები შეუთრთოლდა; თუმცა ამის გამო მაშინვე
გაბრაზდა საკუთარ თავზე და ჩაიბუტბუტა:
– ბინძური ოინი გვიყავი.
ჯეკმა შეწყვიტა ოინბაზობა, რალფის პირისპირ გაჩერდა და უყ-
ვირა:
– კარგი, კარგი!
თვალი მოავლო ღუტას, მონადირეებს, რალფს.
– ვწუხვარ. ცეცხლზე ვამბობ. იქ... მე...
შეისვენა და:
– ...ბოდიშს ვიხდი.
მონადირეებში ამტყდარი ზუზუნი ამ ლამაზი საქციელით აღტა-
ცების დასტური იყო. აშკარად მიაჩნდათ, რომ ჯეკი რიგიანად მოიქ-
ცა და ამ კეთილშობილი ბოდიშით მოიგო, რალფმა კი, რაღაცნა-
ირად, წააგო. ახლა შესაბამისად ღირსეულ პასუხს ელოდნენ.
მაგრამ რალფს ენა არ უბრუნდებოდა ამგვარი პასუხისთვის. ჯე-
კის უსაქციელობას სიტყვებით თამაშიც დაემატა და ამან კიდევ უფ-
რო გააღიზიანა. ცეცხლი ჩამქრალი იყო, გემმა ჩაიარა. ნუთუ ამას
ვერ ხედავდნენ? ღირსეული პასუხის ნაცვლად გაბრაზებულმა შე-
უტია:
– ბინძური ოინი გვიყავი!
უხმოდ იდგნენ მთის წვერზე. ჯეკს თვალები აემღვრა, მერე თავს
მოერია. ბოლო სიტყვა რალფს დარჩა. უკმეხად ჩაიბურტყუნა:
– კარგი. დაანთეთ ცეცხლი.
დაძაბულობამ იკლო – საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი. რალფს
აღარაფერი უთქვამს, ადგილიდან აღარ დაძრულა, იდგა და ფერ-
ხთით მობნეულ ნაცარს დაჰყურებდა. ჯეკი ხმამაღლა ლაპარაკობ-
და, ენერგიულად იქცეოდა. ბრძანებებს იძლეოდა, მღეროდა, უს-
ტვენდა, მდუმარე რალფს ერთი-ორ სიტყვას
მიუგდებდა – ისეთ სიტყვებს, პასუხი რომ არ სჭირდებოდა, და ამდე-
ნად, სადავოც არაფერი გახდებოდა. რალფიც ისევ დუმდა. ვერავინ, ჯეკ-
მაც კი, ვერ უთხრა, გაიწიეო, და ბოლოს, იძულებულები გახდნენ, შეშა
შესაფერისი ადგილიდან სამიოდე იარდზე დაეწყოთ. ასე განიმტკიცა
რალფმა მეთაურობა და ბევრიც რომ ემტვრია თავი, ამას უკეთესად ვერ
მოახერხებდა. ამ მოუხელთებელი და ესოდენ ეფექტური იარაღის წინა-
შე ჯეკი უძლური აღმოჩნდა და ბრაზობდა – თვითონაც არ იცოდა, რა-
ტომ. როცა შეშის დაწყობა დასრულდა, ისინი მაღალი ბარიერის სხვა-
დასხვა მხარეს იდგნენ.
საქმე ცეცხლის დანთებაზე რომ მიდგა, ვითარება კიდევ ერთხელ
დაიძაბა. ჯეკს ასანთებად არაფერი ჰქონდა. მისდა გასაკვირად, ღუტას-
თან რალფი მივიდა და სათვალე გამოართვა. რალფიც ვერ მიხვდა, მისი
და ჯეკის დამაკავშირებელი გრძნობა თვალისდახამხამებაში როგორ
და როდის განახლდა და განმტკიცდა.
– უკან მოგიტან.
– მეც წამოვალ.
ღუტა კუნძულივით იდგა არეული ფერების ზღვაში, რალფის ზურგს
უკან, როცა ის ჩამუხლული უძებნიდა ადგილს მინის ანარეკლს. როგორც
კი ცეცხლი აინთო, ღუტა მივარდა და სათვალეს ხელი სტაცა.
იისფერი, წითელი და ყვითელი ზღაპრული ყვავილების მიმზიდვე-
ლობამ თავისი გაიტანა, ბრაზი გაქრა. ისევ კოცონის გარშემო თავმოყ-
რილ ბიჭებად იქცნენ და ამ ჯგუფს ღუტა და რალფიც კი თითქმის შეუ-
ერთდნენ. მალე რამდენიმე ბიჭი ფერდობზე დაეშვა შეშის მოსამატებ-
ლად, ამასობაში ჯეკი ხორცს ჭრიდა. ჯერ სცადეს, ღორი მთლიანად,
ჭოკზე წამოცმული შეეწვათ კოცონზე, მაგრამ ხორცზე ადრე ჭოკი დაიწ-
ვა. ბოლოს ხორცის ნაჭრები ტოტებზე წამოაცვეს და ასე შეაწყვეს ცეც-
ხლში, მაგრამ თვითონაც გვარიანად შეიბრაწნენ.
რალფს ნერწყვი მოსდიოდა. თავიდან ხორცზე უარის თქმას აპირებ-
და, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში ცარიელი ხილის, კაკლის, დრო-
დადრო კიბორჩხალებისა და თევზის ჭამამ წინააღმდეგობის ძალა წა-
ართვა. ნახევრად უმი ხორცის ნაჭერს ხელი მოჰკიდა და მგელივით და-
უწყო ღრღნა.
– მე არ მინდა? – იკითხა ნერწყვმომდგარმა ღუტამ.
ჯეკი აპირებდა, ერთხანს ეწრუწუნებინა და ამით თავისი ძლევა-
მოსილება დაემტკიცებინა; მაგრამ ღუტა წაწყმედას არ მალავდა და
რისხვას იმსახურებდა.
– შენ არ გინადირია.
– არც რალფს უნადირია, – ხმაში ცრემლი გაერია ღუტას, – არც
საიმონს, – და მერე დასძინა: – კიბორჩხალებისგან ერთი ლუკმაც არ
გამოდის.
რალფი აწრიალდა. ტყუპებსა და ღუტას შორის მჯდომმა საიმონ-
მა პირი მოიწმინდა და თავისი ხორცის ნაჭერი ქვებს იქიდან შეაჩეჩა
ღუტას, იმანაც ხელი სტაცა. ტყუპები ახითხითდნენ, საიმონს შერ-
ცხვა და თავი ჩაქინდრა.
ჯეკი წამოხტა, ხორცის მოზრდილი ნაჭერი ჩამოგლიჯა და საი-
მონს ფეხებთან დაუგდო.
– ჭამე! ჯანდაბა შენს თავს!
თვალს არ აცილებდა.
– აიღე!
ქუსლებზე შემოტრიალდა სახტად დარჩენილი ბიჭების წრეში.
– მე მოგიტანეთ ხორცი!
ურიცხვმა, უთქმელმა წყენამ მოიყარა თავი და სტიქიურად, ში-
შისმომგვრელად ამოანთხევინა ბრაზი.
– მე შევიღებე სახე... მე მივეპარე... ახლა ხეთქავთ... ყველა... მე
კი...
მთის წვერზე დუმილი თანდათანობით დამძიმდა, მალე ცეც-
ხლის ტკაცუნი და ხორცის შიშხინიღა ისმოდა. ჯეკმა თანაგრძნობის
მოლოდინში მიიხედ-მოიხედა, მაგრამ მხოლოდ რიდით სავსე სა-
ხეები დახვდა. რალფი თავდაპირველად დანთებული ცეცხლის ად-
გილას, ფერფლზე იდგა, ხორცი ეჭირა და ხმას არ იღებდა.
ბოლოს სიჩუმე მორისმა დაარღვია. ლაპარაკი იმ ერთადერთ თე-
მაზე გადაიტანა, რომელიც უმეტესობას გაახალისებდა.
– ღორს სად მიაგენით?
როჯერმა მთის უცხო მხარეს გაიშვირა ხელი.
– იქ იყვნენ... ზღვასთან.
გონს მოსული ჯეკი ვერ აიტანდა, რომ ეს ამბავი სხვას მოეყოლა. სას-
წრაფოდ ჩაერია:
– მიწაზე გაწოლილებმა შემოვარტყით ალყა. ხელებზე და მუხლებ-
ზე მივხოხდი, ისე მივეპარე. შუბებზე წვერები არ გვქონდა, სხლტებოდა.
ერთი ჭყივილით გაიქცა...
– მოტრიალდა და წრეში შემოვარდა, სისხლი სდიოდა...
ბიჭები ერთად ალაპარაკდნენ, შვებით ამოისუნთქეს, გულაჩქროლე-
ბით, სხაპასხუპით ჰყვებოდნენ:
– წრეში მოვიმწყვდიეთ...
პირველმა დარტყმამ უკანა ფეხები წაართვა, ამან საშუალება მის-
ცათ, წრე შეეკრათ, ურტყამდნენ, ურტყამდნენ...
– მე ყელი გამოვღადრე...
ტყუპები ისევ ერთდროული სიცილით წამოხტნენ და ერთმანეთს გა-
მოუდგნენ. მერე დანარჩენებიც აჰყვნენ, მომაკვდავი ღორივით ხროტი-
ნებდნენ და ყვიროდნენ:
– ერთი თავში დასცხე!
– ერთი დინგში!
მერე მორისი, ვითომ ღორი იყო, ჭყვიტინით შევარდა შუაგულში, მო-
ნადირეები გარშემო შემოეხვივნენ, ვითომ ურტყამდნენ. ცეკვავდნენ,
მღეროდნენ.
«მოკალი ღორი. ყელი გამოსჭერი. მიდი, მიასიკვდილე».
რალფი შესცქეროდა – ერთდროულად შურითა და აღშფოთებით.
მოიცადა, სანამ ძალა გამოელიათ და სიმღერაც შეწყდა; მერე თქვა:
– კრებას ვიწვევ.
ერთიმეორის მიყოლებით გაჩუმდნენ. იდგნენ და შეჰყურებდნენ.
– საყვირით. გინდაც დაგვაღამდეს, კრებას ვიწვევ. ქვემოთ, ბაქანზე.
როგორც კი საყვირს ჩავბერავ. მივდივარ.
მიტრიალდა და მთიდან დაეშვა.
თავი მეხუთე − ურჩხული წყლიდან ამოდის
მოქცევა იწყებოდა, მკვრივი ნაპირის ვიწრო ზოლიღა დარჩენი-
ლიყო წყალსა და პალმის ტერასაზე ასასვლელ უსწორმასწორო ბე-
ქობს შორის. რალფი ამ მკვრივ ზოლს გაუყვა, რადგან უნდა დაფიქ-
რებულიყო – მხოლოდ აქ შესძლებდა, გაფაციცებულს არ ევლო და
არ ეთვალიერებინა, ფეხს სად დგამდა. უეცრად, წყლის პირას მიმა-
ვალს, გაოცება დაეუფლა. იგრძნო, როგორი დამღლელია ასე ცხოვ-
რება, როცა ყოველი ბილიკი თვითონ უნდა გაიკვალო და თუ არ გძი-
ნავს, ცხოვრების მეტი ნაწილი იმის თვალიერებას მოანდომო, სად
დგამ ფეხს. გაჩერდა და ზოლს გახედა; სხივმოსილი ბავშვობის ეპი-
ზოდივით გაახსენდა ის პირველი, ხალისით სავსე ექსპედიცია, დამ-
ცინავად გაეღიმა. მერე მიტრიალდა და უკან, ბაქნისკენ გაემართა.
მზე სახეში ანათებდა. შეკრების დრო დადგა და ახლა, თვალისმომ-
ჭრელ, დიდებულ სხივებში მიმავალი, სათქმელის ყოველ სიტყვას
გულდასმით წონიდა. ამ კრებაზე არაფერი არ უნდა შეეშალოს, არა-
ვითარი ფანტაზიები...
აბურდულმა ფიქრებმა თავგზა აუბნია, სიტყვები არ ჰყოფნიდა
და ამიტომ სათქმელის მოწესრიგება უჭირდა. მოიღუშა და კიდევ ერ-
თხელ სცადა ყველაფრის დალაგება.
კრება გასართობი კი არა, საქმიანი უნდა ყოფილიყო.
ეს რომ იფიქრა, ნაბიჯს უმატა, ყველაფერს ერთდროულად
გრძნობდა: რომ უნდა აჩქარებულიყო; რომ მზე ჩადიოდა; რომ თა-
ვისივე სწრაფი სიარულისგან სახეზე ქარი სცემდა. ქარმა რუხი პე-
რანგი შემოატმასნა მკერდზე; წვდომის ამ ახალი განწყობით შენიშ-
ნა: პერანგის კალთები მუყაოსავით გახევებოდა და მათი შეხება არ
სიამოვნებდა; ისიც შენიშნა, რომ შორტის გაქექილი ბოლოები აწუ-
ხებდა და ფეხები წინა მხარეს უკვე ვარდისფრად გაეხეხა. რალფი
შეზარა საკუთარმა ჭუჭყმა და დაცემამ; მიხვდა, როგორ აღიზიანებ-
და თვალებზე ჩამოშლილი თმის გაუთავებლად უკან გადაყრა, და
ბოლოს, როგორ აღიზიანებდა მზის ჩასვლის შემდეგ, დასაძინებ-
ლად ხმელი ფოთლების ხმამაღალ შარიშურში დაწოლა. გაიქცა.
ყურესთან, ნაპირზე, ბიჭები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და შეხვედრის
დაწყებას ელოდნენ. რალფს უხმოდ უთმობდნენ გზას, იცოდნენ, რომ
უგუნებოდ იყო; ცეცხლის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდნენ.
შეკრების ადგილი, სადაც რალფი იდგა, სამკუთხედს ჰგავდა; ოღონდ
უსწორმასწორო იყო და მიფუჩეჩებული, როგორც ყველაფერი, რასაც ბი-
ჭები აკეთებდნენ. სამკუთხედის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა მორი,
რომელზეც რალფი იჯდა; უზარმაზარი მკვდარი ხე ამ ბაქნისთვის მო-
მეტებულად დიდი იყო. ალბათ წყნარი ოკეანის ერთ-ერთმა ლეგენდა-
რულმა ქარიშხალმა მოიტანა კუნძულზე. ეს პალმის ხე ნაპირის პარალე-
ლურად იდო, ასე რომ, ზედ მჯდომი რალფი კუნძულს კი შეჰყურებდა,
მაგრამ ბიჭები მის ნაცვლად ჩაბნელებულ ფიგურას ხედავდნენ მოციმ-
ციმე ლაგუნის ფონზე. სამკუთხედის ორი გვერდი, რომლებსაც მორი ეყ-
რდნობოდა, სხვადასხვანირი იყო. მარჯვნივ – ხის გაპრიალებული ტანი,
რადგან ზედ მჯდომი ბიჭები გამუდმებით ცმუკავდნენ, მაგრამ ეს ხე
ბელადის მორს ვერ შეედრებოდა, ვერც სიდიდით და ვერც მოხერხებუ-
ლობით. მარცხნივ ოთხი პატარა მორი ეწყო, ერთ-ერთი, ყველაზე პატა-
რა, ავისმომასწავებლად ყანყალებდა. ყოველ კრებაზე სიცილი ატყდე-
ბოდა ხოლმე – როცა ვინმე მეტისმეტად გადაიხრებოდა უკან, მორი
ტრიალდებოდა და ბიჭებს ბალახში გადააკოტრიალებდა. რალფმა
ისიც ახლა შენიშნა, რომ არავის – არც თვითონ, არც ჯეკს, არც ღუტას –
არ ეყო ჭკუა, ქვა მოეტანა და მორისთვის შეედგა. ჰოდა, ისხდნენ ასე და
წონასწორობადაკარგულები, იქნევდნენ ხელებს; აიტანენ, რადგან,
რადგან... კიდევ ერთხელ აებნა თავგზა.
სამივე მორის წინ ბალახი გაიქექა, მაგრამ სამკუთხედის შუაგულში
გვარიანად იყო ამობიბინებული, იქ ფეხი არავის დაედგა. სამკუთხედის
წვერთანაც ხშირი ბალახი იყო, რადგან იქ არავინ იჯდა. კრების ადგი-
ლის გარშემო რუხი ხეები იდგა, ზოგი სწორად, ზოგი – გადაქანებული.
ხეებს ქოლგასავით ეხურა ფოთლები. ორ მხარეს ნაპირი ესაზღვრებო-
და, უკან – ლაგუნა; წინ – კუნძულის წყვდიადი.
რალფი ბელადის ადგილისკენ მიბრუნდა. კრება ასე გვიან ჯერ არ
ჰქონიათ. ამიტომაც ჩანდა აქაურობა სხვანაირი. ჩვეულებრივ, მწვანე სა-
ხურავის ქვედა მხარეს აბურდული, ოქროსფერი გამოსახულებები ანა-
თებდნენ და ბიჭებს სახეებზე ჩრდილები ზემოდან ქვემოთ ეცემო-
დათ. თითქოს ხელში ფანარი უჭირავთო, – იფიქრა რალფმა. მაგრამ
ახლა მზე ერთ მხარეს ეშვებოდა და ჩრდილებიც თავ-თავიანთ ად-
გილებზე აღარ იყვნენ.
ისევ განსჯის იმ უცნაურ, მისთვის უცხო გუნებაზე დადგა. თუ რამე
იმის მიხედვით იცვლება, ზემოდანაა განათებული თუ ქვემოდან, მა-
შინ რაღა ფასი აქვს სახეს? საერთოდ, რაღასა აქვს ფასი?
რალფი მოუთმენლად შეიშმუშნა. საქმე ისაა, რომ თუ ბელადი
ხარ, უნდა ფიქრობდე, ბრძენი უნდა იყო. მერე უცებ რაღაც შემთხვე-
ვა გამოგიხტება და გადაწყვეტილება ხელიდან არ უნდა გაგის-
ხლტეს. ეს დაგაფიქრებს; რადგან ფიქრი ღირებული რამაა, ფიქრს
შედეგი მოაქვს...
ოღონდ მე ფიქრი არ შემიძლიაო, – გადაწყვიტა რალფმა, როცა
ბელადის ადგილს შეხედა, – ღუტასავით ვერ ვფიქრობო.
იმ საღამოს რალფს მეორედ მოუხდა ღირებულებების გადასინ-
ჯვა. ღუტას შეეძლო ფიქრი. შეეძლო, ერთიმეორის მიყოლებით და-
ელაგებინა ყველაფერი თავის მსუქან თავში, თუმცა ღუტა ბელადად
არ ივარგებდა. ღუტას სასაცილო სხეული კი ჰქონდა, მაგრამ ტვინი
არ აკლდა. რალფი ახლა ფიქრის სპეციალისტი გახდა და შეეძლო
ამოეცნო, კაცი ფიქრობდა თუ არა.
თვალებში მომდგარმა მზემ გაახსენა, რომ დრო გადიოდა. ბიჭმა
საყვირი ხიდან ჩამოხსნა და დაათვალიერა. ჰაერზე ამოტანილი ნი-
ჟარა გახუნდა, ვარდისფერი და ყვითელი ფერები სადაფისფერმა
და თეთრმა შეცვალა. რალფმა კრძალული სითბო იგრძნო ამ ნიჟა-
რისადმი, რომელიც თავისი ხელით ჰქონდა
ამოტანილი ლაგუნიდან. შეკრების ადგილს გახედა და საყვირი
ტუჩებზე მიიდო.
დანარჩენები სწორედ ამას ელოდნენ და მაშინვე მოიყარეს თავი.
ვინც იცოდა, რომ სანამ ცეცხლი ჩამქრალი იყო, კუნძულს გემმა ჩაუ-
არა, რალფის ბრაზზე ფიქრი თრგუნავდა; ვინც არაფერი იცოდა – პა-
ტარების ჩათვლით – იმას საერთო სერიოზული განწყობა გადაედო.
შეკრების ადგილი სწრაფად გაივსო; ჯეკი, საიმონი, მორისი და მო-
ნადირეების უმეტესობა რალფის მარჯვნივ დასხდნენ; დანარჩენები –
მარცხნივ, მზეში. ღუტა მოვიდა და სამკუთხედის გარეთ დადგა, რაც ნიშ-
ნავდა, რომ მოსმენით კი მოისმენდა, მაგრამ ხმას არ ამოიღებდა; ასე
აპირებდა უკმაყოფილების გამოხატვას.
– შეკრება გახდა საჭირო.
არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ რალფს ყურადღებით შეჰყურებ-
დნენ. ბიჭმა საყვირი გააქნია. პრაქტიკამ ასწავლა, რომ ამგვარი საფუძ-
ვლიანი განცხადებები ორჯერ მაინც უნდა გაემეორებინა, სანამ ყველა
გაიგებდა, რას ამბობდა. უნდა დამჯდარიყავი, საყვირი ისე უნდა დაგე-
კავებინა, რომ ყველას მისთვის ეცქირა და სიტყვები მძიმე, მრგვალი
კენჭებივით უნდა გესროლა პატარ-პატარა, ჩაცუცქულ ან მიმოფანტულ
ჯგუფებში. მარტივ სიტყვებს ეძებდა, რომ ყველაზე პატარებიც კი მიმ-
ხვდარიყვნენ, რას ილაპარაკებდნენ კრებაზე. შეიძლება, მოგვიანებით,
გაწაფულ მოკამათეებს – ჯეკს, მორისს, ღუტას – შეხვედრა მიკიბულ-მო-
კიბული ლაპარაკით კალაპოტიდან ამოეგდოთ; მაგრამ ახლა, თავიდან,
სათქმელი ნათლად და მკაფიოდ უნდა თქმულიყო.
– შეკრება გახდა საჭირო. ოღონდ არც გასართობად, არც სასაცილოდ
და მორებიდან საკოტრიალოდ, – აყანყალებულ მორზე ჩამომსხდარი
პატარები ახითხითდნენ და ერთმანეთს გადახედეს, – არც სახუმაროდ
ან... – საყვირი ასწია, მჭახე სიტყვას ეძებდა, – ენის მოსაფხანად ან იმის
საჩვენებლად, როგორი ჭკუისკოლოფები ვართ. საამისოდ არ შევკრე-
ბილვართ. იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ყველაფერს თავისი სახელი და-
ვარქვათ.
წუთით შეყოვნდა.
– წეღან მარტო მოვდიოდი და ვფიქრობდი, რა როგორ არის. ვიცი,
რაც გვჭირდება. შეკრება, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
პირველი მე ვიტყვი.
წუთით შეყოვნდა და მექანიკურად გადაიყარა თმა უკან. ღუტა ფეხის
წვერებზე მიუახლოვდა სამკუთხედს, შეატყო, რომ მისი პროტესტი არა-
ვის შეუმჩნევია და დანარჩენებს შეუერთდა.
რალფმა განაგრძო.
– შეკრებები არ გვაკლია. ყველას ეხალისება ლაპარაკი და ერ-
თად ყოფნა. რაღაცას გადავწყვეტთ ხოლმე, მაგრამ არ ვასრულებთ.
გადავწყვიტეთ, წყაროდან სასმელი წყალი ამოგვეტანა ქოქოსის ნა-
ჭუჭებით, ზედ სუფთა ფოთლები დაგვეფარებინა და მარაგად გვქო-
ნოდა. რამდენიმე დღე ასეც იყო. ახლა წვეთი წყალი არა გვაქვს. ნა-
ჭუჭები ამომშრალია. ბიჭები მდინარის წყალს სვამენ.
შეკრებილები თანხმობის ნიშნად აჩურჩულდნენ.
– იმას კი არ ვამბობ, რომ მდინარის წყლის სმა არ ვარგა. მე თვი-
თონაც ქოქოსის ძველი ნაჭუჭიდან სმას მირჩევნია, იქ დავლიო – ხომ
იცით ის ადგილი – სადაც ჩანჩქერია, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ
წყალს მოვიტანდით ხოლმე და სიტყვა გავტეხეთ. ამ საღამოს ორად
ორი ნაჭუჭი იყო სავსე.
ტუჩები დაისველა.
– ახლა რაც შეეხება ქოხებს.
ჩურჩული ისევ ატყდა და მიჩუმდა.
– უმეტესობას ქოხებში გძინავთ. ამაღამ სემდერიკი ზემოთ, კო-
ცონთან იქნებიან, თქვენ ყველა აქ დაიძინებთ. ვინ დადგა ქოხები?
მაშინვე ხმაური ატყდა. ქოხებს ყველა აგებდა. რალფს კიდევ ერ-
თხელ მოუხდა საყვირის გაქნევა.
– მოიცადეთ! მე გეკითხებით, ვინ ააგო სამი ქოხი? პირველი ყვე-
ლამ ერთად დავდგით, მეორე – ოთხმა, მესამე კი მე და საიმონმა ავა-
გეთ. იმიტომაცაა მორყეული. რომ გაწვიმდეს, დაიშლება. არადა, ქო-
ხები სწორედ წვიმაში დაგვჭირდება ყველაზე მეტად.
შეყოვნდა და ხმა ჩაიწმინდა.
– კიდევ ერთი. ტუალეტად ის კლდეები ამოვირჩიეთ, ყურეს უკან.
ეს ჭკუას მოკლებული არ იყო. იმ ადგილს მოქცევა ასუფთავებს. პა-
ტარებო, ეს თქვენც იცით.
აქა-იქ ისევ ხითხითი ატყდა.
– ახლა ვისაც სად მოუნდება, იქ ჯდება. ქოხებთან, ბაქანთანაც კი.
პატარებო, ხილის კრეფისას უცებ მუცელი თუ აგტკივდათ...
ღრიანცელი ატყდა.
– თქვენ გეუბნებით, მუცელი თუ აგტკივდათ, ხეხილს მაინც მოშორ-
დით. ყველაფერი დაბინძურებულია.
ისევ სიცილი ატყდა.
– სიბინძურეში ვიხრჩობით-მეთქი.
გახევებულ, რუხ პერანგს ჩამოჰკრა ხელი.
– მართლა სიბინძურეში ვიხრჩობით. მუცელი თუ აგტკივდებათ, პირ-
დაპირ კლდეებისკენ გაიქეცით, ნაპირის გასწვრივ. გასაგებია?
ღუტამ ხელის აწევით მოითხოვა საყვირი, მაგრამ რალფმა თავი გა-
აქნია. სათქმელი სიტყვასიტყვით ჰქონდა მოფიქრებული.
– ისევ ყველამ კლდეებში უნდა ვიაროთ. აქაურობა თანდათანობით
ბინძურდება, – შეყოვნდა. კრებამ აფეთქების მოახლოება იგრძნო და
დაძაბული გაისუსა. – და კიდევ: რაც შეეხება კოცონს.
რალფმა, თითქოს სული შეუგუბდაო, ღრმად ამოისუნთქა, ბიჭებმაც
ექოსავით უპასუხეს ამოსუნთქვით. ჯეკმა დანით ნაფოტის თლა დაიწყო
და რობერტს რაღაც წასჩურჩულა. იმან განზე გაიხედა.
– კუნძულზე ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლია. ცეცხლს თუ არ მივ-
ხედეთ და ჩაგვიქრა, რა გადაგვარჩენს სასწაულის გარდა? რაო, კოცონის
მიხედვა ჩვენთვის ძალიან მძიმე საქმეა?
ხელი აიქნია.
– შეხედეთ, რამდენი ვართ! ერთი კოცონისთვის ვერ მოგვივლია,
რომ კვამლი გამუდმებით ადიოდეს. ვერაფერს ვერ ხვდებით? ვერ ხე-
დავთ, რომ... სიკვდილი უნდა გვერჩივნოს კოცონის ჩაქრობას!
მონადირეები მორცხვად ახითხითდნენ. რალფი გაცხარებული მი-
უბრუნდა:
– თქვენც მონადირეები გქვიათ! იცინით კიდეც! ერთი რამე იცოდეთ
– ღორი კი მოკალით, მაგრამ კვამლი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ამდენს ვეღარ ხვდებით? – ფართოდ გაშალა მკლავები და სამკუთხედს
მოავლო თვალი.
– იქიდან კვამლი უნდა ამოდიოდეს... არადა, დავიხოცებით.
შეყოვნდა. უკვე იმაზე ფიქრობდა, რის თქმასაც ამის შემდეგ აპირებ-
და.
– ბევრი ხომ არ მოგვივა, – დაუძახა ვიღაცამ.
აქა-იქ თანხმობის ნიშნად აბუტბუტდნენ. რალფმა ყურიც არ ათ-
ხოვა.
– კიდევ ერთი. კინაღამ მთელი კუნძული გადავწვით. დროს
ვფლანგავთ, ლოდებს ვაგორებთ და რაღაცის შესაწვავად პატარ-პა-
ტარა ცეცხლს ვანთებთ – ხან სად და ხან სად. ახლა რასაც გეტყვით,
წესად უნდა იქცეს, იმიტომ, რომ ბელადი ვარ. არსად არ დაანთოთ
ცეცხლი მთის გარდა. არც ერთხელ.
მაშინვე ღრიანცელი ატყდა. ბიჭები ყვირილით წამოცვივდნენ,
არც რალფი რჩებოდა ვალში.
– თევზის და კიბორჩხალას შეწვა თუ გინდა, კეთილი ინებე და
მთაზე აბრძანდი. ასე სჯობია.
ჩამავალი მზის სხივებში ხელები საყვირისკენ მოიწევდნენ.
რალფმა საყვირი ასწია და მორზე შეხტა.
– ეს იყო ჩემი სათქმელი და გითხარით. თქვენ ამირჩიეთ ბელა-
დად და ჩემს სიტყვას შეასრულებთ.
ბიჭები თანდათანობით ჩაწყნარდნენ და ბოლოს, დასხდნენ.
რალფი მორიდან ჩამოხტა, ჩვეულებრივი ხმით განაგრძო:
– ასე რომ, დაიმახსოვრეთ. ტუალეტი კლდეებშია. ცეცხლს უნდა
მივხედოთ და კვამლი გამუდმებით უნდა ამოდიოდეს. მთის გარდა
ცეცხლი არსად არ დაანთოთ. საჭმელი იქ აიტანეთ.
ჯეკი ადგა. დაბღვერილმა გასწია ხელი საყვირისკენ.
– ჯერ არ დამიმთავრებია.
– კი მაგრამ, ამდენ ხანს ლაპარაკობ და ლაპარაკობ!
– საყვირი მე მაქვს.
ჯეკი ბუზღუნით დაჯდა.
– და ბოლოს. ამას ისედაც ამბობენ.
მოიცადა, სანამ ბაქანზე სრული სიჩუმე ჩამოვარდებოდა.
– რაღაც არ გამოგვდის. ვერ ვხვდები, რატომ. კარგად დავიწყეთ;
გვიხაროდა. მერე...
ფრთხილად შეარხია საყვირი. ბიჭებს იქით, სიცარიელეში გაიხე-
და, გაახსენდა ურჩხულები, გველი, ცეცხლი, შეშინებული ჩურჩული.
– მერე თანდათანობით შეგვეშინდა.
ჩურჩულმა კვნესასავით გადაიარა და ჩაჩუმდა. ჯეკმაც ნაფოტის
თლას თავი ანება. რალფმა მკვახედ განაგრძო:
– ოღონდ ეგ პატარების შეთხზული აბდაუბდაა. ეს ამბავი უნდა გა-
ვარკვიოთ. ისღა დაგვრჩა, ამაზეც ვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ,
შიშს როგორ მოვერიოთ.
თმა ისევ ჩამოეშალა თვალებზე.
– შიშზე უნდა ვილაპარაკოთ და გავარკვიოთ, რომ საშიში არაფერია.
ხანდახან მე თვითონაც მეშინია; მაგრამ ეს სისულელეა! საფრთხობე-
ლაა. მერე, როცა გავარკვევთ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ყურად-
ღებით მოვეკიდოთ ისეთ რამეებს, როგორიც ცეცხლია, – თვალწინ და-
უდგა, როგორ მიუყვებოდა სამი ბიჭი ელვარე ნაპირს, – და ვიმხიარუ-
ლოთ.
სიტყვის დასრულების ნიშნად რალფმა დიდის ამბით მოიდო საყვი-
რი გვერდით, მორზე; მზის სხივები მიწას გაეკრო.
ჯეკი ადგა და საყვირი აიღო.
– ესე იგი, ამ კრებაზე ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.
მე გეტყვით, რა როგორ არის. პატარებო, შიშს რაც შეეხება, ეს სულ თქვე-
ნი მოგონილია. ურჩხულებიო! საიდან? რასაკვირველია, ხანდახან ჩვენც
შეგვეშინდება ხოლმე, მაგრამ შიშს არ ვეპუებით. რალფი თქვენზე ამ-
ბობს, ღამღამობით სლუკუნებენო. ეგ ღამის კოშმარებია და მეტი არა-
ფერი. ასეა თუ ისე, თქვენ არც ნადირობთ, არც აშენებთ, არც გვეხმარე-
ბით – მტირალები ხართ, დედიკოს კალთას გამოკერებული ბიჭები. შიშს
თქვენ თვითონ უნდა მოერიოთ – დანარჩენებივით.
რალფი პირდაღებული შეჰყურებდა ჯეკს, მაგრამ ის ვერაფერს ვერ
ამჩნევდა.
– საქმე ისაა, რომ... ვერც შიში, ვერც სიზმარი ვერაფერს დაგიშავებს.
ამ კუნძულზე საშიში ნადირები არ არიან. – აჩურჩულებულ პატარებს გა-
დახედა, – ისე, ღირსები კი ხართ, ვინმემ რომ გადაგსანსლოთ, თქვე უქ-
ნარა მტირალებო, თქვენა! მაგრამ მხეცები არ არიან...
რალფმა გაღიზიანებული ხმით შეაწყვეტინა:
– ეგ რაღაა? მხეცი ვინ ახსენა?
– შენ, ამას წინათ. ასე თქვი, სიზმარში ტირიან და ყვირიანო. ახ-
ლა ალაპარაკდნენ კიდეც – მარტო პატარები კი არა, ხანდახან ჩემი
მონადირეებიც ახსენებენ რაღაცას, მუქი ფერისას, ურჩხულს, რაღაც-
ნაირ ცხოველს. გავიგონე. შენ კიდევ არც იცოდი, არა? ახლა მისმი-
ნეთ. პატარა კუნძულზე დიდი ცხოველები არ ცხოვრობენ. მარტო
ღორები არიან. ლომები და ვეფხვები მარტო დიდ ქვეყნებში არიან,
ვთქვათ, აფრიკაში ან ინდოეთში...
– და ზოოპარკში...
– საყვირი მე მაქვს. მე შიშზე არ ვლაპარაკობ. მე ურჩხულზე ვლა-
პარაკობ. კი ბატონო, გეშინოდეთ, თუ ეგრე გინდათ. მაგრამ რაც შე-
ეხება ურჩხულს...
ჯეკი შეყოვნდა, საყვირი გაიქნია და თავის მონადირეებს მიუბ-
რუნდა, შავი, ჭუჭყიანი ქუდები რომ ეხურათ.
– მონადირე ვარ თუ არა?
იმათ უბრალოდ თავი დაუქნიეს. მონადირე ნამდვილად იყო.
რაც მართალია, მართალია, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა.
– ჰოდა, მაშინ... მთელი კუნძული მოვლილი მაქვს. მარტო. ურ-
ჩხული რომ ყოფილიყო სადმე, აუცილებლად ვნახავდი. თუ ეგრე
მოგწონთ, გეშინოდეთ... მაგრამ ამ ტყეში ურჩხული არ არის.
ჯეკმა საყვირი დადო, დაჯდა. კრებამ შვებით ამოისუნთქა და ტა-
ში დასცხო. ღუტამ ხელი საყვირისკენ გაიწოდა.
– ჯეკს არ ვეთანხმები, მაგრამ ერთი რამ კი სწორად თქვა. რასაკ-
ვირველია, ტყეში ურჩხული არ არის. იქ რა უნდა? რას შეჭამს?
– ღორს.
– ჩვენ ხომ ვჭამთ ღორს.
– ღუტა!
– საყვირი მე მაქვს! – აღშფოთდა ღუტა, – რალფ... ხმა უნდა გაკ-
მინდონ, ასე არ არის? გაჩუმდით, პატარებო! იმას ვამბობ, რომ არ
ვეთანხმები, რაც აქ შიშზე ითქვა. რასაკვირველია, ტყეში საშიში არა-
ფერია. იქ... მარტო მეც მივლია! ახლა სულებზე და ეგეთ რამეებზეც
დაიწყებთ ლაპარაკს. ვიცით, რაც ხდება და თუ რამე რიგზე ვერ არის,
ვინმემ უნდა მოაგვაროს.
სათვალე მოიხსნა და თვალების ხამხამით შეხედა ბიჭებს. მზე ჩავი-
და და თითქოს შუქი ჩააქრესო.
ღუტამ ახსნა გააგრძელა.
– მუცელი თუ გტკივათ, პატარა მუცელი გაქვთ თუ პატარა...
– შენ დიდი გაქვს.
– სიცილს რომ მორჩებით, იქნებ შევძლოთ კრების დამთავრება... პა-
ტარები თუ ისევ ყანყალა მორზე აძვრებიან, მაშინვე გადაცვივდებიან.
ასე რომ, გირჩევნიათ, მიწაზე დასხდეთ და მისმინოთ. ჰოდა, ყველაფ-
რის მკურნალი არსებობს, გონებისაც კი. მართლა ხომ არ გგონიათ, რომ
გამუდმებით რაღაც არარსებულის გვეშინია? საქმე ისაა, რომ ცხოვრება-
ში, – განაგრძო ღუტამ, – ყველაფერი მეცნიერულად აიხსნება. ერთ-ორ
წელიწადში, ომი რომ დამთავრდება, მარსზე გაფრინდებიან. მე ვიცი,
რომ ურჩხული აქ არ არის – არც ბრჭყალებიანი და არც არანაირი... მაგ-
რამ ეგრე არც შიში არსებობს.
ღუტა შეყოვნდა.
– თუკი...
რალფი შეიშმუნა.
– თუკი – რა?
– თუკი ერთმანეთს არ შევაშინებთ.
რაღაც ნახევრად სიცილისა თუ ნახევრად დაცინვის მსგავსი ხმა გა-
ისმა. ღუტა აიწურა და სულმოუთქმელად მიაყოლა:
– ასე რომ, მოდი, პატარებს ვათქმევინოთ, იმათ, ვინც ურჩხულზე
ლაპარაკობს და იქნებ მერე გავაგებინოთ, ეგ რა სისულელეა.
პატარები ერთმანეთში აჭყლოპინდნენ, მერე ერთი წინ წამოვიდა.
– შენ რა გქვია?
– ფილი.
პატარას კვალობაზე თამამად იქცეოდა, ხელი გაიწოდა, საყვირი
რალფივით გააქნია და მიიხედ-მოიხედა, რომ სანამ ლაპარაკს დაიწყებ-
და, ყველა გაჩუმებულიყო.
– წუხელ სიზმარი ვნახე, საშინელი სიზმარი. ვითომ რაღაცეებს ვებ-
რძოდი. მარტო ვიყავი, ქოხში კი არა, გარეთ, და იმ რაღაცეებს ვებრძო-
დი, ხეებზე რომ იკლაკნებიან.
შეყოვნდა. პატარებმა გაიცინეს – ძრწოლით და თანაგრძნობით.
– მერე შემეშინდა და გავიღვიძე. ქოხში კი არა, გარეთ ვიყავი,
მარტო, სიბნელეში და ის დაკლაკნილი რაღაცეები აღარ იყვნენ.
მონაყოლის მკაფიოდ გამოხატულმა საშინელებამ, ასე შესაძლე-
ბელმა და საზარლად გაშიშვლებულმა ამბავმა ყველა გააჩუმა. თეთ-
რი ნიჟარის იქიდან ბავშვის ხმა ისევ აწრიპინდა:
– შემეშინდა და რალფს დავუწყე ძახილი, მერე დავინახე, რომ ხე-
ებს შორის რაღაც მოძრაობდა, რაღაც დიდი და საზარელი.
გაჩუმდა, მოგონებამ, ცოტა არ იყოს, შეაშინა, მაგრამ ამაყობდა,
რომ მისი შიში სხვებსაც გადაედო.
– კოშმარი იყო, – თქვა რალფმა, – მძინარე დადიოდა.
დათრგუნული შეკრებილები თანხმობის ნიშნად აჩურჩულდნენ.
პატარამ ჯიუტად გაიქნია თავი.
– მაშინ მეძინა, როცა ის დაკლაკნილი რაღაცეები მიტევდნენ;
როცა აღარ იყვნენ, მეღვიძა, მაგრამ დავინახე, რომ ხეებში რაღაც
დიდი და საზარელი მოძრაობდა.
რალფმა საყვირისკენ გაიწოდა ხელი და პატარა დაჯდა.
– გეძინა. იქ არავინ არ ყოფილა. ღამე ვინ დაიწყებდა ტყეში ხე-
ტიალს. ვინმე ხომ არ ყოფილა ტყეში? ვინმე გარეთ გავიდა?
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, შეკრებილებს მწარედ ეღიმებო-
დათ იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლებოდა, ამ წყვდიადში ვინმე გა-
რეთ გასულიყო. მაგრამ უცებ საიმონი წამოდგა. რალფმა გაკვირვე-
ბით შეხედა.
– შენ?! იმ სიბნელეში რას დაბოდიალებდი?
საიმონმა თითქოს რაღაც გადაწყვიტაო, ისე სტაცა ხელი საყ-
ვირს.
– მინდოდა... ერთ ადგილას მინდოდა წასვლა.
– რა ადგილას?
– ერთი ადგილი ვიცი ჯუნგლებში.
შეყოყმანდა.
მის მაგივრად ჯეკმა უპასუხა – ქედმაღლური ხმით, რომელშიც
ერთდროულად დაცინვაც ჟღერდა და სიმტკიცეც.
– მუცელი ასტკივდა.
რალფმა საიმონის მაგივრად დამცირებულად იგრძნო თავი და ბიჭს
მკაცრი სახით გამოართვა საყვირი.
– კარგი, მეორედ ეგეთ რამეს ნუღარ იზამ. გაიგე? ღამით არ შეიძლე-
ბა. ისედაც იმდენ სისულელეს ლაპარაკობენ ურჩხულებზე, ახლა პატა-
რებმა რომ დაინახონ, როგორ მიიპარები ფეხაკრეფით...
შეკრებაზე ამტყდარ აგდებულ სიცილში შიში და გაკიცხვა იგრძნო-
ბოდა. საიმონმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ საყვირი რალფს ჰქონ-
და და ისევ დაჯდა.
როცა შეკრებილები დაწყნარდნენ, რალფი ღუტას მიუბრუნდა.
– რა იყო, ღუტა?
– კიდევ ერთს უნდა ლაპარაკი. ამას.
პატარებმა პერსივალი ხელის კვრით გამოაგდეს წინ. სამკუთხედის
შუაში, მუხლამდე ბალახში იდგა, ფეხებს დაჰყურებდა და ცდილობდა
წარმოედგინა, ვითომ კარავში იყო. რალფს მეორე პატარა ბიჭი
გაახსენდა, ზუსტად ასე რომ იდგა, და შეიშმუშნა ამ მოგონების თა-
ვიდან მოსაშორებლად. თავის დროზე ამაზე ფიქრი სადღაც ჩამარხა,
მოიცილა, მოიგლიჯა, და მხოლოდ ასეთი პირდაპირი მინიშნება ამოა-
ტივტივებდა ხოლმე ზედაპირზე. პატარებს სიის ამოკითხვისას აღარ
უძახდნენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ კაცმა არ იცოდა, ყველა იყო თუ
არა აღნუსხული და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ღუტას კითხვებზე, მთის
წვერზე ყოფნისას რომ დასვა, რალფმა სულ მცირე, ერთის პასუხი მაინც
იცოდა. პატარები ბლომად იყვნენ – ქერა, შავგვრემანი, ჭორფლიანი,
ყველა ჭუჭყიანი, მაგრამ – საზარელი სწორედ ეს იყო, – სახეზე არც ერთს
არ ჰქონდა რამე თვალშისაცემი ნიშანი. აღარავის უნახავს ის მეწამული
ხალი. მაგრამ მაშინ ღუტაზე ბრაზობდა და ხმა არ გასცა. რალფმა უთ-
ქმელად აღიარა, მახსოვს ის, რაზეც არ ვლაპარაკობთო, და ღუტას თავი
დაუქნია.
– მიდი, ჰკითხე.
ღუტა ჩაიმუხლა, პატარას საყვირი დაუკავა.
– აბა, შენ რა გქვია?
პატარა ბიჭი თავის გამოგონილ კარავში შეიმალა. დაბნეული ღუ-
ტა რალფს მიუბრუნდა და იმანაც მკაცრად ჰკითხა ბავშვს:
– რა გქვია?
ბიჭის დუმილით გულგაწვრილებულმა კრებამ სიმღერასავით
დასცხო:
– რა გქვია? რა გქვია?
– წყნარად!
რალფი ბინდბუნდში ჩააცქერდა ბავშვს.
– აბა, გვითხარი, რა გქვია?
– პერსივალ უიმზ მედისონი, მღვდლის სახლი, ჰარქერთ სენტ-
ენტონი, ჰემფშირი, ტელეფონი... ტელეფონი, ტელე...
და თითქოს ეს სიტყვები აკავებდა მოწოლილ დარდსო, პატარა
აქვითინდა. სახე მოეჭმუხნა, ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა, პი-
რი ოთხკუთხედ, შავ ორმოსავით დააღო. თავდაპირველად დარდის
მდუმარე განსახიერება იყო, მაგრამ მერე ხმამაღალი ქვითინი წას-
კდა – ნიჟარასავით მძლავრი ხმით.
– გაჩუმდი, ბიჭო! ხმა ჩაიწყვიტე!
პერსივალ უიმზ მედისონი ხმას ვერ ჩაიწყვეტდა, მომსკდარ ნა-
კადს ვეღარაფერი შეაკავებდა, ვერც ავტორიტეტი და ვერც ფიზიკუ-
რი მუქარა. პერსივალი გულამომჯდარი ტიროდა.
– გაჩუმდი! გაჩუმდი!
ახლა პატარები ჩუმად აღარ იყვნენ. თავ-თავიანთი სადარდებე-
ლიც გაახსენდათ; შეიძლება, იგრძნეს, რომ საყოველთაო დარდის
მოზიარენი იყვნენ. ესენიც თანაგრძნობით ატირდნენ, ორი მათგანი
კი ლამის პერსივალივით ხმამაღლა აღრიალდა.
მორისმა იხსნათ. უცებ იყვირა:
– შემომხედეთ!
ვითომ დაეცა. კუდუსუნი მოიფხანა, მოყანყალებულ მორზე დაჯ-
და და ისევ გადაკოტრიალდა ბალახში. ოინბაზობა მაინცდამაინც
ვერ გამოსდიოდა, მაგრამ პერსივალმა და დანარჩენებმა შეხედეს,
ქსუტუნით შეწყვიტეს ტირილი და გაიცინეს. მალე ისე უაზროდ ახარ-
ხარდნენ, რომ უფროსებიც აჰყვნენ.
პირველმა ჯეკმა მოახერხა ამ ბიჭებისთვის თავისი ხმის გაგონება.
ნიჟარა არ აუღია, ასე რომ, ლაპარაკის წესი დაარღვია, მაგრამ ამისთვის
ყურადღება არავის მიუქცევია.
– აბა, ურჩხულზე რას იტყვით?
პერსივალს რაღაც უცნაური დაემართა. დაამთქნარა და წაბარბაცდა.
ჯეკმა ხელი სტაცა და შეანჯღრია.
– სად ცხოვრობს ურჩხული?
პერსივალი ხელებზე ჩამოეკიდა.
– ეტყობა, ჭკვიანი ურჩხულია, რაკი კუნძულზე დამალვას ახერხებს,
– დამცინავად თქვა ღუტამ.
– ჯეკს მთელი კუნძული მოვლილი აქვს...
– ურჩხული არა, ფეხები!
პერსივალმა რაღაც ჩაიბუტბუტა და ისევ სიცილი ატყდა. რალფი წინ
გადაიხარა.
– რაო, რას ამბობს?
ჯეკმა პერსივალის პასუხი მოისმინა და ბიჭუნას ხელი გაუშვა. განთა-
ვისუფლებულმა პატარამ თავი ადამიანების მყუდრო გარემოცვაში იგ-
რძნო, მაღალ ბალახში ჩაწვა და ძილს მისცა თავი.
ჯეკმა ყელი ჩაიწმინდა და ვითომ არაფერიაო, ისე განაცხადა:
– ამბობს, ურჩხული წყლიდან ამოდისო.
სიცილი შეწყდა. რალფი უნებლიეთ მიტრიალდა; თვალწინ დაუდგა
შავი, კუზიანი ფიგურა ლაგუნის ფონზე. შეკრებილებმა მის მზერას გა-
აყოლეს თვალი; იდგნენ და გაჰყურებდნენ წყლის ფართოდ გაჭიმულ
ზოლს, მის უკან აქოჩრილ ზღვას, გამოუცნობ იისფერსა და მეწამულში
გაუჩინარებულ, გაურკვეველ ალბათობას; გატრუნულები უსმენდნენ
რიფებთან ტალღების ხველასა და ჩურჩულს.
მორისი ისე ხმამაღლა ალაპარაკდა, რომ დანარჩენები მოულოდნე-
ლობისგან შეხტნენ.
– მამაჩემმა თქვა, ზღვაში ისეთი ცხოველებიც არიან, ჯერ რომ არ აღ-
მოუჩენიათო.
ისევ კამათი ატყდა. რალფმა ელვარე საყვირი გაუწოდა და მორის-
მაც მორჩილად გამოართვა. დანარჩენებიც დაშოშმინდნენ.
– მე მგონი, ჯეკი რომ ამბობს, შეიძლება, შეგეშინდეთ, რადგან
ადამიანებს საერთოდ ეშინიათო, სწორია. როცა ამბობს, ამ კუნძულ-
ზე მარტო ღორები არიანო, ალბათ სწორია, მაგრამ ეს დანამდვილე-
ბით არ იცის, იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად არ იცის, – მორისმა სუ-
ლი მოითქვა, – მამაჩემი ამბობს, რომ ერთი ცხოველია, იმას ჰგავს,
რა ჰქვია... აი, მელანს რომ აფურთხებს – რვაფეხას! – ოღონდ ეს ასი
იარდის სიგრძის ვეშაპს მთლიანად ჭამს, – ისევ შეყოვნდა და მხი-
არულად გაიცინა, – რასაკვირველია, ურჩხულების არ მჯერა. ღუტასი
არ იყოს, ცხოვრებაში ყველაფერს მეცნიერული ახსნა აქვს, მაგრამ
ჩვენ არ ვიცით, ასე არ არის? იმას ვამბობ, რომ დანამდვილებით არ
ვიცით...
– რვაფეხას წყლიდან ამოსვლა არ შეუძლია! – იყვირა ვიღაცამ.
– შეუძლია!
– არ შეუძლია!
უცებ ბაქანი ხელების ქნევით მოკამათე ჩრდილებით აივსო.
რალფი იჯდა, შეჰყურებდა და ეჩვენებოდა,
რომ ყველა ერთად შეიშალა. შიში, ურჩხულები, დავა იმაზე, ცეც-
ხლი ყველაზე მნიშვნელოვანია თუ არა; და როცა ვინმე მოინდომებ-
და, ყველაფერი დაელაგებინა, მაშინვე კამათი იწყებოდა, ახალ-ახა-
ლი, უამური რამეების მოყოლას იწყებდნენ.
იქვე, ბინდბუნდში, თეთრად მოციმციმე ნიჟარა გაარჩია, ხელი
სტაცა, მორისს გამოგლიჯა და რაც შეეძლო, ხმამაღლა ჩაჰბერა. კრე-
ბამ უცებ გაკმინდა ხმა. საიმონი მიუახლოვდა და ხელი საყვირისკენ
გაიწოდა; გრძნობდა, რომ ხიფათი ემუქრებოდათ და აუცილებელი
იყო იმის თქმა, რასაც ფიქრობდა; მაგრამ კრების წინაშე ლაპარაკი
ესიკვდილებოდა.
– შეიძლება... შეიძლება, ურჩხული მართლა არის, – თქვა ყოყმა-
ნით.
ღრიანცელი ატყდა. რალფი გაოცებული შეჰყურებდა.
– საიმონ, შენ?! შენ გჯერა?
– არ ვიცი, – უთხრა საიმონმა. გული გამალებით უცემდა, – მაგ-
რამ...
ქარიშხალი ვეღარაფერმა შეაკავა.
– დაჯექი!
– მოკეტე!
– წაართვით საყვირი!
– უჰ, შე...
– ხმა ჩაიწყვიტე!
ახლა რალფმა იყვირა:
– მოუსმინეთ! საყვირი ამასა აქვს!
– იმის თქმა მინდა, რომ... შეიძლება, ეს ჩვენ თვითონ ვართ.
– სისულელეა!
ეს უკვე ღუტა იყო – გაოგნებისგან ქცევის წესებიც კი დაივიწყა.
– შეიძლება, ჩვენ თვითონ...
საიმონს ენა დაება, გაუჭირდა სიტყვებით გადმოეცა, რა იყო ადამი-
ანთა მოდგმის თანამდევი სენი. და უცებ გონება გაუნათდა:
– რა არის ამქვეყნად ყველაზე ბინძური რამ?
გაოგნებული, დაბნეული დუმილი ჯეკმა ერთი, უხეში, გამომსახველი
სიტყვით – გინებით დაარღვია. ამ პასუხმა უეცრად მოხსნა დაძაბულობა
– ორგაზმივით. ყანყალა მორზე ამძვრალი პატარები გადაკოტრიალ-
დნენ, მაგრამ ყურიც არ შეუბერტყავთ. მონადირეებმა მოწონების ყიჟი-
ნა დასცხეს. საიმონი ჩაფლავდა; სიცილი მწარე სილასავით მოხვდა, უმ-
წეოდ მოიკუნტა და დაჯდა.
– იქნებ სულებზე ამბობს.
რალფმა საყვირი ასწია და ბინდბუნდს ჩააცქერდა. ყველაზე უფრო
განათებული ადგილი მკრთალი ნაპირი იყო. პატარები უფრო ახლოს
ხომ არ მოჩოჩდნენ? ჰო – ნამდვილად. სამკუთხედის შუაგულში ის-
ხდნენ, ერთმანეთს მიკრულები და სხეულების მჭიდრო მარყუჟს ჰგავ-
დნენ. ქარმა წამოუბერა, პალმები ააშრიალა და ახლა, სიბნელესა და სი-
ჩუმეში, ეს შრიალი ხმამაღალი მოეჩვენათ. ორი ნაცრისფერი ხის ტანი
ავბედითი ჭრაჭუნით ეხახუნებოდა ერთმანეთს. დღისით ამას ვერავინ
ამჩნევდა.
ღუტამ რალფს საყვირი გამოართვა. აღშფოთებული ხმა ჰქონდა:
– მე სულების არ მჯერა... საერთოდ არ მჯერა!
ჯეკიც ადგა, რატომღაც ბრაზობდა:
– ვის რაში ეკითხება, შენ გჯერა თუ არა... სქელო!
– საყვირი მე მაქვს.
ჯაჯგურის ხმა გაისმა, საყვირი აქეთ-იქით მიდი-მოდიოდა სიბნე-
ლეში.
– აბა, მომეცი საყვირი!
რალფი შუაში ჩაუვარდათ და მკერდში გვარიანად მოხვდა. რო-
მელიღაცას გამოსტაცა საყვირი და გულამოვარდნილი დაჯდა.
– ძალიან გავაბით სულებზე. სჯობია, ამაზე დღისით ვილაპარა-
კოთ.
უცებ ვიღაცის შეშინებული ხმა გაისმა:
– იქნებ, ურჩხული სწორედ ეგ არის – სული.
კრებას თითქოს ქარმა გადაუარა და შეარხია.
– გეყოფათ რიგის გარეშე ლაპარაკი, – თქვა რალფმა, – წესებს თუ
არ დაიცავთ, კრებებს რიგიანად ვერ ჩავატარებთ.
ისევ შეყოვნდა. კრების გულდასმით მოფიქრებული გეგმა ჩაიშა-
ლა.
– აბა, რა გინდათ, რომ გითხრათ? შევცდი, კრება ასე გვიან რომ
მოვიწვიე. ახლა კენჭისყრა მოვაწყოთ – სულებზე; და მერე ქოხებში
შევიდეთ, რადგან ყველა დავიღალეთ. არა – შენა ხარ, ჯეკ? – არა, ერ-
თი წუთით მოიცადე. ჯერ მე გეტყვით, რომ სულების არ მჯერა. ან
არა მგონია, მჯეროდეს. არ მომწონს მათზე ფიქრი. მითუმეტეს ახ-
ლა, სიბნელეში. მაგრამ ჩვენ ვთქვით, ყველაფერს თავისი სახელი
დაერქვასო.
წუთით ასწია საყვირი.
– ძალიან კარგი. გავარკვიოთ, რა როგორ არის, და სულები არსე-
ბობენ თუ არა...
შეყოვნდა – კითხვა დაალაგა:
– ვინ ფიქრობს, რომ სულები შეიძლება არსებობდნენ?
კარგა ხანს ყველა დუმდა და არც ის ჩანდა, ვინმე თუ გაინძრა. მე-
რე რალფი სიბნელეს ჩააცქერდა და ხელები აღმოაჩინა.
– ვხედავ, – თქვა უღიმღამოდ.
გასაგები, კანონმორჩილი სამყარო ხელიდან უსხლტებოდა... ადრე
ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, ახლა კი... გემმაც ჩაიარა.
საყვირი გამოსტაცეს და ღუტას ყურისწამღები ხმა გაისმა:
– მე სულებზე კენჭისყრაში არ ვმონაწილეობ!
მკვეთრად მიუბრუნდა შეკრებილებს.
– ყველამ დაიმახსოვრეთ!
მისი ფეხის ბაკუნი გაისმა.
– ვინა ვართ? ადამიანები? თუ ცხოველები? თუ ველურები? უფრო-
სებს რა პასუხს გავცემთ? გავრბი-გამოვრბივართ... ღორებზე ვნადი-
რობთ... ცეცხლს ვერ ვუვლით... ახლა კიდევ ეს!
მის წინ აღმართულმა ჩრდილმა მუქარით გადმოდგა ნაბიჯი:
– ხმა ჩაიწყვიტე, შე გასიებულო დოყლაპია!
უმალ ერთმანეთს ეცნენ, მოელვარე საყვირი სიბნელეში ზევით-ქვე-
ვით ხტოდა. რალფი წამოხტა.
– ჯეკ! ჯეკ! საყვირი შენ არ გიჭირავს! ათქმევინე!
ჯეკის სახე სიბნელიდან ამოცურდა:
– შენც ჩაიწყვიტე ხმა! ვინა გდიხარ, ბოლოს და ბოლოს? დამჯდარ-
ხარ აქ და ბრძანებებს არიგებ! ნადირობა შენ არ შეგიძლია, სიმღერა შენ
არ იცი...
– მე ბელადი ვარ. მე ამირჩიეს.
– რა მნიშვნელობა აქვს არჩევას? უაზრო ბრძანებებს იძლევი და ეგ
არის... სხვა რა შეგიძლია!
– საყვირი ღუტასა აქვს!
– ჰო, არსად დაგეკარგოს შენი ღუტა...
– ჯეკ!
ჯეკმა გაავებულმა გამოაჯავრა:
– ჯეკ! ჯეკ!
– წესები! – უყვირა რალფმა, – წესებს არღვევ!
– მერე რა?
რალფმა მოთმინება მოიკრიბა:
– მერე ის, რომ წესების გარდა არაფერი გაგვაჩნია.
მაგრამ ჯეკი გაცოფებული უყვიროდა:
– ერთი შენც და შენი წესებიც! ჩვენ ძლიერები ვართ! მონადირეე-
ბი ვართ! ურჩხული თუ არის კიდეც, კვალში ჩავუდგებით! წრეში მო-
ვიმწყვდეთ და დავცხებთ, დავცხებთ, დავცხებთ!..
ველური ღრიალით გადახტა მკრთალ ქვიშაში. ბაქანზე მაშინვე
ხმაური, აღტაცებული ყიჟინა, ყვირილი და სიცილი ატყდა. კრება
დაიშალა. ბიჭები უმისამართოდ, უგზო-უკვლოდ გაცვივდნენ პალმე-
ბიდან წყლისკენ, ღამის წყვდიადში ნაპირზე გაიფანტნენ. რალფმა
მკლავზე ნიჟარის შეხება იგრძნო და ღუტას საყვირი ჩამოართვა.
– უფროსებს რა პასუხს გავცემთ? – კიდევ ერთხელ წამოიძახა ღუ-
ტამ, – აბა, ამათ შეხედე!
ნაპირიდან ვითომ ნადირობის ყიჟინა, ისტერიული ხარხარი და
მართლა შეშინებული ხმები ისმოდა.
– ჩაჰბერე საყვირს, რალფ.
ღუტა ისე ახლოს იყო, რომ რალფი სათვალის ცალი მინის ციმ-
ციმს ხედავდა.
– მთავარი ცეცხლია, ვერ გაიგეს?!
– ახლა სიმტკიცე უნდა გამოიჩინო, არ უნდა დაუთმო. აიძულე, შე-
ნი ნება შეასრულონ.
რალფმა ისე ფრთხილად წარმოთქვა, თითქოს თეორემას იზეპი-
რებდა:
– თუ ჩავბერე და არ მოვიდნენ, ყველაფერი დამთავრდება.
ცეცხლს ვეღარ მივხედავთ. ცხოველებს დავემსგავსებით. მაშინ ვე-
ღარაფერი გადაგვარჩენს.
– თუ არ ჩაჰბერავ, მაინც ცხოველებს დავემსგავსებით. სულ მა-
ლე. ვერ ვხედავ, რას აკეთებენ, მაგრამ მესმის.
გაფანტულმა ფიგურებმა თავი მოიყარეს და სქელ, შავ, აღრია-
ლებულ მასად იქცნენ. რაღაცას მღეროდნენ, პატარებს არაქათი გა-
მოელიათ და ღნავილით მიბარბაცებდნენ ამ მასისგან. რალფმა საყ-
ვირი ტუჩებთან მიიტანა და ისევ დაუშვა.
– საქმე ისაა, ღუტა, რომ... არიან სულები? ან ურჩხულები?
– რასაკვირველია, არა.
– რატომ გგონია?
– იმიტომ, რომ მაშინ ყველაფერი აზრს დაკარგავდა. სახლები, ქურე-
ბი... ტელევიზორი... არაფერი არ იმუშავებდა.
აცეკვებული, ამღერებული ბიჭები თანდათანობით შორდებოდნენ,
მალე მათ სიმღერაში სიტყვები აღარ ისმოდა.
– კი მაგრამ, შენ ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რამე აზრი აქვს? აქ,
კუნძულზე? არა გგონია, რომ თვალს გვადევნებენ და იცდიან?
რალფი აცახცახდა, ღუტასკენ გაიწია, შემთხვევით დაეჯახა და შე-
აშინა.
– გეყოფა ეგეთი ლაპარაკი! ისედაც ათასი თავშისაცემი გვაქვს,
რალფ, მეტს ვეღარ გავუძლებ. თუ სულები არიან...
– ბელადობაზე უარი უნდა ვთქვა. გესმის, რა დღეში არიან...
– ღმერთო! არა, არა!
ღუტა მკლავზე ჩაებღაუჭა.
– ჯეკი რომ იყოს ბელადი, ნადირობის მეტს არაფერს გააკეთებდა,
ცეცხლს საერთოდ მიანებებდა თავს. და სანამ სული არ ამოგვხდებოდა,
აქ ვიქნებოდით.
უეცრად ღუტამ გულისგამგმირავად იყვირა:
– აქ ვინ ზის?
– მე ვარ, საიმონი.
– მაგრები ვართ, – თქვა რალფმა, – სამი გოჭი. არა, ბელადობაზე უა-
რი უნდა ვთქვა.
– უარი რომ თქვა, მე რაღა ვქნა, – წაიჩურჩულა თავზარდაცემულმა
ღუტამ.
– არაფერი.
– ვეჯავრები. მეც არ ვიცი, რატომ. თავის ნებაზე თუ იქნება მიშვებუ-
ლი... შენ რა გიშავს, შენი ხათრი აქვს. ეგეც არ იყოს... ერთს მოსდებ კი-
დეც.
– წეღან შენც კარგად მოსდე.
– საყვირიც მე მქონდა და ლაპარაკის უფლებაც, – მშვიდად თქვა ღუ-
ტამ.
საიმონი სიბნელეში შეიშმუშნა.
– არა, ისევ შენ იყავი ბელადი.
– შენი ხმა არ გავიგო, ჩურჩუტო საიმონ! რა მოგივიდოდა, რომ
გეთქვა, ურჩხული არ არისო?
– მაგ ბიჭის მეშინია, – თქვა ღუტამ, – და ამიტომაც კარგად ვიცი,
ვინც არის. ვისიც გეშინია, ის გძულს კიდეც, მაგრამ იმაზე ფიქრს ვერ
იშორებ. ხანდახან ვითომ თავს იტყუებ, არც ეგრეა საქმე, არც ისე ცუ-
დი ბიჭიაო, მერე მოიხედავ და ისევ ისეთი გამოგეცხადება, როგორც
სინამდვილეშია: ასთმასავით – სუნთქვას გიკრავს, გახრჩობს. ერთ
რამეს გეტყვი, რალფ. შენც სძულხარ...
– მე? მე რატომღა?
– არ ვიცი. ჯერ ერთი, ცეცხლის გამო შეუტიე; თან შენ ბელადი
ხარ, ის – არა.
– სამაგიეროდ, ის... ის ჯეკ მერიდიუა!
– ავადმყოფობისას დიდხანს ვიწექი, მაშინ ბევრ რამეზე ვფიქ-
რობდი. ვიცი ადამიანების ამბავი. ჩემი თავის ამბავიც ვიცი. იმისი
ამბავიც. შენ ვერაფერს დაგაკლებს, მაგრამ თუ გადაეღობები, ვინც
შენ მოგყვება, იმას დაესხმის თავს. ეს კი მე ვიქნები.
– ღუტა სწორია, რალფ. ან შენ, ან ჯეკი. ხელს ნუ აიღებ ბელადო-
ბაზე.
– ჩვენ დინებას მივყვებით და ამასობაში საქმე უკან-უკან მიდის.
სახლში ყოველთვის უფროსები გვყავდნენ. თუ შეიძლება, სერ; თუ
შეიძლება, მის; პასუხსაც ვიღებდით. ნეტავ ახლაც ასე ვიყოთ!
– ნეტავ დეიდაჩემი აქ იყოს!
– ან ნეტავ მამაჩემი... ეჰ, რაც არის, არის!
– ცეცხლი არ უნდა ჩაგვიქრეს.
ცეკვა დასრულდა. მონადირეები ქოხებში ბრუნდებოდნენ.
– უფროსებმა ყველაფერი იციან, – თქვა ღუტამ. – სიბნელის არ
ეშინიათ. ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ჩაის დალევდნენ, იმსჯელებ-
დნენ. ყველაფერი რიგზე იქნებოდა...
– კუნძულზე ხანძარს არ გააჩენდნენ. იმასაც არ დაკარგავდნენ...
– გემს ააშენებდნენ.
იდგა სამი ბიჭი სიბნელეში და ამაოდ ცდილობდა, გადმოეცა უფ-
როსების ცხოვრების დიდებულება.
– არ იჩხუბებდნენ...
– არც სათვალეს გამიტეხავდნენ...
– არც ურჩხულზე ილაპარაკებდნენ...
– ჩვენთვის რამის შეტყობინება რომ შეეძლოთ, – წამოიძახა სასო-
წარკვეთილმა რალფმა, – ან რამე მოზრდილთა შესაფერისის გამოგზავ-
ნა რომ შეეძლოთ... ნიშნის მოცემა.
უცებ წყვდიადიდან ისეთი სისხლისგამყინავი მოთქმა გაისმა, რომ
ბიჭებმა ერთმანეთს სტაცეს ხელები და ჩაეხუტნენ. მერე ხმა თითქოს
მიწას მოსწყდა, მოშორდათ და სადღაც ზემოთ გაურკვეველ ბურტყუნში
გადაიზარდა. პერსივალ უიმზ მედისონი, მცხოვრები მღვდლის სახლში,
ჰარქერთ სენტ-ენტონიში, მაღალ ბალახში იწვა და იმ ვითარებაში
ცხოვრობდა, სადაც უძლური ხდებოდა ისეთი შელოცვაც კი, როგორიც
მშობლიური სახლის მისამართია.

თავი მეექვსე − ურჩხული ციდან ჩამოდის


წყვდიადში მხოლოდ ვარსკვლავები ციმციმებდა. როცა მიხვდნენ, ის
გამყინავი ხმა საიდან მოდიოდა და პერსივალიც ჩაწყნარდა, რალფმა
და საიმონმა მოუხერხებლად ასწიეს პატარა და ქოხისკენ წაიყვანეს. ყო-
ჩაღი სიტყვების მიუხედავად, ღუტა კუდში მისდევდათ და სამი უფროსი
ბიჭი ქოხში ერთად შეძვრა. მოუსვენრად იწვნენ, ხმელ ფოთლებს შრა-
შუნი გაჰქონდა, იწვნენ და ლაგუნის მხარეს ვარსკვლავებიანი ცის ნა-
ჭერს გაჰყურებდნენ. დროდადრო მეზობელ ქოხებში პატარები წამოიყ-
ვირებდნენ, ერთხელ უფროსი ბიჭი ალაპარაკდა სიბნელეში. მერე ამა-
თაც დაიძინეს.
ჰორიზონტს იქით ვერცხლისფერი მთვარე ამოვიდა – ისეთი პატარა,
რომ წყლის თავზე გადმომდგარიც კი ვერ ტოვებდა განათებულ ბილიკს.
მაგრამ ცა სხვაგვარმა შუქმაც გაანათა, ეს შუქი სწრაფად მოძრაობდა,
ციმციმებდა, ქრებოდა, მაგრამ ათიოდე მილის სიმაღლეზე გამართული
ბრძოლის ხმა ჰაერში იკარგებოდა და მიწამდე სუსტი ტკაცუნიც კი ვერ
აღწევდა. მოზრდილების სამყაროდან ნიშანი მოვიდა, მაგრამ იმ დროს
არც ერთ ბავშვს არ ეღვიძა, რომ ეს ნიშანი დაენახა. უეცრად ცა კაშკაშა
აფეთქებამ წამით გაანათა და მერე ზამბარასავით დახვეულმა
ზოლმა გადაიქროლა. კუნძულის თავზე ლაქა გამოჩნდა – პარაშუტ-
ზე ჩამოკონწიალებული ფიგურა ნელა ეშვებოდა. სხვადასხვა სიმაღ-
ლეზე მქროლავი ცვალებადი ქარი თავის ნებაზე აფრიალებდა. მე-
რე, სამი მილის სიმაღლეზე, ქარმა ერთი მიმართულებით დაუბერა,
დაღმავალი მოსახვევებით მოატარა ცა და რიფისა და ლაგუნის გავ-
ლით, მთისკენ გააფრიალა. ფიგურა დაეცა და ფერდობზე, ლურჯ
ყვავილებში ჩაემხო, მაგრამ იქაც უბერავდა, პარაშუტი ატკაცუნდა,
აფართხალდა და აიწია. ასე რომ, ფიგურა მთაზე აფრიალდა, ფეხე-
ბი უკან რჩებოდა და მიწაზე მისთრევდა. იარდს იარდი მოჰყვებოდა,
ბიძგს – ბიძგი, ქარმა ფიგურა ლურჯი ყვავილების გავლით გადაათ-
რია ლოდებსა და წითელ ქვებზე. ბოლოს, პარაშუტი მთის წვერზე,
დამსხვრეულ ლოდებში გაიხლართა. აქ ქარმა ერთი მძლავრად წა-
მოუბერა, პარაშუტის ზონრები ერთმანეთში აბურდა; ზონრებით გა-
კოჭილი ფიგურა ჩაჯდა, ჩაფხუტიანი თავი მუხლებში ჩარგო. ქარის
ყოველ დაბერვაზე ზონრები იჭიმებოდა და ხანდახან პარაშუტისტს
ისე ააწევინებდა თავს, მხრებში ისე შლიდა, თითქოს მთის იქით უნ-
და გადახედვაო. მერე, როგორც კი ქარი კლებულობდა, ზონრები
ისევ მოეშვებოდა, ფიგურა ისევ წინ იხრებოდა და თავს მუხლებში
რგავდა. ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ, ფიგურა მთის წვერზე
იჯდა, მოიხრებოდა, გასწორდებოდა, ისევ მოიხრებოდა.
რიჟრაჟში მთის ძირას, კლდის შორიახლოს, ხმები გაისმა. მოგ-
როვილი ფიჩხიდან და ხმელი ფოთლებიდან ორი ბიჭი გამოძვრა,
ორი დაბინდული ჩრდილი ნამძინარევი ხმით ელაპარაკებოდა ერ-
თმანეთს. ტყუპები იყვნენ, კოცონთან მორიგეობდნენ. თეორიულად
ერთს უნდა სძინებოდა და მეორეს ეფხიზლა. მაგრამ ცალ-ცალკე,
დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ ართმევდნენ თავს და რაკიღა მთე-
ლი ღამე სიფხიზლე შეუძლებელი იყო, ორივე დასაძინებლად წავი-
და. ახლა, მთქნარებით, თვალების ფშვნეტითა და ჩვეული ნაბიჯით
გაემართნენ ჩანავლული სასიგნალო კოცონისკენ. ადგილზე მისუ-
ლებმა მთქნარება შეწყვიტეს და ერთი მათგანი ფიჩხისა და ფოთ-
ლების მოსატანად გაიქცა.
მეორემ ჩაიმუხლა.
– მგონი, ჩაქრა, ხომ იცი.
ჯოხით გაჩხრიკა ნაცარი.
– არა.
გაწვა, ნაცარს ტუჩები ლამის დაადო და ფრთხილად შეუბერა. ბინ-
დბუნდში მისი წითლად განათებული სახე გამოჩნდა. წუთით ბერვა შეწ-
ყვიტა.
– სემ... მომაწოდე ერთი...
– ...დამპალი ჯოხი.
ერიკი ისევ დაიხარა და ისევ ფრთხილად დაუწყო ბერვა. მანამ უბე-
რა, სანამ ნაკვერცხალი არ გაღვივდა. სემმა გახურებულ ადგილს ჯერ
დამპალი ჯოხი დაადო, მერე – ტოტი. სიმხურვალემ იმატა, ტოტს ცეც-
ხლი მოეკიდა, სემმა ტოტები დაამატა.
– ბევრს ნუ დააწყობ, – უთხრა ერიკმა, – მაგდენი არ სჭირდება.
– გავთბეთ ერთი.
– მერე მეტი შეშა გვექნება მოსატანი.
– მცივა.
– მეც.
– ეგეც არ იყოს...
– ...ბნელა. კარგი, შეუკეთე.
ერიკი ისევ ჩაცუცქდა. უყურებდა, როგორ დასტრიალებდა სემი
ცეცხლს. ხმელი ნაფოტებისგან პაწაწინა კარავი დადგა და ცეცხლი მშვი-
დად მოედო შეშას.
– აღარაფერი აკლდათ.
– ცოტაც და...
– ცოფიანია.
– ჰო.
ტყუპები რამდენიმე წუთს უხმოდ შეჰყურებდნენ ცეცხლს. მერე ერიკ-
მა ჩაიფრუტუნა.
– მაგრა გაცოფდა, არა?
– იმ ამბავზე...
– ცეცხლზე და ღორზე.
– კიდევ კარგი, ჩვენს მაგივრად ჯეკს მოხვდა.
– ჰო. გახსოვს სკოლაში ბებერი ცოფიანი?
– ბიიჭებო – თქვეენ – თანდათანობით – მააგიჟებთ!
ტყუპებმა ერთი სიცილით გაიცინეს, მერე სიბნელე და სხვა რა-
მეები გაახსენდათ და აწრიალებულებმა მიიხედ-მოიხედეს, თვალი
ისევ პაწაწინა კარავზე მოდებულმა ალმა მოსტაცათ. ერიკი თვალს
ადევნებდა, როგორ გარბი-გამორბოდნენ დაფეთებული ხის ჭიები,
ვერაფრით რომ ვერ ახერხებდნენ ცეცხლიდან თავის დაღწევას და
ამ სურათმა ის პირველი ხანძარი გაახსენა – ქვემოთ, მთების ციცაბო
ფერდობებზე, სადაც ახლა სრული სიბნელე იდგა. არ სიამოვნებ-
დათ ამის გახსენება. მთის წვერს გახედა.
სახეზე სითბო მოადგა და ესიამოვნა. სემი თავშესაქცევად ტო-
ტებს ცეცხლში რაც შეიძლებოდა ახლო-ახლოს აწყობდა. ერიკი ხე-
ლისგულებს ცეცხლს უფიცხებდა და იმ ადგილს ეძებდა, სადაც სიც-
ხე ლამის აუტანელი გახდებოდა. ზანტად გაიხედა ცეცხლს იქით,
დამსხვრეულ ლოდებს თანდათანობით ადნებოდა ჩრდილები და
მათ ადგილს მზის სხივებით განათებული კონტურები იკავებდა. აქი-
დან დიდი კლდე ჩანდა, მერე სამი ქვა, მერე დაშლილი კლდე, და მე-
რე, კიდევ უფრო შორს... შორს...
– სემ!
– რა იყო?
– არაფერი.
ალი ტოტებს ედებოდა, ქერქი იკლაკნებოდა და ფერფლად ცვი-
ოდა. შეშა ტკაცუნით სკდებოდა. ნაფოტების კარავი შიგნით ჩაიშალა
და მთის წვერზე მოზრდილი წრე გაანათა.
– სემ...
– ჰა, რა იყო?
– სემ! სემ!
სემმა გაღიზიანებულმა გამოხედა. ერიკი თვალს არ აშორებდა
რაღაცას სემის ზურგს უკან და ბიჭს მიხედვისა შეეშინდა. ცეცხლს
ფორთხვით შემოუარა გარშემო, ერიკის გვერდით დაცუცქდა და თვი-
თონაც გაიხედა. ერთმანეთს ხელი სტაცეს და გაშეშდნენ. ორი გაყინუ-
ლი, ერთ წერტილს მიშტერებული მზერა. ორი დაღებული პირი.
შორს, ქვემოთ, ტყემ ამოიოხრა და აგუგუნდა. ორივეს შუბლზე თმა
აუფრიალდა, ცეცხლის ენებს ქარმა წამოუქროლა, დაუბერა და გაფან-
ტა. ბიჭებისგან თხუთმეტი იარდის მანძილზე ქარით გაბერილი ქსოვი-
ლის ტკაცუნი გაისმა.
ორივე ხმაგაკმენდილი იჯდა, ოღონდ კიდევ უფრო მოუჭირეს ხელე-
ბი ერთმანეთს და ყბები ჩამოუცვივდათ. ათიოდე წუთი ასე იყვნენ მო-
კუნტულები; აბორგებული კოცონიდან მთის წვერისკენ კვამლი, ნაპერ-
წკლები და ცეცხლის ენები მიექანებოდა და იქაურობას ანათებდა.
მერე ერთ, თავზარდაცემულ არსებასავით გადაძვრნენ კლდეებზე
და მოკურცხლეს.
რალფი სიზმარს ხედავდა. ლამის რამდენიმე საათი ხმაურით იწ-
რიალა ხმელ ფოთლებში, ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინა. მეზობელ
კარვებში კოშმარებით აყვირებული ბავშვების ხმებიც კი აღარ ესმოდა,
რადგან ახლა იქ იყო, საიდანაც მოვიდა – ბაღში, ღობიდან პონებს შა-
ქარს აჭმევდა.
მერე ვიღაცამ მკლავზე ხელი მოჰკიდა, შეაჯანჯღარა და უთხრა, ჩაის
დალევის დროაო.
– რალფ! გაიღვიძე!
ფოთლები ზღვასავით შრიალებდა.
– რალფ, გაიღვიძე!
– რა მოხდა?
– დავინახეთ...
– ...ურჩხული...
– ...აშკარად!
– ვინა ხართ? ტყუპები?
– ურჩხული დავინახეთ...
– წყნარად! ღუტა!
ფოთლები ისევ შრიალებდა. ღუტა პირდაპირ შეასკდა რალფს, რად-
გან ის უკვე ფერმიხდილი ვარსკვლავებიდან შემოსული შუქისკენ გავარ-
და. ტყუპებმა ხელი სტაცეს:
– გარეთ არ გახვიდე... საშინელი რამეა!
– ღუტა... სად არის შუბები?
– რაღაც ხმა მესმის...
– წყნარად! დაწექით და არ გაინძრეთ!
გასუსულები იწვნენ, ჯერ არ სჯეროდათ, მაგრამ მერე შეძრწუნე-
ბულები უსმენდნენ სუნთქვაშეკრული ტყუპების ჩურჩულს, რომელ-
საც დროდადრო სამარისებური დუმილი ენაცვლებოდა. მალე სიბ-
ნელე კლანჭებით აივსო, რაღაც უცნობითა და იდუმალით აივსო, ბი-
ჭებს რომ ემუქრებოდა. ალიონი უსასრულოდ ნელა ახუნებდა ვარ-
სკვლავებს, და ბოლოს, დაღვრემილმა და ნაცრისფერმა შუქმა, რო-
გორც იქნა, ქოხშიც შემოაღწია. თანდათანობით ამოძრავდნენ, თუმ-
ცა ქოხს გარეთ ისევ უსაშველოდ სახიფათო სამყარო ელოდათ. სიბ-
ნელის ლაბირინთში უკვე გაარკვევდი ახლოს და შორეთს, მაღლა,
ცაში, ღრუბლის ფთილები ფერმა გაათბო. რომელიღაც ზღვის
ფრინველი მჭახე ყივილით აფრთხიალდა, ექო გამოეხმაურა და ტყე-
ში რაღაც აჭყივლდა. ჰორიზონტთან აჭრილი ღრუბელი ვარდის-
ფრად აელვარდა. პალმების გაფოთლილი კენწეროები მწვანედ ხას-
ხასებდა.
რალფმა ქოხის კართან ჩაიმუხლა, თავი გამოჰყო და ფრთხილად
მიიხედ-მოიხედა.
– სემდერიკ. ყველას კრებაზე დაუძახეთ. წყნარად. წადით.
აკანკალებულმა, ხელჩაკიდებულმა ტყუპებმა, როგორც იქნა, გა-
ბედეს რამდენიმე იარდზე გახოხება, მეზობელ ქოხში შეცვივდნენ
და საზარელი ახალი ამბავი გაავრცელეს. რალფმა გადაწყვიტა,
ღირსება არ დაეკარგა, ადგა და ბაქნისკენ გაემართა, მაგრამ მუხლე-
ბი უკანკალებდა. ღუტა და საიმონი უკან მიჰყვებოდნენ, მერე დანარ-
ჩენები მიიძურწებოდნენ.
რალფმა გაპრიალებული ხიდან საყვირი ჩამოხსნა და ტუჩებთან
მიიტანა, მაგრამ გადაიფიქრა. ნიჟარა უხმოდ ასწია და ამის მიზეზს
ყველა მიხვდა.
ჰორიზონტიდან მარაოსავით გადაშლილმა სხივებმა ახლა მიწა-
ზე გადმოინაცვლეს. რალფმა წუთით გახედა ოქროსფერ ზოლს,
მარჯვნიდან რომ ანათებდათ, თანდათანობით მატულობდა და თით-
ქოს უადვილებდა სიტყვის თქმას. მის გარშემო შემოხვეულ ბიჭებს ყალ-
ყზე შემდგარი სანადირო შუბები ეჭირათ.
საყვირი ერიკს გადასცა. ტყუპებიდან ის უფრო ახლოს იდგა.
– ურჩხული საკუთარი თვალით ვნახეთ. არა... არ გვეძინა.
სემმა სიტყვა ჩამოართვა. ჩვეულებისამებრ, საყვირის დაჭერის უფ-
ლებით ტყუპები ერთდროულად სარგებლობდნენ, რადგან ყველა აღია-
რებდა მათ განუყრელობას.
– ბანჯგვლიანი იყო. თავს უკან რაღაც მოძრაობდა – მე მგონი, ფრთე-
ბი. თვითონაც მოძრაობდა.
– საშინელება იყო. ეტყობა, დაჯდა და...
– ცეცხლი გიზგიზებდა...
– ის-ის იყო, დავანთეთ...
– ...შევუკეთეთ...
– ისეთი თვალები აქვს...
– კბილები...
– კლანჭები...
– ისე მოვკურცხლეთ...
– ხან რას ვეჯახებოდით, ხან რას...
– ურჩხული გამოგვეკიდა...
– დავინახე, ხეებს ეფარებოდა...
შეშფოთებულმა რალფმა ერიკს ეკლებით დაკაწრულ სახეზე მიუთი-
თა:
– ეგ როგორ დაგემართა?
ერიკმა ახლაღა იგრძნო, რომ სახეზე რაღაც სჭირდა.
– სულ დაჩეხილი ვარ. სისხლი მომდის?
გარს შემოხვეულმა ბიჭებმა თავზარდაცემულებმა დაიხიეს უკან.
ნამძინარევ ჯონის უეცრად ხმამაღალი ტირილი წასკდა, ბილმა მანამ
უტყაპუნა ზურგზე ხელი, სანამ პატარა არ დაწყნარდა. კაშკაშა დილა ახ-
ლა ხიფათით იყო სავსე და წრემ თანდათანობით პირი იბრუნა. ბიჭები
ახლა უფრო აქეთ-იქით იყურებოდნენ, ვიდრე წრეში, წამახული ხის შუ-
ბები ღობეს დაემგვანა. ჯეკმა ისევ წრისკენ შემოატრიალა ბიჭები.
– ეს ნამდვილი ნადირობა იქნება! ვინ წამოვა?
რალფი შეშფოთებით შეიშმუშნა.
– ეგ შუბები ხისაა. ნუ სულელობ.
– შეგეშინდა? – გამომწვევად შესცინა ჯეკმა.
– რა თქმა უნდა, შემეშინდა. ვის არ შეეშინდებოდა.
და უიმედოდ მიუბრუნდა ტყუპებს:
– ხომ არ გვასულელებთ, ჰა?
ისე აღელვებულებმა უპასუხეს, რომ საეჭვო აღარაფერი იყო.
ღუტამ საყვირი გააქნია.
– არ შეიძლებოდა, რომ... ვთქვათ... აქ დავრჩენილიყავით? იქნებ
ურჩხული არც მოგვიახლოვდეს.
რალფი თავს ვერ შეიკავებდა და უყვირებდა, ისეთი გრძნობა
რომ არ ჰქონოდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა.
– აქ დავრჩეთ? ამ ერთი ბეწო კუთხეში შევიკუნჭოთ და სულ ვიღა-
ცას ვდარაჯობდეთ? საჭმელი როგორ ვიშოვოთ? ცეცხლს რა ვუყოთ?
– აბა, დავიძრათ, – მოუთმენლად თქვა ჯეკმა, – დროს ვკარგავთ.
– არ ვკარგავთ. პატარებს რა ვუყოთ?
– ვინმემ უნდა მიხედოს.
– აქამდე არავის მიუხედავს.
– აქამდე არ იყო საჭირო! ახლა საჭიროა. ღუტა მიხედავს.
– სწორია. არაფერი მოუვიდეს შენს ღუტას.
– იფიქრე, რას ამბობ. რა შეუძლია ცალთვალა ღუტას?
დანარჩენები ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ ხან რალფს,
ხან ჯეკს.
– და კიდევ ერთი. ჩვეულებრივი ნადირობა არ ივარგებს, რადგან
ურჩხული ნაკვალევს არ ტოვებს. ასე რომ არ იყოს, აქამდე მის ნაკვა-
ლევს სადმე ნახავდით. როგორც ვიცი, ურჩხული ხიდან ხეზე გადა-
დის უხსენებელივით.
თავი დაუქნიეს.
– ასე რომ, უნდა მოვიფიქროთ.
ღუტამ გატეხილი სათვალე მოიხსნა და გადარჩენილი მინა გაწ-
მინდა.
– რალფ, მერე ჩვენ?
– საყვირი არ გიჭირავს. აჰა, გამომართვი.
– იმას ვამბობ... ჩვენ რა ვქნათ? ვთქვათ, ურჩხული მოვიდა, როცა აქ
არ იქნებით. მე წესიერად ვერ ვხედავ, და თუ შემეშინდა...
ამრეზილმა ჯეკმა შეაწყვეტინა.
– შენ ყოველთვის გეშინია.
– საყვირი მე მაქვს...
– საყვირი! საყვირი! – აღრიალდა ჯეკი, – საყვირი აღარ გვჭირდება.
ისედაც ვიცით, ვინ უნდა ლაპარაკობდეს. რა გვარგო საიმონის ან ბილის
ან უოლტერის ლაპარაკმა? უკვე დროა, ვიღაცეები გაჩუმდნენ და დანარ-
ჩენებს გვაცალონ გადაწყვეტა...
რალფს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. სახეზე სისხლი მოაწვა.
– შენ საყვირი არა გაქვს, – უთხრა ჯეკს, – დაჯექი.
ჯეკი მიტკალივით გაფითრდა, ჭორფლები მკაფიოდ დაეტყო, ყავის-
ფერი ჭორფლები. ტუჩები დაისველა. არ დაჯდა.
– ...ეს მონადირეების საქმეა.
დანარჩენები გაფაციცებულები იდგნენ. ღუტამ უხერხულად იგრძნო
თავი, შეცბა, საყვირი რალფს დაუდო მუხლებზე და დაჯდა. დამთრგუნ-
ველი სიჩუმე ჩამოვარდა. ღუტა სუნთქვაშეკრული იჯდა.
– ეს მარტო მონადირეების საქმე აღარ არის, – თქვა ბოლოს რალ-
ფმა, – იმიტომ, რომ ურჩხულს კვალში ვერ ჩავუდგებით. არ გინდა, რომ
გადაგვარჩინონ?
შეკრებილებს მიუტრიალდა:
– არ გინდათ, რომ გადაგვარჩინონ?
ჯეკს შეხედა.
– ვამბობდი, ცეცხლი ყველაზე მნიშვნელოვანია-მეთქი. ახლა ცეც-
ხლი ჩამქრალი იქნება...
იმ ძველმა ბრაზმა უშველა და შეტევის ძალა შემატა.
– ვინმე რამეს ფიქრობს თუ არა? ცეცხლი ისევ უნდა დავანთოთ. ეს
არასდროს არავის არ გახსოვთ. ჯეკ, შენ გახსოვდა? თუ არც ერთს არ გინ-
დათ, რომ გადაგვარჩინონ?
დიახ, უნდოდათ გადარჩენა, ეს უეჭველი იყო; კიდევ ერთხელ აღ-
მოჩნდა ყველა რალფის მხარეს და დაძაბულობა განელდა. ღუტამ
შვებით ამოისუნთქა და სტვენა ამოაყოლა, ისევ ჩაისუნთქა, სული
შეუგუბდა. მორზე გადაქანდა, პირი დააღო და ტუჩებთან ლურჯი
ჩრდილი მიეპარა. არავის არ მიუქცევია ყურადღება.
– ახლა დაფიქრდი, ჯეკ. კუნძულზე არის ისეთი ადგილი, სადაც
არ ყოფილხარ?
– ერთი... – უხალისოდ უპასუხა ჯეკმა, – ჰო, რასაკვირველია! გახ-
სოვს? კუდწაგრძელებული ადგილი, ლოდები ერთად რომ არის მიყ-
რილი. იქვე, ახლოს, ნამყოფი ვარ. კლდისგან რაღაც ხიდივითაა გა-
კეთებული. ის ერთადერთი ასასვლელია.
– ალბათ ისიც იქ ცხოვრობს.
ყველა ერთად ალაპარაკდა.
– ჩუმად! კარგი, მოვძებნოთ. ურჩხული იქ თუ არ დაგვხვდა, მთა-
ზე ავიდეთ, და გავიხედოთ. ცეცხლსაც დავანთებთ.
– წავიდეთ.
– ჯერ ვჭამოთ. მერე წავიდეთ.
რალფი შეყოვნდა:
– შუბების წაღება აჯობებს.
ჭამის შემდეგ რალფი უფროსებთან ერთად გაუყვა ნაპირს. ღუტა
ბაქანზე დატოვეს. სხვა დღეებივით, ეს დღეც მზის აბაზანას ჰპირდე-
ბოდათ ლურჯი თაღის ქვეშ. მათ წინაშე ნაპირი შორს გაჭიმულიყო
მოხდენილ რკალად, მერე ტყეს უერთდებოდა; დღეს ჯერ არ ჩამო-
ეშვა მირაჟის ცვალებადი პირბადე. ბიჭები რალფს მიჰყვებოდნენ,
ფრთხილად მიდიოდნენ პალმებიანი ტერასის გასწვრივ, წყლის პი-
რას, მხურვალე ქვიშაზე ჩასვლას ვერ ბედავდნენ. რალფმა წინ ჯეკი
გაიძღოლა და ისიც თეატრალური
სიფრთხილით მიაბიჯებდა, თუმცა მტერი რომ გამოჩენილიყო,
ორი იარდიდანაც დაინახავდნენ. რალფი უკან მიჰყვებოდა და მად-
ლიერიც იყო, რომ ცოტა ხნით პასუხისმგებლობა სხვას გადააბარა.
რალფის წინ მიმავალ საიმონს ეჭვი ღრღნიდა – კლანჭებიანი ურ-
ჩხული, რომელიც იკაწრებოდა, მთის წვერზე იჯდა, ნაკვალევს არ
ტოვებდა და სემდერიკს მაინც ვერ დაეწია. საიმონი ამ ურჩხულზე ფიქ-
რისას შინაგანი წარმოსახვით ადამიანს ხედავდა – გმირსა და სნეულს.
ამოიოხრა. სხვებს შეუძლიათ, კრებაზე ადგნენ და ნათლად ილაპა-
რაკონ, საშინელი მორცხვობის გარეშე; შეუძლიათ, ისე თქვან სათქმე-
ლი, თითქოს ერთ კაცს მიმართავენ. საიმონმა ნაბიჯი განზე გადგა და
უკან მოიხედა. რალფი მშვიდად მოაბიჯებდა, შუბი მხარზე ჰქონდა გა-
დებული. დარცხვენილმა საიმონმა ნაბიჯი შეანელა, რალფს დაუცადა,
გვერდით გაჰყვა და თვალებზე ჩამოშლილი შავი თმიდან ახედა, რალ-
ფმა მზერა შეაგება, ნაძალადევად გაუღიმა, თითქოს დაავიწყდა, სა-
იმონმა წინა დღეს თავი რომ გაისულელა, მერე ისევ განზე გაიხედა, ცა-
რიელი თვალები ჰქონდა. ერთი-ორი წუთი საიმონს უხაროდა, რომ ხე-
ლი არ ჰკრეს, მერე საკუთარ თავზე ფიქრი შეწყვიტა. ხეს რომ დაეჯახა,
რალფმა გაღიზიანებულმა განზე გაიხედა და რობერტმა ჩაიფხუკუნა.
საიმონი მიტრიალდა, შუბლი გაუწითლდა და სისხლმა გამოჟონა. რალ-
ფმა საიმონს თავი ანება და საკუთარ ჯოჯოხეთს მიუბრუნდა. როცა იქ-
ნება, ციხე-კოშკს მიუახლოვდებიან და მაშინ ბელადი წინ უნდა წავიდეს.
ჯეკმა უკან მოირბინა:
– ცოტაღა დარჩა.
– კეთილი. რაც შეიძლება, მივუახლოვდეთ.
ჯეკის კვალდაკვალ შეუდგა აღმართს ციხესიმაგრისკენ. მარცხნივ გა-
უვალი ადგილები იყო – ლიანები და ხეები ერთმანეთში აბურდულიყ-
ვნენ.
– რატომ არ შეიძლება, სულაც იქ იყოს?
– იმიტომ, რომ შევნიშნავდით. აქ არავინ არც შესულა და არც გამო-
სულა.
– ვნახოთ.
რალფმა ბალახის ფარდა აქეთ-იქით გადასწია და გაიხედა. ქვიანი
გზა სულ რამდენიმე იარდზე გრძელდებოდა, მერე კუნძულის ორი მხა-
რე თითქმის ერთდებოდა, და მოსალოდნელი იყო, რომ წვეტიანი კონ-
ცხი დახვედროდათ. მაგრამ ამის ნაცვლად ვიწრო, რამდენიმე იარდის
სიგანისა და თხუთმეტიოდე
იარდის სიგრძის კლდე კუნძულს ებმოდა და ზღვაში გადიოდა.
აქვე ჩანდა იმ ვარდისფერი ოთხკუთხედების კიდევ ერთი ნაწილი,
კუნძული რომ ეყრდნობოდა. აქ, ციხესიმაგრის დაახლოებით ასი
ფუტი სიმაღლის მხარეს, ის ვარდისფერი ბასტიონი იყო, მთის წვე-
რიდან რომ დაინახეს. დამსკდარი კლდის თავზე უზარმაზარი ლო-
დები ეყარა.
რალფის ზურგს უკან მაღალი ბალახი მდუმარე მონადირეებით
იყო სავსე. რალფმა ჯეკს შეხედა.
– შენ მონადირე ხარ.
ჯეკი გაწითლდა.
– ვიცი. აბა, წავედი.
რალფს გულის სიღრმიდან ამოსულმა რაღაცამ ათქმევინა:
– მე ბელადი ვარ. მე წავალ, ახლა კამათი არ დამიწყო.
დანარჩენებს მიუბრუნდა.
– თქვენ აქ დაიმალეთ და დამელოდეთ.
მიხვდა, რომ ხმა ან ჩაუწყდებოდა, ან პირიქით, აყვირდებოდა.
ჯეკს შეხედა.
– შენ გგონია...
– ყველგან ნამყოფი ვარ, – ჩაიბუტბუტა ჯეკმა, – აქ უნდა იყოს.
– გასაგებია.
– მე არა მჯერა მაგ ურჩხულის, – უხერხულად ამოღერღა საიმონ-
მა.
რალფმა ისე თავაზიანად უპასუხა, თითქოს ამინდზე საუბრობ-
დნენ.
– ჰო, მეც ეგრე მგონია.
ტუჩები დაუწვრილდა და გაუფითრდა. ძალიან ნელა გადაიწია
თმა.
– კარგი. აბა, ჯერჯერობით.
თავს ძალა დაატანა, რომ ფეხი გადაედგა. ასე, ძლივძლივობით
მიაბიჯებდა, სანამ ვიწრო ადგილას არ გავიდა.
ყოველი მხრიდან გაშლილი სივრცე ერტყმოდა. გზის გაგრძელე-
ბა რომც არ ყოფილიყო საჭირო, ვერსად დაიმალებოდა. ვიწრო გა-
სასვლელში შეყოვნდა და ქვემოთ ჩაიხედა. საუკუნეებით თუ ავითვლი-
დით, მალე წყალი ციხესიმაგრესაც კუნძულად აქცევდა. მარჯვნივ ლაგუ-
ნას ზღვა არხევდა, მარცხნივ კი ...
რალფი აიწურა. ლაგუნა წყნარი ოკეანისგან იცავდათ. რატომღაც
მხოლოდ ჯეკი ჩადიოდა წყალთან მეორე მხრიდან. ახლა სადამდეც
თვალი მისწვდებოდა, უფსკრულში ჩაიხედა. ეს უფსკრული თითქოს
სუნთქავდა – ვეება არსებასავით. წყალი ნელა იხევდა უკან, კლდეებს
შორის და გრანიტის ვარდისფერი ფილები, უცნაურად ამოზრდილი
მარჯანი, წყალმცენარეები ჩანდა. ქვემოთ, სულ ქვემოთ, ხის კენწერო-
ებში დაბერილი ქარივით ჩურჩულებდა წყალი. ერთი ბრტყელი ლოდი
მაგიდას ჰგავდა, წყალი ქვემოდან უვლიდა ოთხ ლერწმიან მხარეს და ამ
გვერდებს პატარა კლდეებს ამსგავსებდა. მერე მძინარე ლევიათანმა
ამოისუნთქა, წყალმა აიწია, ლერწმები შეირხა და წყალი მდუღარესა-
ვით ამობუყბუყდა გრანიტის მაგიდაზე. ტალღები აქ თითქოს ზედ კი არ
უვლიდნენ, მხოლოდ წუთით ამოდიოდნენ და ჩადიოდნენ, ამოდიოდ-
ნენ და ჩადიოდნენ.
რალფი წითელი კლდისკენ მიტრიალდა. უკან, მაღალ ბალახში, ბი-
ჭები იცდიდნენ, თვალს ადევნებდნენ, რას იზამდა. ხელისგულები ცივი
ოფლით დაუსველდა; გაკვირვებული მიხვდა, რომ სინამდვილეში სუ-
ლაც არ ელოდა ურჩხულთან შეხვედრას, და თუ მართლა შეხვდებოდა,
არც იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო.
კლდეზე აცოცება შეეძლო, მაგრამ ეს აუცილებელი არ იყო. ოთხკუთ-
ხედ კლდეს გარშემო სწორი შვერილი უვლიდა, ასე რომ, მარჯვნივ, ლა-
გუნის თავზე შეიძლებოდა ამ შვერილზე გაგევლო და კუთხეს მოფარე-
ბოდი. ადვილი გასავლელი გზა იყო, მალე კლდეს შემოუარა და ახედა.
მოულოდნელი აქ არაფერი დახვდა: ვარდისფერ, ჩამოშლილ ლო-
დებს ზღვის ფრინველების სკორე თეთრი მინანქარივით ეფინებოდა;
ციცაბო ფერდობი ადიოდა ბასტიონზე დაყრილი, დამსხვრეული ლო-
დებისკენ.
ფაჩუნზე მოტრიალდა, შვერილზე ჯეკი მოცოცავდა.
– მარტო ხომ ვერ გამოგიშვებდი.
რალფს ხმა არ ამოუღია. კლდეებში გავიდა, პატარა გამოქვაბუ-
ლი დაათვალიერა – ყველაზე საშინელი, რაც
იქ დახვდა, რამდენიმე ლაყე კვერცხი იყო, მეტი არაფერი. ბო-
ლოს რალფი დაჯდა, მიიხედ-მოიხედა და შუბის წვერით კლდეზე
დააკაკუნა.
ჯეკი აღტაცებული იყო.
– რა ადგილია ციხე-სიმაგრისთვის!
შხეფებმა დაასველა.
– სასმელი წყალი არ არის.
– მაშ ეს რაღაა?
კლდეზე, ზემოთ, მართლაც რაღაც მწვანე ლაქა ჩანდა. აცოცდნენ
და წამოწანწკარებული წყალი გასინჯეს.
– ქოქოსის ნაჭუჭი უნდა მიუდგა და სულ სავსე გექნება.
– დიდი მადლობა. უვარგისი ადგილია.
გვერდიგვერდ აიარეს ბოლო აღმართიც, კლდის დავიწროებულ
წვერს დამტვრეული ლოდი აგვირგვინებდა. ჯეკმა ხელი ჰკრა და ქვა
ოდნავ გაჭრიალდა.
– გახსოვს...
ორივემ მათ შორის გაჩენილ შუღლზე იფიქრა. ჯეკმა სხაპასხუ-
პით მიაყარა.
– აქ პალმა უნდა შევუყენოთ და მტერი თუ მოგვიახლოვდება...
შეხედე!
ასიოდე ფუტით ქვემოთ ვიწრო დამბა იყო. მერე ქვიანი მიწა, მე-
რე ბალახები – წვერები წერტილებივით რომ უჩანდათ, და უკან –
ტყე.
– ერთს დააწვები და... ჰერიი! – წამოიძახა აღტაცებულმა ჯეკმა.
ხელი მოიქნია. რალფი მთისკენ იყურებოდა.
– რა მოხდა?
რალფი მოუბრუნდა:
– რაზე მეკითხები?
– რაღაც... უცნაურად იყურები.
– სიგნალი არ არის! ვერავინ დაგვინახავს.
– სულ გაგაგიჟა ამ სიგნალმა?
– სხვა რა გვიშველის.
შუბი ყანყალა ლოდს მიაყუდა და ორივე ხელით გადაიწია თმა.
– უკან უნდა დავბრუნდეთ და მთაზე ავიდეთ. იქიდან დაინახეს ურ-
ჩხული.
– იქ აღარ იქნება.
– აბა, სხვა რა ვქნათ?
ბალახში ჩამსხდარმა ბიჭებმა ჯეკი და რალფი საღსალამათები რომ
დაინახეს, სამალავი მიატოვეს და მზის სინათლეზე გამოვიდნენ. დაზ-
ვერვით აღტაცებულებს ურჩხულიც გადაავიწყდათ, ხიდზე გადაირბინეს
და ჟივილ-ხივილით დაიწყეს აცოცება. რალფი ცალი ხელით უზარმა-
ზარ წითელ ლოდზე მიყრდნობილი იდგა. ლოდი დამტვრეულ და ხევზე
გადაკიდებულ, აყანყალებულ წისქვილის დოლაბს ჰგავდა. ბიჭი დაღ-
ვრემილი შეჰყურებდა მთას, შეკრულ მუშტს ურტყამდა მარჯვნივ, წი-
თელ კედელს. ტუჩებმოკუმული იდგა, ჩამოშლილი თმიდან ნაღვლია-
ნად იმზირებოდა.
– კვამლი.
დაშავებული მუშტი მოიწუწნა.
– ჯეკ! წავედით.
მაგრამ ჯეკი არ ჩანდა. შეჯგუფებული ბიჭები, რომელთა ხმაური არც
შეუნიშნავს, ლოდს აწვებოდნენ. როცა მიბრუნდა, ლოდი ღრჭიალით
დაიძრა და ზღვაში ჩაეშვა, იქიდან შხუილით ამოვარდნილი წყლის სვე-
ტი კლდეს შუამდე მისწვდა.
– გეყოფათ! გეყოფათ!
მისმა ხმამ ყველა უეცრად დაადუმა.
– კვამლი.
თავში რაღაც უცნაური დაემართა. თითქოს შიგნით რაღაცა გაუფ-
რთხიალდა ღამურასავით და აზრი დაუბინდა.
– კვამლი.
მყისვე აზრიც დაუბრუნდა და ბრაზიც.
– კვამლი გვჭირდება. თქვენ კიდევ დროს ჰკარგავთ. ლოდებს აგო-
რებთ.
– ქვეყნის დრო გვაქვს! – იყვირა როჯერმა.
რალფმა თავი გაიქნია.
– მთაზე უნდა წავიდეთ.
ყაყანი ატყდა. ზოგს ნაპირზე დაბრუნება უნდოდა, ზოგს – ქვების
დაგორება. კაშკაშა მზემ ბინდთან ერთად ხიფათიც გაახუნა, ძალა
დაუკარგა.
– ჯეკ, ურჩხული შეიძლება მეორე მხარეს იყოს. გაგვიძეხი. შენ
ხომ ნამყოფი ხარ.
– ნაპირს დავუყვეთ. იქ ხილიც არის.
რალფს ბილი მიუახლოვდა.
– არ შეიძლება, ცოტა ხანს აქ გავჩერდეთ?
– სწორია.
– ციხესიმაგრე მოვაწყოთ...
– აქ საჭმელი არ არის, – თქვა რალფმა, – არც ქოხი. სასმელი წყა-
ლიც ცოტაა.
– დიდებული ციხესიმაგრე გამოვა.
– ქვებს დავაგორებთ...
– პირდაპირ ხიდზე...
– გითხარით, უნდა წავიდეთ-მეთქი! – იყვირა გააფთრებულმა
რალფმა, – ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. ახლავე მივდივართ!
– დავრჩეთ...
– ქოხში დავბრუნდეთ...
– დავიღალე...
– არა!
რალფმა ხელზე კანი აიგლიჯა. ტკივილი არც უგრძვნია.
– ბელადი მე ვარ. ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. მთას ვერ ხე-
დავთ? სიგნალი არა ჩანს. ყოველ წუთში შეიძლება, გემმა გამოი-
აროს. თქვენ რა, ყველამ გააფრინეთ?
აჯანყებული ბიჭები ჩაჩუმდნენ, აქა-იქ ჩურჩულიღა ისმოდა.
ჯეკი კლდეზე დაეშვა და ხიდისკენ გაემართა.
თავი მეშვიდე − ჩრდილები და მაღალი ხეები
ღორების ბილიკი წყლის პირას დახვავებულ ლოდებთან გადიოდა
და რალფი კმაყოფილი იყო, რომ ჯეკი მიუძღოდათ. თუ მოახერხებდი,
წაგეყრუებინა, როგორი ჩუმი შრიალით ლოკავდა და ისევ აწყდებოდა
ნაპირს ტალღა, თუ მოახერხებდი, დაგევიწყებინა, როგორი გულისგა-
მაწვრილებელი და აბეზარი გვიმრებით იყო სავსე ორივე მხარე, მაშინ
შეიძლებოდა, როგორღაც ამოგეგდო თავიდან ურჩხული და ცოტა ხანს
გეოცნება. მზე შუბისტარზე აიწვერა და კუნძულს ნაშუადღევის სიცხე გა-
დაეფარა. რალფმა ჯეკს შეუთვალა და როგორც კი ხიდს მიუახლოვ-
დნენ, მთელი ჯგუფი საჭმელად გაჩერდა.
რალფი იდგა და გრძნობდა, რომ სიცხემ ახლაღა დააჭირა. ზიზღით
გაიძრო რუხი პერანგი და იფიქრა, მე მგონი, დროა, ამის გარეცხვა გავბე-
დოო. იჯდა ამ კუნძულისთვისაც კი უჩვეულო სიცხეში და თავის მოწეს-
რიგებაზე ფიქრობდა. კარგი იქნებოდა, მაკრატელი რომ ჰქონოდა და
თმა შეეჭრა – ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა – ამ ტურტლიან თმას
სულ გაიკრეჭდა, მხოლოდ ნახევარ დუიმს დაიტოვებდა. კარგი იქნებო-
და, ებანავა, როგორც წესია, ისე. ქაფით სავსე აბაზანაში. კბილებზე დაკ-
ვირვებით გაისვა ენა და გადაწყვიტა, რომ არც კბილის ჯაგრისი აწყენ-
და. ახლა კიდევ ფრჩხილები...
რალფმა ხელი გადააბრუნა და ფრჩხილები დაითვალიერა. ბოლომ-
დე მოკვნეტილი ჰქონდა, თუმცა აღარც ის ახსოვდა, როდის დაუბრუნდა
ამ ჩვევას, არც ის, როდის მოსწონდა ეს საქმე.
– მალე ცერის წოვასაც დავიწყებ.
უჩუმრად მიიხედ-მოიხედა. ეტყობა, არავის არ გაუგონია. მონადი-
რეები ისხდნენ, მსუბუქი საკვებით იყორავდნენ მუცლებს და ცდილობ-
დნენ, საკუთარი თავი დაერწმუნებინათ, რომ მშვენივრად ჰყოფნიდათ
ბანანები და ის რაღაც ზეთისხილისფერი-მორუხო, ჟელესავით ხილი.
როცა გაახსენდა, ადრე როგორი გაკრიალებული დადიოდა, რალფმა ბი-
ჭებიც მოათვალიერა. ჭუჭყიანები იყვნენ, ოღონდ ისე თვალშისაცემად
კი არა, როგორც ტალახში ჩავარდნილი ან წვიმიან დღეს წაქცეული ბი-
ჭები. ვერც ერთზე ვერ იტყოდი, შხაპის გარდა ვერაფერი უშველისო, მაგ-
რამ... ალაგ-ალაგ გაბურდულ, უზომოდ ჩამოზრდილ თმაში ხმელი
ფოთლები და ჩხირები ჰქონდათ გაჩრილი; სახეები საჭმლითა და ოფ-
ლით ჩამორეცხოდათ, მაგრამ აქა-იქ, მოფარებულ ადგილებში, სახე-
ზეც რაღაც ჩრდილივით დასდებოდათ; გაცვეთილი ტანსაცმელი
ოფლისაგან ამათაც გახევებული ჰქონდათ და დეკორისთვის ან მო-
სახერხებლად კი არ ეცვათ, არამედ ისე – ჩვევის გამო; სხეულზე მა-
რილიანი ნადები გასჩენოდათ...
გულჩაწყვეტილმა აღმოაჩინა, რომ ამ ვითარებას შეეგუა და აღა-
რც ანაღვლებდა. ამოიოხრა, გაკრეფილი ტოტი მოისროლა. მონა-
დირეები უკვე თავიანთ საქმეზე მიიპარებოდნენ ტყეში ან ქვემოთ,
კლდეებთან. მოტრიალდა და ზღვას გახედა.
აქ, კუნძულის მეორე მხარეს, სრულიად სხვაგვარი პეიზაჟი იყო.
სიფრიფანა, ჯადოსნური მირაჟები ოკეანის ცივ წყალს ვერ უძლებ-
დნენ და ჰორიზონტი მტკიცედ კვეთდა სილურჯეს. რალფი კლდე-
ებისკენ წაბოდიალდა. აქ, ქვემოთ, ლამის ზღვის დონეზე, შეიძლე-
ბოდა თვალი გედევნებინა ღრმა წყალში ამობურცული ტალღების
უწყვეტი მოძრაობისთვის. უსაზღვრო მანძილზე გადაჭიმულ ზვირ-
თებს არაფერი ეღობებოდა და ზღუდავდა, ტალღები მთელ სიგრძე-
ზე მიჰყვებოდნენ კუნძულს და არაფერს დაგიდევდნენ; არც წინ მი-
იწევდნენ; უბრალოდ, მთელი ოკეანე აიწევდა და ეშვებოდა. წყალი
დგაფუნით გალოკავდა ნაპირს, კლდესთან დაიხევდა, მბრწყინავი
თმის მსგავს წყალმცენარეებს ჩამოუვლიდა; მერე შეყოვნდებოდა,
ძალას მოიკრებდა, ხმაურით წამოიმართებოდა, დაუოკებლად მიაწ-
ყდებოდა პატარა კლდეს, ბოლოს მკლავით მისწვდებოდა ღრმუ-
ლებს და ააქაფებდა.
რალფი ტალღებს თვალს არ აშორებდა, თვითონაც აჰყვა წყლის
აღმა-დაღმა ქანაობას, ვიდრე შორი ზღვის ლივლივმა თვითონაც არ
დააბორიალა. მერე ლამის უსაზღვრო ზღვამ ერთი რამ აფიქრებინა:
ეს გამყოფი იყო. კუნძულის მეორე მხარეს, შუადღის მირაჟით გაბრუ-
ებულს, წყნარ ლაგუნას შეფარებულს, შეიძლებოდა გადარჩენაზე
გეოცნება; მაგრამ აქ, უხეში, უგრძნობი ოკეანის პირისპირ, ყველა-
ფერს მოწყვეტილი, გრძნობდი, რომ ხაფანგში ხარ მომწყვდეული, უმ-
წეო ხარ, განწირული ხარ...
საიმონი ლამის ყურთან აულაპარაკდა. რალფი ახლაღა მიხვდა,
რომ ორივე ხელით რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კლდეს შემოხვეოდა,
დაგრეხილი იდგა, კისერი გაშეშებოდა, პირი დაეღო.
– ნუ დარდობ, ბოლოს შინ დაბრუნდები.
საიმონი თავს უქნევდა. ცალ მუხლზე იდგა და იმ კლდიდან ჩამოს-
ცქეროდა, რომელზეც რალფი ორივე ხელით იყო ჩაბღაუჭებული. მეორე
ფეხი რალფის გვერდით ჰქონდა ჩამოკიდებული.
განცვიფრებული და შემცბარი რალფი ცდილობდა, საიმონისთვის
სახეზე რამე შეეტყო.
– ძალიან დიდია. იმას ვამბობ, რომ...
საიმონმა თავი დაუქნია.
– სულერთია. აუცილებლად დაბრუნდები. რა ვიცი, მე ასე მგონია.
რალფი მოეშვა. ზღვას გახედა და მწარედ გაუღიმა საიმონს.
– გემი ჯიბეში გყავს?
საიმონმა გაუცინა და თავი გააქნია.
– მაშ, რა იცი?
საიმონმა აღარ უპასუხა.
– გარეკილი ხარ, – ცივად უთხრა რალფმა.
საიმონმა გაშმაგებით გააქნია თავი, უხეში, შავი თმა აქეთ-იქით გა-
უფრიალდა და სახეზე ჩამოეშალა.
– არა, არა ვარ. უბრალოდ, ვიცი, რომ უეჭველად დაბრუნდები.
ერთხანს ორივე დუმდა, მერე უცებ ერთმანეთს გაუღიმეს.
შამბნარიდან როჯერმა დაიძახა:
– მოდით! ნახეთ!
ღორების ბილიკთან მიწა აჩიჩქნილი იყო და განავალს ორთქლი ას-
დიოდა. ჯეკი დაიხარა და ისე ახლოს მიიტანა სახე, თითქოს ძალიან უყ-
ვარდა.
– რალფ... სხვა რამეზე კი ვნადირობთ, მაგრამ ხორცი მაინც გვჭირ-
დება.
– თუ გზა არ გაგვიმრუდდება, ნადირობაც შეიძლება.
ისევ დაიძრნენ. ურჩხულის ხსენებით შეშინებული მონადირეები
ერთ ჯგუფად მიაბიჯებდნენ, ჯეკი წინ მიუძღოდათ. უფრო ნელა მი-
დიოდნენ, ვიდრე რალფი ელოდა, ისე რომ, ერთი მხრივ, ახარებდა
კიდეც ასეთი ზოზინი და შუბს მიიქნევდა. ჯეკი რაღაცას წააწყდა, რაც
მისი რაზმისთვის საგანგებო აღმოჩნდა და პროცესია გაჩერდა.
რალფი ხეს მიეყრდნო, მყისვე ოცნებაში წავიდა. ნადირობაზე ჯეკი
აგებდა პასუხს, მთაზე ასვლასაც მოასწრებს...
დიდი ხნის წინ მამას გაჰყვა ჩატემიდან დევენპორტში. ხავსიან
ჭაობში, კოტეჯში ცხოვრობდნენ. რალფს სხვაგანაც უცხოვრია, მაგ-
რამ იქაურობა ყველაზე ნათლად დაამახსოვრდა, რადგან მერე სკო-
ლაში გააგზავნეს. მაშინ დედა ჯერ კიდევ მათთან იყო და მამა ყო-
ველდღე მოდიოდა შინ. ბაღის გარშემო შემორტყმულ ქვის ღობეს-
თან ველური პონები იყრიდნენ თავს. თოვდა. კოტეჯის უკან პატარა
ქოხი იყო, შეიძლებოდა იქ წამოწოლილიყავი და გეცქირა, როგორ
ბარდნიდა. გეყურებინა, ყოველი ფიფქის გადნობისას მიწა როგორ
სველდებოდა; დაინახავდი პირველ ფიფქს, რომელიც დაეცა და
აღარ დადნა და
თვალის მიადევნებდი, როგორ თეთრდებოდა თანდათან მიწა.
თუ შეგცივდებოდა, სახლში შეხვიდოდი და იქიდან გამოიხედავდი
ფანჯარაში, გვერდით სპილენძის ელვარე ჩაიდანი და ლურჯი კაცუ-
ნებით მოხატული თეფში იდგა...
დასაძინებლად რომ წახვიდოდი, საწოლში დატკბილულ ბატი-
ბუტს მოგართმევდნენ, ნაღებთან ერთად. იქ წიგნებიც იყო... საწოლ-
თან ეწყო, თაროზე, გვერდზე გადახრილი, რადგან ორი-სამი წიგნი
ყოველთვის ზემოდან იდო – თავს არ იწუხებდა, რომ წესიერად და-
ელაგებინა თავ-თავის ადგილას. გაქექილი, ნახმარი და ერთი – პრი-
ალა, ბრჭყვიალა წიგნი ტოპსისა და მოპსიზე. ამ წიგნს არ გაჰკარებია,
რადგან ორ გოგოზე იყო. ერთი წიგნი ჰქონდა – ჯადოქარზე, ამის
კითხვისას შიშისგან გული უკანკალებდა და ოცდამეშვიდე გვერდს
სასწრაფოდ გადაშლიდა ხოლმე, რადგან იქ საზარელი ობობა ეხა-
ტა; კიდევ იმათზე იყო წიგნი, ნივთებს რომ ამოთხრიან ხოლმე, ეგ-
ვიპტურ ნივთებს; კიდევ – «წიგნი მატარებლებზე – ბიჭებისთვის»,
«წიგნი გემებზე – ბიჭებისთვის». ცხადად წარმოუდგა თვალწინ; ხელი
რომ გაეწია, აიღებდა. იგრძნობდა, როგორ უსრიალდებოდა ხელიდან
მძიმე და გლუვი «წიგნი მამონტებზე – ბიჭებისთვის»... მაშინ ყველაფე-
რი კარგად იყო; გარშემო მხიარული და გულითადი ადამიანები ჰყავდა.
წინ ბუჩქებმა გაილაწუნა. ბიჭები ბილიკიდან თავპირისმტვრევითა
და წიოკით შეცვივდნენ ლიანებში. რალფმა დაინახა, რომ ჯეკს მუჯლუ-
გუნი მოხვდა და წაიქცა. ბილიკზე ელვარეეშვებიანი არსება საშინელი
ჭყივილით მოხტოდა მათკენ. რალფი მიხვდა, რომ შეეძლო ცივად გა-
ეზომა მათ შორის მანძილი და ცხოველი მიზანში ამოეღო. როცა ღორი
ხუთიოდე იარდზე მოუახლოვდა, თავისი სულელური ჯოხი სტყორცნა,
დაინახა, როგორ მოხვდა ვეება დინგში და წუთით ზედ დაეკიდა. ღორმა
ერთი დაიჭყივლა და შამბნარში შევარდა. ბილიკი ისევ აყვირებული ბი-
ჭებით გაივსო. ჯეკმა უკან მოირბინა და ბუჩქებში შეიხედა.
– აი, აქ...
– გვეცემა!
– აქ-მეთქი!
ღორი ფრთხილად მიიკვლევდა გზას შამბნარში. პირველი ბილიკის
პარალელურად მეორეც იპოვეს და ჯეკი წინ გავარდა. რალფს შიშით,
ავი წინათგრძნობითა და სიამაყით ჰქონდა სავსე გული.
– მოვარტყი! შუბი ჩაესო...
მოულოდნელად გაშლილ ადგილას, ზღვის პირზე გავიდნენ. ჯეკმა
შეშფოთებული მზერა მოავლო შიშველ კლდეებს.
– წავიდა.
– მოვარტყი, – გაიმეორა რალფმა, – და შუბიც ჩაესო...
იგრძნო, რომ მოწმეები სჭირდებოდა.
– ვერ დაინახეთ?
მორისმა თავი დაუქნია.
– დაგინახე. პირდაპირ დინგში მოხვდა... ბრრახ!
აღელვებულმა რალფმა სხაპასხუპით მიაყარა:
– მაგრა ვესროლე. შუბი ჩაერჭო. დავჭერი!
ამ ახალი დიდებით გაცისკროვნებულმა იფიქრა, კაცმა რომ თქვას,
ნადირობა ურიგო არ ყოფილაო.
– გვარიანად კი ვთხლიშე. მე მგონი, ეგ იყო ურჩხული!
ჯეკი დაბრუნდა.
– ურჩხული არ ყოფილა. ტახი იყო.
– მოვარტყი.
– ხელი ვერ სტაცე? მე ვტაცე და...
რალფმა ხმას აუწია:
– რას? ტახს?
ჯეკი უცებ აილეწა.
– შენ არ გაიძახოდი, გვეცემაო! რაღას ესროლე? ვერ მოიცადე?!
ხელი გამოიშვირა.
– შეხედე.
მარცხენა მკლავი ისე მიაბრუნა, რომ ყველას დაენახა. გარე
მხრიდან გაჭრილი ჰქონდა; ძალიან არა, მაგრამ სისხლი სდიოდა.
– ეშვი გამკრა. შუბის ჩაცემა ვერ მოვასწარი.
ჯეკი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
– ეგ ჭრილობაა, – უთხრა საიმონმა, – უნდა გამოიწოვო, ბერენგა-
რიასავით 1.
ჯეკმა გამოიწოვა.
– მე მოვარტყი, – აღშფოთდა რალფი, – შუბი მოვარტყი და დავ-
ჭერი.
ისევ ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.
– ბილიკზე მოჰქროდა. აი, ასე ვტყორცნე...
რობერტმა შეუღრინა. რალფი თამაშში ჩაება და სიცილი ატყდა.
მალე ყველა პანღურებს ურტყამდა რობერტს, ის კი ოინბაზობდა და
აქეთ-იქით აწყდებოდა.
– წრე შეკარით! – იყვირა ჯეკმა.
წრე შეიკრა. რობერტი აჭყივლდა – ჯერ ვითომ შიშისგან, მერე კი
ნამდვილი ტკივილისგან.
– ააა! გეყოფათ! მტკივა!
წრეში დაბორიალებულს ზურგზე შუბისტარი მოხვდა.

1
ბერენგარია ნავარელი (1165-1170 – 1230 წ.წ.) – რიჩარდ ლომგულის მეუღლე.
ქმარს ლაშქრობებშიც დაჰყვებოდა.
– დაიჭირეთ!
ხელ-ფეხში ჩასჭიდეს ხელი. უცებ რალფიც აენთო, ერიკის შუბს
სტაცა ხელი და რობერტს ამოჰკრა.
– მოკალი! მოკალი!
აყვირებული რობერტი გააფთრებით ებრძოდათ. ჯეკს თმებით ეჭი-
რა და დანას იქნევდა. როჯერი ჭიდაობით ცდილობდა მიახლოებას. რი-
ტუალური სიმღერა წამოიწყეს, როგორც ცეკვის ან ნადირობის ბოლოს:
– მოკალი ღორი! ყელი გამოჭერი! მოკალი ღორი! ბოლო მოუღე!
რალფიც ჭიდაობდა, რომ მიახლოებოდა, ჩაებღუჯა ის ყავისფერი,
დაუცველი სხეული, ხელის მოჭერის, ტკენის სურვილმა შეიპყრო.
ჯეკმა ხელი დაუშვა; აბობოქრებულმა წრემ ყიჟინა დასცა და მომაკ-
ვდავი ღორივით ახროტინდა. მერე, მიჩუმებულები, მიწაზე მიეყარნენ,
ქოშინებდნენ და რობერტის შეშინებულ სლუკუნს უსმენდნენ. ბიჭმა სა-
ხე ჭუჭყიანი ხელით მოიწმინდა და სცადა, ისე მოქცეულიყო, ვითომ არა-
ფერიაო.
– ვაი, საჯდომი!
და შეწუხებულმა მოისვა ხელი საჯდომზე. ჯეკი გადაგორდა:
– კარგი თამაში გამოგვივიდა.
– აბა, თამაში... – თქვა შემცბარმა რალფმა, – ერთხელ რაგბის თამა-
შისას ასე ვმასხარაობდით და გვარიანად დავშავდი.
– დოლი უნდა გვქონოდა, – ჩაერია მორისი, – მაშინ ისე გამოგვივი-
დოდა, როგორც წესია.
– წესი როგორ არის? – შეხედა რალფმა.
– არ ვიცი. მე მგონი, ცეცხლი გვჭირდება და დოლი; დოლის რიტმს
უნდა ავყვეთ.
– თქვენ ღორი გჭირდებათ, – თქვა როჯერმა, – როგორც ნამდვილი
ნადირობისას.
– ან ვინმე – ვითომ ღორი რომ იყოს, – განაცხადა ჯეკმა, – შეიძლება
ვინმე ღორივით გამოვაწყოთ და ისე მოიქცეს... ვითომ უნდა მეცეს და
ასეთი რამეები...
– თქვენ ნამდვილი ღორი გინდათ, – რობერტი ისევ საჯდომზე ისვამ-
და ხელს, – რომ დაკლათ.
– ვინმე პატარა ბიჭი გამოგვადგება, – მიუგო ჯეკმა და ყველამ გა-
იცინა.
რალფი წამოდგა.
– კარგი. რასაც ვეძებთ, ასე ვერ ვიპოვით.
ერთიმეორის მიყოლებით წამოდგნენ და ძონძები გაისწორეს.
რალფმა ჯეკს შეხედა.
– ახლა მთაზე წავედით.
– სანამ დაბნელდება, ღუტასთან ხომ არ დავბრუნდეთ? – იკითხა
მორისმა.
ტყუპებმა ერთი ბიჭივით დააქნიეს თავი.
– ჰო, სწორია. მთაზე დილით ავიდეთ.
რალფმა ზღვას გახედა.
– ცეცხლი გვაქვს დასანთები.
– ღუტას სათვალე გვჭირდება, – უთხრა ჯეკმა, – ვერ დავანთებთ.
– მაშინ ვნახავთ, მთაზე ვინმე არის თუ არა.
მორისი შეყოყმანდა, ვინმეს არ ვაფიქრებინო, ლაჩარიაო, და მე-
რე იკითხა:
– შენ გგონია, ურჩხული იქ იქნება?
– მოვკლავთ! – შუბი დაიქნია ჯეკმა.
მზეს თითქოს მხურვალება მოაკლდა. ჯეკი შუბს იქნევდა.
– რას ველოდებით.
– მე მგონი, ასე თუ გავყვებით სანაპიროს, დამწვარ ადგილს მი-
ვადგებით და იქიდან მთაზეც ავალთ, – თქვა რალფმა.
კიდევ ერთხელ გაუძღვათ ჯეკი სანაპიროზე. თვალისმომჭრე-
ლად მოციმციმე ზღვა ქვიშის ლოკვით იხევდა უკან, მერე წამოიმარ-
თებოდა და ისევ ნაპირს აწყდებოდა.
კიდევ ერთხელ წავიდა ოცნებებში რალფი. ამ გზებს შეჩვეული
ფეხი თვითონ მიაბიჯებდა უსწორმასწორო ბილიკზე. თუმცა აქ თით-
ქოს უფრო გაუძნელდა სიარული, რადგან გზის მოზრდილ მონაკ-
ვეთზე ბილიკი წყლის პირას აღმართულ შიშველ კლდეს ეკვროდა,
მეორე მხარეს კი ბნელ, უღრან ტყეს გასდევდა. დროდადრო პატარა
ქიმები ეღობებოდათ, ზედ უნდა გადაევლოთ და მაშინ ოთხით მიიკ-
ვლევდნენ გზას. ალაგ-ალაგ ტალღებით დასველებულ კლდეებზე მი-
ფოფხავდნენ, მოქცევის მერე შემორჩენილ ანკარა გუბეებს ახტებოდ-
ნენ. სანაპირო ზოლი მოქცევისას მოვარდნილ წყალს გაეხლიჩა. უძირო
უფსკრულს ჰგავდა და ძრწოლით იყურებოდნენ პირქუშ ნაპრალში, იქ,
ქვემოთ, წყალი ბუყბუყებდა. მერე ტალღა მოვარდა, ხევი მათ თვალწინ
ამოდუღდა, შხეფები ლიანებსაც კი მისწვდა და აწიოკებული ბიჭები თა-
ვიდან ფეხებამდე დაასველა. ერთი პირობა ტყე-ტყე გავლა სცადეს, მაგ-
რამ იქაურობა ჩიტის ბუდესავით აბურდული და გაუვალი იყო. ბოლოს
სხვა გზა აღარ ჰქონდათ – სათითაოდ უცდიდნენ, ტალღა როდის და-
იხევდა უკან, და ნაპრალს ახტებოდნენ. მაგრამ ზოგიერთს მაინც არ ას-
ცდა ხელმეორედ გალუმპვა. მერე კლდეები თითქოს გაუვალი გახდა.
ცოტა ხანს ჩამოსხდნენ, ძონძები გაიშრეს. ისხდნენ და გაჰყურებდნენ,
როგორ ნელა უვლიდა გარშემო კუნძულს აქოჩრილი ზვირთები. ხილი
იპოვეს – პატარა, ჭრელი ჩიტები მწერებივით დასტრიალებდნენ. მერე
რალფმა თქვა, ძალიან ნელა მივდივართო. ხეზე აძვრა, შეფოთლილი
ტოტები აქეთ-იქით გადასწია და დაინახა, რომ მთის ოთხკუთხა წვერი
ჯერ კიდევ შორს იყო. მერე ვითომ ფეხს აუჩქარეს კლდის გასწვრივ, რო-
ბერტმა გვარიანად გაიჭრა ფეხი და აღიარეს, ამ გზაზე ნელა სიარული
აჯობებსო. ამის შემდეგ ისე მიიწევდნენ წინ, თითქოს ფათერაკიან მთა-
ზე მიცოცავდნენ. და ბოლოს, მიუდგომელ, გაუვალი ჯუნგლებით დაფა-
რულ და ზღვაზე გადაკიდებულ კლდეს მიადგნენ.
რალფმა ალმაცერად გახედა მზეს.
– სადაცაა, მოსაღამოვდება. ჩაის დრო კი ნამდვილად ჩავლილია.
– ეს კლდე რაღაც არ მახსოვს, – უთხრა ყურებჩამოყრილმა ჯეკმა, –
ეტყობა, სანაპიროზე ეს ადგილი გამომრჩა.
რალფმა თავი დაუქნია.
– მოიცა, მოვიფიქრო.
ახლა რალფს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ყველას მაგივრად უნდა
ეფიქრა, გადაწყვეტილებებს ისე იღებდა, თითქოს ჭადრაკს თამაშობდა.
ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მოჭადრაკედ არ ვარგოდა. პატარე-
ბი და ღუტა გაახსენდა. თვალწინ დაუდგა ქოხში შეყუჟული ღუტა, როცა
სიჩუმეს მხოლოდ კოშმარებით ატირებული ან აყვირებული ბავშვე-
ბის ხმა დაარღვევდა.
– პატარებს ღუტას ანაბარა ვერ დავტოვებთ. არ ივარგებს.
დანარჩენები ხმას არ იღებდნენ, იდგნენ და შეჰყურებდნენ.
– უკან დაბრუნებას რამდენიმე საათს მოვანდომებთ.
ჯეკმა ყელი ჩაიწმინდა და უცნაური, დაძაბული ხმით უთხრა:
– ჰო, ღუტას რამე არ მოუვიდეს, არა?
რალფმა ერიკის შუბის ჭუჭყიანი წვერი მიიკაკუნა კბილებზე.
– თუ გადავჭრით...
მიიხედ-მოიხედა.
– ვინმემ უნდა გადაიაროს კუნძული და ღუტას უთხრას, რომ ღა-
მით დავბრუნდებით.
– მარტო, ტყეში? ახლა? – ვერ დაიჯერა ბილმა.
– ერთის მეტს ვერ შეველევით.
საიმონმა რალფის იდაყვისკენ გაიკვლია გზა.
– თუ გინდა, მე წავალ. სულ არ მეძნელება. მართლა.
რალფს პასუხი არ აცალა, სწრაფად გაიღიმა, მიბრუნდა და ტყეში
შეძვრა.
რალფი ჯეკს მოუბრუნდა. პირველად გააცოფა მისმა დანახვამ.
– ჯეკ... მაშინ ხომ ციხესიმაგრემდე მიხვედი.
ჯეკი წამოენთო.
– ჰოო?
– ხომ ამ გზით მოდიოდი, სანაპიროთი... მთის ძირას, იქით.
– ჰო.
– მერე?
– ღორების საძრომი ბილიკი ვიპოვე. რამდენიმე მილი გრძელ-
დებოდა.
რალფმა ტყისკენ გაიქნია თავი.
– ესე იგი, ბილიკი სადღაც იქ უნდა იყოს.
ყველა სერიოზული სახით დაეთანხმა.
– კარგი. მოკლეზე მოვჭრათ და ბილიკი ვიპოვოთ.
ნაბიჯი გადადგა და შეყოყმანდა.
– არა, მოიცადეთ ერთი წუთით! ეს ბილიკი საით მიდის?
– მთაზე, – უპასუხა ჯეკმა, – ხომ გითხარი, – ჩაიფხუკუნა, – რა, მთაზე
არ გინდა ასვლა?
რალფმა ამოიოხრა, იგრძნო, როგორ მწვავდებოდა შუღლი, ჯეკი ყო-
ველთვის ასე იქცეოდა, როგორც კი ლიდერობას ჰკარგავდა.
– გვაღამდება, ბორძიკით ვივლით.
– ურჩხულის მოძებნას არ ვაპირებდით...
– ბინდში რას დავინახავთ.
– მე მზად ვარ წასასვლელად, – მიაგება ჯეკმა, – მთაზე რომ ავაღ-
წევთ, წავალ. შენ არ წამოხვალ? თუ ჯერ ქოხში დაბრუნდები და ღუტას
ჩააბარებ ანგარიშს?
ახლა რალფის ჯერი დადგა – აილეწა, მაგრამ ღუტას სიტყვებმა ჭკუა
ასწავლა და სასოწარკვეთილმა უთხრა ჯეკს:
– ასე რატომ გეჯავრები?
ბიჭები უხერხულად შეიშმუშნენ, თითქოს რაღაც უხამსი გაიგონეს.
დუმილი გაიწელა.
ჯერ კიდევ ალეწილი და გულნატკენი რალფი პირველი მიტრიალ-
და:
– წავედით.
წინ წავიდა და ბარდებში შევარდა. არეული და გაავებული ჯეკი სულ
ბოლოს მიდიოდა. ღორების სავალი, ფაქტობრივად, ბნელი გვირაბი
იყო, რადგან მზე უკვე სწრაფად ეშვებოდა ქვეყნის დასალიერისკენ,
ტყეს კი ჩრდილები ისედაც არ აკლდა. სწრაფად მირბოდნენ ფართო,
გატკეპნილ ბილიკზე. მერე ფოთლების თაღი გაიბზარა, გატყდა, გულა-
მოვარდნილები გაჩერდნენ და მთის წვერის გარშემო აციმციმებულ
ვარსკვლავებს მიაცქერდნენ.
– აჰა, მოვედით.
ბიჭებმა ეჭვით გადახედეს ერთმანეთს. რალფმა გადაწყვიტა:
– ახლა ბაქანზე წავიდეთ. ზემოთ ხვალ ავალთ.
თანხმობის ნიშნად აჩურჩულდნენ, მაგრამ მხართან ჯეკი ამოუდგა.
– რა თქმა უნდა, შეგეშინდა...
რალფი მოტრიალდა:
– პირველად ვინ ავიდა ციხესიმაგრეზე?!
– მეც ამოვედი. თან მაშინ დღე იყო.
– კარგი. ახლა ვის უნდა მთაზე ასვლა?
პასუხად მხოლოდ დუმილი ჩამოვარდა.
– სემდერიკ? თქვენ რას იტყვით?
– ჩვენ ღუტასთან უნდა წავიდეთ და ვუთხრათ...
– ...ჰო, ღუტას უნდა ვუთხრათ, რომ...
– კი მაგრამ, საიმონი არ წავიდა?!
– ღუტას უნდა ვუთხრათ... იქნებ...
– რობერტ? ბილ?
ისინი პირდაპირ ბაქნისკენ მიემართებოდნენ. არა, რა სათქმე-
ლია, კი არ შეეშინდათ... უბრალოდ, დაიღალნენ.
რალფი ჯეკს მიუბრუნდა.
– ხედავ?
– მე მთაზე ავდივარ.
ჯეკმა ისეთი გაავებით წამოისროლა ეს სიტყვები, თითქოს იგი-
ნებაო. გამხდარი სხეული დაეძაბა, შუბი ისე ეჭირა, თითქოს რალფს
უღერებდა.
– მე მთაზე ავდივარ ურჩხულის მოსაძებნად... ახლავე.
და უსაშველოდ მსუსხავი, აგდებული ტონით ჰკითხა:
– მოდიხარ?
ამ სიტყვამ დანარჩენებს დაავიწყა, რომ წასასვლელად სული
ელეოდათ, უკან მობრუნდნენ და სიბნელეში ამ ორი მხარის ახალი
შეჯახებისთვის მოემზადნენ. სიტყვა ითქვა – ისე კარგად, ისე მწა-
რედ, ისე გამანადგურებლად, რომ გამეორება აღარ სჭირდებოდა.
რალფი მოუმზადებელი დახვდა; ის-ის იყო, მოეშვა, ქოხში დაბრუ-
ნებასა და ლაგუნის მშვიდ, ალერსიან წყალზე ფიქრობდა.
– კი ბატონო.
განცვიფრებულმა, შორიდან გაიგონა საკუთარი ხმა – ცივი და
გულგრილი; და ამის წინაშე ჯეკის გესლიანი დაცინვა უძლური აღ-
მოჩნდა.
– რასაკვირველია, თუ წინააღმდეგი არა ხარ.
– არა, არა, რას ამბობ.
ჯეკმა ნაბიჯი გადადგა.
– აბა...
ორი ფიგურა გვერდიგვერდ შეუდგა აღმართს. დადუმებული ბიჭები
იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ.
რალფი გაჩერდა.
– სულელურად ვიქცევით. მარტო რატომ უნდა წავიდეთ. რამე თუ ვი-
პოვეთ, ორნი ვერაფერს გავაწყობთ.
გაიგონეს, როგორი ჩოჩქოლით გაიქცნენ ბიჭები. მათ გასაკვირად,
ერთი მუქი ფიგურა დინების საწინააღმდეგოდ წამოვიდა.
– როჯერი ხარ?
– ჰო.
– მაშ, სამნი ვყოფილვართ.
და კიდევ ერთხელ შეუყვნენ ციცაბო ფერდობებს. სიბნელე თითქოს
მოქცევასავით მოაწყდათ და გადაეფარათ. ჯეკი უხმოდ მიდიოდა. უცებ
სუნთქვა შეეკრა და ხველა აუტყდა; ქარმა წამოუბერა და სამივე კინაღამ
დაიხრჩო. რალფს თვალები ცრემლებმა დაუბრმავა.
– ნაცარია. დამწვარ ადგილს მივადექით.
ნაბიჯებმა და ნიავმა მტვრის ბუღი დააყენა. ახლა, ისევ რომ გაჩერ-
დნენ, რალფი ახველებდა და ფიქრობდა, რა სისულელე ჩავიდინეთო.
თუ ურჩხული იქ არ იყო – და საეჭვოა, ყოფილიყო, – მაშინ კიდევ არაფე-
რი; მაგრამ მთის წვერზე რამე რომ დახვედროდათ – რა შეეძლო წყვდი-
ადით შებორკილ და ჯოხებით შეიარაღებულ სამ ბიჭს?
– სულელურად მოვიქეცით.
– რაო, გეშინია?
რალფი ბრაზისაგან კანკალებდა. ყველაფერი ჯეკის ბრალი იყო.
– დიახაც, მეშინია. მაგრამ ეს არაფერს წყვეტს. სულელურად მოვიქე-
ცით.
– წამოსვლა თუ არ გინდა, მე მარტო ავალ, – სარკასტულად უთხრა
ხმამ.
რალფს დაცინვა მოესმა. ჯეკი სძულდა. ფერფლმა, თვალებს რომ
უწვავდა, დაღლილობამ, შიშმა მოთმინება დააკარგვინა, გააცოფა:
– ჰოდა, ადი! ჩვენ აქ დაგიცდით.
დუმილი ჩამოვარდა.
– რატომ არ მიდიხარ? შეგეშინდა.
სიბნელეში ლაქა – ეს ლაქა ჯეკი იყო – გაიწია და თანდათანობით
გაშორდა.
– ძალიან კარგი. კარგად ბრძანდებოდე.
ლაქა გაუჩინარდა. მისი ადგილი კი მეორე ლაქამ დაიკავა.
რალფი მუხლით რაღაცას დაეჯახა და დამწვარი, ხორკლიანი
მორი შეარყია. იგრძნო, როგორ გაეხახუნა ფეხზე უხეში ნამწვი, ერთ
დროს ქერქი რომ იქნებოდა და მიხვდა, რომ როჯერი დაჯდა. ხელის
ცეცებით მოძებნა ადგილი და როჯერის გვერდით, ფერფლში მოქა-
ნავე მორზე ჩამოჯდა. სიტყვაძუნწი როჯერი ახლაც ჩუმად იყო. არც
ურჩხულზე უთქვამს რამე და არც ის აუხსნია რალფისთვის, რატომ
გადაწყვიტა ამ შლეგურ ექსპედიციაში წამოსვლა. უბრალოდ, იჯდა
და ხეზე ნელა ქანაობდა. რალფს სწრაფი, ნერვებისამშლელი, მო-
ნოტონური ხმა მოესმა და მიხვდა, რომ როჯერი თავის ბრიყვულ ხის
ჯოხს რაღაცაზე აკაკუნებდა.
ისხდნენ ასე: ქანაობდნენ, აკაკუნებდნენ – შეუვალი როჯერი და
გაცოფებული რალფი. მათ თავზე გადმომხობილ, ვარსკვლავებით
მოჭედილ ზეცაში მთის სილუეტი გაჩრილიყო – სიშავით სავსე, გად-
მოყირავებულ ორმოსავით.
ზემოდან ჯერ სრიალის, მერე ვეება ნაბიჯების ხმა გაისმა, თით-
ქოს ვიღაც თავპირისმტვრევით მოხტის კლდეებსა და ფერფლშიო.
ბოლოს ჯეკმა ბიჭები იპოვა და აკანკალებულმა, ისეთი ხმით დაიხ-
რიალა, ლამის ვეღარ იცნეს:
– ვნახე. მთის წვერზეა.
გაიგონეს, როგორ წამოჰკრა ფეხი მორს და ისიც აყანყალდა. ჯეკი
ერთხანს ჩუმად იწვა, მერე წაიჩურჩულა:
– თვალი გეჭიროთ. შეიძლება, მომდევდეს.
გარშემო ფერფლი აფრიალდა. ჯეკი წამოჯდა.
– დავინახე, როგორ გაიბერა მთაზე რაღაცა.
– ალბათ მოგეჩვენა, – უთხრა აკანკალებულმა რალფმა, – რა შეიძ-
ლება, რომ გაიბეროს. არანაირი არსება.
– ბაყაყი, – თქვა როჯერმა. რალფი და ჯეკი შეხტნენ, რადგან ბიჭი
საერთოდ აღარ ახსოვდათ.
ჯეკმა ჩაიცინა და გააჟრჟოლა.
– აბა, ეგ ყოფილა. ხმაურიც გავიგონე. რაღაც ფართხუნი. მერე გაიბე-
რა.
რალფი თვითონვე გააკვირვა საკუთარმა – ხმამ კი არა, ასე მშვიდად
რომ გაისმა, – გაბედულმა წინადადებამ:
– წავიდეთ და შევხედოთ.
რაც ერთმანეთს იცნობდნენ, რალფმა პირველად იგრძნო, რომ ჯეკი
შეყოყმანდა:
– ახლა...?
– რასაკვირველია, – თავისით უპასუხა რალფის ხმამ.
მორიდან ადგა და აბორიალებულ ნაცარში გზას გაუდგა. დანარჩენე-
ბი გაჰყვნენ.
ახლა, როცა გაჩუმდა, შინაგანი – გონების ხმისა და სხვა ხმების ჯერი
დადგა. ღუტა ეუბნებოდა, ბავშვივით იქცევიო. მეორე ხმა ეუბნებოდა,
თავს ნუ ისულელებო; სიბნელემ და განწირულმა წამოწყებამ აფიქრები-
ნა, ეს ღამე ირეალურობით კბილის ექიმის სავარძელს ჰგავსო.
უკანასკნელ ფერდობს რომ მიაღწიეს, ჯეკი და როჯერი მოუახლოვ-
დნენ, ახლა მელნის ლაქებივით კი აღარ ჩანდნენ, თვალი გაარჩევდა,
რომ ადამიანები მოდიოდნენ. თითქოს შეთანხმებულები არიანო, სამი-
ვე ერთდროულად გაჩერდა და მოიკუნტა. უკან, ჰორიზონტზე, ცის ერთ
მონაკვეთს ნათელი შეეპარა – სადაცაა მთვარე ამოვიდოდა. ტყეში ქარ-
მა გაიზუზუნა და ძონძები ტანზე შემოახვიათ.
– წავედით, – თქვა აღელვებულმა რალფმა.
ხოხვით მიიწევდნენ წინ. როჯერი ცოტათი ჩამორჩათ. ჯეკმა და
რალფმა ერთად შეუხვიეს მთისკენ. უკან, მთელ სიგრძეზე, ლაგუნა ციმ-
ციმებდა, უფრო იქით კი გრძელ, თეთრ ლაქასავით მოჩანდა რიფი. რო-
ჯერი დაეწიათ.
– მოდი, ოთხზე გავცოცდეთ. იქნებ, ეძინოს, – დაიჩურჩულა ჯეკმა.
ამჯერად როჯერი და რალფი წავიდნენ წინ და ჯეკი, გულადი
სიტყვების მიუხედავად, უკან ჩამორჩა. მთის წვერზე, ბრტყელ ადგი-
ლას ავიდნენ, აქ ხელებსა და მუხლებს ქვები სტკენდათ.
არსება, რომელიც გაიბერა.
რალფს ხელი ცივ, რბილ ფერფლში მოუხვდა და ყვირილი
ძლივს შეიკავა. ბრმა შეხებამ შეზარა, მკლავსა და მხარში თითქოს
კრუნჩხვამ დაუარა. წამით ღებინების მწვანე ნაპერწკლებმა გაიელვა
და ისევ წყვდიადში გაუჩინარდა. უკან როჯერი იწვა. ჯეკმა ყურში
ჩასჩურჩულა:
– აი, იქ, ღრიჭო რომ იყო... კუზივით... ხედავ?
ქარმა წამოუბერა და რალფს სახეში ნაცარი შეაყარა. ვერ ხედავ-
და – ვერც ღრიჭოს და ვერც ვერაფერს, რადგან მწვანე ნაპერწკლები
ისევ აუციმციმდა, იმატა, და მთის წვერი გვერდით გადაქანდა.
კიდევ ერთხელ მოესმა ჯეკის ჩურჩული – ამჯერად უფრო შორი-
დან:
– შეგეშინდა?
შეეშინდა კი არა, ლამის დამბლა დაეცა; უძრავად ეკიდა მოქანავე
მთის წვერზე და ფეხქვეშ თითქოს მიწა ეცლებოდა. ჯეკი სრიალით
შორდებოდა. როჯერი დაეჯახა, აქოშინებული წაიქცა და ქსუტუნით
გაცოცდა. რალფს ბიჭების ჩურჩული მოესმა:
– რამეს ხედავ?
– აი, იქ...
წინ, სულ სამი-ოთხი იარდის მოშორებით, კლდისმაგვარი კუზი
ჩანდა. იქ კლდე არ უნდა ყოფილიყო. რალფმა საიდანღაც ჩუმი ჭრა-
ჭუნი გაიგონა – ვინ იცის, იქნებ იმ რაღაცას პირიდან ამოსდიოდა ეს
ხმა. გამბედაობა მოიკრიბა, თავს მოერია, შიში და ზიზღი სიძულვი-
ლად ექცა და ადგა. ძლივძლივობით გადადგა ორი ნაბიჯი.
უკან, ჰორიზონტს მთვარის ნათელი მოეფინა. მათ წინაშე უზარ-
მაზარი მაიმუნის მსგავსი რაღაც იჯდა და მუხლებში თავჩარგულს
ეძინა. მერე ტყეში ქარი აღმუვლდა, წყვდიადი აცახცახდა, არსებამ
თავი ასწია და სახის ნარჩენი ბიჭებისკენ მოაბრუნა.
რალფი გონს რომ მოვიდა, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ფერ-
ფლში, ყვირილი მოესმა და ხტუნვა-ხტუნვით, თავგამეტებით დაეშ-
ვა ჩაბნელებულ ფერდობზე. მთაზე აღარავინ დარჩა, სამი მიგდებუ-
ლი ჯოხისა და უცნაური არსების გარდა, თავს რომ აკანტურებდა.

თავი მერვე − ძღვენი წყვდიადისთვის


განთიადის ფერმკრთალი სანაპიროდან ღუტამ საწყალობლად ახე-
და ჩაბნელებულ მთას.
– დარწმუნებულები ხართ? ნამდვილად ეგრეა?
– მერამდენედ გეუბნები, დავინახეთ-მეთქი, – უპასუხა რალფმა.
– როგორ გგონია, აქ უხიფათოდ ვართ?
– ჯანდაბა მაგის თავს, მე რა ვიცი!
რალფმა ხელი აუქნია და რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. ჩაჩოქილი
ჯეკი სილაში საჩვენებელი თითით წრეს ხაზავდა. ღუტას ხმადაბალი
სიტყვები მოესმათ:
– დარწმუნებულები ხართ? მართლა?
– ადი და ნახე, – ამრეზით უთხრა ჯეკმა, – კეთილი მგზავრობა.
– დიდი მადლობა.
– კბილები ჰქონდა, – თქვა რალფმა, – და დიდი, შავი თვალები.
გააცახცახა. ღუტამ ცალთვალა სათვალე მოიხსნა და მინა გაწმინდა.
– რას ვაპირებთ?
რალფი ბაქნისკენ მიბრუნდა. ხეებს შორის საყვირი ციმციმებდა.
თმა გადაიწია.
– არ ვიცი.
გაახსენდა, როგორი დაფეთებული მოჰქროდა ფერდობზე.
– გულახდილად რომ გითხრა, არა მგონია, ამოდენა რაღაცასთან
შებრძოლება შევძლოთ. ლაპარაკში კი მარჯვეები ვართ, მაგრამ ვეფ-
ხვსაც ვერ შევებრძოლებით. სამალავს დავუწყებთ ძებნას. ჯეკიც კი და-
იმალება.
ჯეკი ისევ ქვიშას ჩასცქეროდა.
– ჩემს მონადირეებზე რაღას იტყვი?
საიმონი ფეხაკრეფით გამოეყო ქოხის ჩრდილს. რალფმა ჯეკს
წაუყრუა. ზღვის თავზე დაფენილი ოქროსფერი შუქისკენ გაიშვირა
ხელი:
– დღისით ყველა ყოჩაღები ვართ. მაგრამ მერე? ის კიდევ ისე ჩამ-
ჯდარა ცეცხლთან, თითქოს ჩვენი გადარჩენა არ უნდაო...
თვითონაც ვერ გრძნობდა, რომ ხელებს იმტვრევდა. ხმას აუწია:
– ასე რომ, სასიგნალო კოცონს ვეღარ ვანთებთ... ჩვენი საქმე წა-
სულია.
ზღვიდან ოქროსფერმა წერტილმა ამოჰყო თავი და ცა მყისვე
მთლიანად განათდა.
– ჩემს მონადირეებზე რაღას იტყვი?
– ჯოხებით შეიარაღებული ბიჭები...
ჯეკი ადგა. აჭარხლებული მიტრიალდა და გაშორდა. ღუტამ
ცალთვალა სათვალე გაიკეთა და რალფს გახედა.
– ესეც ასე. მაგის მონადირეებს უხეში სიტყვა აკადრე.
– კარგი რა, მოკეტე!
მოუხერხებლად ჩაბერილი საყვირის ხმამ გააწყვეტინათ. თით-
ქოს მზის ამოსვლას უმღერისო, ჯეკი უბერავდა და უბერავდა, სანამ
ქოხები არ გამოცოცხლდა. მონადირეები ბაქანზე აცოცდნენ. პატა-
რები ღნავილით მოვიდნენ. აქ ყოფნისას ღნავილი უმეტესობას ჩვე-
ვად ექცა. რალფი მორჩილად წამოდგა, ის და ღუტა ბაქნისკენ გა-
ემართნენ.
– აღარ მობეზრდა ეს ყბედობა, – უიმედოდ თქვა რალფმა, – ვყბე-
დობთ და ვყბედობთ, ვყბედობთ და ვყბედობთ...
ჯეკს საყვირი გამოართვა.
– ეს კრება...
– მე მოვიწვიე, – შეაწყვეტინა ჯეკმა.
– შენ თუ არა, მე მოვიწვევდი. შენ უბრალოდ საყვირს ჩაჰბერე.
– მერე ეგ არაფერს ნიშნავს?
– ოოჰ, აიღე, აჰა, აიღე! მიდი... ილაპარაკე!
რალფმა საყვირი ჯეკს შეაჩეჩა და მორზე ჩამოჯდა.
– ეს შეკრება ბევრი რამის გამო მოვიწვიე, – დაიწყო ჯეკმა, – ჯერ ერ-
თი: უკვე იცით, რომ ურჩხული ვნახეთ, ზემოთ ავძვერით. სულ რამდენი-
მე ფუტი გვაშორებდა. ურჩხული წამოჯდა და შემოგვხედა. არ ვიცით,
რას აკეთებს. ისიც კი არ ვიცით, რა არის...
– ურჩხული ზღვიდან ამოდის...
– სიბნელიდან...
– ხეებიდან...
– ჩუმად! – იყვირა ჯეკმა, – მომისმინეთ. ურჩხული – როგორიც არ უნ-
და იყოს, – იქ ზის...
– იქნებ, იცდის...
– ნადირობს...
– დიახ, ნადირობს.
– ნადირობს, – თქვა ჯეკმა. გაახსენდა, როგორ ძრწოდა ტყეში სიარუ-
ლისას, – დიახ. ურჩხული მონადირეა. ოღონდ... ხმა გაკმინდეთ! კიდევ
ის უნდა მეთქვა, რომ ვერ მოვკალით. და კიდევ ის, რომ რალფმა მით-
ხრა, შენი მონადირეები არ ვარგიანო.
– მე ეგ არ მითქვამს!
– საყვირი მე მაქვს. რალფს ჰგონია, რომ ლაჩრები ხართ, რომ ტახისა
და ურჩხულის დანახვაზე გარბიხართ. მაგრამ ჯერ ყველაფერი არ მით-
ქვამს.
ბაქანს ოხვრამ გადაუარა, თითქოს ყველამ იცოდა, ამის მერე რა მოხ-
დებოდა. ჯეკმა განაგრძო, ხმა უთრთოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ უკან
აღარ დაიხევდა და თითქოს ძალისძალად ცდილობდა, გაერღვია არც
ისე კეთილგანწყობილი სიჩუმე.
– ეგეც ღუტასნაირია. ღუტასავით ლაპარაკობს. ბელადად არ ვარგა.
საყვირს ხელი მოუჭირა.
– თვითონაა ლაჩარი!
წუთით შეყოვნდა და მერე განაგრძო.
– მთის წვერზე, მე და როჯერი წინ მივდიოდით, ეგ – უკან.
– მეც მოვდიოდი!
– ჩვენ მერე.
ორი ბიჭი ჩამოშლილი თმიდან ერთმანეთს თვალს არ აცილებდა.
– მეც მოვდიოდი, – უთხრა რალფმა, – მერე გამოვიქეცი და შენც
გამოიქეცი.
– აბა, მითხარი, ლაჩარი ხარო.
ჯეკი მონადირეებს მიუბრუნდა.
– ეგ მონადირე არ არის. ჩვენთვის ერთხელაც არ მოუტანია ხორ-
ცი. არც მეთაურია. მაგაზე საერთოდ არაფერი არ ვიცით. ერთი ეგ
არის, რომ ბრძანებებს იძლევა და ჰგონია, რომ ისე, ტყუილ-უბრა-
ლოდ დაემორჩილებიან. ეს ყბედობა...
– ყბედობა?! – იღრიალა რალფმა, – ყბედობა, ყბედობა! მერე ვის
უნდოდა? ვინ მოიწვია კრება?
წამოჭარხლებული ჯეკი მოტრიალდა, ქვედა ყბა წინ წამოწია, კო-
პებშეკრულს თვალები უელავდა.
– ძალიან კარგი! – მრავალმნიშვნელოვნად, მუქარით თქვა, – ძა-
ლიან კარგი!
ცალი ხელით საყვირი მობღუჯა, მეორე ხელის საჩვენებელი თი-
თით ჰაერი გასერა:
– ვის მიაჩნია, რომ რალფი არ უნდა იყოს ბელადი?
მოღიმარი მზერა მოავლო გარსშემორტყმულ, გაქვავებულ ბი-
ჭებს. პალმების ქვეშ სამარისებური სიჩუმე იდგა.
– ხელი ასწიეთ! – მტკიცედ თქვა ჯეკმა, – ვის უნდა, რომ რალფი
აღარ იყოს ბელადი?
ისევ სიჩუმე იდგა – სუნთქვაშეკრული, მძიმე, სამარცხვინო. ჯეკს
ლოყებიდან თანდათანობით ჩამოერეცხა სიწითლე და უცებ ისევ აი-
ლეწა – გულნატკენი. ტუჩები დაისველა და ისე შეტრიალდა, თით-
ქოს ცდილობს, თვალი არავის გაუსწოროსო.
– ვინ ფიქრობს, რომ...
ხმა ჩაუწყდა. ნიჟარიანი ხელი აუთრთოლდა. ხმა ჩაიწმინდა და
ხმამაღლა თქვა:
– კარგი.
ძალიან ფრთხილად დადო საყვირი ბალახზე, ფეხებთან. ორივე
თვალის კუთხეებიდან სამარცხვინო ცრემლები ჩამოუგორდა.
– მე აღარ ვთამაშობ თქვენთან.
ახლა ბიჭების უმეტესობა თავჩაქინდრული იდგა და ბალახს ჩასცქე-
როდა. ჯეკმა ისევ ჩაიწმინდა ყელი.
– რალფის ამალაში ყოფნას არ ვაპირებ...
მარჯვნივ დაწყობილი მორებისკენ მიიხედა, მონადირეები დათვა-
ლა – ძველი გუნდის წევრები.
– მე მარტო მივდივარ. მაგან თვითონ დაიჭიროს ღორები. ვისაც ჩემ-
თან ერთად ნადირობა მოუნდება, წამოვიდეს.
სამკუთხედიდან დაბორიალებული გავარდა და თეთრი ქვიშისკენ
დაეშვა.
– ჯეკ!
ჯეკი მოტრიალდა და რალფს გამოხედა. წუთით შეყოვნდა, მერე
განმგმირავად, გაცოფებულმა იყვირა:
– არა!
ბაქნიდან ჩახტა და ნაპირის გაყოლებით გაიქცა. ცრემლები ღაპაღუ-
პით მოსდიოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა; სანამ ტყეში არ შევარ-
და, რალფი იდგა და უყურებდა.
ღუტა აღშფოთებული იყო:
– რალფ, გელაპარაკები და ისე დგახარ, თითქოს...
რალფმა მზერა ღუტაზე გადაიტანა, მაგრამ ვერ დაინახა. თავის-
თვის, ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– დაბრუნდება. მზე რომ ჩავა, დაბრუნდება, – ახლაღა შენიშნა, რომ
ღუტას ხელში საყვირი ეჭირა.
– რა იყო?
– კარგი რა!..
ღუტას საყვედური უნდა ეთქვა, მაგრამ ხელი ჩაიქნია. ისევ გაიწმინ-
და სათვალე და საქმეზე გადავიდა:
– არ დავიხოცებით ჯეკ მერიდიუს გარეშე. მაგის გარდა კუნძულზე
სხვებიც არიან. მაგრამ რაკი ურჩხული მართლა არის – თუმცა ცოტა არ
იყოს, მიჭირს მაგის დაჯერება, ბაქანს ძალიან არ უნდა მოვშორდეთ; ჯე-
კი და მისი ნადირობაც აღარ დაგვჭირდება. ახლა მართლა ყველაფერს
სახელი უნდა დავარქვათ.
– საშველი არ არის, ღუტა. ვერაფერს ვერ გავაწყობთ...
ერთხანს დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოვარდა. მერე საიმონი ადგა
და ღუტას საყვირი ჩამოართვა. ღუტას ისე გაუკვირდა, რომ დაჯდო-
მაც ვერ მოახერხა. რალფმა საიმონს ახედა:
– რაო, საიმონ? კიდევ რამე მოხდა?
წრეს თავშეკავებულმა ფხუკუნმა შემოურბინა და საიმონი აიწუ-
რა.
– მე ვიფიქრე, რაღაცის გაკეთება შეიძლება-მეთქი. ჩვენ...
საჯაროდ ლაპარაკის სიმძიმემ ისევ წაართვა ხმა. წრეს თვალი
მოავლო, შემწესა და თანამგრძნობელს ეძებდა და ღუტა აირჩია. ნა-
ხევრად შებრუნებულმა ნიჟარა გარუჯულ მკერდზე მიიკრა.
– მე მგონი, მთაზე უნდა ავიდეთ.
თავზარდაცემულ წრეს ჟრუანტელმა გადაუარა. საიმონს ენა და-
ება და ღუტას მიუტრიალდა. ის დამცინავად შეჰყურებდა, თითქოს
ვერაფერი გაეგო.
– რა აზრი აქვს იქ, იმ ურჩხულთან ასვლას, თუკი რალფმა და იმ
ორმა ვერაფერი გააწყვეს?
– აბა, რა უნდა ვქნათ? – დაიჩურჩულა საიმონმა.
სულ ეს იყო მისი სიტყვა. ღუტამ საყვირი გამოართვა. საიმონი
განზე გადგა და რაც შეიძლებოდა, შორს დაჯდა.
ახლა ღუტა ლაპარაკობდა, უფრო დაბეჯითებით და ისეთი ტო-
ნით, რომ ნაკლებ სერიოზულ ვითარებაში ვინმეს შეიძლებოდა
ეფიქრა, ძალიანაც კმაყოფილიაო.
– წეღან ვთქვი, ერთი კაცის გარეშე არ დავიხოცებით-მეთქი. ახლა
ვამბობ – უნდა გადავწყვიტოთ, რა შეგვიძლია. მე მგონი, ვხვდები,
რის თქმას აპირებს რალფი. კუნძულზე ყველაზე მნიშვნელოვანი ახ-
ლა კვამლია; კვამლი კი უცეცხლოდ ვერ იქნება.
რალფი მოუთმენლად შეიშმუშნა.
– ვერაფერს გავაწყობთ, ღუტა. ცეცხლი არა გვაქვს. ის იქ ზის –
ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ.
ღუტამ საყვირი ასწია, თითქოს თავის სიტყვებს ძალა უნდა შემა-
ტოსო.
– მთაზე ცეცხლი არა გვაქვს. მაგრამ აქ რომ დავანთოთ, რა უშავს?
ცეცხლის დანთება კლდეზეც შეიძლება, ქვიშაზეც, კვამლი აქედანაც
ამოვა.
– სწორია!
– კვამლი!
– ტბორთან!
ბიჭები არატრატდნენ. მხოლოდ ღუტას თუ ეყოფოდა ინტელექტუა-
ლური გამბედაობა ცეცხლის სხვაგან გადასატანად.
– მაშინ კოცონი აქ დავანთოთ, – თქვა რალფმა. მიიხედ-მოიხედა და
იქაურობა მოათვალიერა, – პირდაპირ აქ შეგვიძლია შეშის დაწყობა,
ტბორსა და ბაქანს შორის. რასაკვირველია...
სიტყვა შუაზე გაუწყდა, მოიღუშა, დაფიქრდა და უნებლიეთ ფრჩხი-
ლის კვნეტა დაიწყო.
– რასაკვირველია, ეს კვამლი ისე კარგად, ისე შორს არ გამოჩნდება.
სამაგიეროდ, მიახლოებაც აღარ დაგვჭირდება, იმასთან მიახლოება...
დანარჩენებმა თავი დაუქნიეს, გვესმის, გვესმისო. მიახლოება აღარ
დასჭირდებათ.
– კოცონი აქ გავაჩაღოთ.
ყველაფერი გენიალური მარტივია. ახლა, საქმე რომ გამოუჩნდათ,
თავგამოდებით მუშაობდნენ. ღუტა ისეთი ნასიამოვნები და გალაღებუ-
ლი იყო ჯეკის ბორკილებისგან განთავისუფლებით, ისეთი გაამაყებუ-
ლი თავისი წვლილით საზოგადოების საკეთილდღეოდ, რომ შეშის მო-
ტანაშიც კი მიეხმარა დანარჩენებს. იქვე, ყურისძირიდან მოათრია ბა-
ქანზე წაქცეული ხე, რომელიც შეკრებებზე არ სჭირდებოდათ; თუმცა
დანარჩენებისთვის ბაქანი წმინდა, ხელშეუხებელი ადგილი იყო. იქი-
დან არასოდეს არაფერი მოჰქონდათ. მერე ტყუპებმა აღმოაჩინეს, რომ
ახლა, როცა ცეცხლს გვერდით დაანთებდნენ, ღამე ისეთი სიბნელე
აღარ იქნებოდა. პატარებმა ამის გაგონებაზე ტაში დასცხეს და ცეკვა-
ცეკვით ჩამოუარეს.
აქ შეშა ისე გამომშრალი ვერ იყო, როგორც მთაზე. მეტწილად დამ-
პალი, მოფუთფუთე მწერებით სავსე მორები მოაგროვეს; ფრთხილად
თუ არ აიღებდნენ, ნესტიანი ფქვილივით ეფშვნებოდათ ხელში. ეგეც არ
იყოს, ბიჭები თავს არიდებდნენ ტყეში ღრმად შესვლას. შორიახ-
ლოს ეჯაჯგურებოდნენ ახალ ამონაყარ ხეებში გაბურდულ ხმელ
ტოტებს და რის ვაი-ვაგლახით მოათრევდნენ ტყისპირიდან. აქაუ-
რობა კარგად იცოდნენ, საყვირიც აქ ჰქონდათ, ქოხებიც და დღისით
არაფრისა ეშინოდათ. ცდილობდნენ, ღამესა და სიბნელეზე არ
ეფიქრათ. ასე რომ, ენერგიულად, მხიარულად ირჯებოდნენ, თუმცა
დრო თვალსა და ხელს შუა ეპარებოდათ, ენერგია პანიკას ემსგავსე-
ბოდა, მხიარულება – ისტერიას. ბაქანთან, ქვიშაზე, ფოთლებისა და
რტოების, ტოტებისა და მორებისაგან პირამიდა ააგეს. პირველად
მოხდა, რომ ღუტამ თვითონ ამოიღო მინა სათვალიდან, ჩაიმუხლა
და მზის სხივები დამპალ მორს დაუმიზნა. მალე ჭერივით გადაფა-
რებული კვამლის ქვეშ ყვითელი ალის ბუჩქი გაჩნდა.
პატარები, რომლებსაც ხანძრის შემდეგ ცეცხლი წესიერად აღა-
რც ენახათ, სიხარულით ლამის გაგიჟდნენ. ცეკვავდნენ, მღეროდნენ;
ეს თავყრილობა რაღაცით პიკნიკს ჰგავდა.
ბოლოს რალფი ადგა და სახიდან ჭუჭყიანი მკლავით ჩამოიწმინ-
და ოფლი.
– პატარა ცეცხლი უნდა გვენთოს. ეს ძალიან დიდია და ვერ მო-
ვუვლით.
ღუტა ფრთხილად დაჯდა ქვიშაზე და სათვალის წმენდა დაიწყო.
– ექსპერიმენტის ჩატარება შეგვიძლია. უნდა გავარკვიოთ, რო-
გორ დავანთოთ პატარა ცეცხლი და მერე მწვანე ტოტები დავაყა-
როთ, რომ კვამლი დაადგეს. ოღონდ ზოგი ხის ფოთოლი უკეთესი
იქნება, ზოგი – უარესი.
ცეცხლი თანდათან ინავლებოდა და აღტაცებაც კლებულობდა.
პატარებმა სიმღერას და ცეკვას თავი ანებეს და გაიკრიფნენ – ზოგი
ზღვისკენ, ზოგი – ხილის საძებნელად, ზოგი – ქოხებში.
რალფი ქვიშაზე გაიშხლართა.
– ცეცხლთან მეთვალყურეების ახალი სია უნდა შევადგინოთ.
– თუ ვინმე ნახე.
მიიხედ-მოიხედა. პირველად შენიშნა, რა ცოტანი იყვნენ და მიხ-
ვდა, რატომ გაჭირდა მუშაობა.
– მორისი სად არის?
ღუტა ისევ სათვალეს წმენდდა.
– ალბათ... არა, ტყეში მარტო ხომ არ წავიდოდა!
რალფი წამოხტა, სწრაფად შემოურბინა ცეცხლს გარშემო, ღუტას
მიუახლოვდა და თმა გადაიწია:
– კი მაგრამ, მორიგეობა უნდა დავაწესოთ! ვინა ვართ – მე, შენ, სემ-
დერიკი...
ღუტასთვის არ შეუხედავს, ისე იკითხა, ვითომ აქ არაფერიაო:
– ბილი და როჯერი სად არიან?
ღუტა წინ გადაიხარა და ცეცხლს შეუკეთა.
– მე მგონი, წავიდნენ. მე მგონი, აღარც ისინი თამაშობენ ჩვენთან.
რალფი დაჯდა და ქვიშაში პატარ-პატარა ორმოების ამოთხრა დაიწ-
ყო. უცებ სისხლის წვეთი დაინახა და გაუკვირდა. მოკვნეტილი ფრჩხი-
ლი დაითვალიერა – ერთ ადგილას ფრჩხილისთვის ნუნაც მიეყოლები-
ნა.
– შეშას რომ ვაგროვებდით, მაშინ დავინახე, რომ მიიპარებოდნენ, –
განაგრძო ღუტამ, – იმ გზით წავიდნენ. ჯეკი რომ გაიქცა, იმ გზით.
რალფმა ფრჩხილის თვალიერება დაამთავრა და ჰაერში აიხედა. ცა,
ბიჭებს შორის მომხდარი დიდი ცვლილების შესაბამისად, თითქოს
დღეს სხვანაირი იყო – ისეთი დაბურული, რომ ცხელი ჰაერი ალაგ-ალაგ
თეთრად ჩანდა. მზემ – მკრთალმა ვერცხლისფერმა დისკომ – თითქოს
უფრო დაბლა დაიწია და ისე აღარ აცხუნებდა, მაგრამ ჰაერი მაინც სულს
უხუთავდათ.
– ეგენი მაინც სულ თავშისაცემი გვყავდნენ, არა? – მოესმა უკნიდან
შეწუხებული ხმა, – გავძლებთ უმაგათოდ. ახლა უკეთესად ვიქნებით,
არა?
რალფი დაჯდა. ტყუპები მოვიდნენ – ვეება მორს მოათრევდნენ და
საკუთარი სიყოჩაღით გახარებულები, იცინოდნენ. მორი ნაკვერჩხლებ-
ზე დააგდეს და ჰაერში ნაპერწკლები აფრიალდა.
– ჩვენს თავს თვითონ მივხედავთ, ასე არ არის?
რალფი უხმოდ იჯდა, დიდხანს, დიდხანს – სანამ მორი გამოშრა,
ალი მოედო და წითლად გავარვარდა. არც ის შეუმჩნევია, ღუტამ ტყუპე-
ბი განზე რომ გაიხმო და ჩურჩული დაუწყო, არც ის, რომ სამივე ტყე-
ში შევიდა.
– ესეც ასე.
თითქოს ხელი ჰკრესო, ისე გამოერკვა. გვერდით ხილით დატ-
ვირთული ღუტა და ტყუპები იდგნენ.
– მე ვიფიქრე, ერთი კარგი ქეიფი არ გვაწყენდა-მეთქი, – უთხრა
ღუტამ.
ბიჭები დასხდნენ. უამრავი ხილი მოეზიდათ – კარგად დამწიფე-
ბული. რალფმა აიღო და ჭამას შეუდგა. ბიჭებმა გაუცინეს.
– გმადლობთ, – უთხრა რალფმა. მერე სასიამოვნოდ გაკვირვე-
ბულმა გაიმეორა: – დიდი მადლობა!
– თვითონაც მშვენივრად მივხედავთ თავს, – უთხრა ღუტამ, –
იმათ ჭკუა არ ყოფნით, უჭკუო კაცი კი კუნძულზე ნამდვილი ხათაბა-
ლაა. ერთ პატარა კოცონს გავაჩაღებთ...
რალფს გაახსენდა, რა აწუხებდა:
– საიმონი სად არის?
– არ ვიცი.
– როგორ გგონია, მთაზე ხომ არ წავიდა?
ღუტამ ხმამაღლა გაიცინა და კიდევ აიღო ხილი.
– მაგისგან არ გაგიკვირდეს, – და მოზრდილი ლუკმა გადაყლაპა,
– შერეკილია.
საიმონმა ხილით დახუნძლულ ხეებს ჩაუარა, მაგრამ დღეს პატა-
რებს კოცონის გარდა არაფერი ახსოვდათ და აღარავინ აჰკიდებია.
აბურდულ მცენარეებში განაგრძო გზა, ბოლოს ტყისპირზე ხალიჩა-
სავით ჩამოფარებულ ლიანებს მიადგა და შიგნით შეძვრა. დაბუ-
რულ ფოთლებს მეორე მხრიდან მზის სხივები ეფინებოდა, შუაში
პეპლები ცეკვავდნენ თავიანთ დაუსრულებელ ცეკვას. დაიჩოქა და
მზის ისარი დაეცა. სხვა დროს ჰაერი სიცხისგან თითქოს თრთოდა;
მაგრამ ახლა, ცოტა არ იყოს, აშინებდა. მალე გრძელი, უხეში თმა
გაუოფლიანდა. აწრიალდა, მაგრამ მზეს არ მოერიდა. სწყუროდა.
ცოტა ხანში ძალიან მოსწყურდა.
ისევ ისე იჯდა.
ნაპირიდან კარგა მოშორებით, ბიჭების პატარა ჯგუფის წინ, სიხარუ-
ლით გაბრწყინებული ჯეკი იდგა.
– ვინადირებთ! – თქვა და ბიჭებს თვალი მოავლო. ყველას შავი ქუ-
დის ნარჩენი ეხურა. ოდესღაც ორ შეკრულ რიგად იდგნენ, ოდესღაც მა-
თი ხმა ანგელოზების სიმღერას ჰგავდა.
– ვინადირებთ. მე ბელადი ვიქნები.
თავი დაუქნიეს და დაძაბულობა იოლად განელდა.
– კიდევ... რაც შეეხება ურჩხულს.
შეიშმუშნენ და ტყეს გახედეს.
– აი, რას გეტყვით. ურჩხული ჩვენ არ გვენაღვლება.
ახლა თვითონ დაიქნია თავი.
– ურჩხულს დავივიწყებთ.
– სწორია!
– დიახ!
– დავივიწყოთ ურჩხული!
ჯეკს იქნებ გაუკვირდა კიდეც ასეთი გულმხურვალება, მაგრამ არაფე-
რი შეიმჩნია.
– კიდევ ერთი. აქ ზმანებები მოგვაკლდება. ლამის კუნძულის ბო-
ლოა.
დაუფიქრებლად, განაწამები სულის სიღრმიდან ამოხეთქილი
მზადყოფნით დაეთანხმნენ ჯეკს.
– ახლა ყური მიგდეთ. მოგვიანებით იმ კლდეზე უნდა ავიდეთ, ციხე-
კოშკს რომ ჰგავს. მაგრამ ჯერ უფროსები კიდევ უნდა ჩამოვაშოროთ საყ-
ვირსა და სხვა რამეებს. ღორს მოვკლავთ და ლხინს გავმართავთ, – შე-
ყოვნდა და უფრო ნელა განაგრძო, – რაც შეეხება ურჩხულს. ნადირობის
მერე ნაწილს იმას დავუტოვებთ. იქნებ, მერე აღარ შეგვაწუხოს.
და უცებ წამოხტა:
– ახლა ტყეში წავალთ, სანადიროდ.
მიტრიალდა და გაიქცა. დანარჩენები მორჩილად გაჰყვნენ.
ტყეში აღელვებულები დაიფანტნენ, ჯეკი თითქმის მაშინვე წააწყდა
ამოთხრილ მიწას და აჩიჩქნილ ფესვებს – ღორის ნაკვალევს. ცოტა ხნის
წინ გაევლო. მონადირეებს ანიშნა, წყნარად იყავითო და თვითონ წინ
წავიდა. ბედნიერი იყო, როგორც ძველ ტანსაცმელში, ისე გახვეული-
ყო ტყის ნოტიო სიბნელეში. ფერდობზე ჩაცოცდა და გადამტვრეუ-
ლი ხეებიდან ზღვასთან გავიდა.
ღორები ქონის დაბერილი ტომრებივით ეყარნენ ხეების ქვეშ,
ჩრდილში, ნეტარებდნენ. სიო არ იძვროდა და არაფერი უეჭვიათ.
ჯეკს უკვე ნასწავლი ჰქონდა უჩუმრად, ლანდივით მოძრაობა. ისევ
უკან გახოხდა და შემალული მონადირეები გააფრთხილა. ახლა ყვე-
ლა თანდათანობით მიიწევდა წინ მდუმარე სიცხეში და ოფლი ღვა-
რად ჩამოსდიოდათ. ხეებქვეშ ყურის ზანტი პარტყუნი გაისმა. და-
ნარჩენებისგან ოდნავ მოშორებით ღრმა მდედრულ ნეტარებაში
ჩაფლული დიდი დედაღორი თვლემდა. შავი და ვარდისფერი. ვეება
მუცელთან გოჭები ეკვროდნენ – ზოგს ეძინა, ზოგი ცდილობდა, დინ-
გი ღრმად ჩაერგო და ხმადაბლა ჭყვიტინებდა.
ჯეკი კოლტიდან თხუთმეტიოდე იარდის მოშორებით გაჩერდა;
ხელი დედაღორისკენ გაიშვირა. მიიხედ-მოიხედა, რათა დარწმუნე-
ბულიყო, რომ ყველამ გაუგო. დანარჩენებმა თავი დაუქნიეს. მარჯვე-
ნა ხელი ყველამ უკან წაიღო.
– წავედით!
კოლტი წამოიშალა; სულ რაღაც ათი იარდის მანძილზე გამწკრი-
ვებული რიგიდან შუბები ცეცხლში გამომწვარი წვეტებით გაფრინდა
ამორჩეული ღორისკენ. ერთი გოჭი განწირული ჭყივილით შევარდა
ზღვაში, უკან როჯერის შუბი მისთრევდა. დედაღორმა გამგმირავად
დაიჭყივლა, ბარბაცით წამოდგა, მსუქან ფერდში ორი შუბი ჰქონდა
ჩარჭობილი. ბიჭებიც ყვირილით გაცვივდნენ წინ, გოჭები დაიფან-
ტნენ, დედაღორმა წინ გადაღობილი მწკრივი გაარღვია და შლიგი-
ნით შევარდა ტყეში.
– გავეკიდეთ!
ღორის საძრომ ბილიკს გაჰყვნენ, მაგრამ აბურდულ, ძეძვებიან
ტყეში ბნელოდა ჯეკმა შეიგინა, ბიჭები გააჩერა და ხეებს შორის და-
იწყო ძებნა. ერთხანს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ისეთი გაცოფებული
ქშენდა, რომ შეშინებულმა ბიჭებმა ერთმანეთს დათრგუნული რი-
დით გადახედეს. ახლა თითი მიწას დაარჭო:
– აი...
სანამ დანარჩენები სისხლის წვეთს ათვალიერებდნენ, ჯეკმა გვერ-
დზე გაუხვია, კვალი შეამოწმა, გადამტვრეულ ტოტს დააკვირდა. სასწაუ-
ლებრივად სწორად და შეუცდომლად, თავდაჯერებით მიჰყვებოდა ნაკ-
ვალევს; მონადირეებიც აედევნენ.
სამალავთან გაჩერდა:
– აქ არის.
სამალავს გარს შემოერტყნენ, ღორი გამოვარდა, ფერდში კიდევ ერ-
თი შუბი ჩაესო და ტკივილისგან გაშმაგებული გაუსხლტათ. შუბისტარე-
ბი მისთრევდა, ფეხებში ედებოდა, ბასრი, წამახული წვერები კიდევ უფ-
რო ერჭობოდა, სტანჯავდა. ხეს დაეჯახა და შუბი უფრო ღრმად ჩაესო;
ამის შემდეგ მონადირეები უკვე იოლად მისდევდნენ ახალდაწვეთებუ-
ლი სისხლის ნაკვალევს. შუადღე გადავიდა – ნესტიანი სიცხით გაბრუე-
ბული, საზარელი შუადღე; დედაღორი ბარბაცით მიიწევდა წინ, გასის-
ხლიანებული, გაშმაგებული; მონადირეები უკან მიჰყვებოდნენ – სურვი-
ლით მიჯაჭვულები, ხანგრძლივი დევნითა და დაღვრილი სისხლით გა-
ხელებულები. უკვე დაინახეს, ის-ის იყო, დაეწივნენ კიდეც, ღორმა უკა-
ნასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, კიდევ ერთხელ მოსწყდა და ისევ წინ გა-
ვარდა. სულ ერთი-ორი ნაბიჯი აშორებდათ, როცა გაშლილ მინდორზე
გაბარბაცდა; მინდორი ჭრელ-ჭრელი ყვავილებით იყო მოფენილი, პეპ-
ლები ფარფატით ეცეკვებოდნენ ერთმანეთს, ცხელი ჰაერი არ იძვრო-
და.
სიცხისგან ძალაგამოცლილი დედაღორი დაეცა და მონადირეები მა-
შინვე ერთი ნახტომით დაეხვივნენ. უცნობი სამყაროს ამ საზარელმა
თავდასხმამ ღორი გადარია; აჭყივლდა, აფართხალდა და ჰაერი ოფ-
ლით, ხმაურით, სისხლით, ძრწოლით აივსო. როჯერი ზედახორის გარ-
შემო დარბოდა და სადაც ღორის სხეულს მოჰკრავდა თვალს, შუბს იქ
ატაკებდა. ჯეკი ზედ აჯდა დედაღორს და გაშმაგებით ურტყამდა დანას.
როჯერმა ბოლოს მოუძებნა ადგილი, შუბი ჩაარჭო და მთელი ტანით
დააწვა. შუბი თანდათანობით უფრო და უფრო ღრმად ესობოდა, თავ-
ზარდაცემული ჭყივილი გულისმომკვლელ ჭყვიტინად იქცა. მერე ჯეკმა,
როგორც იქნა, ყელს მიაგნო და ცხელმა სისხლმა შადრევანივით იფეთ-
ქა ხელებზე. დედაღორი უსულოდ დაეცა, ბიჭები ზედ დაეყარნენ –
მძიმედ, ჟინმოკლულები. პეპლები ისევ მსუბუქად დაფარფატებ-
დნენ მინდორში.
ნადავლით აღტაცება ჩაცხრა. ბიჭები უკან გადაცვივდნენ, ჯეკი
ადგა და ხელები გაშალა.
– შეხედეთ.
ხითხითებდა და ცხვირში სჩრიდა ბიჭებს აქოთებულ ხელისგუ-
ლებს. ბიჭები იცინოდნენ. მერე ჯეკი მორისს სწვდა და სისხლიანი
ხელი ლოყებზე ჩამოუსვა. როჯერმა შუბის ამოძრობა დაიწყო და ბი-
ჭებმა ახლაღა შენიშნეს, რა მოხდა. რობერტმა ეს საქმე ერთი ფრა-
ზით გაარკვია და ამ ფრაზას აღტაცებული ყიჟინით შეხვდნენ.
– პირდაპირ ტრაკში მოხვედრია!
– გაიგონეთ?
– გაიგონეთ, რა თქვა?
– ტრაკშიო!
ახლა რობერტმა და მორისმა დაიწყეს წარმოდგენა; მორისი ისე
სასაცილოდ განასახიერებდა, თუ როგორ ცდილობდა ღორი შუბის
აცილებას, რომ ბიჭები გიჟებივით ხარხარებდნენ.
ბოლოს, ესეც მობეზრდათ. ჯეკმა სისხლიანი ხელები კლდეს შე-
აწმინდა. მერე დედაღორის გამოშიგნვა დაიწყო – გაფატრა, ფერადი
ნაწლავების ცხელი გორგლები ამოიღო და ერთ გროვად დაყარა
კლდეზე. დანარჩენები იდგნენ და უყურებდნენ. ჯეკი საქმიანობდა
და ბიჭებს ელაპარაკებოდა:
– ხორცს ნაპირზე წავიღებთ. ბაქანზე დავბრუნდები და იმათ
ლხინზე მოვიწვევ. დროს მოვიგებთ.
– ბელადო... – წამოიწყო როჯერმა.
– ჰა?
– ცეცხლი როგორ დავანთოთ?
ჯეკი ჩაცუცქდა და წარბშეკრულმა შეხედა ღორს.
– თავს დავესხათ და წავართვათ. ოთხნი წამომყვებით – შენ, ჰენ-
რი, ბილი და მორისი. შევიღებებით და მივეპარებით. სანამ მე ვეტ-
ყვი, რა მინდა, როჯერი მუგუზალს სტაცებს ხელს. დანარჩენები
ჩვენს ადგილას დაბრუნდით. კოცონისთვის შეშას იქ დავაწყობთ. და მე-
რე...
გაჩუმდა და ადგა. ხეების ქვეშ დაფენილ ჩრდილებს გახედა. უფრო
ხმადაბლა განაგრძო:
– ოღონდ ნანადირევის ნაწილი იმას უნდა დავუტოვოთ...
ისევ ჩაიმუხლა და დანა აამუშავა. ბიჭები გარშემო შემოეხვივნენ.
მხარს იქით გადმოუგდო როჯერს:
– ჯოხს ორივე მხრიდან წაუთალე წვერი.
ადგა. ხელში დედაღორის თავი ეჭირა, თავიდან სისხლი წვეთავდა.
– სად არის ჯოხი?
– აი.
– მიწაში ჩაარჭე. თუმცა... კლდეა. ღრიჭოში ჩასვი. ეგრე.
ჯეკმა ღორის თავი ასწია და რბილი ყელით ჩამოაცვა წამახულ ჯოხ-
ზე. ჯოხმა პირში გამოჰყო წვერი. ჯეკმა უკან დაიხია. ჯოხს წვეთ-წვეთად
ჩამოსდიოდა სისხლი.
ბიჭებმაც ინსტინქტურად დაიხიეს უკან; ტყე გაირინდა. ყურს უგდებ-
დნენ – სიჩუმეში მხოლოდ გადაყრილ ნაწლავებზე დასეული ბუზების
ბზუილი ისმოდა.
– აიღეთ ღორი, – დაიჩურჩულა ჯეკმა.
მორისმა და რობერტმა ნანადირევს ჭოკი გაუყარეს, ასწიეს და წელ-
ში გაიმართნენ. ახლა, გამხმარი სისხლის გუბესთან ჩუმად რომ იდგნენ,
უეცრად ისეთი სახეები გაუხდათ, თითქოს რაღაცას მალავენო.
– ეს თავი ურჩხულისთვისაა, – ხმამაღლა წარმოთქვა ჯეკმა, – ძღვენს
მივართმევთ.
სიჩუმემ ძღვენი მიიღო და შეზარათ. ღორის თავი არ იძვროდა, თვა-
ლებდაბინდული იღმიჭებოდა და კბილებს შორის შავად უჩანდა სის-
ხლი. უცებ ადგილიდან მოსწყდნენ, თავქუდმოგლეჯილები შეცვივდნენ
ტყეში და ნაპირისკენ მოკურცხლეს.
საიმონი სადაც იყო, იქ დარჩა, ფოთლებში მიმალული, პატარა, ყა-
ვისფერი ფიგურა. თვალები გინდ დაეხუჭა, დედაღორის თავი მაინც
თვალწინ ედგა. ღორის ნახევრად მილულულ თვალებს მოზრდილთა
ცხოვრების უსაზღვრო ცინიზმი ნისლავდა. ეს მზერა საიმონს ეუბნე-
ბოდა, ცუდი ამბავიაო.
– ვიცი.
საიმონი მიხვდა, რომ ხმამაღლა ლაპარაკობდა. სასწრაფოდ გა-
ახილა თვალები, ღორის თავი დღის უცნაურ შუქზე დამცინავად იღ-
მიჭებოდა და არაფრად აგდებდა არც ბუზებს, არც გადაყრილ ნაწ-
ლავებს, არც იმას, რომ სამარცხვინოდ იყო ჯოხზე ჩამოცმული.
განზე გაიხედა და გამშრალი ტუჩები დაისველა.
ძღვენი – ურჩხულისთვის. მერე, წასაღებად არ მოვა? მოეჩვენა,
რომ ღორის თავი ეთანხმებოდა. გაიქეცი, – მდუმარედ ეუბნებოდა
თავი, – დანარჩენებთან დაბრუნდი. ხუმრობა იყო და მეტი არაფერი
– რა გაწუხებს? უბრალოდ, ცუდად გახდი. ეგ არაფერია. ცოტათი თა-
ვი აგტკივდა, ალბათ საჭმელს შეაყოლე რამე. წადი, პატარავ, დაბ-
რუნდი, – უხმოდ ეუბნებოდა თავი.
საიმონი სველმა თმამ დაამძიმა და ცას ახედა. იქ, მაღლა, რო-
გორც იქნა, გამოჩნდა ღრუბლები, დიდი, მკვრივი კოშკებივით რომ
გაფანტულიყვნენ კუნძულის თავზე – ნაცრისფერი, კრემისფერი, რუ-
ხი.
ღრუბლები მიწაზე სხდებოდნენ და ყოველ წუთში სულ უფრო და
უფრო იკუმშებოდნენ, დახუთულ, მტანჯველ სიცხეს იწურავდნენ და
კუნძულზე აფრქვევდნენ. პეპლებმაც კი მიატოვეს გაშლილი მინდო-
რი, სადაც ის საძაგელი რაღაც იღმიჭებოდა და წვეთავდა. საიმონმა
თავი ჩაქინდრა, გულმოდგინედ ხუჭავდა თვალებს, მერე ხელი აიფა-
რა. ხეებქვეშ ჩრდილები არ ეცემოდა, მაგრამ ყველაფერი გარინდე-
ბულიყო, თითქოს სადაფის გარსშია გახვეულიო, ისე რომ, სინამდვი-
ლე ილუზიას ემსგავსებოდა. ნაწლავების გროვა შავი ბუზებით მო-
წინწკლულიყო; ხერხივით ზუზუნებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბუზებ-
მა საიმონს მიაგნეს. გამომძღარი მწერები ბიჭს სახეზე დაასხდნენ
და წურწურით ჩამომავალ ოფლს დაეწაფნენ. ნესტოებში უღიტინებ-
დნენ, ფეხებზე ოთურმა გაუმართეს. შავი, ცისარტყელას ფერებივით
ელვარე, ურიცხვი ბუზი; საიმონის პირდაპირ კი ჯოხზე ჩამოცმული
ბუზთა ბატონი იღმიჭებოდა. ბოლოს საიმონმა ვეღარ გაძლო და
უკან მიიხედა; დაინახა თეთრი კბილები, ამღვრეული გამოხედვა, სის-
ხლი – და მზერა ვეღარ მოსწყვიტა იმ უძველეს, თანამდევ, ყოვლის-
მცოდნე თვალებს. მარჯვენა საფეთქელმა ფეთქვა დაუწყო – თითქოს
ტვინში ურტყამდნენ.
რალფი და ღუტა ქვიშაში იწვნენ, ცეცხლს ჩასცქეროდნენ და ზანტად
ესროდნენ კენჭებს, კვამლი აღარ ამოდიოდა.
– ეს ტოტიც ჩაიწვა.
– სემდერიკი სად არიან?
– შეშა უნდა დავამატოთ. მწვანე ტოტები აღარა გვაქვს.
რალფმა ამოიოხრა და ადგა. ბაქანზე, პალმებს ქვეშ, ჩრდილები
აღარ ჩანდა; მხოლოდ ეს უცნაური შუქი ეფინებოდა – თითქოს ყოველი
მხრიდან, ერთდროულად. მაღლა, დაბურცულ ღრუბლებში ქუხილმა
თოფივით იგრიალა.
– თავსხმა წამოვა.
– ცეცხლს რაღა ვუყოთ?
რალფი ტყისკენ გაიქცა, გაფოთლილი, მწვანე ტოტი მოიტანა და
ცეცხლში ჩააგდო. ტოტმა დაიჭრაჭუნა, ფოთლები აიგრიხა და ყვითელი
კვამლი აუშვა.
ღუტა ხელით ქვიშას დააწვა და ანაბეჭდი დატოვა.
– ცუდი ის არის, რომ ცეცხლისთვის ხალხი არ გვყოფნის. სემდერიკი
ერთ კაცად გვეთვლება. ყველაფერს ერთად აკეთებენ...
– ჰო, ეგრეა.
– მერე, ეგრე არ შეიძლება. რიგრიგობით უნდა აკეთონ საქმე.
რალფი დაფიქრდა და მიხვდა. თავის თავზე ბრაზი მოუვიდა, როცა
იგრძნო, როგორ ვერ ახერხებდა მოზრდილივით ფიქრს. ისევ ამოიოხ-
რა. კუნძულზე ყოფნა სულ უფრო და უფრო ძნელდებოდა.
ღუტამ ცეცხლს შეხედა.
– მალე კიდევ ერთი მწვანე ტოტი დაგვჭირდება.
რალფი პირქვე გადმობრუნდა.
– ღუტა, რა ვქნათ?
– იოლად უნდა გამოვიდეთ უიმათოდ.
– კი მაგრამ... ცეცხლი?
შუბლშეკრულმა შეხედა შავ-თეთრ მასას, რომელშიც ტოტების
დაუწვავი ბოლოები ეწყო. სცადა, გარკვევით ეთქვა, რას ფიქრობდა:
– მეშინია.
ღუტას მზერა დაიჭირა და ბორძიკით განაგრძო:
– ურჩხულის კი არა. იმისაც მეშინია, მაგრამ ახლა სხვა რამეს გე-
უბნები. არავის არ ესმის, რომ ცეცხლი გვჭირდება. თუ იხრჩობი და
თოკი გადმოგიგდეს, ან როცა ექიმი გეუბნება, ამ წამალს თუ არ და-
ლევ, მოკვდებიო... ხომ უნდა გააკეთო, რაც საჭიროა? ხომ გააკეთებ-
დი?
– რასაკვირველია.
– ვერაფერს ვერ ხვდებიან? სასიგნალო კვამლის გარეშე აქ რომ
ჩავიხოცებით, ვერ ხვდებიან? აბა, შეხედე!
ფერფლის თავზე გავარვარებული ჰაერი თრთოდა. კვამლის ნა-
სახიც აღარ იყო.
– ცეცხლისთვისაც ვერ მოგვივლია. იმათ კი არ ენაღვლებათ. მეტ-
საც გეტყვი... – ღუტას გაოფლილ სახეზე მიაქცერდა, – მეტსაც გეტ-
ყვი. ხანდახან არც მე მენაღვლება. მეც რომ ავდგე და სხვებივით თა-
ვი აღარ ავიტკიო... რა მოგვივა?
შეშფოთებულმა ღუტამ სათვალე მოიხსნა.
– არ ვიცი, რალფ. უნდა გავუძლოთ და ეგ არის. მოზრდილები ასე
იზამდნენ.
რალფმა რაკი ერთი გადაუშალა გული, ახლა აღარაფერს მალავ-
და.
– ღუტა, რა მოხდა?
– რას გულისხმობ? – გაკვირვებით შეხედა ღუტამ.
– არა... იმას ვამბობ, რომ... რატომ აგვერ-დაგვერია ასე ყველაფე-
რი?
ღუტამ აუჩქარებლად გაიწმინდა სათვალე და დაფიქრდა. როცა
მიხვდა, როგორ ახლობლად მიიჩნია რალფმა, სიამაყისგან ლოყები
აუვარდისფრდა.
– არ ვიცი, რალფ. მე მგონი, იმის ბრალია.
– ჯეკის?
– ჯეკის... – ამ სახელზე ტაბუ ჰქონდათ დადებული.
რალფმა პირქუში სახით დაუქნია თავი.
– ჰო, ალბათ ეგრეა.
შორიახლოს ტყე უცებ ღრიანცელმა აავსო. თეთრი, შავი, წითელი და
მწვანესახიანი ფიგურები ჭინკებივით წიოკით გამოცვივდნენ; პატარები
თავზარდაცემული წივილ-კივილით დაიფანტნენ. რალფმა თვალი მოჰ-
კრა, რომ ღუტა გარბოდა. ორი ფიგურა ცეცხლს ეცა, რალფი თავდასაცა-
ვად მოემზადა, მაგრამ იმათ ნახევრად დამწვარ ტოტებს სტაცეს ხელი
და ნაპირის გაყოლებით მოკურცხლეს. დანარჩენი სამი წყნარად იდგა
და რალფს თვალს არ აშორებდა; ბიჭმა დაინახა, რომ მათ შორის ყვე-
ლაზე მაღალი და, – ქამარსა და საღებავს თუ არ ჩავთვლიდით, – დედი-
შობილა, ჯეკი იყო.
რალფმა ამოისუნთქა:
– აბა, რაშია საქმე?
ჯეკმა არც კი შეხედა, შუბი ასწია და ყვირილი მორთო:
– მისმინოს ყველამ. მე და ჩემი მონადირეები ნაპირზე ვცხოვრობთ,
ბრტყელი კლდის პირას. ვნადირობთ და ვზეიმობთ და ვმხიარულობთ.
თუ გინდათ, ჩემს ტომს შემოუერთდით, მოდით და გვნახეთ. შეიძლება
მიგიღოთ. შეიძლება – არა.
შეყოვნდა, მიიხედ-მოიხედა. საღებავების ნიღაბს ამოფარებულს
სირცხვილი ან უხერხულობა აღარაფრად მიაჩნდა და თითოეულ მათ-
განს აკვირდებოდა. რალფმა გასაქცევად გამზადებული მორბენალი-
ვით ჩაიმუხლა ცეცხლის ნარჩენებთან, ჩამოშლილი თმა და ჭვარტლი
სანახევროდ უფარავდა სახეს. პალმას ამოფარებული სემდერიკი ერ-
თად იყურებოდნენ ტყისპირიდან, ტბორთან ერთი პატარა ტირილით
ჩაბჟირდა. ღუტა ბაქანზე იდგა და თეთრი საყვირი ხელში ჩაებღუჯა.
– ამაღამ ლხინს ვმართავთ. ღორი მოვკალით და ხორცი გვაქვს. თუ
გინდათ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ჭამოთ.
მაღლა, ღრუბლებში ისევ დაიგრუხუნა. ჯეკი და მისი თანმხლები
ორი უცნობი ველური შეკრთნენ, ზემოთ აიხედეს, მაგრამ მყისვე გონს
მოეგნენ. პატარა ისევ გულამოსკვნილი ტიროდა. ჯეკი რაღაცას ელოდე-
ბოდა. მერე მოუთმენლად წასჩურჩულა თავისიანებს:
– აბა... თქვით!
ველურები აჩურჩულდნენ, მაგრამ ჯეკმა შეუტია:
– რა გითხარით!
ველურებმა ერთმანეთს გადახედეს, ერთდროულად აღმართეს
შუბები და წარმოთქვეს:
– ეს ბელადმა თქვა.
მერე სამივე მიტრიალდა და გაიქცა.
რალფი ადგა და იქით გაიხედა, სადაც ველურები გაუჩინარდნენ.
ტყუპებმა მოირბინეს და თავზარდაცემულები აჩურჩულდნენ:
– მე მეგონა...
– შემეშინდა...
ღუტა ბაქნიდან გადმოჰყურებდათ და საყვირი ისევ ხელში ეჭი-
რა.
– ჯეკი, მორისი და რობერტი იყვნენ, – თქვა რალფმა, – ასე ერ-
თობიან?
– მე მეგონა, ახლა ასთმის შეტევა დამემართებოდა.
– ნუ შეგვჭამე შენი ასთმით-ჩაფსმით.
– ჯეკი რომ დავინახე, ვიფიქრე, საყვირის წასაღებად მოვიდა-
მეთქი. თვითონაც არ ვიცი, რატომ.
ბიჭებმა ნიჟარას კრძალული ალერსით შეხედეს. ღუტამ რალფს
ჩაუდო ხელში; ნაცნობი სიმბოლოს დანახვაზე პატარებმაც თანდა-
თანობით მოიყარეს თავი.
– არა, აქ არა.
რალფი ბაქნისკენ მიტრიალდა, იგრძნო, რომ რიტუალი იყო სა-
ჭირო. ჯერ თვითონ ავიდა, საყვირი ბავშვივით ჰქონდა ატატებული,
მერე ძალიან სერიოზული ღუტა მიჰყვა, მერე ტყუპები, მერე პატარე-
ბი და სხვები.
– დასხედით. ყველა. ცეცხლის გამო დაგვესხნენ თავს. ერთობი-
ან, მაგრამ...
რალფი შეცბა – თითქოს ნაპერწკალმა გაიელვა და ფარდა ჩამოა-
ფარეს.
რაღაცის თქმა უნდოდა; ფარდა დაეშვა.
– მაგრამ...
სერიოზულად შეჰყურებდნენ, აქამდე წამითაც არ შეჰპარვიათ ეჭვი,
რომ ღირსეული ბელადი ჰყავდათ. რალფმა თვალებიდან გადაიყარა ეს
ოხერი თმა და ღუტას შეხედა:
– მაგრამ... ისა... ცეცხლი! რასაკვირველია, ცეცხლი!
სიცილი აუტყდა, მერე გაჩერდა და სხაპასხუპით მიაყარა:
– ცეცხლი ყველაზე მნიშვნელოვანია. უცეცხლოდ ვერ გადაგვარჩე-
ნენ. ძალიანაც მინდა, მეომარივით მოვიხატო სახე და ველური ვიყო.
მაგრამ ცეცხლი არ უნდა ჩაგვიქრეს. კუნძულზე მთავარი ცეცხლია. იმი-
ტომ, რომ... იმიტომ, რომ...
ისევ შეყოვნდა. სიჩუმეში ეჭვმა და გაკვირვებამ დაისადგურა. ღუტამ
სასწრაფოდ ჩასჩურჩულა.
– გადავრჩეთ.
– ჰო. ცეცხლის გარეშე ვერ გადაგვარჩენენ. ასე რომ, ცეცხლს არ უნდა
მოვშორდეთ და კვამლი არ გავაქროთ.
გაჩუმდა, კრინტი არავის დაუძრავს. ამ ბაქანზე სხვა დროს წარმოთ-
ქმული ბრწყინვალე გამოსვლების შემდეგ ახლა რალფის სიტყვები მო-
იკოჭლებდა – ეს პატარებმაც კი შენიშნეს.
ბოლოს ბილმა გაიწოდა ხელი საყვირისკენ.
– ახლა ზემოთ კოცონს ვეღარ დავანთებთ... რაკი იქ კოცონს ვეღარ
დავანთებთ... ხალხი აღარ გვყოფნის. მოდი, წავიდეთ ზეიმზე და ვუთ-
ხრათ, რომ ცეცხლს მარტო ვეღარ მოვუვლით. ეგეც არ იყოს, ნადირობაც
და ისიც... ველურებივით სიარულიც... ალბათ კარგი გასართობი იქნება.
სემდერიკმა საყვირი აიღეს.
– ბილისა არ იყოს, სახალისო იქნება... თან დაგვპატიჟა...
– ...ზეიმზე...
– ...ხორცზე...
– ...შემწვარი იქნება...
– ...ხორცზე უარს არ ვიტყოდი...
რალფმა ხელი ასწია.
– ჩვენ თვითონ ხორცი ვერ უნდა ვიშოვნოთ?
ტყუპებმა ერთმანეთს გადახედეს. ბილმა უპასუხა:
– ჯუნგლებში წასვლა არ გვინდა.
რალფი აიმრიზა:
– ის... თქვენც იცით... დადის.
– ის მონადირეა. ყველანი მონადირეები არიან, ეგ სხვა საქმეა.
ერთხანს ხმას არავინ იღებდა, მერე ღუტამ ქვიშას ჩასჩურჩულა:
– ხორცი...
პატარები დასხდნენ. ხორცზე ფიქრობდნენ და ნერწყვი მოსდი-
ოდათ. მაღლა, ღრუბლებში, ისევ დაიქუხა და ცხელმა ქარმა უცებ
ტკაცუნით დაუარა პალმების მშრალ ფოთლებს.
– პატარა, სულელი ბიჭი ხარ, – უთხრა ბუზთა ბატონმა, – ერთი
უცოდინარი, სულელი, პატარა ბიჭი.
საიმონმა შეშუპებული ენა აამოძრავა, მაგრამ არაფერი თქვა.
– რა, ასე არ არის? – უთხრა ბუზთა ბატონმა, – პატარა, სულელი
ბიჭი არა ხარ?
საიმონმა ასევე უხმოდ უპასუხა.
– კარგი, – თქვა ბუზთა ბატონმა, – გირჩევნია, გაიქცე და სხვებთან
ერთად ითამაშო. შენზე ფიქრობენ, შერეკილიაო. ხომ არ გინდა, რომ
რალფს შერეკილი ეგონო? ხომ ძალიან მოგწონს რალფი? ღუტაც,
ჯეკიც?
საიმონს თავი უკან გადაუვარდა. ბუზთა ბატონს თვალს ვერ
სწყვეტდა. ზუსტად მის წინ იყო ჩამოკიდებული.
– აქ რას აკეთებ მარტოდმარტო? ჩემი არ გეშინია?
ბიჭი შეკრთა.
– აქ ვერავინ მოგეშველება. ჩემ გარდა. მე კი ურჩხული ვარ.
საიმონს თითქოს ენა აეხსნა, რის ვაივაგლახით ამოღერღა:
– ჯოხზე წამოცმული ღორის თავი.
– თქვენ გეგონათ, რომ ურჩხული ისეთი რამეა, რაზეც ინადირებ
და მოკლავ? – თქვა თავმა. ერთი-ორი წუთიც და ტყიდან თუ ბუნდოვ-
ნად მოხაზული სხვა ადგილებიდან ექომ ხარხარით გამოაჯავრა, –
შენ კი იცოდი, ასეა? მე რომ თქვენი ნაწილი ვარ? ფარული, ფარული
ნაწილი! რომ სწორედ ჩემს გამო არ გამოგივიდათ არაფერი და მოხ-
და ის, რაც მოხდა?
ხარხარმა ისევ ააცახცახა ტყე.
– კარგი, გვეყოფა, – უთხრა ბუზთა ბატონმა, – დანარჩენებთან დაბ-
რუნდი და ყველაფერი დავივიწყოთ.
საიმონი თავს აკანტურებდა. თვალები ნახევრად მიელულა, თით-
ქოს იმ ჯოხზე ჩამოცმულ სისაძაგლეს ბაძავდა. იცოდა, რომ ეპილეფსი-
ის შეტევა ეწყებოდა. ბუზთა ბატონი ბუშტივით გაიბერა.
– სასაცილოა. მშვენივრად იცი, რომ ქვემოთ ჩახვალ თუ არა, იქ დაგ-
ხვდები... ასე რომ, ვერ გამექცევი!
საიმონს სხეული მოერკალა და გაუშეშდა. ბუზთა ბატონმა სკოლის
მასწავლებლის ხმით განაგრძო:
– ძალიან კი შევტოპეთ. ჩემო საბრალო, გზააბნეულო ბავშვო, რო-
გორ გგონია, ჩემზე მეტი იცი?
დუმილი.
– გაფრთხილებ. ცოტაც და იცოდე, გავცოფდები. გაიგე? შენ არავის
არ უნდიხარ. გაიგე? ამ კუნძულზე კარგად ვაპირებთ გართობას. გესმის?
ამ კუნძულზე კარგად ვაპირებთ გართობას! ასე რომ, ნურც შეეცდები აგ-
ვეკიდო, ჩემო საბრალო, გზააბნეულო ბავშვო, თორემ...
საიმონი მიხვდა, რომ ფართოდ დაბჩენილ ხახას ჩასცქეროდა. შიგ-
ნით სიშავე ჩანდა, ის სიშავე, არემარეს რომ ეფინებოდა.
– ...თორემ, – განაგრძო ბუზთა ბატონმა, – ბოლოს მოგიღებთ, გაიგე?
ჯეკი, როჯერი, მორისი, რობერტი, ბილი, ღუტა, რალფი. ბოლოს მოგი-
ღებთ. გაიგე?
საიმონი უკვე ხახაში იყო. დაეცა და გონება დაკარგა.

თავი მეცხრე − სიკვდილის სახე


კუნძულის თავზე ისევ ღრუბლები გროვდებოდა. გავარვარებული ჰა-
ერის მკვრივი ნაკადი მთელი დღის განმავლობაში მთიდან ზემოთ მი-
იწევდა და ათი ათასი ფუტის სიმაღლეს აღწევდა; აირის ცვალებადი მა-
სები გაზებით მანამ მუხტავდა ჰაერს, სანამ ასაფეთქებლად არ მოამზა-
და. მოსაღამოვებულზე მზე გაუჩინარდა და მოკრიალებულ დღის შუქს
თვალისმომჭრელი, ფოლადისფერი ელვარება შეენაცვლა. ზღვიდანაც
კი ცხელი ჰაერი უბერავდა, შვება არ მოჰქონდა. წყალი, ხეები და
კლდეების ვარდისფერი ზედაპირი გახუნდა, თეთრი და ყავისფერი
დაედო. ყველაფერმა მოიწყინა, ბუზების გარდა, თავიანთი ბატონი
რომ გააშავეს და გადაყრილი ნაწლავები ნახშირის ლაპლაპა გროვას
დაამსგავსეს. საიმონს ცხვირიდან სისხლი რომ წასკდა, მაშინაც კი
არ მიჰკარებიან – ღორის მძაფრი სუნი არჩიეს.
სისხლისდენის შემდეგ საიმონს შეტევამ გაუარა. ბიჭმა სისუსტე
იგრძნო და ძილი მოერია. ლიანების ხალიჩაში იწვა, საღამო თანდა-
თანობით ეფინებოდა არემარეს, ისევ ქუხდა. ბოლოს გაიღვიძა და
ლოყასთან ბუნდოვნად გაარჩია მიწა. უძრავად იწვა, სახე გვერდუ-
ლად ედო. დაბინდული მზერა ჰქონდა. მერე გადატრიალდა, ფეხები
მოკეცა, ლიანებს ჩაეჭიდა და რის ვაი-ვაგლახით წამოდგა. ლიანები
რომ შეირხა, ბუზები საძაგელი ბზუილით წამოიშალნენ ნაწლავები-
დან, მერე ისევ ზედ დაეწებნენ აქოთებულ გროვას. საიმონი ფეხზე
წამოდგა. იქაურობა არაამქვეყნიურ შუქში გახვეულიყო. ბუზთა ბა-
ტონი შავი ბურთივით ეკიდა ჯოხზე.
– კიდევ რისი გაკეთება შეიძლება? – ხმამაღლა ჰკითხა საიმონმა
მდელოს.
პასუხი ვერ მიიღო. ბიჭმა მდელოს ზურგი შეაქცია, ლიანებში გა-
ხოხდა და ტყის ბინდბუნდში შეძვრა. ნაღვლიანად მიეხეტებოდა ხე-
ებს შორის, უაზრო, ცარიელი გამომეტყველებით, პირთან და ნიკაპ-
ზე სისხლი შეხმობოდა. ხანდახან, ჩამოკიდებულ ლიანებს რომ გა-
დასწევდა და მიმართულებას ირჩევდა, უხმოდ, მხოლოდ ტუჩების
მოძრაობით წარმოთქვამდა სიტყვებს.
მალე ხეებზე ლიანების გირლანდები შეთხელდა და ტყეში ცი-
დან ჩამოშვებული, სადაფისფერი შუქი გაიფანტა. ეს კუნძულის ხერ-
ხემალი იყო, ოდნავ შემაღლებული ადგილი მთის ძირას, სადაც გა-
უვალი ჯუნგლები მეჩხერდებოდა. გაშლილ სივრცეში აქა-იქ ბარდე-
ბი და დიდრონი ხეები იჭრებოდა, გაკვალული გზა აღმართს მიუყვე-
ბოდა. ბოლოს საიმონი ტყიდან გავიდა. დროდადრო დაღლილო-
ბისგან ბორძიკობდა, მაგრამ მაინც შეუჩერებლად მიიწევდა წინ.
თვალები ჩაუქრა – ჩვეულებისამებრ აღარ უბრწყინავდა. პირქუშად,
მტკიცედ მიაბიჯებდა – ბერიკაცივით.
ქარმა დაუბერა, წააბარბაცა. გაშლილ ადგილას იდგა, კლდეზე, ფო-
ლადისფერი ცის ქვეშ. იგრძნო, რომ მუხლები ეკვეთებოდა და ენა სტკი-
ოდა. როცა ქარმა მთის წვერს მიაღწია, საიმონმა დაინახა, რომ იქ რაღაც
მოხდა, რაღაც ლურჯმა გაიელვა რუხი ღრუბლებისკენ. თავს ძალა და-
ატანა, გზა განაგრძო, ქარმა ისევ
წამოუბერა, ახლა უფრო ძლიერად, ხეებს კენწეროებზე გადაუარა,
ტყე გადაიხარა და ახმაურდა. საიმონმა დაინახა, რაღაც კუზიანი როგორ
წამოჯდა და ჩამოხედა. ბიჭმა თავი დაღუნა, რომ სახე დაემალა და
ძლივძლივობით განაგრძო გზა.
ფიგურისთვის ბუზებსაც მიეგნოთ. ცოცხალივით რომ ამოძრავდე-
ბოდა, წუთით წამოიშლებოდნენ ხოლმე და შავი ღრუბელივით დაადგე-
ბოდნენ თავზე. მერე, პარაშუტის ლურჯი ქსოვილი იჩუტებოდა. ზორბა
ფიგურა ოხვრით წინ იხრებოდა და ბუზები ისევ ასხდებოდნენ.
საიმონი მუხლებით დაეცა კლდეზე. წინ გახოხდა და მალე ყველა-
ფერს მიხვდა. აბურდულმა ზონრებმა დაანახა ამ პაროდიის მექანიკა;
დააკვირდა ცხვირის თეთრ ძვლებს, კბილებს, გახრწნილი სხეულის ფე-
რებს. დაინახა, რეზინისა და ტილოს ფენებს როგორ დაუნდობლად ეჭი-
რათ საბრალო სხეული, რომელიც, წესით, ლპობისგან აქამდე უნდა
დაშლილიყო. მერე ზონრებს ხელი მოჰკიდა, კლდეებისგან გამოათავი-
სუფლა და სხეული ქარით ტანჯვისგან იხსნა.
ბოლოს, მიტრიალდა და ნაპირს გადახედა. ბაქანზე ცეცხლი ჩამქრა-
ლიყო, ყოველ შემთხვევაში, კვამლი აღარ ჩანდა. იქით, ნაპირის გას-
წვრივ, პატარა მდინარის გადაღმა, ბრტყელ კლდესთან, კვამლის წვრი-
ლი სვეტი მიიკლაკნებოდა ცისკენ. საიმონს ბუზები დაავიწყდა, მზერა
ორივე ხელით მოიჩრდილა და კვამლს მიაცქერდა. ამსიშორიდანაც კი
გაარჩევდი, რომ ბიჭების უმეტესობა – შეიძლება ყველა – იქ იყო. ეტყო-
ბა, ბანაკი გადაიტანეს, ურჩხულს რომ მოშორებოდნენ. ამ ფიქრზე სა-
იმონმა გვერდით წამომჯდარ, საბრალო, დამტვრეულ, აქოთებულ არ-
სებას მოხედა. ურჩხული უვნებელი და შემზარავი გამოდგა; ეს ამბავი
რაც შეიძლება მალე უნდა გააგებინოს დანარჩენებს. საიმონი თავქვეზე
დაეშვა, მუხლები ღალატობდა. ძალიან კი ფრთხილობდა, მაგრამ
მაინც ყოველ ნაბიჯზე ბორძიკობდა.
– ვიბანაოთ, – თქვა რალფმა, – სხვა რა დაგვრჩენია.
ღუტა სათვალით აკვირდებოდა დაბურულ ზეცას.
– ეს ღრუბლები რაღაც არ მომწონს. გახსოვს, როგორ იწვიმა, ჩვენ
რომ დავეშვით?
– ისევ წვიმას აპირებს.
რალფმა ტბორში ჩაყვინთა. წყლის პირას პატარები თამაშობ-
დნენ და ცდილობდნენ, სხეულზე უფრო თბილი სისველით მაინც გა-
ხალისებულიყვნენ. ღუტამ სათვალე მოიხსნა, დიდის ამბით ჩადგა
ფეხი წყალში და ისევ გაიკეთა. რალფმა ამოყვინთა, პირით შადრე-
ვანივით მიასხა წყალი.
– მოიცა, სათვალე! – უთხრა ღუტამ, – მინა თუ დამისველდა, უნ-
და ავიდე და გავწმინდო.
რალფმა ისევ მიასხა და ააცდინა. გაუცინა – ელოდა, რომ ღუტა,
ჩვეულებისამებრ, თავმოდრეკილი, ნაწყენი, უხმოდ დაიხევდა უკან,
მაგრამ ღუტამ წყალს დაჰკრა ხელები.
– გაჩერდი-მეთქი! – უყვირა რალფს, – არ გესმის?!
და გაშმაგებით მიასხა წყალი სახეში.
– კარგი, კარგი, – უთხრა რალფმა, – ნუ გადაირიე.
ღუტამ წყალზე ხელების ტყაპუნი შეწყვიტა.
– თავი მტკივა. ნეტავ ცოტა აგრილდეს.
– ნეტავ გაწვიმდეს.
– ნეტავ შინ წასვლა შეგვეძლოს.
ღუტა ტბორის დამრეც, ქვიშიან ნაპირზე გულაღმა გადაწვა. ღიპ-
ზე წყალი აშრებოდა. რალფმა ახლა ცისკენ აასხა პირით წყალი.
მზის მიმართულებას ღრუბლებში მოძრავი ნათელი ლაქით თუ მიხ-
ვდებოდი. წყალში ჩაიჩოქა და მიიხედ-მოიხედა.
– დანარჩენები სად არიან?
ღუტა წამოჯდა.
– შეიძლება, ქოხში წვანან.
– სემდერიკი?
– ბილი სად არის?
ღუტამ ბაქნის იქით მიუთითა.
– იმ მხარეს წავიდნენ. ჯეკის წვეულებაზე.
– წავიდნენ რა, – თქვა შემცბარმა რალფმა, – რა მენაღვლება.
– უბრალოდ, ხორცის საჭმელად...
– და სანადიროდ, – გონივრულად მიუგო რალფმა, – და ველურობა-
ნას სათამაშოდ, საომრად სახის შესაღებად.
ღუტა წყალში ქვიშას ჩიჩქნიდა და რალფს თვალს ვერ უსწორებდა.
– ჩვენც ხომ არ წავსულიყავით.
რალფმა სწრაფად შეხედა და ღუტა აილეწა:
– რომ... დავრწმუნდეთ, რომ არაფერი მომხდარა.
რალფმა ისევ წყლის ნაკადი ამოუშვა.
სანამ ჯეკის ჯგუფთან მიაღწევდნენ, რალფსა და ღუტას კარგა ხნით
ადრე შემოესმათ ბიჭების ხმაური. ტყესა და ნაპირს შორის, იქ, სადაც
პალმებს ტორფიანი ზოლი დაეტოვებინათ, ბალახი იზრდებოდა. ტორ-
ფიდან ერთს ჩააბიჯებდი და მოქცევისას დარჩენილი თეთრი ქვიშა დაგ-
ხვდებოდა – თბილი, მშრალი, დატკეპნილი. ქვემოთ ისევ კლდე მიიწევ-
და ლაგუნისკენ, მერე, წყლის ნაპირამდე, ქვიშის ვიწრო ზოლი იყო. ცეც-
ხლი კლდეზე დაენთოთ. შემწვარი ღორის ხორციდან ქონი უხილავი
ალის ენებში წვეთავდა. კუნძულზე ვინც კი იყო – ღუტას, რალფის, სა-
იმონისა და იმ ორის გარდა, ხორცს რომ დასტრიალებდნენ, – ყველას
ტორფიან ადგილას მოეყარა თავი. იცინოდნენ, მღეროდნენ, ბალახზე
იწვნენ, ჩაცუცქულიყვნენ ან იდგნენ; ყველას საჭმელი ეჭირა ხელში. მაგ-
რამ გაქონილ სახეებზე ეტყობოდათ, რომ ხორცის ჭამა თითქმის დაემ-
თავრებინათ; ზოგი ქოქოსის ნაჭუჭით წყალს სვამდა. სანამ ქეიფს დაიწ-
ყებდნენ, შუაგულ მინდორში დიდი მორი მოათრიეს, ზედ კერპივით შე-
ღებილი და გვირგვინით შემკული ჯეკი დაჯდა. იქვე მწვანე ფოთლებზე
დალაგებული ხორცის გროვა, ხილი და სასმელი წყლით სავსე ქოქოსის
ნაჭუჭები ეწყო.
ღუტა და რალფი მოლიანი ბაქნის ნაპირს მიუახლოვდნენ. ბიჭებმა
შენიშნეს და ერთიმეორის მიყოლებით ჩაჩუმდნენ, მხოლოდ ჯეკის
გვერდით მდგარი ბიჭი ლაპარაკობდა. ბოლოს, სიჩუმემ ისიც შეაშფოთა
და ჯეკი მოტრიალდა. ერთხანს მოსულებს შეჰყურებდა. სიჩუმეს
მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი არღვევდა. რალფმა განზე გაიხედა; სემ-
მა იფიქრა, მე შემომხედა საყვედურითო და გაჯიჯგნილი ძვალი ნერ-
ვიული ხითხითით დადო ბალახზე. რალფმა ყოყმანით გადადგა ნა-
ბიჯი, ღუტას პალმისკენ ანიშნა და რაღაც წასჩურჩულა. ორივე სემი-
ვით ახითხითდა. რალფმა წინ წაიწია, ქვიშიდან მაღლა ამოჰქონდა
ფეხები. ღუტამ სცადა, სტვენა წამოეწყო.
ამ დროს ცეცხლთან მოფუსფუსე ბიჭებმა მოზრდილი ნაჭერი
გადმოიღეს და მოლზე მოარბენინეს. ღუტას დაეჯახნენ, დასწვეს,
იმანაც ყვირილი მორთო და აცქმუტდა. რალფი და ბიჭების მთელი
ჯგუფი მყისვე ახარხარდა და ამან გააერთიანათ. ღუტა კიდევ ერ-
თხელ გახდა საზოგადოების დაცინვის საგანი და ყველა გამხიარულ-
და, შვება იგრძნო.
ჯეკი ადგა, შუბი დაიქნია.
– მიეცით ხორცი.
შამფურიანმა ბიჭებმა თითო მსუყე ნაჭერი მისცეს რალფსა და
ღუტას. იმათაც ხარბად სტაცეს ხელი. იდგნენ და ჭამდნენ. აგრუხუ-
ნებული, ქარიშხლისთვის გამზადებული, ფოლადისფერი ზეცა გად-
მოჰყურებდათ.
ჯეკმა ისევ დაიქნია შუბი:
– ყველას ეყო საჭმელი?
ხორცი კიდევ დარჩა – ხის შამფურებზეც შიშხინებდა და მწვანე
თეფშებზეც გროვებად ელაგა. ღუტამ ვერ მოითმინა, ძვალი ნაპი-
რისკენ მოისროლა და ხორცის მეორე ნაჭრისთვის დაიხარა.
– ყველას ეყო საჭმელი? – მოუთმენლად გაიმეორა ჯეკმა.
მის ხმაში ამაყი მესაკუთრის გაფრთხილება გაისმა და ბიჭები შე-
ფუცხუნდნენ – სასწრაფოდ დაუწყეს ხორცს ყლაპვა, რომ სანამ დრო
ჰქონდათ, მოესწროთ. ჯეკი მიხვდა, რომ დამთავრებას არ აპირებ-
დნენ, ადგა მორიდან, რომელიც სამეფო ტახტის მაგივრობას უწევდა
და ნელა, მედიდურად მიუახლოვდა მოლის კიდეს. შეღებილ ნიღაბს
ამოფარებული დააცქერდა რალფს და ღუტას. ისინი მოშორებით ის-
ხდნენ, ქვიშაზე, რალფი ჭამდა და ცეცხლს შეჰყურებდა. უნებლიეთ
შენიშნა, რომ ახლა, მოღრუბლულ ამინდში, ალი მკვეთრად გამოჩნდა.
საღამო ჩამოწვა, ოღონდ მშვიდი სილამაზე კი არა, მძვინვარე მუქარა
მოიყოლა თან.
– დამალევინეთ, – თქვა ჯეკმა.
ჰენრიმ ნაჭუჭი მოურბენინა. ჯეკმა ისე დალია, ღუტასთვის და რალ-
ფისთვის თვალი არ მოუცილებია. გარუჯული კუნთებიდან სიძლიერეს
აფრქვევდა; ძალაუფლება მხარზე ეჯდა და მაიმუნივით ებუტბუტებო-
და.
– ყველა დაჯდეს.
ბიჭები სწორ რიგებად დასხდნენ მის წინ ბალახში, მაგრამ რალფი
და ღუტა ერთი ფუტით დაბლა იდგნენ, რბილ ქვიშაზე. ჯეკმა ერთხანს
ყურადღება აღარ მიაქცია, ჩამომსხდარი ბიჭებისკენ მიტრიალდა და შუ-
ბი მათკენ გაიშვირა:
– ვინ აპირებს ჩემს ტომში შემოსვლას?
რალფი უეცრად წაბორძიკდა. რამდენიმე ბიჭი შემოტრიალდა.
– მე მოგეცით საჭმელი, – განაგრძო ჯეკმა, – ჩემი მონადირეები ურ-
ჩხულისგან დაგიცავენ. ვინ შემოუერთდება ჩემს ტომს?
– ბელადი მე ვარ, – თქვა რალფმა, – იმიტომ, რომ მე ამირჩიეთ. გა-
დავწყვიტეთ, ცეცხლი არ ჩაგვექრო, ახლა საჭმელზე დარბიხართ...
– შენ თვითონ დარბიხარ! – უყვირა ჯეკმა, – შეხედე! ძვალი არ გიჭი-
რავს ხელში?!
რალფი ჭარხალივით გაწითლდა.
– მე გითხარით, მონადირეები იყავით-მეთქი. ეგ თქვენი საქმე იყო.
ჯეკმა ისევე ზურგი შეაქცია.
– ვინ შემოუერთდება ჩემს ტომს და ვინ იმხიარულებს?
– ბელადი მე ვარ, – ხმა აუკანკალდა რალფს, – ცეცხლზე რაღას იტ-
ყვი? საყვირიც მე მაქვს...
– საყვირი თან არა გაქვს, – უტიფრად შესცინა ჯეკმა, – იქ დაგიტოვე-
ბია. ხედავ, ჭკუისკოლოფო? მერე კიდევ, კუნძულის ამ მხარეს საყვირი
არ ითვლება.
უცებ დაიქუხა. დაგუდული გრუხუნის ნაცვლად ისე სჭექა, თითქოს
რაღაც აფეთქდაო.
– საყვირი აქაც ითვლება – უპასუხა რალფმა, – და მთელ კუნძულ-
ზეც.
– მერე, რას აპირებ?
რალფმა რიგებად ჩამომსხდარ ბიჭებს მოავლო თვალი. მიხვდა,
რომ იქიდან ვერავინ მოეშველებოდა და განზე გაიხედა, შეცბა, ოფ-
ლმა დაასხა.
– ცეცხლი გადაგვარჩენს, – დაიჩურჩულა რალფმა.
– ვინ უერთდება ჩემს ტომს?
– მე ვუერთდები.
– მე.
– მე ვუერთდები.
– საყვირს ჩავბერავ, – სუნთქვა შეეკრა რალფს, – კრებას მოვიწ-
ვევ.
– ჩვენ კიდევ არ გავიგონებთ.
ღუტამ მაჯაზე მოჰკიდა რალფს ხელი.
– წამოდი. აქ კარგი არაფერი გამოვა. ხორცი ხომ ვჭამეთ.
ტყის იქით ელვამ გაანათა და ისე იჭექა, რომ ერთი პატარა ასლუ-
კუნდა. წვიმის მსხვილი წვეთები წამოვიდა, ყოველი წვეთის დაცემის
ხმა მკაფიოდ ისმოდა.
– ქარიშხალს აპირებს, – თქვა რალფმა, – ისეთი წვიმა წამოვა, ჩა-
მოსხდომისას რომ იყო. აბა, ვინ გამოდგა ჭკუისკოლოფი? სად არის
ქოხები? აბა, ახლა რას აპირებ?
მონადირეები შეშფოთებულები შეჰყურებდნენ ცას და წვეთებს
ერიდებოდნენ. ბიჭები მოუსვენრად, უმიზნოდ აწრიალდნენ. ელვა
თანდათანობით მატულობდა, ქუხილის გაძლებაც უჭირდათ. აღნავ-
ლებულმა პატარებმა აქეთ-იქით სირბილი დაიწყეს.
ჯეკი ქვიშაზე ჩახტა.
– აბა, ჩვენი ცეკვა! მოდით! ვიცეკვოთ!
ბორძიკით გადაირბინა სქელი ქვიშა და ცეცხლის იქით, კლდის
გაშლილი სივრცისკენ გავარდა. შიშისმომგვრელ სიბნელეს ელვის
ენები ანათებდა. ბიჭები ყიჟინით გამოეკიდნენ. როჯერმა, ვითომ
ღორი იყო, ღრუტუნით შეუტია ჯეკს, ის განზე გახტა. მონადირეებმა
შუბებს სტაცეს ხელი, მზარეულებმა – შამფურებს, დანარჩენებმა ცეც-
ხლიდან გამოიღეს მუგუზლები. ფერხულიც მატულობდა, სიმღერაც. სა-
ნამ
როჯერი თავზარდაცემულ ღორს განასახიერებდა, პატარები წრეს
ხტუნვით უვლიდნენ გარშემო. ცა ისე ავისმომასწავებლად გრიალებდა,
რომ ღუტას და რალფს წუთით მოუნდათ ამ შეშლილ, მაგრამ ცოტა მა-
ინც უსაფრთხო წრეში ჩაბმულიყვნენ. მოუნდათ, ხელით შეხებოდნენ ამ
ღობესავით აღმართულ, გარუჯულ ზურგებს, ძრწოლასა და შიშს გარშე-
მო რომ ევლებოდნენ და თრგუნავდნენ.
«მოკალი ურჩხული! ყელი გამოსჭერი! სისხლისგან დაცალე!»
მოძრაობამ თანდათანობით რიტმი შეიძინა, სიმღერაში თავდაპირ-
ველი, დაუოკებელი აღტაცება განელდა და მტკიცე პულსირება დაიწყო.
როჯერი ღორიდან მონადირედ გადაიქცა და წრის შუაგული დაცარიელ-
და. რამდენიმე პატარამ თავიანთი წრე შეკრა; კიდევ შეიკრა წრე, კიდევ,
თითქოს სიმრავლე ხიფათს ააცილებდათ; ერთი ორგანიზმი დაბაკუ-
ნებდა და დახტოდა.
მუქი ზეცა მოლურჯო-მოთეთროდ გაისერა. წამიც და, ბიჭებს გო-
ლიათური მახვილივით დააცხრა გრუხუნი. სიმღერამ აგონიის ინტონა-
ციით იმატა:
«მოკალი ურჩხული! ყელი გამოსჭერი! სისხლისგან დაცალე!»
ახლა ძრწოლამ სურვილი შვა – ბლანტი, დაუოკებელი, ბრმა.
«მოკალი ურჩხული! ყელი გამოსჭერი! სისხლისგან დაცალე!»
ისევ მოლურჯო-მოთეთრო ნაიარევი გაიკლაკნა და გოგირდოვანმა
აფეთქებამ შეაზანზარა არემარე. დაბორიალებული პატარები წიოკით
გამოცვივდნენ ტყისპირიდან, ერთმა თავზარდაცემულმა გაარღვია უფ-
როსების წრე:
– ის არის! ის არის!
წრემ ნალის ფორმა მიიღო. ტყიდან რაღაც გამოფოფხდა. მუქი, გა-
ურკვეველი. წინ გამგმირავი, ტკივილნარევი ყვირილი მოუძღოდა, ურ-
ჩხული ნალივით მორკალულ წრეში შებარბაცდა.
«მოკალი ურჩხული! ყელი გამოსჭერი! სისხლისგან დაცალე!»
მოლურჯო-მოთეთრო ნაიარევი გაუჩერებლივ სერავდა ზეცას,
აუტანელი გრუხუნი აღარ წყდებოდა. საიმონი გაჰყვიროდა, მთის
წვერზე მკვდარი კაციაო, მაგრამ ვერავის აგებინებდა.
ჯოხები მოწყვეტით დაეშვა, ახალმა წრემ ხრჭიალით, წიოკით
შეკრა პირი. ურჩხული შუაში ჩაჩოქილიყო,
სახეს მკლავებით იფარავდა. ამ საძაგელ ხმას რაღაცას შესტი-
როდა მთაზე დაგდებულ სხეულზე. ერთი გაიბრძოლა, წრე გაარღვია
და კლდის ციცაბო კალთიდან წყლის პირას, ქვიშაში გადავარდა.
ბრბო თან გადაჰყვა, კლდიდან გადაეშვა, ურჩხულს წივილ-კივილით
დააცხრა, ურტყამდნენ, სცემდნენ, გლეჯდნენ. აღარც სიტყვები, აღა-
რც მოძრაობა – მხოლოდ კბილებითა და კლანჭებით ანაკუწებდნენ.
მერე ღრუბელი გაიხსნა და თქეში წამოვიდა. მთის წვერიდან მო-
ვარდნილი წყალი ხეებს ფოთლებსა და ტოტებს აგლეჯდა, ცივი შხა-
პივით ევლებოდა ქვიშაზე თავგამეტებით აფართხალებულ გროვას.
მალე გროვა აიშალა და ფიგურები აქეთ-იქით გაბარბაცდნენ. მხო-
ლოდ ურჩხული იწვა უძრავად, ზღვიდან რამდენიმე იარდის მან-
ძილზე. წვიმაშიც კი დაინახეს, რა პატარა ურჩხული ყოფილა; ქვიშა
მისი სისხლით იყო დალაქავებული.
ძლიერმა ქარმა წვიმა გვერდზე გადახარა და ტყეში, ხეებიდან
წყალი ჩანჩქერივით წამოვიდა. მთის წვერზე პარაშუტი გაივსო და
დაიძრა; ფიგურა დაცურდა, ფეხზე წამოდგა, დაბზრიალდა, სველი
ჰაერის სიცარიელეში აქანავდა და დაკიდებული ფეხებით მაღალი
ხეების კენწეროები გადახვეტა; დაეშვა, კიდევ დაეშვა, ნაპირზე დაყ-
ვინთა; ბიჭები წივილ-კივილით გაიფანტნენ სიბნელეში. პარაშუტმა
ფიგურა წინ გაათრია, ლაგუნაში კვალი გაავლებინა, რიფს შეაჯახა
და გაშლილ ზღვაში გასტყორცნა.
შუაღამისკენ წვიმამ გადაიღო და ღრუბლებიც გაიფანტა, ისე
რომ, ცა კიდევ ერთხელ მოიჭედა საოცრად მოკაშკაშე ვარსკვლავე-
ბით. მერე ნიავიც ჩადგა და სიჩუმეს მხოლოდ წვეთების წკაპუნი არ-
ღვევდა – წყალი ნაპრალებიდან მოწანწკარებდა, ფოთლიდან ფო-
თოლზე ეცემოდა და კუნძულის შავ მიწაში იღვრებოდა. სუფთა ჰა-
ერი სიგრილემ და ნესტმა აავსო; მალე წყალიც მიჩუმდა. ურჩხული
მოკუნტული იწვა მკრთალ სანაპიროზე, ლაქები თანდათანობით იდ-
ღაბნებოდა.
ლაგუნის კიდე ფოსფორისებურ ზოლს დაემსგავსა, რომელიც ყო-
ველ წუთს წინ მოიწევდა – მოქცევა იწყებოდა და დიდი ტალღები მოგო-
რავდნენ. სუფთა წყალი სუფთა ზეცას და თანავარსკვლავედების გაბ-
რწყინებულ კუთხეებს ირეკლავდა. ფოსფორისებური ხაზი ამოიბურცე-
ბოდა, ქვიშის ნამცეცებსა და კენჭებს დააცხრებოდა; წამით დააცლიდა,
მერე უეცრად ყლაპავდა – უჩუმრად, და ისევ წინ მოიწევდა.
ნაპირის გასწვრივ, მეჩხერ წყალში ჩამდგარი შუქი უცნაური, გასხი-
ვოსნებულსხეულიანი, ანთებულთვალებიანი პაწაწინა არსებებით იყო
სავსე. აქა-იქ მოზრდილი კენჭი ამოჰყოფდა თავს და მარგალიტივით
გაიელვებდა. მოქცევა ტალღებად ეცემოდა წვიმის მერე დარჩენილ
ღრმულებს და ვერცხლისფრად ასწორებდა ქვიშას. ახლა პირველად გა-
დაუარა დამტვრეული სხეულიდან ჩამოწანწკარებულ ლაქას, პაწაწინა
არსებებმა კიდეზე მოიყარეს თავი და მოძრავ, მოციმციმე ბილიკს დაემ-
სგავსნენ. წყალმა კიდევ აიწია და საიმონის გრუზა თმა გაასხივოსნა. ბი-
ჭის ლოყის მონახაზი ვერცხლისფრად გამოიკვეთა და მხარი მარმარი-
ლოსგან გამოქანდაკებულს დაემსგავსა. უცნაური, მკვირცხლი, თვალე-
ბანთებული არსებები, ორთქლივით ნაკვალევს რომ ტოვებდნენ, ბიჭის
თავის გარშემო
დაფუსფუსებდნენ. სხეული ოდნავ აიწია ქვიშიდან, პირიდან ჰაერის
ბუშტულა ამოუვიდა და სველი ბუყბუყით გასკდა. მერე ფრთხილად გა-
დატრიალდა წყალში.
სადღაც, ქვეყნიერების ჩაბნელებულ დასალიერში მზე და მთვარე
ბუდობდნენ; წყლის გარსი ერტყმოდა დედამიწას, ოდნავ იბურცებოდა
ცალ მხარეს, როცა მკვრივი ბირთვი ტრიალდებოდა. მოქცევის დიდრო-
ნი ტალღა კუნძულზე ამოდიოდა და წყალიც მაღლა-მაღლა იწევდა.
ცნობისმოყვარე არსებებით ფოჩებშემოვლებული, მარადიული თანა-
ვარსკვლავედების შუქით მოვერცხლილი მკვდარი საიმონის სხეული
ფრთხილად ატივტივდა და გაშლილი ზღვისკენ დაიძრა.
თავი მეათე − ნიჟარა და სათვალე
ღუტა ყურადღებით აკვირდებოდა მოახლოებულ ფიგურას. ამ
ბოლო დროს ხანდახან ეჩვენებოდა, რომ უფრო მკაფიოდ ხედავდა,
თუ სათვალეს მოიხსნიდა და ცალ ლინზას მეორე თვალზე გადაი-
ტანდა; მაგრამ ახლა საღი თვალით უყურებდა და, რალფი ნამდვი-
ლად რალფი იყო. ქოქოსის ხეებიდან კოჭლობით გამოდიოდა, ჭუჭ-
ყიანი, აბურდული, ყვითელ თმაში ხმელი ფოთლები ჰქონდა გაჩრი-
ლი. ცალი თვალი ღრიჭოსავით უჩანდა გასიებულ ლოყაზე და მარ-
ჯვენა მუხლზე მოზრდილი იარა ეტყობოდა. წუთით შეყოვნდა და
ბაქანზე მდგარ ფიგურას მიაცქერდა.
– ღუტა? მარტო შენ დარჩი?
– და რამდენიმე პატარა.
– ეგ არ ითვლება. უფროსები აღარავინაა?
– ჰო... სემდერიკი. შეშას აგროვებენ.
– სხვა არავინ?
– არ ვიცი.
რალფი ფრთხილად აძვრა ბაქანზე. იმ ადგილას, სადაც კრები-
სას ისხდნენ ხოლმე, უხეში ბალახი ისევ დატკეპნილი იყო: ნატიფი,
თეთრი ნიჟარა ისევ ისე ბზინავდა გაპრიალებულ მორზე. რალფი ბე-
ლადის ადგილისა და საყვირის პირდაპირ, ბალახზე დაჯდა. ღუტამ
მარცხნივ ჩაიმუხლა. დუმილი გაიწელა.
ბოლოს რალფმა ხმა ჩაიწმინდა და რაღაც ჩაიჩურჩულა.
– რა თქვი? – ჩურჩულითვე უპასუხა ღუტამ.
რალფმა ხმას აუწია:
– საიმონი.
ღუტას ხმა არ ამოუღია, სერიოზული სახით დაუქნია თავი. ისევ
ისე ისხდნენ, დაბინდული თვალებით შეჰყურებდნენ ბელადის ად-
გილსა და მოციმციმე ლაგუნას. ჭუჭყიან სხეულებზე მწვანე შუქი და
მზის ათინათი დასთამაშებდათ.
როდის-როდის რალფი ადგა და საყვირისკენ გაემართა. ორივე
ხელით, ალერსიანად აიღო ნიჟარა, დაიჩოქა და მორზე დაიხარა.
– ღუტა.
– რაო?
– რა ვქნათ?
ღუტამ თავით საყვირზე ანიშნა.
– შეგიძლია...
– კრება მოვიწვიო?
ამ სიტყვებზე რალფმა მწარედ გაიცინა და ღუტა მოიღუშა.
– ისევ ბელადი ხარ.
რალფმა ისევ გაიცინა.
– ჰო, შენა ხარ. ჩვენში.
– საყვირი მე მაქვს.
– რალფ! ეგრე ნუ იცინი. რა საჭიროა, რალფ! სხვები რას იფიქრებენ?
ბოლოს რალფმა სიცილი შეწყვიტა. ცახცახებდა.
– ღუტა.
– ჰო.
– ის საიმონი იყო.
– ეგ წეღანაც თქვი.
– ღუტა.
– რაო?
– ეს მკვლელობა იყო.
– გეყოფა! – გულსაკლავად იყვირა ღუტამ, – რაში გვარგია ასეთი ლა-
პარაკი?
წამოხტა და რალფს თავზე დაადგა.
– ბნელოდა. მერე კიდევ... ის წყეული ცეკვა. ჭექა-ქუხილი, ელვა, წვი-
მა. შეგვეშინდა.
– მე არ შემეშინდა, – სიტყვები გაწელა რალფმა, – მე... მე არ ვიცი, რა
დამემართა.
– შეგვეშინდა! – გაცხარდა ღუტა, – შეიძლებოდა რამე მომხდარიყო.
ოღონდ ის არ ყოფილა... რაც შენ თქვი.
ხელების ქნევით ეძებდა სიტყვებს.
– ოჰ, ღუტა!
რალფის ჩამწყდარმა, თავზარდაცემულმა ხმამ ღუტას ფორიაქი
შეაწყვეტინა. დაიხარა და გაჩუმდა. რალფს საყვირი ჩაებღუჯა და
წინ და უკან ქანაობდა.
– ვერ ხვდები, ღუტა? ჩვენ რაც ჩავიდინეთ...
– შეიძლება, ისევ...
– არა.
– იქნებ, უბრალოდ, თავი მოიმკვდარუნა...
ღუტამ რალფს სახეზე შეხედა და სიტყვა გაუწყდა.
– შენ გარეთ იყავი. წრის გარეთ. შენ განზე იდექი. არ დაგინახავს,
რას ვაკეთებდით... რას აკეთებდნენ?
ზიზღიანი, და თან როგორღაც ავადმყოფურად აფორიაქებული
ხმა ჰქონდა.
– ვერ დაინახე, ღუტა?
– კარგად ვერა. ახლა ხომ ცალთვალა ვარ. ეგ უნდა იცოდე, რალფ.
რალფი ისევ წინ და უკან ქანაობდა.
– ეს უბედური შემთხვევა იყო, – თქვა უცებ ღუტამ, – აი, რა მოხდა.
უბედური შემთხვევა. – ხმას ისევ აუწია. – სიბნელეში მოდიოდა... რას
მოხოხავდა იმ სიბნელეში. შერეკილი იყო. თვითონ აიტეხა შარი, –
ისევ გამალებით დაიწყო ხელების ქნევა. – უბედური შემთხვევა იყო.
– შენ არ დაგინახავს, რა ქნეს...
– იცი რას გეტყვი, რალფ. ეს ამბავი უნდა დავივიწყოთ. ამაზე
ფიქრი არას გვარგებს, გაიგე?
– მეშინია. ჩვენი მეშინია. სახლში მინდა წასვლა. ღმერთო, სახ-
ლში მინდა წასვლა.
– ეგ უბედური შემთხვევა იყო, – ჯიუტად გაიმეორა ღუტამ. – მორ-
ჩა.
ბიჭს შიშველ მხარზე დაადო ხელი. რალფი შეხტა – ადამიანის
შეხებამ შეაფრთხო.
– იცი რა, რალფ... – ღუტამ სწრაფად მიიხედ-მოიხედა და რალ-
ფისკენ დაიხარა, – არ გატყდე, რომ ჩვენც ვცეკვავდით. სემდერიკთა-
ნაც არა თქვა.
– კი მაგრამ, ხომ ვცეკვავდით! ყველა!
ღუტამ თავი გააქნია.
– ჩვენ ბოლომდე არ დავრჩენილვართ. სიბნელეში ვერავინ ვერ გა-
არჩევდა. შენ არ მითხარი, გარეთ იყავიო...
– მეც ეგრე ვიყავი, – ჩაიბუტბუტა რალფმა, – მეც გარეთ ვიყავი.
ღუტამ სასწრაფოდ დაუქნია თავი.
– სწორია. ჩვენ გარეთ ვიყავით. ჩვენ არაფერი ჩაგვიდენია, ჩვენ არა-
ფერი გვინახავს.
ღუტა შეყოვნდა, მერე განაგრძო:
– თვითონ გავიტანთ თავს, ჩვენ ოთხნი...
– ოთხნი ცეცხლს ვერ მივხედავთ. ცოტანი ვართ.
– ვცდით. ხომ ხედავ, ავანთე.
სემდერიკმა ტყიდან დიდი მორი გამოათრიეს. ცეცხლთან დააგდეს
და ტბორისკენ გაუხვიეს. რალფი წამოხტა:
– ჰეი! თქვენ ორნი!
ტყუპები უცებ გაშრნენ. მერე გზა განაგრძეს.
– საბანაოდ მიდიან, რალფ.
– ჯობია, ახლავე მოვათავოთ.
ტყუპები ძალიან გააკვირვა რალფის დანახვამ. წამოწითლდნენ და
თვალი აარიდეს.
– გაუმარჯოს. შენც აქა ხარ, რალფ.
– ტყეში ვიყავით...
– ...ცეცხლისთვის შეშის მოსაზიდად...
– ...წუხელ გზა დაგვებნა.
რალფი თავჩაქინდრული იდგა და ფეხებს ითვალიერებდა.
– შენც აღარ ჩანდი იმის მერე...
ღუტამ ლინზა გაწმინდა.
– ლხინის მერე, – ჩამწყდარი ხმით თქვა სემმა. ერიკმა თავი დააქნია,
– ჰო, ლხინის მერე.
– ჩვენ ადრე წამოვედით, – სასწრაფოდ ჩაერია ღუტა, – დავიღალეთ.
– ჩვენც...
– ... ძალიან ადრე...
– ...ძალიან დავიღალეთ.
სემმა გაკაწრულ შუბლზე შეივლო ხელი, მერე საჩქაროდ მოიშო-
რა. ერიკმა გახეთქილ ტუჩზე მიიდო თითი.
– ჰო, ძალიან დავიღალეთ, – გაიმეორა სემმა. – ჰოდა, ადრე წამო-
ვედით. კარგი იყო?..
უთქმელობამ სული შეუხუთათ. სემი შეიჭმუხნა და ის საძაგელი
სიტყვა წამოსცდა:
– ...ცეკვა?
იმ ცეკვის ხსენებამ, რომელიც არც ერთს არ უნახავს, ოთხივე აა-
ცახცახა.
– ჩვენც ადრე წამოვედით.
როჯერი ვიწრო გასასვლელთან მივიდა, ციხე-კოშკისმაგვარ
კლდეს კუნძულთან რომ აკავშირებდა. ვიღაცამ დაუძახა და ეს არც
გაკვირვებია. იმ საზარელ ღამეს ასეც ივარაუდა, კუნძულზე დატრია-
ლებული საშინელებისას ტომის ბიჭების უმეტესობა უხიფათო ად-
გილს შეაფარებს თავს და იქ ვიპოვიო.
მჭახე ხმა ზემოდან გაისმა, იქიდან, სადაც ლოდები ერთმანეთზე
იყო ახორხლილი.
– სდექ! ვინ მოდის?
– როჯერი.
– წინ წამოდი, მეგობარო.
როჯერი წინ წავიდა.
– რა იყო, ვერ მხედავ?
– ბელადის ბრძანებაა – ყველას უნდა დავუძახო.
როჯერმა აიხედა.
– ამოსვლა რომ მომენდომებინა, ვერ შემაჩერებდი.
– ვერა? აბა, ამოძვერი და ნახავ.
როჯერი საფეხურების მსგავს შვერილებზე აცოცდა.
წვერზე, ლოდის ქვეშ, მორი იყო შეჩრილი, ქვემოთ კიდევ ერთი
მორი შეეყენებინათ ბერკეტის მაგივრად. რობერტი ოდნავ დააწვა
ბერკეტს, ლოდი აჭრაჭუნდა. ბოლომდე თუ დააწვებოდნენ, გრუხუ-
ნით ჩაეშვებოდა გასასვლელში. როჯერი აღტაცებული დარჩა.
– მაგარი ბელადია, არა?
რობერტმა თავი დაუქნია.
– სანადიროდ გვიპირებს წაყვანას.
თავით ანიშნა შორს მდგარ ქოხებზე, საიდანაც თეთრი კვამლი მი-
იწევდა ცისკენ. შვერილზე ჩამომჯდარი როჯერი მოღუშული სახით ათ-
ვალიერებდა კუნძულს და თითით მორყეულ კბილს იწვალებდა. შორს,
მთის წვერზე შეაჩერა მზერა. რობერტმა საჩოთირო თემა შეცვალა.
– უილფრედის ცემას აპირებს.
– რატომ?
რობერტმა ყოყმანით გააქნია თავი.
– არ ვიცი. არ უთქვამს. გაბრაზდა და უილფრედი გაგვაკოჭინა. ისიც...
– მოუსვენრად ჩაიხითხითა, – ისიც რამდენიმე საათია გაკოჭილი ზის და
იცდის...
– კი მაგრამ, ბელადმა არა თქვა, რატომ?
– მე არ გამიგონია.
უზარმაზარ ლოდზე, თაკარა მზის გულზე ჩამომჯდარმა როჯერმა ეს
ახალი ამბავი გამონათებად მიიღო.
კბილს თავი ანება, უძრავად იჯდა და შეუვალი ძალაუფლების შესაძ-
ლებლობებზე ფიქრობდა. მერე უსიტყვოდ გადაძვრა ლოდებს უკან და
გამოქვაბულისკენ გაემართა, სადაც ტომს მოეყარა თავი.
– ხვალ, – განაგრძო ბელადმა, – ისევ ვინადირებთ.
რამდენიმე ველურისკენ სათითაოდ გაიშვირა შუბი.
– ნაწილი აქ დარჩება გამოქვაბულის მოსაწესრიგებლად და ჭიშკრის
დასაცავად. მე რამდენიმე მონადირეს წავიყვან და ხორცს მოვიტანთ.
ჭიშკრის მცველებმა თვალი უნდა ადევნონ, რომ სხვები არ შემოიპა-
რონ...
ერთმა ველურმა ხელი ასწია და ბელადმა შავი, შეღებილი სახე იქით
მიაბრუნა.
– რატომ შეეცდებიან შემოპარვას, ბელადო?
ბელადმა გაურკვევლად, მაგრამ სერიოზულად უპასუხა:
– შეეცდებიან – ყველაფერი რომ გაგვიფუჭონ. ჭიშკართან მეთვალ-
ყურეებს სიფხიზლე მართებთ. კიდევ...
ბელადი შეყოვნდა. ბიჭებმა დაინახეს, როგორ ნესტარივით გა-
მოვარდა განსაცვიფრებლად ვარდისფერი სამკუთხედი, ტუჩები მო-
ირბინა და ისევ შეიმალა.
– ...და კიდევ; შეიძლება ურჩხულმა სცადოს შემოსვლა. ხომ გახ-
სოვთ, როგორ მოხოხავდა...
ნახევარწრეს ჟრუანტელმა დაუარა და თანხმობის ნიშნად აბუტ-
ბუტდა.
– მოვიდა – სახეშეცვლილი, შენიღბული. შეიძლება ისევ მოვი-
დეს, იმის მიუხედავად, რომ ნანადირევის თავი დავუტოვეთ შესაჭმე-
ლად. ასე რომ, თვალი ადევნეთ; და ფხიზლად იყავით.
სტენლიმ მხარი კლდეს მოაშორა და საკითხავად თითი ასწია.
– რა იყო?
– კი მაგრამ, ჩვენ ხომ... ჩვენ ხომ...
შეიშმუშნა და თავი ჩაქინდრა.
– არა!
სიჩუმე ჩამოვარდა და ახლა ყოველი ველური ცდილობდა, საკუ-
თარი მეხსიერებისთვის არ დაეჯერებინა.
– არა! როგორ შეგვეძლო... იმას... როგორ მოვკლავდით!
ველურები ისევ აჩურჩულდნენ – თან შვებით, თან მოსალოდნე-
ლი საშინელებების შიშით.
– ასე რომ, იმ მთას თავი დაანებეთ, – პირქუში სახით განაცხადა
ბელადმა, – თუ ვინადირებთ, იმას თავს დავუტოვებთ.
სტენლიმ ისევ ასწია თითი.
– მე მგონი, ურჩხულმა სახე იცვალა.
– შეიძლება, – უპასუხა ბელადმა. თეოლოგიური განსჯის საშუა-
ლება გაჩნდა, – ასეა თუ ისე, გვირჩევნია, ვერიდოთ. რა ვიცით, რას
იზამს.
ტომი დაფიქრდა და მერე შეირხა, თითქოს ქარმა გადაუარაო. ბე-
ლადი მიხვდა, რომ მისმა სიტყვამ გაჭრა და წამოხტა.
– მაგრამ ხვალ ვინადირებთ და ხორცი რომ გვექნება, ვიქეიფე-
ბთ...
ბილმა ხელი ასწია:
– ბელადო!
– დიახ!
– ცეცხლს რითი დავანთებთ?
ბელადს სახე თეთრი და წითელი თიხით ჰქონდა შეღებილი და ვე-
რავინ შეატყო, რომ წამოჭარხლდა. დაბნეული გაჩუმდა და დუმილი კი-
დევ ერთხელ დაარღვია ბიჭების ჩურჩულმა. მერე ბელადმა ხელი ასწია.
– ცეცხლს იმათ წავართმევთ. ყური მიგდეთ. ხვალ ვინადირებთ,
ხორციც გვექნება. ამაღამ წავალ და ორ მონადირეს წავიყვან... ვინ წა-
მომყვება?
მორისმა და როჯერმა ასწიეს ხელი.
– მორის...
– დიახ, ბელადო?
– სად ჰქონდათ ცეცხლი?
– ისევ ძველ ადგილას, კლდესთან.
ბელადმა თავი დაუქნია.
– დანარჩენებმა, მზე ჩავა თუ არა, მაშინვე დაიძინეთ. ჩვენ სამს კი –
მე, მორისსა და როჯერს – საქმე გვაქვს. მზის ჩასვლამდე წავალთ...
მორისმა ხელი ასწია.
– იმას რომ გადავეყაროთ...
ბელადმა ხელი აუქნია:
– ნაპირს დავუყვებით, ქვიშაზე ვივლით. თუ მოვა, ისევ... ისევ ვიცეკ-
ვებთ.
– სამნი?
ისევ ჩურჩული ატყდა და ბოლოს დუმილი ჩამოვარდა.
ღუტამ თავისი სათვალე რალფს მისცა და ელოდებოდა, მხედველო-
ბას როდის დაუბრუნებდნენ. შეშა ნოტიო იყო; უკვე მესამედ უკიდებ-
დნენ. რალფმა უკან დაიხია და ჩაილაპარაკა:
– კიდევ ერთი ღამე უცეცხლოდ არ ივარგებს.
დამნაშავის სახით მოავლო თვალი სამ ბიჭს. პირველად აღიარა,
რომ ცეცხლს ორმაგი დანიშნულება ჰქონდა. მთავარი ნამდვილად ის
იყო, რომ კვამლის სვეტი მშველელს უხმობდა; მაგრამ ახლა ცეცხლი კე-
რიაც გახდა და მის გვერდით მშვიდად ეძინათ. ერიკმა ჩაიმუხლა და მა-
ნამ უბერა შეშას, სანამ პაწაწინა, ყვითელი ალი არ მოედო. ღუტამ
სათვალე გაიკეთა და კმაყოფილმა შეხედა კვამლს.
– რადიოს გაკეთება რომ შეგვეძლოს!
– ან თვითმფრინავის...
– ...ან ნავის.
რალფს ბუნდოვნად გაახსენდა ის, რაც იცოდა ქვეყნიერების შე-
სახებ.
– წითლებს მაინც დავეტყვევებინეთ.
ერიკმა თმა უკან გადაიყარა.
– ამათ მაინც აჯობებდნენ...
დასახელებას არ მოჰყვა და წინადადება მის მაგივრად სემმა და-
ასრულა – თავით ანიშნა ნაპირისკენ.
რალფს პარაშუტზე დაკიდებული მოუქნელი ფიგურა გაახსენდა.
– მკვდარს ახსენებდა... – ტანჯული გამომეტყველებით აილეწა,
რადგან ამ სიტყვებით აღიარა, რომ ცეკვისას იქ იყო. უცებ ცეცხლს
მივარდა, – არა, არ ჩაქრე!..
– კვამლი წვრილდება.
– უკვე გვჭირდება შეშა, გინდაც სველი იყოს...
– მე ასთმა მაქვს...
მექანიკურად უპასუხეს:
– არსად დაგეკარგოს შენი ასთმა-ჩაფსმა.
– მორები რომ ვათრიო, ასთმის შეტევა დამეწყება. ძალიან მინ-
და, რომ ასე არ იყოს, რალფ, მაგრამ ასეა და რა ვქნა.
სამი ბიჭი ტყეში წავიდა. თითო იღლია დამპალი ტოტები მოზი-
დეს. კიდევ ერთხელ წამოიმართა კვამლი – ყვითელი, სქელი.
– მოდი, რამე საჭმელი მოვძებნოთ.
ერთად გაემართნენ ხილის ხეებისკენ, ხელში შუბები ეჭირათ,
ერთი-ორ სიტყვას თუ გადაუგდებდნენ ერთმანეთს და ფაციფუცით
იყორავდნენ მუცლებს. ტყიდან რომ გამოვიდნენ, მზე ჩადიოდა და
ცეცხლის მაგივრად ჩანავლული ნაკვერჩხლებიღა დახვდათ. კვამ-
ლიც აღარ ამოდიოდა.
– შეშას ვეღარ მოვიტან, – თქვა ერიკმა, – დავიღალე.
რალფმა ხმა ჩაიწმინდა.
– ზემოთ ცეცხლი არ გვიქრებოდა.
– ზემოთ პატარა ცეცხლი გვქონდა. მაგრამ აქ დიდი გვჭირდება.
რალფმა ნაფოტი შეუკეთა და თვალი გააყოლა ბინდბუნდში გაუჩი-
ნარებული კვამლის პაწაწინა ზოლს.
– არ უნდა ჩაგვიქრეს.
ერიკი მიწაზე გაიშხლართა.
– სული ამომხდა, ისე დავიღალე. ეგეც არ იყოს, რაში გვჭირდება ეს
კვამლი?
– ერიკ! – წამოიძახა გაოგნებულმა რალფმა, – რას ამბობ!
სემმა ერიკის გვერდით ჩაიმუხლა.
– ჰო... რაში გვჭირდება?
აღშფოთებული რალფი გახსენებას ცდილობდა, ცეცხლი რაღაც კარ-
გისთვის სჭირდებოდათ. რაღაც ძალიან კარგისთვის.
– რალფმა ათასჯერ გითხრათ, – უხალისოდ თქვა ღუტამ, – უცეც-
ხლოდ რა გადაგვარჩენს?
– რასაკვირველია! კვამლი თუ არ გვექნება...
ჩამოწოლილ ბინდში ტყუპებთან ჩაცუცქდა.
– ვერ ხვდებით? რაში გვჭირდება რადიო და ნავი?
ხელი გაიშვირა და მუშტი შეკრა.
– მხოლოდ კვამლმა შეიძლება გვიხსნას ამ გასაჭირისგან. ვიღაცას
შეუძლია ნადირობანა ითამაშოს, ვიღაცამ – ხორცი იშოვოს...
სათითაოდ დააკვირდა სახეებზე. მერე, უდიდესი დაძაბულობისა და
თავდაჯერებულობის წამს, ის ფარდა აუშრიალდა გონებაში და დაავიწ-
ყდა, რას ამბობდა. მუშტშეკრულმა ჩაიმუხლა, სერიოზული სახით მოავ-
ლო ბიჭებს თვალი და ფარდა გაუჩინარდა.
– ჰო, კვამლს უნდა მივხედოთ; მეტი კვამლია საჭირო...
– კი მაგრამ, ვერ ვინარჩუნებთ! შეხედე!
ცეცხლი ჩაქრობის პირას იყო.
– ორმა კაცმა ცეცხლს უნდა მიხედოს, – თავისთვის ჩაილაპარაკა
რალფმა, – დღეში თორმეტი საათის განმავლობაში.
– შეშა ვეღარ მოგვაქვს, რალფ...
– ...სიბნელეში...
– ...ღამით...
– შეგვიძლია, ყოველ დილით ავანთოთ, – თქვა რალფმა, – სიბნე-
ლეში კვამლს მაინც ვერავინ დაინახავს.
სემმა ენერგიულად გააქნია თავი.
– ის სხვა საქმე იყო, ცეცხლი...
– ზემოთ რომ გვენთო.
რალფი წამოდგა, უსაშველოდ უმწეოდ იგრძნო თავი ჩამოწო-
ლილ ბინდში.
– კარგი, ამაღამ თავი დავანებოთ. ჩაქრეს.
პირველი ქოხისკენ გაემართა. ეს ქოხი ყანყალებდა, მაგრამ მა-
ინც იდგა. შიგნით დასაწოლად ფოთლები ჰქონდათ დაფენილი –
მშრალი, შრაშუნა. მეორე ქოხში პატარები ძილში ლაპარაკობდნენ.
ოთხი უფროსი ბიჭი ქოხში შეძვრა, ფოთლებში ჩაიმალნენ. ტყუპები
ერთად იწვნენ, რალფი და ღუტა – მეორე მხარეს. ერთხანს ფოთლე-
ბის ჭრაჭუნი და შარიშური ისმოდა – ბიჭები დასაძინებლად ეწყო-
ბოდნენ.
– ღუტა.
– ჰა?
– ყველაფერი რიგზეა?
– მე მგონი.
ბოლოს – შემთხვევით შრიალს თუ არ ჩავთვლით – ქოხში სიწყნა-
რემ დაისადგურა. მოგრძო ჭრილში მბრწყინავი ქინძისთავებით მო-
ჭედილი სიშავე ჩამოკიდებულიყო და რიფიდან ტალღების ყრუ ხმა
ისმოდა. რალფი ფოთლებში მოეწყო და თავისი ღამის თამაშისთვის
მოემზადა – ვითომ...
ვითომ სახლში რეაქტიული თვითმფრინავით წაიყვანეს. მერე,
გამთენიისას, უილთშირის დიდ აეროდრომზე დასხდებიან. მერე
მანქანაში ჩასხდებიან; არა, მატარებლით აჯობებს; დევონამდე, მე-
რე ისევ იმ კოტეჯში დასახლდებიან. ბაღის კიდესთან ისევ მოვლენ
ველური პონები და ღობეზე გადმოიხედავენ...
რალფი ფოთლებში აშმაშუნდა. დორტმური ისედაც ველური ადგი-
ლი იყო. ახლა კიდევ ველური პონები; ველურობა აღარ იზიდავდა.
ფიქრებმა გეზი იცვალა და მოთვინიერებულ ქალაქში აღმოჩნდა; ვე-
ლურობას იქ არ მიესვლებოდა. რა სჯობია უხიფათო ავტობუსების სად-
გურს, თავისი ფარნებითა და ბორბლებით?
წუთიც და, რალფი ფარნის გარშემო ცეკვავდა, სადგურიდან ავტობუ-
სი გამოვიდა, უცნაური ავტობუსი...
– რალფ! რალფ!
– რა მოხდა?
– ეგრე ნუ ხმაურობ...
– უკაცრავად.
ქოხის მეორე მხრიდან, წყვდიადში შემზარავი გმინვა გაისმა, შეში-
ნებულმა ტყუპებმა ფოთლები ააშრიალეს. ერთმანეთს ჩაბღაუჭებული
სემი და ერიკი ჭიდაობდნენ.
– სემ! სემ!
– ჰეი... ერიკ!
მალე ყველაფერი ჩაწყნარდა.
– აქედან უნდა გავაღწიოთ, – ხმადაბლა უთხრა ღუტამ რალფს.
– რას გულისხმობ.
– უნდა გადაგვარჩინონ.
რალფმა ჩაიფხუკუნა – იმ დღეს პირველად, ქოხში შემოცოცებული
წყვდიადის მიუხედავად.
– სერიოზულად გეუბნები, – ჩასჩურჩულა ღუტამ, – შინ თუ არ წავე-
დით, მალე შევიშლებით.
– და ვივლით დაცენტრილები.
– დაქნეულები.
– დარეხვილები.
რალფმა სველი თმა თვალებიდან გადაიწია.
– მერე ადექი და მისწერე წერილი დეიდაშენს.
ღუტა სერიოზულად დაფიქრდა.
– არც ვიცი, ახლა სად არის. თან არც კონვერტი მაქვს, არც მარკა. აქ
საფოსტო ყუთიც არ არის. არც ფოსტალიონი.
ხუმრობით ნათქვამი ფრაზის წარმატებამ რალფის მოლოდინს
გადააჭარბა. ფხუკუნს ვეღარ იკავებდა და მთელი ტანით ძაგძაგებ-
და.
– ეგეთი სასაცილო არაფერი მითქვამს, – უსაყვედურა აღშფოთე-
ბულმა ღუტამ.
რალფი ისევ ხითხითებდა, უკვე გული ასტკივდა. სიცილისგან ძა-
ლაგამოლეული იწვა, სუნთქვა ეკვროდა და უღონოდ ელოდა, რო-
დის წამოუვლიდა ისევ. ერთ-ერთი ასეთი პაუზის დროს ძილმა წაარ-
თვა თავი.
– რალფ! ისევ ხმაურობ. დაწყნარდი, რალფ... იმიტომ რომ...
რალფი ფოთლებში წამოჯდა. მადლობელი იყო, რომ გააღვიძეს
– ესიზმრებოდა, რომ ავტობუსი უახლოვდებოდა და სულ უფრო და
უფრო მკაფიოდ ხედავდა.
– რა... რატომ?
– გაჩუმდი... ყური უგდე.
რალფი ფრთხილად დაწვა, ფოთლების გრძელი ოხვრის თან-
ხლებით. ვარსკვლავებიანი მოგრძო ზოლი საბანივით სქელ წყვდი-
ადს ვერაფერს აკლებდა.
– არაფერი არ მესმის.
– გარეთ რაღაც მოძრაობს.
რალფს თითქოს თავში რაღაცამ უჩხვლიტა. გულისცემამ ყველა
სხვა ხმა ჩაახშო, მერე თანდათან იკლო.
– მაინც არ მესმის.
– ყური უგდე. დიდხანს უგდე ყური.
აშკარად და მკაფიოდ ჯოხმა გაიტკაცუნა – ქოხის უკან, სულ რა-
ღაც ერთი იარდის მოშორებით. რალფს ყურები ისევ აუბაგუნდა, გო-
ნებაში ერთიმეორეს ენაცვლებოდა არეული სახეები, ყველა ერთად
ქოხის გარშემო დაცოცავდა. ღუტამ მხარზე თავი დაადო და ჩაებღა-
უჭა.
– რალფ! რალფ!
– გაკმინდე ხმა და ყური უგდე.
სასოწარკვეთილი რალფი ლოცულობდა, რა იქნება ურჩხულმა პატა-
რები არჩიოსო.
გარეთ საზარელი ჩურჩული გაისმა:
– ღუტა... ღუტა...
– მოვიდა! – სული შეეხუთა ღუტას, – მართლა ისაა!
რალფს ეკვროდა და სულის მოთქმას ცდილობდა.
– ღუტა, გარეთ გამოდი. შენ მინდიხარ, ღუტა.
– ხმა არ ამოიღო, – ყურში ჩასჩურჩულა რალფმა.
– ღუტა... სადა ხარ, ღუტა?
ქოხს უკან რაღაცამ გაიშრაშუნა. ღუტა ერთხანს გაიტრუნა და უცებ
ასთმის შეტევა დაეწყო. დაიკლაკნა, ფეხები ფოთლებში ააფართხალა.
რალფი უკან გადაგორდა.
მერე ქოხის შესასვლელთან საძაგელი ღრიალი ატყდა. რაღაც ცოც-
ხალი არსებები ბრაგაბრუგით შემოცვივდნენ. ვიღაცამ რალფს ფეხი წა-
მოჰკრა და ღუტას კუთხეში ყველაფერი ერთად დატრიალდა –
ბრდღვინვა, ბრახაბრუხი, აქნეული ხელ-ფეხი. რალფი ხელებს იქნევდა
და ვიღაცას უბრაგუნებდა; მერე ის და თითქოს უამრავი ვინმე გორავ-
დნენ, ერთმანეთს სცემდნენ, უშენდნენ, კაწრავდნენ. რალფს გლეჯ-
დნენ, მუცელში ურტყამდნენ, პირში ვიღაცამ თითები ჩაუყო და ამანაც
უკბინა. ხელი სასწრაფოდ გაქრა, მერე მუშტად შეკრული მოხვდა, მთე-
ლი ქოხი თითქოს აფეთქებამ გაანათა. რალფი განზე გადავარდა, დაკ-
რუნჩხულ სხეულს დაეცა, ლოყაზე ცხელი სუნთქვა იგრძნო. ამ პირს და-
უშინა, ჩაქუჩივით ურტყამდა მუშტს; უფრო და უფრო გახელებული
უბათქუნებდა და ბოლოს ის სახე რაღაც სლიპინა მასად იქცა. ფეხებს
შორის ვიღაცამ მუხლი ჰკრა, გვერდით გადავარდა. ტკივილმა ლამის
გონება დააკარგვინა, ზემოდან ვიღაცეები ჭიდაობით დაგორდნენ; მერე
ქოხი შლიგინით ჩაიშალა და ყველაფერი დაასრულა; უცნობები ფარ-
თხალით მიიკვლევდნენ გზას გარეთ, მუქი ჩრდილები დანგრეული ქო-
ხიდან ამოძვრნენ და თავქუდმოგლეჯილებმა მოკურცხლეს; კიდევ ერ-
თხელ გაისმა პატარების ღნავილი და ღუტას ხროტინი.
– წადით, პატარებო, დაიძინეთ! – ათრთოლებული ხმით გასძახა
რალფმა, – იმათ ვეჩხუბეთ. ახლა წადით და დაიძინეთ.
სემდერიკი რალფს მიუახლოვდნენ და მიაცქერდნენ:
– თქვენ ორნი როგორა ხართ?
– მე მგონი...
– ...მაგრა მომხვდა.
– მეც. ღუტა როგორ არის?
ღუტა ნანგრევებიდან ამოათრიეს, ხესთან დასვეს და მიაყრდნეს.
ღამის სიგრილემ გაუქარვათ თავზარდამცემი შიში. ღუტამ თანდა-
თანობით სუნთქვა დაიწყო.
– ხომ არ დაშავდი, ღუტა?
– არა, არც ისე.
– ჯეკი და მისი მონადირეები იყვნენ, – გულისტკივილით თქვა
რალფმა, – რა უნდათ, თავს რატომ არ გვანებებენ?
– კუდით ქვა კი ვასროლინეთ, – განაცხადა ერიკმა. პატიოსნებამ
სძლია და განაგრძო: – ყოველ შემთხვევაში, შენ კარგად დააყარე. მე
ჩემს კუთხეში გავიჭედე.
– მე ერთი დავითრიე, – თქვა რალფმა, – მაგრამ კარგად კი დავ-
ცხე. ახლა იოლად ვეღარ მობედავენ.
– მეც ეგრე ვქენი, – უთხრა ერიკმა, – გამომეღვიძა და ერთი სახეში
მირტყამდა წიხლს. რალფ, მე მგონი, მთელი სახე გამისისხლიანდა.
მაგრამ ბოლოს მაინც მოვერიე.
– რა უქენი?
– მუხლი გამოვაძრე, – გულუბრყვილოდ ჰყვებოდა გაამაყებული
ერიკი, – და ერთი ისეთი ამოვცხე! გენახა ერთი, როგორ აღრიალდა!
ასე იოლად ვეღარ მობედავს. ერთი სიტყვით, თავი არ შეგვირცხვე-
ნია.
რალფი სიბნელეში უცებ შეიშმუშნა. მაგრამ მერე გაიგონა, რო-
გორ იჩიჩქნებოდა პირში ერიკი.
– რა მოგივიდა?
– არაფერი, კბილი მენძრევა.
ღუტამ ფეხები მოიკეცა.
– შენ ხომ კარგად ხარ, ღუტა?
– მე მეგონა, საყვირი უნდოდათ.
რალფი მკრთალ ნაპირზე გავარდა და ბაქანზე ახტა. საყვირი ისევ
ისე ციმციმებდა ბელადის ადგილთან. ერთი-ორი წუთით დააცქერდა,
მერე ღუტასთან დაბრუნდა.
– საყვირი არ წაუღიათ.
– ვიცი. საყვირისთვის არ მოსულან. სხვა რამისთვის მოვიდნენ.
რალფ... რაღა ვქნა?
შორს, მორკალულ სანაპიროზე, სამი ფიგურა ციხესიმაგრის კლდის-
კენ გარბოდა. ტყეს ერიდებოდნენ და წყლის ნაპირს მიჰყვებოდნენ. ხან
ღიღინებდნენ, ხან ყირაზე გადადიოდნენ ფოსფორივით მოელვარე
წყლისპირთან. წინ ბელადი მიუძღოდათ, მტკიცე, თანაბარი ნაბიჯით
გარბოდა, გამარჯვებით ფრთაშესხმული იყო. ახლა ნამდვილი ბელა-
დია; შუბით ჰაერს სერავდა. მარცხენა ხელით ღუტას გატეხილ სათვა-
ლეს იქნევდა.

თავი მეთერთმეტე − კოშკი – კლდე


რიჟრაჟის ხანმოკლე სიგრილეში ოთხმა ბიჭმა მოიყარა თავი ჭვარ-
ტლის შავი ლაქის გარშემო; აქ წინა დღეს ცეცხლი ენთო. რალფმა ჩა-
იმუხლა და სული შეუბერა. რუხი ნაცარი ბუმბულებივით აფარფატდა,
მაგრამ ერთი ნაპერწკალიც არ გამოჩენილა. ტყუპები შეშფოთებით დაჰ-
ყურებდნენ, ღუტა უაზრო სახით იჯდა ახლომხედველობით აციმციმე-
ბული კედლის უკან. რალფმა მანამ უბერა, სანამ ყურებმა შუილი არ და-
უწყო, მერე ეს საქმე განთიადის ნიავმა გადაიბარა და ნაცარი თვალებში
მიაყარა. რალფი უკან გადაცუცქდა, შეიგინა და ცრემლები მოიწმინდა –
თვალები ეწვოდა.
– აზრი არა აქვს.
ერიკმა შემხმარი სისხლის ნიღაბიდან დახედა. ღუტა რალფისკენ
მიტრიალდა.
– რასაკვირველია, რალფ. ახლა ცეცხლი აღარ გვაქვს.
რალფმა ღუტას სულ ახლოს მიუტანა სახე:
– მხედავ?
– ოდნავ.
რალფმა გასიებული ლოყა მოისინჯა და თვალი ისევ დახუჭა.
– ცეცხლი წაგვართვეს.
ბრაზისგან ხმას აუწია:
– მოიპარეს!
– ეგეთი ხალხია, – უთხრა ღუტამ, – დამაბრმავეს, ხომ ხედავ? ეგ
არის ჯეკ მერიდიუ. კრება მოიწვიე, რალფ, უნდა გადავწყვიტოთ, რა
ვქნათ.
– ვინ მოვიწვიო? მარტო ჩვენა ვართ.
– სხვა რა დაგვრჩენია. სემ... მოდი ერთი, ხელი მოგკიდო.
ბაქნისკენ გაემართნენ.
– ჩაჰბერე საყვირს, – უთხრა ღუტამ, – რაც შეგიძლია, ხმამაღლა
ააყვირე.
ტყიდან ექომ გამოსძახათ; ხის კენწეროებიდან ჩიტები ჟივილ-
ხივილით წამოიშალნენ – როგორც მაშინ, იმ პირველ დილას. ნაპირი
ორივე მხარეს უკაცრიელი იყო. ქოხებიდან რამდენიმე პატარა გამო-
ვიდა. რალფი გაპრიალებულ მორზე ჩამოჯდა. სამი ბიჭი მის წინ იდ-
გა. თავი დაუქნია და სემდერიკი მარჯვნივ დაუსხდნენ. რალფმა საყ-
ვირი ღუტას ჩაუდო ხელში. რალფისკენ მიტრიალებულ ღუტას
ფრთხილად ეჭირა ელვარე ნიჟარა და თვალებს ახამხამებდა.
– მიდი, ილაპარაკე.
– საყვირი მხოლოდ ერთი რამის სათქმელად გამოგართვი. ვეღა-
რაფერს ვეღარ ვხედავ და ჩემი სათვალე უნდა დავიბრუნო. ამ კუნ-
ძულზე საშინელი ამბები მოხდა. მე ხმა მოგეცი, რომ ბელადი ყოფი-
ლიყავი. ის კი, რაც მოეპრიანება, ყველაფერს აკეთებს. ასე რომ, შენ
ილაპარაკე, რალფ, და გვითხარი რამე... თუ არა და...
ღუტას ხმა ჩაუწყდა, აქსუტუნდა და დაჯდა. რალფმა საყვირი გა-
მოართვა.
– იფიქრებდით, რომ ჩვეულებრივი კოცონის მოვლა გაგვიჭირდე-
ბოდა? მხოლოდ სასიგნალო კვამლი გვჭირდება, რომ გადაგვარჩი-
ნონ. ველურები ვართ თუ ვინა ვართ? მაგრამ სიგნალი აღარა გვაქვს.
შეიძლება გემმა გაიაროს. გახსოვთ, სანადიროდ რომ წავიდნენ, ცეც-
ხლი რომ ჩაქრა და ამ დროს გემმა ჩაიარა? ახლა კიდევ ყველას ჰგო-
ნია, რომ ის საუკეთესო ბელადია. მაშინ ის ამბავი... იმისი ბრალიც იყო.
ის რომ არა, ასეთი რამ არ მოხდებოდა. ღუტა ვეღარ ხედავს. ქურდულად
მოვიდნენ, – რალფმა ხმას აუწია, – ღამით, წყვდიადში და ცეცხლი მოგ-
ვპარეს. მოიპარეს. რომ ეთხოვათ, მივცემდით. მაგრამ იმათ მოიპარეს,
სიგნალი აღარა გაქვს და ვეღარასოდეს ვეღარ გადაგვარჩენენ. ვერ
ხვდებით, რას ვგულისხმობ? ჩვენ თვითონ მივცემდით ცეცხლს, მაგრამ
იმათ მოიპარეს. მე...
რალფი წაბორძიკდა – გონებაზე ფარდა ჩამოეფარა. ღუტამ საყვი-
რისკენ გაიწოდა ხელი.
– რას აპირებ, რალფ? რამეს თუ არ გადავწყვეტთ, ცარიელ ლაპარაკს
აზრი არა აქვს. მე ჩემი სათვალე მინდა.
– მაცალე, ვფიქრობ. იქნებ წავიდეთ იმათთან, ოღონდ ჯერ თავი მო-
ვიწესრიგოთ, დავიბანოთ, დავივარცხნოთ... ბოლოს და ბოლოს, მარ-
თლა ველურები ხომ არა ვართ და გადარჩენაც სახუმარო საქმე არ
არის...
გასიებული ლოყა ხელით მოისინჯა და ტყუპებს შეხედა.
– ცოტათი მოვწესრიგდეთ და წავიდეთ...
– შუბები უნდა წავიღოთ, – თქვა სემმა, – ღუტამაც კი.
– ...შეიძლება დაგვჭირდეს.
– თქვენ საყვირი არა გაქვთ!
ღუტამ ნიჟარა ასწია.
– თქვენ თუ გინდათ, წაიღეთ შუბები, მაგრამ მე არ წამოვიღებ. რაში
მარგია? მაინც ძაღლივით უნდა მატაროთ. ჰო, იცინეთ, იცინეთ. ამ კუნ-
ძულზე სწორედ ეგენი იცინოდნენ ყველაფერზე. და რა გამოვიდა? რა პა-
სუხი გავცეთ უფროსებს? საიმონი მოკლეს. კიდევ ის ბიჭი... სახეზე ნიშა-
ნი რომ ჰქონდა... ვის უნახავს იმ პირველი დღის მერე?
– ღუტა! მოიცა ერთ წუთს!
– საყვირი მე მაქვს. წავალ იმ ჯეკ მერიდიუსთან და ვეტყვი. დიახ, წა-
ვალ.
– თავს წააგებ.
– ამაზე უარესს რაღას მიზამს? ყველაფერს ისე მოვახსენებ, რო-
გორც საჭიროა. საყვირი წამომაღებინე, რალფ. სწორედ იმას ვაჩვე-
ნებ, რაც თვითონ არა აქვს.
ღუტა წუთით შეყოვნდა და გარშემო ბუნდოვან ფიგურებს ჩააც-
ქერდა. ძველი კრებების აჩრდილი უსმენდა.
– დავიჭერ ხელში საყვირს და მივალ. მაღლა ავწევ. იცით, რას
ვეტყვი: შენ ჩემზე ღონიერი ხარ და ასთმა არა გაქვს. ვეტყვი: ორივე
თვალით კარგად ხედავ, მაგრამ მე არ გთხოვ, რომ ჩემი სათვალე და-
მიბრუნო, არ შეგეხვეწები. არც იმას გთხოვ, კაცი იყავი-მეთქი. ვეტ-
ყვი, მთავარი ღონე კი არ არის, მთავარი სამართალია. რაც სწორია,
ის სწორია. ვეტყვი: მომეცი ჩემი სათვალე... უნდა მომცე-მეთქი!
ღუტამ დაამთავრა. ალეწილიყო, კანკალებდა. სასწრაფოდ მი-
აჩეჩა რალფს საყვირი, თითქოს უნდოდა, რაც შეიძლება მალე მო-
ეშორებინა თავიდან ნიჟარა. მერე ცრემლები მოიწმინდა.
მწვანე შუქი წყნარად ეფინებოდათ, საყვირი რალფის ფერხთით
იდო – მყიფე და თეთრი. ღუტას თითებშუა გაპარული ერთადერთი
წვეთი ახლა ნატიფ ხვეულში ციმციმებდა.
ბოლოს რალფი ადგა, წელში გაიმართა და თმა უკან გადაიყარა.
– კარგი. ესე იგი... თუ გინდა, სცადე. ჩვენც შენთან ერთად წამო-
ვალთ.
– ის შეღებილი იქნება, – თქვა დამფრთხალმა სემმა, – ხომ იცით,
როგორია ხოლმე...
– ...ძალიან არ ვენაღვლებით...
– ...თუ გაცოფდა, ჩვენი საქმე წასულია...
რალფმა სემს შეუბღვირა. ბუნდოვნად გაახსენდა ის, რაც ერ-
თხელ საიმონმა უთხრა, კლდეებთან.
– ნუ სულელობ, – თქვა და მერე სწრაფად დასძინა: – წავედით.
საყვირი ღუტას გაუწოდა. გახარებული ღუტა წამოწითლდა – ეა-
მაყებოდა, რომ საყვირი ანდეს.
– შენ უნდა ატარო.
– როცა მზად ვიქნებით, ავიღებ... – ღუტა სიტყვებს ეძებდა, რომ
გამოეხატა მხურვალე მზადყოფნა – ათასი გაჭირვების მიუხედავად,
საყვირი თავისი ხელით ეტარებინა. – ...კი ბატონო, სიხარულით, რალფ,
ოღონდ, მე თვითონ სატარებელი ვიქნები.
რალფმა საყვირი გაპრიალებულ მორზე დადო.
– ჯობია, ჯერ ვჭამოთ და მერე მოვემზადოთ.
ხილის გაპარტახებული ხეებისკენ გაემართნენ. ღუტას საჭმელამდე
მისვლაში დაეხმარნენ და ხელის ცეცებით დაიწყო კრეფა. რალფი ჭამ-
და და ნაშუადღევზე ფიქრობდა.
– ძველებურად უნდა გამოვიყურებოდეთ, დავიბანოთ...
სემმა მოზრდილი ლუკმა გადაყლაპა და გააპროტესტა:
– კი მაგრამ, ყოველდღე არ ვბანაობთ!
რალფმა მის წინ ჩამომსხდარ სამ ტურტლიან ბიჭს შეხედა და ამოი-
ოხრა.
– უნდა დავივარცხნოთ. მაგრამ თმა ძალიან ჩამოგვიგრძელდა.
– ქოხში წინდები მაქვს შემორჩენილი, – თქვა ერიკმა, – თუ გინდათ,
თავზე ჩამოვიცვათ, ვითომ ქუდებია.
– ჯობია, რამე ვიპოვოთ, – თქვა ღუტამ, – და თმას უკან შეგიკრავთ.
– გოგოებივით!
– არა, რასაკვირველია, არა.
– წავიდეთ, როგორც ვართ, – თქვა რალფმა, – ჩვენზე უკეთესად არც
ისინი გამოიყურებიან.
ერიკმა ხელით ანიშნა, მოიცადეთო.
– ისინი შეღებილები იქნებიან! ხომ იცით, ეგ რა არის.
დანარჩენებმა თავი დაუქნიეს. იცოდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ,
რომ საღებავის საფარს ველურობად ქცეული თავისუფლება მოჰქონდა.
– ჩვენ არ შევიღებებით, – თქვა რალფმა, – იმიტომ, რომ ველურები
არა ვართ.
სემდერიკმა ერთმანეთს გადახედეს.
– იქნებ მაინც...
– არავითარი საღებავი! – იყვირა რალფმა.
გახსენება სცადა.
– კვამლი, – თქვა დაბნეულმა, – კვამლი გვინდა.
გაალმასებული მიუბრუნდა ტყუპებს.
– კვამლი-მეთქი! კვამლი გვჭირდება.
სიჩუმეს მხოლოდ ფუტკრების გაბმული ზუზუნი არღვევდა. ბო-
ლოს ღუტამ ალერსიანად უთხრა:
– რასაკვირველია, გვჭირდება, რასაკვირველია, კვამლი სიგნა-
ლია და მის გარეშე ვერავინ გადაგვარჩენს.
– ვიცი! – იყვირა რალფმა და ღუტას ხელი გაუშვა, – შენ გგონია...
– მე უბრალოდ შენს სიტყვებს ვიმეორებ, – საჩქაროდ უთხრა ღუ-
ტამ, – წუთით ვიფიქრე...
– არა, – ხმამაღლა უთხრა რალფმა, – სულ მახსოვს. არ დამვიწ-
ყნია.
ღუტამ თავი დაუქნია და დაუყვავა:
– ბელადი შენა ხარ, რალფ. შენ ყველაფერი გახსოვს.
– არ დამვიწყნია.
– რასაკვირველია, არ დაგვიწყნია.
ტყუპები ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ რალფს – თით-
ქოს პირველად ხედავდნენ.
სანაპიროს დამწკრივებულები გაუყვნენ. წინ რალფი მიდიოდა,
ოდნავ კოჭლობდა. შუბი მხარზე ჰქონდა გადებული. წესიერად ვერ
ხედავდა – მოციმციმე ქვიშის თავზე მთრთოლავ, გამჭვირვალე ფარ-
დად დაშვებული ცხელი ალმურიც უშლიდა, გრძელი თმაც და იარე-
ბიც. უკან ტყუპები მიჰყვებოდნენ, ახლა ცოტა არ იყოს, შეშფოთებუ-
ლები, მაგრამ სიცოცხლით სავსენი. ცოტას ლაპარაკობდნენ, ხის შუ-
ბებს მიწაზე მიათრევდნენ, რადგან ღუტამ აღმოაჩინა, რომ როცა
თვალებდახრილი მიდიოდა და დაღლილ მზერას მზეს არიდებდა,
ასე თუ ისე, არჩევდა ქვიშაში გახოხებულ შუბისტარებს. ამ ორ შუბის-
ტარს შორის მიაბიჯებდა და ორივე ხელით ფრთხილად მიჰქონდა
ნიჟარა. ბიჭები პატარა, შეკრულ ჯგუფად მიდიოდნენ სანაპიროზე,
ოთხი დაბრტყელებული ჩრდილი ცეკვა-ცეკვით ებლანდებოდათ
ფეხებში. ქარიშხლის ნიშანწყალიც აღარ დარჩა, სანაპირო ალესი-
ლი სამართებელივით ელავდა. ცა და მთა თვალუწვდენელ სივრცე-
ში სიცხისაგან ციმციმებდა; მირაჟში ატივტივებული რიფი ვერ-
ცხლისფერი ტბორის გავლით ზეცისკენ მიცურავდა.
იმ ადგილს ჩაუარეს, სადაც ველურთა ტომი ცეკვავდა. შეშის გაჭვარ-
ტლული ნარჩენები ისევ ისე ეყარა ლოდებზე, სადაც წვიმამ ჩააქრო,
წყლის პირას ქვიშა გადასწორებული იყო. იქაურობას უხმოდ ჩაუარეს.
არც ერთს არ ეეჭვებოდა, რომ ტომი კოშკივით კლდესთან იქნებოდა, და
როცა ეს კლდეც გამოჩნდა, შეთანხმებულებივით გაჩერდნენ. კუნძულის
ყველაზე ხშირი ბარდები, ერთმანეთში გადახლართული, შავი და მწვა-
ნე, გაუვალი ჭალა მარცხნივ დარჩათ, გარშემო მაღალი ბალახი ბიბი-
ნებდა. ისევ რალფი წავიდა წინ.
დატკეპნილ ბალახსაც მიადგნენ; აქ იწვნენ მაშინ, დასაზვერად რომ
მოვიდნენ. ვიწრო გასასვლელიც აქ იყო, შვერილიც, კლდეს გარშემო
რომ უვლიდა და თავზე წითელი წვეტები ქონგურებივით ედგა.
სემმა მკლავზე ხელი მოჰკიდა რალფს.
– კვამლი.
კლდის მეორე მხარეს კვამლის პაწაწინა ლაქა იკლაკნებოდა.
– ცეცხლი უნთიათ... მე მგონი, ეგრეა.
რალფი მოტრიალდა.
– ვის ვემალებით?
ხშირი ბალახი გაიარა და ვიწრო გასასვლელისკენ მიმავალ პატარა,
გაშლილ ადგილას გავიდა.
– თქვენ ორნი უკან წამოდით. წინ მე წავალ, ღუტა ფეხდაფეხ გამომ-
ყვება. შუბები მომარჯვებული გქონდეთ.
რალფი გასასვლელისკენ გაემართა.
ღუტა შეშფოთებული ჩასცქეროდა თვალწინ ჩამოფარებულ გასხი-
ვოსნებულ საბურველს, სამყაროსგან რომ აშორებდა.
– სახიფათო გზა არ არის? ციცაბო ხომ არ არის? ზღვის ხმა მესმის.
– არ მომშორდე, ახლოს იარე.
რალფი გასასვლელისკენ მიდიოდა. ქვას ფეხი ჰკრა და ისიც ხტუნვა-
ხტუნვით გადაეშვა წყალში. მერე ზღვამ თითქოს ჩაისუნთქაო – დაიწია
და რალფის ხელმარცხნივ, ორმოცი ფუტით ქვემოთ, წითელი, ხავსიანი
ოთხკუთხედი გამოჩნდა.
– არ ჩავვარდები? – კანკალებდა ღუტა, – საშინელი შეგრძნებაა...
მაღლა, მათ თავზე, ქონგურებიდან, უეცრად საომარ ყიჟინას მიმ-
სგავსებული ყვირილი გაისმა და კლდის იქიდან თორმეტიოდე ხმა გა-
მოეპასუხა.
– საყვირი მომეცი და არ გაინძრე.
– სდექ! ვინ მოდის?
რალფმა თავი უკან გადასწია, ზემოთ აიხედა და მთის წვერზე
როჯერის შავგვრემან სახეს მოჰკრა თვალი.
– ვერა ხედავ, ვინა ვარ! – დაუყვირა პასუხად, – თავს ნუ ისულე-
ლებ!
საყვირი ტუჩებზე მიიდო და ჩაჰბერა. ველურები გამოჩნდნენ –
ისე შეღებილიყვნენ, რომ კაცი ვეღარ იცნობდათ, შვერილს მოჰყვე-
ბოდნენ და გასასვლელისკენ ეშვებოდნენ. შუბები ეჭირათ, როგორც
ჩანს, შესასვლელის დაცვა ჰქონდათ განზრახული.
– გზა მოგვეცი! გესმის? – ყვიროდა როჯერი.
ბოლოს რალფმა საყვირი პირიდან მოიშორა და სული მოითქვა.
პირველი სიტყვები სულშეგუბებულმა წარმოთქვა, მაგრამ ისე, რომ
ყველამ გაიგონა:
– ...კრებას ვიწვევ.
გასასვლელის მცველმა ველურებმა ერთმანეთს რაღაც გადაუ-
ჩურჩულეს, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულან. რალფმა ერთი-ორი
ნაბიჯი გადადგა წინ. ზურგს უკან დაჟინებული ჩურჩული მოესმა:
– არ მიმატოვო, რალფ.
– მუხლებზე დადექი, – გადაულაპარაკა რალფმა, – და დამელო-
დე, სანამ დავბრუნდები.
გასასვლელის შუაში გაჩერდა და ყურადღებით მოათვალიერა
ველურები. შეღებილ ნიღბებს ამოფარებულებს, განთავისუფლებუ-
ლებს, თმა უკან შეეკრათ და მასზე გაცილებით ლაღად გრძნობდნენ
თავს. რალფმა გადაწყვიტა, მერე მეც შევიკრავ თმასო. ისიც კი მოუნ-
და, ბიჭებისთვის ეთხოვა, ერთ წუთს მაცალეთო და იქვე, იმ წუთში
შეეკრა; მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ველურებმა ჩაიხითხითეს და
ერთმა რალფისკენ შუბი გამოიშვირა. როჯერმა თავის ბერკეტს ხე-
ლები მოაშორა, დაიხარა და ქვემოთ გადაიხედა. გასასვლელში ბი-
ჭები საკუთარ ჩრდილებში ჩაძირულიყვნენ და გაბურძგნილი თავების
გარდა არაფერი ჩანდა.
– კრებას ვიწვევ.
დუმილი.
როჯერმა კენჭი აიღო და ისე ისროლა ტყუპებს შორის, რომ არც
ერთს არ მოხვედროდა. ტყუპები შეკრთნენ. სემს კინაღამ ფეხი დაუცდა.
როჯერმა მთელ სხეულში ძალმოსილების ფეთქვა იგრძნო.
– კრებას ვიწვევ, – ხმამაღლა გაიმეორა რალფმა.
ველურებს თვალი მოავლო.
– ჯეკი სად არის?
ბიჭები შეიშმუშნენ, ერთმანეთში აჩურჩულდნენ. მერე ერთმა შეღე-
ბილმა სახემ რობერტის ხმით უყვირა:
– ნადირობს. თქვენზე დაგვიბარა, არ შემოუშვათო.
– ცეცხლზე მოვედი, – თქვა რალფმა, – და ღუტას სათვალეზე.
ჯგუფი შეირხა; უეცრად ჟრუანტელის მომგვრელი სიცილი გაისმა,
უდარდელი, ხალისიანი სიცილი, რომელსაც მაღალი კლდეებიდან ექო
გამოეხმაურა.
რალფს უკნიდან მოესმა:
– რა გინდა?
ტყუპები ადგილს მოსწყდნენ, რალფსა და შესასვლელს შორის ჩად-
გნენ. რალფი სწრაფად მოტრიალდა. ტყიდან ჯეკი გამოდიოდა – წითუ-
რი თმითა და ქცევით თუ იცნობდი. აქეთ-იქიდან წელში მოხრილი თი-
თო მონადირე მოჰყვებოდა. სამივე შავი და მწვანე ფერებით იყო შეღე-
ბილი. უკან, ბალახზე, თავმოჭრილი და გაფატრული დედაღორი ეგდო.
– რალფ! არ მიმატოვო! – გულსაკლავად გაიმეორა ღუტამ.
მოუხერხებლად, ფრთხილად მოეხვია ლოდს და ჩაეხუტა. ქვემოთ
ზღვა სუნთქავდა. ველურების ხითხითი ხმამაღალ, აგდებულ ხარხარში
გადაიზარდა.
ჯეკის ყვირილმა ხმაური დაფარა:
– წადი აქედან, რალფ. შენს მხარეს იყავი. ეს ჩემი მხარეა და ჩემი
ტომი. თავი დამანებე.
სიცილი შეწყდა.
– შენ ღუტას სათვალე აგვწაპნე, – მიუგდო სუნთქვაშეკრულმა
რალფმა, – უნდა დაგვიბრუნო.
– უნდა დაგიბრუნოთ? ვინ მოგახსენა?
რალფი გაცეცხლდა:
– მე გეუბნები! შენ ხმა მომეცი, რომ ბელადი ვყოფილიყავი. არ
გესმის საყვირის ხმა? ბინძური ოინი გვიყავი... ცეცხლს ისედაც მოგ-
ცემდით, რომ გეთხოვა...
სახეზე სისხლი მოაწვა და გასიებული ქუთუთო აუთამაშდა.
– ცეცხლი თუ გინდოდა, მიიღებდი კიდეც, მაგრამ არა – ქურდუ-
ლად მოხვედი და ღუტას სათვალე მოიპარე!
– აბა, გაიმეორე!
– ქურდო! ქურდო!
ღუტამ დაიკვნესა:
– რალფ! მე რაღას მიშვრები!
ჯეკი გამოვარდა, რალფს მკერდში შუბი დაუმიზნა. რალფმა თვა-
ლი მოჰკრა ჯეკის მოქნეულ მკლავს, წამში განსაზღვრა იარაღის მი-
მართულება და შუბისტარი დაუხვედრა. მერე შუბი მოატრიალა და
ჯეკს ყურთან მოუნაცვლა. მკერდმიბჯენილები, გააფთრებულები
ქოშინებდნენ და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ.
– ვინ არის ქურდი?
– შენ!
ჯეკი სხარტად მოტრიალდა და კიდევ ერთხელ მოუქნია შუბი. შე-
თანხმებულებივით, ახლა შუბებს ხმლებივით იქნევდნენ და მომაკ-
ვდინებელ წვერებს აღარ ხმარობდნენ. რალფის შუბი მძლავრმა
დარტყმამ მოასრიალა და თითები დაუკრუნჩხა. კიდევ ერთხელ გან-
ცალკევდნენ და ორივემ უკან დაიწია, ჯეკმა – კლდისკენ, რალფმა –
კუნძულისკენ.
ორივეს სუნთქვა ეკვროდა.
– აბა!
– ჰე, მიდი!
გამძვინვარებულები იდგნენ პირისპირ, მაგრამ ახლოს არც ერთი
არ მიდიოდა.
– მოდი და ნახავ, რაც მოგივა!
– მოდი!
მიწას ჩაბღაუჭებული ღუტა რალფის ყურადღების მიპყრობას ცდი-
ლობდა. რალფი ისე დაიხარა, რომ ჯეკისთვის თვალი არ მოუშორებია.
– რალფ... გაიხსენე, რისთვის მოვედით. ცეცხლისთვის, ჩემი სათვა-
ლისთვის... – რალფმა თავი დაუქნია, მოეშვა, საბრძოლოდ შემართული
კუნთები მოადუნა, გაიმართა და შუბი ტარით მიწაზე დადო. საღებავს
ამოფარებული, შეუვალი ჯეკიც თვალს არ აშორებდა; რალფმა ქონგუ-
რებსა და მის წინ შეჯგუფებულ ველურებს გახედა.
– ყური მიგდეთ. ჩვენ ამის სათქმელად მოვედით. ჯერ ერთი, ღუტას
სათვალე უნდა დაგვიბრუნოთ. უსათვალოდ ვერაფერს ხედავს. ეს თამა-
ში არ არის...
შეღებილი ველურების ტომი ახითხითდა და რალფს გონება აერია.
თმა უკან გადაიყარა, მწვანე და შავ ნიღაბს ჩააცქერდა, ჯეკის სახის გახ-
სენება სცადა.
– ცეცხლი, – დაიჩურჩულა ღუტამ.
– ჰო. რაც შეეხება ცეცხლს. კიდევ ერთხელ გეუბნებით. რაც აქ დავეშ-
ვით, მას მერე სულ ამას გავიძახი.
შუბი ველურებისკენ გაიშვირა.
– თქვენი ერთადერთი იმედი სასიგნალო კოცონია. სანამ დღეა და
კვამლის გარჩევა შეიძლება, ცეცხლი არ უნდა ქრებოდეს. მაშინ იქნებ
გამვლელმა გემმა კვამლი შენიშნოს, გადაგვარჩინოს და შინ წაგვიყვა-
ნოს. ცეცხლის გარეშე კი იმას უნდა ველოდოთ, რომ რომელიმე გემი
შემთხვევით მოადგეს ამ კუნძულს. შეიძლება, წლობით დაგვჭირდეს
ლოდინი; სიბერემდე...
ველურებში ჟრუანტელის მომგვრელი, ვერცხლისებრი, ყალბი სიცი-
ლი ამოიფრქვა და შორიდან ექო გამოეხმაურა. რალფს რისხვა მოერია.
მჭახე ხმით იყვირა:
– ვერაფერს ვერ ხვდებით, თქვე გათხიპნილო ბრიყვებო! მე, სემი,
ერიკი და ღუტა ამ საქმეს არ ვეყოფით. ვცდილობდით, ცეცხლი არ ჩაგ-
ვექრო, მაგრამ ვერ შევძელით. თქვენ კიდევ თამაშობთ და ნადირობთ...
მათ ზურგს უკან მიუთითა, სადაც კრიალა ჰაერში კვამლის სვეტი
იკლაკნებოდა და იფანტებოდა.
– შეხედეთ! ამას ეძახით სასიგნალო კოცონს? ეს სამზარეულოს
ცეცხლია. ახლა გამოძღებით და კვამლიც გაქრება. ვერაფერს ვერ
ხვდებით? იქ შეიძლება, გემი მოდიოდეს...
შეყოვნდა. სიჩუმემ და შეღებილი მცველების გამოუცნობმა სახე-
ებმა დაამარცხა. ბელადმა ვარდისფერი პირი გააღო, ველურებსა და
მას შორის ჩამდგარ სემდერიკს მიმართა:
– თქვენ ორმა, უკან დაიხიეთ.
პასუხი არავინ გასცა. შეცბუნებულმა ტყუპებმა ერთმანეთს გადა-
ხედეს; ამასობაში ბრძოლის შეწყვეტით გამხნევებული ღუტა
ფრთხილად წამოდგა. ჯეკმა ჯერ რალფს მოხედა უკან, მერე ტყუპე-
ბისკენ მოტრიალდა.
– სტაცეთ ხელი!
ადგილიდან არავინ დაძრულა.
– გითხარით, ხელი სტაცეთ-მეთქი! – იყვირა გაბრაზებულმა ჯეკ-
მა.
შეღებილთა ჯგუფი ნერვიულად, უხერხულად შემოეხვია სემდე-
რიკს. კიდევ ერთხელ აწკრიალდა ვერცხლისებრი სიცილი.
სემდერიკის ხმით თავად ცივილიზაცია უძახდათ:
– ოჰ, რას აკეთებთ!
– ...არა გრცხვენიათ!
შუბები წაართვეს.
– გაკოჭეთ!
რალფმა უიმედოდ შესძახა შავ და წითელ ნიღაბს:
– ჯეკ!
– მიდით. გაკოჭეთ!
შეღებილებმა იგრძნეს, რომ სემდერიკი სხვანაირები იყვნენ, იგ-
რძნეს საკუთარი მკლავის ძალა. მოუხერხებლად, აღტაცებით დააგ-
დეს ძირს ტყუპები. ჯეკი გახალისდა. იცოდა, რომ რალფი ტყუპების
გადარჩენას შეეცდებოდა. მის ზურგს უკან შუბით აზუზუნებული წრე
მოხაზა და რალფმა ძლივს მოასწრო დარტყმის მოგერიება. იქით ვე-
ლურები და ტყუპები ახმაურებულ, აფართხალებულ გროვად ახორხლი-
ლიყვნენ. ღუტა ისევ ჩაჯდა. წუთიც და განცვიფრებული ტყუპები მიწაზე
იწვნენ, გარშემო შემოხვეული ველურები თავზე ადგნენ. ჯეკი რალფს
მიუბრუნდა და კბილებში გამოსცრა:
– ხედავ? რაც მე მინდა, იმას აკეთებენ.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. უხეიროდ გაკოჭილი ტყუპები მიწაზე ეყარ-
ნენ. ველურთა ტომი რალფს შეჰყურებდა, აბა, რას იზამსო.
იმანაც წონასწორობა დაკარგა და ჯეკს უღრიალა:
– მხეცი ხარ! ხეპრე! წყეულო, წყეულო ქურდო!
ეცა.
ჯეკი მიხვდა, რომ ეს გადამწყვეტი წუთი იყო და თვითონაც შეუტია.
ერთმანეთს შეასკდნენ და უკან გადაცვივდნენ. ჯეკმა მუშტი მოუქნია და
ყურში ხეთქა. რალფმა მუცელში ჩასცხო, აახროტინა. მერე პირისპირ
იდგნენ, აქოშინებულები, გააფთრებულები, ერთმანეთის მძვინვარე-
ბით დაფეთებულები. ახლაღა მიხვდნენ, რომ ამ ბრძოლას ველურთა
ტომის ხმამაღალი, ყურისწამღები ყიჟინა გასდევდა ფონად.
რალფის ყურამდე ღუტას ხმამ მიაღწია.
– მათქმევინეთ.
ჩხუბისას ავარდნილ ბუღში ადგა. ველურებმა ეს რომ დაინახეს, ყი-
ჟინა გაბმული, დამცინავი გუგუნით შეცვალეს.
ღუტამ საყვირი აიღო, ხმაურმა იკლო, მერე ისევ ძალა მოიკრიბა.
– საყვირი მე მაქვს! – იყვირა ღუტამ, – გეუბნებით, მე მაქვს საყვირი!
საკვირველი იყო, მაგრამ ახლა ყველა გაჩუმდა. ველურებს აინტერე-
სებდათ, ახლა რა თავშესაქცევს შესთავაზებდათ ღუტა.
სიჩუმე ჩამოწვა; ოღონდ სიჩუმეში, რალფის თავთან, ჰაერში რაღაც
უცნაურად გახმიანდა. თავიდან არც მიუქცევია ყურადღება... მერე ისევ
სუსტი «ზუპ!» ვიღაც კენჭებს ისროდა – როჯერი იყო. ცალი ხელი ისევ
ბერკეტზე ედო. ზემოდან რომ დასცქეროდა, რალფის ადგილას გაბურ-
ძგნილი თმა მოჩანდა, ღუტას ადგილას – ქონის ტომარა.
– იცით, რას გეტყვით?.. ბავშვებივით იქცევით.
გუგუნი ატყდა და ისევ ჩაცხრა – ღუტამ თეთრი, ჯადოსნური ნიჟარა
ასწია.
– რა სჯობია, რომ იყოს ადამიანი: გათითხნილი ზანგი, თქვენსა-
ვით თუ გონიერი არსება, რალფივით?
ველურები ხმამაღლა აგნიასდნენ. ღუტამ ისევ იყვირა:
– რა სჯობია – წესების დაცვა და თანხმობა, თუ ნადირობა და
მკვლელობა?
ისევ გნიასი და ისევ – «ზუპ!»
ახლა რალფმა იყვირა, რომ ხმაური დაეფარა:
– რა სჯობია – კანონიერება და გადარჩენა, თუ ნადირობა და ყვე-
ლაფრის განადგურება?
მერე ჯეკიც აღრიალდა და რალფის ხმა აღარავის ესმოდა. ჯეკმა
ველურების ტომისკენ დაიხია; ყალყზე შემდგარი შუბებით იდგნენ –
მრისხანე კედელივით. შეტევის განზრახვა თანდათან ხორცს ისხამ-
და; ბორგავდნენ, ბობოქრობდნენ, მალე ვიწრო გასასვლელი უნდა
გაეწმინდათ. რალფი მათ წინ იდგა, შუბი შემართული ჰქონდა. გვერ-
დით ღუტა ამოსდგომოდა, ისევ ხელში ეჭირა თილისმა – მყიფე,
მბრწყინავი, მშვენიერი ნიჟარა. უცებ გრიგალივით დაეჯახათ ხმა –
სიძულვილით სავსე შელოცვა. მაღლა, ზემოთ, გონებადაკარგული
როჯერი მთელი ტანით დააწვა ბერკეტს.
რალფმა ვეება ლოდის ხმაური მანამ გაიგონა, სანამ დაინახავდა.
იგრძნო, როგორ შეზანზარდა მიწა, რყევამ თავიდან ფეხებამდე
დაუარა, კლდის წვერიდან წამოსული ქვის მსხვრევის ხმა მოესმა,
უზარმაზარი, საშინელი, წითელი რაღაც ხტუნვა-ხტუნვით დაეშვა,
გასასვლელში ჩაიგრუხუნა და ჩაენარცხა. ველურები წივილ-კივი-
ლით დაიფანტნენ.
ლოდი ღუტას დაეცა და ნიკაპიდან მუხლამდე გასერა; საყვირი
ათას თეთრ ნაწილაკად დაიმსხვრა და არსებობა შეწყვიტა. ღუტამ
დაყვირებაც ვერ მოასწრო, უხმოდ გადაეშვა კლდიდან ჰაერში. გა-
დატრიალდა. ლოდი კიდევ ორჯერ გადახტა და ტყეში ჩაიკარგა. ორ-
მოცი ფუტის სიმაღლიდან გადავარდნილი ღუტა ზურგით დაეცა ოთ-
ხკუთხა, ზღვაში ჩადგმულ, წითელ კლდეს. თავი გაუსკდა, ტვინი
კლდეზე გადმოინთხა და წითლად შეიღება. ღუტამ ოდნავ გააფარ-
თხალა ხელ-ფეხი, დაკლული ღორივით. ზღვამ კვლავ ამოისუნთქა,
ნელა ამოუშვა გრძელი ოხვრა, კლდეზე თეთრად და ვარდისფრად ამო-
დუღდა; მერე ისევ ჩაისუნთქა და ღუტას სხეულიც გაუჩინარდა.
ამჯერად სამარისებური დუმილი ჩამოვარდა. რალფმა ტუჩების
მოძრაობით წარმოთქვა რაღაც, ხმა არ ამოუვიდა.
უეცრად ჯეკი ველურებს ნახტომით მოსწყდა და განმგმირავად აკივ-
ლდა:
– ნახე? ნახე? აი, რა მოგივა! რას გეუბნებოდი! ახლა ტომი აღარა
გყავს! საყვირიც აღარ არის...
წელში მოხრილი გამოიქცა წინ.
– მე ვარ ბელადი!
გაბოროტებულმა, მტკიცე განზრახვით სტყორცნა შუბი რალფს.
წვერმა ბიჭს თეძოზე გაუგლიჯა კანი და ხორცი, მერე ასხლტა და წყალ-
ში გადავარდა. რალფი წაბორძიკდა, ტკივილი არ უგრძვნია, მაგრამ და-
ფეთდა. ახლა თავისი ბელადივით აკივლებული ველურთა ტომი წინ
მოიწევდა. კიდევ ერთმა, გაღუნულმა შუბმა სახესთან ჩაუარა, ერთი ზე-
მოდან წამოვიდა, იქიდან, სადაც როჯერი იყო. ტყუპები მიწაზე იწვნენ,
ველურები ეფარებოდნენ, გასასვლელი უცნობმა, ეშმასეულმა სახეებმა
გაავსო. რალფი მოტრიალდა და გაიქცა. უკან ღრიანცელი ატყდა – თო-
ლიების ყივილივით. რალფი იმ ინსტინქტს დამორჩილდა, რომლის არ-
სებობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, მიხვეულ-მოხვეული გზით გარბო-
და გაშლილ სივრცეში და შუბებს ასე იცილებდა. თავმოჭრილი დედა-
ღორი დაინახა და გადახტომა მოასწრო. მერე შლიგინით შევარდა
ფოთლებსა და პატარ-პატარა ბუჩქებში.
ტყემ კალთა გადააფარა და დამალა.
ბელადი ღორთან გაჩერდა, მოტრიალდა და ხელები ასწია:
– უკან! უკან, ციხესიმაგრეში!
მალე ველურთა ტომი ხმაურით დაბრუნდა გასასვლელში. იქ როჯე-
რიც შეუერთდათ.
– სათვალთვალოზე რატომ არა ხარ? – გაუჯავრდა ბელადი.
როჯერმა წარბშეკრულმა შეხედა:
– ახლა ჩამოვედი...
ჯალათის თანამდევი ძრწოლა ტრიალებდა მის გარშემო. ბე-
ლადს მისთვის აღარაფერი უთქვამს, სემდერიკს გახედა.
– ტომს უნდა შემოუერთდეთ.
– გამიშვი...
– ...მეც.
ბელადმა რამდენიმე შემორჩენილი შუბიდან ერთ-ერთს სტაცა
ხელი და სემს თეძოზე ატაკა.
– რისი თქმა გინდა, ჰა? – უყვირა გააფთრებულმა, – რა გინდო-
დათ, შუბებით რომ გამოცხადდით? ვითომ რატომ არ გინდათ ტომ-
ში შემოსვლა?
შუბის წვერი უკვე რიტმულად მოძრაობდა.
– ნუ, ეგრე ნუ!
როჯერმა ბელადი განზე გასწია, ერთი ეგ იყო, რომ მუჯლუგუნი
არ უკრავს. ყვირილი შეწყდა. სემდერიკი იწვნენ და თავზარდაცემუ-
ლები აჰყურებდნენ. როჯერი ნელ-ნელა უახლოვდებოდათ – უსახე-
ლო ძალაუფლების პატრონი.

თავი მეთორმეტე − მონადირეთა ყიჟინა


რალფი სამალავში იწვა და ფიქრობდა, ნეტავ ამ ჭრილობებს რა
უნდა ვუყოო. მარჯვენა თეძოზე რამდენიმედუიმიანი დიამეტრის
ადგილი ჩალურჯებული ჰქონდა, იქ, სადაც შუბი მოხვდა, ჭრილობა
დაუსივდა და სისხლი სდიოდა. ჭუჭყით სავსე თმა ლიანის წკირები-
ვით გაშეშებოდა. ტყეში სირბილისგან თავიდან ფეხებამდე დაკაწ-
რული და დალილავებული იყო. სუნთქვა რომ ჩაუწყნარდა, მიხვდა,
რომ ჭრილობების მობანა მოიცდიდა. წყალში ჭყუმპალაობისას შიშ-
ველი ფეხის ხმას ვერ გაიგონებდა, ან როგორ იგრძნობდა თავს უშიშ-
რად გინდ პატარა ნაკადულის პირას, გინდ მოშიშვლებულ სანაპი-
როზე?
რალფმა მიაყურადა. კოშკივით კლდე არც ისე შორს იყო და თა-
ვიდან შიშისგან მოეჩვენა, მდევარის ხმა მესმისო. მაგრამ მონადი-
რეებმა ისე, სასხვათაშორისოდ მიიარ-მოიარეს მწვანე ტევრი. ალ-
ბათ შუბებს ეძებდნენ. მერე უკან, მზით გაჩახჩახებული კლდისკენ გაც-
ვივდნენ, თითქოს ფოთლებქვეშ ჩაბუდებულმა სიბნელემ შეაშინათო.
ერთს თვალიც კი მოჰკრა – ყავისფერ, შავ და წითელ ზოლებად შეღები-
ლი, ბილს მიამსგავსა. თუმცა სინამდვილეში ეს ბილი არ არისო, იფიქრა
რალფმა. სინამდვილეში ეს ველური იყო და მისი სახე ვერაფრით ვერ
ერწყმოდა შორტსა და პერანგში გამოწყობილი ბიჭის ძველ პორტრეტს.
ნაშუადღევიც გადადიოდა; მზით განათებული მრგვალი ლაქები
ნელ-ნელა ინაცვლებდნენ მწვანე ფოთლებსა და ყავისფერ ღეროებზე,
მაგრამ კლდიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ბოლოს რალფი გვიმრებიდან
გამოხოხდა და ქურდული ნაბიჯით გაემართა ვიწრო გასასვლელს აფა-
რებული, გაუვალი ბარდებისკენ. როცა მიაღწია, განსაკუთრებული სიფ-
რთხილით გაიხედა ტოტებს შორის და დაინახა, რომ კლდის წვერზე
მცველად რობერტი იჯდა. მარცხენა ხელში შუბი ეჭირა, მარჯვენით
კენჭს ააგდებდა, დაიჭერდა. მის უკან კვამლის სქელი სვეტი ადიოდა.
რალფს ნესტოები აეწვა, ნერწყვი მოადგა. ცხვირ-პირი ხელის ზურგით
მოიწმინდა და დილას აქეთ პირველად იგრძნო შიმშილი. ველურები
ალბათ გამოშიგნულ ღორს უსხედან გარშემო და შეჰყურებენ, როგორ
წვეთავს და იწვის ფერფლში ქონი. ალბათ თვალს არ აშორებენ.
ვიღაც – ვერ ცნობდა, ვინ – რობერტის გვერდით გამოჩნდა, რაღაც
მისცა. მერე შეტრიალდა და კლდის უკან გაბრუნდა. რობერტმა შუბი
გვერდზე მოიდო და ხელებში რაღაცას დაუწყო ღრღნა. ეტყობა, ქეიფი
იწყებოდა და მეთვალყურეს თავისი ულუფა მისცეს.
რალფი მიხვდა, რომ ერთხანს ხიფათი არ ემუქრებოდა. კოჭლობით
გაეშურა ხილის მოსაკრეფად; ქეიფი რომ ახსენდებოდა, მწირ საკვებზე
ფიქრი კიდევ უფრო მეტად სტანჯავდა. დღეს ქეიფობენ, ხვალ კი...
ცდილობდა, თავი დაერწმუნებინა, მომეშვებიანო, იქნებ მოეკვეთათ
კიდეც. მაგრამ, საბედისწერო, შლეგური ამბები არ ასვენებდა. საყვირის
დამსხვრევა, ღუტას და საიმონის სიკვდილი ნისლივით დააწვა კუნ-
ძულს. შეღებილი ველურები ამას არ იკმარებდნენ. მერე კიდევ ის უცნაუ-
რი და გამოუთქმელი კავშირი მასა და ჯეკს შორის; ჯეკი არაფრისდიდე-
ბით არ დაანებებს თავს; არასოდეს.
გაიტრუნა. ათინათი დასთამაშებდა, ტოტი გადაწეული ეჭირა,
თუ საჭირო იქნებოდა, მყისვე მწვანეში შეიმალებოდა. ძრწოლამ
მთელ ტანში დაუარა, ააცახცახა და წამოიძახა:
– არა. ასეთი ცუდებიც არ არიან. ის უბედური შემთხვევა იყო.
ტოტის ქვეშ შეძვრა. ბორძიკით გაიქცა, მერე გაჩერდა და ყური
მიუგდო.
გატკეპნილ ადგილას გავიდა, სადაც ხილი ეგულებოდა, ხარბად
შეუდგა ჭამას. ორი პატარა დაინახა; წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ
გამოიყურებოდა და გაუკვირდა, ბავშვები წიოკით რომ გაიქცნენ.
შენაყრდა და სანაპიროსკენ წავიდა. მზე გადაიხარა, სხივები ალ-
მაცერად ეცემოდა პალმებსა და დანგრეულ ქოხს. ბაქანი და ტბორიც
გამოჩნდა. ყველაფერს აჯობებდა, ყურადღება არ მიექცია იმ მძიმე
ფიქრებისთვის, გულზე ლოდად რომ აწვა და გონებისთვის მოეხმო.
ახლა ველურთა ტომი გამომძღარი იყო, იქნებ კიდევ ერთხელ ეცადა
ბედი? ასეა თუ ისე, ვერაფრით ვერ გაძლებდა მთელი ღამე აქ, ცარი-
ელ ქოხში და მიტოვებულ ბაქანზე. მზე ჩადიოდა. გააჟრჟოლა. არც
ცეცხლი, არც კვამლი; არც გადარჩენის იმედი. მოტრიალდა, კოჭლო-
ბით შევიდა ტყეში და ჯეკის სამფლობელოსკენ გაემართა.
მზის ირიბი სხივები ტოტებში ჩაკარგულიყო. ბოლოს ტყეში, მო-
შიშვლებულ ადგილას გავიდა, სადაც მცენარეებს ქვები შენაცვლე-
ბოდა. აქაურობა ჩრდილებში ბანაობდა და რალფი კინაღამ კისრის-
ტეხით გავარდა ხის უკან დასამალავად, როცა დაინახა, რომ შუაში
რაღაც იდგა; მაგრამ მერე გაარჩია, რომ თეთრი სახე მხოლოდ ძვლე-
ბი იყო; ჯოხის წვერზე ჩამოცმული ღორის თავის ქალა შემოჰყურებ-
და და იღმიჭებოდა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და დაჟინებით მი-
აცქერდა ქალას, რომელიც ისე ელვარებდა, როგორც ერთ დროს მა-
თი საყვირი; დამცინავად შემოჰყურებდა, თითქოს მასხრად იგდებ-
და. ცალი თვალის ბუდეში ცნობისმოყვარე ჭიანჭველა დაფუსფუსებ-
და. სიცოცხლის სხვა ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
თუ ეტყობოდა?
ზურგში თითქოს ჭიანჭველებმა დაუარა. ქალა დაახლოებით მი-
სი სახის გასწვრივ იყო ჩამოცმული. ბიჭი იდგა და თმა ორივე ხელით
უკან გადაწეული ეჭირა. დაკრეჭილი კბილები შემოსცინოდა, თვალის
ბუდეები თითქოს განზე გახედვას არ ანებებდნენ.
ეს რაღა იყო?
ქალა ისე შემოჰყურებდა რალფს, თითქოს პასუხები ბიჭის ყველა
კითხვაზე იცოდა, მაგრამ არ ეუბნებოდა. რალფს გულისამრევი შიში და
რისხვა დაეუფლა. გააფთრებულმა გაარტყა ამ სისაძაგლეს, ისიც სათა-
მაშოსავით აქეთ-იქით გაქანდა, თავის ადგილს დაუბრუნდა და სახეში
ისე შემოსცინა, რომ ბიჭმა
კიდევ სთხლიშა და ზიზღისგან ცრემლმორეული ხმით იყვირა. მერე
იდგა, დაშავებულ მუშტს იწუწნიდა და ცარიელ ჯოხს შესცქეროდა. შუ-
აზე გახლეჩილი ქალა მიწაზე ეგდო და ახლა გაცილებით უფრო ფარ-
თოდ იღმიჭებოდა. მერე რალფი უკან-უკან წავიდა. თვალს არ აშორებდა
ქალას, ახლა ცას რომ შესცინოდა.
ჰორიზონტის თავზე მწვანე ელვარება ჩაქრა, ღამე ჩამოწვა. რალფი
ისევ კოშკივით კლდის წინ გახლართულ ბარდებს დაუბრუნდა. იქიდან
გაიჭყიტა და დაინახა, რომ წვერზე ისევ ვიღაც იდგა – შუბმომარჯვებუ-
ლი.
ჩრდილებში ჩაიმუხლა, მარტოობისგან გული მოეწურა. მართალია,
ველურები იყვნენ, მაგრამ მაინც ადამიანები ერქვათ. წყვდიადში კი
ყველგან შიში ჩასაფრებოდა.
რალფმა ჩუმად დაიკვნესა. ქანცგაწყვეტილი კი იყო, მაგრამ მოდუნე-
ბას და ერთი კარგად გამოძინებას ვერ ახერხებდა – ველურებისა ეშინო-
და. იქნებ, პირდაპირ დაადოს თავი და მიადგეს ციხესიმაგრეს, უთხრას,
სამოყვროდ მოვედიო, უდარდელად გაიცინოს, დანარჩენებს მიუწვეს
გვერდით და დაიძინოს? ისე მოიქცეს, ვითომ ისევ პატარა ბიჭები არიან,
სკოლის მოსწავლეები, ფორმის ქუდები ახურავთ და ამბობენ: «სერ, დი-
ახ, სერ»? დღის სინათლე აფიქრებინებდა, ჰო, ეგრე სჯობიაო, მაგრამ
წყვდიადი და სიკვდილის შიში უარს ეუბნებოდა. იწვა სიბნელეში და
იცოდა, რომ მოკვეთილი იყო.
– იმიტომ, რომ გონება შემრჩა.
მკლავი ლოყაზე გაიხახუნა, მარილის, ოფლისა და დიდი ხნის
ჩამჯდარი ჭუჭყის მჟავე სუნი იგრძნო. მარცხნივ ოკეანე სუნთქავდა,
ტალღები გაუჩინარდებოდა, მერე ისევ ამოდუღდებოდა ბრტყელ
ლოდზე.
კოშკივით კლდის იქით ხმა ისმოდა. რალფი მონანავე ზღვას
მოსწყდა, გაფაციცებულმა მიაყურადა და ნაცნობი რიტმი გაარჩია:
«მოკალი ურჩხული! ყელი გამოსჭერი! სისხლისგან დაცალე!»
ველურთა ტომი ცეკვავდა. სადღაც, კლდიანი კედლის მეორე მხა-
რეს, ახლა მუქი წრეა, ცეცხლი გიზგიზებს და ხორცი შიშხინებს. საჭ-
მელსაც ირგებენ და უსაფრთხოებით მოგვრილ მყუდროებასაც.
მოახლოებულმა ხმაურმა შეაკრთო. ველურები კოშკივით კლდე-
ზე მიცოცავდნენ, პირდაპირ წვერისკენ და მათი ხმები ესმოდა. უჩუმ-
რად გაფოფხდა წინ კიდევ რამდენიმე იარდით და დაინახა, რომ
კლდის თავზე ჩრდილი შეიცვალა, გაფართოვდა. ამ კუნძულზე
ორად ორ ბიჭს შეეძლო ასე სიარული ან ლაპარაკი.
რალფი თავით მკლავებს ჩამოეყრდნო. ეს ახალი ამბავი ლახვა-
რივით დაესო გულზე. სემდერიკიც ტომის წევრები გახდნენ. კოშკი-
ვით კლდეს იცავდნენ – მისგან. შეუძლებელი ყოფილა მათი გადარ-
ჩენაც და კუნძულის მეორე მხარეს მოკვეთილთა ტომის შექმნაც.
სემდერიკი დანარჩენებივით გაველურდნენ; ღუტა მოკვდა, საყვირი
ნაცარტუტად იქცა.
როგორც იქნა, მცველი ქვემოთ ჩაცოცდა. კლდის თავზე დარჩე-
ნილი ორი ბიჭი ისე იდგა, თითქოს კლდეს მუქი წვეტი ამოეზარდაო.
მათ ზურგს უკან ვარსკვლავი აინთო და მაშინვე ჩაქრა – ერთი ბიჭი
მოეფარა.
რალფი ისევ წინ გაფოფხდა, უსწორმასწორო გზაზე ბრმასავით
მიიწევდა წინ. მარჯვნივ მღვრიე წყალი მოწანწკარებდა, მარცხნივ
ოკეანე იყო – ღრმა, ჭასავით საშინელი. წყალი სიკვდილის კლდის
გარშემო სუნთქავდა და ყვავილებივით თეთრად იშლებოდა. რალ-
ფი მანამ მიცოცავდა, სანამ შესასვლელის შვერილს არ ჩაეჭიდა.
სათვალთვალო სწორედ მის თავზე იყო გადმომდგარი, კლდის
წვერზე აღმართული შუბი ჩანდა.
ძალიან ფრთხილად დაიძახა:
– სემდერიკ...
პასუხი არავინ გასცა. ეტყობა, უფრო ხმამაღლა უნდა დაიძახოს; მაგ-
რამ მაშინ შეიძლება ცეცხლთან მოქეიფე, ზოლიანი მტრები წამოიშა-
ლონ. კრიჭაშეკრულმა განაგრძო გზა, ზემოთ მიიწევდა და ხელის ცეცე-
ბით პოულობდა ჩასაჭიდს. ჯოხი, რომელზეც მანამდე ქალა იყო ჩამოც-
მული, ახლა ფეხებში ედებოდა, მაგრამ ამ ერთადერთ იარაღს ვერ შე-
ელეოდა. ტყუპებს თითქმის გაუსწორდა და ისევ დაუძახა:
– სემდერიკ...
კლდეზე შეშფოთებით წამოიყვირეს და დაფაცურდნენ. ერთმანეთს
ჩაბღაუჭებული ტყუპები რაღაცას აბუტბუტდნენ.
– მე ვარ, რალფი.
შეეშინდა, არ გაიქცნენ და განგაში არ ატეხონო, ხელებზე დაყრდნო-
ბილმა ტანი აითრია, თავი და მხრები კლდის წვერს ააცილა. შორს, იდა-
ყვს ქვემოთ, კლდის გარშემო შემოვლებული, სხივჩამდგარი, აყვავებუ-
ლი ქაფი დაინახა.
– მე ვარ, მე, რალფი.
როგორც იქნა, დაიხარნენ და სახეში ჩააცქერდნენ.
– ჩვენ გვეგონა...
– ...არ ვიცოდით, რა იყო...
– ...ჩვენ გვეგონა...
უცებ თავიანთი ახალი, სამარცხვინო მოვალეობა გაახსენდათ. ერი-
კი გაჩუმდა, მაგრამ სემმა მოვალეობის შესრულება სცადა.
– უნდა წახვიდე, რალფ. ახლავე წადი...
შუბის ქნევა დაიწყო, აქაოდა, გავბრაზდიო.
– მოშორდი აქედან, გაიგე?
ერიკმაც თავი დააქნია და შუბით ჰაერი გასერა. ხელებზე დაყრდნო-
ბილი რალფი არ მიდიოდა.
– მე კიდევ თქვენს სანახავად მოვედი.
ხმა ჩაეხლიჩა. ყელი სტკიოდა, თუმცა დაშავებული არ ჰქონდა.
– მე კიდევ თქვენთან მოვედი...
ასეთ გულისტკენას სიტყვებით ვერ გამოთქვამდი. გაჩუმდა. სა-
ითაც გაიხედავდა, მკვირცხლი ვარსკვლავების შხეფები ცეკვავდა.
სემი უხერხულად შეიშმუშნა.
– მართლა გეუბნები, რალფ, გირჩევნია, წახვიდე.
რალფმა ისევ ახედა:
– თქვენ ორნი ხომ არ შეღებილხართ. როგორ შეგიძლიათ... სიბ-
ნელე რომ არა...
სიბნელე რომ არა, სირცხვილით დაიწვებოდნენ, მაგრამ ღამე
ბნელა. ერიკმა დასთმო; და ტყუპები ერთად ალაპარაკდნენ:
– იმიტომ უნდა წახვიდე, რომ აქ ხიფათი გელის...
– ...გვაიძულეს, გვაწამეს...
– ვინ? ჯეკმა?
– არა, არა...
რალფისკენ დაიხარნენ და ხმას დაუწიეს.
– გაიქეცი, რალფ...
– ...ეს ტომია...
– ...გვაიძულეს...
– ...ვერაფერი გავაწყვეთ...
რალფი ისევ ალაპარაკდა – ხმადაბლა, თითქოს სული ეხუთე-
ბაო.
– რა დავუშავე? თავიდან მომწონდა... გადარჩენა მინდოდა...
ცას ისევ ვარსკვლავები მიეშხეფა. ერიკმა სერიოზული სახით გა-
აქნია თავი.
– მომისმინე, რალფ. არ იფიქრო, რომ შეიძლება გონებით რამე
გაიგო. გონება აღარავის შერჩა...
– ბელადზე ნუღარ ფიქრობ...
– ...შენთვის აჯობებს, რომ წახვიდე.
– ბელადს და როჯერს...
– ...ჰო, როჯერს...
– ორივეს სძულხარ, რალფ. შენთვის ბოლოს მოღებას აპირებენ.
– ხვალ შენზე ნადირობას აპირებენ.
– კი მაგრამ, რატომ?
– არ ვიცი. და კიდევ, იცი რა, რალფ, ბელადი, ჯეკი ამბობს, ეს სახი-
ფათოაო...
– ...გვითხრეს, იფრთხილეთ და შუბები ისე სტყორცნეთ, როგორც
ღორსო...
– ...კუნძულზე უნდა გავმწკრივდეთ...
– ...ერთი ბოლოდან მეორემდე...
– ...სანამ არ გიპოვით...
– ასე უნდა ვიძახოთ...
ერიკმა თავი გადასწია, ხმადაბლა დაიძახა «უ-უ-უ!», თან ხელის-
გულს დაღებულ პირზე ირტყამდა.
მერე შეშფოთებულმა გაიხედა უკან.
– აი, ასე...
– ...ოღონდ, რასაკვირველია, ხმამაღლა...
– კი მაგრამ, რა დავუშავე, – ცხარედ ჩაიჩურჩულა რალფმა, – მხო-
ლოდ ცეცხლის შენარჩუნება მინდოდა!
წუთით შეყოვნდა, გულმოკლული, ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა.
უცებ ყოვლისმომცველი, უკიდურესად მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა:
– მერე თქვენ..?
თავი ვერ აიძულა, რომ დაეზუსტებინა, მაგრამ შიშმა და მარტოობამ
წააქეზა.
– როცა მიპოვიან, რას მიპირებენ?
ტყუპები დადუმდნენ. ქვემოთ ისევ თეთრად აყვავდა სიკვდილის
კლდე.
– რას აპირებენ... ღმერთო! როგორ მშია...
ქვემოთ, წაწვეტებული კლდე თითქოს შექანდა.
– კარგი... რას..?
ტყუპებმა სიტყვა ბანზე აუგდეს:
– ახლავე უნდა წახვიდე, რალფ.
– შენთვის ასე სჯობია.
– გაეცალე. რაც შეიძლება, შორს წადი.
– თქვენ არ წამომყვებით? სამნი კიდევ შევძლებთ რამეს.
ერთხანს ჩუმად იყვნენ. მერე სემმა ჩამწყდარი ხმით უთხრა:
– შენ როჯერს არ იცნობ. საშინელი ვინმეა.
– ...ბელადიც... ორივე...
– ...საშინლები...
– ...ოღონდ როჯერი...
უცებ ორივე გაქვავდა. ტომიდან ვიღაც აქეთ მოცოცავდა.
– ჩვენს შესამოწმებლად მოდის. ჩქარა, რალფ!
კლდიდან ჩასასვლელად რომ მოემზადა, რალფი ხავსივით ჩაებ-
ღაუჯა უკანასკნელ შესაძლებლობას, ამ შეხვედრიდან რამე გამოედ-
ნო.
– აქვე ჩავწვები; აი, იმ ბარდებში, – წასჩურჩულა ტყუპებს, – იქნებ,
აქაურობას გაერიდოთ. აზრად არ მოუვათ, რომ ასე ახლოს ვიქნები...
ნაბიჯები ჯერ შორიდან ისმოდა.
– სემ... მე მგონი, გადავრჩები, არა?
ტყუპები ისევ ხმას არ იღებდნენ.
– მოიცა! – უთხრა უცებ სემმა, – აი, აიღე...
ხორცის ნაჭერი გადმოუგდო. რალფმა ხელი სტაცა.
– მაგრამ როცა დამიჭერთ, რას იზამთ?
ისევ დუმილი. მიხვდა, რა სისულელეს ეკითხებოდა. კლდეზე და-
იწყო დაშვება.
– რას აპირებთ?
წაწვეტებული კლდის თავიდან გაურკვეველი პასუხი მოესმა:
– როჯერმა შუბს ორივე ბოლო წაუთალა.
«როჯერმა შუბს ორივე ბოლო წაუთალა». რალფი ამაოდ ცდი-
ლობდა, ამ სიტყვების აზრს ჩასწვდომოდა. გულმოსულმა, ყველა
ცუდი სიტყვა ჩამოთვალა, რაც კი მოაფიქრდა, მაგრამ მალე მთქნა-
რება აუტყდა. რამდენ ხანს შეიძლება უძილოდ გაძლება? საწოლი
და თეთრეული მოენატრა – მაგრამ თეთრი აქ მხოლოდ ნელა ჩაღ-
ვრილი რძეა, ციმციმით რომ ეკვრის გარშემო კლდეს, ორმოცი ფუ-
ტით დაბლა, იქ, სადაც ღუტა დაეცა. ღუტა ყველგან იყო, ამ გასას-
ვლელშიც; მკვდარი ღუტა სიბნელეში საშიში გახდა. ახლა წყლიდან
რომ ამოსულიყო, თავგაპობილი... რალფმა დაიკრუსუნა, ველურთა
პატარასავით აღნავლდა, შებარბაცდა და ჯოხს ყავარჯენივით დაეყ-
რდნო.
მერე ისევ დაიძაბა. კოშკივით კლდის წვერიდან ხმები გაისმა. სემდე-
რიკი ვიღაცას ედავებოდნენ. მაგრამ ბალახი და გვიმრები უკვე ახლოს
იყო. იქ შეძვრებოდა, დაიმალებოდა, მერე ტევრში გადავიდოდა, ხვალ
იქაური ბარდები გამოადგებოდა სამალავად. აი, – ხელით ბალახს შე-
ეხო, – აქ გაათევდა ღამეს, ველურთა ტომის შორიახლოს, და თუ ზებუ-
ნებრივ ძრწოლას ვეღარ მოერეოდა, ბოლოს და ბოლოს, შეეძლო, ცოტა
ხნით მაინც შერეოდა ადამიანებს, თუნდაც...
თუნდაც – რა? ორივე ბოლოს წამახული ჯოხი. მერე რა? შუბებიც
სტყორცნეს, მაგრამ ააცდინეს – ერთის გარდა. იქნებ, ისევ ააცდინონ.
მაღალ ბალახში ჩაცუცქდა, სემის მოცემული ხორცი გაახსენდა და
დამშეულმა გლეჯა დაუწყო. ჭამისას კიდევ შემოესმა ხმები – სემდერი-
კის ყვირილი, ტკივილით, შიშით სავსე ყვირილი, კიდევ გაბრაზებული
ხმები. რას ნიშნავდა? მის გვერდით ვიღაცას უჭირდა, ტყუპებიდან ერთი
მაინც ცუდ დღეში იყო. მერე
ხმები კლდის იქით დაეშვა და რალფმაც თავი ანება ამაზე ფიქრს.
ხელში გრილი, თხელი ფოთლები ხვდებოდა; ტევრის პირას იჯდა. აქ
იყო ღამის გასათევი ბუნაგი. ინათებს თუ არა, ტევრში შეძვრება, დაგრე-
ხილ ღეროებში შეიყუჟება, ისე ღრმად ჩაიბუდებს, რომ ვერავინ ვერ მი-
აგნებს, რალფივით ხოხვით თუ შეძვრა ვინმე, ჯოხიც მოხვდება. იქ იჯ-
დება, მდევარი გვერდით ჩაუვლის, კორდონი ტუჩებზე ხელის ტყაპუნით
მიივლ-მოივლის მთელ კუნძულს და მერე თავისუფალი იქნება.
გვიმრებში გვირაბივით გაძვრა და მოიკუნტა. ჯოხი გვერდზე მოიდო
და სიბნელეს მისცა თავი. უნდა ახსოვდეს: ინათებს თუ არა, უნდა გაიღ-
ვიძოს, რომ ველურები ჭკუაში მოატყუოს – თვითონაც ვერ გაიგო, რა
სწრაფად მოვიდა, როგორ ჩაითრია დაფერდებულ, ბნელ ციცაბოზე
ძილმა.
თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ უკვე ეღვიძა, მოახლოებულ
ხმაურს უსმენდა. ცალი თვალი გაახილა, სახიდან დაახლოებით დუიმის
მანძილზე ფხვიერი მიწა დაინახა, ფრჩხილებით მოფხოჭნა. გვიმრის
ფოთლებში სხივები ჩამდგარიყო. მიხვდა, რომ ჩაიარა უსასრულოდ
გრძელმა ღამის კოშმარმა – სადღაც რომ ეცემოდა და კვდებოდა; გა-
თენდა – ისევ ხმა მოესმა. ზღვის პირას ვიღაცამ დაიძახა – «უ-უ-უ!»,
მერე მეორე ველური გამოეხმაურა, მერე კიდევ სხვა. ძახილმა კუნ-
ძულს გადაუარა – ვიწრო გასასვლელიდან ლაგუნამდე, ზღვის პირამ-
დე – გაფრენილი ჩიტის ყივილივით. დაფიქრების დრო აღარ ჰქონ-
და, წამახულ ჯოხს ხელი სტაცა და წელში მოხრილი, გვიმრებში გაძ-
ვრა. რამდენიმე წამიც და, ტევრში მიხოხავდა, ცდილობდა, მისკენ
მომავალ ფეხებს მოშორებოდა, მანამდე რომ მოჰკრა თვალი. გვიმ-
რებს რაღაცას აქეთ-იქით ურტყამდნენ, გაიგონა, რომ მაღალ ბალახ-
ში ვიღაც შლიგინით მიაბიჯებდა. სადღაც ველურმა ხმამაღლა ორ-
ჯერ დაიძახა «უ-უ-უ!», ხმა ორივე მხრიდან გამეორდა და ჩაჩუმდა.
რალფი ბარდებში მოიკუნტა და ერთხანს აღარაფერი გაუგონია.
ბოლოს, იქაურობა მოათვალიერა. ნამდვილად ვერავინ დაეს-
ხმოდა თავს. ბედმა გაუღიმა. უზარმაზარ ლოდს, ღუტა რომ მოკლა,
მერე ტევრში რომ ჩაეშვა და ხტუნვა-ხტუნვით დაგორდა შუაგულში,
რამდენიმე ფუტის სიგანის კვალი დაეტოვებინა. აქ შემოხოხებული
რალფი თავს უხიფათოდ გრძნობდა და ფიქრობდა, ჭკვიანურად მო-
ვიქეციო. ფრთხილად ჩაჯდა დასრესილ ღეროებში და ლოდინი და-
უწყო, როდის ჩაუვლიდნენ მონადირეები. ფოთლებიდან ზემოთ აი-
ხედა, თვალი მოჰკრა, რომ რაღაცამ წითლად გაიელვა. ეგ კოშკივით
კლდის წვერი უნდა იყოს, მოშორებული, უხიფათო. საზეიმოდ მოკა-
ლათდა და მოემზადა იმის მოსასმენად, თუ როგორ მიჩუმდებოდა
შორს ნადირობის ხმა.
ჯერ ჩამიჩუმი არ ისმოდა; მწვანე ჩრდილში სიმშვიდემ სულ ცო-
ტა ხანს გასტანა.
მალე ხმა გაიგონა – ჯეკის ხმა, ოდნავ მოგუდული:
– ნამდვილად იცი?
იმ ველურმა, ვისაც ეკითხებოდნენ, არაფერი უპასუხა.
– იცოდე, თუ გვასულელებ... – ეს როჯერის ხმა იყო.
და მყისვე – რაღაც ფაჩუნი და გულისმომკვლელი, ტკივილით გა-
ტანჯული ხმა. რალფი ინსტინქტურად მოიკუნტა. ტყუპისცალი აქ
იყო, ტევრთან, ჯეკთან და როჯერთან ერთად.
– დარწმუნებული ხარ, რომ აქაურობაზე ამბობდა?
ტყუპისცალმა ამოიკვნესა და მერე ისევ დაიყვირა.
– აქაურობაზე ამბობდა, დავიმალებიო?
– ჰო... ჰო... ოოოჰ!
ხეებს ვერცხლისებრმა სიცილმა დაუარა.
იცოდნენ.
რალფმა ჯოხი ხელში აიღო და საბრძოლველად მოემზადა. მაგრამ
რას უზამდნენ? ტევრში ბილიკის გაყვანას მთელ კვირას მოანდომებ-
დნენ; მანამდე თუ ვინმე თავს შემოჰყოფდა, იმას აღარაფერი უშველი-
და. შუბის წვერი ცერით მოსინჯა და ცალყბად, მწარედ გაიღიმა. ვისაც
არ უნდა შემოეყო თავი, კარგი დღე არ დაადგებოდა, ღორივით ააჭყივ-
ლებდა.
მიდიოდნენ, კოშკივით კლდესთან ბრუნდებოდნენ, ფეხის ხმა და
ხითხითი გაიგონა. მერე ისევ იმ ხმამაღალმა, ჩიტის ყივილივით ხმამ
დაუარა გამწკრივებულ ველურებს. ესე იგი, ზოგი ისევ უთვალთვალებს,
ზოგი კი...?
გრძელი, სამარისებური სიჩუმე. რალფი უცებ მიხვდა, რომ პირში შუ-
ბიდან მოღრღნილი ქერქი ედო. ადგა და კოშკივით კლდისკენ აიხედა.
მაშინვე ჯეკის ხმა გაიგონა წვეროდან:
– ერთი! ორი! სამიიი!
კლდის თავზე წითელი ლოდი ფარდასავით ჩამოვარდა და უეცრად
რალფმა ფიგურები და ლურჯი ცა
დაინახა. წუთიც და მიწა შეზანზარდა, ჰაერში გრგვინვა გაისმა,
ტევრს თითქოს კენწეროში ვეება ხელმა წამოარტყაო. უზარმაზარი ლო-
დი სანაპიროსკენ მიხტოდა და გზაზე ყველაფერს მიწასთან ასწორებდა.
რალფის თავზე წვიმასავით წამოვიდა დამტვრეული ტოტები და ფოთ-
ლები. ტევრს იქით ველურთა ტომმა აღტაცების ყიჟინა დასცხო.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
რალფმა თითები პირში ჩაიდო და მოიკვნიტა. იქ ერთადერთი ლო-
დიღა დარჩა, რომელიც შეიძლებოდა, ადგილიდან დაეძრათ; მაგრამ ნა-
ხევარი კოტეჯისოდენა იყო, მანქანისოდენა, ტანკისოდენა. მომაკვდი-
ნებლად მკაფიოდ დაუდგა თვალწინ, როგორ დაეშვებოდა ის ლოდი –
ჯერ ნელა, შვერილიდან შვერილზე გადავარდებოდა, მერე ვეებერ-
თელა ორთქლმავალივით დასრიალდებოდა ვიწრო გასასვლელში.
– ერთი! ორი! სამიიი!
რალფმა შუბი დადო, მერე ისევ აიღო. გაღიზიანებულმა გადაი-
ყარა უკან თმა, აფორიაქებულმა ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა თავის
სამალავში, ისევ უკან მობრუნდა. იდგა და დამტვრეულ ტოტებს შეჰ-
ყურებდა.
ისევ სიჩუმე.
საკუთარი დიაფრაგმის მოძრაობას მოჰკრა თვალი და გაუკვირ-
და, რომ ასე ჩქარ-ჩქარა სუნთქავდა. მარცხენა მხარეს თვალით ჩან-
და, როგორ უცემდა გული. შუბი ისევ ძირს დადო.
– ერთი! ორი! სამიიი!
ყურისწამღები, გრძელი ყიჟინა.
წითელ კლდეზე რაღაცამ დაიგუგუნა, მერე მიწა იძრა და თანაბ-
რად ატორტმანდა, ხმაურიც ასევე თანაბრად მატულობდა. რალფი
რაღაცამ ჰაერში აისროლა, გადააგდო, ტოტებს მიანარცხა. ხელმარ-
ჯვნივ, სულ რამდენიმე ფუტის მოშორებით, მთელი ტევრი გადაიხა-
რა, ფესვებმა დაიჭრაჭუნეს და მიწიდან ერთდროულად ამოვიდნენ.
დაინახა, რომ რაღაც წითელი ნელა მოგორავდა, წისქვილის ბორბა-
ლივით. მერე იმ წითელმა რაღაცამ ჩაიარა და სპილოების ჯოგივით
დაეშვა ზღვისკენ.
რალფმა ათხრილ ნიადაგზე დაიჩოქა და დედამიწის ჩაწყნარე-
ბას დაუცადა. მალე თეთრი, დამტვრეული კუნძები, დახლეჩილი
ტოტები და აბურდული ტევრი თითქოს თავის ადგილს დაუბრუნდა,
რალფს გულზე რაღაც სიმძიმე აწვა, სული ეხუთებოდა.
ისევ სიჩუმე.
თუმცა არა. ჩურჩული გაისმა; უეცრად მარჯვნივ ტოტები მძლავ-
რად შეირხა ორ ადგილას. შუბის წამახული წვერი გამოჩნდა. დაფე-
თებულმა რალფმა ჯოხი მოიქნია და რაც ძალი და ღონე ჰქონდა,
ჩასცხო.
– ააა-აჰ!
შუბი ოდნავ გადაეგრიხა ხელში და ისევ უკან ამოაძრო.
– ოოჰ... ოოჰ...
ვიღაც გმინავდა გარეთ, ვიღაცეები არატრატდნენ. გაცხარებულები
დავობდნენ, დაჭრილი ველური კვნესოდა. მერე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა,
მერე ხმა გაისმა და რალფმა იფიქრა, ეს ჯეკი არ არისო.
– ხედავთ? ხომ გეუბნებოდით... საშიშია.
დაჭრილი ველური ისევ აკვნესდა.
ახლა? ახლა რა მოხდება?
რალფმა მაგრად მოუჭირა ხელები დაღრღნილ შუბს, თმა ჩამოეშა-
ლა. ვიღაც იქვე, რამდენიმე იარდის მოშორებით ბუტბუტებდა, კოშკი-
ვით კლდის მხარეს. გაიგონა, როგორი თავზარდაცემული ხმით წარ-
მოთქვა ველურმა: «არა!», მერე შეკავებული სიცილი მოესმა. ჩაცუცქდა,
ტოტების კედელს კბილები დაუკრაჭუნა. შუბი ასწია, ხმადაბლა დაიღ-
რინა და დაელოდა.
უხილავი ჯგუფი კიდევ ერთხელ ახითხითდა. ჯერ უცნაური შრიალი
მოესმა, მერე უფრო ხმამაღალი ჭრაჭუნი, თითქოს ვიღაც ცელოფნის ვე-
ება ფურცლებს შლისო. ჯოხმა გაიტკაცუნა და ხველებამ სული შეუხუთა.
ტოტებში კვამლის თეთრმა და ყვითელმა მარყუჟებმა გამოჟონა, ზე-
მოთ, ლურჯი ცის ნაგლეჯი ქარიშხლის ღრუბელს დაემსგავსა და ბიჭი
უცებ კვამლში გაეხვია.
ვიღაცამ აღტაცებით გაიცინა და იყვირა:
– კვამლი!
რალფი ტევრის გავლით ტყისკენ გახოხდა, ცდილობდა, რაც შეიძ-
ლებოდა, მოშორებოდა კვამლს. მალე გაშლილი ადგილი და ტევრისპი-
რის მწვანე ფოთლები დაინახა. პატარა, წითელი და თეთრზოლებიანი
ველური იდგა რალფსა და ტყეს შორის, ხელში შუბი ეჭირა. ახველებ-
და, საღებავს ხელისზურგით თვალებზე იდღაბნიდა და ცდილობდა,
მომძლავრებულ კვამლში რამე დაენახა. რალფი კატასავით დააცხრა,
ბრდღვინვით ჩასცა შუბი და ველური ორად მოიკეცა. ტევრს მიღმა ყვი-
როდნენ, რალფს შიში მიერეკებოდა და ხეებს ქვეშ მიჰქროდა. ღორების
საძრომ გზას მიადგა და მიჰყვა, ასიოდე იარდი გაიარა და მოუხვია. უკან
კიდევ ერთხელ გადაუარა კუნძულს იმ ნიშანივით ძახილმა – «უ-უ-უ!» –
მერე ერთმა ხმამ სამჯერ დაიყვირა. იფიქრა, ეს ალბათ წინსვლის ნიშა-
ნიაო და ისევ მოკურცხლა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ბუჩქის ქვეშ
შევარდა და მოიცადა, სანამ სულს მოითქვამდა. ენით მოისინჯა კბი-
ლები და ტუჩები, შორს მდევრის ძახილს მიაყურადა.
კიდევ ბევრი რამ შეეძლო. შეეძლო ხეზე ამძვრალიყო – მაგრამ
მაშინ ყველაფერი სასწორზე უნდა შეეგდო. თუ მიაგნებდნენ, საქმე
გაუიოლდებოდათ – დასხდებოდნენ და დაელოდებოდნენ.
დრო რომ ჰქონდეს მოსაფიქრებლად!
კიდევ დაიყვირა ვიღაცამ ორჯერ იმავე მანძილიდან და რალფი
მიუხვდა. ტყეში გახლართულ ველურს ორჯერ უნდა დაეყვირა და
დანარჩენები დაუცდიდნენ, სანამ თავს არ გამოიხსნიდა. ასე, მთლი-
ანი კორდონით აპირებდნენ კუნძულის შემოვლას. რალფს ის ტახი
გაახსენდა, სულ იოლად რომ გაარღვია მათი მწკრივი. თუ აუცილე-
ბელი გახდებოდა, მდევარი რომ მოუახლოვდებოდა, შეეძლო კორ-
დონი გაერღვია იქ, სადაც უფრო შეთხელებული იქნებოდა, და უკან
გაქცეულიყო. მაგრამ სად უკან? კორდონი მოტრიალდებოდა და
ისევ გამოეკიდებოდა. ადრე თუ გვიან, ხომ უნდა დაეძინა ან ეჭამა და
მაშინ უკვე კლანჭებივით ჩაბღაუჭებული ხელები გააღვიძებდნენ...
რა უნდა ქნას? ხეზე აძვრეს? ტახივით გაარღვიოს მწკრივი? რაც
არ უნდა აერჩია, ერთიც და მეორეც საშინელება იყო.
ველურის ძახილმა ისევ გაუხეთქა გული, წამოხტა, ოკეანისკენ გა-
ვარდა, გაუვალ ჯუნგლებში მირბოდა, სანამ ლიანებში არ გაიხლარ-
თა და ჩამოეკიდა. ერთხანს გაჩერდა, მხოლოდ ფეხები უკანკალებ-
და. დამშვიდება რომ შეეძლოს, ერთხანს სულის მოთქმა რომ შეეძ-
ლოს, მოსაფიქრებელი დრო რომ ჰქონდეს!
მერე ისევ ჟრუანტელის მომგვრელმა ძახილმა – «უ-უ-უ!» – გა-
დაუარა კუნძულს. ამ ხმას ვერსად გაექცეოდა. ცხენივით ყალყზე
შედგა, ლიანებს თავი დააღწია და მანამ ირბინა, სანამ კიდევ ერ-
თხელ შეეკრა სუნთქვა. ისევ გვიმრებს ქვეშ შეიმალა. რა ქნას? ხეზე
აძვრეს თუ მწკრივი გაარღვიოს? წუთით სული მოითქვა, პირი მოიწ-
მინდა და საკუთარ თავს შეუძახა, აბა, დამშვიდდიო. სემდერიკი იქ
არიან, იმათთან და სძულთ ეს მწკრივი. არიან კი? რა იცის, რომ სემ-
დერიკს გადაეყრება? იქნებ მათ ნაცვლად ბელადი დახვდეს, ან როჯე-
რი, ხელით სიკვდილს რომ დაატარებს?
რალფმა აბურდული თმა გადაიყარა და საღი თვალიდან ოფლი მო-
იწმინდა.
– იფიქრე, – თქვა ხმამაღლა.
რა ქნას? რა აჯობებს?
ღუტა არ ჰყავდა, რომ ეთქვა. არც კრება, სერიოზულად რომ ემსჯე-
ლათ, არც ღირსების სიმბოლო – საყვირი.
– იფიქრე.
ახლა ყველაზე უფრო ის აშინებდა, გონებაში ფარდა არ აფრიალე-
ბოდა, საფრთხის შეგრძნება არ დაებინდა და აზროვნების უნარი არ წა-
ერთმია.
მესამე გამოსავალი იქნებოდა, ისე კარგად დამალულიყო, რომ წინ
მომავალ მწკრივს ჩაევლო და ვერ შეემჩნია.
თავი მიწას მოაშორა და მიაყურადა. კიდევ ერთი ხმა გაიგონა – ყრუ,
ბრდღვინვასავით ხმა, თითქოს ტყე უჯავრდებოდა, პირქუში ხმა, რომ-
ლის ფონზეც ველურების ძახილი ისე ისმოდა, თითქოს დაფაზე რაღა-
ცას აწრიპინებენო. იცოდა, რომ ეს ხმა ადრე სადღაც გაგონილი ჰქონდა,
მაგრამ ახლა გასახსენებლად არ ეცალა.
მწკრივი გაარღვიოს.
ხეზე ავიდეს.
დაიმალოს და გაატაროს.
მოახლოებულმა ყვირილმა ფეხზე წამოაგდო, წუთიც და ისევ ეკალ-
ბარდებსა და მაყვლის ბუჩქებში გარბოდა. უეცრად ბარდები შეთხელდა
და ისევ იმ გაშლილ ადგილას აღმოჩნდა – ისევ ფართოდ გაღმეჭილი ქა-
ლა, ოღონდ ახლა უძირო, ლურჯი ცის ნაგლეჯს კი არ შესცინოდა, არა-
მედ თავზე გადმომდგარ კვამლის საბანს იგდებდა მასხრად. რალფი ხე-
ებქვეშ გავარდა, ახლა მიხვდა, რატომ ბრდღვინავდა ტყე. ბოლით მო-
უნდომეს ტყიდან გამოდევნა და კუნძული ცეცხლს მისცეს.
ხეზე აძრომას დამალვა სჯობს, თუ გიპოვიან, კიდევ ერთი გამოსავა-
ლი გრჩება – წრის გარღვევა.
მაშ, უნდა დაიმალოს.
იფიქრა, ნეტავ ღორი თუ დამეთანხმებოდაო და სიცარიელეს და-
ემანჭა. მოძებნე ამ კუნძულზე ყველაზე ღრმა, ყველაზე ბნელი ფუ-
ღურო და შეძვერი. ახლა თან გარბოდა, თან აქეთ-იქით იყურებოდა.
მზის სხივები დასთამაშებდა და ჭუჭყიან სხეულზე ოფლი ულაპლა-
პებდა. ველურების გადაძახილი უკან მოიტოვა; ახლა შორიდან ის-
მოდა.
როგორც იქნა, იპოვა შესაფერისი ადგილი, თუმცა გადაწყვეტი-
ლება სასოწარკვეთამ მიაღებინა. აქ, ბუჩქებისა და ველური ბარდე-
ბის ხალიჩაში, მზის ერთი სხივიც კი ვერ აღწევდა. ხალიჩის ქვეშ და-
ახლოებით ერთი ფუტის სიმაღლის სივრცე რჩებოდა, თუმცა ეს სივ-
რცეც პარალელური ან ახლად ამოყრილი ღეროებით იყო სავსე. შუ-
აში თუ შეხოხდებოდი, ხუთი ფუტის მანძილზე იქნებოდი დაშორე-
ბული კიდეებიდან და ისე დაიმალებოდი, რომ ველური მიწაზე თუ
არ გაწვებოდა, ვერ დაგინახავდა; გინდაც ასე მომხდარიყო, სიბნე-
ლეში იქნებოდი შეყუჟული; და თუ უსაშველო გახდებოდა და მაინც
შეგნიშნავდა, კიდევ ერთი შესაძლებლობა გრჩებოდა – გამოვარ-
დნილიყავი, მწკრივი გაგერღვია, მოტრიალებულიყავი და უკან გაქ-
ცეულიყავი.
რალფი ფრთხილად გახოხდა ამოზრდილ ღეროებს შორის.
ჯოხს თან მიითრევდა. ხალიჩის შუაგულს რომ მიაღწია, დაწვა და ყუ-
რი მიუგდო.
ცეცხლი მომატებული იყო. წეღან რომ ეგონა, დოლის ხმა კარგა
შორს მოვიტოვეო, ახლა უფრო ახლოდან ისმოდა. ისე, ცეცხლი გაჭე-
ნებულ ცხენს ხომ ეწევა? სადაც იწვა, იმ ადგილიდან თხუთმეტიოდე
იარდის მოშორებით, მზით განათებული მიწა ჩანდა; მზის ყოველმა
ლაქამ უცებ თვალი ჩაუკრა. ეს ისე ჰგავდა მის ტვინში მოშარიშურე
ფარდას, რომ წუთით იფიქრა, ხომ არ მელანდებაო. მაგრამ მერე
ლაქები უფრო სწრაფად ახამხამდა, დაიბინდა, წაიშალა და მიხვდა,
რომ კუნძულსა და მზეს შორის მძიმედ ჩამოწვა კვამლი.
თუ ვინმე ბუჩქებქვეშ შეიხედავდა და ადამიანის სხეულს გაარ-
ჩევდა, ეს სემდერიკი იქნებოდა, ისინი კი ისე დაიჭერდნენ თავს, ვი-
თომ ვერაფერი დაინახეს და ხმას არ ამოიღებდნენ. ლოყა შოკოლა-
დისფერ მიწას დაადო, გამშრალი ტუჩები დაისველა და თვალები დახუ-
ჭა. ტევრს ქვეშ მიწა ოდნავ თრთოდა; ან იქნებ ეს რაღაც წყნარი ხმა იყო,
რომელსაც ცეცხლის გუგუნსა და ველურების წრიპინში ვეღარ არჩევდა.
ვიღაცამ დაიძახა. რალფმა ლოყა მიწას მოაშორა და შედარებით გა-
ნათებულ ადგილს ჩააცქერდა. იფიქრა, ახლა ახლოს იქნებიანო და
გულმა ბაგაბუგი დაუწყო. დამალვა, მწკრივის გარღვევა, ხეზე აძრომა –
მაინც რა სჯობდა? საქმე ისაა, რომ ერთადერთი შესაძლებლობა ჰქონ-
და.
ახლა ცეცხლი უახლოვდებოდა; ქვემეხის გრუხუნი მოესმა– ალბათ
მორები, ან დიდრონი ხეები იწვის. ბრიყვები! ბრიყვები! ცეცხლი ხილის
ხეებსაც მოეკიდება – ხვალ რას შეჭამენ?
რალფი მოუსვენრად აწრიალდა თავის ვიწრო საწოლში. გასაქცევი
აღარ დარჩა! რას უზამენ? სცემენ? მერე
რა? მოკლავენ? ჯოხს ორივე ბოლო წამახული აქვს.
უცებ მოახლოებულმა ყვირილმა ფეხზე წამოაგდო. დაინახა, რომ
ზოლიანი ველური აჩქარებით გამოვიდა მწვანე ბარდებიდან და პირდა-
პირ ხალიჩისკენ გამოემართა, სადაც რალფი იმალებოდა, ველურს შუბი
ეჭირა. რალფი მიწას ჩაებღაუჭა. აბა, მოემზადე.
ხელში ისე გადაატრიალა შუბი, რომ წვერი წინ მოექცია; ახლა და-
ინახა, რომ ველურის ჯოხს ორივე წვერი წამახული ჰქონდა.
ველური თხუთმეტიოდე იარდის მოშორებით გაჩერდა და დაიძახა.
შეიძლება, ცეცხლის გუგუნში ჩემი გულისცემა ესმის. არ იყვირო, მო-
ემზადე.
ველური წინ წამოვიდა, მხოლოდ წელს ქვევით ჩანდა. ეს შუბისტა-
რია. ახლა მუხლს ქვემოთ ჩანს. არ იყვირო.
ღორების კოლტი ჭყივილით გამოვარდა ფოთლებიდან ველურის
ზურგს უკან და ტყეში გავარდა. ფრინველები ყიოდნენ, თაგვები წრიპი-
ნებდნენ, რაღაც პატარა ცხოველი ხალიჩის ქვეშ შემოხტა და გაიტრუნა.
ხუთი იარდის მოშორებით ველური ზედ ბარდებთან გაჩერდა, ისევ
დაიძახა. რალფმა ფეხები აიკეცა და მოიკუნტა. იმას ხელში ჭოკი ეჭირა,
ორივე ბოლოში წამახული ჭოკი, და ეს ჭოკი გააფთრებით ბორგავდა,
დაგრძელდებოდა, დამოკლდებოდა, შემსუბუქდებოდა, დამძიმდე-
ბოდა, ისევ შემსუბუქდებოდა.
ყიჟინამ სანაპიროს თავიდან ბოლომდე გადაუარა. ველურმა
ბარდებთან ჩაიმუხლა, ტყეში, მის ზურგს უკან, მზის შუქი ციმციმებ-
და. ჩანდა, როგორ დააწვა მუხლით მიწას. ახლა მეორე მუხლი. ორი
ხელი. შუბი.
სახე.
ველური ბარდებში ჩაწოლილ წყვდიადს ჩააცქერდა. ეტყობოდა,
რომ აქეთ-იქით შუქს ხედავდა, მაგრამ შუაში – ვერა. შუაში – ბნელი
გუდა ჩანდა. ველურს სახე მოეჭმუხნა, ცდილობდა, სიბნელე გაეშიფ-
რა.
წამები გაიწელა. რალფი ველურს თვალებში ჩაჰყურებდა.
არ იყვირო.
შინ დაბრუნდები.
დაინახა. ამოწმებს. წამახული ჯოხი.
რალფმა იყვირა – შიშისგან, ბრაზისგან, სასოწარკვეთისგან. ფე-
ხები თავისით გაიმართა, ყვიროდა – გაუჩერებლად, დუჟმორეული.
ადგილს მოსწყდა, ბარდები გაგლიჯა, მეჩხერ ადგილას გავარდა,
ყვიროდა, ღრიალებდა, სისხლი სდიოდა. ჭოკი მოუქნია და ველური
გადავარდა; მაგრამ ახლა სხვები გამორბოდნენ ყვირილით. ნატ-
ყორცნი შუბი აიცდინა და გაიქცა – აღარ ყვიროდა. უცებ წინ მოციმ-
ციმე ნაპერწკლები გაერთიანდა, ტყის გუგუნი გრუხუნად გადაიქცა
და გზა მარაოსავით აალებულმა, მაღალმა ბუჩქმა გადაუღობა. მარ-
ჯვნივ მოუხვია, სასოწარკვეთილი მიჰქროდა, მკერდის მარცხენა მხა-
რეს ბაგაბუგი გაჰქონდა, ცეცხლი ზღვის მოქცევასავით მოიწევდა
წინ. მის ზურგს უკან ყიჟინა ატყდა, იქაურობას მოკლე, მჭახე ძახილი
მოედო – აქაოდა, გხედავთო. მარჯვნივ ყავისფერი ფიგურა გამოჩ-
ნდა და ჩამორჩა. ყველა გარბოდა, ყველა გიჟივით გაჰყვიროდა. ეს-
მოდა, როგორ მოშლიგინებდნენ; მარცხნივ ცეცხლის ცხელი, კაშკაშა
გრუხუნი ისმოდა. დაავიწყდა ჭრილობებიც, შიმშილიც, წყურვილიც,
შიშად იქცა; ფეხადგმულ შიშად, განწირული რომ მიჰქროდა ტყის
გავლით სანაპიროსკენ. თვალებში წერტილები უხტოდა, წითელ
წრეებად იქცეოდა, იდღაბნებოდა და ქრებოდა. თითქოს სხვას დაეღა-
ლა ფეხები, ყურისწამღები ყიჟინა მუქარის დაკბილული ფოჩივით მო-
იწევდა და ლამის თავზე გადაჰფარებოდა.
ფესვს წამოჰკრა ფეხი და დადევნებულმა ყიჟინამ იმატა. დაინახა,
როგორ იფეთქა ქოხმა ცეცხლში, მარჯვნივ ალი ბობოქრობდა, წინ წყა-
ლი ლაპლაპებდა. მერე თავქვე დაეშვა, თბილ ქვიშაში რამდენჯერმე გა-
დატრიალდა, მკლავები აიფარა და სცადა, ეყვირა, დამინდეთო.
ბარბაცით წამოდგა, კიდევ მეტი საშინელების მოლოდინში დაიძაბა
და უზარმაზარ, წინაფრიან ქუდს ახედა. თეთრი ქუდი იყო, წინაფრის
მწვანე ჩრდილში გვირგვინი, ღუზა და ოქროსფერი ფოთლები ჩანდა.
თეთრი მუნდირი, ეპოლეტები, რევოლვერი და მუნდირზე ჩამომწკრივე-
ბული მოოქრული ღილები დაინახა.
ფლოტის ოფიცერი ქვიშაზე იდგა და შემცბარი, განცვიფრებული ათ-
ვალიერებდა რალფს. მის უკან, ნაპირზე, ორ მეზღვაურს კატერი წყლი-
დან ამოეთრია. კიჩოზე კიდევ ერთი მეზღვაური იდგა, ხელში ავტომატი
ეჭირა.
ყიჟინა წაბორძიკდა და ჩაჩუმდა.
ოფიცერმა ეჭვის თვალით შეხედა, მერე ხელი რევოლვერის ტარს
მოაშორა.
– გამარჯობა.
რალფი შეიშმუშნა – იცოდა, რომ საძაგლად გამოიყურებდა და მორ-
ცხვად უპასუხა.
– გაგიმარჯოთ.
ოფიცერმა ისე დაუქნია თავი, თითქოს კითხვაზე უპასუხესო.
– მოზრდილები... უფროსები არ არიან?
რალფმა, თითქოს ენა წაერთვაო, თავი გააქნია. ქვიშიანი ნაპირისკენ
მოიხედა. ფერადი თიხის ზოლებად გათითხნილი პატარა ბიჭები ნახე-
ვარწრედ გამწკრივებულიყვნენ. წამახული ჯოხები ეჭირათ, გასუსულები
იდგნენ სანაპიროზე.
– თამაშობთ და ერთობით, – თქვა ოფიცერმა.
ცეცხლი ნაპირზე ქოქოსის პალმას მოსწვდა და ხმაურით ჩაყლა-
პა. ალი, ვითომ აქ არაფერიაო, აკრობატივით შეხტა და ბაქანზე
პალმების კენწეროები გალოკა. ცა გაშავებული იყო.
ოფიცერმა მხიარულად გაუცინა რალფს.
– თქვენი კვამლი დავინახეთ. რას აკეთებდით? ომი გაქვთ თუ რა?
რალფმა თავი დაუქნია.
ოფიცერი მის წინ მდგომ პატარა საფრთხობელას აკვირდებოდა.
ახლა ერთი კარგი დაბანა, თმის შეჭრა, ცხვირის მოხოცვა დახატავ-
და. არც მალამოები აწყენდა.
– იმედი მაქვს, არავინ მოგიკლავთ? გვამები ხომ არ არის სადმე?
– მხოლოდ ორი. მაგრამ გვამები წყალმა წაიღო.
ოფიცერი დაიხარა და რალფს თვალი გაუსწორა.
– ორი? მოკლული?
რალფმა ისევ დაუქნია თავი. მის ზურგს უკან ათრთოლებული
კუნძული ცეცხლში გახვეულიყო. ოფიცერი ყოველთვის გრძნობდა,
როცა სიმართლეს ეუბნებოდნენ. ხმადაბლა დაუსტვინა.
ახლა დანარჩენებიც გამოჩნდნენ, ზოგი სულ პაწაწინა იყო, გარუ-
ჯულები, პატარა ველურებივით ღიპებგადმოგდებულები. ერთ-ერ-
თი ოფიცერს მიუახლოვდა და ახედა:
– მე ვარ... მე ვარ...
მაგრამ ვეღარ გააგრძელა. პერსივალ უიმზ მედისონი გონებაში
ჯადოსნურ სიტყვებს ეძებდა, მაგრამ ეს სიტყვები უკვალოდ გამქრა-
ლიყო.
ოფიცერი ისევ რალფს მიუბრუნდა.
– ჩვენ წაგიყვანთ. რამდენი ხართ?
რალფმა თავი გააქნია. ოფიცერმა მის უკან შეჯგუფებულ ბიჭებს
მოავლო თვალი.
– მეთაური ვინ არის?
– მე ვარ, – ხმამაღლა უპასუხა რალფმა.
პატარა ბიჭმა, რომელსაც უჩვეულო, შავი ქუდის ნარჩენები ეხურა
წითურ თმაზე და წელზე გატეხილი სათვალე ეკიდა, ერთი ნაბიჯი
წამოდგა წინ, მერე გადაიფიქრა და ადგილზე გაშეშდა.
– თქვენი კვამლი დავინახეთ. ესე იგი, არ იცით, რამდენი ხართ?
– არა, სერ.
– მე მეგონა... – ოფიცერი უკვე ამ საქმესთან დაკავშირებულ საზრუ-
ნავზე ფიქრობდა, – მე მეგონა, ბრიტანელ ბიჭებს... ხომ ყველა ბრიტა-
ნელები ხართ?.. უფრო რიგიანად დახვედრა შეეძლოთ... იმას ვგულის-
ხმობ, რომ...
– თავიდან ეგრეც იყო, – უთხრა რალფმა, – სანამ ყველაფერი...
გაჩერდა.
– მაშინ ყველა ერთად ვიყავით...
ოფიცერმა თავი დაუქნია, მესმისო.
– ვიცი. თავიდან საუცხოო სანახაობა იქნებოდა. «მარჯნის კუნძული-
ვით».
რალფი თვალგაშტერებული შეჰყურებდა. წუთით თვალწინ წარმო-
უდგა წარმავალი სურათი – ერთ დროს უცნაური დიდებულებით გასხი-
ვოსნებული სანაპირო. მაგრამ კუნძული დამპალ შეშასავით დაიწვა... სა-
იმონი მოკვდა... ჯეკმა... ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა და ქვითინი
წასკდა. რაც კუნძულზე იყვნენ, პირველად მისცა თავს ამის უფლება;
სიმწრისა და დარდის უსაშველო, გულისშემძვრელმა სპაზმებმა თით-
ქოს მთელ სხეულში დაუარა. ალმოდებული, განადგურებული კუნძუ-
ლის თავზე წამომდგარ შავ კვამლს მისი ხმაც შეუერთდა; ტირილი და-
ნარჩენებსაც გადაედო და ბიჭუნები ქვითინისგან აცახცახდნენ. რალფი
– ჭუჭყიანი, გაბურძგნილი, ცხვირმოუხოცავი რალფი შუაში იდგა და გუ-
ლამოსკვნილი დასტიროდა უმანკოების დასასრულს, ადამიანის გულში
ჩაბუდებულ სიბნელეს, ჰაერში გადატრიალებულ ერთგულ, ბრძენ მეგო-
ბარს, ღუტას რომ ეძახდნენ.
ამ ხმებით გარშემორტყმულ ოფიცერს გული აუჩუყდა, შეცბა. მიტრი-
ალდა, რომ ბიჭებისთვის დასაწყნარებლად დრო მიეცა; უცდიდა და
თვალებს შორეთში მოტივტივე კრეისერის კოხტა სილუეტზე ასვენებ-
და.

You might also like